შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საათი ისევ წიკწიკებს


23-06-2018, 22:25
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 135

საათი ისევ წიკწიკებს

ამოშენებული ხის კარადის თაროზე შემომდგარი პატარა, სიძველისგან გაყვითლებული საათის წიკწიკი და გარედან მომავალი მატორ დაჟანგული მანქანის ღრიალი ერთმანეთს უჰარმონიოდ ერწყმის. დღის აქტიური რეჟიმით დაღლილი ბეჭები ძალა გამოცლილი ასვენია მყარ სკივრზე. დაღლილი სხეული თითქოს დატოვა სულმა და ზემოდან დასცქერის მის უსუსურ, ფერმკრთალ სახეს. გონებას არ ძინავს. ის სადღაც დაქრის.სადღაც, სადაც არაფერია რეალური და ყოველდღიური.
-რაზე ფიქრობ? მეკითხება დაუპატიჟებლად შემოჭრილი მარი. ის ჩემი მეზობალია. ის, ხო უბრალოდ ჩემი მეზობალია.
-შემაშინე.
-რა გეტყობა შეშინების?
-შიშის გამოსახატად აუცილებელია ვიკივლო?
-არ დაიწყო შენებური ფილოსოფია .
-არ ვფილოსოფოსობ, ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას გეუბნები. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
-არ მეტყვი რაზე ფიქრობ? თითებს მოუთმენლად აკაკუნებს მაგიდაზე.
-წიგნის სიუჟეტზე. იღიმის.
-ისევ?
-ყოველთვის.
-ყავა მინდა.
-ხომ იცი სადაც დევს, დალიე. დაახლოებით ოცდაათწამს აყოვნებს და დაჟინებით მიცქერს. მერე რწმუნდება რომ ადგომას არ ვაპირებ და სამზარეულოში ყავის მოდუღებას იწყებს.
ყოველი დღე ერთნაირია, ისევე როგორც ყოველი საღამო, ყოველი ღამე. არსის ჭეშმარიტების ძებნაში ამაოდ გადის საათები, დღეები, წლები. შეუცნიბელია ადამიანის ბუნება მთელი თავისი არსებობით. საათი ისევ წიკწიკებს, ისევ ისე როგორც გუშინ წიკწიკებდა. ისე როგორც ხვალ იწიკწიკებს და ასე გაგრძელდება მანამ სანამ წყეული ელემენტი არ დაჯდება და სამუდამოდ არ დადუმდება მისი ხმა. ადამიანიც ზუსტად ასეა. ყოველ დღე იღვიძებს, მოძრაობს, ფიქრობს, მუშაობს. მერე იძინებს და ისევ თავიდან იწყებს ყველაფერს. მანამ სანამ ერთხელაც ვერ გაიღვიძებს. უბრალოდ დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს. დადუმდება და ისიც ისევე მიებარება მიწას როგორც ყველა ვინც მანამდე დადუმებულა. მაგრამ ჰო მაგრამ. საათს განაახლებ, მექანიზმს შეუკეთებ. ელემენტს გამოუცვლი და ისევ ააწიკწიკებ. ადამიანს კი ვერ უშველი მისი დადუმება ადრე თუ გვიან გარდაუვალია. ეს ის არის რასაც ვერასდროს შეცვლი. საათი უფრო ღირებულია ვიდრე ადამიანი? ის სააკუნეები ემსახურება თავისი უაზრო წიკწიკით ადამიანთა მოდგმას ადამიანი კი რამოდენიმე ათწლეულს ძლივს ითვლის. ალბათ საათი მართლა მეტად ღირებულია ვიდრე ჩვენი, ადამიანების სიცოცხლე.
-დალიე. ყავას მაწვდის მარი.
-არ მინდა.
-დალიე.
-მარი შენ არ იცი ყავის გაკეთება ის ისეთივე უგემური იქნება როგორც გუშუნ, გუშინწინ, იმის წინ და მოკლედ როგორსაც სულ ამზადებ. დიდრონ თვალებს სიბრაზით მანათებს. აქამდე არ შემიმჩნევია რომ მწვანე თვალები ქონდა.
-როდის დაწერ ახალ წიგნს? მოყლოდნელად თემას ცვლის.
-მალე. თუ რა თქმა უნდა ამის საშუალებას მომცემ. ის დგება ყავის ფინჯანს რომელიც არც კი დაულევია ხმაურით ახეთქებს ნიჟარაში და ასევე ხმაურით იჯახუნებს კარებს. საათი ისევ წიკწიკებს... სად გადის ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის, სად იწყება ჭეშმარიტება, საიდან მოდის საერთოდ ცნება რეალურისა და არარეალურის განსხვავებისა, ან როგორ ვარჩევთ ჩვენ მათ შორის სხვაობას. რა არის რეალური.? მე ვარ რეალური? ან იქნებ სულაც არ ვარ. ალბათ საათი უფრო რეალურია რადგან ამდენ დროს უძლებს მთელი თავისი სიმარტივით.
-ელენა. მესმის კარებს მიღმა მარის სევდიანი ხმა.
-მოდი მარი. ყავა დავლიოთ. გავძახე ჩემი წეღანდელი საქციელით თითქოსდა შერცხვენილმა. მანაც მხიარულად შემომანათა დიდრონი მწვანე თვალები რომლებიც მართლა არასოდეს შემინიშნავს ამ დრომდე.
-როგორ ხარ ესეთი. მეუბნება ტახტზე ფეხმორთხმით მოკალათებული.
-ესეთი როგორი?
-საკუთარ თავში დარწმუნებული.
-არაფერია იმაზე მარტივი რომ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და თუ არ ხარ მაშინ პრობლემა შენშია და არა საზოგადოებაში.

-ჭკვიანი ხარ.
-ჭკვიანი ის არის ვინც ეს
პირველმა დაწერა. მე არა. ვუღიმი.
-სიკვდილის გეშინია?
-რატომ უნდა მეშინოდეს?
-ჯოჯოხეთის არ გეშინია? ან ღმერთის?
-რომელი ღმერთის? რომელსაც იმდენად უყვარს ადამიანები რომ ჯოჯოხეთი შექმნა სულის საუკუნოდ სატანჯველად იმ შემთხვევაში თუ მიწად ყოფნის პერეიოდში მას არ აღიარებ და შეიყვარებ?
-ის რასაც ამბობ ცოდვაა.
-ყველანი ცოდვილები ვართ.
-შენთვის არსებობს რამე რაც ჭეშმარიტად გიყვარს ან გაშინებს?
-მე მხოლოდ ის სამყარო მიყვარს სადაც არაფერია რეალური და ყოველდღიური. აქ მარი იბნევა.
-მოწევ?
-არ ვეწევი.
-რატომ ცოდვას ჩაიდენ? დაბნეულად იღიმის.
-ცოტა უცნაური ხარ.
-ცოტას არაუშავს. მარიმ თვალი მოავლო წიგნების თაროს და ერთ-ერთი წიგნი აიღო.
-პატარა უფლისწული. ამბობს ის ხმამაღლა მერე კი მეკითხება. -ეს წიგნი საბავშოა?
-ხო მარი საბავშოა ვეუბნები ღიმილით და ის წიგნს თავის ადგილას აბრუნებს.
რა არის ჭეშმარიტება? არსებობს სხვა და სხვა გვარი ჭეშმარიტება.
აბსოლუტური ჭეშმარიტება - სრული ამომწურავი ცოდნა სინამდვილის შესახებ, რომელიც უცვლელი და მარადიულია.
შეფარდებითი ჭეშმარიტება - ადამიანისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება მიუწვდომელია, იგი ვერ ფლობს ასეთი ხასიათის ცოდნას. თუმცა აქვს არასრული ჭეშმარიტი ცოდნა გარკვეუკი საგნის შესახებ, ასეთ შემთხვევაში იგი ფლობს შეფარდებით ჭეშმარიტებას.
კონკრეტული ჭეშმარიტება - ნიშნავს, რომ ცოდნა საგნის შესახებ დამოკიდებულია ცოდნის არსებობისა და განვითარების ადგილზე, დროზე და სხვა პირობებზე.
ობიექტური ჭშმარიტება - არის ადამიანის ცოდნის ისეთი შინაარსი, რომელიც დამოკიდებულია სუბიექტისგან. ჭეშმარიტების ობიქტური აღიარება გულისხმობს სინამდვილის პრინციპულად გონივრული ხასიათის აღიარებას. აქ აზრი მიწყდება. საათი ისევ წიკწიკებს. მის მექანიზმს ჯერ არ ემუქრება შეკეთების საშიშროება. ჩემი გონება კი თითქოს ნისლით იფარება და გადაადგილების უნარს კარგავს.
-შენი მშობლები სად არიან? ისევ მარი არღვევს ჩემს ისედაც დარღვეულ გონებას.
-არ ვიცი.
-მოკვდნენ?
-რომ მომკვდარიყვნენ მეცოდინებოდა სად იქნებოდნენ დამარხულნი. მე კი არ ვიცი სად არიან.
-ეგ როგორ? ბავშური ინტერესით მეკითხება მარი.
-მარი რამდენი წლის ხარ? ჩემს მიერ მოულოდნელად დასმული კითხვა თავად მიკვირს.
-ოცის ვხდები მალე. რა იყო?
-ისე. უბრალოდ გკითხე.
-შენ რამდენის ხარ?
-ოცდაოთხის.
-თითქმის ჩემი ასაკის.
-თითქმის. ვეუბნები ღიმილით.
-მართლა არაფრის გეშინია? მეკითხება მარი ადრენალინით აღსავსე თვალებით.
-ტარაკანის. ის გადაბჟირებამდე იცინის. მერე უცებ სერიოზულდება.
-მართლა?
-ხო მართლა.
-ბავშობაში თუ რამეს დავაშავებდი დასჯის მიზნით ბნელ საკუჭნაოში მიკრავდნენ თავს, სადაც საზიზღარი მრავალფეხება წრიპინა ტარაკანები დარბოდნენ აქეთი იქეთ. მას მერე ტარაკანის ყველაზე მეტად მეშინია. ფეხის დადგმაც არ შემიძლია შეიძლება გონებაც კი დავკარგო მისი დანახვისას. მთელი ცხოვრება ვაიძულებ თავს ამ შიშს გავუმკლავდე. საკუთარ თავზე ვძალადობ. მე რომელიც არსებობს და სადღაც თავისთვის დაეხეტება აპროტესტებს ბრძოლას და თავის გარიდებას ამჯობინებს მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ ადამიანისთვის დამახასიათებელი რიგი გმირობებით. შესაბამისად საკუთარი მეს ტერორისტი ვარ. მეც ისეთივე მოძალადე ვარ როგორც ყველა დანარჩენი. მარი ცარიელი, უმეტყველო თვალებით მომშტერებია. საათს გავხედე. ისევ წიკწიკებს. მოულოდნელად ვდგები და მას ხელში ვიღებ. დიდხანს დავცქერი მერე კი კედელზე ვანარცხებ. მარი შიშით ხტება მე კი მშვიდად ვამბობ
-სულ მინდოდა ამის გაკეთება. ისრები აღარ მოძრაობს. ნაწილებად იშლება და იატაკზე სხვა და სხვა მხარეს ვარდება ნამსხვრევები. მექანიზმმა დიდხანს იგორა და ბოლოს ჩემს ფეხებთან ჩერდება. ის ისევ წიკწიკებს. ყრუდ, არადამაჯერებლად მაგრამ მაინც წიკწიკებს. მე კი აზრი ამ მომენტშიც მიწყდება და ისევ ნისლში ვუჩინარდები...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჰაიკო

კარგია, მაგრამ პატარაა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№2  offline წევრი mirandaa31

შენი დანახვა სულ მახარებს ❤️ როგორც ყოველთვის კარგი და განსხვავებული ხარ
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent