შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (6თავი)


29-06-2018, 09:09
ნანახია 2 695

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (6თავი)

-ანუ ის რომ შენში სხვა და სხვა ცხოვრება მიედინება და ეს ბოლოს მოგიღებს რადგან ვერ გაარკვევ როდის იქნება ესა თუ ის მომენტი რეალური, შენს ცნობიერში ნელ-ნელა ისეთი სიუჟეტები წაიშლება როგორიც არის, მაგალითად ვინ ხარ. რა გქვია. რა გვარი ხარ.
-დედა.
-ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ წავიდეთ.
-განკურნებადია? -დედა თვალს მარიდებს. -დედა მიპასუხე, განკურნებადია?
-არა. -კი არ ამბობს, ღრილაებს დედა.
----------------------------------


საკუთარ საძინებელში საწოლზე გაშოტილი, მზერა გაყინული ჩემი დაავადების შესახებ იმფორმაციას ინტერნეტის საშუელებით უფრო ძირეულად ვეცნობი. კარზე კაკუნი რეალობაში მაბრუნებს.
-შეიძლება? -საძინებელში თავი შემოყო გეგემ. მისი დანახვა ასე არასდროს გამხარებია, ლეპტოპი გვერდით მოვისროლე, საწოლიდან წამოვხტი, მისკენ დავეშვი და ყელზე პატარა ბავშივით შემოვეხვიე, მანაც არ დააყოვნა, ძლიერი მკლავები მომხვია წელზე და მთელი ძალით გულზე მიმიკრა.
-მომენტრე. -ვამბობ მე და ლოყაზე ვკოცნი, მის ფერმკრათალ ღაჭვებს სიწითლემ გადაურბინა და გულში კიდევ ერთხელ ჩამიკრა.
-თავს როგორ გრძნობ? -მეკითხება გეგე და საწოლზე ჩემ გვერდით ჯდება.
-არ ვიცი გეგე, როცა მახსოვს რომ რეალობაში ვარ, მაგალითად აი ამ წამს, რა თქმა უნდა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ დღის განმავლობაში იმდენჯერ ვიკარგები რალობასა და წარმოსახვას შორის რომ მართლა მეშინია არ შევიშალო.
-ექიმები რას ამბობენ?
-ვერაფერს. მათი აზრით გენეტიკურია. -გეგე ცისფერ თვალებს საძინებლის იატაზე აშტერებს და მძიმე სუნთქვით ავსებს ისედაც დამძიმებულ ოთახს.
-ნებას მომცემ შენ გვერდით ვიყო?
-რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.
-მინდა შენთან ერთად ვიბრძოლო შენი ჯამრთელობისთვის ტასო.
-ხოო? რატომ? -ვეკითხები ღიმილით და პასუხის მოლოდინში საკუთარ გულის ცემას უკვე ყველგან ვგრძნობ.
-ისედაც იცი. -თვალი ჩამიკრა გეგემ.
-თქმას სხვა ხიბლი აქვს. -ენა გამოვუყავი და თავი მხარზე ჩამოვადე.
-როდის აცდი რეალობას?
-მგონი როცა იაპონიიდან დავბრუნდით.
-სერიოზულად?
-ჰო.
-აქამდე როგორ ვერავინ შენიშნა.
-აქამდე ვერც მე ვხვდებოდი რომ სინამდვილეში არ გავთხოვილვარ და არც გეი წყვილის ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ.
-ეგ წარმოსახვა ისევ გემართება?
-იშვიათად, რეალობიდან ამოვარდნის ყოველ ჯერზე სხვა და სხვა ადამინის ცხოვრებით ვცხოვრობ. ხან ბრიტანეთის დედოფალი ვარ, ხან ვამპირი, ზოგჯერ უბრალოდ ვაჭარი. -გეგეს გაოგნებულ ცისფერ თვალებს ვუყურებ და სიცილი მივარდება.
-რა გაცინებს ტასო?
-ძალიან სასაცილოდ გამოიყრები.
-როდესაც რეალობაში ბრუნდები დიდი დრო გჭირდება გასააზრებლად?
-ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა.
-გინდა გავისეირნოთ? დედაშენმა მითხრა რომ სულ სახლში ხარ გამოკეტილი.
-გარეთ გასვლის შიში მაქვს.
-მენდობი? -ხელზე მეხება გეგე და სულში გაჟღერებული სითბო მთელ სხეულს მალამოდ ედება.
-ჰო. გენდობი.
-მაშინ წამოდი გავისეირნოთ.

ქუჩაში გასულს პირველი რაც მემართება ამდენი ხნით სახლში გამოკეტვის შემდეგ დღის შუქი თვალებს მჭრის და გეგეს სხეულს აბუზული ვეკვრი, ისიც მელოდება სანამ გარემოებას შევეგუები და როდესაც თვალებში ჩამდგარ სიმშვიდეს ხედავს, შუბლზე ნაზად მკოცნის და მანქანის კარს მიღებს.
-სად მივდივართ?
-ეგ შენი საქმე არ არის. -თვალი ჩამიკრა გეგემ და მანქანა დაძრა. -მომიყევი ყველაზე საშინელი გაორება რა გქონია.
-ჩემი ქორწილი და შემდგომი პერიოდი.
-ხო მახსოვს, მაშინ კლუბში რომ შეგხვდი რას ვიფიქრებდი თუ ამხელა პრობლემა გქონდა, ისეთი გაბრაზებული ვიყავი შენზე, მეგონა რამე ნარკოტიკი მიიღე. -გეგეს მხარი ვკარი და მანაც ჩემს შესაშინებლად საჭეს აუქცია. როგორც კი ჩემ სახეზე ფერის ცვლილება შენიშნა, მომენტალურად გააჩერა მანქანა ჩემი აკანკალებული ხელები ხელებში მოიქცია, თვალებში ჩამაშტერდა და პატიებას შეშინებული მთხოვდა. მე თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამივარდა. გეგემ წარბები შეჭმუხნა და ხელი ცივად გამიშვა. -გამეღადავე ხომ?
-ხო. -ქვედა ტუჩზე ვიკბინე და დავეჭყანე გეგეს.
-გთხოვ ტასო ეს ორი რაღაც არასოდეს გააკეთო?
-ორი რა?
-ტუჩს ნუ კბენ და ჩემ შეშინებას შეეშვი.
-მაპატიე. -ვამბობ გულწრფელად რადგან მივხვდი მართლა ძალიან შეეშინდა. -არ მეტყვი სად მივდივართ?
-მეგობართან დაჩაზე.
-და რა მინდა შენს მეგობრებთან?
-მე არ მითქვამს რომ ჩემი მეგობრები იქ იქნებიან.
-გეგე. -შევუბღვირე გეგეს და მანაც გაოცებული თვალები მომაპყრო.
-სანამ საუბარს დაასრულებ ტასო, იმაზე დაფიქრდი რომ მსგავსი არაფერი გამივლია გონებაში.
-შეტევა რომ დამემართოს?
-მე შენთან ვარ, ნუ გეშინია. -აღელვებულ გულს დამშვიდება ვაიძულე და მზერა ფანჯრიდან მოცეკვავე ხეებში გადავკარგე. -ტასო. - ჩემ მყუდროებას არღვევს გეგეს მზრუნევლი ხმა.
-ხო.
-გთხოვ მელაპარაკე რა. -მივხვდი ჩემი რეალობიდან მოწყვეტის ეშინოდა, გულწრფელად მესიამოვნა მისგან ესეთი ზრუნვა, გული ამიფორიაქდა კიდეც.
-ამ ყველაფერს რატომ აკეთებ?
-იცი რატომაც.
-მოკვდები რომ თქვა? -გავუღიმე და ხვეული თმა ავუჩეჩე.
-სულსწრაფი ხარ ტასო. -ამბობს ის. ჩემ ხელს ხელში იღებს და ტუჩებით ნაზად ეხება.
-მალე მივალთ? -სავარძელზე პატარა ბავშივით მოვყევი ცქმუტვას.
-ხომ ვამბობ რომ სულსწრაფი ხარ. -სიყვარულით ანთებული ცისფერი თვალები შემანათა გეგემ. -ათ წუთში ვიქნებით.

გეგეს მოგობრის დაჩა სრულ სიმწვანეში ჩაფლული, ლამაზი ერთსართულიანი სახლი აღმოჩნდა. როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და მინდორზე ფეხი დავდგი, ხელები გავშალე და ქარის მონაბერი სუფთა ჰაერი ფილტვებში ღრმად შევუშვი.
-მოგწონს აქაურობა? -წელზე ხელებს მხვევს გეგე და ზურგზე მთელი სხეულით მეკვრის.
-იდეალური გარემოა. -ვამბობ მე და მის მკლავებზე ხელს ვაცურებ, მთელი სიცხადით შევიგრძენი მის სხულზე მორბენალი ჭიანჭველების არმია. -გეგე. -ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები. -მადლობა. -გეგეს ცისფერი თვალები ჩემ ტუჩებზე შეშდება. ქვედა ტუჩს ისევ გაუაზრებლად ვკბენ და საპასუხო ქმედებაც არ აყოვნებს, ის ჩემ ქვედა ტუჩს ტუჩებს შორის იქცევს და მასში არსებული მთელი ვნების გადმოცემას ცდილობს, უნდა ითქვას რომ გამოსდიც კიდეც. ქარისგან აწეწილი თმები ერთმანეთში ზუსტად ისევე ირევა როგორც მე და მისი სიყვარულს მოწყურებული სხეულები, ნაზი კოცნა უფრო მეტად ვნებიანი ხდება და მის სურვილში ერთიანად ვიძირები. მისი თითები რითმულად დაცურავს ჩემ წელზე. მოულოდნელად მის სხეულს ვშორდები.
-ტასო. შემომხედე. -მკლავებში მწვდა გეგე. ერთი ძლიერად შემანჯღრია, მერე გულზე მაგრად მიმიკრა. - აქ ხარ, ჩემთან ხარ, არც იფიქრო ჩემგან წასვლა.
-რეალური ხარ? -ვეკითხები გეგეს და მის სხეულს უსუსურად ვეკვრი.
-შემომხედე. -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიანი ცისფერი თვალები შემანათა ამ უკანასკნელმა. -მე რეალური ვარ ტასო. -ტუჩებზე ნაზად დამაწება კოცნა და მეც კოცნითვე ვუპასუხე რადგან ხო, მთელი არსებით შევიგრძენი ჩემს ირეალობაში მისი რეალურობა...
-გეგე.
-გისმენ ტასო.
-დამეხამარები ბიოლოგიური მშობლები ვიპოვო?
-დარწმუნებული ხარ? -გაოცება აესახა გეგეს სახეზე.
-ჰო, მაგრამ ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა არ მინდა რომ გაიგონ.
-რატომ გადაწყვიტე მათი პოვნა.
-ჩემი დაავადების შესახებ ბევრი რამ წავიკთხე, ეს გენეტიკურია.
-ფიქრობ რომ შენი მიტოვება დედის გაორების გამო მოხდა?
-არ ვიცი, უბრალოდ მინდა ვიცოდე სინამდვილეში ვინ ვარ.- გეგე ძლიერ მკლავებს წელზე მხვევს, ცხვირზე მკოცნის.
-ერთი პირობით. -ეშმაკურად ჩაიღიმა და ცისფერი თვალები ვნებით აენთო.
-რა პირობით?
-გახდები ჩემი შეყვარებული? -თვალებში დაჟინებით მაშტერდება და პასუხის მოლოდინში მისი გულის ცემა ასმაგდება. მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვნებიანად ვაკოცე.
-ვფიქრობ პასუხი უკვე იცი. -თვალი ჩავუკარი და ჩვენი ტუჩები კიდევ ერთხელ შეერთდნენ.

-მოდი. -მეძახის გეგე და მინდორზე გაშოტილი, მკლავებს ჩემ სხეულს აგებებს, მის მკერდზე ვდებ თავს, ცხვირი ყელში ჩავრგე და გავიტრუნე, მისი თითები ჩემ თმებში დაცურავდნენ და ვგრძნობდი სულში გამეფებული სიმშვიდე ერთიანად მაბრმავებდა. სადღაც დაიკარგა ჩემზე დაპატონებული შიში, გეგეს რითმული სუნთქვა მესმის და ვხვდები შემიძლია ამ სიმშვიდეს ბოლომდე მივენდო.
-იცი ძალიან არ მომწონდი თავიდან. -ვეუბნები მას და ლოყაზე კოცნას ვუტოვებ. სახეს ღიმილი უპობს.
-ვიცი. -ამბობს ცას მიშტერებული. -მე კი თავიდანვე საშინლად მოვინუსხე შენით.
-ვიცი. -ვამბობ და ორივე სიცილით ვბჟირდებით.
-გინდა დღეს აქ დავრჩეთ? - მეკითხება გეგე როგორც კი სიცილის შემდეგ სულს ვითქვამთ. -არანაირი ბილწი აზრები ტასო. -გამიღიმა და თვალებზე მაკოცა.
-ვიცი. მაგრამ მეშინია.
-რისი?
-საკუთარი თავის.
-როგორც გინდა. -მისი ხელები ძლიერად მეკვრიან სხეულზე.
-მეძინება.
-დაიძინე.-მის მკერდზე კიდევ უფრო კომფორტულად ვკალათდები და თვალებზე დაწოლილ სიმძიმეს საშულებას ვაძლევ ჰადესის საუფლოში გამიტაცოს. -მე აქ ვარ, გახსოვდეს.- ძილისკენ მიმავალს მეწევა გეგს ხმა.

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს. როგორი სიცივეც არ უნდა იყოს წელსზემოთ შიშველს მიყვარს ძილი. ახლაც საწოლში ვარ გათხლეშილი, ორივე ხელი ბალიშის ქვემოთ მაქვს ამოდებული და რაღაც საოცრად გემრიელ სიზმარს ვნახულობ. მოულოდნელად სხეულზე სიმძიმეს ვგრძნობ და ვიღაც ორივე ხელებს საწოლზე მაგრად მიჭერს. მყისიერად ვბრუნდები რეალობაში, ერთი შევკივლე და ხელებს მთელი ძალით დავაწექი რომ ავმგდარიყავი, თუმცა ჩემზე გაშოტილი მამაკაცის სხეული გაცილებით ძლიერი იყო და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დავუბრუნდი. კეფაზე აღგზნებული ტუჩების შეხებას ვგრძნობ. ყურში მძიმე სუნთქვა მესმის. ტუჩები რითმულად ჩამიცურა ბეჭებზე, მერე ხერხემლის სათითაო ძვალს კოცნის, ხელებს ისევ ძლიერად მიჭერს და ვერაფრით ვახერხებ გადმობრუნებას.
-გაჩერდი. აღმომხდა სიმწრისგან.
-რამდენჯერ გითხარი, რომ შიშველი ნუ იძინებ. მეუბნება ნაცნობი ხმა და ყურზე მკბენს. ბაგეს ღიმილი მიპობს, მაგრამ დანებებას ერთი წამით არ ვაპირებ. ახლა ცალი ხელით იჭერს ჩემს ორივე ხელს, მაინც ახერხებს. საკმაოდ ძლიერია. მეორე ხელი საცვლისკენ წაიღო და აი ამ მომენტში გადამეკეტა.
-არც იფიქრო. კანით ვხვდები რომ იღიმის. უცებ მისკენ მატრიალებს და ტუჩებზე მეკვრის.
-კანდაბა ტასო. შემიბღვირა და ნაკბენ ტუჩზე აიფარა ხელი. ჩემში არსებული მთელი ძალა მოვიკრიბე და მისი სხეულიდან თავი დავაღწიე.
-არასოდეს დაესხა მძინარე ქალს თავზე. შევუღრინე და სააბაზანოში შევედი.
-როგორც იქნა დაბრუნდი. გაღვიძებისთანავე მაგებებს გეგე კოცნას.
-კარგი სიზმარი მესიზმრა.
-ვიცი. სახეზე გეწერა ყველაფერი. მომიყვები?
-არა. -ენა გამოვუყავი გეგეს და ასადგომად მოვემზადე. მერე თავბრუ დამეხვა. გეგემ ხელი შემაშველა და შიშნარევი თვალები მომაპყრო.
-ოღონდ არ წახვიდე. შემევედრა ეს უკანასკნელი.
ტრიალ მინდორში ჩამოწოლილი უსაშველო ბურუსი მთელ სხეულ ყინავს. ირეალური ხმები ყურებში ქარის მოძრაობასთან ერთად დაცურავს. სხეული მიკანკალებს. თითები მეკრუნჩხება, მცივა, მეტირება. ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ სიბნელე. ნაბიჯის გადადმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ, თითქოს მიწას შევეზარდე. ცრემლი თავისით იკვლევს გზას, შეშინებულ თვალს დაუკითხავად წყდება და ზემოდან დაბლა ყელისკენ ნელა იწყებს მოძრაობას. ხერხემალზე ძლიერ ტკივილს ვგრძნობ და სწორედ ამ დროს მიწას მთელი სხეულით ვეკვრი.
-გაქცევა გადაწყვიტე კა*პავ? -სახესთან ახლოს მიღრიალა საბამ და თმაში ჩამაფრინდა. -ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს. ან სად გარბიხარ? ვის ადარდებ? მამაშენმა ღორივით გაგყიდა ფულის გამო. -არემარეს აზანზარებდა მისი ღრიალი. მის ხელს ჩავაფრინდი და ფრჩხილები ძლიერად ჩავარჭე სხეულზე. ერთი დაიღრიალა განწირულმა და თვალებში ბინდიც ჩამოწვა. მგონი ცხვირი გამიტეხა. საკუთარი სისხლის გემოს იმდენად მკვეთრად ვგრძნობ შეუძლებელია ამ მომენტის რეალობაში ეჭვი შეიტანო.
-გთხოვ. -ვბლუყუნებ ყრუდ.
-ტასო. -მესმის განწირული ღრიალი და სხეულის არამიწიერი რყევა აზროვნებას მიბრუნებს. გეგე მკლავებში ჩაფრენილი დაზაფრული თვალებით მბურღავს
-მეტკინა. -ვამბობ და მზერას ვარიდებ.
-ჯანდაბა.- დაიღრიალა გეგემ და ხელი გამიშვა. -ამას როგორ უძლებ?
-სახლში წამიყვან?
-ჰო. -ამბობს ჭკუიდან გადასული და მანქანაში ვსხდებით. -მაპატიე. ძალიან შემეშინდა. -საჭეს მუშტები დაუშვა გეგემ.
-გეყოფა მოთქმა. უბრალოდ დაძარი მანქანა და სახლში წამიყვანე, თავიდანვე არასწორი იყო ჩემი აქ მოყვანა.
-ტასო რას ბოდავ?
-არ ვბოდავ. მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით, შეუძლებელია, მე ვერავისთან ვიქნები. ერთ წამში ტასო ვარ, მეორე წამში ვიღაც სხვა, ასე თავსაც ვინადგურებ და ყველას ვინც ჩემ ირგვლივ ტრიალებს. საბოლოოდ ჩემი დაავადება ან მე გადამიყვანს ჭკუიდან ან ვინმე სხვას შეიწირავს, არ მინდა ეს სხვა შენ იყო, არ მინდა გესმის? -ვღრიალებ ბოლო ხმაზე.
-მოეშვი ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას. -ტოლი არ დამიდო გეგემ და ჩემი სხეულის დაკავებას შეეცადა.
-შენ კი ღრიალს მოეშვი, დაქოქე ეს წყეული მანქანა და სახლში წამიყვანე. არავის ნახვა არ მინდა, მათ შორის არც შენი.
-რა ნახე იქ? -მოულოდნელად ტონს ცვლის გეგე.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ღრმერთო ჩემო ტასო რადგან გეკითხები ესეიგი მნიშვნელოვანია.
-სახლში წამიყვანე. -ვამბობ დაზაფრული. უკვე სრულმა პანიკამ მომიცვა და გეგეც დამემორჩილა. სახლამდე უხმოდ ვიარეთ. როგორც კი მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა, კარი გიჟივით გავაღე. -არ მინდა რომ ისევ გნახო. -მივახალე გეგეს, პასუხს არ დაველოდე ისე მივხურე მანქანის კარი.
-მოხვედი? -ღიმილით შემეგება დედა და როდესაც ჩემი შეშლილი თვალები შეეგებნენ გულში ძლიერად ჩამიკრა. -ჩემო პატარა გოგო. -დედის სხეულს მინდობილმა თვალები დავხუჭე და ცხარე ცრემლით ავქვითინდი. მძულდა ეს ცხოვრება, მძულდა მთელი არსებით მძულდა რეალობაც და ირეალობაც. მძულდა ტასო ყიფიანი თავისი ისტორიით.
-მინდა რომ საავადმყოფოში დამაწვინოთ. -ისე ვამბობ მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება არც მიცდია. ვიგრძენი როგორ აჩქარდა დედის გულის ცემა. მისი ცრემლიც კი ვიგრძენი სახეზე. -ასე არ შემიძლია დედა.
-ტასო. -ჩემს სახეს ხელებში იქცევს დედა და მაიძულებს მზერა გავისწორო. -ამ დაავადებას არ ჭირდება საავადმყოფო.
-ვიცი, მაგრამ მეშინია. მინდა აქაურობას მოვშორდე. მინდა გამომკეტონ რომ არც საკუთარ თავს და არც გარშემო მყოფთ ზიანი არ მოგაყენოთ.
-კარგი საყვარელო. მამას დავურეკავ.
-არ არის საჭირო. ეს ჩემი ცხოვრებაა, მას მე განვაგებ და სანამ ჯერ კიდევ შემიძლია რალობის ნაწილობრივ აღქმა გადაწყვეტილებას თავად მივიღებ, ამ მომენტში ის მაინც შემიძლია გავიხსენო ვინ ვარ, დედა სანამ საერთოდ დამიკარგავს საკუთარი მე და მხოლოდ სხვების ცხოვრებით მიცხოვრია გთოხ, ნუ ჩაერევით. შეიძლება ხვალ გავიღვიძო და რამე საშინელება ჩავიდინო, მაგალითად მოვკლა ვინმე და მეორე დღეს ამის შესახებ საერთოდ არაფერი მახსოვდეს. უბრალოდ მოძებნეთ კლინიკა სადაც ყურადღებას მომაქცევენ, სულ ესაა.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
-კი, დარწმუნებული ვარ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მეDina

ტასო ბიოლოგიურ დედას რაც გადახდა იმ ყველაფერს ხო არ ხედავს გაორებისას?
--------------------
☆NaT☆

 




მეDina
ტასო ბიოლოგიურ დედას რაც გადახდა იმ ყველაფერს ხო არ ხედავს გაორებისას?


არ ვიცი. ვნახოთ მოვლენების განვითარება ❤

 



№3 სტუმარი ნია

ჩემი აზრით ის რაც ტასოს ემართება აუცილებელ კავშირშია მის ნამდვილ დედასთან და ალბათ მის პოვნაშია ამ გოგოს ხსნაც. ძალიან მენანება ასეთი მტანჯველი ცხოვრებისთვის და ჰო მთელს იმედებს რატომღაც გეგეზე ვამყარებ. არ ჩანს ისეთი ქარაფშუტა კაცი რომ ტასოს სიტყვებზე გაბრაზდეს და ასეთ დროს მარტო დატოვოს. და კიდევ, მადლობა რომ აზრი შემაცვლევინე, რადგან საინტერესოდ წარიმართა ისტორია, არ ჰგავს ბანალურ კაცებით საყვარლებით და სასიყვარულო სამკუთხედებით მოცულ ისტორიას. შესანიშნავად წერ და მიხარია რომ გკითხულობ ????????

 




ნია
ჩემი აზრით ის რაც ტასოს ემართება აუცილებელ კავშირშია მის ნამდვილ დედასთან და ალბათ მის პოვნაშია ამ გოგოს ხსნაც. ძალიან მენანება ასეთი მტანჯველი ცხოვრებისთვის და ჰო მთელს იმედებს რატომღაც გეგეზე ვამყარებ. არ ჩანს ისეთი ქარაფშუტა კაცი რომ ტასოს სიტყვებზე გაბრაზდეს და ასეთ დროს მარტო დატოვოს. და კიდევ, მადლობა რომ აზრი შემაცვლევინე, რადგან საინტერესოდ წარიმართა ისტორია, არ ჰგავს ბანალურ კაცებით საყვარლებით და სასიყვარულო სამკუთხედებით მოცულ ისტორიას. შესანიშნავად წერ და მიხარია რომ გკითხულობ ????????



იცი როგორ გამახარე ამ სიტყვებით? <3 <3 <3 ძალიან დიდი მადლობა რომ შენს აზრს აფიქსირებ, ვგიჟდები ისე მიხარია შენი აზრის შეცვლის გამო და ჰო, რაღაცეებს უკვე სწორად მიმიხვდი <3 <3 <3 მადლობა შენ...

 



№5 სტუმარი Nini

შენი ყოველი თავის წაკითხვის მერე თავს ვერ ვიკავებ რომ კომენტარი არ გაგიკეთო და ზოგადად არ გითხრა რა არაჩვეულებრივი მწერალი ხაარ❤️❤️ წინაზეც აღვნიშნე და ეხლაც გავიმეორებ რომ ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული ხარ❤️❤️ ამის გამეორება არც მომვეზრდება❤️❤️❤️ ველი შემდეგს მთელი გულით❤️

 




Nini
შენი ყოველი თავის წაკითხვის მერე თავს ვერ ვიკავებ რომ კომენტარი არ გაგიკეთო და ზოგადად არ გითხრა რა არაჩვეულებრივი მწერალი ხაარ❤️❤️ წინაზეც აღვნიშნე და ეხლაც გავიმეორებ რომ ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული ხარ❤️❤️ ამის გამეორება არც მომვეზრდება❤️❤️❤️ ველი შემდეგს მთელი გულით❤️


ვაიმე ძალიან დიდი მადლობა რომ არ იზარებ კომენტარის წერას. ❤
გული გამითბე

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა სააშინელებაა ამ დაავადებით ცხოვრება. წარმოვიდგინე ჩემი თავი ამ მდგომარეობაში, და საშინლად დავიზაფრე. ტასო როგორ მეცოდება. გეგეს იმედი მაქვს, ის დაეხმარება იმ გასაღების პოვნაში, საიდანაც ტასო გამოსასვლელს იპოვის.
უუკარგესი ხარ❤

 




Chikochiko
რა სააშინელებაა ამ დაავადებით ცხოვრება. წარმოვიდგინე ჩემი თავი ამ მდგომარეობაში, და საშინლად დავიზაფრე. ტასო როგორ მეცოდება. გეგეს იმედი მაქვს, ის დაეხმარება იმ გასაღების პოვნაში, საიდანაც ტასო გამოსასვლელს იპოვის.
უუკარგესი ხარ❤



აუ შენ რომ არ მყავდე რა ❤❤❤

 



№9  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

მეDina
ტასო ბიოლოგიურ დედას რაც გადახდა იმ ყველაფერს ხო არ ხედავს გაორებისას?


მეც მაგას ვფიქრობ :დ
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№10 წევრი ჰალუცინოგერი

ლუნი.
მეDina
ტასო ბიოლოგიურ დედას რაც გადახდა იმ ყველაფერს ხო არ ხედავს გაორებისას?


მეც მაგას ვფიქრობ :დ

❤❤❤

 



№11 სტუმარი ტატუკა20

აუუ როგორ მეცოდება ტასო ესეთი ტანჯვისთვის.გეგე არაჩვეულებრივი ბიჭია და ზუსტად ვიცი არ მიატოვებს.გეგეს იმედი მაქვს იქნებ დაეხმაროს დედის მოძებნაში და ეს იყოს ხსნა ტასოს დაავადების.რადგან გენეტიკურია ეს ალბათ დედას უკავშირდება და მის წარსულს.საუკეთესო ხარ და ყველაზე გასხვავებული ისტორიის წერას შეეჭიდე,რაც ძალიან მაგრად გამოგდის.არ მყოფნის თავი უცებ ჩავიკითხავ და მომდევნოს ველოდები.წარმატებები შენ.და მოუთმენლად გელოდებიი.

 



№12 წევრი ჰალუცინოგერი

ტატუკა20
აუუ როგორ მეცოდება ტასო ესეთი ტანჯვისთვის.გეგე არაჩვეულებრივი ბიჭია და ზუსტად ვიცი არ მიატოვებს.გეგეს იმედი მაქვს იქნებ დაეხმაროს დედის მოძებნაში და ეს იყოს ხსნა ტასოს დაავადების.რადგან გენეტიკურია ეს ალბათ დედას უკავშირდება და მის წარსულს.საუკეთესო ხარ და ყველაზე გასხვავებული ისტორიის წერას შეეჭიდე,რაც ძალიან მაგრად გამოგდის.არ მყოფნის თავი უცებ ჩავიკითხავ და მომდევნოს ველოდები.წარმატებები შენ.და მოუთმენლად გელოდებიი.


დილიდან კარგ ხასიათზე დამაყენე ❤❤❤

 



№13 სტუმარი Nini

დღეს ხომ დადებ შემდეგს?

 



№14 წევრი ჰალუცინოგერი

Nini
დღეს ხომ დადებ შემდეგს?


რა თქმა უნდა უკვე ავტვირთე ❤
ამ ბოლოდ დროა ძალიან გბიან იტვირთება ყველა სიახლე :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent