შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწა - 1


29-06-2018, 05:58
ავტორი აია
ნანახია 112

მიწა - 1

ადამიანები, მუდამ ცდილობენ იყვნენ მიმზიდველნი, გამოირჩეოდნენ სხვებისგან, ჰქონდეთ რაც შეიძლება მაღალი სტატუსი, ფული, მაგრამ ... ! მათ ერთი რამ ავიწყდებათ.
ისინი უბრალოდ ცოცხალი ორგანიზმები არიან, ისინი ისეთივე წარმავალნი , როგორც პეპლები. განსხვავება კი მხოლოდ დროშია.
იმის მაგივრად, რომ ტკბებოდნენ იმით რაც აქვთ... ისინი მთელს ენერგიას ხარჯავენ იმაში ფიქრში თუ რამდენად კარგები შეიძლება გამოჩნდნენ. და რა მოხდება, მაშინ თუ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ჩემნაერს გადაეყრებით? და მას ისე გადათელავთ როგორც მე გადამთელეს?
რა მოხდება მაშინ თუ ვინმე ჩემნაერი ჯერ კიდევ დაუსრულებელ მიზანს დროში გაყინავს?
- თქვენს ოცნებებს, ბედნიერ მოგონებებს, თქვენ!
- ვინ უფრო დიდი ურჩხული იქნება?
- მე რომელიც თქვენნაერ ურჩხულებს სპობს, თუ თქვენ?
- კითხვები ბევრია, პასუხები?
- ერთი რამ კი ნათელია. მე მოვდივარ, თქვენ კი გარბიხართ.
........
იანვრის ცივი დილა იყო, მამამ ისევ ჩხუბით გამაგდო სკოლაში, მაგრამ ამჯერად მუქარაც მოაყოლა...
- იცოდე, რომ დამირეკონ სკოლიდან ისევ... ქამრით გცემ!
მე მხოლოდ თავი დავუქნიე და წავედი... სკოლის შესასვლელთან მანამ ვორჭოფობდი სანამ ზარი არ დაირეკა.
საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე...
ჯობდა მხოლოდ ერთ ლოკაციაზე ვეცემე ხალხს, ვიდრე ორივეზე.
.....
„რა მოხდება თუ ერთ დღესაც ოჯახი არ მეყოლება?
ისევ ასე ვიქნები?
იქნებ მიმეტოვებინა ის? „
-გაიანე, ჯაყოს ხიზნები წაიკითე? - აი ისიც, სკოლის გული და ჩემი სევდა, ლიტერატურის მასწავლებელი.
- დიახ.
- მშვენიერია, აბა აღგვიწერე შენი ინტერპრეტაციით, როგორია მარგოს პერსონაჟი.
სანამ რამეს ვიტყოდი კლასის დიადმა ინტელიგენციამ დრო იხელთა და ახალი სიბრძნე გაგვიზიარა.
-პუ#$%ნკა, მას !
-ეროვნულებზე, პუ@#$კა დაუწერე და გრანტს მიიღებ ბოჭორიშვილო. -დანანებით ჩაილაპარაკა დათო მასწავლებელმა. -ახლა, კი გაიანე, გისმენ.
-მარგო, ცხოვრებისგან გაბოროტებულია, ვთვლი, რომ დამნაშავე არაფერშია.
-ვინმემ ვახსენეთ, რომ მარგო დამნაშავეა?- შემომეპასუხა კლასის ვარსკვლავი.
-მარიამ, თუ მაცლი დასრულებას, მადლობელი დაგრჩები.
-მოდი ჯერ მარიამს უპასუხე და შემდგომ გააგრძელე. - მასწავლებელი მარიამს გამოესარჩლა.
-მისი დამოკიდებულება თეიმურაზის მიმართ, მკითხველის ნაწილს უჩენს ამის შეგრძნებას, ნაწილს კი არა, რადგან ჩვენ ყველანი ერთმანეთსაგან განვსხვავდებით, ე.ი ჩვენი პოზიციების განსხვავებულობაც დასაშვებია, აქედან გამომდინარე მე ჩემს პოზიციას თვალნათლივ გამოვხატავ და კიდევ ერთხელ ავღნიშნავს , რომ მარგოს არაფერში არ მივიჩნევ დამნაშავედ.... დავაკმაყოფილე თქვენი პასუხი ქალბატონო მარიამ? ბატონო დათო?
ახლა კი გავაგრძელებ, იმ დროინდელი მენტალური და სოციალური წყობიდან გამომდინარე, მარგო სუსტი ქალია, რომელსაც ჩვენს ენაზე, სჭირდება სუპერმენი, ხოლო ამ მფარველი ანგელოზის მოთხოვნილებას მისი მეუღლე ვერ უკმაყოფილებს და იგი ეძებს ასეთ ადამიანს... და თუნდაც ჯაყოს მიერ განხორციელებული ძალადობა მასზე, შემდგომში მის ამ მოთხოვნილებას ავსებს.
-ახლა შენ რისი თქმა გინდა გაიანე? მე რომ მიგ@#$ნა რომელიმე სკოლის ბუჩქში სადისტურად, შენ მოთხოვნილებას დავაკმაოფილებ და შეგიყვარდები?
-ბოჭორიშვილო, მე და მარგო სხვადასხვა ტიპის პიროვნებები ვართ, და მაგის მცდელობა რომ გქონდეს მარგოსვით კი არ ჩაგადნები ხელში, არამედ შენს პატარა მეგობარს იმ დღესა და წუთში დაემშვიდოები სამარადჟამოდ.
- მიდი ერთი რა ! გამომივიდა ჟან კლოდ ვანდამი. - აფორიაქებულმა თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო.
-ვერ დაგეთანხმები, გაიანე, ეს ზედმეტად სუბიექტური აზრია.
-ეს ჩემი, როგორც სუბიექტის ობიექტური აზრია. - ჩემს ნათქვამზე გაეცინა დათოს.
-ესეში მაღალი ქულა გეყოლება ვატყობ... კარგით გავაგრძელეთ, მარიამ, ახლა შენ მომიყევი ჯაყოს შესახებ...
გაკვეთილი გრძელდებოდა, მე კი კვლავ ჩემს თამაშს ვთამაშობდი „რა მოხდებოდა თუ .. „
„რა მოხდებოდა თუ, მე 17 კი არა ჩვენი სტაჟიორი დათო მასწავლებლის ტოლი ვიქნებოდი?“
„მოვხიბლავდი?“
„იქნებ აქეთ ეცდებდა? „
„რა მოხდებოდა, თუ მე ბიჭი ვიქნებოდი?“
„ ბოჭორიშვილი კვლავ მცემდა? „
„იქნებ ჩემთან ძმაკაცობა მონდომებოდა?“
„რა იქნებოდა, მიწა,რომ არ ვყოფილიყავი?“
ამასობაში ზარიც დაირეკა და ბოჭორიშვილი კვლავ გამოწერილად ჩემს წინ აისვეტა.
-დღევანდელი ტლიკნის გამო საცემი ხარ ! მეხუთე გაკვეთილის მერე გოგოების ტუალეტის მხარეს მოდი თორე ორმაგად გცემ!
„რა იქნებოდა რომ არ დავბადებულიყავი ! „
ბოჭორიშვილმა სიტყვა შეასრულა და „დამსახურებულად“ მცემა, ისე მცემა, რომ წელშიც კი ვერ ვიშლებოდი. მკაცრი და ცივი ზამთრის გამო ორმაგად მეჩვენებოდა თითქოს წყვდიადში ვიყავი, თითქოს საუკუნე იყო ცივ და აყროლებულ ასფალტზე ვესვენე.
„რა მოხდებოდა, რომ არ დავბადებულიყავი !“
„მიწა ხარ და მიწად იქეც“
„მიწა ხარ და მიწად იქეც !!!!!!!!! „
იცით რა შეგრძნებაა ეს?
სხეულს ტოვებ, ყველაფერი ბუნდოანია, ყოველი გატეხილი ძვალის და დაბეჟილი ხორცის ტკივილი სიამოვნებას განიჭებს იმით, რომ გიტოვებს სიცოცხლის იმედს.
შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ გაიანე.!
- გაიანე?
-ღმერთო ! გაიანე! - ჩემს „იდეალურ“ სამყაროში, ჩემი სულის რეციდივისტის ხმა შემოიჭრა.
- ეს ვინ გაგიკეთა ! ? ღმერთო ! გაიანე ხმა გამეცი ! გაიანე !
- კიდევ ერთხელ დამიძახე! - ნეტარების ზენიტში მყოფმა ძვლივს ამოვიჩურჩულე.
-ღმერთო ჩემო ! -დათო მასწავლებელი კვლავ პანიკას მოეცვა.
-ჩემს მიერ შთაგონებული ნეტარება მას შემდეგ გაქრა რაც ტელეფონი ამოიღო დათომ.
მაშინვე დაპანიკებული აღუწერელი ტკივილის მიუხედავად წამოვდექი და მის ხელს ვეცი, რომელშიც ტელეფონი ეჭირა.
- გთხოვ, ეს არ ქნა ! - ეს ბოლო სიტყვები იყო, ტკივილისგან იმდენად შევღონდი რომ გონება დავკარგე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვერ გავიგე, ბოჭორიშვილი რატომ აყენებს ამ გოგოს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამას მანამდე ვერავინ აამჩნევდამ? იქნებ თავები გაზარდო? სხვა მხრივ მომეწონა ისტორია

 



№2 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ძალიან, ძალიან კარგი იყო♡ თუ თავებს გაზრდი თლა უკეთესი იქმება♡ ანუ მე რა არ მესმის რომ მარგო სუსტი ქალიაო ამბობს, მე და მარგო განვსხვავდებითო, მაგრამ ჩემი აზრით ზუსტად ერთნაირები არიან.
ისე კი მაგარი ისტორიაა და მალედადე რა შემდეგი♡♡♡

ძალიან კარგი იყო! თუ თავებს გაზრდი "თლა" უკეთესი იქნება. ნუ ჩემი აზრით მარგი და ეს გოგო სულ არ განსხვავდებიან. ორივე სუსტია, ორივე დამყოლი. იმბოჭორიშვილს კიდე ვუთაქებდი გემრიელად დიდი სიამოვნებით! ვირი ეგ!
ისე ისტორია ძალიან მაგარია. მალე დადე რა შემდეგი♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent