შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე


22-06-2018, 21:47
ნანახია 601

სისხლში მოცეკვავე

სისხლში მოცეკვავე

შესავალი

ბალეტი მისთვის ყველაფერი იყო... იყო ის, რაც ყველაზე დიდ სიხარულს ანიჭებდა. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და არაფერს ერიდებოდა. თავდაუზოგავად შრომობდა, ცეკვავდა დილამდე და ზოგჯერ ვერც კი ხვდებოდა, როგორ ათენდებოდა. ჰქონდა მიზანი, რომელიც წარმატების უდიდესი მწვერვალისკენ მიილტვოდა და ასეც იყო, საკუთარი შესაძლებლობების წყალობით იქ აღმოჩნდა, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა- არც მეტი და არც ნაკლები, ნიუ-იორკის საბალეტო დასში. კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ არავინ იცოდა, რომ ერთ დღეს, 20 წლის პერსპექტიული ბალერინას ცხოვრება ასე ცუდად დასრულდებოდა...
„9 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათისთვის, ნიუ-იორკის დასის ბალერინა ლიზა მეტრეველი საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. გარდაცვლილის გვამი სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ სამზარეულოს იატაკზე აღმოაჩინა. მას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ სიკვდილის მიზეზი გახდა.“-გადმოსცემდნენ ტელევიზიები.
„შეძრული ვარ მომხდარით. ის არაჩვეულებრივი პიროვნება და ბალერინა იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვის აწყობდა მისი სიკვდილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბალეტზე უზომოდ შეყვარებული და საკუთარი საქმის ერთგული იყო. ლიზას მიერ შესრულებული პარტიების შემდეგ აღფრთოვანებული მაყურებლის ტაში ახლაც ყურში ჩამესმის. ძალიან ვწუხვარ, ყველას დაგვაკლდება.“-აღნიშნავდა ქორეოგრაფი ბრაიან ერიქსონი.
„ლიზას საუცხოო შესრულების მანერა ჰქონდა, ჰაეროვანი მოძრაობები და მთელი სხეულის 100%-იანი ფლობა. მისი ყველა ნაწილი მუდამ ჰარმონიულად ერწყმოდა ცეკვას. მეგობრული და სიცოცხლით სავსე პიროვნება იყო, მასთან თავს ყველა კარგად ვგრძნობდით, მოგვენატრება.“-ამბობდა დასის ერთ-ერთი წევრი სოფია დუაიერი.


თავი 1
საქართველოდან აშშ-ში ჩასვლის მერე, ლიზა მეტრეველმა იმდენი მოახერხა, ძალიან მალე სოლო პარტიების შესრულებები დაიწყო და ერთ-ერთი მოწინავე მოცეკვავე გახდა მთელს დასში. ჰქონდა წარმატებული კარიერა, ახალი და გავლენიანი სანაცნობოწრე და მთავარი მონაპოვარი- მეუღლე დეივიდ მილერი, რომელიც შემთხვევით, მეგობრის სახლში, მადლიერების დღეზე გამართულ ვახშამზე გაიცნო. მას შემდეგ დიდ ხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ლიზაზე უზომოდ შეყვარებულმა დეივიდმა არ გადაწყვიტა, რომ მარტოობის დღეებისთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი და ძალიან ორიგინალურად სთხოვა ხელი-“Empire State Building”-ის ბოლო სართულზე, ხალხის თანდასწრებით ცოლობაზე დაითანხმა.
ქორწილი სექტემბერში, მანჰეტენის შუაგულში, “Midtown Loft & Terrace”-ზე შედგა. ულამაზესი და დახვეწილი გარემო, ბედნიერი წყვილი და სტუმრები... თაფლობის თვე კარიბიის ზღვის სანაპიროზე, არუბას კუნძულზე გაატარეს.
დეივიდი პროფესიით ექიმი კარდიოლოგი გახლდათ. 35 წლის სიმპათიური, მაღალი მამაკაცი, ქერა თმებით და ცისფერი თვალებით. ლიზასთან ქორწინება მისთვის რიგით მეორე იყო. პირველად სტუდენტობის დროს, 22 წლის ასაკში იქორწინა, მაგრამ არც თუ ისე კარგად დასრულდა. ლიზა მისთვის მშვიდი და სიყვარულით სავსე ცხოვრების მეორე შანსი იყო, რომელსაც ძალიან აფასებდა და უფრთხილდებოდა. მკვლელობის დღეს, საქმიანი ვიზიტით წასული მეუღლე ფლორიდიდან ნიუ-იორკში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის სავარძელში კომფორტულად მოთავსებულიყო და საყვარელი მეუღლისთვის ნაყიდ სამაჯურებს ხელში ღიმილით ათამაშებდა.


თავი 2
ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი მკაცრი ზამთრის ამინდი მანჰეტენზე მოსიარულეებს თვალებში თოვლის კორიანტელს აყრიდა. სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი ხალხი ზოგი მეტროსკენ, ზოგიც სხვა მიმართულებით ნაწილდებოდნენ. ქუჩებში, როგორც ყოველთვის, საცხობებიდან და ყავის სახლებიდან გამოსული სუნი იდგა და გამვლელებს თავისკენ მაცდურად იზიდავდა. ტრანსპორტის ხმა, სიგნალები და ხალხის ხმაური სიცოცხლით სავსე ქალაქს კიდევ უფრო აქტიურ იმიჯს სძენდა. ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოდან გოგონა გამოვიდა და იქვე, ახლოს მდებარე “Diner”-ში ჩქარი ნაბიჯებით შევიდა. მომსახურე პერსონალმა თავაზიანად გაუღიმა და მიესალმა:
-დილა მშვიდობისა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-დილა მშვიდობისა. ბეიგალი სეზამის მარცვლებით და ჩვეულებრივი მდნარი ყველით თუ შეიძლება.
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?
-„კაპუჩინოს“ პატარა ზომის ჭიქით.
-ახალგაზრდა მამაკაცმა ორ წუთში გაუმზადა გოგონას შეკვეთა და ხელში მიაწოდა.
-გმადლობთ.
-კარგ დღეს გისურვებთ, ნახვამდის. -კიდევ ერთხელ გაუღიმა მამაკაცმა გოგონას და ყურადღება სხვა კლიენტზე გადაიტანა.
-თქვენც ასევე, ნახვამდის. -ღიმილითვე უპასუხა გოგონამ და თავისუფალი მაგიდის ძებნა დაიწყო. ამასობაში, მობილურზე ტექსტური შეტყობინება მოუვიდა:
-ლიზა, როგორ ხარ საყვარელო, ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?
-ცოტა მოვიწყინე. -დაუბრუნა პასუხი მეუღლეს.
-არაუშავს, დავბრუნდები და დაკარგულ დროს ავანაზღაურებთ.
-ხომ არ დაგავიწყდა, რაც დაგაბარე? -გოგონა სასაუბრო თემის გადატანას შეეცადა და ჩუმად, თავისთვის ჩაეღიმა.
-რა დამაბარე? ჰო, გამახსენდა- სითბო, მზე და სიყვარული, არა? არ ინერვიულო, უხვად მომაქვს, ამაღამ დაგცხება კიდეც.
-ნუ მაცინებ და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, იცი რაზედაც გეუბნები. - უპასუხა და ცხელი ყავა მოსვა, მერე სახეზე ღიმილმა გადაურბინა, ახლო მაგიდებზე მჯდარ ხალხს გადახედა და პასუხს გამალებით დაუწყო ლოდინი. ცოტა ხნის პაუზის შემდეგ მობილურზე მესიჯის მოსვლის ხმა გაისმა.
-რაზე ამბობ? ვერ ვხვდები.
-ოკეანის ნიჟარებით აწყობილ სამაჯურებზე გეუბნები, მიყიდე?
-ვაჰ, როგორ დამავიწყდა. -ატყუებდა მეუღლეს. -ახლა უკვე აეროპორტში ვარ, სადაც არის თვითმფრინავი ჰაერში აიჭრება.
-კარგი, ვიცი, რომ მეხუმრები და არ დაგავიწყდებოდა. -ისევ გაეღიმა გოგონას და პასუხის მოლოდინში ყავის მორიგი ყლუპი მოსვა.
-არა, მართლა დამავიწყდა. -არ იშლიდა ტყუილს დეივიდი.
-კარგი რაა...
-ონლაინიდან გამოვიწეროთ, საყვარელო.
-ოჰ... -ახლა კი მართლა დაიჯერა და მეუღლის გულმავიწყობის ამბავი აღარ ესიამოვნა.
-კარგი, იმედი მაქვს, მაპატიებ და აეროპორტში მანქანით დამხვდები.
-არ იმსახურებ, მაგრამ დაგხვდები. რომელ საათზე ჩამოდიხარ?
-ზუსტად 10 საათზე მანდ ვიქნები.
-კარგი, რომ ჩამოხვალ, რაღაც უნდა გითხრა.
-ახლა მომწერე, ხომ იცი, როგორი მოუთმენელი ვარ.
-არა, რომ ჩამოხვალ, მაშინ გეტყვი.
-მითხარი რაა... -არ ეშვებოდა მეუღლეს მამაკაცი.
-არა. -მოკლედ მისწერა და “Diner”-იდან გასვლისთვის მოემზადა.
-ჯიუტი ხარ!
-ახალი ამბავი. -ჩაეცინა გოგონას.
-ის მაინც თქვი, კარგი ამბავია თუ ცუდი?
-რომ ჩამოხვალ, მერე გაიგებ. -აინტრიგებდა გოგონა მეუღლეს.
-კარგი, რა გაეწყობა. ცოტაც და მანდ ვიქნები. გკოცნი და დროებით.
-კარგი. -უკვე სახლში მიმავალ გზაზე იყო, როცა ბოლო პასუხი მისწერა დეივიდს, მობილური ქურთუკის ჯიბეში შეინახა და სიცივისგან რომ არ გაყინულიყო, ნაბიჯებს აუჩქარა.
ნიუ-იორკში გადაუღებლად თოვდა...
ბინაში დაბრუნებულმა გოგონამ საათს შეხედა და იფიქრა, მეუღლის ჩამოსვლამდე დრო ჯერ კიდევ ჰქონდა და ცოტას ივარჯიშებდა ცეკვაში. მუსიკა ჩართო და ჩაიკოვსკის მელოდიას ჰაეროვანი მოძრაობებით აჰყვა.


თავი 3
დაახლოებით 10:10 სთ. იქნებოდა, როდესაც დეივიდი „JFK”-ის აეროპორტის მე-8 ტერმინალში იდგა და მეუღლეს ელოდებოდა. ლიზა არსად ჩანდა. ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, მაგრამ არ პასუხობდა. კარგად იცოდა, რომ თუ რამე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არ მოხდებოდა, ლიზა ასე უპასუხისმგებლოდ არ მოექცეოდა, ამიტომ საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ სახლში ტაქსით წავიდა. -რაღაც ეს შუადღე ცუდად დაიწყო.-გაიფიქრა და გზაში უცნაურმა შიშმა შეიპყრო. სახლში მისულს, ბინის კარები ღია დახვდა, ოთახები კი არეული. სამზარეულოში შესვლისას იატაკზე გართხმული მეუღლე სისხლის ტბაში ცურავდა. როდესაც ლიზას მიუახლოვდა, პულსი გაუსინჯა და მიხვდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო და ვერაფერს უშველიდა. სიმწრით ხმამაღლა ამოიგმინა და პატარა ბავშვივით აქვითინდა. დიდ ხანს იხუტებდა საყვარელი ადამიანის უმოძრაო სხეულს, და სახეზე კოცნიდა. ბოლოს, როგორც იქნა გონს მოვიდა, ტელეფონს მივარდა და 911-ზე დარეკა.
რამდენიმე წუთში “Chamber“-ის ქუჩა სასწრაფო დახმარების პერსონალით და პოლიციელებით აივსო.
ექიმები, პოლიციის კაპიტანი, გამომძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ფოტოგრაფი, არეული სახლი, შოკისმომგვრელი ამბავი და სხვ. -ყველა და ყველაფერი დეივიდ მილერის გონებაში ირეოდა და აზროვნების უნარს ართმევდა.
მალე ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ, ოჯახის წევრებს და ახლობლებს ეძებდნენ, რომ მათი კომენტარები ჩაეწერათ და ახალი ამბავი გაეშუქებინათ.

თავი 4
ლიზას სხეულის პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ დაახლოებით 4 საათის გარდაცვლილი იყო, როდესაც მეუღლემ ბინაში ნახა. ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და ვარაუდობდნენ, რომ სიკვდილი სავარაუდოდ ამ ფაქტმა გამოიწვია.
პოლიციელები დეივიდ მილერს დაწვრილებით ეკითხებოდნენ, რა დაინახა ბინაში შესულმა და როგორ მდგომარეობაში დახვდა მსხვერპლი. მოგვიანებით, საქმის დეტალებში უკეთესად გასარკვევად განყოფილებაში დაიბარეს:
-დეივიდ მილერ, თითოეულ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, შესაძლოა ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ ყველაფერი უნდა გვიამბოთ.
-რა თქმა უნდა. -დაეთანხმა მამაკაცი.
-მაშინ დავიწყოთ. მოგვიყევით ყველაფერი, სად იყავით და როცა დაბრუნდით, რა ვითარებაში აღმოაჩინეთ თქვენი მეუღლე?
-კონფერენციაზე მქონდა გამოსვლა მაიამიში, ჩემს საქმეებს როგორც კი მოვრჩი, დღეს დილით დავბრუნდი ნიუ-იორკში. ვიდრე გამოვფრინდებოდი, ჩემს მეუღლეს მობილურ ტელეფონზე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნიდი, შემპირდა, რომ აეროპორტში დამხვდებოდა, მაგრამ არ მოვიდა და არც ჩემს ზარებს პასუხობდა. მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, რას წარმოვიდგენდი თუ...
-კონფერენციაზე ვინ მიგიწვიათ და როდის გადაწყდა თქვენი იქ წასვლა?
-ხუთი თვით ადრე მივიღე მოწვევა კონფერენციის ორგანიზატორისგან, შეტყობინება მეილზე მაქვს.
-მაიამიდან როდის წამოხვედით და სახლში როდის მიხვედით?
-ფრენის რეისი დილის 07.00 სთ-ზე იყო და 10 საათისთვის უკვე ნიუ-იორკში ჩამოვედი, სახლში ტაქსით მივედი, კარები ღია დამხვდა, ოთახები კი მოუწესრიგებელი. მაშინვე ჩემს მეუღლეს დავუწყე ძებნა და სამზარეულო ოთახის იატაკზე ისეთ ვითარებაში დავინახე, რისი მოწმეც მოგვიანებით თქვენც გახდით. მერე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დავრეკე და ასე გაიგო ყველამ ეს ამბავი.
-სახლში ვინ ცხოვრობთ?
მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით, მეტი არავინ.
-გაიხსენეთ, თქვენს მეუღლეს ბოლო ხანებში ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ მოსვლია?
-ძირითადად, ბალეტის დასის ერთ-ერთ წარმომადგენელთან მოსდიოდა ხოლმე ხშირი უსიამოვნებები.
-სახელი და გვარი გახსოვთ?
-ამანდა ერქვა, გვარი არ ვიცი, არ ვიცნობ.
-კიდევ ვინმეს ხომ ვერ გაიხსენებდით?
-ახლა სხვა არავინ მახსენდება. ლიზა ძალიან უკომფლიქტო პიროვნება იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვის შეიძლებოდა, რომ ასე გაემეტებინა. -გრძნობებისგან დაცარიელებული პასუხობდა დეივიდი დეტექტივს.
-უცნაური რამე ხომ არ გახსენდებათ? მაგალითად, აღელვებული თუ იყო ბოლო დროს?
-ცოტა უცნაურად კი იქცეოდა, ხშირად ნერვიულობდა წვრილმანებზე, მაგრამ გადაღლილობას და სტრესს მივაწერე, რადგან მის ცხოვრებაში თუ რამე მნიშვნელოვანი ხდებოდა, ყველაფერს მიყვებოდა, ჩვენ არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს.
-როდიდან შეამჩნიეთ ეს ცვლილებები?
-ჩემს წასვლამდე 2-3 დღით ადრე, თითქოს აღელვებული იყო. დღეს მომწერა, როცა მნახავდა, რაღაც უნდა ეთქვა. ახლა ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ეს სათქმელი არ ასვენებდა.
-ეჭვითაც ვერ მიდიხართ, რა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო?
-სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით, მართლა ვერ ვხვდები.-ამოიოხრა მამაკაცმა.
გამომძიებელმა დაკითხვა გააგრძელა:
-კარგად გაიხსენეთ, თქვენ ხომ არ მოგსვლიათ ვინმესთან კონფლიქტი?
-არა, არავისთან. -დარწმუნებით იქნევდა თავს დეივიდი.
-გასაგებია. კარგი, ამ ეტაპზე შეკითხვები არ გვაქვს, თუმცა გამოძიების პერიოდში შესაძლებელია, ხშირად მოგმართოთ.
-არ არის პრობლემა, რამდენჯერაც გნებავთ, მომმართეთ.
-კარგი, თავისუფალი ხართ და როგორც კი ახალი რამე გამოჩნდება, შეგატყობინებთ.
-დროებით. -დაემშვიდობა დეტექტივს და დაკითხვის ოთახიდან გავიდა.
დეივიდს პოლიციის შენობასთან ლიზას დედა, დედამისი და ნათესავები ელოდებოდნენ. ყველას აინტერესებდა, რას ამბობდნენ პოლიციელები, მაგრამ სამწუხაროდ გამოძიება ჯერ ახალი დაწყებული იყო და შესაბამისად, პასუხიც არავინ იცოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Elle????

saocrad miyvars baleti , magram mastan shexeba arasdros mqonia .dasawyisistvis dzalian kargia da vpiqrob sainteresoc.chemi didi survili iqneba tu kargad gadmoscem cekvis momentebs . heart_eyes mec vwer motxrobas balerinaze ase rom...nu warmatebebi da imedebi ar gamicruo kissing_heart

 



№2  offline წევრი ჰაიკო

ესეიგი ცოტა ვრცელი კომენტარი უნდა გავაკეთო და კრიტიკასაც არ მოვერიდები.

კარგია,იმიტომ რომ: ამ საიტზე რაც დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები წამიკითხავს აბსოლიტურად ყველას სჯობია, დიალოგები და თხრობითი სტილი კარგადაა შერწყმული, როგორც იქნა ხმარებიდან ამოვიღეთ სახელები "დემეტრე", "ვაჩე", "დამიანე", "მათე". ამ სახელების ყველა ისტორიაში წაკითხვა მსუბუქად რომ ვთქვათ გამაღიზიანებელია. სასვენი ნიშნები სწორად გაქვს, ისტორია დინამიურად ვითარდება, მოცულობით კარგია.

გაითვალისწინე შემდეგი: მაგალითად "10 საათისთვის" არა, 10:00 საათისთვის ან დილის ათი საათისთვით, "2-3 დღით ადრე" არა, ორი-სამი დღით ადრე. ოდნავ გაუცნობიერებელი მკითხველი ვერ მიხვდება "JFK" რას ნიშნავს, უნდა დაწერო "ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტი" და მერე თუ გსურს ფრჩხილებში მიუწერე (JFK), "35 წლის" ან "22 წლის" არა, ოცდათხუთმეტი წლის ან ოცდაორი წლის არის წერის სწორი ფორმა.

საბოლოოდ: ძალიან ძალიან კარგია,შენიშვნებს თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება,იმიტომ რომ ვაპირებ ამ ისტორიის წაკითხვას,ასე განაგრძე,კარგად წერ.წარმატებები და შენიშვნები არ გეწყინოს.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 




Elle????
saocrad miyvars baleti , magram mastan shexeba arasdros mqonia .dasawyisistvis dzalian kargia da vpiqrob sainteresoc.chemi didi survili iqneba tu kargad gadmoscem cekvis momentebs . heart_eyes mec vwer motxrobas balerinaze ase rom...nu warmatebebi da imedebi ar gamicruo kissing_heart

გამარჯობა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. გეთანხმები, ბალეტი საოცრებაა, თუმცა არც მე მქონია მასთან შეხება. მე და შენ საერთო გვქონია :) გვიყვარს, არც ერთმა ვიცით ცეკვა, მაგრამ ვგრძნობთ და გვესმის :))) გამომდინარე იქიდან, რომ ბალერინა გარდაცვლილია და მის მკვლელობას იძიებენ, არ ვიცი, რამდენად მომცემს შინაარსი იმის საშუალებას, ლიზას ცეკვის პარტიები აღვწერო. აუცილებლად გავითვალისწინებ <3

ჰაიკო
ესეიგი ცოტა ვრცელი კომენტარი უნდა გავაკეთო და კრიტიკასაც არ მოვერიდები.

კარგია,იმიტომ რომ: ამ საიტზე რაც დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები წამიკითხავს აბსოლიტურად ყველას სჯობია, დიალოგები და თხრობითი სტილი კარგადაა შერწყმული, როგორც იქნა ხმარებიდან ამოვიღეთ სახელები "დემეტრე", "ვაჩე", "დამიანე", "მათე". ამ სახელების ყველა ისტორიაში წაკითხვა მსუბუქად რომ ვთქვათ გამაღიზიანებელია. სასვენი ნიშნები სწორად გაქვს, ისტორია დინამიურად ვითარდება, მოცულობით კარგია.

გაითვალისწინე შემდეგი: მაგალითად "10 საათისთვის" არა, 10:00 საათისთვის ან დილის ათი საათისთვით, "2-3 დღით ადრე" არა, ორი-სამი დღით ადრე. ოდნავ გაუცნობიერებელი მკითხველი ვერ მიხვდება "JFK" რას ნიშნავს, უნდა დაწერო "ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტი" და მერე თუ გსურს ფრჩხილებში მიუწერე (JFK), "35 წლის" ან "22 წლის" არა, ოცდათხუთმეტი წლის ან ოცდაორი წლის არის წერის სწორი ფორმა.

საბოლოოდ: ძალიან ძალიან კარგია,შენიშვნებს თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება,იმიტომ რომ ვაპირებ ამ ისტორიის წაკითხვას,ასე განაგრძე,კარგად წერ.წარმატებები და შენიშვნები არ გეწყინოს.

მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის. შენიშვნა არ მწყინს, პირიქით, მანვითარებს :))) ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ. ამ საიტზე შემოსვლის მიზანიც ეს არის -მკითხველთან მქონდეს ურთიერთობა.

 



№4  offline წევრი mirandaa31

როდესაც საიტის ჯგუფში გააკეთეთ კომენტარი, იქაც გამოგეხმაურეთ და გითხარით რომ აუცილებლად წავიკითხავდი და ჩემს მოსაზრებასაც გაგიზიარებდით. მიყვარს დეტექტიური ჟანრის რომანები და თქვრნი გამოჩენა მიხარია და წარმატებებს გისურვებთ.
ისტორიას რაც შეეხება ძალიან კარგად წერთ და უკვე ჩამითრია )) მაინტერესებს მოვლენების განვითარება, გელოდებით.
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline წევრი AnnaAkhalaia

მომწოოონს ❤❤❤

 




AnnaAkhalaia
მომწოოონს ❤❤❤

მადლობა <3 შეგიძლია, დანარჩენ თავებსაც გაეცნო, დღეს ავტვირთავ :))

mirandaa31
როდესაც საიტის ჯგუფში გააკეთეთ კომენტარი, იქაც გამოგეხმაურეთ და გითხარით რომ აუცილებლად წავიკითხავდი და ჩემს მოსაზრებასაც გაგიზიარებდით. მიყვარს დეტექტიური ჟანრის რომანები და თქვრნი გამოჩენა მიხარია და წარმატებებს გისურვებთ.
ისტორიას რაც შეეხება ძალიან კარგად წერთ და უკვე ჩამითრია )) მაინტერესებს მოვლენების განვითარება, გელოდებით.


მახარებს ის ფაქტი, რომ ამ საიტზე დეტექტივების მოყვარულებიც არიან. დიდი მადლობა ინტერესისთვის და ასეთი შეფასებისთვის <3 :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent