შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( თავი 4)


25-06-2018, 20:06
ავტორი Life is Good
ნანახია 1 223

გატაცება( თავი 4)

თინია კაკაბაძეს შიშველi სხეულზე მუხლს საკმაოდ აცილებული ატმისფერი ფუმფულა ხალათი შემოეცვა და რძიანი ყავის ფინჯნით შეიარაღებული ფანჯრიდან ათვალიერებდა დეკემბრის სუასხიან გარემოს.ქუჩაში კანტი კუნტად მოსიარულე ხალხი თბილ ქურტუკებსა და სქელ ქუდებში გამოწყობილნის სწრაფი ნაბიჯით მიუყვებოდნენ სველ ტროტუარს.ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდა ქალაქი, გაბრდღვიალებულ ვიტრინებში გარკვევით მოჩანდა ყალბად მომღიმარი კონსულტანტები ბედნიერ შობა- ახალწელს რომ უსურვებდნენ პროდუქციის შერჩევა შეფასებაში გართულ მომხმარებლებს.
კარზე გაბმულმა ზარის ხმამ მოსწყვიტა ფანჯრიდან თვალიერებაში გართული სიგარეტი ფაიფურის ორნამენტებით გაწყობილ საფერფლეზე დაასრისა და უკმაყოფილო სახით გაემართა კარისკენ.ახალი შებინდებული იყო და ჯერ ჯერობით სტუმარს არ ელოდა.სულ რაღაც ოცი წუთის წინ ესაუბრა მეგობარ მამაკაცს რომელმაც მოუბოდიშა ცოტა შემაგვიანდება მაგრამ,აუცილებლად მოვალო.ისე რომ არც უკითხია სტუმრის ვინაობა საკეტი ხმაურით გადაატრიალა კლიტეში და მძიმე რკინის კარი ბოლომდე გამოაღო.
-ჯანდაბა, სად ხარ აქამდე???
-კარის ჩარჩოს ცალი ხელით მიყრდნობილმა მაღალმა მამაკაცმა ბრაზით შეუღრინა, მის აზრზე მოსვლას არც დალოდებია, დაუპატიჟებელი სტუმრის მოსვლით გაკვირვებული ქალი ხელით გვერძზე გასწია და სახლში უპარდონოდ შეაბიჯა.თინია კარის მიხურვას აპირებდა გვიან რომ შეამჩნია კარში გახევებული მანამდე მამაკაცის განიერ ზურგს ამოფარებული ახალგაზრდა,სიცივისგან მობუზული ქალის თხელი ფიგურა.წარბის აწევით კრიტიკულად შეათვალიერა ,შემდეგ კი გვერძზე გაიწია დაშემოსვლის საშუალება მისცა,კარი ზურგს უკან მიხურა და მისაღებისკენ გაეშურა სადაც უკვე მოესწრო სტუმრებს შესვლა.
-გუგა?!
-რაიყო??-თვალები მობეზრებულად აატრიალა კაცმა და სანახევროდ მოჭუტული მზერით ირონიულად აათვალიერა ქალი- ველური სექსის მერე საწოლიდან გადმოვარდნილს რატომ გავხარ საყვარელო?!-სისხლით და ტალახით მოსვრილი პერანგი ღილების გაუხსნელად გადაიძრო თავს ზემოდან და საწყალი ბავშვივით კართან ატუზულ სალომეს შეხედა,გაეღიმა მის გამომეტყველებაზე.-მოდი, არავინ შეგჭამს ნუ გეშინია.
-რას გავხარ ღმერთო ჩემო ...რა დაგემართა? -მისი სილურჯეებისა და სისხლჩაქცევების დანახვისას თინიამ თავი ვერ შეიკავა წამოკივლებისგან და პირზე აიფარა ხელი.-რა მოხდა?!
-ღმერთო, ხანდახან რა აუტანლები ხართ ეს ქალები..-სენტიმენტალური ხმით წამოიძახა კაცმა და ხელები გაშალა.- პირველი რაც უნდა გავაკეთო ჯერ წყალი უნდა გადავივლო...შენ რამე ტანსაცმელი მომიძებნე ექნება შენს რომელიმე სიყვარულს დატოვილი და ხოოო...დღეს აქ ვრჩებით ნე და სალომე და იმედია არავის ელოდები.
-ვაკო აპირებს მოსვლას-ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია ქალმა და დამნაშავე ბავშვის სახე მიიღო.-აქ რატომ რჩებით კი მაგრამ?
-რაიყო გოგო ჯერ ეხლა მოვედი და უკვე მაგდებ?-გაიცინა ბარათელმა-ისევ მაგ სირთან ხარ?-ზიზღით დაემანჭა სახე-ჩემს მერე გემოვნება სულ დაკარგე თუ რა უბედურებაა?ისე იმ ღიპის ქვეშ თუ პოულობ რამეს?
- მოკეტე!და ვაფშე წადი შენიც!-სამი თითის კომბინაცია გააკეთა გაბრაზებულმა ქალმა და საძინებლისკენ ისე გაემართა უკან აღარც მოუხედავს.-სხვათა შორის შენი სვიტერი და შარვალია აქ ნაგავო...
კართან აწურული სალომე ჯერ ისევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა და გაოგნებული ადევნებდა თვალს ყოფილი საყვარლების კინკლაობას.შემდეგ ინტერესით აცეცებდა თვალებს აქეთ იქით თა ოთახის ინტერიერის შესწავლით ირთობდა თავს.გემოვნებიანად მოწყობილი მოზრდილი მისაღები ოთახი.ნათელ ფერებში იყო გაწყობილი .ფანჯრებზე ,რძისფერი ფარდები ჩამოეფარებინათ.ღია ბარის სტილის სამზარეულო მისაღებ ოთახს მაღალი დახლით ემიჯნებოდა რომლის წინაც მაღალფეხებზე შემდგარი სამი წითელი სკამი მოეთავსებინათ...
-დაჯექი!რატომ დგახარ?
თინიას ხმამ მოიყვანა აზრზე და მზერა მასზე გადაიტანა. იქვე ერთ ადგილიან სავარძელში ჩაეშვა და სიცივისგან გაყინული თითები ერთმანეთში ახლართა.ამ ქალს არ იცნობდა მაგრამ რაღაცნაირად ძაბავდა მისი მზერა და ეს გაურკვეველი სიტუაცია.მთელი ტანი რაღაც ცუდს უგრძნობდა და ამ მოსალოდნელი უსიამოვნების მომლოდინეს მთელს სხეულში ბურძგლავდა.
-იმას რა სჭირს? -თავით სააბაზანოსკენ ანიშნა თინიამ რატომღაც გაფითრებულ გოგოს.საიდანაც წყლის ხმა დახშულად სწვდებოდა მათ ყურთასმენას.შემდეგ ფეხი ფეხზე გრაციოზულად გადაიდო და სიგარეტს მოუკიდა.
ლამაზი ქალი იყო თინია კაკაბაძე,იმდენად ლამაზი და სექსუალური რომ ძნელი იყო მისთვის თვალის გულგრილად არიდება. აი ისეთი იყო ორივე სქესის წარმომადგენლებს ერთდროულად რომ უჩქროლებს ვენებში სისხლს და ატეხილი ჰორმონების დაოკებას აიძულებს.გრძელი,გარუჯული ფეხები თითქმის მთლიანად მოშიშვლებოდა და მადისაღმძვრელად მოუჩანდა ხალათიდან.მაღალი კისერი,გამოკვეთილი ლავიწები,მოგრძო სახე ,მსხვილი ღვინისფერი ტუჩები და ღამესავით შავი,ბრიალა თვალები.ხალათის გულისპირი გადაღეღილი ჰქონდა და სანახევროდ მოუჩანდა შიშველი, სავსე მკერდი.გრძელ ნატიფ თითებს შორის სიგარეტის ღერი მოემწყვრდია და ისეთი მზერით უყურებდა სალომეს,თვალებით ადამიანის მოკვლა რომ ყოფილიყო შესაძლებელი სალომეც წამებში გამოესალმებოდა სიცოცხლეს.
-არ ვიცი-გაპარული ხმით თქვა სალომემ,ჩაახველა და მის წინ მჯდარ ხალვათად შემოსილ მშვენიერებას თვალი ისევ აარიდა.
-რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ ორს?!-გაჩერებას არ აპირე ეჭვიანი კაკაბაძე,მზერა ბოროტი გახდომოდა,სანახევროდ მოჭუტული თვალებით კუთხეში მიმწყვრდეული ნადირივით მყოფ სალომეს რედგენში ატარებდა.„ღმერთო ახლა რაღა შარში გავეხვიე???„ თავის თავს ეკითხებოდა დაბნეული გოგონა და აღარ იცოდა რა ექნა, უბრძოლველად დანებებოდა მოწოდების სიმაღლეზე მდგომ კაკაბაძეს თუ ხმა თავადაც ამოეღო და საკადრის ადგილზე მოესვა ეს გაკაპასებული ალქაჯი?საკუთარ თავთან ბრძოლაში იყო მაშველი რგოლივით რომ მოევლინა ბარათელი:
-რა დაკითხვას აწარმოებ თინიკოო?- ორივეს ყურადღება მიიბყრო შეუმჩნევლად შემოსულმა და სალომემაც შვებით ამოისუნთქა. თავს მობილიზებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და გუგა ბარათელს მიაშტერდა დაღლილი მზერით.მამაკაცს თეძოზე პროვოკაციულად შემოეხვია თეთრი პირსახოცი და მეორე,შედარებით მცირე ზომის პირსახოცით კი სველ თავს იმშრალებდა.შემდეგ იქვე სკამზე მიაგდო და ხელის გული გადაისვა ნამიან თმებზე.-ინტრიგანო.
-არაფერიც,უბრალოდ მომხდარის შესახებ ვეკითხებოდი.-მხრები უდარდელად აიჩეჩა კაკაბაძემ და ვნებიანი მზერა ააყოლა მამაკაცს შიშველ ტორსს და ქვედა ტუჩი ინსტიქტურად დაისველა.მთელი ცხოვრება ასე ემართებოდა, სრულყოფილი მამაკაცის შემხედვარეს პირი უშრებოდა და მის ორგანიზმში ათიათასობით ემოცია ირეოდა.
-რომელ მომხდარის?-იქვე შარვალი აიღო ბარათელმა და პირდაპირ პირსაცოცზევე ამოიცვა...შემდეგ ამოიწია და პირსახოციც მოიცილა წელიდან ღილები შეიკრა ეთის გარდა..და თბილი სვიტერიც გადაიცვა.
-მომხდარს რომელმაც ასე გაგალამაზა-ნიშნისმოგებით დაპრუწა ტუჩები თინიამ.
- რა დაუფარავი სიხარულია ასეც არ შეიძლება პატარავ.ისე ინტერესმა კატა მოკლაო არ გაგიგია?-ცალყბად ჩაიცინა მამაკაცმა და მის თვალიერებაში გართულ სალომეს მიუბრუნდა:.-წყალი გადაივლე შენც თუ გინდა და დაწექი დაღლილი ხარ.-და გაეცინა როდესაც მისი მოურიდებელი მზერა დააფიქსირა.
სალომემ დაბნეულად დააქნია თავი ...დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით აირია და თვალების ბრიალით მიმავალ კაკაბაძეს რომელიც გუგას ბრძანების მერე რისხვით წამოიჭრა ფეხზე და ბრძანება(ოთახი აჩვენე და აბაზანემდეც მიაცილე)ს შესასრულებლად გაემართა გაედევნა ფეხდაფეხ.მარტოდ დარჩენილმა გუგამ ისევ გაიცინა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,დაჟეჟილი ადგილები ისევ სტკიოდა,თავბრუ აღარ ეხვეოდა მაგრამ არც სახარბიელოდ ქონდა საქმე ყრუ ტკივილი საფეთქლებთან ნერვულ სისტემაზე ახდენდა ზეწოლას და ხასიათის ცვალებადობას ახდენდა.

* * *

გუგა ბარათელი არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაიბადა და ჩვეულებრივი ნორმალური ბავშვივით ცხოვრობდა.დედა პედიატრი იყო და რაიონის "პოლიკლინიკაში" მუშაობდა.მამა იმ პერიოდში რეგიონის კვალობაზე საკმაოდ შეძლებული მეწარმე გახლდათ, მიწის მოზრდილ ნაკვეთებს ფლობდა და მეურნეობისთვის მოეკიდა ხელი. თავად გუგა ლიდერი იყო როგორც სკოლაში ისე სკოლის გარეთ.დედისერთა მაგრამ ნაკლებად განებივრებული ბავშვი ბაღის ასაკიდანვე იქცევდა ყველას ყურადღებს. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მისი გონებაგახსნილობიდან გამომდინარე.მუდამ მდედრობითი სქესის ყურადღების ცენტრში მყოფი ბარათელი წლებმა მაინც შეცვალა და განებივრებული, თავდაჯერებული და ცოტათი ნარცისი კი გაიზარდა და ალბათ ამიტომაც იყო ის დიდი წინააღმდეგობები რამაც მისი ცხოვრება ნელ ნელა არია და იმ "ცივსისხლიან მონსტრად" ჩამოაყალიბა დღეს რომ უწოდებდნენ.ცოლის ერთგული არასდროს ყოფილა,ბუნებით გარყვნილს "არასდროს მაკმაყოფილებს ერთი ქალი"ო ამით იმართლებდა თავს აცრემლებული ცოლის წინაშე და მასზე უგონოდ შეყვარებული ირინა ორჯონიკიძეც მიუხედავად იმისა ,რომ გაცნობის წუთიდან იყო მის ხასიათში გარკვეული და თავისივე სურვილით მორჩილად კმაყოფილდებოდა მისგან მიღებული იმ მცირეფით და სტატუსით რომელსაც გუგა ბარათელის ცოლობა ერქვა.სტატუსი მყარი იყო და ყველანაირად ხელშეუხებელი.ირინა ლამაზი ქალი იყო და მართალია მაინცდამაინც ვერ ანთებდა საწოლში იმ ცეცხლს რაც დაუოკებელ მანიაკალიზმით შებყრობილ მის მეორე ნახევარს მოთოკავდა თუმცა ერთმანეთს "უხდებოდნენ" და სასწაულად ესმოდათ ერთმანეთის.მყარი ოჯახის შესაქმნელად კი მთავარი ხომ ურთიერთგაგებაა?!
დიმიტრი ორჯონიკიძეს არასდროს მოსდიოდა თვალში ბარათელი "განებივრებული გარყვნილი კაცი" ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებდა მანამდე სანამ მისი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდებოდარ.რომელიც მისთვის მეხის გავარდნას უფრო ჰგავდა ვიდრე ერთადეთი ქალიშვილის ბედნიერ ქორწინებას.სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგებაო ხომ გაგიგიათ? ხოდა ვერც ის აღუდგა შვილს...უფრო სწორად მისაღებ ოთახში აკივლებულ ირინას რომელიც იმუქრებოდა:ან გუგა გახდება ჩემი ქმარი ან არა და ჩემს გვამს გაიტანთ აქედანო.ირინას გვამი არ გაუტანიათ, სამაგიეროდ მოვიდა ახალგაზრდა ქალების გულთამპყრობელი ნეიროქირურგი...დიდი ამბიციებით და შორსმჭვრეტელი გეგმებით.
-ეს გოგო ვინ არის?-სიგარეტის წევით ფიქრებში გართულ ბარათელს ზურგს უკნიდან კაკაბაძის ხმა მოესმა და ფიქრებს დაუკითხავად მოსწყვიტა.მისკენ შეტრიალდა გუგა ,ფანჯრის რაფას ზურგით მიეყრდნო და ოდნავ გვერძზე გადახრილი თავით დააკვირდა ქალის მაღალ ფიგურას.ყოველთვის აგიჟებდა ამ ქალის ტემპერამენტი და ალბათ ერთ ერთი მათგანი იყო მისი საყვარლების სიიდან რომლის ამოუწურავ შესაძლებლობებსაც ყოველთვის აღიარებდა.
-რაიყო თინათინ ეჭვიანობის შემოტევები გაქვს?-ცინიკურად ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა კაცმა-არავინ ,შენთვის საინტერესო...
-სამაგიეროდ შენთვის საინტერესოა ხო?-ნიშნის მოგებით თქვა ქალმა
-არც მთლად უმაგისობაა...ისე მეჩვენება თუ ეჭვიანობ? -კვამლი სახეში შეაბოლა მოულოდნელად ფაქტზე გამოჭერით ალეწილ ქალს.
-მეტი საქმე არ მაქვს მაგ უფერულ გოგოზე ვიეჭვიანო.-ხელის აქნევით სცადა სიტყვების გამყარება კაკაბაძემ.
-კარგი ტანი აქვს. მით უმეტეს თუ გეტყვი ,რომ მისი სხეულის სათითაო წერტილი საკუთარი ხელის ხუთი თითივით ვიციი?!-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ბარათელმა თან მზერას არ აშორებდა ქალის რეაქციებს.
-გეტყვი ,რომ ფეხებზე
- რაიყო ციკლი გაქვს?-ტუჩები დაბრიცა კაცმა-მაგ დროს ხართ ხოლმე ქალები ესეთი აუტანლად ტვინის მტყვნელები.რა გჭირს?ნუ იქცევი დაუკმაყოფილებელი ქალივით .დავიჯერო ვატიკოს შესაძლებლობების მაქსიმუმი ნულს ქვემოთაა?
-ბარათელი ნაგავი რომ ხარ მითქვამს?!-გაბრაზდა ქალი და ფეხზე წამოიჭრა-ისე ერკვევი ქალების ფიზიოლოგიაში უკვე ერთი შეხედვით ატყობ ციკლი აქვს თუ არა?
-სხვათა შორის ბევრი მეუბნება-ღიმილიანი სახით გაიწია ქალისკენ გუგამ.მკლავებში მოიმწყვრდია კაკაბაძის ნატიფი სხეული და ისე მჭიდროდ აიკრა სხეულზე ქალს გატოკების მინიმალური საშუალებაც მოუსპო.-იმდენად ველური და დაუმორჩილებელი ხარ შენი დანახვისას სურვილი მიჩნდება მიგახრჩო...ან რამე უფრო ბინძური გავაკეთო...იცი რა გარყვნილი ფანტაზიები მომდის თავშიი?-ყურში ეჩურჩულებოდა და თითებს მისი წელიდან საჯდომისკენ მიაცოცებდა. მკვრივ უკანალზე წაეტანა და უხეშად მოუჭირა თითები.-ჯანდაბა შიშველი ხარ? რა გარყვნილი ხარ...-მამაკაცის სიახლოვისგან ერთიანად აგზნებულმა ქალმა ტკივილისგან წამოიკვნესა
-გააჩნია სიკვდილის ფორმებს.ჯანდაბა,შენთან სექსის დროს სიკვდილი??? მინდა...კი..-თხელი მკლავები კაცს კისერზე მჭიდროდ შემოხვია, მისი ტუჩებისკენ გაიწია და ქვედა ტუჩზე მოსდო კბილები
-ოხ შენი...-კბილებში გამოსცრა ბარათელმა ნატკენ ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა,სავარძელში ჩაეშვა და ქალიც თან გაიყოლა-ნუ მიწვევ თინია თორემ მართლა შემომაკვდები...არადა დიდი გეგმები მაქვს.
-მიდი მერე რაღას უცდი-გამომწვევი იყო ქალი-არ მითხრა იმ პატარა უფერული გოგოსი მრცხვენიაო
-ღმერთო ჩემო რა ბილწი ხარ-გაეცინა კაცს და ხალათი სწრაფად გააძრო-შიშველი ხარ და სრულიად სველი ...მართლა მინდა შენი მოკვლა შე პატარა ძუკნა..რაიყო მკერდი გაიფიდეე? -ორივე ხელით მკერდზე მიეფერა.-ვატო ნახე რა თესლიაა,დიდძუძუებიანი ქალები ევასება მაგ ჩემისას
-ჯანდაბა! არ გინდა მოკეტო და უბრალოდ მომეფერო??-ამოიოხრა კაკაბაძემ.
-მარტო მოფერება არა პატარავ...სხვა ბევრი რამ მინდა.აუუ რომ ვფიქრობ ...იმ ყვერს როგორ აძლევ მაგრად მინდა გცემო-ქალის ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და შიშველ საჯდომზე ისე ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელისგული გამაყრუებელ ტკაცუნს თინიას კვნესა შეერწყა.
-შენი დედაც ...-კბილებში გამოსცრა კაცმა.
აგზნებული ქალის აკანკალებული თითები უხეშად მოიშორა შარვლის ღილების შეხსნას ამაოდ რომ ცრდილობდა და თავად შეიხსნა.შემდეგ გაცხოველებული დაეტაკა მის ღვინისფერ ტუჩებს და ისე სწრაფად დაისკუპა ქალი ერეგირებულ ღირსებაზე ერთიანად არეულს ტკივილნარევის სიამოვნების კვნესა ამოხდა ქალს.
* * *
სააბაზანოს სარკეში საკუთარი ანარეკლი გულმოდგინედ შეათვალიერა სალომემ და ალბათ რომ არ სცოდნოდა თავად იყო. სარკიდან მომზირალი ქალის შეეშინდებოდა.სახე გაფერმკრთალებოდა და საშინელებათა ფილმების პერსონაჟს გავდა.თვალის უპეებთან სილურჯეები გასჩენოდა.თმას ფორმა დაკარგვოდა და აღარც ძველებური ბზინვარებით გამოირჩეოდა.სულ მცირე ხუთი ექვსი კილოთი დაეკლო წონაში,შემდეგ ზურგით შეტრიალდა და მარჯვენა ფერდთან...ნეკნების ქვემოთ წითელ წვრილ ზოლად დამჩნეულ ჭრილობას დააკვირდ. გული შეეკუმშა,.რა მოხდა? სამწუხაროდ არავინ ეუბნებოდა და არც თავად ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი.ერთადერთი ბოლო მოგონება რაც მის მეხსიერებაში დალექილიყო ცივი თვალები და ძლიერი დარტყმა...მეტი არაფერი...საერთოდ არაფერი...გაურკვევლობა,პასუხ გაუცემელი კითხვები,ის აუტანელი ზიზღის და სიბრაზის შეგრძნება ყელში რომ ჰქონდა გაჩხერილი და ვერასგზით ყლაპავდა.ახრჩობდა,სუნთქვას უძნელებდა...ჩიხში მომწყვრდეული გამოსავლის ძიებაში იკარგებოდა...გონებას უჭირდა ტვინთან ბრძოლა ტვინი გადარჩენის მიზნით ჯიუტად. ბლოკავდა ყველანაირ უარყოფითს თუ დადებითს...გადაღლილი სხეული კი დასვენების მეტს არაფერს ითხოვდა და ხელჩართულ ბრძოლაში მყოფ ტვინსა დაგონებას საერთოდ ემიჯნებოდა.გული აბსაითში გასულიყო და არანაირ გრძნობას არ იკარებდა სათოფეზე.
-რაღაც უნდა მოვიფიქრო-დაასკვნა და საკუთარი დასკვნით ნასიამოვნებმა ჩაიცვა ტანსაცმელი.სააბაზანოს კარი ბრთხილად გამოაღო და მიაყურადა.
-ღმერთო ჩემო...
სუსტი წამოკივლება გაისმა სასტუმრო ოთახიდან რასაც დახშული გმინვა მოჰყვა და შემდეგ ყრუდ აკრუტუნდა ქალი.თავისით წაიყვანა ფეხებმა ხმის მიმართულებით... სასტუმრო ოთახის კარის ზღურბლისკენ
სავარძელზე მჯდომი ბარათელი მთელი ნახევარი ტანით მიყრდნობოდა სავარძლის საზურგეს.მის ფეხებზე გადამჯდარი ველური ამორძალივით შიშველ კაკაბაძეს გრძელი შავი თმა საჯდომამდე ჩამოშლოდა, ბარათელისთვის კისერზე შემოეხვია მკლავები და მის შუბლს შუბლით დაყრდნობილი ტრანსში მყოფივით აკეთებდა მოძრაობებს.ბარათელის ერთი ხელის თითები კისერში მარწუხებივით ჩაფრენოდა ქალს, მეორე კი საჯდომზე ჩაევლო ძლიერად და ისე დაუნდობლად ჟიმავდა ქალის ტკივილნარევი სიამოვნების ბგერები მთელს სახლში ექოსავით ვრცელდებოდა.ხმა... რომელსაც ისევ მამაკაცის ვნებიანი ტუჩები უხშობდა.
უცნაურად შეუტოკდა გული სალომეს უკან უკან დაიხია და იმ ოთახში შეიძურწა რომელიც მანამდე აჩვენა კაკაბაძემ.ბრაზისგან თუ რაღაც ამოუხსნელი გრძნობისგან გაბერილი ადგილს ვერ პოულობდა და წინ და უკან დააბოტებდა ოთახში...ზურგზე ჭრილობამ წვა დაუწყო...თმის ძირები დაეჭიმა და ასტკივდა სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები და თავში არეულ აზრებს უკან გაბრუნება აიძულა.მეორედ,უკვე მეორედ იყო ანალოგიურ სიტუაციაში და მეორედ ემართებოდა ესეთი ამოუხსნელი ემოციები
სასწრაფოდ უნდა გასცლოდა აქაურობას... დაასკვნა და ამ დადკვნით დამშვიდებულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი იატაკზე ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა რომლიდანაც არ დააყოვნა და სისველემ წამებში გამოჟონა

* * *

მყუდროდ მოწყობილ კაბინეტში რამოდენიმე მამაკაცს მოეყარათ თავი.კედელთან ჩამწკრივებულებს დასჯილი ბაღის ბავშვებივით დაეხარათ მზერა და ჭაღარა წვერ-ულვაშიანი სამოციოდე მამაკაცის ღრიალს მოთმინებით იტანდნენ.
-უსაქმურების ხროვა ხართ!-იღრიალა და მაგიდის ზედაპირს ძლიერად დასცხო ხელი მამაკაცმა .-როგორ გაგეპარათ ის დედამოტყნული??...მე რა გითხარით?! შეაშინეთთქო და არა ცემისგან კვერცხივით ათქვიფეთტქო...თქვენი იმედი არაფერში უნდა ჰქონდეს კაცს...ფუჰ...იმბეცილების ჯოგი მახვევია ირგვლივ!
- დიმა დამშვიდდი! ჯერ ისევ სუსტად ხარ ხომ არ გავიწყდება?-შუახნის მამაკაცმა მხარზე მეგობრულად დაადო ხელი ეყობოდან ერთიანად გამოსულ დიმიტრის.
-რა დამამშვიდებს ამ სირებს შეხედე ერთი-ხელები ფართედ გაშალა განრისხების პიკზე მყოფმა-ერთი საქმე დავავალე და კაცი ისე ვერ გააჩუმეს პრობლემა რომ არ შექმნილიყო...შუა ქალაქში ამდენი ხალხის წინაშე გადმოიღეს მანქანიდან და მოუტყნეს სახე.ეგაა გაჩუმებაა?! ამდენი თვითმხილველი!!პოლიცია სასწრაფო...რაღა გააჩუმებს ახალ ამბეზე დაგეშილ ჟურნალისტებს?დღეს თუ ხვალ კარზეა მომდგარი არჩევნები ესეც შენი ნაფრები რეიტინგი...ჩამიჯვეს საქმეში.
-მოვაგვარებთ ყველაფერს დამშვიდდი შენ.პატრულის და სასწრაფოს მოსვლამდე წასულა იქიდან.მხოლოდ მანქანაა საჯარიმოზე გადატანილი ისიც არ იყო მის სახელზე გაფორმებული.გამოვძვრებით-ისევ ის მამაკაცი ალაპარაკდა
-რას მოვაგვარებთ რამაზ?კამერებს რას უშვრები? კაცმა არ იცის სად გაქრა ბარათელი...წყნარად იყო, არ უნდა გამოგვეწვია ახლა რა იქნება ?ეგ ისეთი ახვარია კარიდან რომ გააგდებ ფანჯრიდან შემოდის.გაქნილი გაიძვერა...უხ ამისი დედაც...-მიყოლებით რამოდენიმეჯერ დაარტყა მაგიდას ხელი და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.ნერვიულად იტარებდა წვერზე ხელს და გამალებით ფიქრობდა.
-სულ მიკვირდა რატომ გყავდა გვერდით ამდენ ხანს-წვერზე ხელი ჩამოისვა რამაზმაც და ჩაფირებული თვალებით შეხედა მეგობარს.-სანდო კაცი არასდროს ყოფილა,ემოციურად გაუწონასწორებელი დანაღმული ველივით იყო და ყველაზე ცუდი ის არის ,რომ ეს ნაღმი თუ არ გავანეიტრალეთ დიდი აფეთქება მოხდება.
-მტერი ახლოს უნდა გყავდეს...ცხვირწინ, ყველა.მის მოქმედებას რომ ხედავდე ავუფეთქებ დედის ტრაკს მთავარია მოვიხელთო...მომაწევინე ერთი თუ ძმა ხარ...
-დიმა...
-მიდი მიდი სიგარეტით მომკვდარი გინახავს ვინმე?ყელამდე განავალში ვართ და სულ არ გული დამარტყამს თუ გაბოროტებული ხალხის ბრბოო?!...ეხლა ისეთი გაბოროტებული ვარ შეიძლება შენი ლეკვებიდან რომელიმე შემომაკვდეს.სად პოულობ ამ უმაქნისების ხროვას? ქარხანაა სადმე სადაც ეგეთ სირებს ასხამენ თუ რა უბედურებაა-ბიჭებს ახედა დაბღვერილმა-გადით რას მიდგახართ აქ?! თქვენც ეხლა საქმის გამკეთებლები არ მყადეთ.კუნთმაგარი გონებაჩლუნგები.
რამაზმა ღრმად ამოიოხრა და სიგარეთის კოლოფი გაუწოდა მეგობარს ,თან მის წინ სავარძელში მოთავსდა და და თავადაც მოუკიდა სიგარეტს.
-რას ვაპირებთ?
-მოვძებნით და გავაქრობთ.-გადაჭრით თქვა დიმამ-ზედმეტი თავის ტკივილი არ მჭირდება.არასდროს ვენდობოდი ხო იცი?ძაან "სტრანი" ტიპია რას უნდა ელოდო მისგან კაცმა არ იცის...ოხ ბარათელიი...რა თავის ტკივილი ხარ რომ იცოდე თავად დაიბრიდავდი თავს.
-მერე ირინა?-შეპარვით იკითხა რამაზმა
-კაი რაა შენ მაინც მიცნობ და იცი არასდროს ვიყავი ამ ქორწილის მომხრე...ირინამ გაჭედა მეგონა გატაცება იყო...დროებითი.მოისურვილებს და გადაუვლისთქო მარა შენც არ მომიკვდე სახლში მომითრია.ბევრი რამ იცის...ირინას მე გავაჩერებ.ან ვაფშე გავუშვებ ცოტახნით სადმე ბავშვთან ერთად დაისვენებს,იფიქრებს და მერე თუ ისევ ამ აზრზე იქნება მობიფიქრებთ რამეს...ათასი უბედურება ხდება,არც ჩემი სიძეა დაზღვეული რამისგან...პატარა ავარია და მორჩა,აფრინდა ჰაერში...
-კარგი!გავაჩუმოთ.
მეგობრების საუბარი რამაზის მობილურის ხმამ გაწყვიტა.მამაკაცმა პიჯაკის შიდა ჯიბიდან ბრთხილად ამოაცურა აპრატი და გაკვირვებული დააჩერდა ეკრანს.დაცვის უფროსივრეკავდა.
-გოჩაა...ნეტა რა მოხდა?-ჩაილაპრაკა თავისთვის და ეკრანს ბრთცილად გადაუსვა კოტიტა თითი-ხო გოჩა.რასამბობ კაცო?!-შეჰყვირა და ფეხზე დენდარტყმულივით წამოხტა.- როდის? მერე რა ჩემ ....ს აკეთებდა დაცვა? ან აქამდე სად იყავით? რასქვია შენობაში გეგონათ?!სად წავიდა აბა აორთქლდა?! ესე ადგა და ერთბაშად აორთქლდა?! კამერები ნახეთ? გაარკვიეთ რა მოხდა.პოლიცია რაჩემს ფეხებად მინდა ცოტა თავი გაანძრიე!სანამ რაიმე ხელჩასაჭიდი არ გექნება არ დარეკო.არ ვიცი ქვესკნელში რომ მოგიწიოს მის მოსაძებნად ჩასვლა...ჩადი!
აპარატი გათიშა მაგიდაზე ხმაურით დააგდო და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვადიმა ინტერესით ადევნებდა თვალს წინ და უკან მოსიარულე რამაზზს.
-დაჯექი თუ ძმა ხარ დამეხვა თავბრუ.რამოხდა?
ავი წინათგრძნობისგან დაძაბული დიტოც ფეხზე წამოდგა და მეგობარს მიაშტერდა მომლოდინე თვალებით.ცოტა ხანს იდგა გახევებული რამაზი ურეაქციოთ...თთქოს ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა სიმართლე ,აზრების დალაგებას ცრდილობდა.ბოლოს ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და როგორც იქნა ამოთქვა:
-სალომე გაქრა საავადმყოფოდან.
გაოგნებულმა დიმამ გვიან გადახარშა ნათქვამი...თითქოს ტვინი ბლოკავდა უარყოფითს და ეკონომიურად მიაწვდიდა გონებას მომხდარის შესახებ გადასახარშად.დახშულ ყურებში შუილით გაიარა მოსმენილმა მთელს აზროვნებას მოედო და სისხლის მიმიქცევა შეანელა.მამაკაცმა მარცხენა მხარეს მჩხვლეტავ ორგანოზე ხელი ძლიერად მიიჭირა და სავარძელში ძალიან ბრთხილად ჩაეშვა.
* * *
შუაღამე კარგა ხნის გადასული იქნებოდა სალომემ საძინებელი ოთახის კარი უხმაუროდ რომ გააღო.მიაყურადა,სახლში სიჩუმეს დაესადგურებინა.ღამის მყუდროებას მხოლოდ და მხოლოდ მონოტონურად მოტიკტიკე კედლის საათის ხმა არღვევდა.ღრმად ჩაისუნთქა,თავს მხნეობისკენ მოუწოდა და ფეხაკრებბით გაემრთა მთავარი შემოსასვლელი კარისკენ.მისაღებ ოთახს გასცდებოდა და შეეძლო სახლიდან გასულს თავისუფლება ეზეიმა.მთავარი იყო რკინის კარი ისე უხმაუროდ გაეღო როგორც სხვა დანარჩენი.ფანჯრიდან შემოსული გარე განთების მკრთალ შუქზე, მისაღები ოთახის დაბრკოლებაც ვაჟკაცურად გადალახა, რკინის კართან მისულმა ხელის კანკალით ჩასჭიდა გაყინული თითები კლიტეს და გადატრიალებას აპირებდა მის სმენას ავისმომასწავლებელი ტკაცუნის ხმა რომ მისწვდა და "ჰოლი" წამის მეასედში გაანათა ჭერიდან დაშვებულმა აბაჟურიანი ჭაღის ბრდღვიალა სიათლემ.
-საით გაგვიწევიაო?
გუგა ბარათელის ბრაზმორეულირონიულმა ხმამ ადგილზე მიალურსმა.
-შენ გეკითხები ქალბატონო!საით???
-იქ სადაც შენ არ ხარ.-დაბალი ხმით ჩაილაპრაკა სლომემ.
-ერთხელაც იქნება და ნამდვილად შემომაკვდები.-ამოიღრინა გუგამ და მკლავში უხეშად შემოაჭდო ძლიერი თითები.ისე მსუბუქად მოიფრიალა თითქოს ბუმბული ყოფილიყო და არა სულიერი არსება. თითქმის თრევით წაიყვანა მისაღები ოთახისკენ და სავარძელზე ხელის კვრით დააგდო.
-მტკივა!-ამოიტირა საკუთარ უძლურებაზე ბრაზმორეულმა სალომემ და სავარძელში რომელზეც უხეშად დაახეთქეს შეძლებისდაგვარად გასწორდა.-რაღა გიდა ჩემგან?რას გადამეკიდეთ ვერ ვხვდები...რა დაგიშავეთ ასეთი ?!
ცრემლიანი თვალები მიანათა მის წინ ასვეტილ ბარათელს .რომელმაც სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ორივე ხელი,სავარძლებს შორის მდგარი ჟურნალების მაგიდა ქალთან ახლოს მიაცურა და ზედ ჩამოჯდა.უსიტყვოდ აკვირდებოდა ქალს სახეზე რომელსაც ცრემლები ღაპა ღუპით ჩამოსდიოდა სახეზე და ლავიწის ძვლებთან იკარგებოდა.ჩაწითლებული თვალები არაბუნებრივად გამოიყურებოდა და ისე აცეცებდა აქეთ იქით უცხო თვალისთვის ფსიქიურად ავადმყოფის შთაბეჭდილებას დატოვებდა.
~იმ წყეულ საღამოს ...-სიგარეტს მოუკიდა გუგამ და ღრმა ნაპასი დაარტყა-იმ წყეულ საღამოს გადაწყდა,რომ საწყობში სადაც შენ იყავი მიყვანილი...( თითქოს საუბარი უჭირდა სვენებ სვენებით ლაპარაკობდა და თვალებს არ შორებდა ქალის ჩაწითლებულ სფეროებს )იმ საწყობში უნდა ამომეჭრა შენთვის თირკმელები,კონტეინერები უკვე გამოგზავნილი იყო და სანამ მე საქმეს მოვრჩებოდი მოიტანდნენ.
-რა?!
გაოგნებისგან პირი გაუშრა სალომეს და ორივე ხელი სახეზე აიფარა-რას ამბობ?
-ხო ეს თვეების მანძილზე დაგეგმილი ოპერაცია იყო...ნალ ნელა ნაბიჯ -ნაბიჯ ვაგროვებდით შენზე ცნობებს...არ ვიცი ჯანმრთელობის ისტორიას ოჯახურ მდგომარეობას,სამსახურს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით სრულიად შესაფერ კანდიდატურად მოიაზრებოდი.კლინიკაში ვერ მიგიყვანდით რადგან არაკანონიერად ხდებოდი შენ დონორი.ეს კლინიკის სახელზეც იმოქმეებდა და მეც როგორც თანამზრახველს მით უმეტეს ამხელა როლი მეკისრებოდა,დაგვიჭერდნენ.
ქალი გასუსული უსმენდა ბარათელის აღსარებას.
-არ ვჩქარობდით რადგან შესაფერისი მომენტი ჯერ არ იყო...-წამებში ჩამწვარი ღერი საფერფლეზე დაასრისა და მეორეს მოუკიდა.-ბოლოს ეოგორც იქნა დაიგეგმა და მეც ამ ოპერაციისთვის მომიწია ჩამოსვლა.
-ღმერთო ჩემო...
-დიმიტრი ორჯონიკიძე ფრთაშესხმული ანგელოზი რომ გგონია და მე მის ფონზე სისხლის მსმელი მონსტრი...სწორედ მისი მეთაურობით ხდებოდა ეს ყველაფერი.
-რაა?!-ფეხზე წამოხტა სალომე
-დაჯექი რას წამოხტი?-ქვემოდან ახედა გუგამ ქალს და სავარძლისკენ მიუთითა-ხომ გაინტერესებს სიმართლე? ხოდა მოისმინე...აბა რა გგონია სად ჯანდაბაში წავიღე შენი თირკმელი? გავყიდე საზღვარ გარეთ და ფული ავიღე თუ რაა???-სიმწრით ჩაეცინა კაცს.-ვის მოაფიქრდებოდა ეს საშინელება თუ არა განდიდების მანიით შებყრობილ მამიკოს...გაიმეტა უკანონო შვილი.სულ ....ზე არ კიდია? რატომ არ გიფიქრია რა იყო მიზეზი მისი შენდამი ასე დათბობის? რა მეამიტი ხარ სალომე?(ჩაიცინა) რა იფიქრე მამიკოს სინდისმა შეაწუხა და მოუნდა შვილთან დაახლოვება? არაფერიც, ეგ უსისხლო საკუთარ ჯანმრთელობას და თანამდებობას ისე აჯდება თ ფულისა და დიდების გამო საკუთარ დედას ამოთხრის საფლავიდან.
-ჯანდაბაა!!-წამოიყვირა ქალმა
-არა მომისმინე,-ხელით შეეცადა ბარათელი სავარძელზე მის დაკავებას.-ბოლომდე მომისმინე და იქნებ მერე მაინც იაზროვნო საღად და ს უაზრო ცანცარს შეეშვა.ხოო,მე პირადად ირინას დაბადების დღეზე გნახე ...გაბედული ლაღი და ახვარი მამაშენისგან სრულიად განსხვავებული იყავი...(წარსულის გახსენებაზე გაეღიმა მამაკაცს)
-ოპერაციის გაკეთებაზე უარი ვთქვი,რასაც შენი გატაცება და იმ ფარდულში გამომწყვრდევა მოხდა...სხვა ქირურგი აპირებდა ჩამოსვლას...ამოგაცლიდნენ საჭირო ორგანოს და მერე მოსისროდნენ სადმე ძაღლების შესაჭმელად ან ვაფშე ტყეში ჩაგფლავდნენ და ნადირის ამოსათხრელი გახდებოდი.ამიტომ დავასწარი იმ ახვარს ჩამოსვლა და გაგიჟებული რომ გნახე მადლობის მაგიერ საზაედულში შენი წიხლიც მივიღე.-გაიცინა-იცი როგორ მეტკინა?!
-რა სასცილოა-შეუღრინა ქალმა.
-ნუ მერე იყო დაჭერობანა და სამწუხაროდ შენი ცხვირპირის ჩამტვრევა,არ მინდოდა-ხელები ასწია მამაკაცმა-მაიძულე.. ეს ნაცემ ნაბეგვი ჩამოგიყვანეთ კლინიკაში და გატარდა შენი ავადმყოფობის ისტორიაში როგორც ავარიაში მიხვედრილი.ახლა შენ და მამაშენს საერთო სისხლის გარდა თირკმელიც გაქვთ ძმურად გაყოფილი და ამ ყველაფრის მერე ისევ მე რომ მადანაშაულებ მაგარი უნამუსო საქციელია შენი მხრიდან...სულ მცირე მაფლობას ველოდები
-საიდან ამდენი ამბიცია? კბილებს შორის ზიზღით გამოსცრა ქალმა.მხარზე უხეშად მიჰკრა ხელი და სავარძლიდან წამოხტა.ბარათელი არ შესწინააღმდეგებია...
-ზოგადად ამბიციურობა კარგია...ცხოვრებაში წინ წასვლის სურვილს გიმძაფრებს.
-და ამ ყველაფრის შემდეგ არ გეშინია მაინც რომ გიჩივლოთ?!
ბარათელს ამ უსუსურ მუქარაზე ხმამაღლა გაეცინა.
-რითი აპირებ დამტკიცებას ეგ მაინც მითხარი? მიხვალ პოლიციაში და შრამებს აჩვენებ?! კარგი რაა სალომე,კარგი...
-როგორ მეზიზღება შენი ეგ თვითკმაყოფილი სიფათი...სიამოვნებით გამოგაცლიდი ხორხს...სიმწრისგან ხელები მომუშტა ქალმა.
-რას ელოდები?-ხელები გაშალა ღიმილით მამაკაცმა-მოდი! მოდიი!-სახიდან ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა და თვალები ავის მომასწავლებლად აუელვარდა-მოდიი!დაამტკიცე რომ არ ხარ მშიშარა ქათამი...
-ნაძირალა-სალომეს მოქნეული მარჯვენა მამაკაცის მარცხენა ლოყაზე ტყაჩუნით დაეშვა.
-სულ ეს ხარ?!-ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა მამაკაცმა...თითქოს აზარტში შევიდაო ისეთი გამომწვევი ღიმილი აიკრა სახეზე-მეტი არაფერი შეგიძლია?!
-მოგკლავ!-გაცოფებული ქალი ყელში ეცა მამაკაცს რომელმაც მკლავებში ისე უცებ მოიქცია გააზრებაც ვერ მოასწრო სალომემ.მთელი ტანით მოიქნია და დივანზე ისე მტკივნეულად დაახეთქა მიუხედავად სავარძლის სირბილოსა მაინც ეტკინა ძვლები..ზემოდან მთელი სიმძიმით დააწვა და სახეში ისე ჩააცქერდა როგორც მონადირე გარეულ ცხოველს.
-რა გგონია შენი სიყვარულით ვიწვი? თუ ძალიან მადარდებს შენი ბედი?არაფერში მარგიხარ,პირიქით დაბრკოლებას მიქმნი და ისე ნუ იზამ საკუთარი ხელით ამოგაცალო მეორე თირკმელი-მრისხანედ გამოსცრა მამაკაცმა...
-ადექი!-მამაკაცის ამონაფრქვევი ჰაერი ცხვირ პირზე ედებოდა და სიგარეტს ნაზავი რაღაც გრილი არომატი თავისით მიძვრებოდა ცხვირში.ქალს სახე მოექცა...გაიბრძოლა და თავის არიდება სცადა თუმცა კაცის სიმძიმე ღრმად ფლავდა რბილ სავარძელში და გატოკების მინიმალურ შანსს უტოვებდა.-მეც ფეხებზე შენი ჩალის ფასად ღირებული სიცოცხლე...მეზიზღები.
-არადა შენი სხეული სხვა რამეს ამბობს-ბოროტად ჩაეღიმა კაცს-ჩემი მოახლოვება და ათასი ემოცია გეწერება სახეზე...რა პატარა ხარ სალომე...ძალიან პატარა...
-გადაეთრიე!-ისევ გაიბრძოლა ქალმა.
-დარწმუნებული ვარ იმ სექსის ყურებისას საკუთარი თავი წარმოიდგინე თინას ადგილზე და ერთიანად დასველდი ხოო...
- გარყვნილო ნაბივარო
- შენც გარყვნილი ქაჯი ხარ...აღიარე რამდენკერ მოეფრერე საკუთარ თავზე ჩემზე ფიქრის დროს?
-მანიაკი ხარ...-ზიზღით გამოაფურთხა სიტყვები სალომემ და მამაკაცს კისერში ისე მტკივნეულად დაასო კბილები ბარათელმა ყრუდ ამოიგმინა და მის სხეულს ერთიანად მოშორდა.ქალმა დრო იხელთა და სავარძლიდან ისე წამოხტა ფეხით ჟურნალების მაგიდას გამოედო და მასთან ერთად ხმაურით დაენარცხა იატაკზე.
-პატარა ძუკნა-გუგამ ნატკენ ადგილზე მოისვა ხელი და თბილი სითხით შეღებილ თითებს დახედა-სისხლის მსმელი წურბელა...სად დედისტყვნაში მიდიხარ?-ფეხზე ისარივით წამოიჭრა და კარისკენ გაქცეულ ქალს თმებში სტაცა ხელი და თავისკენ დაქაჩა.
-გამიშვი!
-ფეხს ვერსად ვერ გაადგავ...დაეგდე აქ და მოკეტე სანამ საკუთარი ხელით ამოგგლიჯე ეგ დამპალი ენა...რა გგონია თამაშის ხასიათზე ვარ?!-მის ყურთან მიიტანა ტუჩები კაცმა და ბოროტად გამოსცრა-ს შვილი ვიყო მოგკლავ.
-მშიშარავ-მისი სიტყვებით მანიპულირებას ცრდილობდა ქალი-მარტო ქალებთან გაქვს დისი გული...საქმე საქმეზე რომ მიდგება შიშისგან შარვალში იფსავ...რაიყო?
ხელის კვრით მოიშორა მამაკაცის ხელები მის წინ გამომწვევად დადგა დოინჯ შემორტყმული და ირონიული ღიმილით ცრდილობდა საერთოდ გადაეყვანაჭკვიდან.-მიდი, დამანახე შენი არაკაცობის მაქსიმუმი...მშიშარა....საფრთხე იგრძენი და თავქუდ მოგლეჯილი გარბიხარ?.. რაიყო, დიმასი გეშინიაა?!არ ხარ არც იმდენად მაგარი ვაჟკაცურად რომ დახვდე ხო??
-ძალიან ათამაშებ მაგ ტრაკს ვადაჭკორია...რაც ნამდვილად არ მეჩვენება მიმზიდველად.
-ხოო?! არადა როგორც ვიცი ყველა კაბიანს დასდევ...(დასცინა ქალმა) ერთადერთი რაც ცხოვრებაში მიზანს გაძლევს შენი ატეხილი ჰორმონებია... სადისტო მანიაკო...
-აჰაა-თავის დაქნევით გაიცინა კაცმა-მომწონს ეს თამაში...
~ საერთოდ არ გეთამაშები ...ახლა მე გავალ ამ სახლიდან და შენ...ჯანდაბაშიც წასულხარ...გამიხარდება თუ მოკვდები.
-ოპაა..-ხელი ხელს შემოჰკრა კაცმა-ახლა შენ დაეგდები ამ დედამოტყნულ სავარძელში ,ენას კბილს დააჭერ და ნერვებს ბოლომდე არ მომიშლი.ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ...მოდი გაგარკვევ...შენ-თითი მკერდზე მიარტყა კაცმა-ჩემთან იქნები მანამდე სანამ ჩემი კეთილი ნება არ იქნება გაგიშვა...გასაგებია?!
შენ გეკითხები გასაგებიათქოო?!-იღრიალა ბარათელმა.
-დახვიეე...
ხელი აუქნია სალომემ მამაკაცს და სავარძელზე g.
-ამის დედას შევეცი...-ამოიღმუვლა მამაკაცმა და სავარძლის ფეხს მთელი ძალით მიარტყა ფეხი.-ადექი!- მკლავში სწვდა და წამოაგდო...-მივდივართ.
შემოსასვლელ კართან ტუმბოზე დაყრილ თავის ნივთებს დაავლო ხელი,კარი გამოგლიჯა და სწრაფი ნაბიჯით გაათრია სადარბაზოში ქალი.
-მერე შენი გოგო არ ინერვიულებს ასე რომ ტოვებ?-ბოროტად გაეცინა სალომეს.
-ჩემმა გოგომ მისაღები მიიღო უკვე...მოწმე შენ არ ხარ?
არც მამაკაცი დარჩენია ვალში.
განთიადის მიუხედავად გარეთ ჯერ ისევ სიბნელე იყო...ქუჩაში კანტი კუნტად მოძრაობდნენ გზააბნეული მგზავრის ძებნაში გართული ტაქსები...დილის სუსხი ერთიანად შემოეფეთათ სითბოდან გამოსულებს და სახე აუწვათ.ბარათელს ისე რომ ქალისთვის ხელი არ გაუშვია ტაქსის გაუქნია თავისუფალი ხელი...შემდეგ მის ფეხებთან გაჩერებული მანქანის უკანა კარი გამოხსნა და ხელის კვრით შეტენა სუსტი სხეული...თავადაც გვერდით მიუჯდა და სარკიდან მომზირალ შუა ხნის მძღოლს ცივად განუცხადა:
-კოჯორში აგვიყვანეთ.

* * *
ღამის სამი საათი სრულ დებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის კუთხეს მაღალი მამაკაცის ფიგურა რომ გამოეყო...სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ჩაბნელებული ჩიხი სადაც, მეჩხრად განელაგებინათ გარე განათების ბოძები.პატარა სკვერის შესასვლელთან გაჩერებულ შავ "პორშეს" ჯიპს მიუახლოვდა,უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდა.
-აბა?!- სარკიდან გამოხედა საჭესთან მჯდომმა ახალ მოსულს.
-სახლშია.ორი საათის წინ მოვიდა ვიღაც მაღალ ნაშასთან ერთდა.
-რა ვქნათ?-ახლა გვერდით სავარძელზე მჯდომს მიმართა მძღოლმა.-ქალი არ გვაწყობს.-გვერდით მჯდომმა რომელიც სიგარეტს ეწეოდა...ნამწვი ჩამოწეული შუშიდან პირდაპირ ქუჩაში მოისროლა და ხელი ხელს შემოჰკრა.
-ვეწვიოთ სტუმრად იმედია მიგვიღებს!
მანქანის სამივე კარი თითქმის ერთდროულად გაიღო და დაიხურა. სამი მამაკაცის მაღალი ფიგურა სწრაფი ნაბიჯით დაიძრა კორპუსის სადარბაზოსკენ,უხმაუროდ აიარეს ორი სართულის საფეხური და თეთრად შეღებილი რკინის მასიური კარის წინ შედგნენ.
ერთ ერთმა ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაცურა, საკეტთან დაიხარა და რამოდენიმე წამიანი წვალების შემდგომ საკეტმაც გაიჩხაკუნა. ბარათელმა პირველმა შეაბიჯა ჩაბნელებულ ჰოლში და გარემო ინტერესით შეათვალიერა.სახლში სრული სიმყუდროვე გემეფებულიყო რომელსაც, დერეფნის ბოლოში განთავსებული სანახევროდ ღია კარიდან გამომავალი ქალის დაუფარავი კვნესის და საწოლის ჭრაჭუნი ხმა არღვევდა.
-ერთობა !
კბილებს შორის მრისხანებით გამოსცრა ბარათელმა და გეზი საძინებლის მიმართულებით აიღო,კარი ფეხის ძლიერი ბიძგით ფართედ გაიღო და კედელს მიეხეთქა. გამაყრუებელ დართყმის ხმასთან ერთად, კედელთან განთავსებული ჩამრთველიც გაჩხაკუნდა და ნაზმა იისფერმა შუქმა გაანათა კომფორტულად მოწყობილი მდიდრული საძინებელი.ხმაურზე გულაღმა გაშხლათული შუახნის მამაკაცი ერთtიანად დაბნეული ფეთიანივით წამოხტა და გვერდით მხარეს თითქმის გადააგდო მანამდე ზედ გადამჯდარი ქალის შიშველი სხეული.
-რა დედისტყვ...
ვეღარ დაამთავრა კაცმა მზერა კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილ ირონიულად მომზირალ ბარათელზე მიეყინა.
-სიურპრიზიი!-თეატრალურად გაშალა ხელები ბარათელმა და აპლოდისმენტების მომლოდინე მსახიობივით დაუკრა თავი.
ქალმა შიშისგან წამოიკივლა,ზეწარი შიშველ სხეულზე აიფარა და საწოლის კიდეს თითქოს შეეზარდაო.
- ვინ თუ არა ტაკი მასხარა გუგა ბარათელი-გამბედაობა დაუბრუნდა აქამდე გაოგნებულ მამაკაცს და საწოლიდან წამოდგომა დააპირა.
-გააგრძელეთ...ჩვენი ნუ გერიდებათ-მხიარულების ზენიტში იყო ბარათელი.
-აქ რამ მოგიყვანა?
-შე მადლიანო,შენაა???-გაიკრიჭა ბარათელი და შემდეგ უცებ დაუსერიოზულდა სახე -აბა გავიცინეთ ?!გვეყო!ბიჭებო ქალბატონო გავაცილოთ თუ შეიძლება.
გვერდით მდგომთ მიუბრუნდა მამაკაცი და ადგილი გაუნთავისუფლა.მისკენ დაძრული ახმახების შემხედვარე ქალი შიშისგან უცებ აკივლდა თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია მისი ისტერიკისთვის ისე ჩაავლეს მკლავში ხელი და ოთახიდან ბუმბულივით გააფრიალეს.
-ჩაიცვი რამე და მისაღებში გელოდები!-კარისკენ დაიძრა ბარათელი მაგრამ ზღურბლზე შეჩერდა, მკვეთრად შეტრიალდა საწოლიდან უკვე წამომდგარი მამაკაცისკენ და თითი ავის მომასწავლებლად დაუქნია ცხვირწინ-სიურპრიზების გარეშე რამაზ...დღეს ძალიან კეთილი ვარ.
რამაზმა სასწრაფოდ ამოიცვა სახლის სპორტული შარვალი და მკლავები თხელ სვიტერში გაუყარა.საოცრად ნერვიულობდა რადგან, ვერ ხვდებოდა ბარათელის ვიზიტის მიზეზს და თან იცნობდა ამ კაცს და არ იცოდა როდის რა იყო მისგან მოსალოდნელი.ახლა კი ნამდვილად იყო სანერვოულო. წყობიდან გამოსული დევნაში მყოფი არც თუ მაინც და მაინც მშვიდი ხასიათითთ გამორჩეული გუგა ბარათელი.ღელავდა მაგრამ, სადღაც გულის შორეულ კუნჭულში იმედი ჰქონდა, რომ მისსავე სახლში ვერ გარისკავდა რაიმე არაადეკვატურის ჩადენას და ისედაც უამრავ პრობლემას კიდევ ერთს არ დაუმატებდა.რაც უნდა ყოფილიყო რამაზ ტალახაძე არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა მისი სიკვდილი ან თუნდაც გაუჩინარება ქვეყნის მაღალ ეშელონებში უყურადღებოდ რომ დაეტოვათ.არც ბარათელი იყო იმ ასაკში დაუფიქრებელი ნაბიჯი რომ გადაედგა ...დიდი ხნის უკან გამოვიდა სეკატორიანი დანის ტრიალის და საქმის გარჩევების ასაკიდან.ამ ფაქტით ცოტა დამშვიდებული ტალახაძე მაინც ფეხის ათრევით გაემართა საკუთარი სახლის მისაღები ოთახისკენ სადაც, უკვე მოესწროთ დაუპატიჟებელ სტუმრებს კომფორტულად მოწყობა.ორი მისთვის უცნობი ახმახი, თეთრი ტყავის სავარძლებში ნებივრატ მოკალათებულიყვნენ.თვით გუგა ბარათელი კი ღია ბარის დახლთან მაღალ სკამზე ჩამომჯდარიყო და განსაკუთრებული დღეებისთვის სპეციალურად გადანახულ მის ძვირადღირებულ ვისკის აგემოვნებდა ნება ნება.თავადაც დახლისკენ დაიძრა ოდნავ შესამჩნევი ხელების თრთოლვით გრაფინიდან მაღალ ჭიქაში წყალი დაისხა და სულმოუთქმელად დალია...შემდეგ კი სრულიად დამშვიდებულმა მზერა გაუსწორა თვით ირონიის მეფეს.
- აქ რა გინდა?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ტალახაძე.
- რა თავაზიანი დახვედრაა?-გაიცინა ბარათელმა.ვისკი ბოლომდე გადაჰკრა და ჭიქა ხმაურით დადგა დახლის ზედაპირზე-ოდესმე მითქვამს შენთვის,რომ შენს საგანგებოდ გადანახულ ვისკის ფსლის გემო აქვს?-გაიცინა და ცალი წარბი დემონსტრაციულად ასწია -არაა?! ხოდა ახლა გეუბნები!
-არა მგონია აქ ვისკიზე სალაპარაკოდ იყო...-ჩაახველა ტალახაძემ-მით უმეტეს ამ დროს.
-ხოო...ნამდვილად არ ვარ აქ ვისკიზე სალაპარაკოდ.არც შენი მონატრება მკლავდა და მოსაკითხად მოვსულვარ.ხელს ჩამოგართმევდი მაგრამ მეზარება.
-არ გინდა ეს" რიჟა ბაზარი" -მწარედ ჩაეღიმა ტალახაძეს.-პირდაპირ საქმეზე გადადი არ ვართ არც ერთი ორი წლის ბავშვი!.
-მართალია...საქმე უპირველეს ყოვლისა-გაეცინა ბარათელს და უცებ მარჯვენა ხელით საყელოში სწვდა დახლის მეორე მხარეს მდგომ ტალახაძეს ,თავისკენ ძლიერად მოქაჩა და სახეში ზიზღით ჩააშტერდა.საქმის მოულოდნელად ასე შემობრუნებით დაბნეულმა ტალახაძემ ვერ მოასწრო სწრაფი რეაგირება და მუცლით მიეჯახა დახლის მარმარილოს კიდეს ტკივილისგან სახე უცნაურად დაემანჭა და ყრუდ ამოიგმინა.
-ეგაა კეთილი ვარო?-ხველას ამოაყოლა სიტყვები რამაზმა და სახეში ჩაშტერებულ ყინულივით ცივ თვალებს მზერა გაუსწორა.
-მოგატყუე!-ამოისისინა ბარათელმა და სახეში მთელი ძალით ჩაარტყა თავი.ტალახაძე უკან გადაქანდა ,სასმელების მაღალ კარადას ზურგით შეეხეთქა და ძირს ჩაცურდა .ცხვირიდან და გახეთქილი ტუჩიდან ერთ დროულად იფეთქა წითელმა სითხემ და წამებში ოთახში სისხლის გულისამრევი, მოტკბო სუნი დატრი ალდა.
-ეხლა ვილაპარაკოთ!-თმაზე ხელის გული გადაიტარა ბარათელმა. თითქოს, არეულ ვარცხნილობას ისწორებსო,ვისკი ისევ დაისხა განიერ, მუცლიან ჭიქაში და სიგარეტს მოუკიდა.-ადექი და სკამზე დაჯექი!რაიყო? ვერ დგებიი?! მე შენ ძლიერი მეგონე.დაეხმარეთ ბიჭებო, ასაკოვან ადამიანს და დასვით სკამზე!
სავარძლიდან თითქმის ერთდროულად წამოდგა ორივე, იატაკზე ჩამჯდარ ტალახაძეს მხრებში ჩააფრინდნენ და ოთახის შუაგულში მდგარ გრძელ, ტახტზე უხეშად დასვეს.. რამაზს ორივე ხელისგული სახეზე აეფარებინა და დაჭრილი დათვივით ზმუოდა.ბარათელმა სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია წამოდგა ,მისი სავარძლისკენ დაიძრა და ტალახაძის წინ ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა.
-აბა გისმენ!!
~ წადი შენიც!-ამოიღმუვლა ტალახაძემ.
-რაღაც არ მგონია იმ სიტუაციაში იყო ტრაკს ესე რომ ათამაშებდე...გისმენ
-რა გაინტერესებს შე ...-სისხლი გადმოაფურთხა ტალახაძემ და შემდეგ სახელოთი მოიწმინდა ცხვირი და პირი.
-ხოო...ჩათვალე მეოთხე სიტყვა არ გამიგია და პირველი ორი სწორი კითხვა იყო.ყველაფერი!
-და შენც ფიქრობ ...მოხვალ,ძალას იხნარ და მეც ავჭიკჭიკდები ??
ირონია გარეოდა ხმაში რამაზზს.
-არ მგონია, დარწმუნებული ვარ თუ გინდა გამოვცადოთ შენი მოთმინების ფიალა რამსიღრმეა.სად გადის შენი ზღვარი კაცობასა და ბას შორის.
-შე ს შვილო!.-იღრიალა უცებ ტალახაძემ და ტახტიდან წამოიწია
-ხმა ჩაიწყვიტე!-ტონს აუწია ბარათელმა.-შენ გგონია გეთამაშები??ხკარგად არ გცნობებივართ ბატონო რამაზ!ბოზები შენს ოჯახში ეძებე თუმდაც, შენი ვაი ქალიშვილი-ბოროტად გაეღიმა-საწოლში გარეული კატასავით იკაწრება, იცოდიი? თუმცა შენ საიდან გეცოდინება...
-შენი დედა...-წამოიწია ისევ რამაზი მაგრამ ძლიbერმა ხელებმა ისევ ტახტის საზურგეს მიაჯაჭვა...
-ააა არ იცოდიი?! არ უთქვამს როგორ ჟიმაობდა საუკეთესო დაქალის ქმართან?!
- ხარ-კბილს კბილზე მტკივნეულად აჭერდა ტალახაძე.
-ეგ ვიცი ...რამე ახალი რომ მითხრა არაა?! მაგალითად, რას ხლართავთ შენ და ბატონი დიმიტრი ჩემს წინააღმდეგ?ან როგორ აპირებს პარლამენტში შესვლას?.ან როდის ჩამოდის ის ტვირთი შუა აზიიდან?! ან სად გაყავს ის ბოზების არმია ასე საგულდაგულოდ რომ მალავთ შენ და დიტო პატარძეულის საწყობში?! არ მეტყვიი? ისე მარჯვენა თირკმელი როგორ აქვს საკუთარ ნაბიჭვარს რომ მოპარა?!-სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა ბარათელმა და კვამლი პირდაპირ სახეში შეაბოლა
ტალახაძეს ხველა აუტყდა.-ბევრს ვეწევი ხოო? ვიცი ვერ გადავეჩვიე ამ მავნე ჩვევას...ვერც ჩემი გატაცება დავივიწყე...მიყვარს ადამიანების წამება.ადრენალინს მმატებს და ესე რომ ვთქვათ ერთგვარი კაიფია ჩემთვის.გიო ერთი ის პატარა ნაბორი მათხოვე ჯიბეში რომ გაქვს-მიმართა ტალახაძის თავთან მდგომ ახმახს...-მომეცი ყველა ნაბიჯზეა ლარიანების მაღაზია, რომ გავალთ ახალს გიყიდი.
ზემოთ ხსენებულმა გიორგიმ უსიტყვოდ ამოაცურა ჯიბიდა მცირე ზომის კოლოფი და ბარათელს გაუწოდა.
-შეხედე რა საინტერესო ნაკრებია.-ღიმილით გახსნა ბარათელმა ყუთი და ექვსი სხვადასხვა ფორმის და ზომის ქლიბების ნაკრები მიუტანა სახესთან -ესე ნუ უყურებ გიო რა "მოზგია" იციი?! მაგალითად ამ ყოვლისშემძლე ნაკკრებით ისე უპრობლემოდ გახსნა შენი ოფისის სეიფი და ხელს სრულიად შემთხვევით 25 ათასი დოლარი გამოაყოლა ვერცკი მივხვდით.ისე რა უცნაური ხალხი ხართ ეს მდიდრები რაა...-ლაპარაკს განაგრძობდა მამაკაცი და თან გულმოდგინედ არჩევდა ქლიბების ნაბორიდან სასურველს.მერე თითქოს იპოვაო სახე გაებადრა და ერთიცალი ბრთხილად ამოაცურა ყუთში ჩამაგრებული დამცავი ჯიბიდან.-ხო რას ვამბობდიი?! უცნაურები ხართთქო... ამხელა ფულს ოფისში რომ ინახავ კაცი .... ხარ უცნაური კი არა...რამე ხომ არ გაქვს სათქმელი?! ნუ კაი...-ხელი ჩაიქნია-ესეიგი დედაჩემს ერთი მაგარი შენძრეული დაქალი ჰყავდა...მზია.კარგი ნაშა კი იყო ...დამავაჟკაცა რა მაქვს დასამდური....
-ავადმყოფო -კბილებში გამოსცრა ტალახაძემ და კეფაში საპასუხო წამორტყმაც მიიღო
-საუბრის გაწყვეტინება თუ რამე საინტერესოს არ ამბობ უზრდელობაა არ იცოდიი?!
-მოგკლავ შე ახვარო...
-კაროჩე იმდენი მემუქრებით რომელ ერთს დაგიჯეროთ აღარ ვიცი მოიტა ჩამოყალიბდით პირველი ვინ მომკლავს...-ხელები გაშალა ბარათელმა-რას ვყვებოდიი?! ააა მზიკოო...ხო მზიკო მაგარი ბომბა ნაშა იყო...ნუ ეგ შენთვის საინტერესო არ იქნება მთავარს მოგიყვები.ერთხელ მარცხენა ხელის თითზე სიმძიმე დამეცა და ბრჩხილი გამიფუჭა,დამიჩირქდა და მტკიოდა...ხოდა ეს მზია ქირურგიაში მუშაობდა თავის დროზე და რა ქნა იციი? ბრჩხილი ისე ამაძრო არცკი გამიყუჩა...მეტკინა იციი...ნუ კაი გატყუებ,ისე მეტკინა გული წამივიდა...მაშინ პატარა ვიყავი სულ რაღაც 12 წლის მაგრამ, დღესაც მახსოვს რა მტკივნეული იყო-უცებ მაჯაში სტაცა ხელი ტალახაძეს.. თითები მარწუხებივით წაუჭირა შემდეგ საჩვენებელ თითზე გადაიტანა ხელი და ისე გაუკავა გაწევა რომ არ შესძლებოდა ...წამოწეული მამაკაცი გიორგიმ ძლიერად გააკრა საზურგეს ბარათელმა კი თითებს შორის მოქცეული ქლიბი ბრჩხილის ქვეშ შეაცურა და მიაწვა...ტალახაძის ზმუილი გამგმირავ ღრიალში გადაიზარდა ქლიბი მაღლა რომ ასწია გუგამ და კანს გამოეყო გალურჯებული ბრჩხილი.
-მტკივნეული ყოფილა..-პირი გააწკლაპუნა ბარათელმა...-მეორე შედარებით უმტკივნეულო იქნება აი ნახე....
-ექვს საათზე...-იღრიალა ტკივილისგან გალურჯებულმა ტალახაძემ-ზეგ ექცსს საათზე ჩამოდის ტვირთი...
-გასაგებიაა მერე? რაღაც გონება გაგეხსნა ხოო?! მეორე ვაფშე გაგინათებს
-არა .. არააა...გოგოები თურქეთში გადაჰყავს იმ კონტეინერს რომლითაც ტვირთი შემოვა. გამთენიისას გავლენ...მირიან წილოსანი მფარველობს ამ ყოველივეს...საზღვარზე მოსყიდულია ხალხი და უპრობლემოდ გაატარებენ ტვირთს...
- მერე?!
-მეტი არაფერი ვიცი...გეფიცები მეტი არაფერი ვიციი.. -ატირდა ტალახაძე.
-რა ქალივით ბღავიხარ-ზიზღით გამოაფურთხა ბარათელმა...-ჩემს მოსაკლავად რომ უშვებდი შენს გორილებს მაშინ რაზე ფიქრობდი?
-არა გეფიცები არაა... მტკივანი ხელი აიქნია ტალახაძემ და გულზე მიიხუტა.~ ეს მისი იდეა იყო...შენს მოკვლას არავინ ფიქრობდა შეშინება გვინდოდა ...იმ სირებმა კი ზღვარს გადააბიჯეს..
-რატომ უნდაოდა ჩემი შეშინება?
-ზედმეტად ბევრ კითხვებს სვამდი და ვადაჭკორიასთან დაკავშირებით ზღვარს გადახვედი...-შიშით ახედა აფეთქების მომლოდინე ტალახაძემ...
- ეხლა რას აპირებს?-ფეხი ფეხზე გადაიდო უდარდელად ბარათელმა.
-გოგოს ეძებს...ფიქრობს რომ მისი საშუალებით შენს დროებით დამორჩილებას შეძლებს...
-და საიდან დაასკვნა ეგ ?
-ჰგონია რომ მის მიმართ გრძნობები გაქვს და სწორედ ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი...ირინას და ბავშვის გაყვანას გეგმავს ბულგარეთში დროებით
-და მერე ღიად ნადირობას დაიწყებს ჩემზეე??-ჩაეცინა ბარათელს...-შენძრეული ბებრუხანა.. მშვენიერია...მე და შენ კარგად გავუგე თ ერთმანეთს არაა რამაზ?!-ფეხზე წამოდგა ბარათელი
-ახლა რა იქნება მომკლავთ?!-ტახტზე ერთიანად მობუზული ტალახაძე თითქოს უფრო დაპატარავდა და სადააცაა გაქრებაო იფიქრებდით.
-არაა, მე რატომ ვიწვალო? დიმიტრი ამ ყველაფრის მერე სიამოვნებით შეასრულებს ჩემს გასაკეთებელ საქმეს.შენ კი როგორც გამოცდილ ვირთხას გირჩევნია შესაფერისი ს ორმო მოძებნო დასამალად.
გაიცინა ბარათელმა და პირველმა დატოვა ტალახაძის სახლი.
-გჯერა რაც იმ ახვარმა ილაპარაკა?-საჭესთან მოთავსებულ ბარათელს გადახედა გიორგიმ.
-შენ გგონია ისეთი მშიშარაა როგორადაც თავს გვაჩვენებს? დარწმუნებული ვარ ეხლა თავქუდ მოგლეჯილი გაიქცევა დიტოსთან.
-რა უნდა ვქნათ?!
-ჯერ არაფერი მივიდეს ვაცადოთ...

* * *
სალომე ტანსაცმლიანად მიწოლილიყო საწოლზე და თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა ჭერს...გაურკვევლობის მერამდენე დღე მიწურულიყო.შემოსასვლელი კარის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან საწოლიდან წამოხტა და ფეხშიშველი გაემართა მისაღები ოთახისკენ.ბარათელმა კარი გადაკეტა, გასაღების აცმა ჯიბეში ჩაიცურა ყოველი შემთხვევისთვის და სისხლიანი ხელების გადასაბანად გაემართა სააბაზანოსკენ, გზაში არც მიუქცევია ყურადღება ხელებზე შემხმარი ტალახაძის სისხლისთვის.კარებში გახევებული გოგონას დანახვაზე შედგა...არ ელოდა ეგონა ეძინებოდა.
-სად იყავი?!-სალომემ დაკვირვებით შეათვალიერა ბარათელი და მის დასვრილ ხელებზე შეეყინა მზერა.-რა დაგემართა?!
-რატომ არ გძინავს სალომე?
კითხვაზე კითხვით უპასუხა მამაკაცმა და გზა გააგრძელა სააბაზანოსკენ.
-რა მოხდა? რატომ გაქვს ხელები სისხლიანი?-უკან მიჰყვა ქალი.
-რა უბედურებაა რამდენი კითხვებია?-ონკანი მოუშვა კცმა და წყლის ჭავლს შეუშვირა ხელები,რამოდენიმეჯერ დაისხა თხევადი საპონი და საგულდაგულოდ დაიბანა.
-სიტყვას ბანზე რატომ მიგდებ?!-კარებში გახიდულიყო დბღვერილი სახით ვადაჩკორია
-გადი, მეფსია...თუ აქ დგომას და ყურებას აპირებ?
-იდუოტივთ ნუ იქცევი ...ვისი სისხლი იყო?
-გოგოო მომისმინე-მკლავში სწვდა მამაკაცი-რა გინდა? რა ეჭვიანი ცოლივით მიმართავ სცენებს?! შენი საქმე არარისთქო რომ გეუბნები ეს დედამოტყნული ესეიგი არ არის...გასაგებიაა?! -კბილებში გამოსცრა კაცმა და სახე მოულოდნელობისგან დაბნეულ ქალს იმდენად ახლოს მიუტანა მისი სუნთქვა ტუჩებზე ეფრქვეოდა.აირია,ბრაზი ძლივს გადააგორა კისერში და ხმაწართმეულმა ცივად გაუშვა ხელი-გადი!
სალომემ ღრმად ჩაისუნთქა და ზურგი უსიტყვოდ აქცია.კარის ზღურბლზე გადმოაბიჯა თუ არა მის უკან ჯახუნით მიიხურა კარი.-დედას შევეცი...-იღრიალა კარს მიღმა ბარათელმა და მსხვრევის ხმამ დაახშო ყველაფერი.
არაეული გრძნობების დალაგებას ცრდილობდა...სააბაზანოს იატაკზე ჩამჯდარიყო,თავი კედლისთვის მიეყრდნო და ძაფივით აბურდული ფიქრებიიდან თავის და ბოლოს პოვნას ამაოდ ცრდილობდა.ის გრძნობა რაც ჰქონდა უსახელო და ზედმეტად რთულად გადმოსაცემი იყო უბრალოდ უნდოდა ამდგარიყო და საერთოდ გამქრალიყო ამ პლანეტიდან...იქ სადაც, არც არავინ მოძებნიდა და არც რაიმე შეაწუხებდა.ადამიანური მომენტი და უბრალოდ თანაგრძნობის ზედმეტ გამოვლინებად ნათლავდა ყოველთვის ამ პატარა სიფრიფანა გოგოს მიერ გაჩენილ დაუოკებელ მზრუნველობის სურვილს...შემდეგ დანაშაულის გრძნობა მაწუხებს მისი აწეწილი ცხოვრების გამოო რომელშიც არანაკლები წვლილი მიმიძღვისო...შემდეგ უბრალოდ დიმიტრისადმი ზიზღი და შურისძიეის სურვილიო...შემდეგ?შემდეგ და ისევ შემდეგ...არადა უბრალოდ იმისი აღიარეა უჭირდა თუ რაოდენ დიდი სურვილი ჰქონდა მკლავებში მოემწყვრდია ეს თავდაჯერებული პატარა ქალბატონი და უბრალოდ რქმეოდა მისი...ჯანდაბა გუგა...რა შარში ხარ?! გაეცინა საკუთარ თავზე..მაინც ვერ მივიდოდა საბოლოო დასკვნამდე და ვერც გადაწყვეტილების მიღებას შეძლებდა ღრმად ჩაისუნთქა სააბაზანოს ნესტიანი ჰაერი ფეხზე წამოდგა და კარისკენ დაიძრა.რამოდენიმე წუთის განმავლობაში იდგა და უყურებდა სამზარეულოში,მაგიდასთან ჩაის ფინჯნით ხელში მჯდარ გოგონას შემდეგ ჩაახველა და მისი ყურადღება მიიქცია.სალომემ ამოხედა და უსუტყვოდ გუსწორა მზერა მამაკაცს.
-ადექი,მივდივართ.-ჩახლეჩილი ხმით თქვა კაცმა და მზერა აარიდა.
-სად მივდივართ?-უინტერესოდ იკითხა სალომემ წამოდგა, ფინჯაანიში დარჩენილი სითხე ნიჟარაში ჩააქცია,ფინჯანი გარეცხა და საწურზე დადო.შემდეგ ხელები გაიმშრალა და კარში გახევებულ მამაკაცს მიაბყრო მზერა.
-სახლში ბრუნდები...
* * *
ქალაქში თენდებოდა ნუცუბიძის ქუჩაზე დიდი სისწრაფით მიმავალმა პორშეს ჯიპმა ერთ ერთი კორპუსის მოპირდაპირედ სკვერის შესასვლელთან მოწყვეტით რომ გააჩერა...ცა მტრედისფრად შეღებილიყო...გარე განათება უკვე გამოერთოთ და შედარებით ისევ სიბნელე იყო ირგვლივ.გულაჩქარებულმა სალომემ მანქანის ფანჯრიდან სევდანარევი სიხარულით ახედა სახლს და შემდეგ მზერა საჭესთან ჩუმად მჯდომ გუგა ბარათელს გახედა.რომელსაც ორივე ხელი საჭეზე ჩამოედო და ჩაფიქრებული სახით,თვალები ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა.
-გადადი!
თავი არ აუწევია ისე თქვა ცივი,გაყინული ხმით.სალომე უხმოდ შეტრიალდა კარისკენ, საკეტს მოკიდა ხელი,კარი გამოაღო და ის იყო უნდა გადასულიყო მკლავზე ძლიერი თითები რომ შემოეჭდო თავისკენ შეატრიალა და აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე დაეტაკა ბარათელის ტუჩები.ისევ ის არომატი სიგარეტის ნაზავი გრილ,სასიამოვნო გემოსთან.მამაკაცის თითებმა მის სახეზე გადაინაცვლეს,კისერზე შენოეხვივნენ და კოცნა უფრო ღრმა და მომთხოვნი გახადეს.გაშეშებული,თავადაც ვერ მიხვდა ისე აჰყვა საპასუხო ალერში და ისე აღმოჩნდა მამაკაცის მუხლებზე.
-ჯანდაბა სალომე-ამოიღმუვლა მის ტუჩებზე ბარათელმა და მკლავები ისე მჭიდროდ შემოხვია და მიიხუტა გულზე თითქოს მის კანში შეღწევას ცრდილობსო.სახე ქალის კისერში ჩარგო და გახშირებული გულისცემის ფონზე ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა:
-თავს გაუფრთხილდი სულელო გოგო...მინდა რომ კარგად იყო.
დაბნეულმა სალომემ თავი ავტომატურად დაუქნია...ჯერ ისევ აგონიაში მყოფი მხურვალე კოცნის მერე აზრზე ვერ მოსულიყო...ლავიწებზე ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო.სველი კოცნა და ძლიერი ხელების დახმარებით გვერდით სავარძელზე პირვანდელ ადგილს დაუბრუნეს.
-გადადი...-გაიმეორა ბარათელმა.სალომესაც აღარ გამოუხედია მისკენ კარი გააღო და სწრაფად გადახტა მანქანიდან,სირბილით გადაჭრა გზა და სადარბაზოს შეაფარა თავი.ლიფტის ლოდინში მყოფს ძრავის ღმუილი შემდეგ კი საბურავების გამაყრუებელი წუილით დაიძრა ჯიპი და იქაურობას გაეცალაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ოჰოო, ეს მართლა კარგი თავი იყო. ყველაფერი ნათელი გახდა. დიმიტრის მსგავსი მამები თუ არსებობდნენ არც მეგონა, ნამდვილი ცივსისხლიანი არაკაცი. შვილს როგორ იმეტებდა სასიკვდილოდ.
ეს ისტორია ძალიან მომწონს, ძალიან მივეჯაჭვე და ველი ახალ თავს:დდ

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Au zaliab magariaaaa, zlivs argaviget yvelafeeiii, va cu, gamartlda chemi echmhvi

 



№3  offline წევრი დარინა

მართლა განსხვავებულია თან ისეთი პერსონაჟებით ვინ ვერ მიხვდები ვინ დადებითია და ვინ ბოროტიიი, აი მართლა საოცრად მომწონს, გუგა ხომ ასეთი "საზიზღაია" მაგრამ მაინც საოცრა მიზიდავს სალომესავით, აი ისეთია წინასწარ რომ ვერაფერს ვფიქრომ შემდეგ რა იქნება. თან ისიც მომწონს ლოდინი რომ არ მიწწვს.

 



№4  offline წევრი mirandaa31

ყოჩაღ. ძალიან მაგარია. ველოდებოდი და ამხელა თავმა ძალიან გამახარა. ძლივს არ გავიგეთ რახდებოდაა თურმე.. ძალიან ძალიან კარგად წერ. მალე დადე ახალი რა ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5 სტუმარი Nini

ძალიან კარგიაა ???? როდის დადებ შემდეგს??

ძალიან კარგიაა ❤️ როდის დადებ შემდეგს??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent