შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (1თავი)

23-06-2018, 16:39
ნანახია 3 438

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (1თავი)

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს. როგორი სიცივეც არ უნდა იყოს წელსზემოთ შიშველს მიყვარს ძილი. ახლაც საწოლში ვარ გათხლეშილი, ორივე ხელი ბალიშის ქვემოთ მაქვს ამოდებული და რაღაც საოცრად გემრიელ სიზმარს ვნახულობ. მოულოდნელად სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ და ვიღაც ორივე ხელებს საწოლზე მაგრად მიჭერს. მყისიერად ვბრუნდები რეალობაში, ერთი შევკივლე და ხელებს მთელი ძალით დავაწექი რომ ავმგდარიყავი, თუმცა ჩემზე გაშოტილი მამაკაცის სხეული გაცილებით ძლიერი იყო და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდი. კეფაზე აღგზნებული ტუჩების შეხებას ვგრძნობ. ყურში მძიმე სუნთქვა მესმის. ტუჩები რითმულად ჩამიცურა ბეჭებზე, მერე ხერხემლის სათითაო ძვალს კოცნის, ხელებს ისევ ძლიერად მიჭერს და ვერაფრით ვახერხებ გადმობრუნებას.
-გაჩერდი. აღმომხდა სიმწრისგან.
-რამდენჯერ გითხარი, რომ შიშველი ნუ იძინებ. მეუბნება ნაცნობი ხმა და ყურზე მკბენს. ბაგეს ღიმილი მიპობს, მაგრამ დანებებას ერთი წამით არ ვაპირებ. ახლა ცალი ხელით იჭერს ჩემს ორივე ხელს, მაინც ახერხებს. საკმაოდ ძლიერია. მეორე ხელი საცვლისკენ წაიღო და აი ამ მომენტში გადამეკეტა.
-არც იფიქრო. კანით ვხვდები რომ იღიმის. უცებ მისკენ მატრიალებს და ტუჩებზე მეკვრის.
-კანდაბა ტასო. შემიბღვირა და ნაკბენ ტუჩზე აიფარა ხელი. ჩემში არსებული მთელი ძალა მოვიკრიბე და მისი სხეულიდან თავი დავაღწიე.
-არასოდეს დაესხა მძინარე ქალს თავზე. შევუღრინე და სააბაზანოში შევედი.
***
ვცდილობ გავიხსენო როდის დავკარგე სხეულზე მართვის უნარი, როდის დამეწყო გონების უკონტროლობა. რა მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ვინ ვარ, ვინ ვიყავი. ვინ ვიქნები. მინდა მძიმედ დაწოლილი ქუთუთოები გავახილო მაგრამ ამის ძალაც არ შემწევს, ზოგჯერ მგონია ცოცხლად დამმარხეს. თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ჩემ თავს...
***
ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მამაჩემმა გადაწყვიტა ჩემში ფული დაებანდებინა, რომ სიბერეში ასმაგად ამოეღო... უცნაური ბიზნესი კი მოიფიქრა, თუმცა უნდა ითქვას რომ გაუმართლა. ჩემი მშობლები ღრმერთმა უწყის რა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. არავინ იცის ვინ გაიმეტა 2 თვის ბავშვი ნაგავსაყრელზე დაეგდო, მაგრამ კეთილი ხალხიც ხომ არსებობს, სწორედ ასეთი კეთილი ხალხის სახლის წინ აღმოჩნდა ზუსტად ის საბედისწერო ნაგავსაყრელი სადაც ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ, ან მამამ-მომისროლეს. მამაჩემი (გამზრდელ მამას ვგულისხმობ) მსოფლიოში ყველაზე საყვარელი, ტკბილი და იდეალური პიროვნებაა, ზუსტად ისეთივეა მისი მეუღლეც, (გამზრდელი დედა). მე ვგიჟდები ამ ხალხზე, არა იმიტომ რომ ნაგავსაყრელიდან ამოიყვანეს ჭუჭყიანი, შეუხედავი, ჭორფლიანი რიჟა ახალშობილი, არამედ იმიტომ რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემი, მათი შვილის ბედნიერებისთვის. არავინ იცის ჩემი ნამდვილი სახელი. გამზრდელმა დედამ ტასო დამარქვა, მამამ გვარი მომცა და ასე გავხდი გოგონა ნაგავსაყრელიდან-ცნობილი ბიზნესმენის, ლადი ყიფიანის ქალიშვილი.
***
-რა იყო დე. ვეკითხები დედას, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ჩემი დილის კვებას.
-ძალიან ლამაზი ხარ ტასო. წარბი ავწიე და ფორთოხლის წვენი ხმაურიანად მოვსვი. დედას ეღიმება. -ვიცი ასე ჩემს გასაბრაზებლად იქცევი. ამბობს და თეფზე შემწვარ კვერცხს მიმატებს. სახე უსიამოვნოდ დავმანჭე.
-აღარ მინდა რა დე.
-დედას ხათრით.
-ხვდები რომ ჩემ სიყვარულს ბოროტად იყენებ?
-შენი ჯამრთელობისთვის ასეა საჭირო. ჭამე. მეუბნება დედა და ახლა ფორთოხლის წვენს მიმატებს. თვალები უსიამოვნოდ ავატრიალე. -დე. ხმა შეარბილა დედამ და ზუსტად ვიცი ახლა რასაც მკითხავს.
-არა დედა, არავის ვხვდები. სახე მოეღუშა. -დე, მის დამშვიდებას ვცდილობ. -როცა ვინმე შემიყვარდება აუცილებლად გეტყვი კარგი?
-ტასო, ოცდახუთი წლის ხარ.
-მერე რა?
-მე და მამა უკვე დავბერდით დე. ჩანგალი ხმაურით დავაგდე თეფშზე.
-ძალიან გთხოვ ამ თემას აღარსდროს შეეხო. მადა დავკარგე. მაგიდიდან ვდგები და სამზარეულოს უხმოდ ვტოვებ.
დედას აღელვების კარგად მესმოდა, სწავლაზე და კარიერაზე იმდენად ვიყავი გადაყოლილი, რომ ვერასოდეს ვამჩნევდი ჩემს ირგვლივ მოხეტიალე, ჩემზე შეყვარებულ მამაკაცებს. მამა ამის შესახებ სიტყვას არასოდეს ძრავდა, მისთვის მთავარი იყო, ჩემი სახით, კომპანიის სათავეში ღირსეული მემკვიდრე დაეტოვებინა. როცა დედა ამის შესახებ ეკამათებოდა, მამა მუდამ ერთი და იგივეს პასუხობდა. -ტასო ჭკვიანია, გათხოვებას მუდამ მოასწრებს. ამერიკიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, როდესაც მამას გულის ოპერაცია გავუკეთეთ. სახლში გამოწერეს თუ არა თავისთან დამიბარა და...
-არასოდეს მეგონა, რომ ის პატარა შეუხედავი ჭორფლიანი გოგო ასეთი სილამაზე შეიძლებოდა გამხდარიყო.
-ამას სიყვარული გალაპარაკებს მა. ვეუბნები და შუბლზე ვკოცნი.
-არა ჩემო გოგო, მართლაც იდეალური გარეგნობა გაქვს. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გესაუბრო.
-გისმენ მამა. ვეუბნები და მის ფეხებთან ფეხმორთხმით ვჯდები, ის იღიმის.
-მოკლედ ფეხზე წამოვდგები თუ არა, მინდა კომპანია ჩაგაბარო.
-კარგი რა მამა. საწოლიდან ჩამოვხტი და ბუზღუნს მოვყევი.
-მე გადავწყვიტე ტასო. დიდრონი სევდიანი თვალები შემომანათა.- ახლა იმიტომ ვაპირებ ამის გაკეთებას, რომ ცოტა ხანს ერთად ვმართოდ და დაგეხმარო მაგრამ როდესაც მოვკვდები შენ უკვე მზად უნდა იყო, მარტო გაუმკლავდე ყველაფერს.
-არ მოკვდები. ცრემლი მომერია და მამის დასუსტებულ სხეულს ჩავეხუტე. მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი და შუბლზე მაკოცა.
-ოდესმე ხომ მოვკვდები.
***
-ხვალ რას იცვამ? მეკითხება დედა და ჩემი გარდეროფი გამოხსნა. წარბები მოქუფრა და შემიბღვირა. -ადექი, საყიდლებზე მივდივართ.
-რას უწუნებ ჩემ ტანსაცმელს?
-კედი, ჯინსი, სპორტული ზედები. ასე აპირებ მამაშენის კომპანია გადმოიბარო? ამას თუ ჩაიცვამ სერიოზულად ვინ შემოგხედავს ტასო.
-ხომ იცი რომ კაბებს არ ვხმარობ.
-ხოდა მოგიწევს იხმარო, ადექი. სახეში ჯინსი მესროლა და მეც დავემორჩილე.
ალბათ ყველა მაღაზია მოვიარეთ და შინ უამრავი ახალი ტანსაცმლით დავბრუნდით, ისეთი დაღლილი ვიყავი, საწოლზე თავი დავდე თუ არა მომენტალურად გავითიშე. დილით კი სანამ დედა არ შემომივარდა ოთახში ვერანაირმა მაღვიძარამ ვერ გამაღვიძა.
-ადექი. დამიყვირა და მეც შეშინებული წამოვტი. -კარგი რა ტასო, შემიღრინა დედამ, ეს შიშველი ძილი რატომ გიყვარს?
-ალბათ წარსულის გავლენაა, გავეხუმრე და მივხვდი გული ვატკინე, მაისური გადავიცვი და მასთან მივირიბინე. -მაპატიე კარგი დე? ყელში ვაკოცე და მანაც გამიღიმა.
-მალე გამოდი. მამა გელოდება.
-კარგი ჰო. გუშინდელი ნაყიდებიდან შავი მოკლე კაბა ავარჩიე, მაღლებზე შევდექი, მაკიაჟი გავიკეთე და როდესაც სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი შევავლე, ძალიან არ მეცნო იქედან მომღიმარი ეს რიჟა გოგონა. მისაღებში ჩავედი თუ არა, მამა რომელიც მოთმინებით მელოდა ჩემს დანახვაზე ერთიანად შეშდება და მზერა დედაზე გადააქვს, ამ უკანასკნელის თვალებში კი ცრემლის მოზრდილი ბურთები შესამჩნევად დაგორავდა.
-ულამაზესი ხარ. აღმოხდა მამას და ლოყაზე მაკოცა. -მზად ხარ?
-ჰო. ვამბობ მე და გარეთ გავდივართ. მამას მძღოლი, რომელიც ათიათასჯერ მაინც მყავდა ნანახი, მოწიწებით მესალმება და მხოლოდ მაშინ მიცნო, როდესაც მოვიკითხე, გაოცებისგან თვალები უფართოვდება და დაბნეული მიღებს მანქანის კარებს.
მამამ დიდ საკომფერენციო დარბაზში შემიყვანა, სადაც უკვე მოეყარათ თავი მის თანამშრომლებს.
-რა იყო. ქალებს არ ამუშავებ? ვუჩურჩულე ამდენი მამაკაცის დანახვით ცოტა შეშფოთებულმა მამას. ამ უკანასკნელმა გამიღიმა. მერე მონაცვლეობით გამაცნო თითოეული თანამშრომელი და მათი უფლება-მოვალეობები. მეც გულმოდგინეთ ვისმენდი ამ ყველაფერს.
-ესეიგი, თქვენ საქმეს თქვენი ქალიშვილი განაგრძობს? კითხულობს პიჯაკში უშნოდ გაკვეხებული მამას ერთ-ერთი თანამშრომელი.
-თავდაპირველად ერთად ვიმუშავებთ, მოგვიანებით კი მას სრულად გადავაბარებ ჩემ საქმეს. მე ვენდობი ჩემ ქალიშვილს. ამბობს მამა და მზრუნველად მეხება მხარზე.
-თუ ჭკუაც ისეთი აქვს, როგორი ვიზუალიც...
-შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ შენს ჭკუას ბევრად აღემატება ტასოს ჭკუა. საუბარი გააწყვეტინა მამამ ამ განცხადების გამკეთებელს.
-პრობლემა გაქვთ ჩემს გარეგნობასთან? ფეხზე წამოვდექი და მისკენ დავიძარი, რომ უფრო ახლოდან მენახა.
-ტასო, არ გინდა მომაძახა მამამ.
-არაუშავს მამა. გავუღიმე და გზა განვაგრძე. -თქვენი სახელი? ახლოს მივედი მასთან.
-გიორგი, ამბობს დაბნეული და ჰალსტუხს უხერხულად აწვალებს.
-დაგეხმარებით. ვეუბნბები და ჰალსტუხზე ვუთითებ. თვალებს დაბნეულად აცეცებს და უფლემას მაძლევს ჰალსტუხი შევუსწორო. -არ ვიცი რა პრობლემა გაქვთ ან თქვენ ან ნებისმიერ აქ მყოფთ ჩემთან და ჩემს ვიზუალთან და სიმართლე რომ ვთქვა, ეს არც მაინტერესებს, რადგან მე აქ მამის საქმის გასაგრძელებლად მოვედი და არა ჩემი გარეგნობის განსახილველათ, არავის გეხებათ ჩემი ჰაბიტუსი, ვისაც სურვილი ექნება დარჩება კომპანიაში და განაგრძობს თავის საქმეს, მაგრამ ვისაც არა, აი კარი, მე არავის დაგიჭერთ. თუ დროს მომცემთ თავად დარწმუნდებით, რომ ქალებსაც შეგვიძია საქმის კეთება, ხშირს შემთხვევაში კაცებზე უკეთაც. ბატონო გიორგი თქვენ კი, მივუბრუნდი გიორგის. - მოაშორეთ თვალი შვილის ასაკის მანდილოსნის მკერდს და საქმეს მიხედეთ. თვალი ჩავუკარი ამ უკანასკნელს და ხალსტუხი ძლიერ მოვუჭირე ყელზე. თვალები შესაბრალისად დაკვესა და მოსასულიერებლად წყალს დაეტაკა. თვალი ოთახში მყოფთ მოვავლე და მათ სახეზე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი... გაოცებას... მერე მამას გავხედე, ის ერთადერთი იყო, რომელსაც სახეზე კმაყოფილება და ბედნიერება ასახვოდა.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება. თქვა მამამ და ყველამ ტაში დაუკრა.
-ბოდიში დამაგვიანდა. ოთახში პიჯაკის სწორებით შემორბის ახლაგაზრდა, რომელსაც შავი ხვეული თმა ისეთი აჩეჩილი აქვს, კაცი იფიქრებდა პირდაპირ საწოლიდან მორბისო.
-კიდევ ერთი ასეთი ფაქტი და სამსახურს დატოვებ. შეუბღვირა მამამ.
-გპირდებით აღარ განმეორდება. ამბობს ახალგაზრდა და თავის ადგილს იკავებს.
-ეს გეგეა. მისი მოვალეობა... აქ ცოტა ხანს ფიქრობს. -უბრალოდ მექალთანე. ამბობს მამა და ყველას, გარდა გეგესა სიცილი უვარდება. -ეს ჩემი ქალიშვილია. გეგეს მიუბრუნდა მამა.
-სასიამოვნოა. ვამბობ მე და ბიჭის ცისფერ თვალებს ვაწყდები, ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და ყელიც გამიშრა. ჭიქიდან წყალი მოვსვი და მას მზერა ავარიდე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი სტუმარი Elle

ძალიან მომწონს,ერთისული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება ????

სტუმარი Elle
ძალიან მომწონს,ერთისული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება ????

მიხარია რომ მოგეწონა <3

№3  offline აქტიური მკითხველი grafo

შენი ისტორიაში მოქმედი ქალების ხასიათთან რამე საერთო გაქვს? მართლა მაინტერესებს რომ რაღაც დავსკვნა და თან ზედმეტი არ ვთქვა რამე.
ეს ქალბატონიც კარგი "ვაჟკაცი" სჩანს:)).

grafo
შენი ისტორიაში მოქმედი ქალების ხასიათთან რამე საერთო გაქვს? მართლა მაინტერესებს რომ რაღაც დავსკვნა და თან ზედმეტი არ ვთქვა რამე.
ეს ქალბატონიც კარგი "ვაჟკაცი" სჩანს:)).

მიყვარს ძლიერი ქალები და ჰო ბუნებით მეც ძლიერი ხასიათი მაქვს... :)

№5 სტუმარი Nini

კაიააააა ძალიააან ძალიან კარგიაააა❤️❤️❤️ ველუ შემდეგს♥️♥️ მომწონხარ ძალიან❤️❤️

Nini
კაიააააა ძალიააან ძალიან კარგიაააა❤️❤️❤️ ველუ შემდეგს♥️♥️ მომწონხარ ძალიან❤️❤️

❤❤❤

№7 სტუმარი სტუმარი Chikochiko

დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით და გამახარე უზომოდ. დასაწყისი საინტერესოა, ველი გაგრძელებას

№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ჰალუცინოგერი
grafo
შენი ისტორიაში მოქმედი ქალების ხასიათთან რამე საერთო გაქვს? მართლა მაინტერესებს რომ რაღაც დავსკვნა და თან ზედმეტი არ ვთქვა რამე.
ეს ქალბატონიც კარგი "ვაჟკაცი" სჩანს:)).

მიყვარს ძლიერი ქალები და ჰო ბუნებით მეც ძლიერი ხასიათი მაქვს... :)

მე ხასიათის სიძლიერე არ მიგულისხმია "ვაჟკაცობაში":). . რადგან, სიძლიერე სულაც არ მგონია კაცისთვის ჭკუის სწავლება ან მისი დაჩმორება ან კიდევ იმის აფიშირება, რომ მე-ც მაგარი ვარ.
თანაც, შენი ისტორიის გმირები სულაც არ არიან ძლიერები ჩემთვის. ტაქტიკას და ეტიკეტს მოწყვეტილი ქალები უფრო არიან, რომლებსაც "ვაჟკაცობა" უწევთ რომ თავი დაიმკვიდრონ და დაამახსოვრონ სხვას.
აი, ხო წერ კარგად, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება შენი ისტორიები, მაგრამ ქალები გყაავს ისტორიაში...როგორ გითხრა, აი რაღაცას რომ ჭამ და ბოლოში მწკლარტე გემო რომ დაჰკრავს, აი ეგეთი... შენგან ვუსურვებ საკუთარ თავს, ღზრდილი და ზრდილი ქალების შესახებ ბევრ და განსხვავებულ ისტორიას :)).

სწორად ვერ გავუგეთ ერთმანეთს :-)

სტუმარი Chikochiko
დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით და გამახარე უზომოდ. დასაწყისი საინტერესოა, ველი გაგრძელებას

❤❤❤

№10  offline წევრი Moonlight Sonata

მთვარი პერსონაჟების სახელები მომეწონა ძალიაან ❤ სიტუაციაც, ტასოს ხასიათიც, სიუჟეტიც. ეს ეპიზოდი -"ბატონო გიორგი თქვენ კი, მივუბრუნდი გიორგის. - მოაშორეთ თვალი შვილის ასაკის მანდილოსნის მკერდს და საქმეს მიხედეთ. თვალი ჩავუკარი ამ უკანასკნელს და ხალსტუხი ძლიერ მოვუჭირე ყელზე" -მართლაა საოცრება იყო :დდ მოკლედ კარგი ჩანს მართლა. პირველად დამაინტერესა ვიღაცის ისტორიამ ამდენი ხნის მერე ❤❤❤ გამიხარდება ტასოს და გეგეს პროტოტიპებსაც თუ აარჩევ. როდესაც ზუსტად წარმოგიდგება პერსონაჟი, უუფრო მეტი ხიბლი აქვს ისტორიასაც <3

№11  offline წევრი მარიკუნაა♥️

არ უნდა გჭირდებოდეს ასე ერთბაშად პერსონაჟის ,,სიძლიერის” (თუ ასე შეიძლება ეწოდოს) წარმოჩინება. ეს შეიძლებოდა იმ შრომის ეთიკითა და მუშაობის ხარისხით გამოეჩინა ვიდრე მამისტოლა კაცთან უხეშობით, ასე ვთქვათ.
თანაც, არ ჩანს ისეთი გოგო, რომელიც არ არის მიჩვეული კაცებისგან თუნდაც მკერდზე მიშტერებას და რამე გასაკვირს ხედავდეს ამაში. თანამშრომლების წინაშე ამის ხაზგასმა სიძლიერედ არა, უფრო სისულელედ მიმაჩნია.
თითქოს სურდა პირველი შთაბეჭდილების მოხდენა,
მე კი, იმათ ადგილზე, ტაშს არ დავუკრავდი:))

მაინც ვგიჟდები, ისე იკითხება შენი ნაწერები.
ძალიან მომწონს. :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

Moonlight Sonata
მთვარი პერსონაჟების სახელები მომეწონა ძალიაან ❤ სიტუაციაც, ტასოს ხასიათიც, სიუჟეტიც. ეს ეპიზოდი -"ბატონო გიორგი თქვენ კი, მივუბრუნდი გიორგის. - მოაშორეთ თვალი შვილის ასაკის მანდილოსნის მკერდს და საქმეს მიხედეთ. თვალი ჩავუკარი ამ უკანასკნელს და ხალსტუხი ძლიერ მოვუჭირე ყელზე" -მართლაა საოცრება იყო :დდ მოკლედ კარგი ჩანს მართლა. პირველად დამაინტერესა ვიღაცის ისტორიამ ამდენი ხნის მერე ❤❤❤ გამიხარდება ტასოს და გეგეს პროტოტიპებსაც თუ აარჩევ. როდესაც ზუსტად წარმოგიდგება პერსონაჟი, უუფრო მეტი ხიბლი აქვს ისტორიასაც <3

ამას გავითვალისწინებ ❤❤❤

მარიკუნაა♥️
არ უნდა გჭირდებოდეს ასე ერთბაშად პერსონაჟის ,,სიძლიერის” (თუ ასე შეიძლება ეწოდოს) წარმოჩინება. ეს შეიძლებოდა იმ შრომის ეთიკითა და მუშაობის ხარისხით გამოეჩინა ვიდრე მამისტოლა კაცთან უხეშობით, ასე ვთქვათ.
თანაც, არ ჩანს ისეთი გოგო, რომელიც არ არის მიჩვეული კაცებისგან თუნდაც მკერდზე მიშტერებას და რამე გასაკვირს ხედავდეს ამაში. თანამშრომლების წინაშე ამის ხაზგასმა სიძლიერედ არა, უფრო სისულელედ მიმაჩნია.
თითქოს სურდა პირველი შთაბეჭდილების მოხდენა,
მე კი, იმათ ადგილზე, ტაშს არ დავუკრავდი:))

მაინც ვგიჟდები, ისე იკითხება შენი ნაწერები.
ძალიან მომწონს. :)

როგორ გამახარე ❤❤❤

№13  offline წევრი mirandaa31

მიხარია შენი ხილვა ❤️ დასაწყისი კარგი ჩანს. გელოდები ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

№14  offline წევრი ჰალუცინოგერი

mirandaa31
მიხარია შენი ხილვა ❤️ დასაწყისი კარგი ჩანს. გელოდები ❤️❤️

❤❤❤

№15  offline წევრი Mercury

ოღონდ და-ძმა არ აღმოჩნდნენ გეგე და ტასო რაა
ინფარქტი დამემართება
შენი წინა ისტორია ძალიან მომეწონა პლუს ვფიქრობ ენის ხასიათის გაგრძელებაა ტასიკო თითქოს ორივე ძლიერი
წარმატებები საყვარელო ❤

№16 სტუმარი ))))

ძალიან მომეწონა ველი გაგრძელებას ????

№17  offline წევრი ჰალუცინოგერი

Mercury
ოღონდ და-ძმა არ აღმოჩნდნენ გეგე და ტასო რაა
ინფარქტი დამემართება
შენი წინა ისტორია ძალიან მომეწონა პლუს ვფიქრობ ენის ხასიათის გაგრძელებაა ტასიკო თითქოს ორივე ძლიერი
წარმატებები საყვარელო ❤

დაგამშვიდებ საყვარელო არა და-ძმა არ არიან ????

№18  offline წევრი Liku ^_^

kargi dasawkisia warmatebebi <33

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent