შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე (6 ნაწილი)


24-06-2018, 15:37
ავტორი du-da
ნანახია 485

სავსე მთვარე (6 ნაწილი)

გაკვირვებულმა გახედა გეგამ ბაღში მჯდომ თამარას და მისკენ დაიძრა.
-კარგად ხარ დედა?
-ვფიქრობდი,ამოიოხრა ქალმა.
-ნუ ნერვიულობ,აი ნახავ მოგვარდება ყველაფერი.
-ასეთი ამბები ასე არ გვარდება გეგა,უკვე დიდი ბიჭი ხარ,ზოგჯერ მარტო სიყვარული არ კმარა,შეცდომა დავუშვით ორივემ,ტკივილმა გაგვაბოროტა და უდანაშაულო გოგოს ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციეთ.
-დედა გთხოვ.
-ჩემი ბრალია ბავშვი,რომ დაკარგა,სახლიდან ისე გავაგდე არც კი მიფიქრია.
-აუცილებლად დავაბრუნებ სახლში,აი ნახავ.
-არაფერი აიძულო გასაგებია? გვეყოფა მისი ცხოვრების მართვა,მიეცი თავისუფლად სუნთქვის საშუალება,ორი თვე ძალიან ცოტა დროა ამდენი რამის გადასახარშად.
-დღეს ბათუმში მივდივარ.
-გგონია იქ არის?
-უნდა ვცადო.
-თუ იპოვნი,უთხარი რომ ვნანობ,თუ შეძლებს მაპატიოს.~
-ვეტყვი დედა თუ მომისმენს,წავედი და მალე ჩამოვალ არ ინერვიულო შენ,გეგა წინ წაიწია ქალს ლოყაზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო.

* * *
ელენამ გაღიმებულმა გაასრიალა ხელი ეკრანზე.
-აბა დამენახე გაბერილო,გაისმა ნატას მხიარული ხმა.
-როგორ მომენატრე,გაუღიმა ქალმა.
-რა ლამაზი ხარ ელე,ნეტა აქ იყო.
-რა განერვიულებს,ადექი და შენ ცამოდი,დაისვენებ კარგად.
-ვნახოთ,მოვიფიქრებ,როგორ არის ჩემი ნათლული?
-ჭამის ხასიათზე,არ მეტყობა?
-ნათლიას გოჭია ეგ.
-მაქეთ რა ხდება?
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-ნატა,დაანამუსა ქალმა.
-გეგა და მათე იყვნენ ჩემთან.
-რა უნდოდა? გული აუფანცქალდა ელენას.
-რა ენდომებოდა? შენ გეძებს,ხომ იცოდი რომ ეგრე იქნებოდა?ასე ადვილად რომ არ შეგეშვება.
-ვიცი ნატა,ხოდა მიპოვნოს არ ვიმალები,ცოტა რომ დაფიქრდეს მიხვდება სადაც ვარ.
-ასე მგონია გინდა,რომ გიპოვნოს,ელე გიყვარს?
-როგორ გგონია,ასე ადვილია აღარ გიყვარდეს?მე ხომ მის შვილს ვატარებ მუცლით,ის არასდროს მომცემს დავიწყების საშუალებას.
-ვფიქრობ,რომ უნდა იცოდეს,არ არის სამართლიანი საქციელი გეგას მიმართ.
-გაიგებს,როცა შევძლებ პირისპირ შევხვდე და თავი არ გავცე,ვეტყვი.
ნატა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ კაფეში ნაცნობი სილუეტი დალანდა.
-ელე უნდა წავიდე.
-მშვიდობაა?
-ძაღლი ახსენეო,მათეა აქ.
-კარგი კარგად,გაკოცე,დამირეკე.
-დროებით.სწრაფად გათიშა ტელეფონი და ბიჭს გახედა.
-მე რა გაგაფრთხილე?
-გგონია შენი თვალების ბრიალის მეშინია?
-რა გინდა მათე?
-ყავის დალევა.
-ხოდა დალიე,დაგიშალა ვინმემ?
-რატო მეუხეშები?
-რატო დაზდევ?ხომ გითხარით არაფერს გეტყვი თქო?
-რატო გგონია,რომ აქ ელენას და გეგას გამო ვარ?
-არა? დაეჭვებულმა გახედა ქალმა.
-არა,მართლა მინდა ყავაზე დაგპატიჟო,რათქმაუნდა თუ არ გაიქცევი მაშინდელივით.
-ჩაიზე.ჩაეღიმა ნატას.
-ვერ გავიგე?
-ჩაიზე დამპატიჟე,ყავას არ ვსვამ.
-იყოს ჩაი,გაეცინა მათეს და მიმტანს ხელი აუწია.

* * *
ელენამ ბოლო ნახატიც დაასრულა და ტილო გასაშრობად გაიტანა აივანზე,უკვე მოსაღამოებულიყო,ზღვიდან წმაოსულმა გრილმა ნიავმა საოცარი სიამოვნება მოჰგვარა,იქვე დაკიდებული მოსაცმელი მოიცვა და კიბეზე დაეშვა,გზად მის საყვარელ კაფეში შეიარა და ყავა იყიდა,ფრთხილად მიუახლოვდა უკვე დაცლილ სანაპიროს და ქვაზე ჩამოჯდა.
-დამაგვიანდა დღეს,ვხატავდი,ისევ შენ დაგხატე ახედა მთვარეს და გაეცინა, მგონი ვგიჯდები.
ნიავმა კიდევ ერთხელ მოუბერა და ბარათელმა საოცრად ნაცნობი სურნელი იგრძნო,თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა უფრო მძაფრად შეეგრძნო,გულმა გამალებით დაუწყო ცემა და დაეფიცება რომ ნაბიჯების ხმაც გაიგო.
-გამარჯობა ელე,გეგა მის გვერდით ჩამოჯდა და გაშტერებულ ქალს გვერდიდან გახედა.
-აქ რას აკეთებ?
-შენი აზრით?ძალიან დიდი გზა გამოვიარე,მხოლოდ იმიტომ რომ მომისმინო,აქ არ მოვსულვარ იმიტომ რომ პატიება გთხოვო ან რამე გაიძულო,მხოლოდ ის მინდა გითხრა რაც უთქმელი დამრჩა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი,ისიც ვიცოდი რომ ამ საუბარს ვერ ავცდებოდით,ბევრი სისულელე ვუთხარით ერთმანეთს ცხელ გულზე.
-პატიებას არ გთხოვ ელენა,ისეც ვიცი რომ ამ ყველაფრის დავიწყება რთულია.
-შენ მე გამანადგურე გეგა,პირველად შეხედა ბარათელმა ქმარს და თვალები ცრემლებით აევსო.
-ოღონდ არ იტირო,არ ვიმსახურებ მაგ ცრემლებს.
-ნეტა შმეძლოს ყველაფრის წაშლა ჩვენი ცხოვრებიდან,უკან დაბრუნება,ყველაფერს ვიზამდი იმ დღეს ნინი გარეთ რომ არ გასულიყო,შენთვის ამ ტკივილის აცილება რომ შემძლებოდა ყველაფერს გავაკეთებდი.
-ვიცი,ელე ვიცი,ვერ ვხვდები რამ დამაბრმავა ასე?
-მითხარი გეგა და წადი,რკინის არ ვარ მეც ადამიანი ვარ.
-ვიცი თემო რასაც გეტყოდა იმ დღეს,დროა სიმართლე მოისმინო,ყოველშემთხვევაში მე მოგიყვები და შნ გადაწყვეტ რა და როგორ მოხდა.
-გისმენ.
-არასდროს მიგვიტოვებია მარტო,ჩემთან იყო საქმის დასაწყისში,ყველაფერში გვერდით დავიყენე,ერთ დღეს კი ხელფასების დარიგების დღეს,იმ ხალხის,ვინც საკუთარი ოფლით შოულობდა თანხას,მთელი ხელფასი კაზინოში წააგო,არაფერი მითქვამს,ჩემი ჯიბიდან გადავუხადე ყველას,მეგონა შეცდა მაგრამ არა,იგივე განმეორდა,კიდე დავუდექი გვერდში,მერე იცი რა გააკეთა? ჩვენს ფირმაში მომუშავე ერთ ერთ გოგოზე ძალადობა სცადა,რომ არ მიმესრო ოცი წლის გპოგოს ცხოვრებას დაუნგრევდა,ვერ მოვიტმინე და გამოვაგდე,მეტყვი რატომ? იმიტომ რომ არაკაცების ადგილი არ არის ჩემს გვერდით,ეს რომ მეპატიებინა მეც მისნაირი უნდა ვყოფილიყავი,არც ლალი დეიდა დმიტოვებია უყურადღებოდ,ტემოს რომ არ გაეგო სიკეთის ფონდის სახელით დავაფინანსე მისი მკურნალობა გერმანიაში,მაგრამ დაგვიანებული იყო და არ ეშველა,გასვენებას კი რაც შეეხება,მივლინებაში ვიყავი და ვერ ჩამოვუსწარი,სულ ეს არის რაც მაწუხებდა და მინდოდა უნრალოდ გცოდნოდა.
-ამხელა გზა მხოლოდ ამიტომ გამოიარე? ხმა უკანკალებდა ელენას.
-იმიტომაც ,რომ მენახა როგორ ხარ,არ მოიძებნბა სიტყვები რომელიც გამამართლებს შენთან,მაგრამ მინდოდა გცოდნოდა,რომ არაკაცი არ ვარ.
-მაპატიე გეგა,ბევრი ცუდი მოხდა, ალბათ დრო დაალაგებს ყველაფერს,შენ შენს გზას ნახავ ცხოვრებაში და აუცილებლად იქნები ბედნიერი.
-ელე,შენ რა გასუქდი? თმა გადაიტანა ბიჭმა,ქალი შეცბა.
-მე ხო ცოტა.
-ფეხზე ადექი,სიმკაცრე შეეპარა ხმაში გეგეშიძეს.
-გეგა.
-ადექი.
ელანა ნელა წმაოდგა და მის წინ დადგა,გეგას თვალები აემღვრა და მზერა ელენას ოდნავ გამობერილ მუცელზე მიეყინა.
-ეხლა თუ უნდა მეჩხუბო,ან დამადანასაულო გაიხსენე რა გამოვიარე შენს ხელში და მიხვდები რატო დაგიმალე.
-გაჩუმდი,გეგა ფრთხილად წამოდგა და ელენას მუცელს ხელით შეეხო.
-გამარჯობა პატარა,მუცლიდან მზერა ელენაზე გადაიტანა და გაუღმა,არ გეჩხუბები,მადლობა რომ არ მოიშორე,მაგრამ დღეიდან რაღაცეები შეიცვლება.
-გეგა,არაფერი არ შეიცვლება.
-კარგი არ ინერვიულო,არაფერს გაძალებ დარჩი კიდევ ცოტა ხანს აქ,დაისვენე,ცოტა ხანში ჩამოვალ და შენ თბილისში დაბრუნდები,ნუ შემირიგდები უბრალოდ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ კარგად ხართ,ამხელა გზაზე კი ვერ მოგხედავთ.
-არ გესმის რას გელაპარაკები? ტონს აუწია ქალმა.
-იცოდე სისულელეების გარეშე,აქედან წასვლა არც იფიქრო თორემ მიწიდანაც ამოგთხრი და მერე ასე მშვიდად აღარ ვილაპარაკებთ.
-მემუქრები? ძველი გეგა დაბრუნდი?
-არა თუ დაფიქრდები მიხვდები რის ფასად მიჯდება ეხლა მშვიდად ყოფნა,ამიტომ დღეიდან მხოლოდ ამ ბავშვზე ვფიქრობთ,კიდევ გიმეორებ ნუ შემირიგდები როგორც თქვი ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,ამ წუთას მხოლოდ ბავშვი გვაერთიანებს.
ელენას გულზე მოხვდა ქმრის სიტყვები და გაბრაზებულმა მიატრიალა თავი,ცოტა დაკვირვებით რომ ყოფილიყო დაინახავდა,როგორ ჩაეცინა გეგეშიძეს.
რამდენიმე დღეში ბარათლი ტელეფონის ხმამ გააღვიძა.
-გისმენთ?
-ელე ტელევიზორი ცართე,გაისმე ნატას აღელვებული ხმა.
-მშვიდობაა გოგო?
-დროზე ჩართე.
ელენა სწრაფად წამოხტა ფეხზე და ტელევიზორი ჩართო,ახალ ამბებში გეგას შესახებ საუბრობდნენ.
- 'ახალგაზრდა და წარმატებულმა ბიზნესმენმა საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა პარტნიორებთან,მას აქვს კიდევ ერთი სიახლე,შეცვალა კომპანიის ლოგო"
ელენას თვალები გაუფართოვდა,როდესაც გავაშელის კომპანიის ახალ სახედ მისი ნახატი აღმოაჩინა,სავსე მთვარე რომელიც ყველაზე ლამაზად ეჩვენებოდა ქალს.
-გეგა რას აკეთებ? სასიამოვნოდ გაეღიმა და დიდხანს აკვირდებოდა,კომპანიის ფასადზე გაკრულ უზარმაზარ სავსე მთვარეს.

6 ნაწილი

გეგას ღრმად ეძინა,თუმცა ტუმბოზე ამღერებულმა ტელეფონმა სწრაფად შეაღვიძა,გაკვირვებულმა დახედა საათს,რომელიც ღამის სამს უჩვენებდა და სენსორზე თითი გაასრიალა.
-გისმენთ,უპასუხა ძილისგან დაბოხებული ხმით.
-გეგა,გაისმა ნატას ნამტირალევი ხმა,გეგეშიძეს წამები დასჭირდა გამოსაფხიზლებლად.
-ნატა მშვიდობაა?
-ნიკო გარდაიცვალა,ამოიტირა ქალმა.
-რა? თვალები მაგრად დახუჭა ბიჭმა,ნატა გაიმეორე რა თქვი? ელენამ იცის?
-არა არ იცის,ჯერ მე დამირეკა ლილი დეიდამ და მთხოვა რომ მეთქვა,გთხოვ გეგა მარტო ვერ ვეტყვი.
-ხუთ წუთში შენთან ვარ,ფეთიანივით წამოხტა ფეხზე და კარადას ეცა,არ ახსოვს როგორ გაჩნდა ნატას სახლთან,არც ის გაუაზრებია რამდენჯერმე სასწაულებრივად, რომ გადაურჩნენ ავარიას ,გეგეშიძეს სულ სამი საათი დასჭირდა ადგილზე ჩასასვლელად,არ უვლია მანქანით, თითქმის იფრინა,იმის შიშით რომ არ დაესწრო ვინმეს და ეს ამბავი ელანასთვის არ ეთქვათ,ნატა უხმოდ იჯდა მანქანაში და ტიროდა.
-დაწყნარდი ნატა,ეხლა ძლიერები ვჭირდებით.
-აღარ ეყო?აღარ უნდა აკმარო ღმერთო ამდენი ტანჯვა? უარესად ამოიტირა ქალმა.
-გადავიტანთ,ამასაც გადავიტანთ,უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გეგამ და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა.
* * *
პატარა ნიკო,რომ გაჩნდა ელენა ათი წლის იყო,სასწაულად უყვარდა ბარათელს პატარა ძმა,ელენა და გეგა უკვე დანიშნულები იყვნენ ექვსი წლის ნიკო,რომ შეუძლოთ გახდა,დიაგნოზი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა,ლეიკემიის ერთ ერთი უმძიმესი ფორმა,არც უფიქრია გეგეშიძეს ისე გადააფრინა გერმანიაში და საუკეთესო კლინიკაში დააწვინა,თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და დამარცხდნენ..
* * *
ელანამ ვერაფრით მოისვენა საწოლში,რაღაც გული უცნაურად ჰქონდა დამძიმებული,ჯერ იფიქრა დედასთან დავრეკავო,მაგრამ გადაიფიქრა არ უნდოდა ტყუილად აენერვიულებინა,არადა გული ცუდს უგრძნობდა,სწრაფად მიიჭირა ხელი მკერდზე და ღრმად ამოისუნთქა,გაჭირვებით მივიდა აივანთან და კარი გამოხსნა,ზღვიდან წამოსულმა ნიავმა ცოტა აზრზე მოიყვანა,მაგრამ ეს ფორიაქის შეგრძნება მაინც არ გააქრო,უეცრად კარზე ფრთხილი დაკაკუნება გაისმა,სწრაფად წამოხტა ფეხზე ბარათელი და საკეტი გადასწიაა.
-რა მოხდა? ხმის კანკალით ჰკითხა კარში გაჩერებულებს,ნატა აქ რა გინდა ამ დროს?
-შეიძლება შემოვიდეთ? ხმა ამოიღო გეგამ.
-შემოდით,გვერძე გაიწია და ოთახში შეატარა.
-ელე,მოუტრიალდა ნატა,მისმინე გთხოვ პირველ რიგში იფიქრე იმაზე,რომ ორსულად ხარ და შენი ნერვიულობა არ შეიძლება.
-რა მოხდა ნატა? ელენას ცივმა ოფლმა დაასხა,გულის სიღმეში უკვე იცოდა რაც სჭირდა,უბრალოდ არ უნდოდა ამის დაჯერება.
-ნიკო,ამოიტირა ქალმა.
ბარათელი გაშეშდა,სახის გამომეტყველბა შეეცვალა და ერთ წერტილს მიაშტერდა,თითქოს გაიყინა დროც მასთან ერთად,სასწაულად ჩაიხუთა ჰაერი ოთახში,სუნთქვაც კი შეწყვიტა გეგამ,უბრალოდ იდგა და აკვირდებოდა ელენას,ელოდებოდა როდის აფეთქდებოდა ქალი,თუმცა ბარათელი დუმდა,სულ რამდნეიმე წამს გასტანა,შემდეგ სწრაფად მიტრიალდა და ოთახს თვალი მოავლო.
-ასე დგომის დრო არ გვაქვს,ამდენი საქმეა მოსაგვარებელი,გადმოსვენებიდან დაწყებული.
ნატამ გაკვირვებულმა გახედა გაფითრებულ გეგეშიძეს.
-ელე დაწყნარდი ერთი წუთით,ხელი მოკიდა ქმარმა.
-რა დამაწყნარებს გეგა? ხვდები რამდენი რამე უნდა მოვაგვარო?
-გადმოსვენების საკითხს მათე მოაგვარებს,ხმა ჩაუწყდა ბიჭს.
-კარგი,მადლობა გაუღიმა ქალმა,მაშინ ეს ოთახი დავცალოთ.
-გაჩერდი,იყვირა ნატამ და ხელებში ეცა,ელე შემომხედე,გეყოფა.
თითქოს გამოერკვა ბარათელის ქალი და თვალები აუცრემლიანდა.
-აქ რატომ ხარ ნატა?
-ელე გთხოვ, ნუ მაშინებ.
-ჩემი ნიკო აღარააა?
ქალმა თავი გააქნია და ცრემლები მოიწმინდა.
-გაგიჟდი ხო? იკივლა ქალმა,რეებს ბოდავთ? საბოლოოდ გინდათ ჭკუიდან გადამიყვანოთ,გეგა მატყუებ ხო? გინდა უარესად გამამწარო?
-ელე.
-არა არ მომეკარო,იკივლა ელენამ და ხმით ატირდა,ჩემი ბიჭი,ჩემი პატარა,არა არა, ცოცხალია,მალე დაბრუნდება, მე დავპირდი მასთან ერთად უნდა დავხატო,ხატვა უნდა ვასწავლო,პირობას სულ ვასრულებ.
გეგა ელენასთან დაიხარა და ხელი მოხვია,იმის მიუხედავად რომ ბარათელი მთელი ხმით კიოდა და უძალიანდებოდა მაინც არ გაუშვა,მჭიდროდ მიიკრა გულზე და მანამდე ეფერებოდა, სანამ დაღლილი ქალი არ მოეშვა და არ გაჩუმდა.

* * *
მათემ და გეგამ ყველაფერი მოაგვარეს,ნიკოს გადმოსვენებით დაწყებული,ყველანაირი დოკუმენტებთ დამთავრებული,ელენა მხოლოდ გაშტერებული იჯდა კუბოსთან და ვეღარც ტიროდა,ხედავდა რამდენი რამე გააკეტა გეგეშიძემ მისი გულისთვის და უფრო მეტად სტკიოდა გული,ზუსტად გრძნობდა კაცის ტკივილს მაშინ,მთელი მსოფლიო სძულდა და ვინმე რომ ყოფილიყო ვისაც მის სიკვდილს დააბრალებდა ალბათ უფრო გაუიოლდებოდა,გამოსავალს ეძებდა გონებაში,"როგორ მესმის ეხლა შენი" ჩაილაპარაკა გეგას მისამართით და თავი დახარა,რამდენიმე წამიც და ქალმა საოცრად ნაცნობი სურნელი იგრძნო,მერე ხელების შემოხვევაც და გაჭირვებით წმაოსწია თავი,ემოციამ ყველანაირი ჯებირები გაარღვია ხმით ატირდა და მის გვერდით მჯდარ თამარს ხელები მოხვია,ქალმაც არ დააყოვნა და გულში ჩაიკრა.
-მოხვედით?
-მოვედი ჩემო გოგო,აქ ვარ,დაწყნარდი,მონოტონურად უსმევდა ხელს თავზე და ცრემლებს ჩუმად იწმენდდა.
* * *
ნატამ ვეღარ გაუძლო ამდენს და გარეთ გამოვიდა,სწრაფად ჩაიარა ეზო და უკან მხარეს სკამზე ჩამმოჯდა.
-კარგად ხარ? გაუღიმა მათემ.
-მოგატყუო?
-არა სიმართლე მითხარი.
-არა არ ვარ,თავი დახარა ქალმა.
-გაივლის ნატა,ყველაფერი დასრულდება,დრო ყველაფრის მკურნალია.
-ტყუილია,ტონს აუწია ქალმა,ტკივილს და თან ასეთს დრო ვერ გავიწყებს,ის შენს გულშია,როგორ შეიძლება წლების შემდეგ გაიღვიძო და ის ადამიანი, რომელიც ერთ დროს ცხოვრებას გილამაზებდა უბრალო მოგონებად აქციო?
-მისმინე,ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ,ეჩვევი და ნელ-ნელა ისე აღარ გტკივა ,როგორც ეხლა.
-ნეტა მიეჩვიოს,ნეტა აღარ ეტკინოს.
-კარგი მეგობარი ხარ,ამდენი ხანია გიყურებ და სულ ელენასთვის ხარ.
-ასე იქცევიან ნამდვილი მეგობრები,გგონია მე რომ დამჭირდეს ის სხვანაირად მოიქცევა? ბევრად მეტს გააკეთებდა ჩემთვის.
-მართლა კარგი ადამიანი ხარ,სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-კომპლიმენტად მივიღებ.
-ფერი არ გადევს,კარგად ხარ?
-არაფერი მიჭამია,ალბათ მაგიტომ.
-წამოდი მერე,ვჭამოთ,შენი ცუდად გახდომა აღარ სჭირდება ეხლა აქაურობას.
-მგონი მართალი ხარ,ერთი ჭიქა ჩაისთვის ეხლა სიცოცხლესაც დავთმობ.
-წამოდი,წამოდი,ხელი მოხვია ბიჭმა და ეზოდან გავიდნენ.

* * *
ზუსტად ერთი კვირა გავიდა,რაც ნიკო მიწას მიაბარეს,ამ დროის მანძილზე გეგა არ მოშორებია ელენას გვერდიდან,თუმცა ქალი ამ უკანასკნელს საერთოდ არ იმჩნევდა,გამუდმებით ერთ წერტილს მიშტერებოდა და იჯდა წყნარად.
-ელე,სტუმარი გყავს,ოთახში შემოიხედა ლილიმ.
-დედა გთხოვ,ამოილუღლუღა ქალმა.
-მე ვარ ელენა,ოთახში თამარას მკაცრი სახე გამოჩნდა,სალაპარაკოდ მოვედი.
-მობრძანდით.
-იმედია არ გავიწყდება,რომ ორსულად ხარ.
-დედა,წამოსცდა უცებ ელენას.
-მისმინე ელე,ეხლა კარგად ხვდები ჩემს ტკივილს,ხვდები რომ იმ წუთას შენ იმიტომ გაბრალებდი ყველაფერს,რომ ასე ვცდილობდი ყველაფრის გადალახვას,რამდენჯერაც არ უნდა გთხოვო პატიება,ეს იმ ყველაფერს ვერ შეცვლის რაც იყო,არც იმ სიტყვებს დაგავიწყებს რაც გითხარი,მაგრამ ეხლა იცი რას აკეთებინებს ტკივილი ადამიანებს,განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული,გონება გებინდება და ვეღარაფერზე ფიქრობ,მხოლოდ იმას იაზრებ,რომ არ წასულიყო არ მოხდებოდა,მეც ასე დამემართა,გადანაშაულებდი იმიტომ რომ შენთან ერთად იყო,რატომღაც მჯეროდა იმ დღეს რომ არ წასულიყავით ეხლა ის ცოცხალი მეყოლებოდა,მაგრამ ეგრე არ ხდება,მაშინ ვერა მაგრამ ეხლა ვხვდები,რაც გიწერია ადამიანს ვერ ასცდები,ზუსტად ვიცი გეგასთვის რას ნიშნავ,ისიც ვიცი შენც როგორ გიყვარს,მგონი დროა ორივემ ერთმანეთს ხელი ჩაკიდოთ და საკუთარი თავები უბრალოდ გადაირჩინოთ.
თამარა ფეხზე წამოდგა და ატირებულ ქალს თავზე აკოცა.
* * *
გეგა აივანზე მჯდომ ლილის მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-ლილი დეიდა.
-მადლობა შვილო,ყველაფრისთის რაც ჩვენთვის გააკეთე,შენ რომ არა ჩემი ნიკო ამდენს ვერ იცოცხლებდა.
-სალაპარაკოდაც არ ღირს,ლილი დეიდა მე დღეს უნდა დავბრუნდე,საღამოს წავალ ალბათ.
-ელენა?
-არ მომყვება,ვერ მპატიობს და ვერც ვამტყუნებ,რა აღარ შევთავაზე,ისიც კი ვუთხარი ნუ შემირიგდები და უბრალოდ ჩემთან იყავი ბავშვის გამო თქო,გამიგეთ მეც, იქ უფრო კარგად მივხედავ ვიდრე ამხელა გზაზე.
-მესმის შენი,ამოიოხრა ლილიმ,ისედაც ამდენი გააკეთე ჩვენთვის.
-თუ რამე დაგჭირდეთ,ან რამე მოხდეს,იმ წუთასვე დამირეკეთ,წამებში აქ გავჩნდები.
-არ ინერვიულო,გაუღიმა ქალმა და კარამდე მიაცილა.

* * *
-ადექი ფეხზე,თავზე წამოადგა ლილი საწოლში მოკუნტულ ელენას.
-დედა.
-ადექი და გარეთ გამოდი, საქმე მაქვს შენთან.
ელენა დაემორჩილა დედას და გარეთ გავიდა,ლილი მაგიდასთან იჯდა.
-დაჯექი.
-მოხდა რამე?
-კიდე რა უნდა მოხდეს? რანაირად იქცევი? ცოცხლად რომ იკლავ თავს ვერ ხვდები ხო?გგონია ადვილია ჩემთვის ასე გიყურო? საკმარისია უკვე.
-მაგას როგორ მეუბნები?
-ეხლა კარგად მისმინე,ჩვენ ვიცოდით რა ომშიც ჩავებით,ვიცოდით რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებდით და დღეს თუ ხვალ ნიკოს დავკარგავდით,მე ვხედავდი ყოველ დღე როგორ ილეოდა შენი ძმა,იცი კიდევ ამდენ ხანს რატომ იცოცხლა იცი? ტონს აუწია ქალმა.
-რატო?
-იმიტომ რომ შენმა ქმარმა საუკეთესო პირობებში ამყოფა,ხო ეს ორი წელი გეგამ აჩუქა შენს ძმას,ეხლა იცი რანაირია ძმის ან დის სიკვდილი,და ეხლა გეკითხები შენ,ეს ვერაგი დაავადება რომ არა და რამე სხვა ფაქტორი ყოფილიყო მისი სიკვდილის მიზეზი რას იზამდი? მოდი მე გიპასუხებ,გეგაზე უარესს.
-დედა,ცრემლები წამოუვიდა ქალს.
-მე ერთი შვილი უკვე მიწაში მიწევს და ვერ დავუშვებ მეორემაც თავი მოიკლას,მე დედა ვარ, ისევე როგორც შენ,არსებობს ორი გამოსავალი ან კვდები ან ცოცხლობ,მე არ გაძლევ არჩევნის საშუალებას,გესმის? არ გაქვს უფლება ჯერ კიდევ ვსუნთქავთ,შენს ორგანიზმში ახალი სიცოცხლეა, რომელიც ყველას გადაგვარჩენს,ჩემი ჩათლით,ასე რომ ადექი ეხლავე,ჩალაგდი და გეგას გაჰყევი.
-აქ ვერ დაგტოვებ.
-მე აქ შვილი მყავს,რომელსაც უნდა მოვუარო,შენ კი უნდა ეცადო ბედნიერება ისევ იპოვო,იცი რა არის ელე? თუ პატიება არ შეგიძლია ადამიანი არ ხარ შვილო,სწორედ ამითი გავსხვავდებით ცხოველებისგან რომ გრძნობები და უნარები გაგვაჩნია,გეყოფა ამდენი ტკივილი დროა ამოისუნთქო,ხომ გინდა სავსე მთვარეს გავდეს შენი ცხოვრება,ხოდა დროა შეავსო,მე აქ ვიქნები და კარგად ვიქნები გპირდები. ლილი სწრაფად წამოდგა ფეხზე ატირებულ შვილს მოეხვია და თვითონაც ატირდა.

* * *
გეგამ ჩემოდანს შესაკრავი შეუკრა და მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა, ის იყო კარისკენ დაიძრა რომ სუსტი დაკაკუნება მისწვდა მის სმენას,სწრაფად გამოხსნა კარი და თვალები გაუფართოვდა.
-ელენე?
-მოგისწარი,ძლივსშესამჩნევად გაუღიმა ქალმა.
-რამე მოხდა?
-ძალაშია ისევ შენი წინადადება?
-რომელი? გაეღიმა გეგას.
-წამიყვან თბილისში?
გეგეშიძეს სიხარულისგან გული აუჩქარდა,გაღიმებულმა გახედა აწურულ ქალს.
-მოვიფიქრებ.
-რა? თვალები გაუფართოვდა ბარათელს.
-კარგი ჯანდაბას წაგიყვან.
-ოღონდ მხოლოდ ბავშვის გულისთვის,თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალმა და კიბეზე დაეშვა.
-ღმერთო ძალა მომეცი,რომ ამას გავუძლო,გაეცინა გეგეშიძეს და ქალს უკან მიჰყვა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 



№2  offline წევრი talia

აი ეს მესმის,ძალიან სწორადაც მოიქცა ქალბაგტონი ლილე.

 



№3  offline წევრი skida

ძალიან კარგი პერსონაჟია გეგა მიხარია რომ კარგისკენ მოაბრუნე და ამ ორის ურთიერთობაში პროგრესი შეიტანე. ხოლო რაც შეეხება მათეს და ნატას ვფიქრობ რომ მაგ ორიდანაც ძალიან კარი წყვილი გამოვა.
წარმატებები შენი ისტორიის ფოტოს დანახვა ინგლისურის გაკვეთილის გაცდენაზე მეტად მიხარია ამიტომ არ დააგვინო ხოლმე.

 



№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუ როგორ არ მინდოდა ნიკოს სიკვდილი. როგორ უჭირდა ელეს, და უარესი დაატყდა თავს. ძალიან მომწონს ეს ისტორია, ველი გაგრძელებას

 



№5 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargi istoriaaa, momcons ceris stilic, imedia ardaagvianebbb

 



№6 სტუმარი ტატუკა20

რატომ აგვიანებ დადებას? როგორ გელოდებიიი ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent