შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 8თავი


23-06-2018, 17:49
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 689

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 8თავი

დილით საშინელმა ჭექა-ქუხილმა გააღვიძა.
ფეხზე წამოდგა და აივნის კართან მივიდა, უყვარდა წვიმა ქალბატონ ჯაშს.
როგორი ცუდი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო მას მაინც უყვარდა წვიმა.
გონებაში კიტას სიტყვაები ამოუტივტივდა " ბიჭი სიყვარულით ვიწვი"
ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- კიტა.
კიტააა.
_ ყვირილით მირბის კიბეებზე.
- კიტაა.
_ სამზარეულოში შევარდა.
- რა მოხდა?
_ შეშინებულ ბიჭს პირდაპირ შეასკდა.
- გახსოვს გუშინ რა მითხარი?
_ ღიმილით ეუბნება.
- კი.
- წამოდი გიშველი.
_ მაჯაზე დაქაჩა და გასასვლელი კარისკენ წაიყვანა.
- სად მიგყავარ?
- გაჩუმდი.
_ ტუჩებზე ხელი ააფარა.
კარები გამოაღო და კიტა აზრზე ვერც მოვიდა ისე მოისროლა გარეთ და კარები ცხვირწინ მოუხურა
- ნახე რა კეთილი ვარ, ვერ გავუძელი შენს დაწვა დაფერფვლას და გიშველე.
_ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა გოგომ.
- გამიღე კარები.
_ დაიყვირა ბიჭმა.
- მანამ სანამ შენს გულში ცეცხლი არ ჩაქვრება არ შემოგიშვებ.
- ამას ასე არ დავტოვებ ხომ იცი?
- 3:0 საყვარელო.
_ კიბეებს არხეინად აუყვა და თავის ოთახში შევიდა.
- არა ღმერთო თქვი რა მაგარი გოგო ვარ.
_ ხელები აღმართა ჰაერში.
- მაგარი კი არა დებილი ხარ, ჯაშო დებილი.
_ ამოძახა ეგომ.
- რატომ?
- ვერ მიხვდი არა? ვერაფერს ვერ მიხვდი?
- მე ყველაფერს ვხვდები მაგრამ არაფერს არ ვიმჩნევ.
_ კმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა.
- ჰოდა სწორედ მაგიტომ ხარ დებილი.
- გაჩუმდი რა.
_ შავი ჯინსი და გრძელი სვიტერი აიღო.
პირსახოცი გადმოიღო და სააბაზანოში შევიდა.
ცყალი მალევე გადაივლო, მოემზადა და ქვემოთ ჩავიდა.
- დილამშვიდობის.
_ ხალისიანად მოიკითხა მეგობრები.
- რა უქენი კიტას?
_ ანთებული თვალებით გადაუდგა წინ შავტუხა.
- რა ვუქენი?
_ გაიკვირვა.
- რატომ გააგდე ამ წვიმაში გარეთ?
- მერე რა წვიმა ცუდია?
- რატომ გააგდე მეთქი?
_ ხმას უწევს გოგო.
- ვერ გავიგე ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?
_ ხმას უწევს ჯაშიც.
- იცოდე მას თუ რამე მოუვა.
- რა? რას მიზავ?
- გაგანადგურებ.
- ვაიმე როგორ შემაშინე.
_ გაოცებული სახე მიიღო და გულზე ხელი დაიდო.
- როდის იყო ჯაშებს უნიჭო გაუნათლებელი გოგოების გვეშინოდა.
_ თვალები დააბრიალა.
- ვინ არის უნიჭო?
- შენ.
- მეე?
- არა ბებიაჩემი მაუგლი.
_ ზურგი აქცია და ბავშვებთან ერთად მოთავსდა მდივანზე.
- ნინე რაგჭირს?
_ გვერდით მიუჯდა ლორენა.
- არაფერი ლორე ძალიან კარგად ვარ.
_ გაუღიმა.
- ჰოდა მეც ეგ მიკვირს, პირველად გხედავ ასეთ ბედნიერს.
- არა უკანასკნელად.
- დღეს რა გვაქვს საჭმელი?
_ მუცელზე ხელი მოისვა გოგომ.
- არაფერი შენ გელოდებოდით.
_ პასუხს სცემს ლაშა.
- ლაშა ხომ არ დაგავიწყდა შენც მზარეული ხარ და შეგიძლია გაამზადო რამე.
- მე კონდიტერი ვარ.
- მერე კონდიტერებს არ შეგიძლიათ რამეს მომზადება?
- კი როგორ არა, კექსი გინდა თუ ტორტი?
- აუ დიდი სიამოვნებით შევჭამდი დიდ მარწყვის ტორტს.
_ ფუჩებზე ენა გადაისვა ლორენამ.
- ქალბატონო ლორენა თქვენთან საქმე მაქვს.
_ ფეხზე დგება ჯაში.
- რა ხდება?
- წამოდი, წამოდი.
_ სამზარეულოში შედის და მეგობარიც უკან მიჰყვება.
მაცივრიდან პროდუქტები გამოიღო, მომზადებას შეუდგა.
- რა ხდება ნინე?
- ქალბატონო ელეონარა.
_ დანის ქნევით დაუდგა წინ.
- ნინე შენ ასე მხოლოდ მაშინ მეძახი.
- როდესაც რამეს მიმალავ და მე ამის გაგება მინდა.
_ ლორენას წინადადება დაასრულა ნინემ.
- რისი გაგება გინდა?
- გუშინ იმ შავტუხამ ნახევარი სამზარეულო ლამის რომ გადაწვა და საშინელი სუნი დააყენა, შენს გარდა გული არავის არევია.
დღეს კიდევ მარწყვის ტორტი მოითხოვე, შემთხვევით ხომ არ მეტყვი რაშია საქმე?
- არვიცი.
_ დაიბნა გოგო.
- ელეონარა.
_ გაბრაზება შეეტყო ხმაში.
- მართლა ვერ ვხვდები.
- ორსულად ხარ?
_ პირდაპირ აჯახა სათქმელი.
- ორსულად, არა რა სისულელეა.
თუმცა მოიცა.
_ მალევე გადაუვიდა ფერები სახეზე.
- მითხარი გადაგიცდა ჰო, ორსულად ხარ ურააა ვაშააააა რამაგარიაა.
_ სირბილი დაიწყო ნინემ.
- გაჩუმდი გოგო ვინმემ არ გაიგოს.
- რასქვია არ გაიგოს?
_ სამზარეულოდან გავარდა.
- ლაშა იცი შენი გოგო ორ.....
_ სიტყვის დასრულება არ აცადა გოგომ პირზე ხელი ააფარა.
- არაფერი თქვა.
_ თვალები დაუბრიალა მეგობარს.
- რა ხდება?
_ მალევე აესვეტა წინ ლაშა და შაკო.
- შაკო მე ლაშა დავიძახე და არა შაკო.
- მეც მაინტერესებს. რაო, რაო რა ლაშას გოგო ორ, ვერაფერი გავიგე?
- ორსულად არისო ბიჭო რა ვერ გაიგე.
_ ნინეს მაგივრად სათქმელი დაასრულა მახომ.
- ჩაგვივარდეს ეგ ენა გორგაძე, ისე ჩაგივარდეს რომ ვერასოდეს ამოიღო.
_ გაბრაზდა ნინე მის მაგივრად მახომ რომ უთხრა ლაშას.
- ეს გინდოდა არა?
მეგინა ჩემი ნთლულის დაბადებას მამამის მე ვახარებდი, შენ კი გამაჩუმე და იმ დინოზავრმა ღველაფერი თქვა.
_ წყენით ამბობს ნინე.
- შენ კიდე ბიჭო ამოიღე ხმა, რომ გაშეშდი კუბოში ჩასადები მიცვალებულივით.
_ ხელი ჰკრა ლაშას.
- მაცადე გოგო შოკში ვარ.
- შიკში ყოფილა თურმე.
_ გამოაჯავრა მეგობარი.
- მართლა ორსულად ხარ?
_ აწყლიანებული თვალები მიანათა შეყვარებულს.
- ვაიმე რა დებილია ღმერთო.
_თვალები აატრიალა ნინემ და სამზარეულოში გავიდა.
ყველაფერი მალევე გაამზადა და სუფრას მარტო მიუჯდა.
- ოჰ ქალბატონო ნინელი კარგია ტოსტები?
_ მოესმა შაკოს ხმა.
- რა დამიძახე?
_ თვალები დაქაჩა გოგომ.
- ნინელი.
- ვაიმე შე საცოდაო შენა, მეორედ ეგ არ დამიძახო თორემ დარჩები მშიერი მთელი ცხოვრება.
_ ისეთი მკაცრი სახე ჰქონდა დანაპირებს აუცილებლად აასრულებდა.
- კარგი ჰო კარგი რა უჭმური ხარ გოგო.
- უჟმური შენ თავად ხარ.
- ნინე.
- ჰო.
- ნიტა როგორი გოგოა?
- რაში გაინტერესებს?
_ მალევე დასერიოზულდა.
- ერთ ჩემს მეგობარს აინტერესებს.
_ ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე.
- აჰა. მაგ შენს მეგობარს უთხარი რომ კარგად არ ვიცნობ, ერთი უბრალო წყნარი ძალიან სერიოზული მშვიდი გოგოა.
იმ შენ მეგობარს არ ჰგავს ცანცარა ჭუათხელობაში.
- შენ რა იცი ჩემი მეგობარი?
- შაკო იცი შემიძლია ადამიანი ერთი შეხედვით ამოვიცნო.
მის თვალებში და გამომეტყველებაში ყველაფერს ვკითხულობ.
ვხვდები თუ როგორ უყურებ ხომლე ნიტას, ის ძალიან კარგი გოგოა.
თუ ის მართლა მოგწონს არ გაუშვა შანსი, მასთან ბედნიერი იქნები მეგობარო.
ნუ დაუშვებ ისეთ შეცდომას რომელსაც მთელი ცხოვრება ინანებ.
- ნინე.
- გისმენ?
- ნანობ რამეს?
- კი ვნანობ.
- შეგიძლია მითხრა რას?
- როდესაც ვინმე მეკითხება მყვარებია თუ არა? ჩემი პასუხი ყოველთვის არაა.
მაგრამ მყვარებია მერედა როგორ მყვარებია, ტკივილამდე მყვარებია.
სულის წვამდე მყვარებია, ისე მყვარებია რომ მისმა სიყვარულმა მომკლა.
- დღემდე გიყვარს?
- არვიცი შეიძლება მიყვარს.
- რატომ არ იბრძოლე ბედნიერებისთვის?
-  როდის იყო სიყვარული ბედნიერებას ნიშნავდა შაკო.
_ მწარედ ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა.
- წარმატებებს გისურვებ.
_ თავზე აკოცა მეგობარს სამზარეულოდან გავიდა და მალევე დატოვა სახლი.
ნაწვიმარ ქუჩას მიუყვებოდა, ფიქრობდა წარსულზე, დედაზე, მამაზე ბებო-ბაბუზე მის ძმაზე მაგრამ არა მომავალზე.
ფიქრებში ისე გაერთო ვერც კი მიხვდა როგორ მიუახლოვდა სანაპიროს.
ნაპირთან ჩამოჯდა, ტელეფონში ჩარკვიანის " მე გადმოვცურავ ზღვას" ჩართო და ყურსასმენები გაიკეთა.
არასოდეს უყვარდა ეს სიმღერა თუმცა ახლა რატომღაც უსმენდა.
ვიღაცის მოახლოვება იგრძნო თუმცა მისკენ არც შებრუნებულა, ახლა მას არავინ და არაფერი აინტერესებდა.
უბრალოდ იჯდა უსმენდა სიმღერას და გასცქეროდა ჰორიზონტს.

 - ერთგული ხარ?
_ მის "პარტნიორს" არც უყურებს ისე ეკითხება.
- ალბათ კი ..
- რომ წავიდეს,მაინც გეყვარება?
- წავიდა უკვე ..
- დიდი ხანია?
- კი..
- მაინც გიყვარს?
- ძალიან ...
- ელოდები?
- აღარ ..
- რა აზრი აქვს უერთგულო მას ვინც აღარ მოვა?
- მე მას კიარა, ჩემს სიყვარულს ვუერთგულე, ჩემი ძლიერი გრძნობით ნათქვამ "მიყვარხარს".
ერთგული ვარ,“ერთი - გული“ მაქვს და თუ მიყვარს - მიყვარს..
- რატომ მოხვედი აქ?
- ჩემთვის არც შემოგიხედავს და როგორ მიხვდი ვინ ვარ?
- გოგა არა რის საჭირო ადამიანს თვალებში უყურო, ხმაც საკმარისია იმისთვის მიხვდე ვინ არის.
- გასაგებია.
- კითხვაზე პასუხი არ გამეცი?
- უბრალოდ დაგინახე და მოვედი.
- უბრალოდ რომ არაფერი არ ხდება.
- მართალია.
- თუ მართალია რატომ მოხვედი?
_ მხოლოდ ახლაღა იხედება მისკენ.
- ჩენს დას ვეძებდი.
_ ღიმილით ეუბნება ბიჭი.
- შენს დას? და მე რა შუაში ვარ შენს დასთან?
- შუაში კი არა თავში ხარ ნინე.
- თავში?
- გავიგე ჩემი და ბათუმში ისვენებდა და მისი ნახვა გადავწყვიტე.
- სად არის მერე ახლა შენი და?
- ჩემს გვერდით.
- მართლა?
- როდესაც 18 წლის გავხდი გავიგე რომ და მყავს, უფროსი და.
ყოველთვის მინდოდა დის ყოლა.
_ სევდიანად ჩაეღიმა.
- მის შესახებ ყველაფრის მოძიება დავიწყე. მინდოდა მასთან ძალიან ახლოს ვყოფილიყავი, მინდოდა მეც გამეზიარებია ის სიხარული და ბედნიერება რასაც ის განიცდიდა.
ამიტომ მეც მის პროფესიას გავყევი, იმ პროფესიას სადაც ის ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.
მეც იმ სასწავლებელში ჩავაბარე სადაც მან, მეც იმ ქუჩებში დავიწყე სიარული სადაც ის დადიოდა ერთ დროს.
მეც შევიყვარე რაგბი, მიუხედავად იმისა რომ კალადბურთი მირჩევნია მის გამო ესეც შევიყვარე.
მეც იმ რესტორანში დავიწყე მუშაობა სადაც ის მუშაობდა.
მის აჩრდილად ვიქეცი, აჩრდილად რომელსაც ის ვერასოდეს ამჩნევდა.
მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა რომ მე მისი ძმა ვარ, ის ძმა რომელიც მას სულ აკლდა
ის ძმა რომელიც მას ყოველთვის დაიცავდა.ის ძმა რომელსაც სიგიჟემდე უყვარს მისი ერთადერთი და მაგრამ ვერ გავბედე.
ვერ გავბედე რადგან მისი მეშინოდა, ჰო ყველაფრის მიუხედავად მე ჩემი დის ნეშინოდა.
მაგრამ, როდესაც მისი ნათქვამი " არ მინდა მის თვალებში ზიზღი დავინახო" გავიგე გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა.
მე ვარ შენი ძმა ნინე,. მინდა იცოდე რომ შენ ვერასოდეს დაინახავ, ჩემს თვალებში ზიზღს რადგან შენ ყოველთვის ჩემი ფენომენი იყავი, ხარ და იქნები.
შენ ხარ ადამიანი ვისთაც მე ვამაყობ, შენ ხარ ჩემი მისაბაძი პიროვნება.
- გოგა.
_ ჯერ კიდევ შიკში მყოფი ნინე ლუღლუღით ამბობს მის სახელს.
- ნეტავ იცოდე რამდენჯერ დამიგეგმავს გონებაში ჩვენი შეხვედრის სცენა, ნეტავ იცოდე რამდენჯერ წარმოვიდგინე ეს მომენტი.
მაგრამ, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ეს ყველაფერი ასე მოხდებოდა
მინდოდა, ძალიან მინდოდა შენი გაცნობა მაგრამ ვერ ვბედავდი.
მაპატირ ძმაო, მაპატიე ასეთი ლაჩარი რომ ვარ.
მაპატიე ერთხელაც რომ არ მოვედი შენთან.
_ ცრემლიანი თვალები მიანათა ძმას და ხელები მოხვია.
- ძალიან მიყვარხარ დაო.
- მეც, მეც ძმაო ძალიან მიყვარხარ.
მეშინოდა იცი? ამის აღიარებაც კი მეშინოდა.
- დღეიდან ვეღარავინ  ვერ დაგვაშორებს ნინე.
- აღარავის მივცემ უფლებას დაგვაშოროს.
ადექი წამოდი, წამოდი.
_ ცრემლებს შიწმინდა და ფეხზე წამოხტა.
- სად?
_ გაკვირვებული უყურებს ბიჭი.
- ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო.
ხელზე დაქაცა და წამოაყენა.
- ნინე ნუ გარბიხარ მეტკინა ფეხები.
- კარგი რა ძმაო რა ბებიაჩემივით ქოთქოთებ გამოადგი ფეხი.
- ღმერთო ჩემო, ეს არარის ჩემი და ჩამიდეს.
_ გამვლელების გასაგონად ყვირის გოგა.
- ხალხნოო ძმა მყავს ძმაა.
_ ბოლო ხმაზე ყვირის ნინე.
- ლაშა, ლორენაა.
_ სახლის კარები შეხსნა თუ არა დაიყვირა.
- შაკოო, მახო, ლიკა, ნიტა.
ნახე ყველა ერთდღეს გაიგუდა მგონი.
_ ღიმილით ეუბნება ძმას.
- აქ ვართ.
_ მისაღებიდან მოესმა ხმა.
- უი ცოცხლები ყოფილხართ.
- რა მოგვკლავდა გოგო?
_ ინტერესით კითხულობს მახო.
- მეგობრებო თქვენთვის ერთი ძალიან, ძალიან მაგარი ამბავი მაქვს.
_ ხელი მოხვია ძმას.
- შენც ორსულად ხარ გოგო?
_ ყვირილით ამბობს მახო, მაგრამ როდესაც ოთახში შემოსულ კიტას უყურებს მალევე ჩუმდება.
- ორსულად არა სამსულად კიდევ.
- ამოშაქრე.
_ ყვირის ლორენა.
- არა ცოტა ნერვებს მოგიშლით, იცით ეს ბიჭი ვინ არის?
- გოგა ის ჩვენთან ერთად მუშაობს.
_ ფეხზე დგება ლაშა და ბიჭს ეხვევა.
- ვიცი მაგრამ.
- ნინე ნერვებს ნუ მიშლი თორემ გაგპუტავ.
_ ყვირის შაკო.
- მე ვიცი ვინც არის.
_ ფეხზე დგება ლიკა.
- აბა ვინ არის?
- სასიამოვნოა გოგა შენი გაცნობა მე ლიკა ვარ, შენი ცოტა არანორმალური დის მეგობარი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ლიკა.
_ ხელს უწვდის ბიჭი.
- საიდან მიხვდი?
_ ღიმილოთ ამბობს ჯაში.
- ნინე საყვარელო რაც მოდი მას მერე თვალები გიბწყინავს, ისეთი ბედნიერი და გახარებული ხარ ასე მხოლლდ შენი ძმის დანახვა თუ გაგახარებდა.
თან გოგა ვიცანი ალავერდში დავინახე.
_ ჩაეღიმა ლიკას.
- მოიცა შენ ხარ ნინეს ძმა?
_ ფეხზე წამოდგა ლორენა.
- ამ შეყვარებულებს დღეს დებილობა კითხვების დასმის დღე გაქვთ?
- რაგინდა გოგო?
_ დაუბღვირა მეგობარს.
- ნინე ისე ძალიან გგავს შენი ძმა.
_ როდესაც ხვევნა კოცნას მორჩნენ სავარძელში გვერდი გვერდ დასხდნენ და-ძმა.
- ახლა მხოლოდ ქალბატონს გვერდით ქმარი აკლია თორემ ერთი ოჯაში ელჩო იკრიბა.
_ ირონიას არ იშურებს კიტა.
- აღარასოდეს გესმის? აღარასოდეს ახსენო ის.
_ გიჟივით წამოხტა ფეხზე ნინე.
- რომ ვახსენო რა? სად არის შენი ქმარი ნინე?
_ წინ დაუდგა კიტა.
- მოგკლავ ღმერთს ვფიცავ მოგკლავ, ისე მოგკლავ რომ ხელიც არ ამიკანკალდება.
თუ კიდევ ერთხელ ახსენებ მას მოგკლავ.
- ნინეს ქმარი.
_ ისევ იმეორებს ბიჭი და ნინეს მიერ მოქნეული ხელი სახეში ხვდება.
- მოკეტე გემსის? მოკეტე ნუ ახსენებ მას მოკეტე. მოკეტე, მოკეტე ხმა აღარ ამოიღო.
_ ყველაფერი დალეწა რაც კი ხელში მოჰყვა.
- მოკეტე ხმა აღარ ამოიღო მოკეტე.
_ მუხლებზე დაეცა გოგო.
- ნინე.
_ მის მუხლებთან ჩაიკეცა მისი ძმა.
- დამშვიდდი საყვარელო.
_ გულში ჩაიკრა საყვარელი და.
- უთხარი გაჩუმდეს, გთხოვ უთხარი ხმა აღარ ამოიღოს.
_ ჩაკითლებული თვალები მიანათა.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ ღიზიანდება მის ქმარს რომ ვახსენებ.
_ ენას არ აჩუმებს კიტა.
- გეყოს კიტა გეყოს.
_ დაიგვირგვინა ლიკას ხმამ.
- შენი ხმა აღარ გავიგი.
_ დაიყვირა გოგამ, საყვარელი და ხელიში აიყვანა დ ალორენას მითითებულ ოთახში საწილზე დააწვინა.
- შენს თავს ვფიცავ ნინა, საბა ვეღარაფერს დაგიშავებს.
შენს სიცოცხლეს გეფიცები ის შენს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდება.
_ შუბლზე აკოცა დას.
- მპირდები?
- გპირდები ჩემო ერთადერთო გპირდები. იმ დღესაც შენთან გამოსამშვიდობებლად მოვიდა.
- მადლობა ძმაო.
_უფრო მიეკრო ძმას და თავი გულზე დაადო.
- მე შენთან ვარ საყვარელო, დღეიდან ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
_ ამდენი წლის შემდეგ და-ძმა ერთმანეთ შეხვდნენ, პირველად ცხოვრებაში პირველად ეძინა მშვიდად ნინეს.
მისი ძმის გულისცემას უსმენდა, იავნანასავეთ ჩაესმოდა ხმა ყურებში.
 თვალები როდესაც გაახილა მისი ძმის ყავისფერ თვალებს შეეჩეხა.
-დილამშვიდობის, თავს როგორ გრძნობს ჩემი სიცოცხლე?
-დილამშვიდობის ძალიან კარგად, იმაზე კარგად ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
თავს ისე ვგრძნობ როგორც შენს დას შეეფერება.
_ ლოყაზე ხმაურით აკოცა ძმას.
- ანუ საბას აღარასოდეს შევხვდები?
- მას ვეღარასოდეს ნახავ ნინე.
- მადლობა ძმაო, ძალიან დიდი მადლობა.
- მაპატიე რომ აქამდე ვერ შევძელი შენი დაცვა.
- ჩემთვის ისიც საკმარისია, საბა რომ მომაშორე და ახლა ჩემს გვერდით ხარ.
- მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ.
- მიდი ახლა მოემზადე და გარეთ გავიდეთ.
- კარგი.
_ ფეხზე წამოდგა გოგო და სააბაზანოში შევიდა, მალევე გადაივლო წყალი გაემზადა და ოთახში დაბრუნდა.
- უკვე რახანია შენი ტელეფონი რეკავს.
_ შელებში შეაჩეჩა ამღერებული ტელეფონი.
- გისმენ ბაბო.
_ მხიარულად ჩასძახა მონატრებულ ბაბოს.
- სად ხარ გოგო? რამდენი ხანია გირეკავ, ისეთი რაღაც უნდა გითხრა გაგიჟდები.
- რა მოხდა?
- ლელას შვილიშვილი ისევ გათხოვდა. ოღონდ მის საყვარელს კი არა გაჰყვა, იცი ვინ მოიყვანა ცოლად?
- ვინ ბაბო?
- კახამ გოგო, იმ დებილმა ჩემმა ძმიშვილის შვილმა.
- რაა?
_ იმხელა ხმაზე დაიყვირა გოგა შეხტა.
- ჰო ბაბო კინაღამ გავგიჟდი, გუშინდელის მერე წნევა ვერ დავიგდე, ეს რა გამიკეთა იმ ლაწირაკმა.
ის კახ*ა როგორ შემომითრია სახლში.
- კახა ნახე შენ.
_ აკისკისდა გოგო.
- რა გაცინებს ნინე? სულ მთლად გააფრინე? სასაცილოა ახლა ეს?
ჭკუიდან გადამიყვანს ეგ ბიჭი, არა ეს როგორ გამიკეთა,  იმ უსინდისო იმან.
- კარგი რა ბაბო, რა ვქნა ახლა კახას საწოლში ჩავუხტე? არიქა შენი ჭირიმე, ეგ არ გააკეთო თორემ ქეთო გაგიჟდება თქო.
- იცინე, იცინე შენ რა გენაღვლება მე ვიკითხო თორემ.
_ გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი.
- ეს ბებიაჩვენი სულ არარის ნორმალური ძმაო.
_ ღიმილით ეუბნება ბიჭს.
- ვიცი, ვიცი.
_ სიცილით ეთანხმება ძმას.
- ნინე.
_ მალევე დასერიოზულდა გოგა.
- ჰო ძმაო.
- კიტას რომ გოგო უყვარს ხომ იცი ვინც არის?
_ ინტერესით ჩააჩერდა დას თვალებში.
- ვიცი ძმაო ვიცი.
- მერე?
- მერე, მერე მე მაგას ვანახებ სეირს.
შენს თავს ვფიცავ, ისეთ რაღაცას მოვუწყობ რომ აქეთ მეხვეშებოდეს არიქა შენი ჭირიმე დამანებე თავიო.
_ ბოროტულად ჩაიცინა გოგომ.
- შენც კარგი არანორმალური ხარ დაო.
- ქეთოს ვგავარ.
_ ღიმილით მოეხვია ძმას.



ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ.
მეტის დაწერა ვერ მოვახერხე და ბოდიში.
მოკლედ ახალი თავი თქვენც ხომ ხვდებით არა როგორი იქნება :დდდ
მიყვარხართ მე თქვენ თქვენი გოგონა მიგრაციიდან ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი teengirllove

პირველი ლაიქის და კომენტარის ავტორი ვარ ,დაიმახსოვრე ეს...
აუუ რა სისაყვარლე თავი იყო,არა კი მივხვდი გოგაზე მარა მაინც საყვარლობა იყო და გულის ამაჩუყებელი...ძალიან მაგარი ხარ ,მალე დადე შემდეგი

 



№2  offline მოდერი gogona migraciidan

teengirllove
პირველი ლაიქის და კომენტარის ავტორი ვარ ,დაიმახსოვრე ეს...
აუუ რა სისაყვარლე თავი იყო,არა კი მივხვდი გოგაზე მარა მაინც საყვარლობა იყო და გულის ამაჩუყებელი...ძალიან მაგარი ხარ ,მალე დადე შემდეგი


ჩემოსიხარულო სიყვარულო, შევეცდები რაც შეიძლება მალე ავტვირთი ❤
ვისმახსოვრებ ვიმახსოვრებ ჩემო ლამაზო ძალაინ მიყვარხარ შენ მე ❤

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zaan visiamovnee, kargad vitardeba siujetii, moutmenlad velodebi momdevno tavsss,yochagg

 



№4  offline მოდერი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Zaan visiamovnee, kargad vitardeba siujetii, moutmenlad velodebi momdevno tavsss,yochagg


ქეთუსი, ჩემო ქეთუსი როგორ მიხარია რომ კითხულობ ❤

 



№5 მოდერი ლათინო

არ ვიცი აქამდე სად ჯანდაბაში ვიყავი და როგორ ვძლებდი. რა სინდისით არ ვკითულობდი ამ ისტორიას. გოგოაო?! გოგაო გოგაო! სიმართლე გითხრა ასეთ შეხვედრას არ ველოდი,უფროსწორად მათ შეხვედრას არ ველოდი. ანუ ველოდი მარა გოგა რო იქნებოდა არ ველოდი.
ეს კიტა რაღამ გაამწარა. ნინეს ქმარი ნინეს ქმარი ნინეს ქმარი! მეტი არაფერი იცის მაგ თავკომბალამ?
ნუ მოკლედ რაააა. წავედი მეცხრე თავი ვნახო

 



№6  offline მოდერი gogona migraciidan

ლათინო
არ ვიცი აქამდე სად ჯანდაბაში ვიყავი და როგორ ვძლებდი. რა სინდისით არ ვკითულობდი ამ ისტორიას. გოგოაო?! გოგაო გოგაო! სიმართლე გითხრა ასეთ შეხვედრას არ ველოდი,უფროსწორად მათ შეხვედრას არ ველოდი. ანუ ველოდი მარა გოგა რო იქნებოდა არ ველოდი.
ეს კიტა რაღამ გაამწარა. ნინეს ქმარი ნინეს ქმარი ნინეს ქმარი! მეტი არაფერი იცის მაგ თავკომბალამ?
ნუ მოკლედ რაააა. წავედი მეცხრე თავი ვნახო


ვაიმე ცუდადვარ, რაქნას ეჭვუანობს ბიჭი და ჰა მოკალი :დდდ

 



№7 სტუმარი Meocnebe avadmyofi

გოგონი ძლივს ვითრიე ინტერნეტი და ეგრევე ეს უნდა დამეწყო .მომენატრე დეიდა რომ დავასრულებ გეტყვი რომ ძალიან კარგი იყო

დედა როგორ ავხარხარდე შუა საავადმყოფოში დედა გოგო რა იყო ეს დედა არა პირველად გამიხარდა საავადმყოფოში მოსვლა ჩემი დეიდა ისევ ისეთი უნიკალური მყავხარ მაგრამ დაგაკლდა ჩემი ხელჯ შენ

 



№8  offline მოდერი gogona migraciidan

Meocnebe avadmyofi
გოგონი ძლივს ვითრიე ინტერნეტი და ეგრევე ეს უნდა დამეწყო .მომენატრე დეიდა რომ დავასრულებ გეტყვი რომ ძალიან კარგი იყო

დედა როგორ ავხარხარდე შუა საავადმყოფოში დედა გოგო რა იყო ეს დედა არა პირველად გამიხარდა საავადმყოფოში მოსვლა ჩემი დეიდა ისევ ისეთი უნიკალური მყავხარ მაგრამ დაგაკლდა ჩემი ხელჯ შენ


შენი კომენტარებიც დამაკლდა ჩემო სიყვარულოო, ვაიმეეე მართალია გვიან მაგრამ მაინც ვნახულობ კომენტარებს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent