შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(სრულად +18)


25-06-2018, 01:15
ავტორი ტერიკო74
ნანახია 3 440

ბერო(სრულად +18)

ტყისკენ მიმავალ გზაზე, სატვირთომ დიდი სისწრაფით გააპო ჯერაც შეულახავი თოვლი.გზას ისე ზიგზაგით მიიკვლევდა,მძღოლი ნასვამი გეგონებოდა. საბურავების შავი კვალი დიდ ლაქასავით დაეტყო მიწას,აშკარა იყო სადღაც ტალახში ევლო.კაბინაში ორი მამაკაცი იჯდა,თავზე ორივეს ქუდი ეხურა.წვერები მოუვლელი ვაზივით გაზრდოდათ,აქეთ-იქით გაფარჩხული,ალაგ-ალაგ ჩახვეულიც.თვალებს აცეცებდნენ და გარეთ სამყაროს საეჭვოდ ზვერავდნენ.
-გზა აგვერია,-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა მძღოლმა,შეიგინა და ჩამოწეულ ფანჯარაში გადააფურთხა.
-გითხარი,მარცხნივ უნდა გადაგვეხვია,ტფუი შენი! -ამოიღრინა მეორემ და ავტომატის კონდახს ხელი დაკრა.
-ნუ,პროფესორობ,დარეკე გუჯასთან!-მკვახედ გაისმა პირველის ხმა.
-არ იჭერს ტელეფონი,რით ვერ გაიგე?! -ავტომატიანმა ნერვიულად შეათამაშა ხელში მობილური .
-ესენი დროზე თუ ვერ მივიყვანეთ გუჯასთან,მერე იძახე არ იჭერს,ტყვიას რომ დაგვაჭერინებს კბილებით! ამის დედაც!-ყვირილზე გადავიდა პირველი.სატვირთო გააჩერა და ძირს ჩახტა.მეორემაც მას მიბაძა.უკნიდან მოუარეს და ბოქლომი გახსნეს. დღის შუქი შეიჭრა დახურულ სივრცეში,ნელ-ნელა განათდა და ადვილად გასარჩევი გახდა ექვსი ადამიანის შეშინებული თვალები.ერთმანეთზე მიკრულები ძირს ეყარნენ.პირები საგანგებოდ აეხვიათ მათთვის,ხელ-ფეხზეც ბორკილები დაედოთ.ოთხი ქალი და ორი მამაკაცი განწირული,შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-ცოცხლები ხართ?- დაიგრგვინა მძღოლის ხმამ,გვერდზე გადააფურთხა და სიღრმეში ადამიანების გროვას თვალმოჭუტული დააკვირდა.არავინ განძრეულა,მხოლოდ ერთმა ქალმა,რომელსაც საკმაოდ წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა,არაადამიანური ხმით დაიზმუვლა და ფეხი საცოდავად გააქნია.
-მოკეტე! სანამ სრულ ჭკუაზე ვარ,თქვენი დედაც..! -შეიგინა და ავტომატიანს ანიშნა,დაკეტე წავედითო.ბრძანება წამებში შესრულდა.სატვირთო დაიქოქა და უკუსვლით დაიწყო სვლა. შემდეგ მოატრიალა და თავქვე დაეშვა.
ტყის სიჩუმეს მამაკაცის ხვნეშა და მძიმე სიარულის ხმა არღვევდა.მხარზე გადებული ხის მორი ძირს დააგდო,წელში მოიხარა და რამდენჯერმე ჩაახველა.ფილტვებს გასაქანი მისცა,გასწორდა,მკლავები კეფაზე შემოიწყო და წელის მოძრაობით ხერხემლის გამოცოცხლება სცადა. ცოტა შვება რომ იგრძნო,შუბლიდან ოფლი მაჯით ჩამოიწმინდა და ისევ დაიხარა მორის ასაღებად.ყურს რაღაც ხმაური მისწვდა,სმენა დაძაბა და გაირინდა.თვალები მშიერი მგელივით მოატარა გარემოს,მხეცის სისწრაფით ისკუპა და იქვე მდგარ წლოვან ხეს ამოეფარა.ხმა უახლოვდებოდა,სადღაც ორმოცდაათ მეტრში სატვირთოც გამოჩნდა,ნელა მიიკვლევდა გზას. მამაკაცმა ნაჯახი ხელში შეათამაშა და სასურველ პოზიციაში ჩადგა. მანქანა მოახლოვდა კაცის სამალავთან და შეჩერდა.გინების და ჩხუბის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.დაიძაბა ,ხეს უფრო მოხერხებულად ამოეფარა და სუნთქვაშეკრულმა დაიწყო თვალთვალი.სატვირთოდან ორი წვერიანი ჩამოხტა,ერთს ხელში ავტომატი ეჭირა ,ქამარზე დამაგრებული ორი ხელყუმბარა ხელით შეამოწმა და მანქანის უკანა მხარეს დაიძრა.მეორე მამაკაციც მას მიჰყვა,საქამრეში უშნოდ გაჭედილი ნაგანით,ხელში საშუალო ზომის ხანჯალი ეჭირა.სატვირთოს უკანა მხარე გამოაღეს და ერთი შიგნით შეხტა.
სამალავიდან მამაკაცი ვერ ხედავდა რა ხდებოდა,დაძაბული იდგა და ნაჯახს ხელს ძლიერად უჭერდა.
-ჩამოდით!- დაიძახა ავტომატიანმა და ჩახმახი შეაყენა.
ორი მამაკაცი ,რომლებსაც ხელები და პირი ჰქონდათ აკრული ,მაშინვე ჩამოხტნენ და თავჩაღუნულები გვერდზე დადგნენ.უკან ნაგანიანი მოჰყვათ,კარებთან დადგა და ქალები უხეში ხელის კვრით დაბლა ჩამოყარა.მხოლოდ ერთი დარჩა,ორსული.თვალებს შეშლილივით ატრიალებდა და ჩამოხტომას ვერ ბედავდა.ნაგანიანმა მკლავში წაავლო ხელი,დააჯანჯღარა და კბილებში გამოსცრა:
-შენი ხმა არ გავიგო,თორემ აქვე ამოგაცლი მაგ წიწილას! - ხანჯალი თვალწინ დაუტრიალა.
ქალმა ერთი გადახედა და თავის ოდნავი დაკვრით თანხმობა ანიშნა.
-გეგე! მომეხმარე,ჩამოვსვათ !-ავტომატიანი მიუახლოვდა ქალს და უხეში მოძრაობით ძირს ჩამოსვა.ქალის სახეზე საშინელი ტანჯვა აღბეჭდილიყო.გაცრეცილი სახე და გალურჯებული ტუჩები,ხელები მუცელზე შემოეჭდო და ერთიანად ცახცახებდა.არც სხვები იყვნენ კარგ დღეში.მხოლოდ იმ ორ მამაკაცს ეჭირათ თავი მხნედ შეძლებისდაგვარად.
-შეგიძლიათ, დაცალოთ შარდის ბუშტები! აქვე!-დაიღრინა ხანჯლიანმა და გეგეს თვალით ანიშნა,ხელები შეუხსენიო.
სამალავიდან მამაკაცი უკვე გარკვევით ხედავდა მის წინ განვითარებულ მოვლენებს.გაოგნებული იყურებოდა.მიხვდა,რაღაც საშინლად უსიამოვნოს წააწყდა.სმენა უფრო დაძაბა და ხეს აეკრა.
-დათო! მოხსენი მაგასაც ბორკილი,აქეთ უკვე დავამთავრეთ,-გასძახა ავტომატიანმა დამქაშს და ორსულზე ანიშნა.
კაცი მიუახლოვდა ქალს,ბორკილებში ხელი წაავლო და თავისკენ მისწია.
-იცოდე ზედმეტი ფოკუზების გარეშე,თორემ თავი არ შეგრჩება მხრებზე,არც შენ და არც ამათ,-ბოროტი ღიმილი მიაყოლა ნათქვამს და დანარჩენ მძევლებს გახედა.ქალმა ხელებზე თავისუფლება იგრძნო თუ არა,ეგრევე სახისკენ წაიღო,გაკრული პირის განსათავისუფლებლად.
-აბა,აბა,კახპა! მომინდომა ლაყაფი,-დაიგრუხუნა ნაგანიანმა და ქალს სახეში შემოარტყა.ორსულმა თავი ვერ შეიკავა,უკან გადაქანდა და თოვლში ჩაეფლო.განწირულმა ხმებმა მაინც გამოაღწიეს სახვევიდან.

-დათო,ტფუი ბლიად,გამოსირდი?- დაუყვირა გეგემ და ქალს მივარდა.

-დაიმახსოვრე ,ესენი ცოცხლები სჭირდება გუჯას,ცოცხლები! მკვდრის არც თირკმელი ვარგა და არც გული,გესმის სირო?!

-შენ კიდევ ზუსტად შეასრულებ ბრძანებას,ზედმეტი მოძრაობის გარეშე,გაიგე?!-დაჰყვირა ქალს და მხრებში ხელი ჩაავლო.ვერ ასწია ქალმა ტანი,ყრუ ტკივილმა დაუარა მუცელში,დაიკლაკნა და საცოდავად გაწვა მიწაზე.

სამალავში მამაკაცი კბილებს ისე ძლიერად აჭერდა ერთმანეთს,ლამის ყბა ჩაიმტვრია.რაღა დღეს არ წამოიღო იარაღი.ერთი წელია ამ ტყეში დაიდო ბინა ,დაძრწის მგელივით.კაციშვილი აქ არ შეხვედრია.დღეს გადმოუხვია საკმარისზე მეტად,საკუთარი ზონა ჰქონა მონიშნული.მაინც და მაინც დღეს არ გამოვიდა მომზადებული.მიეჩვია,ეგონა მარტო ის და ტყე იყვნენ.ამდენი ხნის მანძილზე მხოლოდ მგლებს ხედავდა,აქა-იქ დათვიც დალანდა.ირმების მოკვლამ კი მოუწია,სხვა გზა არ იყო შიმშილით დაიღუპებოდა.ახლაც საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული ცხოველის ხორცი თოვლში.რაც დედაქალაქში ომი გაჩაღდა,მის შემდეგ ტყეს შეაფარა თავი იძულებით.უძლიერესი სნაიპერი იყო.იყო რა,არის! თავისი საქმის უბადლო მცოდნე.რაც ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები აირია და ძმათა ომი გაჩაღდა დედაქალაქის გულში,განცხადება დაწერა სამსახურიდან განთავისუფლებაზე.არ დაუკმაყოფილეს.
ორ ნაწილად გაიხლიჩა დიდი “ოჯახი“.აირია ყველაფერი.ვისაც ენდობოდა საპირისპირო მხარეს დაინახა.გაგიჟდა და გადაირია.მეამბოხეებმაც კაცი მიუგზავნეს,თუ არ გადმოხვალ ჩვენს მხარეს არ გაცოცხლებენო.თავის თავს არ დაეძებდა,ცოლ-შვილზე ფიქრობდა,როგორმე გაერიდებინა ამ ქაოსისთვის.შეშლილი შევარდა სახლში,მოკიდა ხელი თეას და ბავშვებს,სასწრაფოდ ჩაყარა მანქანაში რაც ხელში მოხვდა ნივთები და გიჟივით გაუდგა გზას.დაღესტანში გადავიყვანო იფიქრა,თავის ძმად ნაფიცთან.გზიდან დაურეკა იოსიფს,მოვდივარ,გასაჭირი მაქვსო.თანხმობა იმ წუთში მიიღო.არ დაავიწყდება თეას შეშინებული თვალები,ჩვილებს გულზე რომ იკრავდა და ქმარს გაოგნებული ეკითხებოდა-ბერო,რა ხდება,სად მივდივართ?
არადა,რა ბედნიერი იყო ,როდესაც სამშობიაროში ახარეს ტყუპების მამა გახდიო.ვერ იჯერებდა,სიხარულისგან არაადეკვატური გახდა,ყველას ეხვეოდა და კოცნიდა.ბიჭს ოთიკო დაარქვა,დაღუპული მეგობრის სახელი.გოგოს კი ირინი,მშვიდობას ნიშნავსო. თავზე ევლებოდა თავის “კრუხ-წიწილას“.რას წარმოიდგენდა,თუ სიხარული ტრაგედიად გადაექცეოდა. ვერ მიხვდა საიდან უწიათ ტყვიამ,ავტომობილი მოცურდა,საჭე ვერ დაიმორჩილა,ხიდზე ჯებირი გაანგრია და პირდაპირ ადიდებულ მდინარეში გადაეშვა.დღემდე ყურებში აქვს თეას ხმა-ბერო,პატარები!
შემდეგ არაფერი ახსოვს.თვალები,რომ გაახილა მდინარის პირზე ეგდო,სისხლიანი თავით და დაგლეჯილი ტანსაცმლით.ასადგომად წამოიწია,ვერ შეძლო.გვერდზე გადაბრუნდა და ისე გახედა არეს.ნელ-ნელა აღიდგინა ტვინმა მომხდარი,შეშლილს დაემსგავსა,ცოლის სახელს ყვიროდა,ეს ეგონა,რომ ყვიროდა,ხმა არ ამოსდიოდა,ხაოდა . ისევ გულაღმა გადაწვა,შეისვენა და ისევ წამოდგომა სცადა.გამოუვიდა.მდინარეს გადახედა,მანქანა არსად ჩანდა.ნაპირს ჩაუყვა,გავეშებული მიიწევდა წინ,გაითოშა,კანკალი ვერ გაიჩერა,თავი საშინლად სტკიოდა,ნახეთქიდან სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა.მაისურის ბოლო შემოახია და გახსნილი ადგილი გადაიხვია.გზა გააგრძელა,შორს რაღაც შავი შენიშნა,წყალზე .ფეხს აუჩქარა,სანამ მიაღწია თავისი დაემართა.იცნო მანქანა,წამიერად გაშეშდა უბედურების მოლოდინში . მიუახლოვდა,საზარელმა სურათმა შოკში ჩააგდო.კარებს დაეჯაჯგურა,ვერ გახსნა,ჩაჭედილიყო.ჩამსხვრეული შუშიდან ხელი შეყო,თეას მოკიდა,რომელიც წამხობილი იყო და ქვეშ პატარები ჰყავდა.სამივე უსულოდ დახვდა.ბეროს ღრიალმა ცა შეძრა...
მერე ცოტა მოეშვა,ავისმომასწავებლად გაირინდა.მიდამოს წარბებქვეშ გახედა ,პირქუში მზერა მოატარა არეს.ძლივს გადმოათრია თეა,ძირს დააწვინა და ხელ-ფეხი გაუსწორა.შემდეგ პატარები გადმოიყვანა,გულში ჩაიკრა,დაკოცნა სათითაოდ და ტყისკენ გასწია.თეასთან ხელცარიელი დაბრუნდა,თავზე ხელი გადაუსვა,ხელში აიყვანა და იგივე გზას დაადგა ტყისკენ. მშვიდად თხრიდა მიწას,თავაუწევლად.ასევე მშვიდად იწვნენ პატარები დედასთან ერთად.მიწაში ჩაწვენამდე სათითაოდ ჩაიხუტა,საბოლოოდ დაკოცნა და მიაბარა.ბოლოს იქვე ჩამოჯდა,რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა.შემდეგ წამოდგა და ისევ მანქანისკენ წავიდა.ეცადა მდინარის სიღრმეში შეეყვანა,ბევრი ცდის შემდეგ,გამოუვიდა,ჩაძირა.ხიდს ახედა,სასურველი მიმართულება შეარჩია და ტყეში გაუჩინარდა.

თორმეტი დღე მოანდომა დაღესტანში გადასვლას.სიძნელეების მიუხედავად გზას მთელი შემართებით მიაპობდა.იოსიფმა,რომ დაინახა,მაშინვე მიხვდა რაღაც უბედურება რომ დამართნოდა ძმადნაფიცს.უხმოდ გადაეხვია და სახლში შეიყვანა.
- იოს,სასწრაფოდ მჭირდება იარაღი,შაშხანა თუ იქნება უკეთესია.ბინოკლი,მობილური და ფული,-თქვა ბერომ და პასუხის მოლიდინში იოსიფს მიაჩერდა.
-ყველაფერს გავაკეთებ,დრო მინდა,სამი დღე მაინც,ბერო.
-სამი დღე ბევრია,მეჩქარება,-კბილებში გამოსცრა კაცმა.
-ვეცდები ძმაო.მოდი მანამდე ჭრილობას მივხედოთ,თვალები გაქვს დასიებული,-ხმადაბლა შეაპარა იოსიფმა,მეტის თქმა ვეღარ გაბედა.თეას ამბავი უნდოდა ეკითხა,დააპირა კიდეც,ბერო მიხვდა და ხელი ასწია,ნიშანი- ხმა არ ამოიღო.
-თეა და ბავშვები მომიკლეს! -ეს თქვა და გარეთ გავიდა.
მესამე დღეს დაადგა უკან მოსაბრუნებელ გზას,ზურგზე მოგდებული ჩანთით.ისევ ტყე,ისევ საფლავთან მუხლებზე დავარდნილი ,ისევ ბუტბუტი.მერე იყო გზა ქალაქამდე,ცხრა სართულიანის სახურავზე საათობით ჯდომა და ლოდინი.ზუსტად ოთხი ადამიანი გაისტუმრა,შუბლზე დაჭედებული ტყვიით...
ძუნძულით გაუყვა ტყის სიღრმეს,საფლავთან ქვაზე ჩამოჯდა და მუხლებზე მკლავებით დაეყრდნო.
-თეა,შევასრულე! -თქვა და ცრემლები წამოუვიდა.პირველად იტირა იმ დღის მერე.
***
ხეს აკრული თვალთვალს განაგრძობდა და თან გეგმას სახავდა,-ერთს კი მოვკლავ ნაჯახით,-გაიფიქრა,-აი,მეორეს რა ვუყო?მთელი ყურადღება ორსულზე ჰქონდა გამახვილებული.დაინახა,როგორ ჩაავლეს ხელი აქეთ-იქიდან და შესვეს სატვირთოზე.დანარჩენებიც მიაყოლეს.კარები მძიმედ დაიკეტა კლიტეს თანხლებით.
-რაღაც უნდა მოვიმოქმედო,-აწრიალდა ბერო.როგორც კი დაიქოქა მანქანა და გზა ნელი სვლით განაგრძო,ბეროც უკან მიჰყვა ფრთხილი ,მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით.დრო და დრო ჩერდებოდა და ხეებს ეფარებოდა.მანქანამ მარცხნივ გადაუხვია,ბეროც უფრო სწრაფად გაჰყვა უკან. კარგა ხნის სირბილის შემდეგ,შედგა.გული ხელით ეჭირა,სუნთქვის დარეგულირება სცადა,იქვე ჩაჯდა.-აქ გზა აღარ მიდის,სად მიდიან,-გაიფიქრა და მანქანას თვალი გაუწვდინა.დაინახა,სატვირთოც გაჩერდა.უკან კარი გამოაღეს შეიარაღებულებმა,მძევლები ჩამოყარეს და ხელის კვრით უბიძგეს გზა ფეხით გაეგრძელებინათ.ბერომდე აღწევდა გინების ხმა.წამოდგა და უკან მიჰყვათ.ორსული გზა და გზა ჩერდებოდა,სიარული უჭირდა.ბერო კარგად ხედავდა,როგორი უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ გოგოს.მუშტები ერთმანეთს მიარტყა სიმწრისგან.ახლა არ იყო ნაუცბათევი მოქმედების დრო.კარგად მიხვდა ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე.იცოდა,მეორე მხარეს მეტი შეიარაღებული ადამიანი იქნებოდა.ყველა ნაბიჯის აწონვა უწევდა,ტვინში ქაოსი ჰქონდა გამოსავლის ძებნაში.ჯერ უნდა დაედგინა სად მივიდოდნენ.
მძევლები ტყის სიღრმეში შერეკეს,სადღაც ორმოცდაათ მეტრში შუქიც გამოჩნდა. ხის დიდი ფიცრული სახლი იდგა,ფანჯრებზე გაზეთები იყო გაკრული.ეზოში ორი ნივას ფირმის ავტომობილი იდგა.სამი კავკასიური ნაგაზი მშვიდად იწვა სახლის კარებთან.
ხალხის დანახვაზე სამივე ძაღლი აიფოფრა და ღრენით გაქანდა.მძევლები შეშინებული შედგნენ.ნაგანიანმა იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა.სახლის კარი ვიღაც წითურთმიანმა გამოგლიჯა და შურდულივით გამოვარდა გარეთ.უკან მოყვა რვა კაცი ავტომატებით ხელში.
-ფუ,კამანდა!-დაიღრიალა კაცმა და სამივე ნაგაზი ადგილზე შედგა.
-ბლიად,გარეთ არავინ უნდა იყოს? -დაიყვირა ნაგანიანმა და იარაღით მიზანში ამოიღო ერთი ძაღლი.
-დაწყნარდით,მორჩა,-დაუძახა წითურმა და ნაგაზები სახლისკენ წაიყვანა.
ბერო შორიდან ადევნებდა თვალს. საქმე უფრო რთულად ეჩვენა,ძაღლების განეიტრალებაც დაემატა.უკან მობრუნდა და სირბილით წავიდა თავის ზონისკენ.

გიჟივით შევარდა ქოხში,ტახტი გამოსწია,იატაკიდან ოთხი ფიცარი ამოაძრო და ხელი ჩაყო.გრძელი ფუთა ამოათრია.სწრაფი მოძრაობით გახსნა ,ყუმბარები ცალკე გადააწყო,მაკაროვის სისტემის იარაღს ხელი გადაუსვა და ქამარში ჩაიდო.ხელყუმბარებიც მიაყოლა.ტახტი ადგილზე დადგა.კედელზე უხეიროდ მიკრულ ხის თაროდან შაშხანა და ბინოკლი ჩამოიღო.მაგიდაზე დააწყო და რუკის მოხაზვას შეუდგა.თერთმეტი კაცი და სამი ძაღლი დაითვალა.არ არის გამორიცხული სახლში კიდევ ყოფილიყვნენ სხვებიც.ტვინი აერია,თავზე ხელები შემოიჭდო.
-ბერო,მშვიდად!‒შეუძახა თავს და განაგრძო ხაზვა.ოთახების განლაგება მაინც სცოდნოდა,ოდნავ გაუადვილდებოდა საქმე.წინა მხრიდან ოთხი ფანჯარა დათვალა,კარიც მიაყოლა და მოხაზა.როგორღაც უნდა დაადგინოს სულ რამდენი კაცია,ამაღამ წავალ-გაიფიქრა და თაროდან რაღაც სითხე ჩამოიღო.გარეთ,თოვლიდან ირმის ხორცი ამოიღო,ჯამში ჩააწყო და ზედ სითხე დაასხა.

კატის ნაბიჯებით მიიწევდა მიზნისკენ.უჩვეულოდ მშვიდად გრძნობდა თავს.თვითონაც უკვირდა.ღამის ხედვის ბინოკლი მოიმარჯვა და ფიცრულს გახედა.ნაგაზები ადგილზე იწვნენ,თითქოს რაღაც იგრძნეს,ღრენვით წამოსწიეს ტანი და სიბნელეს შეუყეფეს.კარებში წითური გამოჩნდა.ძაღლებს გადახედა,მერე გარემოს მოავლო თვალი.საეჭვო ვერაფერი შენიშნა,ერთს გაეთამაშა და კარში გაუჩინარდა.ბერომ დრო იხელთა,წინ წაიწია და მთელი სიმძლავრით მოისროლა ხორცის ნაჭრები ძაღლების მიმართულებით.ცხოველები ისევ წამოხტნენ და გამგელებულნი ეცნენ ულუფას.თხუთმეტ წუთში სამივე ნაგაზი ძირს დაეცა,წკმუტუნით და პირზე დუჟით.ხმაურზე ისევ გამოვარდა წითური,უკან მოჰყვა სამი წვერიანი.ბერო ბინოკლით აკვირდებოდა,ორის სახე ეცნო,დაიძაბა.
-არ არსებობს! - დაიჩურჩულა და თავი გააქნია.თავისი სამმართველოს მაღალჩინოსნები რომ ამოიცნო.ოფლმა დაასხა და სუნთქვა გაუხშირდა.საქმე უფრო გართულდა.ამათ მთელი არმია ეყოლებათ,გაიფიქრა და ისევ განაგრძო დაკვირვება.კაცები რაღაცაზე დავობდნენ,ბერომდე ხმა წყვეტილად აღწევდა.

დაინახა როგორ დაიქოქა ერთი ავტომობილი და სამივე ნაგაზი შიგნით შესვეს.საჭესთან წითური დაჯდა.ესეც ასე,ერთი მოვიშორე- გაიფიქრა ბერომ და გაირინდა.ფიცრულთან ხმაური შეწყდა.გაზეთიან მინებიდან ძლივს აღწევდა გარეთ შუქი.ფრთხილი ნაბიჯით წინ გასწია,ფიცრულთან რომ მიახლოვდა,ძირს გაწვა და ხოხვით განაგრძო გზა.შიგნიდან ღრიანცელის ხმა ისმოდა.აშკარად სვამდნენ.ბერო ფეხზე წამოიწია,ფანჯარაში ,გახეული გაზეთის წყალობით შეიხედა.არყის ბოთლებით სავსე მაგიდასთან თორმეტი კაცი დათვალა.საკმაოდ მთვრალები იყვნენ.უფრო სიღრმისკენ გაიხედა,მეორე ოთახი მოჩანდა,კარი ღია იყო,ვიღაცის ფეხები დალანდა ოთახის კართან.ქალის ფეხებია,ალბათ მძევლები მანდ ჰყავთ.კაცების ლაპარაკი კარგად ესმოდა,იგინებოდნენ და ვიღაც გუჯა დოქტორს ახსენებდნენ.

-ის ჯალათი იქნება,ვისთვისაც ეს ხალხი მოიტაცეს,-დაასკვნა ბერომ და სმენა დაძაბა.

-ხვალ დილით ჩამოვა დოქტორი,მანამდე ხომ არ გავერთოთ?-გაიღრიჭა ერთი წვერიანი და როხროხს მოჰყვა.
- დააყენე!-შეუტია მეორემ,რომელსაც მკლავი კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული ბინტით.
-კი არ ვკლავ,ვტ..ავ! რა პანიკაში ხარ ბლიად,-განაგრძო სიცილი პირველმა.სხვებიც აჰყვნენ.ოთხ უკვე კარგად ნაცნობ სახეს უყურებდა ბერო.ორი სატვირთოდან,ორი სამმართველოდან.ერთი წამოდგა და ბარბაცით გაეშურა მძევლებისკენ.რომელიღაც ქალს ხელი დაავლო და ოთახში გამოათრია.ბერო უარესად დაიძაბა.ახლა რომ ატეხოს ბათქა-ბუთქი,ყველა ამოიხოცება შიგნით.არაა,არ არის კარგი იდეა,თავს იქნევდა ,ნერვებს ვერ თოკავდა.დაინახა როგორ გააძრეს ქალს ტანზე,მაგიდას ხელი გადაუსვა ერთმა და ყველაფერი ძირს გადმოყარა.ხორხოცობდნენ ჟინს აყოლილნი.ქალს საცვლები ზედ შემოახიეს,ხელები და ფეხები გაუკავეს.ქალი განწირული ატრიალებდა თვალებს და ღმუოდა. ინიციატორი ფეხებშუა მოექცა ქალს და ხელი აუსვა,მთელ ტანს ააყოლა და მისი მკერდი ძლიერად მოიქცია მუჭში.შარვალი ჩაიწია ,ქალის დუნდულებს ხელი ამოსდო,სასურველ პოზაში მოიქცია და მთელი ძალით მიაწვა.ლოშნიდა სადაც კი მიუწვდებოდა პირი.დადორბლა და წაუბილწა მთელი სხეული.ქალი აღარ ინძრეოდა,გაშეშებული თვალებით იწვა.კაცმა უკან დაიხია,ლაჯები სულ დასისხლიანებოდა ქალს.
-ქალიშვილი ყოფილა,-ჩაიცინა ნასიამოვნებმა და უკან მიბრუნდა.

ბეროს თვალები დახუჭული ჰქონდა,ადგილზე მოკვდა.უმოქმედობამ იმდენად შეძრა,ეგონა პარალიზებული იყო.ისევ შეიხედა ფანჯარაში,მეორე მისდგომოდა ქალს,ავხორცთა ყიჟინა იქაურობას იკლებდა.
-მეორე გამოიყვანე!- დაიძახა ინიციატორმა და მუჯლუგუნი წაკრა გვერდში მდგომს.
-ორსული?-თვალები ცბიერად გააცეცა მეორემ სიცილით გაემართა ოთახისკენ.
-არა,არაა!ოღონდ ეს არა-ცივი ოფლი სახეზე ჩამოსდიოდა ბეროს.მოქმედების დროა,შეიცვალა გეგმა,გაიფიქრა,სახლს უკნიდან მოექცა სირბილით,მიწაზე გაწვა და ხელყუმბარა ტყისკენ ისროლა.აფეთქების ხმამ შეაზანზარა ფიცრული.შიგნით ქაოსის ხმა კარგად ესმოდა.ავტომატები გადატენეს-მიხვდა ბერო და სახლის გვერდზე დაიწყო ცოცვა.გაიგო როგორ გაიღო კარი ,რამდენიმე ფეხის ხმა მისწვდა მის ყურებს.ავტომატის ჯერმა გადაუარა ტყეს.
-ვიღაც არის,შეამოწმეთ ყველგან,სახლის უკან გადით,ფრთხილად.
ყველა გარეთ გამოიშალა.
-აქ ვერავინ მოვიდოდა,არავინ იცის.ყველა ჩვენიანი გაფრთხილებულია,-სწრაფად ლაპარაკობდა სამმართველოს უფროსი და იარაღს ხელში ატრიალებდა.ბერომ მეორე ყუმბარა მანქანას ესროლა.წამში აალდა და შავმა ბოლმა გარემოს გადაუარა.დრო იხელთა სნაიპერმა,სანამ დაბნეულები დარბოდნენ ბანდის წევრები.მძევლების ოთახში ფანჯარას მიაწვა,თავისუფლად გაიღო. გაკოჭილები იატაკზე იწვნენ.ბიჭებმა თავი წამოყვეს,ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.ბერომ პირზე საჩვენებელი თითი მიიდო,სიჩუმე ანიშნათ.ბიჭები თვალების მოძრაობით დაეთანხმნენ.სამი ქალი იქვე იწვა,თავი არ აუწევით ზემოთ.მეოთხე ისევ მაგიდაზე იწვა,გაშეშებული.ბერო ფანჯრიდან ოთახში ჩახტა.სწრაფი მოძრაობით გაანთავისუფლა ბიჭები.
-იარაღის სროლა ხომ იცით?-კბილებში გამოსცრა და ხელყუმბარა მიაჩეჩა ერთს,მეორეს მაკაროვი.
-ან ცოცხლები გავალთ,ან გაგვიტანენ.თქვენი იმედი მაქვს,-უთხრა ჩურჩულით ბიჭებს და ფანჯრიდან გადახტა.სახლს ფრთხილად შემოუარა.ეზოში სამნი იდგნენ,დანარჩენები ირგვლივ გაფანტულიყვნენ.
-მძევლებს მიხედე,-უფროსმა ხელი წაკრა ჟინჩამცხრალს.ბერომ შაშხანა მოამზადა,მიზანში ამოიღო მუდამ ჰალსტუხით და კუშტი გამოხედვით მოსიარულე უფროსი.ინიციატორი სახლში შებრუნდა.წამებში გაისმა სროლის ხმაც.

წამებში გაისმა მეორე სროლის ხმაც.სნაიპერმაც ორჯერ გაისროლა.ორი სხეული მოცელილი დაეცა.ადგილიდან არ განძრეულა.იცოდა სადღაც სიღმიდან უკვე მორბოდნენ დანარჩენები.ნაბიჯების ხმა უახლოვდებოდა,სწრაფად ისროლა კაცების მიმართულებით ყუმბარა.ხმაური შეწყდა.სანამ დანარჩენები გონს მოვიდოდნენ,უნდა ემოქმედა.სახლს ისევ უკან მოექცა,ფანჯრიდან ჩახტა.ბიჭებს გოგონები გაენთავისუფლებინათ და კუთხეში აწურულიყვნენ.
-სწრაფად იმოძრავეთ,ფანჯრიდანვე გადადით და ტყეს ამ მხრიდან შეაფარეთ თავი.ნებისმიერ შემხვედრს ესვრი,ქალებს მიხედეთ,დაგეწევით,-ბრძანება გასცა და ხელით უბიძგა მაკაროვიანს.თვითონ ოთახში გავიდა,მაგიდაზე შიშველი ქალი გაუნძრევლად იწვა.მიმოფანტული ტანსაცმელი მიაფარა და არტერიაზე ხელი მიადო.სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა,თავი გააქნია და თვალები დაუხუჭა.
---
ტყეს მისცა თუ არა თავი,ბინოკლი მოიმარჯვა.მძევლებს ეძებდა.დაინახა კიდეც ,ჩუმად მიეპარა მაკაროვიანს და ხელი ამოუგრიხა.
-ბოდიში,ვერ დავიძახებდი შეგეძლო გესროლა,ვერ გაარჩევდი ღამე მე ვიყავი ,თუ ისინი.ფეხს უნდა ავუჩქაროთ,საკმარისი გზა გვაქვს გასავლელი,-ბრძანებასავით გაისმა ბეროს ხმა და წინ გაუძღვათ.
გზა და გზა უკან იყურებოდა,ორსულს სიარული უჭირდა,მუცელზე ხელს იკიდებდა და ჩუმად ტიროდა.მოტრიალდა სნაიპერი,ჰაერში ბუმბულივით აიტაცა ქალი და ყურთან უჩურჩულა:-ყველაფერი კარგად იქნება!
ქალი ჯერ შეცბა,შემდეგ მოეშვა და კაცის მხარზე მიესვენა.ზონამდე სამჯერ შეისვენეს.გოგონებს სიარული უჭირდათ,დასუსტებულნი იყვნენ.გზაში თოვლის ჭამაც მოუწიათ,წყურვილი მოიკლეს.ქოხს,რომ მიუახლოვდნენ,ბერომ ქალი ძირს დასვა.კარი შეაღო,სანთელი აანთო და “სტუმრები“ შეიპატიჟა.
-ქოხი პატარაა,მოვთავსდებით როგორღაც.გავალ საჭმელს შემოვიტან,-თქვა და გარეთ გავიდა.ხორცი ამოთხარა ,გამურულ ქვაბში ჩაყარა და თოვლით გაავსო.ქოხში შეიტანა, მორყეულ შეშის ღუმელს ფიჩხები შეუკეთა და სადილი ზედ შემოდგა.
-ირმის ხორცი გვაქვს,სხვა არაფერი. გვინდა,არ გვინდა უნდა ვიკვებოთ,სხვა გზა არ არის,-განაცხადა და გოგოებს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გადახედა.
-დროა,გავიცნოთ ერთმანეთი,მე ბერო მქვია, - ხელი გაუწოდა მაკაროვიანს.
-დიტო,დიმიტრი-არ დააყოვნა და მძლავრად ჩამოართვა .
-საშა,ალექსანდრე,-ღიმილით ჩაენაცვლა ხელყუმბარიანი.
ბერო გოგონებს მიუახლოვდა,ხელი გაუწოდა შავთმიანს.
-ნატა მქვია,-გაუღიმა გოგომ.
-მე ქეთი,-მორცხვად თავი დახარა მეორემ.
ბერომ დააგვიანა მესამესკენ გახედვა,მძიმედ მიტრიალდა და წამიერად დააკვირდა.გოგონამ აცახცახებული ხელი გაუწოდა მამაკაცს.
-ლარა,-ჩაიჩურჩულა გოგონამ და მტევანი სწრაფად გამოსწია უკან.სანთლის შუქზე გაიბრწყინა ლარას ნუშისებრმა შავმა თვალებმა.თავი გვერდზე მიატრიალა და ტახტის ქვეშაგებს დაუწყო წვალება. ბეროს არ გამორჩენია ქალის დაბნეული მოქმედება.ბიჭებს მოუტრიალდა.
-მზადყოფნაში უნდა ვიყოთ,საფრთხე დიდია.დარჩენილები ძებნას დაგვიწყებენ.შევისვენებთ რამოდენიმე საათი და უნდა წავიდეთ აქედან.სხვა გზა არ გვაქვს.დილით ის ვიღაც გუჯა ჩამოვა.ალბათ, თავისი ბანდით.უნდა გავეცალოთ აქაურობას,დაღესტანში გადაგიყვანთ.თქვენი სახლში დაბრუნება ჯერჯერობით სახიფათოა,-ბიჭებმა თავი დაუკრეს.გოგოები კი გაფართოვებული თვალებით მიაცქერდნენ სნაიპერს.
-ნუ გეშინიათ,საიმედო ხელში იქნებით,-თქვა და ქვაბს მიუბრუნდა.

ბიჭები კუნძებზე ჩამოსხდნენ,ხმის ამოღება ყველას უჭირდა.შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყვნენ.სიჩუმე ჩამოწოლილიყო ქოხში,მყუდროებას მხოლოდ ქვაბის თუხთუხი არღვევდა.
ბერო მძიმედ წამოდგა,ქვაბი გარეთ გაიტანა,წყალი გადაუწურა ხორცს და შიგნით შებრუნდა.
-ყველა შეჭამთ ორ-ორ ნაჭერს,-ისევ ბრძანების სახით გასცა.
-მე ვერ შევჭამ,-ამოიკნავლა ლარამ და სახეზე ზიზღი გამოესახა.
ბერომ ხმის მიმართულებით გაიხედა.
-შეჭამ!- უხეშად თქვა.გაზეთზე ორი ნაჭერი დადო.წამოდგა და გოგოს კალთაში ჩაუდო .ლარამ ცრემლიანი თვალებით ახედა მამაკაცს,რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ მის მრისხანე სახეს რომ წააწყდა,ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მორჩილად დაუქნია თავი.
-შევჭამ,-ჩაიჩურჩულა და ხელით ხორცი გაწიწკნა.
-მოვალ ათ წუთში,-თქვა ბერომ და ქოხიდან გავიდა. ზონას საკმაო მანძილზე გასცდა და ხეზე ასვლა დაიწყო,ტოტებს მოეჭიდა.ჯიბიდან მობილური ამოიღო და სასურველ ნომერს თითი დააჭირა.სამი ზუმერის შემდეგ გაისმა მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა.
-ბერო?
- მე ვარ, იოსიფ! მჭირდები!სალაპარაკოდ ბევრი დრო არ მაქვს. ხუთი ცხენი მინდა,ჩვენს გზაზე.დანარჩენს ახლოდან გეტყვი.
-როდისთვის?- ხმა შეფხიზლდა.
-ორ საათში გამოვდივართ,თუ ყველაფერი კარგად იქნება,ხვალ საღამოს ჩვენს გზაზე ვიქნებით.თუ არადა,ვინც მოვა ჩემი სახელით,მიხედე.
-მოვაგვარებ!- იყო პასუხი.ბერომ გათიშა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ხიდან ჩამოხტა.ქოხში მიბრუნებულს გოგონები ჩაძინებული დახვდა.ლარას გაზეთზე ერთი ნაჭერი ხორცი იდო.
-არ შეჭამა ?- ბერომ დიტოს და საშას გადახედა.
-იმ ერთ ნაჭერზეც გული აერია,-გაეცინა დიტოს.
-დიდი გზა გვაქვს გასავლელი,ისედაც დასუსტებულია,თან ამ მდგომარეობაში,ვერ ივლის,- ჩაილაპარაკა ბერომ და მძინარე ლარას გადახედა.გული რაღაცნაირად შეუხტა,აფორიაქდა,იმდენად უმწეო იყო გოგო,სახეზე კი ტანჯვის კვალი ეტყობოდა.

ვერ დაიძინა,ფიქრებმა გაიტაცა.ლარას გახედა ,მოკუნტული იწვა,თმა სახეზე ჩამოყროდა,ერთი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო,მეორე მუცელზე ჰქონდა შემოხვეული.-ნეტავ,რამდენი წლისაა?-გაიფიქრა ბერომ და უფრო დააკვირდა მძინარეს.-ალბათ ოცი-ოცდაერთის,მთლად ბავშვური სახე აქვს,-განაგრძობდა დაკვირვებას . უცებ კოპები შეკრა.თავი გამოიჭირა,რომ ამ გოგომ ზედმეტად დააინტერესა.თეაზე გადაიტანა ფიქრი,გაახსენდა მისი ორსულობა.ისეთი პრეტენზიული იყო,ხორცის არათუ ჭამა,სუნზეც კი ცუდად ხდებოდა.-მე კი დავაძალე,მგონი როგორ ვერ იტანს,-ისევ გადმოერთო ლარაზე,შუბლი გახსნა.რაღაც ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა.თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად,თვალები დახუჭა და ძალა დაატანა,იქნებ დამეძინოსო.ვერ მოისვენა,აწრიალდა.ბიჭებს გადახედა,ჩასძინებოდათ.-მშვიდობით გავიყვანო ესენი ,გავიგო დეტალებში რა მოხდა,ვინ არიან,როგორ მოუყარეს თავი ერთად.ან ლარა რაში სჭირდებოდათ,ნუთუ პატარაც ?! - უარესად აფორიაქდა,ფეხზე წამოდგა,ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა.ქოხთან კუნძზე ჩამოჯდა.თავი ხელებში ჩარგო და თვალები დახუჭა.რაღაც ფხაჭუნი შემოესმა,წამოხტა და ყურადღება დაძაბა.ქოხის კარი ფრთხილად გაიღო და ლარა გამოვიდა არეული ნაბიჯით.
-სად მიდიხარ?-კაცის ხმაზე შეხტა გოგონა,გულზე ხელი მიიდო
-შემაშინე,-თქვა და თოვლიან ბილიკს გაუყვა.
-სად მიდიხარ-მეთქი?-კაცმა მკლავში ჩაავლო ხელი.
-ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს,-დაიჩურჩულა ლარამ და ნაბიჯს აუჩქარა.
-ბოდიში,- თმაზე ხელი ინსტიქტურად გადაისვა ბერომ და კუნძს დაუბრუნდა.გოგონას თვალი გააყოლა.- რა ლამაზია,საოცრად ეშხიანია,-ჩაეღიმა.ლარა მალევე მობრუნდა,სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცს და წინ მორცხვად დაუდგა.
-რამდენ ხანში გავდივართ?-ჰკითხა და მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-ერთ საათში.შეძლებ სიარულს?საჭმელიც არ გიჭამია,დასუსტებული ხარ,-თბილად უთხრა მამაკაცმა და წამოდგა.
-იმედია,შევძლებ.ხორცი კი შემზიზღდა,სუნსაც ვერ ვიტან.
ბერომ გულში ჩხვლეტა იგრძნო,წარბები შეკრა.
-როდის ელოდები?- მუცელზე გადაიტანა მზერა კაცმა.
-ალბათ ოც დღეში,ზუსტად არ ვიცი.კარგად გაუძლო ისე,ძლიერი გოგო ჩანს,-ჩაილაპარაკა ლარამ და პატარას გარედან მიეფერა.
-გოგოა?-ტკივილიანად გაეღიმა ბეროს.ლარამ თავი დაუქნია.
-შეიძლება ხელი დავადო?-იკითხა კაცმა და ქალისკენ წაიწია.
ლარამ ნაბიჯი უკან გადადგა,ისედაც დიდი თვალები,უარესად გაუფართოვდა.ხმა ჩაუწყდა.
-მაპატიე! -ჩაილაპარაკა ბრაზიანად.საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები,სისუსტე რომ გამოავლინა.
-შეიძლება,-გაისმა გოგოს ხმა და კაცთან ახლოს მიიწია.
ბერომ თვალი გაუსწორა,მის სახეზე თანხმობა ამოიკითხა.ჩაიმუხლა,მუცელზე ხელი ნელა გადაუსვა და ტუჩები ფრთხილად შეახო.ლარას თითქოს დენმა დაარტყაო,ამდენს არ ელოდა,მაგრამ არ შეიმჩნია.მამაკაცს ნაზად გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა.ბერომ გოგოს მტევანს ხელი მოკიდა,ლოყაზე მიიდო და აკოცა.
-მადლობა,-მთვრალივით ჩაიდუდღუნა და ქოხში შევიდა.

-დიტო,საშა,-შეაღვიძა ბიჭები მხარზე ოდნავი შეხებით.ფეთიანებივით წამოცვივდნენ.ბერო რომ დაინახეს,დამშვიდნენ.
-გასვლის დროა გააღვიძეთ გოგონები,-გასცა ბრძანება და ზურგჩანთაში ნივთების ჩალაგებას შეუდგა.დარჩენილი ხორციც ქვაბიდან პირდაპირ პოლიეთილენის პაკეტში ჩაყარა,თავი მოუკრა და ჩანთაში ჩაუძახა.დიტოს ისევ მაკაროვი მიაჩეჩა,საშას ხელყუმბარა.ტახტი გამოსწია და სამალავიდან მეორე იარაღი ამოიღო,ნაჭერში გახვეული პატარ ფუთაც სწრაფად ჩაიდო ქურთუკის შიდა ჯიბეში და თვალი მოავლო ქოხს.
-ვისაც რისი ტარება შეგიძლიათ,წამოიღეთ!ჩასაცმელზეა საუბარი,-დააკონკრეტა.
-მთაზე გვიწევს ასვლა,ძალიან ცივა,-თქვა და ტახტს ქვეშაგები ააცალა,დაახვია და საშას მიაჩეჩა,-გამოგვადგება!
ბიჭებმა იქვე ლურსმანზე დაკიდული ორი ქურთუკი ჩამოიღეს და ქვეშაგებივით დაახვიეს.ჯგუფი მზადყოფნაში იყო.ბერომ თვალი გადაავლოთ,მზერა ლარაზე შეაჩერა.
-დიდი სირთულის გადალახვა მოგიწევს,ყველა მოგეხმარებით,-გაუღიმა და ქალს თვალებით ანიშნა,გავდივართო.
ექვსი ადამიანი უკუნეთ სიბნელეში გზას მიიკვლევდა,მხნედ მიაბიჯებდნენ.წინ ბერო მიდიოდა,შემდეგ ქეთი,დიტო,ნატა,ლარა და ბოლოს საშა,რომელიც მიდამოს ზვერავდა.უცებ შეჩერდა ბერო,დიტოს მოუტრიალდა,ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა.

-მისმინე ,დიტო.ეს ჩვენი მარშრუტია.არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს გზაზე,იცოდე ამ რუქით ისარგებლებ.დანიშნულების ადგილზე დაგხვდება ჩემი ძმა,იოსიფი.ჩემს სახელს ეტყვი,დანარჩენი თვითონ იცის.

დიტომ ქაღალდს დახედა და გულის ჯიბეში ჩაიდო.

-მოიცადეთ!-საშას ხმაზე ყველა შეჩერდა და უკან მოიხედეს.ლარა მიწაზე დამჯდარიყო,მკლავები ზურგსუკან გაეწია და ზედ დაყრდნობოდა.ფეხები წინ გაეშალა.ბერო სწრაფად მიიჭრა ქალთან.
-რა დაგემართა?-ზედმეტად შეშინებულმა დახედა.
-მაპატიეთ,ვეღარ დავდივარ,აქ დამტოვეთ,თქვენ წადით,- სლუკუნით თქვა ლარამ და ცრემლები ღაწვებზე ზაფხულის წვიმასავით დაუშვა.
ბერო უხმოდ ჩაიმუხლა,ქალს ერთი ხელი ფეხებქვეშ შეუცურა,მეორე წელზე შემოხვია და ხელში აიყვანა.
-დამსვი,გევედრები.მთელი გზა ვერ მათრევ,დამტოვეთ გთხოვთ,აღარ შემიძლია.მგონი ტკივილიც მეწყება,ნუ დაიღუპავთ თავს ჩემთან ერთად,-ტიროდა ქალი და კაცის ხელებიდან დასხლტომას ლამობდა.
-ნუ ფართხალებ!-მკაცრად უთხრა კაცმა და გულზე უფრო ძლიერად აიკრა ქალის სხეული.
-აქეთ,მიტოვებული ბანაკებია,შევისვენებთ ცოტა ხნით,-ყველას გასაგონად თქვა კაცმა.
-მადლობა,ბერო,-ლარამ მადლიერებით სავსე მზერა მიაპყრო კაცს.
ბეროს ხმა არ ამოუღია,უფრო მიიკრა ქალი და გზა განაგრძო.
ბანაკებამდე მანძილი საგრძნობლად გაიწელა.დაიღალნენ,უჭირდათ თოვლში სიარული.ნესტმა გაუჟღინთათ ტანისამოსი,დამძიმდნენ.ქალები შეჩერდნენ,წელში მოხრილები მუხლებს დაეყრდნენ და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადნენ.არც მამაკაცები იყვნენ უკეთესს დღეში.ბერო ყველაზე მეტად დაიღალა,ლარა ძირს ჩამოსვა და ხელები ჰორიზონტალურად გაშალა.კისრის ვარჯიში დაიწყო.ცოტა მოეშვა.მიხვდა,ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდნენ გზას.
-კოცონი უნდა ავანთოთ, შევშრეთ და დავისვენოთ,ცოტაც და გათენდება.გაგვიადვილდება გზის გაკვლევა,-თქვა და ხმელი ხისკენ გასწია,ტოტების მოსამტვრევად.ბიჭებმაც მიბაძეს.ცოტა ხანში ცეცხლი დაინთო,გაყინულმა ძვლებმა გალღობა იწყო.უხმოდ შესცქეროდნენ მოტკაცუნე ფიჩხებს.
სიჩუმე ლარამ დაარღვია,მეხივით გაისმა მისი ხმა.
-მგონი მეწყება,ტკივილს ვგრძნობ,-სახეზე ტანჯვა გამოესახა.
ხუთი წყვილი თვალი გაოგნებული მიაჩერდა ქალს.გოგონები შიშმა აიტანა,დაიძაბნენ და ლარასთან ახლოს მივიდნენ.ბერომ მუხლებზე ხელები ძლიერად დაირტყა და ფეხზე წამოდგა.
-დაბნევის და შიშის დრო არ არის,-გამოსცრა კბილებში.ჩანთას ეცა და ხორციანი პაკეტი წამოაპირქვავა,თოვლით გაავსო ,პირი კარგად მოუკრა და ცეცხლთან შორიახლო დადო.
-გოგონები მიეხმარებით ლარას! ბიჭები საკაცეს გააკეთებთ!- დაიბუხუნა მკაცრად და ჯიბიდან გასაშლელი დანა ამოიღო,დანის პირი ცეცხლში ჩადო.
ნატამ და ქეთიმ ერთმანეთს გადახედეს,ფერი არ ედოთ სახეზე.-ჩვენ როგორ უნდა ვამშობიაროთ?! - სახეზე გაკვირვება და შიში ერთიანად აღებეჭდათ.ლარას ტკივილმა უმატა,წინ და უკან დადიოდა კვნესით.ჯგუფს საცოდავად მოავლო თვალი და განწირულმა დაიძახა.
-ძალიან მეშინია,პირველია.გამოცდილება არ მაქვს,მითუმეტეს ამ სიტუაციაში.გთხოვთ,პატარა გადამირჩინეთ,-იმძლავრა დედის ინსტიქტმა.მუცელზე ხელები ქვეშიდან შემოიჭდო და სუნთქვას მოუხშირა.წამით შეჩერდა.
- დარია დაარქვით!- თქვა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
გოგონები გარს შემოერტყნენ, მის დამშვიდებას შეუდგნენ.ბეროს ხელები მოემუშტა,სიმწრისგან ყბებს აჭრიალებდა,ქვეშაგებს ხელი დაავლო და ცეცხლთან ახლოს გაშალა .ფიჩხები მიუმატა კოცონს.თოვლიან პაკეტს ხელი მოკიდა,ნახევრად გამდნარიყო.ცდილობდა აღელვება არ შეემჩნიათ მისთვის.

ლარას კვნესა ,კივილმა შეცვალა. გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო.ბიჭები თავზე ხელებშემოჭდობილნი ბოლთას სცემდნენ.ბერო სუნთქვაშეკრული უყურებდა ქალს და ყველა დაკივლებაზე გული ეკუმშებოდა.გოგონებმა ლარა ცეცხლთან დააწვინეს,ქვედაბოლოსგან გაანთავისუფლეს,საცვალიც გახადეს და ზემოდან ქურთუკი გადააფარეს.ბერომ თვალი მოარიდა,კოცონთან ჩაჯდა და მიწას დააშტერდა.
ქალის განწირულ ხმას მზის პირველი სხივი შეუერთდა.
ინათა.
ლარას ხმა ძლიერდებოდა.ქალი ტკივილისგან იკლაკნებოდა და თვალებს გადარეულივით ატრიალებდა.გოგონები მის წინ მუხლებზე დამდგარიყვნენ,მოლოდინში.ერთმანეთს დაბნეულები უყურებდნენ .მათთვისაც პირველი იყო.
-მგონი ვერ მშობიარობს,ბავშვის თავი კი ჩანს,არ ვიცი რა უნდა ვქნა,-ტირილი დაიწყო ქეთიმ და ცრემლები ხელისგულებით ჩამოიწმინდა.
სასოწარკვეთილი იყურებოდა აქეთ-იქით ნატაც.
ბერო წამოხტა,დანა ცეცხლიდან აიღო,სუფთა თოვლში ჩადო.ცხელი რკინა აშიშინდა.შემდეგ გოგოებს მიაწოდა:
-ჩაჭერით!- მეხივით გავარდა კაცის ხმა.
ქალები აკანკალდნენ,ხელები და თავი უარის ნიშნად გააქნიეს და ტირილს უმატეს.საერთოდაც ვერ მიხვდნენ რა უნდა გაეჭრათ,თუ ჩაეჭრათ.ბერომ სიმწრით თავი გააქნია,ქურთუკის შიდა ჯიბიდან ნაჭერში გახვეული პატარა ფუთა ამოიღო და სწრაფად გახსნა.სანთელი ,ნემსი ,ძაფი,სპირტი და დაგორგლილი ბინტი იქვე გაშალა.სანთელს ცეცხლი მოუკიდა და დამდნარ მასაში ძაფის ჩალბობა დაიწყო.შემდეგ თოვლში ამოუსვა.მიეყინა სანთელი ძაფს.შესაშური სისწრაფით ააცვა ნემსზე.ბინტი სპირტით გაჟღინთა და ქეთის ჯიბის ფარანი მიაწოდა.
-ამას მომინათებ!-თქვა და მშობიარეს ფეხებთან მოეწყო.

ლარამ მის გაშლილ ფეხებთან მუხლებზე მდგარი ბერო რომ დაინახა,კივილს უმატა,მუშტები მიწას დაუშინა,მუხლები ერთმანეთს მიატყუპა.კაცი მიხვდა ქალის მდგომარეობას.წარბები შეკრა და მრისხანედ დაუყვირა:
- ფეხები გაშალე!- გარეგნულად მკაცრი იყო ბერო.შინაგანად კი ბავშვივით ცახცახებდა.ზოგადად კი იცოდა ორსულის მოვლა,მშობიარობაზეც ჰქონდა წარმოდგენა.თეამ იმდენი წიგნები მოუზიდა სახლში ორსულობის პერიოდში,ეხუმრებოდა-მგონი მუდმივ ფეხმძიმობას აპირებო.თან ხმამაღლა უკითხავდა კაცს,როცა კი გამოიჭერდა თავისუფალს.

ადამიანმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ისწავლოს თურმე,-გაიფიქრა და ქალს მუხლებზე ხელები მოჰკიდა,ძალით გააწევინა.ლარაც ბედს დაემორჩილა.ნატა და ქეთი მოიშველია და ქალის ფეხები დააჭერინა .ბიჭებს ანიშნა,ხელები გაუკავეთო.
ლარა ტკივილსგან და სირცხვილისგან ერთიანად იგრიხებოდა.სიკვდილიც კი ინატრა.ბერომ ექიმის შესაშური მოძრაობით,ფრთხილად გაუწმინდა სპირტით ადგილი.თვალებით ანიშნა ყველას მზადყოფნა და ქალს დანა საჭირო ადგილას დაუსვა.ლარას კივილმა ტყეს ზღვის ტალღებივით გადაუარა.ძლივს აკავებდნენ.კაცი მოჩვენებითი სიმშვიდით განაგრძობდა თავის საქმეს.ჭრილობაზე ბინტი მიადო და ოდნავ მიაჭირა ხელი.აეწვა ქალს,დასაბმელი გახდა.თმა გიჟივით გასწეწოდა და ოფლიან სახეზე დაკრობოდა.კაცმა ბინტი მოაშორა,წვამაც იკლო.ქალს გადახედა და მკაცრად უთხრა:
- რასაც გეტყვი იმას გააკეთებ,რომ ორივე გადარჩეთ! ახლა კი პირით ისუნთქე ღრმად,შემდეგ თავს ძალა დაატანე და გაიჭინთე!
ქალს არაფერი ეყურებოდა.ბერო მიხვდა ქალის შოკურ მდგომარეობას და ფეხზე ძლიერად შემოარტყა.უცებ ყველა გაშეშდა,კაცს გამოხედეს,მის თვალებში მრისხანება და ტკივილი ერთდროულად იკითხებოდა.
-გაიჭინთე! დროზე! - უყვიროდა კაცი და თავით წამოსულ ჩვილს ხელი შეაშველა.ქალი დაიღალა,მოეშვა და ხელები უმწეოდ გადაყარა აქეთ-იქით.კაცის მეორე შემორტყმამ მოიყვანა გონს.
-დროზე,გაიჭინთე! ბავშვს გაგუდავ!-შეუვალი იყო კაცის ხმა.ქალმა ბოლო ძალები მოიკრიბა,ყელზე ვენები ამოებურცა,სახეზე ერთიანად გაწითლდა,თავს ძალა დაატანა.
პატარას თავი ხელში კარგად მოიქცია კაცმა,ოდნავ შეატრილ-შემოატრიალა და გამოქაჩა.ადვილად წამოვიდა.სიჩუმე ჩამოვარდა.ერთმანეთს გადახედეს სასოწარკვეთილებმა.ბავშვის ხმა არ ისმოდა.ბერომ ჩვილი თავდაყირა დაიჭირა ფეხებით,საცოდავად გააქნია პატარამ ჩამოკიდული ხელები.ჭიპლარიც ეული სახრჩობელასავით ქანაობდა ბავშვის მუცელზე.ბერო არ დაბნეულა,ჩვილს ბეჭებზე ხელი ძლიერად დაუსვა და უკანალზე რამდენჯერმე შემოჰკრა.ძირს დააწვინა,ხელოვნური სუნთქვით სცადა ბავშვისთვის ჰაერის მიწოდება.გულის არე ცერა თითებით დაუზილა.ისევ თავდაყირა დაკიდა და განაგრძო ფილტვების დამუშავება.ბავშვის ტირილმა სამყაროს სიცოცხლის გაგრძელება ამცნო.ყველა ტიროდა.ლარა იწვა გაუნძრევლად ,გახშირებულ სუნთქვას თან ერთვოდა მისი მომღიმარე სახე.სწრაფად გაიძრო შიგნიდან მაისური,ჩვილი გადაახვია და ქეთის მიაწოდა,თან ანიშნა ქურთუკი შემოახვიეო.
თვითონ საწყის პოზიციას დაუბრუნდა,ქალის ჩაჭრილ საშოდან სისხლი ჟონავდა.სპირტიანი ბინტით იგივე პროცედურა გაიმეორა და ნემსი მოიმარჯვა.
-არა,არა! -ყვიროდა განწირული ქალი და ფეხებს ერთმანეთზე ატყუპებდა.ბეროს ისევ დასჭირდა ქალზე შემორტყმა,ისევ გაუკავეს ხელ-ფეხი მელოგინეს.პროფესიონალი ექიმივით კერავდა.პირველი არ იყო მისთვის ჭრილობის გაკერვა.იოსიფს ოცდაოთხი ნაკერი დაადო მხარზე და ფეხზე,ავღანეთში.სანამ წითელ ჯვრამდე მიათრევდა,სისხლისგან ეცლებოდა მეგობარი.
საქმეს მორჩა,შუბლი ოფლს დაენამა.თოვლი ორივე მუჭით აიღო და სახეზე შეიზილა.
შეფუთული ჩვილი დედასთან მიეწვინათ.სახეც არ უჩანდა,გოგოებს ისე გამოეკრათ ქურთუკში.
ბერო ბიჭებს მიუბრუნდა,საკაცე გაემზადებინათ.ხის მსხვილი ტოტებით ნავივით შეეკრათ.ლარასთან ჩაიმუხლა,თავზე ხელი ნაზად გადაუსვა და ჩუმად უთხრა:
-უნდა წამოდგე,საკაცე გავმართო,როგორმე ბანაკამდე მივაღწიოთ.
ქალმა მადლიერი თვალებით ახედა და წამოიწია.კაცი მიეხმარა.ქვეშაგები აიღო და საკაცეს გადააკრა,ზედ მეორე ქურთიკი გადააფარა.მზად რომ დაიგულა ტრანსპორტი,ქალი ზედ დააწვინა პატარასთან ერთად.ბიჭებს ანიშნა ხელით,წავედითო.მხარზე გაიდეს ,ჰამაკივით ქანაობდა საკაცე.წინ ბერო დადგა,უკან დიტო,გზაში საშა ცვლიდათ.ერთი კილომეტრი ხუთი გახდა,სულს ვეღარ ითქვამდნენ დაღლილობისგან.
ქალს ჩვილთან ერთად ჩასძინებოდა.

გზაში,სამჯერ შეისვენეს.პატარა ატირდა,მოშივდა.ძუძუს მთელი მონდომებით ქაჩავდა.არ ჰყოფნიდა რძე.შეწუხებული სახით დასცქეროდა ქალი ჩვილს,მოუხერხებლად უდებდა პირში ძუძუს თავს.ბიჭები შორიახლო გასულიყვნენ.ბერომ თვალი გააპარა ქალისკენ და გული შეუტოკდა,ისეთი ლამაზი იყო იმ დროს ლარა.თავი უცებ მოატრიალა,ორგანიზმში დატრიალებულ ქარბორბალას ვერაფერი მოუხერხა.დაიხარა,მუჭით თოვლი აიღო და კისერზე გაისვა.

მოსაღამოვდა.აცივდა.თოვლი გაიყინა და სიარული უფრო და უფრო გაჭირდა.
-აქ დამელოდეთ!- გაისმა ბეროს ხმა.საკაცე ფრთხილად დადო მიწაზე,გარემო დაზვერა და წინ გასწია.ბანაკს შორიდან შეავლო თვალი.ძველი ნაგებობა ნახევრად დაშლილიყო.სანთლის შუქი ჟონავდა ჩამტვრეული ფანჯრებიდან.ხმებიც ისმოდა.სმენა დაძაბა,ნადირის სიფრთხილით დაიწყო წინ სვლა.ბანაკის წინ სამი, ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი დალანდა,ცეცხლი ენთოთ და რაღაცას წვავდნენ.-ნუთუ ისინი არიან?-გაიფიქრა და ოფლმა დაასხა.

მონადირე ძაღლებიც დალანდა,ხეზე მიბმულები.იქვე,სამი ცხენი ფლოქვების ცემით ფრუტუნებდნენ.

-მონადირეებს ჰგვანან,-თავის დამშვიდებას შეუდგა და ხეზე აძვრა.მამაკაცებმა შამფურზე აცმული ცხოველის ხორცი ბანაკში შეიტანეს და მორყეული,ანჯამებიდან ამოვარდნილი კარი წვალების შემდეგ დაკეტეს.ბეროს ხელ-ფეხი გაეხსნა,ხიდან ჩამოხტა,შაშხანა მოამზადა და ბანაკისკენ გაემართა.ძაღლებმა ყეფა ატეხეს,ცხენებმა ფრუტუნი.ხმაურზე სამივე მამაკაცი გარეთ გამოვიდა.ბერომ იარაღი დაუმიზნა ,მჭახედ დასჭექა.
- არ გაინძრეთ!
მამაკაცები დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას შეცბნენ,მაგრამ არ განძრეულან.ერთმა ხანში შესულმა,გამხდარმა,თხელ ულვაშიანმა მამაკაცმა ხელი მაღლა ასწია და ბეროს შეუბღვირა.
-აქ საომრად რამ მოგიყვანა? მისამართი აგერია, მეგობარო!
ბერომ წინ წაიწია,ხუთი მეტრის რადიუსით მიუახლოვდა კაცებს,თხემიდან ტერფამდე დაათვალიერა სამივე და კბილებში გამოსცრა.
-საომრად არ მოვსულვარ,ბანაკი მჭირდება!
ულვაშიანმა ოდნავ ჩაიღიმა:
- ადგილობრივი სოფლის მკვიდრები ვართ,ბანაკიც სოფელს ეკუთვნის,მაგრამ სტუმრის პატივისცემა არ გვეშლება.დაუშვი იარაღი და შემოდი!-ბეროს უკან გაიხედა და ვიღაცას ხელით ანიშნა.
-გიგო,დაუშვი შენც,სტუმარია!
ბერო უკან შემობრუნდა,ახალგაზრდა ბიჭს ჰყავდა მიზანში ამოღებული.იარაღი დაუშვა სნაიპერმა და მოზომილი ნაბიჯებით კაცებს მიუახლოვდა.
-ბერო!- გაეცნო მასპინძლებს.
-დათა!-ხელი გაუწოდა ხანშიშესულმა.
-გიორგი!-შედარებით ახალგაზრდამ ხელი ძლიერად ჩამოართვა.
-მე გოჩა ვარ,-ენის ბორძიკით ამოთქვა მესამემ.
გიგო უკნიდან ზვერავდა სტუმარს,ახლოს არ მისულა.
ყველანი ბანაკში შევიდნენ,მაგიდა იყო გაშლილი.ბეროს ახლაღა გაახსენდა შიმშილი,სუფრას თვალი მოავლო და დათას შეხედა.
-მარტო არ ვარ,მეგობრები ტყეში მელოდებიან.მოგვიანებით აგიხსნით სიტუაციას,ახლა უნდა წავიდე,სასწრაფოდ ამოვიყვანო,გაიყინებიან.თან პატარაც გვყავს.
დათას სახეზე შეეტყო შეშფოთება,გიგოს და გიორგის გასძახა,უკან გაყევითო.
ბიჭები უკან მიყვნენ ბეროს.იქ ნანახმა გაოგნება აღუბეჭდათ სახეზე.მოკანკალე გოგოები,რომ დაინახეს.ერთს ჩვილი ჰყავდა გულზე აკრული.ლარა ისევ საკაცეზე დააწვინეს,გიგომ და გიორგიმ ითავეს მისი ტარება.
ბანაკში ,რომ მივიდნენ,დათამ ღუმელს შეუკეთა,ცეცხლი ააგიზგიზა.ლარა იქვე მორყეულ,ძველ ტახტზე მიაწვინეს პატარასთან ერთად.ბიჭები გოგონებთან ერთად ცეცხლს შემოუსხდნენ.მასპინძლები დატრიალდნენ.
სუფრას ყველი,მწვანილი,შოთები ,შემწვარი ხორცი და არყის ბოთლი ამშვენებდა.
-მობრძანდით,მცირედია,მაგრამ კეთილი გულით-გაიღიმა დათამ და სტუმრები მიიწვია.ამდენი შიმშილის და დაღლილობის შემდეგ,მადაც კი დაკარგვოდათ.უღიმღამოდ იღეჭებოდნენ.გოჩამ არაყი, პატარა, თლილ ჭიქებში ჩამოასხა.დათამ ხელში აიღო სასმისი:
-თქვენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს-თქვა და სულმოუთქმელად გადაუშვა ყელში.სხვებმაც მიბაძეს .ბეროს ყელი ჩასწვა სითხემ,არ შეიმჩნია.ფეხზე წამოდგა,სუფრიდან პური და ყველი აიღო,ბოდიში მოიხადა და ტახტისკენ წავიდა.ქალს მიუახლოვდა,ჩაიმუხლა.
-ლარა,უნდა შეჭამო,დარიას გამო-უთხრა და საჭმელი გაუწოდა.
ქალი მძიმედ წამოჯდა,ხელის შეშველება დასჭირდა კაცისგან.პური გამოართვა.მისი სახე ახლაღა შენიშნა ბერომ.ლარას ტუჩები და ლოყები ერთიანად გასწითლებოდა,მძიმედ სუთქავდა.შუბლზე ხელი მიადო კაცმა,გავარვარებული იყო.
-სიცხე აქვს,-ჩაილაპარაკა და სუფრის წევრებს მოუბრუნდა.
-ექიმია საჭირო,სიცხე აქვს.გზაში იმშობიარა.ძალიან სუსტადაა,უნდა დამეხმაროთ!-მუდარა და ბრძანება ერთად გაისმა. ყველა ფეხზე წამოიშალა.დათა ბეროს მიუახლოვდა.

-ვხედავ ,დიდი გასაჭირი გაქვთ,არ ვიცი,ვინ ხართ,ვის გაურბიხართ,ან სად მიდიხართ.არ დაგვცალდა ახლოს გაცნობა.ტყეს შეფარებულნი დიდ საფრთხეში ხართ.ეს გოგო მოგიკვდებათ.ექიმს აქ ვერ ამოვიყვანთ,სოფელში უნდა წავიყვანოთ,ახლავე.აქედან შვიდი კილომეტრია ჩემს სახლამდე.დილით უნდა წავსულიყავით,მაგრამ ვერ გასტანს ამდენ ხანს,ბავშვიც საფრთხეშია.წამოდით ჩემთან.-მხარზე ხელი დაადო კაცმა ბეროს.

-დაღესტანში მივდივართ,ჩემს ძმასთან. ამათ,რომ უყურებ,ყასბებს გამოვტაცე ხელიდან.ორგანოების ჯალათებს-დაუკონკრეტა და განაგრძო.
-ჩვენი წამოსვლა თქვენთან ,არ გამოვა.არ ვიცი ,მდევარი სად გადაგვეყრება,ასე ადვილად თავს არ დაგვანებებენ.უნდა გავიყვანო სამშვიდობოს ყველა. თქვენც საფრთხეში უნდა ჩაგყაროთ.იქით,ძმა მელოდება-მთისკენ გაიშვირა ხელი.
-არ მენდობი?-ჩაიცინა დათამ და გიგოს გასძახა,ცხენები მოამზადეო.
-გოგოს წავიყვანთ,ბავშვით.მამად გეკუთვნი,უნდა დამიჯერო.მონადირე კაცი ვარ,მთელი რაიონი მიცნობს.უსაფრთხოდ მეყოლება.თქვენ თუ არ იშლით,ამაღამ აქ დაისვენეთ.დილით გიგო ამოგიყვანთ ცხენებს.

ბერო მიხვდა დათას წყენანარევ ტონს .მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა:
- გენდობი! მხოლოდ ამ ქალს მიმიხედე.დანარჩენებს მე მოვუვლი.როგორც კი სამშვიდობოს გავიყვან ამათ,ეგრევე მოვბრუნდები.
-არ იდარდო,ჩემი დედაკაცი მიხედავს.მშვიდობა მოგცეთ უფალმა,-დალოცა დათამ და გარეთ გავიდა.
ბერო ლარასკენ მობრუნდა,მის წინ დადგა.
-დათა წაგიყვანთ შენ და პატარას,სამშვიდობოს იქნებით.
ქალი თვალებს ძლივს ახელდა,ხელი კაცისკენ გამოაცოცა.
-მადლობა ბერო,-თქვა და გუგები სისველემ დაუფარა.
-ყველაფერი კარგად იქნება,პატარას გაუფრთხილდი,-დაიხარა კაცი და ქალს შუბლზე ტუჩები ოდნავ შეახო.სწრაფად გატრიალდა და კარში შურდულივით გავარდა.
ყველამ დაინახა ქალსა და კაცს შორის გაბმული უხილავი ძაფი.

იმ ღამეს ხუთივეს მკვდარივით ჩაეძინა.ხმაურმა გამოაღვიძა ბერო,გიგო ამოსულიყო და გოჩას რაღაცას ელაპარაკებოდა.საჩქაროდ წამოდგა და კარის გაღება სიფრთხილით ეცადა.ჭრიალმა ყველა გააღვიძა.
ბიჭს სამი ცხენი ამოეყვანა,ფუთები ეკიდათ ზურგზე.

-ბერო,დათა ძიამ საგზალი გამოგიგზავნა.თბილი ტანსაცმელიც არის,წყალი და არაყი.ჰო,ქალიც კარგად არის,არ იდარდო.დათა ძიას დედაკაცი,მარინე ძალო ექიმბაშია,-სხაპასხუპით მიაყარა სათქმელი კაცს და ისევ გოჩას მიუბრუნდა.
გულზე მოეშვა ბეროს,ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ფილტვებიდან ნელ-ნელა ამოუშვა.

ყადორის გზას მიუყვებოდა სამი ცხენი და ხუთი ადამიანი.მთელი გზა არ ასვენებდა კაცს ქალზე ფიქრები.სახელის გარდა არაფერი იცოდა მასზე.ნეტავ,ქმარი თუ ჰყავს,ან როგორ მოხვდა ამ ჯალათებთან.ტვინი არ მოასვენა ,ათასი შეკითხვით დატვირთა.
დიტოს ნატა შემოესვა ცხენზე,თვითონ ქვეითად მიუყვებოდა.ქეთიც ცხენზე იჯდა და აღვირს ჩაფრენოდა დაძაბული.საშა ბეროს ამოუდგა გვერდში.
-ბერო,მადლობა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი,ბევრი რამის თქმა მინდა. არ გამომდის,მჭერმეტყველი არასდროს ვყოფილვარ-ჩაეცინა თავის ნათქვამზე.
-მადლობა არ არის საჭირო,თქვენც ჩემსავით მოიქცეოდით-ყრუდ ჩაილაპარაკა და ბიჭს გვერდულად გადახედა.

დღის შუქს სიბნელე დაეპატრონა.საგრძნობლად აცივდა.გაყინულ თოვლზე სიარული გართულდა.მგზავრებიც დაიღალნენ და ცხენებიც.გოგონებს თავშალით გადაეხვიათ პირ-სახე,მაინც ციებანივით კანკალებდნენ. ბიჭებს ფეხები მოეყინათ,თითქოს გრძნობა ჰქონდათ დაკარგული ტერფებზე,ნაბიჯი ერეოდათ.არც ბერო იყო კარგ დღეში.მიხვდა,ახლა თუ არ შეისვენებდნენ,წინ ვერ წაიწევდნენ. შედგა და ბინოკლით გარემო დაზვერა.ერთ ადგილს დიდხანს დააკვირდა,ახლოს მოსწია კადრი.ნანგრევები იცნო.ჯგუფს მოუბრუნდა:

- ორას მეტრში ეკლესიაა,ნათლისმცემლის.თავს ძალა დაატანეთ და როგორმე მივიდეთ იქამდე.დიტო,საშა მარჯვნივ მოატრიალეთ ცხენები!- ხმა შესუსტებოდა მამაკაცს.
ის იყო,ცხენებს ლაგამი ამოუწიეს,შავმა ჩრდილმა ისარივით ჩაიქროლა.
-შეჩერდით!-დაიძახა ბერომ და ბინოკლი მოიმარჯვა.ერთი მგელი დალანდა,ადგილზე ცქმუტავდა.ცოტა ხანში ყმუილის ხმაც გაისმა.გოგოებმა შეჰყვირეს შიშისგან,დიტომ იარაღზე წაივლო ხელი და დამფრთხალი ცხენის დამშვიდებას შეუდგა.საშა ქეთის ცხენს ეცა,აღვირი ხელზე ორჯერ დაიხვია.

-ერთია,მაგრამ სხვებიც მოვლენ,ეძახის. დროზე ცეცხლი უნდა ავანთოთ.აქ სროლას ვერ ავტეხავთ.ტყვიებს უნდა გავუფრთხილდეთ,ისედაც იარაღის ხმა არ გვაწყობს.მდევარი ჩვენს კვალზე რომ იდგეს,ადვილად მოგვაგნებს,-დაფაცურდნენ ბიჭები,ცხენები ხეებზე მიაბეს.გოგოებიც გამოცოცხლდნენ.ბერომ შაშხანა შეაყენა,ბინოკლით განაგრძობდა მიდამოს თვალიერებას.იცოდა მგლების თვისება.ხროვა სადაცაა გამოჩნდებოდა. დაუფიქრებლად არ ესხმიან თავს მსხვერპლს,გუნდურად მოქმედებენ.ჭკვიანი ცხოველია-ამ ფიქრებში იყო,უფრო ახლოს რომ დაინახა სამი მგელი,წინ მოიწევდნენ დაღრეჭილი კბილებით.ბოლო ბოლო ესვრის,ჯერ დააცდის.სველი ტოტებით გაუჭირდათ ცეცხლის დანთება ბიჭებს,სიჩქარისგან სულ დაასველეს ასანთი.
ბერომ უკუსვლა დაიწყო,ისე, რომ თვალს არ აცილებდა ნადირს.თავდასხმისთვის მომზადებული მხეცები,წინ მოიწევდნენ.ცხენების ჭიხვინი და ყალყზე დგომა,გოგონების სასოწარკვეთილი წამოძახილები და ბიჭების გინება,ყურში თითქოს შორიდან ჩაესმოდა მამაკაცს.
-ცხენებისკენ მიიწიეთ!-დაიყვირა და ხელის სწრაფი მოძრაობით თოვლი მოხვეტა,მუჭში მოიქცია და მხეცების მიმართულებით გაისროლა.ნადირი შედგა.ბინოკლში კარგად ხედავდა მამაკაცი სამივეს დაღრეჭილ კბილებს,წინ უტეხად მოიწვედნენ.იცოდა,სხვებიც ახლოში იყვნენ ჩასაფრებულნი.მსხვერპლს ჯერ დააბნევდნენ,გააქცევდნენ ,შემდეგ უფრო ადვილი იყო ნადირობა,სამალავიდან სხვების დახმარებით.
ბეროც უკან-უკან იხევდა,მიზანში ამოიღო ერთი.სხვა გზა აღარ დარჩენოდა,უნდა ესროლა,იმდენად ახლოს იყვნენ მოსულები.ის იყო ჩახმახზე ხელი უნდა გამოეკრა,საშას განწირული ხმა გაისმა:
-ძირს დაწექით! შემდეგ ბუნდოვნად ახსოვს,როგორ დაუგუბდა ყურები,როგორ აალდა და ჰაერში გაიფანტა თოვლიანი მიწა.ქუთუთოები,რომ დააშორა ერთმანეთს,ძირს პირქვე ეგდო,სახე და ყურები ერთიანად ეწვოდა.სიბნელეს თვალი გააყოლა,ყველა ძირს იწვა,გაუნძრევლად.

-რა გააკეთა ამ სულელმა?!-ხელები მიწას მოუსვა,შაშხანა შორს გადავარდნოდა,ვერ იპოვნა.ხოხვით მიცოცდა დანარჩენებისკენ.სიბნელეში ვერ გაარჩია,რომელს წაავლო ხელი,გადმოაბრუნა,დიტო აღმოჩნდა,სახეზე სისხლი ბილიკებად ჩამოედინებოდა.მეორესკენ გააცოცა ხელი,ქეთი იყო,ტკივილსგან კნესოდა ქალი.მესამესკენ წაიწია,ნატას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.არაადამიანური ხმით დაიღმუვლა და მიწას მუშტი დაუშინა.საშა არსად ჩანდა.გულაღმა გადაწვა,სახე საშინლად ეწვოდა,ხელების ჩამოსმა სცადა,ტკივილმა დაუარა.
ღრმად სუნთქავდა.სიბრაზისგან ერთიანად უცახცახებდა სხეული.ტვინში აერია ყველაფერი.-რა გავაკეთო?! ჩასძახოდა თავს.გვერდზე მოძრაობა იგრძნო,ქეთი წამოდგომას ცდილობდა.
-არ ადგე!-ხელი მიჰკრა ბერომ.ნატას მხარეს გადაბრუნდა ,ახლოს მიჩოჩდა,ყელი მოუსინჯა. ოდნავ ფეთქავდა.-ცოცხალია!-გაიფიქრა და დიტოსკენ წაიღო მკლავი.ოდნავ შეარხია,ბიჭმა დაიზმუვლა.
-დიტო?!-უფრო მეტად შეურხია სხეული.
-მმმ-იყო საპასუხო ხმა.
-ცოცხალი ხარ!- თავისთვის თქვა და ნატას მიუბრუნდა.ქალის ხელი ძლიერად მოქაჩა.სხეული არ განძრეულა.-ამის დედაც!-იყვირა. ამაოდ ცდილობდა გოგონას გამოცოცხლებას.
-ბერო,რა მოხდა?-დიტოს მისუსტებული ხმა მისწვდა კაცს.
-საშამ ხელყუმბარა ისროლა-გამოსცრა კბილებში და წელი რის ვაი-ვაგლახით აითრია.ნატასთან მუხლებზე დადგა ,მკერდი გადაუღეღა , თავის მარცხენა მტევანს,მარჯვენა გადააფარა და ქალს ძლიერად დააწვა.
-ერთი,ორი,სამი-იმეორებდა გულში.-ერთი,ორი,სამი-თითქოს გაჭედილ ნიჟარას ტუმბავდა,ქალის სახესთან თავი მისწია,დაუყურადა.ცხვირი თითებით დაუხურა და სასიცოხლო ჰაერი მიაწოდა პირით -პირზე.სხეული ოდნავ შეიშმუშნა.კაცმა შვებით ამოისუნთქა.ფეხზე წამოდგა ,ბარბაცით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი.
შრიალის ხმა,წკუტუნმა შეცვალა.სიბნელეში გაუჭირდა გარჩევა,თავის ტკივილს თვალების წვა ერთვოდა.წკუმუტუნი უფრო ახლოდან ესმოდა.დიტოსთან მივიდა,გვერდზე გადაატრიალა და უკან,ქამარში გაჩხერილი იარაღი ამოაძრო.ჰაერში გაისროლა.ხმაური მიწყდა.

მთვარე დასჯილი ბავშვივით იმზირებოდა ღრუბლებიდან.თოვლნარევი წვიმა საცერივით ცრიდა.
ბეროს გააკანკალა.ქურთუკის ელვა ბოლომდე ასწია.ფრთხილი მოძრაობით შეუდგა გარემოს დათვალიერებას.საშას ეძებდა.ცხენებს წააწყდა,ძირს ეყარნენ,უსულოდ.მიუახლოვდა,ზურგიდან ფუთა მოხსნა ერთ-ერთს. ხელი მოაფათურა ,ჩაავლო და სიბნელეში დააკვირდა.სამხედრო შინელი აღმოჩნდა.ნატასკენ წაიღო და ზედ გადააფარა.ქეთი წამოწეულიყო,სილაში მოთამაშე ბავშვით დამჯდარიყო და გაოგნებული აცეცებდა თვალებს.
-ქეთი,-ფრთხილად შეუძახა.გოგო არ განძრეულა.

-ქეთი!-უფრო მომთხოვნად გაისმა ბეროს ხმა.

ქალმა თავი ოდნავ შემოატრიალა,ხელები თავზე წაივლო და დაიღმუვლა.
კაცმა თავი სიმწრით გააქნია,მოტრიალდა და ძებნა განაგრძო.სიბნელეს თვალი შეეჩვია.მხედველობა უფრო იოლი გახდა.შორიახლოს ისევ აშრიალდა ,ღრენის და წკმუტუნის ხმა ერთმანეტში აირია.ბერომ იარაღი შემართა,მზერა დაძაბა.ხმის მიმართულებით ფეხს აუჩქარა.უცებ შედგა.მგლის ხროვა ადამიანის სხეულს შესეოდა,გააფთრებით გლეჯდნენ.კაცს ცივმა ოფლმა დაასხა.
ნანახმა ადგილზე გაყინა.ჰაერში შეშლილივით ისროდა.იარაღის ყოველი გასროლა,ტყეს ზვირთებივით ასკდებოდა.
მხეცები ადგილს მოსწყდნენ და სიბნელეში სწარაფად გაუჩინარდნენ.ბერო წინ წაიწია,უბედურების მოლოდინში ნაბიჯი გაწელა,ფეხს ითრევდა.ფაშვამოყრილ სხეულს თავზე დაადგა ,ყბამოჭმული და ნაწლავებ გადმოყრილი საშა უსულოდ ეგდო.ბერომ საზარელი ხმით ამოიღრიალა და ზეცას მიუშვირა თავ-პირი.
უკნიდან იგრძნო ვიღაც უახლოვდებოდა,მძიმედ შემოტრიალდა და ქეთის შეშლილ სახეს წააწყდა.

-ბერო,ეს რა არის,ბერო?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოღერღა და თმაში ხელი წაივლო კივილით.მამაკაცი სწრაფად ეცა,დააჯანჯღარა ქალი და მკერდზე ძლიერად აიხუტა.ქეთი უძალიანდებოდა,კიოდა,ტავს გიჟივით აქნევდა.მომხდარის ნახვა მოესწრო.
-დაწყნარდი!დაწყნარდი!-უყვიროდა კაცი და ქალის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა.მხრებში ჩააფრინდა,ჰაერში მჩატედ ასწია და ძლიერად შეარხია.ქალის მდგომარებიდან გამოყვანა ,კაცის ძლიერმა ტორმა შეძლო.
-მაპატიე!-უთხრა კაცმა ჩურჩულით და ატირებული ქალს მოეხვია.

უკან მობრუნებულებს,დიტო მუხლებზე დამდგარი ნატას გვერდიტ დაუხვდათ.ცახცახებდა ბიჭი,ყბას-ყბაზე აცემინებდა.
-დიტო,-საჩვენებელი თითი ოდნავ წაკრა ბიჭს.
-ჰო,-თავი არ აუწევია,ისე გამოეპასუხა.
-შეძლებ ადგომას?ცეცხლი უნდა დავანთოთ,ნადირი უკან მობრუნდება,სანამ სანოვაგე ელოდება,თავს არ დაგვანებებს-კაცს ხმა გატყდომოდა.
დიტომ თავი მორჩილად დაუქნია და მარჯვენა ხელზე დაყრდნობით წამოიწია.
-ეცადე,სწრაფად დაანთო,დრო არ ითმენს,მე მალე მოვალ,საშას უნდა მივხედო!-თქვა და ცხენებისკენ წავიდა,ფუთები ამოაყირავა,რაღაც უხეში ამოჰყვა ხელს,საწვიმარი აღმოჩნდა.იარაღი მოიმარჯვა და სიბნელისკენ გასწია.
კიდევ ერთხელ დახედა შემაზრზენ სურათს,თავი დანანებით გააქნია და გვამს ფეხებში ხელი ჩაავლო.პატარა მანძილზე გაათრია,სისხლის კვალი შავ ბილიკად მოჩანდა თოვლზე.
საწვიმარი მიწაზე დააგდო,ზედ საშა გადააგორა და გადაახვია.დიდი წვალებით გადაიკიდა მხარზე ბიჭის სხეული და ძუნძულით დაუყვა ფერდობს.
გაყინულ მიწას ხელებით თხრიდა გავეშებული,თვალებში სისხლი მოსწოლოდა,თავის ტკივილმა უმატა.გადაუტყავდა თითები.სიმწრისგან,მტევნებს იღლიებქვეშ ათბობდა და ისევ აგრძელებდა საქმეს.
ალბათ,სამოცი-სამოცდაათი სანტიმეტრის სიღრმის ორმო გაჭრა,მეტი ვეღარ შეძლო,იქვე ჩაჯდა აქოშინებული. წამიერად ფიქრმა გაიტაცა,გაახსენდა თეას და ბავშვებისთვის სიმწრით გათხრილი მიწა.ამოიზმუვლა,ყელში უცემდა გული,გულმკერდი გადაიღეღა და ხელი ნერვიულად ჩამოისვა.როგორ დატრიალდა ცხოვრების ბორბალი უკუღმა,რატომ ,რისთვის უნდა გამოევლო ამხელა განსაცდელი?ფიქრობდა და ახსნას ვერ პოულობდა.გიჟივით წამოვარდა ფეხზე,ზეცას კუშტი თვალებით ახედა და მთელი ხმით დაიღრიალა.განწირული ადამიანის ტკივილიანი ექო მიდამოს მოედო.იქამდე ღღიალებდა მთელი ძალ-ღონით,სანამ სიმსუბუქე არ იგრძნო სხეულში.ემოციისაგან დაიცალა.
მხრებში მოიხარა და გვამს დასწვდა.ადვილად ჩააწვინა ორმოში.დაჩოქილი აყრიდა საშას ტალახიან მიწას.საქმეს მორჩა თუ არა,შავად შეღებილ ბილიკს მიუბრუნდა.მიწით და თოვლით გადაფარა კვალი.
დიტოს ცეცხლი აენთო.ქეთისთან ერთად, ნატა მიეჩოჩებინათ კოცონთან ახლოს ,ერთიანად ძაგძაგებდნენ. შიმშილმა,დაღლილობამ და ამდენმა უბედურებამ ერთიანად ჩამოუხმოთ და ჩამოუჭკნოთ სახე. თვალები საწვავ დამშრალი ლამფასავით ჩაქრობოდათ.ცეცხლის ალი ვერ ერეოდა მათ სხეულზე მიკრულ სველ ტანისამოსს.
ბერომ ფუთებში საგზალი მოძებნა და კოცონთან ჩაჯდა. ქეთის გადააწოდა საკვები.ნატას დახედა,მძიმედ სუთქავდა ქალი.თუმცა,მოცოცხლებულიყო.
-ბერო,რა უნდა ვქნათ?- ბიჭის ხმაში უიმედობა და ძლიერი შიში არეულიყო.
-გზა უნდა გავაგრძელოთ.ჯერ კარგად გავშრეთ,ცოტა უნდა წავუძინოთ რიგ-რიგობით.ნატა სიარულს ვერ შეძლებს,ჩვენი წასაყვანი იქნება.ყადორს იქით ,რომ გადავაღწიოთ,უკვე სამშვიდობოს ვიქნებით-არც მამაკაცის ხმაში ჩანდა იმედი.
ცეცხლს ფიჩხი მიამატეს.ქეთიმ დიტოს ფეხზე თავი დადო და მალევე ჩაეძინა.ბერო ზურგით ხეს მიეყუდა და თვალები მილულა.

რიჟრაჟი, სიმინდის ქურდივით ამოიპარა მთის წვერზე ,ფრთხილად გადმოიხედა და ნელ-ნელა დაიწყო სიბნელის დაპყრობა.
ოთხივესთვის ღრმად წაერთვა ძილს თავი.ცეცხლი ჩამქრალიყო.

პირქუში დილა გათენდა.ღრუბლები ერთ ადგილზე ნანაობდნენ.მზეს ჯიუტად არ უშვებდნენ დედამიწაზე.
ხუთი ცხენოსანი კვალავდა გზას ტყის სიღრმეში.ცბიერად ზვერავდნენ ირგვლივ ყველაფერს. თოფის ლულებს ამაყად ეჭირათ ტანი მხედრების თავზე .
-გეგე! გესმის გეგე? -დახშული ხმით ეძახდა უკან მოქცეული წითური მხედარი წინ მდგომს.
-რა გინდა,რა?! მთელი გზა ტვინი წამიღე,გითხარი,არ დალიო მეთქი! ხომ გითხარი?! -შემოუღრინა გეგემ და ყელს მოწოლილი ნახველი ამოიღო.
-ბიჭო,ნამდვილად აქედან მოდიოდა ხმა?- არ ჩერდებოდა წითური.
-დათო! მომაშორე ეს ლოთი აქედან,თორემ დავკლავ ცხვარივით!-დამქაშს გადააბარა აბეზარი .
-თუ საქმეში ჩაა..ვა,გუჯა კი დაკლავს,-ჩაიქირქილა დათომ და აღვირი ამოქაჩა.
-ცხენები აქ უნდა დავაბათ და ფეხით გავაგრძელოთ გზა!- ბოლოში მდგარმა მხედარმა,რომელსაც მარჯვენა ღაწვიდან ნიკაპამდე ღრმა ნაიარევი დასდევდა, დამოძღვრა ჯგუფი.
ჩამოქვეითდნენ.ცხენები ხეებზე მიაბეს,აბჯარი შეიმოწმეს და მთის მიმართულებით დაიძრნენ.
***
ბერო უჩვეულო შეგრძნებამ გამოაღვიძა,მკვრივი საგნის შეხება როგორც კი იგრძნო შუბლზე,თვალები სწრაფად გაახილა .ხუთი კაცი მათ ირგვლივ განლაგებულიყო. წამოხტომა ამაოდ სცადა.
-საიქიოდან მოსულ სტუმარს ვახლავარ! -თავს დასდგომოდა ნაცნობი სახე , ღვარძლიანად იღიმებოდა და ავტომატის ლულას ცხვირწინ უტრიალებდა .
-რაო? არ გველოდი? ჩვენც გვიყვარს სიურპრიზები,!- ხმას აუწია და კონდახი მხარში ძლიერად ჩასცხო.
ბერომ ამოიგმინა,ნატკენზე ხელი გაისვა.კაცს ახედა,ნაიარევს თვალი გაუშტერა და სიმწრით ჩაიცინა:
-ვაჰ,თავად ტურა მეწვია?!-თქვა და გვერდით დაგდებული იარაღისკენ გაიწია .
მის მოძრაობას მეორე ჯერი კონდახი მოჰყვა,ამჟამად თავში.მიწას კეფით დაენარცხა.სიმწრისგან სახე აერია,თვალები ჩაუწითლდა და კისერი დაეძარღვა .
-შენს დედას შევ..ი! -იყვირა კონდახიანმა და ნაიარევი საზარლად დაეგრიხა.
-შინდლერობა მომინდომე ,ბლიად? სად ეტენებოდი?! იცი,საერთოდ ვის გადაეღობე? აზრზე ხარ,რამდენი მაყუთი ჩაგვიგდე?- ისტერიულად დაჰყვიროდა თავზე ბეროს და ჩექმიან ფეხებს გვერდებში ურტყამდა.კაცი,ტკივილებისგან ოთხად მოიკეცა.ვერ წარმოიდგენდა ,ტურა თუ წამოადგებოდა თავზე.დიტოსთვის და ქეთისთვის ხელ-ფეხი შეეკრათ.მიწაზე ეყარნენ შესაწირი ცხვრებივით.ქალი საცოდავად ტიროდა.სახეზე სიცოცხლის დასასრული ეწერა. თავზე ორი კარგად ნაცნობი წვეროსანი ადგათ,სატვირთოდან.
ნატა გაუნძრევლად იწვა.
ბეროს ხველება აუტყდა,ფილტვები ძლიერად გამოსცემდნენ ხმას.ჭარხალივით გაწითლდა,ჰაერი არ ჰყოფნიდა.ბოლოს, სისხლი რომ ამოასხა,მოეშვა,ცოტა ჩაწყნარდა.
ტურა ცინიკურად იღიმებოდა,კაცს იარაღის ლულით თმა მოუქექა,უხეშად მიჰკრა თავზე.
-გეყოს კოტრიალი,მერეც გეყოფა !-ჩაიქირქილა და წითურს გასძახა:
- ანზორ! შენ და ბეჟანა წადით ,ცხენები ამოიყვანეთ!
წითური, მაღალ,ხმელ მამაკაცისკენ დაიძრა,რომელიც თხილნარიდან გამოსული,შარვლის ელვას მოუხერხებლად იკრავდა.
ორი კაცი სწრაფი ნაბიჯებით თავქვე დაეშვა.

-აბა,ახლა მომიყევი,სად არიან დანარჩენები?!დროზე ამოღერღე,სანამ ეგ გული ამოგაცალე!-ტურა ბეროს მოუბრუნდა და ჩექმიანი ფეხი კიდევ ერთხელ ჩააზილა ფერდებში.

კაცს ხელმეორედ შეეკრა სუნთქვა,სიმწრით გაეღიმა ,ნელ-ნელა გადმოტრიალდა და თავზე მდგომს დამცინავად ახედა.

-საიმედო ადგილზე არიან,შენი ბინძური საქმეებიდან შორს!-თქვა და ხველას სისხლი ამოაყოლა.
-ჩემი ხელით დაგახჩობ,!-გამეტებით დაუშინა კონდახი ნაიარევმა.ამაოდ ცდილობდნენ ტურას დაწყნარებას დათო და გეგე. შეშლილი ურტყამდა ძირს დაგდებულს.ბერო აღარ იძვროდა.

მერე?! მერე სადღაც სიზმრის კადრივით ახსოვს,როგორ გადაკიდეს ცხენზე ხურჯინივით,პირქვე.როგორ ღებავდა თავპირიდან ჩამონადენი სისხლი დედამიწას.ხელები უმწეოდ ჩამოეყარა ცხენის ფერდებზე ,ახლად მიტოვებულ საქანელასავით იქნევდა აქეთ-იქით.
პირდაღებული ამაოდ ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვას.გულ-მუცელი შენგრეოდა. მწარე გემოს გრძნობდა პირში,წამოაღებინა.ცხვირიდან და პირიდან ერთიანად წამოუვიდა ნაღველი.
ზურგს გადაჭერილი სიმძიმე,აკვნის არტახებევით აწვებოდა.
სადღაც შორიდან,თითქოს გვირაბს იქიდან ჩაესმოდა ნალების წკარუნი.
***
სოფელს ბურუსი დასწოლოდა.ნაწვიმარი გზა ერთიანად ამოგანგლულიყო ლაფში.შემცივნული ქათმები ცალ ფეხზე აბუზულიყვნენ.კომლებიდან ამოსული ცეცხლის კვამლი ცისკენ დინჯად მიემართებოდა.

ხევიდან ,ყმაწვილი შეშლილივით ამორბოდა,უკან-უკან იხედებოდა გადარეული თვალებით.ერთ-ერთი კომლის ეზოს ჭიშკარი შლეგივით შეგლიჯა.

-დათა ძია! დათა ძია!-ყვიროდა ბიჭი და ეზოს სიღრმეში სირბილით მიიწევდა.

ორსართულიანი სახლის,დაბლა სართულის კარი მძიმედ გაიღო.თხელულვაშიანმა მამაკაცმა ზღურბლს გადმოაბიჯა და ყმაწვილს შეკრული წარბებით შეხედა.
-რა გაყვირებს ,ბალღო?! ნადირი ხომ არ მოგდევს?!-ბიჭს დააკვირდა.

_დათა ძია,გოჩა მოკლეს!-ამოიღრიალა,იქვე ჩაჯდა და ხმამაღლა ატირდა.
-რას ბოდავ ,ბალღო?! -მხრებში ჩააფრინდა ყმაწვილს და შეაჯანჯღარა.
-გოჩა მოკლეს მეთქი,გოჩა!იქ,ზევით!- ხელს იშვერდა მთისკენ ბიჭი და მუჭით ცრემლებს იწმენდდა.

ადგილზე გახევდა მამაკაცი.შვილივით ჰყავდა გაზრდილი გოჩა.ობოლი ბიჭი რაიონის ბაზარში იპოვნა,გამვლელებს ხურდა ფულს სთხოვდა.დახეულ ფეხსაცმლიდან ბავშვის თითები ,გარჩეული ნივრის კბილებივით იმზირებოდნენ.დაძენძილი შარვლიდან მუხლისთავები მოუჩანდა.მეტყველება უჭირდა ბიჭს.შინ წამოიყვანა დათამ ყმაწვილი,საკუთარ მონაგარივით შეისიხლხორცა.

მძიმედ შეტრიალდა მამაკაცი სახლისკენ,კარის ზღურბლზე გოგონა იდგა ,ხელი პირზე აეფარებინა ,თვალები დამფრთხალ ირემს მიუგავდა.ოთახიდან ბავშვი ტირილი გამოდიოდა.
დათამ ქალს მძიმე ნაბიჯებით აუქცია გვერდი ,გამხდარ კისერზე აკანკალებული ხელი დაძაბულმა დაისვა.კაკლის ხის ძველებური კარადა გამოხსნა და შიგნით დამაგრებული თაროდან რკინის მოგრძო ყუთი გადმოიღო.

***
ზანტად მიუყვებოდნენ ერთი-მეორეს ღრუბლები.არ ანაღვლებდათ მზეს დედამიწაზე სტუმრობა თუ ეჩქარებოდა.
ცა პირის ჩამოწმენდას ლამობდა.

ინწობის ხეობას მოუყვებოდა ორი მხედარი,ადგილობრივები არ ჩანდნენ,გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ.
-იოსიფ,მგონი გამოიდარებს,გვეშველება.ცხენები ძალიან დასველდნენ,-თქვა ერთმა და ცხოველს ფაფარზე ხელი გადაუსვა.
-ჰო,მუსა,-ცხენოსანი ფიქრებიდან გამოერკვა,თანამგზავრს გახედა.
-კვალი არსად ჩანს,თუ წამოვიდოდა,ეს გზა უნდა ამოევლო,ხიფათს თუ არ გადაეყარა.გული ცუდს მიგრძნობს.შევჩერდეთ ცოტა ხანს,დავასვენოთ ცხენები,გზაში არ წაგვექცნენ,-თქვა იოსიფმა,ლაგამი ამოქაჩა და სხარტად ჩამოხტა უნაგირიდან.
მუსამაც მიბაძა.
ბედაურები მდინარის პირზე გადაიყვანეს,წყურვილის მოსაკლავად.ცა იწმინდებოდა,მზეს საშველი დაადგა.

***
ანჯამებიდან ამოვარდნილი კარი ჩვეული ჭრიალით გაიღო.
ბანაკში ხმაური ისმოდა.კართან მდგარი გაიზმორა ,ხმაურიანად დაამთქნარა,ნაიარევ სახეზე ხელი მოისვა და ოთახის მიმართულებით დაიძახა.
-ანზორ! სად ჯანდაბაში ხარ?! როდემდე უნდა ეგდოს ეს აქ?! დაუძახე ბეჟანას და მიხედეთ.დროზე! სადაცაა დოქტორი ამოვა!

თოვლშემხმარი ნაძვის ქვეშ გოჩას უსულო სხეული გულაღმა ეგდო.ერთ თვალზე ნატყვიარი ემჩნეოდა,სახეზე შემხმარი სისხლი,გაშავებოდა.ხელები განზე გადაყროდა, ფეხები მუხლებში მოხროდა.დაჩოქილისთვის დაეხალათ ტყვია.

აგიზგიზებულ ღუმელს ორი მამაკაცი უჯდა. ჩექმები გაეძროთ , შმორივით აყროლებული ნასკები ზედ გადაეფინათ და შიშველ ,აქოთებულ ფეხებს გულმოდგინედ ისრესდნენ.
ოთახის კუთხეში ,ტახტის გასწვრივ ,ფანჯრის ძირში ,საგულდაგულოდ გაკოჭილი ორი მამაკაცი და ერთი ქალი იწვა. მეორე ქალი ტახტზე დაეწვინათ,რომელიც დრო და დრო ხმამაღლა კვნესოდა.

გამთბარი სისხლის სუნი არხეინად დააბოტებდა ბანაკში.

ნაიარევ სახიანმა დაასაქმა თუ არა წევრები,შიგნით შებრუნდა . ტყვეებს მიუახლოვდა და ერთ-ერთს ფეხი წაკრა.
-ჰა,მოხვედი აზრზე ,იუზგარ?
მამაკაცმა დაიზმუვლა,დასიებული ქუთუთოები ოდნავ აათამაშა.
-მოდი,მოდი! გამოფხიზლდი,უნდა გემუსაიფო როგორ ძველ დროს,-გესლიანი სიცილი მიაყოლა ნათქვამს.
მამაკაცმა თავს ძალა დაატანა,შეირხა,ბაგები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა:
-ტურა,რა იყო,აღსარება ხომ არ უნდა ჩამაბარო?- დამცინავი ღიმილი გამოესახა.
-ჰმ,ხუმრობის ხასიათზეც ყოფილხარ,-გამოსცრა კბილებში ტურამ.

-სასაცილო და საცოდავი კაცი შენ!-ბერომ თავი გააქნია.
-მე ვარ საცოდავი?! მე?! -ღრიალით ჩააფრინდა კაცს.
-შენი სისულელით დაღუპე ოჯახი,შენი სისულელით გდიხარ ახლა ჩემს ფეხებთან ჩანგრეული და კიდევ მე ვარ საცოდავი?! კაციშვილი არ დაგრჩა გვერდში,არარაობა გახდი,გესმის,არარაობა!-დაუმარცვლა ბოლო სიტყვა.
-შენ ვინ გყავს გვერდით,ეს ჯალათები და ის ყასაბი?-მწარედ ჩაეცინა ბეროს.
ტურას სახე მოეღუშა,იარა საზიზღრად ჩაეჭმუჭნა.
-ბევრს ლაპარაკობ,ჯერ საქმეზე გეტყვი,ვნახოთ როგორ მოიქცევი.მერე გადავწყვეტ რა გიქნა,პირდაპირ დაგახალო ტყვია,თუ წამებით ამოგხადო სული!-იარას უშნოდ ათამაშებდა.
-შენ რა,ცოცხალი გგონივარ?-ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა მამაკაცი.
-მე ჩემს ოჯახთან ერთად დავიმარხე,ჩემი ცხოვრება იქ დამთავრდა,როცა თეას გაყინული სხეული ავიკარი!- დაიღრიალა ბერომ.
-ხმას დაუწიე სამოთხის გვრიტო,ამოშაქრე სად გადამალე დანარჩენები,ფეხმძიმე სად არის?! - ტურამ სახე ახლოს მიუტანა.
ლარას ხსენებაზე კაცს ძარღვები დაეჭიმა.
-გეუბნები ,სასაცილო კაცი ხარ-მეთქი,-ბერო წამოდგომას შეეცადა.

-რისთვის გაიჩხირე ამ ამბავში?! ცუდი დღე გელის,ცუდი! ხმა ამოიღე! სად არიან დანარჩენები?! გირჩევნია მითხრა,სანამ ამოსულა შენი მიქელა.ჩემსავით არ გაგიბამს ბაასს,ცოცხლად ამოგაცლის გულს! შენ იცი,რა შარში ხარ ბიჭო?! ვის გამო?! ამ უპატრონოების?! ამათ,რომ უყურებ,ყველა უპატრონოა!საკუთარ დედებსაც არ უნდოდათ,გადაყარეს!შენსავით გადააგდეს ნაგავზე სათითაოდ! -ყვირილით გადაინაცვლა მძევლებისკენ.

ბეროს გული შეეკუმშა,წარსულის შეხსენებაზე.ფილმის კადრივით გადაახვია ტვინმა მთელი ცხოვრება.თავშესაფარში გატარებული მძიმე ბავშვობის წლები დაუდგა თვალწინ.არ ახსოვს როდის,ან ვინ დატოვა იქ.არავის ეკარებოდა,არც არავის იკარებდა,სანამ თეა არ მიიყვანეს.გოგონას ჭუჭყისგან აპრიალებული თმაგაჩეჩილი თოჯინა ეჭირა.ხელს არ უშვებდა,ღამეც და დღეც.ტიროდა განუწყვეტლივ და პატარა მუჭებით ცრემლებს კაბის ბოლოთი იწმენდდა.მაშინ გადადგა პირველი ნაბიჯი ბერომ,გოგონას გვერდით მიუჯდა.იმის შემდეგ,ერთი საათიც არ ყოფილან უერთმანეთოდ.ბიჭმა სამხედრო სასწავლებლისკენ აიღო გეზი.გოგონამ სამხატვრო აკადემიისკენ. გამოფენაც კი მოაწყო თეამ.მერე იქორწინეს,გრემის მთავარანგელოზში დაიწერეს ჯვარი,მარტოებმა.-ტურას ყვირილმა დააბრუნა კადრი წინ.

-ამ სი..ს და ამ კახპების გამო გამოაცხადე ომი?!- თმაში ჩააფრენოდა ნატას და ქეთის,დიტოს წიხლი მიაყოლა მუცელში. ბიჭმა სიმწრით ამოიღმუვლა და წელში მოიხარა .ქეთი ჩუმად ტიროდა ბედს შეგუებული.ნატა არ განძრეულა.

-რაში გჭირდებიან?! მაშინაც ანგელოზის როლი მოირგე და დაღუპე ოჯახი! ვის აინტერესებს შენი პატიოსნება,ვის?! ფული ამოძრავებს დედამიწას,უფულოდ არაფერი ხარ! გადმოსულიყავი ჩვენს მხარეს,იქნებოდი ახლა შენს ცოლ-შვილთან თბილად! ამათ მომკითხავი არ გააჩნიათ ქვეყანაზე,-ყვიროდა ტურა ქალების თმას ჩაფრენილი.
ბერო წვალებით წამოჯდა,შეკრული ხელები მოხრილ მუხლებზე დაიწყო,ტურას დაძარღვულმა ახედა:
-ქალებს ხელი გაუშვი,ნაძირალავ!-დასჭექა კაცმა.
-მთელი ცხოვრება ვიღაცის ლაქია ხარ! ფული გჭამს,ფული! იმის მაგივრად,აქეთ შეჭამო,დაგიმონა და ძირს დაგცა! ადამიანობა წაგართვა,გამოგშიგნა და შხამით აგავსო. კაცს ტურა დაგარქვეს,შეიფერე კიდეც სახელი,არც კი გეხამუშა! სად შეიყარეთ ამდენი ნაძირალა ერთად?! -ბერომ სახეში შეაფურთხა.

წამიერად გაოგნდა სახენაიარევი,პირქუში სახე უარესად ჩაუმუქდა,იარაღი სისწრაფით ამოიძრო ქამრიდან და მამაკაცს რამდენჯერმე ფეხებში დაახალა.
ღუმელთან მსხდომნი ფეხზე წამოიშალნენ.

იარაღის ხმა კაცის მოგუდულმა ზმუილმა შეცვალა.ბეროს ფეხზე ნატყვიარიდან ,თბილი სითხე ჩამოედინებოდა.ტკივილი მთელ ტანში უვლიდა,ბარძაყს გაკოჭილი ხელები დააჭირა.
***

დამწვარი შეშის სუნი, სუფთა ჰაერს ურცხვად ეტორღიალებოდა.ბოსტნის კართან მეცხვარე ძაღლი იწვა,თათები წინ გადაედო,თავი ზედ ჩამოედო და ტანის უძრავად კაცებს შეჰყურებდა.
თავლასთან, ხანშიშესული მამაკაცი და ახალგაზრდა ყმაწვილი იდგნენ.

-მარტო არ წახვიდე დათა ძია,ბევრნი არიან.ყველას იარაღი აქვს.დაუძახე შენს ბიჭებს,მეც უნდა წამოვიდე,-ამაოდ ემუდარებოდა ყმაწვილი. კაცს არაფერი ეყურებოდა. სიმწრისგან პირი მოეკუმა და ცხენს, აკანკალებული ხელებით ადგამდა უნაგირს .

სახლის სიღრმიდან ქალის კივილი ისმოდა,დათას უარესად ეწურებოდა გული.მარინე გოჩას გლოვობდა.

დაღმართს დაშვებული ფაშატი პატრონს გიჟივით მიაგელვებდა და ფლოქვებით, ლაფიან მიწას ჰაერში ჰყრიდა.ზედ მჯდომს სახე და ტუჩები ერთიანად გაფითრებოდა.ცხენს ფერდებში ძლიერად ურტყამდა ფეხებს.ცხოველიც არ იშურებდა ძალას.
ჭიშკარს გაუსწორდა თუ არა, ლაგამი ძლიერად მოუქაჩა და სწრაფად ჩამოხტა.

დამწუხრებულ მამაკაცს მიუახლოვდა ,გადაეხვია და უთქმელად ჩაეხუტა.სიმწრის ცრემლები უხმოდ წასკდათ.
-დათა ძია,-დახშული ხმით დაიწყო მოსულმა.
-ჯღანა და ვანო გზაში არიან,მოიცადე! შენი მარტო წასვლა,არ იქნება.
კაცი ტაატით დაიძრა ეზოში მდგარ ფიცრულისკენ,მხრები ჩამოჰყროდა და წელში მოხრილიყო.შევიდა თუ არა ,გამხმარ თივის ზვინზე ჩამოჯდა და არაადამიანური ხმით ამოიღრიალა.
კაცის ხმას ძაღლები ყმუილით შეუერთდნენ.
გიგოს და მოსულს თავზე შემოეჭდოთ ხელები,მძიმედ დადიოდნენ წინ და უკან.

-გიორგი,იცოდე მეც უნდა წამოვიდე,-დაიბუხუნა გიგომ და ჩაწითლებული თვალები ფიცრულისკენ გააპარა.
-შენ იქ ვერ წამოხვალ ,ბალღო! აქ მიხედე ქალებს! ბიჭებიც მოვლენ!-კბილები გააჭრიალა მაღალმა,ბრგე მამაკაცმა. იალაღივით გაშლილი მხრები შეარხია და ჭიშკრისკენ დაიძრა.ჯღანა და ვანო ამოსულიყვნენ.

***
მდინარის პირზე მდგარი ორი მამაკაცი, ბედაურებს მოახტნენ და ჭენებით ტყის გულისკენ გასწიეს.
-იოსიფ!-დაიძახა მუსამ,როგორც კი დამფრთხალი ცხენები ყალყზე შედგნენ.
-იქ ნადირია ,რაღაცას ესევიან,-თქვა და იარაღი მოიმარჯვა.
იოსიფმა ძლივს დაიმორჩილა ცხენი,ჩამოხტა ,აღვირი მუსას გადააწოდა და ფრთხილი ნაბიჯით წინ წავიდა.
თოფის ხმაზე ნადირთა ხროვა აქეთ-იქით გაიფანტა.
ნახევრად ამოთხრილ ორმოდან ადამიანის ტანი გადმოკიდულიყო,დაფლეთილი გვამი საშინლად ყარდა.მამაკაცმა ქუდი მოიძრო და პირზე აიფარა.
სახის გარჩევა შეუძლებელი იყო,ერთიანად დაეგლიჯათ მხეცებს.
-ნუთუ დავაგვიანეთ?!-მუსას შეშფოთებული ხმა გაისმა.
იოსიფი ხმას არ იღებდა,შეკრული წარბებით და გამეხებული პირით დაჰყურებდა ორმოს.
-ხუთი ცხენი დამიბარა,მარტო არ იქნებოდა,მოათვალიერე ახლოში,იქნებ ვინმე არის კიდევ,-დახშული ხმით მიმართა მუსას.
ფერდობს აუყვა მუსა.წარბებქვეშ ,მტაცებლის თვალებით იმზირებოდა.
სამი ულაყი იწვა მხეცისგან გამოფატრული.იქვე, ცეცხლის კვალი მოჩანდა.
აქეთ-იქით წვიმისგნ ჩაჟიებული ფუთები ეყარა..
ორი მხედარი თავქვე დაეშვა.

წითურს და ბეჟანას საქმე მომთავრებული არ ჰქონდათ,როდესაც ბანაკიდან იარაღის ხმა გაიგონეს,სირბილით შეცვიდნენ ოთახში. გეგეს და დათოს,ტურა ჰყავდათ მომწყვდეული და ცდილობდნენ იარაღი აერთვათ მისთვის.
-შენ ხომ არ უბერავ ბიჭო?! რას ბაცნობ,ბლიად! სანამ არ იტყვის სხვები სად მოქესტა,ამის მოკვლა არ გამოვა,მერეც მოასწრებ!-უყვიროდა გეგე და ტურას მაჯაზე ეჯაჯგურებოდა.
-უკვდავი ვყოფილვარ მაშინ!-ღრჭენით გამოსცრა ბერომ და კიდევ ერთხელ გადააფურთხა კაცების მხარეს.
ავტომობილის ხმამ ყველა ადგილზე შეაყენა.

მზეს სხვივების ურცხვი ფათურით ცოტა მოესწრო და აეშრო ნესტი,ბუნების სასიამოვნო სურნელი დატრიალებულიყო.
სამხედრო უაზი ბანაკის შორიახლოს გაჩერდა.ჩია ტანის კაცი,რომელსაც კეხიან ცხვირზე სათვალე ჩამოედო,მანქანის უკანა კარებიდან მკვირცხლად ჩამოხტა. შავი ტყავის მომცრო ჩემოდანი გადმოიღო და საჭესთან მჯდომ მამაკაცს ხელით ანიშნა:

-ფრიდონ,ბიჭებს დაუძახე და ყუთები ფრთხილად გადმოიღეთ!-თქვა და მძღოლის გვერდით მჯდომის კარი გამოაღო.
-მოვედით ბატონო გუჯა,ბუნებასაც კი გაუხარდა თქვენი დანახვა,-ჩაიქირქილა კეხიანმა და დოქტორს რევერანსით დაუთმო გზა.
-ნუ ჯამბაზობ , ვახტანგ!-ამოიბუხუნა და ფეხი ძირს ჩამოდგა ტანსრულმა მამაკაცმა,ქუდი მოიძრო და მელოტ თავზე ხელი გადასვა.
ბანაკიდან კაცები გამოიშალნენ,სტუმრებს გზაში შეეგებნენ და მელოტს რიდით ჩამოართვეს ხელი, რიგ-რიგობით.
-აბა,ტურა ,რა ამბები გაქვს,სად არიან პაციენტები?!-მკაცრად შეხედა ტანსრულმა ნაიარევსახიანს და ოღრო-ჩოღროდ ამოფშეკილი წარბები შუბლზე ასწია.
-ბატონო გუჯა,-ყელი გაშრობოდა ტურას,-ფეხმძიმეს და უკრაინელის გარდა ,ყველა აქ გვყავს,-თქვა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა .
მელოტი სიბრაზისგან წამოწითლდა და თამბაქოსგან გაყვითლებულ კბილებში გამოსცრა:
-რას მეუბნები,იდიოტო?!ხომ გითხარი,ყველა ადგილზე დამხვდეს,თორემ შენ დაგაწვენ იმათ ადგილზე -მეთქი!
ტურა გაფითრებული ადგილზე აცმუკდა.განწირული თვალებით გადახედა ირგვლივ მყოფთ,თითებს ნერვიულად ათამაშებდა.
-ისიც აქ არის,ვინც ისინი წაგვართვა,ჯერ ვერ ვათქმევინე სად ჰყავს გადამალული,მაგრამ იტყვის-ნაიარევი სახე მრისხანების მოლოდინში, საზიზღრად დაემანჭა.

გაშლილი ხელი მოხვდა ზუსტად იმ ლოყაზე .უკან-უკან წაბარბაცდა და თავჩაქინდრული გვერდზე გადგა.
სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ბანაკისკენ მელოტი,ფეხდაფეხ მიჰყვნენ ლაქიები.

არავის დაუნახავს ნაძვებს ამოფარებული ორი მამაკაცი.

***
ბინდი ეპარებოდა სოფელს. ოთხი მხედარი ქვაღორღიან გზაზე მიაჭენებდა ცხენებს.
ეზოში,ფიცრულის გვერდით გიგო ჩამომჯდარიყო,თავი ხელებში ჩაერგო და მიწას დაშტერებოდა.ბოსტანთან მწოლიარე ძაღლმა წელი ზანტად აითრია და ბიჭის ფეხებთან გადაინაცვლა.გოჩას გაზრდილი იყო დუდუ.
სახლის სარკმელს ქალი მოსდგომოდა ჩვილით ხელში,უნანავებდა და თან ღაწვებზე ჩამონადენ ცრემლს ხელის ზურგით იწმენდდა.

ბანაკის კარი ისევ აჭრიალდა.ბერომ მილულული თვალები ზანტად გაახილა და ოთახში შემოსულ ნაცნობ-უცნობს გვერდულად გახედა.ბლანტი სითხე მდორედ მოედინებოდა მამაკაცის ბარძაყიდან.
მელოტმა თვალი მოავლო გარემოს,ჯიქური მზერა დაჭრილზე შეაჩერა.მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ,ჯერ ტახტს გადახედა,მწოლიარეს დააკვირდა,ხელით კისერი მოუსინჯა და ტურას მიმართულებით დაიღრინა.
-გაიტანეთ გარეთ!
ნატას ბაგებზე სილურჯეს დაედო ბინა.
წითური და გეგე, ქალის უსულო სხეულს თავსა და ბოლოში ჩაუდგნენ,მძიმედ ასწიეს და ჭრიალა კარში გავიდნენ.ტურა ადგილიდან არ განძრეულა.

დიტოს და ქეთის სუნთქვა შეეკრათ მელოტის დანახვაზე,გაოგნებული თვალებით მიაჩერდნენ ერთმანეთს,იცნეს ექიმი.
გუჯამ გესლიანად გაუღიმა ორივეს,დაიხარა და თვალებში ჩააშტერდა ქალს.ქეთიმ ზმუილის მაგვარი ხმები წყვეტ-წყვეტილად გამოსცა.
მელოტმა ჩაიცინა ,დიტოს მიუბრუნდა,თმა პატარა ბავშვივით აუჩეჩა და დაჭრილისკენ წავიდა.
-აბა,რაინდო,რამეს მეტყვი ახალს,თუ ვიჩხუბოთ მე და შენ?!-თითით მხარზე უბიძგა ბეროს.
მამაკაცი სახეზე სანთელივიტ ჩამოღვენთილიყო,ტკივილს შეგუებული,მშვიდად იჯდა კედელს თავმიყრდნობილი. სისხლში ამოსვრილი გაბაწრული ხელები,ბარძაყზე დაეწყო და მძიმედ სუნთქავდა.
-წადი შენი!-თვალი არ გაუხელია დაჭრილს,ისე გამოსცრა.
-ოო,მასე ვერ მოვრიგდებით!-ფეხზე წამოდგა დოქტორი.
-ვახტანგ! მომაწოდე ერთი ჩემი ინსტრუმენტი,მეურჩება ეს კაცი,ცოტა ჭკუა ვასწავლო!-ყვითელ კბილებს აკრაჭუნებდა ექიმი.
კეხიანი, ტყავის ჩემოდანს ეცა,რომელიც მაგიდაზე დაედო შესვლისას.ბალთები თითების მოძრაობით სწრაფად გახნა.სკალპელმა ავად გაიელვა კაცის ხელში.ბასრი პირი სარკესავით პრიალებდა.

კუნაპეტ ღამეს ,მთვარე მედალიონივით დაეკიდა.
სადღაც,შორიდან მგლების ყმუილი ისმოდა.

მთვარის შუქი შეუპოვრად ანათებდა გარემოს.ალაგ-ალაგ გაყინული თოვლი ალმასივით ბრწყინავდა.
ნაძვნარში ,ხეებს ამოფარებულ მამაკაცებს ,სხეული დასჭიმოდათ და დაძაბულები იდგნენ.მთელი ყურადღება ბანაკისკენ ჰქონდათ გადატანილი.
-იოსიფ,ეს ხალხი საეჭვოდ მეჩვენება,-გადაუჩურჩულა მუსამ მამაკაცს და
კარში გამოსულ ორ კაცს თვალმოჭუტული დააკვირდა,რომელნიც წელში მოეხარა მძიმე ტვირთს.

საპირისპირო მხარეს ,ბორცვზე,რომლის ამაღლებული ზედაპირი ,მოესწრო და გაეშრო მზეს,ოთხი მამაკაცი გულდაღმა გაწოლილიყო და სანადირო თოფები ბანაკისკენ მიეშვირათ.
უჩუმრად ზვერავდნენ კარში გამოსულთ.
-დათა ძია,მგონი ქალი უჭირავთ,თმა გრძელი უჩანს,-ხმის აჩქარებით გადასჩურჩულა გიორგიმ და ნაძვნარისკენ დაძრულ კაცებს თვალი მიაყოლა.

ხანშიშესულს სახე მოექუფრა,თხელ ულვაშზე, თითებით,გაღებულ პირს წრე მოატარა და ბაგეს ძირთან ნიკაპი მოისრისა.
-მგონი ეს მდევარია,ის ბიჭი რომ გაურბოდა.უნდა გამომყოლოდა შინ,-თავი დანანებით გაიქნია დათამ.
წითური და გეგე ნაძვნარის სიღრმისკენ მიათრევდნენ ქალის გვამს. დრო და დრო ხან ერთი წაიბორძიკებდა,ხან მეორე.გინებ-გინებით დააგდეს ხის ძირში „ტვირთი“.

-გეგე,მომხედე აქეთ,-ქოშინობდა წითური ,-ეს გუჯა იმდენს იზამს,ნარზე წამოგვაწვენს.მერამდენე უნდა დავმარხო დღეს,?- მკლავებმოხრილმა ხელები წინ და უკან გადაატრიალა.
-მოკეტე და მოკიდე ხელი!-დაუღრინა გეგემ და გვამს ფეხებში ხელი ჩაავლო.
-ამომასუნთქე ,ბიჭო,გავწყდი ამ მკვდრების თრევით. თუ კიდევ არ მიგვიმატა ის კაციც,-საღერღელი აშლოდა წითურს.

გეგემ ქალის ფეხებს ხელი გაუშვა და მოლაყბეს სწვდა ყელში.
-მაგაში გიხდიან მაყუთს,გესმის?!მარტო ვირთხასავით ძრომიალში კი არა! -ღრენით მოტრიალდა გვამისკენ.
-არა,რას წამოათრია ესენი თბილისიდან ,ძაღლებიც დამიხოცა მაგის ხუშტურებმა.ის ჩემის რემბო საიდანღა გამოხტა,ტფუი,ბლიად!-აგრძელებდა წითური და ხვნეშა-ხვნეშით მიათრევდა სიმძიმეს.
-ბიჭო,დააყენე ტ..კი!სანამ მიგაყოლა შენს გოშიებს!-გეგემ მობეზრებულად გაიქნია თავი.

ბორცვზე ჩასაფრებულებმა სიბნელის მიუხედავად,კარგად გაარჩიეს, ნაძვებიდან სისწრაფით გადმომხტარი ორი მამაკაცი,რომლებიც ვეფხვებივით ეცნენ წელში მოხრილებს.მოგუდული ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას.
-ესენი ვინღა არიან?!-ერთმანეთს გადახედეს ვანომ და გიორგიმ ,გაურკვევლობაში მყოფი თვალებით.

***
კეხიანმა, ცბიერად გააცოცა თვალები და მელოტს ინსტრუმენტი გადასცა.რასაც ქეთის შეკივლება მოჰყვა.
-ქეთი,ქეთიი!-ცინიკური ღიმილით შეატრიალა თავი ქალისკენ დოქტორი,-რაო,პატარავ?!შენ მეტყვი სად წაიყვანა დანარჩენები?! თუ შენ?!-ახლა დიტოს მიუტრიალდა და საოპერაციო დანა ცხვირწინ აუთამაშა.
-არ ვიცი,არ ვიცი!-შეშინებული თვალებით ისტერიულად იქნევდა თავს ქალი.ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა,რომ ეს, მუდამ ტკბილად მოუბარი მკურნალი ,ჯალათი აღმოჩნდებოდა. გზაში გახდა ერთხელ ცუდად,გონება დაკარგა. თვალების გახელისას მელოტ თავს წააწყდა,თბილად უღიმოდა თეთრხალათიანი.იმის შემდეგ დაიხვია ქალი ხელზე,ათასჯერ ჩააბარებინა სისხლი,სრული დაკვირვების ქვეშ მოიქცია. ოჯახზეც ხშირად უსვამდა კითხვებს,ვინ ჰყავდა და ვინ არა.ექიმის კაბინეტიდან გამოდიოდა,როცა შეეჩეხა დიტოს,წამიერად შეათვალიერეს ერთმანეთი.

-კეთილიი!-გაწელა სიტყვა მელოტმა,-დიტო,შენ რას იტყვი?!-გადახედა ბიჭს და სკალპელის წვერი ყელთან გაუჩერა.

ბერომ ქუთუთები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, წინ გადმოიხარა და წარბებქვეშიდან გახედა გუჯას.
-გითხარი,საიმედო ადგილზე არიან,მეთქი! ძალიან შორს აქედან!-ბოხი ხმა დახშობოდა მამაკაცს.
-ჰმ,ზღაპრების ხასიათზე მოსულა ჩვენი რაინდი!-მელოტმა საზარლად გადაიხარხარა , ჩაყვითლებული კბილები კიდევ ერთხელ გამოაჩინა და ფეხზე წამოხტა.
დოქტორის მოძრაობაზე ტურა შეხტა ,ორი ნაბიჯით უკან გადაიწია, წაიბორძიკა და გულაღმა, ღუმელთან ერთად გადაყირავდა.ხმაურით ჩამოვარდა საკვამლე მილიც. გავარვარებული ნაკვერჩხალი ირგვლივ გაიფანტა.დამწვრის სუნმა, ოთახი სწრაფად დაიპყრო.გუჯამ სიბრაზისგან ყბები გააჭრიალა,გასასვლელისკენ გაქანდა,კარი გიჟივით გამოგლიჯა და გარეთ შურდულივით გავარდა.

-გამოათრიეთ ყველა გარეთ!-დაიყვირა დაძარღვულმა და თავ-პირი ერთიანად გაუწითლდა.

ნაძვნარში, ორი მამაკაცის ფეხებთან თავწაცლილი ქათმებივით ეყარნენ გეგე და წითური.ორივეს ხორხიდან სისხლი ჟონავდა.
-მუსა!-იოსიფის ხმაში ფოლადი იგრძნობოდა,-ჩემი ძმა დაჭრილია,შიგნით ხუთი კაცია,როგორც ამათ თქვეს,-ფეხი წაჰკრა წითურის სხეულს,-მოპირდაპირედ უნდა გადახვიდე,ალყაში უნდა მოვიქციოთ როგორმე,-თვალით ანიშნა ამაღლებული ადგილისკენ.
მუსამ თავის დაქნევით თანხმობა ანიშნა და კატის ნაბიჯებით გაემართა ,ბანაკს უკან მხარეს მოექცა და სირბილით წავიდა დანიშნულების ადგილისკენ.
ბორცვზე გაწოლილებს არ გამორჩენიათ,თუ როგორ გამოძვრა ადამიანის ჩრდილი ნაძვებიდან.

***
ღამე გაირინდა,სოფელს ჩასძინებოდა.
ტახტზე მიწოლილი ხანშიშესული ქალი,დრო და დრო ძილში ხტებოდა და კვნესოდა.
იქვე,მოგიზგიზე ღუმელთან ახალგაზრდა ყმაწვილი და ქალი ისხდნენ.ბიჭი ფიჩხის ნატეხს თითებში ატრიალებდა და ცალ ხელზე დაყრდნობილ ,თავჩაქინდრულ ქალს ,დრო და დრო მორიდებით უყურებდა.
-დაწექი შენც,ცოდო ხარ!-ხმა შეაპარა ბიჭმა და სარკმელში გაიხედა.
-არ მინდა,-თავი არ აუწევია,ისე დაიჩურჩულა ქალმა.
-მე დაველოდები და როცა მოვლენ გაგაღვიძებ,-შეუვალი იყო ბიჭი.
-რა მოხდა იქ,ვინ იყვნენ?-ხმა უკანკალებდა ქალს.
ბიჭს სხეული დაეჭიმა,ფეხი ნერვულად აათამაშა.
-იმ კაცს ცხენები ავუყვანე,-მძიმედ დაიწყო ბიჭმა,-დათა ძიამ დამაბარა,გოჩას უთხარი,სანამ ეგენი არ წავლენ,არ წამოხვიდე,იქნება მობრუნდნენ და წასასველი არ ექნებათ,სახლში წამოიყვანეო,-ამოსუნთქვას ოხვრა ამოაყოლა ბიჭმა,-მე უკან მალევე გამოვბრუნდი.დავუყევი ხევს.ნახევარ გზაზე ვიყავ მოსული ,სროლის ხმა რომ შემომესმა,ჯერ მონადირე მეგონა,შევჩერდი.ისევ გავაგრძელე გზა.კიდევ გაისროლეს.რაღაც გულმა ცუდად მიყო რეჩხი,გავბრუნდი უკან სირბილით.ბანაკთან კაცები ირეოდნენ,ყველას იარაღი ეჭირა,-გიგოს ხმა შეეცვალა,თავი გაიქნია და მოწოლილი ცრემლები უხმაუროდ გადაყლაპა.აღარ გაურძელებია საუბარი.
ქალი გახევებული იჯდა,ვერ გაებედა ბიჭისთვის ეკითხა თუ არა,ბეროს ამბავი.
-ნეტავ,თუ გააღწია?-თავში უტრიალებდა ეს ფიქრი.
-შენ საიდან მოხვდი ამ უბედურებაში?-ბიჭმა ცალი წარბი ასწია და ქალს მიაცქერდა.
ლარა შეიშმუშნა,თავის ცხოვრებაზე საუბარს ყველასთან გაურბოდა.რომელი ერთი მოეყოლა? როგორ სცემდა მამინაცვალი ყოველ დღე,თუ როგორ ეგდო სასმლისგან გალეშილი დედამისი?როგორ მათხოვრობდა ქუჩაში და როგორ გააუპატიურა სამმა ახმახმა? დაკბენილი, ნამუსახდილი ქალაქის საავადმყოფოში როგორ აღმოჩნდა და როგორ შეიფარა სრულიად უცხომ?ვახტანგის მზეს ფიცულობდა ბოლო დღემდე,სანამ მოტყუებით არ წაიყვანა კაცმა ქალაქგარეთ და მიტოვებულ შენობაში დაუტოვა ლარას თავი, კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცებს.
ქალი ფეხზე წამოდგა,ბიჭს ცრემლიანი თვალებით დახედა,ხელი ჩაიქნია და ჩვილისკენ გაემართა.
მიხვდა გიგო,ცუდი ამბავი ტრიალებდა ქალის თავს.


***
მუსამ გადაირბინა თუ არა ტყის ფერდობი,ფხაკუნის ხმაზე შეჩერდა და დაუყურადა.ამოეფარა ხეს , თოფი მოიმარჯვა და იქვე ჩაჯდა. ტყეს საგულდაგულოდ ზვერავდა.ხმა აღარ განმეორებულა.ბანაკის მხარეს შემოტრიალდა და ძირს გაწვა მოხერხებულად.ის იყო მოერგო ადგილს,ფხაჭუნი უფრო ახლოდან მოესმა.გადატრიალება ვერ მოასწრო,ვიღაც დააცხრა თავზე და ყელზე ცივი რკინა მიადო.
-იარაღი დააგდე!- კბილებში ცრიდა კაცი.მუსა მოულოდნელობისგან შეკრთა,ვერ გაიგო კაცის ენა,მაგრამ მიხვდა.თავი ძირს დადო და მკლავები წინ გადააწყო.

-ვინ ჯანდაბა ხარ?!- ხმადაბლა,მაგრამ მკაცრად გამოსცა სიტყვა მამაკაცმა, დაწოლილს იარაღი აართვა და ბეჭებზე დააჭირა ლულა.
-მონადირე ვარ!-თავის აქნევით გამოეპასუხა მუსა.
-დაღესტნელია,-გაიფიქრა გიორგიმ,დაიხარა და ყურთან ახლოს რუსულად უჩურჩულა.
-ვერ გავიგე?!-კბილებს აჭრიალებდა კაცი.
-მონადირე ვარ!-კიდევ ერთხელ გაუმეორა,უკვე მამაკაცისთვის სასურველ ენაზე.
-ჰმ,მონადირე ხარ?! იქ მეორე ვინ არის,შენთან ერთად?!დავინახე, როგორ დაყარეთ ძირს ბანაკიდან გამოსულები!-უფრო დააჭირა ლულა მხრებზე.
-იქ ჩემი მეგობარი ჰყავთ,შიგნით!-მუსა ტკივილისგან იშმუშნებოდა.
-რა ჰქვია შენს მეგობარს?!-ცოტა აუშვა მამაკაცმა.
-ბერო!-სახელის გაგონებისას გიორგი შეხტა,მუსა გადმოაბრუნა,ჩააცქერდა კაცს და მორბილებული ხმით უთხრა:
-ადექი! წამომყევი!-ბორცვისკენ ანიშნა.


ნაძვნარში სამი მამაკაცის ჩრდილი გაკრთა, რაღაცაზე ბჭობდნენ და მოპირდაპირე მხარეს,ამაღლებულ ადგილს თვალებით ზვერავდნენ.ის იყო უნდა დაძრულიყვნენ ბანაკისკენ,რომ კარი გაიღო და ვიღაც სწრაფად გამოვარდა.
ცეცხლის კვამლი თავს ადვილად აღწევდა ჩამტვრეული სარკმლიდან.ორმა მამაკაცმა ხელში აყვანილი ქალი გამოიყვანეს და მიწაზე უხეშად დააგდეს,ქალის ხმა ადვილად მისწვდა ბორცვზე გაწოლილებს.
მამაკაცები შიგნით შებრუნდნენ, ახლა კაცი გამოათრიეს და ქალის გვერდზე მიაგდეს.ერთ-ერთმა წიხლი მიაყოლა.დაგდებულს ზმუილი აღმოხდა.
მეორედ შეტრიალდნენ კარისკენ,ვიღაცისთვის ერთად შეკრულ მკლავებში, ხელი ჩაევლოთ და პირქვე მოათრევდნენ.უკანასკნელი ხმას არ იღებდა.
-ის ბიჭია! ბერო!-იცნო დათამ,ჯღანას და ვანოს აქეთ-იქით გადახედა.
ძირს დაყრილ ტყვეებს,თავს, კეხიან ცხვირზე სათვალე წამოცმული და მელოტი წამოსდგომოდნენ.
ოთახში, სამი მამაკაცი პირზე აფარებული ცალი ხელით,შეშლილებივით დარბოდნენ და ცდილობდნენ ნაკვერჩხალი ჩექმის ძირებით ჩაექროთ.დაძველებულ ხის იატაკს ცეცხლი მოსდებოდა.
-დროა!-გაისმა მეხივით, იოსიფის ხმა და მიზანში ამოიღო ერთ-ერთი.
თოფის ხმამ ექოსავით გადაურა ტყეს.მოცელილი დაეცა კეხიანი.ერთ გასროლას მეორე და მესამე მოჰყვა.აღარც შეჩერებულა ხმაური.ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა.

მთის კალთაზე, თეთრწვერა,დაუძლურებულ ბერივით გაწოლილიყო თოვლი.

ხეობის სიღმეში ნაძვებზე, ორი მამაკაცი თავდაღმა დაბალზე ეკიდა და კონწიალობდნენ .ხელები უკან ჰქონდათ შეკრული და პირში ჩაჩრილი ნაჭერი ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდათ.ერთის მოტვლეპილ ,გადასერილი თავიდან წამოსული სისხლის წვეთები მიწაზე გუბდებოდა.

მეორე,რომლის სახესაც ნაიარევი ღაწვიდან ნიკაპამდე ჩამოსდევდა,ღმუოდა და ამაოდ ცდილობდა ქანაობით თავის დახსნას.
იქვე ,ახლოში ეყარა ნადირისგან ნახევრად გაფატრული ცხენების ლეში.
-იოსიფ,წავედით!-მუსამ მხარზე ხელი დაჰკრა მამაკაცს და ბედაურს მკვირცხლად მოახტა.
კაცს ზიზღი აღბეჭდოდა სახეზე,ნაძვებზე ჩამოკიდულ მოფართხალეებს ყბების ჭრიალით შეხედა, მიაფურთხათ და ცხენისკენ შემოტრიალდა.

სუსხი ძვალ-რბილში ატანდა,ყადორის უღელტეხილიდან მონადენი ცივი ქარი,არე-მარეს აფორიაქებდა.
ინწობის ნაპირს, მთისკენ მიუყვებოდა ორი მხედარი.მგლების ყმუილი აყრუებდა ხეობას.ერთმანეთს გადახედეს,თავი დაიქნიეს და აღვირი მიუშვეს ბედაურებს.

თებერვალი ,მარტს ჯიუტად ეპოტინებოდა.ზამთარს მკლავი გამოედო გაზაფხულისთვის და ქვეყნის დასანახად დაატარებდა აღმა-დაღმა.

თოვლჭყაპს, ერთმანეთში აეზილა ქვა და ღორღი.საქონლის ჯოგი ნაზად მიარწევდა ტანს და კისერზე დაკიდებულ ზარებს ამღერებდა.უკან,მაღალი,გამხდარი ყმაწვილი პატარა ,ჭრელ ლეკვთან ერთად მისდევდა.ბიჭს მხარზე მსხვილი ჯოხი გაედო და ზედ მკლავები ჩამოეკიდა.დრო და დრო ძაღლს დახედავდა და აგულიანებდა.

-მიდი,აფთარ,მიდი,აჩვენე სეირი ამათ,ნახე როგორ მიზოზინობენ,-შეგულიანებული ლეკვიც ყეფა-ყეფით ფეხებში ებლანდებოდა პირუტყვს.ბიჭს ძაღლის ქცევაზე,გულიანად ეცინებოდა.

-თაზო,რას აგიჟებ მაგ ლეკვას?-ღობიდან თავი ამოეყო ჭაღარა ბერიკაცს, ღიმილით გადაჰყურებდა მიმავალს.
ბიჭს გაეცინა და უკან ჩამორჩენილ მოზვერს სახრე გადაუჭირა.

-მარინე ძალო! მარინე ძალო!-ეზოსთან შედგა ყმაწვილი.
შიგნიდან ღრენის და ყეფის ხმა გაისმა,მეცხვარე ძაღლი სისწრაფით გამოქანდა და ჭიშკრის ძირში გამოთხრილ ორმოში ცხვირი გამოყო.
-რაო,დუდუ?-დაუყვავა და კარში გამოსულ, შავებში გახვეულ ქალს მიუბრუნდა.
-მარინე ძალო,დედამ დამაბარა,ამ საღამოს მე თვითონ ავუტან მაწონსა და რძესო,არავინ გამოაგზავნოსო,-თქვა და თავი, თითით მოიქექა.
-კარგი თაზო,-ქალს ხმა მიკნავებოდა.
-ჰო,როგორ არის ის ბიჭი,მოვიდა გონზე?-განაგრძო ქექვა და ფეხებში გაწოლილ,ენაგადმოგდებულ ძაღლს დახედა.

-მძიმედ არის,შვილო მძიმედ,სულ ბოდავს სიცხისგან,-ჩუმად თქვა ქალმა და ორივემ ვენახების მხრიდან მომავალ მამაკაცს გახედეს.დათას ერთი ხელი ნაჯახისთვის ჩაეჭიდა,მეორეთი მხარზე გადაგდებულ ფუთას ისწორებდა.
-ათი დღეა, ეგრე დადის ეს უბედური,საფლავებს ამაგრებს,პირუტყვი,რომ არ შევიდეს,-ქალმა ,შავი თავსაფარი სახეზე აიფარა და ტირილით შებრუნდა.
***
ძველებურ,ზამბარიან საწოლში მამაკაცი გულაღმა იწვა,შუბლზე თეთრი ,ზეწრის ნახევი, ოთხად მოკეცილი გადაეფარებინათ.კაცს სუნთქვა გახშირებოდა,განიერი გულ-მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. მატყლის საბნიდან ფეხი გამოეყო,რომელზეც ბარძაყიდან კოჭამდე ნახვევი იოდის ლაქებს დაეფარა.

-ვალში ვარ შენთან, გაიოზ!- დათამ საწოლთან მდგარ ,საშუალო ტანის ,შავგვრემან მამაკაცს ხელი ძლიერად ჩამოართვა.
-ეგ მეორედ არ გამაგონო!-კაცმა დათას მხარზე ხელი მოუთათუნა ,- ბევრი სისხლი დაკარგა,სისუსტეც ამიტომ აქვს,არ ინერვიულო გამოვა მდგომარებიდან,ძლიერი ჩანს.მთავარია ეს წამლები მიაშველოთ,-უთხრა დათას და ხელში ფურცელზე ჩამონათვალი სია მიაწოდა.

შავგვრემანი წავიდა თუ არა,ფეხაკრეფით გამოვიდა ქალი გვერდით ოთახიდან,მწოლიარეს შუბლიდან სველი ტილო ააცალა და ხელის გული დაადო,მერე კარისკენ გაიხედა ,მარტოდ რომ დაიგულა თავი,დაიხარა და დაჭრილს შუბლზე ნაზად აკოცა.მწოლიარე შეირხა,ტუჩის კუთხეები ოდნავ გასწია განზე.ქალი,მამაკაცის მოძრაობაზე უკან გადახტა,მკერდზე ხელი დაიდო,გულის დასამშვიდებლად.
-ნუთუ მიხვდა?-გაიფიქრა და საკუთარ საქციელზე გაწითლდა.

ეზოში შემოსულ მაღალ,მხარბეჭიან მამაკაცს,დუდუ ტანის ზმორვით შეეგება,დამთქნარებასთან ერთად წკმუტუნის ხმა გამოსცა და სტუმარს ტალახიანი ფეხებით შეახტა.
-დუდუ!-გაუბრაზდა ძაღლს და ქურთუკი გაშლილი თითებით ჩამოიწმინდა.
-დათა ძია!-კაცმა დაიძახა და კისერი წაიგრძელა სახლის მიმართულებით.
მეორე სართულის რკინის,ჟანგშეპარულ მოაჯირს ,თავზე პირსახოც წაკრული ქალი მოადგა,მორცხვად გადმოხედა დაბლა მდგომს.
-სახლში არ არის,ექიმი წაიყვანა პუნქტში,-თქვა ,თუ არა, გაწითლდა,სწრაფად შეტრიალდა და თოკზე თეთრეულის დაფენა განაგრძო.გული აჩქარებოდა,სარჭებს ხელისკანკალით აცვამდა.
მამაკაცს ოდნავ ჩაეღიმა,თავი გააქნია და პირველ სართულის კარი შეაღო.
ლარა ჩვილთან ერთად ღუმელთან მიმჯდარიყო,მაწვნის ბოთლზე წამოცმულ
საწოვარას ,პირის წკლაპუნით ექაჩებოდა პატარა.
ოთახში თავი შეყო თუ კაცმა,ქალს ანიშნა,შესვლა თუ შეიძლებოდა.
-მოდი გიორგი,-გაუღიმა ლარამ.
-როგორ არის?- ბეროსკენ გაიშვირა თითი კაცმა და წინ წაიწია.
-ცოტა უკეთ,სიცხე აღარ აქვს,-ქალი მორიდებით აიწურა,ფეხზე წამოდგა და სტუმარი ავადმყოფთან დატოვა.
***
მარტმა,როგორც იქნა ,მკლავი გააშვებინა თებერვალს და აპრილის დარაჯად დადგა.
წამოკვირტულ ხეებს წებო გასდიდოდათ და მწერებს აპურებდნენ.
ნამძინარევი ბუნება გამოფხიზლებას ცდილობდა.

ორი ბედაური ,ალურით ფარავდა გზას.ზედ მსხდომი მხედრები წელში გამართულიყვნენ და ირგვლივ ათვალერებდნენ.
-მოდიან,დათა ძია!-გიგო ეზოში ჩქარი ნაბიჯით შევიდა.
იოსიფი და მუსა, მასპინძელს გადაეხვივნენ მხრებზე ხელების ტყაპუნით.

ორმოცი დღე გასულიყო იმ ავადსახსენებელი დღიდან,როდესაც ბანაკიდან ოთხი მიცვალებული ჩამოიტანეს სოფელში.გოჩა ცალკე დაეკრძალათ.ნატასთვის,საშა და დიტო,მცველებად მიეწვინათ აქეთ-იქიდან.

***
მზეს უხვად გამოეშვა სხივები ,დედამიწას უფათურებდნენ ცხელ ხელებს.
კაკლის ძირში,ხის მოგრძო სკამზე,რომელისთვისაც სამსჭვალისები უხეიროდ ჩაერჭოთ,მამაკაცი ჩამომჯდარიყო.ერთი ფეხი მუხლში მოეხარა,მეორე წინ გაედო.ყავარჯნები ხეზე მიეყუდებინა.
-ბეროუ,როგორა ხარ, ბიჯო?-საველე ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა ბერიკაცს და ღიმილით შეჰყურებდა სკამზე მჯდომს.
-კარგად ვარ ,ვასო ძია,სამი ფეხით დავდივარ,-ყავარჯნებზე ანიშნა ბერომ და სიმინდის მარცვლებივით,ერთმანეთზე მიწყობილი ლამაზი კბილები გამოაჩინა.
-კარგად უნდა იყო,შვილო,კარგად,-თავის ქნევით გააგრძელა გზა კაცმა.

ჭიშკრიდან გამოსულ ქალს ,ბავშვი ცალი ხელით დაეჭირა,მეორე ხელით წყლის ჭურჭელი დაეკავებინა და გეზი წყაროსკენ აეღო.
-ლარა!-კაცის ხმაზე ქალი შედგა,შემოტრიალება დააგვიანა,გულ-მუცელი ერთიანად აერია,სახეზე სისხლის მოწოლა იგრძნო.

-დამიცადე!-ყავარჯნები მოიმარჯვა ბერომ და მძიმედ წამოდგა.
ბილიკის გარდი-გარდმო ნაპირი ,მწვანე ბალახს დაეფარა.ქალი უჩუმრად მიუყვებოდა გვერდში.დრო და დრო დაბნეულ მზერას აპარებდა მამაკაცისკენ.
წყაროსთან მოშორებით,ლოდზე ჩამოჯდა ბერო,ყავარჯნები ქვაზე მიაწყო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

-ლარა,დარია მომიყვანე,-ქალი ადგილზე გაიყინა,აელეწ-დაელწა სხეულში ყველაფერი.მძიმედ დაიძრა კაცისკენ და ზედ არ შეუხედავს ,ისე მიაწოდა ბავშვი.

მოჩუხჩუხე წყალს ჭურჭელი შეუდგა,განზე გადგა და ბუჩქებიდან ამოშვერილ ფოთლებს წვალება დაუწყო.
-ლარა,არ მელაპარაკები?-განაგრძობდა კაცი ქალზე ზემოქმედებას, ტუჩებს თავს ძლივს უყრიდა ,რომ არ გასცინებოდა.
ჭურჭლიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოდიოდა.
-ლარა,გაივსო,ეყოფა,-ღიმილი ვეღარ შეიკავა ბერომ და ბავშვს ღაბუა ყელზე თითიტ წაეთამაშა.

ქალი სწრაფად შემოტრიალდა,კაცთან მიიჭრა და დარიას გამორთმევა ამაოდ სცადა.ბერომ მკლავში ჩაავლო ხელი.
-დაწყნარდი,-უთხრა ჩუმად და ქალი თავისკენ მიიზიდა.
სახეალეწილმა, ხელი გამოგლიჯა და ბილიკს სირბილით აუყვა.
ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა ქალს ,ქარივით ჩაუქროლა,სახლში შევარდა და საწოლზე ,ტირილით დაემხო.
-რა დაგემართა,ლარა?-შეშფოთებული ეკითხებოდა ქეთი და წაბლისფერ თმაზე ხელს უსვამდა.ლარა წამოიწია,ქალს მუდარით სავსე თვალები მიაპყრო.
-მიყვარს,გესმის?! ძალიან მიყვარს! მაგრამ მტკივა ქეთი,ჩემი წარსული მტკივა,მრცხვენია!რა ვუთხრა,რა?!-ისევ ჩარგო თავი და ტირილს უმატა.

-ყველაფერი კარგად იქნება,ლარა,ყველაფერი,-დაუყვავა ქალმა და ეზოში შემოსულ გიორგის გახედა.
-მეც მიყვარს,-ჩაიბუტბუტა და ერთიანად გაწითლდა.
***

ფერად-ფერად ყვავილებს ,საოცარი ხალიჩა მოექსოვათ.დედოფლის გამოჩენას ელოდნენ.ერთმანეთის ჯიბრით ჩაეცვათ, ლამაზი კაბები და თავმომწონედ ეცეკვებოდნენ ონავარ სიოს.
ვარდობისთვე მობრძანებულიყო.


გაზაფხულის ბოლო თვე ,ზაფხულს ამზითვებდა. გულუხვად გადაემწვანებინა არე-მარე.მარწყვის ბუჩქებს, წითელი მძივები აესხათ და კოპწიაობდნენ.

ბეტონდასხმულ ტერასაზე, ხანშიშესული ქალი,ძირს გაფენილ ფარდაგზე დამჯდარიყო, ნიორი გაეშალა და ფეხის თითების დახმარებით გალებად წნავდა.
ღია სარკმლიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა.შუქი მოსულიყო.

-გიგო!აუწიე ცოტა, შვილო,აღარ მეყურება ,დავბერდი,-თქვა და გამზადებული ,ერთი გალა გვერდზე გადადო.
„ეთერს ვაგრძელებთ კრიმინალური ქრონიკით.შინაგან საქმეთა სამინისტრომ,სპეცოპერაციის შედეგად,ორგანიზებული,საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა. წევრები ეწეოდნენ ,ადამიანის ორგანოების უკანონო ვაჭრობას. დაკავებულთა შორის ხუთი საქართველოს მოქალაქეა,სამი უცხო ქვეყნის.ეჭვმიტანილები წინასწარ დაკავების იზოლატორში იმყოფებიან,რომელთაც ბრალი დღეს წარედგინებათ.დადგენილია,რომ ჯგუფი მარტო არ მოქმედებდა.ტარდება სამძებრო სამუშაოები ,დანარჩენი წევრების დასაკავებლად.შსს სამინისტრო აქვეყნებს მათ ფოტოებს,თუ ვინმეს გეცნობათ აღნიშნული პირები,დარეკეთ შსს-ს ცხელ ხაზზე“.

ორ ნაწილად გაყოფილი,ხის მინებჩასმული კარიდან ,ბიჭი თავმოწყვეტით გამოვარდა,ნივრის გალებს ზედ გადაევლო და ეზო სირბილით გადაჭრა.
- რამ გიკბინა ბიჭო?!გიგოო!-ქალს ხელი შეეშვა ნაწნავისთვის და გაოცებული იყურებოდა.
***
თონეში გამოკრულ შოთებს,გვერდები დაებრაწათ. სასიმოვნო სურნელი გარემოს ცხვირში უღიტინებდა. იქვე,ტაბლა მაგიდას ,სამი მამაკაცი შემოსხდომოდა.ცხელი პური გაეტეხათ,გუდის ყველთან ერთად.პატარა,გამჭვირვალე თხელ ჭიქებში ჩასხმულ სითხეს, ჯაჭვი მოეგდო თავზე.

-ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად ვიყოთ!-თქვა დათამ და გადაკრა.
-გაგვიმარჯოს!-აიტაცეს დანარჩენებმაც.
-თბილისში უნდა წავიდე!-თქვა ერთმა და მაგიდის წევრებს თვალი მოატარა.
-ბერო,-მძიმედ დაიწყო გიორგიმ,-დაგეცადა ცოტა ხანს,არეულობაა,იქნებ მიწყნარდეს და მერე წადი.ჯღანა იყო გუშინ წასული, ვერ ჩამოიტანა კარგი ამბავი.მთავრობა იცვლება,ძაღლი პატრონს ვერა სცნობსო.დანარჩენი,შენი საქმისა,შენ იცი.
-კარგად გეუბნება,შვილო,-მხარზე ხელი დაადო ხანშიშესულმა.

ორღობიდან , ახალგაზრდა ყმაწვილი დაფეთებული გამოვარდა,წინ შემხვედრი,მოკაკანე ქათმები ფეხის აქნევით გაფანტა და სირბილით შეიჭრა ეზოში.

-დათა ძია! დათა ძია!-მუხლებზე ხელებ დაყრდნობილს სუნთქვა გახშირებოდა.
-თუ მამკლავს,ეს ბალღი მამკლავს!-თქვა დათამ და სახლის წინა მხარეს, სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
თონეში ჩაყუდებული ,შავთავსაფრიანი ქალი წელში გასწორდა.ხელები ,წინსაფარზე დაისვა და მამაკაცებს გაფითრებული სახით შეხედა.
***
ღამეს, ვარსკვლავების შეჯიბრი მოეწყო. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიაფში.

ტყის სიღრმეში,ხუთი ადამიანი მიაპობდა გზას.მხარს მოგდებული თოფის ლულები რქებივით ამოშვეროდათ.ერთი , გზას ფანრით ანათებდა და თან უკან ,ფეხათრევით მოსიარულეს, დრო და დრო გამოხედავდა.
-ბერო,ხომ კარგად გახსოვს ის ადგილი?-ჯღანამ მიანათა შუქი.
-კი,ცოტა ზევით არის,სადღაც ოცდაათ მეტრში!-თქვა და მტკივან ბარძაყზე ხელი გაისვა.

ნაძვებს თავად მოერთოთ თავი,გირჩები გამოესხათ და ციყვებს უხვად უმასპინძლდებოდნენ.
ხეზე დაკიდული ორი თოკი,დამპალიყო და გაძენძილიყო. გრილი ნიავი ოდნავ არხევდა,უსაჯდომო საქანელას.
-გიორგი!-იქითაც მოძებნე,ფანარს კარგად უნათებდა ჯღანა კაცებს და მიწას გაფაციცებით ათვალიერებდა.

ძვლები ,ორ ნაჭრის ტომარაში ჩაყარეს,პირი კარგად მოუკრეს და უკან გამობრუნდნენ.
-თუ არ გაფანტეს,ან ლეკვებს არ წაუღეს ულუფა,მაშინ საქმე უკეთესად გვაქვს,-თქვა დათამ და იქაურობას კიდევ ერთხელ გახედა.

***

სარკმელში შემოდგმული ნავთის ლამპა, ოდნავ ბჟუტავდა. ღუმელის ადგილას,მომცო ტახტი დაედგათ,ზედ ჩაძინებულ ქალს,თმები გვერდზე ჩამოშლოდა და გამობურცული ტუჩები ოდნავ გაეხსნა.მშვიდად სუნთქავდა.გვერდით პატარა ბავშვი, კედლის მხარეს მიეწვინა.მუცელზე დაწოლილ პატარას ,თავი გვერდზე მოექცია და ერთი ხელი ცხვირთან აეფარებინა.
ოდნავი ჭრიალით გაიღო შემოსასვლელი კარი,მამაკაცი ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა მძინარეებს და ზემოდან დააცქერდა მომღიმარი.ქალმა,თითქოს მზერა იგრძნო,შეიშმუშნა,ღაწვზე ხელი დაისვა და ძილი განაგრძო. ბერო არ განძრეულა.თითქოს იმ ადგილას გაედგა ფესვები.ხელი ბავშვისკენ გააპარა,ფაფუკ თითებზე ნაზად გადაუსვა და ქალის თმაზე გადმოინაცვლა.თმიდან ყელისკენ გადაინაცვლა.ლარა შეხტა,ბეროს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

-რას აკეთებ?!-მკაცრად უთხრა და ბავშვს გადახედა.
მამაკაცს უკან არ დაუხევია,უფრო ახლოს მიიწია,სახე სახეს გაუსწორა.
სუნთქვა აჩქარებოდათ ორთავეს.გულს, ყელში დაედო ბინა.

-თბილისში მივდივარ!-უჩურჩულა შუბლთან ახლოს.
ქალი აილეწა,მისი გულისცემა კაცმაც გაიგონა.
-არაფერი გაქვს სათქმელი?- ლამის ტუჩები დააკრა ქალს.
ლარამ თითქოს ენა გადაყლაპა,პირი გაშრობოდა.კაცის სიახლოვემ,მხურვალედ დაუარა ტანში.
-ისევ არ მელაპარაკები,-ჩაილაპარაკა მამაკაცმა ,ტუჩები ქვემოთ ჩამოაცურა და ქალის ბაგეს გაუსწორა.
-ლარა,მივდივარ,-ეჩურჩულებოდა მამაკაცი და პასუხს ამაოდ ელოდა.
ათრთოლებულ ქალის ცრემლებმა, ადვილად გადმოლახეს კალაპოტი და ღაწვებზე დაეშვნენ.

კაცს გაეღიმა.ოდნავ შეეხო ბაგეზე,ლარა არ გაძალიანებია,არც განძრეულა.უფრო მიაკრა ტუჩები.კვნესის ხმაზე ,მამაკაცს სისხლი აუდუღდა,ტანში აძაგძაგდა,თავს ვეღარ იმორჩილებდა.ვნება ბატონობდა. თავის ქნევით შეეცადა აზრების გაფანტვას.

-დარიას გაუფრთხილდი,-უთხრა და ცხვირი, ქალის ყელში ჩარგო,ღრმად შეისუნთქა,წამოხტა და გარეთ გავარდა.
ის ღამე,ორივემ თეთრად გაათენა.ქალმა სარკმელთან,კაცმა დუდუსთან,რომელიც ბეროს ფეხებთან გაწოლილიყო და კაცის ბუტბუტზე ხმადაბლა წკმუტუნებდა.

***
წვიმის თქეშს გაელუმპა ირგვლივ ბუნება.ხეები გულიანად ჩამოებანა და ნაბანი წყალი გუბეებად დაეყენებინა გზებზე. ივნისის მეათე დილა, ღრუბლიანი გათენდა.

ქეთის ,პატარა დარია დაეჭირა და არწევდა.პატარა ჭუჭყუნებდა.
-ლარა,რამე ხომ არ სტკივა?-შეწუხებული სახით გახედა ქალმა.საპასუხო ხმა არ ყოფილა.
-ლარა!-ხმას მოუმატა ქეთიმ,-რა დაგემართა? ხუთი წუთია გაშტერებული დგახარ.
-რომ აღარ ჩამოვიდეს?-ცრემლი გადაყლაპა და ქალს ბავშვი გამოართვა.
-ჩამოვა,-ყრუდ ჩაილაპარაკა ქეთიმ.
-რატომ წავიდა,საერთოდ?იქნებ ვინმე ჰყავს?-ხმაში კანკალი დაეტყო.
ქალებს საუბარი,შემოღებულ კარში ,თავშემორგმულმა მხარბეჭიანმა შეაწყვეტინათ.

-ქეთო,-ქალი შეკრთა და გიორგის მიაჩერდა.
-ზეგ ,წამოხვალ,ნეკრესში?შესაწირი მიგვყავს,-შუბლი გახსნოდა კაცს და იღიმოდა.
-ქეთო არ ვარ,ქეთი ვარ,-ჩაიდუდღუნა ქალმა და ლარას უკან გამოართვა ბავშვი.
-ქეთო! წამოხვალ?! ლარა და დარიაც წავიყვანოთ,-გიორგი ქალისკენ დაიძრა და წინ დაუდგა პასუხის მოლოდინში.
-წამოვალთ,- ლარამ უპასუხა,ორივეს ღიმილით გადახედა,დარია ისევ გამოართვა და გარეთ გავიდა.

ქალი დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით დააცოცებდა. გიორგიმ უფრო წინ მიიწია.
-შენი პასუხი მინდა!-შეუვალი იყო კაცის ხმა.
ქალი უკან-უკან წავიდა,ხელები და ფეხები ერთიანად უცახცახებდა,კედელს ზურგით მიეყრდნო.მამაკაცი მიჰყვა მხრების რხევით.
-შენ რა,ჩემი გეშინია?-უღიმოდა და უფრო ახლოს იწევდა ქეთისკენ.
ქალს სახე აენთო,წარბებს თავი ერთად მოუყარა და მამაკაცს მკერდზე ორივე ხელი ჰკრა.ძვრა ვერ უყო.
გახელდა კაცი,სხეულში დუღილი იგრძნო,ქალს მკლავებში ძლიერად მოკიდა და ტანზე აიკრა.ქეთი აფართხალდა,განწირული იქნევდა თავს.
მოულოდნელად დააკვდა კაცი ტუჩებზე.ამაოდ გაიბრძოლა ქალმა.
ტკაცანის ხმას,კაცის სახის აწითლება მოჰყვა.
გიორგიმ უკან დაიწია,თვალები მხეცივით უელავდა,ყბები გააჭრიალა და როგორც მსხვერპლს,ისე დააცხრა ხელმეორედ.
ქეთი მოდუნებულიყო.

***

თბილისის ცას ნაცრისფერი დასდებოდა,ღრუბელი ძალას იკრებდა.
შავი ფერის მსუბუქი ავტომობილი,კორპუსის წინ გაჩერდა.იქიდან, ,დაბალი,ჩაფსკვილი მამაკაცი გადმოვიდა.კიბე ხვნეშით აიარა და ლიფტის კართან შეჩერდა.-შუქი არ არის,ტფუი-ხმადაბლა შეიგინა და საფეხურებს შეუყვა.
ყოველ სართულზე, ყელში წაჭერილ ჰალსტუხს ნელ-ნელა უშვებდა.
სახლის კართან შედგა.მარჯვნივ,საშრობისკენ გაიხედა და გაკვირვება გამოესახა.
-ბერო?!
-გამარჯობა ,სევერიანოვიჩ!-ჩაფსკნილისკენ წავიდა და ხელი ჩამოართვა.

-აქ საიდან გაჩნდი,კაცო?!-გაოცებას ვერ მალავდა.საკეტს გასაღები სწრფად მოარგო და მოულოდნელი სტუმარი შინ შეიპატიჟა.
-სევერიანოვიჩ!-მძიმედ დაიწყო ბერომ და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.-შენი დახმარება მჭირდება,უარი არ მიიღება!-სიმკაცრე გაურია ხმაში.
-მითხარი,-მამაკაცი წინ ,მაგიდასთან ჩამოჯდა,ჰალტუხი თავზე გადაიძრო და პერანგის სამი ღილი ჩაიხსნა.
-მოკლედ, ერთი ქალის გაუპატიურების საქმეზე მინდა გავიგო აბსოლუტურად ყველაფერი.ვინ იყვნენ,რატომ შეცვალა ექიმმა ჩვენება,ვის დააფარეს ხელი!-თითები სავარძლის კიდეზე დააკაკუნა.
ჩაფსკნილი ადგილზე აწრიალდა,თვალებით გამოსავალს ეძებდა.
-უარი არ მიიღება!-დაუმარცვლა ბერომ,ფეხზე წამოდგა,ფურცელი წინ დაუდო და ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით კარისკენ დაიძრა.გასვლამდე ,თავი უკან შემოატრიალა.
-ხვალ,საღამოს მოვალ!-თქვა და კიბეზე დაეშვა.
უჰალსტუხო,ხელებში თავჩარგული დაშტერებოდა ქაღალს,რომელზეც გარკვევით ეწერა:-„ლარა გრიგოლის ასული გრიგალაშვილი“

***
ღრუბლებს საქმე მოეთავებინათ და თავის გზაზე წასულიყვნენ.
სალოცავის გზას დამდგარიყო ხალხის რიგი,ფუსფუსით და ფუტფუტით.ქალებს მანდილი წაეკრათ თავზე და ნელ-ნელა მიუყვებოდნენ აღმართს.ქვემოთ,კაცები ღორებს კლავდნენ,შესაწირი მიეტანათ.

ამაყად იდგა ნეკრესი.

-უკვე ორი კვირა გავიდა,-თავჩაღუნულმა ჩაილაპარაკა ლარამ და ქეთის აცრემლებულმა გახედა.
-ლარა,-ხმა გაპარვოდა ქალს,-მე ბეროს ყველაფერი ვუთხარი,მაპატიე.
-რა თქვი? გაიმეორე რა თქვი,ქეთი?-აკანკალებული ქალი გაოცებული შესცქეროდა ქეთის.
-მაპატიე,-ხმაში ცრემლი იგრძნობოდა.
მთელი გზა არ ამოუღია ქალს ხმა,პატარა დარია ჰყავდა აკრული გულზე და ძლიერად იხუტებდა.არც ლუკმა გაუტეხავს, და არც არავისთვის შეუხედავს.ტანში სიმძიმეს ძლივს დაათრევდა.

***
ივნისმა კალენდარზე თავისი ფურცელი ჩამოხია და გზა ივლისს დაუთმო.
მზე ისე აჭერდა დედამიწას,თითქოს კოცონის დანთება სდომებოდა.
ბილიკს,რომელსაც გარდი-გარდმო მწვანე ბალახი დასდევდა,ქალი მიუყვებოდა ჭურჭლით ხელში. წყაროსთან შეჩერდა,ჭურჭელი შეუდგა და იქვე, ლოდზე ჩამოჯდა.ცალ მკლავზე თავი ჩამოაყრდნო და თვალი,ყვავილზე მობზუილე ფუტკარზე გაუშტერა.
-ვისზე ფიქრობ?-ნაცნობმა ხმამ სისხლი გაუყინა,თავი მძიმედ ასწია და მომღიმარ მამაკაცს გაოცებულმა შეხედა.
-ლარა!-ტუჩის ნაპირები განზე გაეწია კაცს.აფორაჯებული ქალი არ დაძრულა ადგილიდან.
-ისევ არ მელაპარაკები?-თბილი იყო ბეროს ხმა, ლარასკენ წაიწია.
-მოდი ჩემთან,მოდი,-მხრებში ჩაავლო ხელი და მსუბუქად ასწია,ქალი მიჰყვა.
-ჩემი სულელი ხარ!-უჩურჩულა კაცმა ყურში და კისერში შეაპარა ტუჩები.
ლარა ტიროდა.
***
თეთრ ,ბათქაშ ჩამოყრილ,სამსართულიან ბეტონის შენობაში,ლურჯსაღებავ გადაცლილ აივანზე ,აღელვებული მამაკაცი, ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით გადი-გამოდიოდა.წარა-მარა შიგნით იყურებოდა და თეთრხალათიანების მოძრაობას გაფაციცებით აკვირდებოდა.აივნის ძირში,ბრგე მამაკაცს ხელი გადაეხვია ,გამხდარ,თმაგაშლილ ქალისთვის და ზევით მდგომს ღიმილით აყოლებდნენ თვალს.
*
საღამო, ჟრიამულით შემობრძანდა სოფელში. ერთ-ერთი კომლიდან, დოლ-გარმონის ხმა და მოქეიფეების სიმღერა,არე-მარეს აცოცხლებდა.
სოფლის შარა გზაზე,ახალგაზრდა ყმაწვილი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა,გული გადაღეღვოდა და ხშირი სუთქვით,ცხვირის ნესტოებს ბერავდა.ჭიშკარი ისე შეგლიჯა,არც შეჩერებულა.

-დათა ძია,დათა ძია!-ყვიროდა ყმაწვილი და სიღრმეში მიიწევდა.
კარის ზღურბლზე, თხელულვაშიანმა ,ხანშიშესულმა კაცმა გადმოაბიჯა და ბიჭს წარბები შეუყარა.

-რა გინდა ბალღო,მართლა შენ უნდა მამკლა?!
-დათა ძია! ბიჭია,ბიჭი!


დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი abezara98

მმმმმმ, შენ არ იცი, როგორ გამახარე სრულად რომ ატვირთე blush კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ blush

 



№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

abezara98
მმმმმმ, შენ არ იცი, როგორ გამახარე სრულად რომ ატვირთე blush კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გადავიკითხავ blush


მადლობა ჩემო კარგო <3
ვიფიქრე სრულად სჯობია იდოს,თავების ძებნას)))

 



№3  offline წევრი თ.მ

ვგიჟდები ამ ისტორიაზე❤️ უამრავჯერ წავიკითხე, მაგრამ ყოველჯერზე თითქოს პირველად ვკითხულობ❤️❤️

 



№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თ.მ
ვგიჟდები ამ ისტორიაზე❤️ უამრავჯერ წავიკითხე, მაგრამ ყოველჯერზე თითქოს პირველად ვკითხულობ❤️❤️

ძალიან სასიამოვნოა <3
მადლობა საყვარელო <3

 



№5 ახალბედა მწერალი ლორელაი

სიამოვნებით წავიკითხე, მეგონა ძველ დროში ვმოგზაურობდი ან მეოცე საუკუნის მწერლის დაწერილს ვკითხულობდი.კარგი ფილმი გამოვიდოდა ამისგან.წარმატებები

 



№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ლორელაი
სიამოვნებით წავიკითხე, მეგონა ძველ დროში ვმოგზაურობდი ან მეოცე საუკუნის მწერლის დაწერილს ვკითხულობდი.კარგი ფილმი გამოვიდოდა ამისგან.წარმატებები

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 



№7  offline წევრი mirandaa31

კარგია სრულად რომ დადე ❤️ სიამოვნებით გადავიკითხე. ჩემთვის ეს ისტორია ნომერ პირველია და ძალიან ბევრს ნიშნავს ❤️ საუკეთესო ხარ ნინა ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

mirandaa31
კარგია სრულად რომ დადე ❤️ სიამოვნებით გადავიკითხე. ჩემთვის ეს ისტორია ნომერ პირველია და ძალიან ბევრს ნიშნავს ❤️ საუკეთესო ხარ ნინა ❤️


მადლობა ჩემო თბილო heart_eyes
რასაც დავდებ,ყველას სრულად დავდებ,მკითხველისთვის უფრო საინტერესო იქნება,ლოდინი არ მოგიწევთ,მეც მშვიდად ვიქნები)))))

 



№9  offline წევრი mariam m.k

Saertod arc tavebad da arc ise wamikitxavs es motxroba da sheni motxrobebic arasdros wamikitxavs.uewveli wavikitxav Shen am istoriasac da sxva istoriebsac xo exa wavedi chavujeqi hm hm empciebs gagiziareb

 



№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

mariam m.k
Saertod arc tavebad da arc ise wamikitxavs es motxroba da sheni motxrobebic arasdros wamikitxavs.uewveli wavikitxav Shen am istoriasac da sxva istoriebsac xo exa wavedi chavujeqi hm hm empciebs gagiziareb


მადლობა)))

ახალი ვარ ამ ოჯახში)))

 



№11 წევრი tasusuna

ჰო, თავიდან რომ,წავიკითხე, ჯერ კიდევ თავებად დებდი და, საკადრისი რაოდენობის მკითხველი რომ არ ჰყავდა, გავბრაზდი, და გვერდზე დავდევი, ნახეთ ,წაიკითხეთ, ამაზე ლამაზად დაწერილს, იშვიათად ნახავთთქო, სულ ახალი იყავი და რატომღაც, ეგრევე გავიფიქრე, რომ ამ სტატუსს ძალიან მალე მიიღებდი, რასაც ახლა ფლობ..
გამიხარდა საკუთარივით, სულ თავში რომ დაგინახე, ჩემი საყვარელი მოთხრობის სათაურით და, წამში გადმოვედი შენს პროფილზე, გადასამოწმებლად, თვალი ხომ არ მატყუებსთქო..
მგონი რომ, ყველაზე მეტად იმსახურებ, იმდენად განსხვავებული ენით აღგვიწეერ ყველაფერს..
მოკლედ, გილოცავ პირველ ნაბიჯებს,
ძალიან, ძალიან მაგარი ხარ და,
ველოდები ახალს ახალი განცდებისთვის

 



№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tasusuna
ჰო, თავიდან რომ,წავიკითხე, ჯერ კიდევ თავებად დებდი და, საკადრისი რაოდენობის მკითხველი რომ არ ჰყავდა, გავბრაზდი, და გვერდზე დავდევი, ნახეთ ,წაიკითხეთ, ამაზე ლამაზად დაწერილს, იშვიათად ნახავთთქო, სულ ახალი იყავი და რატომღაც, ეგრევე გავიფიქრე, რომ ამ სტატუსს ძალიან მალე მიიღებდი, რასაც ახლა ფლობ..
გამიხარდა საკუთარივით, სულ თავში რომ დაგინახე, ჩემი საყვარელი მოთხრობის სათაურით და, წამში გადმოვედი შენს პროფილზე, გადასამოწმებლად, თვალი ხომ არ მატყუებსთქო..
მგონი რომ, ყველაზე მეტად იმსახურებ, იმდენად განსხვავებული ენით აღგვიწეერ ყველაფერს..
მოკლედ, გილოცავ პირველ ნაბიჯებს,
ძალიან, ძალიან მაგარი ხარ და,
ველოდები ახალს ახალი განცდებისთვის

მადლობა ტასო <3
არ ველოდი,ასე მალე თუ დამკიდებდნენ დაფნის გვირგვინს))))))

სასიამოვნოა,ასეთი შეფასებები <3
თქვენც,ყველას წარმატებით გევლოთ <3

ახალი ისტორია დაწყებული მაქვს,იმედია ისიც საინტერესო იქნება მკითხველისთვის.როდის დავასრულებ ზუსტად არ ვიცი,ისეთი ცუდი გრაფიკი მაქვს,გადარბენ-გადმორბენები)))

 



№13  offline წევრი ჰაიკო

ძალიან კარგად წერ,ძალიან,ყველაფერი მომწონს,ყველა კომპონენტი,დიალოგები-დონეა, თხრობითი ნაწილი-მით უმეტეს.ასე განაგრძე!! შენ მწერალი ხარ უკვე!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჰაიკო
ძალიან კარგად წერ,ძალიან,ყველაფერი მომწონს,ყველა კომპონენტი,დიალოგები-დონეა, თხრობითი ნაწილი-მით უმეტეს.ასე განაგრძე!! შენ მწერალი ხარ უკვე!

ჰაიკო,დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 



№15 სტუმარი სტუმარი ნანა

ნინა საუკეთესო ხარ! მიხარია რომ ხარ! ❤️❤️❤️

 



№16  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
ნინა საუკეთესო ხარ! მიხარია რომ ხარ! ❤️❤️❤️

ნანიკო <3 მადლობა ჩემო თბილო <3

 



№17 სტუმარი სტუმარი მარია

ერთერთი საუკეთესო ხარ.მიხარია რომ აქ ხარ და გვიზიარებ ამ საოცრებებს გელი სულმოუთქმელად..

 



№18 სტუმარი სტუმარი სალომე

ასეთი ისტორია ჯერ არ დაწერილა ალბათ . საოცარი უნარი გაქვს ყველაფრის სიზუსტით გადმოცემის . ასეთი გამართული ნამუშევარი სიგიჟეა . სრულყოფილი ხარ ????????

 



№19  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარია
ერთერთი საუკეთესო ხარ.მიხარია რომ აქ ხარ და გვიზიარებ ამ საოცრებებს გელი სულმოუთქმელად..

მადლობა მარია <3

სტუმარი სალომე
ასეთი ისტორია ჯერ არ დაწერილა ალბათ . საოცარი უნარი გაქვს ყველაფრის სიზუსტით გადმოცემის . ასეთი გამართული ნამუშევარი სიგიჟეა . სრულყოფილი ხარ ????????

სალომე,მადლობა <3

 



№20 სტუმარი სტუმარი shorena

აი ასეთი,აზრიანი,ცოტა რეალური და შინაარსიანი ისტორიები დადეთ ხოლმე,რა. თორემ,ამ ზღაპარმა სიყვარულის ისტორიებმა მომკლა. თინეიჯერი გოგო-ბიჭების ცანცარმა და ღლაბუცმა -_-

 



№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი shorena
აი ასეთი,აზრიანი,ცოტა რეალური და შინაარსიანი ისტორიები დადეთ ხოლმე,რა. თორემ,ამ ზღაპარმა სიყვარულის ისტორიებმა მომკლა. თინეიჯერი გოგო-ბიჭების ცანცარმა და ღლაბუცმა -_-

მადლობა შორენა <3

 



№22  offline წევრი Barbare ❤

sityvebi ar myofnis im emociebis agsawerad rac me am istoriis kitxvisas vigrdzeni. ise kargad wer dhemoagwia titoeulma grdznobam: tkivilma, tanjvam tu bednierebam... dzlieri istoriaa ar shewyvito wera dzalian gamixardeba ert dges wignis magaziashi tu wavawydebi shens wignebs ❤️warmatebebi. ❤️

 



№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Barbare ❤
sityvebi ar myofnis im emociebis agsawerad rac me am istoriis kitxvisas vigrdzeni. ise kargad wer dhemoagwia titoeulma grdznobam: tkivilma, tanjvam tu bednierebam... dzlieri istoriaa ar shewyvito wera dzalian gamixardeba ert dges wignis magaziashi tu wavawydebi shens wignebs ❤️warmatebebi. ❤️

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
მოხარული ვარ,რომ რა განცდაც ნაწარმოებში ჩავდე,სრულად აღიქვით <3

 



№24  offline წევრი Barbare ❤

ტერიკო74
Barbare ❤
sityvebi ar myofnis im emociebis agsawerad rac me am istoriis kitxvisas vigrdzeni. ise kargad wer dhemoagwia titoeulma grdznobam: tkivilma, tanjvam tu bednierebam... dzlieri istoriaa ar shewyvito wera dzalian gamixardeba ert dges wignis magaziashi tu wavawydebi shens wignebs ❤️warmatebebi. ❤️

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
მოხარული ვარ,რომ რა განცდაც ნაწარმოებში ჩავდე,სრულად აღიქვით <3

araa es "t" boloshi ashkarad zedmeti iyo :D maberebs arada sul ragac 18wlis var :D ❤️

 



№25  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ბარბარე,
უპს,აღარ ვიზამ,თუ გაბერებს :D <3

 



№26  offline წევრი magdamargia

ეს რა იყო ღმერთო?!
ეს იყო საოცრება <3
არ ვიცი რა ვთქვა... განსვავებული და სასწაული...
მე ასეთი რამ ამ საიტზე არ წამიკითხავს...გაოცებული ვარ...
წერის სტილი გაქვს საოცარი <3
ბრავო!
ეს ისტორია ჩემი ფავორიტია დღეიდან <3
განსხვავებული, დახვეწილი და საოცარი <3
მადლობა შენ ამისთვის <3

 



№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

magdamargia
ეს რა იყო ღმერთო?!
ეს იყო საოცრება <3
არ ვიცი რა ვთქვა... განსვავებული და სასწაული...
მე ასეთი რამ ამ საიტზე არ წამიკითხავს...გაოცებული ვარ...
წერის სტილი გაქვს საოცარი <3
ბრავო!
ეს ისტორია ჩემი ფავორიტია დღეიდან <3
განსხვავებული, დახვეწილი და საოცარი <3
მადლობა შენ ამისთვის <3

უღრმესი მადლობა მაგდა <3
heart_eyes heart_eyes kissing_heart

 



№28  offline წევრი nanika

ჰაიმეე... ეს რა იყო...დამამუნჯე. გავგიჟდი, გადავირიე და შემიყვარდი... ერთ-ერთი საუკეთესოა რაც ამ საიტზე წამიკითხავს. საუკეთესო ხარ ჩემო კარგო,წარმატებები შენ და ველი შენს ახალ ისტორიებს

 



№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

nanika
ჰაიმეე... ეს რა იყო...დამამუნჯე. გავგიჟდი, გადავირიე და შემიყვარდი... ერთ-ერთი საუკეთესოა რაც ამ საიტზე წამიკითხავს. საუკეთესო ხარ ჩემო კარგო,წარმატებები შენ და ველი შენს ახალ ისტორიებს

ნანიკა <3 უღრმესი მადლობა <3

 



№30  offline წევრი beshqen

ძალიან გამართულად წერთ,რაც ასე იშვიათია აქ,იმდენ აბდაუბდობას მიაქვს საიტი,შემოხედვაც აგარ მინდოდა...გამიხარდა ჩემი ბავშვობის ადგილების მონახულება,ალბათკარგად იცნობთ იქაურობას,საბუე,გრემი,ალმატი და განუმეორებელი ფიქალები,მადლობა,წარმატებებს გისურვებთ,არ შეწყვიტოთ წერა,ძალიან ნიჭიერი ხართ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent