შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი პლანეტა [ნაწილი მეორე]


28-06-2018, 15:11
ავტორი ელპინი
ნანახია 311

თეთრი პლანეტა [ნაწილი მეორე]

ყოველდღიური დაპირებები მომავლის ნაბიჯებად იქცეოდა და ყველა ახალ ნათქვამს, ახალი, მომავალში გადადგმული ნაბიჯი ემატებოდა.

***
ბარათაშვილზე საშინლად წვიმდა.
რაც გინდათ, ის უწოდეთ, მაგრამ თითქოს და, მხოლოდ ამ ქუჩას აწვიმდა შეგნებულად.
თავსხმა წვიმა იყო.
ყველა სახლს შეკედლებოდა და ფანჯრიდან უყურებდნენ, როგორ ეხეთქებოდა წვიმის წვეთები მინას და საზარელ ხმას გამოსცემდა. კაკუნს წააგავდა.
ელვა და ჭექა-ქუხილიც იყო.
ანაბელი ქუჩაში მიაბიჯებდა ისე მშვიდად და აუჩქარებლად, გეგონება, მას არ აწვიმდესო.
სხეულს გამეტებით ეცემოდა წვიმის წვეთები. ლავიწების სიღრმეზე გუბეს აკეთებდნენ. თვალებიდან წამოსული მლაშე სითხე, ლავიწზე დაგროვებულ წვიმის წყალს ერწყმოდა. თეთრი ანაბელი შავ, ავისმომასწავებელ ღამეში აჩრდილივით ჩანდა. გრძნობდა, რომ უახლოვდებოდა რაღაც და ღამეც ისეთი საზარელი იყო, აბსოლუტურ ჰარმონიას ქმნიდა ეშმაკი და ამინდი ერთად.
-ანაბელ, შეჩერდი!
ის სასიამოვნო ბარიტონი, ახლა საზარლად მოეჩვენა და სიჩუმე საშინელმა ხმამ გააპო.
ფეხები ადგილზე მიეყინა ანაბელს, შიშმა ტალღასავით დაუარა მთელ სხეულში წამიერად. მერე, სახე გაებადრა თეთრ ანაბელს.
-დედაშენს არ უყვარხარ, ანაბელ?
ოდნავ დამთბარიყო ხმის ტემბრი. ანაბელს უახლოვდებოდა სხეულით და აქამდე შეციებული, სითბოს გრძნობდა.
-კი, ზედმეტადაც კი!
სუსტი იყო ანაბელის ხმა.
-მერე, ასეთ ამინდში გარეთ რა გინდა?!
მანძილი ორ სხეულს შორის იმდენად მინიმალური იყო, ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. ტუჩები ორივეს ერთდროულად უკანკალებდა. გარემო შეეცვალათ თითქოს და ვერაფერს გრძნობდნენ.
-ასეთ ამინდში რას გულისხმობ, ლევან?
-წვიმას, სეტყვას, ელვას და ჭექა-ქუხილს.
-არ მითხრა, რომ გეშინია.
გაეცინა ანაბელს. რისგან გამოწვეული სიცილი იყო, თვითონაც არ იცოდა.
-შიში სხვა რამეა, ანაბელ. მხოლოდ სულელებს ეშინიათ ასეთი ამინდის.
-ნეტავ, ცა რას ტირის?
"შენ გტირის, ანაბელ. შენ, რომელიც მალე ესტუმრები მას!"
ყურებამდე ისე სწრაფად მივიდა ხმა, შეხტა ანაბელი წამით.
-რამე მოხდა, ანაბელ?
ლევანი გაკვირვებული შესცქეროდა.
-არაფერი! კითხვაზე მიპასუხე.
-ცა? ცა ტირის ხოლმე, როცა ვიღაც კვდება, ალბათ.
-სიკვდილი არაფერია.-გაეცინა ანაბელს ლევანის წინათგრძნობაზე.-მაინც კარგია, დაისვენებ ამ სამყაროსგან.
-შენი ლავიწები...ძალიან ლამაზია, ანაბელ!
ლევანს თვალი არ მოუცილებია ანაბელისთვის, აკვირდებოდა.
-და ისეთი ღრმაა...როგორც მიწისქვეშეთი. გუბეც...ისეთი ლამაზია, ანაბელ!
ლამპიონის მბჟუტავი შუქის განათების ქვეშ იდგნენ. ლევანს სინათლე სახეზე მკრთალად ეცემოდა, ანაბელს საერთოდ არა. ლევანის სახის ჩრდილები ისე სატანურად მოჩანდა, ანაბელმა იფიქრა წამით-ეშმაკი ხო არააო, მაგრამ იმ წამსვე გაიქარწყლა ფიქრები.
-ორი წუთი.
ლევანმა გზა გადაჭრა, იქვე, მოპირდაპირ მხარეს სკვერში შევიდა. ერთადერთი თეთრი ლოტუსი შეამჩნია ხასხასა, დანამულ ბალახზე, თითქოს ანაბელისთვის გაჩნდა იმ წუთს და იქ. მაშინვე მოწყვიტა ლევანმა და ანაბელთან დაბრუნდა.
ანაბელი რამდენიმე წუთს გაკვირვებული უყურებდა მისი ლავიწისკენ ლევანის წამოსულ ხელს. ლევანმა თეთრი ლოტუსი ლავიწზე დაადო ანაბელს და იმ წუთს ისე სილამაზედ მოეჩვენა, თვალები გაუცისკროვნდა ორივეს.
-ღვთაებრივად ლამაზი ხარ, ანაბელ! შენ ყველაფერი გიხდება!
ყვავილი ლავიწზე, გუბურაში ტივტივებდა. თითქოს, ყოველ წამს იზრდებოდა და ფესვებს იდგამდაო. თეთრი ლოტუსი ანაბელის თეთრ კანზე უღმერთოდ ლამაზი იყო.
"არ შეგიყვარდეს, ანაბელ."
ცინიკური იყო მისი ხმა. თითქოს და ასეთი ბანალურობები ეზიზღებოდა.
იყო კი ბანალურობა?!
თეთრმა ლოტუსმაც იგრძნო ნათქვამი და თავი დახარაო, თითქოს.
-ლევან, რას ცდილობ?
-საცდელი არაფერია, ანაბელ. ეგ ზედმეტად ბანალურია. კი არ უნდა ცადო გაკეთება რამის, პირდაპირ მოქმედებაზე უნდა გადახვიდე და ეჭვგარეშე უნდა მიიღო შედეგი.
-მე არანაირი უფლება მაქვს.
ანაბელმა თეთრი ლოტუსი ხელში დაიჭირა, წვიმის წვეთები ისევ ეცემოდა მის კანს და ჰარმონიული ვითარება იყო ირგვლივ.
"გიკვირს არა, როგორ აღმოჩნდა უცებ, ბალახზე ერთადერთი თეთრი ლოტუსი."
ხმა არ ასვენებდა ანაბელს. იფიქრა, რომ ეს თეთრი ლოტუსი ლევანის არა, სხვისი მოტანილი იყო. პირდაპირ ვერ გადასცემდა და შუამავალი ლევანი აღმოჩნდა. ტუჩის კუთხეში ღიმილი უხტოდა ანაბელს.
"დაე, იფიქროს ლევანმა, რომ თვითონ მოგიტანა."
-ვიცეკვოთ, ლევან!
მკაცრი იყო ანაბელის ხმის ტონი. თითქოს, აიძულებდაო.
ლევანმა ერთი ხელი წელზე დაადო ანაბელს, მეორე ხელში ანაბელის ხელის მტევანი მოიქცია და ორი სხეული ერთმანეთს ეკვროდა, ფაქტობრივად. ანაბელი მის სიფრიფანა სხეულს გამომწვევად ამოძრავებდა და ლევანს სუნთქვა ეკვროდა.
"წარმოიდგინე, რომ მე მეცეკვები.
მე მეხები, ანაბელ."

ეშმაკი რომ ჩაგისახლდება ადამიანს, მშვიდად დაძინების უფლებასაც არ მოგცემს. გაიძულებს შეშლილივით, ყველაფერი აბსოლიტურად სხვაგვარად დაგანახოს.
ანაბელში იმდენად დიდი იყო მისი ნახვის სურვილი, ლევანის გამოყენებას და მანიპულირებას ცდილობდა. ნორმალურად ვერც გაეაზრებინა რას და რატომ აკეთებდა, მაგრამ იმდენად დიდ ლტოლვას გრძნობდა ლევანის მიმართ, გაურკვეველ რაღაცებს ჩადიოდა.
ცეკვავენ ხოლმე ადამიანები წვიმაში.
ვითომ და რომანტიულიაო.
შეიძლება ასეც არის...
ანაბელმა თავი უკან გადასწია და ლევანის ტუჩები მის ყელს მიეკრო. წამით უფრო გაათეთრა ისედაც თეთრს. ნაღველში წვას გრძნობდა, მაგრამ მინიმალურად აჩნდა სახეზე ემოციები და განცდები. შინაგანად დუღდა ორივე.
-ყველაზე ლამაზი ხარ, თეთრო ანაბელ!
გააცია და გააცხელა ერთდროულად. ისე უცნაურად და სასიამოვნოდ ჟღერდა ლევანისგან, ანაბელმა თავს იმის უფლებაც მისცა, რომ ლევანის სახისკენ წაეღო ხელები. ნაკვთები გამოკვეთილად ჰქონდა სახეზე და ლევანის თეთრ სახეს ლამპიონის ყვითელი შუქი ანათებდა, აქამდე რომ საზარლად ეჩვენებოდა ანაბელს, წუთით ძალიან ლამაზი მოეჩვენა ახლა.
"ძალიან ლამაზი ხარ, თეთრო ანაბელ!"
გაორება ხდებოდა ანაბელში. იბრძოდა მისი ორგანიზმი გადარჩენისთვის, თითქოს. ორი უკიდურესობა იდგა მის წინ. ლევანი გაუაზრებლად, მაგრამ მეორე უკიდურესობა სპეციალურად ახდენდა ანაბელის ტვინის გადატრიალებას.
ბრძოლა იყო, რომელშიც არც ერთ მათგანს და მხოლოდ, ანაბელს უნდა გაემარჯვა!
-თეთრი ლევანი არ ჟღერს კარგად.
უკვე, აზრებგაფანტულმა ღიმილით თქვა ანაბელმა.
-მერე რა? მთავარია, შენ გიხდება ეგრე, რომ გეძახი.
-მადლობა, ლევან.
-მოდი შევთანხმდეთ, მადლობა აღარასდროს მითხრა.
ღიმილით უთხრა ლევანმა. წამწამებს ისე ლამაზად ახამხამებდა, ანაბელი გიჟს გავდა.
-თეთრი თმები მოგიხდება.
-არა, შავი უფრო გამოკვეთს ჩემს სითეთრეს.
-ისედაც ლამაზი ხარ, ანაბელ.
-ვიცი, ლევან.
უკვე იმდენჯერ და იმდენი უმეორებდა ამ ფრაზას ანაბელს, სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი აღარ ეპარებოდა.
თეთრი, თხელი და თლილი თითები ლევანის თვალებისკენ წაიღო.
-თვალები დახუჭე, ლევან!
უბრძანასავით.
თითები ფრთხილად გადაატარა წამწამებზე და რამდენიმე წამს მონუსხული უცქერდა.
თეთრი, კუბოკრული პერანგი ეცვა ლევანს, რომლის სითეთრეც ბინძურ წვიმის წვეთებსაც ვერ გაექრო. პერანგი მიკრული ჰქონდა სხეულზე, სხეულის ფორმები გამოკვეთილად აჩნდა. თეთრ სხეულზე, სველი თეთრი პერანგი კონტრასტულად იყო შერწყმული. წვერი ოდნავ დაბალზე ჰქონდა, გამუდმებით ასე ატარებდა. ასევე თმებიც. და ტუჩები მუდამ დამსკდარი, დახეთქილი ჰქონდა. სიგარეტს იმ რაოდენობით ეწეოდა, რომ ტუჩებზე ყოველთვის ჰქონდა კვალი დატოვებული. გრძელი და ხშირი წამწამები შავ, კუპრივით თვალებს კიდევ უფრო გამოკვეთდა ბნელ ღამეში, ლევანის თეთრ სახეზე. თითები - არანაკლებ ლამაზი ჰქონდა ანაბელზე. გრძელი, ხასხასა თეთრი, ადამიანისთვის შეუფერებლი, ზეციური არსებასავით და რბილი. ცისფერი და არა ლურჯი ვენები, გამოკვეთილად ჰქონდა მაჯებზე. თითქოს, ღიავდებოდა ყოველ წუთს. ანაბელი ყველაფერ ამას აკვირდებოდა გახშირებული გულისცემით, რომელიც თანაფარდობას ქმნიდა ლევანის აჩქარებულ გულისცემასთან.
-შენ სხვანაირი ხარ, ლევან!
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ანაბელმა. თითქოს, ლევანზე ამდენი სილამაზის ყურებამ დაღალა. სუნთქვა ეკვროდა და მკერდი შეუჩნევლად აუდ-ჩაუდიოდა.
ლევანი ერთ ხანს უყურებდა ანაბელს. მერე, მისკენ წაიწია და ყბაზე სველი კოცნა დაუტოვა. შეაჟრჟოლა ანაბელს.
-არ ხარ შენ შექმნილი უბრალოებისთვის!
ლევანს ანაბელის ყელში ჰქონდა ჩარგული თავი, თეთრი ლოტუსის სუნი ასდიოდა ანაბელს და მთელი გრძნობით ისრუტავდა და ინახავდა ლევანი დასაზოგად.
"ღრმად ტოპავ, ანაბელ."
გამაფრთხილებელი იყო მისი ტონი. ანაბელი ადგილიდან არ განძრეულა. არაფრის დიდებით უნდოდა დაეთმო ამჟამინდელი სიამოვნება. მთელი არსებით იგრძნობდა ორივე ერთმანეთს.
მლაშე სითხე ონკანიდან დაღვრილი წვეთებივით მოცოცავდა ანაბელის სახეზე. არც თვითონ იცოდა, რა ატირებდა. შიში იმის, რომ ლევანთან ვერ შეეძლო, თუ შიში იმის, რომ თეთრი პლანეტა სჭირდებოდა.
-ნუ ტირი, ანაბელ. ნუ გეშინია. თეთრებს არ ეშინიათ, ხოლმე.
ლევანმა ყბასთან შერჩენილი რამდენიმე წვეთი თითით მოაშორა ანაბელს. მერე, ჯერ ერთ და შემდეგ მეორე თვალზე აკოცა. ანაბელი ნერვიულად ტიროდა. იმ წუთს ისეთი სუსტი იყო, ეზიზღებოდა მისი თავი მარცხისთვის.
"ნუ ტირი, ანაბელ!
არ გაქვს შენ უფლება ტირილის!
თეთრები ხოლმე არა, არასდროს ტირიან, დაიმახსოვრე!"

რისი უფლება უნდა მიეცა თავისთვის, ვერ ხვდებოდა ანაბელი. გაორებული იყო.
წამით, სითეთრეც შესძულდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ შეცდა.
ყველაზე ლამაზი იყო თეთრი ანაბელი. ცრემლები შეიმშრალა და ტუჩის კუთხე ღიმილმა გაუპო.
-ასე უფრო კარგი ხარ, ანაბელ!
გაეღიმა ლევანსაც და დაჭიმული სხეული, მოეშვა მთლიანად.
წვიმამ გადაიღო. უკან გაბრუნდა ამხელა გზიდან ეშმაკი, თითქოს. გზაში რაღაც პრობლემას გადაეყარა და შერკინების მიუხედავად, დამარცხდა.
"მე წავედი, ანაბელ! აღარ შეტოპო!"
გამაფრთხილებლად დაუბარა მეორე უკიდურესობამ, მაგრამ ანაბელის ყურთასმენას ბუნდოვნად მისწვდა სიტყვები.
ლევანმა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მოუკიდა და ღრმა ნაპასი ჩაურტყა. ანაბელისთვის არ შეუხედავს. მშვიდდებოდა. მომწამვლელ კვამლს ხარბად ისრუტავდა და გარეთ არ უშვებდა. სიმწრისგან თვალები აუცრემლდა, მაგრამ სიამოვნებას იღებდა. ხუთი წუთი და ანაბელსაც მიაწოდა.
-ის პოტენციალი, რომ მოწევა ტეხავს, უნდა აღმოიფხვრას.
ანაბელმა ნაპასი ჩაურტყა და კვამლი გარეთ გამოუშვა ლევანისგან განსხვავებით.
-ერთგვარი სიამოვნებაა.
ღიმილით თქვა ლევანმა.
-კარგი სურნელი აქვს.
-კონტრასტული ყველაფერთან.
უფრო გაშავდა ირგვლივ ყველაფერი. ქარმა დაუბერა მისტიურად. ანაბელს გაეღიმა. მიხვდა, რომ მეორე უკიდურესობა მწყობრიდან გამოდიოდა და სიამოვნებდა. ლევანის გაკვირვებული მზერისთვის არ მიუქცევია ყურადღება.
-დავლიოთ?
სვამდა ხოლმე ანაბელიც, მარტოც მშვენივრად. გიჟდებოდა არაყზე, ყელს რომ ჩაუწვავდა და ოდნავ კარგ ხასიათზე, მთელი დღე, მუსიკის ფონზე თეძოების რხევით მიმოდიოდა ოთახში. ცეკვავდა ისე მოხდენილად, რომ მართლა ანგელოზს წააგავდა.
თავი დაუქნია ლევანმა. ტროტუარს ფეხით გაუყვნენ და ვეკუას ქუჩისკენ წავიდნენ.
"ატრიუმის" კარები ანაბელმა შეაღო. ყველა იცნობდა და ყველას იცნობდა. მიჩვეული იყო აქ ყოფნას.
-გოგა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ორი.
დახლთან მდგარ ბარმენს მშვიდად უთხრა ანაბელმა.
ბარი თეთრ ფერებში იყო განათებული. ლევანი და ანაბელი უფრო ანათებდნენ, ერთად მყოფნი. თავბრუდამხვევი სურნელი ისევ ტრიალებდა ირგვლივ, მაგრამ ანაბელს თეთრი ლოტუსის სურნელი ისევ შერჩენოდა სხეულზე. ანაბელი კუთვნილ მაგიდასთან დაჯდა, როგორც ყოველთვის. ლევანი მოპირდაპირე მხარეს.
-ოჯახის წევრივით ხარ.
სიცილით უთხრა ლევანმა.
-ყოველთვის აქ ვარ, ფაქტობრივად.
სიცილითვე უპასუხა ანაბელმა.
სახეზე ღიმილი აღბეჭვდოდა ანაბელს.
-აქაც ლამაზი ხარ, ანაბელ.
ელოდებოდა მსგავს სიტყვებს მეორე უკიდურესობისგან, მაგრამ არსად ჩანდა. წამით შეამცივნა, მაგრამ არაყი ყელში ხარბად გადაუშვა. კისერი ჩაეწვა. არაფერი შეუმჩნევია გარეგნულად.
ათი წუთი შინაგანად მაინც ელოდებოდა ანაბელი. იცოდა და გრძნობდა, რომ მოვიდოდა.
"მოვედი, ანაბელ, მოვედი.
ლოდინი არ ვარგა, ხოლმე და თუ მაინც და მაინც უნდა ელოდო ვინმეს, ეპიცენტრი სწორად შეარჩიე."

გაეღიმა ანაბელს და სინათლე ბარში გაქრა.
ისხდნენ მხოლოდ ანაბელი და ლევანი. თითქოს, მაინც ხელს უწყობდაო.
სიბნელეშიც ლამაზი იყო თეთრი ანაბელი!

***
თეთრი სხეული ისევ გაუნძრევლად იწვა. ხროტინებდა და სუნთქავდა, ხოლმე. წააგავდა შფოთვას. თეთრი საწოლი ნაწილობრივ წითლად შეღებილიყო. წვეთ-წვეთად იღვრებოდა სისხლი მაჯიდან.
ტუჩები ლურჯი აღარ, თეთრი გამხდარიყო.
თვალები შავი აღარ, საზარელი ნაცრისფერი გამხდარიყო.
ყველაფერი ღიავდებოდა თანდათან.
სიკვდილის ფერს ეცემოდა გარემო. თეთრი ლოტუსის სუნი გამქრალიყო და სხეულს საშინელი სუნი ასდიოდა.
"შენ ძალიან ყოჩაღი ხარ, ანაბელ!
თეთრი პლანეტა გელოდება უკვე."

ბრმად მაინც ჩაესმოდა თითქმის მკვდარ სხეულს სიტყვები და სახეს ისევ მლაშე სითხე უნამავდა. სრულიად გაშიშვლებული იყო, ისეთი თეთრი, საწოლზე აღარ ჩანდა ლამის.
აჩრდილი გამხდარიყო ანაბელი.


არ ვიცი...
თქვენთვის მომინდვია...
მადლობა.
მიყვარხართ და გკოცნით ბევრს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

ყველაფერი ისე მიდის,
როგორც საჭიროა :)

მე შენთან ვარ, ანა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
ყველაფერი ისე მიდის,
როგორც საჭიროა :)

მე შენთან ვარ, ანა.

მადლობა, მარიამ.
და მიყვარხარ!

 



№3  offline წევრი Mtirala

შეამჩნიე?!
ორი უკიდურესობა ვართ, მე და შენ. :))))))

სასმელი, სიგარეტი, ლოტუსი, ლევანი, "ის", თეთრი
და ანაბელი.
არაამქვეყნიურია ეს ყველფერი,
მე რეალისტი ვარ.
ანაბელი იდეალისტია, თეთრი პლანეტა სურს.
ირეალურია ეს ყველაფერი, იცი შენ!
და ზუსტად ამიტომ,
ვაბოდებ შენზე.

მიხარია,
ისევ შემიძლია ჩემი ექანუთით დაკომენტარება
და გიხაროდეს,
დაბრუნების შემდეგ პირველი ხარ :))))))))
ნუ, შენ სულ პირველი ხარ.
მიყვარხარ ♥
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№4  offline მოდერი Girl with pretty smile

ვთქი ჩემია-მეთქი!
ამ სიტყვებს არასდროს ვინანებ!
ადრე ასეთ დასასრუზე ვტიროდი.
ახლა?
ახლა სხვანაირად მოვიდა.
უფრო ღრმად შეტოპა.
უფრო შემბოჭა და მიმისაკუთრა.
იცი შენ,როცა ვერ გამოვხატავ იქ ყველაფერია ნათქვამი,
და აი ახლა,
ვერ გამოვხატავ ანა!
შეუძლებელია!
წარმოუდგენელია!
ვიცი,
მჯერა,რომ ეს დასასრული არაა!
მჯერა,რომ შემდეგი უფრო ღრმად ჩაწვდება
და საბოლოოდ დავკარგავ აზროვნების და წარმოთქმის უნარს!
მგონი ყველაფერი გითხარი,ბოლოს კი მოხოლოდ ერთს გეტყვი -
მომენატრე ანა!

 



№5  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mtirala
შეამჩნიე?!
ორი უკიდურესობა ვართ, მე და შენ. :))))))

სასმელი, სიგარეტი, ლოტუსი, ლევანი, "ის", თეთრი
და ანაბელი.
არაამქვეყნიურია ეს ყველფერი,
მე რეალისტი ვარ.
ანაბელი იდეალისტია, თეთრი პლანეტა სურს.
ირეალურია ეს ყველაფერი, იცი შენ!
და ზუსტად ამიტომ,
ვაბოდებ შენზე.

მიხარია,
ისევ შემიძლია ჩემი ექანუთით დაკომენტარება
და გიხაროდეს,
დაბრუნების შემდეგ პირველი ხარ :))))))))
ნუ, შენ სულ პირველი ხარ.
მიყვარხარ ♥

ხანდახან ისე განვსხვავდებით, იამასაც ვფიქრობ, როგორ ვუგებთ ერთმანეთს ასე კარგად-მეთქი.
მაგრამ მაგაზე ფიქრიც უაზროა ვაფშე. :)))))

აქ ყველაფერი მაგიასავითაა.
ანუ, გინდა, არ გინდა არ აქვს მნიშვნელობა.
გადაჭარბებულიც უნდა იყოს რაღაცები.
ანაბელი ყველაზე სუსტი, მაგრამ ყველაზე იდეალური პერსონაჟია.
ჩემთვის.
ანაბელს თუ სურს, მიიღებს თეთრ პლანეტასაც. :))))
და ხო,
ვაბოდებ მეც შენზე და შენს აზროვნებაზე!

კიდევ ერთხელ,
მეც მიხარია, რომ დაბრუნდი და მიუხედავად აქამდე ყოფნისა, ახლაც ჩემთან იქნები.
თუმცა, უფრო განსხვავებულად დაგელოდები, ხოლმე...
მიყვარხარ, ჩემო პატარა წიწილა.
გკოცნი ბევრს.
<3333333

Girl with pretty smile
ვთქი ჩემია-მეთქი!
ამ სიტყვებს არასდროს ვინანებ!
ადრე ასეთ დასასრუზე ვტიროდი.
ახლა?
ახლა სხვანაირად მოვიდა.
უფრო ღრმად შეტოპა.
უფრო შემბოჭა და მიმისაკუთრა.
იცი შენ,როცა ვერ გამოვხატავ იქ ყველაფერია ნათქვამი,
და აი ახლა,
ვერ გამოვხატავ ანა!
შეუძლებელია!
წარმოუდგენელია!
ვიცი,
მჯერა,რომ ეს დასასრული არაა!
მჯერა,რომ შემდეგი უფრო ღრმად ჩაწვდება
და საბოლოოდ დავკარგავ აზროვნების და წარმოთქმის უნარს!
მგონი ყველაფერი გითხარი,ბოლოს კი მოხოლოდ ერთს გეტყვი -
მომენატრე ანა!

წინაზე იმხელა კომენტარი დამიწერე და ისეთი სიტყვებით, მე კიდევ, უნამუსომ, ვერ გიპასუხე ნორმალურად, მაგრამ შენ ხომ იცი, რამდენსაც ნიშნავ ჩემთვის.
ისიც ხომ იცი, რომ ჩემი მოციმციმე ვარვკლავი ხარ.
ღიმილის გოგო.
ერთი ციდა, მაგრამ ყველაზე დიდი გულით!
ჩემი სიამაყე ხარ შენ, დაო!

შენია აბსოლიტურად ყველაფერი.
ეს თეთრიც, ანაბელიც, ლევანიც, და სულ, სულ ყველაფერი.
მისტიკა, დრამა-იმდენი რამეა აქ კიდევ შენი.
ვიცი, რო არ გიყვარს ცუდი დასასრულები, მაგრამ მაპატიე, ხო?
ანდრეს და ანუკის მერე, ცოტა მე თვითონაც მჭირდებოდა ასეთი რაღაც.
იმედი მაქვს, ზუსტად ისეთი გამოვა ყველაფერი, როგორც მე და შენ გვინდა.

მომენატრე,
და მიყვარხარ,
დაო, ჩემო ყველაფერო!
<33333

 



№6 სტუმარი სტუმარი გვირილა

არ ვიცი რა ვთქვა... სასწაულია ❤

 



№7  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი გვირილა
არ ვიცი რა ვთქვა... სასწაულია ❤

მგონი, ცოტა ძაან გიჟი ხარ და ასე რომ მახარებ, მეშინია, ცუდად არ დასრულდეს.
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა!
გკოცნი ბევრს.
და ხო,
მიყვარხარ.

 



№8 სტუმარი სტუმარი გვირილა

ელპინი
სტუმარი გვირილა
არ ვიცი რა ვთქვა... სასწაულია ❤

მგონი, ცოტა ძაან გიჟი ხარ და ასე რომ მახარებ, მეშინია, ცუდად არ დასრულდეს.
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა!
გკოცნი ბევრს.
და ხო,
მიყვარხარ.

გიჟი ვარ მარა მანიაკი არა :D :D : D :D არც საშიში ვარ დამიჯერე :D უბრალოდ ახლახან აღმოგაჩინე და ძალიან მომეწონა შენი ისტორიები რადგან ძალიან განსხვავებულია და სხვა მწერლების ისტორიებს არაფრით გავს ,
ზე შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე და ალბათ იმ იშვიათ მწერლებს შორის ერთერთი ხარ ქუჩაში შეხვედრისას ავტოგრაფს რომ ავიღებდი. :D :D <3 ბევრს გკოცნი და მოვრჩი შენს გაგიჟებებს :D <3 <3

 



№9  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი გვირილა
ელპინი
სტუმარი გვირილა
არ ვიცი რა ვთქვა... სასწაულია ❤

მგონი, ცოტა ძაან გიჟი ხარ და ასე რომ მახარებ, მეშინია, ცუდად არ დასრულდეს.
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა!
გკოცნი ბევრს.
და ხო,
მიყვარხარ.

გიჟი ვარ მარა მანიაკი არა :D :D : D :D არც საშიში ვარ დამიჯერე :D უბრალოდ ახლახან აღმოგაჩინე და ძალიან მომეწონა შენი ისტორიები რადგან ძალიან განსხვავებულია და სხვა მწერლების ისტორიებს არაფრით გავს ,
ზე შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე და ალბათ იმ იშვიათ მწერლებს შორის ერთერთი ხარ ქუჩაში შეხვედრისას ავტოგრაფს რომ ავიღებდი. :D :D <3 ბევრს გკოცნი და მოვრჩი შენს გაგიჟებებს :D <3 <3

ვაიმეეეეეე!
მგონი, ცოტა ძაან კი არა, ძაააააან გიჟი ხარ, უნამუსო ვიყო.
ნორმალური ხარ, საერთოდ?!
აუ, როგორი საყვარელი რაღაცები მითხარი, ადამიანო.
რანაირად ვიყო ახლა მე კარგად, მიპასუხე!
გაგიჟება შეიძლება, რა.
დედას ვფიცავარ, გული შემიქანდა.
მწერალიო, მერე ავტოგრაფიო...
აუ, როგორი საყვარელიკო ხარ შენ!
გკოცნი ბევრს მეც,
და მიყვარხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent