შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათა (სრულად)


25-06-2018, 22:51
ავტორი tasusuna
ნანახია 2 061

დათა (სრულად)

–დათა ავარიაში მოხვდა–უცებ გავრცელდა უბანში ახალი ამბავი.
**
–დათა რომელი ტო,ჩვენი?–ხმა შეეცვალა გიუშკის.
–ჰო,შე*ემა,ჩვენი, კუდაკოვი.–თვალებჩაწითლებული მიუბრუნდა გიოს ლადიკო.
–ეს რა ჭირი გვჭირს ტო–ხმა აუკანკალდა გიოს,სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანაში და სააავადმყოფოსკენ გაქანდნენ.
–ნინას ვინ ეტყვის?–საავადმყოფოში მისულებს გაახსენდათ ნინა..
_____
–დათი რეამინაციაში ჰყავთ,მართვით სუნთქვაზე,ლადიკომ დარეკა–აცრემლებული შემოვიდა ოთახში თიკა.
–ჩვენი დათი??–ხმა გაებზარა დინას.
–ავარიაში მოყვაო–უკვე ტირილზე გადასულიყო თიკა.
–დათი და ავარია? მანდ სხვა რაღაც იქნება,დათის ავარია არასდროს მოუვიდოდა,ხო იცნობ დათის არა??–მეგობარს დინაც აყვა.
საჭეს მიუსხდნენ და მაღალი სიჩქარით გავარდნენ გზადკეცილზე.
–ნინა მოკვდება,მე ვერ ვეტყვი–შუა გზაში დააარღვია სიჩუმე თიკამ.
–ვერც მე..–უპასუხა დინამ და მიმღებში ბიჭებთან მივარდნენ.

______
–ა*რაკებ უეჭველი,დათა და ავარია სად გაგონილა.–ხუმრობა ეგონა გიგილოს,სკაიპში რომ უთხრა ახალი ამბავი გიუშკიმ.
–ბო*ი ვიყო თუ გეკაიფებოდე.–სიბრაზისგან წამოაწითლა გიოს და ტელეფონი სააავადმყოფოსკენ მიატრიალა–რეამინაციაშია ბიჭო,6 საათი უკეთებდნენ ოპერაციას.
–ჩამოვდივარ და იცოდეთ დათი ფეხზე დამახვედრეთ.–სწრაფად გათიშა ტელეფონი გიგილომ და გერმანიიდან თბილისისაკენ ბილეთის საყიდლად ავიასალაროში გადარეკა.
____
არ დახვედრია გიგილოს დათი ფეხზე,პირიქით კომაშიაო,აეროპორტშივე უთხრეს ბიჭებმა.
–ნინა ბიჭო,ნინას უთხარით?–გულმოკლულმა ძლივს კითხა ბიჭებს.
–ხო იცი არა,ნინას შენს გარდა ვერავინ ვეტყოდით.–თავჩახრილმა უპასუხა ლადიკომ.
____
ნინასთან სამზარეულოში იყვნენ ბიჭები.
გიგილო,გიუშკი და ლადიკო.
გოგოები საავადმყოფოდან მოდიოდნენ,გზაში იყვნენ.
ძალიან გაუხარდა ნინას გიგილოს დანახვა,მთელი საათი ეხუტებოდა,კოცნიდა,ტიროდა,არ სჯეროდა,გიგილო ჩამოვიდაო.
–აქ ასე მოულოდნელად რამ ჩამოგიყვანა ა?–ცრემლები მოიწმინდა ნინამ და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
–არ გვინდა ნინ ყავა.–ნაძალადევი ღიმილით გახედა გიუშკიმ.
–კაი,ღადაობ,შენ და უყავობა ვის გაუგია–გაეცინა ნინას.
–არა,შენ თავს ვფიცავარ,გადავეჩვიე–ჩაფიქრებულმა უპასუხა–გულის პონტში,ხო აზრზე ხარ რა?–ოდნავ გაუღიმა და სიგარეტს მოუკიდა.
ზარის ხმა იყო.
–გოგოები იქნებიან–ნინას კითხვით სავსე მზერას პასუხი გიგილომ გასცა.
ბეჭებაწურულები შემოლაგდნენ გოგოები.
წამით გაუბრწყინდათ ჩამქრალი თვალები გიგილო რომ დაინახეს.
–გიგიშ,რო იცოდე როგორ გვაკლდი–ტირილით ჩაეხუტნენ.
–თქვენ რაღაცას მალავთ ხო?–ეჭვიანად გადახედა სიმაღლისდა მიხედვით დაწყობილ მეგობრებს ნინამ.
–ნი,ხო იცი,შენს მდგომარეობაში ნერვიულება არ შეიძლება–ოდნავ წამოზრდილ მუცელს ღიმილით დახედა გიგილომ.
მომენტალურად იგრძნო ნინამ შიში,ტკივილი.
–რა ხდება გიგილო?დინა,თიკა,რას მიმალავთ ა?–ხმა ჩუწყდა ნინას,მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
–ნინა,აი თუ ინერვიულებ ბო*ი ვიყო თუ გითხრა–წარბები შეკრა ფერწასული ნინას დანახვისას გიუშკიმ.
–დათა ჰო? დათას მოუვიდა ჰო რაღაც?? შენც მაგიტომ ჩამოდი ჰო გიგიშ?–ჩამქრალი მზერა მიაბყრო ნინამ ბიჭს.
–ავარიააა ნი,სულ პატარა ავარია,ოღონდ შენ არ ინერვიულო ჰო? ხო იცი ნი გამოვძვრებით,ჰო იცი?–მის ფეხებთან ჩაიმუხლა ორმეტრიანი ბიჭი.
ნინაში მომხდარი ცვლილება უცებ შეამჩნიეს ოთახში მყოფებმა.
მთელი სხეული უკანკალებდა.
ცრემლები შეუჩერებლიმ მოდიოდა.
მზერა ერთი წერტილისთვის შეეყინა.
–მატყუებთ ჰო? დათის ავარია ვის გაუგია გიგილო,რატო მატყუებთ ა?–ძლივს გასაგონად ამოიძახა გულიდას სიტყვები.
–ნეტა გატყუებდეთ ნი,ნეტა შემეძლოს გითხრა რომ ტყუილია – მთელი დღის შეკავებული ცრემლი ტკივილით გადმოუგორდა სახეზე გგიგილოს.
_____
ერთი კვირა გავიდა ავარიიიდან.
არავინ არ იცოდა,რა,როდის,როგორ,მხლოდ ის იცოდნენ,დამტვრეული მანქანა რომ იპოვეს რუსთავი–თბილისის გზაზე.
დათის ავარიის ისევ არავის სჯეროდა.
დათის ავარია არასდროს მოუვიდოდა.
აქ რაღაც სხვა იყო..
აქ რაღაც ხდებოდა და ვერ არკვევდნენ რა..
ისიც ვერ გაიგეს, რა უნდოდა შუაღამით დათის რუსთავში.
ისევ კომაში იყო.
ისევ მართვით სუნთქვაზე.
ექიმმა–ქალაშიდა ტრავმაო..
მძიმე დაზიანებაო და ათასი რამ კიდევ–ვერ გებულობდნენ ბავშვები ვერაფერს.
მარტო ის იცოდნენ,დათი რო რეამინაციაში იყო.
ნინა პალატაში
და დანარჩენები სტრესში და გაუგებრობაში.
გიგილო იყო პალატაში,დათასთან.
მოწრიპინე აპარატს ჩაფიქრებული უყურებდა.
–ექიმმა ელაპარაკეთო.–მზერა აპარატიდან გაფითრებული დათასკენ გადაიტანა–აჰა,გელაპარაკები,ვზივარ აქ და ვლაპარაკობ გიჟივით..
ჩემთვის..
მაგრამ,ხო იცი,შენთვის სიგიჟესაც არ მოვერიდები დათა.–ხმა გაუტყდა ბიჭს,დიდხანს ვერ უყურებდა ბავშვობის მეგობარს ასეთ მდგომარეობაში,ხის იატაკს ჩააშტერდა.
–რ მითხრეს ავარიაააოო,შენ თავს ვფიცავარ თუ დამეჯეროს,არც ახლა მჯერა და შენც რო მითხრა არც მაშინ დავიჯერებ..
შენ და ავარია ვის გაუგია ტო?–მხრები აიწურა.
გახსოვს დათა??–წამით შეხედა თვალებში,როგორ უნდოდა შემოეხედა,მისებურად ჩაეღიმა...–შენ არ იყავი მართვა რომ მასწავლე??
ბიჭო,მაშინ სულ 14 წლის ვიყავით და მაგიტო არ მჯერა და საერთოდ...
კაი რა დათი,გერმანიიდან ჩამოვედი ბიჭო,6 თვეა არ გინახივარ,შენ ხარ ძმაკაცი?
ეჰ,კაი რა დათი.
კაი რა...
შენ ძმობას ვფიცავარ მაგრად მიტეხავ,ნინაზე მაინც იფიქრე რა–მწყრალად გახედა ჩუმად მწოლიარეს.–ხო იცი როგორ უყვარხარ არა??
თან ნახე,აი,შენ რო არ გაიღვიძო კაცობაშიც ტეხავს.
ძმაკაცობაშიც.
ხალხშიც.
აი ღმერთთან ხო ტეხავს და ტეხავს.
და წარმოიდგინე,შენ შვილთან როგორ ტეხავს??
აი მის თავს გეფიცები,თუარ გაიღვიძებ ბავშე აღარასდროს ვახსენებ შენს სახელს.
უთხრა.
წამოდგა და გავიდა.
აპარატი ისევ რიტმულად წრიპინებდა.
_____
ყველა,მაგრამ ნინა არ შეუშვეს..
________
–აუ,ტოო,ეგრე რა პონტში ხარ?–პალატაში შევიდა თუარა ეგრევე ლაპარაკს მოყვა გიუშკი.
–აი ის *ირი ექიმი რაღაცა სიტყვებს არახუნებს და შენ ძმობას ვფიცავარ რამე თუ მესმოდეს–წინ და უკან სიარული დაიწყო ნერვიულად,სიგარეტის მოწევა უნდოდა,მაგრამ,პალატაში არაო,გააფრთხილეს.
–აი,შენ ნუ მომიკვდები,მესამე დღეა სიგარეტი არ მომიწევია.
არ გჯერა ჰო?
მასე არ მჯერა მეც შენ და ავარია.
როგორ მეუბნებოდი ხოლმე??
–თამბაქოს კვამლი მაწუხებსო–უშნოდ გასცინა დათის,ხმამაღლა გაეცინნა..
აუ რა სტრანნი როჟა ხარ ხვდები?
ბაბუაჩემის მერე შენ ეძახი სიგარეტს თამბაქოს.
აუ ბაბუაჩემის გახსენებას,მანდ თუ სადმე დაინახო,არმიესალმო ძმობას გაფიცებ,თორე მოგკლავ–საჩვენებელი თითი წარბშეკრულმა დაუქნია.
თვალები კვლავ დაუსევდიანდა და პალატიდან გავიდა.
___
ნინას ისევ არ უშვედნენ.
_____________
ნინა რომ გაიცნო დათამ,მაშინ ჯერ კიდევ ეწეოდა და bmw ჰყავდა.
მაშინ ჰო მაგრად მართავდა,ახლა მითუმეტეს..
ყველას დათა კუდაკოვი ეკერა პირზე.
ყველა იცნობდა.
დათა იყო ასეთი,ადვილად გრჩებოდა გონებაში.
დათაზე ჰო გიჟდებოდნენ,მაგრამ ყველანი რო ერთად იყვნენ
დათა,გიგილო,გიუშკი და ლადიკო,მაშინ ??
მაშინ უცებ ვრცელდებდა ხმა და ყველა იქ მიდიოდა,სადაც ბიჭები იყვნენ.
ასე იყო იმ დღესაც.
პეროვსკაიაზე იყვნენ ბიჭები და პეროვსკაიაზე იყო მთელი თბილისიც.
ისხდნენ და სვამდნენ.
სვამდნენ და ეწეოდნენ.
ეწეოდნენ და აღნიშნავდნენ.
აღნიშნავდნენ გიგილოს იუბილეს.
22 გახდა ბიჭი,ისე კიარა.
მაგარი სააათი აჩუქეს ბიჭებმა.
გიგილოს რო უნდოდა ის–ვაშერონ კონსტანტინი.
ისე გაუხარდა,სულ აცანცარდა ამხელა კაცი.
კარგად შეთვრნენ,ნინა და დინა რომ შემოვიდნენ ბარში.
ნინა იყო თვითონ ისეთი,რომ შეხედავდ,აუცილებლად მოგეწონებოდა და დაგამახსვრდებოდა.
დათასაც მოეწონა.
კიარ მოეწონა??
გაგიჟდა.
დასაბმელი გახდა ლამის .
ჯონი ვოლკერი მოყურებით ჩაცალა და მალბოროს მოუკიდა.
უყურებდა.
უყურებდა და სწავლობდა.
მთელი სააათი თვალმოუცილებლად აშტერდებოდა,უტეხად,უტიფრად.
დათას რომ არ შეეფერებოდა სე,მაგრამ,სასმლის ბრალია და იმის,შავგრემანი რომ იყო ნინა და ძალიან ლამაზი.
ბოლოს,გიუშკის ამოუვიდა ყელში..
–აუ მიდი შე*ემა და გაიცანი,რა გაა*რაკე საქმე ვახ.
ჰოდა,მივიდა.
ნელა მიუახლოვა.
დინა იყო და ნინა მარტო.
არ სვამდნენ,საუბრობდნენ უბრალოდ.
მერე,დაბარებულივით,დინა საპირფარეშოში გავიდა და ნინა,მთელი მისი სიდიადით,დათას არეალში მოექცა.
ისევ უტიფრად დაუჯდა წინ და სიგარეტს მოუკიდა.
იმდენი ქნა,მაინც მოიპოცა ნინას ყურადღება და ნახევარ საათში ერთ სფრაზე ისხდნენ
ყველანი
ნინა,დინა,დათი,ლადიკო,გიუშკი და გიგილო.
–მაგარი გოგოა–ო,–ჟესტით ანიშნა გიგილომ.
გიგილოს შეფასება დათისთვის ყველაფერი იყო.
ის დღე და მერე
არავის
არსად
არ დაუნახავთ
დათი და ნინა ცალცალკე.
სულ ერთად იყვნენ.
თუ ნინას ვერ უკავშირდებოდნენ,დათისთან რეკავდნენ.
თუ დათას ვერ უკავშირდებდნენ,ნინასთან და ასე დაუსრულებლად.
წყვილი იყო რა ასეთი,
უერთმანეთოდ არაფერი და ვერაფერო რომ არ უღირდათ.
ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები და მაგიტომ.
__________
ლეგენდები დადიოდა მათზე და მათსიყვარულზე.
გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი და არც მალავდნენ.
დათა იყო თვითონ ძალიან რომანტიული.
უყვარდა ნინას ღიმილი და ამ ღიმილისთვის ათასგვარ ხათააბალას იგონებდა.
დათამ რომ ნინა დანიშნა,ამაზე,გეფიცებით,დიდი თუ პატარა,ყველა,ყველგან გაუთავებლად ლააპარაკობდა.
16 იყო,სექტემბერი.
40 გრადუსი სიცხე იყო და ქალაქთან ერთად დათისაც გადაუდუღდა ტვინი და მეთოთხმეტედან მეექვსეზე თოკით ჩავიდა ნინას აივანზე.
ხელებგაშლილი დაუსრულებლად იძახდა მის სახელს,სანამახალგაღვიძებული ნინა მოკლე ხალათით არ გამოვიდა გარეთ.
ამ აბვას,პატარა წინა ისტორიაც აქვს.
ერთი კვირით ადრე,გიოს დაბადების დღე იყო და ისე იჩხუბეს,ლამის საუკუნოდ გადაეკიდნენ მტრებად ერთმანეთს.
დათოს ბრალი იყო და ნაწილობრივ ნინისიც,ძალიან ძალიან ლამაზი რომ იყო შავ მოკლე კაბაში და ბარში მარტო დათი კიარა,ყველა გამოაშტერა.
ამაზე ჩვენი ბიჭი გაბრაზდა და იჩხუბეს.
ღერი–ღერს ეწეოდა.
ვერ ჩერდებოდა.
ვერ ძლებდა.
ენატრებოდა.
სული უხუთდა უმისოდ,მაგრამ,ისიც იცოდა,ნინა ასე ადვილად არშეურიგდებოდა.
კვირის ბოლოს,მონატრებისგან რომ ვეღარ ამოისუნთქა,ადგა,ძალიან,ძალიან ლამაზი ბეჭედი იყიდა და ნინას სადარბაზოს სახურავიდან შიშისფეთებით დაეშვა.
გაოგნდა ნინა.
ელოდა,მაგრამ ასეთს არა.
იცოდა,სიგიჟის გამკეთებელი რომ იყო,მაგრამ ასეთის?? ვერ წარმოედგინა.
უყურებდა ყურებამდე გაღიმებულს და გული ევსებოდა სიხარულით.
წამში გადააავიწყდა ყველა წყენა,მის წინ ჩამუხლული რომ დაინახა..
ააკანკალა,მაგრამ რა ააკანკალა.
ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
ცრემლებად დაიღვარა და ძალიან,ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
–თანახმა ვარ–ო,ძალიან ხმამაღლა უთხრა და მეზობლების ტაშიის ფონზე,მონატრებულს აკოცა კიდეც.
ის დღე სითბოთი იყო სავსე.
სითბოთი და იმდენად დიდი სიყვარულით,რომ ყველას ჰქოფნდა.
ერთ პატარა ოთახში 20 კახს სასმელი კიარა,მათი გრძნობები ათრობდათ.
გიგილომ რომ გაიგო მათი ამბავი,გეფიცებით,ბავშვივით ატირდა და სათამაშოსავით ჰყავდა გულში ორივე ჩაკრული.
მერე დათის კი გაუბრაზდა,რატომ არ გამაგებინე,მარტო რა გულით გარისკეო,მაგრამ,იმდენად დიდი სიხარული იყო,რომ მარტივად გადაფარა წყენა.
იმდღეს დაიფიცა მთვრალზე დათიმ,თამბაქოს აღარ მოვწევო და,დაეფიცება,არცერთ ღერს აღარ გაჰკარებია..
გიუშკიმ კი დასცინა კარგა გემრიელად,მაგრამ,არავისთვის მიუქცევია ყურადღება,იცოდა,ნინას არ უყვარდა და მარტივად დათმო.
_______
ათასჯერ მეტად დააფასა დათამ ნინა,რაც ერთად ცხოვრება დაიწყეს.
დილა და,განსაკუთრებით კი ღამე,მათი სიყვარულის მთავარი აღმავლობა იყო.
ნაზ აბრეშუმში ლამაზად გამოკვეთილ მის სხეულს რომ დაინახავდა,თავს იღბლიან კაცად გრძნობდა დათი.
ფეხებიდან კისრამდე,თბილად რომ გაუყვებოდა გზას კოცნით,გულის ცემას ვეღარ უძლებდა.
წელზე მძლავრად რომ შემოაჭდობდა მკლავებს და,ტუჩებთან წამით შეჩერდებოდა,ღმერთს მადლოობას უხდიდა..
ნაზად რომ დაეწაფებოდა მრგვალ,სასურველ ტუჩებს,სიამოვნებისაგან ჩუმი კვნესა აღმოხდებოდა ხოლმე და ვეღარ უძლებდა სურვილს,წამებში მომთხოვნი ხდებოდა.
უყვარდა,როცა სიამოვნებისაგან ექსტაზში მქოფ ნინას უცქერდა.
უყვარდა,როცა მოუთმენლად კვნესოდა და მთელი სხეულით ითხოვდა მასში შეღწევას.
უყვარდა,როცა გაუცნობიერებლად დაუკაწრავდა მხრებს და მერე,კოცნით დაუყვებოდა მის ბეჭებს..
უყვარდა,როცა ძალაგამოცლილი მიესვენებოდა მის მკერდზე და ტკბილი ხმით ბუტბუტებდა,თუ როგორ უყვარდა.
უყვარდა,
ძალიან,
ძალიან უყვარდა დათას ნინა..
___________
ყველაფერი იდეალურად იყო,სანამ გიგილო წავიდოდა..
გიგამ რომ გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა,მაშინ დათვრა დათი პირველად უგონოდ და პირველად მაშინ იკამათეს ნინამ და მან.
ალბათ გაკიცხავთ იდეც,მაგრამ,დათი და გიგილო რომ ერთმანეთზე მიკედლებლები იყვნენ,ამას უბრალო გამვლელიც კი ამჩნევდა.
ეს მიკედლებულობა,მათ ბავშვობას უკავშირდებოდა და იმას,რომ უერთმანეთოდ,არასდროს,არცერთი დღე არ გაუტარებიათ.
ინერვიულად დათიმ,ძალიან ინერვიულა.
ვერ გაამართლა გიგილოს გადაწყვეტილება და,აეროპორტშიც,ყველა იყო,მის გარდა.
თავიდან გაგებით მოეკიდა ნინა მის ქმედებებს,მაგრამ,როცა სისტემატიური სახე მიიიღო მისმა თრობამ,გაბრაზებულმა მოსთხოვა,რომ თავი დაენებებინა სიჯიუტესთვის და დაბრუნებოდა ნორმალურ რიტმს.
გიგილოც გამუდმებით ურეკავდა და მასთან ლაპარაკს ითხოვდა,მაგრამ,ამაოდ.
პასუხად მხოლოდ მთვრალსა და სრულიად გამოცვლილ დათის იღებდნენ.
მაშინ ვერავინ ვერ ხსნიდა დათის ქცევებს,მაგრამ გიგილომ იცოდა,რატო გაუჭირდა მისი წასვლა.
კარგად ახსოვდა ის დღე.
5 მარტი.
15 წლისები იყვნენ და ერთად მოდიოდნენ სკოლიდან სახლში.
ერთ ბინაში ცხოვრობდნენ,მხოლოდ მეხუთეზე გიგა და მეოთხეზე დათო.
სირბილითა და სიცილით აუყვნენ კიბეებს და როცა მეოთხეს რამოდენიმე კიბე აშორებდათ,ორივეს შეეცვალა სახე.
გაბმული მოთქმა გამოდიოდა მისი ბინიდან..
ძალაგამოცლილები შევიდნენ კარებში.
კითხვით სავსე მზერას აბყრობდნენ სახლში მყოფთ.
ყველა თავჩაქინდრული იყო..
ყველას ცრემლი ჩასდგომოდა თვალებში.
–თეკლე–გულში მწარედ გაჰკრა დათას.
–თეკლე–უღონოდ ამოიძახა და უგონოდ ჩაცურდა იატაკზე.
ის დღე და გასული 1 კვირა,ბუნდოვნად ახსოვს დათას.
მხოლოდ იმას გრძნობდა,გვერდით სიფრიფანა და რომ აღარ ჰყავდა და მის მაგივრად,მხარს გიგილო უმაგრებდა.
იმ პერიოდის შემდეგ,არ ახსოვს დათას არცერთი დღე,არცერთი სააატი გიგას გარეშე გატარებული.
თითქოს ერთმანეთს შეეზარდნენ,თითქოს ერთმანეთს აბსებდნენ.
ამიტომ იყო,დათო რომ გაბრაზდა და,საყრდენგამოცლილმა სასმელში იპოვა შვება.
მაგრამ,არცც ეს ამარღლებდა მის ქმედებებს.
ამიტომ ითხოვდა გიგილო მასთან საბარს..
მან იცოდა,რა ტკიოდა ასე მწარედ მას..
______
გიგის წასვლიდან ერთი თვის თავზე,სახლში დაბრუნებულ დათის ნინა რომ შინ არ დახვდა,მაშინ იგრძნო პირველად სინდისის ქენჯვნა.
მაშინ გააცნობიერა,რამდენი დააშავა,მაგრამ,იმასაც მიხვდა,ძალიან გვიან რომ იყო.
ჭაობში ჩაფლული,უფრო ღრმად ჩაეფლო.
უკვე სახლიდან აღარ გადიოდა და შემთხვევით დარჩენილ ნინას მაისურს ხელიდან არ უშვებდა.
იგრძნო უმისობა.
ტკივილამდე იგრძნო.
სინდისს ვეღარ გაურბოდა.
ვერც სასმელში ახრჩობდა ბოღმას.
ყველგან ნინას ჩამქრალი თვალები ეღობებოდა.
ყველგან მისი უსიცოცხლო,უიმედო მზერა ეჩეხებოდა.
ვეღარ სუნთქავდა.
გული ერეოდა მმის თავზე.
ერთ ოთახში გამოკეტილი ებრძოდა ყველაფერს და ვერც ვერაფერს შვრებოდა.
გული უწუხდა ტკივილისგან.
სული ეწვოდა.
საკუთარი თავის ზიზღი კლავდა და ვერც ელეოდა გულის ცემას.
არ გავდა ადამიანს და არააადამიანებად აქცია ყველა.
დასაბმელი გახდა გიოუშკი,კარებთან,ჩაკეცილი საატობით იდგა და გარედან ითვლიდა დათის ნაბიჯებს.
ხანდახან,როცა ახლოდან იგრძნობდა ხმას,დაუძახებდა,შეეხვეწებოდა,მაგრამ,ამაოდ.
ერთ დღესაც გაბრაზდა,ძალიან გაბრაზდა,საათობით უბრახუნა რკინის კარებს და ხმაჩახლეჩილი უყვიროდა შიგნით მყოფს.
–გაააღე დათა თორემ თავს მოვიკლავ იცოდე,მეოთხედანნ გადავხტები ბო*ი ვიყო–სიბრაზიზგან ძარღვები დაბერვოდა და მოუთმენლად ელოდა მისგან რაიმე პასუხს.
მაგრამ,არა,ურეაქციოდ გააატარა დათამ გიოს სიტყვები და საბოლოდ ჩაიქნია ხელი..
იმ დღის შემდეგ აღარ მისულა გიო,გულმოკლული გაეცალა მის ბინას და ნინასთან ამოუშვა დაგროვილი ემოცია..
ამ ამბიდან ერთი კვირის მერე გაიგეს ნინას ორსულობის ამბავი და მეორე დღეს,დათას გაუჩინარების.
მოკვდა და ამავდროულად,სიხარულის გრძნობა გაუჩნდა ყველას იმ დღემდე,სანამ დათას ავარიას შეიტყობდნენ...
___
მონასტრის გზას მიუყვებოდა უსიცოცხლოდ.
ნელი სვლით მიჰყავდა ქვიან გზაზე ავტომობილი.
ძალა მილეულმა შეაღო საყდრის კარები და,მუხლებზე დაეცა.
სამი,ზუსტად სამი თვე დაჰყო ყველასგან მოშორებულ ადგილად დათამ.
სამი თვე მუხლჩაუხრელად შრომობდა და ეხმარებოდა მონასტრის მკვიდრ ბერებს.
დილიდან საღამომდე,ლოცვაში ატარებდა დროს და,სულიერად ნელნელა იწმინდებოდა.
ბერებთან საატობით ბაასში მშვიდდებოდა და,მონატრებას ლოცებში კლავდა.
ენატრებოდა.
უსიცოცხლოდ ენატრებოდა.
წარმოუდგენლად და შეუცნობლად.
სიკვდილივით ენატრებოდა.
გული სინანულისგან უკვდებოდა და ვერც ეთბოდა სიცოცხლე უმისოდ.
უყვარდა და ამ გრძნობას იმდენად მკაფიოდ გრძნობდა,რომ ადგილსაც ვეღარ პოულობდა მოსასვენებლად.
შფოთავდა,ვეღარ უძლებდა უმისობას და,მაშინ,როცა გადაწყვიტა რომ უკვე დრო იყო დაბრუნების,თვეების ჩაურთველი მობილური ჩართო და,ერთადერთი რაც,მრავალ შეტყობინებაში გაარჩია,შვთეთრი ფოტოსურათი იყო,რომელშიც,ბუნდოვნად,მაგრამ გასაგებად სჩანდა ბავშვის ეხოსკოპიის სურათი.
დაბინდული,ცრემლებით სავსე მზერით მაღალი სიჩქარით მართავდა ავტომობილს თბილისისკენ.
მაშინ,როცა ძალიან ცოტა მანძილი ჰქონდა დარჩენილი ნინამდე,წვიმიან ასფალტზე,მოსახვევში,ჩქარად მიმავალი მანქანა ვეღარ დაიმორჩილა და ამოყირავებულ ავტომობილში უკანასკნელ კადრად,მხოლოდ მისი შვილის კონტურებს ხედავდა.

_______________
წელში მოხრილი,გაფითრებული,უსიცოცხლო მზერით მიუყვებოდა პალატისკენ ჰოლს ნინა.
მიუხედავად ექიმების მკაცრი გაფრთხილებისა,მაინც ვეღარ გაუძლო მის ახლოს ყოფნას და,დინას ზარის შემდეგ,ჩავჩახრილი,ჩუმად მიიკვლევდა გზას.
ყველა პალატაში იყო,მისი ბავშვები და ის..
გიუშკი ფანჯარასთან იდგა.
გიგილო საწოლთან ახლოს იყო ჩამომჯდარი და თვალმოუშორებლად მისცქეროდა უგონოდ მყოფ დათას.
გოგონები კედელთან იდგნენ და შემოსულ ნინას ნაღვლიანად უყურებდნენ.
ფრთხილად მიუახლოვდა.
გრილ ლოყაზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელის ზურგი.
მონატრებოდა.
ძალიან მონატრებოდა.
ბიჭის ნატანჯ სახეს უყურებდა და გული უკვდებოდა.
სული უმწარდებოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა.
–ჩემი ბრალია–მიმწყდარი ხმით ამოილაპარაკა გიგილოს მიმართულებით–მე რომარ წავსულიყავი,ეს არ მოხდდებოდა–ხელს არ აშორებდა მის ლოყას.
–იცი,როგორ მენატრებოდი?–მზერა მის უსიცოცხლო სახეს გაუსწორა–ვერა,ვერც კი წარმოიდგენ.
შენ არც კი იცი რას ნიშნავს უშენობა..
სიცარიელეს ვგრძნობდი.
სულ მთლიანად გამოფიტული ვიყავი და
სიცოცხლეს დავეძებდი–ხმაამწყდარმა ჩაახველა,მოწოლილი ბურთი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა,ნაზად ეალერსებოდა სახეზე და ,დასუსტებულ ხელზე თბილად კოცნიდა.
–ეს ხელები მენატრება,სულ რომ ჩემზე იყო ჩემოწყობილი.
ეს თითები მენატრება,სულ ჩემს სახეზე რომ დააათამაშებდი.
ეს სახე მენატრება,სულ ბედნიერად რომ შემომცქეროდა და
მთლიანად შენ მენატრები დათი,მარტო მე რომ გიყვარდი სამყაროზე მეტად–ნელა დაეშვა მისი სახისკენ და მოვარდისფრო ბაგეებზე ფრთხილად აკოცა.
–დაბრუნდი რა,სხვების თუარა,შენი ბიჭის შეგრცხვეს..
____
დაძაბულები უყურებდნენ ბავშვები ნინას..
თავჩახრილი იდგა გიგილო და შეუმჩნევლად იწმენდდა ცრემლებს.
სულ არ გახსენებია გიუშკის ექიმების გაფრთხილება და ფიციც,რომ აღარასდროს მოწევდა და ,მონატრებული ნიკოტინი ხარბად ჩაუშვა ფილტვებში.
უკვე ბოლო ნაფაზი რჩებოდა,აპარატი რომ შესამჩნევლად ახმაურდა და ,სანატრელი ხმაც რომ გაისმა პალატაში..
–გარეთ მოწიე რა გიუშკი,თამბაქოს სუნი მაწუხებს.
...

___
აი,მიყვარს დათა..
ხო ცუდი ბიჭია,მმაგრამ,ჩემი პერსონაჟებიდან,რატომღაც,აი განსაკუთრებულად მიყვარს :დ
პლატონურად ვღალატობ ჩემს ქმარს, :დ
ჰო,იმედია,გაგახსენდებათ და ,ისიამოვნებთ.
მე,კიდევ,სულ მალე,სლ ახალი სითამამით დაგიბრუნდებით.
მუდამ თქვენი :ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

აუ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე!
ძალიან მიყვარს ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline წევრი mirandaa31

ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია. მარტო ეს არა ყველა შენი ისტორია ❤️ კარგი ხარ ძალიან
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ეეე რამაგარია ^_^
არ მომეჩვენა, ათჯერ წავიკითხე მინაწერი, სულ მალეო, სულ ახალი სითამამეო, ანუ ახალი ისტორიითო ♥ მმმ როგორ მეგემრიელება უკვე ♥
ანასტასია
შენ რამაგარი გოგოხარ კი იცი მაგი ♥
მერო სულ, სულ ველოდები შენი ნიკის გამოჩენას ეგეც გეცოდინება ნუ თუ არა აწი იცოდე :დდ
ყველა შენი ისტორია რომ განსხვავდება და ერთი მეორეზე უკეთესია ცხადია ^_^
აი ყველა შენ პერსონაჟები თავაანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით ხო მიყვარს, მაგრამ მე გამოვარჩევდი " ალექსს" ^_^ ძალიან ძალიან მიყვარს მე ჯიოევი, საერთოდ უარყოფითი რომ არაფერი აქვს ♥ საყვარელიია :* ჩემი დაბნეული ბიჭია ეეეგ :დდ
ნუ ახალ ისტორიას როგორ ველოდებიი, აქედანვე ვითვლი დღეებს და მალე, მალე დადეე იცოდე ^_^

#მიხარახარმეშენჩემონიჭიეროანასტასია ♥♥

 



№4  offline წევრი tasusuna

მარიკუნაა♥️
აუ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე!
ძალიან მიყვარს ♥️

მე ყველა თვენგანზე ვგიჟდები ❤❤❤
mirandaa31
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია. მარტო ეს არა ყველა შენი ისტორია ❤️ კარგი ხარ ძალიან

მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
Tskrialashvili Mariami
ეეე რამაგარია ^_^
არ მომეჩვენა, ათჯერ წავიკითხე მინაწერი, სულ მალეო, სულ ახალი სითამამეო, ანუ ახალი ისტორიითო ♥ მმმ როგორ მეგემრიელება უკვე ♥
ანასტასია
შენ რამაგარი გოგოხარ კი იცი მაგი ♥
მერო სულ, სულ ველოდები შენი ნიკის გამოჩენას ეგეც გეცოდინება ნუ თუ არა აწი იცოდე :დდ
ყველა შენი ისტორია რომ განსხვავდება და ერთი მეორეზე უკეთესია ცხადია ^_^
აი ყველა შენ პერსონაჟები თავაანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით ხო მიყვარს, მაგრამ მე გამოვარჩევდი " ალექსს" ^_^ ძალიან ძალიან მიყვარს მე ჯიოევი, საერთოდ უარყოფითი რომ არაფერი აქვს ♥ საყვარელიია :* ჩემი დაბნეული ბიჭია ეეეგ :დდ
ნუ ახალ ისტორიას როგორ ველოდებიი, აქედანვე ვითვლი დღეებს და მალე, მალე დადეე იცოდე ^_^

#მიხარახარმეშენჩემონიჭიეროანასტასია ♥♥

ჩვენი ალექსი ❤❤❤❤❤❤❤ მეც როგორ მიყვარს ❤❤❤❤❤❤❤
სულ ცოტაც და, გაგახარებ ❤❤❤

 



№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ჰო ნამდვილად ვგიჟდები ამ ისტორიაზე რამდენჯერაც არუნდა წავიკითხო <3

 



№6  offline წევრი tasusuna

uchveulo
ჰო ნამდვილად ვგიჟდები ამ ისტორიაზე რამდენჯერაც არუნდა წავიკითხო <3

მადლობა აა ❤❤❤❤❤❤

 



№7  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, სულ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ერთი კითხვა მაქვს შენთან, ასეტი საოცრება როგორ ხარ? kissing_heart

 



№8  offline წევრი tasusuna

abezara98
ვაიმეე, სულ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და ერთი კითხვა მაქვს შენთან, ასეტი საოცრება როგორ ხარ? kissing_heart

საოცრება თქვენ ხართ, გულს რო მითბობთ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent