შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (2თავი)


25-06-2018, 11:33
ნანახია 3 114

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (2თავი)

-ეს გეგეა. მისი მოვალეობა... აქ ცოტა ხანს ფიქრობს. -უბრალოდ მექალთანე. ამბობს მამა და ყველას, გარდა გეგესა სიცილი უვარდება. -ეს ჩემი ქალიშვილია. გეგეს მიუბრუნდა მამა.
-სასიამოვნოა. ვამბობ მე და ბიჭის ცისფერ თვალებს ვაწყდები, ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და ყელიც გამიშრა. ჭიქიდან წყალი მოვსვი და მას მზერა ავარიდე.
-----------------


-ესიეგი. კაბინეტში დაუკითხავად შემოდის გეგე. -ჩემი ახალი უფროსი ხარ?
-არ გასწავლეს რომ, კარზე უნდა დააკაკუნო?
-ბოდიში. ის გარეთ გადის და კარზე აკაკუნებს. არ მინდა გამეღიმოს მაგრამ მაინც მეღიმება.
-კარგი ჰო, შემოდი.
-ვიმეგობროთ? ხელს მიწვდის გეგე. მის თხელ თითებს ვუყურებ და შემდეგ ხელს ვართმევ.
-ესეიგი მექალთანე?
-ეგრეც არ არის. ამბობს ბიჭი და სავარძელში ჯდება.
-ვითომ?
-ნუ ცოტათი შეიძლება.
-რამე გინდა ჩემთან?
-მხოლოდ გაცნობა. გეგე ჩემ სავარძელს დაწვდა და მის სავარძელთან ისე ახლოს მიაგორა ჩვენი მუხლები ერთმანეთს ხმაურით შეასკდა, ვიგრძენი გული ამიჩქარდა და თვითონ ვერ მივხვდი ეს რა შეგრძენება იყო. -ძალიან ლამაზი ხარ. მეუბნბება ეს უკანასკნელი, ჩემი სავარძელი უკანვე გააგორა, ფეხზე ადგა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-ერთი წუთით. ვეუბნები მას და სხეულს დამორჩილებას ვაიძულებ, მისკენ მივდივარ, უკვე ღია კარებს ვკეტავ და თვალებში დაჟინებით ვაშტერდები. თავხედი ხარ და აღარ გაბედო ჩემთან ასე მოქცევა. სახის მიმიკა წამებში შეეცვალა და კმაყოფილება გაოცებამ შეცვალა.
-ცუდად არ მითქვამს ტასო.
-არავისში შეგეშალო. ვამბობ მკაცრად, კარს ვაღებ და ვანიშნებ, რომ გავიდეს. ისიც გადის.

იმ საღამოს მეგობრები ჩემი ამბის აღსანიშნავად ბარში წავედით.
-აუფ ისე რა დროს შენი დირექტორობა იყო, მეუბნება ანა.
-რატომ?
-კაი რა, ჯერ ოცდახუთის ხარ, გართობა როდის უნდა მოასწრო?
-როცა მომინდება ნებისმიერ დროს ანა.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით.
-რავი, შენი საქმის შენ იცი. ამბობს ის და მოცეკვავე მეგობრებს უერთდება. ვგრძნობდი მისი განცხადების გამო სიბრაზე მომერია და წასვლა გადავწყვიტე.
-გამარჯობა. აქ რას აკეთებ?
-იმას რასაც შენ. შევუღრინე თავზე წამომდგარ გეგეს.
-მეეჭვება, ტუჩი ჩატეხა გეგემ. უკვე მიდიხარ?
-ჰო.
-გინდა გაგაცილო?
-გამატარე რა, ვეუბნები და მხარი ძლიერად ვკარი. ხელი მაჯაზე წამავლო და შეჩერება მაიძულა.
-ეს შენი ტერიტორია არ არის საყვარელო. ამბობს კმაყოფილი და მზერა გამისწორა.
-იცი რომ იდოტი ხარ?
-მამიკოსთან გაიქცევი და ჩემ თავს გააგდებინებ? ხელი მოვუქნიე მაგრამ დაიჭირა. -არც იფიქრო გამარტყა.
-რა გინდა ჩემგან? დღეს გაგიცანი, თავს რატო არ მანებებ?
-იქნებ მომეწონე. სახე ახლოს მომიტანა ამ უკნასკნალმა, სიცილს ვერ ვიკავებ. - რა გაცინებს?
-სასაცილოდ გამოიყურები. გამატარე.
-ხვალ შევხვდებით. მითხრა გამომწვევად და გზა დამითმო.


-კარგად ხარ? მეკითხება სახლში შესვლისთანავე დედა.
-ჰო. ვპასუხობ და საძინებლისკენ გავრბივარ.
-ტასო.
-რა დედა? დავიღრიალე და მოვტრიალდი. -მაპატიე. რაღაც არ ვარ კარგად.
-მამასთან შედი.
-ხომ კარგად არის?
-ჰო. ამბობს და ტრიალდება.
-დედა გთხოვ. ხმა გამებზარა და პატიება კიდევ ერთხელ ვთხოვე ჩემი საქციელის გამო.
-უბრალოდ მასთან შედი. ამბობ დედა ისე რომ ჩემკენ არც იხედება. ზუსტად ვიცი ახლა თავის ოთახში გამოიკეტება და ტირილს დაიწყებს, როგორ მძულს ჩემი ეს ფეთქებადი ხასიათი. თავის კონტროლი ვერა და ვერ ვისწავლე. როცა ასე ვიქცევი ყოველთვის ჩემ ბიოლოგიურ მშობლებზე ვფიქრობ და მხოლოდ გენეტიკას ვადანაშაულებ ამ ხასიათის გამო. ძალას ვიკრებ და მამას კაბინეტში შევდივარ.
-ჩემთან ლაპარაკი გინდოდა? ვეუბნები და სავარძელს მისი სავარძლის ახლოს ვდგამ. გაზეთის კითხვას თავს ანებებს და ნიკაბზე უკვე დაბერებულ თითებს მზრუნველად მკიდებს.
-ცეცხლი ანთია შენს თვალებში ტასო. მეუბნება მამა და შუბლზე მკოცნის. ყოველ დღე მადლობას ვწირავ უფალს, რომ შენისთანა შვილი მიბოძა. ახლა ყველაფერი შეიცვლება. მზად ხარ ამისთვის?
-რას გულისხმობ? რა უნდა შეიცვალოს?
-შენი ცხოვრება შეიცვლება ჩემო გოგო. ჟურნალისტები შენზე ნადირობას დაიწყებენ, ათას ჭორსა თუ სიმართლეს შეთითხნიან შენს ლაფში გასასვრელად. ჩემი მეტოქეები შენს დაკნინებას შეეცდებიან. ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ დავიძაბე. -მზად ხარ ომისთვის? გამიმეორა მამამ და თვალებში ჩამაშტერდა.
-არ ვიცი.
-არ დამაღალატო ტასო. ხმა გაუმკაცრდა მამას
-მაგრამ მე არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ მოვერიო.
-სუფთად იომე შვილო. ინტრიგები არ გახლართო. სუფთა ომი ყოველთვის რთულია მაგრამ სინდისი მუდამ მშვიდი გექნება. ახლა შენი თაყვანისმცემლების სიაც გაიზრდება. ხო ლამაზი ხარ, ძალიან მაგრამ შენი სტატუსი იქნება ბევრისთვის სასურველი. ხვდები რას გეუბნები?
-ხო ვხვდები.
-შეეცადე თავი არ დაკარგო. შენი ქცევები უნდა აკონტროლო. საზოგადოება შენს მიმართ კეთილად უნდა განაწყო.
-ეს როგორ უნდა მოვახერხო.
-გულს მიენდე ჩემო გოგო. მერე გულში ჩამიკრა და ძალიან დიდხანს უხმოდ ვისხედით ჩახვეულები. -ხვალ ძალიან სერიოზული შეხვედრა მაქვს. გადადება გამორიცხულია. ამბობს მამა. -მაგრამ თავს შეუძლოთ ვგრძნობ. შენ უნდა წახვიდე.
-ვერ შევძლებ მამა.
-შეძლებ. მე მჯერა შენი.
-რა შეხვედრაა?
-იაპონელებთან მოლაპარაკებას ვმართავ. პრობლემა ისაა, რომ შეხვედრა იაპონიაში გვაქვს დათქმული.
-იაპონური რომ არ ვიცი. ღიმილოთ ვუთხარი მამას.
-კომპანიის თარჯიმანი გამოგყვება, მაგაზე არ იდარდო.
-კარგი. როგორც გინდა.
-გამოიძინე. მეც ავდექი და დასაძინებლად შევედი. ძალიან გამიჭირდა დაძინება. გონება ისეთი არეული მქონდა ტვინი ვერაფრით მოვადუნე. ჩემი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა და ანა მართალი იყო. ვიყავი კი ამხელა ცვლილებისთვის მზად? მგონი არა.
ოთახში დედა შემოდის.
-ყველაფერი ჩაალაგე? ჩემოდანს ჩახედა ამ უკანასკნელმა. -ერთი კვირით მოგიწევს ხომ იცი იქ დარჩენა.
-დე. არ შემომხედავ? ვეუბნები და ვაიძულებ თვალებში ჩამხედოს. ეს უკანასკნელი როგორც იქნა სევდიან თვალებს მისწორებს.-ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი რომ საშინლად ფეთქებადი ხასითი მაქვს? ხომ იცი რომ შენ და მამა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხართ?
-ვიცი. ამბობს დედა და გულში მიკრავს. -რომ ჩაფრინდები დამირეკე.
-თარჯიმანი მოვიდა მეძახის ქვემოდან მამა. ბარგს ხელს ვკიდებ და საძინებლიდან გავდივარ. მისაღებში ჩასულს დილის საშინელი სიტუაცია მხვდება. მამა გეგეს ესაუბრება და ისიც სერიოზული სახით უსმენს.
-გეგე ხომ გახსოვს? მეკითხება მამა.
-საუბედუროთ ჰო. ეს არის თარჯიმანი? ვეკითხები მამას.
-პრობლემაა? თვალი ჩამიკრა გეგემ.
-არანაირი. ვამბობ კბილებში და ბარგი ფეხებთან მივუგდე. -იმედია მოერევი.
მერე მშობლებს დავემშვიდობეთ და აერიპორტისკენ დავიძარით.
-დიდხანს იჯდები ჩუმად?
-ცუდ ხასიათზე ვარ გეგე და ამ დროს ჩემთან საუბარს არ გირჩევ. ისიც ჩუმდება და ეს მორჩილება ცოტა მაკვირვებს. აეროპორტამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. თვითმრინავი ასაფრენად რომ ემზადებოდა გეგეს ხელს მაგრად მოვუჭირე ხელი და მისმა გაოცებულმა გამოხედვამაც არ დააყოვნა.
-უბრალოდ აფრენა-დაფრენის მეშინია. ვამბობ სივრცეში და არა მისი მისამართით. გეგეს სახეზე ღიმილმა გადაურბინა და მეორე ხელი ნაზად დაადო ჩემ ხელს. თვალები დავხუჭე და სანამ თვითმფრინავი ჰაერში არ აღმოჩნდა გეგეს ხელი მგონი სრულიად დავაზიანე.
-შეგიძლია გამიშვა. მეუბნება გეგე. -უკვე ჰაერში ვართ. მეც მყისიერად ვითავისუფლებ ხელს მისი მტევნისგან.
-მადლობა.
-არაფერს საყვარელო.
-ეგრე ნუ მეძახი. შევუბღვირე მომენტალურად.
-მაპატიე. ცუდი ჩვევაა ამბობს გეგე. ყურებში ყურსასმენს ირჭობს და მე ყურადღებას აღარ მაქცევს. მთელი გზა მან მუსიკის სმენაში გაატარა, მე კი წიგნის კითხვაში. ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს. როცა თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო და მეც სავარძელზე ავწრიალდი გეგემ ხელი ისე გამომიწოდა თვალი არც გაუხელია. გამეღიმა მის „მზრუნველობაზე“ და ხელი ჩავჭიდე.
სასტუმროში გვერდიგვერდ ნომრებში დავბინავდით, ფრენით დაღლილი საწოლზე დასასვენებლად მივწექი და იქვე ჩამეძინა, მოგვიანებით გეგეს ზარმა გამომაფხიზლა.
-არ გშია?
-კი.
-სასტუმროს რესტორანში ვარ, თუ გინდა შემომიერთდი.
-კარგი. ვამბობ და თავის მოწესრიგებას ვიწყებ. ქვემოთ ჩავდივარ, გეგეს თვალი მოვკარი და მეც იქეთ დავეშვი.
-კარგად გამოიყურები. მეუბნება და ღვინოს სვამს.
-მეც დამისხი.
-რომ დათვრე? შენი მოვლის ნერვები არ მაქვს. მეუბნება გეგე და თან სასმელს მივსებს. ენა გამოვუყავი.
-თავს მივხედავ, არ ინერვიულო.
-მე გაგაფრთხილე, იაპონელებს საშინელი ღვინო აქვთ. თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა.
-მამას კომპანიაში როგორ მოხვდი?
-იაპონურის თარჯიმანი ბევრი არ მოიპოვება საყვარელო.
-ეგრე ნუ მეძახი-მეთქი. გეგე იღიმის.
-კარგი, კარგი.
-რატომ აირჩიე იაპონური?
-უბრალოდ, მაინტერესებდა. გეგეს მზერას თვალი გავაყოლე და არ გამკვირვებია რომ ვიღაც ქერა ახალგაზრდას მიშტერებოდა.
-რას ელოდები? წადი. გავუღიმე გეგეს.
-მარტო ხომ არ დაგტოვებ?
-არაფერია, წადი.
-შენთან ყოფნა უფრო სასიამოვნოა. ამბობს გეგე, მერე ჩაახველა და სასმელი მოსვა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და დასაძინებლად წავედით. გეგემ ოთახამდე მიმაცილა და მარტო დამტოვა. უჩვეულო სევდა შემომაწვა, ასეთი რაღაცეები მაშინ მემართებოდა, როდესაც მშობლებისგან შორს ვიყავი, ძილი არ მეკარებოდა ამიტომ ისევ ქვემოთ ჩასვლა და დალევა გადავწყვიტე, თავდაპირველად ვიფიქრე რომ გეგეს დავურეკავდი და გაყოლას ვთხოვდი თუმცა ამ განზრახვაზე მალევე ავიღე ხელი და მარტო ჩავედი, ბარმენს ვისკი შევუკვეთე, მუსიკოსებთან ახლოს შევარჩიე მაგიდა, ვისკს ვწრუპავდი და სასიამოვნო მუსიკის მოსმენით ვტკბებოდი, შორიახლოს წყვილის სიცილმა მიიქცია ჩემი სევდიანი ყურადღება, იქეთკენ გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა და გეგეს ცისფერ თვალებს გადავაწყდი, რომლებიც ჩემი დანახვისას საშინელი დაბნეულობით აენთნენ, ვისკი მოვსვი და მზერა ავარიდე. გეგე აწრიალდა, არ მინდოდა ჩემ გამო თავი უხერხულად ეგრძნო, ამიტომ წასვლა გადავწყვიტე. საძინებლის კართან ვიდექი როდესაც სირბილით აქოშინებულმა გეგემ დამიძახა.
-ირბინე?
-ჰო. ერთი წუთი დამაცადე, სული მოვითქვა, კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
-მეძინება გეგე.
-მაპატიე კარგი?
-რა?
-ეს ფაქტი.
-მე რა შუაში ვარ?
-უბრალოდ. გეგემ საუბარი გაწყვიტა და ვიგრძენი რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა თავს ძალიან იკავებდა.
-შენი სექსუალური ფანტაზიები მე არ მეხება გეგე, ვისთანაც გინდა იმასტან იყავი, მე და შენ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ხომ ასეა?
-ასეა. ამბობს გეგე.
-ასე რომ წადი. თვალი ჩავუკარი ამ უკანასკნელს. -გაერთე, მაგრამ ისე არ ქნა რომ დილით ადგომა გაგიჭირდეს. ოთახის კარს ვაღებ, შიგნით შევდივარ და მას მარტო ვტოვებ, კარს ზურგით ვეყრდნობი და იქვე ვჯდები, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს საშინლად ცუდად ვგრძნობდი.
***
-ღმერთო ჩემო, შენ ისევ გძინავს? ღრიალით შემოვარდა გეგე ოთახში. -ადექი ტასო, ისედაც დავაგვიანეთ.
-დაკაკუნება, არ გასწავლეს? შევუბღვირე მისი შემოჭრით გაღიზიანებულმა.
-ამის დრო არ არის, ადექი. მეჩხუბება გეგე, საბნის ბოლოს დაწვდა და გადამაძრო. ა დ ე ქ ი ი ი ი ი ი ი. შიშველ მკერდზე ბალიში ავიფარე. ის ცივად შეტრიალდა. -მაპატიე.
-ხუთ წუთში მზად ვიქნები, გარეთ დამელოდე. მივახალე ეს სიტყვები და საწოლიდან წამოვხტი. გეგეს გაფითრებული სახის დანახვამ საშინლად გამახალისა. გარეთ გამოსულს ამ უკანასკნელმა თვალი ამარიდა. -რა იყო გეგე, შეშველი ქალი არ გინახავს? ვეუბნები ღიმილით და მხარი გავკარი.
-ვინმე გყავდა? ხმა გაებზარა გეგეს.
-ეს შენ არ გეხება მაგრამ თუ ძალიან აღელდი ამის გამო უბრალოდ შიშველს მიყვარს ძილი. შენ კიდევ გაითვალისწინე და მეორედ ოთახში დაუკითხავად აღარ შემომივარდე. გეგემ ჰალსტუხი უხმოდ შეისწორა და გზას დავადექით


-რა სახე გაქვს? ვეკითხები შეხვედრიდან გამოსული გეგეს.
-არაფერია.
-მოხდა რამე? ვფიქრობ უნდა გიხაროდეს, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, დარწმუნებული ვარ შეთანხმებას მალე მივაღწევთ.
-ჰო.
-ჰო? ღმერთო რა უჟმური ვინმე ხარ.
-სამი დღეა გამიცანი, რა იცი უჟმური ვარ თუ არა. შემიღრინა ამ უკანასკნელმა.
-ტონს ხომ არ დაუწევდი? ვინ მოგცა ასე ლაპარაკის უფლება?
-სასტუმროში წავიდეთ, მეუბნბება გეგე.
-არ მეტყვი რა გჭირს?
-შეამჩნიე როგორ გიყურებდა ის გამო*ირებული?
-როგორ მიყურებდა?
-თვალებით შეგჭამა ტასო.
-დავუშვათ შემჭამა, მერე შენ რა?
-შენც ძალიან ეკეკლუცე, იწვევდი?
-ღმერთო ჩემო გეგე, მამაჩემი ხარ? ან ეს კონცერტები რა მასხრობაა. უეცრად გეგემ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კედელზე ამაკრა. თვალებში დაჟინებით მიცქერდა და ვგრძნობდი ჩემი კოცნის სურვილით როგორ იწვოდა. -არც იფიქრო გეგე. რამოდენიმე წამს მის აჩქარებულ გულის ცემას ძალიან ახლოს ვგრძნობდი, ბოლოს ხელები ცივად გამიშვა.
-წავიდეთ. ამბობს ის და კიბეებზე სირბილით ეშვება.
***
სასტუმროს ნომერში ვიჯექი და ხვალინდელი შეხვედრისთვის ვემზადებოდი როდესაც კარზე დააკაკუნეს, კარი გავაღე და გეგეს ცისფერ თვალებს შევეფეთე.
-აქ რას აკეთებ?
-არ გინდა სადმე წავიდეთ?
-სად?
-ცეკვა გიყვარს?
-მიყვარს.
-კლუბზე რას იტყვი?
-ხვალინდელი შეხვედრისთვის მევზადები გეგე.
-ისედაც გამოგივა, კარგად ახერხებ მამაკაცების შებმას. დამიბღვირა ამ უკანაკნელმა
-მოდი ამას კომპლიმენტად მივიღებ. ვამბობ და კარს ვკეტავ. ამჯერად დაკაკუნების გარეშე აღებს გეგე კარებს და პირდაპირ ჩემკენ მოემართება, უკან უკან ვიხევ მისი შეშლილი თვალებით დაზაფრული და საწოლზე ვეცემი, ის თავს ზემოთ მიჭერს ხელებს და ტუჩები სახესთან ძალიან ახლოს მოაქვს.
-დაიმახსოვრე. პირველი - არასოდეს მომიხურო კარი ცხვირწინ და მეორეც.
-რა მეორე? შევუღრინე და ვიგრძენი სხეული როგორ დამიბუჟდა ჩემში შემოსული უეცარი ვნებისგან. სუნთქვა დამიმძიმდა და ქვედა ტუჩზე ვიკვინე, გეგემ კბილები ერთმანეთს დააჭირა, ფეხზე წამოხტა.
-ეგრე არასოდეს აღარ გააკეთო. ჩაიცვი გარეთ დაგელოდები. თქვა და კარები გაიჯახუნა. აფორიაქებულ თვალებს დახუჭვის საშუალებას ვაძლევ, ჰაერის უკმარისობა გულის ცემას მიჩერებს, არასოდეს მომწონებია გეგეს მსგავსი ბიჭები, ვერ ვიტანდი საკუთარ თავზე შეყვერბულ მექალთანეებს, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობდი ეს ბიჭი როგორ აფათურება ჩემ სულში ხელებს და ეს საშინლად არ მომწონდა. გონებას დამშვიდება ვაიძულე, წამოვდექი, კარადა გამოვაღე და უბრალო სარაფანი გადავიცვი. ნომრიდან გამოსულს კედელზე მიყრდნობილი გეგე თვალდახუჭული მხვდება.
-წავიდეთ? ვეკითხები და თვალს ვარიდებ.
-ჰო. ამბობს გეგე და გზას მითმობს.
კლუბში შესულებს ალკოჰოლის, თამბაქოს და ადამიანთა განსხვავებული კანის სურნელის ნაზავი უსიამოვნო განცდას მგვრის და სახე მელეწება.
-გინდა წავიდეთ? მეკითხება გეგე და ხელზე მზრუნველად მეხება.
-არა, დავლევდი რამეს.
-ახლავე. ამბობს ეს უკანასკნელი და ბარისკენ მივყავარ. ბართან ახლოს ვსხდებით და ორივესთვის ტეკილას უკვეთავს. სასმელს სულმოუთქმელად ცლის და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს. მეღიმება რაც მას შეუმჩნეველი არ რჩება. -რა იყო? მეკითხება და ცისფერ თვალებს მანათებს.
-ინტერესის სუბიექტს ეძებ? არ ვაპირებდი უკან დამეხია.
-ასე ფიქრობ? ინტერესი და ეჭვი ერთიანად კრთება მის თვალებში.
-ვცდები?
-ეჭვიანობ? კმაყოფილებამ გადაირბინა მის ბაგეზე.
-ხუმრობ ხო? რაც გინდა ის ქენი, რა ჩემი საქმეა.
-მოდი პირდაპირ გკითხავ ტასო. ამბობს გეგე და უფრო ახლოს მოდის ჩემთან. -აღიარე რომ მოგწონვარ. გადასაყლაპად მოსმული ტეკილა უკან გადმოვაფურთხე, ბარმენს არეულობისთვის ბოდიში მოვუხადე და გეგეს ირონიულად გავხედე.
-იოცნებე. მის თვალებში სიამოვნებას ბრაზი ანაცვლებს, სკამზე უხმოდ ტრიალდება და სასმლისგან გაბრუებულ მოცეკვავეებს აკვირდება.
-ამოირჩიე. მეუბნება და ხელით ხალხისკენ მითითებს.
-ვინ? ვეკითხები გაოცებული.
-გოგო -ჩემთვის... ამბობს გეგე და მიყურებს. გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი და ხალხს მზერა მოვავლე. -მსუქანი არ იყოს, თვალი ჩამიკრა ამ უკანსკნელმა. დარბაზს კარგად მოვავლე მზერა და შუაგულში მოცეკვავე ერთი ქერა გოგო მომხვდა თვალს.
-აი ის. ვეუბნბები გეგეს და თითს მოცეკვავისკენ ვიშვერ.
-კარგი გემოვნება გაქვს, მადლობა საყვარელო ამბობს ეს უკანასკნელი.
-ვერ შეაბამ. ვამბობ და ენა გამოვუყავი, საკუთარ თავში დარწმუნებულ გეგეს სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა. მერე თითქოს გონებაში აზრმა გაუელვა თვალები ვნებით აენთო.
-თუ ამ გოგოს შევამაბ... ამბობს გეგე და მზერას ჩემ ტუჩებზე აჩერებს. -შენგან ერთ კოცნას წავიღებ. წარბი ავწიე და გაუაზრებლად ოდნავ ვუკბინე ქვედა ტუჩს. გეგემ თვალები აატრიალა. -ხომ გთხოვე რომ ასე არ გააკეთო?
-და თუ ვერ შეაბი?
-რასაც მეტყვი შეგისრულებ. ხელი გამომიწოდა ამ უკანასკნელმა. გოგოს გავხედე, მერე გეგეს ცისფერ თვალებს მზერა გავუსწორე და ხელი ჩამოვართვი. გეგემ კიდევ ორი ჭიქა ტეკილა ზედიზედ გადაკრა და მსხვერპლისკენ დაიძრა. თვალი გავაყოლე მის ძლიერ აღნაგობას, ჯინსი და თეთრი მაისური ძალიან უხდებოდა. გეგე ცეკვა-ცეკვით მიდის ახლაგაზრდა ქერა მანდილოსანთან, ყურში რაღაც უჩურჩულა, გოგონამ საპასუხოდ გაუღიმა და კისერზე მოხვია ხელი. გეგემ არ დააყოვნა და წელზე შემოარტყა მისი ძლიერი მკლავები, ტუჩები ნაზად შეახო ყელზე. -წარბები ავწიე და სასმელი გადავკარი. ახლა მე მოვავლე თვალი დარბაზს და ჩემთვის საინტერესო სუბიექტის ძებნას მოვყევი. მაგრამ განზრახვაზე მალევე ავიღე ხელი, რადგან სულაც არ ვიყავი ვინმეს შებმის ხასიათზე. ამიტომაც ბარისკენ შევტრიალდი და ბარმენს დავუწყე საუბარი.
- ის ტიპი შენთან არ იყო? მეკითხება ბარმენი და გეგესკენ მახედებს, ეს უკანასკნელი კი ვნებიანად კოცნის ჩემს მიერ არჩეულ ქერა გოგოს. -მის ადგილას მასში არ გაგცვლიდი. თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა.
-უბრალოდ თანაშრომელია. სახე დავმანჭე, რადგან საკუთარი ნათქვამის თავად არ დავიჯერე.
-ამიტომ ხარ აფორიაქებული? სამსელი შემივსო ამ უკანასკნელმა. -აი გიყურებს. მეუბნება ბარმენი და გეგესკენ თვალს აპარებს. -აშკარაა მისთვისაც უბრალო თანამშრომელი ხარ.
-რა საყვარელი ხარ. ვამბობ და გულწრფელად ვუღიმი.
-გეი რომ არ ვიყო. მის ეჭვიანობაში დაგეხმარებოდი. ამბობს ბარმენი და მარტო მტოვებს.
-მოიწყინე? მეკითხება გეგე და ჩემ გვერდი კმაყოფილი სახით ჯდება.
-წავიდეთ რა.
-ღადაობ ხო? ახლა იწყება ცხოვრება. ამმმმმ, მივხვდი იეჭვიანე არა? თვალი ჩამიკრა გეგემ.
-არა.
-წამო ვიცეკვოთ. ჩემ გამხიარულებას ცდილობს ეს უკანსკნელი.
-არ მინდა.
-ხომ მითხარი, რომ ცეკვა გიყვარს?
-არ მინდა გეგე. შევუბღვირე და ასადგომად მოვემზადე.
-კარგი. კარგი. ამბობს ჩემი მოულოდნელი სიბრაზით შეშფოთებული, ბარმენს სასმლის თანხას აძლევს და ფეხდაფეხ მომდევს. -რა მოხდა? მეკითხება როგორც კი სუფთა ჰაერზე გამოვედით.
-არაფერი გეგე, შენ ხომ ჩემ შესახებ არაფერი იცი? საშინლად ცვალებადი ხასიათი მაქვს. ერთ წუთში თუ ვიცინი, მეორე წუთს შეიძლება ტირილით გავსკდე. აი ახლაც მეტირება. სახეზე ხელები ავიფარე, მოულოდნელად ჩემში შემოსული ემოცია ვერ გავაკონტროლე და ცრელმლებად დავიღვარე.
-ჯანდაბა ტასო, რა დაგემართა. ხელები ძლიერად მომხვია გეგემ. თავი მის მკერდში ჩავრგე და პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი.
-გენეტიკის ბრალია, ვამბობ ყრუდ. -ყველაფერი მაქვს და ამავდროულად იმ სიცარიელეს, რაც შიგნით მაქვს ვერაფერს ვუხერხებ. გეგეს მხურვალე ტუჩებს ვგრძნობ ყელზე და მომენტალურად სასიამოვნო ნირვანაში ვვარდები.
-ყველაფერი კარგად იქნება. ამბობს ის და გულში კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს. ცრემლებს მალევე ვერევი და სახეზე სევდას ღიმილი ანაცვლებს.
-უკეთ ვარ. ვამბობ და გეგეს მკლავებისგან თავს ვითავისუფლებ. -გინდა შევბრუნდეთ?
-არა. აქ სჯობს, უბრალოდ გავისეირნოთ.
-და... ქერა გოგო? თვალი ჩავუკარი ამ უკანსკნელს.
-გეყოფა. მხარი გამკრა გეგემ. ფეხით ჩავუყევით იაპონიის მშვიდ ქუჩას. -ხშირად გემართება მსგავსი რაღაცეები? სიჩუმეს არღვევს გეგე.
-ჰო.
-რამე გაწუხებს?
-რთულია როდესაც არ იცი ვინ ხარ.
-გაინტერესებს შენი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა?
-ზოგჯერ ჰო, ზოგჯერ არა. მხოლოდ ის მინდა ვიცოდე რატომ მიმატოვეს.
-ბევრ დეტექტივს ვიცნობ. შემიძლია დახმარება ვთხოვო.
-თუ გადავწყვეტ გეტყვი. მოულოდნელად გეგე ჩემ ხელს ეხება, წინააღმდეგობას არ ვუწევ, მის თითებში საკუთარ თითებს ვაცურებ და სხეულში შემოჭრილი მელოდია სულს ჰანგებათ ედება.
-ძალინ ლამაზი ხარ. მოულოდნელად თავისკენ მატრიალებს გეგე და მზერას მისწორებს.
-მოგებული ნიძლავის შესრულებას აპირებ? ვპასუხობ მისი ვნებით ანთებული თვალების დანახვისას. ის იღიმის. თითები ტუჩებზე შემახო და მზერაც გაეყინა.
-ყველასგან განსხვავებული ხარ. ამბობს ყრუდ, მერე ხელს მიშვებს და უკან იხევს.
-ეს ცუდია?
-პირიქით. იდეალური ხარ. -წავიდეთ?
-ჰო. ვამბობ და სასტუმრომდე გზას უხმოდ მივუყვებით. ლიფტში ერთანეთის საპირისპირო კედლებს ვეყრდნობით და აი ჩვენმა მზერამ ერთმანეთი გადაკვეთა. არც ერთი ვცდილობდით შემოჭრილი გრძნობისთვის თავის არიდებას, გეგემ ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, საკუთარ გულის ცემას უკვე ყელში ვგრძნობდი. ის ჩემი სახის გასწვრივ ორივე ხელით ლიფტის კედელს ეყრდნობა და დაჟინებით მიცქერს, ბაგეს ღიმილი მიპობს და მის გახშირებულ სუნთქვას საკუთარ სუნქვაში ვურევ. ტუჩის კუთხეში მისი ვნებიანი კოცნა ვიგრძენი.
-არასოდეს ამჩქარებია ქალის გამო გული. ამბობს ხმა გაბზარული გეგე, სწორედ ამ დროს ლიფტიც ჩერდება და კარი იღება.
-მოვედით. ვამბობ მე, ისიც ხელებს კედლიდან იღებს და გასავლელს მითავისუფლებს. ნომრამდე მაცილებს, თვალებში აღარ მიყურებს. -ღამე მშვიდობის გეგე, ვამბობ და ნომერში შევდივარ.
-ღამე მშვიდობის. მესმის დახურულ კარს მიღმა გეგეს ვნებით აჭრილი ხმა. საწოლისკენ მოწყვეტით დავეშვი და ემოცია მოზღვავებულ სხეულს დასვენების საშუალება მივეცი.
-ტასო. შევუბღვირე საკუთარ თავს რადგან ოცნებამ ისე გამიტაცა, რომ სხეულის ტემპერატურას ვერ ვიმორჩილებდი. მერე სააბაზანოში შევედი და ემოციები ცხელი წყლით ჩამოვირეცხე, იქედან გამოსულს მეგონა ყველაფერი თავის ჩევულ ნორმას დაუბრუნდა. დარწმუნებული ვიყავი გეგე ჩემთვის მორიგი, რიგითი გატაცება იყო, მე მხოლოდ მისი აღელვების ყურება მსიამოვნბედა და სხვა არაფერი. ამაში სრულებით დარწმუნებულმა პირსახოცი მოვიხსენი და საწოლში გადავეშვი. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს მასზე ფიქრი ავუკრძალე. მეორე დილით სულ სხვა ადამიანმა გავიღვიძე. სადღაც გამქრალიყო გეგეს ვნებააშლილი თვალების ცქერით თავადაც სურვილებით აღზნებული ტასო ყიფიანი. საკუთარმა ამ მდგომარეობაში გაღვიძებამ ღიმილი მომგვარა, გემრიელად გავიზმორე და საწოლიდან წამოვხტი. დარჩენილი დღეები, რაც იაპონიაში გავატარეთ გეგეს მიმართ ძალიან შევიცვალე, ისეთივე უემოციო გავხდი, როგორც ყველა იმ მამაკაცის მიმართ ვინც არ მაინტერესებდა. გეგე თავიდან დააბნია ჩემმა ასეთმა ქმედებამ, მაგრამ საბოლოოდ როდესაც დარწმუნდა არ ვთამაშობდი და მასში გაჩენილ ვნებას უპასუხოდ ვტოვებდი გადაწყვიტა ჩემთვის თავი დაენებებინა. ისიც ზუსტად ისე მოიქცა როგორც ყველა ჩემს მიერ უპასუხოდ დატოვებულუ მამაკაცი. ვგრძნობდი სურვილით როგორ იწვოდა, თუმცა მასში არსებული სიამაყე იმდენად დიდი იყო გულწრფელად ამის შესახებ არასოდეს უსაუბრია. ცოტა ხანში თავი ისე დაიჭირა თითქოს საერთოდაც ფეხებზე ვეკიდე. თავს ზემოთ ძალა არ არის. იაპონელებთან შეთანხმებას მივაღწიეთ და საქართველოში დავბრუნდით. აეროპორტში მამას მძღოლი დაგვხდა. გეგემ ჩვენთან ერთად წამოსვლა არ ისურვა, არც შევწინააღმდეგებივარ. მანქანაში ყოველგვარი სინანულის გარეშე ჩავჯექი და სახლისკენ დავიძარი.
-აი ისიც. ამბობ მამა და გულში მიკრავს. -მე ვამაყობ შენით ტასო.
-მადლობა მამა. ვამბობ და ახლა ატირებულ დედას ვეხვევი. -რა გატირებს? ღიმილით ვეუბნები ამ უკანასკნელს.
-უბრალოდ მომენატრე. ამბობს დედა და ხმით ქვითინებს. მე და მამა ერთმანეთს ღიმილით ვუცქეთ.
-მშია. ვამბობ დედას ხასიათზე მოსაყვანად, ისიც ბედნიერი შერბის სამზარეულოში და ჩემთვის მაგიდის გაშლას იწყებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

ძალია კარგია როგორც ყოველთვის ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
ძალია კარგია როგორც ყოველთვის ❤️

მადლობა საყვარელო ❤

 



№3 სტუმარი Nini

აუ ძალიააან მომწონს❤️❤️❤️ მალე დადე რა შემდეგიი❤️❤️❤️

 




Nini
აუ ძალიააან მომწონს❤️❤️❤️ მალე დადე რა შემდეგიი❤️❤️❤️


მიხარია რომ მოგწონს
ვეცდები ხვალისთვის დავასრულო შემდეგი თავი, არც მე მიყვარს დაგვიანებები ❤

 



№5  offline წევრი tasusuna

ამ უკანასკნელმა- ეს ფრაზა იმდენად ხშირად გაქვს გამოყენებული, რომ უსიამოვნო შეგრძნება დანიტოვა..
გამოასწორე!

 



№6  offline წევრი ბაბუაწვერა

ძალიან საინტერესოდ მიდის ყველაფერი, შენი წერის სტილიც მარტივია და სასიამოვნო საკითხავი. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
❤️

 




tasusuna
ამ უკანასკნელმა- ეს ფრაზა იმდენად ხშირად გაქვს გამოყენებული, რომ უსიამოვნო შეგრძნება დანიტოვა..
გამოასწორე!


აუცილებლად გავითვალისწინებ ❤

ბაბუაწვერა
ძალიან საინტერესოდ მიდის ყველაფერი, შენი წერის სტილიც მარტივია და სასიამოვნო საკითხავი. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
❤️


მადლობა ❤

 



№8 სტუმარი სტუმარი ნინი

დღეს არ დადებ?

 




სტუმარი ნინი
დღეს არ დადებ?


კი ატვირთული მაქვს. ვნახოთ ადმინი როდის დადებს

 



№10 სტუმარი ტატუკა20

აუუ რა მაგარია ისტორიაა როგორ მომწოონს ♡♡♡♡♡

შენს ვერცერთ ისტორიას გვერდს ვერ ვუვლი ძალიან მაგრებია ერთმანეთზე უკეთესები.ყოჩაღ!

 



№11 წევრი ჰალუცინოგერი

ტატუკა20
აუუ რა მაგარია ისტორიაა როგორ მომწოონს ♡♡♡♡♡

შენს ვერცერთ ისტორიას გვერდს ვერ ვუვლი ძალიან მაგრებია ერთმანეთზე უკეთესები.ყოჩაღ!


მადლობა საყვარელო ❤❤❤ როგორ გამახარე ხომ არ იცი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent