შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი და ბედნიერება სრულად


27-06-2018, 22:49
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 913

ტკივილი და ბედნიერება სრულად

ულამაზესი იყო პატარა თანანა, დიდი ლურჯი თვალებით და კულულა პატარა წაბლისფერი თმით.
უდარდელი ბავშვობა ჰქონდა, მის სამეგობროსთან ერთად, ძალიან თბილი მოსიყვარულე უჭმელი ბავშვი იყო.
იშვიათათ თუ რამე მოეწონებოდა, არანაირი საჭმელი არ მოსწონდა.
გამორჩევა უყვარდა, თუ რამე არ მოეწონებოდა, იქ დამთავრდებოდა ყვალეფერი...
განა ოდესმე იფიქრებდა რა ტკივილის გადატანა მოუწევდა მის პატარა გულს.
არა ამას არასოდეს წარმოიდგენდა, უყვარდა ბავშვებთან თამაში იქ ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს.
როდესაც ჭამის დრო მოვიდოდა სულ იმალებოდა, რადგან დედის მომზადებული შვრის ფაფა არ ეჭამა.
ვერ იტანდა, ყველაზე მეტად სძულდა ფაფა.
წლები გადიოდა, პატარა თანა უფრო და უფრო ლამაზდებოდა.
პატარა იყო სულ რაღაც ოთხი წლის, ბაღში გამოსაშვებ ღონისძიებაზე მონაწილეობა რომ მიიღო.
ისეთი პატარა და საყვარელი იყო, მისი ერთი დანახვაც კი საკმარისი გახლდათ მის შესაყვარებლად.
უყვარდათ, ყველას უყვარდა პატარა ლამაზი ცისფერთვალება თანანა.
ძალიან მხიარული, ცანცარა მოუსვენარი ბავშვი გახლდათ.
იმდენად მოუსვენარი რომ ჯერ კიდევ ცხრა თვიდან დაიწყო გამართულად სიარული და ლაპარაკი.
ჯერ ხუთი წლისაც არ იყო სკოლაში შესვლა რომ მოინდომა, მთელს სოფელში მხოლოდ პატარა თანანას არაამქვეყნიური კივილი ისმოდა.
- ის თუ მიდის მეც მინდა.
_ ბოლო ხმაზე კივის როდესაც მის უფროს დას სკოლის ფორმაში გამოწყობილს ხედავდა.
- თანანა ჯერ ადრეა.
_ ქალბატონი ანა ცდილობს როგორმე შვილი დაამშვიდოს თუმცა უშედეგოდ.
- მეც მინდა.
_ ისევ ყვირის.
- თანანა.
_ ხმას აუწევს ქალიც.
- მეც მინდა.
- მამაშენივით ჯიუტი ხარ.
_ უფროსი კილაძის ძველი ფორმა გადმოიღი და თანას მოარგო.
- აი ეგრე.
_ კმაყოფილმა შეაბიჯა სკოლის ეზოში.
უდარდელ ღიმილს სახიდან არ იშორებდა, თუმცა მალევე მოიღუშა როდესაც მისკენ წამოსული უამრავი ბავში დაინახა.
წრეში მომწვდეული თანა ბღვერით უყურებს ყველას.
- ვაინე რა ლამაზი თვალები გაქვს.
_ მათგან ერთ-ერთი მოფერებას უწყებს, თუმცა მის ხელს მალევე იშორებს.
ხელები გადაიჯვარედინა და ბრაზით ახედა.
- აუ მართლა რა მაგარი თვალები აქვს.
_ ღიმილით გადოხედა ბიჭმა და მის წინ ჩაიმუხლა.
- რა გქვია პატარავ?
- რა შენი საქმეა.
- მე ნიკა მქვია.
_ ხელს უწვდის ბიჭი.
- თანა.
_ ცივად ეუბნება სახელს.
- რამდენი წლის ხარ თანა?
- ხუთის. შენ?
- 16- ის.
- ლაპარაკი არ გიყვარს?
- ლაპარაკი მიყვარს მაგრამ არ მიყვარს როდესაც ჩემი თვალები ვინმეს მოსწონს.
_ მალევე ჩამოურაკრაკა სათქმელი.
- გასაგებია.
_ ლოყაზე ხმაურით აკოცა და იქაურობას გაშირდა.
- ნიკა.
_ მალევე დაუძახა ბიჭს.
- გისმენ თანა?
- შენც აქ სწავლობ?
- კი თანა, თუ რამე დაგჭირდება მომძებნე.
- კარგი.
_ ზურგი აქცია და დედისკენ გაიქცა.
ძალიან მოსწონდა პატარა თანანას სკოლა, დირექტორმა სკოლაში ორი კვირის ვადით დატოვა.
თუ შეეჩვევა და აუღებს ალღოს შემდეგ მის დატოვებაზე ვიფიქრებო.
ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.
თუმცა შემდეგ პატარა თანას ცხოვრებაში პატარა პრობლემა გაჩნდა, მოულოდნელად გახდა ცუდად.
ჭამის მადა ისედაც არ ჰქომდა მაგრამ ახლა სულ დაეკარგა.
ფერი საერთოდ დაკარგა, თეთრი სულ თეთრი იყო ქათქათა თეთრი.
თანას ოჯახს საკმარისი რესურსები არ ჰქონდათ რათა ბავში ექიმთან წაეყვანათ, ამიტომ მეზობლისგან გარკვეული თანხა ისესხეს და ამ ფულით ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარეს.
ნაღველი მალევე დადეს დასკვნა და მკურნალობა დაუნიშნეს.
უამრავი მკურნალობის შემდეგ შედეგი არაფერი იყო.
თანა ისევ ისეთი თერდაკარგული დადიოდა.
მეორე კლასაში იყო როდესაც მასწავლებელმა კლასიდან გამოაგდო და სახლში გაუშვა.
გაბრაზებული გაუყვა სახლისაკენ მიმავალ გზას.
არ აინტერესებდა მისკენ მიმავალი არცერთი მანქანა.
ჯიუტად მიუყვებოდა შუა თეთრ ზოლს,  გზაში მიმავალი თანა სოფლის გამგებელმა დაინახა.
მანქანა შუა გზაში დააყენა და გზა გადაკეტა რათა თანა მშვიდობით მისულიყო შინ.
მანქანა მანამ არ გადააყენა სანამ ეზოში შესული ბავშვი არ დაინახა.
- თანა რა გჭირს?
_ ჭიშკართან მისულ თანას აჩერებს მამამისის ბიძაშვილის ცოლი.
- ჩემი თვალები შეღებილია?
_ ანთებული თვალები მიანათა ქალს.
- არა თანა რას ამბობ?
- დედა ჩემი თვალები შეღებილია?
_ იმ წამს გამოჩენილ დედას დაუძახა ბავშმა.
- ვინ გითხრა ეგ თანა?
- მითხარი შეღებილია?
- თანა რატომ ხარ ამ დროს სახლში? ხომ გითხარი მე მოგაკითხავ თქო.
- გამომაგდეს.
- ვინ გამოგაგდი თანა?
- ნანულიმ.
- წამოდი.
_ ხელი ჩაავლო ბავშვს და სკოლაში წაიყვანა, კლასის კარები უნებართვიდ შეხსნა და შიგნით შევიდა.
- შემოდი.
_ დაუძახა შვილს თუმცა მან ფეხი არ მოიცვალა და კართან დადგა.
- რატომ გააგდე ჩემი შვილი?
_ გაბრაზდა ქალბატონი ანა.
- რატომ გააგდე მეთქი?
- რა ხდება ანა?
_ მალევე შემოვიდა კლაში თანას მამიდა.
- თანანა კლასიდან გააგდო, ბავშვი გაბრაზებული მოვიდა.
ნინო როგორ შეიძლება ხომ იცი არა თანას მდგომარეობა, გონება რომ დაკარგოს?
ან ხომ იცი როგორი ჯიუტია, შუა გზაში უყვარს სიარული?
მანქანამ რომ დაარტყას რა მეშველება?
_ ცრლით აევსო თვალები.
- ნანული რატომ გააგდე?
_ დაიყვირა ქალბატონმა ნინომ, სასწავლო ნაწილმა.
ასევე თანას მამიდამ.
- თანას უთხრა თვალები შეღებილი გაქვსო.
_ მასწავლებელის ნაცვლად პასუხს მოსწავლე სცემს.
- ექვსი წელია მე ამ ბავშვს ესეთი თვალებით ვიცნობ, საიდან მოიტანე რომ შეღებილია?
_ იმ დღეს სკოლის ყველა მასწავლებელი დაიბარეს კრებაზე, თითოეულ მათგანს დააწერინეს განცხადება რომ არცერთი მათგანი მის მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობის დროს გარეთ არ გააგდებს.

***
შაბათ- კვირას დადიოდა თანა ეკესიაში, შიგნით შესვლა არ შეეძლო რადგან სულ გონებას კარგავდა.
კვირას ბედნიერი წამოდგებოდა ფეხზე, თავს მოიწესრიგებდა და ეკლესიაში მის ოჯახთან ერთად წავიდოდა.
- ისევ უზმოზე მოვიდა?
_ დანანებით ჩაილაპარაკა წირვის დროს მამაომ როდესაც თანამ ისევ გონება დაკარგა.
- თანა საყვარელო ხომ გითხარი არ არის საჭირო უზმოზე ყოფნა? შენთვის არ შეიძლება, თან მე ისედაც გაზიარებ.
- მე მინდა უზმოზე ვეზიარო, ესე უფრო მართალი ვიქნები ღმერთთან.
_ დიდი ლურჯი თვალები მიანათა მის საყვარელ მამაოს.
- კარგი საყვარელო.

***
_ საოპერაციოდ გაამზადეთ.
_ თანას ბოლო გინების დაკარგვის დროს ექიმმა მისი ოპერაცია გადაწყვიტა.
ყველაფერი გაამზადეს, ყველა საჭირო ანალიზი ჩაუტარეს და ბავშვი საოპერაციოდ შეიყვანეს.
- თქვენ ნორმალურები ხართ?
_ გიჟივით შემოვარდა საოპერაციოში თანას პედიატრი.
- რა ხდება თომა?
- ბავშვს ორგანიზმში უამრავი სახის ჭია ჰყავს,  რატომ უკეთებს ოპერაციას?
_ ბავშვს ხელი დაავლო და საოპერაციოდან გაიყვანა.
- ნუ გეშინია პატარავ.
_ გულში ჩაიკრა თანა.

***
- ექიმო მაგდენი საშუალება არ გვაქვს, თბილიში ვერ წავიყვანთ?
- ანა ვიცი მაგრამ ეს აუცილებელია.
_ ოჯახს საშინლად უჭირდა, არ ჰქონდათ საკმაო რესურსები თანას სამკურნალოდ.
თანას მამა ბატონი გია დღედა-ღამე მუშაობდა რათა მისი შვილებისთის, საჭირო საკვები მიეტანს.
თანას ავადმყოფობამ ოჯახი კიდევ უფრო დიდ გაჭორვებაში ჩააგდი.
მას ხშირი მკურნალობა და თბილიში გამოკვლევები ესაჭიროვებოდა.
ბატონმა გიამ მიწის დიდი ნაკვეთი გაყიდა რათა შვილისთვის, სამკურანლო თანხა ეშოვნა.
ყოველ სამ თვეში ერთხელ უწევდა თბიკიში წასვლა, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
თანას ბიძის დახმარებით, სოფელში ძალიან კარგი ქალი მოძებნეს რომელმაც თანასთვის საჭირო წამალს ამზადებდა.
მიუხედავად საშინელი სუნისა ძალით ასმევდნენ პატარა გოგოს.
ბოლო გამოკვლევაღა იყო დარჩენილი, როდესაც თანას სკოლაში მისმა კლასელმა ისეთი რაღაც უთხრა რამაც გოგოს ხასიათის უნებლიედ შეცვლა გამოიწვია.
- რა მოხდა თანა?
- არ წავალ თბილიში.
_ დაიყვირა ბავშმა.
- მამიკოს პრინცესა რა ხდება?
_ არ მინდა მამა იქ.
- თან რა ხდება?
_ სოფი ცდილობს როგორმე დის ხასიათის ცვლილების მიზეზი გაიგოს.
- არ მინდა, არა.
- თან გინდ მამაოსთან წაგიყვან?
_ ქალბატონი ანა ბავშვის წინ დაიმუხლა.
- არ მინდა, ყველანი მატყუარები ხართ.
- მე დაველაპარაკები.
_ ბავშვს ხელი დაავლო თანას ბიცოლამ და გარეთ გაიყვანა.
- რა ხდება თანა?
- სკოლაში მითხრეს რომ კიბო მაქვს და მალე მოვკვდები.
_ ცრემლით აევსო თვალები ბავშვს.
- არა ჩემო პრინცესავ.
რას ამბობ, შენ ძალიან კარგად ხარ.
უბრალოდ აი აქ.
_ მუცელზე ხელი მიადო.
- აქ პატარა ჭიაყელები გყავდა და აღარ არიან გაქრნენ.
- მართლა?
_ მალევე მოიმშრალა ცრემლები.
- რათქმაუნდა.

***
- დედა მიდის.
_ თერთმეტი წლის სოფი მის დებს ეუბნება.
- სად?
_ პატარა მაშომ ცრემლიანი თვალები მიანათა უფროს დას.
- ჩვენგან შორს.
_ ცივი ხმით ამბობ თანა.
- არ მინდა წავიდეს.
_ ატირდა პატარა მაშო.
- მამა რას ამბობს?
_ ინტერესით ჩააჩერდა უფროს დას მწვანე თვალებში.
- მამას არავინ ეკითხება, დედამ და ბებიამ გადაწყვიტეს.
- მამა ხომ უფროსია?
- თანა ჩვენ ძალიან გვიჭირს, ამიტომ დედას წასვლა საჭიროა.
- მამა ხომ მუშაობს?
- თანა პატარავ ეს არ არის საკმარისი.
- ჰოდა წავიდეს.
_ ფეხზე წამოდგა და ოთახში გავიდა.
ცრა ცლის იყო თანა როდესაც დედამ დატოვა, უცხო ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ.
ბავშვები მის მშობლებთან ქალაქში წამოიყვანა თავად კი გერმანიის გზას დაადგა.
წლები გადიოდა, პატარა თანას დედა ძალიან ენატრებოდა თუმც აცდილობდა ეს არავისთვის დენახებია.
რადგან მის დებს მასზე მეტად უჭირდა დედის გარეშე.
ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გადაიყვანეს,
იქ უფრო კარგი სწავლაა.
განაცხადა თანას ბიცოლამ. ( დედის მხრიდან)
_ ახალ სკოლასთან შეგუება გაუჭირდა, მისი კლასელები ძალიან სხვანაირები იყვნენ.
თანასგან განსხვავებულები.
ზაფხული იყო თანა დასასვენებლად არსად დადიოდა, მხოლოდ მამასთან თუ წაიყვანდნენ სოფელში ორი დღით და ეს იყო მხოლოდ.
ენატრებოდა ძალიან ენატრებოდა, თანას მისი მამიკო.
უნდოდა, მასთან უნდოდა გადასვლა თუმცა ამას ხმამაღლა ვერსად ამბობდა.
არავინ ჰყავდა თანას, ვინმე ვისაც მის დარდს თუ მწუხარებას გაანდობა.
მხოლოდ მამა, მხოლკდ მამასთვის შეეძლო ეთქვა თუმცა ახლოს არც ის ჰყავდა.
გვიანი იყო თანას ბაბუა სახლში ნასვამი დაბრუნდა, პირუტყვის დასაბინავებლად წავიდა.
ერთი შეიყვანა მეორე გარეთ დატოვა, თანას ბიცოლა ქათმების კარის დასაკეტად წავიდა როდესაც გარეთა კარი ღია დატოვა.
პატარა თანა კართან ატუზული ელოდა ბიცოლას, როდესაც გარეთ მყოფი პირუტყვი სადგომში შევიდა.
გარეთ გამოვარდნილ გაგიჟებულ ბატონ ვალერს კარში ატუზული თანა დახვდა.
- ხომ გითხარი არ გააღო კარი მეთქი?
_ ხელში წვდა გოგოს და სადგომისკენ წაათრია.
- მე არ გამიღია ბაბუ.
_ ცრემლიანი თვალები მიანათა საყვარელ ბაბუას.
- ახლავე გაათრიე გარეთ.
_ ფირუტყვის გამოყვანას ცდილობდა როდესაც ფეხი მოუქნია და თანას მოხვდა.
- არაფრის კეთება შეგიძლია.
_ მაჯაში წვდა გოგოს და შიგნით შეათრია.
_ იქვე პირუტყვისთვის განკუთვნილი ჯაჭვი აიღო და გოგოს მოუქნია.
სტკიოდა თანას, ძალიამ სტკიოდა არა ჭრილობა რომელიც ბაბუმ მიაყენა არამდენ გული სტკიოდა.
სტკიოდა რადგან მისმა საყვარელმა ბაბუამ, ესეთი ტანჯვისთვის გაიმეტა.
ურტყამდა გამეტებით ურტყამდა პატარა უსუსურ გოგოს, რომ არა თანას უფროსი და ალბად იქვე მოჰკლავდა გოგოს.
- მე შენთან ვარ დაო.
_ ონკანთან მიიყვანა და ჭრილობა გაუსუფთავა.
- მე არ გამიღია სოფ.
- ვიცი ჩემო სიხარულო ვიცი.
- წამიყვანე გთხოვ, მამასთან წამიყვანე აქ არ მინდა.
- ცოტაც მოითმინე თანა, სულ ცოტა საყვარელო.
_ ცრემლიანი თვალები შეუმშრალა, ხელში აიყვანა და ოთახში საცოლზე დასვა.
- არ იტირო გთხოვ.
_ ოთხად მოკეცილ პატარა დას მოეხვია.
- ესე მოვკვდები, მართლა მოვკვდები სოფ.
- ყველაფერი კარგად იქმება თანა.
_ მიუხედავად მისი ჭრილობებისა მას მაინც ძალიან უყვარდა ბაბუ, მისთვის ის ყოველთვის ყველაზე კარგი ბაბუ იქნებოდა.
იცოდა თანამ ამას რატომ აკეთებდა, და  სწორეს ამიტომ არ სძულდა ბაბუ.
ჯერ კიდევ თანას დაბადებამდე, მისი ბაბუ ავარიაში მოხვდა
რის შედეგადაც თავი დაარტყა, ძლიერი ტრავმა ჰქონდა.
ტრავმის შემდეგ ყოველთვის ესე ემართებოდა როდესაც რაღაცაზე გაბრაზდებოდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თანას სხეულის ჭრილობები შეხორცდა მაგრამ არა გულის.
გული ისევ სტკიოდა, თუმცა ნელ-ნელა ეგუებოდა მის მდგომარეობას.
როდესაც 12 წლის გახდა დამატებით სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ყველაფერს ასწავლიდნენ.
თანას ძალიან უყვარდა სიმღერა, მღეროდა მაგრამ არა ინგლისურს.
მხოლოდ ქართულ ხალხურს ასრულებდა.
ერთ-ერთ სკოლაში გუნდშინმღეროდა, სადაც წამყვანი სოლისტი იყო. თუმცა როდესაც ბიცოლამ სკოლოდან გადაიყვანა გუნდიდანაც გამოვიდა.
მოსამზადებელ სკოლაში, რამოდენიმე წრეზე დადიოდა, ცეკვა მუსიკა და ქარგვა.
მღეროდა იქაც მღეროდა, მაგრამ როდესაც მასწავლებელმა პირველი ხმის ნაცვლად, მეორეში გადაიყვანა ძალიან გაბრაზდა და სიმღერას თავი დაანება.
შემდეგ ცეკვიდანაც გამოვიდა და მხოლოდ ქარგვაზე დადიოდა.
რატი, რატი პირველი იყო ვინც თანას მოეწონა.
არ იცოდა რას ნიშნავდა ეს გრძნობა თუმცა იქ რატის გამო დადიოდა.
უხაროდა მისი დანახვა, ბედნიერი იყო როდესაც წარმოიდგენდა რატის თვალებს.
პირველი საჩუქარი, უბრალო ფურცელზე დახატული ულამაზესი ჯვარი იყო რომელიც რატიმ აჩუქა.
დაჰქონდა სადაც წავიდოდა ყველგან თან დაჰქონდა რატის საჩუქარი.
გვერდიდან ერთი წამითაც კი არ იშორებდა.
- როგორ ხარ თანა?
_ ღიმილით შეეგება რატი, მოსამზადებელში მისულ თანას.
ერთ კლაში ერთ მერხზე ისხდნენ, ისეთი საყვარელი იყო თანა როდესაც მის დიდ ცისფერ თვალებს აფახუნებდა ხოლმე.

***
ოქტომბერი იყო სოფელში მანდარინის საკრეფად წავიდნენ, თანას ისე უყვარდა მანდარინი რომ ხუთი კილო მანდარინი ერთი ამოსუნთქვით ჭამა.
იმ დღეს ცუდად გახდა, ყველას უბრალო მოწამვლა ეგონა.
მეორე დღეს უკეთ იყო, ამიტომ ჩანთა მანდარინით გაავსო და მთელ კლას დაურიგა.
მაგრამ როდესაც სპორტის გაკვეთილზე საუკეთესო მორბენალ თანას.
 მასწავლებელმა სკოლისთვის სამი წრის დარტყმა მოსთხოვა, ფეხი გაუშეშდა.
- რა გჭირს თანა?
_ გაკვირვებული უყურებს მის საუკეთესო მოსწავლეს ბატონი ბადრი.
- არ შემიძლია ფეხი საშინლად მტკივა.
_ ამოიკნავლა გოგომ.
- გინდა ექიმს დავუძახო?
- არა, არა გამივლის.
_ მიუხედავად მისი ტკივილისა, მოსამზადებელ სკოლაში მაინც წავიდა.
რადგან რატის ნახვა ძალიან უნდოდა.
მეორე დღეს ოპერაცია გაუკეთეს, იმდენი მანდარინი ჰქონდა ნაჭამი ბრმანაწლავი გაუსკდა.
ორგანიზმი მოეწამლა და ორი კვირით საავადმყოფოში მოიხდა დარჩენა.
ეგონა წამოსვლის ბოლო წამამდე ეგონა რომ რატი მოვიდოდა, თუმცა ის არ გამოჩენილა.
სახლში გამოწერეს წოლითი რეჟიმები დაუნიშნეს და მთელი ერთი თვე ესე გაატარა.
- რატი მომიკითხე.
_ სკოლაში მიმავალ დას დაუძახა თანამ.
- კარგი.
_ ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა, ბედნიერი და გახარებული მიდიოდა მოსამზადებელ სკოლაში.
სიგიჟემდე უნდოდა რატის ნახვა, თუმცა ბიჭი იქ არ დახვდა.
- წავიდა.
_ ჩურჩულით ეუბნება რატის მეგობარი ვახო.
- სად?
- ისრაელში მშობლებმა წაიყვანეს.
- როდის წავიდა?
- ერთი თვეა თანა.
_ სევდიანად გადმოხედა გოგოს.
- ეს შენ დაგიტოვა.
_ ფურცელი მიაჩეჩა ხელებში, სადაც ჩემს ლამაზთვალება თანას ეწერა.
ისევ მახატი და ისევ ჯვარი.
ისევ ეტკინა, რატი წავიდა ისევ დატოვეს თანა.
ისევ ატკინეს, რატიც ისევე წავიდა როგორც დედა.
ყველა ტოვებდა თანას, პირდებებიდნენ რომ არასოდეს დატოვებდნენ თუმცა ყვალა ტოვებდა მას.
- არაუშავს ესეც გაივლის თანა.
_ მწარედ გაეღიმა.

***
ერთი წლის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, მის უფროს დასთან ერთად.
ძველ სკოლად, ძველ კლასელებს დაუბრუნდა თანა.
მის დას ბებოსთან ჩხუბი მოივიდა და დასთან ერთად მამასთან დაბრუნდა.
არ ჰქონდა თანას არც აქ ჰქონდა უზრუნველი ცხოვრება.
მამა ხშირად სვამდა, სოფის კი მამასთან სულ ჩხუბი ჰქონდა.
უშლიდა ბატონი გია ბავშვებს გარეთ გასვლას, მეგობრებთან ყოფნას მდინარეზე წასვლას ყველაფერს უშლიდა.
როდესაც ბატონი გია ნასვამი იყო, სოფი დასთან ერთად სახლიდან მიიპარებოდა და ქუჩაში მეგობრებთან ერთად "აბირჭავებდნენ"
გვიან ბრუნდებოდნენ, მეორე დღეს კი ვითონ არაფერიო ისე აგრძელებდნენ საქმიანობას.
განა რამე ცუდს ჩადიოდნენ, არა უბრალოდ ერთობოდნენ თამაშობდნენ.
მეგიბრებს იძენდნენ.

***
- თანა.
_ მდინარეზე იყო თანა დასთან და მეგობრებთან ერთად.
ამ ჯერად მამამ თანხმობა მისცა და მდინარეზე გაუშვა.
- გისმენ ბექა?
- აი იმ ბიჭს შენი გაცნობა უნდა.
_ ხელით შავგრემანი ბიჭისკენ ანიშნა.
- ვინ არის?
- ჩემი ბიძაშვილი, თორნიკე ჰქვია.
- მერე მე მივიდე და გავიცნო?
- არა თავად მოვა.
- გამარჯობა.
_ ღიმილით ესალმევა ახალმოსულს.
- გაგიმარჯოს თანა.
- ბექამ მითხრა შენი გაცნობა უნდაო.
- ძალიან მომეწონე და ვიფიქრე გავიცნობ თქო.
- მერე ბექას მოგზავნა რა საჭირო იყო?
- რავიცი მეგონა ისე არ გამიცნობდი.
- სასიამოვნოა თორნიკე, შენი გაცნობა.
- თანა გამოცურე.
_ დაიყვირა ავთომ როდესაც თანა ბიჭთან მოსაუბრე დაინახა.
- უნდა წავიდე.
_ ბიჭს დაემშვიდობა და ავთოსკენ გაცურა.
- ვინ იყო?
- ბექას ბიძაშვილი.
- მისგან თავი შორს დაიჭირე.
- რატომ?
- თანა რომ გეუბნები ასე გააკეთე.
- კი მაგრამ რატომ?
- თანა.
_ ხმას აუწია ბიჭმა.
- კარგი ჰო.
- მიდი ახლა გაცურე.
- არ შემიძლია იქ ღრმაა, მე კიდევ ჯერ ვერ ვცურავ კარგად.
- მიდი მე აქ ვარ.
_ ბევრი ეცადა ავთო მაგრამ თანას ცურვა მაინც ვერ ასწავლა.
ავთო თანას მეგობრის, ქეთას ძმა იყო.

- თანა, ქეთას და გაგას შორის რამე ხდება?
_ მდინარედან ერთად წამოვიდნენ.
- არა ავთო.
_ მწარედ ტყუის გოგო.
- თანა ხომ არაფერს მიმალავ?
- არა ავთო.
 კარგად.
_ ბიჭს დაემშვიდობა და გზა განაგრძო.
- თანა დამელოდე.
_ თითქმის სახლთან მისულ თანას აჩერებს გაგა.
- გისმენ?
- ვიცი რომ ის წერილები გეგისთვის შენ არ გაგიგზავნია.
_ მწარედ გაეცინა ბიჭს.
- რა წერილები?
_ გაუკვირდა.
- შენ რომ ქალაქში წახვედი, გეგის შენი სახელით მესიჯები მოდიოდა.
- რა სისულელეა.
_ გაეღიმა.
- როგორც კი ქეთას ვუთხარი, რომ შენ მომწონდი და არა ქეთა გაბრაზდა, შემდეგ კი გეგას წერა დაუწყო შენი სახელით.
- ქეთა ამას არ იზამდა.
- სწორედ ის სწერდა თანა.
გუშინ საღამოს გეგამ იმ ნომერზე დარეკა, ეგონა შენთან დარეკავდა თუმცა ხელში ქეთა შეხვდა.
- ანუ ქეთამ ჩემი სახელით შენს ძმას მისწერა?
- კი.
- გეგიმ ხომ იცის ეს მე რომ არ ვიყავი?
- კი იცის თანა.


***
- მამა ეს კაბა მოკელა?
_ სკოლის ფორმაში გამოწყობილი თანა მამას წინ უდგება.
- არა თანა არ არის მოკლე.
- კარგი.
_ მამას ლოყაზე კოცნის და სკოლაში დასთან და მეგობრებთან ერთად მიდის.
- თანა რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ იცმევ მოკლე კაბებს.
_ სკოლაში მისულ თანას შენიშვნას აძლევს მასწავლებელი.
- მამამ მითხრა არ არის მოკლეო.
- მე გეუბნები რომ მოკლეა.
-მამა მითხრა არ არის მოკლეო.
_ ბრაზდება გოგო.
- ჰოდა მე ვამბობ რომ მოკლეა.
- ღმერთს ვფიცავ დღეიდან კაბას აღარ ჩავიცვამ, თუ მეტყვი რომ კაბით მოვიდე არ მოვალ იცოდე.
_ ხმას უწევს გოგო.
- თანა მე შენი მასწავლებელი ვარ.
- მასწავლებელი და არა დედა.
ნუ მეუბნები რა გავაკეთო გესმის?
სახლიდან გამოსვლის წინ მამა, ჩემს ჩაცმულობას ამოწმებს.
თუ მამამ თქვა რომ კარგია ესეიგი კარგია.

_ ბიჭი რომელიც მდინარეზე მისმა კლასელმა ბექამ გააცნო, თანას კლაში გადმოვიდა.
ყიველ დღე გრძნობდა თანა მწველ მზერას თუმცა ყურადღებას არასოდეს აქცევდა.
კლასელთან ჩხუბი მოუვიდა თანას, ისეთი არაფერი უბრალოდ შეკამათება იყო.
ბიჭმა უეცრად ხელი აიქნია და თანას მოხვდა.
- რა გჭირ თანა?
- არაფერი ლაშა კარგად ვარ.
- თმა რატომ გადმოიყარე? ხომ იცი არ მიყვარს თვალებს რომ მალავ?
_ თანას თმაზე ხელი მოჰკიდა და უკან გადაუწია, დაინახა გოგოს აწითლებული სახე სადაც ხუთი თითი ემჩნია.
- ეს ვინ ქნა?
- ისეთი არაფერია უბრალოდ, ლადომ ხელი აიქნია და მე მომხვდა.
ლაშ გთხოვ არავის უთხრა.
_ მუდარა გაერია ხმაში.
- კარგი.
_ თავი დაუქნია გოგოს, მაგრამ მაინც თქვა.
უკან მჯდომ კლასელს თვალით რაღაც ანიშნა, შემდეგ მან სხვას და ასე მიაღწია ამბავმა თორნიკეს ყურამდე.
- რა ხდება თანა?
_ ეზოში მდგომ თანას გვერდით უდგება ნიკა, ბიჭი რომელიც პირველად გაიცნო სკოლაში.
მიუხედავად იმისა რომ სკოლა კარგახანია დაასრულა ის ყოველ დღე მოდიოდა აქ.
- ლადომ ხელი ამიქნია, შემთხვევით გამარტყა იმ იდიოტმა თორნიკემ კი საქმის გასარჩევად წაიყვანა.
- გაწუხებს თორნიკე?
- აუ კი ყოველ დღე უკან დამყვება, თავი ყაჩაღი მგონია, რომელსაც პოლიცია უთვალთვალებს.
მოსვენებას არ მაძლევს, მამას რომ ვუთხრა მოკლასვ.
- გასაგებია.
_ თანას დაემშვიდობა და ბიჭებისკენ წავიდა.

- თორნიკე შემეშვი.
_ კბილებში გამოსცრა გოგომ.
ბიოლოგიის კაბინეტში მასწავლებელს ელოდებოდნენ, თორნიკე მის წინ იჯდა და გოგოს მოსვენებას არ აძლევდა.
გაბრაზებულმა თანამ წიგნი მოუქნია და თავში გაარტყა.
რა დროსაც ქალბატონი ნინო, თანას მამიდა შემოვიდა.
- თორნიკე მოდი აქ.
_ დაიყვირა დირექტორმა.
- გისმენთ მას.
- რა გინდა თანასგან?
- არაფერი მას უბრალოდ მიყვარს.
- რას ჰქვია გიყვარს?
ბიჭს რომელსაც გოგო უყვარს ეგრე იქცევა? არ დაგინახო მასთან, თორემ მიგაბრძანებ იქ საიდანაც ჩამოდი.

***
ისევ მიიწურა ერთი წელი,
სოფის შეყვარებული ჰყავდა რომელიც თანას არ მოსწონდა.
ის საერთოდ არავის მოსწონდა, განსაკუთრებით კი თანას მამას.
თუმცა სოფის ის მაინც ძალიან უყვარდა.
დილით ახალ გაღვიძებულ თანას ტელეფონზე ბაბუა ურეკავს.
აცნობებს რომ მისი და სოფელში აღარ დაბრუნდება, სოფის მის შეყვარებულთან ურთიერთობა ჰქონდა.
ახლა კი მთელი სანათესაო ჩართულია ამ საქმეში.
ცდილობდნენ როგორმე ჩუმად მოეგვარებიათ ამბავი, თუმცა საბოლოოდ ყველამ ყველაფერი გაიგო.
ბატონი გიასთვის ძალიან ციდი გასაგები იყო ეს ყოველივე, თანა სოფელს გააშორეს და ისევ ქალაქში წამოიყვანეს.
ისევ დატოვეს თანა, ამ ჯერად მისმა დამ დატოვა.
იმ დღეს იტირა თანამ, ცხოვრებაში პირველად გულით იტირა თანამ.
მისი საყვარელი და მიდიოდა, მისგან შორს და შესაძლოა ის ვეღარასოდეს ენახა.
თანაზე მეტად უფროსი დის წასვლას მაშო განიცდიდა, თანა ცდილობდა პატარა დისთვის არაფერი დაენახებია.
არ უნდოდა მისი დისთვის ტკვილილი ენახებინა.
როდესაც თითქოსდა ყველაფერი ჩაწყნარდა თანა ისევ სოფელში დაბრუნდა.


***
თანას პირველად შეუყვარდა.
20: 01: 12

_ საყვარელი ბიძის დაბადებისდღეზე თანა ქალაქში ჩამოვიდა.
საღამო იყო თანას ტელეფონი ამღერდა, თათია ურეკავდა მისი კლასელი და მეგიბარი.
უბრალოდ ჭორაობდნენ, თათიას გეთიშა.
- ალბათ სალაპარაკო ამოეწურა.
_ ღიმილით გაიფიქრა გოგომ და ბიძასთან მივიდა, ტელეფონი გამოართვა და მეგობართან გადარეკა.
- თა მგონი სალაპარაკო გაგითავდა.
- თათია გასულია.
_ ესმის ბიჭის ბოხი ხმა.
- შეგიძლიათ უთხრათ რომ თანამ დარეკა თქო?
- გადავცემ.
_ ამბობს ბიჭი და ტელეფონს უთიშავს.
- უზრდელი.
_ გაბრაზდა გოგო.
- თანა შენთან სალაპარაკო მაქვს.
_ ესმის ზურგს უკან ზურას ხმა.
- რა გინდა ზურა?
_ თვალები აატრიალა გოგომ.
- უნდა გელაპარაკო.
- ზურა შენ ბიცოლაჩემის ნათესავი ხარ, ასე რომ არ მინდა შენთან არანაირ სერიოზულ გრძნობებზე საუბარი.
- მე რომ მიყვარხარ თანა.
- სად შეგიყვარდი ადამიანო ნუ გადამრიე, ერთი კვირით ვიყავი მხოლოდ იმ სოფელში და როგორ შეგიყვარდი?
- მერე ერთი კვირა არ არის საკმარისი?
- ღმერთს ვფიცავ თუ შენს სოფელში ისევ მომიწევს ჩამოსვლა ჩადრით ჩამოვალ, რათა შენნაირი იდიოტები არ გადამეკიდოს.
_ ხელი ჰკრა გოგომ.
ტელეფონზე ესემესი მოუვიდა, თათია სწერდა.
" თანა გინდა ის ბიჭი გაგაცნო ვისაც ესაუბრე?"
" ვინ არის?"
" ბებიაჩემის მეზობელია"
" რა ჰქვია?"
" გიორგი"
" კარგი გავიცნობ"

  _ გიორგი კარგი ბიჭი იყო გიორგი, სწორედ გიორგი იყო ადამიანი ვინც პირველად შეუყვარდა თანას.
ვინმაც პირველად ასწავლა სიყვარული. ვინაც პირველად აგრძნობინა თანას რომ ვიღაცისთვის ის მნიშვნელოვანი იყო.
შეუყვარდა თანას, თავდავიწყებით შეუყვარდა გიორგი.
შავგრემანი, შავთვალა გიორგი.
 მისმა სიყვარულმა თავმოყვარეობაც კი დაავიწყა.
14: 02 : 12
დღე როდესაც თანას პირველად აუხსნეს სიყვარული, დღე როდესაც თანა უბედნიერესი იყო.
თუმცა არც ეს ბედნიერება გამოდგა მარადიული, მის ცხოვრებაში მარადიული ხომ არაფერი იყო.
ავად გახდა თანა, უბრალო ვირუსი წეეყარა.
სიცხემ აუწია საწოლზე ოთხად მოკეცილი იწვა.
გიორგი, გიორგი არსად ჩანდა.
მხოლოდ მისი მეგობარი ერო უდგა გვერდით.
განა მის გვერდით იყო არა უბრალოდ, მესიჯობდნენ.
" ნუ გეშინია მალე კარგად გახდები ჩემო ლამაზთვალება დაიკოვ"
"მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ"
_ ისეთი არაფერი მიმოწერა ჰქონდათ, უბრალოდ ერო თანად დამშვიდებას ცდილობდა.
გვიანი იყო ბატონი გიას მეგობარმა თანას სიცხის დამწევი წამლები მოუტანა.
ტელეფონი ჩართო, ნეტავ არასოდეს ჩაერთო ის დასაწვავი ტელეფონი.
გიორგის დაურეკა თუმცა უშედეგოდ, როგორც ჩანს თანას მიმოწერა ნახა.
ნახა და უთქმელად დატოვა ჩვენი გოგო, ისე დატოვა რომ მისთვის არც არაფერი აუხსნია...
დღეს ისევ დატოვეს თანა, გიორგი მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.
ტიროდა გულის ამოგლეჯამდე ტიროდა, წერდა თუმცა ის არაფერს არ პასუხობდა.
დედას სთხოვა, მან ყველაფერი იცოდა აუხსნა სიტუაცია თუმცა არ მოუსმინა.
დედამაც კი არ მოუსმინა და თანა დაადანაშაულა.
- ხომ იცოდი რომ ეჭვიანი იყო  რატომ ემესიჯებოდი ბიჭს?
- ის ჩემი მეგობარია.
- ჰოდა გყავდეს ის შენი მეგობარი.
_ ცივი ხმით ამბობს ქალი და ტელეფონს თიშავს.
ბევრს ეცადა თანა, ცდილობდა როგორმე გიორგის დაკავშირებოდა, ცდილობდა ყველაფერი არეხსნა თუმცა ის არ უსმენდა.
დახმარება გიორგის მეგობარს სთხოვა, თუმცა მანაც ვერაფერი გააკეთა.
დანებდა საბოლოოდ დანებდა და ჩაიქნია ხელი.
- გამწარდი სწორედ ისე გამწარდი როგორც მე გამამწარე.
_ ეს იყო თანას საბოლოო სიტყვა.
მას შემდგე მისი სახელი არავისთან უხსენებია.
უყვარდა ტიროდა თუმცა ამას არავის ანახებდა.
მხოლოდ ღამით მისმა ბალიშმა და ღმერთმა იცოდნენ როგორ სტკიოდა თანას.
სკოლის გაგრძელება აღარ უნდოდა, ამიტომ ცხრა კლასი დაამთავრა თუ არა  საბუთები სასწავლებელში გადაიტანა.
არასოდეს უყვარდა თანას საავადმყოფო და ექიმები მაგრამ, სწავლა სწორედ რომ ამ მხრივ გააგრძელა.
საცხოვრებლად მამის ძმასთან გადავიდა.
თუმცა ბატონი ავთო მოსკოვში მუშაობდა, სახლში მხოლოდ მისი მეუღლე და სამი შვილი ცხოვრობდნენ.
მათ თანაც შეუერთდა, სამ ძმას შორის მეოთხე დედმამიშვილი თანა გახლდათ.
საკუთარი შვილივით უყვარდა ქალბატონ ქრისტის თანა.
- მე ოთხი შვილი მყავს ჩემი უფროსი შვილი თანაა.
_ ყოველ დღე ამბობდა რომ მისი უფროსი შვილი თანა იყო.
იმ დღეს პირველად გაიგო თანამ რა იყო სითბო, ოჯახი და დედა.
უყვარდა ყველაზე მეტად უყვარდა ქალბატონი ქრისტი, მას დედას ეძახდა იმ დედას რომელიც სიგიჟემდე შეუყვარდა.
კოლეჯში საკმაოდ კარგად სწავლობდა, მიუხედავად იმისა რომ არ უყვარდა ეს პრიფესია მაინც სწავლობდა.
არ უნდოდა მისი დედის ქრისტის იმედები გაეცრუებია, მან ხომ ის საკუთარ შვილად აღიარა.
ის ხომ ყოველ ღამით ძილის წინ შუბლზე კოცნიდა, ტკბილ ძილს უსურვებდა დილით ასაუზმებდა, წასვლის დროს ფარულად პირჯვარს გადაწერდა.
მოსვლის დროს კი თანასთან ერთად სადილობდნენ.
არავინ მიირთმევდა მანამ სანამ თანა არ გამოჩნდებოდა.
ღამით უამრავ ტკბილეულობას ამზადებდა საყვარელ დედასთან ერთად.
საჭმლის მომზადება მამამ ასწავლა თუმცა, გემრიელობების გამოცხობა დედამ ქრისტიმ.
ერთი წლის შემდეგ სოფი დაბრუნდა, დაბრუნდა თუმც აეს ამბავი თანას არ ახარებდა.
სოფის გერმანიაში ყოფნის პერიოდში, საშინელი მომოწერა ჰქონდათ დებს ერთმანეთთან.
ბოლო პერიოდში ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ.
დის ჩამოსვლა გაუხარდა, თუმცა გული მაინც სტკიოდა მისი საქციელის გამო.
არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, სულ ჩხუბობდნენ.
სოფის გადაწყვეტილებით, თანა მასთან ერთად გადავიდა ნაქირავებში.
სოფის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ბიჭი ჩნდებიდა, რაც თანას ძალიანაც არ ახარებდს.
სასწავლებელში თანას თაყვანისმცემელი გამოუჩნდა თორნიკე, რა დამთხვევა არა მასაც თორნიკე ჰქვის.
ის თორნიკე არა ვინც თანას კლასელი გახლდათ, ის მისმა ბიძაშვილმა ჩამოაშორა.
გამუდმებით აწუხებდა თანას, მანაც შეწუხებულმა მის ბიძაშვილს მიმართა და აქ ყველაფერი დასრულდა.
კოლეჯის თორნიკე ასე მოიხსენიებდა თანა, ახალ ბიჭს.
უყვარდა თორნიკეს თანა, ქერა ცისფერთვალება ბიჭი გახლდათ თორნიკე.
თანას სულ ეცინებოდა მისი დანახვისას, რადგან ბიჭი ისეთი მორცხვი გახლდათ რომ გოგოს გამარჯობასაც კი ვერ ეუბნებოდა.
გაინტერესებთ როგორ აუხსნა სიყვარული?
მეგობრების დახმარებით
თანას კოლეჯის მეგობარი დათო, თორნიკეს ძმაკაცი იყო.
სწორედ მან აიძულა ბიჭი, თანასთვის ყველაფერი ეთქვა.
თავდახრილი უხსნიდა გოგოს სიყვარულს, ეს უკანასკნელი კი სიცილით იგუდებოდა.
- მე სხვა მიყვარს თორნიკე.
_ ღიმილით ეუბნება გოგო და იქაურობას გასცილდა.

***
სექტემბერი.
თანას დაბადების დღე.

_ დღეს ჩვენი გოგო 16 წლის გახდა.
დაბადებისდღე სოფიმ რესტორანში გადაუხადა. საჩუქრად უამრავი რამ მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით თორნიკეს მორთმეული ულამაზესი მინდვრის ყვავილები გაუხარდა.
სასწავლებლის ბოლო წელი იწურებოდა, თანა პრაქტიკებზე საავადმყოფოში დადიოდა.
შეუყვარდა, წარმოიდგენდით რომ თანას საავადმყოფო შეუყვარდებოდა?
აი მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
ნემსისადმი შიშიც კი დასძლია და ძალიან მოეწონა.
თეთრ ხალათში გამოწყობილი დაფარფატებდა, სავადმყოფოს ფოიეში.
ისე შეუყვარდა აქაურობა რომ ღამით მორიგედაც კი რჩებოდა.
ასე სოფისთან კამათს გაურბოდა, სოფის ცხოვრებაში გამოჩენილ ბიჭებსაც გაურბოდა.
კოლეჯი დაასრულა, რამოდენიმე თვეში 17 წლის ხდებოდა.
თუმცა სამსახური ვერსად იშოვა.
 

***
იანვარი.
სოფის დაბადების დღე.

_თანამ მუშაობა დაიწყო, არა საავადმყოფოში არამედ ბაზრობაზე.
ხელფასი დიდი არაფერი, დღეში ექვსი ლარი ჰქონდა რაც თვეში 180 ლარამდე გამოდიოდა.
ყველაზე პატარა იყო თანა იქ.
თავიდან ძალიან მშვიდი, წყნარი გოგოს იმიჯი მოირგო.
მისი ხასიათიდან გამომდინარე ყველას მალევე შეაყვარა თავი.
შემდეგ ისევ ისეთი გიჟი თანა ხადა როგორიც სინამდვილეში იყო.
საცხოვრებლად ისევ ბებო-ბაბუსთან გადავიდა.
მისი პირველი ხელფასით, იფროს დას საჩუქარი უყიდა.
იშვიათად ნახულობდა მის დედა ქრისტის, მაგრამ თანას ის ისევ ისე თავდავიწყებით უყვარდა.
აღარ ფიქრობდა გიორგიზე, მანამ სანამ მისი მეგობრიდან გიორგის ცოლის მოყვანის ამბავი არ გაიგო.
ისევ ეტკინა თანას.
მისი უანგარო სიყვარული ეტკინა, შემდეგ გიორგის შვილის ამბავი გაიგო და საბოლოოდ ჩაიქნია ხელი.
ერთ თვეში სოფი ისევ წავიდა გერმანიაში.
თანა ისევ დატოვეს, თანას პატარა და მაშო მამასთან გადავიდა საცხოვრებლად.
სამსახურის შემდეგ თანა იშვიათად მიდიოდა სოფელში.
დილით ადრიანად მოდიოდა სოფლიდან  დახლს გააწყობდა და შეუდგებოდა მუშაობას.
სწორედ იმ დროს გაიცნო რობი, ინტერნეტის მეშვეობით.
სოფის საიტზე თანას ფოტიები უნახავს, მოსწონებია ჩევნი თანა.
შემდეგ თანას დედას დაუკავშირდა, ესეც სოფის მეგობრის წყალობით.


***
 _ ბევრი არაფერი სალაპარაკო ენა იცოდა თანამ მაგრამ რაღაცეებს აგებინებდა ხოლმე ბიჭს.
მთელი ღამე საუბრობდნენ, მესიჯობდნენ.
მოეწონა, მხოლოდ მოეწონა და არა შეუყვარდა.
- თანა დე მას შენი ჩამოყვანა უნდა.
ველაპარაკე და მითხრა რომ ფულს გამოგიგზავნის, ვიზა გააკეთე და წამოდი.
მას შენი ცოლად მოყვანა უნდა, უბრალოდ ჩამოდი დაელაპარაკე შეხვდი.
ისაუბრეთ თუ შეგიყვარდა შეგიყვარდა თუ არა და რომ იმუშავებ დაუბრუნე თანხა.
- კარგი.
_ უნებლიედ დათანხმდა გოგო.
თანა ბავშვი იყო ბავშვი, რომელსაც გვერდით არავინ ჰყავდა  მას მხოლოდ.
მას მხოლოდ დედის ნახვს უნდოდა, სულ არ ფიქრობდა რა შეიძლება მომხდარიყო იქ.
მის  თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა.
- მე დედას ვნახავ.
მონატრებულ დედას.


***
მაისი.

_ თანა თბილიში წამოვიდა, მისი მეგობრის სახლში.
ვიზა გააკეთა და უკან ქალაქში დაბრუნდა.

***
16: 05: 15
ქუთისი- ბუდაპეშტი.
ბუდაპეშტი- გერმანია.
_ აეროპორტში თანა მისმა ოჯახმა გააცილა.
პატარა მაშო, თანას გვერდით დგას და გულამოსკვნით ტირის.
მამა არ ელაპარაკება, რადგან თანამ ბოლო წამს გააგებინა საყვარელ მამას მისი წასვლის შესახებ.
მის საყვარელ დედას არ დამშვიდობებია რადგან ვერ შეძლო.
ქალის თვალებში ჩამდგარ ცრემლს ვერ გაუძლებდა.
მის მოღუშულ სახის დანახვას ვერ გაუძლებდა.
ოჯახს დაემშვიდობა, რეგისტრაცია მის მეურვესთან ერთად გაიარა.
რადგანაც თანა ჯერ არასრულწლოვანი იყო, მეურვე გახდა საჭირო რათა საზღვარი გადაეკვეთა.
გერმანიაში გვიან ღამით ჩამოფრინდა, დედამ მისი ჩამოსვლის შესახებ არ იცოდა უნდოდა სიუპრიზი გაეკეთენბინა მაგრამ, ბატონმა ვალერმა შვილს ყველაფერი უთხრა.
აეროპორტში მისი მეგობარი გვანცა, გვანცას მეუღლე და რობი დახვდა.
მონატრებული მეგობარი გულში ჩაიკრა, რობი და იოჰანი გადაკოცნა დ ამანქანისკენ წავიდნენ.
- როგორ მიხარია რომ ჩამოხვედი.
_ ბედნიერი უკოცნის მონატრებულ მეგობარს სახეს.
- იმედია არ ვინანებ.
_ ღიმილით ეუბნება გოგოს.
კარგი ბიჭი იყო რობი, მშვიდი წყნარი.
მაღალი იყო თანაზე ერთი თავით მაღალი.
ყავისფერი თვალები ჰქონდა, მოკლედ შეკრეჭილი შავი თმა.
სიმპატიური იყო, საკმაოდ სიმპატიური.
საქარე მინის მეშვეობით ადევნებდა თვალ თანა ყოველ მოძრაობას, თუმცა თანა ისე იყო გართული ჭორაობაში რომ ბიჭს არც კი
უყურებდა.

***
თანას შეხვედრა დედასთან.

_ ვერაფერი იგრძნო თანამ, საერთოდ ვერაფერი.
ცივი იყო ყინულივით ცივი.
ქალბატონი ანა შვილის დანახვისას ატირდა, გულში იკრავდა მონატრებულ გოგოს თუმცა ის არც კი ეხვეოდა დედას.
- შევცდი.
_ იმ დღეს ინანა თანამ ჩამოსვლა, იმ დღეს დაწყევლა საკუთარი თავი.
გაუნელდა გაუქრა, ვერაფერს გრძნობდა.
დედის სითბო დავიწყებია, უყვარდა განა არ უყვარდა თუმცა გაყინულ გულს ვერ ათბობდა.
არც დედა ცდილობდა შვილი მისკენ შემოებრუნებია.
ყველანი ქალბატონი ანას სამსახურში წავიდნენ.
მის უფროსებს თანასთვის დიდი შოკოლადის ტორტი გაუმზადებიათ.
მარიას ანას უფროს ძალიან მოეწონა თანა.
გულში ჩაიკრა პატარა გოგო.
- ულამაზესი ხარ.
_ გერმანულად ამბობს ქალი და ქალბატონი ანა თარგმნის.
თანა მეგობრის გვერდით მოთავსდა, ანა ინტერესით ადევნებდა თვალს შვილის მოძრაობებს.
ცრა წლის იყო თანა, ახლა კი 17 წლის გოგოა.
- თანა დღეს ჩვენთან წამოვიდეს, ახლა ჩამოვიდა, აქაურობას არ იცნობს და გვანცასთან იჭორავებს.
_ ღიმილით ამბობს იოჰანი.
- არა.
_ წამოიყვირა ანამ.
- რობისთან დარჩება.
- ანა ცოდოა თანა ენა ნორმალურად არც კი იცის.
_ გაბრაზებული ამბობს გვანცა.
- არა მეთქი.
- რა ხდება?
_ დაბნეულმა გადახედა თანამ მეგობარს.
- არაფერი თანა.
_ მშვიდი ხმით ეუბნება დედა.
დედასთან კიდევ ცოტახანს დარჩა, როდესაც ფეხზე წაოაყენეს და გასასვლელისკენ უბიძგეს დაიბნა.
გაიფიქრა ალბათ გვანცასთან ვრჩებიო, ერთი საათის შემდეგ გაჩერდნენ.
როდესაც გვანცა გადავიდა გსდასვლა დააპირა, მაგრამ მეგობარმა გააჩერა.
- რა ხდება?
_ დაბნეული უყურებს გოგოს.
- დედაშენმა თქვა რომ მასთან უნდა დარჩე.
_ თვალით ანიშნა საჭესთან მჯდომი ბიჭისკენ.
- კი მაგრამ.
- მაპატიე თან.
ნახევარი საათიანი მგზავრობის შემდეგ ბიჭმა მანქანა დააპარკინგა და თანასთან ერთად გადავიგა.
სულ ცოტა იარეს ფეხით, შემდეგ ლიფტში შევიდნენ.
პატარა მყუდრო ბინა იყო, პატარა შესასვლელით.
თანა პირდაპირ მისაღებში შევიდა, სადაც ორი დივანი, პატარა მაგიდა და ტელევიზორი იყო.
- წყალი გინდა?
_ გერმანულად ეუბნება გოგოს.
თანა დაბნეული იქნევს მხრებს.
- წყალი გინდა?
_ ისევ უმეორებს.
შემდეგ ოთახიდან გადის და მალევე უკან წყლის ბოთლით უკან ბრუნდებ.
- ხო მინდა.
_ ქართულად ეუბნება გოგო და ბოთლს ართმევს.
იმ დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა, თანას თავისი ოთახი აჩვენა და დასაძინებლად წავუდა.
- რა პატივში ხარ თანა.
_ საწოლზე მოწყვეტით დაეცა გოგო.
ოთახს თვალი მოავლო, ცუდად მოხვდა თვალში თეთრი კედლები და თეთრი კარადა მაგრამ არ შეიმჩნია.
მისი ნივთები ამოალაგა საღამურები ჩაიცვა კარი გადაკეტა და ისევ საწოლში შეწვა.
დილით ტელეფონის ხმა აღვიძებს, მისი და იყო სოფი.
ახალი ნომერი დედამ მისცა ჩამოსვლის დროს.
- როგორ ხარ თანა?
- კარგად ვარ სოფი შენ? როდის ჩამოხვალთ?
- არ ვიცი ჯერ დაო.
შენ რას შვები?
- ახლა გავიღვიძე.
- სად ხარ?
- დედამ პირდაპირ მასთან გამომიშვა.
- ეგ როგორ?
- მეც არ ვიცი სოფ მალე ჩამოდი რა.
- კარგი, კარგი.
დღეს დედა მოვა შემთან.
უფროსმა დასვენების დღე მისცა.
- კარგი სოფ.
_ დას დაემშვიდობა, ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.
წყალი მალევე გადაივლო, გამოიცვალა და ისევ ოთახში დაბრუნდა.
მთელი ერთი საათი უცადა ბიჭს როდის გაიღვიძებდა, როდესაც დარწმუნდა რომ ის ადგომას არ აპირებდა ოთახის კართან ორჯერ დაუკაკუნა.
- მალე გამოვალ.
_ გაიგო ბიჭის ხმა თუმცა ნეტავ იცოდეს რა უთხრა.
ისევ თავის ოთახში დაბრუნდა, კარი ღია დატოვა და საწოლის ბოლოში ჩამოჯდა.
- დილამშვიდობის.
_ ქართულად ეუბნება ოთახში შემოსულ ბიჭს.
- დილამშვიდობის.
_ გერმანულად მიესალმა.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- კარგად.
_ ამდენი გერმანული კი ესმოდა.
მალევე გაისმა კარზე ზარის ხმა.
- გვანცა.
_ გახარებული გადაეხვია მეგობარს.
- როგორ ხარ თანა?
- კარგად ვარ შენ?
- მეც თანა.
- ანა მოვა.
- კარგია. სად არის?
- აბაზანაში შევიდა.
- სანამ ანა მოვა ყავა დავლიოთ.
_ სამზარეულოსკენ წაიყვანა გოგო.
- მე არვიცი სად არის ყავა.
- არაუშავს მე ვიცი, ხომ გახსოვს შენს ჩამოსვლამდე მეც ვცხოვრობდი ამ სახლში.
_ ღიმილით ეუბნება გოგოს.
- ჰო ვიცი.
- მოგეწონა?
- გვანც ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს, უბრალოდ მე მას არ ვიცნიბ.
დედამ კი პირდაპირ აქ გამომგზავნა, ჩემთვის ეს ცუდი გასაგებია.
ხომ იცი არასოდეს მიცხოვრია უცხო ადამიანთან.
- ვიცი თან ვიცი.
- დედას შეეძლო მასთან დავეტოვებინე, ამდენი წლის უნახავ შვილს უცხო კაცთან რომ უშვებ ეს როგორ უნდა გავიგო?
- ეს უფრო ადვილად შეეწყობი.
- გვანც მე არ ვიცოდი მასთან თუ უნდა მეცხოვრა.
- მოიცა ანას არაფერი უთქვამს?
- რა უნდა ეთქვა?
_ დაიბნა გოგო.
- ის რომ აქ უნდა გეცხოვრა.
- არა მე ვიცოდი რომ ჩამოვიდოდი უნდა მემუშავა.
- რას ამბობ თანა? რობის ერთ-ერთი პირობა ის იყო რომ შენ არ უნდა გემუშავა.
- მე ეგ არ ვიცოდი.
- როგორც სჩანს შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი თანა.
გუშინ იოჰანს შენი ჩვენთან წაყვანა უნდოდა, თუმცა ანა არ მისცა უფლება.
- ესე როგორ შეიძლება.
_ გაბრაზდა გოგო.


***
ანას მოსვლის შემდეგ ბევრი ილაპარაკეს, ილაპარაკეს რა ანა ლაპარაკობდა რობისთან გვანცა და თანა უსმენდნენ.
შემდეგ მაღაზიაში დედასთან ერთად ჩავიდა, საჭირო ნივთები იყიდა და სახლში დაბრუნდა.
იბანავა თავი მოიწესრიგა და ოთახში გვანცასთან ერთად შევიდა, მეგობარი თმას  უსწორებთა თან ძველ ამბებს იხსენებდნენ.
- ხვალ ჩვენ გეპატიჭებით სახლში.
_ ღიმილით ეუბნება გვანცა.
- იცის მან.
_ დაამატა როდესაც თანამ პირი რაღაცის სათქმელად დააღი.
- კარგი.
გვიან ისევ მარტო დარჩა სახლში, რობი სამსახურიდან გვიან დაბრუნდა.
თანა უკვე მის ოთახში იყო ეძინა, ერთი წამითაც არ უფიქრია ბიჭს გოგოს ოთახში შესვლა.
წყალი გადაივლო და ისიც მალევე შევიდა დასაძინებლად.
დილით ორივემ ერთ დროულად გაიღვიძა, აბაზანაში ჯერ რობი შევიდა მოწესრიგდა და შემდეგ თანას დაუთმო ადგილი.
იცოდა გვიან მეგობრის სახლში რომ უნდა წასულიყო, მისი საყვარელი ბალოტისფერი მაისური, ჯინსის შარვალი და კედები ამოიცვა.
თმა ჩამოისწორა და სახლი როვისთან ერთად დატოვა.
- კარგით რა აქაც ქათამი, კარტოფილთან ერთად?
- ეს ამათი საფირმო კერძია დაო.
_ ღიმილით გადახედა მეგობარს.
- მალე კვერცხის დებას დავიწყებ.
- მეც.
_ ანუგეშა გოგო.
ყველამ ერთად ივახშმა, შემდეგ სუფრა აალაგეს და აივანზე გავიდნენ ყავის ფინჯნებით ხელში
- მოგწოს გერმანია?
_ ინტერესით ეკითხება იოჰანი.
- სახლი კი.
_ ირონიას არ იშურებს გოგო.
- ეგეც მართალია.
 ჩვენ რომ წავიდეთ და თქვენ აქ დარჩეთ შეიძლება?
_ დაბნეული ამბობს იოჰანი.
- სად მიდიხართ?
- ძმაკაცთან წავალთ თქვენ იჭორავეთ.
_ ბიჭების წასვლის შემდეგ უამრავ თემაზე ისაუბრეს, ძველ ამბებს იხსენებდნენ.


***
_უკვე ერთი თვე გავიდა რაც თანა უცხო ქვეყანაშია, რობის ძალიან კარგად გაუგო.
გვიან სასეირნოდ დადიოდნენ, თანას ძალიან უყვარდა ზღვა ამიტომ ხშირად სეირნობდნენ .
ენაც ნელ-ნელა შეისწავლა, უკვე კარგად ესმოდა.
ყველაფერს ვერ გებულობდა მაგრამ რაც საჭირო იყო იცოდა.
დედასთან ურთიერთობა ისევ ვერ დაალაგა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა მანამ სანამ ერთ თვეში რობიმ გოგოს ურთიერთობა არ მოსთხოვა.
- ჩემს ქვეყანაში ქორწილამდე ურთიერთობა ცოდვა.
_ მკაცრი ხმით ამბობს გოგო.
- აბა რა გინდა სხვა ქალთან წავიდე?
- ჩვენ ესე არ შევთანხმებულვართ.
საერთოდ შევთანხმდით კი რამეზე.
_ ბოლო წინადადება უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
- თანა შენ ჩემი საცოლე ხარ და შენი მოვალეობა უნდა შეასრულო.
- იქორწინე ჩემთან და კი.
_ იმ დღეს თანა ძალიან გაჯიუტდა, თუმცა ბიჭმა თავისი მაინც გაიტანა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ სანამ, რობიმ ოთახში სინათლე არ აანთო.
როდესაც ზეწარზე წითელი ლაქა ვერ დაინახა, გაბრაზებული თვალები მიანათა თანას.
- ჩემამდე სხვა გყავდა?
- არა, არავინ.
- სად არის სისხლი?
- მე არავინ მყავდა.
_ ცრემლები წამოუვიდა თანას.
- დედაშენს არ უთქვამს ვინმე თუ გყავდა.
- მე არავინ მყავდა გესმის არავინ.
_ დაიყვირა გოგომ, ტანსაცმელი მალევე გადაიცვა დ აოთახიდან გავარდა.
- სოფი.
_ ტირილით ჩასძახა დას ტელეფონში.
- რა გჭირს თანა?
_ უფროს დას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლო ხმაზე ატირდა.
- მე ხვალ ჩამოვალ თანა.
_ ტელეფონი გათიშა, ფეხები აიკეცა და თავი დახარა.
- წამოდი ოთახში.
_ მალევე დაადგა თავზე ბიჭი.
- არ მინდა, არ მომეკარო.
_ დაიყვირა როდესაც ბიჭი მის გვერდით ჩამოჯდა.
- თანა მე უბრალოდ მინდა ვიცოდე.
- არავინ არ მყავდა გესმის? არავი.
- დამშვიდდი.
- ნუ მამშვიდებ.
_ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, აივანზე გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.
- ეჰ თანა, თანა რა დებილი ხარ რომ იცოდე.
ამდენი წელი ინახავდი თავს, ამან კიდევ სხვა გყავდაო.
მიგეცა ნებისმიერი გამვლელისთვის მადლი იქნებოდა.
დაფასებით მაინც არავინ გიფასებს.
_ მწარედ ჩაეცინა მის ფიქრებზე.
- ღმერთო რატომ ვარ ესეთ უბედურ დღეზე გაჩენილი?
_ მეორე დღეს სტუმრად გვანცა და იოჰანი ეწვია, გაემზადა რადგან სოფის და ნათიას უნდა გახვედროდნენ.
- თანა.
_ ნამტირალევ გოგოს გადაეხვია მეგობარი.
- ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობ.
- მე არავინ არ მყოლია გვანც.
-ვიცი ჩემო გოგოვ ვიცი, მე თუ არა აბა ვინ იცის.
- უთხარი წამიყვანოს ექიმთან, გვანც ჩემი თუ არ სჯერა იქნებ ექიმს დაუჯეროს.
- ყველაფერი მოგვარდება, ჩემს დასაც ეგრე დაემართა თუმცა მისმა ქმარმა არაფერი უთხრა.
- იქნებ ნათიას დაუჯეროს ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია გვანც, მე ხომ სამედიცინოზე ვსწავლობდი და იქედან ვიცი.
- ვიცი დაო ვიცი.
_ ცრემლი შეუმშრალა გოგოს.
სოფიმ და ნათიამაც ესაუბრეს თუმცა რობის ვერაფერი შეაგნებინენ.
თანა გამუდმებით იმეორებდა ფრაზას.
- ექიმთან წამიყვანეთ მე არაფრის არ მეშინია.
_ თუმცა მისი არავის ესმოდა.
მეორე დღეს თანას დედამ დაურეკა, კითხვით.
- თანა გყავდა მაქამდე სხვა?
- ანა შენ რომ ჩემთვის დედობა გაგეწია ამ კითხვის დასმა არ დაგჭირდებოდა.
როგორ ბედავ ჩემში ეჭვი რომ გეპარება, მე არ მიჯერებ და მას უჯერებ არა.
- თანა მე უბრალოდ გეკითხები.
- ნუ მეკითხები ნუ.
წამიყვანე აქედან წამიყვანე, ვიმუშავებ და გადავუხდი ფულს.
- მასთან იმუშავე, და ხელფასიდან დაგიქვითავს.
- კარგი.
_ რობისთან დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, მთელი დღე დილოს შვიდიდან ღამის თორმედამდე თავდაუზოგავად მუშაობდა.
მასზე ისე გაბრაზებული იყო მის მოტანილ საჭმელსაც კი არ აკარებდა პირს.
- თანა ფანტა გინდა?
_ ალექსი ერთადერთი იყო ვინც თანას ცუდად არ ექცეოდა.
მხოლოდ ალექსი ცდილობდა მის გამხიარულებას, დანარჩენები კი გამუდმებით ჭორაობდნენ მასზე.
- მადლობა.
_ ჭიქას ართმევს და სამსახურს უბრუნდება.
როდესაც რობი სამსახურიდან გავიდოდა, ქალი რომელიც თანასთან ერთად მუშაობდა, რობის მეგობართან ერთად თანას ეჭორავებოდნენ.
უნდოდათ გოგოსგან ინფორმაცია გამოეძალათ თუმცა უშედეგოთ.
მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა მანამ სანამ, მათი საუბრიდან სიტყვა ბო*ი არ გაიგო.
ძალიან გაბრაზდა თუმცა არაფერი უთქვამს.
იმ დღეს კაფეში მეგობრებთან ერთად წავიდნენ, ყველა აქ იყო გვანცას, სოფის და ნათიას ჩათვლით.
იქედან რობისთან ერთად წამოვიდნენ, ახლა ნამდვილად სჭირდებოდა ზღვა.
მცოლოდ იქ გრძნობდა თავს თავისუფლად.
- როდესაც შენ მაღაციიდან გადიხარ ისინი რაღაცეებს მელაპარაკებიან, დღეს კი ბ**ი დამიძახეს.
უთხარი მათ ნუ მეკონტაქტებიან, მე იქ მხოლოდ შენთვის ფულის დასაბრუნებლად ვმუშაობ.
შენს სახლშიც მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ რომ შენ გეშინია არ გავიქცე.
- მე შენ მიყვარხარ თანა, არ მინდა წახვიდე.
ჩემთან მხოლოდ იმიტომ გამუშავებ რომ მინდა ახლოს მყავდე
- რატომ არ გჯერა ჩემი?
- მჯერა, მჯერა როგორ არ მჯერა.
- მე ქრისტიანი ვარ, მართმადიდებელი ჩემს სარწმუნოებაში ქორწილამდე ურთიერთობა ცოდვაა ძალიან დიდი ცოდვა, ეს შენც უნდა იცოდე.
- მე მუსლიმანი ვარ თანა.
_ გაისმა ბიჭის ხმა.
- რაა?
_ პირდაღებული მიაჩერდა ბიჭს.
- მე ეს არ ვიცოდი.
- დედაშენმა კარგად იმუშავა, ბევრი რამ არ უთქვამს შენთვის.
_ თითქმის ერთი თვე მუშაობდა მასთან, თუმცა წებოს სუნზე თანას ალერგია დაეწყო.
თავიდან ბატონები გეგონებოდა თუმცა, ბოლოს ისე საშინლად დააყარა მთელს სხეულზე რომ სიარულიც კი აღარ შეეძლო.
იმ დღეს გამუდმებით ურეკავდა რობის, უკვე ძალიან ცუდად იყო.
მთელი დღე საწოლზე იწვა ადგომის თავიც არ ჰქონდა.
ან როგორ უნდა ამდგარიყო ვერც კი დადიოდა.
რობიმ საავადმყოფოში წაიყვანა, ექიმმა ალერგის წამალი გამოუწერა და გამოუშვა.
მთელი ერთი კვირა ეხვეშებოდა ბიჭს წამალი მოეტანა, თუმცა მას არ მოჰქონდა.
ყოველ ჯერზე იმეორებდა რომ დაავიწყდა.
კვირა დღე იყო, თანა მთელი დღე მდივანზე იწვა.
ბიჭი გვიან ღამით დაბრუნდა დატვირთული.
როგორც სჩანს მისთვის უამრავი რამ ეყიდა თუმცა თანას წამალი ისევ "დაავიწყდა"
- წამალი?
_ გაბრაზებული შევარდა ოთახში გოგო.
- დამავიწყდა.
- შენთვის ამდენი რამ რომ იყოდე, ჩემი ერთი წამალი როგორ დაგავიწყდა.
მომეცი ფული და მე თავად ვიყიდი.
- დედაშენთან წადი.
_ მხოლოდ ეს უთხრა გოგოს.
- დღესვე წავალ, დღესვე დავურეკავ ჩემს დას და აქედან სამუდამოდ წავალ.
- რაც გინდა ის ქენი.
- კარგი.
_ იმ საღამოს ვერ შეძლო მოსვლა სოფიმ, მეორე დღე დილით ადრიანად ჩაალაგა თანამ ტანსაცმელი და სოფის გაჰყვა...
ერთკვირიან სამსახურში მუშაობდა სოფი, მისი დაც იქ წაიყვანა.
ახლა ნამდვილად სჭირდებოდა დამშვიდება გოგოს, ახლა გვერდით ნამდვილათ სჭირდჭბოდა მისი და.
მერე რა რომ მათ არ ჰქონდათ საუკეთესო ურთიერთობა, სოთი დის გამო სიცოცხლესაც კი დათმობდა.
ალერგის საწინააღმდედო წამალიც სოფიმ უყიდა.
იქ სულ რამოდენიმე დღე დარჩნენ, შემდეგ ორივენი დედასთან წავიდნენ.
ქალბატონი მარია, ანას უფროსი ძალიან გახარებული იყო ამ ფაქტით.
სწორედ მან გაუშვა თანა ექიმთან, რათა ალერგიისთვის ემკურნალა.
გადასხმა გაუკეთეს, დიეტაც გამოუწერეს და სახლში გამოუშვეს.
- დედა სად არის დიეტის ფურცელი?
_ მარწყვის იოგურტს მიირთმევდა თანა როდესაც ქავილი დაეწყო.
- აქ მაქ.
- ნახე ერთი მაქ რა წერია, მარწყვი შეიძლება?
- უიმე არა თანა.
_ მალევე შეჰკივლა ქალმა.
- რატომ მიყიდე აბა?
- შემშლია შვილო.
- ოჰ დედა, დედა.
_ ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.


***
პირველი შერიგება.
- დღეს რობიმ დარეკა.
_ღიმილით ამბობს ანა.
- რა უნდა?
_ ცივი ხმით
ეუბნება თანა.
- შენთან ლაპარაკი.
- მასთან სალაპარაკო არაფრრი მაქვს.
- თანა შვილო მას უყვარხარ.
- გეყოს დედა.
შენი თქმით მე მასთან არანაირი ურთიერთობა უნდა მქონოდა, უბრალოდ შევხვდებოდი დაველაპარაკებოდი.
აქ ჩამომიყვანეთ, სულ ხვა მიზეზის გამო და აქ რა დამხვდა?
მე აქ შენს სანახავად ჩამოვედი, ვიფიქრე ამდენი წლის უნახავ დედას ვნახავ თქო.
მე დებილს ყველაფერი სხვანაირად მეგონა, აქ აქ კიდევ სულ სხვა ამბები დამხვდა.
- იქნებ დაელაპარაკო.
- რაზე ველაპარაკო?
- შენთან შერიგება უნდა.
- ნე არ მინდა.
_ გამწარებული წამოდგა ფეხზე.

- დე ჩემო საყვარელო დედა.
ნეტავ იცოდე როგორ მენატრები დე.
მაპატიე, მაპატიე რომ არ დაგემშვიდობე.
მაპატიე რომ ასეთი ლაჩარი შვილი გყავარ.
მაპატიე რომ შენს ცრემლებს ვერ გავუძლებდი, ისიც მაპატიე გული რომ გატკინე.
ძალიან მენატრები ქრისტი, როგორ მინდა ახლა შენს მკლავებში შენს სურნელს შევიგრძნობდე.
როგორ მომენატრა შენი ნათქვამი " ძილინებისა ჩემო პრინცესავ"
ნეტავ იცოდე როგორ ვნანობ ყველაფერს.

_ორი დღისშემდეგ რობი დედასთან და დასთან ერთად ნახა.
სხვა გზა არ ჰქონდა, წასასვლელი არსად ჰონდა და მასთან დაბრუნდა.
მხოლოდ იმ პირობით რომ სოფიც მასთან იცხოვრებდა.
ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა, თანამ აპატია, აპატია რობის ის საქციელი.
თავი დახარა და მის ბედს შეეგუა.
შეუყვარდა, თავდავიწყებით შეუყვარდა ბიჭი.
თუმცა გული მაინც სტკიოდა, სტკიოდა რადგან მისი საყვარელი მამა შვილს წასვლას ვერ პატიობდა.
ენატრებოდა, სიგიჭემდე ენატრებოდა მამა.
მისი პატარა დის ტკივილიც ტკიოდა, რადგან მანაც ისევე დატოვა მაშო როგორც წლების წინ დატოვეს თანა.
დღეს თანას დაბადებისდღეა, ის ისევ მარტოა.
სოფიმ მუშაობა დაიწყი და დის დაბადებისდღეზე მოსვლა ვერ მოახერხა.
მხოლოდ დედა მოვიდა, თანას საყვარელი შოკოლადის ტორტი მოუტანა.
რობი, რობი ისევ არ იყო სახლში.
ის არასოდეს არ იყო თანას გვერდით, როდესაც სჭირდებოდა.
თვეობის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, გარეთ იშვიათად გადიიდა.
ზოგჯერ რობის მიჰყავდა, ზოგჯერ კი სოფისთან ერთად სეირონობდა.

***
თანას ჯანმრთელობა.

_გვიანი იყო თანა დედას ესაუბრებოდა ტელეფონზე, ტელეფონი გათიშა და დაძინებას აპირებდ აროდესაც გული საშინლად ასტკივდა.
- მტკივა.
_ ტირილით ამოიკნავლა გოგომ.
- რა მოხდა?
_ შეშინებული წამოვარდა ფეხზე ბიჭი.
- ძალიან მტკივა.
- ადექი საავადმყოფოში წავიდეთ.
- არ მინდა.
- ნუ გეშინია თანა, უბრალოდ გამოკვლევებს ჩაგიტარებენ.
- არ მინდა მეშინია.
- თანა ესე არ შეიძლება.
- სოფის დაურეკე, თუ სოფი წამოვა მეც წამოვალ.
- კარგი.
_ სან საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ექიმის კაბინეტში შევიდა.
კარდიოგრამა გადაუღეს, თუმცა გულის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.
ახლა სხვა ექიმთან გასწერეს, მან ხერხმემლის სრული გადაღება მოსთხოვა.
- სქოლიოზი.
_ დასკვნა დადო ექიმმა, თან თანას თვალწინ მისი მოღრეცილი ხერხემლის ფოტო აატრიალა.
- ღმერთო ჩემო.
_ შიშისგან შეჰკივლა გოგომ.
- აქამდე გქონდა პრობლემა?
- ორი წლისწინ აღმომიჩინეს, სამთვიანი კურსები ჩავიტარე.
ფოტო ირჯერ გადავიღე თუმცა.
_ აქ სათქმელი გაუწყდა.
- თუმცა ასეთი მდგომარეობა არ გქონდა ჰო?
- არა.
_ მეორე დღეს ქალბატონმა ანამ, თანა ექიმთან წაიყვანა.
ამ უკანასკნელმაც ისევ ვარჯიშები გამოუწერა, მისი ხერხემალი უფრო დაზიანებული იყო ვიდრე ადრე.
თანასთვის აღარანაირი დატვირთვა არ შეიძლებოდა.
სავარჯიშო დარბაზში რობიმ მიიყვანა,
გააფორმეს და საჭირო ვარჯიშები აჩვენეს.
თან ასწავლიდნენ რა დროს რა უნდა გააეკეთებინა თან, კვების რაციონს აცნობდნენ.
დამშვიდობებისას ფიტნეს ინსტრუქტორის სიტყვებმა, საბოლოოდ დამსხვრია თანას ოცნებები.
- იცი ხომ შენთვის ორსულობა რომ არ შეიძლება.
მანამ სანამ შენი მდგომარეობა არ შეიცვლება, შენთვის ბავშვის ყოლა შეუძლებელია.
- რატომ?
- თანა შენი ხერხემალი საშინელ მდგომარეობაშია, თუ ბავშვი აგყვება აბორტის გაკეთება მოგიწევს. თუ გააჩენას გადაწყვეტ სამუდამოდ ინვალიდის ეტლში მოგიწევს ჯდომა, ეს კარგ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ ვერ გადარჩე.
და შენთან ერთად ბავშვიც დაიღუპოს.
_ ყველაფერს აკეთებდა, ცდილიბდა როგორმე მისი მდგომარეობა გამოესწორებინა თუმცა უშედეგოთ.
არაფერი გამოუვიდა.
***
მეორე ჩხუბი.

ქალბატონი ანა ჯანმრთელობის პრიბლემების გამო სამსახურიდან წამოვიდა,
საცხოვრებლად თანასთან გადავიდა, რობის დიდად არ მოსწონდა ეს აზრი.
არ ადანაშაულებდა თანა, რადგან მართალი იყო.
მის სახლში ნორმალურად გავლა არ შეეძლო, არც თანას მოსწონდა დედის იქ ყოფნა რადგან მის ნებაზე ვერაფერს აკეთებდა.
დედა ყოველ მის ნაბიჯს აკონტროლებდა და არ მოსწონდა ეს მდგომარეობა.
ამას თანას ჯანმრთელობის პრობლემაც ემატებოდა, თან რობის სახლში გვიან დაბრუნებები.
ამდენს ვეღარ გაუძლო თანამ, მისი და დედის ჯავრი კი რობიზე ამოანთხია.
- მივდივარ.
_ განაცხადა გოგომ.
- სად?
- დავიღალე რობი ძალიან დავიღალე, ყოველ დილით ადრე გადიხარ, სახლში შუაღამისას ბრუნდები.
ჩემთან ხელის მოწერა არ გინდა, ამბობ ჯერ ადრეაო.
ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდი, აირჩიე ან მე ან შენი მეგიბრები რომლებმაც თავგზა აგირიეს.
მე ქალი ვარ გესმის ქალი, ჩემი ქმარი ჩემს გვერდით მინდა და არა მის ძმაკაცებთან.
ღმერთმა უწყის რას აკეთებ მათთან ერთად.
- ახლა უნდა წავიდე თანა, სამსახურში ბევრი საქმე მაქვს საღამოს ვილაპარაკოდ.
- წყალს წაუღია ეგ შენი სამსახური.
_ ქართულად მიაძახა გოგომ, ბარგი ჩაალაგა და დედასთან ერთად სახლიდან წავიდა.

- იქნებ შეურიგდე?
_ შეპარვით ეუბნება გვანცა.
-გვანც ხომ იცი რომ მიყვარს?
მაგრამ ძალიან დავიღალე, ყველაფერი ერთად მატყდება თავს.
მას ჩემთვის არასოდეს სცალია, სამსახური კაფე ძმაკაცები.
ამ განრიგით დადის.
რომ მოვკვდე იმასაც კი ვერ მიხვდება რომ მკვდარი ვარ.
ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი, და აღარ შემიძლია ასეგაგრძელება.

სახლი დედასთან ერთად იქირავა, მთელი თვე ანასთან ერთად დარბოდა საავადმყოფოებში.
ქალბატონ ანას საშვილოსნოს პრობლემები ჰქონდა ამიტომ სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო.
- დაურეკე და უთხარი რომ ტანსაცმელები მინდა.
_ საწოლზე წამოწოლილი თანა ჰაერში უშვებდა სიგარეტის კვამლა.
ჰო მოწევაც კი დაიწყო, რადგან ამდენ ნერვიულობას ვეღარ გაუძლო და ნერვებმა უმტყუნა.
- კარგი.
_ საღამოს რობის სახლში დედასთან ერთად მივიდა.
ბიჭმა ორივენი სახლში შეიოატიჭა თავად კი სახლიდან გავიდა.
ერთ საათში მოვალო დაიბარა და გაქრა.
- მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ.
_ უკვე ორი საათია ელოდება თუმცა ბიჭი არსად ჩანს.
ოთახში წინ და უკან დადიიდა, ყოველ ორ წამში ერთხელ იხედებოდა აივნიდა.
- ნამდვილი ტირანია, აი ხომ ვამბობდი არა?
ტყუილა კი არ ჩამიწერია მისი ნომერი ასე.
_ ჰაერში იქნევდა ხელებს.
- არარის ეს ნორმალური, როგორ ჩამკეტა.
თან მომატყუა და სხვა გასაღები მომცა.
- თანა დაჯექი დამეხვა თავბრუ.
- რანაირად დავჯდე დედა?
ნახე რა გამიკეთა ჩამჯეტა სახლში, მაგას თუ გონია არ წავალ შემცდარა.
_ ტელეფონზე უკვე მერამდენედ აკრიბა ბიჭის ნომერი.
- სად ხარ?
_ ამდენი წვალების შემდეგ როგორც იქნა უპასუხა.
- გეფიცები თუ არ მოხვა აივნიდან გადავხტები.
- მოვდივარ.
- რატომ ჩამკეტე?
_ კარგად რომ დაფიქრდე.
- რაზე უნდა ვიფიქრო?
- ჩემზე საყვარელო.
- იდიოტო მალე მოდი.
_ გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი.
- თურმე მასზე უნდა ვიფიქრო.
_ ჩაეღიმა.

- წავედით დედა.
_ ჩემოდან ხელი დაავლო როდესაც კარები გაიხსნა.
- შენ თუ გინდა წადი თანა ჩემთან დარჩება.
_ ღიმილით ეუბნება რობი ანას.
- არ დავრჩები.
_ კარში გასვლას აპირებდა თანა როდესაც რობიმ ანას ხელი ჩაავლო და მდივანზე დააბრუნა.
- რას აკეთებ?
_ დაიყვირა ანამ.
- თანას უთხარი აქ დარჩეს.
- ის დიდი გოგოა და თავად გადაწყვეტს რა უნდა.
- თანა თუ არ დარჩები პოლიციას გამივიძახებ და დედაშენის თავს დავაჭერინებ.
- რა იდიოტი ხარ, არ დავრჩები.
- დარჩები.
_ ტელეფონი ამოიღო ბიჭმა.
- ნუ ხარ ტირანი დავრჩები კარგი ჯანდაბას, დავრჩები.
_ დაიყვირა გოგომ.
- ჩემი გველი.
_ გულში ჩაიკრა გოგო.
_ ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაეხუტა.
მისმა შეხებამ დააბნია და ტანზე ეკალმა დააყარა.
უყვარდა მართლა უყვარდა თანას, რობისაც უყვარდა სიგიჟემდე უყვარდა პატარა თანა.


ქალბატონმა ანამ ოპერაცია გაიკეთა, ყველაფერი კარგად დასრულდა საშიში უკვე აღარაფერი აღარ იყო.
სოფის ცხოვრებაში ახალი ბიჭი გამოჩნდა, თანა დასთან ერთად ვეღარ სეურნობდა..რაც სოფის ძალიან აბრაზებდა.
რობის არ მოსწონდა სოფის ცხოვრებაში გამოჩენილი ბიჭები, ბრაზდებოდა რადგან ის ყველა რობის მეგობარს ხვდებოდა, განა მათთან რაიმე ურთიერთიბა ჰქონდა არა უბრალოდ ხვდებოდა.
- ჩემი მეგობრების გარდა დაილია ბიჭები, ის სულ ჩემს საძმაკაცოს ხვდება.
არ მინდა თანა, არ მინდა რომ ვინმემ ცუდი რამ იფიქროს.
სოფი ვერ ხვდება ამით სახელს შენც რომ გიფუჭებს.
_ თითქმის ყოველ დღე მოსდიოდათ ერთი და იგივე თემაზე ჩხუბი.
ერთით რობი მართალი იყო, სოფი არ უფრთხილდებოდა დის სახელს.
მის ცხოვრებაში ყოველ მესამე თვეს, ახალ-ახლალ ბიჭები ფიგურირებდნენ.
თან ეს ყველაფერი ყველას დასანახად ხდებიდა.
ბოლოს ყველაფერი ჩაწყნარდა, თანა ამბობდა რომ ჩემი დის ცხოვრება მე არ მეხება და რაც უნდა ის უქნიაო.
მთელი ერთი წელი არაფერი მომხდარა საინტერესო, თანა "ქმართან" ერთად მშვენივრად ცხოვრობდა, მანამ სანამ რობისმ ისევ არ დაიწყო გვიან სახლში მოსვლები.
ისევ იჩხუბეს, თანა ამ ჯერადაც წავიდა სახლიდა.
საცხოვრებლად გვანცასთან და იიჰანთან გადავიდა.
იოჰანი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, თანა მისი შვიკივით მიიღო.
ყველას ეუბნებოდა რომ თანა მისი შვილია.
განა ძალიან უფროსი იყო თანაზე, არა სულ რაღაც 11წელი იყო მათ შორის სხვაობა, უბრალოდ თანა მართლაც რომ შვილივით შუყვარდა.
ისევ თანას დაბადების დღე, დღე როდესაც თანა ისევ მარტო შეხვდა იუბილეს.
მაგრამ გვანცამ და იოჰანმა გოგო მარტო არც ამჯერად დატოვეს, თანას საყვარელი შოკოლადის ტორტით და ყვალილებით დაადგნენ.
ერთ კვირაში იპოვა თანამ სამსახური, და მუშაობა ბებოსთან დაიწყო.
ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ სანმა თანას ცხოვრებაში ისევ არ გამოჩნდა რობი.
- არ გესმის რომ არ მინდა შენთან?
- მე მინდა.
შევიცვალე თანა, ძალიან შევიცვალე.
- შეუძლებელია შენ ვერ შეიცვლები, შენთვის არ არის ოჯახი საჭირო.
შენ მხოლოდ სამსახური და შენი მეგიბრები გაინტერესებს.
- მოვალ გეფიცები მოვალ სადაც მუშაობ.
- რა იცი სად ვმუშაობ?
- აივნიდან გადმოიხედე თანა.
- სოფ აქ არის?
_ ჩურჩულით დადაძახა დას.
- მოიცა.
_ ფანჯრისკენ გაიქცა გოგო.
- აქ დგას თანა.
- თუ შემხვდები არ ამოვალ.
- კარგი ხვალ გნახავ.
- მიყვარხარ.
_ დარწმუნებული იყო გოგო, ახლა რობი იღიმოდა.
იმ ღიმილოთ იღიმოდა მას რომასე ძალიან უყვარდა.
არაფერი უთქვანს ტელეფონი გაუთიშა.
მეორე დღეს შეხვდა, სამსახურში სოფი დატოვა და თავად რობის შესახვედრად წავიდა.
თოთხმეტი თებერვალი იყო, სიყვარულის დღე ულამაზესი კულონი და ვარდების თაიგული აჩუქა.
არ უნდოდა, არ ართმევდა თუმცა ბიჭმა მაინც გაიტანა თავისი.
გული მოულბა მისგან ესეთი ყურადღება რომ დაინახა, ისევ მოუნდა მასთან შერიგება მაგრამ თავმოყვარეობას ვერ გადააბიჯა და უკან წამოვიდა.
მაგრამ ბოლოს ისევ შეურიგდა, თუმცა ამ ჯერად მასთან აღარ ცხოვრობდა.
ის ისევ მუშაობდა, მიუხედავად რობის პროტესტისა ის მაინც მუშაობდა...
თანხის შეგროვება დაიწყი, სულ რაღაც ერთ წელში დაუბრუნა ჩამოყვანის თანხა.
რობის არ უნდოდა, მაგრამ თანამ მაინც დააბრუნა.
- არ მინდა ვინმემ წამომაძახოს რომ კაცმა ჩამომიყვანა, არ მინდა ისევ წამომაძახონ რომ დედამ გამყიდა.
მე მართალი ვიქნები, თუ ვინმე მეტყვის რომ გამყიდეს მე ყველაფერს ვიტყვი, ვიტყვი რომ მე ყვალაფერი დავაბრუნე.
მე სუფთა სინდისი მეწნება შენთან, არამარტო შენთან მე ესე ჩემს თავთანაც მართალი ვიქნები.
რობი შეიცვალა, მართლა ძალიან შეიცვალა.
თანას გამო ყველა მისი მეგობარი ჩამოიშორა, მხოლოდ სამსახური და თანა აღევლებდა.
ყველაფერს აკეთებდა რათა მისი საყვარელი ქალის ღიმილი დაემსახურებია.
მაშინ როდესაც თანას ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, გიორგი გამოჩნდა.
ის გიორგი რომელმაც საშინლად ატკინა გოგოს.
გიორგი რომელმაც სიყვარული ასწავლა მას.
- ძალაინ მენატრებოდი.
- გავიგე ცოლს გაშორდი.
- კი გავშორდი. შენ ვინ გითხრა?
- უბრალოდ გავიგე.
_ არ უთხრა მისმა საუკეთესე ძმაკაცმა რომ გაყიდა.
- როგორ ხარ თანა?
- ძალიან კარგად შენ?
- ნელ-ნელა.
- რატომ გამოჩნდი.
- მომენატრე.
- მოგენატრე?
- კი. გახდები ისევ ჩემი გოგო.
- რასქვია ისევ?
- მინდა რომ ერთად ვიყოთ.
- გიორგი.
- გისმენ თანა.
- რაღაცას გკითხავ.
- მკითხე.
- მაშინ როდესაც ჩვენ, შეყვარებულები გვერქვა რას გრძნობდი ჩემს მიმართ.
- მაშინ ბავშვები ვიყავით თანა, არ მიყვარდი თუმცა მომწონდი.
ახლა კი მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
- მე გავთხოვდი.
_ ცივად ჩასძახა ტელეფონში და გაუთიშა.
ეტკინა ისევ ეტკინა გული, ისევ გიორგის გამო.
აღარ უყვარდა, მას ის აღარ უყვარდ ამაგრამ მაინც ეტკინა.
მისი ძველი სიყვარული ეტკინა რომელიც, გიორგიმ ბავშვურ გაუგებრობას მიაწერა.
მისი უანგარო უპირობო სიყვარული ეტკინა თანას.
ამ დროის განმავლობაში ეგონა, ეგონა რომ მას ისევ ჰქონდა გიორგის მიმართ გრძნობები თუმცა დარწმუნდა რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობდა.


***
სამი წელი დღეს სამი წელი გავიდა რაც თანა უცხო ქვეყანაშია, სამი წელი გავიდა რაც საყვარელი მამა არ ენახა.
სამი წელი გავიდა მისი დის დატოვების შემდეგ და სამი წელი გავიდა როდესაც რობი პირველად ნახა.
მათ ისევ არ მოუწერიათ ხელი, ისინი ისევ არ არიან ცოლ-ქმარი მაგრამ მათ საუკუნის სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან.
ბავშვი, თანას ისევ არ ჰყავს ბავშვი.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი არის თანასთვის, ის რომ მას შეიძლება
 ვერასოდეს ეყოლოს შვილი.
ბედნიერი იყო როდესაც გვანცას ორსულობის შესახებ გაიგო.
ატირდა როდესაც მალევე სოფიმაც შეატყობინა რომ თანა სულ მალე დეიდა გახდებოდა.
ტიროდა, ტიროდა ბედნიერების ცრემლით ტირობა.
მას შესაძლოა არ ყოლოდა შვილი მაგრამ ეყოლებოდა დიშვილი, პატარა წაბლისფერ კულულებიანი გოგონა.
რომელსაც დეიდის სახელი ექნებოდა.
ერთი სული აქვს როდის გავა თვეები, მისი პატარა გოგო გულში რომ ჩაიკრას.
სიგიჟემდე უყვარს ჯერ არ დაბადებული პატარა თანა.
წარმოიდგენს მასთან გატარებულ ყოველ დღეს გონებაში წარმოიდგენს, და ამით ძალიან ბედნიერია.
სოფის თხოვნით დღეს თანა სახლში წავიდა, თავად კი თანას სამსახურში დარჩა.
უნდოდა მის დას დაესვენა და დროებით მაინც გაქცეოდა სამსახურს.
რობისთან ერთად იყო, საყვარელ კაცს ვაღშამი გაუმზადა.
ერთად ივახშმეს და სასეირნოდ გავიდნენ.
ისევ ზღვა, ისევ სიმარტოვე და ისევ თანა და რობი.
თანასთვის რომ გეკითხათ რა იყო მისთვის ბედნიერება.
გეტყოდათ რომ ბედნიერება თავად რობი იყო, მიუხედავად ამდენი ტკივილისა ის მასთან ბედნიერი იყი.
უყვარდა, თავდავიწყებით უყვარდა რობი და მასთან განშორებას არ აპირებდა.
პლედი ძირს გააფინა და ორივენი კომფორტულად მოთავსდნენ.
თანას ძალაინ უყვარდა ღამით ვარსკვლავების ყურება.
იქვე წამოწვა და თვალი ვარსკვლავებს გაუსწორა.
- ბევრი შვილი მინდა.
- გვეყოლება.
_ ღიმილით გადმოხედა ბიჭმა.
- პირველ შვილს ბარბარეს დავარქმევ.
- გოგო იქნება?
- კი გოგო მინდა პირველი.
- ბიჭს, ბიჭს რას დაარქმევ თანა?
- იოანეს.
- ლამაზი სახელია.
- ძალიან ლამაზი.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო გველო.
- მეც ძალიან მიყვარხარ ტირანო.


_ არ ვიცი როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა, თუმცა სჯობს აქ დავასრულოთ.
მგონი ყველაფერი გავაკეთე იმკსთვის რომ თანას ცხოვრება ზუსტად გადმომეცა.
პირველად როდესაც თანას ცხოვრების ისტორია გავიგე, მომინდა დამეწერა.
მინდოდა თქვენც გაგეგოთ რომ არსებობს გოგო რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიღიმა.
იტირა მაგრამ არა ტკივილით, არამედ ბედნიერებით.
საბოლოოდ მანაც იპოვა სიყვარული.



ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
არაფერი არ არის გამოგინილი ან შეთხზული, ისტოია ერთ უბრალო გოგოს შესახება.ისტორიაში მხოლოდ მთავარი გმირების და მათი მეგობრების სახელებია შეცვლილი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი teengirllove

chemo sayvarelo, zustas erti saati vkitxulobdi amousuntqavad ,dzalian kargi iyo, tana ufro axlos gavicani, ufro shevedi mis mdgomareobashi da mixaria axla bednieri rom aris , ragac momentshi ametira kidevac ,babuam rom cema xom saertod ...sxvatashoris tanas dedasac sxva tvalit shevxede ,ai giorgi ki, moashore aqedan ,dzalian momishala nervebi ( yvela giorgi ertnairia ;)))) dzalian miyvars me tana da vici aucileblad eyoleba shvili

 



№2 მოდერი gogona migraciidan

teengirllove
chemo sayvarelo, zustas erti saati vkitxulobdi amousuntqavad ,dzalian kargi iyo, tana ufro axlos gavicani, ufro shevedi mis mdgomareobashi da mixaria axla bednieri rom aris , ragac momentshi ametira kidevac ,babuam rom cema xom saertod ...sxvatashoris tanas dedasac sxva tvalit shevxede ,ai giorgi ki, moashore aqedan ,dzalian momishala nervebi ( yvela giorgi ertnairia ;)))) dzalian miyvars me tana da vici aucileblad eyoleba shvili



ახლა წაიკითხა კომენტარი და ძალიან ბედნიერია.
თანამ გადმოგცა რომ მადაც ძალიან უყვარხარ, ღვთის წყალობით იმედია ნამდვილად ეყოლება ❤

 



№3  offline მოდერი ლათინო

gogona migraciidan
teengirllove
chemo sayvarelo, zustas erti saati vkitxulobdi amousuntqavad ,dzalian kargi iyo, tana ufro axlos gavicani, ufro shevedi mis mdgomareobashi da mixaria axla bednieri rom aris , ragac momentshi ametira kidevac ,babuam rom cema xom saertod ...sxvatashoris tanas dedasac sxva tvalit shevxede ,ai giorgi ki, moashore aqedan ,dzalian momishala nervebi ( yvela giorgi ertnairia ;)))) dzalian miyvars me tana da vici aucileblad eyoleba shvili



ახლა წაიკითხა კომენტარი და ძალიან ბედნიერია.
თანამ გადმოგცა რომ მადაც ძალიან უყვარხარ, ღვთის წყალობით იმედია ნამდვილად ეყოლება ❤

იმედია კი არა ეყოლება. აი ზუსტად ჩემნაირი რო მერე ძაან შეუყვარდეს :დდ

პ.ს კუმ ფეხი გამოვყავი

 



№4 სტუმარი lal

sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte

 



№5  offline მოდერი ლათინო

lal
sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte


ერთ რაღაცას გეტყვით რომ არასწორად ფიქრობთ. გეტყობათ რომ იმ პიროვნებას არ იცნობთ ვისზეცაა. გასაგებია რომ არ მოგეწონათ,თუნდაც სიუჟეტი ან რავიცი რაც მაგრამ არ არის აუცილებელი ვინმეს ნაშრომს "იდიოტიზმი" უწოდოთ. შეგეძლოთ დაგეფიქსირებინათ თქვენი აზრი მაგრამ არა ასე უხეშად. გმადლობთ ყურადღებისთვის ♥♥♥

 



№6 მოდერი gogona migraciidan

ლათინო
gogona migraciidan
teengirllove
chemo sayvarelo, zustas erti saati vkitxulobdi amousuntqavad ,dzalian kargi iyo, tana ufro axlos gavicani, ufro shevedi mis mdgomareobashi da mixaria axla bednieri rom aris , ragac momentshi ametira kidevac ,babuam rom cema xom saertod ...sxvatashoris tanas dedasac sxva tvalit shevxede ,ai giorgi ki, moashore aqedan ,dzalian momishala nervebi ( yvela giorgi ertnairia ;)))) dzalian miyvars me tana da vici aucileblad eyoleba shvili



ახლა წაიკითხა კომენტარი და ძალიან ბედნიერია.
თანამ გადმოგცა რომ მადაც ძალიან უყვარხარ, ღვთის წყალობით იმედია ნამდვილად ეყოლება ❤

იმედია კი არა ეყოლება. აი ზუსტად ჩემნაირი რო მერე ძაან შეუყვარდეს :დდ

პ.ს კუმ ფეხი გამოვყავი

ჩემო სიყვარულო ❤

lal
sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte


მე კალთები ჩამოგახიე?
მითხარი ერთი გაიძულე წაგეკითხა ისტორია?
რატომ არის იდიოტიზმი?
იმიტომ რომ რეალური ამბავი დავწერე?
შენ ვინ მოგცა უფლება თანას ცხოვრება იდიოტიზმათ აკურთხო.
ანდა რაშენი ერთი ადგილის საქმეა მე რას დავწერ.
მე რასაც მინდა იმას დავწერ გასაგებია.
არ მოგეწონა არ წაიკითხო ვინ გაძალებს.
ჰო კიდევ თუ ვინმე ჩემი ამ სიტყვების მერე ჩემს გაგდებას დააპირებს არაუშავს გადავიტან :დდ

 



№7  offline მოდერი ლათინო

gogona migraciidan
ლათინო
gogona migraciidan
teengirllove
chemo sayvarelo, zustas erti saati vkitxulobdi amousuntqavad ,dzalian kargi iyo, tana ufro axlos gavicani, ufro shevedi mis mdgomareobashi da mixaria axla bednieri rom aris , ragac momentshi ametira kidevac ,babuam rom cema xom saertod ...sxvatashoris tanas dedasac sxva tvalit shevxede ,ai giorgi ki, moashore aqedan ,dzalian momishala nervebi ( yvela giorgi ertnairia ;)))) dzalian miyvars me tana da vici aucileblad eyoleba shvili



ახლა წაიკითხა კომენტარი და ძალიან ბედნიერია.
თანამ გადმოგცა რომ მადაც ძალიან უყვარხარ, ღვთის წყალობით იმედია ნამდვილად ეყოლება ❤

იმედია კი არა ეყოლება. აი ზუსტად ჩემნაირი რო მერე ძაან შეუყვარდეს :დდ

პ.ს კუმ ფეხი გამოვყავი

ჩემო სიყვარულო ❤

lal
sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte


მე კალთები ჩამოგახიე?
მითხარი ერთი გაიძულე წაგეკითხა ისტორია?
რატომ არის იდიოტიზმი?
იმიტომ რომ რეალური ამბავი დავწერე?
შენ ვინ მოგცა უფლება თანას ცხოვრება იდიოტიზმათ აკურთხო.
ანდა რაშენი ერთი ადგილის საქმეა მე რას დავწერ.
მე რასაც მინდა იმას დავწერ გასაგებია.
არ მოგეწონა არ წაიკითხო ვინ გაძალებს.
ჰო კიდევ თუ ვინმე ჩემი ამ სიტყვების მერე ჩემს გაგდებას დააპირებს არაუშავს გადავიტან :დდ

მეტი გული ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

 



№8 მოდერი gogona migraciidan

ლათინო
gogona migraciidan
ლათინო
gogona migraciidan
teengirllove
chemo sayvarelo, zustas erti saati vkitxulobdi amousuntqavad ,dzalian kargi iyo, tana ufro axlos gavicani, ufro shevedi mis mdgomareobashi da mixaria axla bednieri rom aris , ragac momentshi ametira kidevac ,babuam rom cema xom saertod ...sxvatashoris tanas dedasac sxva tvalit shevxede ,ai giorgi ki, moashore aqedan ,dzalian momishala nervebi ( yvela giorgi ertnairia ;)))) dzalian miyvars me tana da vici aucileblad eyoleba shvili



ახლა წაიკითხა კომენტარი და ძალიან ბედნიერია.
თანამ გადმოგცა რომ მადაც ძალიან უყვარხარ, ღვთის წყალობით იმედია ნამდვილად ეყოლება ❤

იმედია კი არა ეყოლება. აი ზუსტად ჩემნაირი რო მერე ძაან შეუყვარდეს :დდ

პ.ს კუმ ფეხი გამოვყავი

ჩემო სიყვარულო ❤

lal
sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte


მე კალთები ჩამოგახიე?
მითხარი ერთი გაიძულე წაგეკითხა ისტორია?
რატომ არის იდიოტიზმი?
იმიტომ რომ რეალური ამბავი დავწერე?
შენ ვინ მოგცა უფლება თანას ცხოვრება იდიოტიზმათ აკურთხო.
ანდა რაშენი ერთი ადგილის საქმეა მე რას დავწერ.
მე რასაც მინდა იმას დავწერ გასაგებია.
არ მოგეწონა არ წაიკითხო ვინ გაძალებს.
ჰო კიდევ თუ ვინმე ჩემი ამ სიტყვების მერე ჩემს გაგდებას დააპირებს არაუშავს გადავიტან :დდ

მეტი გული ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥


უფრო მეტი :დდდ

 



№9 სტუმარი alamaria

არ ვიცი, ვისი ან რისი ბრალია,მაგრამ ერთი რამ მინდა მეგობრულად გთხოვოთ, ხშირად მხვდება ხოლმე ამ საიტზე მდივანი - რაც არასწორია ფორმაა (ტახტის თქმა თუ გსურთ) დივანია, მდივანი მოხელეა.
ისე ძალიან სასიამოვნოდ საკითხავი იყო თქვენი ნაშრომი.
წარმტებები!სიამოვნებით გადევნებთ თვალყურს!

 



№10 მოდერი gogona migraciidan

alamaria
არ ვიცი, ვისი ან რისი ბრალია,მაგრამ ერთი რამ მინდა მეგობრულად გთხოვოთ, ხშირად მხვდება ხოლმე ამ საიტზე მდივანი - რაც არასწორია ფორმაა (ტახტის თქმა თუ გსურთ) დივანია, მდივანი მოხელეა.
ისე ძალიან სასიამოვნოდ საკითხავი იყო თქვენი ნაშრომი.
წარმტებები!სიამოვნებით გადევნებთ თვალყურს!


დიდი ბოდიში როგორც ჩანს ბეჭვდის დროს შემეშალა.
ძალიან ვწუხვარ, თორემ მეც ვიცი მდივანად პიროვნება უნდა მოვიხსენიო და არა "ტახტი"
მოხარია რომ კითხულობთ ჩემს ნაშრომს ❤

 



№11 სტუმარი სტუმარი ლილე

???????????????????????????????????? როგორც იტყვიან ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე.. .შეუდარებელი ხარ ..

 



№12 მოდერი gogona migraciidan

სტუმარი ლილე
???????????????????????????????????? როგორც იტყვიან ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე.. .შეუდარებელი ხარ ..



ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№13  offline წევრი meocnebe avadmyopi

lal
sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte

ძააან დაბალ დონეზე ხარ იცი იმდენსაც ვერ ხვდები რომ თავს იმცირებ უბრალოდ მიხვდი აზრი დაატანე რასაც წერ,მოდი გეტყვი ეტყობა ვერ წაიკოთხე და ძაან კაი რომ კომენტარი დაწერე ახლა კარგად შემიძლია ვთქვა რომ ეს ამდაზა გამართლებულია ყვავმა ყვავს უთხრა შენ შავოო იდიოტი რაღაცაზე ამბობს იდიოტიზმია ო ოღონდ იმ განსხვავებით რომ იდიოტიზმი არაა,შენი ცხოვრებაც კი ღირებულია მას შემდეგ რაც ჩემს თვალში იდიოტად მოევლინე რადგან ყველაზე დებილ ადამიანს შევხვდი მთელს ჩემს ცხოვრებაში,ვერ ვიტან როცა რაღაც უადგილოთი ცდილობენ თავი გამოიჩინონ იცი რას გეტყვი სილ ფეხებზე შენი აზრი სულ ფეხებზე რა მოგწონს შენ ამ ადამოანს უამრავი მკითხველი ყავს რომელიც მხარს ბოლომდე უჭერს დაიმახსოვრე ერთ დღეს გამოგესარჩლება ისეთი ვინმე ვინც მკითხველზე მეტია,იცი რას გეტყვი როცა მკითხველი ხარ უბრალოდ დაბალ დონეზე არ ჩამოხვიდე და სხვა არ გალანძღო რადგან როცა მხოლოდ მლითხველი ხარ ალბათ არ გაქ იმდენი ჭკუა რომ სულ მცირე იდიოტობაც დაწერო,მიდი და შეურაცყავი ჩემი ცხოვრება სიტყვით დაგადანაშაულებინებ თავს ,იცოდე ამ სამყაროში შენი ადგილი და გაითვალისწინე კბილები მხოლოდ სილამაზისთვის და ჭამისთვის კი არ გაქ ხანდახან ენას უნდა დააჭირო და ერთი ადგილი დააყენო. . .

 



№14 მოდერი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
lal
sruli idiotizmi,mets nu dawer,sxva ramit gaerte

ძააან დაბალ დონეზე ხარ იცი იმდენსაც ვერ ხვდები რომ თავს იმცირებ უბრალოდ მიხვდი აზრი დაატანე რასაც წერ,მოდი გეტყვი ეტყობა ვერ წაიკოთხე და ძაან კაი რომ კომენტარი დაწერე ახლა კარგად შემიძლია ვთქვა რომ ეს ამდაზა გამართლებულია ყვავმა ყვავს უთხრა შენ შავოო იდიოტი რაღაცაზე ამბობს იდიოტიზმია ო ოღონდ იმ განსხვავებით რომ იდიოტიზმი არაა,შენი ცხოვრებაც კი ღირებულია მას შემდეგ რაც ჩემს თვალში იდიოტად მოევლინე რადგან ყველაზე დებილ ადამიანს შევხვდი მთელს ჩემს ცხოვრებაში,ვერ ვიტან როცა რაღაც უადგილოთი ცდილობენ თავი გამოიჩინონ იცი რას გეტყვი სილ ფეხებზე შენი აზრი სულ ფეხებზე რა მოგწონს შენ ამ ადამოანს უამრავი მკითხველი ყავს რომელიც მხარს ბოლომდე უჭერს დაიმახსოვრე ერთ დღეს გამოგესარჩლება ისეთი ვინმე ვინც მკითხველზე მეტია,იცი რას გეტყვი როცა მკითხველი ხარ უბრალოდ დაბალ დონეზე არ ჩამოხვიდე და სხვა არ გალანძღო რადგან როცა მხოლოდ მლითხველი ხარ ალბათ არ გაქ იმდენი ჭკუა რომ სულ მცირე იდიოტობაც დაწერო,მიდი და შეურაცყავი ჩემი ცხოვრება სიტყვით დაგადანაშაულებინებ თავს ,იცოდე ამ სამყაროში შენი ადგილი და გაითვალისწინე კბილები მხოლოდ სილამაზისთვის და ჭამისთვის კი არ გაქ ხანდახან ენას უნდა დააჭირო და ერთი ადგილი დააყენო. . .


ვაიმე ჩემოოო გოგო ნუ იშლი ნერვებს, ხომ იცი ესეთი რაღაცეები გულთან ახლოს არასოდეს მიმაქვს.
მადლობა შენ რომ გამომესარჩლე ძქლიან მიყვარხარ მე შენ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent