შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( თავი 5)


26-06-2018, 22:15
ავტორი Life is Good
ნანახია 1 109

გატაცება( თავი 5)

ჩაბნელებული ზეცა ალიონს ეგებებოდა, ზამთრის ძილით მძინარე ქალაქში თენდებოდა.ყინვა მოტყდა და ჰაერი თოვლის წინა სურნელით გაჟღენთილიყო.საათის ისრები დილის ექვსის ნახევარს აჩვენებდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზღვა ხალხი ირეოდა .ზოგი მიფრინავდა,ზოგი ჩამოფრინდა ან სულაც ახლობლებს ელოდებოდნენ.ოქროსფერ კულულებიანი პატარა გოგონასთვის ხელი ძლიერად ჩაეკიდა სამგზავრო ჯინსის სამოსში გამოწყობილ ირინა ორჯონიკიძეს და ზღვისფერ სევდიან თვალებს მომლოდინედ აცეცებდა აქეთ- იქით თითქოს,ვინმეს ელოდებაო. მათგან რამოდენიმე მეტრის მოშორებით კი თავზე კაპიუშონ წამოფარებული მამაკაცი მზერას არ აშორებდა ქალს.შემდეგ სათვალე შეისწორა და კიდევ ერთხელ გახედა პატარა გოგონას. მასზე მოხვეულ ასაკოვან მამაკაცს რაღაცას რომ ეტიტინებოდა საყვარლად რომელმაც, ხელში აიტაცა ბავშვი და მხურვალედ ჩაკოცნა,მეორე ხელით კი დაბნეული ქალი მიიხუტა გულზე და შუბლზე ბრთხილად შეახო ტუჩები.კაპიუშონიანმა კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და ყბის ძვალი სიბრაზისგან აუთამაშდა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და იქაურობას შეუმჩნევლად გაეცალა.
-ბატონო დიმიტრი თქვენ გთხოვენ-მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომ ,ფიქრების ლაბირინთში გახვეულ მამაკაცს მიმართა დაცვის უფროსმა გოჩა ნაცვლიშვილმა და ამღერებული მობილური ტელეფონი გაუწოდა..
-გისმენთ!თამარ?? რამოხდა მშვიდობაა??-წელში უმალ გასწორდა ორჯონიკიძე და სმენად იქცა- სალომე დაბრუნდა?რას ამბობ?!კრგი,მოვდივარ!
ტელეფონი გათიშა ჯერ ისევ გაოგნებულმა დიმიტრიმ და გვერდით ცარიელ სავარძელზე მიაგდო.
-რამოხდა ბატონო დიმიტრი?!- ნახევარი ტანით უკან შემობრუნდა გოჩა და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა კაცს.
-სალომე დაბრუნდა.-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
-რას ნიშნავს დაბრუნდა?
-ხო ესე, ადგა და დაბრუნდა...რა თამაშს თამაშობ ბარათელოო?! ახლა რაღა მოიფიქრა ნეტავ ვიცოდე-სასოწარკვეთილმა ამოიოხრა თავი სავარძლის საზურგეზე მიაყრდნო და თვალებ დახუჭულმადა მიმართა მძღოლს-. -ნუცუბიძეზე წადი კოტე!

-ხვდები მაინც ზედმეტები რომ მოგდის? -ქოთქოთებდა ოთახში წინ და უკან მოსიარულე თამარი და ნერვიულად აქანავებდა კეფაზე ცხენის კუდად შეკრულ წითლად შეღებილ თმას.
-შენ სულ გადაირიე ხო?-თვალები აატრიალა სალომემ-რას ეცი და დაურეკე იმ კაცს
-ის კაცი მამაშენია და ისეთივე უფლება აქვს იცოდეს როგორ ხარ როგორიც მე..ისედაც ნერვიულობდა კაცი...იცი რა საშინელება იყო როცა არ ვიცოდით სად მოგვეძებნე?!
-გული ამიჩუყდა...ახლა ვიტირებ-არარსებული ცრემლები მოიწმინდა სალომემ-ნუ მაცინებ, იცი მაინც რამდენი წლის ვარ თამრიკოო?!-იკივლა წყობიდან გამოსულმა გოგონამ.რომელსაც სახლის თბილი სპორტულები მოერგო ტანზე და ფეხები ზოლიანი, მატყლის წინდებით დაეთბილა-რა უფლებებზე მელაპარაკები დედა? ნუ გამაგიჟებ ძალიან გთხოვ
-ღმერთო გამძლეობა მომეცი-ჭერს ახედა საწყალი სახით თამარმა-აი,მოვიდა...-საუბარი კარზე გაბმულმა ზარმა გააწყვეტინათ და თამარიც სხარტად გაექანა კარის გასაღებად.სალომემ კი ღრმად ამოიოხრა და მოსალოდნელი არასასიამოვნო საუბრისთვის მოემზადა.
-შვილო-პათეტიკური ტონით წამოიძახა დიმიტრიმ და მისკენ ხელგაშლილი გაემართა.სალომე არც განძრეულა ადგილიდან, წამიერად მოვარდნილ ზიზღს და აგრესიას ძლივს თოკავდა.სახეზე ერთიანად წამოხურდა და მუშტებად შეკრულ თითებს ისე აჭერდა ერთმანეთს სისხლის მიმოქცევა შენელებოდა და თითები გასთეთრებოდა.ახლა დანა რომ მიგეცათ ისეთ მდგომარეობაში იყო დაუფიქრებლად გაუყრიდა...თან ისე რომ წარბსაც არ შეიხრიდა.
-ძალიან გთხოვ, მორჩი ამ მასკარადს!-ხელის აწევით გააჩერა მისკენ ჩასახუტებლად გაწეული კაცი...დიტოსაც თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ისე მიეყინა ერთ ადგილს.ასეთ აგრესიას არ ელოდა რაც ცოტა არ იყოს დასაფიქრებელი იყო და ეს ფაქტი ანერვიულებდა.მისი გონება, წამისმიერი სისწრაფით მუშაობდა და ყველა დეტალის,ქცევის თუ სიტყვის გადახარშვას ცრდილობდა შემდეგისთვის რამე რომ არ გამოჰპარვოდა.
-ვნერვიულობდით- სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა სავარძელზე დაჯდა ორჯონიკიძე და ჭაღარა წვერს დაუწყო თითებით წვალება-რა არ ვიფიქრეთ,სად არ გეძებდით...
-ეჭვიც არ მეპარებოდა,თუმცა რას იზამთ ბატონო დიმიტრიი-ირონიულად გაწელა სალომემ-ადამიანები ხანდახან კვდებიან...
-ღმერთმა გაშოროს რას ამბობ-შეკივლა თამარმა და მაგიდის ზედაპირზე სამჯერ დააკაკუნა.
-ხო დედა ეს უფლის დადგენილია,ზოგი კვდება...ზოგს კლავენ,არიან ადამიანები ვისაც სასიკვდილო სენი სჭირს,ზოგს თირკმლის უკმარისობა აქვს,ღვიძლის...გულის...
-თამარ შეგიძლია ყავა გამიკეთო-უცებ წამოიძახა გველნაკბენივით შეცბუნებულმა დიმიტრიმ და თითქმის ძალით გააგდო ქალი სამზარეულოში შენდეგ კი ირონიული ღიმილით მომზირალ ვადაჩკორიას მიუბრუნდა ბრაზისგან ერთიანად აალებული.თავი ვეღარ შეიკავა მისი შემხედვარემ და იფეთქა.
-გაუნათლებიხარ იმ ნაბიჭვარს ყველაფერში!-კბილებში გამოსცრა მამაკაცმა
-სამწუხაროდ ის არც იმდენად შენი ერთგული ფინია გამოდგა როგორიც გეგონათ ბატონო დიმიტრი!თქვენს ერთგულებას ძვალი ამჯობინა-ხმაში სუსხი გაურია ქალმა-ყველაფერი ვიცი და თან დაწვრილებით...გინდა მოგიყვეე? მაგრამ, შენ ხომ ჩემზე უკეთ იცი? თუმცა გამეორება ცოდნის დედააო ხომ გაგიგონიათ მე არ მეზარება.
-სად არის?- გააწყვეტინა და მკლავში უხეშად სწვდა მამაკაცი სავარძლიდან ფეხზე წამოაგდი ფარატინა სხეული და დამარცვლით გაუმეორა:-სად არის ?!
-მეღადავები?!-ხელი გაინთავისუფლა სალომემ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და წელში გაიმართა,თითქმის მამაკაცის სიმაღლემ ცინიკური მზერით
გაუყარა თვალი -თვალში-რაღაც არ მახსოვს როდესმე მე და შენ ერთ ლიგაში გვეთამაშა "მამიკო"
-თავს ზედმეტის უფლებას აძლევ ლაწირაკო!!ხომ არ გავიწყდება ვის ელაპარაკები?-იფეთქა ორჯონიკიძემ.
-ნუ ღრიალებ!აქ შენი არავის ეშინია! ცუდად მიცნობ. გიკვირს?!შენი გენებია.იმ დამპალი სისხლის დამსახურებაა ჩემს ვენებში რომ სჩქეფს. ახლა ადგები და აქედან გაეთრევი,შენი სახის დანახვის არანაირი სურვილი აღარ მაქვს ბებერო არამზადავ!
წინადადების დასრულება ვერ მოახერხა მამაკაცის გაშლილი ხელი გამაყრუებელი ლაწანით,რომ მოხვდა და მარცხენა ლოყა აუწვა. თვალებ გაფართოვებულმა გოგონამ ნატკენ ლოყაზე ხელი აიფარა ჯებირებზე მომდგარი ცრემლის ნაკადი უკან გააბრუნა და მართალია ოდნავ თრთოლვა შეპარული მაგრამ მაინც ომახიანი ტონით და მზერში გამკრთალი ბოროტი ნაპერწკლებით გამოსცრა:-ბებერო !
-ამას განანებ შე ცინგლიანო ლაწირაკო-თითი გამაბრთხილებლად დაუქნია სახესთან კაცმა -იმ ნაბიჭვრის თავს, ფეხებთან დაგიგდებ და შენს თვალწინ გამოვაცლი ნაწლავებს.
- წარმატებებს გისურვებ! მაგრამ მე,ბევრს არ ვილაპარაკებდი შენს ადგილზე ბატონო დიმიტრი...გიყურებთ და მკვეხარა ქოთნის ამპლუაში გხედავთ.ახლა კი მიბრძანდი ჩემი სახლიდან!
ხელით კარისკენ მიანიშნა. მამაკაცმა ბრაზით ამოიზმუვლა და ისე გავარდა კარისკენ ყავის ფინჯნებით შეიარაღებული თამარისთვის ზედაც არ შეუხედია და კარი ხმაურით გაიჯახუნა.სალომე კი ისევ სავარძელს დაუბრუნდა მოხრილი მუხლები მკერდთან მიიტანა და მკლავები შემოაჭდო.
-სად გავარდა?-ლანგარი მაგიდაზე დადგა თამარმა და შვილს შეხედა ინტერესით აღსავსე მზერით.
-დონატების მოსატანად დედა.

გიჟივით გავარდნილ დიმიტრის ლიფტისთვის არც დაუცდია გინებით დაეშვა კიბეზე..ვადაჭკორია მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა და სანერვიულოდაც არ ღირდა თითის ტოლა გოგოს აგრესია,რა ფეხები უნდა მოეჭამა მისი წონის კაცისთვის?.მთავარი საფიქრალი გაიძვერა ბარათელი იყო რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა და არანაირ საბრთხეს არ სცნობდა...მის მოსათოკად და გასანეიტრალებლად თითქმის მთელი თავისი სანაცნობო წრე ჩარია და სრული ნადირობა იყო გამოცხადებული მაგრამ, მაინც ვერავინ მოახერხა და მოიხელთა.ან ძალიან გაქნილი გაიძვერა იყო და კარგად იმალებოდა რაც ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ის ხომ ყველა კუთხე-კუნჭულს იცნობდა.ან,ფეხებზე დაიკიდა ყველა და ყველაფერი და საერთოდ გადაიხვეწა ქვეყნიდან. არც ერთი ვერსია არ იყო უყურადღებოდ დასატოვი.ერთი ეს ტვირთი ჩამოსულიყო დროულად ...ეს ბოლო საქმეც და შემდეგ დაჯდებოდა და მშვიდად შეირგებდა თავის მონაგრებას კი იყო უკვე ამის დრო.ორჯონიკიძეების ოჯახს,გაჭირვებაში არასდროს უცხოვრია,მისი ოჯახი ყოველთვის შეძლებული იყო...ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დიტოს მამამ კარგად მოქაფა და პატარა ღვინის საწყობით დაიწყო, სულ მალე კი იმხელა მასშტაბების კომპანია ჩამოაყალიბა მისი ღვინის ბრენდი პოპულარული და მოთხოვნადი გახდა როგორ ქართულ, აგრეთვე უცხოურ ბაზარზე.თავად ,წმინდა სისხლის ვაჭარი არასდროს ყოფილა ალბათ ამისი ბრალიც იყო ის დროებითი ჩავარდნა წლების უკან მისმა კომპანიამ რომ განიცადა მანამ, სანამ ჰორიზონტზე უცხოელი ინვესტორები არ გამოჩნდებოდნენ.სწორედ ამ ინვესტორებს მოჰყვათ დიდი ფულის შოვნის უმარტივესი გზა შუა აზიიდან არალეგალური გზით შემომავალი ნარკოტიკის პატარა პარტია...საქმე გაიჩარხა, რასაც საკმაო მოგება მოჰყვა და ნელ ნელა ტვირთის სიდიდეც გაიზარდა .გასაღების მასშტაბებიც და საქმეში ახალი პარტნიორებიც შემოვიდნენ ეგრედ წოდებული "კრიშის" სტატუსით.მოგების ნაწილი, კრიშის ჯიბეებში ილექებოდა.ნაწილი სამართალდამცავ სტრუქტურებში მყოფ მათ კაცებში, დარჩენილი თანხით კი საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას ნულის სიმრავლე ემატებოდა. შემდეგ მიიღო სარფიანი შემოთავაზება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ რაც ,ამ საქმიდან სუფთად გასვლას საჭიროვებდა. ბევრი არც უფიქრია ისე დასთანხმდა. ეს საქმეც ჩამთავრდებოდა და ისიც მოირგებდა დღე და ღამ ხალხზე ზრუნვაში ძილგატეხილი პილიტიკოსის იმიჯს.. თვით მსოფლიოში მოწინავე მილიონერებსაც კი არავინ ეკითხება როგორ და რა გზით იშოვა პირველი მილიონი...ამ შემთხვევაში რატომ იქნებოდა თავად გამონაკლისი?!. შორეულ გეგმებს გაუღიმა და საწყოში ისე შეაბიჯა.სატვირთო კონტეინერი უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყო ამის ნაცვლად კი შეშფოთებული მუშების,არეული თანაშემწის და გაოგნებული დაცვის უფროსის სახეებს გადააწყდა.
-რას ქვია არ ჩამოსულა?!-ღრიალებდა გაცოფებული ორჯონიკიძე და აფთარივით აცეცებდა თვალებს.-აბა სად ჯანდაბაში წავიდა? დილით რომ დამირეკა იმ ახვარმა უკვე სამხედრო გზაზე მოდიოდნენ მერე რა მოხდა ცამ ჩაყლაპაა?!
-არ ვიცით ბატონო დიმიტრი...სატვირთოს ჯიპიესით მოძებნაც ვცადეთ და შუა გზაზე წყდება სიგნალი.-დაბნეულმა დაცვის უფროსმა მხრები საწყლად აიწურა
-ღმერთო დამცინი?!-ამოიხრიალა ორჯონიკიძემ და საწყობში ერთადერთ ჩალის სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
-მძღოლს დაუკავშირდით?
-ტელეფონი გამორთული აქვს,რამინი ჩვენი კაცია, წლებია პატიოსნად გვემსახურება აქამდე არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია და ეხლა რა ხდება ვერ ვიგებთ.
-რამაზის დაურეკე და უთხარი უსიკვდილოდ მოვიდეს.პროკურატურაში ჩვენ კაცსაც დაურეკე და დაიბარე თუ ფული უნდა ც უნდა გაანძრიოს ეს დედამოტყნული ხეზე არ ასხია.მე ფულის საშოვნელად კანიდან ვძვრები ეს ახვრები კი ისე მღლეტავენ თითქოს ვალი მაქვს ამათი და არ ვიცი. მიწიდან ამოთხრა რომ დაგჭირდეთ ორ საათში სატვირთოც და მისი მძღოლიც აქ უნდა იყვნენ ფეხებზე .გაარკვიეთ რა მოხდა ეს თუ დებოშია ღორივით უნდა დავკლა რამინი წულაია!.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა პიჯაკის შიდა ჯიბეში მოთავსებული მისი ტელეფონი რომ ამღერდა.აპარატი სხარტად ამოაცოცა ჯიბიდან და ეკრანს ინტერესით დახედა.უცხო ნომერი რეკავდა. წარბები შეჭმუხნა და ისე დააწვა გამოძახების ღილაკს.
-გამარჯობა ბატონო დიმიტრი!
ნაცნობი ირონიით გაჟღენთილი ცივი ხმა წამში გაუჯდა მისი სმენის ორგანოს,თითქოს გაჟღინთაო და მერე იქიდან ნელ ნელა დაიძრა ქვემოთ ვენების საშუალებით...გულს მარწუხებივით შემოეჭდო და გზა ისე გააგრძელა.ნერვულ დაბოლოებებს მოედო და მრისხანებად იფეთქა
-შენი დეადაც!!!-იღრიალა ორჯონიკიძემ-სად არის?!რა თქმა უნდა შენი მოფიქრებულია ეს ყველაფერი აბა სხვა ვინ გამიბედავდა?!
-რაზე მეკითხებით ბატონო დიმიტრი?!-ისე გაიოცა ხაზის მეორე ბოლოს მყოფმა, ანგელოზივით უმანკო და უცოდველი გეგონებოდათ, ზურგსაც კი შეუმოწმებდით იმაში დასადასტურებლად ბრთები მართლა ჰქონდა თუ არა.
-ომი გინდა ბარათელო?-კბილებში გამოსცრა ორჯონიკიძემ.
-არა ბატონო დიტო ,ეს თქვენ გინდოდათ ომი.ხოდა მიიღეთ!
-გაგანადგურებ იცოდე
-მემუქრები?! იცოდე არასდროს თქვა ისეთი რამ რისი გაკეთების ც არ გექნება...ჩემი კეთილი რჩევაა...მეგობრული სიმამრო.
-შე გველის წიწილო...რამდენი გინდა?მითხარი დროულად რამდენი გინდა და დავამთავროთ ეს ფარსი.-თავზე გადაისვა ნერვიულად რამოდენიმეჯერ ხელის გული.
-ნუ მაცინებთ ბატონო დიტო-ჩაიცინა ხმამ-ფულს მთავაზობ?ფული იმდენი მაქვს შენ და შენი გვარი რომ დაჯდეთ მთელი ცხოვრება ვერ დახარჯავთ.ძალიან შეგეშალა,ზოგადად რომ იცოდე იქ არ უნდა მოჯვა სადაც გძინავს,შენ კი პირდაპირ საკუთარ სახლში დააყენე სუნი.
-აბა რა გინდა?
-რაიყო? უკან იხევ და დიპლომატიურად ზავს მთავაზობ? ხელიც ხომ არ მოგვეწერა შეთანხმებაზე გარკვეული პრეტენზიული პუნქტების გათვალისწინებით?(ჩაიცინ)მე არაფერი არ მინდა.დაბერებულხარ სიმამრო.სად არის შენი მოუდრეკელი შემართება? რაიყო შენს კრიშას ლურსმები ასძვრა?
-ნუ გავართულებთ გუგა...ხო, ორივე შევცდით...დროა დავივიწყოთ-ხმა შეარბილა დიმიტრიმ.-შენ მეტყვი სად არის ტვირთი და მე შევეშვები შენს დევნას...
-დევნა შენი მხრიდან ხმამაღალი განცხადებაა...რამდენი ხანია დამეძებენ შენი დაგეშილი ფინიები მაგრამ მე ისევ თავისუფალი ვარ...გირეკავ რომ გაგახარო იმ კონტეინერს ტყუილად ნუღარ ეძებ მაინც ვერ მიაგნებ დანარჩენი კი შენთვის მომინდია...
-მოგკლავ !-იფეთქა დიმიტრიმ და სკამიდან ფეთიანივით წამოხტა
-წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ბატონო დიმიტრი!იციი...გვირაბის ბოლოს მოციმციმე სინათლესავითაა შენი იმედი,გირჩევ კარგად დააკვირდე ის სინათლე მატარებელი არ იყოს.
-უხ შე ახვარ...-ვეღარ დაამთავრა წინადადება დიტომ ხაზის მეორე ბოლოს კავშირი გაწყდა. გაცოფებულმა ტელეფონს დახედა,შემდეგ კი ღრიალით მოისროლა და კედელს მთელი ძალით მიანარცხა...დამტვრეული აპარატის ნაწილები აქეთ იქით მი-მოიბნა.დიტომ კი სკამს დაავლო ხელი და ისიც მის გზას გაუყენა..
-შენი დედაც....შენი დედაც-შემდეგ გაჩერდა ღრმად სუნთქვა დაიწყო და ნერვების დამშვიდებას შეეცადა...ცოტათი დამშვიდებული კი თვალებ გაფართოვებულ ბიჭებს მიუბრუნდა:-გუგა ბარათელი იპოვეთ, და მოკალით!!!

* * *

დათბილული ქურთუკი ეცვა,ლურჯი ჯინსი და ფეხზე თბილი ბათინკები...წელამდე დაშვებული თმა, დაუდევრად ეფინებოდა მხრებზე.ყურსასმენები მოერგო და გრუხუნა ჰანგებზე ნარ-ნარით მიფარფატებდა.თითქმის ერთი კვირა იყო გასული რაც ბარათელის" კეთილი ნების" წყალობით სახლში დაბრუნდა,დამშვიდდა,მოფერიანდა,ის თვალის გარშემო სილურჯეებიც სადღაც გამქრალიყო.სამსახურს და მეგობრებს დაუბრუნდა უნივერსიტეტში ისედაც არდადეგები ჰქონდა.ღიმილიანი სახით ათვალიერებდა საახალწლოდ მორთულ ვიტრინებს...თბილისი შობა ახალიწლის შესახვედრად ემზადებოდა და ჰაერში სულ სხვანაირი სურნელი ტრიალებდა,ლაღი...ჰარმონიული,მხიარული...ეს დედაქალაქის მკვიდრთაც დასტყობოდათ და აშკარად შესამჩნევი იყო მათი ხასიათის ცვალებადობა.ყველა ფეხის ნაბიჯში საშობაო სიმღერების ხმა ისმოდა და ქუჩაში მოსიარულე ქვეითები ერთმანეთს ღიმილს სჩუქნიდნენ.
ტროტუარზე მიაბიჯებდა და გვიან შეამჩნია უკან ადევნებული მანქანა რომელიც, შორიახლოს მიჰყვებოდა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში.დაბურული მინების მიღმა შეუძლებელი იყო საჭესთან მჯდომის ვინაობის გარკვევა.ანერვიულდა,შიშმა და დაუფარავმა ინტერესმა მაინც თავისი ქნა და გაქცევის მაგივრად გამბედაობა მოიკრიბა, მანქანისკენ გადადგა რამოდენიმე გაუბედავი ნაბიჯი და ფეხებთან გაჩერებულ მანქანას შუშაზე მიუკაკუნა.მძღოლმა არ დააყოვნა და სულ რამოდენიმე წამში შუშაც ჩამოიწია. მოულოდნელობისგან თითქოს სუნთქვა შეწყვიტაო,გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა და შემდეგ ერთიანად აჩქარებული,გიჟურ ტემბრში დაიწყო ფეთქვა.მდიდრული მანქანის სალონის ფონზე ნაცნობი თვალები ზედმეტად თბილადაც კი უმზერდნენ.ყველას წარმოიდგენდა ამ მანქანაში ,მით უმეტეს მის კვალს ადევნებულს გუგა ბარათელის გარდა.დაიბნა და გაშტერებული თვალ მოუშორებლად შეჰყურებდა უკვე საკმაოდ ახლობელი ადამიანის სახეს.ამ ერთი კვირის განმავლობაში სრულიად შეცვლილი მოეჩვენა მამაკაცი.თმა და წვერი ერთ დონეზე დაეყენებინა და სახეზე გადაღლილობის კვალი ეტყობოდა რასაც ,მისი უძილობისგან ჩაწითლებული თვალის გუგები მეტყველებდა.
-დაჯდები?!-ყოველგვარი მისალმების გარეშე შესთავაზა ქალს.
-შენ სულ გადაირიე ხოო?-აღელვებული ხმის დამორჩილებას ამაოდ შეეცადა ვადაჩკორია და შეტევაზე გადავიდა-ერთხელაც იქნება და გულს გამიხეთქავ.
-სალომე?-სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-რაიყო?!
-დაჯექი!
-სამსახურში მეჩქარება-უკან დაიხია გოგონამ ნამდვილად არ ხიბლავდა ბარათელის მანქანაში ჩაჯდომის პერსპექტივა.მით უმეტეს იმ მხურვალე კოცნის შემდეგ ერთი კვირის წინ სამახსოვროდ რომ დაუტოვა და სრულიად თავდაყირა დაუყენა ისედაც აწეწილი ფიქრები.
-მხოლოდ ნახევარი საათი .,ნუ გეშინია, არ შეგჭამ-თავადვე გაეცინა თავის პასუხზე.-და ნახევარი საათის შემდეგ გპირდები , საკუთარი ხელით დაგაბრუნებ უკან.
ქალს ბევრი თავის დაფასება აღარ დაუწყია მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ბარათელს მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოკალთდა.ტყავის სალონში სისუფთავის და მამაკაცის სუნამოს სასიამოვნო გრილი, არომატი ტრიალებდა.მამაკაცს მარჯვენა ხელის თლილი თითები საჭეზე შემოეხვია ,მარცხენა ხელის იდაყვით კი კარს დაყრდნობოდა.ტუჩებს შორის მოექცია სიგარეტის ღერი და ცალი თვალი სანახევროდ მოჭუტული ჰქონდა კვამლს რომ არ შეეწუხებინა.
-იცოდე, მხოლოდ ნახევარი საათი.-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ქალმა გზას მიშტერებულ ბარათელს.რომელსაც გაეღომა და თავის დაქნევით დაუდასტურა.რადიოდან უცნობი მომღერლის სასიამოვნო ჰანგები იღვრებოდა სალონში და ზედმეტად რომანტიულ განწყობას ქმნიდა რაც არ გამოჰპარვია ვადაჭკორიას და უხერხულად შეიშმუშნა.საშინლად ძაბავდა ბარათელის ყოველი გამოჩენა თუმცა მეორე მხრივ, დაძაბულობასთან ერთად უსაზღვროდ ახარებდა კიდეც.
-სად წავიდეთ?-სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა ბარათელმა და ქალს პასუხის მომლოდინე მზერით გადმოხედა.სალომემ მხრები საწყლად აიწურა.
-არ ვიცი, სადმე ახლოს ...საიდანაც უკან დაბრუნებას დამოუკიდებლადაც შევძლებ.
-რაიყო გამოქცევას აპირებ?-გაიღიმა ბარათელმა.-გშიაა?-
სალომემ უარყობის ნიშნად თავი გააქნია.-არც მე და ამაზე ახლო და მყუდრო ადგილს ვერსად ვნახავ.
ლისის მიმართულებით გადაუხვია მამაკაცმა და რამოდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ მაღალი ხეებით დაჩრდილულ ხეივანში შეაჩერა. ძრავი გამორთო და მთელი ტანით შემობრუნდა თბილ ქურთუკში გახვეული ქალისკენ რომელიც ისევ იმ პოზში იჯდა როგორიც დაჯდომისას მიიღო.გაეღიმა.ქალმა მის დაჟინებულ მზერაზე თავი შემოატრიალა,ლოყები ოდნავ წითლად შეფაკვლოდა.
-როგორ ხარ პატარავ?-საოცარი სითბოთი წარმოსთქვა ბარათელმა და ხელის ზურგით ნაზად მიეფერა ლოყაზე.ქალი არ გატოკებულა,ლოყები უფრო აუფერადდა და თვალები ძირს დაეხარა...რაც მამაკაცის დაკვირვებულ მზერას არ გამოჰპარვია.ქალისკენ გადაიხარა და ყბის ძვალზე ნაზად შეახო მხურვალე ტუჩები,ცალი ხელით სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია, ყბიდან ლოყაზე გადაინაცვლა და პატარ, პატარა კოცნის ბილიკებით გაიკვლია გზა ტუჩის კუთხემდე.მისი ასეთი სიახლოვისგან ქალს ერთბაშად აუდუღდა ვენებში სისხლი,სურნელმა თავბრუ დაახვია და თვალები მიელულა.ოდნავ შეხსნილი ბაგეებით ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-მომენატრე-დაიჩურჩულა ქალის ყურთან ბარათელმა და აღარ დაუყოვნებია წყაროს წყალს მოწყურებულივით დაეწაფა ვარდისფერ ბაგეებს.ჰკოცნიდა სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა ორივე...სალომეს თლილი თითები სახეზე ეხებოდნენ და საერთოდ აკარგვინებდნენ რეალობის შეგრძნებას.გაჭირვებით მოსწყდა ქალის ბაგეებს შუბლზე შუბლით დაყრდნობილი ცრდილობდა სუნთქვის დარეგულირებას.
-ღმერთო ალბათ ეს ის მომენტია როდესაც ყველაფრის და ამავდროულად არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია-დასიებულ ქვედა ტუჩზე გადაატარა ცერი და საჩვენებელი თითი თან მილიმეტრითაც არ შორდებოდა ზედ მის ტუჩებთან ჩურჩულებდა.ერთი ხელით სახეზე ეფერებოდა მეორეთი კი იმდენად მჭიდროდ იკრავდა სხეულზე თითქოს ეშინია არსად გამექცესო.
-ის მომენტია, როდესაც საბოლოოდ გავგიჟდი...
გახსნილი ქურთუკი მხრებზე გადაუწია და მოშიშვლებულ ყელზე ტუჩებით წაეტანა.თხელი სვიტერის ქვეშ შეუცურა ხელები და მკვრივ კანზე ნაზად აასრიალა მკერდისკენ.
-ჯანდაბა-ამოიგმინა ბარათელმა როდესაც შიშველ მკერდზე შეეხო და ტანში სასიამოვნოდ გასცრა.-უბრალოდ მოგეფერები.- ამოიგმინა ქალის დამფრთხალი მზერა რომ შეამჩნია.მის პასუხს არც დალოდებია ისე გადააძრო თავს ზემოთ სვიტერი და მის ულამაზეს მკერდს მხურვალე ტუჩებით დაეკონა.
მამაკაცის მუხლებზე მოთავსებული ქალი მისი მხურვალე ხელების შეხებისგან სრულ ნეტარებას განიცდიდა.ბარათელის თლილი თითები ოსტატურად დასრიალებდნენ მის მთელ სხეულზე.მკერდზე ეალერსებოდნენ,ძუძუს თავებს უღიზიანებდნან რასაც შემდგომ მხურვალე ტუჩები და სველი კოცნა ცვლიდა.ერთიანად თრთოლვას ატანილი წელში გადაზნექილიყო და თვალებ მილულული კრუტუნებდა.ხმამაღალი ოხვრა ვეღარ შეიკავა როდესაც კაცის თითები მარჯვენა ფერდთან ჯერ ისევ მოწითალო ფერის ნაიარევზე ასრიალდნენ და ტუჩებით ჩაანაცვლეს ადგილი...ცხელი ბაგეებიდან წამოსული მუხტი დენის დარტყმასავით გავრცელდა ქალის სხეულში და ხმამაღალი კვნესაც თავისით მოსწყდა ბაგეებს.წელში გასწორდა ბარათელი, წელს ზემოთ შიშველს მჭიდროდ შემოაჭდო მკლავები და ძლიერად ჩაეხუტა.სახე ქალის კისერში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა ის სურნელი ჭკვიდან რომ შლიდა და ნებისმიერ ქალში მას ეძებდა თუმცა კი ვერ პოულობდა იმ ერთის გარდა ახლა მის მკლავებში აჩქარებული გულისცემით და არეული პულსით სიამოვნების ტრანსიდან გამოსვლას ამაოდ რომ ცრდილობდა.
-საშინლად მინდიხარ.
-ხმაწართმეულმა ჩუმად დაიჩურჩულა ქალის ყურთან და სახით მის თმაში ჩაეფლო.
-მომენატრე-ხმა გაებზარა ქალს და ბარათელს თავი ააწევინა.საოცრად დიდი სევდა და ტკივილი იღვრებოდა მამაკაცის თვალებიდან.მზერა იმდენად მეტყველი გახდომოდა სიტყვები ზედმეტიც კი იყო.
-არ გინდა სალომე.-ტუჩებზე თითები ააფარა მამაკაცმა.-არ გინდა.მე იმდენად არ ვღირვარ ჩემთვის თუნდაც სულ მცირედი მსხვერპლიც რომ გაიღო.
-არ მაინტერესებს.
-სალომე...
-მოკეტე ბარათელო...
-ღმერთო ,რა პატარა ხარ...პატარა და ჩემთვის ზედმეტად სუფთა.
-შენ კი ძალიან ბევრს ფიქრობ.-მჭიდროდ შემოხვია მამაკაცს კისერზე მკლავები და ისე ძლიერად ჩაეხუტა თითქოს სამუდამოდ მისი მკლავებში გამომწყვრდევა სურდა.მამაკაცმაც შემოხვია მკლავები და თვალები დახუჭა.

ახალი დაბინდებული იყო ბარათელმა მანქანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მოშორებით რომ გააჩერა.საჭეზე ორივე ხელით დაყრდნობილი ღიმილიანი სახით უყურებდა სახეზე სიწითლეშეპარულ საყვარელ ქალს.შემდეგ მისკენ გადაიხარა და ისე ძლიერად ჩაეხუტა ერთიანად გათიშულს ყურადღება არ მიუქცევია როგორ გადაიწია მესამე სართულის ერთ-ერთ ფანჯარაზე ფარდა.არც მოშორებით მდგარი შავი ტოიოტა შეუნიშნია ჩასაფრებული ინტერესიანი მზერით რომ აკვირდებოდა საჭესთან მჯდომი.ერთადერთი საფიქრალი მის მკლავებში მომწყვრდეული სიფრიფანა ქალი იყო...უსაზღვროდ რომ უფორიაქებდა სულს.იძულებით მოსწყდა ქალის ვარდისფერ ბაგეებს საგრძნობლად, რომ დასიებოდა.თვალებზე გადაიტანა მხურვალე ტუჩები და ორივე დაუკოცნა შემდეგ, ლოყაზე ნაზად მიეფერა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-მიდი, გაიქეცი და ჭკუიანად იყავი იცოდე!
-როგორც მიბრძანებთ ექიმო-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა სალომემ და მისი შემხედვარე ბარათელიც ერთიანად გაიბადრა.
-როგორც კი მოვახერხებ გნახავ.-დაჰპირდა და გულისწყვეტით გააყოლა თვალი მანქანიდან გადასულ ქალს...სწრაფი ნაბიჯით რომ დაიძრა სადარბაზოსკენ და მალე მის მიღმა გაუჩინარდა.სიგარეტის კოლოფს დასწვდა,თითების ოსტატური მოძრაობით ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა.შემდეგ კი ძრავი ჩართო და იქაურობას გაეცალა.
-ვინ მოგიყვანა?!-კარის ნორმალურად მიხურვაც არ აცადა თამარმა შვილს დოინჯ შემორტყმული აესვეტა წინ და მკაცრი მზერით დასჭექა.
-დედა?გული გინდა გამიხეთქოო?-მოულოდნელობისგან შეცბუნებულმა სალომემ.ერთი ხელი გულზე მიიბჯინა და შეშინებული მიეყრდნო რკინის კარს ზურგით.
-მე არა!ეს შენ გინდა ჩემი სიკვდილი.-ტონს აუწია თამარმა-რა გესაქმება იმ ბანდიტსა და მკვლელთან?შენ გეკითხები ქალბატონო...-მისაღებისკენ წასულ სალომეს კუდში აედევნა, მკლავში უხეშად სტაცა ხელი და თავისკენ შემოაბრუნა.-როცა გელაპარაკები კეთილი ინებე და წესივრად გამეცი პასუხი...მე შენ ესეთი არ გამიზრდიხარ.
-დედა... ძალიან დავიღალე შენთან ჩხუბის არც ძალა მაქვს და არც ნერვები-ამოიოხრა სალომემ და დივანზე დაეშვა.
-რამ დაგღალა?!-ირონიულად გაიცინა თამარმა-არაა ,ვინ დაგღალა? სულ დაკარგე სინდისიი?! შენი დის ქმართან უკანასკნელი კახპასავით გორაობ??
-რაა?-ფეხზე წამოხტა სალომე-რა მითხარიი?! შენ მე ვინ გგონივარ? ყოჩაღ თამარ ...მეტს რას უნდა ელოდო დედისგან?ძალიანაც მინდოდა მაგრამ ის გარეწარი ,ბანდიტი და მკვლელი როგორც შენ მოიხსენიებ ჩემზე თავშეკავებული ღმოჩნდა.თითი არ დაუკარებია ჩემთვის!
-ხმა ჩაიწყვიტე!!-იკივლა ქალმა და გაშლილი ხელი სახეში მოუქნია...სილა იმდენად მტკივნეული არ აღმოჩნდა გოგონასთვის რამდენადაც ეწყინა და გული საშინლად დასწყდა.არ მოელოდა დედისგან ასეთ ქმედებას თამარს ცხოვრებაში მისთვის ხმა არ აუწევია არამცთუ სილა გაერტყა-მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა წესივრად მოქცევა...ქუჩის ქალო!-მკლავში სწვდა გაოგნებულ თვალებ ამღვრეულ შვილს და საძინებლისკენ გაათრია-წამოეთრიე..
-დედა სულ გაგიჟდიი? რას აკეთებ? მეტკინა ხელი დედაა!
ყურადღება არ მიუქცევია შვილის ცრემლმორეული თვალებისა და სასოწარკვეთილი ყვირილისთვის ისე შეაგდო ოთახში და კარი გარედან გასაღებით გადაკეტა.
-მანდ ეგდები და ფეხს ვერ გამოადგავ გარეთ სანამ წესიერად მოქცევას და ლაპარაკს არ ისწავლი...სანამ არ მიხვდები ცუდის და კარგის მნიშვნელობას!ქუჩის ქალო!!
-ახლავე გამიღე კარი!-ხელების ბრახუნს მოჰყვა გაოგნებული სალომე და ნელ ნელა მდგომარეობიდანაც გამოდიოდა...სიბრაზის ზღვარზე მყოფი ,ძლიერად აბრახუნებდა მუშტებად შეკრულ ხელებს კარის ხის ზედაპირზე მაგრამ ამაოდ, თამარი აშკარად არაფრად აგდებდა შვილის ისტერიკას და არც კარის გახსნას აპირებდა ჯერ -ჯერობით.სალომე კარებთან იატაკზე ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა...გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს, დედის საქციელის ნორმალურად გადახარშვა უჭირდა...თავი სიზმარში ეგონა და სიმწრით იცინოდა შემდეგ ისტერიული სიცილი ხმამაღალმა ტირილმა შეცვალა და ხელებში თავჩარგული გულამოსკვნით აქვითინდა.ამ დროს თამარი ვადჩკორია კი ყავის ფინჯნით ხელში, შვილის ტირილს ცივად აიგნორებდა.ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, სამზარეულოს სკამზე მოკალათებულს და ხელში მობილურს ნერვიულად ატრიალებდა.შემდეგ გაიღიმა თითქოსდა გადაწყვეტილება მიიღოვო.სწრაფად აკრიფა ეკრანზე ნომერი და დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-თანახმა ვარ შენს შემოთავაზებაზე!შავი პორშე.წეღან მოაცილა სახლში.-ღრმა ნაპასი დაარტყა და კვამლს თვალი გააყოლა-თავის ოთახშია ჩაკეტილი და არსად არ ვაპირებ მის გაშვებას.იმედია ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მოვილაპარაკეთ. კარგი,გელოდებით.

* * *

-საკუთარი დედა თუ გაგიკეთებს ესეთ რამეს-ირონიულად ჩაიცინა ორმოციოდე წლის მაღალმა მამაკაცმა და საწოლზე უგონოდ მწოლიარე ქალს მუშტრის თვალით დააკვირდა,თითქოს ადამიანი კი არა მის წინაშე გასაყიდად გაყვანილი ჯიშიანი ფაშატი ყოფილიყო.
-მგონი აზრზე მოდის...-სიგარეტს მოუკიდა მეორე მამაკაცმა.და ქალს სახეზე დააკვირდა რომელსაც ქუთუთოები ოდნავ შესამჩნევად უთრთოდა
-ეგ კარგა ხანს ვერ მოვა გონზე...იმხელა დოზა აქვს მიღებული ცხენს წააქცევს.
დაამშვიდა მეორემ და საძინებელი ოთახი პირველმა დატოვა.
-ისე მაინც რა ლამაზია -ოხვრას ამოაყოლა სიტყვები და ვისკის ჭიქით ხელში მჯდარ ორჯონიკიძეს გვერდით მიუჯდა.რომელიც ჩაფიქრებული სახით იწვალებდა ჭაღარა წვერს.-ვაღიარებ ,ბატონო დიტო. თქვენი ქალიშვილები ერთი მეორეზე ლამაზები არიან..უფროს დასაც კი უჯოკრის თავისი სილამაზით და იმ სირ ბარათელსაც სცოდნია ქალების არჩევა.
-ახლა ამის დროაა?!-ბრაზით ახედა დიმიტრიმ გვერდით მჯდომს.-ეს საქმე გამოვიდეს მირიან და საჩუქრად დაგიტოვებ ამ ლამაზმანს...ზედ ხელწერილსაც დაგირთავ რომელშიც ეწერება შენი უსაზღვრო უფლებების შესახებ.
-ღირს მისი სილამაზის გამო რისკზე წასვლა-გაიცინა მირიანმა.-თუმცა საწყენია პირველს რომ არ შემიძლი მისი დაგემოვნება...როგორც ყოველთვის დამასწრო იმ ს გაგდებულმა და ნაღები თავად მოხადა...
-ღმერთო შენ მიშველე...-ამოიოხრა ორჯონიკიძემ და სავრძლიდან წამოდგა.-იმედი მაქვს მართლა იმდენს ნიშნავს ბარათელისთვის ეს ქალი მის გამო რომ გამოძვრება იმ თავისი სოროდან..შენ კი გაფრთხილებ,არ გაეკარო-თითი გამაბრთხილებლად დაუქნია მამაკაცს-ისედაც ყელამდე ნეხვში ვართ.
-ვნახოთ...ვნახოთ...-მრავალ მნიშვნელოვნად დააკანტურა თავი წილოსანმა.
- გართობისთვის არ გვცალია,დრო არ იცდის მირიან,უცხოელები ფულს ითხოვენ იმ ტვირთის სანაცვლოდ რაც გამოგზავნეს...ფული კი ფააფუუ მგელმა წაიღო-ხელელის გულები ერთმანეთს გაუხახუნა ორჯონიკიძემ-ტრაკში ვართ!
-თუ გავითვალისწინებთ, რომ მგელი დამშეულია და თან გაბოროტებული,გეთანხმები. მართლაც ტრაკში ვართ.ამის დედას შევეცი,რა გახდა ერთი კაცის მოშორება?-მირიანიც წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა-ეს საქმე რომ გასკდეს იცოდე ეხლავე გაფრთხილებ, მეე ხელები დამიბანია...ჩემს ამდენ წლიან კარიერას ნამდვილად ვერ გადავაყოლებ შენი სიძის ხისთავიანობას.რა უნდოდა დაეყენებინა ,მშვენიერ ბაგაზე იყო დაბმული კაციშვილი არ აწუხებდა და ზედმეტად არ ეხებოდა.
-ნუ გაატრაკე-ჩაიცინა ორჯონიკიძემ-რა გგონია ეს საქმე რომ გასკდეს მშვიდად გახვალ მეორე ნაპირზეე? თან მშრალად? ნურას უკაცრავად,ვერ მოგართვი ...ყველა ერთ ნავში ვართ.მართალია გემი იძირება და ვირთხებიც გარბიან თუმცა საკითხავია რამდენად შორს გარბიან.წყალში სისხლის სუნი ტრიალებს...ბარათელის სისხლის და ზვიგენებს იზიდავს.
-იმედია ვირთხებში იმ შენს ძმადნაფიც ტალახაძეს გულისხმობ-ცალყბად გაიღიმა მირიანმა-ისე შეგატოვა პრობლემებს და დაითესა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგეთ.აი ამ შემთხვევაში კი პატარა ლიფსიტები უფრო ვართ ვიდრე ზვიგენები
-რამაზი არც ისეთი გადაუჭრელი პრობლემაა მის გამო ოქროს ფასად ღირებული დრო რომ გავფლანგოთ.მისი მოშორება ადვილია.-დაბეჯითებით თქვა ორჯონიკიძემ.
-შენ ბარათელიც არ გეგონა გადაუჭრელი პრობლემა მაგრამ ვერ ხედავ? მოსიარულე შავი ჭირია რასაც კი ეხება ყველგან არეულობას ტოვებს.იმედია ეს პატარა ბოზანკალა წამოაგებს ანკესზე და კარგი სატყუარა იქნება.იცი რა დაგვიჯდება მისი ასე თავისუფლად პარპაშიი?!
ორჯონიკიძემ ამოიოხრა სიგარეტს მოუკიდა და თვალით საფერფლეს დაუწყო ძებნა.მირიანმა ფაიფურის ეგვიპტურ ორნამენტებიანი საფერფლე მიუჩოჩა და თვითონ კედელს მიეყრდნო გულხელდაკრეფილი.
-მესიჯი უკვე გაგზავნილია,სატყუარა ვისროლეთ ეხლა დაველოდოთ როდის წამოეგება თივის ზვინში ნემსის ძებნას მაგონებს ეს სიტუაცია მაგრამ,სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.
მირიანმა მხრები აიჩეჩა.კონტეინერის დაკარგვამ მისი გეგმები თავდაყირა დააყენა.ახლა კი შურისძიების ცეცხლ გაღვივებული გულით ელოდებოდა როდის ჩაუვარდებოდა ხელში ბარათელი.მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში რომელიც აგერ უკვე რვა წელს ითვლიდა ერთი სურვილი ამოძრავებდა და გამუდმებით აქტიური მოქმედებისკენ უბიძგებდა.ფული.რომელიც მისი ცხოვრების მთავარ მიზნად გადაიქცა.ბევრი ფული,რომლითაც ყველას და ყველაფრის ყიდვას შეძლებდა.პირველ რიგში კი განუსაზღვრელი ძალაუფლება.როგორ უნდოდა გუგა ბარათელი,მისი ცხოვრების დაუძინებელი სატკივარი დაუცველი და მის ფეხებთან დაჩოქილი ენახა.იმ სიამაყის და ამპარტავნების გარეშე რაც ბარათელს თანდაყოლილი ჰქონდა და ვენებში სისხლთან ერთად საკმაოდ გამჯდარი.სწორედ ხომ ბარათელის გამო თქვა ირინა ორჯონიკიძემ მასზე უარი რომელიც დღემდე ვერ აპატია საყვარელ ქალს.ირინა კანონით მას ეკუთვნოდა.მას და არა ბარათელს რომელმაც დაუკითხავად მიითვისა.მირიანმა თვალები დახუჭა და მოგონებებში ჩაიძირა გუშინდელი დღესავით ახსოვს ღამის კლუბში სხვა მამაკაცის კისერზე ჩამოკიდებული საყვარელი ქალი რომელიც ვნებიან ალერსში აჰყოლოდა ახალგამომცხვარ ექიმს .მანამდე წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი რომ ქალი საბოლოოდ მას აირჩევდა თუმცა მწარედ შეცდა და ეს შეცდომა იყო ახლა ასე რომ აბოროტებდა და დაუზოგავი ენერგიით ეძებდა და ცრდილობდა მეტოქის მოხელთებას.ირინა ძველებურად უყვარდა.შეიძლება უფრო მეტადაც კი,ვიდრე ოდესმე.რომ ეთხოვა მიატოვებდა ყველაფერს და ქვეყნის დასალიერშიც კი გაჰყვებოდა მაგრამ არა...ვერავინ გაიგებდა რა ცეცხლი უტრიალებდა გულში როდესაც დიმიმიტრი ორჯონიკიძის პარტნიორი და მისი მფარველი გახდა,არც ის იცოდა ვინმემ რად უღირდა ამდენ წლიანი დაუღალავი შრომით მოპოვებული ძალაუფლება და მაშინ როდესაც შეეძლო,და ერთი ნაბიჯი რჩებოდა სანატრელ ქალთან დასაახლოვებლად ირინა წავიდა ისე რომ დაუტოვა პასუხგაუცემელი კითხვების მთელი დასტა...

* * *

შავი "პორშე" ავჭალის გზაზე კვალში მისდევდა უზარმაზარ თურქულ სატვირთო მანქანას და ნელ-ნელა უმატებდა სიჩქარეს.ბარათელი დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს და თვალს არ აშორებდა უკანა ხედვის სარკიდან კვალში ჩამდგარ " ტოიოტას" რომელიც კუდზე დამჯდარი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ზუსტად იგივე სიჩქარით და მანევრირებით ცრდილობდა არ დაეკარგა თვალთა ხედვის არეალიდან.
-დედას შევეცი!-საჭეს ძლიერად დაარტყა ხელი ბარათელმა. ქალაქიდან გასულმა, ჯვრის მონასტრის მიმართულებით გადაუხვია და აღმართს იგივე სიჩქარით აუყვა...კიდევ ერთხელ გახედა კუდში ადევნებულ მანქანას, ავარიული ციმციმა ჩართო გზიდან გადავიდა და მაღალი ბუჩქნარით და ეკალ ბარდით დაფარულ მონაკვეთში ცხვირით შეაგდო მანქანა.კარი გამოაღო და მანქანისგან რამოდენიმე მეტრის დაშორებით ხეებს შეერია. "ტოიოტამ" სვლა შეანელა, გზიდან გადაუსვლელად გაჩერდა და რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მაღალი მამაკაცის ფიგურაც გამოჩნდა რომელიც ქურდივით მიიპარებოდა ცხვირით ბარდებში შევარდნილი ჯიპისკენ და აქეთ იქით აცეცებდა თვალებს..ჯიპს მიუახლოვდა, მისგან რამოდენიმე ნაბიჯში შედგა და გარემო გულმოდგინედ დაზვერა.ირგვლივ უჩვეულო სიმშვიდე გამეფებულიყო,კაცისშვილის ჭაჭანება არ იყო...ამით გათამამებული უფრო მიუახლოვდა მანქანას და წელში ოდნავ მოხრილმა სალონში შეიხედა.
-რამე დაგეკარგა?
ზურგს უკნიდან მოესმა ცივი ტონით დასმული კითხვა.წელში გასწორდა და ბრთხილად შეტრიალდა თავისზე ერთი თავით მაღალი მამაკაცისკენ.რომელსაც ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და მკვლელი მზერით ათვალიერებდა დაუპატიჟებელ სტუმარს.
-ბატონო გუგა? არა...არაფერი უბრალოდ მანქანა შევნიშნე და...დაიბნა სტუმარი.
-ორჯონიკიძის სახელობის, ძაღლების საწვრთნელ ბაზაზე არ გასწავლეს თავი ეგრე "იავნად" რომ არ უნდა "დაიწვა?" -ჩაიცინა ბარათელმა და მოასწრო მამაკაცის ხელაში გაელვებულ დანის მოქნევამდე ძლიერად დაარტყა თავი სახეში.თუმცა კაცმა მაინც შეძლო ხელის აქნევა უკან გადავარდნამდე და ბასრი პირის ნაწილმა იდაყვებამდე აწეულ სვიტრერიდან გამოჩენილი კანი დაუსერა.ზურგზე დავარდნილს ბარათელი ზემოდან მოექცა ყბაში მუშტის დარტყმით ხელში ძლიერად ჩაბღუჯული დანა გააგდებინა და ერთიანად სისხლში ამოსვრილს მკერდზე მუხლით დააწვა.
-აბა, გაები ჩიტოო?ახლა მოდი მე და შენ ცოტა ვიჭორაოთ. მომიყევი, ახალი და ჩემთვის საინტერესო რა ხდებ?-გამოსაფხიზლებლად სახეში მიარტყა ხელი -მიდი, შენი ნარნარა ხმით აჭიკჭიკდი.
-არაფერი არ ვიცი...-ამოიხრიალა კაცმა და პირში ჩაგუბებულმა სისხლმა ტუჩის კუთხეებიდან გამოჟონა.
-ვახ, რა უიღბლო ვარ?!-საოცარი პათოსით წარმოთქვა ბარათელმა.-როგორ არასდროს, არავინ არაფერი არ იცის? რაიყო ჭურში ზიხართ თქვე ჩემისებო?ჰე მიდი ახლა დაიწყე...
-მე მართლა არაფერი არ ვიცი,ის გოგო გამოვიყვანეთ სახლიდან და მერე მე შენ გამოგყევი...
-რომელი გოგო?!-წამოიწია ბარათელი და მამაკაცს წამოჯდომის საშუალება მისცა.
-აი ის,სალომე თუ ვიღაც...დიმიტრის უკანონო შვილი.
-რას ნიშნავს გამოიყვანეთ?-დაიძაბა გუგა და სახის გაწმენდაში გართულ მამაკაცს მხარში უხეშად სტაცა ხელი.-საიდან გამოიყვანეთ?
-თავისი სახლიდან..
-რა?!
-ხო დედამისმა დარეკა,ოთახში ყავდა დამწყვრდეული
-დედას შევეცი...-ფეხზე წამოხტა ბარათელი-მოვკლავ მაგ ძუკნას...შემდეგ მამაკაცთან ჩაჯდა და თავში წამოარტყა-სად წაიყვანეს?
-აბა მე რა ვიცი? გათიშული იყო გოგო იმხელა დოზა მისცეს დათვსაც კი დააძინებდა
-ფუჰ
ფეხზე წამოხტა ერთიანად წყობიდან გამოსული ბარათელი და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა,ის იყო კარი გამოაღო და ჩაჯდომას აპირებდა უკნიდან ვეფხვივით რომ მიახტა უკვე აზრზე მოსული მამაკაცი და დანა მოუქნია.ბარათელი ინერციით მანქანის კარს მიეჯახა,თუმცა მოასწრო თავდამსხმელისთვის ხელის დაჭერა მასზე ფიზიკურად ძლიერმა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხელი იდაყვში ამოუტრიალა,ნახევარი ტანით მისკენ შეტრიალდა, მოხრილი ხელი ,დანიანად მაღლა ააწევინა კისრის სიმაღლეზე და ძლიერი მიწოლის შედეგად დანის ორლესულმა პირმა, მყისიერად გასერა სვირინგებით მოხატული თავდამსხმელის კანი,ხორცში შეესო ტარამდე და ხორხის გავლით მეორე მხარეს გამოვიდა.
-ჩუმჩუმელა !.-ხელი ცივად გაუშვა თვალებდაკარკლულ მამაკაცს ბარათელმა რომელმაც, მის ფეხებთან ჯერ ჩაიჩოქა შემდეგ კი გვერდით გადავარდა ხროტინით და პირიდან სისხლის ნთხევით.ტკივილისგან უმწეოდ გაიქნია მოკრუნჩხული ხელები და მის შავ ირისებში სამუდამოდ ჩაქრა დღის შუქი.
-ღმერთია მოწამე მე არ დამიტანებია ძალა და შენ იყავი წერას ატანილი.უფალმა შეგინდოს უგუნურს ყოველი ცოდვანი რამეთუ არ იცი რას იქმნ..-მიწაზე გაშხლართულ უსიცოცხლო სხეულს ცივად,ყოველგვარი რეაქციის გარეშე გადააბიჯა მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა.სანამ ძრავს ჩართავდა წინა საქარე მინასთან დაგდებულ სველ ხელსახოცს დასწვდა და სისხლიანი ხელები საგულდაგულოდ გაიწმინდა,დასვრილი ნაჭერი ჩამოწეული შუშიდან ზიზღით მოისროლა და ძრავი აამუშავა,უკან სვლით დაუბრუნდა გზის სავალ ნაწილს,მოხრეშილ ასფალტზე მანქანა მკვეთრად შემოატრიალა და დიდი სიჩქარით დაადგა ქალაქისკენ მომავალ გზას.

ღამის 12 საათი კარგა ხნის შესრულებული იყო ორჯონიკიძეების მაღალი, გალავნით შემოსაზღვრული სახლის უკანა კედელთან სამი მამაკაცი ფიგურა რომ გამოჩნდა.
-აქ კამერები არ მუშაობს,რატომღაც წინდახედულ დიმიტრის თავში აზრად არასდროს მოსვლია ახლების დაყენება.-სიგარეტს მოუკიდა ბარათელმა-დაცვის ბიჭებიც ორ საათში ერთხელ დადიან წრეზე და ამოწმებენ შემოგარენს.დროის ათვლა ლუწებში იწყება ანუ,ორზე ოთხე და აშ
-ანუ უკვე იქნებოდნენ-საათს დახედა გიორგიმ.
-ხო ორ საათში ერთხელ შემოუვლიან და დანარჩენ დროს ჯიხურში ნარდის და დომინოს თამაშში ატარებენ უსაქნურად.ორი სტაფი და ერთიც ავჩალკა მუდმივად ეზოში არიან გაშვებული.ძაღლები მიცნობენ და ხმას არ ამოიღებენ იმედი მაქვს.გადავდივარ...და სადღაც 15 წუთში გადმოვდივარ უკან.თუ არ გამოვედი ესეიგი დამიჭირეს, კიდევ 5 წუთს მელოდებით და დაახვევთ აქედან.გასაგებიაა??-სიგარეტის ღერი მოისროლა და პასუხს არც დალოდებია ისე დაეკიდა გალავანს, მთელი ტანით აიწია და სულ რამოდენიმე წამში ზემოდან მოექცა. სხარტი მოძრაობით გადაიხარა მეორე მხარეს და მწვანე ,ხელოვნური ბალახით დაფარული ბაღის შორეულ კუთხეში ჩახტა.ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო.სახლის ყველა ფანჯარა ჩაებნელებინათ. იქ მაცხოვრებლებს ღამის ტკბილი ძილით ეძინათ.სახლის წინა ფასადზე დამონტაჟებული პროჟექტორები ენთო მხოლოდ და შესასვლელ კართან პარმაღზე ორი ძაღლი მიწოლილიყო.წელში მოხრილი,მსუბუქი ნაბიჯებით გაემართა სახლის უკანა შესასვლელი კარისკენ რომელიც მოსამსახურე პირებისთვის იყო განკუთვნილი და პირდაპირ სამზარეულოში გადიოდა.სახელური ბრთხილად ჩამოსწია,დაკეტილი აღმოჩნდა.გაუკვირდებოდა, ღია რომ დახვედროდა ხელის ოსტატური მოძრაობით ბრთხილად გახსნა კლიტის საკეტი და უხმაუროდ
შეაღო მასიური ხის კარი.სამზარეულოს გავლით ვრცელ დერეფანში აღმოჩნდა,აქაურობას საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა ამიტომ არ გასჭირვებია სწრაფი კონცენტრაცია გვერდი აუარა მდიდრული ავეჯით გადატვირთულ მისაღებ ოთახს და დერეფნის ბოლოს ხის კიბეს აუყვა მეორე სართულისკენ .მძიმე ნაბიჯების ქვეშ ,კიბის საფეხურები ყრუდ ჭრიალებდა.მეორე სართულზე ასულმა გეზი პირდაპირ ორჯონიკიძის საძინებელი ოთახისკენ აიღო.,რომლის კარიც, სანახევროდ ღია დაეტოვებინათ.უხმაუროდ შეხსნა და მუქ ,ფარდებ ჩამოშვებულ უზარმაზარ საძინებელში კატასავით ბრთხილი ნაბიჯებით შეიპარა.ოთახის შუაგულში, არასტანდარტული ფორმის საწოლი მოეთავსებინათ.სიბნელეს შეჩვეული თვალებით ნათლად გაარჩია საწოლის მარჯვენა მხარეს,თხელ საბანში გახვეული ასე 35,40 წლის ქერათმიანი ქალი.დიმიტრი ორჯონიკიძის მეუღლე ვიკა გორდეზიანი რომელზეც, უდროოდ დაქვრივებულმა ბებერმა მუსუსმა სულ რაღაც 5 ოდე წლის უკან იქორწინა და მზე და მთვარე ერთიანად ამოსდიოდა.ბარათელი საწოლს მიუახლოვდა,დაიხარა და მოშიშვლებულ მხარზე ფრთხილად შეახო ხელი ქალს.
-ვიკა!-დაუძახა არც იმდენად მაღალი ხმით ქალს რომ შეშინებოდა.გორდეზიანმა ზანტად გაახილა თვალები ,შეიშმუშნა და რამოდენიმეჯერ დაახამხამა გრძელი წამწამები.შემდეგ თითქოს ეშმაკი დაენახოსო ფეთიანივით წამოხტა ფეხზე,საწოლიდან გადმოხტომისას ფეხები საბანში აებლანდა და რომ არა ბარათელის სწრაფი რეაგირება იატაკზე გაიშხლართებოდა სახით.
-ჯანდაბა. აქ რას აკეთებ?-ათრთოლებული ხმით შეეცადა ქალი მისი მკლავებიდან თავის დახსნას.
-ნუ გეშინია...არაფერს დაგიშავებ.-ცივად გაუშვა ხელი მამაკაცმა და თითქოს თავისი სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
-როგორ შემოხვედი?-მოკლე საკმაოდ გულმოხდილ პენუარზე ხალათი შემოიცვა ქალმა.
-კარგი რაა...-გაეღიმა მამაკაცს
-რისთვის მოხვედი ?ხომ იცი აქ რომ გნახონ რასაც გიზამენ?
-შენს წასაყვანად.-მშვიდად უპასუხა კაცმა და ქალი თავით ფეხემდე შეათვალიერა.-ჩაიცვამ თუ ესე წამოხვალ?
-სულ გააფრინე ბარათელო?
-ვიკა-ხელზე წაეტანა კაცი თუმცა გველნაკბენივით უკან გახტა ქალი და ხელის აწევით შეაჩერა.
-არ მომეკარო, დედას გეფიცები ისეთ კივილს ავტეხ თავბედს გაწყევლინებ.-მუქარით დაუქნია ხელი ცხვირწინ.
-ჯანდაბას, ესეც შენი თავაზიანობა-მობეზრებით აატრიალა ბარათელმა თვალები და ისე უცებ სწვდა ქალს და შებოჭა, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო.ერთი ხელი საკივლელად გაღებულ პირზე ააფარა და ყურში მუქარით გამოსცრა:
-ახლა მოკეტავ და ყოველგვარი წივილ კივილის გარეშე გამოადგავ ფეხს!ხმა რომ ამოიღო ვიკა, ს შვილი ვიყო გაგატყავებ.გასაგებიაა?!მძინარეს წაგიყვანდი მაგრამ მაგრად მეზარება შენი ზურგით თრევა ამიტომ გადმოადგი ფეხი,მივდივართ!
პირზე შეუშვა ხელი მკლავში სწვდა და შებოჭილს ცხვირზე თეთრი ცხვირსახოცი ააფარა.მძაფრმა სუნმა წამებში დაუბინდა ქალს გონება და მომჩვარული ჩაესვენა კაცის მკლავებში-ფუ შენი,ვაბშე რას გელოლიავები? ყელშია უკვე...-გულწასული ქალი ტომარასავით მოიგდო მხარზე და სახლის უკან სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდა.
-გაიგუდება-საბარგულში ჩატენილ უგონოდ მყოფი ქალის ფიგურას კიდევ ერთხელ შეხედა გიორგიმ და წამოხდილი უკანალიდან მზერა, გვერდით მდგარ ბარათელზე გადაითანა.
-როდის იყო კატები ესე იხოცებოდნენ?-კბილებში გამოსცრა ბარათელმა და საბარგულის კარი ხმაურით დახურა.-დაურეკე იმ ....ს და მომეცი ტელეფონი.
ვიკას ვარდისფერ ძვირად ღირებულ მობილურზე სწრაფად აკრიბა ნომერი გიორგიმ და საჭესთან მოთავსებულ ბარათელს გაუწოდა.რამოდენიმე წყვეტილი ზუმერის შემდეგ როგორც იქნა გაისმა, ორჯონიკიძის გადაღლილო ხმა.
-გისმენ ძვირფასო!
-გამარჯობა ბატონო დიმიტრი!-ცივი ხმით მიესალმა ბარათელი მამაკაცს.წამიერი შოკისგან ხაზის მეორე ბოლოს დუმილი ჩამოწვა შემდეგ კი, საერთოდ შეცვლილი ხმა გაისმა:-მანდ რა ჯანდაბას აკეთებ ?სად არის ვიკა?
-ჯერ მომესალმე მაინც- არ თმობდა ჩვეულ ირონიას ბარათელი
-მოკეტე!-იჭექა ორჯონიკიძის ხმამ და, ბარათელმა, რომ წარმოიდგინა დიმიტრის სახე თავი ვერ შეიკავა და ღიმილი ყურებამდე გაეხა.-ვიკა სადაა?
-ვიკაა?! ააა ის ნახევრად შიშველი სექსუალური ქალიი? დიდი ძუძუებით და მკვრივი თ? ჰმ კარგადაა და ჩემი მანქანის საბარგულში სძინავს-ყურადღება არ მიუქცევია წყობიდან გამოსული კაცის მუქარასა და ღრიალისთვის ისე გააგრძელა:-ნუ ვერ შეგპირდები რომ კომფორტულად გრძნობს თავს მაგრამ ესეც წავა რაა...
-რა გინდა?! რააააა???
იღრიალა ორჯონიკიძემ-თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს, კაცობას გეფიცები ,ნაწილ ნაწილ დაგჭრი და შენს მძორს ძაღლებს ვაჭნევ.გასაგებია შე პიდარასტო?
- ეგ იდეა არ მომწონს მაინც და მაინც-ჩაიცინა ბარათელმა და პირი გააწკლაპუნა.-რა უფანტაზიო ხარ, მეტი ვერაფერი მოიფიქრე?!
-შენი დედაც...
-აბა,აბა, უკვე მოუკრეფავში გადადიხარ.-ტონს აუწია და ხმა გაუმკაცრდა ბარათელს.-მეხსიერება თუ არ მღალატობს შენთან, ჩემი რაღაც,არა ვიღაც არის ხოო?ხოდა ბარი- ბარში ვართ.ეხლა მე გავთიშავ,შენ დაფიქრდი რას იზამ? დამიბრუნებ ჩემს საკუთრებას თან ისე რომ თმის ერთ ღერსაც არ ჩამოუგდებ თუ, გდავულოცო შენი დიდტრაკა ცხოვრების აზრი ჩემს ქალს დახარბებულ ბიჭებს? გართობა და განტვირთვა არ აწყენთ...პირობას გაძლევ ,შენს ქალს ზურგზე გაწოლილს ისე ვაპახავებ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაექცევა.
-შე !
-მოიფიქრე.-ცივად გათიშა ტელეფონი და მანქანა ადგილიდან დაძრა.
~ რაო? -უკანა სავარძლიდან სანახევროდ გადმოიწია ლევანი.
-დარეკავს.
-გაცვლაზე წამოვა?
-ჩემ ....ს თუ არ წამოვა..სალომეს თითს არ დააკარებენ ამ ბოზს კი ისეთ დღეში ჩავუგდებ საკუთარ ხორცებს დაიჭამს-სიგარეტს მოუკიდა, შუქნიშანზე გაჩერებულმა ბარათელმა.-ხომ ვთქვი?!აი ისიც რეკავს....
ტელეფონს დახედა ღიმილით და სენსორზე თითი გადატარა.
-აბა? შევჯერდით ბოლოსდაბოლოს თუ ისევ ყოყმანობთ ბატონო დიტო?-კვამლი პირიდან რგოლებად გამოუშვა და მოჭუტული მზერა გააყოლა.
-სად და როდის?-მკვახედ აჯაცა ორჯონიკიძემ.
-ოოო ...აი ეს მომწონს.-ჩაეცინა ბარათელს.-ორ საათში ,თბილისის ზღვაზე.ჯინოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვალ,მარტო!რა თქმა უნდა, სალომესაც მოიყვან და თუ დავინახე რომ მარტო არ ხარ და შენი ერთგული ფინიები მითვალთვალებენ,გავბრუნდები და ....ზე რასაც გავაკეთებ საკუთარ თავს დააბრალე.გასაგებიაა??დამალაპარაკე სალომე...
ხაზის მეორე ბოლოს წუთიერი დუმილი ჩამოწვა, შიშინის ხმა სულ მალე, ქალის ნამტირალევმა გადაღლილმა ხმა ჩაანაცვლა.
- გუგა
- მისმინე პატარავ-გული უცნაურად შეუტოკდა მამაკაცს-ნუ გეშინია, სულ მალე ჩემთან იქნები.კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე...როგორც კი მანქანიდან გადმოხვალ,მარცხნივ გაიქცევი და არ შეჩერდები სანამ ჩიხის ბოლომდე არ გახვალ იქ, დაგხვდებიან და მეც მალე მოვალ.გასაგებია?სალომე? გასაგებიათქოო???
-კი-ამოისრუტუნა ქალმა
-ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება გპირდები.
-მიყვარხარ...
-ვიცი ჩემო პატარავ-ხმაში ღიმილი გაურია ბარათელმა.- მიეცი ტელეფონი იმ ბებრუხანას.
- მისმინე ბარათელო.. გაბრთხილებ...
- შენ მომისმინე ბებერო შენძრეულო.ორ საათში სადაც გითხარი იქ იყავი და დამირეკე.
პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი.შემდეგ გზიდან გადაუხვია და რამოდენიმე წუთიანი ტალახში სიარულის შემდეგ დაბალი ღობით შემოსაზღვრულ ერთ სართულიანი სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა.
- გადმოათრიეთ ეგ ბოზანდარა და აზრზე მოიყვანეთ.-ხელის აქნევით თქვა და გეზი პირდაპირ სახლის კარისკენ აიღო...სახლი პატარა იყო და მყუდროდ მოწყობილი...გაზის გამათბობელი ჩართული იყო ოთახში და სასიამოვნო ტემპერატურა იდგა.შუქი აანთო და პატარა მისაღებ ოთახში დივანზე დაიკავა ადგილი.სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან ,გახსნა და ცარიელი აღმოჩნდა იქვე უდიერად მიაგდო და შემოსულ ლევანს მიუბრუნდა რომელიც, გიორგის ეხმარებოდა ვიკას შემოყვანაში.
- მომაწევინე ერთი ღერი, ჩემი გათავებულა!-შარვლის საქამრედან იარაღი მოიხსნა და მანქანის გასაღებსა და საფულესთან ერთად ჟურნალების მაგიდაზე დადო.შემდეგ ლევანის გამოწვდილ სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა.
~ ამას რა უნდა ვუყოთ?ვიკაზე მიუთითა გიორგიმ რომელიც აზრზე მოსულიყო და გაფართოებული თვალებით უყურებდა მისი განაჩენის დამდგენელ ბარათელს რომელიც სიგარეტს აბოლებდა და ორაზროვანი მზერით უყურებდა ქალს..
- მე რას მეკითხები ?-წარბი ასწია ბარათელმა და შიშველ ქალს ამრეზით შეხედა.- სანამ წავათრევ შეგიძლია გაერთოთ, პრეზერვატივი მანქანაშია!
- რაა?-შეკივლა მოულოდნელობისგან ელდანაცემმა ქალმა
-ხუინაა...რა გაყვირებს? იმ ბებერ სირზე უკეთ მაინც გიხმარენ.-გაიცინა ბარათელმა და სახეზე ხელი მოისვა ქალის გამომეტყველებაზე ხარხარი რომ არ აეტეხა.-ბოლოს იქნებ ისე მოგეწონოს მადლობაც მითხრა.
-შენ სულ გაგიჟდი ხოო?!- ხუმრობას მიუხვდა და გაგულისებულმა შეუტია.
- აბა მე შენზე აღარ მიდგება და მაქსიმუმ მინეტს თუ გამიკეთებ.
-როგორ ვერ გიტან...
-გადავიტან როგორმე...- წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა.
- იდიოტო!
-ვიკაა გავიგონე და ისე ნუ იზამ გადავიფიქრო და მართლა სიკვდილამდე გავაჟიმინო ამათ შენი თავი.
- კარგი, ვჩუმდები..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი დარინა

ზე "საზიზღარი" და ზე"საძაგელი" ხომ არის გუგა მაგრამ საოცრად მომწონს ეს პერსონაჟიიი, ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა, ძალიან მაგარი იყოოო, მართლა საოცარი ქიმია აქვთ ამ წყვილს, არ ვიცი თამარზე რა უნდა ვთქვა დწდა თუ ეთქმის ასეთ ქალს, შვილი გაწირაა. მართლა სულ მოუთქმელად ველოდები ყოველი ახალი თავის დადებას, მიხარია რომ აღმოგაჩინეეე.

 



№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა! ყოჩაღ! ველოდები შემდეგ თავს <3

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian mahariaaa, vgijdebi am istoriazeee, madlpbaaaaaaaa

 



№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგია, კარგი ძაან. მაგარი კაცია გუგა, არავისი და არაფრის არ ეშინია. უბრალოდ ტეხავს, დიმიტრის მსგავსი არაკაცის შვილი რომაა სალომე. თანაც სალომე გუგასთან მეცოდება რაღაცნაირად. ყველაზე უარესი - სიძეა

 



№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ოოო, აი მესმის ისტორია!
მთელი სიამოვნებაა ასეთ რომანის კითხვა ჩემთვის. ძალიან, ძალიან კარგად წერ. აღფრთოვანებული ვარ.
გუგას მანქანაში ჯდომის და სიგარეტის მოწევის მანერამ ჩემმი დამმართა:). მიუხედავად იმისა, რომ სუნზეც კი ალერგია მაქვს, ეგ ჭუტვა ისე მოქმედებს ჩემზე, რომ ვიღას ახსოვს ალერგია:))).
ერთადერთი რაც მაშინებს და ბოლომდე არ მარგებს კითხვის სიამოვნებას, ეს დასასრულზე ფიქრია. ცუდად არ დაამთავრო რაა. ვიცი-თ ყველამ ცხოვრების ავკარგიანობაზე და ლოგიკურობაზეც, მაგრამ კარგად დაამთავრე.
უუმაღლესი მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რასაც ყოველი ახალი თავი მანიჭებს. რომ უნდა დავიძაბო და შემეშინდეს, ისე განმუხტავ სიტუაციას, რომ...ძალიან მომწონს რომ ახერხებ და მოვლენებს ასე სწორედ მიყვები. ბოლოს "მე შენამდე"-მ მასიამოვნა მგონი ასე. წერის სტილი გაქვს ძალიან კარგი, იუმორი, ცინიზმი, უამრავი ყოველდღიური პრობლემა ისე ზომიერად და მსუბუქად გაქვს გადმოცემული. ყოჩაღ!ტყვიას ტყვიაში აჯენსო შენზეა ნათქვამი:*.

 



№6 წევრი mirandaa31

ძალიან ძალიან მაგარი ხარ. საუკეთესოდ წერ. ისე სასიამოვნოდ იკითხება ისე მონწონს რომ არვიცი. საუკეთესო ისტორიაა. ამ ირონიულ ბილწ კაცზე ვგიჟდები. ძალიან მაინტერესებს მოვლენებუს განვითარება. არ მინდა ცუდდ დამთავრდეს. ისე ძალუან მომწონს ამ ისტორიის ცუდ დასასრულს ვერ გადავიტან. ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№7 სტუმარი სტუმარი თაკო

სასწაული გოგო ხარ და სასწაულად მაგრად წერ

 



№8 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგი ისტორიაა, მონეწონა შენი წერის სტილი, მაგრამ კომენტარებს რატომ არ პასუხობ, არ კითხულობ თუ მკითხველს არად აგდებ?!

 



№9 სტუმარი naia

au dzaan magaria!!!ase gaagrdzele super!!!

 



№10  offline მოდერი Life is Good

სტუმარი ნატა
ძალიან კარგი ისტორიაა, მონეწონა შენი წერის სტილი, მაგრამ კომენტარებს რატომ არ პასუხობ, არ კითხულობ თუ მკითხველს არად აგდებ?!

ნატაა დამაგვიანდა პასუხის გაცემა რაზეც ბოდიშს ვიხდი უბრალოდ,ერთი პრობლემა მაქვს...ან დილიდან გამემდე სამსახურში ვარ თუ მორიგე ვარ დღეში 17 საათს ვმუშაობ...თუ სახლში ვარ ჩემი პატარ ვიკინგიი სახელად თომა განაგებს კომპიუტერთან დაჯდომის გრაფიკს:)) ტელეფონით კი ვერ გპასუხობთ.მაპატიეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent