შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (5თავი)

28-06-2018, 09:03
ნანახია 3 330

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (5თავი)

-სერიოზულად? შემომიბღვირა ამ უკანასკნელმა. დანა გამომგლიჯა და კედელზე ამაკრა... წამებში შემომახია სარაფანი და მკერდს მოწყურებულივით დაეწაფა, მთელ ტანზე სველ კოცნებს მიტოვებდა მე კი ამ დროს ვგრძნობდი როგორ მძულდებოდა კაცის აგებულება. მისთვის დამახასიათებელი სიუხეშით დამეუფლა.
-მეზიზღები. ვჩურჩულებ როდესაც კიდევ ერთხელ შეურაწყოფილ ჩემ სხეულს იქვე კედელთან ტოვებს და გარეთ გადის.
----------------------------

-რას აპირებ? ბუნდოვნად მესმის გარეთ მოსაუბრე საბასა და მათეს დიალოგი.
-რაზე?
-რა რაზე? ამაზე.
-იცი მათე. -ხმა საგრძნობლად ეცვლება საბას. -არ მომწონს ეს კითხვები.
-რატომ?
-ხომ შევთანხმდით, რომ ის ბავშვს გააჩენს და მერე რამე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდება. ვიგრძენი როგორ გამეყინა ამ სიტყვებზე მთელი სხეული.
-საერთოდ არ გეცოდება?
-ხომ იცი რომ მძულს ქალები. მაგრამ შენ რა გემართება, მის მიმართ მართლა გრძნობები ხომ არ გაგიჩნდა? შეუბღვირა ამ უკანასკნელმა.
-სიკვდილისთვის ცოდოა საბა.
-სხვანაირად არ გამოვა, თუ იცოცხლებს ჩვენი საქმე წასულია.
-შეშლილი ხარ. მერე კარის ხმა მესმის და თავზე მათე წამომადგა. -ისევ აქ ხარ? ოთახში შეგიყვან. ამბობს და ჩემი სხეული ბუმბულივით ააფრიალა ხელში, საწოლზე მისთვის უჩვეულო სიფრთხილით მაწვენს. -გეხვეწები ჭკვიანად მოიქეცი. ნუ მაიძლებ რომ გატკინო.
-ცოტა ხანში ჩემ ძებნას დაიწყებენ მათე, მერე რას აპირებთ?
-არავინ მოგძებნის შენ ახლახანს გათხოვდი.
-როგორ ფიქრობ თუ ჩემი მშობლები ჩემ ხმას ვერ გაიგებენ ის დაამშვიდებთ რომ ახლახანს გავთხოვდი?
-შეეცადე დაისვენო ამბობს ეს უკანასკნელი და მარტო მტოვებს. ყოველივე იმის აღწერა თუ რას განვიცდიდი სისულელე იქნება, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ჩემი სხეული კი მე აღარ მეკუთვნოდა, მას ისე ექცეოდნენ როგორც ამ ორ ავადმყოფს სურდა. ყოველდღიურად ვიტანდი დამცირებას და შეურაწყოფას, ჩემგან ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩემზე ძალადობით სრულდებოდა და ამ დაწყებულ ჯოჯოხეთში სრულ კრახს განვიცდიდი.

***
თვალს მძიმედ ვახელ... კლუბში ვარ... იმაზე ვფიქრობ აქ საიდან მოვხვდი, ვფიქრობ გავიხსენო როდის მოხდა ისე, რომ საკუთარ ცხოვრებასა და ქმედებებზე კონტროლი დავკარგე. თვალი ნარკოტიკით გაბრუებულ ბრბოს მოვავლე და შევეცადე მენახა ის, ვისთან ერთადაც მოვედი, იქნებ მას მაინც ეთქვა რა ხდება ჩემ ცნობიერში, როდის ვცდები რეალობასა და წარმოსახვას შორის, შიშის სუნი ვიგრძენი, საკუთარი თავის ირეალობამ სული ამიშალა. ზურგს უკან მამაკაცის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ, სხეული დუღს, ისიც არ აყოვნებს და ყელზე ვნებიან ტუჩებს მაწებებს, მისკენ შეშლილი თვალებით ვტრიალდები და სანაცვლოდაც შერყეულლ მზერას ვიღებ.
-კარგად ხარ? მეკითხება გეგე და ცდილობს ხელით შემეხოს.
-აქ რას ვაკეთებთ. ან როდის, რანაირად.. ენა დამება და საკუთარმა უმწეობამ ჭკუიდან ამჭრა.
-რა გემართება ტასო?
-მე და შენ ვხვდებით? ბიჭს მზერა ეყინება.
-რა მოწიე ესეთი? შემიბღვირა და სავარძელში ჩაეშვა.
-უნდა მიპასუხო გეგე გთხოვ. მე და შენ ვხვდებით? ან როდის დავიწყეთ შეხვედრა?
-არ ვხვდებით. აქ შემთხვევით გადაგაწყდი. ყელში ამომჯდარი საკუთარი გულის ცემა ვგრძნობ გონებას მაკარგინებს.
-უნდა წავიდე. ვამბობ და გასასვლელისკენ ვიძრები.
-ტასო მოიცადე. მკლავში მწვდა გეგე. -მითხარი რა გემართება?
-რა მემართება? ხშირად მემართება? ან რას გულისხმობ გეგე. ცრემლს ვეღარ ვერეოდი.
-ნარკოტიკს იღებ? მზერა გამისწორა გეგემ.
-არა... არ ვიცი... წარმოდგენა არ მაქვს... ვბლუყუნებ გაურკვევლად.
-გაგაცილო?
-სად ვართ გეგე?
-წამო. წამო. სახლში წაგიყვან. ამბობს ეს უკანასკნელი, ხელს წელზე მხვევს და გასასვლელისკენ მივყევარ. მანქანაში უხმოდ ვსხდებით. მის მზერას ვგრძნობ, სურვილით ანთებულ, მაგრამ დაზაფრულ მზერას. მე კი ფანჯარაში ვიყურები და იმის გახსენებას ვცდილობ როდის დავიკარგე რეალურსა და წარმოსახვას შორის, მაგრამ ის უფრო მკლავდა რომ ვერ ვარკვევდი რომელი იყო რეალური და რომელი წარმოსახვა... -მოვედით. ამბობს გეგე და ჩემი სახლის წინ აჩერებს მანქანას.
-მადლობა.
-არ მეტყვი რა გჭირს? უკვე ბზარი ჩნდება გეგეს ხმაში.
-არ ვიცი გეგე რა მჭირს. გულწრფელად ამოვუშვი ეს სიტყვები და მის დიდრონ ცისფერ თვალებს მზერა გავუსწორე.
-როგორ მინდა დაგეხმარო ტასო.
-გეგე.
-ჰო.
-ჩემი ქორწილი როდის იყო? გეგეს სახე ელეწება...
-ქორწილი? ტასო... დამიღრიალა ამ უკანასკნელმა. -რა ჯანდაბა მიიღე ესეთი? სახე ხელებში ჩავრგე და ვერშეკავებულ ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალება მივეცი. -მაპატიე. არ მინდოდა. თითები თმებში შემიცურა გეგემ და შუბლზე მზრუნველი კოცნა დამიტოვა.
-მგონი ჭკუიდან შევიშალე.
-არ შეიშალე. დამშვიდდი, როგორც ჩანს გადაიაღალე. დაისვენე, ხვალ უკეთ იქნები.
-გეგე, მე და შენ მართლა არ ვხვდებით? ის იღიმის.
-მგონი ძალიან გინდა, რომ ხვდებოდეთ ხო?
-შეიძლება მინდა რომ შენი რეალურობა დავიჯერო.
-სახლში შედი. დაისვენე. მანქანიდან გადავდივარ და სახლის კარს ვაღებ.

***
-ოჰ, გაიღვიძე? რა თვალებით მიყურებ?
-ეს ყველაფერი მესიზმრება არა? საბამ წარბები მოქუფრა.
-არა, ვფიქრობ რომ ახლახანს დაბრუნდი სიზმრიდან.
-მე კი მგონია რომ ეს არის სიზმარი.
-საბა. სიჩუმეს არღვევს მათე. -ექიმი ჭირდება.
-რისთვის?
-მის თვალებს შეხედე. არაადეკვატურია. საბა ნიკაპს ზემოთ მიწევს და თვალებში მიყურებს.
-უბრალოდ გადაიაღალა. დღეს თავი დაანებე. დაისვენოს ამბობს საბა და ოთახიდან გადის.
-გშია? სიჩუმეს არღვევს მათე.
-არა.
-ასე დაუძლურდები.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თუ ეს რეალობაა, ბოლოს როცა საბა მას მიიღებს რაც უნდა ხომ მაინც მომკლავს? მათე თვალს მარიდებს. -ხომ ასეა?
-ვეცდები გადავაფიქრებინო. ისე გადავიხარხარე საკუთარმა ხმის ჟღერადობამ თავად შემზარა.
-საცოდავი ხარ. მათეს თვალები ბრაზით ენთება თუმცა თავი ხელში აყავს და ოთახიდან გადის. გული მერევა, საწოლიდან წამოდგომის ძალაც არ მაქვს, ვცდილობ სხეული დავიმორჩილო თუმცა ამას ვერ ვახერხებ და იქვე საწოლთან ვარწყევ.
-ექიმი ჭირდება. ასე მანამ მოკვდება სანამ ბავშვს გაგიჩენს, დღის შუქი ჭირდება, ჰაერი ჭირდება. საბა გესმის ჩემი? ბუნდოვნად მესმოდა გვერდითა ოთახიდან მათი საუბარი თუმცა კარგად ვარჩევდი მათეს გატეხილი ხმის ტონალობას.
-კარგი, წადი და ვინმე მოიყვანე. -ბოლოს თანხმდება საბა. ამ მომენტისთვის მე უკვე მძინავს.
***
თვალს ჩემ საძინებელში ვახელ. სხეულზე არანაირი ჩაქცევის ან ძალადობის კვალი არ მეტყობა. თითქოს არც არაფერი ყოფილა, ჩიტივით ლაღად წამოვხტი საწოლიდან და ქვემოთ მისაღებში ჩავირბინე.
-დედა. -დავიღრიალე როგორც კი სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემი დავინახე, მისკენ მოწყვეტით დავეშვი და სხეულზე ავეკარი.
-რა იყო ტასო? -გაოცებული მეკითხება დედა. მე კი მთელ სახეს აღგზნებული ვუკოცნი.
-დედა. დედა. დედიკო. როგორ მიყვარხარ. ისევ გულში ვიკრავ დედას და ცრემლს ვეღარ ვერევი. დედა უკან იხევს და ყურადღებით მაკვირდება.
-კარგად ხარ?
-შესანიშნავად დე.
-აბა რა მოგელანდა?
-უბრალოდ მომენატრე, ძალიან მომენატრე.
-გუშინ შენმა მეგობარმა ანამ დარეკა. თქვა რომ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი. -სხეულის ტემპერატურა ნულს უტოლდება და სკამზე მოწყვეტით ვეშვები.
-რაო რაო? რა თქვა? -ძლივს ამოვიბლუყუნე ეს სიტყვები.
-არც მე მომწონს ტასო შენი გამოხტომები.
-რა გამოხტომები დედა? -ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ დავიზაფრე.
-ნარკოტიკებს იღებ?
-დედა.
-გეკითხები ტასო.
-დედა არაფერს ვიღებ და არც ის ვიცი რაზე მელაპარაკები საერთოდ?
-მგონი დროა ექიმთან წავიდეთ. -თვალები შეშლილივით დავქაჩე და მაგიდაზე მდგარი ვაზა კედელს შევალეწე. დედა ადგილიდან არ დაძრულა მხოლოდ მზერით გამიბურღა მთელი სხეული. -დღესვე მივდივართ ექიმთან. ამბობს დედა, მაჯაში ხელს მავლებს და საძინებლისკენ პატარა ბავშივით მიმათრევს. არ ვეწინააღმდეგები, მხოლოდ ფიქრმა წამიღო. (სად ვარ, ვინ ვარ, რა ხდება ჩემ თავს, რატომ ვერაფერს ვიხსენებ)

***
-ტასო. მესმის ყურთან ძალიან ახლოს უცნობი ქალის ხმა. თვალს ძლივს ვახელ და ასაკით დაძაბუნებული ქალის სახეს ზედ ცხვირთან ვეფეთები, საწოლში შიშით ვხტები. -დამშვიდდი. -ამბობს უცნობი. - აქ დასახმარებლად ვარ. ნებას მომცემ? მეკითხება და წნევის აპარატს იმარჯვებს. პარალელურად ჩემს სულურჯეებს ინეტერესით შეისწავლის. -რამდენი ხანია რაც დაგეწყო? კითხულობს სივრცეში.
-რა დამეწყო?
-მოჩვენებები. წარბები მოქუფრა მოხუცმა.
-არაფერი მეჩვენება.
-ხოო? დღეს რა დღეა იცი?
-არ ვიცი.
-რიცხვი?
-არ ვიცი.
-რამდენი ხანია რაც ამ მდგომარეობაში ხარ?
-არ ვიცი.
-ერთი თვე. -ისმის ოთახის ბნელი კუთხიდან მათეს ხმა.
-ბოლოს როდის ჭამა?
-არ მახსოვს. ამბობს მათე. რა ჭირს?
-კვდება. -ისე ამბობს მუხუცი, გეგონება მე იქ საერთოდ არ ვარ.
-რა? ფეხზე შეშლილივით წამოხტა მათე და მოხუცს მკლავში წვდა.
-ხელი გამიშვი იდიოტო. -შეუბღვირა მოხუცმა და მათეს სათვალე ჩასცხო. მანაც ხელი გაუშვა. -რას ელოდით? არ ჭამს, არ სვამს, მასზე ძალადობთ, ცემთ, აუპატიურებთ. როგორ ფიქრობ რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ქალმა ამ მდგომარეობაში.
-მეც აქ ვარ. -სუსტი ხმით ვერევი საუბარში. მოხუცი ჩემკენ იხრება და თვალებში რაღაც მკვეთრ გამოსხივებას მანათებს.
-ორი ვარიანტი აქვს, ან მოკვდება, ან ჭკუიდან შეიშლება. მე დავასრულე. ამბობს მოხუცი და წელში იმართება.
-რა გავაკეთო? მათეს ხმა საგრძნობლად იბზარება.
-საავადმყოფოში გადაიყვანე თუ რა თქმა უნდა გსურს სიცოცხლე განაგრძოს თუ არა და დაელოდე როდის მოკვდება. მერე მოხუცი თავზე მხრუნველად მისვამს ხელს და ოთახიდან გადის. მათე რამოდენიმე წუთი უხმოდ მიყურებს მერე კი საწოლზე იხრება და ჩემ დაზაფრულ თვალებს აწყდება.
-დამშვიდდი. უბრალოდ დამშვიდდი კარგი? არ მოკვდები, არ დავუშვებ რომ მოკვდე. ის ოთახიდან გადის და მეც მარტო ვრჩები ჩემს ი-რეალურ ცხოვრებაში. ფიქრის თავიც აღარ მაქვს.“მოკვდება ან ჭკუიდან შეიშლება“ ჩამესმის ყურში მოხუცის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები. შევიშლები? -თუ უკვე შევიშალე?
თვალი როგორც კი გავახილე, პირველი რაც დავინახე საავადმყოფოს თეთრი კედლები იყო, ჩემი სხეული კი უამრავი მილით დაფარული. გონებაში შვებით ამოვისუნთქე და მათეს მადლობას ვწირავდი როდესაც თავზე დედაჩემი დამადგა. სევდიანი თვალები შემანათა და შუბლზე მზრუნველი კოცნა დამიტოვა.
-ყველაფერი მორჩა ხომ? ვეკითხები და თვალზე მომდგარ ცრემლს გარეთ გამოსლის საშუალებას ვაძლევ. ისიც ჩემთან ერთად ტირის.
-ვწუხვარ ტასო.
-არაუშავს დე, მთავარია რომ ახლა ჩემთან ხარ.
-ჩემო საბრალო გოგო.
-არ ინერვიულო კარგი? მე ხომ აქ ვარ.
-მძიმე დაავადგება გაქვს ტასო. აქ დედას ხმა უწყდება და ჩემ სხეულზე თავჩახრილი გულამომჯდარი ქვითინებს.
-იმაზე უარესი რა უნდა იყოს რაც გამოვიარე? გაღიმებას შევეცადე თუმცა ძალიან ყალბი გამომივიდა.
-საქმეც ეგ არის, რომ არაფერი გამოგივლია.
-როგორ თუ არაფერი? საშინელი უსუსურობა ვიგრძენი და საწოლში მოვიკუჭე.
-იდენტურობის დისოციაციური აშლილობა გაქვს დე. ამბობს დედა და კიდევ მეტად ტირის. მისი სიტყვების არს მინდა ჩავწვდე მაგრამ ჩემი მათემატიკურად მომართული ტვინი ვერ აღიქვამს ამ სამედიცინო ტერმინოლოგიის ახსნას.
-შეგიძლია მარტივად ამიხსა?
-გაორება გაქვს, ვერ არკვევ როდის ხარ რეალობაში და როდის წარმოსახვაში. -სხეული მეყინება.
-ანუ?
-ანუ ის რომ შენში სხვა და სხვა ცხოვრება მიედინება და ეს ბოლოს მოგიღებს რადგან ვერ გაარკვევ როდის იქნება ესა თუ ის მომენტი რეალური, შენს ცნობიერში ნელ-ნელა ისეთი სიუჟეტები წაიშლება როგორიც არის, მაგალითად ვინ ხარ. რა გქვია. რა გვარი ხარ.
-დედა.
-ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ წავიდეთ.
-განკურნებადია? -დედა თვალს მარიდებს. -დედა მიპასუხე, განკურნებადია?
-არა. -კი არ ამბობს, ღრილაებს დედა.

ავტორის შენიშვნა: წინა თავმა მკითხველის გარკვეულ რაოდენობაში აგრესია გამოიწვია. მინდა მოგმართოდ ყველას. ავტორს რომელიც წერს ამა თუ იმ ისტორიას ყოველთვის აქვს ისტორიის სრული მონახაზი გონებაში წარმოდგენილი. ჩემი ისტორიის მკითხველთა თითოეული კომენტარი მეხმარება სიუჟეტის სწორად წარმართვაში. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება მაგრამ ძალიან გთხოვთ არა ისე, როგორც გუშინ. თუ არ მოგწონთ უბრალოდ თქვით რომ არ მოგწონთ, შეურაწყოფა საჭირო არ არის. მე ხომ არავის გაყენებთ შეურაწყოფას:) იმედი მაქვს ეს თავი არის ის რისი საშუალებითაც მიხვდებით ამ ისტორიის რეალურ სიუჟეტს :) მადლობა ყურადღებისთვის და ველი თქვენს მოსაზრებებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 წევრი მარიკუნაა♥️

ვაიმეე
:))))))))))))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

მარიკუნაა♥️
ვაიმეე
:))))))))))))))

ვაიმე? :)

№3  offline წევრი Moonlight Sonata

ანუ ვერ გავიგე არც გათხოვილა და არც ეს ყველაფერი გამოუვლია? დამაბნიე და იქნებ განმიმარტოო

Moonlight Sonata
ანუ ვერ გავიგე არც გათხოვილა და არც ეს ყველაფერი გამოუვლია? დამაბნიე და იქნებ განმიმარტოო

ხო წარმოსახვითი ცხოვრების დეატლები იყო ის ყოველივე

№5  offline წევრი Moonlight Sonata

ჰალუცინოგერი
Moonlight Sonata
ანუ ვერ გავიგე არც გათხოვილა და არც ეს ყველაფერი გამოუვლია? დამაბნიე და იქნებ განმიმარტოო

ხო წარმოსახვითი ცხოვრების დეატლები იყო ის ყოველივე

და ბოლო ეპიზოდი რეალობაა იყო?

კი ბოლო ეპიზოდი რეალური იყო.

№7 წევრი mirandaa31

ვაიმე ამას ვერც წარმოვიდგენდი :((( მიხარია რომ ის ყველაფერი წარმსახვა იყო მაგრამ არც ახლაა კარგ მდგომარეობაში. ვნახოთ ვნახოთ.. ❤️
--------------------
ხელმოწერა

№8  offline წევრი Moonlight Sonata

ჰალუცინოგერი
Moonlight Sonata
ჰალუცინოგერი
Moonlight Sonata
ანუ ვერ გავიგე არც გათხოვილა და არც ეს ყველაფერი გამოუვლია? დამაბნიე და იქნებ განმიმარტოო

ხო წარმოსახვითი ცხოვრების დეატლები იყო ის ყოველივე

და ბოლო ეპიზოდი რეალობაა იყო?

კი ბოლო ეპიზოდი რეალური იყო.

ჰოდა მაშინ გეტყვი, რომ უფრო საინტერესო გახდა. წინას ბევრად ჯობია. ყელშია ამოსული ამ საიტის "ჩემო სიცოცხლე" "შენ ჩემი დაგარქვი" და "მარტო ჩემი გოგო ხარ" ისტორიები. მომწონს რაღაც განსხვაბებულს, რომ წერ <3

№9 სტუმარი სტუმარი ლილე

ხომ ვთქვი განსხვავებული ისტორიაა თქო...მომწონს. .მოუთმენლად ველოდები

№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

mirandaa31
ვაიმე ამას ვერც წარმოვიდგენდი :((( მიხარია რომ ის ყველაფერი წარმსახვა იყო მაგრამ არც ახლაა კარგ მდგომარეობაში. ვნახოთ ვნახოთ.. ❤️

შენ მაინც ხომ იცი როგორ მიყვარს სიურპრიზები ❤

Moonlight Sonata
ჰალუცინოგერი
Moonlight Sonata
ჰალუცინოგერი
Moonlight Sonata
ანუ ვერ გავიგე არც გათხოვილა და არც ეს ყველაფერი გამოუვლია? დამაბნიე და იქნებ განმიმარტოო

ხო წარმოსახვითი ცხოვრების დეატლები იყო ის ყოველივე

და ბოლო ეპიზოდი რეალობაა იყო?

კი ბოლო ეპიზოდი რეალური იყო.

ჰოდა მაშინ გეტყვი, რომ უფრო საინტერესო გახდა. წინას ბევრად ჯობია. ყელშია ამოსული ამ საიტის "ჩემო სიცოცხლე" "შენ ჩემი დაგარქვი" და "მარტო ჩემი გოგო ხარ" ისტორიები. მომწონს რაღაც განსხვაბებულს, რომ წერ <3

დიდი მადლობა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გუშინდელი უარყოფითი კომენტარების გამო ცოტა მეშინოდა ახალი თავის დადება ????

სტუმარი ლილე
ხომ ვთქვი განსხვავებული ისტორიაა თქო...მომწონს. .მოუთმენლად ველოდები

უღრმესი მადლობა საყვარელო ❤

№11 სტუმარი ნია

კარგია გუშინ რომ გადამაფიქრებინე და ასე ვთქვათ დამიყოლიე ამ თავის წაკითხვა )) მეტისმეტ ძალადობას, ისეთს როგორიც წინა თავში იყო აღწერილი, აი ასე მარტივად და უემოციოდ ვერ წავიკითხავ და გამიხარდა სულ სხვაგვარად წარმართული სიუჟეტი. თუმცა, დავამარებ იმასაც, რომ მე მხოლოდ პოზიცია გამოვხატე გუშინ კომენტარებში და არანაირად არ მიცდია ავტორის ან ვინმე სხვის უპატივისცემლობა. ზოგადად, მკითხველი, როცა ემოციებში იკარგება, ცდილობს ამის ავტორთან გაზიარებას და ასე მოვიქეცი გუშინ.
ხო რაც შეეხება პერსონაჟებს, ყველაზე დიდ ინტერესს გეგეს იდუმაი პერსონაჟი იწვევს და ამ ბიჭის უფრო მეტი დეტალი მინდა გამოაჩინო, როგორია, რას ფიქრობს და ა.შ.

№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

ნია

მიუხედავად იმისა, რომ დამპირდი წავიკითხავო მაინც ვდარდობდი. შენმა კომენტარმა საშინლად გამახარა და ის ფაქტი რომ წაკითხვა არ ინანე კიდევ მეტად მახარებს. <3 <3 <3 გეგეს პერსონაჟი ნელ-ნელა უფრო მეტად წამოიწევს დრის შუქზე, გირდები :* მადლობ რომ მენდე

№13 სტუმარი Qeti qimucadze

Simartle gitxra jobda realoba yofiliyo, es daavadeba gacilebit jojoxeturiaa, shegizlia yvelaferi gaaketo, mokla, dacva, aafeyqo da shwn namdvil mes araferi axsovdesss, yochag, namdvilad originaluri gadacyvetileba iyo, arvelodebodii, carmatebebii, tumcaq sataurshive chans es, ar davakvordity, es daavadeba ramdenadac vici genetikuradac gadadossss.

№14  offline წევრი ჰალუცინოგერი

Qeti qimucadze
Simartle gitxra jobda realoba yofiliyo, es daavadeba gacilebit jojoxeturiaa, shegizlia yvelaferi gaaketo, mokla, dacva, aafeyqo da shwn namdvil mes araferi axsovdesss, yochag, namdvilad originaluri gadacyvetileba iyo, arvelodebodii, carmatebebii, tumcaq sataurshive chans es, ar davakvordity, es daavadeba ramdenadac vici genetikuradac gadadossss.

კი სწორი შენიშვნაა გენეტიკურია და ამაზე შემდეგ თავში ვისაუბრებ. მიხარია რომ მოგეწონა <3

№15  offline წევრი ჰალუცინოგერი

elene2619
მოუთმენლად ველოდეი შემდეგ შენს ისტორიეას, ჩემი მოლოდინი კი გამართლადა. მიუხედავად იმისა რო ძალიან მძიმე წასაკითხია, განსხვავებული და საინტერესოა. მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს <3

ძალიან დიდი მადლობა <3

№16 სტუმარი ტატო

ერთადერთი შენიშვნა მაქვს : "შეურაწყოფა" არა "შეურაცხყოფა" არის სწორი ფორმა, დანარჩენი გამართულად წერ , ისტორიაც განსხვავებული და საინტერესოა

№17  offline წევრი ჰალუცინოგერი

ტატო
ერთადერთი შენიშვნა მაქვს : "შეურაწყოფა" არა "შეურაცხყოფა" არის სწორი ფორმა, დანარჩენი გამართულად წერ , ისტორიაც განსხვავებული და საინტერესოა

კი მართალი ხარ. გამომრჩა. მადლობა
<3 <3 <3

№18  offline წევრი keti27

ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes მოლოდინს გადააჭარბა scream ყოჩაღ,ასე გააგრძელე! heart_eyes ველოდები შემდეგ თავს.. relieved relieved

№19  offline წევრი ჰალუცინოგერი

keti27
ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes მოლოდინს გადააჭარბა scream ყოჩაღ,ასე გააგრძელე! heart_eyes ველოდები შემდეგ თავს.. relieved relieved

როგორ მითბობს ყველა თქვენგანის კომენტარი გულს ❤

№20  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არა რააა, შეუდარებელი ხარ!!! ვგრძნობდი, ვიცოდი რომ ასეთი მარტივად ამოსახსნელი არ იქნებოდა შენი ისტორია. ტასო საშინლად შემეცოდა. მგონი ეს დაავადება არც იკურნება. რატომღაც ამ დაავადებას ვუკავშირებ მის ნაგავსაყრელზე მოხვედრას.
მართლაც ფავორიტი ხარ ჩემთვის❤

№21  offline წევრი ჰალუცინოგერი

Chikochiko
არა რააა, შეუდარებელი ხარ!!! ვგრძნობდი, ვიცოდი რომ ასეთი მარტივად ამოსახსნელი არ იქნებოდა შენი ისტორია. ტასო საშინლად შემეცოდა. მგონი ეს დაავადება არც იკურნება. რატომღაც ამ დაავადებას ვუკავშირებ მის ნაგავსაყრელზე მოხვედრას.
მართლაც ფავორიტი ხარ ჩემთვის❤

ჩემი საყვარელი გოგო მუდამ ჩემთან ერთად არის. ვგიჟდები შენზე ❤

№22  offline წევრი Mercury

წერე რომ ასიამოვნო მხოლოდ ერთ ადამიანს წინააღმდეგ შემთხვევაში შენს მოთხრობას პნევმონია დაემართებაო, მსგავსი რამ უთქვამს კურტ ვონეგუტს.
ხოდა ტკბილო რასაც წერ წერე ერთი ადამიანის, თუნდაც შენ სასიამოვნოდ.
საჭიროა სხვისი აზრის გათვალისწინებაც, მაგრამ ზომიერად.
მოთხრობაზე რა უნდა ვთქვა? სიტყვები ზედმეტია. შესაშურად შემოქმედებითი ხარ.
გუდ ლაქები დარლინგ❤❤

№23  offline წევრი ჰალუცინოგერი

Mercury
წერე რომ ასიამოვნო მხოლოდ ერთ ადამიანს წინააღმდეგ შემთხვევაში შენს მოთხრობას პნევმონია დაემართებაო, მსგავსი რამ უთქვამს კურტ ვონეგუტს.
ხოდა ტკბილო რასაც წერ წერე ერთი ადამიანის, თუნდაც შენ სასიამოვნოდ.
საჭიროა სხვისი აზრის გათვალისწინებაც, მაგრამ ზომიერად.
მოთხრობაზე რა უნდა ვთქვა? სიტყვები ზედმეტია. შესაშურად შემოქმედებითი ხარ.
გუდ ლაქები დარლინგ❤❤

მადლობის მეტი რა მეთქმის.

კურტ ვონეგუთს რაც შეეხება გენიალური აზრები მოსდიოდა თავში და მე ვგიჟდები მის ამ გამოთქმაზე..
"ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება დაგემართოს, ესაა გახდე გამოსაყენებლად უსარგებლო ყველასა და ყველაფრისათვის. მადლობას გიხდით ჩემი გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მსურს, ვინმე მიყენებდეს."

№24  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ყველაზე განსხვავებული ისტორიაა მთელ საიტზე. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი.
ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა ამ ორი თავის წაკითხვა იმდენად მძიმე და დამრგუნველი იყო. იმედი მაქვს წამება ირეალურია და არა რეალური ://
ველი შემდეგ თავებს
წარმატებები❤️
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№25  offline წევრი ჰალუცინოგერი

ლუნი.
ყველაზე განსხვავებული ისტორიაა მთელ საიტზე. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი.
ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა ამ ორი თავის წაკითხვა იმდენად მძიმე და დამრგუნველი იყო. იმედი მაქვს წამება ირეალურია და არა რეალური ://
ველი შემდეგ თავებს
წარმატებები❤️

მადლობა რომ გამიზიარე შენი მოსაზრება ❤

№26 სტუმარი Nini

ყველაზე მაგარი და განსახვავებული ისტორიააა❤️❤️ ზუსტად ვიცოდი რომ არ ვინანებდი თუ ამ ისტორიას ბოლომდე წავიკითხავდი❤️❤️ გთხოვ ტასოს უშველე რაა???? არ მინდა ცუდად დამთავრდეს❤️❤️ ისე გენიალური ხარ მართლა❤️❤️

№27  offline წევრი ჰალუცინოგერი

Nini
ყველაზე მაგარი და განსახვავებული ისტორიააა❤️❤️ ზუსტად ვიცოდი რომ არ ვინანებდი თუ ამ ისტორიას ბოლომდე წავიკითხავდი❤️❤️ გთხოვ ტასოს უშველე რაა???? არ მინდა ცუდად დამთავრდეს❤️❤️ ისე გენიალური ხარ მართლა❤️❤️

ვაიმე რა საყვარელი ხარ. მადლობა საყვარელო ასეთი ტკბილი და საკმაოდ ხმამაღალი განაცხადისთვის ❤
ტასო ძლიერი გოგოა იპოვის გამოსავალს გპირდები ????

№28 სტუმარი სტუმარი ანი

მაინტერესებს რომელია რეალობა.. მაგრამ საშინლად აი საშინლად არ მომწონს მეთე და განსაკუთრებით მძულს საბა... უბრალოდ მართლა ამაზრზენია ეს საბა..

№29 სტუმარი ტატუკა20

ძალიან კარგი ისტორიაა ისე განვიცადე განვითარებული მოვლენები ლამის გადავირიე:(((იმედია რაღაცა გამოსავალი მოიძებნება.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent