შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზია ღამე (1)


28-06-2018, 00:09
ავტორი tasusuna
ნანახია 473

ნაზია ღამე (1)

სიკვდილს არავინ იმსახურებს,განსაკუთრებით კი,
ასეთს..
ის,რაც 11 ნოემბერს მოხდა,
ღვთის სასჯელი იყო...
სასჯელი,რომელმაც ყველა მონაწილე უკლებლივ აცვა ჯვარს..
11 ნოემბრამდე კი...
......
–––––––––––––
23 სექტემბერი..
**
–ნიკუშას ბომბი მოაქ,შენ ძმობას ვფიცავარ და, ბოთლები გაამზადოსო.–ჩაბნელებული ოთახის კარს ახალგაზრდა,20–22 წლის ბიჭი აღებს და,სავარძელში მყოფ სხეულს პირდაპირ უდგება.–თან გოგოები ამოჰყავს,ხომ გესმის რა,ნატაშკა და მისი სადაქალო,ყველაფერს ამოვიტანთო,პროსტა ლაშა ხოდზე დამხვდესო რა.–გაუჩერებლად ლაპარაკობდა,თან ოთახში მიყრილ ნივთებს კარადაში ჩურთავდა.
–რა არი რა ტო,ხანდახან მაინც გაკარი ამ ოთახებს ხელი,დავიღალე ლაგებით–უკმაყოფილოდ ამოიქშინა, ტყავის დივანზე მოწყვეტით ჩაჯდა და მის გვერდით მჯდომს გადახედა,კარგად ჩააკვირდა სახეში და მთელი ხმით ახარხარდა,ხმაურზე სხეული შეირხა და,გაკვირვებული მზერა მიაბყრო ბიჭს.
–აუ,შე ჩ*მა,მაგრად გაკლია,შენ გძინავს,მე კიდე რაც მოვედი ვლაქლაქებ,გამოფხიზლდი,ჰე,ნიკუშა პონტს ხოდავს..
–კაი რა ლეო,რა პონტი,მაგრად მეძინება და თან ძაან მეზარება ახლა ჟ*მაობა–უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და,განიერ სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
–აუუ,ვერ გაიგე რა გითხარი?ნატაშკა და მისი სადაქალო თქო,ვინმე სხვა კიარა,თან ხო იცი,როგორ ევასება ნატა,“პახოდუ“,სვანური გავჩითე,სასწაულიო,გოგოებს ცოტა მოვაწევინოთ,ჩვენც დავარტყათ და,ვიგულავოთ ჩვენებურადო–თვალი ჩაუკრა და,ღიმილით გახედა–ყავა გაგიკეთო?
–აი კი,ოღონდ ხო იცი,ბევრი შაქრით–მუდარით გახედა,ზანტად წამოდგა და სააბაზანოში გავიდა.
ცივი წყალი შეისხა სახეზე და,ნიჟარას დაეყრდნო ხელებით..
მის ანარეკლს გაუწორა მზერა..
თვალები ამოღამებოდა..
უპეები შეშუპებოდა..
ლურჯი სფეროების მიღმა კი,სიწითლე იყო..
გაეცინა,თავი ჩახარა და,მისი ოთახისკენ წავიდა,
შავი სათვალე გაიკეთა და,სამზარეულოში ლეოს გააკითხა.
–აუ,რას აცხუნეეებს.–სიცილით გახედა ახლად შესულ ლაშას ლეომ და,არარსებული მზე მოიჩრდილა..
–გოგოებს დავაფრთხოვ ლეუშ და,თქვენ გაგიტყდებათ–ცალყბად გაიღიმა და,ყავა მოსვა.
–რა იყო,შენი მიანც იყოს,დაგენანა შაქარი?–უკმაყოდილოდ გახედა და,2 კოვზი დაიმატა.
–შენ თავს ვფიცავარ,3 ვუქენი–თავი იმართლა ლევანმა.კიდევ აპირებდა შეპასუხებბას,მაგრამ,კარზე ზარის ხმა გაისმა.
–ამან კიდე რა ვერ ისწავლა,რომ კარი სულ ღიააა –მობეზრებულად ჩაილაპარაკა ლაშამ და ,ლევანს გახედა–გააღე თუ გიყვარვარ.–თავი მოისაწყლა,სკამზე უფრო კომფორტულად მოეწყო და,სიგარეტს გაუკიდა.
პირველი,
მეორე
და,
მესამე ნაპასზე ხმაურით შემოვიდა ნიკუშა ოთახში.
–რა გჭირს შენ,მოვედით,ნატა გკითხულობს–აქოშინებულმა მიაყარა და,ცელოფნები ბარზე შემოდო–ამათ გოგოები მიხედავს,ჩვენ ბურბულატორი გავამზადოთ.
–შენ მიხედე,მე დღეს პას,ვისვენებ–უპასუხა ლაშამ,ყავა მოსვა,სიგარეტს უკანასკნელი ნაპასი დაარტყა და,მისაღებში გავიდა,საიდანაც ნატას სიცილი და ლეოს ხმა ისმოდა.
–ვა,ლაშ,იამაიკის მზეს ეფიცხები?–ახლადშემოსულს სიცილით მიეგება მაღალი,სუსტი აღნაგობის,შავგრემანი გოგონა .
–შენღა მაკლდი რა ნატაშ–სიცილით გადაკოცნა და,მდივანზე ჩამომსხდარ ორ უცხო გოგოს მზერა გადააავლო,მაგრამ,სანამ რამეს იტყოდა,ნატამ წარუდგინა.
–ლიზი და ნანო,ჩემი ძალიან ახლო მეგობრები.–ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა ნატამ,თითქოს,გააფრთხილა,რომ,ზედმეტებისგან შორს დაეჭირა თავი.
–სასიამოვნოა,გოგოებო,კომფორტულად მოეწყვეთ.–ღიმილით მიუბრუნდა მათ,ნატას გაუცინა,ნამიოკი მიღებულიაო და,მის კუთვნილ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
მოღლილი სახით აკვირდებოდა ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და,მასში ჩარევა არ სურდა,როგორც თქვა,დღეს ისვენებს.
ღიმილით ადევნებდა თვალს გოგონების აღფრთოვანებულ შეძახილებს და,მათ მონდომებას,რომ რაც შიძლება ღრმად დაერტყათ ნაპასი..
ნატასთვის ეს უცხო არ ყოფილა,როოგრც შემდეგ გაირკვა,ლიზი მეორედ ეწეოდა,ნანომ კი,რატომღაც,უსიამოდ აიბზუა ცხვირი,როცა ოთახში ნიკამ ბურბულატორი შემოიტანა.
ამ ფაქტმა ლაშა ჩააფიქრა და,მისი მზერა კონკრეტული ოპიექტისკენ მიიმართა მთელი საღამო,და,სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა,როცა ნანომ არათუ მოსაწევს,არამედ სიგარეტსად არ გაჰკარებია და მხოლოდ,ერთი ჭიქა ენერგეტიკულში გარეული არყით შემოიფარგლა.
–ლაშ,დღეს ხოდზე ვერ ხარ,თუ მეჩვენები?–ცოტა ხნის მერე,კარგად შებრუებულმა ნატამ კითხვით გადაინაცვლა მასთან.
–შვებულება მაქ ერთდღიანი ნატ,როოგრც სჩანს,არამხოლოდ მე.–ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და,თავი ნანოსკენ მიატრიალა,რომელიც,თავშეკავებული ღიმილით ესაუბრებოდა ლევანს,და,ცოტა გული დაწყდა,მიისი რეპლიკა უპასუხოდ რომ დატოვა,სამაგიეროდ,ეს ნიკას არ გამორჩენია და,როცა ლაშა სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად,უკან გაჰვა,ბარზე მკლავებით დაეყრდნო და,სიგარეტს გაუკიდა.
–ეს რა ჩარტყმა იყო ჩემ თავს გაფიცებ.–თვალმოჭუტულმა გახედა და,ღრმა ნაპასი დაარტყა.
–რაზე მეუბნები?–ვითომც არაფერი,გაკვირვებული შებრუნდა მისკენ ლაშა.
–ვითომ ვერ ხვდები ჰო? იმენა დაგაკვირდი,მთელი საღამოა თვალს არ აცილებ.
–მოგეჩვენა ალბათ,ან სათვალიდან რა იცი,ვის ან რას ვუყურებდი.
–არა,იმენა იავნად მას უყურებდი და მაგრად გისწორდებოდა,როარ ეწეოდა ჩვენთან ერთად.–სიცილით უყურებდა უჩვეულოდ დაბნეულ ძმაკაცს ნიკა.
–აშკარად მაგარი მოსაწევი გავმაზე,მაგრად მოიტანა გატყობ–თავი ააარიდა ფაქტს,ყავაში შაქარი გააზავადა,ისე,რომ აღარ შეუხედავს ბიჭისთვის,აივანზე გავიდა..
სიგარეტი მოწყურებულივით მოქაჩა და,ყავა მიაყოლა.
გააჟრჟოლა.
ღამის 2 საათი იყო და,საკმაოდ გრილოდა,სექტემბრის შესაფერისად.
წელში ოდნავ მოიბუზა და,ცხელი ყავა ხარბად მოსვა.
თითქმის არააფერზზე არ ფიქრობდა,მოაჯირს ეყრდნობოდა მხოლოდ და,ლამპიონებით განათებულ ქუჩას ინტერესით გაჰყურებდა.
–ნაზია არა?ღამე.–სიჩუმიდან და,არსაიდან,ნანოს ხმა მოესმა ,წამის წინ კი,ჰაერით იგრძნო,აივანზე მარტო რომ აღარ იყო.
–ნაზი არა,უფრო იდუმალი და,კოსმოსურია,ნაზი ქალია,ლამაზი ქალი!–სიბნელეში ოდნავ შესამჩნევლად ჩაიღიმა და,ღრმა ნაპასი მოქაჩა.
ტანში დავლილ ელექტროდებს,რატომღაც,ყურადღება არ მიაქცია..
–ლამაზი ქალი ღამეში კი,ღვთის საჩუქარია.–წუთის მერე მშვიდი ხმით დაამატა.
–ბევრი ქალი გინახავს ღამეში?–ძალიან ახლოდან მოესმა მისი კითხვა,მაგრამ,არ გაუხედავს.
–ქალი კი,შიშველიც და,ჩაცმულიც,მაგრამ,ლამაზი ქალი არასდროს!–ჩუმად გაისმა მისი ხმა და,გოგოს დაძაბულობაც იგრძნო,ჩაეღიმა,ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა,რაც გულით უნდოდა,რომ მისგან ეგრძნო.–გუშინ,ალბათ,ასე გიპასუხებდი.
–და,დღეს რა შეიცვალა?–მოუთმენლობა იგრძნო მისი მხირად.
–დღეს ნაზია ღამე,ნანო!–უპახუდა და,ინსტიქტურად გაიიწია ხმისკენ,შებრუნდა და,თაჩახრილ გოგოს ღიმილით ჩააკვირდა.
– საოცრად გავხარ,ნანო,სინაზეს.–პაუზის შემდეგ მძიმედ დაეკიდა ჰაერში ლაშას უკანასკნელი სიტყვები.–ეს კი,ზუტად ისაა,რაც არასდროს მინახავს დღევანდელამდე,ლამაზი ქალი ღამეში!
კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა მაგრამ,აივანზე ხმაურით გამოსულმა ლევანმა ატმოსფერო სრულებით ჩამოანგრია და,სიცილით გადახვია გახევებულ მეგობარს ხელი.
–აი ეს არის ყველაზე გაფუჭებული კაცი დედამიწაზე.–სიცილით მიმართა მათ წინ მდგარ ნანოს.–ამან მოგვაწევინა ვაბშე პირველად და,რაც კი რამ უბედურება გაგვისინჯავს,ყველაფერი ამის დამსახურებით–სიცილს არ წყვეტდა ლევანი და,მიუხედავად ლაშას მუჯლუგუნისა და,შეჭმუხნილი წარბებისა,მაინც არ ჩერდებოდა.–ყველაზე უჟმური და,ვაბშე უნასწილნესი ტიპია მთელ უბანში,მაგრამ,აი,ჩვენ გამო და ვაბშე,უცხოს გამოთაც იმენა სიკვდილზეა წამსვლელი,ძმა არი რა,მაგრად მიყვარხარ ლაშ–ლოყაზე ძლიერად აკოცა და,არეული თვალებით ახედა.–რა გჭირს შე ჩ*მა,ლამისაა ბოლი გამოუშვა–წამით სერიოზულად ჩააკვირდა,შემდეგ კი,მთელი ხმით ახარხარდა.
–წამოდი,შიგნით შევიდეთ.–ხმაში აგრესია გარეოდა,მაგრამ,თავის მოთოკვა მოახერხა,დღეს და ახლა,ლეოს გამოსვლა ნამდვილად არ ესიამობნა,მითუმტეს ნანოს თანდასწრებით..
–აი ყველა მაგრად გავედიით!–ოთახში შესვლისთანავე ოვაციებით მიეგება ნიკა–ძაან გატეხე როარ მოწიე,მაგრამ,ცოტა შეგინახე,ხმალ დილას დაარტყი,მაგრად შეგაბრუებს.–თვალი ჩაუკრა და გვერდით მჯდომ ნატას ხელი გადახვია.
–ნატ,მე წავალ,უკვე საკმაოდ გვიანია.–ოთახში ფრთხილი ნაბიჯით შემოვიდა ნანო და,უხერხული მზერა მოავლო ყველას.–სასიამოვნო საღამო იყო–ღიმილით გადახედა ყველას და,გასასვლლისკენ დაიძრა.
–ერთი წუთით დამელოდე,გასაღებს მოვძებნი და გაგიყვან.–უცებ გამოფხიზლდა ლაშა და,ოთახში ჩქარი ნაბიჯით გავიდა,ტუმბოდან გასაღები აიღო,თხელი მოსამელი მოიცვა და,კარებთან მდგომ ნანოს ღიმილით გაუძღვა.
მანქანამდე და,მანქანაშიც მდუმარედ იყვნენ..
ჩამოწოლილი სიჩუმე იმდენად მყუდროებას უღვივებდა ორივესმრომ წამითან არ დაფიქრებულან,გაერღვიათ ის.
მხოლოდ მაშინ,როცა ლაშამ სათვალე მოიხსნა,ნანოს გაოცებული ბგერები გაისმა მანქანაში.
თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში ლაშას,უსიამოდ შეიშმშნა,გულში მტკივნეულად გაკრა ტკივილმა.
მიუხვდა შეშფოთებას ნანოს და,გული დასწყდა..
–საერთოდ,ასე იშვიათად მაქვს–თავის მართლება სცადა,თავი პატარა ბავშვი ეგონა,მაგრამ,ვალდებულად გრძნობდა თავს,აეხსნა მისთვის.–მარტო მაშინ,როცა ჰაშიშს ვეწევი,ს ესეთი მძაფრი გამოვლინება აქ აქვს.ხვალ უკვე აღარ მექნება,ურალოდ,ბევრი მოვწიე და,ამიტომ ჩამიწითლდა ასე.–აჩქარებულად,დაუწყობლად ლაპარაკობდა და,წამში ერთხელ მისკენ იხედებოდა.
–არ არის საჭირო,ამიხსნა,არ ხარ ვალდებული ლაშა–ჩუმი ხმით ამოილაპარაკა ნანომ და,მზერა აარიდა,ფანჯარაში უმისამართოდ გაიხედა.
იმ წამს,ლაშამ,ცხოვრებაში პირველად ინანა,რომ ამ გზას მიჰყვებოდა..
ნანოში დანახულმა იმედგაცრუებამ მწარედ შეანარცხა კედელს.
–აქ გამიჩერე.–წუთის შემდეგ,ნანოს ჩუმი ხმა გაისმა სალონში.
უხმოდ დაემორჩილა ლაშა,სვლა შეანელა და,კორპუსთან შეუხვია.
–მადლობა,ლაშა–გადასვლამდე,ნაღვლიანი მზერა მოავლო მის წითელში ჩაფლულ ლურჯ სფეროებს და,უკანმოუხედავად გადავიდა..
მიუხედავად სიშორისა,მაინც მოესმა ნანოს დაქოქვისა და ადგილიდან მოწყვეტის ხმა..
გულში ავად გაუელვა შიშმა,გააჯრჟოლა და,სახლში დანაღვლიანებული შევიდა...
**
მთელი საათი ეძებდა ნაგვით სავსე სახლში ლაშა ნიკას დამალულ მოსაწევს.
ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯა,მაგრამ,ვერსად მიაგნო.
ნერვები საშინლად აწვებოდა,უკვე თავსაც ვეღარ იკავებდა,ახლა რომარ მოეწია,გაგიჟდებოდა..
ტელეფონზე ნიკას ნომერი მოძებნა და,მოუთმენლად დაელოდა,სანამ,ზუმერის შემდეგ,მის ხმას გაიგონებდა.
–ეს წუთია წავედით,ხო მშვიდობაა?–შიშნარევი ხმა მოესმა ტელეფონიდან ლაშას.
–სად წაიღე?–მოკლედ მოჭრა ლაშამ და,მაგიდაზე მიყრილი ბოთლები ნაგვის ცელოფანში ჩაყარა.
–შენს ოთახშია,სურათის უკან.–ნიკადანაც კონკრეტული პასუხი მიიღო და,მომენტალურად დაუკიდა.
ჩქარი ნაბიჯით შევიდა ოთახში და,თვალი მოავლო არეულობას.
უსიამო შეგრძნებამ დაუარა ორგანიზმში,როცა მიხვდა,რომელი ფოტოს უკან შეუნახავს ნიკას.
სიბრაზე მოაწვა სახეში და,გაუგებარი ბგერები ამოუშვა ყელიდან.
–ამის დედაც,ნიკა,სულ გამო*ლევდი?–უმისამართოდ დაიყვირა ოთახში და,ქალის გამოსახულებას გააფთრებული ჩააჩერდა.სანდომიანი,თბილი,მზრნველი თვალები უცქერდ სურათიდან.
გაიყინა ადგილზე..
ძარღვები საგრძნობლად დაებერა.
–მაპატიე,ნანუ!დღეს განსაკუთრებით მაპატიე..–თავჩახრილმა სურათის მიმართულებით ჩაილაპარაკა და,პატარა პაკეტით დატოვა ოთაახი.
მწვანე ბალახი ნაჩქარევად ჩაპრესა სიგარეტის ცარიელ ღერში და,თეთრი ტყავის დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
ხის დაბალ მაგიდაზე ფეხები შემოაწყო და,სანამ გაუკიდებდა,SEV-ის BLESS UP ჩართო.
ღრმად ამოისუნთქა და,პირველი მოკლე ნაპასი მოქაჩა.
ბოლი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში,წამით გაირინდა და,სუნთქვას ამოაყოლა თეთრი ნისლი.
თავი დივნის კიდეს მიაყრდნო,თვალები დახუჭა და,მუსიკას გაყვა..
წუთში ერთხელ,ღრმა ნააპასს ეწეოდა,
მუსიკას რიტმულად აყოლებდა ხელის მტევანს და,
სიჩუმეში ახმაურებულ გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა.
დრო და დრო,ჩაეღიმებოდა,წამით გაახელდა თვალს და,სიბნელეს გაცისკროვნებული უყურებდა,
მერე,|ისევ ეშვებოდა უსასრულობაში..
თუ იგრძნობდა,
რომ თავბრუსხვევა აწვებოდა,
ტკივილი უახლდებოდა,
ისევ უკიდებდა და,
გათენებამდე,
წამითაც არ გამოფხიზლებულა.
მხოლოდ მაშინ,როცა მზემ პირველი სხივები შემოანათა ოთახში,თვლემა მოერია,
დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთზე ძლიერად დააჭირა და,
ფერად სიზმრებში ღრმად შეცურა.
**
________
ძალიან ძალიან ძალიან აღელვებული ვარ და,მთელი ემოციით ველოდები თქვენს აზრს.
რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ პესრონაჟებმა?
რას მოელით მათგან?
რა არ მოგწონთ მათში??
რა მოლოდინი გაქვთ??
როგორ ისურვებდით სიუჟეტის განვითარებას??
და,რაც მთავარია,შემდეგ თავს დაელოდებით??
მივარხართ მე თქვენ,ძალიან თან და,
გელოდებით.
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი abezara98

ეს რაღაც განსხვავებულია და ძალიან საინტერესოც blush ნამდვილად დაველოდები დიდი სიამოვნებით გაგრძელებას blush მაინც რა მოხდა ასეთი 11 ნოემბერს? scream რატომღაც მომეწონა ლაშას პერსონაჟი, ნანოც ძალიან საყვარელია, მაგრამ ასე მალე ვერაფერს ვერ ვიტყვი smile და, ხო, ერთი პატარა შენიშვნა, მდივანზე არა დივანზე ჩამოსხდნენ wink გელოდები kissing_closed_eyes

 



№2  offline წევრი tasusuna

abezara98
ეს რაღაც განსხვავებულია და ძალიან საინტერესოც blush ნამდვილად დაველოდები დიდი სიამოვნებით გაგრძელებას blush მაინც რა მოხდა ასეთი 11 ნოემბერს? scream რატომღაც მომეწონა ლაშას პერსონაჟი, ნანოც ძალიან საყვარელია, მაგრამ ასე მალე ვერაფერს ვერ ვიტყვი smile და, ხო, ერთი პატარა შენიშვნა, მდივანზე არა დივანზე ჩამოსხდნენ wink გელოდები kissing_closed_eyes

შენიშვნა მიღებულია, ჩვევაშია და მექანიკურია, მადლობა
❤❤❤❤❤❤
მიხარია, რომ დაგაინტერესა

 




მიყვარს, მიყვარ, მიყვარს და მიყვარ. ეს რაღაც განსაკუთრებულია. დავინტრიგდიი... რა მოხდა 11 ნოემბერს??? საოცრად მომეწონაა. heart_eyes kissing_heart open_mouth

 



№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგად დაიწყო. ნანო მომეწონა. ლაშას როგორც ჩანს, მძიმე წარსული აქვს, ან ტკივილიანი. როგორც ჩანს ცუდი რაღაც ხდება 11 ნოემბერს.
კარგი გოგო ხარ ძალიან, მიყვარს შენი ისტორიები, წერ არაჩეულებრივად. თქმაც არაა საჭირო, რომ გააგრძელო ეს ისტორია. მე დაველოდები მომდევნო თავს

 



№5  offline წევრი tasusuna

Chikochiko
კარგად დაიწყო. ნანო მომეწონა. ლაშას როგორც ჩანს, მძიმე წარსული აქვს, ან ტკივილიანი. როგორც ჩანს ცუდი რაღაც ხდება 11 ნოემბერს.
კარგი გოგო ხარ ძალიან, მიყვარს შენი ისტორიები, წერ არაჩეულებრივად. თქმაც არაა საჭირო, რომ გააგრძელო ეს ისტორია. მე დაველოდები მომდევნო თავს

როგორ მიხარია,რომ მოგწონთ ❤❤❤❤
ციფერთვალაგოგო
მიყვარს, მიყვარ, მიყვარს და მიყვარ. ეს რაღაც განსაკუთრებულია. დავინტრიგდიი... რა მოხდა 11 ნოემბერს??? საოცრად მომეწონაა. heart_eyes kissing_heart open_mouth

მადლობააა, უდიდესი
❤❤❤❤

 



№6 სტუმარი ია

ნასესხები სათაურები არ გიტყდებათ? სკოტ ფიცჯერალდზე გაგვიგია იქნებ...

 



№7  offline წევრი tasusuna

ია
ნასესხები სათაურები არ გიტყდებათ? სკოტ ფიცჯერალდზე გაგვიგია იქნებ...

შენ გაიხარე, სკოტთან ბოდიში, მსოფლიო ლიტერატურას ფიზიკურად ვერ გადავუთვალიერებ სათაურებს, რომ არ დავემთხვეთ..
????????????????????????

 



№8 სტუმარი ია

tasusuna
ია
ნასესხები სათაურები არ გიტყდებათ? სკოტ ფიცჯერალდზე გაგვიგია იქნებ...

შენ გაიხარე, სკოტთან ბოდიში, მსოფლიო ლიტერატურას ფიზიკურად ვერ გადავუთვალიერებ სათაურებს, რომ არ დავემთხვეთ..
????????????????????????

ააა,უკაცრავად თუ არ გაგიგიათ ))) რატომღაც მეგონა რომ მხოლოდ საკუთარ მოთხრობებს არ კითხულობდით

 



№9  offline წევრი tasusuna

ია
tasusuna
ია
ნასესხები სათაურები არ გიტყდებათ? სკოტ ფიცჯერალდზე გაგვიგია იქნებ...

შენ გაიხარე, სკოტთან ბოდიში, მსოფლიო ლიტერატურას ფიზიკურად ვერ გადავუთვალიერებ სათაურებს, რომ არ დავემთხვეთ..
????????????????????????

ააა,უკაცრავად თუ არ გაგიგიათ ))) რატომღაც მეგონა რომ მხოლოდ საკუთარ მოთხრობებს არ კითხულობდით

რა საინტერესოა, ზუსტად ერთი კვირის წინ ჩავაბარე მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის გამოცდა და, ფიცჯერალდი მისი ყველა ნაწარმოებით, ლექტორს 40 დან, 40 ქულით ჩავაბარე, მისი ნაზია ღამეთი დაწყებული, დიდი გეთსბით დამთავრებული..აფსოლუტურად არ მიფიქრია, რომ სკოტი საფლავში გადატრიალდებოდა, თორემ მის ძვლებს აუცილებლად გავუფრთხილდებოდი.
თან, სულ არ მიმიქცევია ყურადღება, პერსონაჟების საუბრიდან გამომდინარე იმ მომენტში მომაფიქრდა სათაური,
თან, თუ თვალს გადაავლებთ, არც პირველი მსოფლიო ომის თემათიკაა, არც გოგოა გიჟი, არც ბიჭი ექიმი, არც უკურნებელ დაავადებასთან გვაქვს საქმე და, არც ავტობიოგრაფიას თან გვაგვს საქმე..
და, რაც მთავარია, ვფიქრობ, აქ მყოფი კონკრეტული ავტორების სათაურების მითვისებაა პრობლემა და, არა, ის რომ ვიღაცამ ჰემინგუეის, ვიღაცამ კაფკასი, ვიღაცამ ჰიუგოს სათაურები "მიითვისა",
პარალელურად, ზუსტად გუშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ისტორიის იდენტური სათაურით სხვა ავტორმაც დადო მოთხრობა, მაგრამ, მისთვის ქურდობა ნამდვილად არ დამიბრალებია, და, დარწმუნებული ვარ, არც ფრენსისი არ დამესიზმრება და დანამომარჯვებული არ დამადგება თავზე..
და, თუ ჩემს განათლებასა და, კომპეტენტურობაში, მითუმეტეს, ჩემს წაკითხულ წიგნებში ეჭვი ასე თამამად შეიტანე, შემიძლია, ამ საკითხზე კონკრეტულად გესაუბრო, საიტის ნიკის მიღმა ,სურვილისამებრ,.

 



№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

ძალიან მომწონს ლაშას იდუმალება და ნანოს სინაზე. შენ კი ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. არ მახსენდება შენი რომელიმე ნაწარმოები რომლმაც ჩემში ვერ შეაღწია.
ძილიან კარგი ხარ, როგორც ყოველთვის

 



№11  offline წევრი tasusuna

ჰალუცინოგერი
ძალიან მომწონს ლაშას იდუმალება და ნანოს სინაზე. შენ კი ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. არ მახსენდება შენი რომელიმე ნაწარმოები რომლმაც ჩემში ვერ შეაღწია.
ძილიან კარგი ხარ, როგორც ყოველთვის

მადლობა, ძალიან მიხარიხარ
❤❤❤❤❤❤❤

 



№12  offline წევრი mirandaa31

დამაინტერესა ძალიან რათქმაუნა დაველოდები ახალ თავს. მაინტერესება რა მოხდა როგორც ჩანს ლაშას მძიმე წარსული აქვს, ნანოც ძალიან მომეწონა ნუ მოკლედ გელოდები რაა ❤️❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent