შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (3თავი)


26-06-2018, 16:29
ნანახია 2 225

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (3თავი)

მისაღებში ტელევიზორის ყურებაში გართულს მაინც არ გამომპარვია აწრიალებული მშობლების სახეები. ტელევიზორი გამოვრთე და მათ მზერა მივაპყარი.
-მოხდა რამე? ვეკითხები მათ და მზერა მონაცვლეობით გადამაქვს ერთიდან მეორეზე .
-არის რაღაც რაც უნდა იცოდე. ამბობს მამა. ჩემ წინ ჯდება და ჩემ ხელებს ხელებში იქცევს.
-მაინც რა? ვამბობ და მის სიბერით დაძაბუნებულ მტევანს ტუჩებით ვეხები. დედას თვალებში ცრემლს ვამჩნევ და ვგრძნობ ხასიათი მიფუჭდება. -მეტყვით რა ხდება? უკვე გაღიზიანება დამეტყო ხმაში.
-შენთვის არ მითქვამს ტასო, რომ კომპანიას მძიმე პერიოდი უდგას.
-რას გულისმობ?
-ფაქტიურად გაკოტრებული ვარ. ვიგრძენი სხეული გამეყინა და ფეხზე შეშლილივით წამოვხტი. დედას შევხედე მაგრამ ამ უკანსკნელმა მზერა ამარიდა. -არ მინდა ჩემი სიკვდილის მერე ისე მოხდეს რომ მევალეებმა შენი გამოუცდელობით ისარგებლონ.
-რას გულისხმობ მამა?
-ხომ გახსოვს ჩემი მეგობარი ვოვა? მეკითხება მამა და იატაკის ფილებს მზერით ბურღავს.
-მახსოვს.
-ის დამპირდა რომ კომპანიის გადარჩენაში დაგეხმარება მაგრამ სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს.
-რას? საკუთარი ფრჩხილები ვიგრძენი ხელის გულზე და სახეზეც ალმური მომედო.
-მის შვილს ცოლად უნდა გაყვე. ექოსავით გაიჟღერა ამ სიტყვებმა მისაღებში.
-ის ხომ გეია მამა?
-მისი რეპუტაციის გამო აკეთებს ამას. სწორედ ამ ფაქტის დამალვის გამო უნდა, რომ მის შვილს ცოლად გაყვე.
-მამა. უკვე ღრიალზე გადავედი. -და ჩემი რეპუტაცია?
-ტასო გთხოვ. საუბარში ერთვება დედა.
-რას მთხოვ? ცხოველივით უნდა გამყიდოთ?
-არავინ გყიდის შემომიბღვირა წყობიდან გამოსულმა მამამ. უეცრად მოიხარა და გულზე ძლიერად დაიჭირა ხელი. დედა მომენტალურად მასთან მიიჭრა, ხელი შეაშველა და დაჯდომაში მიეხმარა. -მშვიდად სიკვდილის ნება მომეცი ტასო გთხოვ. მავედრებელი თვალები შემომანათა ამ უკანსკნელმა
-მამა, მშვიდად მოკვდები თუ ვიღაც გეის ცოლი მერქმევა? შენთვის ჩემი გრძნობები არაფერს ნიშნავს?
-ვინმე გიყვარს? ხმა ებზარება დედას.
-დავუშვათ მიყვარს. შევუბღვირე და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
-ტასო. ექოსავით გაისმა მამის ღრიალი. მისკენ ვტრიალდები. -დღეს საღამოს ვოვა თავის შვილთან ერთად ჩვენთან სტუმრად მოდის. შეეცადე ნორმალურად მოიქცე. ვიგრძენი როგორ ჩამოგორდა სახეზე ცრემლი. საძინებელში შევარდი, თავი ბალიშზე დავახეთქე და ამ მოულოდნელი სიგიჟის გამო ავქითინდი.
-გაიღვიძე. მესმის დედის ხმა და მის ტუჩებზე შუბლზე ვგრძნობ.
-რომელი საათია?
-სადაც არის სტუმრები მოვლენ. ამბობს დედა სივრცეში.
-შენ მაინც როგორ დაგითანხმა დედა?
-შენთვის ასე აჯობებს ტასო.
-ჩემთვის თუ კომპანიისთვის?
-ორვესთვის. დედა საწოლს შორდება, კარადიდან წითელ კაბას იღებს და სკამზე კიდებს. -ეს ჩაიცვი, წითელი გიხდება.
ნახევარი საათი მაინც ვაგვაინებ სტუმრების მოსვლის შემდეგ, ძალიან გამიჭირდა ოთახიდან გამოსვლა, თუმცა ბოლოს საკუთარ თავში ძალა მაინც ვიპოვე, ღრმად ამოვისუნთქე და ქვემოთ ჩავედი.
-აი ისიც. შესძახა ჩემი დანახვით აღფრთოვანებულმა მამამ. თავს გაღიმება ვაიძულე და მათკენ დავიძარი. ვოვა ფეხზე წამოდგა, ხელზე მეამბორა და კმაყოფილმა შემათვალიერა.
-როგორ დახვეწილხარ ტასო.
-მადლობთ. ვამბობ და მისი ტუჩებიდან ხელს ვითავისუფლებ. იგივე ქმედებას ახორციელებს მისი ვაჟიც თუმცა გაცილებით ხარბი მზერით აჩერდება ჩემ მკერდს.
-ბაღში გაისეირნეთ. ერთმანეთი კარგად გაიცანით გვეუბნება მამა და ჩვენც ვემორჩილებით.

-გათხოვება არ გინდა არა?
-ისევე როგორც შენ არ გინდა ცოლის მოყვანა. საბა იღიმის.
-ვინმეს ხვდები?
-არა. შენ?
-ჰო.
-შესანიშნავია. ვამბობ მე. -ჩემი მომავალი ქმარი შეყვარებულია. ის ისევ იღიმის.
-შეგიძლია ვისაც გინდა შეხვდე. მე პრობლემა არ მექნება. ამბობს საბა და კენჭს ფეხი გაკრა. ეს ბიჭი უკვე ძალიან მაღიზიანებდა. -მამას უნდა რომ ხალხის თვალში ჩემი ორიენტაცია შენი საშუალებით შენიღბოს.
-ხო, მისთვის ხელსაყრელი შეთავაზება დაუდო მამაჩემს.
-ეს დროებითი იქნება ტასო.
-ვიცი. რამდენი წლის ხარ საბა?
-ოცდასამი.
-ყველაფერ სიკეთესთან ერთად პატარაც ხარ. ის უშნოდ იკრიჭება. -ძალიან გთხოვ ასე ნუ იცინი. შევუბღვირე ამ უკანსკნელს. -მგონი გავიცანით ერთმანეთი. შიგნით ხომ არ შევიდეთ?
-შევიდეთ. ამბობს საბა და ერთ ხელს წელზე მხვევს. თვალები უსიამოვნოდ ავატრიალე და მისი ხელი მოვიშორე
-ამხელა ფარსიც არ არის საჭირო.
-როგორც გინდა. მემორჩილება ჩემი მომვალი ქმარი და სახლისკენ დავიძარით.
მთელი საღამო მამასა და ვოვას საქორწილო სამზადისის მოსმენით ვიყავი დაკავებული, უნდა ითქვას რომ ძალიან ბუნდოვნად მესმოდა ეს ყოველივე. მხოლოდ იმას ვფიქრიბდი, რომ მამამ არაწორი გადაწყვეტილება მიიღო და მთელი მის მიმართ გაჩენილი მადლიერება და სიყვარული ერთ საღამოს გაანადგურა. დროდადრო თვალებს ჩემკენ აპარებდა და მტკივნეული მზერა ჩემ სახეზე ეყინებოდა. საპასუხოდ მხოლოდ თავს ვარიდებდი. მე ვგრძნობდი, მთელი სიცხადით ვგრძონდი, რომ მისთვის ცხოვრებაში არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც თავისი კომპანია. ამას ვგრძნობდი და გული საშინლად მტკიოდა. უბრალოდ თავი კიდევ ერთხელ ვიგრძენი მიტოვებულად და არარაობად. სტუმრების წასვლის შემდეგ მასთან საუბარი არ ვისურვე და პირდაპირ დასაძინებლად წავედი.
მეორე დღიდან მე და საბამ ხალხში ერთად გამოჩენა დავიწყეთ. ამას გამოხმაურება მომენტალურად მოყვა და გაზეთები ჩვენი ფოტოებით აჭრელდა. უაზრო სტატიები, უაზრო სათაურებით. უკვე მძულდა ჩემი ცხოვრება, საშინლად მძულდა.
მე და საბა ბარში უხმოდ ვსხედვართ და მის მეგობარ ბიჭს ველოდებით.
-ახლა გაკოცებ. მეუბნება საბა და ჩემკენ იწევს. სახე უკან გავწიე.
-აფრენ ხო?
-უკან ჟურნალისტი ზის კამერით ხელში. ამ ფაქტს ელოდება. ერთი კოცნა. არ მოკვდები.
-არა.
-გეყოფა. მაჯაზე მის ხელს ვგრძნობ და გააზრებას ვერ ვაწრებ ისე მეკვრის ტუჩებზე. -სულ ეს იყო. ამბობს საბა და მშორდება. -ახლა გაიღიმე. ბინძურ თამაშში ცრემლმორეული ვყვები და ვიღიმი.
-სხვა დროს ასეთ რამეს აღარ გააკეთებ, იცოდე ქორწილს ჩავშლი.
-ეს ქორწილი შენ უფრო გჭირდება საყვარელო ვიდრე მე. ასე რომ ვერ ჩაშლი. -ხო მართლა თაფლობის თვე სად გინდა გავატაროთ?
-ჯანდაბაში.
-კარგი თვითონ ავარჩევ. იმედია წინააღმდეგი არ იქნები ფიქტიურ თაფლობისთვეს ჩემი ფაქტიური პარტნიორიც თუ შემოგვიერთდება.
-ღმერთო ჩემო საბა. თავი პორნოვარსკვლავი მგონია.
-შეგვიძლია სამივემ ერთად ვისიამოვნოთ. თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა. -ჩემ პარტნიორს ქალებიც მოსწონს.
-ავადმყოფი ხარ.
-გამარჯობა. თავზე დაგვადგა საშინლად დაკუნთული, უსაშველოდ ძლიერი აღნაგობის არც ისე სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი.
-აი ისიც. ამბობს საბა და სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო ამ უკანასკნელს. მე კი რატომღაც ვიგრძენი, რომ საბას მეგობარმა ძალიან აღგზნებული თვალებით შემათვალიერა და ცოტა შემაშინა კიდეც.
-ის ჩვენთან ერთად არ წამოვა. ვეუბნები საბას.
-წამოვა. ამას შენ არ წყვეტ საყვარელო. ვიგრძენი როგორ გადაურბინა სიამოვნების ტალღამ მის პარტნიორს მე კი დაძაბულობით აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა. მოგვიანებით სახლში მიმაცილეს და თვითონ ღმერთმა უწყის სად წავიდნენ.
სამზარეულოში შესულს არ მეპარება დედას გაფითრებული სახე, რომელიც გაზეთს ზურგს უკან ვითომ შეუმჩნევლად მალავს. მასთან მივდივარ და ლოყაზე ვკოცნი.
-მოხდა დე რამე? გაფითრებული ხარ, ცუდად ხომ არ ხარ? ვეკითხები მისი გამომეტყველებით შეშინებული.
-არაფერია. კარგად ვარ, ამბობს დედა და გაზეთს ნაგვის ურნში აგდებს. თვალი მისი ხელის მოძრაობას გავაყოლე.
-რაიყო? ასეთს რას წერენ რომ ფერი არ გადევს. ურნისკენ გაზეთის აღების მიზნით დავიხარე. დედა წინ გადამიდგა.
-არ გინდა ტასო.
-მაინტერესებს. ვამბობ და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად გაზეთს ვიღებ. პირველივე გვერძე საკუთარი ფოტო თვალებს მჭრის. დედა თვალებს ხუჭავს.
-ასეთი რაღაცეებისთვის მზად უნდა იყო. მეუბნება და ცდილობს ხელზე შემეხოს. უკან ვიხევ და სტატიის სათაურს ვკითხულობ. "გოგონა ნაგავსაყრელიდან, ვინ არის სინამდვილეში ტასო ყიფიანი" სხეულში ათასმა გრძნობამ ერთად დამაიარა და სამზარეულოს მაგიდას ვეყრდნობი, რომ არ დავეცე. დედას მზერა გავუსწორე, ამ უკანასკნელმა კი თვალები ამარიდა. ის ჩემზე არანაკლებ გაფითრებული იყო. ოთახში მამა შემოდის და ჩვენს დანახვაზე ადგილზე შეშდება. მერე ხელიდან გაზეთს მგლეჯს და სტატიას უყურებს.
-ამათი ნაბი*ვარი დედა მოვტ*ან. ამბობს მწყობრიდან გამოსული მამა, გაზეთს ნაკუწებად გლეჯს და ურნაში ყრის. მერე მე მიყურებს. -ტასო.
-რა?
-ეს არაფერს ცვლის. შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი საამაყო შვილი.
-ნუთუ?! იმდენად საამაყო რომ ავადმყოფ პე*არასტზე გათხოვებას მაიძულებ?! ვამბობ და ოთახიდან გავდივარ.
-ტასო. მესმის ზურგს უკან დედის მავედრებელი ხმა, თუმცა მე უკვე დავძარი მანქანა და იქაურობას საშინელი სისწრაფით გავეცალე. დიდხანს ვიბოდიალე ქუჩებში. თვალებიდან ცრემლი თავისით მდიოდა. "გოგონა ნაგავსაყრელიდან" თვალწინ უზარმაზარი შრიფტით დაწერილი ეს სიტყვები მიტრიალებდა. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიარე ან, როდის გავაჩერე შუა ზოლში მანქანა. გონს რომ მოვედი თავზე პატრული მედგა და მანქანის გადაყენებას მთხოვდა, მეც დავემორჩილე და მანქანა ტროტუარზე დავაპარკინგე.
-საბუთები. მეუბნება ოფიცერი. მექანიკური მოძრაობით ვაწვდი საბუთებს. სახელს უყურებს, მერე მე მიყურებს, ისევ საბუთებს უყურებს.
-რა იყო? პრობლემაა? ხო ეს მე ვარ, გოგონა ნაგავსაყრელიდან შევუბღვირე წყობიდან გამოსულმა.
-თუ შეიძლება ჩაბერეთ. მეუბნება ოფიცერი. მეცინება და მის მოთხოვნას ვაკმაყოფილებ. კიდევ რამოდენიმე წუთს მაჩერებს. მერე არასწორად გაჩერებისთვის ჯარიმას მიწერს, საბუთებს მიბრუნებს და მარტო მტოვებს. საჭეს თავი ჩამოვადე და ხმით ავტირდი. ჩემ ბიოლოგიურ მშობლებს ვწყევლიდი, იმ ისტორიისთვის ვწყევლიდი რაც შემიქმნეს. ისე მინდოდა მათი პოვნა და მთელი ამ ტკივილის მათთვის სახეში შეხლა. მინდოდა ეთქვათ ასე რატომ გამიმეტეს. მერე საჭეზე თავდადებულს ჩამეძინა. რეალობაში ტელეფონის ზამრა დამაბრუნა. ეკრანს დავხედე. "მამა"
-კარგად ვარ მამა, ცოტა დამაგვიანდება. ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. არემარეს თვალი მოვავლე მერე ანას დავურეკე და ვთხოვე კლუბში შემხვედროდა.
-რა გჭირს მეკითხება ჩემი ნამტირალევი სახის დანახვით დაზაფრული ანა.
-არ ნახე სტატია?
-არ გკი*ია რას დაწერენ? მაგათი საქმე ხომ სხვების ცხოვრების აწეწვაა?
-ძალიან მეტკინა.
-კლუბში იმიტომ დამიბარე, რომ შენი ფსიქოლოგის როლი ვითამაშო თუ იმიტომ, რომ კარგად გავერთოთ. თვალი ჩამიკრა ანამ და კოქტეილი მომაწოდა. მეც გავუღიმე და მოწვდილი სასმელი სულმოუთქმელად გამოვცალე. ზედიზედ რამოდენიმე ჭიქა კოქტეილი გადავკარი და როცა თვალებში და გონებაში პეპლები შევნიშნე, გონება სრულიად გავთიშე და ცეკვაში ჩავიძირე. წელზე ვიღაცის ხელის შეხებას ვგრძნობ, მაგრამ წინააღმდეგობას არ ვუწევ. თავი უკან გადავაგდე და მის სხეულს ზურგით ავეკარი.
-ყველა რიჟა შენსავით ლამაზია? მეკითხება უცნობი და თავისკენ მატრიალებს. ერთი ხელით ახლოს მიმიზიდა მეორე ხელი სახეზე შემახო და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამიტარა, ტუჩები ფრთხილად შემახო ყელზე. თვალები დავხუჭე და უცნობს ნება დავრთე ჩემი აწეწილი ცხოვრება, კიდევ უფრო აეწეწა.
-შეეშვი. ჩასძახა ნაცნობმა ხმამ ყურში და მეც მომენტალურად გავახილე თვალები.
-მიდი რა. ეუბნება უცნობი გეგეს და ჩემ ყელს ისევ ტუჩებით ეხება.
გეგეს დაბერილი ძარღვები კიდევ მეტად ებერაბა, უცნობს ბეჭებში ორივე ხელით აფრინდება, სხეულიდან მაგლეჯს, სახეში მუშტი უთავაზა და უცნობიც მომენტალურად ეცემა იატაკზე. მერე ხელს მკლავში მკიდებს და გასასვლელისკენ მიმათრევს. ჰაერზე გავყავარ თუ არა კედელზე მანარცხებს და მუშტს ჩემი სახის გასწვრივ კედელზე მთელი ძალით ურტამს.
-გააფრინე?
-კუდში რატომ დამდევ გეგე?
-საკუთარი თავისგან რომ დაგიცვა ტასო. ხელის გულები სხეულზე მივადე და თავის დაღწევა ვცადე. ამ უკანსკნელმა ისევ კედელს მიმანარცხა, ამჯერად უფრო ძლიერად.
-მეტკინა გეგე.
-რას თამაშობ ტასო? ან ეს რა უბედურებაა იმ ავადმყოფს მართლა ცოლად მიყვები?
-არაფერს ვთამაშობ. შემეშვი. შენ არ გაქვს უფლება ჩემ ცხოვრებაში აფათურო ხელები. შენ არავინ ხარ, მამაჩემის რიგირთი თანამშრომელი ხარ გეგე, რომელიც ჩემზე გიჟდება და მარტო იმიტომ ვერ ბედავს მაკოცოს რომ მამაჩემის ეშინია. უეცრად ლოყაზე ტკივილი ვიგრძენი და გავიაზრე რომ გეგემ გამარტყა.
-იცი ვინ ხარ? გათამამებული გოგო. დაჯექი. სახლში წაგიყვან.
-ვინ მოგცა უფლება რომ გამარტყი.
-ნებართვა არ მჭირდება. დაჯექი. დამიღრიალა გეგემ და მანქანში ჩამტენა.
-ჩემი მეგობარია შიგნით გეგე.
-თავის თავს მიხედავს. ამბობს ყრუდ და მანქანას ძრავს. სახლამდე უხმოდ ვიარეთ. მანქანა სახლთან გააჩერა და ჩემკენ შემობრუნდა.
-რატო მიყურებ?
-საშინელი ვინმე ხარ ტასო.
-გენეტიკის ბრალია, ვამბობ უკვე ცრემლებ მომდგარი და გადასასვლელად ვემზადები. გეგე მანქანის კარებს მიკეტავს და მის სახეს ზუსტად ჩემ წინ ვგრძნობ.
-ეგ არ მიგულისხმია ტასო. მეუბნება სურვილით აღგზნებული გეგე და ჩემ ტუჩებზე უშტერდება მზერა.
-გაიწიე. ხელით მოვიშორე მისი სხეული და მაქანიდან გადავედი.
მამებმა ყველაფერის სწრაფად მოგვარება გადაწყვიტეს და ჩვენი ქორწილის დღეც დაითქვა. თარიღამდე დარჩენილი დღეები ოთახში გამოკეტილმა გავატარე. მამას აღარ ვეკონტაქტებოდი. დედის მუდარის მიუხედავად მასთან საუბრის არანაირი სურვილი აღარ გამაჩნდა. ჩემთვის მისი სიყვარული აღარ არსებობდა. აღარც მისი კომპანიის ბედი მაღელვებდა. საერთოდ არაფერი აღარ მაინტერესებდა. ქორწილში კარგად მოვირგე ბედნიერი პატარძლის როლი და ყველა კმაყოფილი დარჩა ამ შეთითხნილი სპექტაკლით. იმავე საღამოს მე და საბა ფიქტიური თაფლობის თვის გასატარებლად ნიცაში გავფრინდით. სასტუმროს ორი ნომერი ავიღეთ და ცალ-ცალკე ნომრებში დავბინავდით. მეორე დღესვე მისი პარტნიორი ჩამობრძანდა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი კოშმარული ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი. ამ ორმა ავადმყოფმა ჩემი ცხოვრებაცა და ფსიკიქაც სრულიად თავდაყირა დააყენეს. მე კი მათ შესაჩერებლად ვერაფერი გავაკეთე.
ნიცაში მისი ჩამოსვლის დღესვე ტასო ყიფიანისგან აღარაფერი აღარ დარჩა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Nini

აუუუუ როგორ მომწონს შენი წერის სტილი რააა❤️❤️❤️ ძალიან კარგიააა❤️❤️ ველოდები შემდეგს❤️❤️

 




Nini
აუუუუ როგორ მომწონს შენი წერის სტილი რააა❤️❤️❤️ ძალიან კარგიააა❤️❤️ ველოდები შემდეგს❤️❤️


ძალიან მიხარია ამის მოსმენა ❤❤❤

 



№3 სტუმარი ნია

გეგე მომწონს და არ მინდა სიტუაციიდან ასე მოტეხო :(((

 




ნია
გეგე მომწონს და არ მინდა სიტუაციიდან ასე მოტეხო :(((


არა. არ ვაპირებ მოვტეხო ❤❤❤

 



№5 სტუმარი სტუმარი Chikochiko

კაი რაა, ის ორი გულისამრევი ავადმყოფი იმედია ტასოს არაფერს დაუშავებს. ცოდოა ეს გოგო. არ მესმის ტასოს მამის. კომპანიაც და ფულიც წყალს წაუღია, თუკი ამ ყველაფერს მისი შვილის ცხოვრება და ფსიქიკა შეეწირება.

 




სტუმარი Chikochiko
კაი რაა, ის ორი გულისამრევი ავადმყოფი იმედია ტასოს არაფერს დაუშავებს. ცოდოა ეს გოგო. არ მესმის ტასოს მამის. კომპანიაც და ფულიც წყალს წაუღია, თუკი ამ ყველაფერს მისი შვილის ცხოვრება და ფსიქიკა შეეწირება.


აუ ნომენატრე იცი? ❤

 



№7  offline წევრი Dobby

"-გაიწიე ვუთხარი, ხელით მოვიშორე და მანქანიდან გადავედი" ასე რო წერ დამაბნეველია ტირით გამოყავი სათქმელი და მოქმედება:
-გაიწიე.-ვუთხარი, ხელით მოვიშორე და მანქანიდან გადავედი. ხომ მიხვდი რასაც ვამბობ

მთლიანობაში ამბავი ძალიან საინტერესოა :დ აუ როგორ მაინტერესებს თაფლობისთვეზე რა ხდება როდის დადებ შემდეგს?

 




Dobby
"-გაიწიე ვუთხარი, ხელით მოვიშორე და მანქანიდან გადავედი" ასე რო წერ დამაბნეველია ტირით გამოყავი სათქმელი და მოქმედება:
-გაიწიე.-ვუთხარი, ხელით მოვიშორე და მანქანიდან გადავედი. ხომ მიხვდი რასაც ვამბობ

მთლიანობაში ამბავი ძალიან საინტერესოა :დ აუ როგორ მაინტერესებს თაფლობისთვეზე რა ხდება როდის დადებ შემდეგს?


მადლობა რჩევისთვის ❤
ვეცდები ხვალ დავდო ❤

 



№9 წევრი მარიკუნაა♥️

აუ, რატომღაც ამ გეი წყვილზე ძაან ბევრი ვიცინე. :))
რატო, არ ვიცი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10 სტუმარი Qeti qimucadze

Mapatiet amas rom vambob, magram geebze sashhinlad acrili varr, gasagebia rom arseboben aseti adamianebi da ishviatobaaa, axla ki moda gaxdaaaa, agmasheenwbeli gacocxldebodesss, momcons es istoria zaliannnn, moutmenlad velodwbi gagrzwlwbass, vgrznob sainteereso ambebi gvelodeba cin

 



№11 სტუმარი axali

Qeti qimucadze
Mapatiet amas rom vambob, magram geebze sashhinlad acrili varr, gasagebia rom arseboben aseti adamianebi da ishviatobaaa, axla ki moda gaxdaaaa, agmasheenwbeli gacocxldebodesss, momcons es istoria zaliannnn, moutmenlad velodwbi gagrzwlwbass, vgrznob sainteereso ambebi gvelodeba cin

რა აღმაშენებელი =)))))))))))) შენი აზრით გეებს დასდევდა, რომ ქართველობა არ შეერყვნათ? გეების კი არა თქვენნაირების ხელში რა გვეშველება :@@@@@@@

 



№12 სტუმარი ტატო

რატომღაც ხალხს არ ესმის, რომ გეები თავისი სურვილით არ ხდებიან, მათი ორგანიზმის ჰორმონები განაპირობებს მათ ორიენტაციას. გოგოებიც არსებობენ ისეთი, ბიჭისგან რომ ვერ განასხვავებ, მაგრამ ასეთებზე აგრესია იმდენად არ აქვთ

 



№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

ტატო
რატომღაც ხალხს არ ესმის, რომ გეები თავისი სურვილით არ ხდებიან, მათი ორგანიზმის ჰორმონები განაპირობებს მათ ორიენტაციას. გოგოებიც არსებობენ ისეთი, ბიჭისგან რომ ვერ განასხვავებ, მაგრამ ასეთებზე აგრესია იმდენად არ აქვთ


ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს ჩემს ირგვლივ მგავსი ორიენტაციის, ზოგადად ეს მათი პირადი ცხოვრებაა და ჩვენ მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ არ გვეხება. აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ გეების მიმართ უფრო მეტი აგრესიაა ვიდრე ქალების მიმართ და ეს უფრო გასაკვირიცა. ამ მოთხრობაში ცოტა ცუდი კუთხით მომიწია გეების წარმოჩენა და ცოტა ვიდარდე კიდეც გუშინდელი კომენტარების გამო. იყო გეი არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანი ხარ, რა ვიცი მე ესე მესმის და თუ ამის გამო ვინმემ უნდა გამკიცხოს ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი იქნება... ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს :)

 



№14 სტუმარი ტატო

გეთანხმები ყველაფერში, ამ შემთხვევაში უბრალოდ ცუდ ადამიანებთან გვაქვს საქმე, აქ გეიდ ყოფნა არაფერ შუაშია.

 



№15 სტუმარი Qeti qimucadze

Arminda sheuracyofa mogayeno, es chemi subieqturi azria, martlaaaa, amdeni gei axla rom arsebobs hormonebis gamoaaa? Nu gamacinebbb, rac sheexeba agmashenebels, kargad caikitxe istorua da mixvdebi, man samasi mamatmavali beri dacvaa, kargaf vici vinaa dabadebidan gei da vinaraaa, aserom chems daxasiatebas sheeshvit

 



№16  offline წევრი ჰალუცინოგერი

Qeti qimucadze
Arminda sheuracyofa mogayeno, es chemi subieqturi azria, martlaaaa, amdeni gei axla rom arsebobs hormonebis gamoaaa? Nu gamacinebbb, rac sheexeba agmashenebels, kargad caikitxe istorua da mixvdebi, man samasi mamatmavali beri dacvaa, kargaf vici vinaa dabadebidan gei da vinaraaa, aserom chems daxasiatebas sheeshvit


პირადად მე კარგად ვიცი ისტორია და ვიცი რასაც გულისხმობთ. თქვენ წარმოიდგინეთ და არც ადრე იყო გეების ნაკლებობა უბრალოდ ახლა ასე ვთქვათ 21საუკუნეში მათ დემონსტრირებებს და ხალხის პროვოცირებებს უმატეს და ეს ფაქტი ჩემთვისაც არ არის მისაღები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent