შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზია ღამე (2)


29-06-2018, 00:07
ავტორი tasusuna
ნანახია 359

ნაზია ღამე (2)

საგრძნობლად ჩამოღამებულიყო,თვალები რომ გაახილა.
წყურვილის გრძნობამ უცებ გამოაფხიზლა და,ჩახეხილ კისერში მალამოდ მოედო ბანანის წვენი.
თავსხმა წვიმა იყო,
ღიად დარჩენილი აივნის კარებიდან წვეთების განწირული ხმა ისმოდა.
ყავა მოიმზადა,ბარის სკამზე დაჯდა და,სიგარეტს გაუკიდა.
უსიამო შეგრძნება დაუტოვა პირველმა ნაპასმა.
ცხელი სითხით ჩაიწმინდა კისერი და,ღრმად ამოისუნთქა.
მთელ სხეულში ტეხდა,
სისუსტეს გრძნობდა,
თავი გაუსაძლისად ტკიოდა..
აფთიაქის ყუთიდან სამი აბი გამაყუჩებელი ამოიღო და,ყავას მიაყოლა.
ცოტა ხანში კი,შიმშილის გრძნობამ შეაწუხა.
ზანტად წამოდგა,მაცივრის კარი გამოიღო და,გუშინს მერე მორჩენილი სალათი და,შავი პური მიირთვა.
ცოტა ხანში შვება იგრძნო,თავმა აუშვა და,გონს საგრძნობლად მოვიდა.
შეფხიზლდა.
დივანზე უყურადღებოდ მიგდებულ ტელეფონს დაწვდა და,
ჩართო.
ლევანსა და ნიკას ჰქონდა აურაცხელი ზარები შემოშვებული.
მძიმედ ამოიოხრა და,
ნიკას გადაურეკა.
9 სრულდებოდა,უკვე,ცას კი,იმის მაგივრად,რომ შეემსუბუქებინა ,პირი უფრო მოეღო და,არც კი აპირებდა გადაღებას.
–სად ხარ შე ჩ*მა,მთელი დღეა ვრეკავთ,მოკვდი?–ზუმერის შემდეგ,ნიკას მხიარული ხმა გაისმა ყურმილში.
–სიკვდილით არ მოვმკვდარვარ,მაგრამ,მკვდარივით კი მეძინა,ახლა გავიღვიძე.–მისი ხასიათი წამში გადმოედო ლაშას და,პასუხი ღიმილით გასცა.
–ჰოდა,გამოფხიზლი,ადექი,ჩაიცვი და ,ჩვენთან ვართ,ბარში,ლევანმა იკისრა,გოგოები ნახევარ საათში მოვლენ,ამას ლიზი ისე დაევასა,რაც ადგა და გაიღვიძა,იმის მერე ტვინი მოტ*ნა,იმენა გაბურღა.–მობეზრებულად ამოილაპარაკა და,წამოიყვირა,სავარაუდოდ ლევანისგან მუჯლუგუნი მიიღო.
–გადავივლებ და,გამოვალ–მოკლედ მოუჭრა და,დაკიდა.
სააბაზანოში 15 წუთი დაჰყო,გუშინდელი დღე სრულად ჩამოირეცხა ორგანიზმიდან,წამოზრდილი წვერი ოდნავ დაიდაბლა და,ოთახში გავიდა.
აბურდული ტანსაცმლიდან ძლივს გამოარჩია პერანგი,წარბშეკრულმა გახედა სინათლეზე და,უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
–ვერ ვიტან უთაობას.–გაბრაზებულმა წამოიყვირა და,ცხელი უთო რიტმულად გაუსვა სამოსზე.
წუთის შემდეგ,შემოიცვა,ღილები შეიკრა და,სუნამო დაისხა.
გასვლამდე,კიდევ ერთხელ გადაამოწმა,გამორთული იყო თუ არა უთო და,სახლიდან გავიდა.
როგორც ყოველთვის,კარები ჩაუკეტავად დატოვა.
**
–ვაუ,ლაშ.–შესვლისთანავე,ნატას რეპლიკა დაიჭირა,მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია და,ხმამაღლა გაიცინა.–სხვა რომ არ მიყვარდეს,იმენა დაგკერავდი–დააყოლა და,თვალი ჩაუკრა.
ლაშა კი მიუხვდა ნამიოკს,მაგრამ ,ნიკამ აშკარად სხვანაირად თარგმა ნატას რეპლიკა და,ნირწამხდარმა,მასზე გადახვეული ხელი ცივად მოაშორა.
საერთო სალამი უთხრა შეკრებილებს,ნანოზე წამით შეაჩერა მზერა და,პუფში ჩაეშვა.
–რას სვამთ?–მათ გადახედა და,ფერად სითხეზე მზერა შეაჩერა,თუმცა,სანამ პასუხს მიიღება,თავადაც მიხვდა.–კოქტეილი კარგი დასაწყისია,მაგრამ,რამე ძალიან ძლიერი მინდა,ახლა–თქვა და,მიმტანს ჯინ–ტონიკის შეკვეთა მისცა.
**
საათის შემდეგ,
ყველა გრადუსში იყო და,ტემპერატურაც საგრძნობლად მომატებოდათ ორგანიზმში.
ლაშას თვალმოუცილებელ მზერას ნანო ოსტატურად იგერიებდა,
ბიჭი კი,ამ ფაქტზე უფრო ხალისობდა,ვიდრე ბრაზდებოდა.
სამი ჭიქა ჯინ–ტონიკისა და,ცეცხლმოკიდებული შტროხის შემდეგ,თავს თავისუფლად და,მოდუნებულად გრძნობდა.
ორგანიზმი სასიამოვნოდ ამჩატებოდაა და,
თრობას კიდევ უფრო უძლიერებდა ნანოსგან წამოსული იმპულსები.
გოგოს,თავშეკავების მიუხედავად,მაინც ეპარებოდა მისკენ თბილი მზერა და,ლაშას ეს არც გამორჩენია.
მიუხედავად იმისა,რომ უშუალო დიალოგი მათ შორის არშემდგარა,ბიჭის ნამიოკებს მაინც ღიმილით ხვდებოდა ნანო.
–მოკლედ,იდეა მაქ.–სიტყვით გამოვიდა ლევანი და,პუფიდან წამოიწია–ვითამაშოთ „მე არასდროს“,რა თქმა უნდა,დალევაზე,ოღონდ კოქტეილი და რაღაც სვეცკობები არა,ან ბალანთაინი ან,შერიდანი,გოგოების პონტში,ძაან როარ გამოთვრეთ–სიცილით გადახედა მათ და,მისი იდეით აღფრთოვანებულმა,მიმტანს შეკვეთა მისცა.
თამაში გახურდა.
მაგიდას ირგვლივ კომფორტულად მოუსხდნენ და,
ერთმანეთის გრეხების ჩამოთვლა დაიწყეს.
რამოდენიმე ჭიქის დალევა ყველას მოუწია,
საკმაოდ გამხიარულდნენ და
გრადუსიც მოემატათ.
–მე არასდროს მომიწევია მოსაწევი–სიტყვით გამოვიდა ნანო და,წარბაწევით გადახედა ყველას.
–ეეეე,ეგ არ ითვლება.–წამში ახმაურდა ყველა.
–არ მაინტერესებს–თვალი კეკლუცურად ჩაუკრა მათ და,შევსებული ჭიქა მაგიდაზე დადო და,სიცილით გადახედა ხუთ სასმელმომარჯვებულს.
–კარგი–მას შემდეგ,რაც ჭიქა ჩაცალა ლაშამ,მზერა ნანოს გაუსწორა და,ღიმილით წარმოთქვა.–მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის,–მისთვის საინტერესო თემას შეეხო და,გულაჩქარებული დაელოდა მის ქმედებას.
ნანომ ირონიული მზერით უპასუხა და,სასმელი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
**
ორი სრულდებოდა,სასმელ მორეულმა ახალგაზრდებმა ბარი რომ დატოვეს და,ნანოს წინააღმდეგობის მიუხედავად,ლაშას მანქანით დატოვეს ტერიტორია.
დაძაბული იჯდა ლაშას გვერდით მგზავრის სავარძელზე ნანო და,ძლიერად იჭერდა ხელს,ხელზე.
შიშმა,რომელიც მისი თვალებიდან იღვრებოდა,ლაშას გადაწყვეტილება შეაცვლევინა და,ბარიდან 200 მეტრში მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,ღიმილით გახედა მას,გადავიდა და ,ტაქსიში დარეკა.
–აუუ,რას დამახტუნავებთ ვერ გავიგეეე.–უკმაყოფილო ბუზღუნით გადმოვიდა მანქანიდან ნატა.
–ნანოს ეშინია,ამიტომ,ტაქსით წავალთ.–მოკლედ მოუჭრა ლაშამ და ოპერატორს მისამართი უკარნახა.
15 წუთის შემდეგ კი,
ლაშასთან განაგრძეს დაწყებული.
–მე რაღაცა მაქვსო,შენ რომ არა გაქვსო,დელი დელია,დელია დელიააა–სიმღერ სიმღეღით შემოვიდა სამზარეულოდან ლევანი და ხელში პაკეტი შეათამაშა.
–ამას გვიმალავდი შე ჩე*ა??–სავარძლიდან წამოხტა ნიკა და,ხელში აიტაცა ლევანი–იმენა ძმა ხარ.
–ოღონდ წაუტრუხებს და ,ხიმია გავაკეთოდ,ოღონდ მე ხო იცი ,ვერ ვშვები–საწყალი სახით გახედა ლაშას და,სამზარეულოში გაბრუნდა.
ზანტად წამოიწია დივნიდან ლაშა,თვალი განზრახ აარიდა ნანოს და,უკან გაყვა ლევანსა და ნიკას.
სამზარეულოში ყველაფერი მომზადებული დახვდა,თვითონ მხოლოდ „რასტვარიწელი“ და სამედიცინო სპირტი გადაურია პატარა ჯამში და,მწვანე ფოთლები ჩასრისა მასში,
წუთის შემდეგ,როცა მასა მელნისფერი გახდა,
ფოთლები ამოიღო და,სითხე დაბალ ცეცხლზე შემოდგა,
მონოტონურად ურევდა დრო და დრო..
ნელნელა ყავისფერ ფერს იღებდა.
10 წუთის მერე კი,სრულიად დაშრა და,ფსკერზე მოყენებულ ყავისფერ მასაში სიგარეტის თუთუნი ჩაყარა.
მაგრად მოურია და,როგორც კი დარწმუნდა,რომ თუთუნს მთლიანად შეეწოვა სიყავისფრე,უჯრიდან ბურბულატორი გამოიღო და ,მისაღებში,გოგონებთან გავიდნენ.
–აბა,ვინ ეწევა ხიმიას?–სიცილით შევიდა ოთახში ლევანი და,ლიზის გვერდით სავარძელში ჩაენარცხა.
–ვაბშე ყველა–სხვების მაგივრად ნატამ გასცა პასუხი და,გაოცებულ ლაშას სასაცილოდ გადახედა.–იმენა ყველა–მისი თვალებიდან დასმულ უთქმელ კითხვას პასუხი ისევ გასცა.
ლაშას გააკანკალა,სიბრაზე მოაწვა,ბურბულატორი ლევანს გადასცა და,გაცეცხლებული აივანზე გავიდა.
სისხლი ააწვა თავში და,იმედგაცრუება იგრძნო.
გააცივა.
აკანკალებული ხელები მაგრად მოუჭირა მოაჯირს და,სიგარეტს გაუკიდა.
ბოლო ნაპასზე იყო,ოთახიდან განწირული კივილი რომ შემოესმა და,
მომენტალურად სამყოფელისკენ გაიქცა.
ნანახმა სრული შოკი მოგვარა.
წამიერად გახევდა და,სრულად აღიქვა სურათი.
–ჯანდაბა,ჯანდაბაა!–დაიღრიალა და,იატაკზე უგონოდ მყოფ ნანოსთან დაიჩოქა,
–რატო მოაწევიეთ,ჯანდაბა სულ გამო*ლევდით?–ბიჭებს გაცოფებული გადახედა.
–მე რა ვიცი,შე ჩ*მა,თვითონ თქვა,ვაიმე რა ვქნათ?–პანიკაში ჩავარნილი ლევანი ოთახში მიდიმოდიოდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა.
ნატა დაჩოქილი დასდგომოდა თავზე და გაქვავებულიყო.
ლიზის ტირილის ხმა ტვინში უკკუნებდა ლაშას და აზროვნებას უკარგავდა.
–გაჩუმდი!–მისი მიმართულებით დაიყვირა და უცებ მოეგო გონს.–ცივი ყალი,ჩქარა!–კარებში გაჩხერილ ნიკას ხმამაღლა დაუყვირა და,ნანოს თავი კალთაში ჩაიდო.
შშლილი სახე ჰქონდა,არაადამიანურად დასჩერებოდა და,ვედრებად იყო ქცეული.
–გთხოვ,ამოიღე,ჯანდაბა,ნანო აღებინე.–თითქოს ესმოდაო,აარაადამიანური ხმით დასძახოდა და,ცივ წყალს სახეზე უსვამდა.
–გთხოვ ნანო,გთხოვ ნანო!–ხმა საგრძნობლად გატყდომოდა,მზერა მის სახეზე ჰქონდა შეყინული,გაფითრებულ ღაწვებზე ცივ წყალს უსმევდა და,ძლივს გასაგონად ეჩურჩულებოდა.
–შენ მაინც გამოძვერი ნანო,შენ მაინც გადამირჩი ნანო!–ხრიალით ამოთქვა,ძალა მოიკრიბა,წამოდგა,თავი იატაკზე გაუსწორა და,გულის მასაჟები დაიწყო.
–ჯაანდაბაა–უცებ დაიღრიალა,თითქოს კედლები შეზანზადა,ოთახში მტკიცედ დაეკიდა მისი შემზარავი ხმა.–მიდი!–ისევ შეყვირა და,მაგრად დააწვა გულზე.–ღმერთო გთხოვ,ღმერთო!–ჭეერისკენ წამიერად მიმართა მზერა და,
როგორც კი ისევ მის სხეულს დაუბრუნდა,თითქოს ძალა მოეცაო,წუთი კიდევ გააგრძელა,მერე კი,როგორც იქნდა გაიგონა მისი ღრმა სუნთქვის ხმა.
მოეშვა,კედლისაკენ გაჩოჩდა და,ხელებში ჩარგო თავი.
ყველამ შეამჩნია,როგორ აუთრთოლდა მხრები ...
ძალაგამოცლილი,ძლივს მობრუნებული ნანო აწყლიანებული თვალებით გაოგნებული შეჰყურებდა..
სუნთქა ჯერ კიდევ უჭირდა...წამოდგომაც ვერ შეძლო..
ყველა გახევებული იყო..
მძიმედ სანახავი სურათი იყო..
5 წყვილი თვალი თავჩარგული ლაშასკენ იყო მიმართული და ყველა გასუსული ელოდა მისგან რამეს..
5 წუთი,ან იქნებ მთელი საათიც გავიდა,
ლაშას მხრები კი,თრთოლვას არ წყვეტდა..
მტევნებზე ძარღვები საშინლად დაბერვოდა და,მხოლოდ ნანო ამჩნევდა,არტერია როგორი სიძლიერით უფეთქავდა.
მხოლოდ,მაშინ,როცა ლაშამ სრულად გააცნობიერა ჩავლილი საფრთხე,მძიმედ ასწია თავი და ,მისკენ მოცქერალ ნანოს არაფრისმთქმელი მზერით გახედა.
მწარედ გააჟრჟოლა ნანოს,ალეთი თვალები არასდროს ენახა.
ასეთი წითელი თვალები ლურჯის ირგვლივ,არასდროს დაენახა..
–აღარასდროს!
აღარასდროს გაბედო,თავი საფრთხეში ჩაიგდო!
–მტკიცედ წარმოთქვა,წამოდგა,და ოთახისკენ დაიძრა,სანამ შევიდოდა,ისევ გახედა ნანოს.–ეს დღე კარგად დაიმახსოვრე და იცოდე,არასდროს გაპატიებ ამას!

_____
ისეთი ემიციით დამმუხტეთ,მთელი დღეა გაცისკროვნებული დავდივარ!
თქვენი თითოეული სიტყვა იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის,რომ ვერასდროს წარმოიდგენთ.
არ ვიცი რა გითხრათ,როგორ დაგანახოთ,რა დონის მადლიერი ვარ..
მიყვარხართ რაღც საოცრად..
რაც შეეხება ახალ თავს,იმედია,მოლოდინი გავამართლე.
კითხვები იგივე მაქვს თქვენთან
რას ფიქრობთ დღევანდელ თავზე?
მე გელით,ისევ,გულაჩქარებით,
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

აუ ეს რა თავი იყო (( დამგრუზა. მაგრამ რაც მთავარია უფრო მეტი რამ შევიტყვეთ. ძალიან მაინტერესებს მოვლენების განვითარება. ლაშა როგორ შემეცოდა.. უკვე ნანოც მეცოდება. ნუ მოკლედ გელოდები მალე ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი tasusuna

mirandaa31
აუ ეს რა თავი იყო (( დამგრუზა. მაგრამ რაც მთავარია უფრო მეტი რამ შევიტყვეთ. ძალიან მაინტერესებს მოვლენების განვითარება. ლაშა როგორ შემეცოდა.. უკვე ნანოც მეცოდება. ნუ მოკლედ გელოდები მალე ❤️❤️

მადლობა, მირანდა, მოლოდინისთვის
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№3  offline მოდერი abezara98

ხოო, არც კი ვიცი, რა ვთქვა, უბრალოდ შოკში ვარ scream არ მეგონა ნანოც თუ მოწევდა,ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ... confused კარგი იყო blush გელოდები smile

 



№4  offline წევრი tasusuna

abezara98
ხოო, არც კი ვიცი, რა ვთქვა, უბრალოდ შოკში ვარ scream არ მეგონა ნანოც თუ მოწევდა,ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ... confused კარგი იყო blush გელოდები smile

აუუ, როგორ მახარებთ რაააა ❤❤❤❤❤❤

 




აუ კაი რა :( დილიდან რას მერჩოდი, იმდენი საქმე მაქვს სამსახურჭი და მე ვზივარ აგერ ცრემლმომდგარი და ვებრძვი ტანზე მორბენალ ჭიანჭველებს.....
ყოჩაღ. <3

 



№6  offline წევრი tasusuna

ჰალუცინოგერი
აუ კაი რა :( დილიდან რას მერჩოდი, იმდენი საქმე მაქვს სამსახურჭი და მე ვზივარ აგერ ცრემლმომდგარი და ვებრძვი ტანზე მორბენალ ჭიანჭველებს.....
ყოჩაღ. <3

უუუუდიდესი მადლობააა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი თავი იყო. ვხვდები ლაშასთვის ეს მძიმე წუთები რასაც ნიშნავდა, ჩანს უარესის გადატანა მოუწია მას. ყოჩაღ ტასუსუნა ძაან მაგარი ხარ

 



№8  offline წევრი tasusuna

Chikochiko
კარგი თავი იყო. ვხვდები ლაშასთვის ეს მძიმე წუთები რასაც ნიშნავდა, ჩანს უარესის გადატანა მოუწია მას. ყოჩაღ ტასუსუნა ძაან მაგარი ხარ

ნამდვილად,რომ წარსულიდან მოსდევს ეს სცენა,მადლობა ჩემო კარგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent