შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა 2 ნაწილი * დასასრული *


27-06-2018, 13:47
ნანახია 390

ანნა 2 ნაწილი * დასასრული *

****

- ცოლად გამომყვები?
ანნა,გაშეშდა.არ მოელოდა, იმდენად გაოგნდა ,რომ ისიც კი დაავიწყდა კი ან არა ეთქვა.ბოლოს ბიჭის უიმედო თვალებმა მოიყვანა გონს.ნიკოს ეგონა უარს მეტყვისო.
ანნა ჩაიმუხლა და ბიჭს მოეხვია.
- რა თქმა უნდა ,თანახმა ვარ. მიყვარხარ.
თქვა და ისე მიაკრო ტუჩები ,როგორც მწყურვალი შეექცევა ხოლმე წყალს.ნიკომ ბარხატის კოლოფიდან ბეჭედი ამოიღო და გოგონას ხელზე გაუკეთა.მისი ბეჭდიანი ხელი აიღო,ტუჩებთან მიიტანა და ნაზად ეამბორა.
- ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ,იასამნების სურნელით!!
მის სიტყვებში ,ჩანდა დიდი სიყვარული,რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია.უბრალოდ უნდა იგრძნო.
- მიყვარხარ,ჩემი პირველი და უკანასკნელი ხარ!
მათი ტუჩები კვლავ შეერთდა.

******

ზუსტად , თვენახევარი იყო გასული,ხელის თხოვნიდან..როდესაც ანნას მშობლებმა სიძე გაიცნეს ,გაბედნიერდნენ და დამშვიდნენ.მიხვდნენ ,რომ მათი გოგონა შესანიშნავ პიროვნებასთან ჰქმნიდა ოჯახს...
ოფიციალურმა ხელის თხოვნამაც იდეალურად ჩაიარა..ბიჭის მხრიდან ნანი , თორნიკე და ქეთა იყვნენ..ყველაზე ძალიან ნანი იყო გახარებული,რადგან მუდამ ეგონა ,რომ მისი გულჩათხრობილი შვილიშვილი,კიდევ დიდხანს იქნებოდა მარტო..ანამარიაზე უკეთეს რძალს ვერც კი ინატრებდა.მითუმეტეს ,რომ გოგონა ყოველგვარი სტატუსის გარეშეც ძალიან უყვარდა..ხელის თხოვნიდან ,ქორწილი 2 თვის თავზე დანიშნეს..ამ ,დღისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადებოდა.მაგრამ , მაინც ყვედზე მეტად ანამარია და დომენიკო ელოდებოდა..
მიუხედავად იმისა ,რომ სამოსის მიმართ პრეტენზიული არასდროს ყოფილა,მაინც ვერ გადაწყვიტა ,როგორ კაბა შეერჩია.თითქმის ყოველდღე დადიოდა მაღაზიებში,მაგრამ ამაოდ.მაკო ,ქეთა და თათა დაღალა.ჰო, მართლა,ზუსტად ორი კვირის წინ გაიგეს ,რომ ქეთა ორსულადაა.ყველა გაახარა ამ ამბავმა. პრეტენზიული არ არის თუმცა იშვიათად უნდება რაღაცეები,მის სურვილებს კი სიხარულით ასრულებს თორნიკე..
ანამარია , დილით მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. ნიკოს ფოტოს დანახვისას კი , მისი სახე ღიმილმა მოიცვა.
- დილა მშვიდობისა, საცოლევ!
გაისმა,ნიკოს ბარიტონი.
-დილა მშვიდობისა, საქმროვ!
ანნამაც ღიმილით უპასუხა
- ზუსტად ,ერთ საათში გამოგივლი და მზად დამხვდი,სადღაც უნდა წაგიყვანო!
- ჰო? სად?
- სიურპრიზია.
-მახსოვს , ბოლოს ასე რომ მითხარი ხელი მთხოვე,ახლა?
სიცილით ჩამოურაკრაკა გოგონამ,რასაც ბიჭის ჩაცინევა მოჰყვა.
- ნუ გეშინია,შენს მოტაცებას არ ვაპირებ.
- კარგი.კარგი , გავემზადები.
უცებ წამოვარდა ,აბაზანაში შევიდა და შხაპი მიიღო,შემდეგ გაემზადა და მოვიდა კიდეც ნიკო. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა,ანნამ ვერ მოისვენა და მაინც სცადა გაერკვია,თუ სად მიდიოდნენ.
-აბა? სად მივდივართ?
- კაბა უნდა შევარჩიოთ!მხოლოდ მე და შენ , სხვა არავინ!
- კაბა? მერე საქმრომ ,რომ ნახოს შეიძლება?
- ჩემთვის შეიძლება!
დაახლოებით 1 საათი მაინც იყვნენ გზაში.ქალაქის ცენტრს ,რომ გასცდნენ შემდეგ პირველივე შესახვევში შეუხვია ბიჭმა და მანქანა ერთი დიდი შენობის წინ გააჩერა.
მარიამ დიდი ინტერესით აათვალიერა შენობა,მაგრამ მაინც ვერ მიხვდა სად იყვნენ.არც აბრა იყო სადმე ,არც წარწერა.
- წამოდი შევიდეთ
- დარწმუნებული ხარ ,რომ აქ საქორწილო კაბა იქნება??
- 100%-ით დარწმუნებული ,რომ არ ვიყო აქ არ მოგიყვანდი.
გოგონა მაინც უნდობლად ათვალიერებდა იქაურობას..შენობაში შესვლა და მისი გაოცება ერთი იყო... ხალხი, ბუზებივით ირეოდა ერთმანეთში.ერთი კედელი,სარკეებს დაეფარა..ყოველ კუთხეში მანეკენები იდგა,რომლებსაც სხვადასხვა სტილის სადედოფლო კაბა მოერგოთ. თავი სამოთხეში ეგონა.თვალიერებაში გართულმა სულ აღარ მიაქცია ყურადღება ნიკოს. ვეღარ...
- ამას ვის ვხედავ...თავად დომენიკო მესტუმრა..აქ რამ მოგიყვანა? არ მითხრა ცოლი მომყავსო.
მხიარული ხმით შესძახა საკმაოდ მაღალმა ქალმა,რომელიც მოდელის ტანზე იყო.იმდენად ლამაზი, აბრეშუმივით,ქერა თმა ჰქონდა,რომ სურვილი გიჩნდება ხელი წაიღო მისკენ... ანამარია,რომ დაინახა იქვე შედგა ქალი..ახლოს მივიდა, წრე შემოარტყა.ისე დაათვალიერა თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ყოფილიყოს..შემდეგ ნიკოს მიმართა.
- არ მითხრა,რომ ეს ქალღმერთი ისაა.რა ფეხები,რა ტანი...მოიცა,მართლა ისაა?
მიუტრიალდა უცებ და მომლოდინე თვალებით შეხედა.
- ჰო,ისაა.
- არა??კი ,ვიცოდი რომ კარგი გემოვნება გქონდა,მაგრამ ასეთსაც არ ველოდი..
- კარგი ნუ გამიგიჟე საცოლე.
- ვაიმე ,ქორწინდებით?არ არსებობს!!! ძალიან მაგარია... რა,სულელი ვარ დამვიწყდა. მე ევა ვარ,დომენიკოს მეგობარი.ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით. .
- სასიამოვნოა,ანამარია.
- მოკლედ ,საყვარელო აქ მაქვს კაბების ნახევარი.მთავარი ფილიალი იტალიაში მაქვს...ვერ ჩამოვბარგდი ჯერ. თუ გინდა აქედან აარჩიე,ან შევკერავთ არაა პრობლემა.თქვენთვის ორ დღეშიც კი შევკერავ..
ანამარიამ,თითქმის ყველა კაბა ნახა,მაგრამ ვერა და ვერ შეარჩია "ის",რომელიც მას დაამშვენებდა...
- ნატალია , ის კაბა დაასრულა ლიკამ,თუ ჯერ კიდევ კერავს?
ჰკითხა იქვე მდგომ გოგონას , ევამ.
- დიახ, დღეს დილით დაასრულა.
- ძალიან კარგი,მოიტანეთ.
- ახლავე.
გოგონა იქვე მეორე განყოფილებაში შევიდა,სადაც უკვე დასრულებულ კაბებს ინახავდნენ.შეფუთული კაბით დაბრუნდა უკან ,ნატალია და გასახდელში შესულ ანამარიას შეუტანა.. მარიამ უცებ ჩაიცვა..თვალები დახუჭული ჰქონდა,უცებ გაახილა და სარკეში მის გამოსახულებას აღფრთოვანებული უცქერდა.. იმდენად,მოეწონა რომ გახდა აღარ უნდოდა.ის ,კიარა გარეთ გასვლაც დაავიწყდა.
- გვაჩვენე ჩვენც,როგორია.
შესძახა ნიკომ.
გოგონას გასვლა და მათი მზერები ერთი იყო.ირგვლივ ვინც ,იყო ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული..ხმას ვერავინ იღებდა..ნიკოს შეხედა.მისი თვალები ბედნიერებისგან აბრჭყვიალებულიყო. იმდენად,მოეწონა ამ ამპულაში, რომ შეეძლო მთელი ცხოვრება ასე ეცქირა...
ხმა ,ისევ ევამ ამოიღო რამაც მათი გამოფხიზლება გამოიწვია.
- ღმერთო,ჩემო ულამაზესი ხარ.შენთვისაა ეს კაბა შეკერილი.თანაც ზუსტად შენი ზომაა.ყოჩაღ,ლიკას. დაიცა, მოვიყვან..
უცებ გავარდა გოგონა.უკან უცნობი-ნაცნობით დაბრუნდა.
- ლიკა?დამთხევავაც ასეთი უნდა.არ უნდა გეთქვა ,რომ ჩამოხვედი?მეგონა,ქორწილისთვის ვერ ჩამოვიდოდი.
გადაეხვივნენ ერთმანეთს
- მოიცა,თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ?
იკითხა ევამ.
- ჩვენ კლასელები ვართ. ისეთი ლამაზი ესკიზი დახატა ერთხელ ,რომ ვუთხარი ჩემი კაბა შენ უნდა შემიკერო თქო და ასეც მოხდა.
ღიმილით თქვა და კაბას კიდევ ერთხელ მოატარა მზერა.
- მოკლედ.რა პატრაა სამყარო.აბა,რადგან ყველაფერი გადაწყვეტილია,ქორწილში გელოდებით 2 კვირაში...
ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და წამოვიდნენ.დიდ შეფუთულ ყუთში ,ღიმილით გადახედავდა ხოლმე ანნა უკვე მის კაბას.
გოგონებს როდესაც უთხრა კაბა შევარჩიეო,ჯერ გაუკვირდათ , ნახვის შემდეგ კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.ქეთამ ისიც კი თქვა მეორედ ,ხომ არ გავყვე თორნიკეს ასეთი კაბითო..
ის დღე ღიმილში გალიეს...

*****
ქორწილი...ალბათ , ყველა გოგოს წარმოუდგენია,თუ როგორი იქნებოდა ყველაფერი.. ანამარიას სულ უნდოდა ყველაფერი იასამნისფერში და თეთრში ყოფილიყო,იასამნების ფერებში..რათქმაუნდა იასამნების თაიგულებით...
ყველაფერი ზუსტად მისი სურვილის მიხედვით იყო,რაზეც ნიკომ იზრუნა...
ადრეც,ხომ ჰყავდა ნანახი ამ კაბაში ,მაგრამ როდესაც მისკენ მიმავალი დაინახა ემოციები ვეღარ დაფარა.ყველა ღიმილით უყურებდა წყვილს..იმდენად ლამაზები იყვნენ ,რომ თვალს ვერ მოსწყვეტდით..
ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა..იქიდან პირდაპირ "Moonlight"-ში წავიდნენ..ვინაიდან თბილოდა მაგიდები გარეთ იყო გაშლილი ,შადრევანთან.წარმოიდგინეთ, მწვანე,მობიბინე ბალახზე,იასამნების ხეებით ჩამწკრივებული მიდამო,სადაც იასამნისფერ და თეთრ ფერებში გაწყობილი მაგიდები დგას.ცხვირში კი იასამნების ნაზი სურნელი გიღიტინებთ..
წყვილი ძალიან ბედნიერი იყო.ირგვლივ მათთვის საყვარელი ადამიანები ტრიალებდნენ,რომლებიც მათი ბედნიერების მომსწრენი იყვნენ.
კულმინაცია იყო,როდესაც გიორგიმ მაკოს ცოლობა სთხოვა,თათამ სანდოს ,როდესაც ახარა მისი ორსულობა და კიდევ უამრავი პატარ-პატარა სიურპრიზები.
უკვე დასასრულს როდესაც წყვილმა ერთმანეთისთვის მოიცალა,იქვე შადრევანთან ახლოს იდგნენ.ყველასგან განცალკევებით.
- დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება.ჩვენინმ ერთობლივი ,სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, ნუ ჩვენი პატარებიც.
- ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში.ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი ხარ მზარეულო.ხვალიდან უნდა შეეჩვიო,რომ სულ შენს მომზადებულებს მივირთმევთ.ასე,რომ ქმარი ,ხვალიდან შენი "წამება" იწყება.
- ყველაზე სასიამოვნო "წამება" იქნება ,ჩემს ცხოვრებაში.

დასასრული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Jinijini

ძალიან მომეწონა კარგი დასასრული იყო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent