შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი პლანეტა [ნაწილი პირველი]


25-06-2018, 21:24
ავტორი ელპინი
ნანახია 1 573

თეთრი პლანეტა [ნაწილი პირველი]

ვიცოდი, ვკვდებოდი.
ან, ვგრძნობდი.
ან, ვხედავდი.
რაც გინდათ, ის დაარქვით.
რაღაც ისეთი ხდებოდა ჩემში, ავისმომასწავებელი.
თითქოს და, ილუზიასავით წარმოვიდგენდი, როგორ თავისუფლდებოდა ჩემი სხეული სიმძიმისგან.
ან შეიძლება, უკვე მოვკვდი კიდეც.


***
მზის ყვითელი სხივები ეფინებოდა საწოლზე გათეთრებულ სხეულს. კედლის და საწოლის ფერი გამხდარიყო მისი სახე. თვალის გარსი ჩაშავებული ჰქონდა, ტუჩები სულ დალურჯებული. ლურჯი, ზღვის ფერი თვალები ჩამუქებოდა. შავი იყო, ნახშირივით.
თეთრი, თხელი სარაფანი ეცვა და მის თეთრ სხეულს ამშვენებდა. ხელები, მაჯებთან სისხლიანი ჰქონდა. მდორედ მიედინებოდა ხელზე და თითქოს, კალაპოტს იკეთებდაო, როგორც მდინარე.
ხან გაიღიმებდა, მერე ცრემლები იკვალავდა გზას სახეზე, კვალს ტოვებდნენო. თითქოს, მეორედაც უნდა წამოსულყვნენ და ერთმანეთს ნიშანს უტოვებდნენ მონაცვლეობით. თეთრი კბილები ღიმილის დროს მის გაფითრებულ სახეს უმშვენებდა.
ლამაზი იყო ანაბელი!
ძალიან ლამაზი!


***
მთვარის შუქი მკრთალად შემოდიოდა ოთახში. იქვე, ფანჯარასთან მდგარ საწერ მაგიდასთან იჯდა და გამალებით წერდა რაღაცას. ისეთი სისწრაფით ხაზავდა ასოებს, მხოლოდ თვითონ თუ ამოიკითხავდა ნაწერს. გაკრული ხელით წერდა, მაგრამ ლამაზად, დამრეცი ასოებით.
"ვკვდები, ლევან! მირჩევნია პირდაპირ გითხრა, ვიდრე ისე, შორი გზით. მირჩევნია თავიდანვე ასე დავიწყო და არა, დასაწყისში ტკბილი სიტყვები გითხრა და ტექსტის ბოლოს დავიტოვო სათქმელი.
ისეა თითქოს, ვგრძნობ, რომ აუცილებლად მოვკვდები.
ვითომ ვინმე მავალებდეს და მეც ასე უნდა გავაკეთო აუცილებლად. არ არის ძნელი. თან, ეშმაკი რომ შემოგიჩნდება, მაშინ მით უმეტეს, ლევან.
ასე, ადგება და ყურში ჩაგძახის : "შენ უნდა მოკვდე, ანაბელ!". გამუდმებით, წუთში სამოცჯერ გეუბნება და რაღაც მისიასავით აქცევს, რომელიც უეჭველად უნდა შეასრულო და თუ ვერ, მაშინ თვითონ დაგეხმარება შესრულებაში.
ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ჩემსა და შენს შორის, თუ რაიმე გრძნობა არ გამოხატულა ჯერ კიდევ, იცოდე, რომ მე მრცხვენოდა, თორემ კიდევ ბევრ რამეს მოვასწრებდით, ლევან.
მიყვარხარ ისე უაზროდ, რომ შემიძლია ავდგე და თავი მოვიკლა არაფრის გამო, ლევან!"

ცრემლები არ უმშვენებდა მის თეთრ, თოვლივით ქათქათა სახეს. იღიმოდა იმ ბედნიერი წუთების გამო, რომელიც ჰქონია ამ დამპალ ცხოვრებაში საერთოდ. თეთრი ფურცელი ორად გადაკეცა, კონვერტში ჩადო და კონვერტს გარედან, დიდი ასოებით დააწერა.
"ჩემს უაზრო, მაგრამ ყველაზე აზრიან სიყვარულს!"
ფეხზე წამოდგა, სარკის წინ დადგა, ერთხანს მის გათეთრებულ სხეულს უყურა. ლავიწები მკაფიოდ აჩნდა. ისეთი სიღრმის იყო, ცრემლები გუბეს აკეთებდნენ ხოლმე ლავიწზე. სარაფნის ერთი მხარე მხრიდან ჩამოაგდო, შემდეგ მეორეც და თეთრი სარაფანი იატაკზე დავარდა. ახლა, უკვე გათვიცნობიერებული, შიშჩამდგარი თვალებით უყურებდა მის თავს. ისე უაზროდ გათეთრებულიყო, შეეშინდა.
"რა გინდა ამ ცხოვრებაში?"
გაიღიმა. მიხვდა, რომ მოაკითხეს და იფიქრა, რომ ისევ ელოდა კიდევ ერთი მონოლოგი წინ.
გონებაში უტრიალებდა აზრები და კითხულობდაო თითქოს ისიც, ხმამაღლა გადმოცემა აღარ სჭრიდებოდა.
"თეთრი უფრო ლამაზი ხარ, ანაბელ! კიდევ რომ გათეთრდები, უფრო ლამაზი იქნები!"
ისევ გაეღიმა. მისი თავი წარმოიდგინა კიდევ უფრო თეთრი, შეუმჩნეველი და წამით იფიქრა, რომ ასე უფრო კარგი იქნებოდა.
"სიკვდილისთვის ძალიან ლამაზი ხარ, ანაბელ. შენ მას სჭირდები!"
თხელი, გრძელი თითები მკლავზე აატარ-ჩამოატარა. კანი დაუბუსუსდა, დაეხორკლა. სახეზე მომენტალურად სხვა ფერმა გადაურბინა. მერე სხეულზე დამჩნეულ ძვლებზე გადაატარა თითები და თვალები დახუჭა.
წარმოიდგინა თითქოს, ორი სამყაროს გასაყარზე მდგარიყო. ერთი ნაბიჯი და საკმარისი იქნებოდა იმ თავისუფლების აღსაქმელად, რომელიც მას უნდოდა გამუდმებით, მაგრამ ლევანი იყო უკან.
ვერ ეგუებოდა დედამიწას ანაბელი, მისი სამყარო უნდა შეექმნა, სხვა პლანეტა, რომელიც მასავით თეთრი იქნებოდა.
"ჩვენ შენი ოცნების თეთრ პლანეტას შეგიქმნით!"
აზრებს კითხულობდა და შესაბამისად პასუხობდა. ანაბელი ამ ოცნებისთვის იბრძოდა აქამდე და ახლა, თუ უბრძოლველად მიიღებდა, თანახმა იყო.
"თეთრი, შენსავით.
შენ-თოვლივით.
და შეიქმნება ანაბელის ახალი ყოფა!"

მუსიკის ჰანგებმა გაარღვია ოთახში გამეფებული სიჩუმე. ნოტები ერთმანეთს ეწყობოდა და ანაბელმა სხეული აამოძრავა. ანგელოზივით იყო. ფრთები ჰქონდა გამოსხმული და ნაზად აფრიალებდა. ისე არხევდა სხეულს, გეგონება ვინმეს ეცეკვებოდეს და ხიბლავდესო.
სააბაზანოსკენ წავიდა ტანის ნელი რხევით. მაკრატელი აიღო, თან ხელებს ლამაზად ამოძრავებდა, რაღაც ფიგურებს ხაზავდა. სარკესთან დადგა და შავი თმები მაკრატლით მოიჭრა.
"ყოჩაღ, ანაბელ! სულ თეთრი უნდა იყო შენ!"
ესიამოვნა, რომ შეაქეს და ისევ გააგრძელა შეჭრა. სიამოვნებას იღებდა თითქოს. თან, მის სხეულს გამალებით აკვირდებოდა.
-როგორც ჩანს, ზედმეტია შავი.
ჰაერში მკაფიოდ გააჟღერა ანაბელმა სიტყვები და თმა მთლიანად შეიჭრა.
"ახლა მზად ხარ ახალი, თეთრი პლანეტისთვის და ახალი, უფრო თეთრი ანაბელისთვის!"
ანაბელმა გაიღიმა ფართედ ისე კმაყოფილმა, სულ სხვანაირი მოეჩვენა მისი თავი. ოთახში დაბრუნდა, მუსიკა ისევ თავიდან გააჟღერა და ახლა უფრო თამამად, გამომწვედაც კი ცეკვავდა.
ის, ვინც უყურებდა, თავს აწონებდაო თითქოს და თეძოებს ნაზად არხევდა. ხელს ლავიწზე გადაიტარებდა, ხოლმე. მოსწონდა ანაბელს ასეთი ანაბელი.
"თეთრი პლანეტის თეთრი ქალღმერთი ხარ, ანაბელ!"
თვალები დახუჭა ანაბელმა და თეთრზე მკაფიოდ გაეღიმა.

***
დეკემბრის 30 იყო.
ზამთრის სუსხი და ძვლებში ატანდა სიცივე, ბაკურიანში მით უმეტეს.
პატარა, ერთსართულიანი სახლის აიავანზე იჯდა და ფეხები მოაჯირზე შემოეწყო. გარემოს აკვირდებოდა მისი ლურჯი თვალებით. თხელი ჟაკეტი ეცვა, დედა ეჩხუბებოდა ხოლმე-თბილად ჩაიცვი, შეგცივდაო, მაგრამ ყურად არ იღებდა.
ზამთრის გოგო იყო ანაბელი.
თეთრი თოვლის გოგო.
-ანაბელ, შემოდი სახლში, ცივა გარეთ. ტემპერატურა ძალიან დაბალია, დედი.
ყურადღებას არ აქცევდა დედამისის ნათქვამს და ირგვლივ დატრიალებული თოვლის სურნელით ტკბებოდა.
-დე, ძალიან გთხოვ, რა. არ მიყვარს ამ დროს სახლში, ხომ იცი?
მაინც თხოვნით ესაუბრებოდა დედას. რიდი ძალიან დიდი ჰქონდა.
-ოხ, ანაბელ. როგორ შეიძლება ყოველთვის ერთსა და იმავეს მამეორებინებდე?!
მკაცრი ხმით უთხრა სოფომ შვილს.
-მადლობა, რომ ანაბელი მქვია!
გაეცინა სოფოს. ასე, საუბრის დროს, რაღაც უცნაურს და თემასთან დაუკავშირებელს ამბობდა ანაბელი.
-მალე შემოდი სახლში. გაცივდები, ანაბელ.
თავი დაუქნია დედას და მარტო დარჩა.
ცოტა ხანში ფეხზე წამოდგა და გარეთ გამოვიდა, ეზოში. ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული, ოდნავ შემაღლებული ადგილი იყო და იქედან აკვირდებოდა მთელ ქალაქს, ხოლმე. ახლაც იქეთკენ აიღო გეზი. ხის ფიცარი დადო ძირს და ჩამოჯდა. ტკბებოდა სითეთრით.
-თოვლივით თეთრი ხარ!
ანაბელის ირგვლივ დატრიალებული სიჩუმე, ხმის ბოხმა ბარიტონმა გაარღვია და გვერდით დაუდგა.
-მადლობა.
არ შეუხედავს მისთვის. იცოდა, რომ ოდესმე ვინმე მაინც მოაგნებდა ამ ადგილს. აქამდე, მხოლოდ მან იცოდა.
-შეიძლება?
ხელით თავისუფალი ადგილისკენ ანიშნა.
-რა თქმა უნდა.
თავი დაუქნია. ისევ არ შეუხედავს მისთვის. მომენტალურად იგრძნო მარცხენა მხარეს სითბო. კლავდა სურვილი, რომ შეეხედა მისთვის, მაგრამ არ ნებდებოდა.
-რატომ ხარ ასეთი თეთრი?
ინტერესით იკითხა ბიჭმა.
-როგორ მოგმართო?
პატარა თოვლის გუნდა ხელში დაიჭირა ანაბელმა და თბილ ხელებს თითქოს და ძალით იყინავდაო.
-ლევანი, ლეო, როგორც გირჩევნია.
-ხო, ლევანი ჯობია.
გაეღიმა ლევანს და უცნაურად მოეჩვენა ანაბელისგან წარმოთქმული ლევანი. პირველად ესიამოვნა მისი სახელი სხვისგან წარმოთქმული.
-ვიბადებით ხოლმე ასეთი თეთრი ადამიანებიც. არ გვინდა, რომ შეგვამჩნიონ და მაგიტომ ვართ ასე. ზოგი დაბადებიდანაა, ზოგი მერე ცდილობს და გამოდის, ან არ გამოდის. თუმცა, სითეთრისთვის ბრძოლა მაინც ღირს. შენ არ მოგწონს თეთრი, ლევან?
ისევ არ უყურებდა ანაბელი ლევანს, მაგრამ მის თეთრ ხელებს ოდნავ მაინც ამჩნევდა.
-შემომხედე. არ გაინტერესებ? იქნებ, მეც თეთრი ვარ.
-რომ არ იყო და იმედები გამიცრუვდეს.
-და თუ არ შემომხედე, ისე როგორ გაიგებ?
-ანაბელი ვარ მე.
-ეგ ახლა, ისე გამოვიდა, ბაღში რომ ამბობენ ბავშვები, ხოლმე.
გაეცინა ანაბელს.
-შემოგხედო?
-მოდი, ჯერ თვალები დახუჭე, შემობრუნდი ჩემკენ და მერე გაახილე. სიურპრიზის პონტში, რა. ანუ, მართლა თეთრი რომ ვიყო, ხო მაგრად გაგიხარდება და...
ზუსტად ისე მოიქცა ანაბელი, როგორც ლევანმა უთხრა. თან, იცინოდა ხმამაღლა.
-ერთი...
-ორი...
მონაცვლეობით ითვლიდნენ.
-სამი.
თქვა ანაბელმა და თვალები გაახილა. ლევანმა სწრაფად შენიშნა მის ლურჯ თვალებში გაჩენილი სითეთრე.
-ლევან, ღმერთო ჩემო.
გაურკვევლად წარმოთქვა ანაბელმა.
-გისმენ, ანაბელ.
-შენ...ისეთი თეთრი ხარ, თოვლზე უფრო თეთრი!
-აბა, ხო სიურპრიზივითაა შენთვის?
-აღარ მინდა თვალი მოგაცილო, ლევან.
აკვირდებოდა ანაბელი, მისი სახის თითოეულ ნაკვთს სწავლობდა.
-შეიძლება შეგეხო?
ოდნავ მუდარიანი ხმა ჰქონდა ანაბელს.
გაეცინა ლევანსაც ლაღად და თავი დაუქნია. ანაბელმა თითები ლევანის სახისკენ წამოიღო, ნელა დაატარებდა. მისი თეთრი თითები და ლევანის თეთრი კანი აბსოლიტურ ჰარმონიას ქმნიდნენ. ერთმანეთს ეხამებოდნენ თითქოს.
-ხედავ, არ გაგიცრუვდა იმედები, ანაბელ.
-ჩემზე თეთრი ხარ და მშურს, მაგრამ ძალიან ლამაზია ეს თეთრი შენზე.
ფეხზე წამოდგა ანაბელი, თოვლზე დაწვა და თვალები დახუჭა.
-ისეთი თეთრი ხარ, თოვლშიც ვერ შეგამჩნევენ.
გაუხარდა ანაბელს. დამალვას ცდილობდა ისიც და მეტი არაფერი უნდოდა.
-მინდა, რომ საერთოდ არ ვჩანდე.
-ისედაც ეგრეა, ანაბელ. ერთეულები თუ შეგამჩნევენ.
-შენ რატომ შემამჩნიე?
-ბედისწერის არსებობდა უნდა დაიჯერო, ანაბელ. მე მაინც შეგამჩნევდი, სულ მიწაში რომ ჩამძვრალიყავი.
-მართლა ასეთი თეთრი ვარ, ლევან?
სახეგაბადრულმა იკითხა ანაბელმა და პასუხს ელოდა.
-კი!
-ლევან, გიფიქრია, რომ თეთრი ცუდი ფერია?
ფეხზე წამოდგა ლევანიც. გვერდით მიუწვა ანაბელს, თოვლზე. მისი ხელი დაიჭირა ტუჩები ნაზად შეახო. წამიერად გააცხელა და გააცივა ლევანს. იგივე დაემართა ანაბელსაც. ვერც ერთს გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. ორივე გრძნობდა რარაც გაურკვეველ მუხტს და ძაფს, რომელიც მათ შორის იყო.
-ხანდახან, კი.
-სულაც არა, ლევან, თეთრი ყველაზე ლამაზი ფერია დედამიწაზე!
-ლურჯს რას ერჩი?
-არ ვერჩი, თვალებიც ლურჯი მაქვს, მაგრამ ჩემს თეთრ სახეზე მკაფიოდაა ლურჯი და არ მომწონს.
-ლამაზია, ანაბელ, დამიჯერე!
-კარგი, გიჯერებ.
ერთად იცინოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ რა აცინებდათ. მთავარი იყო, ორივე ლაღად იყვნენ.
ანაბელი უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს, ლევანის წილი თეთრი მიიღო და უფრო გათეთრდა.
უხაროდა ანაბელს!
უცხო, მაგრამ ახლო იყო ანაბელისთვის ლევანი!


ამ რამდენიმე დღეშიც, ძალიან მომენატრეთ, ხალხო!
მიყვარხართ და გკოცნით ბევრს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Girl with pretty smile

ჩემია!
ეს სითეთრე ჩემია!
რაც არ უნდა მოხდეს ვერავის მივცემ იმის უფლებას რომ წაიღოს!
აი ასე,უბრალოდ ეგოისტი ვარ!
მხოლოდ ჩემია ეს სითეთრე.
ანაბელიც და ლევანიც მე მეკუთნის,დიახ მე და მხოლოდ მე!
მე ხომ ეგოისტი ვარ?!
სიყვითლის მოყვარული ეგოიტი რომელიც თეთრზეც უგონოდაა შეყვარებული?!
პატარა ეგოისტი ვარ რომელიც შენ თავსნარავის დაუთმობს!
არც შენ სილურჯეს და მასში ნარევ სითეთრეს მივცემ სხვას!

ახალი ისტორია და ახალი გრძნობები.
მისტიკა,დრამა და ათასი გრძნობა ერწყმის ერთმანეთს და აი,ზუსტად ეს გხდის შენ გამორჩეულს!
არ გავხარ შენ სხვებს!
არც წერის სტილით!
არც გრძნობებით!
შიშებით!
და საერთოდ-შენ ერთადერთი ხარ და მე მეორგო იმის ბედნიერება,რომ ამ ერთადერთი ადამიანის და ვარ!
დიახ,მე ამაყად ვამბობ ამას!
შეიძლება ვენებში ერთი სისხლი არ გვიჩქეფს,მაგრამ იმაზე მეტი გვაკავშირებს ვიდრე სხვას!
მე მხოლოდ შენი მოციმციმე ვარსკვლავი ვარ!
მაგრამ შენ მხოლოდ ჩემი ხარ!
ამისთვის მადლობა!
ანაბელისთვის და ლევანისთვისაც ძალიან დიდი მადლობა!
მადლობა იმის რომ სითეთრე და სიქათქათე შემაყვარე.
მადლობა იმისთვის რომ უსასრულობის ფერად ლურჯი მიქციე.
ლურჯი სიყვარულის ფერიცაა!!
ყვითელი ხომ სითბოა?და უფრო მეტიც.
შავი?ეს სხვა სამყაროა.იდუმალებით და ძალიან დიდი და ბევრი სიყვარულით მოსილი.
და იცოდე!ამ ყველაფერზე შენ ამიხილე თვალები!
ანნა და ლუკა რომ შენია ხომ იცი?
აი მათი სიყვარულიც ხომ იცი?!
ხოდა ზუსტად ისე მიყვარხარ ანა!
ლურჯად მიყვარხარ!
ლურჯი უსასრულობაა,სიყვარული სამუდამოა-ანუ უსასრულო.ხოდა ეს ლურჯის სიყვარულის ფერია!
ლუკას და ანნას სიყვარულის ფერი ჩვენი სიყბარულის ფერიცაა!
ვინმეს ეგონება რომ სიყვარულს გიხსნი,მაგრამ იცოდეთ.
ანა ჩემთვის ყველაფერია.
ის ჩემი დაა!
ჩემი მესაიდუმლეა!
ჩემი მეგობარია!
ჩემი მრჩეველია!
ადამიანია რომლითაც ვამაყობ!
ადამიანია რომელიც მაიმედებს!
ადამიანია რომელიც მახარებს!
ადამიანია რომელიც მაბედნიერებს!
და იცოდეთ,მის ერთ ცრემლსაც არავის გაპატიებთ!
არც ჩემ თავს ვპატიობ ამას!
და ისიც ვიცი,რომ ახლა.
ამის კითხვის დროს ის ატირდება!
მაგრამ როგორც მან თქვა-“ზოგჯერ პირობის დარღვევაცაა საჭირო“

დაო მადლობა.
მადლობა ყველაფრისთვის და მიხარია რომ ამ საიტზე პირბელი შენ გაგიცანი.
მიხარია რომ ახლა გიცნობ და ასეთი ურთიერთობა გვაქვს!
იცი შენ მე რისი თქმაც მინდა და ისიც იცი რომ ჩემი სიტყვებიც ზედმეტია!
მიყვარხარ!
ლურჯი სიყვარულით მიყვარხარ ანა!!!

 



№2  offline წევრი მარიკუნაა♥️

ანა,
ჯერ გილოცავ.
იცი რასაც.
და იცი ისიც, რომ წამით არ შემეპარა ეჭვი ისე მიგიშვი მანდ.
იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ და მე ვიცი, რომ ეს დასაწყისია მარტო.

რაც შეეხება ისტორიას,
შენ გიყვარს მანიპულირება.
ფერებით განსაკუთრებით.
ყველა ისტორიას თავისი ფერი აქვს და ეს იქნება თეთრი.
შენ ასე გინდა, და ისე კარგად გინდა,
რომ ჩვენთვისაც თეთრი იქნება.
შენ გჯერა ერთმანეთისთვის შექმნილი ორი ადამიანის.
მეც მჯერა.
და ძალიან მაგარია.
შენ მოგწონს, როცა წყვილი გარემოებისთვის შეუფერებლად იქცევა.
მეც მომწონს.
და ამიტომ მიყვარხარ და ამიტომ ვწერ იმხელა კომენტარს, მგონი ცხოვრებაში რომ არ დამიწერია!

შენ იცი ყველაფერი, მე როგორც გბალენშიკობ მუდამ, სულ შენთან ვარ რაც არ უნდა მოხდეს.
ვერ ვარქმევ ჩვენს ურთიერთობას სახელს იცი,
ვერ ვკადრებ, იცი?
პირველად ვარ ასე.
და მიხარია, რომ მწერალი გახდი!
ხო, მწერალი და ამის მონაწილე მეც ვიყავი!
ძალიან მიყვარხარ ანა,
და ყველაფერი წინაა,
იცოდე, რა!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№3 ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile
ჩემია!
ეს სითეთრე ჩემია!
რაც არ უნდა მოხდეს ვერავის მივცემ იმის უფლებას რომ წაიღოს!
აი ასე,უბრალოდ ეგოისტი ვარ!
მხოლოდ ჩემია ეს სითეთრე.
ანაბელიც და ლევანიც მე მეკუთნის,დიახ მე და მხოლოდ მე!
მე ხომ ეგოისტი ვარ?!
სიყვითლის მოყვარული ეგოიტი რომელიც თეთრზეც უგონოდაა შეყვარებული?!
პატარა ეგოისტი ვარ რომელიც შენ თავსნარავის დაუთმობს!
არც შენ სილურჯეს და მასში ნარევ სითეთრეს მივცემ სხვას!

ახალი ისტორია და ახალი გრძნობები.
მისტიკა,დრამა და ათასი გრძნობა ერწყმის ერთმანეთს და აი,ზუსტად ეს გხდის შენ გამორჩეულს!
არ გავხარ შენ სხვებს!
არც წერის სტილით!
არც გრძნობებით!
შიშებით!
და საერთოდ-შენ ერთადერთი ხარ და მე მეორგო იმის ბედნიერება,რომ ამ ერთადერთი ადამიანის და ვარ!
დიახ,მე ამაყად ვამბობ ამას!
შეიძლება ვენებში ერთი სისხლი არ გვიჩქეფს,მაგრამ იმაზე მეტი გვაკავშირებს ვიდრე სხვას!
მე მხოლოდ შენი მოციმციმე ვარსკვლავი ვარ!
მაგრამ შენ მხოლოდ ჩემი ხარ!
ამისთვის მადლობა!
ანაბელისთვის და ლევანისთვისაც ძალიან დიდი მადლობა!
მადლობა იმის რომ სითეთრე და სიქათქათე შემაყვარე.
მადლობა იმისთვის რომ უსასრულობის ფერად ლურჯი მიქციე.
ლურჯი სიყვარულის ფერიცაა!!
ყვითელი ხომ სითბოა?და უფრო მეტიც.
შავი?ეს სხვა სამყაროა.იდუმალებით და ძალიან დიდი და ბევრი სიყვარულით მოსილი.
და იცოდე!ამ ყველაფერზე შენ ამიხილე თვალები!
ანნა და ლუკა რომ შენია ხომ იცი?
აი მათი სიყვარულიც ხომ იცი?!
ხოდა ზუსტად ისე მიყვარხარ ანა!
ლურჯად მიყვარხარ!
ლურჯი უსასრულობაა,სიყვარული სამუდამოა-ანუ უსასრულო.ხოდა ეს ლურჯის სიყვარულის ფერია!
ლუკას და ანნას სიყვარულის ფერი ჩვენი სიყბარულის ფერიცაა!
ვინმეს ეგონება რომ სიყვარულს გიხსნი,მაგრამ იცოდეთ.
ანა ჩემთვის ყველაფერია.
ის ჩემი დაა!
ჩემი მესაიდუმლეა!
ჩემი მეგობარია!
ჩემი მრჩეველია!
ადამიანია რომლითაც ვამაყობ!
ადამიანია რომელიც მაიმედებს!
ადამიანია რომელიც მახარებს!
ადამიანია რომელიც მაბედნიერებს!
და იცოდეთ,მის ერთ ცრემლსაც არავის გაპატიებთ!
არც ჩემ თავს ვპატიობ ამას!
და ისიც ვიცი,რომ ახლა.
ამის კითხვის დროს ის ატირდება!
მაგრამ როგორც მან თქვა-“ზოგჯერ პირობის დარღვევაცაა საჭირო“

დაო მადლობა.
მადლობა ყველაფრისთვის და მიხარია რომ ამ საიტზე პირბელი შენ გაგიცანი.
მიხარია რომ ახლა გიცნობ და ასეთი ურთიერთობა გვაქვს!
იცი შენ მე რისი თქმაც მინდა და ისიც იცი რომ ჩემი სიტყვებიც ზედმეტია!
მიყვარხარ!
ლურჯი სიყვარულით მიყვარხარ ანა!!!

პირველად ვარ ისე, რომ ფიზიკურად არ შემიძლია გაგცე სათანადო პასუხი, იცი რატომაც. ანერვიულებული ვარ ძალიან და მაპატიე, ხო.
დედამიწაზე ყველაზე გიჟი გოგო ხარ შენ!
ერთადერთი ხარ და ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი, რომელიც ყოველთვის გაანათებს ჩემთვის და არასდროს ჩაქრება!
მიხარიხარ,
მაბედნიერებ
და ხო, მიყვარხარ, დაო, ჩემო ერთადერთო!
შენია აბსოლიტურად ყველაფერი აქ, ხომ გითხარი უკვე.
ერთი იცოდე, რომ მინდა ცხოვრების ბოლომდე ვიამაყოთ ერთმანეთით და მაქსიმალისტები ვიყოთ!
ბედნიერება ხარ შენ, ერთი ციდა გოგო, რომელსაც უდიდესი ადგილი უკავია ჩემს გულში.
ბევრი რამის თქმა მინდა, ხომ იცი და გეტყვი აუცილებლად, მაგრამ დღეს ვერა.
გაფასებ ძალიან და უდიდესი მადლობა!
მე ვამაყობ, რომ შემიძლია ვთქვა-ანი ჩემი დაა!
კიდევ ერთხელ, მიყვარხარ.


მარიკუნაა♥️
ანა,
ჯერ გილოცავ.
იცი რასაც.
და იცი ისიც, რომ წამით არ შემეპარა ეჭვი ისე მიგიშვი მანდ.
იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ და მე ვიცი, რომ ეს დასაწყისია მარტო.

რაც შეეხება ისტორიას,
შენ გიყვარს მანიპულირება.
ფერებით განსაკუთრებით.
ყველა ისტორიას თავისი ფერი აქვს და ეს იქნება თეთრი.
შენ ასე გინდა, და ისე კარგად გინდა,
რომ ჩვენთვისაც თეთრი იქნება.
შენ გჯერა ერთმანეთისთვის შექმნილი ორი ადამიანის.
მეც მჯერა.
და ძალიან მაგარია.
შენ მოგწონს, როცა წყვილი გარემოებისთვის შეუფერებლად იქცევა.
მეც მომწონს.
და ამიტომ მიყვარხარ და ამიტომ ვწერ იმხელა კომენტარს, მგონი ცხოვრებაში რომ არ დამიწერია!

შენ იცი ყველაფერი, მე როგორც გბალენშიკობ მუდამ, სულ შენთან ვარ რაც არ უნდა მოხდეს.
ვერ ვარქმევ ჩვენს ურთიერთობას სახელს იცი,
ვერ ვკადრებ, იცი?
პირველად ვარ ასე.
და მიხარია, რომ მწერალი გახდი!
ხო, მწერალი და ამის მონაწილე მეც ვიყავი!
ძალიან მიყვარხარ ანა,
და ყველაფერი წინაა,
იცოდე, რა!

პირველი ნაბიჯები, რომ გადავდგი აქ, არ დამავიწყდება შენი პირველი კომენტარი.
ყველაზე დიდი წვლილი თუ ვინმეს აქვს ჩემს ამ წოდებაში, შენ ხარ!
და ისე თამამად ვამბობ ამას, ეჭვიც არ მეპარება წამით.
სასწაულების მჯერა მე უკვე.
და მეც ვირწმუნებ, რომ დასაწყისია ეს ჯერ.
ასე მგონია, შენთან ერთად გავიზარდე, მარიამ.

ფერებით მანიპულირება ჩემი სტიქიაა, მგონი და საშინლად მომწონს, მინდა გითხრა.
არასტანდარტული წყვილები მომწონს, ცოტა განსხვავებული და შენ ყველაზე კარგად გესმის ეგ.
ბევრს ნიშნავს ჩემთვის, როცა შენ მოგწონს ჩემი ნაწერი.
ძალიან დიდ პატივს გცემ.

უდიდესი მადლობა უნდა გითხრა იმისთვის, რომ ყველაზე ცუდ პერიოდში შენ ჩემ გვერდით იყავი და ისეთ სიტყვებს მეუბნებოდი, რომლებსაც ახლო ადამიანები ვერ და არც, ხომ იცი.
აქ გამეცინა, ეგეც ხომ იცი რაზეც
მიხარია, რომ ჩემთან იყავი ამ ხნის მანძილზე, ახლაც ხარ და მერეც იქნები.
ცოტა ძაან ვამაყობ, რომ ამხელა კომენტარი დავიმსახურე შენგან.
და მადლობა ყველაფრისთვის!
მიყვარხარ, მარიამ.

 



№4 სტუმარი M.M.

მეორე აბზაცში - რამდენი ფერია ნახსენები.
ყვითელი, ლურჯი, შავი... და რაც მთავარია, თეთრი.
გავაფრენ!
ანაბელი...
მაჟრიალებს, ოდნავ შიშს ვგრძნობ.
ფსიქოფატი მიდგას თვალწინ და ტანში ჟრუანტელი მივლის.
როგორ შეგიძლია შექმნა ასეთი იდეალური, მაგრამ ასეთი სუსტი არსება?!
თმები...
შავი თმები.
და
თვალები...
ლურჯი თვალები.
ღმერთო, ლევანიც თეთრი... ძალიან თეთრი ყოფილა.
შენი სტილია ეს ისტორია, მაგრამ მე რომ არ მიყვარს ასეთები?!
ძალიან მემძიმება, მე.
ყველაფერ ვაფუჭებ, ამ წამს.
"სევდის აუტანლობა" - აუტანელია.

ვგიჟდები,
ვაფრენ,
შენზე!

 



№5 ახალბედა მწერალი ელპინი

M.M.
მეორე აბზაცში - რამდენი ფერია ნახსენები.
ყვითელი, ლურჯი, შავი... და რაც მთავარია, თეთრი.
გავაფრენ!
ანაბელი...
მაჟრიალებს, ოდნავ შიშს ვგრძნობ.
ფსიქოფატი მიდგას თვალწინ და ტანში ჟრუანტელი მივლის.
როგორ შეგიძლია შექმნა ასეთი იდეალური, მაგრამ ასეთი სუსტი არსება?!
თმები...
შავი თმები.
და
თვალები...
ლურჯი თვალები.
ღმერთო, ლევანიც თეთრი... ძალიან თეთრი ყოფილა.
შენი სტილია ეს ისტორია, მაგრამ მე რომ არ მიყვარს ასეთები?!
ძალიან მემძიმება, მე.
ყველაფერ ვაფუჭებ, ამ წამს.
"სევდის აუტანლობა" - აუტანელია.

ვგიჟდები,
ვაფრენ,
შენზე!

M.M.
მეორე აბზაცში - რამდენი ფერია ნახსენები.
ყვითელი, ლურჯი, შავი... და რაც მთავარია, თეთრი.
გავაფრენ!
ანაბელი...
მაჟრიალებს, ოდნავ შიშს ვგრძნობ.
ფსიქოფატი მიდგას თვალწინ და ტანში ჟრუანტელი მივლის.
როგორ შეგიძლია შექმნა ასეთი იდეალური, მაგრამ ასეთი სუსტი არსება?!
თმები...
შავი თმები.
და
თვალები...
ლურჯი თვალები.
ღმერთო, ლევანიც თეთრი... ძალიან თეთრი ყოფილა.
შენი სტილია ეს ისტორია, მაგრამ მე რომ არ მიყვარს ასეთები?!
ძალიან მემძიმება, მე.
ყველაფერ ვაფუჭებ, ამ წამს.
"სევდის აუტანლობა" - აუტანელია.

ვგიჟდები,
ვაფრენ,
შენზე!

ღმერთს გეფიცები, ჯადოსნური დღეა დღეს, მგონია.
მერამდენეა ეს უკვე და გამარკვევ რას ცდილობ?!
რატო მიხეთქავ გულს, ადამიანო?!
ისე ვეცადე...
იმედია გამოვიდა, რავი.
არაფერს არ აფუჭებ.
ცოტა გადაზედმეტებულია, მგონი. :დდდდდ
მიყვარხარ,
პატარა.

 



№6 სტუმარი Qeti qimucadze

Arvici ragitxraaa, siytyvebi armyofnis, fsiqologiurad gamashishvla, ragac gamorcheuli vinme xar, cavikitxe satauri da gulma mikarnaxa rom shen iqnebodi elpin, saocreba iyo, orjer cavikitxee, adamianis sulamse dadixarrr, yochagggg

 



№7 ახალბედა მწერალი ელპინი

Qeti qimucadze
Arvici ragitxraaa, siytyvebi armyofnis, fsiqologiurad gamashishvla, ragac gamorcheuli vinme xar, cavikitxe satauri da gulma mikarnaxa rom shen iqnebodi elpin, saocreba iyo, orjer cavikitxee, adamianis sulamse dadixarrr, yochagggg

ქეთი, ძალიან საყვარელი გოგო ხარ შენ!
უზომოდ დიდი მადლობა მინდა გითხრა ასეთი საოცარი სიტყვებისთვის.
ხო ძალიან ბევრნი არიან ჩემი მკითხველები, მაგრამ შენ რომ სიტყვებს მეუბნები, მგონი ჯერ არავის უთქვამს.
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ!
მიხარია თუ ყველაფერი ასეა, მართლა.
სათაურზე რომ თქვი, გულმა სამი დარტყმა გამოტოვა სიხარულისგან. ლამისაა ავტირდე.


საოცრება გოგო ხარ შენ!
მადლობა კიდევ ერთხელ.
მიყვარხარ და გკოცნი ბევრს!

 



№8  offline წევრი tasusuna

როგორ გაზრდილხარ ,გაოცებული ვარ..
ჩემს ისტორიაზე შეგამჩნიე პირველად და, რომ გადაგათვალიერე, მის მერე იმხელა სხვაობას ვამჩნრვ, რომ გაოცებული ვარ..
ყოჩაღ, უდიდესი წინსვლაა,
წოდებას გილოცავ, სტიმულს მოგცემს და, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო, ლამაზად წასაკითხ ნაწარმოებებს დადებ ❤❤❤❤

 



№9 ახალბედა მწერალი ელპინი

tasusuna
როგორ გაზრდილხარ ,გაოცებული ვარ..
ჩემს ისტორიაზე შეგამჩნიე პირველად და, რომ გადაგათვალიერე, მის მერე იმხელა სხვაობას ვამჩნრვ, რომ გაოცებული ვარ..
ყოჩაღ, უდიდესი წინსვლაა,
წოდებას გილოცავ, სტიმულს მოგცემს და, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო, ლამაზად წასაკითხ ნაწარმოებებს დადებ ❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა, ანასტასია!
ერთგვარი სიამოვნებაა შენგან ამ სიტყვების მოსმენა.
მიხარია, ძალიან მიხარია და უზომოდ ბედნიერი ვარ!
მე კიდევ, ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. <33333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent