შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( თავი 3)


24-06-2018, 23:59
ავტორი Life is Good
ნანახია 1 045

გატაცება( თავი 3)

შავი პრადოს ჯიპი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრალურ გზაზე.წვიმდა და ცხელ უთოზე ასხლეტილი წყლის წვეთებივით შიშინებდა მანქანის საბურავები.დღის ამ მონაკვეთში გადატვირთული მოძრაობის გამო ,მსუბუქი მანქანების კოლონას უეყვრტი საცობის ჯაჭვი შეექმნათ და გამაყრუებელი სიგნალით ითხოვდნენ წინ მდგომი მანქანების დროულად გადაადგილებას.საპატრულო პოლიცია ამაოდ ცრდილობდა სიტუაციის განმუხტვას და გაჭირვებით არეგულირებდა მოძრაობის წესებს.
-შენი დედაც!!-იღრიალა პრადოს საჭესთან მჯდომმა მამაკაცმა და ისე გამეტებით დასცხომარცხენე ხელის გული,თითქოს ამით შეიცვლებოდა რამე.შემდეგ საჭე მარცხნივ მკვეთრად გადაატრიალა და საპირისპირო მოძრაობის ხაზში გადავიდა ,წესების სრული დარღვევით, ვეებერთელა მანქანა ოსტატურად შეატრიალა და ისე გადაუხვია ვიწრო ქუჩაზე არაფრად ჩაუგდია მისი ასეთი მანევრირებით,შექმნილი საავარიო სიტუაციისგან დაბნეული მძღოლების სახეები.ჯიპი ქვაფენილით მოკირწყლულ, შედარებით ვიწრო გზაზე გრიხინით დაეშვა და მძღოლმა მანამდე ხელში მომარჯვებულ ტელეფონზე ნაცნობი ნომერი აკრიბა.
-ირინა!თხუთმეტ წუთში სახლში ვარ და შენ და მარიკუნა მზად დამხვდით მივდივართ!
ყურადღება არ მიუქცევია ქალის გაკვირვებული კითხვებისთვის უკვე გათიშვას აპირებდა ირინამ თქმა რომ მოასწრო;
-გუგა.არ ვიცი რა მოხდა შენსა და მამას შოროს მაგრამ,აქ არ მოხვიდე!
-რახდება?!
ტონს აუწია მამაკაცმა და თან უკანა ხედვის სარკეში თვალს არ აშორებდა უკან ,საეჭვოდ ადევნებულ შუშებდაბურულ მანქანას.
-ირინა!რახდებატქო???-კბილებსშორის გამოსცრა კაცმა.
-არ ვიცი გუგა ,ბავშვი ბაღიდან მამამ მოიყვანა და აქ არიან ის და მისი დაცვის ბიჭები.ძალიან გთხოვ არ მოხვიდე...მოგვიანებით დაგირეკავ.
-შენი დედაც...-იღრიალა გუგამ და ის იყო ტელეფონი გვერდით სავარძელზე მიაგდო,უკნიდან ძლიერმა შეჯახებამ ,რომ შეარყია მანქანა.მამაკაცი ინერციით წინ გადაქანდა და მკერდით მიეჯახა საჭეს.მწველმა ტკივილმა წამიერად დაუბინდა გონება.დამუხრუჭება ვერ მოასწრო შეჯახება ,რომ განმეორდა და ძლიერი დარტყმისგან ჯიპი მარჯვენა მხარეს მიცურდა.ცალი გვერდი იქვე ,საპარკინგე ზოლში მდგარ მერსედესის მარკის მსუბუქ მანქანას გაჰკრა,ბორდიულზე გიჟივით ავარდა და სასურსათემაღაზიის კედელს შეასკდა.კრისტალებად დაშლილი წინა საქარე მინის ნამსხვრევები სახესა და თვალებში შეებრქვა ,მოასწრო ხელების აფარება თუმცარამოდენიმე ნატეხმა მაინც დაუსერა შუბლი და ყვრიმალები,რამოდენიმე კი ხელის ზურგზე შეესოდა სიხსლმაც არ დააყოვნა გამოჟონვა.მამაკაცმა ღვედი შეიხსნა და გვერდითი კარისკენ გადაიხარა,თუმცა დარტყმისგან დეფორმირებული კარი ისე იყო ჩაჭ....ტილი ,გახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა.მძღოლის მხრიდან გადმოსვლა კი მოცემულ მომენტში ყველაზე უაზრო გადაწყვეტილება იქნებოდა.ის იყო გაიფიქრა საქარე მინის ჩარჩოდან გავძვრებიო ,მძღოლის მხარეს კარი უხეშად რომ გამოგლიჯა ვიღაცამ და ძლიერი ხელების დახმარებით მიწაზე მთელი ძალით დაახეთქა.შემდეგ იყო წიხლის დარტყმების უწყვეტი სერია,ამღვრეული გულ მუცელი ,სისხლი ყველგან და ყველაფერზე.გამვლელების ყვირილი"სასწრაფოში დარეკეთ"" ღმერთო მოკლეს მგონი" "პატრულს დაუძახეთ" "ჯანდაბა,არ სუნთქავს!" სახეზე ცივი წყლის შესხმა რამაც მოიყვანა გონზე.ძვლები ისე სტკიოდა გეგონრბა სატვირთო მატარებალს გადაევლო.შეკრებილი ხალხის ჯგუფისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.ცალი ხელით დამტვრეული მანქანის კაპოტს ეყრდნობოდა რომლიდანაც კვამლი და ცხელი ორთქლის ნაკადი ამოდიოდა.
-კარგად ვარ,კარგად ვარ...-ხელის აწევით ცრდილობდა აბობოქრებული ბრბოს დაშოშმინებას გარს რომ ეხვეოდნენ იმაში დასარწმუნებლად კარგად იყო ტუ ზუსტად ისე როგორც გამოიყურებოდა.ვიღაცამ პოლიეთილენის ბოთლით წყალი მიაწოდა,ვიღაც მხარში ამოუდგა და წონასწორობსი დაცვაში დაეხმარა.გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და თეთრი პერანგის საყელოს,წითლად უღებავდა.-ჯანდაბა! არაფერი მჭირს!!
ბრთხილად მოიშორა მხარში ამომდგარი მამაკაცის მკლავი და ტალახში ამოსვრილ ტანისამოსზე დაიხედა.შემდეგ კი ზიზღით გამოაფურთხა სისხლიანი ნერწყვი პირში,გულისამრევ რკინის გემოს რომ უტოვებდა.ახლა მთავარი იყო სასწრაფოს და პოლიციის მოსვლამდე გასცლოდა იქაურობას.ნამდვილად არ აწყობდა საავადმყოფოში ყურყუტი და შემდეგ, დაუსრულებელი დაკითხვების სერია.ცემისგან დაბეჟილს მთელიი ტანი სტეხდა და თავბრუს ხვევასაც გრძნობდა დიდი შანსი იყო ტვინის შერყევა მიეღო.ბევრი აღარც უფიქრია ისე დააიგნორა გარშემო მყოფთა უკმაყოფილო შეძახილები და იმ წამს გამოჩენილ ტაქსში გიჟივით შეხტა.
ცრდილობდა ტკივილი და უსიამო შეგრძნება დაეიგნორებინა და საღ აზრზე დარჩენილიყო.ტაქსის მძღოლი ჩუმჩუმად აპარებდა სარკიდან თვალსუცნაური მგზავრისკენ და ერიდებოდა კითხვა მისი მდგომერეობის გასაგებად.თუმცა უკითხავადაც სახეზე იყო ნაცემი მგზავრის არც ისე სახარბიელო მდგომარეობა.
-კიდევ დიდხანს უნდა მაშტერდებოდე?!-დახუჭული თვალები არც გაუხელია მამაკაცს ისე შეუღრინა
-მოვედით!-მორიდებით თქვა მძღოლმა,დრომოჭმული ოპელი შეაჩერა და მთელი ტანით შტრიალდა მგზავრისკენ.-კარგად ხართ?
მამაკაცმა თვალები ზანტად გაახილა,ფანჯრიდან შეფარვით დაზვერა მიმდებარე ტერიტორია და ისევ მძღოლს მიუბრუნდა:-შენობას უკან მხრიდან მოუარე,აქ მარჯვნივ შეუხვიედა დაცვის ჯიხურს გასცდი!იქ ჩამოვალ.
თითით წითელი წარწერით დამშვენებულ დაცვის ჯიხურისკენ ანიშნა .მანქანა ნელი სვლით დაიძრა,ჯიხურს გასცდა,შენობის უკანა კართან მიიწია და შეჩერებას აპირებდა
-კუთხეში საავარიო კიბეა,იქ გამიჩერე!
შემდეგ საფულიდან რომელიც, შელახული შარვლის ჯიბიდან გაჭირვებით ამოაცოცა ოც ლარიანაი კუპიურა ამოიღო,მძღოლს მიაწოდა და ისე რომ ხურდას არც დალოდებია უკვე სახანძრო კიბისკენ მიდიოდა.ბებერი ოპელის მძღოლმა უცნაური მგზავრის საქციელით გაოცებულმა,მხრები აიჩეჩა "გიჟიაო" გაიფიქრა და იქიდან გაიძურწა ძრავის თუხთუხით.

ჩვეული პროცედურებისგან გადაღლილი ვადაჩკორია თბილ სპორტულებში გამოწყობილიყო ,ფეხები თეთრ ბოტასებში გაეყარა,კეფაზე დაუდევრად შეეკრა ყავისფერი,დიდი ხნის დაუბანელი თმა და ნელი,მოზომილი ნაბიჯებით მიუყვებოდა გრძელი დერეფნის თეთრად შეღებილ კედლებს.გავიდოდა ბოლოში,შემოტრიალდებოდა და უკან მოდიოდა.ოპერეციიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული, თავს შესანიშნავად გრძნობდა თუმცა მის სახლში გაშვებას ჯერ -ჯერობით არავინ ფიქრობდა.ბარათელი იმ ღამის შემდეგ მის სიახლოვეს არ გაჭაჭანებულა და ქალიც დამშვიდებულიყო.დღენიადაგ თამრიკოს ქოთქოთით და გადაჭარბებული ყურედღებით გადაღლილს არავისი დანახვის სურვილი აღრ ჰქონდა.არც მისი მეგობრები იკლავდნენ დიდად თავს და უტალახიანებდნენ პალატის კარს.როგორც იქნა რის ვაი ვაგლახით დაითანხმა და დედა რამოდენიმე საათით სახლში გაუშვა.რომელმაც ცხრაასი დარიგება მისცა და თვალცრემლიანმა დატოვა "ავადმყოფი" შვილი.ეხლა კი უაზროდ ყოფნისგან გაბეზრებული წინ და უკან უმისამართოდ სიარული თ ირთობდა თავს.თან თავის განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა რომელიც,მიმდინარე მოვლენების დამსახურებით ზედმეტად ტრაგიკომიკური გამხდარიყო.ფიქრობდა უაზროდ გაფრენილ დღეებზე,სტუდენტობაზე,სამსახურზე წიგნების მაღაზიაში მინიმალური ანაზღაურებით,მუდამ ბოიფრენდებსა და გართობის მოყვარულ სადაქალოზე მათ თვალში ზედმეტად" უპონტო" რომ ჩანდა ყოველთვის.შეყვერებულზე რომელსაც ჯიბეში უფრო მეტი ფული ქონდა ვიდრე თავში ჭკვა და ყოველთვის ეკითხებოდა თავს თუ რატომ იყო ამ ერთუჯრედიან იმბეცილთან ...ადრე ყველაზე მაგარი ტიპი რომ ეგონა და ზედმეტად შარმიანი მთელი უნივერსიტეტის მდედრებს უბრმავებდა თველს.ახლად გამოჩეკილ მამიკოზე,დაზე რომელიც თავისიი სავსე ფორმების წყალობით დორბლის მოდენამდე აღაგზნებდა ჰორმონებ აშლილ მამრებს.(აქ შუბლი ზიზღით შეჭმუხნა და ტუჩები დაბრიცა)ექიმ სიძეზერომელიც,ფიცდადებული ექიმის ყველანაირ კრიტერიუმს აცდენილი ,გამაღიზიანებლად თევკერძა,მკვლელი და ბოროტმოქმედი უფრო იყო ვიდრე ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი კეთილი ექიმი. ბარათელის გახსენებაზე ბოღმამ და სიბრაზემ ერთიანად იფეთქა,რომელიც კისერში მარწუხებივით უჭერდა და თავისუფლედ სუნთქვის საშუელებას არ აძლევდა.
ამასობაში დერეფანიც ჩაეთავებინა და ლიფტის კართან მისული უკან შემობრუნდა,ის იყო ნაბიჯის გადადგმას აპირებდა მის ზურგს უკან ლიფტის კარი ხმაურით რომ გაიღო,ვიღაცის ძლიერი თითები კეფაზე შეკრულ თმაში ჩასწვდა და თავისკენ დაქაჩა...უკან ლიფტის სიღრმისკენ.მოულოდნელობისგან პანიკაში ჩავარდნილმა ზურგით რკინის კედელი იგრძნო,პირი დააღო საკივლელად და ხელიც ააფარეს.კარი დაიხურა და ლიფტმა ზემოთ სვლა დაიწყო.
-ხმა არ ამოიღო!-ქალის დახშულ სმენას ნაცნობი ხმა მისწვდა,თველები ფართოდ დააჭყყიტა და ერთიანად სისხლსა და ტალახში ამოსვრილი ბარათელის ცნობა გაუჭირდა.
-ნუ გეშინია,ახლა პირზე ხელს აგიშვებ და შენ არ იკივლებ!-თავს ძლივს იმაგრებდა კაცი.თითქოს საუბარიც საგრძნობლად უჭირდა.თავბრუს ხვევა გასძლიერებოდა და გულიც ერეოდე.დაბნეულმა სალომემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სულ მალე თვისუფლად სუნთქვაც შეძლო.
-ჯანდაბა...ჯანდაბა...რას გავხარ?!
ლიფტი ჭრიალით შეჩერდა ბოლო სართულზე და კარებიც გაიღო.
-სიხარული მერე გამოხატე.ახლა გამოადგი ფეხი ,ბევრი დრო არ გვაქვს!-მკლავში სწვდა მამაკაცი და სანახევროდ ჩაბნელებულ ვრცელ დერეფანში ერთად გამოვიდნენ ლიფტიდან.რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ,რკინის ვიწრო კიბესთან შეჩერდნენ რომელიც სახურავში გაჭრილ ერთ ფრთიან კართან ადიოდა.
-ადი!-ხელი მსუბუქად უბიძგა ქალს ,კიბეზე შეაყენა და თავადაც ფეხდაფეხ მიჰყვა.ათიოდე საფეხურის შემდეგ რკინის ცალ ფრთიანი კარი თავისუფლად გააღეს და 5 სართულიანი შენობის სახურავზე გავიდნენ.
-არ მითხრა, რომ აქედან გადაგდებას მიპირებ!- თვალები დაუმრგვალდა გაურკვევლობაში მყოფ სალომეს.
-რა უფანტაზიო ხარ საყვარელო?!-სახე დაეჭყანა ბარათელს
-აბა წვიმიანი დედაქალაქის ხედებით უნდა დავტკბეთ?-ჩვეულ ირონიას მიმართა ქალმა
-ვგავარ დედამო@ ნულ რომანტიკის მოყვარულ სირს?!-ხელი აიქნია მამაკაცმა და სახურავის ბოლოსკენ დაიძრა-ჰე ,არ მოდიხარ?!
შეჩერდა როდესაც შეამჩნია ,რომ ქალი ადგილიდან არცკი დაძრულიყო.
-შენ ვერ ხარ ხოო?! სად ჯანდაბაში მეპატი ჟები იქნებ პატივი დამდო და გამარკვიო??-გულზე ხელები დაიკრიბა გაცეცხლებულმა ქალმა.მამაკაცის მორიგ გამოხტომას წყობიდან რომ გამოეყვანა.
-წამოდი, გზაში ვილაპარაკოთ!-ხელი დაუქნია ბარათელმა-ნუ გეშინია მანიაკი არ ვარ..
თავაის მართლებაზე თავადვე გაეცინა კაცს.
-უჰ ,დამამშვიდე ხო იცი
-ნუ კაი ხოო,სექსუალური მანიაკი არ ვარ-გაიღიმა ბარათელმა მაგრამ,გახეთქილმა ტუჩმა თავი შეახსენა და სახე დაემანჭა.-შენს მოტაცებას და გაუპატიურებას არ ვაპირებ,ეგეთი უფანტაზიოც არ ვარ...დამშვიდდი?!წამოდი ახლა!!
-არსად არ მოვდივართქო-ხმას აუწია ქალმა
-ახლა იმდენს იზამ ეს დედა ნატირები ორივეს დაგვიჭერენ და მერე ვისაუბროდ ვინ სად და რას ვაპირებთ-ნერვებზე იყო უკვე ბარათელი ,ბრაზისგან ტონს ნელ ნელა უწევდა და თვალებიც ბოროტად აელვერებოდა.-არაფერს დაგიშავებ,წამოდი.სალომე ს შვილი ვიყო არ გამაგიჟო იცოდე თუარა შენი თმით წათრევაც რომ მომიწიოს ხომ იცი გამკეთებელი ვარ! ასე რომ გადმოადგი ფეხი!!
თვითონ მიუახლოვდა ქალს,მკლავში ხელი მოჰკიდა და სახურავის ბოლოსკენ წაიყვანა.სადაც მოაჯირს იქიდან ფართო,რკინის საავარიო კიბე ჩაუყვებოდა მთლიანი შენობის სიმაღლეზე.
-ბრთხილად გადადი და ქვემოთ ჩადი!-მბრძანებლურ ტონს არ თმობდა კაცი.ხელი შეაშველა,მოაჯირზე გადასვლაში დაეხმარა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და თვითონაც ქვემოთ დაიწყო სვლა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.





saintereso da sayvareli istoriaa❤ prosta ufro didi tavebi dade ar myofbis. storia daviwye da tkac damtavrda rac arasasiamovnoa. sxvamxriv yvelaferi kargia male dade da didi tavebi sixarulo. gkocniS marikuna❤

 



№2 სტუმარი სტუმარი Keti

Iqneb tavebi gazardo. Jer kidev ver gaverkviet ra xdeba. Zalian sainterrsoa, kargad wer

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian sainteresoa, kargad cer da uff ambebi xdebaaaaa, gadasarevia pirdapir, male dade gtxovv

 



№4 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან საინტერესოა,ისევ დავინტრიგდი მალე დადე და მოცულობა გაზარდე

 



№5  offline წევრი mirandaa31

ძალიან კარგია. ძალიან მომწონს. მალე დადე ცოტა დიდი თავი თუ შეძლებ. წარმატებები
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent