შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული (ნაწილი პირველი)


27-06-2018, 20:28
ავტორი lukakhati
ნანახია 351

დაკარგული (ნაწილი პირველი)

“ჩვიდმეტი წლის ბიჭს ჩემი ცხვორება ერთფეროვანი მეჩვენებოდა. არა, ცხოვრების სიყვარული არასდროს დამიკარგავს. ეს ერთფეროვნებაც მიყვარდა. ოჯახში ერთადერთი შვილი ვიყავი. დარდს არავის ვუზიარებდი, ცრემლს არავის ვაჩვენებდი, არასდროს გული არავისთვის გადამიშლია. არა იმიტომ, რომ არავინ მყავდა, უბრალოდ ასე გადავწყვიტე. მარტომ გადავყწვიტე გვალვაში წყლის ძებნა, სევდა ზღვას გავატანე. ვცდილობდი ყველა დაბრკოლებას ღიმილით შევხვედროდი. ვამაყობდი ჩემი თავით. ჩვიდმეტი წლის ასაკში უკვე მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ნანახი მქონდა, რომ ყველაფერი გამოვიარე. ძალიან ვცდებოდი. ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი არასდროს ყოფილა. აღელვებულ ზღვას ჰგავს ჩემი ცხოვრება. ზღვას, სადაც ადიდებული ტალღები არასდროს მშვიდდებიან. სიოს მშვიდი ალერსის ნაცვლად აქ ქარიშხალი სუფევს. ქარიშხალი, რომელიც საუცხოო სურნელს აფრქვევს. ეს საყვედური არ არის. სხვანაირად არც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. მალე ოცდაათი წლის გავხდები. ოცდაათი წელი ვიცხოვრე და არასდროს საყვედური არ მითქვამს. მე ზღვა აღელვებუ ლი მიყვარს. კი, დაღლილს ბევრჯერ წამომცდენია, რომ მეტი აღარ შემეძლო. მშვიდი ცხოვრებაც მინატრია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თხოვნა არავინ გაიგო. მე სხვანაირი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი. მე ასეთი ცხოვრებისთვის გავჩნდი.
ღელვასაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ეს სიმფონია, რომელსაც ქარიშხლისა და ტალღების ცეკვა ქმნის, მიწას მწყვიტავს. მეც მას ვერწყმი. ხშირად მიოცნებია ზღვის ქაფად გადაქცევაზე. მუდმივად წყალში ყოფნაზე. ზღვის მკლავებში გახვევაზე . ქართან თამაშზე. ასე მოკლედ შემიძლია ავღწერო ჩემი ცხოვრება.
ეს ამბავი ჩემზე არ არის. ერთხელაც ზღვას , რომელსაც საზღვარი არ ჰქონდა, რაღაც ამოუცნობი, უჩვეულო ესტუმრა- ილარია. ეს ამბავი ილარიაზეა. გოგოზე, რომელიც ადიდებულ ტალღებში გადაეშვა. მაგრამ ილარია წყალი არ ყოფილა. ყველაზე ადიდებული, აღელვებული ზღვაც კი არასდროს არ არის ამბიციური. ყოველთვის მშვიდი და ნაზი რჩება. ილარია ცეცხლი იყო. მე წყალი ვიყავი, ის-ცეცხლი. მე ვერ დავიფერფლებოდი, ილარია ვერ ჩაქვრებოდა. ის ცეცხლი იყო. ცეცხლი, რომელსაც საშინლად ეშინოდა. ეშინოდა უკვალოდ, ჩაქრობის”
ივანე მეტრეველი


ნაწილი პირველი
წყალი

ივანე მეტრეველი, ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მეტრეველები პატარა, ლამაზად მოწყობილ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ივანეს სახელს არავინ ეძახდა, აღარც ახსოვდა რატომ, მაგრამ ბავშვობაში ივო შეარქვეს - ივო მეტრეველი. მოსწონდა ეს სახელი. არც თვითონ უყვარდა ივანეს რომ ეძახედნენ. არც არავინ აღარ ეძახდა. ნათესავებთან სტუმრად მისულს თუ დაუძახებდა ვინმე დავიწყებულ სახელს. ივო მოსაწყენი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, მაგრამ არც განსაკუთრებულად უცხოვრია ოდესმე. თავისი ცხოვრება უყვარდა, თუმცა არც დაუნდობელ მორევში გადაშვებას ერიდებოდა. ხშირად წვებოდა სახლის სახურავზე და ცას უყურებდა. სანახავი არც არაფერი იყო, დიდი ხანია უკვე თბილისის ცა ერთფეროვანი გამხდარიყო. ღამით ვარსკვლავები არ ჩანდა, მაგრამ ივო საათობით იწვა და ცარიელ, არაფრისმთქმელ ცას აკვირდებოდა. არავინ იცოდა რას უყურებდა, მაგრამ ივო სიცარიელეში იძირებოდა, დაფრინავდა. დაფრინავდა იმ მაღალყელიანი წეროს მსგავსად, რომელიც წლების წინ მარცხენა ბეჭის ქვევით დაეხატა. უცნაური ნახატის მნიშვნელობა ვერავის აეხსნა, არც ივომ იცოდა, უფრო სწორად იცოდა, მაგრამ ვერავის უხსნიდა. ამიტომ არავის აჩვენებდა. არ მალავდა უბრალოდ ზედმეტ კითხვებს ერიდებოდა.
მაინც მოსწონდა, ეს წერო ივოს ძალიან მოსწონდა.
მეტრეველების ოჯახს ერთადერთი შვილის დაბადებამ დაუბრუნა ის სიხარული, რომელიც მათ დიდი ხნის წინ დაეკარგათ. დიდ, მაღალ ხეს ჰგავდა ეს ოჯახი. ჭიაშეპარულს, დაბერებულს, აყვავების იმედი დაეკარგა. როდესაც აღარ ელოდებოდა, როდესაც არავინ ელოდებოდა ივანე დაიბადა. განებივრებული ბავშვი მშობლებს ყველაზე მეტად უყვარდათ. ყოველთვის საუკეთესო მოჰქონდათ მისთვის. არასდროს არაფერი ენანებოდათ, მაშინაც კი ,როდესაც ამის საშუალება შეიძლება საერთოდაც არ ჰქონიათ. ბავშვობა ლამაზ მოგონებად დარჩა. იზრდებოდა, მაგრამ არ იცვლებოდა. ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი ეჩვენებოდა. მშვიდ დინებას მიჰყვებოდა. სკოლაშიც მშვიდად გრძნობდა თავს, სწავლაც უყვარდა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო.
არ იცოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ივოს წინ რა ელოდა. მოზარდ ბიჭს უკვე მის ცხოვრებაში ყველაფერი მომხდარი ეგონა. ცდებოდა, ივანე ძალიან ცდებოდა. სულ ეგონა, რომ არსებობდა აუცილებლობა ცხოვრებაში ყველაფერს თავისი სახელი რქმოდა. იმ სახელებს ეგუებოდა, რომლებიც მრავალი წლის წინ, მისგანდამოუკიდებლად დაერქვათ : დრო, სირცე - ზედმეტ პასუხებს არ ეძებდა. დრო კი გადიოდა, ხე სხვადასხვა ფრად იმოსებოდა. მწვანეს, წითელი გახუნებული, მკვდარი ფოთლები ერეოდა. დაფანტულებს ერთი სურვილი ჰქონდათ. სიოსთან ეთამაშათ, გაჰყოლოდნენ, მოესმინათ. ზოგს გაუმართლა, კეთილმა ბოლო სურვილი შეისმინა. მოწყვეტილს გაჰყვა, ბოლომდე მიაცილა. არ დარდობდა ხე, დაკარგულ ფოთლებს არ უყურებდა. იცოდა, რომ ისევ აყვავდებოდა.
დრო გადიოდა, ხე ისევ იმოსებოდა, მწვანდებოდა და ყველაფერი წრეს მიჰყვებოდა.
ყოველდღე მათ სახლში კარი იღებოდა. ყოველღამით უკან დაბრუნებულები მშვიდად სადილობდნენ.
დღეები დღეებს ეცვლებოდა , ფრთებს ბუმბულები ცვიოდა.
ივანეს დედა , ნინო ერისთავი , თავისი გვარის მსგავსად დახვეწილი და ელეგანტური იყო. ადრე დაქორწინებული თავს დიასახლისობით ირთობდა. ხშირად სეირნობდა ივოს დედა დაკარგულ ქუჩებში. თვითონაც არ იცოდა სად მიდოდა, ვისთან მისვლას ლამობდა. არ იცოდა, მაგრამ მიჰყვებოდა ბილიკს,რომელიც ნინომ ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დახატა. თვითონაც არ იცოდა ბილიკის ბოლოს რა იყო. მაგრამ ბოლომდე არ მიდიოდა, მაინც ყოველსაღამოს უკან ბრუნდებოდა. საღამოობით უკან იმედგაცრუებული ბრუნდებოდა, ვერ ხვდებოდა სახლში დაბრუნება უხაროდა თუ არა. ძველი ერთფეროვნებით დაღლილს ხშირად უოცნებია დაკარგვაზე. დედის გარდაცვალების შემდეგ ნინო სულ გაუჩინარებას ნატრობდა. უდედოდ დარჩენილმა უეცრად გადაწყვიტა ოჯახის შექმნა. არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიკარგებოდა. წყვდიადსა თუ სიბნელეში, მზესა თუ ქარში სახლში არ ჩერდებოდა.
ნანობდა, ძალით, ნაადრევად შექმნილ ოჯახს ძალიან ნანობდა.
თავის ქმარს არ ადანაშაულებდა, მხოლოდ საკუთარ თავს. პასუხს საკუთარ თავს სთხოვდა და ზიზღდებოდა. ნუცა ვერც მიხვდა როგორ გახდა ნინი. ვერც ნინი მიხვდა როგორ გახდა ნინო მეტრეველი. სახელებივით იცვლებოდა და ლამობდა-ისევ ნუცად გახდომას ძალიან ლამობდა. მაგრამ არც ეს სინანული იყო მარადიული, ეს გრძნობაც გაქრა, როდესაც ზამთრის თოვლიან დღეს ივანემ თვალები პირველად გაახილა.
ნინოს ივანე უყვარდა, დედას ივო ყველაზე მეტად უყვარდა.
თავისი ქმარიც უყვარდა, მაგრამ გულის ნადებს არ უმხელდა. ვერ ეუბნებოდა, რომ ყოველდღე სახლიდან გასულს უკან დაბრუნება არ უნდოდა. 9 დეკემბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ნინო ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იმ ოჯახს აშენებდა, რომელზედაც ოცნებობდა. აი ივოს მამა - მათე მეტრეველი კი არავის არ ჰგავდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მართლა რეალური ადამიანი იყო, წიგნის პერსონაჟს ჰგავდა. გმირს, რომლის ამბავსაც ბოლო არ უჩანდა. დასაწყისი და დასასრული ბუნდოვანი იყო. მუდმივად ამოუხსნელ, პასუხგაუცემელ კითხვად რჩებოდა პროტაგონისტი. მაგრამ არც გამოუსწორებელ რომანტიკოსს მოსწონდა საკუთარი ოჯახის დასაწყისი. ეს არ იყო ის დასაწყისი, რომელზეც ოცნებობდა. სხვა გზა არ ჰქონია. არავინ იცოდა, მაგრამ მათემ ზუსტად იცოდა, რა იყო, როდესაც შენი ცხოვრება სხვას ეკუთვნოდა. ყველაფრის მიუხედავად, ყოველდღე იღიმოდა. ყველანაირად ცდილობდა ცოლ-შვილის განებივრებას.
ნინო ამას ხედავდა, აფასებდა და უყვარდა. კი, ყველაფრის მიუხედავად, მათ ერთმანეთი უყვარდათ.
ივოსაც უყვარდა მშობლები და უკვე ბავშვობიდან იცოდა, რომ მათგან არასდროს წავიდოდა.
არსად მიდიოდა, დრო გადიოდა.
უსახელო სიზმარი
ივომ განერვიულებულმა გაიღვიძა. სიგარეტს მოუკიდა. მარჯვენა ხელით ეწეოდა ივო, მარცხენა ხელს თითქმის არასდროს ხმარობდა. ლამაზად ეწეოდა, მაგრამ სიგარეტი არ უყვარდა. ხშირად ეწეოდა, მაგრამ ყოველთვის არ სიამოვნებდა. თვითონაც იცოდა, მაგრამ მოწევას თავს მაინც არ ანებებდა. ახლა, ღამის სიჩუმეში გახვეულს მოწევა ნამდვილად ესიამოვნა. სახლში მარტო იყო და ვერც მშობლები მიუხვდებოდნენ ვერაფერს.
…გრილი ნიავი სიგარეტის კვამლს აუჩინარებს. აკვირდებოდა კვამლს და ფიქრობდა, რომ ოდესღაც ამ კვამლივით თვითონაც გაქრებოდა.
სევდიან განწყობაზე არ იყო, უბრალოდ, ასე ჩვეოდა - ბევრს ფიქრობდა. ივო ძალიან ბევრს ფიქრობდა.
…ყველაზე მეტს კი მაშინ ფიქრობდა, როდესაც არსაიდან, უმიზეზოდ მოსულ აზრებში გახვეულს რეალობასა და ფანტაზიის შორის საზღვრის გავლება უჭირდა. ამიტომ ეწეოდა განერვიულებული ივო, ესიზმრა ის, რაც მას არ უნდოდა. სიზმრების გამო არავინ ნერვიულობს, მათ ზედმეტ მნიშვნელობას არავინ ანიჭებს.
…მაგრამ ივო ნერვიულობდა, ძალიან ნერვიულობდა.
ქედმაღალი არასდროს ყოფილა და რბილი ხასიათის წყალობით ყველას განსაკუთრებულად უყვარდა. დღეს პირველად შეეპარა ეჭვი თავის თავში და იფიქრა, რომ ივო, რომელსაც სხვები ხედავდნენ, სინამვილეში თვითონ არ ყოფილა. სიზმარი ასეთი იყო:
მოწყენილი იჯდა მაგიდასთან. ნელა ჭამდა, ჩვეულებრივზე ნელა ღეჭავდა და ყოველ ლუკმას მძიმედ არასასიამოვნოდ ყლაპავდა. თავის თავს ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ მკრთალი, ძალიან ფერმკრთალი იყო. პირველად ენახა ადამიანები, რომლებსაც უყურებდა, რომლებიც მის წინ ისხდნენ და ჭამდნენ. არ იცოდა. ვერ ხვდებოდა უყვარდა თუ ეზიზღებოდა. ზუსტად ვერ ამბობდა, მაგრამ გრძნობდა, რომ უნდა ყვარებოდა და არ უყვარდა, მაგრამ არც ეზიზღებოდა, ივოს არავინ ეზიზღებოდა. ყოველი ლუკმა არასასიამოვნო იყო. აღარ ახსოვს რაზე ლაპარაკობდნენ, არც სიზმარში უსმენდა. უბრალოდ უყურებდა და ლუკმას ლუკმაზე ყლაპავდა. ზუსტად არ იცის რამდენი ხანი იყო ასე. ხშირად არ ესიზმრებოდა ასეთი ერთფეროვანი სიზმრები. ერთი, რაც ზუსტად დაამახსოვრდა იყო ის, რაც ივოს ეჭვის მიზეზი გახდა- უყურებდა და არ უნდოდა, რომ მათი მსგავსი ყოფილიყო.გრძნობდა, რომ ის მათი მსგავსი არ იყო. არ იცოდა რატომ არ უნდოდა, არც ის იცოდა მათზე უარესი იყო თუ უკეთესი, მაგრამ ერთი ზუსტად იცოდა…
სიზმარმა ივოს გონებაში დავიწყებული კითხვები გააღვიძა. მოწია, სიგარეტი ჩაწვა. დაღლილი, სიგარეტის მძიმე ნაფაზებისგან უფრო აჩქარებული გულით დააწვა საწოლს. დიდხანს უსმენდა საკუთარ გულისცემას. უსმენდა მანამ, სანამ დაეძინა. არ უყვარდა, როდესაც საკუთარი გულის ცემა სხვა ყველაფერს აყრუებდა, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგაც ივო ფიქრობდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში და პასუხს ვერ პოულობდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა.
***
სახლშიც ისეთი იყო, როგორიც სკოლაში მიმავალი. პატარა, კერძო სკოლაში სწავლობდა სახლთან ახლოს. ხალხმრავლობა არ უყვარდა, ამიტომ ეს ადგილი სწორედ მისი შესაფერისი იყო. ხშირად მიდიოდა ფეხით სკოლაში. გზაშიც კი ერიდებოდა ხალხმრავლობას. მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს ირჩევდა. ქუჩებს, სადაც ხალხი არ დადიოდა. მასაც, დედის მსგავსად, ხანდახან უნდოდა დაკარგულიყო. გრძელი, თეთრი კედლების ნაწილი გამხდარიყო. შერწყმოდა მათ და წყნარად ეყურებინა როგორ გადი-გამოდის ხალხი. გუშინდელი სიზმრის შემდეგ კი ვინმეს ნახვა სულას არ უნდოდა. ხო, ისევ იმ სიზმარზე ფიქრობდა. აინტერესებდა, რატომ გრძნობდა მაგიდასთან თავს გარიყულად. აინტერესებდა და სკოლისაკენ მიმავალი სიზმარსა და რეალობას შორის იხლიჩებოდა. ფეხებში სისუსტეს გრძნობდა. მოსახვევში ავტომატურად უხვევდა. არ უყურებდა სად მიდიოდა. ახლა, გზაში თავს ისე გრძნობდა, როგორც სიხმარში მაგიდასთან. ყელში სიმძიმეს გრძნობდა, ბეჭებზე სიმძიმე აწვებოდა.
სიმძიმე აწვებოდა, ვერ სწორდებოდა, ბეჭის ქვემოთ დატყვევებული , მაღალყელიანი წერო კიოდა.
დაიღალა, ფეხით სიარულით არასდროს იღლებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი სხეულიდან ამოძვრომა უნდოდა. კანის გახლეჩვას, დაფლეთას და ნიავს გაყოლას ლამობდა. მასაც უნდოდა შეეგრძნო წამი. ის რამდენიმე წამი, რომელსაც არავინ იცის რა მოყვება. არც მოწყვეტილმა ფოთოლმა იცის, სად დაეცემა, მაგრამ ის რამდენიმე წამი, როდესაც მთელი არსებით გრძნობს თავისუფლებას და ქარს გაყოლილი ცეკვა-ცეკვით აპობს სივრცეს, ავიწყდება შეპარული სიყვითლე და სიცოცხლედაბრუნებული, გამწვანებული წამით ტკბება.
-ივო დამელოდე.
ეს ივოს კლასელი მაკა შალამბერიძე იყო. ხორცშესხმული სიხარული. ამ დღეს ივოსაგან განსხვავებით , მაკა საკუთარ სხეულში თავს საუცხოოდ გრძნობდა. კი, შეიძლება ივოს ვინმეს ნახვა არ უნდოდა, მაგრამ ნაცნობი სახის დანახვა სულ უხაროდა. ასეთი იყო ივო მეტრეველი. უცხოების მიმართ დაუნდობელ სიცივეს იჩენდა, მაგრამ , ვისაც იცნობდა ისინი უყვარდა. გულწრფელად, ძალიან უყვარდა.
-მაკა როგორ ხარ?
-კარგად ივო, შორიდან დაგინახე... გეძახდი. რომ ვერ შემამჩნიე გამოგყევი
საუცხოო სანახავი იყო მაკას ღიმილი. ყოველთვის გულწრფელად იღიმოდა. სულ სადად ,ლამაზად ეცვა. ყურადღებას არ იქცევდა, თუმცა საკმარისი იყო ერთხელ გაეღიმა, რომ ის აღარასდროს გავიწყდებოდა.
-ხო, ფიქრებს გავყევი.
მაკას უყურებდა და მასაც უნდოდა მის მსგავსად გაეღიმა, მანაც გაიღიმა, გულწრფელად იღიმოდა.
ბევრი ილაპრაკეს გზაში. ესიამოვნა ივოს გულწრფელად საუბარი.ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ გულწრფელად მეგობართან საუბარზე უარს არასდროს ამბობდა. ბავშვობის ამბებიც გაიხსენეს. ძალიან დიდი ხანია იცნობს ივო მაკას.
სკოლას მიახლოვებულს სიზმარი აღარც ახსოვდა. გადაწყვიტა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო. სიზმრებს მნიშვნელობა არ აქვთ. შეიძლება ეს სიზმარიც არ ყოფილა ასეთი საშინალი, თუმცა ივომ მისგან რეალობადქცეული კოშმარი შექმნა.
ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სკოლაში მისულს უკვე დარდი აღარ ახსოვდა.
ზარი ირეკებოდა, ეზო ცარიელდებოდა, ხალხი სკოლაში შედიოდა.
***
ღია ფანჯრიდან შემომავალი მანქანების აუტანელი ხმაური მასწავლებლის ყოველ რეპლიკას ყლაპავდა. ივოსაკენ მიმავალი ყველა ბგერა ქრებოდა და უსასრულობაში იკარგებოდა. პატარა კლასში იჯდა ივო. ჩვეულ ადგილას იჯდა და გარშემომყოფებს ყურადღებასაც არ აქცევდა. ოცი ბავშვით გარშემოტყმული მაგიდასთან მარტო იჯდა. წლებია მაკას გვერდით ზის, მაგრამ დღეს მაკა თავს შეუძლოდ გრძნობდა და სკოლიდან ადრე წავიდა. ასე დარჩა მარტო მაგიდასთან. მასწავლებელს თვალებში უყურებდა, მაგრამ მისი ხმა არ ესმოდა. გარედან შემომავალ ხმაურს მიჰყვებოდა. აინტერესებდა ვინ სად მიდიოდა, ასე ვის სად ეჩქარებოდა და უინტერესო გაკვეთილს ყურადღებასაც კი აღარ აქცევდა.
ეს ბოლო გაკვეთილი იყო. ყველა ზარის დარეკვას ელოდებოდა, თუმცა ივო ამაზე არ ფიქრობდა. საათი წიკწიკებდა. არც ეს ხმა ესმოდა. ასეც ხდებოდა, როდესაც წარმოსახვას მიჰყვებოდა დრო შეუმჩნეველი, სივრცე-გამჭვირვალე ხდებოდა.
საათი აუტანლად წიკწიკებდა, სივრცე იკარგებოდა, ბეჭის ქვემოთ ტკივილი თავს ახსენებდა.
გარშემო ყურებისას გრძნობდა, რომ ყველას თავში სხვადასხვა აზრი უტრიალებდა. თავს დაუპატიჟებლად, განდეგილად გრძნობდა. ეცნო, ეს გრძნობა ოდესღაც სტუმრებია. კი, სწორედ ისე გრძნობდა თავს, როგორც აუტანელ, უსახელო სიზმარში, მაგრამ ივოს ეს სიზმარიც უკვე აღარც ახსოვდა. შავ-თეთრად შემოსილ კლასში ივოს სილუეტიც ნელ-ნელა უფერული ხდებოდა. შავია თუ თეთრი სიცარიელე? ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფერებს ნელ-ნელა კარგავდა. გარშემო ყველას მიმართ გაურკვეველი გრძნობა ეუფლებოდა და ეშინოდა. ეშინოდა გაეფიქრა, რომ ზიზღს გრძნობდა. ეგონა, რომ როგორც კი თავში ეს აზრი გაჩნდებოდა მომენტალურად ერთი წერტილიდან წამოსული მთელ სხეულს დაეპატრონებოდა და ნელ-ნელა დაიფერფლებოდა. მაგრამ ივო სინამდვილეში მათ მიმართ ზიზღს არ გრძნობდა. ივოს უნდა გადაეწყვიტა მათი მსგავსი იქნებოდა თუ არა და იცოდა, რომ სულაც არ უნდოდა მის სამყაროს რქმოდა უფერული. არ უნდოდა, სხეული შავ-თეთრ ფონზე დაკარგვას ეწინააღმდეგებოდა და კანკალებდა.ვერც ამ კანკალის მიზეზს ხვდებოდა და ეშინოდა.
ივო საკუთარ თავად ყოფნის ბედნიერების დათმობას არ აპირებდა.
ვინ ხარ ივო? ვინ ხარ შენ ივანე მეტრეველო? შენ მათი მსგავსი არ ხარ… შენ ეს იცი. ამ ყველაფერს თეთრი, მაღალყელიანი წეროს წივილი ამბობდა. ივოსაც ეს უბრალო წივილი, გულს უჩქარებდა. გულს უჩქარებდა და ,როდესაც უკვე სიცარიელე მთელ სხეულს ყლაპავდა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა. ეს უბრალოდ, უმიზეზოდ არ ხდებოდა. უბრალოდ ივომ მართლა იცოდა ყველა რას ფიქრობდა. იცოდა, მაგრამ არ უნდოდა, რომ სცოდნოდა. გრძნობდა, რომ ეგოიზმითა და ნარცისიზმით გაჟღენთილ ჭაობში თვითონ ჩაძირვა არ უნდოდა. ვერავინ იტყოდა რომ ჩვენს გმირს მხოლოდ თავისი თავი უყვარდა. მას ყველა უყვარდა, ისინიც უყვარდა, ვისი სიყვარულიც სულაც არ იყო საჭირო. ამიტომ სტკიოდა, როდესაც აცნობიერებდა, რომ სხვების თავში აზრები მხოლოდ მომავალს, ეგოიზმით სავსე ფანტაზიებსა და მატერიალიზმის გარშემო ტრიალებდა. ხო, ასეთი ხალხი მას მართლა არ უყვარდა. არ უყვარდა და მათთან სიახლოვეს თავი აარიდა. გააცნობიერა და შავ-თეთრი სიცარიელე დაიკარგა. ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდა და გახლეჩილი, დაფლეთილი სივრცეც ნელ-ნელა მთლიანი გახდა.
საათის წიკწიკის დასასრულის დროც დადგა. ყველა ადგა. როგორც ყოველთვის, ბოლო გავიდა ოთახიდან. გავიდა, ჩუმად, ხმისამოუღებლად, თითქოს არც არსებობდა. სინამდვილეში, აქ მხოლოდ ივო არსებობდა. ის კლასიდან შეუმჩნევლად წასვლას არ ლამობდა, ჭაობიდან ჩუმად გაქცევა უნდოდა. კი, დღევანდელის მერე ივანე დარწმუნებული იყო, რომ ამ ჭაობში ფეხს არ ჩადგამდა, მაგრამ ის დამნაშავეც იყო, რადგან არ იცოდა, რომ სინათლის ერთი წვეთი იყო საჭირო ყველაფრის შესაცვლელად. თუმცა ეს არ იცოდა, არც ივო იყო სინათლე. ივო წყალი იყო. წყალი, რომელიც დინებას მიჰყვებოდა, მაგრამ რომლის დინებასაც სხვა ვერავინ შეეხებოდა.
გზა მოკლდებოდა, სახლისკენ მიდიოდა.
იდუმალი...

უბრალოდ დავიწყებოდა რამხელა ბედნიერება იყო ცარიელ, ხალხისაგან დაცლილ სკვერში ჯდომა. თითქოს ეს ადგილი არც არსებობდა. დღე აქ უმარავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა, უამრავი მოხუცი იყრიდა თავს. ყველას თავისი საქმე ჰქონდა და ყველას თავისებურად უყვარდა აქაურობა, მაგრამ აქ ღამე არავინ მოდიოდა. არავინ ივოს გარდა. თითქოს მზის ჩასვლის შემდეგ ეს ადგილი იკარგებოდა და მისკენ მიმავალი ყველა ბილიკი ქრებოდა. მაგრამ ახლა ივო აქ იჯდა და ელოდებოდა.
უყვარდა ივოს გულწრფელად საუბარი. ხშირად ფიქრობდა, როგორი ადამიანი იყო. არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ ერთი ნათელი იყო ზუსტად იცოდა ვინ უნდოდა, რომ ყოფილიყო და როგორი არ უნდოდა რომ ყოფილიყო, ამიტომ დღის ბოლოს მარტოდარჩენილი ხშირად ფიქრობდა, რომელს უფრო ჰგავდა. მთელ დღეს იხსენებდა და თუ ის იყო, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო შვებით სუნთქავდა. ხანდახან ძველი დარდები, ცოდვები ახსენდებოდა და ბეჭის ქვემოთ დაწყვევებული, თავისუფალი წერო სიმძიმედ აწვებოდა.
დღეს, ამ ღამეს გაწონასწორებულად, ჰარმონიულად სუნთქავდა, დაძაბულობას ვერ გრძნობდა და დინჯად ელოდა, როდის მოვიდოდა აქ ის, ვისაც ელოდა. ეს ივოს ძველი მეგობარი იყო, რომელსაც მხოლოდ აქ, ღამე ხედავდა. იყო მათ ურთიერთობაში რაღაც ამოუცნობი, რაღაც რომანტიკული, თუმცა აქ ისინი მხოლოდ სასაუბროდ მოდიოდნენ. წლების განმავლობაში ერთმანეთის გულის დარდს იზიარებდნენ. ეს დარდიც მოჰყვებოდა პირიდან ამოსულ სიტყვებს და სკვერთან ერთად იკარგებოდა უკუნითში. დაძაბულობას ვერ გრძნობდა და დინჯი, საინტერესო საუბრით ტკბებოდა. ვისთანაც იყო ბედნიერი იყო. იცოდა, რომ ის მისი მსგავსი იყო. ეს გოგო ,რომელიც მის დარდს იზიარებდა ილარია არ ყოფილა. მათ ურთიერთობაში ზედმეტი ვნება, ზედმეტი სწრაფვა არასდროს ყოფილა. ისინი უბრალოდ საუბრობდნენ, საუბრობდნენ გაუჩერებლად. ეს ურთიერთობა არ ჰგავდა უსასრულო მორევს, რომელიც ყველასა და ყველაფერს ითრევს. არა, ჰგავდა ერთ უსასრულო სიმფონიას. სიმფონიას, რომელიც წყლისგან არ მოდიოდა. ეს რაღაც სხვა იყო. დიდხანს ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა ეს შეგრძნება და რა უნდოდა. თუმცა ერთმა იცოდა, ამ ქალმა ყველაზე კარგად იცოდა, ვინ იყო ივო მეტრეველი. იცოდა, რადგან ივო მის ერთ ნაცნობს ძალიან ჰგავდა. ძალიან ჰგავდა ბიჭს, რომელიც მისი მთავარი დანაშაული და ტკივილი იყო. ივანემ ეს იცოდა. მისი ამბავს უსმენდა და ყოველდღე ელოდა ამბის გაგრძელებას. თუმცა ივოს ვერც კი წარმოედგინა, რომ ბიჭი, რომლის ამბავიც მისთვის ამდენად საინტერესო იყო , მას ძალიან ჰგავდა. არ იცოდა, თუმცა უკუნითში დაკარგული ქალისათვის ეს არ იყო უცხო. სწორედ ამიტომ უყვებოდა მას გულწრფელად თავისი ცხოვრების ამბავს. ამბავს, რომელიც მის გარდა არავისთვის ეთქვა.
დრო გადიოდა, თეთრი წერო კიოდა, ივოს თავზე ნემსიყლაპიები ცვიოდა.
უცნაური არსებაა ნემსიყლაპია, მაგრამ ეს დღეც ნემსიყლაპიას ჰგავდა. გრძელკუდიანს, სქელფრთიანს, სინათლისაგან ფორმირებულს. უკუნითით ჩაყლაპულ სკვერში ათასი ნათელი ნემსიყლაპია დაფრინავდა. დაფრინავდნენ და ივოს უცნობი მოსაუბრის სახეს ჯერ ერთი ანათებდა, შემდეგ- მეორე. აჩენდა მის ლამაზ ნაკვთებს, წაბლისფერ თმას, სავსე თვალებს. ეს თვალები მართლაც სავსე იყო და ამ ნემსიყლაპიებზე უფრო ძლიერად კაშკაშებდა. ხო, მისი ღიმილი ყველაზე ლამაზი იყო, რაც კი ოდესმე ენახა.
ამ დღის შემდეგ ეს ნემსიყლაპიები თან დასდევდა და ახსენებდა ვინ იყო და ვინ უნდოდა რომ ყოფილიყო. ეს კი ივოს მოსაუბრის დამსახურება იყო, რომელიც უყვარდა, ძალიან უყვარდა.
***
უყვარდა ღამე სეირნობაც. ლაპარაკისაგან დაღლილი სახლში მშვიდად მიდიოდა. ხელები აღარ უკანკალებდა. დაძაბულობისგან ივოს მარჯვენა ხელი ხშირად კანკალებდა. დღეს უკან მიმავალს არაფერი ახსოვს. ყველა დარდი გაქარწ....ბულიყო. სიო ნაზად უბერავს, სქელი ღრუბლები ზანტად მოძრაობენ, ქუჩები ცარიელია. არც ერთი ხმა არ ისმის. აქ მხოლოდ ის არის. ამაყი მიაბიჯებს გზაზე, რომელიც ხშირად წელშიმოხრილს გაუვლია. ღრმა ნაფაზებს არტყამს. ეს ის ნაფაზები არ არის, რომლითაც ივო ებრძვის დარდს, ეს სულ სხვაა - სასიამოვნო, ჰაეროვანი, ნაზი. კვამლიც არ მძიმდება გულიდან მომავალი დარდისაგან. გათავისუფლებული ცეკვით ადის ზევით და ნელ-ნელა ცისკენ მიმავალი იკარგება. ცას უამბობს ივანე მეტრეველის ოცნებებს და იკარგება.
ზედმეტი ბედნიერება ჰორიზონტს ცდება. არ უხდება ბედნიერებას ზედსართავი ზედმეტი. რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა. ეს გრძნობა ჰორიზონტს გასცდა, სქელი, შავი ღრუბლები გააპო , ამაყად დაფრინავს, თეთრ ფრთებს შლის და ემსგავსება მაღალყელიან წეროს. გრაციოზული, დახვეწილი უკან ბრუნდება და ჩვენი გმირის მხარზე ბუდდება.
თენდება, მზის სხივები არღვევენ წყვდიადს და ივოც ფხიზლდება. უბრუნდებოდა რეალობას, ისევ საკუთარი თვალებიდან იყურება. გზას ციდან ვეღარ ხედავს. უკან დაბრუნების დრო იყო. მზის პირველი სხივი უკუნითს არღვევდა, ამსხვრევდა და ოცნებებში წასულს, გახარებულს მიწაზე აბრუნებდა. დღეც უყვარდა, მაგრამ რატომღაც თავს ღამე ბევრად მშვიდად გრძნობდა. გასაკვირი არც იყო ის მთვარის შვილი იყო. მთვარეს ვერ ელეოდა.
ეწეოდა და უნდოდა ეს ღამე ფერფლად არ ქცეულიყო, გათენებულიყო და სიგარეტის კვამლივით არ დაკარგულიყო.
სულ ასე ხდებოდა, ახალამოსული მთვარე ზღვაზე ბილიკს ხატავდა. ზღვის ტალღებზე გამოსახულ ბილიკს მიჰყვება. ნათელს, თბილს, მოსიყვარულეს. იცის, რომ თვალებში უყურებს. ნებისმიერი ტალღა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს... დაეჯახოს, გზიდან გადააგდოს, ჩასძიროს. არ ჩერდება, წინ მიიწევს უკან არ იყურება. მაინც წინ მიდის და არ იცის ბოლოს რა ელოდება. უახლოვდება მანათობელს, იმედიანს, სავსეს. უახლოვდება და არ ეშინია. მაინც წინ წავიდოდა. ამ ბილიკს მაინც გაჰყვებოდა გინდ სცოდნოდა, რომ მის ბოლოს სიკვდილი ელოდა.
უკან არ იყურებოდა. იცოდა, რომ მალე დაბრუნდებოდა. მოუთმენლად ელოდა. სახლში მისული, სახლიდან წასული ხდებოდა. არავის ეუბნებოდა სად იყო. იცოდა, რომ ვერავინ გაუგებდა. არავინ დაიჯერებდა, რომ ღამე სახლიდან გადიოდა სასაუბროდ ადამიანთან, რომლის სახესაც კი ვერ არჩევდა წყვდიადში. ვერავის გაუმხელდა. იმ ლანდს ააროთქლებდა, რომელიც დიდი ხნის წინ ფარად მოირგო. უგრძნობი, შეუბრალებელი ადამიანის ლანდს. რომელიც მოირგო მაშინ, როდესაც ეტკინა, როდესაც გული ძალიან ეტკინა. ეს საიდუმლო არ აწუხებდა. თვითონაც უნდოდა საიდუმლოდ დარჩენილიყო. ყველამ იცოდა, რომ მისთვის ზედმეტი კითხვების დასმა არ შეიძლებოდა.
ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ სახლში მისული, ყველასაგან მალულად სარკეში იყურებოდა და იღიმოდა. იჯდა და საკუთარ თავს უღიმოდა.
ცხოვრება უხაროდა, დრო გადიოდა, დაღლა არ ეტყობოდ.
***
ახლადგაღვიძებული, ღამეგეთენებული დაღლას ვერც კი გრძნობდა. არც სახლში მისულს დაუძინია. უბრალოდ იწვა. იწვა და თეთრ ჭერს უყურებდა. ამჯერად გულის ცემა სხვა ყველაფერს არ აყრუებდა. უბრალოდ იწვა, არც ფიქრობდა. გაღიმებული გათენებას ელოდა. არ დაიძინა, უნდოდა ამ ღამით ბოლომდე დატკბობა. იმდენად ბედნიერი იყო, რომ არ უნდოდა ძილით ყველაფერი გაეფუჭებინა. ეშინოდა, რომ გაღვიძებულს მხოლოდ მოგონებები დარჩებოდა და ეს შეგრძნება, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერდა, სიზმრარივით დილით აღარ ემახსოვრებოდა. თუმცა , ოთახში მარტო არ ყოფილა. ხო, აქ დაფრინავდა ათასი ნემსიყლაპია. ნახევრადღია ფანჯრიდან შემოსული სინათლე ფრთებს ისხამდა და გუნდს უერთდებოდა. მოძრავები ერთადგილას არ ჩერდებოდნენ, ოთახის ყველა კუთხეს ედებოდნენ.
მალე გათენდა და ისევ ყველასგაუფრთხილებლად გავიდა სახლიდან. ჩვეულზე ადრე მიდის სკოლისაკენ. ქუჩები ჯერ კიდევ ცარიელია, სიმშვიდეა. მიდის სკოლისაკენ და ფიქრობს თავის იდუმალ მეგობარზე. ნაცნობზე, რომლის სახელსაც კი არავის ეუბნებოდა. მისი სახელი თვითონაც არ იცოდა. იგი არსებობდა და მათი არსებობის შესახებ, მათი დაუსრულებლები საუბრის შესახებ მხოლოდ ორმა იცოდა. ეს არ აბრაზებდა, რადგან მათი ყოველი საუბარი გულწრფელი იყო. თუმცა საუბრისას ივო ხშირად მხოლოდ მსმენელი იყო. ეს მოსწონდა, თვითონ დარწმუნებული იყო თავისი ცხოვრების უბრალოებაში, გამოურჩევლობაში. მაგრამ სწორედ მაშინ შეეპარა ეჭვი საკუთარ გამოუსადეგარობაში, როდესაც პირველად ამ ამბის დასაწყისი მოისმინა. ვერ ხვდებოდა რატომ უყვებოდა, რატომ აირჩია, რითი მიიქცია იდუმალის ყურადგღება. ეს მხოლოდ უკუნითში დამალულმა გოგომ იცოდა. ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა, მაგრამ მაინც ივო მეტრეველს, რომელსაც ჩვევად ჰქონდა, რომ ყველა პასუხი უნდა სცოდნოდა, არ აინტერესებდა. მზის სხივებს, ცარიელ ჯერ კიდევ ცივ ქუჩებს გაღიმებული ეგებებოდა.
სკოლის გზაზე ერთი ადგილი ეგულებოდა. შემოდგომით უყვარდა აქ მოსვლა. ცეცხლისფერ ფოთლებში გახვეული ხეების ყურება. ნახევარი საათი ჰქონდა. ჩამოჯდა, ზევით აიხედა და ქარისგან მოტაცებულ ფოთლებს გაჰყვა.
-ივო აქ რას აკეთებ?
-შენ გელოდებოდი - რა თქმა უნდა იცრუა, მაგრამ მაკას ივოს ღიმილით ნათქვამი სიტყვები გულზე ტკბილად მოხვდა. ისე მართლა იცოდა, რომ მაკა აქ ცხოვრობდა და ალბათ, გულის სიღრმეში მის მოსვლას მართლა ელოდა. დღეს ივო სულ სხვანაირი იყო. თვალები უციმციმებდა. ჩვეულებრივად საოცრად თეთრი კანი შავ თმას უფრო მკვეთრს ხდიდა, მაგრამ დღეს მისი სახე ფერმკრთალი არ ყოფილა.
-რა კარგ ხასიათზე ხარ.
-გაგიკვირდა?
-არა, მიხარია. ძალიან მიხარია.
-მიზეზი გაინტერესებს?
-რა მნიშვნელობა აქვს ივო მიზეზს. შენ გახარებული ხარ ეს მთავარია. - ეს სიტყვები უცნაური მოსასმენი იყო. ბევრი იფიქრებდა, რომ ამ სიტყვებით მაკა მის გამოტეხვას ცდილობდა. თუმცა არა. იშვიათად არსებობენ ადამიანები , რომლებიც ყოველ სიტყვაში სითბოს, გულწრფელობას აქსოვენ. ასეთი იყო მაკა შალამბერიძე - ადამიანი , რომელიც შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა. ივომ ეს იცოდა და გულწრფელი ლაპარაკი ანთებულ თვალებს უფრო უკაშკაშებდა.
-წამო დაგვაგვიანდებ წავიდეთ.
-კარგი, ოღონდ დამპირდი , რომ დღეს ცუდად არ გახდები და მარტო არ დამტოვებ- შეუჩვეველი იყო ივოსაგან ასეთ გულწრფელ, თბილ სიტყვებს. ხშირად თავის გრძნობებს სხეულში კლავდა. თავისუფლების მოყვარულიც იმსხვრეოდა. იმსხვრეოდა ათას თეთრ ბუმბულად. ცვიოდა და იკარგებოდა.
უცნაურია... ახლა მაკას უყურებდა მომღიმარს, ლაღს, ლამაზს და პირველად დაფიქრდა, რომ არც კი იცოდა მზის სხივზე როგორი იყო მისი მეგობარი, როგორი ცხოვრება ჰქონდა ან სიმართლე იყო თუ არა ამბავი, რომელსაც ღამე უყვებოდა. ფიქრობდა და უკვირდა, რომ ეჭვიანს არც ერთი კითხვა არ გაჩენია. იქნებ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. კი, სიზმარს უფრო ჰგავდა, ვიდრე დაკნინებულ, გაბილწულ რეალობას. ყველაზე სათუთ, სანატრელ სიზმარს.
ეჭვებში გახვეულს უკვირდა და იღიმოდა. იშვიათად გრძნობდა, რომ რაიმე განსაკუთრებულის ნაწილი იყო. ახლა, მაკას გვერდით თავს უძლეველ ადამიანად გრძნობდა, რადგაც მას ჰქონდა ბედნიერება გრძნობებისთვის მოესმინა და მიმხვდარიყო, შეეგრძნო მთელი არსებით მათი ძალა.
სკოლას უახლოვდებოდა, ზარი ირეკებოდა.
ალტრუიზმი

გაკვეთილი გაკვეთლს მიჰყვებოდა, წუთები მალე გადიოდა, ივოს გუნება არ იცვლებოდა. არც ღია ფანჯრიდან შემოსული მანქანების ხმაური აწუხებდა. მასწავლებლის ყოველი სიტყვა გარკვევით ესმოდა. საათები შეუმჩნევლად გადიოდა. ასეა, როდესაც ბედნიერი იყო, დრო მნიშვნელობას კარგავდა. ამ წამებს ვერ იმახსოვრებდა. მომავალი, წარსული უსაფუძვლო ხდებოდა და აწმყოში ცხოვრობდა. შეიძლება, ამიტომაც ხანდახან, როდესაც თავს ცუდად გრძნობდა, ვერაფერს კარგს ვერ იხსენებდა. ეს იცოდა, მაგრამ ვერ ცვლიდა. ღამე ძილიც ამიტომ განდევნა. ისიც იცოდა, რომ დილამდე ეს შეგრძნება მოკვდებოდა. დაღლა და უძილობა არჩია უმიზეზოდ შემოჩვეულ სევდას. არჩევანი გააკეთა.
ხანდახან ბოროტში, დაუნდობელში იძირებოდა. თუმცა იგი, ის ადამიანი არ ყოფილა, რომელიც სევდისაგან მძიმდებოდა. არა, ის უბრალოდ სიცარიელეს გრძნობდა, უფრო სწორად კი ვერაფერს გრძნობდა და ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა იფიტებოდა. ცარიელ, უსულო, მიტოვებულ თოჯინას ემსაგვსებოდა. ჩუმდებოდა, ზურგზე წვებოდა და არავისა და არაფერს ყურადღებას არ აქცევდა. ელოდებოდა თავის პატრონს. მზრუნველს, რომელიც ცხოვრებას დაუბრუნებდა. სიცოცხლეს ჩაჰბერავდა და არსებობისაკენ უბიძგებდა. კი, ასეც ხდებოდა. ივო მუდმივად მარტო ვერ იარსებებდა. არც დამოუკიდებლობით გამოირჩევოდა. ხანდახან სჭირდებოდა ვინმეს ეთქვა რა უნდა ექნა, როგორ უნდა მოქცეულიყო, ვინმეს შეექო. მარტოობაც უყვარდა, მაგრამ მარტოობაზე უარის თქმის ბედნიერებას შენატროდა. უცნაური ადამიანი იყო ვერ ხვედბოდა რამდენად გაურკვეველი და იდუმალი იყო სხვებისთვის.
-ივო, იცი ,ჩემი აზრით, შენ ალტრუისტი ხარ. - უეცრად შეუბრუნდა მაკა.
- ალტრუისტი?
- ხო, არ იცი რას ნიშნავს?
- ვიცი, უბრალოდ მე არ შემეფერება.
-რატომ?
- მეეჭვება შენს გარდა ვინმე ეგრე ფიქრობდეს.
-ალბათ, ჩემს გარდა არც არავინ გიცნობს.
-ესეიგი მეც არ ვიცნობ ჩემს თავს. - უცებ მოუჭრა მაკას. ღიმილით მალავდა უხერხულობას, რომელიც უეცარმა შეფასებამ გამოიწვია. თავს ძლიერად გრძნობდა, როდესაც აქებდნენ, მაგრამ , როდესაც , იცოდა, რომ ეს სიმართე არ იყო უხერხულობა ეუფლებოდა და შუაზე იხლიჩებოდა.
-არ მეთანხმები?
-არა.
-რატომ?
-არ ვიცი... არასდროს არ გამომივლენია თავდადება.
-რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ არ გამომიგევლენია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია. ვიცი, რომ ერთდღესაც ამ სიტყვებს გაიხსენებ და დამეთანხმები.
-რატომ გიყვარს ადამიანებისათვის ცრუ იმედების მიცემა? - შეიძლება არ ეთანხმებოდა, გულწრფელად ფიქრობდა, რომ ეს სიმართლე არ იყო, მაგრამ მეგობრისგან მსგავსი შეფასება მაინც ესიამოვნა. შერცხვა კიდეც. ხო, როდესაც ცხვენოდა მოსაუბრეს თვალებში ვერ უყურებდა. იქნებ გულის სიღრმეში მართლა ძალიანაც უნდოდა, რომ ალტრუისტი ყოფილიყო, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ შეძლებდა ვინმესათვის საკუთარი შეეწირა.
-კი, სულ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ... ისე, ალტრუიზმის მსგავსი სუფთა ცნებაც შეიძლება ორაზროვანი იყოს. როგორც სიკეთე, მორალი. ბევრმა შეიძლება დაიბრალოს. აი, შენში კი ეს ბუნებრივად დევს. არ ვიცი რატომღაც ასე მგონია. ალბათ, ამიტომაც ვერ ამჩნევ. იმდენად ბუნებრივია ეს შენთვის, რომ განსაკუთრებულად არ თვლი.
-ნეტავ ხვდებოდე რასაც ლაპარაკობ.
-კარგი, კარგი. ვიცი დაიმახსოვრებ ამ საუბარს. ხოდა ერთ დღესაც ჩემს სიმართლეში დარწმუნდები და გამიხსენებ... იქნებ ბევრი, ბევრი წლის შემდეგ გაგახსენდები და აღარ დაგავიწყდები. ხედავ მე ალტრუისტი არ ვარ, მოგებას ამ სიტყვებშიც ვხედავ.
ორივეს გაეცინა. დიალოგში გართულები ვერც მიხვდნენ როგორ დამთავრდა გაკვეთილი. მაკასთან დიალოგი მართლაც სულ კარგ გუნებაზე აყენებდა. დაემშვიდობა და სახლის გზას გაუდგა.
სიკეთე... ფიქრობდა ნეტავ საერთოდ არსებობდა თუ არა უანგარო სიკეთე. გულის სიღრმეში მაინც სიკეთის კეთებისას სულ თვითკმაყოფილებას გრძნობდა. გაკეთებული თითქოს გამოსასყიდი იყო, რომელსაც საკუთარი სიმძიმის გასაქარ....ბლად იხდიდა, ამიტომ ფიქრობდა, რომ ის ალტრუისტი არ ყოფილა და ვერც ვერასოდეს იქნებოდა, მეტიც ხანდახან იმაშიც ეპარებოდა ეჭვი, რომ კარგი ადმაიანი იყო. ხო, ამ კითხვას თავის თავს ყოველდღე უსვამდა. მართალიც იყო, მისი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო, ივანე არ იყო ადამიანი, რომელიც საკუთარი თუ სხვისი კეთილდღეობისთვის იბრძოლებდა.
ცდებოდა თუ არა? ვინ იყო? რატომ ფიქრობდა მაკა ასე? რა იყო ეს სიტყვები? მეგობრის გასამხნევებლად მოგონილი ტყუილი თუ გულწრფელი შემოძახილი. შეეძლო თუ არა მართლა თავი კეთილდღეობის გაწირვა სხვის გამო? არ იცოდა. მაგრამ ივომ კიდევ ერთი რაღაც იცოდა. რომ სიკეთე მართლაც იდო მასში. რომ შეიძლებოდა ის მხოლოდ საკუთარი არსებობით აბედნიერებდა სხვებს. სიკეთეც არავინ იცის რა არის, შეიძლება ხანდახან სრულიან მოულოდნელი ან სრულიან ჩვეულებრივი რამ იყოს.
ივო ფიქრობდა, სახლში შედიოდა, შესასვლელში თეთრი ბუმბულები ცვიოდა. სახლი იცვლებოდა, სურათი ცოცხლდებოდა, წარსული ბრუნდებოდა.

***
“ასეთია ჩემი დღეები. ასეთია უსასრულოდ სახლში გამოკეტილი ქალის ცხოვრება. გარეთ გული არ მიმიწევს. მზის სხივები კანზე არასასიამოვნოდ მხვდება. სინათლეს ვარიდებ თავს. ხო, მე მზე აღარ მიყვარს. აღარ მიყვარს და მეშინია. ყოველდღე სიჩუმეში ვარ გახვეული, ვზივარ ფარდებჩამოშვებულ ოთახში მანამ, სანამ კარს შემოაღებს სამსახურიდან დაბრუნებული მათე, ჩემი ქმარი. ამ სახლში თავს დაცულად ვგრძნობ, ვიმალები. არც მე ვიცი ვის ვემალები ან რას ვემალები. არც ის მახსოვს, როდის გადავწყვიტე, რომ ამ სახლში უნდა გამოვკეტილიყავი. მარტოდ ,ეულად დარჩენილი ყველაფერს ვაკეთებ,რომ ჩემი თავი შემზიზღდეს. მეზიზღება სარკეში ჩახედვა და ქალბატონი ნინო ერისთავის დანახვა. არ ვიცი, როდის შემზიზღდა ასე საკუთარი თავი. ალბათ, გარეთაც ამიტომ არ მინდა გასვლა. მეშინია, რომ გარეთ გასვლის თანავე დაინგრევა ტუილი და ხალხი წინაშე დავრჩები მარტო, გამჭვირვალე, ყველა დამინახავს და შევზიზღდები ყველას ისე, როგორც მე მძაგს საკუთარი თავი.
ჩემი წელი მხოლოდ ასეთი დღეებითაა სავსე. დღეები, რომლებიც ცარიელ ცას ჰგვანან. ცაზე სადაც სხვადასხვა ფორმის ღრუბლები არასდროს ჩანან. აქ დასადგურებულ სიცარიელეში ვიძირები და ვიცი, რომ ვერავინ გამიგებს მე ,უსამართლო სამართლის მძებნელს.
ადრე აქ არ ვცოხვრობდი. ამ სახლში გადმოსვლამდე ერთ მიყრუებულ, დაკარგულ ქუჩაში პატარა ბინაში ვცხოვრობდით მე და ჩემი მშობლები, ერისთავების ოჯახი. ერთადერთი განებივრებული გოგო ვიყავი. უცნობ ქუჩაში დაკარგული გოგო. ხო, ამ ქუჩის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, ვერასდროს ვერავინ იმახსოვრებდა მისამართს. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. იქ ხალხმრავლობისაგან დაცული ხშირად გავდიოდი სასეირნოდ. ჩემი ადგილი ნაპოვნი მქონდა, ვწვებოდი და ვუყურებდი ცას. ვერთობოდი ღრუბლების ყურებით. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ამ ღრუბლებს დავემსგავსებოდი. ღრუბლებს, რომლებიც ნელა მიიწევენ წინ და ყოველ ნაბიჯში იცვლებიან. ხანდახან ფორმაც ვეღარ ინარჩუნებენ და ტილოზე შემთხვევით დასხმული საღებავის ლაქას ემსგავსებიან. ნელ-ნელა თეთრი ცისფერში იკარგება და იფანტებიან. ასე სწრაფად ვიცვლებოდი მეც, ვიცრიცებოდი და ვერ ვინარჩუნებდი ჩემს თავს. ბოლოს აქ აღმოვჩნდი. აქ ამ სახლში გამოკეტილი, გაფანტული.
ალბათ, ზედმეტი ტვირთი ვარ ჩემი ქმრისათვისი. არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ჩემში შემოღწეულმა, ღრმად ფესვებგამდგარმა ზიზღმა, ჯანრმთელ ავადმყოფად მაქცია. მე აქ ყოფნა არ მინდა. მე ჩემს სხეულში ყოფნა არ მინდა. ეს ხორცი, ეს კანი მინდა ნაკუწებად დაიშალოს და ისევ ის ნუცა ერისთავი გავხდე, რომელიც ერთდროს უდარდელად უყურებდა ღრუბლებს. ბავშვობაში საბანგადაფარებული ვიძინებდი. ვიძირებოდი ჩემს წრმოსახვაში და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერავინ და ვერაფერი მხედავდა.
დრო გადიოდა, სეზონები იცვლებოდა, საბანშიგახვეული ნუცა კვდებოდა. კვდებოდა იმ ოცნებებთან ერთად, რომლებიც რეალობაში ვერასდროს იარსებებდა. ნუცა გოგო იყო, რომელსაც თავისუფლება უყვარდა. ფეხშიშველი დადიოდა ქვიშაში და ბუნების მშვენიერებად გრძნობდა. უყვარდა ნაპირას დაჯდომა და ზღვის ყურება. იჯდა და ქვიშაში უსასრულოდ თამაშობდა. ხან- სახელებ წერდა, ხან უბრალოდ უფორმო ნახატებს. ყველაზე გულუბრყვილო, ადამიანების მოყვარული ყოველდღეს აციმციმებული თვალებით იწყებდა. ზღვის ნაპირზე წყალი დიდდებოდა. დიდდებოდა, როდეასც ხვდებოდა, რომ ხალხზე ყალბ იმედებს ამყარებდა, როდესაც თვალებს ვეღარ ღუჭავდა და უწევდა რეალობის მთელი სიმწარის მიღება. დიდდებოდა და სახელები და უფორმო, ქვიშაში ჩაბეჭდილი ნახატები ქრებოდა, იშლებოდა.
კი, ერთდღეს მე ვიყავი ნუცა, მაგრამ დღეს საერთო არაფერი გვაქვს. ადიდებულმა ზღვამ ყველაფერი წაშალა. დღეს მე ვემალები ამ სახლში დაუნდობელ ნიაღვარს. ნიაღვარს, რომელიც ყოველდღე უფროდაუგრო დიდი ხდება. რომელიც ამაღლებულის ძებნაში მისი სახით მოდის და სინამდვილეში ყველაზე ბილწად რჩება.”
ნინო ერისთავი

***
“დღეს ივანე სახლში მოვიყვანეთ. როგორი პატარაა, დაუცველი. ხშირად ტირის. ჩემს გარდა არავისთან ჩერდება. ახლა, დღეს პირველად ვგრძნობ, რომ არსებობასაც უბრუნდუბა აზრი, რომ ისევ ვიღაცისათვის ვხდები საჭირო. არსებობას, რომელიც აღარ არის უფორმო, აბსტრაქტული, რომელიც ჩემი პატარა ბიჭის ჯერ ნაცრისფერ უფერულ თვალებშია მოქცეული. მისი შეხება სხვა არაფერს ჰგავს. მე ვგრძნობ რა არის იყო დედა. ის ჩემი სულის ნაწილია. შერწყმაა ჩემი და ჩემი ქმრის სხეულისა. ის სიყვარულზე მეტია. ის ხსნაა, დასასრული ჩემი ამბისა. ამბისა, რომელსაც ნინო ერისთავის მელანქოლია ჰქვია.
ჩემს ცხოვრებას შეიძლება დავარქვა შავი ღრუბელი. გამანადგურებული, დესტრუქციული. ეს სქელი ღრუბელი ყველაფერს ფერფლად აქცევდა, ყველა გასაქცევ გზას ჭრიდა და მატყვევებდა. რას ჰგავს ივანე? უეცრად მოფრენილ ათას პეპელას. პეპლებს, რომლებიც სიბნელისაგან შთანთქმულ სივრცეში ბინადრობენ. შავ ღრუბლებს არ უშინდებიან და შუაზე ხლეჩენ. ხელს ვუწოდებ სინათლეს, რომელსაც წლების განმავლობაში ის ჩემამდე არ უშვებდა. მოდის და თითქოს მეც მათ მივყვები. წარმოსახვაში მეც მეზრდება ფრთები და მივფრინავთ ერთად , ვანადგურებთ ჩემს დამატყვევებელს. სიო უბერავს, გარშემო ყველაფერი
მე ნინო ერისთავი ვარ. ალბათ, დრო მოდის, როდესაც ყველა მაღლდება. კი, დღეს მეც ავმაღლდი. მთელი ამ დროის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი. ჩემს თავს ვუწოდე ცუდი ადამიანი და ყველა ჩემი უბედურება ამით დაიწყო. არ ვიცი, რას შევადარო ჩემი თავი, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი. ჩემი არსებობა ჩემი თავისთვისვე იყო საძულველი.გახდა საძულველი მას შემდეგ, რაც თვალებში ვუყურებდი უსამართლობას. უსამართლობას, რომელიც ასე გამალებით ცდილობდა მის ფეხ ქვეშ მოვექციე. ქედმაღლობა იქნებდა ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ მე განსაკუთრებული ვიყავი. თუმცა ეს ასე იყო. ერთ დროს მე მგრძნობიარე, ახალგაზრდა გოგო ვიყავი. მაშინ ნინოს არავინ მეძახდა. ხო, მე მაშინ ნუცა მერქვა. ახლა ყველაფერს მივცემდი იმ ბედნიერების სანაცვლოს, რომელსაც მე ნუცად ქცევა მომანიჭებდა.
...სწორად ნუცას დაენგრა თავზე ყველაფერი. ბედნიერი ცხოვრების ნამსხვრევებმა დაამსხვირეს ნუცა და დაიბადა ნინო ერისთავი. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად ჯერ კიდევ პატარაობაში დიდი დანაშაულის თანამონაწილე ერქვა. ერთი შეხედვით, ერისთავების ოჯახი ყველასათვის შესაშური იყო, თუმცა ეს სიმართლე არ ყოფილა. კაცი, რომელსაც მამაჩემი ერქვა, ყოველთვის მზად იყო მივეტოვებინეთ მე და დედა. კი, სწორედ ასეც მოხდა. მოულოდნელად, საკუთარი ოჯახისადმი სიამაყით სავსე ვუყურებდი, როგორ მიდიოდა მამა სამუდამოდ სხვა ქალთან. მე მას არჩევნის უფლება მივეცი. უკვე პატარა არ ვიყავი. მან იცოდა რომ ვერასდროს ვეღარ მნახავდა, რომ მოკვდებოდა მაშინვე, როგორც კი ამ კარს გაიხურავდა.
არ შეჩერდა... არჩევანი გააკეთა...წავიდა... გაქრა... გაუჩინარდა.
დავრჩი მე მარტო. უსასრულოდ ვფიქრობდი იყო თუ არა ეს ყველაფერი ჩემი ბრალი. მეც დავუშვი შეცდომა. ერთხელ ვერ ავიტანე ტკივილი და მეორედ მეც იგივე გავაკეთე. ხო, გავთხოვდი. გავთხოვდი მაშინ, როდესაც ნებისმიერი თანაგრძნობა მზად ვიყავი სიყვარულად მიმეღო. მიტოვებული, განმარტოვებული ადამიანი საღად აზროვნების უნარს კარგავს. გავყევი მეოცნებე ბიჭს და მასაც წავართვი ოცნების უნარი. დავუნრგიე ოჯახის ოცნება, რომელიც მისთვის ასეთი ლამაზი, სანუკვარი უნდა იყო. მეც დამნაშავე გავხდი და ამ გულის ტკვილითა და დანაშაულის გრძნობით ვაგრძელებდი ცხოვრებას. კი, მე ვატარებდი მას, ის მე მკლავდა მანამ, სანამ ივანე ვიგრძენი. ჩემში ახალი სიცოცხლე ვიგრძენი. მეც მქონია მშვენიერების, სრულყოფილების შექმნის უნარი. იქნებ მართლა გავხდეთ ოდესღაც ბედნიერი ოჯახი. ოჯახი, რომელზეც გულუბრყვილო ნუცა ღრმად იყო შეყვარებული.
დიდხანს მეპარებოდა ეჭვი ადამიანებში. სიყვარულში, ყველაფერში. რა სულელი ვყოფილვარ. მე გადავწყვიტე, რომ მსხვერპლად ჩემი თავის წარმოჩენა არ მინდოდა, ამიტომ დამნაშავეობა ვარჩიე და ,ხო, მოვკვდი. ცეცხლი მომედო და ჩემგან არაფერი დატოვა.
ყველა ასაკს თავისი ხიბლი ჰქონია. დანაშაულის გრძნობის, ეჭვების დასაძლევად გრძელი გზა ყოფილა გასავლელი. სწორედ ეს ეჭვები ქმნიან ადამიანისაგან დაუნდობელ ურჩხულს. არაფრისმაქნისს, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს.
მე ეს აღარ მემუქრება. მე ჩემი შვილის ოცნებების მცველი ვარ. მე მხვდა წილად მოვალეობა ის გავზარდო, არ დავუშვა რომ ჩემს მსგავსად უსამართლობას დაემონოს. მე აღარც ნუცა ვარ, აღარც ნინი, აღარც ნინო. მე ივანე მეტრეველის დედა ვარ.”
ნინო ერისთავი
...
ასეა... ივოს უბრალო არსებობაც საკმარისი იყო ნინოს ბედნიერებისათვის. საკმარისი იყო მათეს ღიმილისათვის. ივომ დაბადებისთანავე დიდი სიკეთე გააკეთა. ის გახდა ხავსი, რომელმაც მისი დედა რეალობას დაუბრუნა. ის გახდა ბოძი იმ ოჯახისა, რომელზეც მათე სულ ოცნებობდა.
...და მაინც, ივომაც არ იცოდა, რომ ის თავისი დაბადებით ბედს დაუპირისპირდა. შეიძლება ის არ ყოფილა წმინდა, სუფთა გრძნობის ნაყოფი, მაგრამ ის ნამდვილად იყო სიკეთის შვილი. მის მშობლებს არ აურჩევიათ საკუთარი ცხოვრება.
მეხი ვარდებოდა, ღრუბლები შავდებოდა, მაგრამ ერთადერთი ვაჟის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა და სქელი, შემზარავი ღრუბლებიც ნელ-ნელა გაიფანტა. დამალულმა სავსე მთვარემ გამოანათა. ვაჟმა ეს სულაც არ იცოდა.არ იცოდა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მას უკვე ჰქონდა სიკეთე გაკეთებული. ნამდვილი, უანგარო, არაფრისმომთხოვნი. მან გადაარჩინა ორი ადამიანი. მან შექმნა მეტრეველების ოჯახი.

ოქსიმორონი

ცამეტი წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა ტატუს გაკეთება. რა თქმა უნდა, ამის უფლებას არავინ მისცემდა, თუმცა ეს დაბრკოლება არ ყოფილა. ნახატი, რომელიც ივოს აზრით მას განსაკუთრებულს გახდიდა, მაინც დაიხატავდა. თავის დროზე ამ .ერთი შეხედვით, ბავშვურ საქციელში გზას ხედავდა, გზას, რომელიც თეთრ ტილოზე პირველ შტრიხებს გაავლებდა და თავისუფლებისაკენ მიიყვანდა.
გადაწყვეტილება სპონტანური იყო. ერთ დღეს გადაწყვიტა, მხატვარს შეუთანხმდა და ,აი , მოვიდა დათქმული შეხვედრის დღეც, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა რისი დახატვა უნდოდა. არ იყო ივანე ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად იღებდა. ახლა უნდა გადაეწყვიტა ის, რაც მთელი ცხოვრება თან გაჰყვებოდა. თანხაც წინასწარ გადაიხადა. თავის თავს უკან დასახევ გზას არ უტოვებდა, რადგან იცოდა… გზა, რომ ჰქონოდა უუკან აუცილებლად დაიხევდა.
იყურებოდა სარკეში. უყურებდა საკუთარ ზურგს და ფიქრობდა, რომ მალე სიცარიელე შეივსებოდა. სინამდვილეში, ამით ცდილობდა შეევსო სიცარიელე, რომელიც ნელ-ნელა ჭამდა. დარწმუნებული იყო, რომ ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა.
სიმართლე ერთი იყო - რამდენადაც შთაგონებული არ უნდა ყოფილიყო საკუთარი უბრალოებით, საკუთარი ცხოვრების უფერულობით მას არასდროს ნდომია სხვას დამსგავსებოდა.
ახლა იდგა და უყურებდა თვალებში პატარა, მოუმწიფებელ, გამოუცდელ ბიჭს. ბიჭს, რომელსაც ნაკვთები ახლა უყალიბდებოდა. თან უნდოდა ეს ნახატი მისი ბავშვობის სიმბოლო ყოფილიყო. უდარდელობის, სილაღის. ბავშვობის, რომელიც მხოლოდ დაუფიქრებელი, მიამიტი ოცნებებით იყო სავსე. უნდოდა ეს ნიშანი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა ყოფილიყო რაღაც განსაკუთრებული. არ ჰქონდა მნიშვნელობა რას დაიხატავდა. ეს ნახატი ჩვეულებრივი ვერ იქნებოდა… ორი სრულიად განსხვავებულის შემაერთებელი ხიდი, საპირისპიროს, შეუთავსებლის. ოქსიმორონი. ეს ოქსიმორონი იქნებოდა, სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ივომ არც კი იცოდა. შერწყმა ორი განსხვავებულისა, რომელიც ერთად შექმნიდა იმას, რაც ივანეს უნდოდა.
ფიქრობდა და ახსენდებოდა ზღაპარი, რომელიც ბავშვობაში ძალიან უყვარდა, რომელსაც მათე ყოველღამე უყვებოდა. ზღაპრის სიუჟეტი ყოველთვის განსხვავდებოდა წინისაგან, თუმცა იყო მათ შორის რაღაც საერთო. ეს საერთო კი იყო დასაწყისში ბნელი, რქიანი ანტაგონისტი, რომელიც ზღაპრის ბოლოს აუცილებლად გარდაიქმნებოდა. სიკვდილის პირას მისულის სხეული იხლიჩებოდა. ანტაგონისტი პროტაგონისტი ხდებოდა, ორ თეთრ, ნათელ, ათასბუმბულიან ფრთას შლიდა და ქრებოდა.
ხო, ბავშვობაში ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ ზღაპრებში მზრუნველი მამა ძალიან დიდ აზრს დებდა. ორი თეთრი ფრთა, ნათელი, ათასბუმბულიანი. ათასბუმბულიანი, როგორც “ათასფრთიანი წერო”. ეს სახელი ადრე გაეგო. ამოიკითხა დახეული, მტვერიანი წიგნის ყდაზე.საიდან გაახსენდა, რატომ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. ამ წამიდა ზუსტად იცოდა, რომ ზურგზე სიცარიელეს, მაღალყელიანი თეთრი, ფრთებგაშლილი წერო შეავსებდა.
ზურგს უყურებდა ფიქრობდა, პირველად მის ოთახში თეთრი, ნათელი ბუმბულები ცვიოდა, ახალდაბადებული ნათელი წერო კიოდა.
***
-რომელი საათია?
- თხუტმეტი წუთი გვაქვს.
-ერთი ღერი მოვწიოთ რა.
-როგორც გინდა
მოწევაზე უარს არასდროს ამბობდა. შეიძლებოდა სულაც არ უნდოდა, თუმცა რატომღაც მაინც სიამოვნებდა მარჯვენა ხელში, გრძელ თითებს შორის სიგარეტის მოქცევა, ღრმა ნაფაზების დარტყმნა და გამოშვებული, ჰაერში შერწყმული, დაკარგვის პირას მისული ორთქლისათვის ცქერა.
-შენ და გიორგიმ ტატუ გაიკეთეთ?
-კი.
-რა დაიხატე?
-თეთრი წერო.
-წერო?
-ხო.
-სად?
ჩუმად, აუჩქარებლად შებრუნდა ზურგით ილიასკენ და მაიკა ბეჭამდე აიწია.
-მოგწონს?
-კი, ლამაზია.
- ხო, მეც მომწონს - კმაყოფილმა სიგარეტს ღრმა ნაფაზი მოქაჩა.
-რას ნიშნავს?
-ალბათ, თავისუფლებას.
-ალბათ?
-ხო, ვერ აგიხსნი. ბევრი ვიფიქრე რა დამეხატა და ფიქრებში გართულს ბოლოს ნათელი, წერო გამომეცხადა.- გულწფელად უთხრა ივომ ილიას.
ხანდახან მასაც უნდოდა ყოფილიყო გულწრფელი. გულნატკენმა იცოდა, რომ გულწრფელად ლაპარაკი საშიში იყო. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ადამიანს ელაპრაკებოდა. სწორედ ეს გულწრფელად ნათქვამი წინადადები გამხდარან ხშირად ივოს გულისტკვილის მიზეზი. მაგრამ არც ცამეტი წლის ბიჭს შეეძლო მუდმივად ლოდის ტარება. ლოდის, რომელსაც ყოველი საიდუმლო, ყოველი უთქმელი წინადადება ამძიმებდა. ხანდახან მასაც ავიწყდებოდა ყველაფერი და მოდუნებული გულწრფელად ლაპარაკობდა.
ილიაც ივოს კლასელი იყო. მესამე კლასში გადმოვიდა. ბოლო მერხზე მარტო იჯდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ივოს სულ ეჩვენებოდა, რომ იყო მასშიც რაღაც სევდიანი, რაღაც ნაცნობი მისთვის, თითქოს ბოლომდე გულს არავის უშლიდა და ზედაპირული ურთიერთობებით თავს ირთობდა. მეგობრობდნენ, თუმცა ზედმეტად გულახდილი საუბრები იშვიათად ჰქონდათ. ვინ იცის იქნებ ილიაც ცდილობდა ახლოს მისულიყო ივოსაკენ. მისი ამბავი გაეგო, გაეზიარებინა. არავინ იცის ზუსტად ვინ რას ფიქრობდა, თუმცა ნაბიჯს არც ერთი დგამდა. ვერც ერთი ხვდებოდა, რომ ერთმანეთს ჰგავდნენ.
ილია ცაცია იყო, თუმცა ისიც მარჯვენა ხელით ეწეოდა. ის ივოს მსგავსი არ იყო. პატარა ნაფაზებს ურტყამდა და გამოშვებულ ბოლს თვალს არასდროს აყოლებდა.
-რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია შენ მოგწონს - გაუღიმა მეგობარს
-კი, მე მომწონს.
-არ გეშინია, რომ მოგბეზრდება?
-არ ვიცი. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სულ მომეწონება.
-ძალიან კარგი.
თქვა და სიგარეტი შორს გადააგდო.
-ზარი დაირეკა.
-წამოდი შევიდეთ.
კიბეზე ჩამომჯდარს ივომ ხელი გაუწოდა. ადგომაში დაეხმარა. ბოლო ნაფაზიც დაარტყა და სიგარეტი გვერდით ნაგვის ურნაში ჩააგდო.
-შევიდეთ.
ივო საუბრით კმაყოფილი ჩანდა. ეს კმაყოფილება დღის ბოლომდე გაჰყვა.
…და მაინც, რა უცნაურია. ასეთი უბრალო, პატარა საუბარიც საკმარისი იყო მისთვის. ისევ გრძნობდა კავშირს ადამიანებთან და აზრი რომ ის მარტო იყო ქრებოდა. ილია წინ ნელი ნაბიჯებით მიდიოდა და ფიქრებშიგართულ მეგობარს ვერ ეწეოდა. არავინ იცის რას ფიქრობდა მისი ზურგის შემხედვარე. თუმცა, ეს ბიჭი, რომლის ბეჭსაც თეთრი, ნათელი, გრძელფრთიანი წერო ამშვენებდა მისთვის კარგი ადამიანი იყო. ივოს ეს რომ სცოდნოდა თავის თავს ყოველდღე ათას უაზრო კითხვას არ დაუსვამდა, მაგრამ მან არ იცოდა ვინ რას ფიქრობდა, ვინ რას გრძნობდა.
გრძნობებისმსმენელი დერეფანში მიაბიჯებდა, უკან ნელი-ნაბიჯებით გუწლრფელი მიჰყვებოდა, ზარი ირეკებოდა, ბავშვებით სავსე დერეფანში სხვადასხვა ფერი იღვრებოდა.
***
-დაგაგვიანდა. - შორიდან დაუძახა თითქმის სირბილით მიმავალს.
-ილია - ღიმილით შეეგება ივანე მეგობარს და მარჯვენა ხელი გაუწოდა.
-ზარი დაირეკა.
-წამოდი შევიდეთ.
-არ გინდა გავაცდინოთ?
- შენ გინდა?
-ხო, რა.
-წამოდი სკვერში დავხდეთ - მხრები აიჩეჩა ივომ.
-მადლობა.
-მეც მეზარება ეკას საყვედურების მოსმენა.
-ხოდა წავიდეთ.
სკოლის გვერდით პატარა კეთილმოწყობილი სკვერი იყო. შემოდგომის ფერები ამ ადგილს არასდროს ერეოდა. წლის მიწურულსაც ისეთი იყო, როგორიც წლის დასაწყისში, თითქოს აქ დრო ჩერდებოდა. ძირითადად აქ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ გაკვეთილების პერიოდში დავიწყებული მეგობრების მეტი აქ არავინ სეირნობდა. დილა გრილი იყო. მზე ჯერ ბოლომდე არ ამოსულიყო, ცოტა ჯერ კიდევ ბნელოდა. უყვარდა მეტრეველს, როდესაც დღეები მოკლდებოდა, ღამე გრძელდებოდა. ხო დღე მისთვის ხშირად გალია იყო. გალია, რომლის გისოსებს მაშველად მოვლენილი ღამე არღვევდა. ილიას პირიქით დღე უყვარდა, ღამე კი მასთან ათასი სხვადასხვა აზრი მოდიოდა. ეს აზრები უამრავ წურბელას ჰგავდა, რომლებიც მისი სისხლით, ამ შემთხვევაში კი თეთრად გათენებული ღამეებით იკვებებოდა. საბანს თავზე იფარებდა და მუდმივად შეშინებული დაძინებას ცდილობდა. მათ შორის მაინც იყო რაღაც საერთო, როგორც დღესა და ღამის შორის. უხილავი კავშირი, რომელიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის. ხო, მართლაც ასეა - ერთი მეორეს გარეშე არაფერია.
-სულ მიყვარდა ეს სკვერი. - ისევ სიგარეტს მოუკიდა. ამჯერად მარცხენა ხელით ეწეოდა, სანთებელა ივანეს გაუწოდა
-მეც ბევრი კარგი ამბავი მახსენდება.
-ხო, მეც.
- ბევრი კარგი ამბავი - დაბალი ხმით გაიმეორა ივომ და ფილტვებში გაჩერებული, ნიკოტინით გაჟღენთილი კვამლი გამოუშვა.
-ისევ ხშირად დადიხარ აქ?
-აქ არც ისე.
-აბა სად?
ახლა უცებ გონებაში ივანე თავის სკვერში აღმოჩნდა. არა ილიასთან არამედ, თავის იდუმალ, უცნობ ნაცნობთან ერთად. გაახსენდა, რომ დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ივომ არ იცოდა, როდის მიდიოდა სიბნელეში დამალული, საიდუმლოებებით მოცული ქალი იქ, ამიტომ ვერც თვითონ ხვდებოდა როდის უნდა მისულიყო მის სანახავად, ამბის გაგრძელების მოსასმენად.
ვინ იყო ეს ქალი. შეიძლება ვეღარასდროს ვეღარ ენახა. მანდ იცოდა მისი სახელი, მაგრამ გამოუცდელ ივანეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორი იყო ის დღის შუქზე.
-რაზე ფიქრობ?
ახლა ძალიანაც უნდოდა ილიასთან ყველაფერი მოეყოლა. მოეყოლა უცნობ გოგოზე, რომლის შესახებაც თითქმის ყველაფერი იცოდა, მაგრამ სინამდვილეში მისი სახელიც კი არ იცოდა. უნდოდა მოყეოლა ასევე უცნობ ბიჭზე, რომლის ამბავსაც უსმენდა. უნდა მოუყვეს სკვერზე, რომელშიც მხოლოდ ისინი სხედან.
წამით, ტუჩები აამოძრავა და ყველაფრის მოყოლა დააპირა. გაჩუმდა, სიგარეტი მოხდენილი მოძრაობით ტუჩებთან მიიტანა. სიტყვა აღარ გააგრძელა.
იყო დრო, როდესაც მუდმივად პასუხების მძებნელს ეჭვი ეპარებოდა ამ ყველაფრის სიცხადეში. ხანდახან ეგონა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მოსაწყენი ცხოვრების გასალამაზებლად გამოგონილი ტყუილი. მარტოდდარჩენილი ადამიანის განწირული ილუზია.
მას არ ეშინოდა რომ ილიაც ასე იფიქრებდა. იმის მიუხედავად, რომ ხშირად არ ლაპრაკობდნენ ერთმანეთის სიტყვებს დაუფიქრებლად ენდობოდნენ. ივოც კი, რომელსაც ყოველთვის ათასი ეჭვი ღრღნიდა. მიზეზი სხვა იყო. ივანეს არ უნდოდა ილია ამის ნაწილი გამხდარიყო. ამ ბედნიერების , რომელიც მხოლოდ მისი იყო, გაზიარება არავისთვის არ უნდოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ეს. ის მხოლოდ მისი იყო.
-არაფერზე.
-არაფერზე?
-გაგიკვირდა?
-მე კიდევ მეჩენება რომ სულ ჩაფიქრებული ხარ. ჩემს თავს ვეკითხები რაზე ფიქრობს თქო. ხანდხან მგონია, რომ მომავალზე, მაგრამ მე შენ გიცნობ და მერე მახსენდება რომ არ გიყვარს მომავალზე ფიქრი.
-შენ რაზე ფიქრობ?
-მომავალზე. წელს სკოლას ვამთავრებთ.
-არ გიხარია?
- კი. ალბათ. შენ?
-არც ისე. ხო მიცნობ. შეჩვეულის დაკარგვა არ მიყვარს.
- კი ვიცი. სწორიც ხარ. ალბათ, მიზეზიც გაქვს. მიზეზი, რომელიც შეიძლება შენც არ იცი, მაგრამ იცი რამდენად ბედნიერი ხარ? რაღაც გაქვს, რასაც ვერ ელევი. რაც გაკარებს.
-შენ?
-მე არაფერი არ მაქვს ივო რაც შემაკავებს. არ ვიცი, როდის გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ზედმეტად უბრალო იყო. შეიძლება ჩემი ბრალიც არის. შეიძლება გავიზარდე. არ ვიცი. ასე, უბრალოდ, უსიხარულოდ...
-ვითომ ამაში იმალება ბედნიერება? - შეეცადა ილიასთვის სიტყვა გაეწყვიტა. მიხვდა, რომ ამაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა.
-შეიძლება? შენ რას ფიქრობ?
-მე, პირიქით, ვფიქრობ, რომ უბედურებაა, როდესაც ზედმეტად ხარ რაიმეზე მიჯაჭვული. როდესაც შენ თვითონ ვერ ხვდები რა გაკავებს. შეიძლება უბრალოდ მეშინია წინ ნაბიჯების გადადგმის.
-ანუ ყველაზე ბედნიერი უბედური ყოფილხარ.
-ბედნიერი უბედური - ლამაზი მოეჩვენა დაბნეულს ილიას ნათქვამი.
-მოგეწონა?
-ხო. - გაღიმებულის სახეს ახლა დაეტყო გამოფხიზლება. ჯერ კიდევ ჩაბნელებულ სკვერში ივოს თვალები ციმციმებდა.
-ლამაზი ოქსიმორონია.
-კი.
-იცი, მე შენს ნახატსაც ოქსიმორონს დავარქმევდი.
-წეროს?
-ხო.
-რატომ?
-ამაყი გრძელფრთებიანი წერო. საიდუმლოებებით მოცული, შენს ბეჭზე ერთ ადგილას დატყვებებული, მაგრამ წინ მიმავალი, მებრძოლი.
-შეიძლება.
-გახსოვს პირველად რომ გკითხე ტატუზე? მაშინ მითხარი რომ არ იცოდი, რატომ გადაწყვიტე წერო დაგეხატა.
-კი, მახსოვს.
-ახლა?
-რა ახლა?
-ახლა იცი?
-შეიძლება.
-გისმენ - თქვა და მეორე ღერს მოუკიდა. ილიას უყვარდა ადამიანების მოსმენა. მასაც უნდოდა, რომ მისთვისაც ეკითხათ თავს როგორ გრძნობდა, რას აპირებდა, ამიტომ ფიქრობდა, რომ ყველას მის მსგავსად უხაროდა ეს მცირედი ყურადღება.
ახლადგამოფხიზლებულმა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჩაბნელებულ კიბეზე ჩამომჯდარმა ანთებული სანთებელა სახესთან ახლოს მიიტანა შეამჩნია, რომ ის სხვანაირი იყო. მისი ნაკვთები ჩვეულზე დაძაბული იყო. ჩვეულად, ორ ღერს ერთად არ ეწეოდა, არც მარცხენა ხელით მოუწევია არასდროს.
ღრმა ნაფაზი მოქაჩა.
იმის მიუხედავად, რომ ეწეოდა მოკიდებული თამბაქოს სუნი ივოს არ ესიამოვნა. თითქოს ისიც დამძიმებული იყო. იქნებ ფილტვებში ჩასულს, ილიას სხეულში შეღწეულს სულ სხვა რაღაც დახვდა, ზედაპირზე სულ სხვა რაღაც ამოიტანა
- ბოლომდე არც ახლა არ ვიცი ილია - გაღიმებულმა გააგრძელა - სინათლეს ნიშნავს. იცი რომელ სინათლეს? ვერაფერი რომ ვერ აჩერებს. არარეულურს, მისტიკურს, ამაღლებულს, უეცრად მოსულს. სინათლეს, რომელიც ყველაფერთან ერთად მწველიც არის. სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენ შეიძლება დაგწვას კიდეც.
ილიას ივოს აღტაცებული საუბარი ესიამოვნა.
სიგარეტი ძირს დააგდო ფეხი დააბიჯა.
...
ამ დღის შემდეგ ივანეს ილია აღარც უნახავს. ისევ, როგორც არავის სკოლაში. მეორე დღეს სკოლის შესასვლელთან ელოდა. მთელი კვირა არ გამოჩენილა. ამბავი არავინ იცოდა. თუმცა მის გარდა მის ამბავს არც არავინ კითხულობდა და ,როდესაც, მასწავლებელმა კლასში გამოაცხადა ილიას მოულოდნელი გადასვლის ამბავი ივანეს გული ზიზღით აევსო და მიხვდა რამდენად მარტოსული იყო ილია, რომელიც ,ერთი შეხედვით, ყველას უყვარდა.
არავის უკან არც გაუხედავს, უკვე სრულიად დაცარიელებული მერხი ყველასათვის შეუმჩნეველი იყო.
მუჭს კრავდა, ბრაზს ვერ ერეოდა. ვერავის გულგრილობას ვერ პატიობდა და აციებულ ოთახში თვითონაც ცივდებოდა.
გული ზიზღით ევსებოდა და თავის თავს ვერ პატიობდა, რომ ერთხელაც არ მოუვიდა თავში აზრად გუშინ ილიასთვის ეკითხა რას გრძნობდა, რამე ხომ არ უჭირდა. თავის თავს ვერ პატიობდა და ბრაზითა და დანაშაულის გრძნობით გაჟღენთილი გული მძიმედ უცემდა.
-ოქსიმორონი...- თავჩახრილი თავისთვის ჩუმად იმეორებდა.
ბევრჯერ სცადა ივომ ილიასთან დაკავშირება, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.
ბოლოს გაირკვა რომ უცხოეთში წასულა. ზუსტად არავინ იცის, რომელ ქალაქში. თურმე მშობლებს ეს ჯერ კიდევ წინა წლის მიწურულს გადაუწყვიტავთ. წავიდა უთქმელად. ყველაფრის გარეშე, უბრალოდ წავიდა.
მასზეც ბრაზობდა. აზრი, რომ ვეღარ ნახავდა, ვეღარ დაელაპრაკებოდა, ტკენდა. მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მას გაუჩინარების მიზეზი ჰქონდა.
უმიზეზოდ არავინ ქრება, უმიზეზოდ არავინ იკარგება. იქნებ მასაც უნდოდა ახალი ცხოვრების დაწყება, ყველაფრის დავიწყებ. ამ კითხვებზე პასუხი ძველი მეგობრის გარდა არც არავინ არ იცოდა, მაგრამ ეს ასე იყო - მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და უკვალოდ გაუჩინარდა.
ამის შემდეგ, როდესაც ვინმე ივოს ტატუს მნიშვნელობას ეკითხებოდა პასუხობდა, რომ ეს ოქსიმორონი იყო. ბევრმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცოდა, თუმცა ივოს სულ სკვერშიმჯდომი, სანთებელის შუქით განათებული ილიას სახე ახსენდებოდა.
ახსენდებოდა და ფიქრობდა, ეს წერო ნელ-ნელა უფროდაუფრო ძვირფასი ხდებოდა.
მნიშვნელობა...
რამდენიმე კვირა იყო გასული ილიას მოულოდნელი წასვლის შემდეგ. კლასის ბოლოს დაცარიელებულ მერხს ივოს გარდა ვერც ვერავინ ამჩნევდა. ხანდახან უყურებდა და ფიქრობდა, რომ ილიაც ამ მერხივით ნახევრად ცარიელი იყო. ეს სახელი ამ ოთახში აღარ ისმოდა, მის ამბავს არავინ კითხულობდა. არავინ იცოდა ივოს გარდა, რომ არც ილიასათვის ჰქონდა ამას რაიმე მნიშვნელობა, მან თქვა, რომ არავინ აკავებდა და ვერაფერი შეძლებდა მის შეკავებას, დინებას გაჰყვებოდა. სადაც წაიყვანდა ყველაფერს მიიღებდა, მაგრამ ეს ყველაფერი გაუგებარი იყო ივოსათვის, რომელსაც ვერ წარმოედგინა, რომ ერთ დღესაც თვითონაც შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო. პირველად დაფიქრდა ამ ყველაფერზე და მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის რაიმეს დატოვება, სხვებისაგან ნათქვამი რამოდენიმე თბილი სიტყვა.
წვიმიანი შემოდგომის დღეს, კლასში შემოსულმა გადაწყვიტა უკან ილიას ადგილას დამჯდარიყო. უკნიდან ყველა მოსწავლის ზურგს უყურებდა, აკვირდებოდა და თავი ილიას ადგილზე წარმოედგინა. მუდმივი დამკვირვებლის, გაუჩინარებულის ადგილას წარმოედგინა თავი და მისი სხეული ნელ-ნელა ცარიელდებოდა. თავისუფლდებოდა ჩაღვრილი გრძნობებისაგან და ისიც დამსხვრეული ხდებოდა. წამით, მასაც მოეჩვენა, რომ გაუჩინარდა.
ასეთი იყო ივო, ხანდახან სხვისი ამბით გართული საკუთარ თავს კარგავდა, ყველაფერი ყრუვდებოდა, აღარ თეთრი წეროს კივილი ესმოდა.
საღამო შეუმჩნევლად მოვიდა. ეს დღეც ისეთივე შეუმჩნეველი იყო, როგორც მერხის ბოლოს მჯდარი ილია.
კლასიდან ყველას გასვლას დაელოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო წასასვლელად მომზადება. ილიაც ასე შვებოდა. იქნებ ყველაფერი ამ მერხის ბრალი იყო. მერხის, რომელიც საკუთარ სიცარიელეს სხვებს სდებდა. გასასვლელად მომზადებულმა, ღია ფანჯარაში საკუთარი ანარეკლი დაინახა და თვითონაც ვერ მიხვდა ნელი ნაბიჯებით როგორ მიაუხლოვდა. უახლოვდებოდა და საკუთარ თავისაკენ მიმავალი თავის თავს სხვადასხვა ასაკში ხედავდა. თვალწინ გაურბინა მისი ცხოვრების წლებმა. წლემბა, რომელსაც ეს ფანჯარა მუდამ აკვირდებოდა, რომლის მოგონებებსაც ის ინახავდა. ახლა ფიქრობდა რომ მის მსგავსად გულნატკენი მეგობარი საკუთარ ანარეკლს ხშირად უყურებდა. ახლა ილიასი უფრო ესმოდა, ახლა გაუჩინარებული, უეცრადწასული მეგობრის სიტყვების მნიშვნელობა უფრო გასაგები იყო მისთვის.
-როდის იყო ვინმეს შერჩენია... - თავისთვის ხმადაბლა ჩაილაპარაკა
-ივო - სივრცეში დაკარგული ისევ საკლასო ოთახში დაბრუნდა
-მაკა არ წასულხარ? - გაკვირვებული, ოდნავ შეშინებული სახით გახედა ჩანთამოკიდებულ მაკას.
-დერეფანში გეძებდი. რას უყურებ?
-არაფერს ფანჯრიდან ვიყურებოდი. - ისევ ფანჯრისაკენ შებრუნდა, ზურგი აქცია.
-ლამაზი საღამოა.
-ხო, ყურებაში გავერთე - ფანჯარას თვალს არ აშორებდა.
-სახლში ერთად წავიდეთ.
-წავიდეთ. - თქვა და მაკასკენ ნელა, ძალიან ნელა შებრუნდა. იყო მასში დღეს რაღაც განსხვავებული, რაღაც ილიას მსგავსი.
დერეფანიც ჩვეულებრივზე ცარიელი იყო. ასეთი მას არასდროს უნახავს.
-მაკა ილია არ გენატრება?
-ილია?
-ხო ილია; გული არ დაგწყდა?
-არ ვიცი ივო. ილია ყოველთვის გულჩათხრობილი იყო. სიმართლე გითხრა არც გამკვირვებია, რომ თავისი წასვლის შესახებ არავის არაფერი უთხრა.
- და იქნებ ცდილობდა, მაგრამ არავინ უსმენდა?
-შეიძლება.
-რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ამ ადგილში.
-ასეთი კითხვები ჩემთვის არასდროს დაგისვამს. ილიას წასვლამ ჩაგაფიქრა არა? - ცდილობდა მოსაუბრის მზერა დაეჭირა, მაგრამ ივო მუდმივად აქეთ-იქით იყურებოდა. რაღაცას ეძებდა.
-შეიძლება.
-კარგი. ჩემთვის ბევრი რამ არის აქ მნიშვნელოვანი, ბევრ ადამიანს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.
-და ,როდესაც აქედან წახვალ, რა დარჩება?
-დაელოდე და ნახავ. რა სისულელეა იმაზე ფიქრი, რაზეც პასუხს მაინც ვერ გასცემ?
-რატომ?
-როდესაც ზედმეტ ფიქრობ იმაზე თუ რა მოხდება, რას რა მოჰყვება ყველაფერი იცვლება, მნიშვნელოვანი უმნიშვნელო ხდებდა და საკუთარ აზრებში გართული მახეში გაბმულს ემსგავსები. ჩემი აზრით, ესეც მახეა. მახე, რომელსაც საკუთარ თავს შენ თვითონ უგებ - ნელა და გარკვევით საუბრობდა. ამაზე მაკას არასდროს უფიქრია, არ უყვარდა ზედმეტად მომავალზე ფიქრი, უმნიშვნელო აზრებით ფაქიზი, მსუბუქი სხეულის დამძიმება. როდესაც მომავალზე ფიქრობდა, მხოლოდ კარგი წარმოედგინა. ის არ ფიქრობდა უბრალოდ ოცნებობდა. მისი ოცნებები კი ამ უსახლკარო, მოხეტიალე კითხვებისაგან განსხვავებით მას არ ტკენდა. მაკამ ეს იცოდა. იცოდა და იღიმოდა, მაკა ძალიან ხშირად იღიმოდა.
-შენი აზრით, მეც საკუთარ მახეში ვებმევი?
-ალბათ.
-მაკა მეც რომ მოულოდნელად წავიდე დაგამახსოვრდები?
-არა - პასუხი ჩვეულზე სწაფად გასცდა. გაკვრივებულმა უკან გაიხედა. ბოლოსდაბოლოს მზერა ერთ ადგილას გააჩერა და მისკენ მიმავალს დააკვირდა. ამ პასუხს ივო ყველაზე ნაკლებად ელოდა განსაკუთრებით კი მაკასგან, რადგან რამდენიმე წამის წინ, როდესაც ფიქრობდა, რომ ისიც უკვალოდ გაქრებოდა თავს იმშვიდებდა და იმეორებდა, რომ მაკას მაინც ემახსოვრებოდა. კი, შეიძლება ცუდათაც იქცეოდა. ამას მოითხოვდა ადამიანისგან, რომელთანაც გულწრფელი არასდროს ყოფილა. რომელიც ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მისკენ მიიწევდა. თითქოს ბრაზი მოერია, მაგრამ მანაც იცოდა, რომ მისგან რაიმეს მოთხოვნის არანაირი უფლება არ ჰქონია.
-გაგიკვირდა? - ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა. თვალებში უყურებდა. ორივე გაჩერდა. ივოს თაფლისფერ, თითქმის შავ თვალებში ერთმანეთს წყენა და სევდა ერეოდა. იჟღინთიბოდა მის თვალის გუგებში და ისედაც მუქს უფრო აბნელებდა.
-კი. გამიკვირდა
-რა სულელი ხარ ივო.
-აბა ვინ გემახსოვრება?
-ბიჭი, რომელმაც საკუთარ ბეჭზე გამოსახული თეთრი, ამაყი წეროს მნიშვნელობაც კი არ იცოდა.
***
მაკა სახლამდე მიაცილა. არა ზედმეტი თავაზიანობის გამო, უბრალოდ ცოტა ხანს მარტო გასეირნება უნდოდა. უყვარდა ლამპიონებით განათებულ ქუჩებში სეირნობა, საღამოს მსუბუქი ნიავის შეგრძნება. ილიას წასვლამ გული იმაზე მეტად დაწყვიტა, ვიდრე თვითონვე ფიქრობდა. რატომღაც თვლიდა, რომ ის ვალდებული იყო გაეფრთხილებინა, თავისი გადაყვეტილება გაეზიარებინა. ისიც ვერ ეგუებოდა აზრს, რომ ისეთივე უმნიშვნელო იყო ილიასთვის, როგორც ყველა დანრჩენი.
შეიძლება ასეც სჯობდა; ეს უკვე აღარავინ იცოდა.
შემოდგომა იწურებოდა, ფოთოლთა ცვენა წყდებოდა, საღამოს ქუჩებში მიმავალი ფიქრობდა იმაზე, რაზეც ფიქრი საერთოდაც არ უყვარდა. ილია პირველი არ ყოფილა, არც ეს შეგრძნება იყო უცნობი მისთვის. იყვნენ ადამიანები ივოს ცხოვრებაში, რომლებსაც მიამიტად ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. შეიძლება ამიტომაც მოირგო გულქვის ნიღაბი, თავისაკენ აღარავის უშვებდა. გულქვა დაარქვეს და ამ სიტყვაში ბევრი რამ იმალებოდა. მაგრამ, ახლა სახლისაკენ მიმავალი, ბოძსმიყრდნობილი ცაში იყურება. უყურებს ჩაბნელებულს, ცარიელს და თავი ყველაზე დაუცველი, მიტოვებული ჰგონია. კი, ამ ნიღაბს ბევრი შეჰყავდა შეცდომაში, მაგრამ ივოს საკუთარი თავისაგან ვერ იცავდა. ვერც იმ ტკივილისაგან იცავდა, რომელსაც ახლა, ცისშემხედვარე გრძნობდა.
საკმარისი იყო. ეს გაცრეცილი შეგრძნება გულს შემოხვეული დამჭკნარი, სიცოცხლეწართმეული ფესვია. ფილტვებში გახვეულს გზა თვალებამდე დიდი ხნის წინ გაეკვალა. შეძულებული საკუთარი თავის მიმართ ზიზღით იჟღენთებოდა და გაქრობას არ აპირებდა. ყველა გზას კეტავდა და მისთან მიახლოებას შეუძულებელს ხდიდა. ის არასდროს არის საკმარისი, არც არასდროს არის სასურველი. მისი არსებობაც უმნიშვნელოა, მაგრამ ისიც მაშინ მოდის, როდესაც მნიშვნელობა მასსავით უფერული ხდება.
ნაფაზს, ნაფაზზე არტყავდა, ნიკოტინით შემოჩვეულს ვერ აფრთხობდა, მისგან თავს ვერაფრით იცავდა.
რა იქნებოდა და რა მოხდებოდა ეს ადამიანები, რომ მის ცხოვრებაში არასდროს გამოჩენილიყვნენ. რომ მას არასდროს გაეცნო ილია და ეს აუტანელი გაურკვევლობის შეგრძნება, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იყო, არასდროს დაპატრონებოდა. ეს კითხვები მის თავში მონაცლეობით ჩნდებოდა. რამდენიც არ უნდა ეფიქრა თავს აზრით, რომ ეს გამოცდილება ამ ყველაფრად ღირდა, ვერ დაიმშვიდებდა. იმიტომ, რომ დრო გადიოდა და ისევ იმავე შეცდომებს უშვებდა. ეს ყველაფერი გონებიდან არ მოდიოდა. კი, რამდენი ფესვიც არ უნდა შემოხვეოდა, რამდენ ტკივილსაც არ უნდა დამეძიმებინა, არ იცვლებოდა. ეს ყველაფერი მისგან მოდიოდა. ეს კი იყო ,რაც მან ზუსტად იცოდა. ეს აზრი აცოცხლებდა, რომ ის არასდროს არ ყოფილა ფარისეველი, არასდროს არ ყოფილა ტყუილი. ის ყოველთვის ნამდვილი იყო და ეს ყველაფერი , კი , ამად ღირდა. ამ მსუბუქ ტკივილადაც ღირდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა.
ბოლოს როგორც ჩვეოდა ღრმა ნაფაზი მოქაჩა. უყურებდა ბოლს, რომელიც სიცივის გამო ჩვეულზე გამოკვეთილად ჩანდა. ქარი ათამაშებდა. სკვერთან დიდხანს აღარ გაჩერებულა, დაელოდა სანამ ქართან თამაშში გართული ორთქლი თვალს არ მიეფარა. სიგარეტი შორს მოისროლა და აუჩქარებლად წავიდა.
გზა სულ სხვა შეგრძნებით გააგრძელა. კმაყოფილება და იმედგაცრუება ერთმანეთს ერეოდა. ეს ის სევდა არ ყოფილა, რომელიც მოძრავს, სიცოცხლეზე შევყარებულს ერთ ადგილას ყინავდა. ეს რაღაც სხვა იყო. რაღაც ამოუცნობი, რომლის სახელიც ჯერ არც კი იცოდა.
იყო მასშიც რაღაც სასიამოვნო. ხო, ივოს ყველაზე მეტად ის გრძნობები უყვარდა, რომლის სახელიც არ იცოდა. ალბათ, ამიტომაც უყვარდა საკუთარ ბეჭზე გამოსახული წერო, რომელსაც ერთ სახელს ვერ უძებნიდა, მაგრამ, რომელიც დღითიდღე უფროდაუფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა.
მასაც ანიჭებდა ზედმეტ მნიშვნელობას. ისევე, როგორც სხვა დანარჩენს. თუმცა ის მისგან არასდროს წავიდოდა, სულ დარჩებოდა მასთან და ლამპიონებით განათებულ ქუჩებში მის გვერდით იფრენდა.
***
-ივო. დაგაგვიანდა - შეეგება სახლში მისულს მზრუნველი დედა.
-ხო, მაკა გავაცილე სახლამდე.
-ძალიან მიყვარს მაკა. დაპატიჟე ერთ დღეს ჩვენთან. - თქვა ისე, რომ ასალაგებელი მაგიდისგან თვალი არც მოუშორებია.
-კარგი - ორივემ იცოდა, რომ ივო ამას არ იზამდა, მაგრამ არც ერთმა იცოდა რატომ.
-ადრე ყოველთვის მოგყავდა ბავშვები სახლში - უკვე ოთახში შესასვლელად მომზახებულს მიუბრუნდა. - რამე შეიცვალა?
-რა უნდა შეცვლილიყო? - მხრები აიჩეჩა, და ყალბი ღიმილით სცადა დედის მოტყუება. მას ეს სახლი ძალიან უყვარდა, მაგრამ მისი გაზიარების ბედნიერების ღირსად არავის თვლიდა. დიდი ხნის წინ დაეკარგა სხვებისთვის საკუთარის გაზიარების სურვილი, მაგრამ ეს ამბავი გასახსენებლადაც არ ღირს. ეს ამბავი წარსულს დარჩა, ჩაბარდა მისი გახსენება ივოს არ მოეწონებოდა.
-არ ვიცი. გეკითხები.
-არაფერი დე, ნუ ნერვიულობ - სითბოთი ცდილობდა დაემალა ყველაფერი, რასაც ამ წამს განიცდიდა. არ გამოსდიოდა, ივოს გრძნობების დამალვა არასდროს გამოსდიოდა.
-მოდი დაჯექი. ჩაის დაგისხამ. - ორი ფინჯანი ცხელი წყლით აავსო. ძალიანაც არ უნდოდა ახლა ჩაის დალევა. ეშინოდა, რომ გამძლეობა დიდხანს არ ეყოფოდა. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დამსხვრეულიყო და მუდმივად, მშვიდ ოკეანეში ტალღები ამოვარდნილიყო. დაუნდობელი, აბობოქრებული. ტალღები, რომლებიც ინახავენ უამრავ უთქმელ სიტყვასა და უამრავ ღრმად დამალულ გრძნობას. არც სხეულს შეუძლია მუდმივად ბრძოლა... არც ივოს შეეძლო მუდმივად ამ ყველაფრის დამალვა. სხვა გზა არ ჰქონია. მაგიდასთან დაჯდა, გაყინული ხელები ცხელ ფინჯანს მაგრად მოუჭირა... გათბა.
შეიძლება ყველაფრისგან განთავისუფლებაც ჯობდა, რა თქმა უნდა, ჯობდა, მაგრამ ივო დამტვრევას აღარ შეეგუებოდა. ის იმ სისუსტეს აღარ გამოავლენდა, რომელიც მუდმივად სანანებელი ხდებოდა. ხო, სინანული კი მისთვის ყველაზე საძულველი გრძნობა იყო. მას ყოველთვის ებრძოდა, მაგრამ ის ყოველთვის ახლოს, მის გვერდით იყო.
-რა ხდება ახალი სკოლაში?
-არაფერი; როგორც ყოველთივს.
-ხომ არაფერი მოგიფიქრებია?
-რაზე?
-უნივერსიტეტზე. უამრავი შემოთავაზებაა.
-არა დედა, ჯერ ადრეა - ცხელი ჩაი მოსვა.
-იცი ივო მიხარია, რომ მე დამემსგავსე - თვალი შეავლო შვილს.
-რაში? - ყოველთვის სიამოვნებდა ივოს, როდესაც დედასა თუ მამას ადარებდნენ. ბევრი ეუბნებოდა, რომ არც ერთს ჰგავდა, ამიტომ ყოველი შედარება მისთვის სასიამოვნო იყო.
-არ ფიქრობ ზედმეტს მომავალზე. ასეც უნდა იყოს. მომავალზე ფიქრს კარგი არაფერი მოაქვს.- ივოს პირდაპირ ჩამოჯდა. ჩაი მოსვა ისე, რომ ივოსთვის თვალი არც მოუშორებია. მან იცოდა ყველაფერი მის შესახებ, მისთვის არაფერი იყო დაფარული საკუთარ შვილზე. ახლა, მშვიდად უყურებდა ბიჭს, რომელიც აუღელვებლად სვამდა ცხელ ჩაის. ცხელი ფინჯანიდან ამომავალი ორთქლი სახეს გარშემო ეხვეოდა და გაყინულს ძველ ფერს უბდუნებდა. თვალს ვერ უსწორებდა. ასეთი ჩვევა ჰქონდა, მოსაუბრეს ხშირად არ უყურებდა თვალებში, ამიტომ მზერა ცხელი ჩაისაგან ამომავალ, სიცივეგამარღვეველ ორთქლზე გაეყინა.
-ალბათ, კარგია. - სწრაფად სვამდა. ერთი სული ჰქონდა ბოლომდე როდის გამოცლიდა.
-დაიღალე?
-კი, ცოტა. მამა სად არის?
-მამა მივლინებაშია სამი დღით წასული. ეს დღეები მხოლოდ მე და შენ ვიქნებით აქ.
-დიდი ხანია, მარტოები აღარ ვყოფილვართ - ჩუმად, გრძლად, გარკვევით წარმოთქვა.
-ხო, მაგრამ მირჩევნია სამივე ერთად ვიყოთ.
-მეც.
ორივე ცხელ ჩაის სვამდა. მის გაცივებას არც ერთი ელოდებოდა. ამ ,ერთი შეხედვით, უინტერესო საუბრის მიღმაც იმალებოდა რაღაც. ის, რაც მხოლოდ მათთვის იყო ცხადი. ყოველი ივოს ამოსუნთქვა დედისაკენ მიდიოდა. ისინი უყვებოდნენ მის ამბავს. ჰაერს ერეოდნენ და ფილტვებისაკენ მიმავალნი შვილის ცხოვრებას უამბობდნენ. ჩასუნთქული იკარგებოდა და უკან სულ სხვა ბრუნდებოდა. მისგან ამომავალი, ჩაის გემოთი გაჟღენთილი ივანეს გარშემო ეხვეოდა. ის არ ყოფილა, ნაზი, ყრუ, შეუმჩნეველი. პირიქით, ის ქარიშხალივით ძლიერი იყო, დაუნდობელი. მის სხეულში სწრაფად აღწევდა და არ ისვენებდა სანამ მკვდარფესვებშემოხვეულს ძველ სიმშვიდეს არ უბრუნებდა.
ამ საუბარიც იყო რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ მას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ყველაფერს სხვას, რასაც ივო მნიშვნელობას ანიჭებდა. ვერ ხვდებოდა, რომ ყველა მისი დარდი უსაფუძვლო იყო. უმადურივითაც კი იქცეოდა, რადგან მუდმივ ფიქრში ვერ ხედავდა ბედნიერებას, რომელიც მას ყოველდღე სახლში ელოდა.
მაგრამ ივო ასეთი იყო. ის მაინც იჯდა და ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა.
გამოცლილი, ჯერ კიდევ ცხელი ფინჯანი მაგიდაზე მძიმედ დადო. ბოლო ამოსუნთქვა სხვებთან შედარებით მძიმე იყო. თითქოს ერთიანად შეეწოვა დარდი, საფიქრალი, რომელიც ივოს მოსვენებას უკარგავდა. წავიდა მზურნველი დედისაკენ და რაღაც უხილავმა ძალამ ნაწილებად დაშალა... დააქუცმაცა.
-ოთახში შევალ, დავიძინებ.
-ტკბილიძილი
-ტკბილიძილი
ჩვეულზე მსუბუქად გრძნობდა თავს. ეს არ იყო ახალი მისთვის. საღამოს, ღამემოახლეუბლს ხშირად უთქვამს, რომ თავს ჩვეულზე მშვიდად გრძნობდა. ყველაფერს ისევ ღამეს მიაწერდა და ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, რომ მისი სიმშვიდის მიზეზი ამ მთვარიან საღამოს სულ სხვა რამ იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას მიხვდებოდა თუ არა. მაგიდასთან დარჩენილი მშვიდად უყურებდა როგორ შევიდა მისი ერთადერთი შვილი ოთახში. უყურებს და კმაყოფილი ღიმილით ცლის ცხელ ფინჯანს.
მართლა იყო ივო დაღლილი. დაიღალა ზედმეტი აზრებისაგან, ზედმეტი სიტყვებისაგან. მაგრამ ის ასეთი იყო და ამას ვერავინ შეცვლიდა. ის ვერ აიძულებდა საკუთარ თავს დაევიწყა ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი, რაც გულს ძალიან ტკენდა.
ლოგინზე დაწოლილი დიდხანს ვერ იძინებდა, თეთრ ჭერს უყურებდა, ყურში ყრუ შორიდან მომავალი წივილი ესმოდა.
...მეორე დღეს გაღვიძებულს არ ახსოვდა როგორ ჩაეძინა. ნახევრადღია ფანჯრიდან მზე მორცხვად ანათებდა. არაფერი ახსოვდა. თითქოს ყველაფერი,რაზეც ამ დროის განმავლობაში ფიქრობდა სიზმარი ყოფილიყო.
ვერ ხვდებოდა სად იმალებოდა ეს მოულოდნელი სინათლე, რომელიც აკანკალებულ სხეულს ათბობდა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და რომლის წინაშეც ყველაფერი უმნიშვნელო ქრებოდა.

ადამიანი
შემომავალი მზის სინათლეს ახალგამოფხიზლებულიც მორცხვად ეგებებოდა. ჩასძინებია ისე, რომ მაღვიძარის დაყენებაც ვერ მოესწრო. პირველ გაკვეთილზე მისვლა უკვე გვიანი იყო, მეორე გაკვეთილამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი. სკოლა რამდენიმე უბნის მოშორებით იყო, ამიტომ შეეძლო აუჩქარებლად ესაუზმა. დილით დამტკბარიყო.
დილა მზურნველი მამის გარეშე სულ სხვანაირი იყო. ხშირად არ ამახსოვრდებოდა რა ხდებოდა დილაობით, მაგრამ არასდროს ყოფილა ყველაზე პატარა ცვლილებაც კი შეუმჩნეველი მისთვის და დღეს, როდესაც ჩვეულ ადგილას არ დახვდა წიგნებისა და ძლიერი ყავის სურნელში გახვეული მათე თავი უცნაურად იგრძნო. თავისდაუნებურად ვერც მიხვდა, როგორ დაიკავა მისი ადგილი და გადაშალა წიგნი, რომელსაც მამა ყოველდილით ჩაფიქრებული კითხულობდა. კითხულობდა ნელა, სიამოვნებით, დასრულებას არ ჩქარობდა. თითქოს ყოველთვის წინასწარ იცოდა რამდენი წინადადება უნდა წაეკითხა, როდის უნდა გაჩერებულიყო, როდის უნდა მოესვა ყავა.
ფურცლები ფურცლებს მიჰყვებოდა.
ივოს ეს არ ესმოდა. მისთვის სიჩქარე ჩვეული რამ იყო. შეიძლება ეს კარგი სულაც არ ყოფილა, შეიძლება სულაც, ამიტომ იყო, რომ არ შეეძლო იმ სილამაზის აღქმა, რომელიც მის გარშემო ნაზად იმალებოდა. ზამთრისგან ჩაბნელებულ ტყეშიც იმალება გაზაფხული. გაზაფხული, რომელიც ეფემერული სიკვდილისაგან დაღლილი ხის ტოტზე სახლობს. პირველი კვირტი, რომელსაც შეეწოვა გაზაფხულის სურნელი და საკუთარი სათუთი არსებობით ეხარებინა ტყისათვის მისი მოახლოვება. მასაც ვერ შეამჩნევებს ბევრი. ვერც ივო შეამჩნებდა, მათესთვის კი ის არასდროს იქნებოდა უხილავი. ეს იყო განსხვავება მათ შორის. ბევრს არ შესწევს სილამაზის, მშვენიერების აღქმა. ესეც ნიჭია. ყველაზე დიდი ნიჭი.
-ჩაგეძინა -წიგნისფურცვლაში გართულს უკნიდან მშობლის ხმა შემოესმა. “ათასფრთიანი წერო” - ასე ერქვა მაგიდაზე დატოვებულ რომანს. ღიმილით უყურებდა სათაურს ივო და გაახსენდა, რომ სწორედ ეს სათაური ამოუტივტივდა გონებაში, როდესაც ზურგზე მაღალყელიანი, თავაწეული წეროს გამოსახვა გადაწყვიტა. ახლა, ძალიანაც მოუნდა მამისთვის ზურგზე გამოსახული წეროს ჩვენება. რა თქმა უნდა, იცოდა რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ის რომ სულ მის გვერდით ყოფილიყო საიდუმლოს მაინც არ გაუმხელდა. საქმე ის არ იყო, რომ ეშინოდა. უბრალოდ რატომღაც ფიქრობდა, რომ , როდესაც ისინი ამის შესახებ გაიგებდნენ ის აღარ იქნებოდა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორიც იყო.
...მათეს წიგნები არასდროს ჰგავდა სხვა დანარჩენს. ტექსტის გვერდით ყოველთვის უამრავი ნაწერი იყო. ფანქრით, წვრილად დაწერილი, იქნებოდა ეს შენიშვნა, კომენტარი თუ სხვა რამ. ის აძლევდა თავისთავს უფლებას მისი წიგნი ყოფილიყო ისეთი ,როგორიც თვითონ სურდა. ყოფილიყო განსაკუთრებული. ეს მისი არჩევანი იყო, მაგრამ არასდროს, მას თავისი თავისთვის ნაწერის დასასრულის შეცვლის უფლება არ მიუცია.
-რატომ არ გამაღვიძე?- წიგნი დახურა. გვერდით გადადო.
-გუშინ დაღლილი სახე გქონდა. კარგი გამოძინება არ გაწყენდა. რამე მნიშვნელოვანი გააცდინე?
-არა. ისეთი არაფერი.
-ხოდა, ძალიან კარგი.
-წაიკითხე?
-არა სათაურს ვუყურებ. ძალიან მომწონს.
-წარმოგიდგენია?
-რა?
-ათასფრთიანი წერო. - მოულოდნელ კითხვაზე დაფიქრდა. იფიქრა, იფიქრა და ზურგზე გამოსახული წეროს მეტი ვერაფერი წარმოიდგინა. ვერ წარმოიდგინა სინათეში გახვეული ათასფრთაგაშლილი წერო და რატომღაც შერცხვა კიდევაც.
-ვერა. - წიგნისთვის მზერა არ მოუშორებია.
-ვერც მე. სამაგიეროდ მამაშენს რომ კითხო დაწვრილებით აღგიღწერს როგორია.
-კარგი. ვკითხვავ რომ ჩამოვა.
-ჩაის დალევ თუ ყავას?
-არ მინდა მალე გავალ.
-დარჩი დღეს სახლში არ გინდა?
უნდოდა. სახლში დარჩენა ძალიან უნდოდა. მას საკუთარი სახლი მართლა მთელი არსებით უყვარდა. უბრალოდ, ხშირად არ აძლევდა საკუთარ თავს აქ დარჩენის უფლებას. მიზეზი მარტივი იყო. იცოდა, რომ, როგორც კი საკუთარ ოთახში მარტო დარჩებოდა ქარი დაუბერავდა და წყალშიმოტივტივე მორევში დაეშვებოდა. ქუჩაში მიმავალი, სკოლაშიმყოფი საკუთარ გრძნობებს ქარსა და მასწავლებლის სიტყვებს ატანდა. სახლში კი მისი ნიღაბი იმსხვრეოდა და ხდებოდა ნამდვილი - მგრძნობიარე, ცოტა სევდიანიც, სენტიმენტალური.
...მას საკუთარი თავი ასეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა და გულწრფელად ნათქვამ სიტყვები შეიძლებოდა ის გაენადგურებინა.
ამიტომ ებრძოდა. ივო საკუთარ თავს ყოველთვის ებრძოდა.
...კითხვაზე პასუხის გაცემა არ უჩქარია. წიგნს მზერას არ აშორებდა. იცოდა სახლში , რაც ელოდა და უცნაური ის იყო, რომ ეს კათარზისის მომენტიც სანატრელი იყო მისთვის. მორევში ჩათრეული უკან ყოველთვის ჩვეულებრივზე დამშვიდებული, მსუბუქი ბრუნდებოდა. ეს იცოდა და ის შეგრძნება, რომელიც შეიძლება სულ რაღაც ერთი წამი გაგრძელდეს, რომელიც ცეცხლმოკიდებული ფოთლის წყალში ჩავარდნას ჰგავს, მაინც საოცრად საყვარელი იყო.
-დავრჩები. ერთი დღე დავისვენებ.
-ძალიან კარგი. ჩაი თუ ყავა?
-ყავას დავლევ.
...ყავის სურნელი მთელ სახლში დატრიალდა. ღია ფანჯრიდან შემომავალი შემოდგომის ნიავი სახეზე სასიამოვნოდ ხვდებოდა. ფანჯრის წინ მათეს ადგილას იჯდა ივო და მონატრებულ სიმყუდროვეს მთელი სხეულით გრძნობდა.
-თუ გინდა დღეს ვინმე დავპატიჟოთ. - ამ კითხვას ივოს ხშირად უსვამდა. რა თქმა უნდა, მან იცოდა შვილი რა პასუხს გასცემდა. ზუსტად იცოდა რას განიცდიდა, მაგრამ მას უნდოდა დახმარება. უნდოდა, რომ ეს სიტყვები ხმამაღლა ეთქვა და განთავისუფლებულიყო მათგან.
-არ მინდა, მარტო მირჩევნია.
-ზედმეტად ეჩვევი ივო მარტოობას.
-რა მნიშვნელობა აქვს? - ცხელი ყავის სურნელი ივოსაგან მომავალ სიცივეს ერწყმოდა. დამცინავი, თითქმის სასტიკი ტონით უპასუხა დედი კითხვაზე. ყავა მძიმედ მოსვა და ასევე მძიმედ დადო ჭიქა მაგიდაზე.
- რატომ არ აქვს მნიშვნელობა?
- და რა მნიშვნელობა აქვს დედა? მე მარტო მინდა ყოფნა. ასეც ხდებდა, ყველა მოდის, ყველა-ქრება. მე მაქვს სახლი, რომელსაც არავის დავუკავშირებ, რომელიც მუდამ იქნება მხოლოდ ჩემი. აქ მე დაზღვეული ვიქნები ყველა ტკივილასაგან, სევდისაგან. ეს კედლები მხოლოდ კარგ მოგონებებს გამახსენებენ. გამახსენებნ მხოლოდ ჩემს ოჯახს და არა იმ ადამიანებს, რომელთა გახსენებაც შეიძლება სულაც არ მინდა. - შვება იგრძნო. დიდ ხანს უნდოდა ამ ყველაფრის ხამამღლა თქმა. ნინოც მშვიდად უსმენდა შვილის თავდაჯერებული ტონით ნათქვამ სიტყვებს და იცოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თავის დასამშვიდებლად მოგონილი ტყუილი იყო. ისიც იყო ადამიანი - განებივრებული, უპრობლემო. რომლისთვისაც პატარა ადამიანური სისუსტეც მიუღებელი იყო. ფაქიზი სულის პატრონი სიმართლისათვის იყო გადარეული. ამიტომ ის ქმნიდა სამყაროს, რომელიც მხოლოდ მისი იქნებოდა და იქნებოდა ისეთივე ამაღებული, როგორი სულიც ჰქონდა.
-ცდები ივო. შენ არ ხარ ადამიანი, რომელიც დიდხანს იქნება მარტო.
-შეჩვეული ვარ.
-შეჩვეული ხარ აზრს რომ ხარ მარტო, მაგრამ გამოჩნდება მალე ის, ვინც ამ აზრს გააქრობს და შენც მიხვდები, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა.
-შეიძლება.
-ასე იქნება.
-სახურავზე ვიქნები ცოტას წავიკითხავ.
...პასუხი აღარ გაუცია. უყურებდა შვილს როგორ ჩაიცვა ჟაკეტი, როგორ გაიარა ეზო და ავიდა სახურავზე. ჭიქა ნახევრად სავსე დატოვა. მშვიდად სვამდა ყავას და არ ნერვიულობდა დედა, რომ მის შვილს მარტოობა შეპარვია. იცოდა, რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა.
იცოდა ნინომ რომ ივოც იყო ადამიანი, იცოდა და სვამდა, ნინო ცხელ ყავას ნელა სვამდა.

შემოდგომა
შემოდგომის კვალი ნელ-ნელა იკარგებოდა. ზამთარი მოდიოდა. არ უყვარდა ივოს ზამთარი. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ამ თვეში მხოლოდ ერთადერთი დღე, 9 დეკემბერი, თავისი დაბადების დღე უყვარდა.
სიცივეში გამოსული ზაფხულზე ოცნებობდა, მაგრამ სინამდვილეში არც ზაფხული უყვარდა, თუმცა უყვარდა თავისუფლება, რომელსაც სიცხე,დამძიმებული ჰაერი ვერ ართმევდა. უყვარდა სილაღე, რომელიც ზაფხულის მახარებელ მერცხალს მოჰქონდა. ზამთარში ამ ყველაფერს კარგავდა და მიწაზე დაბრუნებული იყინებოდა. ცივ თვეებში ბობოქარი, სიცოცხლესმოწყურებული ზღვაც შეიძლება გაიყინოს. ნელ-ნელა ყინულის სქელი ფენით იფარება. მებრძოლს სევდა ერევა. სევდა ცივია, რაც უფრო მეტია, ზღვაც უფროდაუგრო ცივდება და ბოლოს იყინება.
საკუთარი სევდისაგან გაცივებული ზღა გაიყინა, ივოც გაიყინა.
ხანდახან ამ ქალაქში თავს ცუდად გრძნობდა. მაგრამ არასდროს არსად წასვლაზე არ უფიქრია. საკუთარი ცხოვრებისაგან გაქცევა არასდროს ნდომია. საკუთარ ნაპირებს არ დატოვებდა. არ იცოდა რას ვერ ელეოდა, მაგრამ იცოდა, რომ წასვლა მოკლავდა. სულ ფიქრობდა, რომ წასული უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და დაიკარგებოდა. ყველაფერს ამას ივო ზამთრის ცივ თვეში სკოლისაკენ მიმავალი ფიქრობდა. ფიქრობდა და არასასიამოვნო შეგრძნება, რომელიც მთელ სხეულს ეუფლებოდა ამძიმებდა. ყინულის ლოლოებივით ეკიდებოდა და მიწაზე ყინავდა. საათს უყურებდა და უნდოდა ეს დღეც რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. ყოველთვის ასე იყო, როდესაც თავს ცუდად გრძნობდა შემდეგ დილას იმედით ელოდებოდა. ასე იკარგებოდნენ დღეები მის ცხოვრებაში. კი, არც დროის ფასი იცოდა. უბრალოდ ეგუებოდა, რომ ეს დღეც დაკარგული იქნებოდა და საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ასეთი დღეებით ნელ-ნელა ივსებოდა მისი წელი.
სიცარიელის შემხედვარეს ახსენდებოდა რამდენჯერ გაუვლია ამ ქუჩაში სხვებთან ერთად. ახსენდებოდა რამდენი ადამიანი დაეკარგავს. ბევრჯერ მომკვდარა. კვდებოდა მაშინ, როდესაც დავიწყებული სახეები ახსენდებოდა, როდესაც ხვდებოდა, რომ ისევ იმავე შეცდომებს უშვებდა და ვერ სწორდებოდა. კოშმარად ქცეული ოცნებები, სიბნელედ ქცეული სინათლე- ეს ყველაფერი მისთვის შეუმჩნეველი არ ყოფილა.
ბევრი თვლიდა გულქვად, მაგრამ მარტო დარჩენილი ხშირად გულში ტიროდა. კი, ამდენი ტკივილის შემდეგ ივოს მხოლოდ გულში შეეძლო ტირილი. ხანდახან ძალიანაც უნდოდა გულის დარდი ცხელი ცრემლების სახით დაეღვარა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ივოს ტირილი აღარ გამოსდიოდა.
სინამდვილეში ,ეს ყველაფერი სევდა სულაც არ ყოფილა. თუმცა საკუთარ სევდაზე შეყვარებული ამას ვერც კი ამჩნევდა. ეს მონატრება იყო. რისი? თვითონაც არ იცის რისი. უბრალოდ ენატრებოდა. თუმცა ეს მონატრება იყო ის სითბო, რომელიც გაჩერებულს, გაყინულს ცხოვრებას უბრუნებდა. გული ძგერდა, თვალებს ხუჭავდა, თავისუფლად სუნთქავდა.
მწვანე ყვითლდებოდა, შემოდგომა იწურებოდა, ფოთლები ნელა, უსიხარულოდ ცვიოდა, ზამთარი მოდიოდა.
***
ისევ გაუფრთხილებლად წავიდა ივო სახლიდან. ათასი მიზეზი იპოვა, ათასი სხვადასხვა ამბავი შეთხზა. ყველას ის უთხრა რისი გაგონებაც უნდოდა, მაგრამ არავინ იცოდა სინამდვილეში ვისთან მიდიოდა. ივანე მარტო მიაბიჯებდა სიცივეში და თვითონაც არ იცოდა წინ რა ელოდა. უბრალოდ ერთში დარწმუნებული იყო. წვიმიანი, გრილი შაბათის გატერება თავისი ოთახის კედლებში გამოკეტილს არ უნდოდა.
გზაში მიმავალი ფიქრობდა, რომ მატყუარა იყო. ტყუილები არ უყვარდა და საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, როდესაც იტყუებოდა. გულწრფელად საუბარი ყველაფერს ერჩივნა და ახლა, ქუჩაში მიმავალი ფიქრობდა, რომ გულწრფელობას ვერავისგან მოითხოვდა იმიტომ, რომ თვითონ ბოლომდე გულწრფელი არავისთან არ ყოფილა… არც საკუთარ თავთან. შეგუებოდა ასე ცხოვრებას. არავის საყვარედურობდა. იცოდა, რომ სიცივეში მარტო სიარული თვითონ აირჩია. მაგრამ ამაყის, ფრთაგაშლილის სხეულში ხანდახან გარედან მომავალი სიცივე იჭრებოდა და ბუმბულგაყინული ციდან ეშვებოდა. ძალიან აკლდა ადამიანი, რომელსაც მხარზე თავს დაადებდა, თვალებს დახუჭავდა და თეთრ ბუმბულებს დაინახავდა.
სველ ქუჩებში მოხეტიალე ხალხმრავლობას გაურბოდა, თუმცა ეს ამინდი მისი შესაფერისი იყო. წვიმის შემდეგ გარეთ გასვლა ბევრს არ უყვარს. სკვერს ეძებდა, რომ ცოტახანი შესულიყო და მოეწია. თბილისის ქუჩებს მიჰყვებოდა და თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ მიჰყვებოდა დაუფიქრებლად, აუჩქარებლად და ეჭვიც კი არ უჩნდებოდა, რომ შეიძლებოდა დღეს ამ ღამეს ყველაფერი შეცვლილიყო. ამ საღამოს უკუნითი ჩვეულებრივზე ნათელი იყო, მთვარე გამოჩენას არ ჩქარობდა. სქელ ღრუბლებში ლივლივებდა და ალერსით, მორიდებით ხანდახან შეხედავდა თბილისს.ბილიკი არ იკარგებოდა და მიხეულ-მოხვეული ქუჩების ნაცვლად ამჯერად ქალაქის შუაგულში მიჰყავდა.
ივოს ლიტერატურა უყვარდა, მაგრამ ბევრს არ კითხულობდა. წიგნებს აგროვებდა და არასდროს არც ერთი შეკრება არ გამოუტოვებია, ამიტომ არავის გაუკვირდებოდა, რომ ენახათ უცნობი მწერლის პრეზენტაციაზე მისული ივანე. არც ავტორის სახელი იცოდა, არც ნაწარმოების უბრალოდ, როდესაც უსასრულო ქუჩებში ჩაფლულმა ბანერი დაინახა თავისდაუნებურად შევიდა. დინებას გაჰყვა. არც პრეზენტაციიდან გასულს ახსოვდა მწერლისა და ნაწარმოების სახელი ამ დღეს ივომ ის პირველად დაინახა. შორიდან უყურებდა, როგორ იჯდა წაბლისფერ, მკვდარი ფოთლებისფერ თმიანი გოგონა, რომელიც ატმოსფეროს ერწყმოდა, მაგრამ არ იკარგებოდა. მისი მყარი ფორმა და გამოკვეთილი ნაკვთები ატმოსფეროს ცრიცავდა და საუცხოო სურათს ქმნიდა. მისგან მოამვალი სითბო ივოს აშინებდა. არ იცის ზუსტად რამდენი წუთი ან რამდენი საათი გავიდა. ასე იყო… იცოდა, რომ რაღაც ამოუცნობს შეხვდა და დროც და სივრცეც გამკრთალდა.
…წუხდა, უკან მიმავალი, რომ ამ გოგოს ვეღარ ნახავდა. ვერ მიხვდა როგორ დაიკარგა უკუნითში და გაუჩინარდა. თავის თავს უბრაზდებოდა, რომ გაუშვა, მაგრამ იცოდა, რომ სიტყვის თქმასაც ვერ შესძლებდა. არც ავტორის, არავის ლაპრაკი არ ესმოდა, თუმცა მის გონებაში ღრმად შემოიჭრა ალისფერი, სადა კაბა, ცეცხლივით წითელი ტუჩები . ვერ გაეგო ივოს რა ფერის თვალები ჰქონდა. ხან რა ფერი ეჩვენებოდა, ხან რა ფერი. შორიდან ვერ არჩევდა. იყო მის თვალებში რაღაც ნაცნობი, რაღაც ამოუცნობიც, საშიშიც და მიმზიდველიც.
ნელ-ნელა წითლდებოდა. თვალები უციმციმებდა, გული უცემდა. არ იცოდა რას ელოდებოდა. ადგილზე გაჩერდა და არ იცოდა, რომ თავისდა გაუცნობიერებლად , უცნობს ეძახდა. დაუკოებელი სურვილი სახეს აკარგვინებდა და უფრო ხშირად უფრო მძიმედ სუნთქავდა.
ადგილზე შედგა და გაოცებისგან გაიყინა, როდესაც ალისფერკაბიანმა გოგომ ეზოში შესვლა შეასწრო. იდგა და თვალებს არ უჯერებდა. არ უჯერებდა, რომ ერთადერთმა სურვილმა, რომელიც ბოლო წუთებში ამოძრავებდა თვალწინ ჩაურა. შევიდა ეზოში, სადაც ივო ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ეს ილარია იყო.
ივო ილარის შეხვდა. წყალი ცეცხლს შეეყარა. ისინი ერთმანეთს ვერ შეეხობედნენ წყალი ვერ დაიფერფლებოდა, ცეცხლი ვერ ჩაქვრებოდა, თუმცა ამაზე ეზოს ჭიშკართან გაყინული ივო არ ფიქრობდა.
გაღიმებული ეზოს უყურებდა, წამები გადიოდა, ძაღლი ყეფდა, ზემოდან კმაყოფილი, მაღალყელიანი წერო კიოდა.
უხილავი ტბა
ეს ტბა სინამდვილეში არ არსებობს. ეს ადგილი არარეალურია. ცისა და მიწის გასაყარზე მდებარეს ვერავინ ხედავს. ნისლში ჩაძირული ადამიანებისთვის უხილავია. ეს ტბა მათი შეხვედრის ადგილია. ერთი მეორეს მხოლოდ აქ ხვდება. ნათელს, გაცისკრ`ოვნებულს ვერავინ უახლოვდება. ყოველწელს, ამ დღეს ერთი მეორეს ელოდება.
ახლაც მონატრებული ელოდება საყვარლის გამოჩენას. თეთრშიგამოწყობილი, ნათელი დგას წამებს ითვლის და ველურად იღიმება. შორიდან მაღალი, გამხდარი კაცის ჩრდილი ჩანს. ტბა ირეკლავს,თუმცა მის სახეს ვერავინ ხედავს. ვერც ვერავინ დაინახავს. მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო მისი ღიმილიანი, თვალებაციმციმებული სახე. მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ელოდება როდის ესტუმრება ტბას ის, ვინც თვალით ჯერ არავის უნახავს. მას,ვინც ყველასათვის უხილავია, ვის ნახვასაც ბევრი ნატრობს. ვერც მათ გრძნობას გაუგებს ბევრი. ეს გრძნობა ყველასათვის ამაღლებულია, მაგრამ მას არავინ ირჩევს, ყველას ზედმეტ ტვირთად მიაჩნია, ამიტომ გახდა ეს ტბა უხილავი. ისინი განწირულები არიან. განწირულები არიან სიყვარულისათვის, თუმცა მათ ეს სიყვარული უნდათ. ის ტკივილიც უყვართ, რომელიც მას თან ახლავს. წამებს არ ითვლის, მოთმინებით, გაუნძრევლად ელოდება. აქ ყოველი წამი გაყინულია. წამებიც ნისლში იკარგებიან. ტბა სარკისებრია. სხეულს უნდა, რომ მიუახლოვდეს, მაგრამ რაღაც არ უშვებს. ეს რაღაც რკინის უხილავი ჯაჭვივით ეხვევა სხეულს და მხრებიდან წამოსული მიწაზე ტოვებს. წინ არ უშვებს, ეს ჯაჭვი, რომლის მოშორების საიდუმლოც დღემდე არავინ იცის… ჯაჭვი, რომლის გარღვევის ფასსაც არავინ იხდის.
მხოლოდ შორიდან შეუძლიათ დატკბნენ.
ნისლში შემოფრენილი ათასი სინათლისაგან ფორმირებული მტრედი ჯანღს შუაზე აპობს. ღრუბლები წამით ჩერდებიან და დამალული, მიუწვდომელი ტბა რამდენიმე წამით გამოკვეთილად ჩანს. გზას უმზადებენ. მოდის. მას ვერავინ ხედავს, მაგრამ არც შეუმჩნეველი რჩება მისი გამოჩენა. ის მარტო არასდროს მოდის. ჩასული მზე თავის ბოლო სხივს ჩუქნის და მის სილამაზეს ეთაყვანება. სინათლეს კვალდაკვალ ქალის დახვეწილი, გრაციოზული სილუეტი მოჰყვება. ფეხშიშველი მიაბიჯებს წყალზე და უახლოვდება ნანატრს. ტბა ირეკლავს მის თეთრ კაბას, ოქროსფერ, სიცოცხლით სავსე თმას ქარი ეთამაშება. ნიავი უბერავს და მისი თვალებიც გამოჩდება. დაინახავს მას და გაანათებს, სინათლეს ტბა ირეკლავს და განათდება ისე, როგორც არასდროს არაფერი განთებულა.
შორიდან უყურებენ ერთმანეთს. წამებით ტკბებიან. დაღამებულ, სიბნელეს მოწყურებულ მიწას ზევიდან უყურებენ. ერთმანეთს ვერ უახლოვდებიან. იციან - ერთმანეთს შეეხებიან და გაქრებიან. ორი განსხვავებული ერთ მთლიანს შექმნის. ერთს შექმნიან, ამიტომ უყურებს დიდხანს კაცი მის თვალებს. ცდილობს დაიმახსოვროს, გაიყოლოს ბედნიერება, რომელიც შემდეგ შეხვედრამდე გულს აუვსებს. იცის, რომ მას დიდ ხანს ვეღარ ნახავს.
…დრო მოდის, ქალი ნაზად უახლოვდება იცის, რომ ეს ის წამია. წამი, რომელიც ყოველთვის არ დგება. შორიდან მიჭირს გარჩევა რა ხდება, თუმცა ერთს ნათლად ვხედავ. ორ გადახვეულ სილუეტს, კაცის კისერზე ქალის ნაზ, გრძელ ხელებს. თუმცა სილუეტი მალე დაიკარგება ისევ ნისლი, ისევ ღრუბლები ჩადგება, სინათლე გამოჩნდა. ორი სილუეტი ერთმანეთს შეერწყმევა და ნელ-ნელა ადამიანების სხეული იკარგება.
დაბნელდა, ღრუბელი ჩამოწვა, ღრუბლიდან მთვარემ ნაზად გამოანათა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი nicol

ბოლომდე წაკითხვა ვერ მოვახერხე სამწუხაროდ, სამსახურში არ მომეცა ამის საშუალება, მაგრამ გადავხედე. პირობას ვდებ აუცილებლად წავიკითხე ბოლომდე. ^^
ჯგუფში საკმაოდ კარგი შეფასებები მოგცეს, დამაინტერესა და შემოვყევი შენს ნაწერს. ნამდვილად არ შემცდარა უმრავლსობა. საინტერესო და მდიდარი თხრობის მანერა გაქვს. გამართული ნაწერი. საკმაოდ ჰაეროვნი წასაკითხია.
წარმატებებს გისურვებ და ახალ სტატუსს გილოცავ.
--------------------
თინა ნიკოლ

 



№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

nicol
ბოლომდე წაკითხვა ვერ მოვახერხე სამწუხაროდ, სამსახურში არ მომეცა ამის საშუალება, მაგრამ გადავხედე. პირობას ვდებ აუცილებლად წავიკითხე ბოლომდე. ^^
ჯგუფში საკმაოდ კარგი შეფასებები მოგცეს, დამაინტერესა და შემოვყევი შენს ნაწერს. ნამდვილად არ შემცდარა უმრავლსობა. საინტერესო და მდიდარი თხრობის მანერა გაქვს. გამართული ნაწერი. საკმაოდ ჰაეროვნი წასაკითხია.
წარმატებებს გისურვებ და ახალ სტატუსს გილოცავ.

დიდი მადლობა, იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუვებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent