შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულზე მეტი (სრულად)


29-06-2018, 13:08
ნანახია 3 521

სიყვარულზე მეტი (სრულად)

გაურკვევლობის წყვდიადში ვარ მოქცეული და გამოსავლის ძიებაში უკვე იმხელა ლაბირინთში ჩავიკარგე ვერც კი ვპოულობ გზას გასასვლელისკენ. უკვე იმდენად დაღლილი ვარ, რომ სურვილიც კი არ მაქვს ფეხზე წამოვდგე და სვლა განვაგრძო. ამდენმა გაუთავებელმა მარცხმა ერთიანად ძალაგამოცლილი დამტოვა. წლებია ცხოვრების ყველაზე დიდ ლაბრინთში ვიმყოფები და მთელი ამ დროის მანძილზე იმედგაცრუების, ტკივილის, შიშის, მონატრების და უსაზღვრო მარტოობის შეგრძნების გარდა სხვა ხილი არ გამისინჯავს. იმედი საბოლოოდ გადამეწურა. ნუთუ არ შემიძლია მეც ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გავსინჯო ბედნიერების გემო, როცა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფმა, ყველამ კარგად იცის რა არის იყო ბედიერი. ეს შეგრძნება არასდროს გამომიცდია. ეს ჩემთვის მიუწვდომელ მწვერვალს ჰგავს, მე კი ის წარუმატებელი მთასვლელი ვარ, რომელიც მისი მწვერვალისკენ ჯიუტად მიიწევს, მაგრამ ჩამოწოლილი ზვავები და მიუვალი კლდეები არ აძლევს საშუალებას დასახული მიზანი ბოლომდე მიიყვანოს. ნუთუ ვერ დავიმსახურე ვიყო ბედნიერი და ისე ვუყვარდე, როგორც მე მიყვარს. მაგრამ იცით რა... დარწმუნებული ვარ ეს ტანჯვაა, სწორედ ის ბედნიერება, რომელსაც მთელი გულით ვნატრობ .. და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ბედნიერი !! დიახ .. მიყვარს და ეს ტანჯვაც სიყვარულისთვის გამართლებული ბედნიერებაა !


თავი 1

-ნინა!- მესმის დედაჩემის გამაყრუებელი ძახილი და ბუზღუნით ვიცვლი ადგილს საწოლის მეორე მხარეს, რომ როგორმე კვლავ შევძლო ძილის გაგრძელება, მაგრამ დედაჩემი ასე ადვილად არასდროს ნებდება და კვლავ აგრძელებს ჩემს გაღვიძებას. საბოლოოდ იმას აღწევს, რომ საწოლიდან ბუზღუნით ვდგები და გულში ათასი სალანძღავი სიტყვით ვამკობ, რომ მშვიდად ძილის საშუალებას არ მაძლევს.
როგორღაც ძლივს გავახილე თვალები, საწოლიდან შიშველი ფეხები გადმოვყავი და ცივ იატაკზე დავდგი. არა სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ შიშველი ფეხებით შევტანტალდი სააბაზანოში და ცხელი დუშის ქვეშ დავდექი. ცხელი წყალი ისე მესიამოვნა, რომ ლამის მეორე ძილი სააბაზანოში გავაგრძელე, მაგრამ საბედნიეროდ გონს მალე მოვედი და წყალი გადავკეტე. პირსახოც შემოხვეული გამოვედი აბაზანიდან. გარდერობი გამოვაღე და ჩემი ყოველდღიური სამოსი გადმოვიღე. შავი მაღალწელიანი, ცალმუხლზე დახეული ჯინსი, შავი კედები, შავი მაისური და შავი მოსასხამი. თმა მაღლა ავიწიე, ჩანთას ხელი დავავლე და ჩემს ტელეფონთან და ყურსასმენებთან ერთად სამზარეულოში ჩავედი, სადაც დედა უკვე ამზადებდა გემრიელ ბლინებს ჩემთვის. მას უკნიდან მივეპარე და მაგრად ჩავეხუტე. მანაც არ დააყოვნა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ჩემს საყვარელ ბლინებს შოკოლადი მოასხა, თეფშზე გადმომიღო და წინ დამიდო ფორთოოხლის წვეთან და ბანანებთან ერთად. საათს დავხედე მივხვდი, რომ მაგვიანდებოდა ამიტომ საუზმეს სწრაფად მოვრჩი და დედას დავემშვიდობე. მან კი მომაძახა, რომ ამაღამ შინ ვერ დაბრუნდებოდა. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გარეთ გამოვედი. გარეთ როგორც კი გამოვედი შემოდგომის გრილი ნიავი მაშინვე სახეში მომხვდა, რაც ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა, მაგრამ ეს შეგრძნება დავაიგნორე და ყურსასმენებში ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე. სკოლისკენ გზას ფეხით გავუყევი.
ჩემი დილის რეჟიმის გამო სულ დამავიწყდა თქვენთვის ჩემი თავი გამეცნო. მე ნინა მქვია, 17წლის და დედასთან ერთად ვცხოვრობ თბილისში. მაქვს ღია ფერის თმები და თაფლისფერი თვალები. მყავს საუკეთესო მეგობარი ბარბარა.

ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ვიღაცას შევასკდი. ცოტაც და დავეცემოდი, მაგრამ უცნობმა ხელები წელზე მომხვია და ‘გადამარჩინა’. როცა თავი მაღლა ავწიე პარალიზებული დავრჩი. ჩემს წინ საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იდგა, დიდი ვარდისფერი ტუჩებით და არაჩვეულებრივი უძირო მწვანე თვალებით. ფიქრებიდან გამოვერკვიე და მალე მოვშორდი. ბოდიშის მოსახდელად პირი გავაღე, მაგრამ მან დამასწრო და თქვენ წარმოიდგინეთ ჩხუბი დამიწყო. დიახ, დიახ ჩხუბი !
-ჯობია წინ იყურო გოგონი, როცა გზაზე მიდიხარ. შენს გამო კინაღამ ორივე ძირს აღმოვჩნდით. თვალები კარგად გაახილე. თუ ფრთხილად სიარული არ შეეგიძლია საერთოდ ნუ გამოხვალ სახლიდან- ამ სიტყვებმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა, როგორი თავხედი ყოფილა!
-შენც, რომ წინ გეყურებინა დამინახავდი და ელემენტარული გვერდს ამივლიდი. ასე, რომ შენც გირჩევ თვალები კარგად გაახილო, თუ არადა სახლიდან ნაბიჯს ნუ გადმოდგამ.- ვუთხარი და სწრაფად გავეცალე იქაურობას. უკნიდან ბიჭების ჩაცინების ხმა მომესმა და მაშინ გავაანალიზე, რომ იქ მარტო ჩვენ კიარა მთელი ბანდა იდგა ბიჭების. უეცრად, მკლავზე ძლიერი შეხება ვიგრძენი, სწრაფად შევტრიალდი უკან და კიდევ ერთხელ შევხვდი მის მწვანე თვალებს. როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა საკმაოდ გააბრაზა, რამაც ცოტა არ იყოს მეც შემაშინა. გაცეცხლებული მიყურებდა და თან ხელს მაგრად მიჭერდა.
-მეორედ ჩემთან ასე ლაპარაკი არ გაბედო ! - კბილებში გამოსცრა. შევშინდი, არ შევიმჩნიე, მაგრამ იმ ტკივილს ვერ ვმალავდი, რომელსაც ის მაყენებდა, როცა ასე მწარედ მიჭერდა მკლავზე. ბოლოს ვერ მოვითმინე ცრემლები მომადგა და ვუთხარი გავეშვი.
-გამიშვი ცხოველო, მტკივა. - ძლივს გამოვცერი კბილებში. მან ჯერ ხელზე დამხედა. მიხვდა, რომ მართლა ზედემეტი მოსდიოდა, მერე კი ხელი ნელა გამიშვა და თითქოს მოდუნდა. ბოლოს როცა გამიშვა გარშემო ყველაფერს თვალი მოვავლე და დაახლოებით ოთხი ბიჭი დავინახე, რომლებიც გაშტერებული გვიყურებდნენ. ამ ყველაფერმა საშინლად გამამწარა და მთელი ძალით გავარტყი სილა, ჩემს წინ მდგომ მწვანეთვალებას. ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მისთვის, ვისაც ჩემი სილა მოხვდა. როცა გავაანალიზე რაც მოხდა ჩანთას ხელი დავავლე და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.უკნიდან გავიგე როგორ აჩერებდა ერთ-ერთი მათგანი მწვანეთვალებას და ეუბნებოდა შეეშვი წავიდესო. მერე მისი ხმაც გავიონე რომელმაც მომაძახა,“ ამას ასე ადვილად არ შეგარჩენ პატარავ, მაინც გიპოვი და პასუხს გაგებინებ“. მისმა სიტყვებმა მთლიანად ამაკანკალა და სკოლაში ისე შევედი არავისთვის ხმა არ გამიცია. არც ბარბარა მომიძებნია. ალბათ ტყავს გამაძრობს, მაგრამ ავუხსნი.

დღეს პირველი ლიტერატურის გაკვეთილი მაქვს, ამიტომ სასწრაფოდ შევედი საკლასო ოთახში და ჩემი ადგილი დავიკავე. მალე მასწავლებელიც შემოვიდა და ყველას ყურდღება ითხოვა. მეც მალევე ამოვყავი თავი წიგნებიდან და მასწავლებელს ავხედე, რომელსაც კმაყოფილი სახე ჰქონდა.
ბავშვებო მინდა ახალი კლასელები წარმოგიდგინოთ.
-შემოდით ბიჭებო - თქვა და კლასში ხუთი ბიჭი შემოვიდა. მათ დანახვაზე ადგილზე გავიყინე, რადგან ისინი... ის ბიჭები იყვნენ გზაზე, რომ გადამეყარნენ და მათ შორის იყო ის მწვანეთვალებაც. მასწავლებელმა სათითაოდ წარგვიდგინა ახალი მოსწავლეები.
ქერა ცისფერთვალება ბიჭს ცოტნე ერქვა, მაღალ, ყავისფერთალება, წაბლისფერ თმიანს ილია, წაბლისფერთმიან, ცისფერთვალებას დემნა, ლამაზ, შაგვრემან, თაფლისფერთვალებას მაქსიმე. და აი როგოც იქნა ჩემი იდუმალი მწვანეთვალებას სახელსაც გავიგებ.
-ლერი,-თქვა მასწავლებელმა. უნდა ვაღიარო, რომ ხუთივე საკმაოდ სიმპატიურია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ვერ დავივიწყებ იმას რაც ამ დილით მოხდა.
მასწავლებელმა ბიჭებს ადგილების დაკავება სთხოვა. ცოტნემ და ილიამ ადგილები ერთმაეთის გვერდით დაიკავეს, ასევე მოიქცნენ დემნა და მაქსიმეც. ლერიმ კლასს თვალი გადაავლო. როცა მე დამინახა თვალები გაუფართოვდა. მაგრამ მალევე დაიძრა და გეზი ჩემკენ აიღო. დიახ, არ მოგესმათ , მან ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა. გავქვავდი, სუნთქვა შემეკრა, არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა, ამიტომ დავაიგნორე მისი აქ ყოფნა და წიგნს ჩავაშტერდი.
-ხომ გითხარი გიპოვითქო. - ჩამჩურჩულა და კვლავ მასწავლებლისკენ გაიხედა.

მთელი გაკვეთილი დაძაბული ვიყავი. მასწავლებელმა რამდენიმე კითხვაც კი დამისვა, მაგრამ იმდენად დაბნეული და გათიშული ვიყავი ვერც ერთს ვერ ვუპასუხე და კარგი საყვედურიც არ დამაკლეს. კლასში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, ამიტომ თავს ვერ ვპატიობდი იმას, რომ მასწავლებლისგან შენიშვნა მივიღე, მითუმეტეს იმ ვირის გამო გვერდით, რომ მიზის და ყველაზე კარგი ის არის, რომ მისი სახელის, გვარის და მისი პირუტყვული საქციელის გარდა, მასზე არაფერი ვიცი. ხეპრე, იდიოტი, სიმპატიური თავკომბალა!! გულში საშინლად ვლანძღავდი, მაგრამ ბოლოს ჩემმა კეთილმა ‘მე’_მ სიტყვა შემაშველა და ის მათქმევინა, რასაც მასზე ნამდვილად არ ვიტყოდი ვინმეს, რომც ვეწამებინე !!
-ვის ატყუებ ჩემო ლამაზო, შენც ხომ კარგად იცი როგორი სიმპატიურიც არის, ეგ შენი მწვანეთვალება და დამიჯერე არც მის გვერდით ყოფნაზეც იტყოდი უარს - ისევ მისი წვეტიანი აზრებით გამომეხმაურა ჩემი მეორე ‘მე’. ნეტავ შემეძლოს ერთი კარგად შემოვულაწუნო და ავუტაფო მისი გასიებული სიფათი. იდიოტი, საიდან მოიტანა, რომ მე მის გვერდით მოვინდომებდი ყოფნას, მაშინ როცა ის ჩემს გვერდზე ზის.
-რა იდიოტი ხარ ჩემო ‘მე’-ვ.-
- იდიოტი მე კიარა შენ ხარ , მე შენს გვერდზე მის ჯდომას არ ვგულისხმობ.- არც ახლა ჩამომრჩა ჩემი ენაკვიმატი სულიერი და ახლაც მომიშალა ნერვები. ვხვდებოდი, რომ უკვე ძალიან მაღიზიანებდა მისი ‘ქცევები’ ამიტომ ფიქრებისგან თავის დასაღწევად თავი გავაქნიე და ისევ რეალობას დავუბრუნდი.
გონს მოვედი თუ არა მასწავლებელმა ჯგუფური დავალების მომზადება დაგვავალა. დავალება „ბიჭისა და გოგოს ურთიერთობაზე“ (ღმერთო რა იდიოტია ეს კაცი). გულში მასწავლებელს ვლანძღავდი და თან ვნატრობდი ვინმე ნორმალური მეწყვილე შემხვედროდა, მაგრამ ბედი არ გინდა ?! მასწავლებელმა მე და ის იდიოტი, გაუთლელი ხეპრე ლერი ერთ ჯგუფად დაგვყო. მაშინვე გავაპროტესტე, მაგრამ მასწავლებელმა თვალები დამიბრიალა და მეც მივხვდი, რომ განწირული ვიყავი. ნერვებ მოშლილმა ამოვიხვნეშე, გვერდიდან კი ჩემი კრეტინი მეწყვილის გამარჯვებული ჩაცინების ხმა მომესმა. აი, ახლა კი ნამდვილად მივხვდი, რომ მართლა წასული იყო ჩემი საქმე და დრო იყო ანდერძი დამეწერა, სადაც ჩემს მთელს ქონებას, ნუ ჩემს ტანსაცმელებს, ტელეფონს, კომპიუტერს და ყურსასმენებს ჩემს საუკეთესო მეგობარს ბარბარას ვუტოვებდი. სანამ მე ანდრეძს და გამოსამშვიდობებელი წერილის ტექსტს ვადგენდი ზარიც დაირეკა, ელვისებური სისწრაფით გაგგვარდი გარეთ და მაშინვე ბარბარას ძებნა დავიწყე.
დიდი ხანი ძებნა არც დამჭირვებია, სკოლის სასდილოში იჯდა და წვენს მიირთმევდა. მე დამინახა თუ არა დენდარტყმულივით წამოფრინდა და ქორივით შემახტა. თავი ვეღარ შევიკავე და ორივე ძირს გავიშხლართეთ. ამაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ. ბოლოს კი როცა სიცილს მოვრჩით ბაბი გვერდზე გადავაგდე და წამოვდექი. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი დაქალი ჩემსავით გიჟი და საკმაოდ ლამაზია. მოკლე კუპრივით შავი თმებით, ცისფერი თვალებით, პატარა ვარდისფერი ტუჩებით და არჩვეულებრივი ტანით, საკმაოდ სექსუალურია.
მე და ბაბიმ ჩვენი ადგილისკენ ავიღეთ გეზი და ჰოი საოცრებავ .. ის ხუთი დეგენერატი ზის არხეინად, ჩვენს ადგილას და ქოლგეითის რეკლამას აკეთებენ. ნერვები მომეშალა და მათ მივვარდი, რომ ჩვენი ადგილიდან ამდგარიყვნენ.
-ბიჭებო, ეს ადგილი დაკავებულია .- რაც შეიძლებოდა მშვიდად ვუთხარი ისე, რომ მეც კი გამიკვირდა.
-ამას ჩვენც ვხედავთ საყვარელო, იმიტომ, რომ ჩვენ ვზივართ აქ - სიცილით თქვა ქერათმიანმა, მას შავგრემანი, თუ არ ვცდები მაქსიმეც აყვა და მანაც ცინიზმით აღსავსე სიტყებით დაგვაჯილდოვა. არა ჩვეულებრივია და აი ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო. პირი გავღე, რომ ერთი კარგად გამომელანძღა, მაგრამ ბარბარამ შემაჩერა და ახლა მან სცადა ‘ბედი’.
-ბიჭებო, ეს ჩვენი ადგილია, რაც ამ სკოლაში შემოვედით მას მერე აქ ვზივართ და თუ შეიძლება ადგილი დაგვითმეთ .- ისეთი თბილი და სექსუალური ხმით მიმართა ბიჭებს წამით მეც გავიწიე, რომ ჩემს ადგილას დამდგარიყო. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც თუ არ ვცდები დემნა ერქვა შემოგვთავაზა, რომ მათაც ჩვენთან ერთად ესაუზმათ. ამან ჭკუიდან გადამიყვანა. ეგღა მაკლია ამ დეგენერატებთან ერთად, ერთ მაგიდასთან ვისაუზმო. განსაკუთრებით კი იმ დებილ ლერისთან ერთად, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე თვალს არ მაშორებდა და ალბათ უკვე ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი შეისწავლა. ვეღარ მოვითმინე და შევუბღვირე ნუ მაშტერდებითქო. იმანაც როგორც ნამდვილმა ჯენლტმენმა სიტყვა ძირს არ დააგდო და კარგი პასუხიც შემომიბრუნა
-მადლობა თქვი საყვარელო, რომ შემოგხედე. დამიჯერე არც თუ ისე კარგი სანახავი ხარ.- ამ სიტყვებმა გული საშინლად მატკინა. აქამდე ეს არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის და არც არავის გავაბედინებდი, მაგრამ ის .. ის .. ჯანდაბა ის ნამდვილი იდიოტია, რეგვენია, ელემენტარული გოგოს პატივისცემა არ აქვს და მე ასეთ ადამიანთან მომიწევს მუშაობა ორი კვირით. წინ ნამდვილი ჯოჯოხეთი მელოდება. ვეცადე ჩემი წყენა და მომდგარი ცრემლები დამემალა, ამიტომ გადავწყვიტე მისთვის კარგი პასუხი მეც გამეცა და ვალში არ დავრჩენილიყავი. მთელი ძალა მოვიკრიბე და პირში მივახალე.
-მისმინე საყვარელო ...- სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ ფეხზე წამოხტა და ყველას თვალწინ მიღრიალა.
-მემგონი ერთხელ უკვე გაგფრთხილე, რომ ჩემთან ტონაწევით ვერ ილაპარაკებ !! არც ის დამვიწყნია, რომ სილა გამარტყი, ამისთვის კი სათანადოდ დაისჯები პატარავ. ძალიან მწარედ !! - თქვა თუ არა ადგილზე გავიყინე, ერთიანად შიშმა დამკრა. ვერაფერი ვერ ვუპასუხე, თითქოს ენა გადავყლაპე. ის ის იყო წასვლას ვაპირებდი,რომ დემნამ ერთად საუზმობა და ურთიერთობის დარეგულირება შემოგვთავაზა, თან ბაბიც თვალს არ აშორებდა. როგორც ჩანს მოეწონა და არც ბარბარა იყო გულგრილი. არ მინდოდა ამ ორისთვის გეგმები ჩამეშალა, მაგრამ იქ ვერ გავჩერდებოდი, ამიტომ ბოდიში მოვიხადე და იქაურობას გავეცალე. ის ის იყო კარებში უნდა გავსულიყავი, რომ ბაბიმ შემაჩერე და დარჩენა მთხოვა.
-ნინა ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და შენს გადაწყვეტილებებს ვეთანხმები, მაგრამ გთხოვ ჩემი ხათრით წამოდი და ვისაუზმოთ მათთან ერთად.- ბარბარას ამ სიტყვებმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და თითქმის ვუკივლე.
-ამას როგორ მეუბნები, ვერ ნახე იმ კრეტინმა რა მითხრა !! ამის მერე მასთან ერთან, ერთ მაგიდასთან როგორ დავჯდე !! არა, არა გამორიცხულია !! არ არსებობს !! -
-კარგი რა ნინნ, ხომ იცი მიზეზი, რომ არ მქონდეს ამას არ გთხოვდი.-
-და ეს მიზეზი, რა თქმა უნდა დემნაა.-
-ვინ დემნა.-
-აი ის მაღალი ვინც, ეს იდეა მოგვაწოდა და ვინც მოაჯადოვა ჩვენი ფერია-
-ვაიმე, ჩემი ჭკვიანი გოგო. - ლოყაზე მიჩქმიტა და გამომაჯავრა.
-ბაბბ, ხომ იცი, რომ ეს ოინები ჩემთან არ გაგივა.-
-ნინა შენც კარგად იცი, რომ ეს ოინებიი ყველაზე ჭრის, მათ შორის შენზეც.-
-არა ბაბი გამორიცხულია, ამას ნუ მთხოვ, მე მის გვერდით ლუკმაც კი არ გადამივა ყელში და ხელებში ჩაგაკვდები.-
-თუ არ დამთანხმდები მე თვითონ ჩაგაკვდები ხელებში და მერე ვნახოთ რა პასუხს გასცემ ჩემს მშობლებს და ჩემს დემნას, რომ ჩვენი ერთად ყოფნის შანსს ბოლო მოუღე. - ბოლო სიტყვები თეატრალიზებულად გამომიცხადა. თვალები ავატრიალე და შევუბღვირე, რომ არ წამოვიდოდი და ნუ შეეცდებოდა ჩემს გადარწმუნებას.
-აუუ კარგი რა ნინნ, ხომ იცი, რომ ბიჭებს დახამებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ის რაღაც განსაკუთრებულია და არ მინდა შანსი ხელიდან გავუშვა. გთხოვ ნინ მხოლოდ ერთი საათი, მხოლოდ ერთი.- თვალებ ავატრიალე და დავთანხმდი. სიხარულისგან ტაში შემოკრა და ისე ჩამეხუტა ლამის ძვლებში გადამტეხა.
მართალია სულ არ მიხაროდა იმ ვამპირთან ერთად ყოფნა, მაგრამ ბაბის გამო ეს უნდა გამეკეთებინა.
ბიჭებს ნელა მივუახლოვდით.
-აი, ჩვენც მოვედით - მხიარულად თქვა ბაბიმ. ამაზე დემნამ, კიდევ უფრო გაფართოებული ღიმილით შემოგვხედა და გვთხოვა დავმსხდარიყავით.
ბაბი და დემნა გვერდი-გვერდ დასხდნენ, მე კი ზუსტად ლერის წინ მომიწია დაჯდომა. ბედი არ გინდა ?! ასეთი უბედო, რამ გაგაჩინა ნინა!! ვწყევილდი საკუთარ თავს და ლერის. საუზმობისას ყველა იცინოდა, ისიც კი, მხოლოდ მე ვიყავი უხერხულად და დაძაბულად. შიგადაშიგ ჩემი და ლერის თვალები ერთმანეთს ხვდებოდა და მის თვალებში ვხედავდი უსაზღვრო ზიზღს ჩემს მიმართ, რაც კიდევ უფრო მაშინებდა და მაფიქრებდა, შეეძლო კი ამ ბიჭს ერთი სილის გამო, ჩემთვის რაიმე სერიოზულის დაშავება.
მთელი ეს დრო საშინლად დაძაბული ვიყავი და დროც საუკუნედ გაწელილი მეჩვენა. ბოლოს ვეღარ მოვთმინე და სასადილოდან გამოვვარდი. ყველა გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა. შემიძლია დავიფიცო, რომ ლერი ახლა იმავე გამარჯვებული სახით ზის როგორც მას ჩვევია.
ჰოლში გიჟივით გავვარდი და მათემატიკის კაბინეტისაკენ დავიძარი. ისე სწრაფად მივდიოდი ვერავის ვამჩნევდი. უეცრად ვიღაცას შევეჯახე. ჩემს საბედნიეროდ გოგონა აღმოჩნდა, თან საკმაოდ ლამაზი და სექსუალური. შეჯახებისას გოგონას ნივთები, რომლებიც ხელში ეჭირა სულ ძირს დაეყარა და დავიხარე, რომ ნივთების აკრეფაში დავხმარებოდი.
ახლაღა შევამჩნიე, რომ ეს გოგო ადრე არ მყავდა ნანახი, ეტყობა ახალი გადმოსული იყო. მეც ვკითხე საიდან იყო, რა ერქვა და ა.შ. ნუ მოკლედ ჩემი ცნობისმოყვარეობის ამბავი. გოგონამაც მისი საკმაოოდ ლამაზი ღიმილით დამაჯილდოვა და თავი წარმიდგინა.
-მე ნუცა ვარ, 17 წლის, მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ვცხოვრობ.-
-სასიამოვნოა ნუცა, მე ნინა ვარ. შემიძლია დაგეხმარო თუ რამე დაგჭირდება. თუ გინდა ჩემს მეგობარს ბარბარასაც გაგაცნობ.-
-დიდი სიამოვნებით, ახალი მეგობრების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ - მითხრა და სასიამოვნოდ გამიღიმა. არა აშკარად კარგი გოგოა. გარეგნობაც არა ჩვეულებრივი აქვს.
მოკლე შავი თმები, თაფლისფერი თვალები, წვრილი ვარდისფერი ტუჩები და კარგად გამოყვანილი წელი. გემოვნებასაც ვერ დაუწუნებ. საკმაოდ კარგად აცვია. შავი ტყავის, მოკლე ქვედაბოლო, თეთრი ტოპი, ფეხზე ტყავის ბათინკები და შავი ცილინდრი. არა, საკმაოდ კარგი გოგონაა.
როცა გოგონას თვალიერებას მოვრჩი ვკითხე რა გაკვეთილი ჰქონდა. მასაც ჩემსავით მათემატიკა ჰქონია. გამიხარდა და ვუთხარი, რომ მეც მქონდა მათემატიკის გაკვეთილი, თან ბარბარაც ჩემთან ერთად ესწრებოდ მათემატიკის გაკვეთილებს. ერთი სული მქონდა ბაბის და ნუცას ერთმანეთს როდის გავაცნობდი.

თავი 2
მე და ნუცა ერთად შევედით კაბინეტში. ბაბი უკვე თავის ადგილას იჯდა, როცა ჩემთან ერთად ნუცა დაინახა ცალი წარბი მაღლა აზიდა და კარგად აათვალიერა ‘ახალი გოგო’.ბაბის ამ საქციელზე გამეცინა და ვანიშნე ყველაფერი რიგზეათქო. მე და ნუცა ბაბისთან მივედით. ერთმანეთს საკმაოდ კარგად გაუგეს. არც გამკვირვებია. ბაბის ყოველთვის კარგი ხასიათი ჰქონდა და უყვარდა სიახლეები. ამ შემთხვევაში კი მისი ‘სიახლე’ ნუცა იყო. ჩემს გვერდით თავისუფალი მერხი იყო, ამიტომ ნუცა იქ დაჯდა. ამრიგად მე ბაბის და ნუცას შუაში ვიჯექი და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი ამ გოგონათი. ზარი ჯერ არ ირეკებოდა, ამიტომ ერთმანეთის უკეთ გაცნობა გადავწყვიტეთ. ნუცა ჩემს მერხზე ჩამოჯდა და მასზე ამბებს გვიყვებოდა. არც ისეთი ნაზი აღმოჩნდა როგორიც მეგონა. საკმაოდ ქალაბიჭა ყოფილა, მაგრამ ვერ ვუარყოფ საჭირო მომენტში საკმაოდ ნაზი და ქალური იყო.
ჩვენს ამბებში ვიყავით გართული, როდესაც ნუცას უკნიდან ბურთი მოხვდა და გეფიცებით, რომ არა ჩემი სწრაფი რეფლექსები, ახლა ძირს იქნებოდა გაშხლართული. როგორც ჩანს საკმაოდ ეტკინა, რადგან სახე დამანჭვოდა და მტკივნეულ ადგილს ხელით იზელდა. ღმერთო რა პირუტყვობაა. ნეტა ვინ ჩაიდინა ეს სისაძაგლე. მაღლა ავიხედე და ხელში გაკრეჭილი მაქსიმე და მისი ორი მეგობარი დემნა და დაუვიწყარი ლერი იდგნენ. წამით ბაბის გაუხარდა ლიამის ნახვა , მაგრამ როცა გაახსენდა, რაც მოხდა სახე შეეცვალა.
ვაჟბატონი მაქსიმე თვითდაჯერებული ღიმილით გამოჯგემილი გამოემართა ჩვენსკენ. ნუცა საკმაოდ გამწარდა და ბოლო ხმაზე იკივლა ეს ვინ ჩაიდინაო. მაქსიმაც თვითდაჯერებული და ცინიკური ღიმილი აიკრა სახეზე და ნუცას მიუბრუნდა.
-რაიყო პატარავ ხომ არ გეტკინა ?! მამიკოს ხომ არ დავუძახო ?! - გველივით ჩაისისინა და ამ დროს მილიონი მიღირდა გამეჭეჭყა მისი უტვინო თავი. ნუცა საკმაოდ გამწარდა და მაქსიმეს მივარდა. ეს უკვე კარგს არაფერს მოასწავებდა !
-ეხლა კარგად მომისმინე რეგვენო, ლაწირაკო. - იკივლა ელამ და ის ის იყო სალანძღავი სიტყვების კორიანტელი წამოსულიყო, მაქსიმემ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიადო და ანიშნა გაჩუმდიო.
-ჩშშ პატარავ .. დამიჯერე არ გირჩევ შენი წინადადების დასრულებას, თორემ ის რაც წეღან მოგივიდა შენთვის პატარა ტკბილი სიზმარი იქნება. - უთხრა და თვალი ჩაუკრა. ამ ქმედებამ საბოლოოდ გადამიყვანა ჭკუიდან. უხხ როგორ ვერ ვიტან ამ დებილებს !! უხხ როგორ მინდა ერთი კარგად გადავუმტვრიო ძვლები !! დიდი სიამოვნებით ამოვგლიჯავდი ენას და კბილებს ჩამოვუღებდი, რომ აღარავინ დაგესლონ მათი შხამიანი ენით. ოხხ ეს გველები როგორ მიშლიან ნერვებს !! განსაკუთრებით ეს ორი იდიოტი !! ლერი და მაქსიმე !!
ვეღარ მოვითმინე და მაქსიმეს წინ ავისვეტე.
-ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ თავს !! - გამოვცერი კბილებში. მაქსიმემ გაკვირვებული მზერა მესროლა, მაგრამ მალევე კვლავ მისი ცინიზმით სავსე მზერა დაიბრუნა და მისი ენაკიმატი ძმაკაცივით, არც ის დამრჩა ვალში.
-შენ რა მისი დედიკო ხარ, თუ ყველას დედა ტერეზა ?-
-ეგ შენი საქმე არ არის !! მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთ შენ და შენს ძმაკაცებს, მოქცევა ისწავლეთ !! თორემ უკვე ადამიანის ტყავში გადაცმული პირუტყვები მგონიხართ.-
-პატარა ქალბატონო, დაუფუქრდი რას ამბობ. - გამოსცრა მაქსიმ
-მეც იმავეს გირჩევდი.- თვალი ჩავუკარი და ზურგი ვაქციე. უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა.
-გირჩევ ენას კბილი დააჭირო !!-
-შენ მე ნურაფერს მასწავლი. შენი რჩევები შენთვის და შენი გაუთლელი ძმაკაცებისთვის შეინახე. თქვენ უფრო გამოგადგებათ, განსაკუთრებით თქვენ ორს. - ამ სიტყვებმა როგორც ჩანს ძალიან გაამწარა და მომუშტული ხელით ჩემსკენ გამოექანა. შიშისგან უკან დავიხიე, რომ არა დემნა არ ვიცი რა მოხდებოდა. მისი მართლა მადლობელი ვარ. როგორც ჩანს მას აქვს გოგოს პატივისცემა.მართალია, დემნამ შეაკავა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა.
-მისმინე, იცოდე ამ სიტყვებს არ შეგარჩენ !! ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ !! გეფიცები ამას არ შეგარჩენ !! - გული გამიჩერდა. საშინლად შეურაცხყოფილი, დამცირებული და შეშინებული ვიყავი. ახლა უკვე მივხვდი, რომ ეს ბიჭები ნამდვილად საშიშები არიან. მათგან თავი შორს უნდა დამეჭირა, მაგრამ ერთ სკოლაში და ერთ გაკვეთილებზე, მითუმეტეს ჯგუფური დავალების გამო, ვშიშობ ეს ძალიან გამიჭირდება.

ზარიც დაირეკა. ჩვენს უკან ცარიელი მერხები იდგა და როგორც ჩანს დემნა, მაქსიმე და ლერი სწორედ იმ ადგილზე დასხდებოდნენ. ვლოცულობდი ლერი ჩემს უკან არ დამჯდარიყო. მაგრამ მე ხომ ‘მის მსოფლიოს უიღბლო ვარ’. დემნამ ადგილი ბაბის უკან დაიკავა, მაქსიმემ ნუცას უკან, ლერიმ კი ჩემს უკან. სანამ ადგილზე დაჯდებოდა, მხარი გამკრა. წავბორძიკდი კიდეც, მაგარამ ნუცამ დამიჭირა. ორივეს სახე გვქონდა წაშლილი. ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სკოლის პირველი დღე ასეთი იქნებოდა, მაგრამ მეც ხომ იგივე შემიძლია ვთქვა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ხუთი ბიჭი, განსაკუთრებით კი ლერი, ჩემი ცხოვრების კოშმარი გახდებოდა.
მთელი გაკვეთილი იმაზე ფიქრში გავატარე, თუ რა შეიძლებოდა შემდეგში მომხდარიყო. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რომ ლერის შეეძლო ჩემზე ხელის აწევა, მაგრამ ის ხომ ასეთი ცხოველია. გული საშინლად მქონდა აჩქარებული, ლამის საგულედან ამომვარდნოდა. შემეშინდა, ცხოვრებაში პირველად, ძალიან შემეშინდა იმის, რომ ვინმეს შეეძლო რაიმე დაეშავებინა ჩემთვის. შინაგანად ძალიან დიდ შიშს, ტკივილს და იმედგაცრუებას ვგრძნობდი და ეს ყველაფერი ადამიანის გამო, რომელსაც არც კი ვიცნობდი. გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლები და მერხზე დაეცა. მაშინვე უხეშად მოვიცილე, რომ არავის დაენახა. ამ კლასში, მის გვერდით ყოფნა სულს მიხუთავდა. ფეხზე წამოვხტი და გიჟივით გავვარდი ოთახიდან ისე, რომ მასწავლებლისგან ნებართვაც არ მითხოვია. თითქოს შიგნიდან, რაღაც საშინლად მწვავდა და ეს საშინელ ტკივილს მაყენებდა. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, მაგრამ ფაქტია იმ ადამიანის გამო ვტირი, რომელსაც არ ვიცნობ, ადამიანის გამო, რომელიც ცხოვრების კოშმარად მექცა.
გოგოების საპირფარეშოში შევვარდი და იქვე ჩავიკეცე, ვსლუკუნებდი, მეშინოდა. მეშინოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიაზრებდი რისი.
უცრად საპირფარეშოს კარი გაიღო და ლამის გული გამიჩერდა, როცა ლერი დავინახე. საშინლად გავმწარდი. არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე, ამიტომ ზურგი ვაქციე და ძლივს გასაგონად ვთხოვე წასულიყო. უეცრად უკნიდან შეხება ვიგრძენი. შევხტი და მისგან შორს დავდექი. კიდევ ერთხელ გავუმეორე წასულიყო, ის კი პირიქით, წასვლას არც აპირებდა, შემდეგ ჩემკენ დაიძრა. ვერ ვხვდებოდი რის მიღწევას ცდილობდა. უკნიდან კედელს დავეჯახე და მივხვდი, რომ ვერსად გავექცეოდი, ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. მენთოლის და რაღაც საოცარი სუნამოს სუნი ასდიოდა, რომელიც თავბრუს მახვევდა და საშინლად მაფორიაქებდა.უეცრად, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თავი მაღლა ამაწევინა. არ მინდოდა ჩემი ნამტირალევი სახე დაენახა, ამიტომ თავი გვერდზე გადავატრიალე. ამ ქმედებაზე კიდევ უფრო მაგრად დამიჭირა სახე და ახლა უკვე იძლებული გავხდი მისთვის თვალებში შემეხედა. სახეზე ჩვეული ცინიზმის კვალიც არ ეტყობოდა. ცალი ხელი ლოყაზე ჩამომატარა. ამ ქმედებამ თავბრუ დამახვია და თვალები ჩემდაუნებურად დამეხუჭა. საშინლად ავფორიაქდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, მისმა ამ ქმედებამ საშინლად ნასიამოვნები დამტოვა. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში და მეც გონს მოვედი. მინდოდა მისგან თავი დამეღწია და ვცადე მომეშორებინა. ხელები მკერდზე დავაწყვე და უკან ვუბიძგე, მაგრამ არც კი იძვროდა. ხელები დამიჭირა და სახე უფრო ახლოს მომიტანა. გული ამიჩქარდა. ვიცოდი კარგს არაფერს აპირებდა, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიბრძოლე. მის მკლავებში მომწყვდეული, თევზივით ვფართხალებდი. ამან როგორც ჩანს გაახალისა და მისი საფირმო ცინიზმით სავსე ღიმილი აიკრა სახეზე. ვხვდეობოდი, რომ ამას ჭკუიდან გადავყავდი. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი მას, ამიტომ მთელი ძალა მოვიკრიბე და უკან ვუბიძგე. ჩემდა საბედნიეროდ შევძელი მისი მოშორება და სასწრაფოდ კარისკენ გავექანე. ის, ის იყო გერეთ უნდა გავსულიყავი, რომ კარი მთელი ძალით მიმიჯახუნა ცხვირწინ. შევშინდი. არ ვიცოდი რა მექნა.
-მგონი გითხარი, რომ ჩემგან თავს ვერ დაიღწევდი.- მითხა მკაცრად.
-მგონი გითხარი, რომ შემეშვა.-
-მისმინე, ხომ გაგაფრთხილე ჩემთვის პასუხი არ შემოგებრუნებინა. ჩემთვის ხელი არ უნდა გაგერტყა და არც ასე სახალხოდ აგეწია ჩემთვის ხმა. შენ ვერც კი ხვდები ვისთან გაქვს საქმე!-
-არა, ვიცი... ვიცი, როგორ არ ვიცი. ყველაზე დიდ იდიოტთან, რომელმაც ზრდილობაზე არაფერი იცის, რომ არაფერი ვთქვა ელემენტარულ კულტურაზე და გოგოსთან მოქცევის წესებზე.- გამწარებულმა ვუკივლე ბოლო ხმაზე. წამში ამაკრა კედელს და ბოლო ხმაზე მიღრიალა.
-ახლა კარგად მომისმინე, მგონი ჭკუა ვერ ისწავლე, არაუშავს. ამას მე თვითონ გავაკეთებ, მოგარჯულებ, ეს ცრემლები კი მასთან შედარებით ზღვაში წვეთი იქნება.- ტანში ერთიანად გამცრა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და პასუხი მაინც გავეცი.
-და ამას როგორ აპირებ? გეკითხები, დამარტყამ? - ვთქვი თუ არა ვინანე, როცა ჰაერში გაჩერებული მომუშტული ხელი დავინახე. ენით აღუწერელი შიში ვიგრძენი. მის ხელს მივაშტერდი. ვხედავდი თანდათან როგორ წევდა დაბლა და მეც ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. ხელით კვლავ დამიჭირა სახე, მაგრამ ახლა ისე მიჭერდა, მეგონა ყბის ძვლებს დამიმტვრევდა. კიდევ ერთხელ შემომხედა თვალებში და მითხრა.
-ეს მხოლოდ დასაწყისია. ამიერიდან იოცნებებ მშვიდ ცხოვრებაზე!- კედელს მუშტი მიარტყა და გარეთ გავარდა. კედელს მივეყრდენი და ღრმად დავიწყე სუნთქვა. ვეცადე ყველაფერი გამეანალიზებინა. უკვე იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, რომ იქვე ჩავკეცე. ხელები ფეხებზე შემოვიხვიე, მუხლებზე დავდე თავი და თვალები დავხუჭე. ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ რა მელოდა მომავალში.

ფიქრებში ისე ვიყავი გართული, რომ ზარის ხმის გაგონებამ ძალიან შემაშინა. ფეხზე წამოვდექი და თავის მოწესრიგება გადავწყვიტე. ნიჟარას ხელით დავეყრდენი და სარკეში ჩავიხედე. ლამის მინი ინფაქტი გადავიტანე, როცა ჩემს ნამტირალევ სახეს შევხედე. თვალები სულ დასიებული და ჩაწითლებული მქონდა.
-მოკლედ გულისამრევად გამოიყურები ნინა. - გამომეხმაურა ჩემი საყვარელი ‘მე’. ახლა ვერავინ ვერ წარმოიდგენს როგორ მინდა სილა გავაწნა, ამ დეგენერატ არსებას, რომელიც ჩემი ნერვების წყვეტით არის დაკავებული და მალე დაკისრებული სამსახურისთვის კარგ პრემიასაც დაიმსახურებს. მე თვითონ მეშლებოდა ნერვები ჩემს ფიქრებზე, ამიტომ ონკანი სასწრაფოდ მოვუშვი და ახურებულ კანზე წყალი მივისხი. ძალიან მესიამოვნა ცივი წყალი, თითქოს გამომაფხიზლა კიდეც. სახე მოვიბანე და თმები მოვიწესრიგე, რომ ისევ ადამიანს დავმსგავსებოდი. ახლაღა გამახსენდა, რომ ბაბი და ნუცა მარტო დავტოვე. ყველაზე კარგი ის არის, რომ მასწავლებლისგან უნებართვოდ გამოვედი გაკვეთილიდან და დღევანდელი პროგრამა გამოვტოვე.
-ყოჩაღ ნინა, ყოჩაღ! ახლა, ერთი კარგი საყვედური არ აგცდება.- ხმამაღლა ვლანძღავდი საკუთარ თავს. უეცრად, კარი გაიღო და შიგნით ბაბი და ნუცა შემოვიდნენ. არ მეგონა თუ მათი ნახვა ოდესმე, ასე გამიხარდებოდა. ბაბი ჩემკენ გამოექანა და მაგრად ჩამეხუტა. ყოელთვის იცის რა მჭირდება, ამიტომაც არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, როცა მე და ბაბი ერთმანეთს მოვშორდით, დავინახე მომღიმარი ნუცა,რომელიც მაშინვე გამოექანა და ჩამეხუტა. მეც ხელები მოვხვიე.
-მადლობა ნინა, რომ დამიცავი, მაგრამ ეგ მეორედ არ გააკეთო. ამით საშუალება წამართვი იმ ბიჭისთვის სიფათი გამელამაზებინა.- ამოიბუზღუნა, ამაზე გულიანად გადავიხარხარე და ხასიათიც გამომიკეთდა.
დღეს მეტი გაკვეთილი აღარ მქონდა, ამიტომ ორშაბათამდე დავემშვიდობე, მაგრამ ნუცამ გამაჩერა.
-ნინა, მოიცა, რაღაც წინადადება მაქვს თქვენთან.-
-აბა რა წინადდება?- თვალები აუციმციმდა ბაბის.
-მოკლედ, ქალაქიდან რამდენიმე მილის მოშორებით, ტბის პირას პატარა სახლი მაქვს, თუ თანახმა იქნებით, ხვალ შეგვიძლია წავიდეთ. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, უარს არ მივიღებ!- ბოლო სიტყვები მკაცრად გვითხრა. ამაზე მე და ბაბის გაგვეცინა. უარის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ახლა დასვენება ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ამიტომ სიხარულით დავთანხმდი. ბარბარასაც მეტი რა უნდოდა და გახარებული შემოგვახტა ორივეს.

გოგოებს დავემშვიდოებე, როგორც ყოველთვის სიმღერები ჩავრთე და გზას ნელა გავუყევი. დაახლოებით 15 წუთში უკვე სახლში ვიყავი. კარი შევაღე და ჩანთა გვერდით მოვისროლე. ვიცოდი, დღეს მარტო ვიქნებოდი, ამიტომ დამშვიდებისთვის მეტი დრო მექნებოდა. დედასთვის ჯერ არ მითქვამს ჩემი ხვალინდელი გეგმების შესახებ, ამიტომ სწრაფად ამოვიღე ტელეფონი და დავურეკე. როგორც იქნა ყურმილი აიღო და მეორე მხრიდან თბილი ხმა გავიგონე.
-როგორ ხარ დეე.-
-კარგად დედიკო, შენ როგორ ხარ?-
-ცოტა დავიღალე, მაგრამ არაუშავს. რა ხდება რამე ხომ არ გინდა?-
-კი დე, ხვალ ბაბისთან და ახალ მეგობარ ნუცასთან ერთად, ტბასთან, სახლში მივდივარ რამდენიმე დღით და მინდოდა გამეფრთხილებინე.-
-კი, მაგრამ სკოლა?- თვალები ავატრიალე.
-კარგი რა დე, რამდენიმე დღე არაფერს მიზამს.-
-კარგი, მაშინ ჭკვიანად და დამირეკე ხოლმე.-
-კაი დედიი, მიყვარხარ.-
-მეც ძალიან. - მითხრა, მე ყურმილი დავუკიდე. საშინლდ დაღლილი ვიყავი, ამიტომ, ჩემს ოთახში შევედი. გადავწყვიტე დაღლილობის მოსახსნელაად ცხელი შხაპი მიმეღო. სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში და ცხელი დუშის ქვეშ დავდექი. ძალიან მესიამოვნა და მოვდუნდი. ასე გავატარე დაახლოებით ორი საათი და როცა კანი საბოლოოდ ჩამომიჭკნა, ვიკადრე გამოსვლა და პირსახოც შემოხვეული ჩემს გარდერობს მივადექი.
კარადა გამოვაღე და შავი თეთრეული გამოვიღე, შემდეგ მოკლე შორტებს და თეთრ მოშვებულ ტოპს დავწვდი და ტანზე მოვირგე. თმები გავიშრე და კოსად შევიკარი. არ ვიცოდიი რა გამეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტე ხვალინდელი ტანსაცმელები ჩამელაგებინა. ზუსტად არ ვიცოდი ერთი კვირით მივდიოდი, თუ რამდენიმე დღით, ამიტომ საკმაოდ ბევრი ტანსაცმელი ჩავაწყვე, როცა ბარგის ჩალაგებას მოვრჩი, საწოლზე წამოვჯექი და ლეპტოპი მოვიმარჯვე. მეილზე შეტყობინება დამხვდა.
„იმედია კარგი გაკვეთილი მიიღე და ჭკუას ისწავლი.“ მივხვდი ვინ იქნებოდა, ამიტომ ნერვებ მოშლილმა სწრაფად დავხურე ლეპტოპი და ქვევით ჩავედი. შიმშილმა საშინლად შემაწუხა და სამზარეულოში შევფრინდი. მაცივარი გამოვაღე და ჩემი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოვიღე, როცა ნახევარი ტორტი შევჭამე, დანაყრებულმა და კმაყოფილმა ვინებე სამზარეულოს დალაგება და მისაღებში გავედი. ტელევიზორი ჩავრთე, მაგრამ არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. დივანზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი. ვფიქრობდი, დღევანდელ ამბებზე და ამ ფიქრებში ისე გავერთე, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა.

თავი 3
ძილბურანში მყოფს ტელეფონის ხმა ჩამესმა. მეგონა მესიზმრებოდა, მაგრამ როცა ტელეფონმა რეკვა გადამბულად დაიწყო მივხვდი, რომ სიზმარი არ იყო, ქათამივით გაპუტულმა სწრაფად წამოვყავი თავი და ტელეფონს დავწვდი. 27 გამოტოვებული ზარი ბარბარასგან. მორჩა, წასულია ჩემი საქმე... მომკლავს. გამომიტანს ტელეფონიდან. სასწრაფო წესით გადავუსვი სენსორს ხელი და გავიგე არა ადამიანური ღრიალი.
-ნინა! სად ჯანდაბაში აგდიხარ?- სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავხარხარდი. მეორე მხრიდან საშინელი კივილი მომესმა.
-შენ გოგო ნორმალური ხარ? რამდენი ხანია გირეკავ, გადავწვი ტელეფონი, სად ეგდე.-
-მეძინა.- ვუთხარი უემოციოდ, ლამის ტელოფონიდან გადმოვიდა.
-რა? შენ ნორმის ახლოს თუ ხარ გოგო, დღეს ტბასთან სახლში მივდივართ და უკვე 7სრულდება. შენ კიდე გდიხარ და ხვრინავ.-
-რომელი 7-ი ? დილის თუ ღამის?-
-დილის გოგო.- მიკივლა როგორც ჩვევია ისე.
-ჰააააააა?- მეც ბოლო ხმაზე ვიკივლე.
-რა გვინდა გოგო მანდ ამ დროს, გაგეფრთხილებინეთ მაინც.-
-გეძინა რეგვენო და როგორ მეთქვა, როცა ტელეფონის ხმა ახლა გაიგე.-
-ხო, კაი.- ვუთხარი მობეზრებულმა. -მოვემზადები და ნახევარ საათში გამომიარეთ.-
-15წუთში ნინა. თხუთმეტ წუთში თუ მზად არ იქნები გეფიცები, თმებით გამოგათრევ. ხომ იცი არც ჭკუა დამიშლის, არც გონება.-
-კაი, კაი.- ვუთხარი სიცილით.
-მე გაგაფრთილე.- მითხრა მუქარის ტონით.
-კაიი, მაშინ მოვემზადები.-
-მალე ქენი.-
-თუ ტიტინს მორჩები, ასეც მოვიქცევი.-
-ნინა, სახეს გაგილამაზებ.-
-მეც მიყვარხარ ბარბარა.- გამოვაჯავრე და ტელეფონი დავუკიდე. ახლაღა ვიგრძენი, რომ დივანზე წოლისგან კისერი დაჭიმული მქონდა და საშინლად მტიკოდა, მაგრამ ახლა, რომ სასწრაფოდ არ მოვმზადებულიყავი ანაბელი მართლა თმით წამათრევდა და ეს არც გაუჭირდებოდა. მოკლედ, სააბაზანოში შევედი, სახე მოვიბანე, კბილები გავიხეხე და ისევ გარდერობის წინ დავდექი.
ფერადი ჯინსის შორტები და გრძელი თეთრი პერანგი ტანზე მოვირგე, ფეხზე კი სანდლები ამოვიცვი, თმა კოსად შევიკარი და სარკის წინ, როგორც მჩვევია, კიდევ ერთხელ დავტრიალდი. ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაგდე. ჩანთა ზურგზე მოვიკიდე, ტელეფონს და ყურსასმენებს ხელი დავავლე, ჩემოდანი გორგოლაჭებზე დავაყენე და დაბლა ჩავედი. სწორედ ამ დროს მანქანის სიგნალის ხმა მომესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნუცა და ბაბი მოვიდნენ. ახლა თუ არ ვიჩქარებდი ბაბი შემომივარდებოდა და თმებით გამათრევდა. სახლში ყველაფერი შევამოწმე და გარეთ გავედი. მანქანასთან ხელებგადაჯვარედინებული და წარბაწეული ბარბარა დამხვდა. მის დანახვაზე გამეცინა და მისკენ წავედი. მაგრად ჩავეხუტე და ლოყაზე ვუჩქმიტე, ამის გამო თავში წამომარტყა. ჩემოდანი საბარგულში ჩავტენე და ნუცას გერდით დავიკავე ადგილი, რომელიც მანქანას მართავდა.
-მზად ხართ გოგოებო? - იკითხა ნუცამ და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
მე და ბაბიმ ერთხმად ვიყვირეთ.
- კიიიიიი.- და ყველამ ხმამაღლა სიცილი დავიწყეთ. ნუცამ მანქანა დაქოქა და მუსიკებს ბოლომე აუწია. მთელი გზა სიცილში გავატარეთ. გზად ბევრი პროდუქტი ვიყიდეთ. მე და ბაბი, როგორც ყოველთვის ყავით ვიყავით. მე ცივი ლატე ავიღე , ბაბიმ და ნუცამ კი კაპუჩინო. თან ყავას ვსვამდით, თან ვმღეროდით და თან ცეკვავდით. დაახლოებით 40 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, ულამაზეს ადგილს მივადექით. ენით აღუწერელი სილამაზე გაბატონებულიყო. აქაურობა ჭრელად შემოსილიყო და საოცარ მყუდროებას ქმნიდა.მანქანიდან კარგად დავინახე ათასგვარ ფერში ჩაფლული პატარა ტბა, რომელსაც ზემოდან ჩანჩქერი დაჰყურებდა, მაგრამ მაინც ახერხებდა და ირეკლავდა ამ არაჩვეულებრივ ფერთა შეხამებას. ვინმეს, რომ ეთქვა არსებობს თუ არა სამოთხე დედამიწაზეო, პასუხს ეს ადგილი გასცემდა. აქედანაც კარგად ჩანდა, თუ რა კამკამა წყალი იყო და ერთი სული მქონდა როდის ჩავხტებოდი, მაგრამ საკმაოდ ციოდა საამისოდ, რადგან ჯერ 7-საათია და თან სექტემბერია, მაგრამ არაუშავს, ეს ხელს მაინც ვერ შემიშლის, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ ვიცი, არ ვაპირებ აქედან ისე წავიდე ამ ტბაში ერთხელ მაინც არ “შევცურო ჩემებურად”.
მანქანა ძალიან ლამაზი სახლის წინ გაჩერდა. აქაურობა ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ ვაშორებდი. ორსართულიანი, მთლიანად აგურებიანი სახლი იყო, ნარინჯისფერში გაწყობილი. საოცრება იყო. სახლის წინ პატარა ბაღი იყო, ულამაზესი ყვავილებით. მანქანიდან გადავედით და სახლში შევედით. აქაურობაც არაჩვეულებრივი იყო. განსაკუთრებით ბუხარი მომეწონა, რომლის წინ სარწეველა სკამი, ბევრი ბალიში და ფუმფულა ხალიჩა ეგო. ნუცამ ოთახები გვაჩვენა და გადავნაწილდით.
ოთახი საკმაოდ კომფორტული იყო. დიდი თეთრი ფუმფულა საწოლით და ღია ატმისფერი კედლებით. ღმერთო, გაოცებული ვიყავი. აქაურობა უკვე ძალიან მომწონდა.
კარადაში ტანსაცმლის შელაგებას მოვრჩი და გადავწყვიტე ტბის პირას გამესეირნა. გარეთ ჯერ კიდევ ციოდა, ამიტომ ჩემი საყვარელი შავი მოსასხამი მოვიცვი და გარეთ გავედი. შემოდგომის ცივი ჰაერი მაშინვე სახეზე მეცა, გამაჟრჟოლა და მოსასხამი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე ტანზე. ბალახებიც ჯერ ისევ ნამიანი იყო და სანდლებში ფეხებს მისველებდა, მაგრამ ეს მსიამოვნებდა, რადგან ასე ახლოს ბუნებასთან და სიმშვიდესთან არასდროს ვყოფილვარ. გზას ტბისკენ გავუყევი და სეირნობა დავიწყე, უეცრად გამაყრუებელი სიცილის ხმა მომესმა, მაგრამ ხმა კიარა ხმები. დამაინტერესა და ხმას მივყევი. ჩემგან ზურგშექცევით ხუთი ბიჭი იდგა და ტბის პირას ერთმანეთს დასდევდნენ. წამით ამ ფაქტმა ღიმილი მომგვარა, მაგრამ როცა მათში ერთ-ერთი მათგანი ამოვიცანი სახე წამეშალა და ყველაფრის სურვილი დავკარგე. დიახ, ისინი იყვნენ . ის იყო... ის იყო... ის... ლერი და მისი ბანდა. ნერვები საშინლად მომეშალა. უეცრად, ერთ-ერთმა მათგანმა გამოიხედა და ღიმილი სახეზე შეეყინა. გამოიაცანით ვინ იყო. ვინ თუ არა ლერი. ჩემს დანახვაზე წამით სახეზე გაბრაზება დაეტყო, მაგრამ მერე ისევ ბიჭებს მიუბრუნდა და თავისი „საქმიანობა“ განაგრძო. გავმწარდი, შემოვბრუნდი და სწრაფი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. გზაში ცოფებს ვყრიდი და ვლანძღავდი ლერის. ეს იდიოტი, დებილი, ვირი, რეგვენი, ხეპრე, კრეტინი ვერ დაეტია ქალაქში? აქ რას მოეთრეოდა, მაგრამ ის ხომ ჩემი ცხოვრების აჩრდილია.
-ჯანდაბაშიც წასულხარ ლერი.- შევიკურთხე და გიჟივით შევვარდი სახლში.

კარები ისე ძლიერად მივიჯახუნე მეგონა ჩარჩოიანად ჩამოვარდებოდა. ხმაურზე დივაზე მჯდომი ბაბი და ნუცა შეხტნენ. შეშფოთებულებმა შემომხედეს. ბაბი ფეხზე წამოხტა და მე მომვარდა.
-ნინამ კარგად ხარ? რამე მოხდა? რა გჭირს ?- კითხვები ერთი ამოსუნთქვით მომაყარა.
-წასვლა მინდა.- ვთქვი უემოციოდ.
-რა? - ორივემ ერთხმად შეჰკივლეს.
-კი, მაგრამ ახლა არ მოვედით? ხო მოგწონდა აქაურობა? რა მოხდა ნინა, გვითხარი.- ანერვიულდა ნუცა.
-ის აქ არის.-
-ვინ ის?-
-ლერი.-
-და ის ბიჭებიც?-
-ჯანდაბა.- ამოიოხრა ნუცამ.
-აქ ვერ გავჩერდები.-
-შესანიშნავია, არა პირდაპირ გასაოცარია, აქაც ეს ხეპრე, დეგენერატები. -
-ვერ ვიტან.- ვიკივლე და დივანზე ჩავესვენე.
-ვერც მე.- თვალები აატრიალა ნუცამ და გვერდით მომიჯდა.
-ანუ ხუთივე აქ არის, ესეიგი დემნაც აქ იქნება.- წამოიყვირა გახარებულმა ბაბიმ. მე და ნუცამ მკვლელი მზერა ვესროლეთ. ისიც ადგა და მოწყვეტით ‘დაეგდო’ დივანზე.
-იდეა მაქვს.- წამოიყვირა ნუცამ, ტაში შემოჰკრა და ფეხზე წამოფრინდა. მისმა ამ ქმედებამ ისე შემაშინა ნახევარი სიცოცხლე იმ სავარძელში ჩავტოვე.
-მოკლედ გოგოებო, იდეა მაქვს. - წარბები ეშმაკურად აათამაშა ნუცამ.
-მათ გამო რატომ უნდა ვთქვათ უარი გართობაზე. მოდით ჩვენც გავერთოთ მათთან ერთად და თან ისინი გავამწაროთ ისე, როგორც ამას ჩვენ გვიკეთებენ.- მისი სიტყვები ჭკუაში ჩამიჯდა და სიხარულით დავეთანხმე.
-გოგოებო იმედია დემნას გაწვალებას არ აპირებთ, მას თქვენთვის არაფერი დაუშავებია.- შეგვეხვეწა ბაბი. ამან მგონი რაღაცას მიარტყა თავი.
-ნუცა საყვარელო, შემახსენე გზაში ავარია ხომ არ მოგვსვლია ?- ნუცამ ორაზროვანი მზერა მესროლა.
-არა, მგონი მოვყევით იმიტომ, რომ ამან თავი რაღაცას მიარტყა და ამიტომ ამბობ ასეთ სისულელეებს. - მკვლელი მზერა ვესროლე ბარბარას.
-აუ კარგი რა, დემნამ დაგიცვა და შენ სამაგიეროს უხდი, როგორი გველი ხარ.- ამოიბუზღუნა ბაბიმ. თვალები შუბლზე ამივიდა და გაოცებისგან პირი გავაღე. ამას მგონი ჩემი ხელი დიდი ხანია არ მოხვედრია და დროა წამლები გამოვუწერო. ერთი სილა მარჯვენა ლოყაში და ერთიც მარცხენაში. თმებისგან გაცლაც არ აწყენდა ამ დებილს. რას ბოდიალებს.
-შენ გოგო თავი მართლა ხო არაფერს მიარტყი?-
-აუ ნინა, მომწონს დემნა. - მორცხვად თქვა და თავი ჩახარა.
-რატომ მყავს მსოფლიოში ყველაზე დებილი დაქალი მაინც და მაინც მე?- ამოვიხვნეშე და ბაბის თავზე ხელი გადავუსვი, მკვლელი თვალებით ამომხედა და მეც იძულებული ვიყავი მეთქვა, რომ დემნას ‘არაფერს დავუშავებდი’ იმ პირობით თუ ‘კარგად’ მოიქცეოდა. ამ ბატსაც მეტი რა უნდოდა. ტაში შემოჰკრა და არწივივით შემომაფრინდა.
მოკლედ დავგეგმეთ ბიჭებისთვის დასვენება ჩაგვეშხამებინა, ჩვენი კი ამით უფრო ხალისიანი გაგვეხადა. გადავწყვიტეთ ტბაზე ჩავსულიყავით. ამიტომ, ჩვენს ოთახებში გავნაწილით და წასასვლელად მოვემზადეთ. ჩემი საყვარელი შავი საცურაო კოსტიუმი მოვირგე, რომელიც ჩემს გარუჯულ და სუსტ ტანს კარგად მიჩენდა. თეთრი მოკლე სარაფანი გადავიცვი, თმა ისევ კოსად შევიკარი და სანდლები ამოვიცვი. გოგოები უკვე ქვევით იყვნენ და მელოდებოდნენ. ერთმანეთს ეშმაკურად შევხედეთ და სიცილით გავემართეთ ტბისკენ. გზად ნუცა შურისძიების გეგმას აწყობდა მაქსიმეს, მე კი ლერის წინააღმდეგ.
ერთადერთი ბარბარა ფიქრობდა როგორ შეხვედროდა დემნას და როგორ ეთქვა მისთვის გამარჯობა.
-ღმერთო, რა იდიოტიზმია.- თვალები ავატრიალე და წინ გავიხედე. ის ხუთი რეგვენი ისევ ტბის პირას დაგვხვდა. რამდენიმე მათგანი ცურავდა. მათგან ცოტა მოშორებით დავაპირეთ დაჯდომა, მაგრამ ვინ გაცალა. დემნამ შორიდან შეგვამჩნია და მათთან მიგვიპატიჟა. ბაბისაც მეტი რაუნდოდა, გაექანა მათკენ. დემნამ დაიყვირა ჩემი პატარა მოვიდაო და ხელები გაშალა. ესეც შეაფრინდა დიდის ამბით. მე და ნუცამ პირდაღებულებმა გავხედეთ ერთმანეთს. საინტერესოა როდის მოასწრეს ასე დაახლოება, რომ დემნა ამ დებილს პატარას ეძახის და ეს ბატიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ახტება და ეხუტება. ვაიმე ბარბარა, არ იცი რა გელოდება სახლში, რომ მობრძანდები. მოგივლი! ნინა, არ ვიყო თუ შენ დაბეგვილ ხორცად არ გაქციო. დებილი, მოსწონს თურმე. მოწონებას ვაჩვენებ მე ამას.
დემნას ძახილზე ბიჭებმა შემოგვხედეს და ლერიმ ისეთი სახე მიიღო თითქოს შეაწუხა ჩემმა იქ ყოფნამ. მეც მეტი რა მინდოდა, ამოქმედდა ჩემი შურისძიების გეგმა.მე და ნუცამ ერთმანეთს ჩვენი საფირმო მზერა ვესროლეთ და მათკენ გავექანეთ.
ორივემ გაიძრო ტანსაცმელი და უნდა ვაღიარო ნუცას ძალიან უხდებოდა ღია ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, რომელიც მის სხეულს კარგად კვეთდა, მის რუჯთან ერთად. ბაბისაც საკმაოდ სექსუალურს აჩენდა მისი ნაცრისფერი საცურაო კოსტიუმი. ნუ ეს რა გოგოები მყვავს.
ნუცამ მაქსიმეს გვერდით დაყარა ტანაცმელები. მანაც, როცა ახედა ნერწყვი იმხელა ხმაზე გადაყლაპა მეგონა დაიხრჩობოდა. ნუცას ტუჩის კუთხეში ჩაეცინა. ეტყობოდა მისთვის ეს უცხო არ იყო. მაქსიმე ტბის კიდესთან მივიდა, რომ მისი მაისური აეღო. მშრალი ჰქონდა ტანსაცმელი. ეტყობა რა უბანავია. ნუცასაც მეტი რა უნდოდა, ჰკრა ხელი და ჩვენმა მაქსიმიკომაც ზღართანი მოადინა წყალში. ბოლო ხმაზე ვიცინოდით ორივე, რადგან ჩვენი პირველი სამიზნე განადგურებული იყო. საშინლად გაცოფებული ამოხტა წყლიდან. წამში მიაჭრა ნუცასთან მხარზე გადაიკიდა და მასთან ერთად წყალში ჩახტა. სიცილი სახეზე შემეყინა. გამწარებულმა ამოყვინთა ნუცამ, მაქსიმესთან მივარდა და ლანძღვა დაუწყო. ბოლოს კი ვერც კი წარმოვიდგენდი ისეთი რამ გააკეთ... მაქსიმეს მივარდა და ჩააყვინთინა. გაოცებული და აღფრთოვანებული ვუყურებდი როგორ ფართხალებდა წყლის ქვეშ და ნუცა ამ დროს გამარჯვებულის ღიმილით გვაჯილდოვებდა ყველას.

თავი 4

თვალებს ვერ ვუჯერებდი, აღტაცებული ვიყავი ნუცათი. ყველაზე ნაკლებად მისგან ამ ქმედებას მოველოდი. ვხედავდი წყლის ქვეშ როგორ ფართხალებდა მაქსი და ამით ძალაინ ვერთობოდი. მართალია ცუდად ჟღერს, მაგრამ რაც დაიმსახურა ის მიიღო. საუბედუროდ, ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. გამწარებული წამოხტა ლერი და ნუცასკენ დაიძრა. შემეშინდა მისთვის რამე არ დაეშავებინა, ამიტომ წინ გადავუდექი.
-გამატარე.- გამოსცრა კბილებში.
-სად გეჩქარება ? - თვალები მოვჭუტე და ხელებგადაჯვარედინებულმა ინტერესიანი მზერა მივაპყარი.
-გამატარე-მეთქი.-
-ჯერ პასუხი გამეცი.-
-გოგო მოთმინებას ნუ მაკარგვინებ.- გამოსცრა კბილებში.
-კარგი რა ლერი, ნუ იქნები ასეთი ისტერიკიანი.- ვიცოდი ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ ვერ დავუშვებდი ნუცასთვის რამე დაეშავებინა, მითუმეტეს, რომ ახლა დემნა უპირებდა იგივეს.
-ოო ღმერთო.- აღმომხდა, როცა ნუცა ვერსად ვნახე.
-შენ გოგო დებილი ხარ?- მიღრიალა ლერიმ -დანაშაულს კიდე ამატებ? გინდა ჩემი ხელით მოგკლა? ხო და ძალიან კარგი.- თქვა და მკლავში მწვდა. ტბისკენ მიმათრევდა. გული გამიჩერდა, როცა გავიფიქრე, რასაც მიპირებდა. ტბა ნაპირიდანვე ღრმა იყო, ამიტომ ვერ გავცურავდი და დავიხრჩობოდი. გავიბძოლე, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ვიგრძენი როგორ მძიმედ ჩავეშვი წყალში. ვხედავდი, რომ ჩემი სხეული თანდათან წყლით იფარებოდა და ფსკერისკენ ვიქაჩებოდი. პირი, ცხვირი, ყურები, ყველაფერი წყლით ამევსო. ვფართხალებდი და ხელ-ფეხს ვიქნევდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა.ბუნდოვნად მესმოდა ბაბის ხმა, რომელიც სასოწარკვეთილი გაჰკიოდა, რომ ცურვა არ ვიცოდი და დავიხრჩობოდი. უკვე გონებასაც ვკარგავდი, როცა წელზე ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი, რომელიც ნაპირისკენ მექაჩებოდა. როგორც იქნა ჩემი ფილტვები კვლავ ჰაერთით აივსო და და მეც თითქოს მეორედ დავიბადე. წყლის საშინლად მეშინია, ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ტრავმაა.
მაინტერესებდა ვინ იყო ჩემი გადამრჩენელი და მას შევხედე ვის ტანზეც ვიყავი აკრული. აბა თუ გამოიცნობთ ვინ იყო, დიახ ლერი. იმ წამს დიდი ზიზღი ვიგრძენი მის მიმართ. მინდოდა მომეკლა, ცრემლები წამომივიდა და ბოლო ხმაზე ვუკივლე.
-ყველაზე დიდი ხარ, მეზიზღები, ჩემი ცხოვრების კოშმარი ხარ, ვერ გიტან, ვერ გიტან ლერი, მძულხარ! - ვეუბნებოდი თან მკერდზე ხელებს ვურტყამდი.
- ახლავე მომაშორე შენი ბინძური ხელები, ახლავე. - ვუკივლე და მანაც იმწამსვე გამიშვა ხელი. ვიგრძენი, რომ კვლავ ჩაძირვა დავიწყე და კვლავ დაიფარა ჩემი სხეული წყლით, მაგრამ ისევ ვიგრძენი ხელები წელზე და ისევ ჩავისუნთქე უკვე მეორედ მონატრებული ჰაერი.
-მომეჭიდე.- მითხრა ლერიმ.
-თავი დამანებე.- შევუღრინე.
-შენი ნებაა.- მივხვდი, რომ ხელების გაშვებას აპირებდა, ამიტომ სასწრაფოდ მოვხვიე ხელები კისერზე და უფრო მაგრად ავეკარი. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. მეშინოდა. ისევ ის საშინელი გრძნობა არ მინდოდა კიდევ ერთხელ გამომეცადა, ამიტომ დავაიგნორე მისი საქციელი და ვთხოვე ნაპირზე გავეყვანე.
-პატარავ, ასე თუ ჩამეხუტები ორივე დავიხრჩობით.- მითხრა თვითკმაყოფილმა.
-ეს თუ სამუდამოდ გაგაჩერებს მაშინ მზად ვარ ამ მსხვერპლისთვის.- ცინიზმი არ დავაკელი.
-დავიჯერო იმ ქვეყნადაც გინდა ჩემთან ერთად ყოფნა? - ისევ მისი ამპარტავნული საქციელები.
-ღმერთმა დამიფაროს.- შევუბღვირე .
-მაშინ თუ გინდა ნაპირამდე ცოცხალმა მიაღწიო, ნუ დამახრჩობ და სუნთქვის საშუალება მომეცი.-
-ვერ გიტან.-
-რა დამთხვევაა ლამაზო.- თვალი ჩამიკრა და ნელ-ნელა მომიშორა.
-ხელი არ გამიშვა გთხოვ.- შევეხვეწე.
-კარგი კარგი , იმედია ჭკუას ისწავლი . მაგრამ მანამდე მოდი ცოტახანს ვიყოთ აქ.-
-არა, არა ნაპირზე გამიყვანე ლერი!-
-რატომ? დავიჯერო ოდნავ მაინც არ მოგწონვარ და არ გინდა ჩემთან ყოფნა?-
-ლერი გამიყვანეთქო. - უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
-არა, არა პატარავ, ჩვენ აქ ცოტა ხანს კიდევ გავერთობით და მერე ავალთ ნაპირზე. - მითხრა და ხელი ზურგზე დამისვა.
-გეყოფა.- ვუკივლე.
-არა საყვარელო, მართალია მახინჯი ხარ, მაგრამ ერთი დღისთვის მაინც გამოდგები.- მისმა სიტყვებმა შემძრა, გული მატკინა და თვალები ცრემლებით ამევსო.
-წამიყვანე.- ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე.
-კარგი, კარგი. ამჯერად გაგიშვებ, მაგრამ მეორედ ასეთი შანსი აღარ მოგეცემა.- მითხრა და ნაპირისკენ წამიყვანა. შეურაცხყოფილი ვიყავი. ახლა ყველაზე მეტად ტირილი მინდოდა. როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი მაშინვე ჩემი ნივთები ავკრიფე და გიჟივით გავეცალე იქაურობას. ბოლო ხმაზე ვტიროდი და ლერის სიკვდილს ვნატრობდი. ასე არასდროს არავინ მომქცევია, არასდროს ასე არავინ დამლაპარაკებია...
-ღმერთო როგორ მძულხარ ლერი, როგორ მძულხარ. ვიკივლე და მუხლებზე დავეცი. ტირილს ვერ ვწყვეტდი. იმ წამს ყველაზე მეტად ლერის სიკვდილი მინდოდა.
ვტიროდი და სიმწრით მიწას ვურტყამდი ხელებს. უეცრად, მხარზე შეხება ვიგრძენი და მაშინვე უკან შევტრიალდი. ხელში ლერი შემრჩა.თქვენ რა დამცინით? ღმერთო, როგორც ჩანს საშინლად მეთამაშები.
-კარგად ხარ ? მკითხა ლერიმ ყურებს ვერ დავუჯერე, მეგონა მოლანდებები დამეწყოდა ჭკუიდან გადავდიოდი
-შენ რა მეღადავები?-
-არა-
-აბა რა ჯანდაბა გინდა ? - ვუკივლე
-მე ხომ გაგაფრთხილე შენსას მიიღებთქო, ხო და მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.-
-რომ იცოდე როგორ მეზიზღები, რომ იცოდე როგორ ვერ გიტან, რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? ასეთი რა დაგიშავე? ასე რატომ გძულვარ, რომ მზად ხარ დაუფიქრებლად მომკლა. რა გინდა ჩემგან ლერი? რა გინდა? რა? რაა?- ბოლო ხმაზე ვყვიროდი და თან მკერდზე მუშტებს ვურტყამდი. ნელ-ნელა ფეხებში ძალა მეკარგებოდა და ვიკეცებოდი ლერის წინ. გაუთავებლად ვტიროდი და ვლანძღავდი. უკვე ისტერიკაში ვიყავი ჩავარდნილი. გამეტებით ვურტყამდი, ის კი არ იძვროდა. უკვე იმდენად მოვითენთე, რომ არა ლერი ძალაგამოცლილი მიწაზე გავიშხლართებოდი.
ლერის კალთაში ვიჯექი და ვსლკუნებდი, ჩუმად კი ერთსა და იმავეს ვიმეორებდი.
-რა გინდა ჩემგან ლერი? რა? რა? რა? - მას კი ჩემზე ხელები ძლიერად ჰქონდა შემოხვეული და გულში ვყავდი ჩაკრული. თავზე მეფერებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მე თავი მის მკერდზე მედო და მის გულისცემას ვგრძნობდი. ვერ ვიჯერებდი, რომ მე ლერისთან ჩახუტებული ვიჯექი, ტრიალ მინდორში და ის ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა, ან რის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჩემს გვერდით იყო და ვხედავდი მის მეორე , ჩემთვის უცნობ მხარეს... თბილ, მისიყვარულე და მზრუნველ ლერის, რომელიც მე ძალიან მომწონდა.

თავი 5
თვალები ჩემს ოთახში გავახილე. თავი საშინლად მტკიოდა და თვალები მეწვოდა. დღევანდელი ამბების კადრები ამომიტივტივდა და ცრემლები მომადგა.
-კარგად ხარ?- გავიგე ნაცნობი ხმა და როცა გავაანალიზე ვინ იყო მაშინვე ფეხზე წამოვხტი. თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი. წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი. ცოტაც და წავიქცეოდი, როცა ვიღაცამ დამიჭირა და ხელში ამიყვანა. ლერის სხეულს ვიყავი აკრული, რომელიც კვლავ საწოლში მაბრუნებდა. სახე იმდენად ახლოს ჰქონდა, რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. წელზე ხელი ამისრიალა და სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა. გონს მალევე მოვედი და მის შეხებაზე ჩემში აღძრული რეაქცია დავაიგნორე და გაბრაზებულმა ვუთხარი
-აქ რას აკეთებ?-
-ჯობდა ჯერ მადლობა გადაგეხდა.-
-რა? მადლობა რისთვის, იმისთვის, რომ გამამწარე?- ვუყვიირე ანერვიულებულმა.
-არა იმისთვის, რომ ჩაგეძინა და სახლში მოგიყვანე.-
-ჩამეძინა? კი, მაგრამ სად? არაფერი მახსოვს.- გაოცებას ვერ ვმალავდი.
-ჩემს მკლავებში.- მითხრა და ეშმაკური ღიმილით შემომხედა. თან მისი მწვანე თვალები შემომანათა და ახლა დავაკვირდი თუ რა საოცარი იყო ის. ვუყურებდი და მასში ვიკარგებოდი უგზო უკვლოდ. გონს მოვედი და შევუბღვირე.
-გადი, უნდა დავიძინო.-
-მარტო ვერ დაგტოვებ.-
-ჰაჰ, რას მელაპარაკები, როდიდან ზრუნავ ჩემზე?- ნერვები აღარ მყოფნიდა.
-ჭირვეული გოგოს მოვლა არც მე სიამოვნებს, მაგრამ ახლა ამ სახლში მარტო ხარ და შენი თავი მე ჩამაბარეს.-
-რა? რას ქვია მარტო. ნუცა და ბაბი აქ არიან.-
-არა, წავიდნენ ქალაქში, რომ წამლები მოგიტანონ.-
-შენი ძიძობა არ მჭირდება, არაფერი მომივა.-
-რამე მოგივა თუ არა, ეგ ნაკლებად მაინტერესებს.-
-აბა, რა ჯანდაბა გინდა აქ!- მისმა სიტყვებმა გული მატკინეს.
-დემნამ მთხოვა.-
-არ არის საჭირო, წადი, უნდა დავიძინო.- შევუბღვირე.
-დაიძინე მერე, ვინ გიშლის?- ეს მგონი დებილია.
-გითხარი ვიძინებთქო, ამიტომ გადი აქედან.-
-მეც გითხარი დაიძინეთქო.- მასთან ჩხუბის თავი არ მქონდა, ამიტომ გვერდზე გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე. ვიგრძენი როგორ ჩაიწია საწოლის მეორე მხარე და მეც მაშინვე გადავბრუნდი. თვალები ლამის შუბლზე ამივიდა.
ვაჟბატონი გაწოლილი დავინახე ჩემს საწოლზე, თვალები დავქაჩე და ვუკივლე
-რას აკეთებ იდიოტო?-
-ვერ ხედავ? ვიძინებ.- თქვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
-რას ქვია იძინებ? თუ დაძინება გინდა წადი და შენს სახლში დაიძინე!-
-აქაც კარგად ვგრძნობ თავს, თან დემნას გასაღები გაყვა. ასე, რომ პატარავ მორჩი ტიტინს და მაცადე. მშვიდად დავიძინო.- ერთი ამას დამიხედეთ, როგორ მიბედავს. რაღაცის თქმას ვაპირებდი , მაგრამ თითქოს ენა გადამეყლაპა. ნერვები ამეწეწა და მოწყვეტით დავეგდე ბალიშზე. ვცდილობდი მაქსიმალურად დამეიგნორებინა მისი სიახლოვე, რომელიც გულს ასე მიჩქარებდა. ვეცადე მისი აქ ყოფნა არ შემემჩნია და თვალები დავხუჭე. მართლაც ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ მალევე ჩამეძინა და სიზმრების საუფლოში გადავეშვი.

საღამოს კანკალმა და სიცივის საშინელმა შეგრძნებამ გამაღვიძა. როგორც ჩანს ფანჯარა ღია იყო და ამიტომაც შემცივდა. ფრთხილად ავდექი და ფანჯარა დავკეტე. ტანზე, რომ დავიხედე ისევ სარაფანი მეცვა , ამიტომ კარადა გამოვაღე და პიჟამას ძებნა დავიწყე. ვერა და ვერ ვიპოვე ამ სიბნელეში, ამიტომ შუქის ანთება მომიწია. შუქის ანთება და ჩემი კივილი ერთი იყო. გული გამისკდა, როცა ჩემს საწოლში მწოლიარე ლერი დავინახე. მეგონა წავიდოდა, ამ ვაჟბატონმა კი გაშალა აფრები და აქ დარჩენა მოინდომა. რეგვენი, იდიოტი. ჩემს კივილზე ლერი გიჟივით წამოხტა და დაფეთებულმა შემომხედა.
-შენ გოგო დაწყობილი თუ ხარ, რა გაკივლებს ამ შუა ღამეს?- ღმერთო, ეს ბიჭი ახალგაღვიძებულზე ანგელოზს გავს. ნინა რაზე ფიქრობ შენ ცალტვინა, ახლა ამის დრო არ არის. შევუბღვირე ჩემს თავს, მაგრამ ისევ ჩემი ‘მე’ გამოჩნდა და კეთილი სიტყვების კორიანტელი გამოუშვა. ღმერთო, ამ არსებას ძილი მაინც არ შეუძლია? გულში ერთი კარგად შევიკურთხე და ლერის გავხედე, რომელიც თვალებს ისრესდა. ვაიმე, ახლა ჩავკვდები, რა საყვარელია. პატარა ბავშვს გავს, გაბურძგნული თმებით და დასიებული ტუჩებით. ნინა, ნინა გამოფხიზლდი, ახლა ამის დრო არ არის. შემოვუძახე ჩემს თავს.
-შენ ბიჭო დარტყმული ხარ? ჩემს ოთახში გძინავს და კიდე მე მეუბნები რატომ ვკივი?- ვჩურჩულებდი, რომ არავის გაეგო, მაგრამ ეს უფრო ჩურჩულით ყვირილს გავდა, რის გამოც ძარღვები მეჭიმებოდა სახეზე.
-ვერ ხარ შენ გოგო, აქამდე მძინარე ბიჭი არ გინახავს?- მკითხა სიცილით.
-შენ მე ვინ გგონივარ იდიოტო, ახლავე გაეთრიე აქედან!- შევუღრინე და ბალიში გავუქანე.
-აიი, ზუსტად ეს მჭირდებოდა.- ბალიში დაიჭირა, თავქვეშ ამოიდო და ძილი გააგრძელა. ეს მგონი მეკაიფება!
-ლერი, ფორმა ასლი გაქვს?- ვკითხე სრული სერიოზულობით
-კი.- ამოიზმუვლა.
-ვერ დავიჯერებ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ.-
-ხო და მანამდე მანდ იდექი. თუ გინდა. იქამდე კი სინათლე ჩააქრე თვალებში მაჭერს და ვერ ვიძინებ.- ეს პიკი იყო. ლერისთან მივვარდი, რომ საწოლიდან გადამეგდო, მაგრამ დამიჭირა და წამის მეასედეში მის ზემოდან აღმოვჩნდი. ჩვენი სახეები იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ სადაცაა ვაკოცებდით ერთმანეთს. გული საშინლად ამიჩქარდა, წამოდგომა ვცადე, მაგრამ წელზე ხელები უფრო მაგრად მომხვია და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. ვერ აღვწერ იმ გრძნობას, რაც ახლა ჩემში ტრიალებს. ემოციებმა იმატა. ლამის პანიკაში ჩავვარდი. ლერიმ ერთი ხელით სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადამიწია და თვალებში ინტერესიანი მზერით ჩამაშტერდა. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემში რაღაცას ეძებსო. ხელი სახეზე ჩამომიტარა და მაშინ მილიონობოთ ვოლტმა დამიარა სხეულში. საშინლად ავხურდი. წუთის წინ სიცივისგან ვკანკალებდი, ახლა კი ისე მცხელა ლამისაა ტანსაცმელი შემოვიხიო. წამში ისე, რომ გააზრება ვერ მოვასწარი ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეუერთა და რაღაც არა ამქვეყნიური ვიგრძენი. კოცნაში მეც ავყევი, მაგრამ საბედნიეროდ გონს მალევე მოვედი და სასწრაფოდ მოვშორდი. გამწარებული ვიყავი. ეს როგორ გამიბედა. ამას ქუჩის ქალი ხომ არ ვგონივარ ნებისმიერ შემხვედრს ლოგინში, რომ უხტება. ამას ვაჩვენებ სეირს.
-ლერი აეთრიე და გაეთრიე ჩემი ოთახიდან, თორემ გეფიცები ყველაფერს თავზე გადაგალეწავ.-
-ცოტა წყნარად პატარავ, არ დაგავიწყდეს ვის ელეპარაკები.-
-ლერი წადი, ახლავე.-
-უკვე თავი მომაბეზრა შენმა ტიტინმა, აქ დარჩენას მირჩევნია ხის ქვეშ დავიძინო და მაგას ვაკოცო.-
-ფუუ ვირო, ხო და წადი და ხეს აკოცე და ჩაეხუტე.-
-რა იყო ხომ არ ეჭვიანობ?-
-ვისზე ხეზე? აჰაააჰააა ლერი, კარგად გამაცინე ყოჩაღ.-
-ხო რა იყო პატარავ, ეჭვიანობ?-
-ვისზე ბიჭო, ხეზე? არ გადამრიო, თუმცა ხის გარდა შენ სხვა ვინ გაგეკარება. დარწმუნებული ვარ ერთ ადგილას, რომ არ იდგეს გაქვავებული, არც ეგ გაგიჩერდებდა.- ჩემს ნათქვამზე უკვე მე თვითონ ვერ ვიკავებდი სიცილს.
-კარგი პატარავ.- თვალი ჩამიკრა და კარებისკენ წავიდა. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ უცებ კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ასეთ ამინდში ვერსად გავუშვებდი. ღმერთო, ნინა ეს ვის გადაეყარე. -------ლერი, შეიგიძლია დარჩე.-
-რა იყო უკვე მოგენატრე?- ოხხ როგორ მინდა ის გაკრეჭილი სიფათი ავუტაფო.
-გარეთ წვიმს რეგვენო და რომ გაცივდე ეგეც ჩემი ბრალი იქნება და შენთან კიდევ არ მინდა იმაზე ვიჩხუბო, რომ ყველაფრისთვის სამაგიეროს გადამიხდი. ასე, რომ დაეგდე სადაც, მანამდე ეგდე და სათოფეზეც არ გამეკარო, თორემ გეფიცები ლერი ყველა ძვალს ჩაგიმტვრევ და იმ ტბაში გადაგაგდებ.- მეტი დამაჯერებლობისთვის ცალი წარბი ავუწიე და საჩვენებელი თითი ცხვირთან ავუფრიალე.
-კარგი საყვარელო.-
-და კიდევ, მოკეტე ლერი.- ვუთხარი და აბაზანაში შევედი, რომ გამომეცვალა. სარაფანი უკვე გახდილი მქონდა, როცა გამახსენდა, რომ სინათლე ანთებული დავტოვე, მე კი მის წინ ჩემი პიჟამათი ვერ ავისვეტებოდი. ასე, რომ ხელახლა გადავიცვი და ოთახში შევედი. ლერი უკვე საწოლში იწვა. ტანზე მაისური გახდილი ჰქონდა. ტანი სულ ტატუებით სავსე. განსაკუთებით პეპლის ტატუ მომეწონა, რომელიც მის დაკუნთულ სხეულს საშინლად უხებოდა.
-ვაიმე, რა სექსუალურია ეს ბიჭი.- ვთქვი და ნერწყვი გადავყლაპე.
-არ დაიხრჩო. ლერის ჩაცინების ხმა მომესმა. არაფერი მითქვამს, შუქი სასწრაფოდ ჩავაქრე და აბაზანის კარები ძლიერად მივიჯახუნე. შხაპი მივიღე და როცა მოვწესრიგდი პიჟამა ჩავიცვი. მოკლე შორტები და მაისური, საკმაოდ კომფორტული იყო ეს პიჟამა, მაგრამ ლერის წინ ასე ხომ არ გავიდოდი. კარები ფრთხილად გამოვხსენი და ნელა გამოვედი. სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი, ამიტომ რაც შეიძლება ფრთხილად დავდიოდი, რომ რამეს არ დავჯახებოდი, მაგრამ ბედი არ გინდა? იქვე მდგარ კარადას პირდაპირ თავით შევასკდი და დაბლა მოვადინე ზღართანი. ხმაურზე ლერი წამოვარდა და ძირს გაშოტილი, რომ დამინახა სიცილი ატეხა. აცრემლებულმა ავხედე და სახე შეეცვალა, ჩემთან დაიხარა და თავი ამაწევინდა. ხელი შუბლზე მოვისვი, ტკივილისგან სახე დამემანჭა. წამში ჰაერში აღმოვჩნდი და ლერის ახურებულ სხეულს ვეკვროდი. ლოგინზე ფრთხილად დამსვა და სააბაზანოში შევარდა, იქიდან კი სველი ტილოთი დაბრუნდა. გვერდით მომიჯდა და სველი საფენი შუბლზე დამადო. დღეს უკვე მეორედ ვხედავ ლერის, რომელიც თბილი და მზრუნველია. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად ასეთი მზრუნველი და ამავე დროს ასეთი სასტიკი. არ მინდოდა მასთან უმწეოდ და სუსტ გოგოდ წარმოვჩენილიყავი, ამიტომ ტილო მოვიშორე და გვერდზე გადავბრუნდი, ვანიშნე შუქი ჩაექრო. საწოლიდან წამოდგა და ამ დროს ისე ძლიერად დაიგრუხუნა საწოლიდან წამოვხტი და პირდაპირ ლერის შევახტი. ბავშვობაში, როცა ჭექა-ქუხილი იყო ჩემს მშობლებთან ვწვებოდი. ახლაც, როცა მეშინია დედასთან ვწვები. მეშინია, ამ დროს ყოველთვის მგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდება და თავი საშინლად მარტოსული და დაუცველი მგონია. როცა გავიაზრე რა გავაკეთე ლერის მოვშორდი, მან კი ორაზროვანი მზერა მესროლა. მისი საშინლად მრცხვენოდა, ამიტომ სასწრაფოდ საწოლში შევწექი. ლერიმ შუქი ჩააქრო და გვერდით მომიწვა. ოთახში წვიმის წვეთებისა და ჩვენის სუნთქვის ხმა ისმოდა. ბოლოს სიჩუმე ლერიმ დაარღვია.
-გეშინია არა?-
-სულაც არა.- იხტიბარს არ ვიტეხდი.
-ამაში სამარცხვინო არაფერია, ბავშვობაში მეც ძალიან მეშინოდა ჭექა-ქუხილის და ამ დროს დედა ყოველთვის ჩემთან რჩებოდა და მასთან ჩახუტებულს მეძინებოდა.- გულში დიდი სითბო ჩამეღვარა და ყურებამდე გამეღიმა.
-ახლა აღარ გეშინია ლერი?
-გავიზარდე და როგორც ვხედავ აქ მხოლოდ ერთ პატარა გოგოს ეშინია.-
-არ ვარ პატარა.-
-არც დიდი ხარ ნინა.-
-მართალი ხარ.- ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე, რომელზეც წვიმის წვეთები დასრიალებდნენ. მოულოდნელად კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ძლიერად დაიგრუხუნა. შიშისგან პლედი თავზე გადავიფარე. პატარაობისასაც ზუსტად ასე ვიქცეოდი. უეცრად, წელზე ხელის შეხება ვიგძენი და წამებში ახურებული სხეული უკნიდან ამეკრო. მოძრაობის უნარი წამერთვა. მუცელში რაღაც ამოძრავდა, ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლოს ძლივს მოვაბი თავი სიტყვებს და ამოვიხავლე.
-ლერი, რას აკეთებ მომშორი.-
-ჩუუ პატარავ, უბრალოდ დაიძინე.-
-არა ლერი, გადი.-
-ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ ვიცი, რომ გეშინია და თუ ვინმე იქნება შენს გვერდით თავს დაცულად იგრძნობ. ასე, რომ მომეცი უფლება შენთან დავრჩე და შენი მშვიდი ძილი დავიცვა.- ვსო მკვდარი ვარ. ტანში მილიონმა ვოლტმა მაინც დამიარა. წარმოუდგენელია ადამიანი, რომელიც სიცოცხლის გამწარებით მემუქრება, ახლა ჩემი მშვიდი ძილის დაცვას აპირებს. ვერ ვხვდები ასე სწრაფად როგორ ახერხებს ლერი შეცვლას. ის ახლა მსოფლიოში ყველაზე კარგი ადამიანი მეგონებოდა, რომ არა მისი პირუტყვული საქციელები, მაგრამ აშკარაა, რომ მისმა საქციელმა გულში უამრავი სითბო ჩამიღვარა და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ, პირიქით მას უფრო ავეკარი და ჩემზე შემოხვეულ მის ხელებს, ჩემი ხელები დავადე. თვალები დავხუჭე და ვფიცავ ასე კარგად თავი არასდროს მიგვრძნია. ლერის გვერდით თავს მართლაც დაცულად ვგრძნობდი და ამ მომენტში მეგონა, რომ ის მე ყველასა და ყველაფრისგან დამიცავდა.

თავი 6
დილით ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. ვცადე მეორე მხარეს გადავბრუნებულიყავი, მაგრამ ვიღაცას ძლიერად ჰქონდა ჩემზე ხელები შემოხვეული და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. ცოტაც და მეგონა გავიჭყლიტებოდი, მიკვირს აქამდე როგორ ვსუნთქავდი. სიმართლე, რომ ვთქვა მესიამოვნა, რომ ლერის ასე ვყავდი მიხუტებული და მართლა დაიცვა ჩემი ძილი. ყურებამდე გამეღიმა და ვცადე მისკენ გადავტრიალებულიყავი. მძინარე, რომ ეს ბიჭი ნამდვილ ანგელოზს ჰგავს მგონი ერთხელ უკვე ვთქვი, მაგრამ მართლა ანგელოზია და რა ვქნა.
სახეზე მისი საფირმო ცინიზმის არანაირი კვალი არ ემჩნდა, პირიქით, ბავშვივით უდარდელი სახე ჰქონდა. ვარდისფერი ტუჩები კიდევ უფრო დასიებოდა და მისი ლამაზი კულულა თმები სახეზე უგზო უკვლოდ ჩამოეყროდა. ხელი სახეზე დავუსვი და თმები გადავუწიე. უცებ შეიშმუშნა. არ მინდოდა გამეღვიძებინა და ასე ვენახე. შემეშინდა, რომ კვლავ ის ლერი იქნებოდა, რომელიც სიცოცხლის გამწარებას მპირდება, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ და ეს რაღაც სიძულვილი ნამდვილად არ იყო. მგონი შემიყვარდა, მაგრამ თუ ასე მოხდება გული მიგრძნობს ძალიან დავიტანჯები და ლერი ჩემს გრძნობებს არაფრად ჩააგდებს. ჩემმა ფიქრებმა უკვე ძალიან შორს წამიყვანა. ადგომის დრო იყო, მე კი ლერიზე აკრული ვიწექი და მის უნაკლო სახეს დავყურებდი. ფრთხილად გავაშვებინე ხელები, ამაზე შეიშმუშნა და გვერდი იცვალა. საბედნიეროდ არ გაღვიძებია. შიშველი ფეხი ცივ იატაკზე დავდგი და ნელა წამოვდექი. მაშინვე გარდერობთან მივედი, ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი. ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი, ლერის ჯერ კიდევ ეძინა. ჩუმად გავედი ოთახიდან და ძირს ჩავედი.
არავინ დამხვდა, მეგონა ჯერ იდევ ეძინათ, მაგრამ მაცივარზე გაკრული წერილი ვნახე და გავიგე, რომ ტბაზე იყვნენ. ანუ მე და ლერი ისევ მარტო ვართ სახლში. გამახსენდა, რომ დედასთვის არ დამირეკია, ამიტომ ტელეფონი ამოვიღე და დავურეკე. რამდენიმე წამში მისი ხმაც გავიგე
-როგორ ხარ ნინნა?-
-კარგად დე შენ?-
-არამიშავს, როგორ ერთობი?-
-არაჩვეულებრივად. აქაურობა პატარა სამოთხეს ჰგავს. ყველაფერი ისეთი ლამაზია ... -
-მიხარია, რომ ერთობი. ახლა უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება. ჭკვიანად. მიყვარხარ.-
-მეც მიყვარხარ, გკოცნი.- ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე.
-საშინლად მშიოდა, ამიტომ მაცივრიდან ბუტერბროტისთვის საჭირო ინგრედიენტები გამოვიღე და მზადება დავიწყე. რამდენიმე ნაჭერი ლერისთვისაც მოვამზადე და გვერდზე გადავდე. ჩემთვის ყავა მოვიმზადე და საუზმობას შევუდექი. კიბეზე მძიმედ დაშვების ხმა მომესმა და მივხვდი, რომ ლერიმ გაიღვიძა. სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველი შემოვიდა, თმები ისევ გაბურძგნული ჰქონდა. მის დანახვაზე ლუკმა გადამცდა და ხველება ამიტყდა. ლერიმ გვერდულად ჩაიცინა, ალბათ მიხვდა ეს რატომაც დამემართა. არა მაინც რა დონის დებილი ვარ!
მაგიდასთან მოკალათდა და მე შემომხედა. ავდექი და მისი საუზმე წინ დავუდე.
-ეს შენ გააკეთე?- მკითხა დაეჭვებულმა.
-ხო რა იყო?-
-ამას მე არ შევჭამ.-
-რატომ ვითომ?-
-ჯერ სიკვდილი არ მინდა.-
-და რატომ უნდა მოკვდე.-
-ეს, რომ ვჭამო უეჭველად მოვკვდები.-
-თუ არ გინდა ნუ შეჭამ.- ვუთხარი და თეფში ავაცალე.
-ხო კარგი, კარგი მომეცი.- მითხრა და გამარჯვებული სახით წინ დავუდგი თეფში
-მმმ .. გემრიელია.- თქვა პირგამოტენილმა.
-რა თქმა უნდა.- გავიჯგიმე.
-ყავა მინდა.-
-კარგი გაგიკეთ... - სიტყვა არ მქონდა დასრულებილი ხელიდან ჭიქა გამომგლიჯა და დიდი ყლუპი მოსვა.
-ფუუ ვიროო.- შევუბღვირე და ჭიქა მოვგლიჯე, რაზეც გაეცინა. ყავა მოვუმზადე და წინ დავუდგი. საუზმობას მოვრჩით და მაგიდა ავალაგე. ლერი ზევით ავიდა, მე კი ამასობაში ჭურჭელი დავრეცხე. ლერიც ჩამოვიდა და მითხრა მივდივარო. გავაცილე. უკვე კარებში გადიოდა, როცა შემოტრიალდა. არ ველოდი ამიტომ მასთან ისე ახლოს აღმოვჩნდი, თავის ოდნავი გაქანება და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცებდი. მისი ხელი ლოყაზე ვიგრძენი, შუბლი შუბლზე მიმადო და თვალებში ჩამხედა.
-იმედია წუხანდელზე არავის არაფერს არ მოუყვები, რადგან ჩვენს შორის არაფერი მომხდარა და არც არასდროს მოხდება. იცოდე ოცნების კოშკებს ტყუილად ნუ ააგებ და მერე ბღავილს ნუ დაიწყებ.- თვალი ჩამიკრა და მომშორდა.
- ხარ ლერი.- გული ნაწილებად დამეშალა.
-ჭკუას როგორც ჩანს ვერ სწავლობ.-
-ნაგავი ხარ, დროზე გაეთრიე აქედან.- ბოლო ხმაზე ვუყვირე, გამწარებულმა ლერიმ კედელს ზურგით მიმანარცხა და სახე ხელით მაგრად დამიჭირა. ტკივილისგან დავიკლაკნე.
-მისმინე პატარა ძუკნავ, შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ, ახლა დავრწმუნდი, რომ არც ისეთი უკარება ხარ, როგორც ჩანს. შენი საწოლში შეთრევა არ გამიჭირდება, მითუმეტეს წუხანდელი ღამის მერე. ან ძალიან მეამიტი ხარ, ან ნამდვილი ძუკნა, მაგრამ იცოდე, რომ როცა მოვინდომებ მაშინ გახდები ჩემი. შეგპირდი ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთქო, ხო და ასეც მოვიქცევი! ჩემგან თავს ვერასდროს დააღწევ! შენ მხოლოდ ჩემი გახდები, სადაც მომინდება და როცა მომინდება.- მიყვირა და გარეთ გავარდა. გაქვავებული ვიდექი. ვერ ვიჯერებდი, რაც წეღან მოვისმინე. რა იდიოტი ვარ! ჩემი ძილის მცველი. სიმწრისგან გამეცინა, რა მეამიტი ხარ ნინა. როგორ დაიჯერე, რომ ის კარგი ადამიანი იქნებოდა, როგორ? როგორ დაიჯერე ეს? ახლა ნამდვილად ვერ დაიძვრენ მისგან თავს. ღირსი ხარ იმის, რაც წინ გელოდება. საკუთარ თავს ვწყევლიდი და ტირილს ვუმატებდი. კედელთან ჩავსრიალდი და ოთხად მოვიკუნტე. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ლერი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ და ღრმა ჭრილობას მომაყენებს, რომელიც სამუდამოდ დამინგრევს ცხოვრებას.

ვიჯექი და ვფიქრობდი რა მოხდებოდა, როცა ლერი თავისას მიიღებდა. ვერ ვხვდებოდი ერთი სილის გამო ასე რატომ გადამემტერა, ვერ ვხვდებოდი რატომ ვძულდი ასე და რატომ უნდოდა ჩემთვის რამის დაშავება. ვფიქრობდი, მაგრამ ვერც ერთი კითხვის პასუხი ვერ ვიპოვე. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. მინდოდა სიზმარი ყოფილიყო და როცა გამეღვიძებოდა ისევ ჩემი ადრინდელი ცხოვრება დაბრუნებულიყო, მაგრამ საუბედუროდ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე დიდი კოშმარი ცხადში ტრიალებს და ყველაზე უარესი ისაა, რომ გაღვიძება არ შეგიძლია. არ შეგიძლია გაექცე ამ ყველაფერს და შორს წახვიდე, სადაც მხოლოდ შენ იქნები, შენს ტკივილთან ერთად, რომელთან ერთადაც ხელახლა მოგიწევს ისწავლო ცხოვრება. მიჭირდა გაგება სინამდვილეში როგორი ადამიანი იყო ლერი. ვერ წარმომედგინა ერთ ადამიანში როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი, რომელიც მზუნველი და მოსიყვარულეა და ამავე დროს ადამიანი, რომელიც სასტიკი, დაუნდობელი და არაკაცია. ამდენი ფიქრისგან თავი ისე ამტკივდა მეგონა გამისკდებოდა. ლერის წასვლის შემდეგ ორი საათი გავიდა და მე მთელი ამ დროის მანძილზე ვიჯექი და გამოსავლის პოვნას უშედეგოდ ვცდილობდი. კედელს თავი მივადე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. ბაბი და ნუცა მალე დაბრუნდებოდნენ. არ მინდოდა მათ ამ დგომარეობასი ვენახე, ამიტომ ძლივს წამოვდექი და ჩემს ოთახში დავაპირე გასვლა.
ზურგს უკან მათი სიცილის ხმა მომესმა, მივტრიალდი და როცა შემომხედეს ღიმილი სახეზე შეახმათ. როცა მათ შევხედე ისევ ტირილი მომინდა და მეც უნებურად წამომივიდა ცრემლები. კედელთან ჩავსრიალდი და ცრემლებს უფლება მივეცი ჩემი ტკივილი სააშკარაოზე გამოეტანათ. ბარბარა მაშინვე ჩემთან მოვიდა, მუხლებზე დადგა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ხელები მაშინვე მოვხვიე და თავი მხარზე დავადე. თმებზე მეთამაშებოდა და მამშვიდებდა. ნუცა გაკვირვებული გვიყურებდა, მაგრამ ისიც ჩვენთან მოვიდა და ჩამეხუტა. განადგურებული ვიყავი და არავის შეეძლო ჩემი შველა. ლერის წარმოუდგენლად მეშინოდა, ისე, რომ მის დანახვაზე გული საშინლად მიცემდა და ძალა მეცლებოდა. მხოლოდ მეგობრები მრჩებოდნენ, რომლებიც ვიცოდი ამ ამბის გადატანაში დამეხმარებოდნენ. სამივენი ვიჯექით და ერთმანეთს ვეხვეოდით, როცა ტირილით გული ვიჯერე და გულზე ცოტა მომეშვე, გადავწყვიტე მათთვის ყველაფერი მომეყოლა გუშინდელზე, დღვანდელზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც ლერის უკავშირდებოდა.
ყველანი დივანზე დავსხედით და ლერის გაცნობის დღინდან, რაც ჩვენს შორის მოხდა ყველაფერი ვუამბე. გაოგნებულები მიყურებდნენ. უბრალოდ მისმენდნენ და ამით ძალიან მეხმარეოდნენ. როცა მოყოლა დავასრულე ბარბარა ფეხზე წამოხტა და კარისკენ გაექანა .
-მაგ არაკაცს ამას არ შევარჩენ, ჩემი დის ცრემლებს არ ვაპატიებ, მოვკლავ.- ყვიროდა და კარისკენ მიდიოდა. შემეშინდა, ვიცოდი ბაბი მართლა მივიდოდა ლერისთან, ის კი უეჭველად რამეს დაუშავებდა. ვერ დავუშვებდი, რომ მისთვის თუნდაც თმის ერთი ღერი დაეზიანებინა, ამიტომ ბაბის გავეკიდე.
-ბაბი, გთხოვ არ გინდა.- ძლივს ამოვიხავლე.
-აბა რა ვქნა? ვუყურო როგორ აწამებს ჩემს დას?- იყვირა ბოლო ხმაზე.
-უბრალოდ დრო მომეცი.-
-დრო? რისთვის? იმისთვის, რომ ცხოვრება საბოლოოდ დაგინგრიოს?-
-არა იმისთვის, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციო.-
-ამას როგორ აპირებ.-
-მის სუსტ წერტილს მივაგნებ და სწორედ მანდ ყველაზე ძლიერ დარტყმას მივაყნებ.-
-დარწმმუნებული ხარ?-
-ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ.-
-ჩემი იმედი გქონდეს.
-და ჩემი- ჩაგვეხუტა ნუცა. -კარგი მაშინ გოგოები მოვრჩეთ ეხლა ტირილს და მოემზადე ნინა ბარბარას შენთვის ახალი ამბავი აქვს.
-ხოო ნინა, დაჯექი. მოკლედ, მე და დემნა შეყვარებულები ვართ.-
-რა?- ფეხზე წამოვხტი. -ასე უცებ კი, მაგრამ როგორ, თქვენ ხომ არც კი იცნობთ ერთმანეთს წესიერად. შეიძლება გატყუებდეს.
-არაა ნინნ, ის ლერის არ ჰგავს. მითხრა, რომ ვუყვარვარ და ახლა შეყვარებულები ვართ. ამიტომ ჩავეხუტე მდინარეზე. შენთვის აქამდე თქმა ვერ მოვახერხე.-
-მაპატიე ბელს, რომ შენი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოვტოვე. ბოდიშს გიხდი, უვარგისი დაქალი ვარ.- ეს ვთქვი და სახე საშინლად ამეწვა.
-შენ გოგო დებილი ხოარ ხარ?- ისეთი გამარტყა ლოყა გვერძე მომიქცია. ამ გოგოს ხელი მტერს მოხვდა, ჩამოუღებს სიფათს
-ასეთი ველურობაც არ იყო საჭირო.- შევუბღვირე თან მტკივნეულ ადგილს ხელით ვიზელდი
-უარესი მოგივა.-
-ხო კარგი ბოდიში და გილოცააააააავვვვ, გოგო გამეზარდაააააააა, და კიდევ მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვარ! ნუცა რას იტყვი ორი მეჯვარე, რომ ჰყავდეს?- ბოლო ხმაზე ვიცინოდით.
-რატომაც არაა. მე ბავშვს ფეხბურთზე და ბოქსზე ვატარებ, შენ გოგოების გასართობებეზე.- ამაზე სიცილი ავტეხეთ. იმდენი ვიცინეთ უკვე ტირილამდე მივედით. ამ ორმა გიჟმა დამავიწყა ლერი და მომცეს იმის ძალა, რომ ის ჩემი ცხოვრებიდან, რაც შეიძლება მალე გამეგდო.

-აბა ჩემო ვირთაგვებო, საჭმლის გაკეთებაში ვინ მომეხმარება? - სამზარეულოდან გამოყო თავი ნუცამ. მე და ბაბის ვითომც არ გაგვიგია ჭერზე და კედლებზე დავიწყეთ ყურება. ნუცა გამწარდა და წინსაფარშემოხვეული ჩვენს წინ აისვეტა. მეტი დამაჯერებლობისთვის ხელები გადაიჯვარედინა და ცალი ფეხის ბაკუნი დაიწყო. მე და ბაბიმ ერთმანეთს შევხედეთ და ისტერიკული სიცილი აგვიტყდა,
-ეს მგონი გვეკაიფება.- სულს ძლივს იბრუნებდა ბაბი.
-მართალი ხარ ბაბი, რა საჭმელი გოგო, არ გადამრიო. გინდა სახლი გადაგიწვათ?- ამდენი სიცილისგან სუნთქვა მიჭირდა.
-აბა ეხლა ადგა ჯარი და შეეყარა სამზარეულოში.- შეგვიღრინა ნუცამ, ამაზე ხომ საერთოდ დაბლა გავწექით. ნუცამაც აღარ დააყოვნა და ზედ დაგვახტა. მეგონა ძვლები მთელი აღარ შემრჩებოდა. ორივეს კისერში წაგვავლო ხელი და სამზარეულოში შეგვათრია გზაში კი ‘ ხომ გაფრთხილებდით ’ -ო გვეუბნებოდა.
მე მაცივართან მომისროლა, ბაბი კი გაზქურასთან და ბრძანებების გაცემა დაიწყო.
-შენ ქალბატონო კვერცხი და ლორი გამოიღე, შენ შეყვარებულო ფერიავ ტაფა გააცხელე და ესენი შეწვი.-
-როგორც შენ იტყვი დედიკო.- გამოვაჯავრე და მაშინვე ვინანე. ნუცამ ფქვილით სავსე ჯამი გამომიქანა და მთელი ფქვილი სახეში შემეყარა. სულ თეთრი ვიყავი, მხოლოდ თვალები მიჩანდა და ისიც ისე, რომ ნამდვილ ჯამბაზს ვგავდი. ჩემს დანახვაზე ორივეს ისტერიკული სიცილი აუტყდა. გადავწყვიტე ვალში არ დავრჩენოდი და მაცივრიდან კვერცხის კოლოფი გამოვიღე. ერთი ცალი ამოვიღე და ნუცას თავში გაუქანე და არისსსს. პირდაპირ შუბზე შეატყდა სიცილი ჯანდბაში დარჩა. სახე მოეშხამა. აშკარად ამას არ მოელეოდა. ბაბი უკვე სიცილისგან იკეცებოდა. ნუცამ გამწარებულმა შეხედა , მერე მე გამომხედა და ‘ ეს რაღაც ძაან სუფთად გამოიყურებაო ’ სახე მიიღო და ბაბისკენ ეშმაკური ღიმილი გავაპარეთ. ისიც მაშინვე მიხვდა რაც ელოდა და კივილი დაიწყო. ბაბის ვინ უსმენდა. კვერცხებს ხელი დავავლეთ და გავუქანეთ. საწყალს რამდენი მოხვდა ვინ იცის, ბოლოს მაგიდან ამოეფარა , მაგრამ ნუცა მაგიდაზე ახტა და მთელი კოლოფი კვერცხი თავზე გადაახალა. მაცივარში შოკოლადის ტოტრს მოვკარი თვალი. მართალია მენანებოდა, მაგრამ ამ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ნუცას უკნიდან მივვარდი და ტორტი სახეში ავაფარე. სულ შავად ჰქონდა სახე შეღებილი. ყველანი მოთხვრილები და ძალიან დასაბანები ვიყავით. სამზარეულო კი ისეთი დასვრილი იყო მთელი დღე ამის ხეხვა დაგვჭირდბოდა. ჩვენი დღევანდელი სადილიც ბაბის და ნუცას უკვე თმებში ჰქონდა ამიტომ სხვა რამ უნდა მოგვეფიქრებინა. მართალია ყველფერი საშინლად დავაბინძურეთ, მაგრამ თამაში მაინც გავაგრძელეთ და ერთმანეთს ფქვილით და საზამთროთი დავსდევდით. ნასროლ საზამთროებს ბაბი იჭერდა და ჭამდა. ამაზე კიდევ უფრო ვკვდებოდით სიცილით. იმდენს ვიცინოდით მინიმუმ 50 წელი სიკვდილი არ გვემუქრებოდა.ნუცამ ფქვილი მოიმარჯვა და მე გამომეკიდე, მაგრამ ფეხი აუცდა და ფქვილი ჰაერში გაიფანტა. ადგილზე გავიყინეთ, როცა გადებილებული სახით მდგომი ბიჭები დავინახეთ. გაკვირვებისგან ყველას პირი ჰქონდა დაბჩენილი, მაქსიმეს გარდა, რომელიც გამწარებული სახით უყურებდა ნუცას, რადგან ფქვილი რომელიც ხელიდან გაუვარდა პირდაპირ მაქსიმეს შეეყარა სახეში და ახლა შავგრემანი მაქსიმე თეთრ თოვლის კაცად იქცა. სადაც იყო სიმწრისგან ბოლს გამოუშვებდა ყურებიდან. ნუცა გაშტერებული იდგა და სახე წაშლილი ჰქონდა. ვეღარ გავძელი და ბოლ ხმაზე ავხარხარდი. სიცილში ბაბიც ამყვა. მერე ბიჭებიც ახარხარდნენ. მხოლოდ ლერი და მაქსიმე იდგნენ გაუცინარი ხელმწიფეებივით და შემიძლია დავიფიცო, რომ ახლა ჩვენს მოკვლაზე მეტად არაფერი არ უნდათ, მაგრამ ოცნება მაინც ოცნებად დარჩებათ.

თავი 7
გამწარებული მაქსიმე ნუცასკენ გაექანა. დარწმუნებილი ვიყავი წიწილასავით დაახრჩობოდა, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე. გაქანებულ მაქსიმეს გზად ფეხი აუცდა და პირდაპირ ნუცას ფეხებთან მოადინა ზღართანი. ეს უკვე მეტისმეტი იყო. სიცილს ვერ ვწყვეტდი. თავიდან ნუცა გაშტერებული უყურებდა მის ფეხებთა გაშოტილ მაქსიმეს, მაგრამ ვერც მან შეძლო ამ სანახაობას უემოციოდ შეხვედროდა და ბოლო ხმაზე ახარხარდა. ეს ხალხი ხომ ბედნიერებას არ გაცლის. ამ ყეყეჩმა მაქსიმ ნუცას ფეხებში მოჰკიდა ხელი და ისიც მის გვერდით გაიშხლართა. ერთმანეთის გვერდით გაწოლილებმა მკვლელი მზერები გაცვალეს. ნუცა ისეთი გამწარებული ჩანდა მეგონა მაქსიმეს ზედ დაახტებოდა და ადგილზე მოახრჩობდა, მაგრამ ასე არ მოიქცა. მაქსის ერთი კარგად ჩაარტყა მუცელში და გიჟივით წამოფრინდა. არაა ეს სანახაობა ნამდვილად ღირდა იმისთვის, რომ მაქსიმე გაგვემწარებინა და ამით ლერისაც გადავწდომოდით.
ბიჭების წინ სულ გათეთრებული ვიდექი, ალბათ მოჩვენებას ვგავდი, ამიტომ მაღლა ასვლა და მოწესრიგება გადავწყვიტე. ვიფიქრე მეც ნუცას და მაქსიმეს ბედი არ მეწიოსთქო და ნელა დავიწყე სიარული, მაგრამ ჩემი ბედის რა ვთქი, მეც ფეხი ამისრიალდა და რომ არა ლერი მეც მათ წინ გავიშხლართებოდი და დარწმუნებული ვარ ძვლები მთელი არ შემრჩებოდა.
-წინ იყურე სულელო.- ამომხედა ლერიმ.
-შენი დახმარება არ მჭირდეაბა.- შევუღრინე.
-მე, რომ არა ახლა ფეხზე კი არ იდგებოდი, ამ კაფელზე იქნებოდი გაწოლილი.-
-მოკეტე ლერი.-
-შენს თავს დააბრალე.- მითხრა და ხელი გამიშვა. მეც ამაყად გავაგრძელე გზა, მაგრამ რატომღაც შევამჩნიე, რომ იატაკს საგრძნობლად ვუახლოვდებოდი და მეც წამის მეასედებში ფეხი ამიცურდა და ‘კვახივით’ დავასკდი კაფელს. ისე მეტკინა მეგონა ნაწილებად ვიყავი ასახვეტი. უკიდან სიცილის ხმა მომესმა და ნერვები ამეწეწა. ვითომც არაფერიო ფეხზე წამოვფრინდი, არადა ყველაფერი ისე მტკიოდა მეგონა ძვლები დამეშალა. უკნიდან ლერის ირონიით გაჟღენთილი ხმა მომემა.
-მე გაგაფრთხილე პატარავ.-
-ლერი, შენი...!- ვუთხარი და ჩემს ოთახში ავვარდი. ისე ახლა მოვტვინე და ამათ აქ რა ჯანდაბა უნდოდათ? ვინ დაპატაიჟა? ‘ რა დებილი ხარ ვინ დაპატიჟებდა ‘ ოჰჰ ეს ჩემი ჭკუისკოლფი ‘ მე’ -ა. ჩაკვდი რა მივაძახე და სააბაზანოში შევვარდი. ერთ საათში აბაზანიდან გამოვედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. შავი მაღალწელიანი ჯინსის შორტი. ნაცრისფერი თავისუფალი ტოპი მოვირგე და ლურჯი ვანსები ამოვიცვი. თმა როგორც ყოველთვის კოსად ავიკარი, რომ არ შევეწუხებინე. გრძელი თმა მაქვს და ამიტომ იშვიათად ვიშლი, როცა მთლიანად მოვიწესრიგე თავი ქვევით ჩავედი. ბიჭები დივანზე ისხდნენ. წამით ლერიმ შემომხედა, ვეცადე დამეიგნორებინა , ამიტომ პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი. მიკვირდა, როცა მილაგებული დამხვდა. ალბათ ბაბის ბიჭები დაეხმარნენ. ბარბარა არ ჩანდა, არც ნუცა. ეტყობა შხაპს იღებდნენ. სამზარეულოში შესულს მაქსიმე იქ დამხვდა. მის დანახვაზე სიცილი ვერ შევიკავე. გამახსენდა მაქსის სახე და მისი ქცევები. მაქსიმალურად ვცდილობდი ხმამაღლა არ გამცინებოდა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ჩამეცინა.
-რამეს ხედავ სასაცილოს?- ირონიული სახე მიიღო და მობეზრებულმა გამომხედა.
-კი მაქსიმე, შენ წარმოიდგინე.- ირონია, არც მე დავაკელი.
-აბა გისმენ.- არ ნებდებოდა ეს ვირი.
-მაქს, წვერებში ჭაღარა შეგეპარა.- ვუთხარი და ავჭიხვინდი. ამ დროს სამზარეულოში ნუცა შემოვიდა და მაქსიმეს დანახვაზე ჯერ ჩაიფხუკუნა, მერე სიცილი ვერ დამალა და იმხელაზე გადაიხარხარა მეგონა დავყრუვდებოდი. ეს მაქსიმესთვის ბოლო წვეთი იყო და ნუცასთან მივარდა.
-შენ გოგო მეკაიფები?- გამოსცრა კბილებში.
-მშვიდად მაქსს, ჩემთან თამაშს არ გირჩევ.- მშვიდი, მაგრამ ირონიული ტონით მიმართა ნუცამ. ვსოო ახლა აქ მალე ატომური ბომბი აფეთქდებააა. ჩემს სიტყვებზე მე თვითონ მეცინებოდა.
-შენ გოგო…- მაქსიმეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ნუცამ წვენი პირდაპირ სახეში შეასხა და ადგილს მოსწყდა. აიი აქ მგონია, რომ ჩემი წინასწარმეტეყველება გამართლდება. მაქსი ცოფიანივით გაეკიდა ნუცას და მისაღებში დაეწია, მკლავში ხელი დაავლო და მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი ... ნუცამ მუშტი პირდაპირ სახეში წყვიტა. აი ახლა კი მგონი ის დროა ბარგი შევკრა და ავპუტო აქედან. მაქსიმემ ხელი ცხვირთან მიიტანა და ღმერთო, მას სისხლი მოსდის. ნუცა შენი საქმე შავადაა.
-შე ბო*ო!- გაექანა მაქსიმე, მაგრამ საბედნიეროდ დემნამ გააკავა, თორემ ნუცასგან ნასახსაც არ დატოვებდა
-დემნა გამიშვი, მოვკლავ ამის დედაცც. .. დემნა გამიშვი, ბო*ო ეს როგორ გამიბედე, მოგკლავ, არ გაცოცხლებ...- მუქარას აგრძელებდა მაქსიმე და თან ნუცასკენ იქაჩებოდა.
-Bitch, Shut up!- მიაძახა ნუცამ და ტახტში ჩაეშვა. ფეხები კი მის სახელურს ჩამოადო.
-ქაჯო!- გამოსცრა ლერიმ.
-ხომ არ გინდა ძმაკაცს სოლიდარობა გაუწიო?- თვალებმოჭუტულმა გახედა ლერის.
-მოგკლავ.- ახლა ლერიც გასაკავებელი გახდა. არა ეს გოგო დღეიდან ჩემი კუმირია. ვსო მორჩა. ვერ ვიჯერებდი, რომ მაქსიმეს ეს დამართა. ისე მასთან ცოტა სიფრთხილე არც მე მაწყენდა. რა იცი რა ხდება. მაქსიმესნაირ ძლიერ ბიჭს ეს, რომ გაუკეთა, მე რას მიზამს ხომ წარმომიდგენია. დამკუჭავს და ნაგავში ჩამაგდებს. მტერს ამისთანა ქალი სახლში.
ხმაურზე დაფეთებულმა ჩამოირბინა ბარბარამ, როცა მაქსიმე დასისხლიანებული დაინახა პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეკივლა. დემნამ, როცა შენიშნა გაშტერებული ბაბი მივიდა და ხელი გადაჰხვია. ვაიმე ჩემი გვრიტებიიი. სად შემიძლია თითის ტოლა გოგოს ამდენი. არა მაინც რა ენაკვიმატი ვარ. ვენაცვალე ჩემს თავს.
მაქსიმე და ლერი ძლივს გააკავეს. უკვე საშინლად დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. მინდოდა ამ საქმიდან მთელი გამოვსულიყავი, ამიტომ გარეთ გავედი. სახლის გვერდზე დიდი ხე და მასზე ჩამოკიდებული საქანელა დავინახე.
საქანელის დანახვაზე თვალები გამიბრწყინდა და მისკენ კივილით გავექანე. მართალია საქანელის ასაკისთვის უკვე ძალიან დიდი ვარ, მაგრამ ეს ალბათ ის ერთადერთია, რომელსაც ბავშვობის წლებს ვერ გავატან. საწრაფოდ ავძვერი საქანელაზე და ქანაობა დავიწყე. ისე ძლიერად ვქანაობდი მეგონა ტოტიანად გავფრინდებოდი. მახსოვს, როცა საქანელაზე ვჯდებოდი, თმებს ვიშლიდი და ვფიქრობდი მომავალზე. გეგმებს ვაწყობდი და ოცნებების უკიდეგანო ოკეანეში თავით ვეშვებოდი. ბავშვობის დროინდელმა ნოსტალგიამ თვალებზე ცრემლები მომგვარა. მინდოდა ბავშვობა გამეხსენებინა და თმები გავიშალე. მესიამოვნა, როცა ჩემმა გრძელმა თმამ ჰაერში ფარფატი დაიწყეს. ამ წამს ვიგრძენი, რომ მე ჯერ კიდევ ის 7წლის ნინა ვიყავი, რომელსაც საკუთარ სამომავლო ტკვილზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ცრემლები მადგებოდა, მაგრამ ვცდილობდი ეს მომენტი არ გამეფუჭებინა და ფიქრების უსასრულო მორევში გადავეშვი. ვიხსენებდი ბავშვობას და ყურებამდე მეღიმებოდა. ნეტავ შემეძლოს ძველი დროის დაბრუნება,ნეტავ შემეძლოს ჩემი დაკარგული ბედნიერების დაბრუნება. ვიცი სულელურად ჟღერს, მაგრამ ამ წამს მინდოდა ისევ 7წლის ნინა ვყოფილიყავი, რომელიც მშობლებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა და ცხოვრების ახალ გამოწვევებს მშობლებთან ერთად უმკლავდებოდა. ცრემლები მომადგა, მაგრამ მერე გამახსენდა პირველად როგორ ჩამოვვარდი საქანელიდან და უნებურად ჩამეცინა. წამში მაღალ სილუეტს მოვკარი თვალი. თავი გავატრიალე და მოულოდნელობისგან ლამის საქანელიდან გადმოვვარდი. ხეზე მიყრდნობილი ლერი ყურებამდე გაღიმებული იდგა და მე მიყურებდა. როცა შევხედე სახე შეეცვალა და ისევ ისეთი ირონიული სიფათი დაიბრუნდა, მე, რომ ასე მაგიჟებს.
-საქანელის ასაკისთვის დიდი უნდა იყო.- ოხხ ეს ირონიაა.
-შენი საქმე არაა ლერი.-
-პატარა ბავშვი ხარ.-
-ლერი არის რაღაცები, რასაც შენნაირი ხეპრე ვერასდროს გაიგებს.- ირონია არც მე დავაკელი.
-ძალიან კარგი.- თქვა და ჩემს წინ აისვეტა. ცოტაც და შევასკდებოდი. უცებ ფეხები დამიჭირა და მთელი ძალით უკან მიბიძგა.უკან მთელი ძალით გავექანე. გული ლამის გამისკდა. ამ იდიოტმა ისევ იგივე გააკეთა და ახლა ისე ჩქარა ვქანაობდი ან გადმოვვარდებოდი, ან უკეთეს შემთხვევაში ტოტიანად მომიწევდა პირდაპირი რეისით გადაფრენა ჯანდაბაში. შიშისგან უკვე გული მიმდიოდა.
-გააჩერე ლერი.- ვუწივლე ბოლო ხმაზე.
-ხომ არ გეშინია?-
-ლერი გადმოვვარდები.-
-მაგრად ჩაეჭიდე.-
-ლერი ვვარდები.-
-ეგ შენ გგონია.-
-არ გადამრიო შენ იცი თუ მე, გთხოვ ლერი- უკვე თხოვნაზე გადავედი.
-გადმოხტი.-
-ხომ არ გაგიჟდი, დავილეწები გააჩერე ახლავე.-
-დაგიჭერ.-
-ამას ისევ მირჩევნია გადმოვხტე და წელში გავწყდე.-
-ხო და იყავი მანდ.-
-ლერი, გეფცები აქედან გადმოვალ და ყველა ძვალს სათითაოდ დაგიმტვრევ!- ვუწივლე.
-როგორც გინდა.- მხრები აიჩეჩა.
-გააჩერე ლერიი.-
-გადმოხტითქო.-
-არათქო.-
-მაშინ შენს თავს დააბრალე.- თქვა და უფრო მაგრად დაიწყო ჩემი გაქანავება.
-კარგი, კარგი ლერი გადმოვხტები.- აღმომხდა სასოწარკვეთილს.
-დაგიჭერ ნუ გეშინია.- მითხრა. მეც მაშინვე გადავხტი და პირდაპირ ლერის შევახტი. წონასწორობა ვერ შეინარჩუნდა და მიწაზე გავიშხლართეთ. დეგენერატი, ამაშიც არ გამოდგება ეს. მე საკმაოდ რბილად დავეშვი, იმ რეგვენმა იკითხოს თორემ, მაგრამ წარბიც არ შეუხრია. ახლა გავაანალიზე, რომ მის ზემოდან ვიყავი, თმები კი ჩამოყრილი მქონდა სახეზე და პირდაპირ ლერის სახესთან მქონდა სახე. კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი მასთან ასე ახლოს. კიდევ ერთხელ ვიხილე მისი ღვთაებრივი მწვანე თვალები. ლერი ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.კოცნას აპირებდა. გული ამიჩქარდა, გამაჟრჟოლა და მუცელი საშინლად ამეწვა. კიდევ კარგი სწაფად გამოვერკვიე და გამახსენდა, რაც ამ არაკაცმა გამიკეთა, ამიტომ მეც ავამოქმედე ჩემი სამაგიეროს გადახდის გეგმა. ის ის იყო ჩემთვის უნდა ეკოცნა, ფეხზე წამოვხტი და ლერის გავეცალე. წამით არაჩვეულებრივი აზრი მომივიდა თავში. გავჩერდი, უკან შევტრიალდი და ძირს დაგდებული ლერისკენ წავედი. სახეზე გაოცება აღებეჭდებოდა. უბედურმა არც კი იცის რა ელოდება. მასთან მივედი და გვერდში ერთი კარგი წიხლი ვუთავაზე. ტკივილისგან დაიკლაკნა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მისია წარმატებით განხორციელდა.
-ააააააააა- იღრიალა ბოლო ხმაზე -ქაჯოოო! ამას არ გაპატიებ!-
-უკვე იმდენი უპატიებელი ცოდვა დამიგროვდა შენთან, არამგონია ამ ყველაფრისთვის ჩემთვის სამაგიეროს გადახდა ამქვეყნად მოასწრო. - ოხ ეს მე და ჩემი ირონია.
-შე პატარა. ..-
- არ დაასრულო ლერი.- საჩვენებელი თითი ავუფრიალე
- მე გაგაფრთხილე როგორც მახსოვს, ასე, რომ მოკეტე და ნუ ღრიალებ, ასე მგონია ჩემს წინ გოგო გდია, რომელსაც მსუბუქად მოქაჩეს თმები და ნაწყენმა ტირილი დაიწყო.-
-უუხხ შენიი ...- კიდევ ერთხელ მიღრიალა.
-ლერი fuck and shut up- მივაძაზე და როგორც ამ რაუნდის უპირობო გამარჯვებულმა, თავი მაღლა ავწიე და ჩქარი ნავიჯებით სახლში გახარებული შევვარდი. ლერი კი ისევ ბალახზე იყო გაწოლილი და სავარაუდოდ ჩემს საწამებელ გეგმას ადგენდა.

* ლერის თვალთახედვით *
ჯერ კიდევ მიჭირდა ფეხზე წამოდგომა. იმ პატარა .. უხხ ამისს .. ეს როგორ გამიბედა. ძლივსძლიობით წამოვდექი ფეხზე. ეს ვის გადავეკიდე ჩემი. ქაჯი , ნამდვილი ქაჯია. ეს გოგო კოშმარად მექცა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ის .. ის .. ის ჩემს სარას მაგონებს .. ჩემს პირველ და ერთადერთ სიყვარულს .. მის გახსენებაზე ცრემლები მომადგა .. უკვე 5 წელი გავიდა .. ხუთი ჯოჯოხეთური წელი მას შემდეგ, რაც მან სამუდაოდ დამტოვა .. სამუდამოდ წამართვა უფლება ვყოფილიყავი ბედნიერი მასთან და ჩვენს არდაბადებულ შვილთან ერთად. თავში წარსულის მოგონებები ამოტივტივდა და ვიგრძენი როგორ ჩამომისრიალდა ლოყაზე მარილიანი წვეთი. არ მინდოდა ვინმეს დავენახე, ამიტომ ტბაზე წავედი, სადაც ყოველთვის დავდიოდი, როცა სარა ტკივილამდე მენატრებოდა ან მაშინ როცა მარტო ყოფნა მინდოდა.
სიმარტოვეში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის ჩემს გვერდით იყო. ყოველ დღე ავდიოდი მის საფლავზე და წითელ ვარდებს ვუტოვებდი. მუდამ თვალწინ მედგა მისი ზღვისფერი თვალები, რომლებიც ახლა უკვე სამუდამოდ ჩამქრალია და მასთან ერთად ჩაქრა ჩემში სიცოცხლის წყურვილი. ზოგჯერ როცა ნინას ვუყურებ მგონია, რომ ჩემს წინ სარა დგას, მაგრამ მახსენდება, რომ ის ცოცხალი აღარ არის და ნინას მიმართ გული უზომო ზიზღით მევსება. ჭკუიდან გადავდივარ, როცა წარმოვიდგენ, რომ ნინა ჩემი სიცოცხლის აზრი ჩემი სარაა, ის ვერასდროს გახდება მისნაირი და ვერასდროს დაიკავებს მის ადგილს! ვიცი მას არაფერი დაუშავებია, მისი ბრალი არაა, რომ მასში სარას ვხედავ. მას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ მე ვარ ყველაზე დიდი , რომელსაც იმის ძალაც კი არ აქვს მის საყვარელ ქალთან და შვილთან წავიდეს და ამ აუტანელ ტანჯვას ბოლო მოუღოს. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ ვექცევი ნინას ასე, მაგრამ ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია .. იმ დღეს მან ჩემს გამო იტირა .. მთელი გულით მევედრებოდა მეთქვა რა დამიშავა ასეთი, ასე რომ შევიძულე, მაგრამ მე ხომ თავადაც არ მაქვს ამაზე პასუხი .. ან მეშინია .. ხომ მეშინია, რომ ნინას მიმართ რაიმე გრძნობა გამიჩნდება .. არ მინდა ვინმე შემიყვარდეს ან ვინმეს შევუყვარდე .. არ მინდა ვინმეს ტანჯვის მიზეზი გავხდე .. აუხდენელი სიყვარული ხომ ყველაზე დიდი ტანჯვაა, რაც კი მოკვდავ ადამიანს შეიძლება მიესაჯოს .. როცა ჩემს წინ მუხლებზე მდგარი ნინა დავინახე გული გამიჩერდა .. უბრალოდ ვერ შევძელი მისთვის ბოდიშის მოხდა ან ბოდიში,როგორ უნდა მომეხადა ან რა უნდა მეთქვა .. მის შემხედვარეს თითქოს შიგნიდან რაღაც ჩამწყდა .. მხოლოდ ის შევძელი ჩემში დიდი ხნის წინ დამარხული ლერი გამეცოცხლებინა და მისთვის ჩემი ძველი ლერი მეჩვენებინა .. მეგონა, რომ ჩემი ის ნაწილი, რომელიც სარას ასე უყვარდა, მასთან ერთად დავმარხე, მაგრამ ამ გოგომ შეძლო და დამანახა რომ მე ბოლომდე არ მოვმკვდარვარ .. გული ნაგლეჯებად მაქვს ქცეული და მიჭირს წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა .. ვერ ვახერხებ ამ ტკივილის მოშუშებას .. იარა უკვე იმდენად ღრმაა რომ სულის ტკივილს სცდება .. მტკივა უმისობა, მაგრამ თანდათან შევეჩვიე .. ვისწავლე მისი შენიღბვა და ახლა ცუდი ბიჭის ნიღაბს ამოფარებული სხვების უმიზეზოდ გამწარებით საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ შემიძლია ვიცხოვრო ადამიანებისთვის, რომლებსაც ისევ ვჭირდები .. ხო ვჭირდები ასეთი და გულქვა .. ზოგჯერ მგონია, რომ გული არ მაქვს ..მგონია, რომ მხოლოდ მოსიარულე ფუტლიარი ვარ .. უკვე ერთი წელია რაც სარას საფლავთან არ მივსულვარ .. ერთი წელია მისთვის წითელი ვარდი არ მიმიტანია .. უბრალოდ დავიღალე .. ყველაფრით დავიღალე .. აღარ შემიძლია ამდენი ტკივილის ატანა .. მინდა მოვკვდე,მაგრამ მაკავებს ადამიანი, რომელიც ჩემი გაქვავებული გულის საბოლოოდ გაჩერება ვერ გადაიტანს. უნდა ვიცხოვრო დედაჩემისთვის, ჩემი დისთვის და მეგობრებისთვის, რომლებიც უკვე საკმარისზე მეტად დავტანჯე.
როცა სარა ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, ჩემს ცხოვრებას ბოლო მოეღო .. მაშინ 16 წლის ვიყავი .. ჩემი სარაც 16_ის იყო .. სწორედ იმ დღეს დაიღუპა, როცა მითხრა, რომ ჩემგან ბავშვს ელოდებოდა .. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი .. რომ მცოდნოდა იმდღეს ბოლოჯერ ვხედავდი მის კაშკაშა თვალებს და სიცოცხლით სავსე სარას არსად გავუშვებდი .. ხელს მაგრად ჩავკიდებდი და არსად გავუშვებდი .. მე, რომ მისთვის წასვლის ნება არ მიმეცა ის ახლა ჩემთან იქნებოდა ჩვენს 5წლის შვილთან ერთად, რომლის სქესიც კი არ ვიცოდით .. ჩემი სარა კლდიდან გადაიჩეხა მანქანით .. ერთადერთი რაც ოდნავ მაინც მამშვიდებდა ის იყო, რომ ამ ქვეყნიდან ბედნიერი მიდიოდა .. იმ დღის შემდეგ სმა დავიწყე, ნარკოტიკებსაც მოვიხმარდი .. საკუთარ თავს არ ვგავდი .. მეც ვეცადე თავი მომეკლა, მაგრამ არ გამომივიდა .. ამით უბრალოდ იმას მივაღწიე,რომ დავტანჯე საყვარელი ადამიანები .. ერთი წელი ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ ძალა მომეკრიფა და ჩემს საყვარელ ადამიანებს მხარში ამოვდგომოდი .. ეს ყველაფერი კი იმის ფასად დამიჯდა, რომ ჩემში მხიარული დაკეთილი ლერი მომეკლა, მის ნაცვლად კი გულქვა, უგრძნობი სასტიკი ლერი გამეცოცხლებინა. მთელი სამი წელი დავდიოდი სარას საფლავზე წითელი ვარდებით და ვესაუბრებოდი .. ვინ იცის რამდენი ღამე გამითევია მის საფლავთან იმის გამო რომ მას მარტო ყოფნის არ შეშინებოდა და არ შესცინოდა .. ვინ იცის რამდენჯერ გადამიფარებია ზამთარში მისი საფლავისთვის თბილი საბანი ..მეშინოდა არ გაყინულიყო .. მეშინოდა რამე არ დაშავებოდა და ამ დროს ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტს საკუთარ თავს ვუშავებდი .. ამით ტკივილს უფრო მეტად ვიღრმავებდი .. საშინელ დღეში ვიყავი .. საკუთარ თავს არ ვგავდი .. გონს მანამ ვერ მოვეგე სანამ მუხლებზე დაჩოქილმა დედაჩემმა ტირილით არ მთხოვა დამებრუნებინა მისი შვილი,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა .. დამებრუნებინა მისი ვაჟი, რომელსაც სიცოცხლე უხაროდა .. ჩემს წინ მუხლებზე იდგა და მევედრებოდა .. მევედრებოდა ადამიანი, რომლის ერთი ცრემლისთვის ნებისმიერს დაუფიქრებლა მოკლავდი და ახლა მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც აიძულა ის ამხელა ტკივილი გულით აქამდე ეტარებინა .. მას შემდეგ სმას და ნარკოტიკებს შევეშვი ..ვერ დავუშვებდი ის ჩემთან ერთად ნელ-ნელა მომკვდარიყო .. მას მერე თანდათან გონს მოვედი .. ისევ დავინახე დედას სახეზე ღიმილი, მაგრამ ვერ შევძელი მისთვის ბედნიერი ლერი დამებრუნებინა .. ვერ შევძელი .. არ შემიძლია .. უბრალოდ ახლა ამ სასტიკ ბრძოლაში ჩემი იარაღი ჩემი ახალი ‘ლერია’ .. გულქვა და უგრძნობი ლერი .. დედას გამო სარას საფლავზე სიარული შევწყვიტე .. დარწმუნებული ვარ სარასთვის მტკივნეული იქნებოდა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და მეც ახლა აქ ვარ .. ჩემს საყვარელ ადგილას და ვფიქრობ მასზე .. ადამიანზე რომელიც ახლა ათი ფუტით დაბლაა და ამავე დროს კილომეტობით მაღლა ...
პირველად როცა ნინას შევხვდი ჩემი და სარას პირველი შეხვედრა გამახსენდა .. მას ხომ ასეთი დაბნეული და შეშინებული სახე ჰქონდა .. წამით მის ადგილას სარა წარმოვიდგინე და სწორედ აქედან დაიწყო ის რაც აქამდე ხდება .. მე ცხოვრებას ვუმწარებ ადამიანს, რომელიც ჩემთვის .. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს .. ნინა ვერ მიტანს და მართალიც არის .. როცა გამარტყა სარას შევადარე ხასიათით .. ისიც მასსავით ამაყი და შეუდრეკელი იყო. თავს არავის დააჩაგვრინებდა .. დავიღალე ... დავიღალე წარსულის აჩრდილებით ცხოვრებით .. ნინა პირველია ვისშიც სარა დავინახე .. ისიც მასსავით სუფთა და უმანკოა .. არ იმსახურებს ასეთ ტკივილს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ შემიძლია მისი ჩემგან შორს გაშვება.

თავი 8

* ნინას თვლთახედვით *
სახლში საკმაოდ გახარებულმა შევაბიჯე. წამით ყველამ მე შემომხდა. უცებ გავშეშდი და ‘ უპსს’ სახე მივიღე.გადავწყვიტე ბიჭები გამეცნო, განსაკუთრებით კი დემნა, რომელიც ჩემი მომავალი სასიძოა.
მოკლედ ბიჭებთან ერთად დავჯექი. დემნა და ბაბი ერთად იჯდნენ და ერთმანეთს ტკიპებივით ეკვროდნენ, მაქსიმე და ნუცა კი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და მკვლელ მზერებს ცვლიდნენ ერთმანეთში. ილიას და ცოტნეს შუაში ჩავჯექი. ცოტნე პიცას გამწარებული ჭამდა, წამით ამაზე ჩამეღიმა.
-ნინა, შენზე არაფერს გვეტყვი?- მკითხა ილიამ.
-ამმ ... რა გაინტერესებთ?- ნაზად ჩამეღიმა. სინაზის დედოფალი ვარ პირდაპირ.
-რავი, რამდენი წლის ხარ ... როგორი ბავშვი იყავი.-
-17 წლის ვარ ... ჩემს ბავშვობაზე ლაპარაკი კი არ ღირს.- ძნელი იყო მათთვის მომეყოლა ბავშვობის შესახებ, რომელიც 8წლიდან დავკარგე.
-კარგი რა ნინნ.- შემეხვეწა დემნა. ოხხ ერთი ამას დამიხედეთ.
-ბატონო დემნა, ძლივს მოგვვეცა საშუალება ერთმანეთი გაგვეცნო. მოკლედ აქედანვე გაფრთხილებ მე ბაბის ერთადერთი გიჟი დაქალი ვარ. ასე, რომ მას, რომ შენგან რამე ეწყინოს და უარესი შენს გამო იტიროს, დამიჯერე სამუდამოდ ინვალიდის ეტლის ძმაკაცად გაქცევ.- ჩემს ნათქვამზე ყველას გაგვეცინა.
-ნუ ღელავ ნინა, ჩემს თოჯინას ძალიან გავუფრთხილდები.- მითხრა და ბაბი უფრო მიიხუტა, მერე კი შუბლზე აკოცა. ვაიმე, რა საყვარლები არიან. მათ შემხედვარეს გულში უამრავი სითბო ჩამეღვარა. მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ჩემი ერთადერთი და ასეთი ბედნიერი იყო.
-დაგასწარით მეჯვარე მე ვარ.- თქვა ცოტნემ
-ეეე ძმაო, რიგში ჩადექი.- შეუღრინა ილიამ.
-გოგოს მხრიდან მე ვარრრ.- წამოვიყვირე.
-ნუუ კაროჩე, მეჯვარეების ამბავი მოგვარებულია ასე, რომ ძმაო შეგიძლია შენს გოგოს ხელი მოკიდო და მაგარი ქეიფი გავმართოთ.-
-არა ცოტნე ჯერ ადრეაა.- თქვა ბაბიმ.
-რა იყო პატარავ, ჩემი ცოლობა არ გინდა?- საყვარლად დაეჭყანა დემნა.
-რა სულელი მყავხარ.- ჩაეხუტა ბარბარა
-აბა ნინა, შენსა და ლერის შორის რა ხდება?- ჩამეძია ილია.
-არაფერი, ვირია.-
-ეგ ჩვენც ვიცით.- აკაკანდა ცოტნე. მის ნათქვამზე და სიცილზე ხომ საერთოდ გადავბჟირდი.
-ვაიმე ცოტნე, უკვე მომწონხარ.- სიცილით ვუთხარი, მან კი მაისური გაისწორა და წარბების თამაშით გამომხედა.
-შენი ვარ ლამაზოო.- ვაიმე, ეს ბიჭი მალე სიცილით მომკლავს.
-შენ რატომ ზიხარ ჩუმად ნუცა?- ჰკითხა ილიამ.
-მუნჯია.- ჩაისისინა მაქსიმემ. უხ ეს კობრა, ერთი ამის თავი გამაჭეჭყია.
-დემნა მაგასთან თამაშს არ გირჩევ.- გადაიხარხარა ილიამ.
-აუუ დემნა, ჯობია ერთ ადგილას ეგდო და ხმა არ ამოიღო, ნერვულ სისტემას მიზიანებ.- წაუკბინა ნუცამ.
-კარგი მოვრჩეთ ... შეყვარებული გყავს ნუცა?-
-არაა.-
-ღადაობ , ამას რა შეყვარებული გაუჩერდება გოგო კი არა იმენა კიბორკია.- აჭიხვინდა მაქსი. ამას მგონი უნდა სახეში ტაფის აფარება.
-შენზეც იგივეს ვიტყოდი მაქსიმე, შენნაირ ქალაჩუნას, რომელი გოგო გაუჩერდება.- არ დააკლო ნუცამ.
-კარგით ბავშვებო მორჩით.- შეიბღვირა ილიამ.
-მშია.- წამოიძახა ცოტნემ.
-წეღან ერთი ყუთი პიცა ჭამე ბიჭო.- უთხრა დემნამ.
-მერე შენს ძმაკაცს არ მიცნობ?- გაეკრიჭა ცოტნე.
-ბუტერბროტს შეჭამ?- ვკითხე მე.
-თუ გამიკეთებ კი.- გამეკრიჭა.
-კარგი მაშინ აქ დამელოდე.-
-ლუდი წამომიღე.- მომაძახა მაქსიმემ. მე კი მკვლელი მზერით გამოვხედე.
-რა იყო მძიმე ხომ არა არის შენთვის.- ჩაისისინა. თვალები ავატრიალე და სამზარეულოში გავედი. ცოტნეს ბუტერბროდი გავუკეთე, ბიჭებისთვის კი ლუდი გამოვიღე. ცოტნეს მისი საჭმელი წინ დავუდგი, ბიჭებს კი ლუდი მივაწოდე.
-ცეცხლე.- მივუგდე მაქსიმეს
-გესლიანი ხარ. -
-არც შენ ხარ ტკბილმოუბარი.- ირონია არ დამიკლია.
-შოკოლადი მინდა.- დაიწუწუნა ბაბიმ. უცებ დემნამ საიდანღაც შოკოლადი გამოაძვრინა და ბაბის მისცა.
-ვაიმეე ... ჩემი დათუჩააააა.- წამოიკივლა ბაბიმ და დემნას უფრო მაგრად ჩაეხუტა.
-ნაყინი მინდააააააააააააააა.- ახლა ნუცამ დაიწყო წუწუნიი.
-ტუალეტში მინდაა.- წამოიყვირა მაქსიმემ.
-ფუუ შე ვირო.- შეუღრინა ნუცამ.
-აბა რა ამბავია, წუწუნის საერთაშორისო დღეა, თუ რაა.-
-ეგ შენი საქმე არაა და შენ ვაბშე ხმას ნუიღებ მაქსიმე!-
-პატარავვ, მოკეტავ თუ ჩემებურად ვიმოქმედოო.-
-კარგით მორჩით. ვის უნდა ‘ სიმართლე თუ მოქმედება‘- ს თამაში?- იკითხა დემნამ.
-მეეე- ყველამ ხელი აწია ჩემს გარდა. ვერასდროს ვიტანდი ამ თამაშს.
-შენ არ ითამაშებ?- მკითხა დემნამ.
-არა, არ მიყვარს.-
-კარგი რა, როცა აღარ მოგინდება შეგიძლია გახვიდე თამაშინდან.-
-ხოო კარგიი.- დავთანხმდი და ბოთლიც დატრიალდა. პირველად ილიას და ცოტნეს შუაშუ გაჩერდა.
-აბა ‘სიმართლე თუ მოქმედება? ‘- იკითხა ცოტნემ.
-მოქმედება.- თქვა ილიამ.
-ხოდა ახლა ადექი და სტრიპტიზი გვიცეკვეე.- ღმერთო, ამას არ ველოდი. ყველას სიცილი აგვიტყდა. ილიამაც არ დააყოვდა და ფეხზე წამოდგა, თან ცოტნეც გაიყოლა და თითქოს ბოძი ყოფილიყო შემოეხვია და ცეკვა დაიწყო. ღმერთო, სადაცაა სიცილით გავიგუდები.
-ახლა ჯერი დემნაზე და ბარბარაზე გაჩერდა.
-სიმართლე თუ მოქმედება?- ჰკითხა დემნამ.
-მოქმედება.-
-მაშინ მაკოცე.-
-ბაბიმაც ლოყაზე აკოცა.-
-მე აქ არ მიგულისხმიააა.- ეშმაკურად გაუღიმა დემნამ, ბაბიმ მკვლელი თავალებით შეხედა.დემნამ გაუღიმა და მისი ხელი ბარბარას ხელში ახლართა.
-ახლა ნუცას და მაქსიმეს შორის გაჩერდა ბოთლი.-
-სიმართლე თუ მოქმედება?- იკითხა მაქსიმემ.
-სიმართლე.-
-ქალიშვილი ხარ?-
-თუ გინდა შეამოწმე.-
-ახლავე საყვარელო.- თქვა და ნუცას პირდაპირ ტუჩებში აკოცა. ძლივს მოიშორა მაქსიმე და მერე ერთი კარგი შეიკურთხა. არ მინდოდა მეც ნუცას მსგავსი რამე დამმართნოდა, ამიტომ მოვიბოდიშე და გარეთ გავედი. ტბაზე გადავწყვიტე წავსულიყავი. გზად საქანელას ჩავუარე და წეხანდელი კადრები თავში ამომიტივტივდა. წამით ჩემი თავით საშინლად ვიამაყე, რომ იმ ყეყეჩს მისი ადგილი მივუჩინე.
ტბის პირას ვსეირნობდი და უეცად სილუეტს მოვკარი თვალი, რომელიც ტბის პირას იჯდა და მუხლებში თავი ჰქონდა ჩარგული. მივუახლოვდი და გაოცებისგან ლამის პირი დავაღე.იქ ლერი იყო. ლერი და ისს... ის ... ის ტიროდა ... წამით გული საშინლად დამეწვა ... მერე კი ყველაფერი გამახსენდა და გამიხარდა კიდეც, რომ ის ამ დღეში იყო, მაგრამ შიგნიდან მაინც რაღაც მღრღნიდა. წარმოუდგენელი იყო ლერისნაირ ბიჭს ასე მთელი გულით ეტირა.. ალბათ რამე სერიოზული სჭირს .. შემეცოდა .. ხო შემეცდა .. მე ცხოვრებაში პირველად ლერი შემეცოდა და მისი დახმარება მომინდა.
მასთან ახლოს მივედი და ხელი მხარზე შევახე. შეკრთა ... აშკარად ვერ გაიგო, რომ აქ ვიყავი.შემომხედა და ფეხზე წამოხტა. გული გამიჩერდა, როცა მისი წყლიანი მწვანე თვალები შემომანათა ... ამ წამს მათში იმდენი ტკივილი იკითხებოდა ... ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა ... ის ტიროდა .. გული გამიჩერდა, როცა მის თვალებში სიცოცხლის სურვილის ვერანაირი კვალი ვერ აღმოვაჩინე ...
-აქ რას აკეთებ!- მკითხა მკაცრად.
-ვსეირნობ.-
-აქ რას აკეთებთქო!- ამჯერად უფრო კაცრად მკითხა.
-ეს ადგილი შენი საკუთრება არაა ასე, რომ მეც შემიძლია აქ ნებისმიერ დროს მოვიდე არ დაგავიწყდეს.-
-ძალიან კარგი.- თქვა და მომშორდა.
-ლერი, მოიცადე.-
-რა გინდა?-
-რა გჭირს?-
-ეგ შენი საქმე არაა.-
-ლერი, მოიცაა.-
-შემეშვი.-
-შენი დახმარება მინდა.-
-შენ? შენ გინდა ჩემი დახმარება? ნუ მაცინებ.- მისმა ირონიამ თავი მომაბეზრა.
-კარგი დაივიწყე.-
-დიახ! დავივიწყებ და შენც დაგივიწყებ.-
-კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ.- გამიკვირდა.
ლერის თვალთახედვით:
-შუაში კი არა თავში ხარ. შენი გამოჩენის დღიდან ჩემი ჯოჯოხეთი განახლდა, შენი გამოჩენის დღიდან მოსვენება დავკარგე, ჩემი ცხოვრების კოშმარად მექეცი. მთელი გულით მეზიზღები ნინა! ვერ გიტან გესმის, შენ ჩემი სარა ვერასდროს გახდები, შენ მასთან შედარებით არარაობა ხარ ნინა. არარაობა! ნეტავ იცოდე როგორ მძულხარ, ნეტავ იცოდე ცხოვრება როგორ ამირიე, მეგონა ყველაფერი წარსულში დავტოვე, მაგრამ შენ გამოჩნდი და ცხოვრება ხელახლა ამირიე. ნინა მეზიზღები. შენ არ ხარრ სარა! შენ არხარ ჩემთვის არაფერი! შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ და ყოველთვის ასე იქნება! შენ ჩემთვის არ არსებობს, ვერ გიტანნნ. არარაობა ხარ, შენ ჩემთვის მხოლოდ ის ადამიანი ხარ, რომლის გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვისურვებდი. მძულხარ ნინა! შენ ჩემთვის არ არსებობ! ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენ, თავი დამანებეე! საერთოდ გაქრი ჩემი ცხოვრებბიდან. გაქრი ... მომშორდი! თუ გინდა თავი მოიკალი, ოღონდ წადი ჩემი ცხოვრებიდან. თუ გინდა მოკვდი, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან აორთქლდი. მოკვდი ნინა!- ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ნინაზე ვანთხევდი ყველა ჯავრს, რაც აქამდე დამიგროვდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა მისი სიკვდილი ვინატრე, როცა ვუთხარი მოკვდითქო ... გონსმოსულმა ნინას სასოწარკვეთილი სახე დავინახე, რომელიც შიშით უკან იხევდა და საშინლად ტიროდა. როცა ყველაფერი გავაანალიზე თავში თითქოს დიდი აგური დამეცა. გული საშინლად ვატკინე ... უდანაშაულო ადამიანი ჩემი ცხოვრების დანგრევაში დავადანაშაულე ... დარწმუნებული ვარ ვძულვარ ... და მართალიც არის, საშინლად ვინანე ჩემი საქციელი. ვეცადე მასთან მივსულიყავი, მაგრამ ბოლო ხმაზე იკივლა.
-არ მომეკარო, არ შემეხო ლერი.-
-ნინა მაპატიე.- ისევ მისკენ გავიწიე.
-ადგილზე დარჩი.-
-ნინა გთხოვვ.-
-არა ლერი თავი დამანებე, მე გავქრები შენი ცხოვრებიდანნ.- თქვა და გაიქცა.
-არა ნინა არ დამტოვო.- ვუყვირე. წამით გაშეშდა, მერე კი შემომხედა.
-ავადმყოფი ხარ.-
-ხოო ავადმყოფი ვარ, გიჟი ვარ, არარაობა ვარ, უბრალოდ გთხოვ მომისმინე.-
-შენ სათქმელი უკვე მითხარი, ახლა დროა შენს სიტყვებს დავემორჩილო.-
-არაა არ წახვიდე.-
-თავი დამანებე.- გაიქცა. უკან დავედევნე და მაჯაში ხელი ჩავავლე. ჩემკენ მოვაბრუნე და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. გამწარებული ხელებს მკერდზე მირტყამდა. მიყვიროდა, მე კი მხოლოდ იმას ვახერხებდი მისთვის, რომ მაგრად მომექცია ჩემს მარწუხებში. გული გამეყინა, როცა ასეთ მდგომარეობაში, ახლა კიდევ უფრო უარესში, ჩემს გამო აღმოჩნდა. თავს ყველაზე დიდ ნაძირალად ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ ახლა ბოდიშის მოხდა კიდევ უფრო შეურაცხყოფდა ნინას, მაგრამ მის გარდა ახლა არაფერი დამრჩენია.
-მაპატიე ნინა ... ვიცი ყველაზე დიდი ვარ.-
-ეს სიტყვები შენთვის საკმარისი არ არის ლერი.- ცრემლიანმა ამომხედა.
-შენ ყველაზე დიდი ურჩხული ხარ, მონსტრი, ცივსისხლიანი არსება.- დამიყვირა და ჩემი მარწუხებიდან თავი გაინთავისულფლა. ნინა მართალი იყო მონსტრი ვარ ... ურჩხული ... არაადამიანი.
-მართალი ხარ ნინა.- ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-შენ არც კი იცი როგორ ...- სიტყვა არ დაუსრულებია, ადგილს მოსწყდა და ტყისკენ გაიქცა.

ვხედადი რა საშინელება გავაკეთე და ამის გამოსწორება უკვე გვიანი იყო. ვხედავდი სასოწარკვეთილი ნინა, როგორ გარბოდა ტყისკენ ... არ ჩერდებოდა ... ტყე კი საკმაოდ საშიში იყო... მალე დაბნელდებოდა კიდეც, შემეშინდა რაიმე სისულელე არ ჩაედინა და უკან დავედევნე.
ტყეში შევიდა და თვალთახედვის არიდან გაქრა. ვეძახდი, მაგრამ პასუხს არავინ მცემდა. თანდათან უფრო ღრმად შევდიოდი ტყეში და იმის შიში, რომ ნინა აქ დაიკარგებოდა უფრო და უფრო იმატებდა. რა იდიოტი ხარ ლერი, ნამდვილი ! ჩემს თავს ვლანძღავდი და ბოლო ხმაზე გავიძახოდი ნინას სახელს. ..
* ნინას თვალთახედვით *
ლერის სასწრაფოდ გავეცალე და ტყეში შევვარდი. ვაიგნორებდი მის ხმას, რომელიც მთხოვდა ტყეში არ შევსულიყავი. გამწარებული მივრბოდი და დაღლას ვერ ვგრძნიბდი. ახლა ყველაზე მეტად გაქცევა მინდოდა. ტყეში უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი და სინათლეც მით უფრო მეტად იკლებდა. ნელ-ნელა შიში მემატებოდა ... დავიღალე ამდენი სირბილით ... ტირილით და საერთოდ ყველაფრით ... თავიდან ვერაფრით ვერ ვიგდებდი იმ სიტყვებს, რაც ლერიმ მითხრა ... გული ნაწილებად მეგლიჯებოდა, როცა ყურში მისი ხმა ჩამესმოდა, რომელიც ჩემს სიკვდილს ნატრობდა ... ღმერთო, რა დავუშავე ამ ბიჭს ასეთი! რატომ ვძულვარ ასე, ან საერთოდ ვინ არის სარაა. არაა რატომ მომექცა ასე. რატომ? ნუთუ ჩემთვის ის ტანჯვა, რაც ბავშვობიდან მომყვება საკმარისი არ იყო? ნუთუ საკმარისი არ არის ის რაც აქამდე გამოვიარა? ღმერთო, როდის დამთავრდება ჩემი ტანჯვა. რატომ ვძულვარ ლერის? რატომ? რატომ მაინცდამაინც მას, ადამიანს რომელიც ... რომელიც მთელი არსებით მიყვარსს! ჰო ...შემიყვარდა ადამიანი, რომლისთვისაც არაფერს ვნიშნავს, რომელიც ჩემს სიკვდილს ნატრობს და ადამინი, რომელიც არასდროს შემიყვარებს.
-რატომ ღმერთო რატოოომმ?- ვიყვირე ბოლო ხმაზე და ამით თითქოს ჩემი სხეული დაგროვილი ტკივილისგან გავათავისუფლე. იქვე ხესთან ჩავიკეცე და ხმამაღლა ტირილი დავიწყე. მტკიოდა, სული მტკიოდა, გული კი მილიონ ნაწილად მემსხვრეოდა. პირველად შემიყვარდა და ისიც სამუდამო იარად მექცა! განა მოუშუშებელი იარები არ მქონდა ღმერთო?! განა სული აქამდე არ მტკიოდა?! განა აქამდე უბედური არ ვიყავიი?! რით ვერ დასრულდა ღმერთო, რა დაგიშავე, რა დავაშავე ასეთი, რომ ნელ-ნელა მკლავ. რა დავუშავე ლერის, რომ ასე ნელ-ნელა მკლავს.
-ღმერთო რაააააააააააა!- კიდევ ერთხელ ვიკივლე და უფრო მეტად ავტირდი. მეშინოდა, მტკიოდა და ვერ ვთავისუფლდებოდი ამ ყველაფრიდანნ .. აქაურობაც უკვე ძალიან მაშინებს ... ბნელა ... მე კი სიბნელის საშინლად მეშინია ... ეს ჩემი კიდევ ერთი ფობიაა და ისიც ჩემს წარსულს უკავშირდება ... მეშინოდა და ნაბიჯს ვერ ვდგამდი ... უბრალოდ ერთ-ერთი ხის ძირში მოკუნტული ვიჯექი და თავს ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ამით უბრალოდ თავს ვიტყუებდი. წამით თითქოს მგლის ყმუილის ხმა მომესმა, გული შიშისგან ამოვარდნას მქონდა , ფეხზე წამოვხტი და გავიქეცი. მივრბოდი გაუჩერებლად. უეცრად ფეხი რაღაცას წამოვკარი და მთელი ძალით მიწაზე დავენარცხე. ფეხი ძალიან მეტკინა. ცრემლები წამომივიდა.ძლივს წამოვდექი. სიარული მიჭირდა, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდი. მივდიოდი, როცა დაღმართზე ფეხი დამიცდა და გორვით ქვევით ჩავვარდი. ყველაფერი მტკიოდა. ფეხი საშინლად მეწვოდა. ღმერთო, მეტი აღარ შემიძლია ... ავქვითინდი და ისევ ხის ძირში ჩავიკეცე ... ვტიროდი ... ახლა უკვე სულიერადაც მტკიოდა და ფიზიკურადაც, მაგრამ სულის ტკივილთან ფიზიკური რა მოსატანია ... მეშინოდა ... მშიოდა... მწყუროდა ... ირგვლივ კი მხოლოდ ხეები და სიბნელე იყო ... მეშინოდა ... მიუხედავად იმისა, რომ ლერიმ გული ასე მატკინა, მინდოდა მოსულიყო ... ნეტავ მართლა ტყეში შემოვიდა ჩემს საძებნელად? მაგრამ რა დებილი ვარ ადამიანმა, რომელმაც მითხრა, რომ მისთვის არც კი ვარსებობ ჩემს გამო თავს არ შეიწუხებს და ამ საშიშ ტყეშიც არ შემოვა ... შიში თანდათან მემატებოდა და ვხვდებოდი, რომ უკვე უძლური ვიყავი ... მხოლოდ ვტიროდი და ვფიქრობდი ყველაფერზე ...
* ლერის თვალთახედვით *
ბოლო ხმაზე ვყვიროდი ნინას სახელს და თანდათან იმედიც მეკარგებოდა ... უეცრად სადღაციდან კივილის ხმა მომესმა ... მივხვდი ნინა იყო და ხმას გავყევი ... ხმა აღარ გამიგია ... დავიძახე, მაგრამ ხმა არავინ გამცა ... გზას ისევ ვაგრძელებდი ... წამით ტირილის ხმა მომესმა ... ყური დავუგდე და ხმა კიდევ გავიგონე ... ახლა უკვე აშკარად მესმოდა ტირილის ხმა და მივხვდი ეს ნინა იყო ...
-ნინააააა.- ხმამაღლა დავიყვირე და ხმის მიმართულებით გავიქეცი. მართლაც, ხის ძირში მჯდარი ნინა დავინახე, რომელიც სასოწრკვეთილი და შეშინებული იჯდა და ტიროდა.
-ნინაა.- კიდევ ერთხელ დავიძახე. დაფრთხალმა შემომხედა.
-ლერი?!- კითხვასავით გაისმა მისი ხმა. დარწმუნებული ვარ ჩემს ნახვას არ ელოდა.
მაშინვე მისკენ გავიქეცი, ისიც ფეხზე წამოდგა. მივვარდი და ჩემი ტუჩები მისას შევაწებე. წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირიქით მოდუნდა და ხელები მომხვიაა..
-ნინა ... ნინა ... საყვარელო ... მაპატიე ჩემო ლამაზოო ... როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა? ნინა, მითხარი რამე, ხმა ამოიღე, გთხოვ ჩემო პატარავვ, მიყვირეე, დამარტყი, ოღონდ რამე მითხარი . ნინა გთხოვვ.- ვემუდარებოდი, თან ჩემს მკლავებში მყავდა მოქცეული და თავზე ვკოცნიდი.
-ნინა გთხოვ რამე მითხარიი.- შევემუდარე. მან კიი ხელები კისერზე მომხვია და მაგრად ჩამეხუტა.
-არ წახვიდე.- შემემუდარა.
-არასდროს ჩემო საყვარელო, არასდროს წავალ შენგანნ .-
-დამპირდიი.-
-გპირდები.- უფრო მაგრად ჩავიკარი გულში .
-მიყვარხარ ნინაა.- გაკვირვებულმა ამომხედა ცრემლიანი თვალებით.
-გთხოვ ნუღარ მეთამაშები.- შემეხვეწა და მომშორდა.
-სიმართლეს გეუბნები ნინა, მთელი გულით , მთელი არსებით, სულით და ხორცით მიყვარხარ! არ მინდოდა შენთვის ამდენი ტკივილის მოყენება. უბრალოდ მინდოდა ჩემგან დამეცავიი.-
-მაგრამ შენ ხომ მაინც მატკინე ლერი.- მითხრა და აქვითინდა
-მაპატიე ნინაა, მაპატიეე, უბრალოდ არ მინდოდა შენც ჩემსავით დატანჯულიყავი... მინდოდა ჩემგან დამეცავიი ...-
-შენგან? კი, მაგრამ რატომ ლერი?-
-იმიტომ, რომ მეშინოდა ... მეშინოდა ... შენგამო მეშინოდა, მაგრამ უშენოდ ვეღარ გავძლებ ნინა, მჭირდები, უშენოდ არარაობა ვარ. მაკლიხარ ნინა, შენს გარეშე სუნთქვა მიჭირს! შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას ფასი არ აქვს! გთხოვ ჩემთან დარჩი! ნინა გემუდარები არ დამტოვოო, მიყვარხარ ნინაა.- უკვე მთელი გულით ვტიროდი.
-მეც მიყვარხარ ლერი-
-მიყვარხარრ ნინა!- ვიყვირა ბოლო ხმაზეე, ორივე ვტიროდით. ბედიერები ვიყავით. უბედნიერესები დედამიწის ზურგზე და სწორედ მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ჩემი ცხოვრება ღირდა იმად, რომ იგი სრულიად მიმეძღვა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის ...

თავი 9

ლერის სხეულს ვიყავი აკრული და თავს ამქვეყნად ყველაზე დაცულ და ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი. ხელები კისერზე მოვხვიე და თავი მკერდზე მივადე. ლერიმ კი კიდევ უფრო მაგრად ამაკრა მის სხეულს. მის სხეულზე აკრულს ჩამეძინა. ვერ მივხვდი როდის გამოვედით ტყიდან ან როგორ აღმოვჩნდი ჩემს საწოლში. წამით, როცა თვალი გავახილე ყველაფერი სიზმარი მეგონა და გული შემეკუმშა, მაგრამ როცა ვიგრძენი ვიღაცის თბილი სუნთქვა ჩემს კისერთან მივხვდი, რომ ეს რეალობა იყო და ახლა ზუსტად ის მომენტი მქონდა, რომ ეს ლამაზი ისტორია სიზმარი არ ყოფილიყო. აქამდე ლერისთან გატარებულ საშინელ დღეებს ვწყევლიდი და მინდოდა უბრალოდ კოშმარი ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაზე სასიამოვნო კოშმარი იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი აქამდე მომხდარა.
ჩემს წელზე შემოხვეულ ლერის ხელს ჩემი ხელი დავადე და კიდევ უფრო მივეკარი. შეიშმუშნა.
-მმმ ... ჩემმა პრინცესამ უკვე გაიღვიძა?- მკითხა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა. გამაჟრჟოლა და თვალები დამეხუჭა.
-კიი გაეღვიძა და ახლა ყველაზეე მეტად იცი რა უნდა?- თვალები მოვჭუტე.
-რაა?- ვითომ ვერ მიხვდა.
-ის, რომ მინდა მაგრად ჩაგეხუტო და გაკოცო.- თბილად გავუღიმე.
-მაშინ დროს ნუ დავკარგავთ.- მითხრა და მისი ტუჩები ჩემსას შეაწება. ვნებიანად მკოცნიდა მის ენას კი ჩემს პირში დაასრიალებდა. ამდენს ვეღარ გავუძლებ ... ეს საშინლად მოქმედებს ჩემზე. რამდენიმე წამში მომშორდა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. თვალებში მიყურებდა, მერე კი ტუჩები გადმბურცა ახლა ხელებში ჩავაკვდები ამ ბიჭს.
-მარწყვი მინდააააააააა.- დაიწუწუნა.
-აუუ მეცცცცც მინდააა.- მეც გადმოვბურცე ტუჩები.
-მე ეხლავე დავაგემობნებ.- თქვა და ტუჩებში მეცა. ვნებიანად მკოცნიდა. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. ყელში სველი კოცნების დატოვება დამიწყო., რაღაც გაურკვეველი ბგერები აღმომხდა პირიდან. ხელი შიშველ ფეხზე ამატარა. წამში ჩემს ზემოდან მოთავსდა და თვალებში ჩამაშტერდა
-პატარავ შემიძლია გავჩერდე.-
-ნუ ღელავ ლერი ყველაფერი კარგადაა.- გავუღიმე . წამში მეცა და ახლა მისი კოცნა უფრო მომთხოვნი იყო. ხელს უმისამართოდ დაასრიალებდა ჩემს სხეულზე. ისე ფრთხილად აკეთებდა ყველაფერს თავი ფაიფურის თოჯინა მეგონა, რომელიც ერთი არასწორი შეხება და ნამსხვრევებად იქცეოდა. სველ კოცნებს მთელს სხეულზე მიტოვებდა. პირიდან კი გაურკვეველი ბგერები ამომდიოდა. წამებში მაისური გადაიძრო და ადგილზე განვიცადე კლინიკური სიკვდილი. დაკუნთული იყო და უამრავი ტატუ ჰქონდა. არაა ეს ბიჭი საოცრებაა ... ეს რა მყავს მოკლედ, შარვალი მაისურს მიაყოლა და სადღაც მოისროლა. მეც ბოლო ნაჭერი შემომაგლიჯა ტანიდან. ჩემს ფეხებს შორის მოთავსდა და კიდევ ერთხელ ამომხედა.
-პატარავ, ამას არ გავაკეთებ შენ თუ არ გინდა.-
-ყველაფერი კარგადაა ლერი.- გავუღიმე... ჩემში ნელ-ნელა შემოვიდა, წამით საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ცრემლები წამომივიდა. ლერიმ შემომხედა და ცრემლები მომწმინდა.
-მაპატიე პატარავ, ცოტაც და აღარ გეტკინება.- ცოტა ხანში ტკივილი ნამდვილ ნეტარებად იქცა. წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებდა ეს ყველაფერი. ბედნიერი ვიყავი,რომ მე ამიერიდან ლერის ვეკუთვნოდი. ცოტა ხანში ორივე ერთმანეთის გვერდით ვიწექით. ლერიმ მაგრად მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა.
-ამიერიდან ჩემი გოგო ხარ ნინა! ლერის გოგო სამუდამოდ!- ამ სიტყვებმა წარმოუდგენლად გამაბედნიერა და კიდევ უფრო მივეხუტე ლერის.
დილით ლერიზე ჩახუტებულს გამეღვიძა. წუხანდელი კადრები ამომიტივტივდა და შემრცხვა კიდეც. ზეწარი სხეულზე შემოვიხვიე და სააბაზანოსკენ წავედი. სანამ შევიდოდი მძინარე ლერის დავაკვირდი, რომელსაც თმები გაბურძგვნოდა და ტუჩები დასიებოდა. წელს ზემოთ შიშველი იყო და ამაზე ნერწყვი ხმამაღლა გადამეყლაპა. აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე. სიარული ცოტა მიჭირდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. ლერი უკვე გაღვიძებული დამხვდა. ჩემთან მოვარდა და ტუჩებში მაკოცა.
-ჩემი პატარა გოგოოოოო.- იყვირა, ხელში ამიტაცა და დამატრიალა. ხელები მაგრად მოვხვიე და სიცილი დავიწყეთ.
-ჩემო სიცოცხლევ ჩამოდი და ვისაუზმოთ.- ტუჩები წამში მივაწებე.
-კარგი ვიბანავებ და...- აბაზანაში შევარდა. მეც ქვევით ჩავედი. სახლში ისევ არავინ დამხვდა. მაშინვე სამზარეულოში შევედი და ჩემთვის და ლერისთვის საუზმის მომზადებას შევუდექი. ჭიქებში ყავას ვასხამდი, როცა უკნიდან ვიღაც ჩამეხუტა. შემეშინდა, მაგრამ მერე ლერის სურნელი ვიგრძენი და მეც წამში დავმშვიდდი.
-ჩემი საქმიანი გოგო, როგორ ზრუნავს ჩემზე.- გაიცინა და მაგიდას მიუჯდა. საჭმელი წინ დავუდგი. გამოვბრუნდი, რომ ჩემი ადგილი დამეკავა, მაგრამ ხელი მაჯაში ჩამავლო და კალთაში ჩამისვა.
-აქ უნდა იჯდე ქალბატონო.- თვალი ჩამიკრა და კისერში მაკოცა. როგორც ყოველთვის გამაჟრიალა. საუზმე სიცილში დავასრულეთ. ალაგებაში მომეხმარა და მისაღებში გავედით. დივანზე მოკალათდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო. მაცივრიდან ნაყინი გამოვიღე და მეც მას შევუერთი. მის გვერდით მოვკალათდი. მან კი წამში ისევ მის კალთაში დამაბრუნა და ახლა ორივე ერთად ვჭამდით ნაყინს.
კარები გაიღო და ბავშვები შემოვიდნენ.
-ჩვენი გვრიტებიიი.- წამოიყვირა ცოტნემ.
-რა ქენი ბრო ივაჟკაცე?- იკითხა მაქსიმემ.
-მოკეტე.- შეუბღვირა ლერიმ და ბალიში გაუქანა. ლოყები ამეფარკლა, ლერიმ კი მაგრად მიმიხუტა და თავზე მაკოცა.
-ჩემი ნინაჩკააა.- იკივლა ბაბიმ და მომილოცა.
-ლერი, ნინას შენს გამო ერთი ცრემლი, რომ ჩამოუგორდეს გეფიცები, ყველა ძვალს დაგიმტვრევ, ნაკუწებად დაგჭრი და შენს ხორცს მაწანწალა ძაღლებს შევაჭმევ.- დაემუქრა ბაბი. ყველას სიცილი აგვიტყდა.
-პირობას გაძლევ, რომ სულ ბედნიერი იქნება.- შემომხედა, ნაზად გამიღიმა და მაკოცა.
ბავშვები ჩვენს ირგვლივ მოკალათდნენ. მაქსიმეს და ნუცას ერთად მოუწიათ დასხდომა. მაქსიმ ჩვენდა გასაოცრად და როგორც ჩანს ნუცას გასაოცრადაც ხელი გადახვია. გაბრაზებულმა მოიშორა მისი ხელი და წამოდგომა სცადა, მაგრამ მაქსიმემ გააკავა და მიიხუტა. ნუცას წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირი დავაღე. ბაბიმ და მე ერთმანეთს შევხედეთ. მან კი წარბები საყვარლად აათამაშა.
-მგონი აქ რაღაც ხდება.- ეშმაკურად გახედა ილიამ ჩახუტებულ მაქსიმეს და ნუცას. პასუხად მაქსიმ ბალიში ესროლა.
-აბა, სადმე არ წავიდეთ?- იკითხა ცოტნემ.
-აქვე სკეიტპარკია და შეგვიძლია იქ წავიდეთ.- თქვა ლერიმ. მას ავხედე და ვუთხარი, რომ სრიალი არ ვიცოდი.
-მე გასწავლი პატარავ.- თავზე მაკოცა. თვალი ბაბის და დემნას მოვავლე, ერთმანეთს ეხუტებოდნენ. მაქსიმე და ნუცა რაღაც არა არიან ისინი მე, რომ ადრე ვიცნობდი ... ხომ არ გამოცვალეს? გენიალური კითხვა დამებადა.
-კაი მაშინ.- გვითხრა ცოტნემ. -მოვემზადოთ და გავიდეთ.- მაღლა ავედი. ჯინსის შარვალი და ტოპი ჩავიცვი. საროჩკა წელზე შემოვიხვიე, ფეხზე კონვერსები ამოვიცვი და თმა გავიშალე. მალე ყველანი მზად ვიყავით. მე და ლერი ხელიხელ ჩაკიდებულები მივდიოდით. დემნას ბაბიზე ხელი ჰქონდა გადახვეული და რაღაცაზე საუბრობდნენ, ცოტნე ტელეფონში რაღაცას აჩვენებდა ილიას, ნუცას კი რატომღაც ჩვენგან და განსაკუთრებით მაქსიმესგან თავს შორს იჭერდა და მარტო მიდიოდა. მალე სკეიტპარკსაც მივადექი. ცოტნემ და ილიამ მაშინვე სკეიტებს დაავლეს ხელი და რამდენიმე კარგი ილეთიც გააკეთეს.
-ახლა ჩემი ჯერია.- თქვა ლერიმ. სკეიტი აიღო და ის იყო ილეთი უნდა დაემთავრებინა სკეიტიდან გადმოვარდა, მაშინვე მასთან მივირბინე.
-ვაიმეე ლერი... კარგად ხარრ?- შემეშინდა, წამში ხელები წელზე მომხვია და მის ზემოდან მომაქცია.
-აჰაჰაჰააჰჰ ... მოტყუვდი პატარავ.- სიცილი დაიწყო.
-ვაიმე ლერი, მოგკლავ... გული გამისკდა.- ხელი მკერდზე დავარტყი.
-ჩემი სულელი, ამიტომ მიყვარხარ.- მაკოცა და ფეხზე წამოდგა.
-გვერდზე ბარბარა და დემნა დავინახე. დემნა სკეიტზე დგომას ასწავლიდა. ვნახე ძალით როგორ გამოუგდო სკეიტი. ბაბიც წაბარბაცდა და დემნას აეკრო. დემნამაც ხელში აიყვანა და დაატრიალა. ვაიმე როგორ მიყვარს ეს ორიი. უკნიდან ლერი მომეპარა ... ფეხებში მწვდა და წამში მხარზე გადამიკიდა და დამატრიალა.
-ააააააააა- ვიკივლეე. - დამსვიიიი.. ლერიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
-ხოო, კაი კაიი.- მითხრა სიცილით.
-გავისეირნოთ.-
-კარგიი.-
-უკნიდან მომახტი.- მეც მაშინვე ქაჯივით ჩემს რაშს შემოვაჯექი. ფეხები ტროსზე მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე. ჩანთასავით ვყავდი მოკიდებული და ისე მოვდიოდით. წამით რაღაც საშინელი ხმა მოგვესმა და მიწაზე გართხმული მაქსიმე დავინახეთ.
-ღმერთო ჩემოო!- იკივლა ნუცამ და მაქსიმესკენ გაექანა . ლერის შევხედე. ყველანი გაჩერდნენ.
-ახლა ნუცას და მაქსიმეს ჯერია.- ვთქვით და ჩვენს საქმეს მივუბრუნდით..
-ვაიმე მაქსიმე, კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა? მაქს მიპასუხე.- ერთად აყრიდა კითხვებს ნუცა.
-კარგად ვარ ნუ ღელავ.- თვალის მომჭრელად გაუღიმა.
-რას ქვია კარგად ხარ, სისხლი მოგდისს ... აქ დამელოდე ახლავე დავბრუნდები.- გავარდა და წამში სამედიცინო ყუთით ხელში მის წინ ჩაიმუხლა და ნატკენ ადგილს სპირტიანი ბამბით უმუშავებდა. მაქსიმე გაკვირვებული უყურებდა, სანამ ტკივილისგან სახე არ დაემანჭა. ნუცას ეს არ გამოპარვია და ჭრილობას სული შეუბერა.
-მოვრჩი, შეგიძლია ადგე.- გაუღიმა ნუცამ.
-მადლობა.- მაქსიმემაც გაუღიმა.
-არაფრის.- თქვა ნუცამ და წასვლა დააპირა, მაგრამ მაქსის ხმამ გააჩერა.
-ნუცა.-
-გისმენ მაქს.-
-შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ?- კეფა მოიფხანა.
-ამმ ... კარგი.-
-ძალიან კარგი.- ხელი ჩაკიდა ნუცას და სადღაც წავიდნენ.

* ნუცას თვალთახედვით *
ღმერთო მაქსიმე ძალიან შემიყვარდა. არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ ის უვე თავდავიწყებით მიყვარს. ახლა მასთან ერთად ხელჩაკიდებული სადღაც მივდივარ. ბოლოს ხმა ძლივს ამოვიღე.
-მაქს სად მივდივართ?-
-მალე გაიგებ პატარავ.- გამიღიმა და ხელი უფრო მაგრად ჩამკიდა. ცოტა ხანში შემაღლებულ ადგილას მივედით. აქედან ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა. ასეთი სილამაზე არასდროს მენახა. მზე ჩადიოდა და არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიდა.
-ვილაპარაკოთ.- დაიწყო მაქსიმ.
-გისმენ.- გული საშინლად ამიჩქარდა.
-ნუცა, ალბათ ხვდები, რომ იმ ტიპის ბიჭი არ ვარ ლამაზი სიტყვებით, რომ საუბრობენ გოგოსთან, არც რომანტიკა მხიბლავს დიდად, უბრალოდ მხოლოდ ერთს გეტყვი და იმედი მაქვს შენგანაც იგივე პასუხს მივიღებ, ნუცა, მიყვარხარ!- თვალებში ჩამხედა, ადგილზე გავიყინე, გული ამიჩქარდა. ნუთუ ეს ის არის ასაც აქამდე ვნატრობდი. არ მჯარა ... ვაიმეე ... პასუხის გაცემას ვერ ვახერხებდი, უბრალოდ მასთან მივვარდი და ვაკოცე. ხელები წელზე მომხვია და მის სხეულს ამაკრა.
-ამას პასუხად მივიღებ პატარავ.- თვალი ჩამიკრა და ისევ მაკოცა. ახლა ორივენი ვსხედვართ ბალახზე, მე მაქსის მარწუხებში ვარ მოქცეული და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას. არ მჯერა, რომ ეხლა მაქსიმესთან ერთად აქ ვარ და ის მე სიყვარულში გამომიტყდა. თვალები ამიცრემლიანდა და უნებურად ცრემლები წამომივიდა. მაქსიმ თავი ამაწევინა და ცრემლები მომწმინდა.
-პატარავ, რა მოგივიდა?- მკითხა მზრუნველი ხმით.
-უბრალოდ ბედნიერი ვარ.- მაგრად ჩევეხუტე.
-მაბედნიერებ ნუციკო.- მითხრა და მთელი ძალით ჩამეხუტა

თავი 10

სკეიტპარკში ყველანი კარგად გავერთეთ. ლერიმ სკეიტზე დადგომა მასწავლა და მასთან ერთად მეც ვსრიალებდი. მაგარი იყო იმას თუ არ ჩავთვლით, რამდენჯერმე ასფალტს, რომ ვაკოცე. ყველას ძალიან გვახარებდა ის ფაქტი, რომ ნუცას და მაქსიმეს ურთიერთობა რაღაც სერიოზულისკენ იცვლებოდა. დიდი ხანი ველოდეთ მათ, მაგრამ დემნამ გვითხრა სახლში დავბრუნებულიყავით. ნუ ეს ახალი წყვილი მაინც ხომ იცით. არა რა გენია ვარ. თავი სიცილით გავაქნიე.
სახლის გზას ვედექით ყველა, როცა ბარბარას განწირული კივილის ხმა მოგვესმა
-აააააააა ... ვაიმეეეე ... მიშველეეეეთთ!- იკივლა ბოლო ხმაზე. ყველანი დაფეთებულები მივვარდით. დემნას სახეზე ფერი არ ედო.
-ეიი ...ეიი... პტარავ, რა მოხდა?- დაფეთებული ეკითხებოდა დემნა.
-ვაიმეე დემნა, გველიი.- იკივლა და დემნას აეკრო. დემნამაც ხელები მაგრად მოხვია და გულში ჩაიკრა. ჩემი დებილები. მეც მაგარი მაკლია ისე. გამეცინა ჩემს დებილურ აზრებზე.
-ნუ გეშინია რძალო, მე გადაგარჩენ.- გადმოხტა ცოტნე. ყველამ ბოლო ხმაზე დავიწყეთ სიცილი.
-მანახეთ აბა სად არის ეგ გველგესლა.- გამოიჯგიმა.
-შენს წინ.- მიუთითა ილიამ.
-ვაიმე რამხელაააა.- დაიყვირა ცოტნემ და რასაცქვია ილიას შეახტა. ამაზე ხომ საერთოდ ყველამ ბოლო ხმაზე დავიწყეთ ხარხარი. როცა აზრზე მოვედით გველი არსად დაგვხვდა. ალბათ შეეშინდა იმ უბედურს ამათ ვის გადავეყარეო.
-გოგოებო მიგაცილებთ და სახლში წავალთ.- გაგვიღიმა ლერიმ. უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა, ამიტომ მას ცოტა მოვშორდი.
-რა იყო პატარავ?- მომეწეპა.
-არაფერი.- ვუთხარი და გავეცალე, თან მინდოდა გაბრაზება დამემალა.
-ხომ არ გაბრაზდი?- მკითხა ირონიულად და მისი საფირმო ღიმილი დაიბრუნა, თან წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ჰაჰჰჰ ... ნუ მაცინებბ ... რაზე უნდა გავბრაზებულიყავი.- თავი მოვიკატუნე.
-არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა. მისგან ცოტა მოშორებით დავდიოდი. არ მინდოდა ლერის გარეშე თუნდაც ერთი წუთი, მაგრამ ის მართალი იყო, თუმცა მე მაინც ვბრაზდებოდი, რომ ჩემთან არ იქნებოდა.
-ააააააააააა- საშინელი ღრიალი და თეძოებზე შეხება ვიგრძენი. შემეშინდა და წამოვიკივლე. უკან როცა შევტრიალდი ლერი დავინახე, რომელიც სიცილით იკეცებოდა.
-ვიროო!- შევუბღვირე.
-რაი ყო ხომ არ შეგეშინდა?- ამას დავახრჩობ.
-შენი აზრით?- წავუკბინე.
-კიი .- და ისევ სიცილი ატეხა.
-მადლობაა.- გავუღიმე და ისევ მოვშორდი.
-მოდი აქ.- უკნიდან ჩამეხუტა. ძალიან მესიამოვნა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და მოვიშორე.
-ეგ არ გიშველის.- მის სხეულს მოვშორდი.
-კარგი პატარავ.- მითხრა და ჩემს გვერდით დაიწყო სიარული.
-ნინააააააააააა.- გავიგონე ღრიალის ხმა. შევხტი და ჩემს გვერდით მყოფ ლერის ჩავეხუტე.
-ცოტნეეეეეეე!- შევუბღვირე, მან კი ლერის თვალი ჩაუკრა. ეს ორი გველი! მომიწყვეს!
-ჰეიიი.- ოდნავ ვუბიძგე ლერის.
-ჩემი მეთოდები მაქვს პატარავ.- თვალი ჩამიკრა და უფრო მიმიხუტა.
-გული ამოვარდნას მაქვს სულელო.- ისევ მოვშორდი.
-ჰეი, მოდი აქ პატარავ.- ისევ ჩამიხუტა. - ვიცი, რომ ჩემთან გინდა და ნუ მებუტები.- მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. ხელები წელზე მოვხვიე. წამში ტუჩებზე რბილი შეხება ვიგრძენი და საშინლად მესიამოვნა. ისევ გავსინჯე ლერის ფუმფულა, ვარდისფერი ტუჩების გემო.
-აუუ მგელობანა ვითამაშოთთ.- წამოიყვირა ბარბარამ.
-აუუ მაგარია ეეე.- ცოტნე და ილიაც აყვნენ. ვაიმე, როგორ მიყვარს ეს ბიჭები. მოსიარულე პოზიტივები არიან და საოცრად კეთილები.
-დემნა, მგელი ხარრ!- გამოაჯავრა ილიამ.
-ძალიან კარგი.- წარბები აათამაშა დემნამ და ბაბის ეშმაკურად გახედა.
-აააა ... არაა დემნაა... უსამართლობაა.- კივილით გავარდა ბაბი.
-დაგიჭირე პატარავ.- გაეკიდა დემნა. წამში ჰაერში ააფრიალა ბაბი, მხარზე მოიგდო და დაატრიალა.
-დემნა, დამსვი გაგივარდებიიი.- კიოდა ბაბი და თან იცინოდა, თან დემნას მაგრად ეჭიდებოდა.
-ჩემს პრინცესას არაფერს დავუშავებ.- დაბლა ჩამოსვა და მოწყვეტით აკოცა. რა საყვარლები არიან ვაიმეე.
ასე თამაშ-თამაშით სახლში მივედით. ბიჭები დავპატიჟეთ. ილია და ცოტნე სამწუხაროდ ქალაქში საქმეებზე ბრუნდებოდნენ და როგორც კი მოიცლიდნენ დაბრუნდებოდნენ. სამაგიეროდ დემნა და ლერი დაგვთანხმდნენ.
მე და ბაბი სახლში შევედით. ნუცა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.
-ვატყობ რაღაც ხდება.- წარბები ამითამაშა ბაბიმ.
-მგონი ახსნა მოუწევს.- ეშმაკურად გავხედე. ჩვენს საქციელზე ორივეს გაგვეცინა და თავის მოსაწესრიგებლად მაღლა ავედით. შხაპი მივიღე და ისევ ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. ამჯერად ნაცრისფერი სპორტულები და თეთრი კონვერსები ავარჩიე. დაბლა ჩავედი და სამზარეულოში შევვარდი. მაცივრიდან ნაყინის ყუთი გამოვიღე და მისაღებში დავედი. ბაბიც მალე ჩამოვიდა.
-ფუუ ღორო ... მე რა პირი არ მაქვს?!- შემომიღრინა ბაბიმ.
-მეგონა დემნას გააყოლე.- შევხედე, ტუჩები გამოვბზიკე და კოცნის იმიტაცია გავაკეთე. წამით ვიგრძენი,რომ თავზე რაღაც მწარედ მომხვდა და საშინლად ამეწვა. ამ ვირმა რაღაც რკინის სუვენირი მესროლა.
-საქონელო.- გავძახე და ნატკენი ადგილი მოვისრისე.
-კიდე გინდა?- სამზარეულოდან თავი გამოყო.
-არაფერი მითქვამსს.- გავიცინე და სასწრაფოდ შემოვბრუნდი. ცოტა ხანში ისიც მისაღებში გამობრუნდა, ხელში კი ნახევარი საზამთროს გორა ეჭირა.
-ამაღამ ჩაიფსამ.- გამოვაჯავრე.
-პამპერსს გამომიცვლი იმედია.- არც ეგ ჩამომრჩა და ავხარხარდით. უცებ ორივემ კარისკენ გავიხედეთ და ნუცა დავინახეთ, რომელსაც რატომღაც დაბოლოლის სიფათი ჰქონდა.
-მოწიე?- ვკითხე სრული სერიოზულობით და ამავე დროს გაკვირვებულმა. ჩემს სიტყვებზე გონს მოეგო და კეფა მოიფხანა
-ამმ ... გოგოებოო ... ისაა ...- სიტყვებს თავს ვერ აბამდა.
-კაი, კაიი არ გინდა.- სიცილი აუტყდა ბაბის.
-აბა ახლა აქ ჩამომისკუპდი და მოყევი ყველეფერი. რა, სად, როგორ, რანაირად და ვაბშე მძიმეც არ გამოტოვო.- ვუთხარი და ნაყინთან ერთად კარგად მოვკალათდი სავარძელში. თვალები გადაატრიალა და მძიმედ ჩაეშვა ჩემს წინ.
-მოკლედ ... შეყვერებულები ვართ.- გაეღიმა და თავი დახარა.
-ვაშაააააააა.- ვიკივლე და სავარძელზე ფეხებით შევდექი და ნაყინს ვეცეკვებოდი. არაჩვეულებრივ ილეთებს ვაკეთებდი, სანამ კარები არ გაიღო და მაქსიმე, დემნა და ლერი არ დავინახე. თვალები გამიფართოვდა. მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში და ნაყინით გამოვიტენე პირი. არა რა, რა დგენენერატი ვარ. შევუბღვირე ჩემს თავს.
-დემნაა.- წამოხტა ბაბი და დემნას მოეხვია. ვაიმე რა თბილები არიან ესენი. მაქსიმე ნუცასკენ წავიდა. ნუცაც სწრაფად ადგა და მაქსის აეკრა. ლერი ჩემკენ წამოვიდა. ავხედე, როცა მომიახლოვდა და ტუჩები ჩემსას შეაწება.
-რამეს ხომ არ დალევთ ან შეჭამთ.- იკითხა ისევ დემნაზე აკრულმა ბაბიმ.
-ამ კიი ... ლუდი.- თქვა მაქსიმ.
-მე მოგიტან.- გავარდა ნუცა.
-მეც ლუდს დავლევ.- ბაბიც სამზარეულოში შევარდა.
-მშია.- შემომხედა ლერიმ და ჩემი ნაყინი წამართვა.
-ჰეიი .. დამიბრუნე ჩემიააა.- გავხედე გაბრაზებულმა.
-იყო შენი, გახდა ჩემი.- გამომხედა და თვალი ჩამიკრა, თან ჩემი ნაყინის დაგემოვნება გააგრძელა.
-ცუდო.- შევუბღვირე.
-რამეს გამიკეთებ?- საწყალი თვალებით გამომხედა. გამეცინა და თავი დავუქნიე. ბაბიმ და ნუცამ თავიანთ ბიჭებს ლუდები მოუტანეს და სასუსნავებიც გამოაყოლეს. ლერისთვის ბუტერბროდის გასამზადებლად სამზარეულოში შევედი.
-წყალი მინდა.- მომესმა ბოხი ხმა და წამით შევხტი.
-შემეშინდა.- ვუთხარი და წყალი დავუსხი, მერე კი ჩემს საქმიანობას მივუბრუნდი. უცებ უკნიდან ვიღაც ამეკრო და ყურთან ჩუმად ჩამჩურჩულა.
-მაგრად ცეკვავ პატარავ.- ჩაიცინა და მისი სველი, ცივი ტუჩები ყურთან შემახო და გამეცალა. სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და ადგილზე გავიყინე. ორი წუთი ასე გადებილებული ვიდექი, სანამ ოთახიდან გამოსულმა სიცილის ხმამ არ გამომაფხიზლა. არა ეს ბიჭი ჰიპნოზს მიკეთებს, ან უარესი ... ჯადოს. თეფშს ხელი დავავლე და ლუდიც გავიყოლე. მისაღებში გავედი. ლერი ჩემს ადგილზე დასკპებულიყო. თეფში წინ დავუდგი.
-მე სად დავჯდე?- ვკითხე, ამ ამბით ფრიად დაინტერესებულმა. წამში ხელები წელზე მომხვიდა და კალთაში ჩამისვა.
-აი აქქ.- ამომხედა და შუბლეზე მაკოცა. მეც მას მივეკარი. წამით მაგიდაზე დადებულ ნაყინს მოვკარი თვალი.
-ნაყინიიიი.- წამოვივირე. - ბოლომდე არ შემიჭამეეეე?- თვალები გაბრწინებული მქონდა.
-ჩემს პატარას უყვარს და იმიტომ.- თბილად ამომხედა ლერიმ. მეც გავუღიმე და მოწყვეტით ვაკოცე.
-აბა რა ვქნათ ეხლა?- იკითხა მაქსიმ. მეც მისკენ გავიხედე და გამეღიმა, როცა მის მკლავებში მოქცეული ნუცა დავინახე, რომელსაც მაქსიმეს მკერდზე ედო თავი და ხელებს მაგრად ხვევდა. პასუხად მაქსიმემ თავზე აკოცა. ამათ შემხედვარეს გული დიდი სითბოთი მევსებოდა.
-საშიშ კინოს ვუყუროთ.- თქვა დემნამ.
-არა, მე ვერ ვუყურებ მეშინია.- ამოიკნავლა ბაბიმ.
-ჩემს გვერდით ხარ პატარავ.- გაუღიმა დემნამ და მის ტუჩებს მიეწება.
-აუუ მაქსი, რამე სხვას ვუყუროთ.- შეეხვეწა ნუცაც
-პატარავ, აქ ვარ.- გაუღიმა მაქსიმემ და უფრო მაგრად მიიხუტა. მეც ძალიან მეშინოდა. ლერის მაგრად მოვხვიე ხელი. მიხვდა, რომ მეშინოდა და მის კალთაში უკეთესად მომითავსა და მისი ტორები მომხვია
-პოპკორნს მოვიტანთ.- დემნა და ბაბი სამზარეულოში გავიდნენ.
-ფილმს მე ავარჩევ.- ითავა მაქსიმემ. დემნა და ბაბი მალევე სიცილით დაბრუნდნენ ჩვენთან.
-ხომ არ იმაიმუნეთ.- ეშმაკურად გახედა ლერიმ.
-ლერი, გაჩუმდი.- გაეცინა დემნას.
-ავარჩიეეე.- წამოიძახა მაქსიმემ. – Sinister.- კმაყოფილს ჩაეღიმა. მსმენია, რომ საკმაოდ საშიში ფილმია, ამიტომ ლერის კიდევ უფრო მოვხვიე ხელები და ფილმისთვის მოვემზადეთ.

ფილმის დაწყების მოლოდინში ლერის სხეულს ტკიპასავით ავეკარი. ამაღამ არ დამეძინება ამ დებილების გამო. ყველანი დადგნენ და მიყარაულონ ვინმე რომ არ გამომიხტეს ლოგინის ქვეშიდან და არ მომკლას. ‘ ორი წლის ბავშვსაც არ ექნება შენნაირი დებილი აზრები ‘ - ამას მგონი ტყუპი წიხლი უნდა სახეში. ნერვები მომეშალა და აი ფილმიც დაიწყო. როცა კადრში ხის ტოტზე დასახრჩობად ჩამოკიდებული ოთხი ადამიანი გამოჩნდა კინაღამ მოვკვდი. შემაძრწუნა ამ სანახაობამ და ლერის კისერში ჩავრგე თავი, თან მის სურნელს ვიყნოსავდი და ეს საოცრად მსიამოვნებდა. ხელები უფრო მაგრად მოვხვიე. ლერიც მიხვდა, რომ მეშინოდა და უფრო მაგრად მიმიხუტა.
-ნინა შეგიძლია ეკრანს შეხედო.- მითხრა სიცილით.
-მორჩა?- ამოვიკნავლე.
-კიი.- ვიბრაციით ვიგრძენი როგორ ჩაეცინა. მეც თავი ისევ ეკანისკენ გავაბრუნე და მაშინ დაიწყო საშინელება. ბევშვებს, რომ გავხედე ლამის გადავბრუნდი. ბაბი შიშისგან წერტილივით იყო გადაქცეული და დემნას მკლავებში არც კი ჩანდა. ნუცას თვალები დაჭყეტილი ჰქონდა და დაჰიპნოზებულივით ეკრანს შეშინებული მისჩერებოდა, თან მაქსიმეს მაისურს ხელს უჭერდა. მაქსიმეც პასუხად უფრო მაგრად იხუტებდა. არა რა ამ სანახაობაზე მართლა გულიანად გამეცინა. წამით ყველას ყურადღება მივიპყარი, მაგრამ ყველანი შევხტით. როცა კივილის ხმა გავიგე.
-ჯანდაბა, გული ამომივარდა.- დავიღრინე.
-აბა მე მკითხე.- გამომხედა ნუცამ, რომელსაც მკვდრისფერი ედო.
ნელ-ნელა კინო უფრო საშიში ხდებოდა და მეც ისე ვეხუტებოდი ლერის, რომ მალე გავგუდავდი უჰაერობისგან, ან უკეთეს შემთხვევაში ძვლებს დავუფშვნიდი. აიი კიდევ ერთი საშიში მომენტი და ოთახში ამაზრზენი ღრიალის ხმა გაისმა.
-ააააააააააააა.- ამ ბიჭებმა სულ გაუბერეს. ბოლო ხმაზე იღრიალეს და ჩვენც მეტი რა გვინდოდა ... ავკაკანდით ქათმებივით და ამ დროს ჩვენს დასამალ ადგილს ვერსად ნახავდით.
ღრიალზე კენგურუსავით წამოვფრინდი და ოთახში კივილით დავიწყე სირბილი. ნუცა და ბარბარა ჩემზე უარეს დღეში იყვნენ. ბოლოს ბიჭების ხარხარმა აზრზე მოგვიყვანა. გამწარებული ვეტაკე ლერის და ერთი კარგი მუჯლუგუნი მივართვი.
-მეტკინა გოგო.- წამოიკრუსუნა და თან მუცელზე ხელს ისმევდა.
-შენი აზრით რატომ ჩაგარტყი?- შევუკივლე.
-გიჟი ხარ.- თვალი ჩამიკრა.
-იმისთვის, რომ გტკენოდა. - კბილებში გამოვცერი. -და კიდევ ... გიჟი ბებიაშენია. - უკვე ნერვები აღარ მყოფნიდა.
-კაი ხო პატარავ, მოდი აქ .- ხელზე მომქაჩა და მისკენ მიმიზიდა. არ შევწინააღმდეგებივარ. ხელები მოვხვიე.
-მაქსიმე, სიკვდილს განატრებ!- აგიზგიზდა ნუცა.
-კარგი, კარგი მაპატიე.- სიცილს ვერ იკავებდა მაქსიმე. -მოდი აქ.- მისკენ დაქაჩა ნუცა.
-მომშორდი შე ვირო.- შეუბღვირა ნუცამ.
-ნუ ჯიუტობ.- ახლა მართლა აიკრა მაქსიმემ ნუცა.
-ააჰაჰაააჰაჰჰააჰჰ.-დემნას კაკანი მომესმა. მისკენ გავიხედე და კედელთან ჩაკეცილ ბაბის მოვკარი თვალი, რომელიც შიშისგან საცაა მოკვდებოდა.
-არ მომეკარო.- შეაჩერა მისკენ მიმავალი დემნა.
-ბრძანება შესრულებას არ ექვემდებარება.- გაუღიმა და წამში ჰაერში ააფრიალა და მაგრად მიიხუტა.
-კარგი დავწვეთ ბავშვებო, ცოდოები არიან გოგოები.- თქვა მაქსიმემ და ნუცას მოწყვეტით აკოცა.
-აჰამ დავწვეთ.- დაეთანხმა დემნაც.
-კარგით მაშინ ძილინების ბავშვებო.- მოგვაძახეს ნუცამ და მაქსიმემ და ზემოთ ავარდნენ. მათ საქციელზე გამეცინა.
-ტკბილი ძილი.- ბაბი და დემნაც დაგვემშვიდებნენ და ხელიხელგადახვეულები მაღლა ავიდნენ.
-არ ამოხვალ?- წარბები ამითამაშა ლერიმ და ეშმაკურად გამიღიმა.
-შენზე გაბრაზებული ვარ.- ვეცადე სერიოზული და დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
-ისევ?-
-ისევ!-
-შენი ნებაა.- მითხრა და მაღლა ავიდა. დებილიი ... აქ დამტოვა ... ახლა შუქი მე უნდა ჩავაქრო ... ვაიმე მარტო სიბნელეში ... შუქები ჩავაქრე და სინათლის სისწრაფით ავვარდი მაღლა. საძინებელში გიჟიბით შევვარდი და ლერის დაფეთებულ და გაკვირვებულ მზერაზე ლამის დაბლა გავწექი და ხოხვა დავიწყე.
-აბაზანაში შევდიივარ.-
-პირსახოცი კარადაშია.- პირსახოცი გამოიტანა და სააბაზანოში შევიდა. უცებ მაგიდაზე დადებული ლერის ტელეფონი აწკრიალდა. ესემესი მოუვიდა. დავხედე ‘ელეანორი’ ვინ არის ნეტავ? ხომ არ გავხსნაა? არა ლერის რას იფიქრებს. ჩემს თავთან ბჭობის შემდეგ ესემესი გავხსენი.
‘ლერი, იმედია გახსოვს, რომ შემპირდი ქალაქს დაგათვალიერებინებო’. ეს თხა ვინ არის. რას ქვია პირობა თუ ახსოვს. ამას ქალაქს კიარა მის სასაფლაოს დავათვალიერებინებ ! ამ ცხენს ვლანძღავდი, როცა წყლის გადაკეტვის ხმა გავიგონე.სასწრაფოდ ლოგინში ჩავხტი და მეტი დამაჯერებლობისთის წიგნი დავიკავე. სახელურის ჩხაკუნის ხმა გავიგე და სააბაზანოსკენ თვალი გავაპარე, იქიდან კი პირსახოცშემოხვეული ნახევრად შიშველი ლერი გამოვიდა. სველი თმებიდან წყალი წურწურით ჩამოსდიოდა და მის გამოყვენილ ექვს კუბიკზე დასრიალებდა. ვაიმე რა სექსუალურია ... ახლა მოვკვდბები ... ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
-არ დაიხრჩო და კიდევ, ეგ წიგნი უკუღმა გიჭირავს. - ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მითხრა. ნერვები მომეშალა და საწოლში კარგად შევიფუთე, გვერდი ვიცვალე და თვალები დავხუჭე. მალე ლერიც მომიწვა. მისი ტორები წელზე მომხვია და მის სხეულს ამაკრა, თავი ჩემს კისერში ჩარგო და კოცნა დამიტოვა. გამაჟრჟოლა.
-ძილინების პატარავ.-
-ძილინების ლერი.- ვუთხარი და კიდევ უფრო მივეკარი მის სხეულს. ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ იმ ცხენქალას ესემესი გამახსენდა და დენდარტყმულივით წამოვვარდი. დაფეთებული ლერი გიჟივით წამოვარდა და სანათი აანთო . გაკვირვებული მიყურებდა.
-ნინა ხომ კარგად ხარ?- ხმაში შიში შევატყე.
-ელანორი ვინ არის?- გამოვცერი კბილებში.
-შენ რა ჩემი სმსები წაიკითხე?- ეშმაკურად გამომხედა
-რა ანუ იქ ... რაა ... კიდევ ... ანუუ ...- ენა დამება -იქ კიდევ რამე ცუდიი ეწერა სტაილს?- თვალები შუბლზე ამეწეპა.
-აჰაჰაჰჰ ... არა პატარავ და შენ სარას შესახებ საიდან გაიგე?- წარბები მაღლა აზიდა და ხელები გადაიჯვარედინა. შარში ვარ. რა ვუთხრა, რომ მისი სმს წავიკითხე? ‘ შერეგვენო ხომ უკვე იცის, რომ მისი სმსები წაიკითხე’- ეს ჩემი თავკომბალა და იხვნისკარტა ‘მე’ - ა ყურადღება არ მიაქციოთ.
-ამმ ... ისა მე ... ლერი ...-
-ჩემი სმს ნახე.- ჩემი სიტყვები დაასრულა.
-ხოო.- უღონოდ ვუთხარი და სირცხვილსგან თავი მქონდა ჩახრილი.
-ელეანორს ქალაქი უნდა დავათვალიერებინო.- ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემში ჯაჭვებით დაბმულ ალქაჯს გაეღვიძა.
-ვინ არის ეგ ქალი, ან საიდან იცნობ!- სადაცაა გავსკდებოდი ბრაზისგან.
-ჩემი ძველი მეგობარია.-
-რამდენად ძველი.- ლერი, ამოქმედებულ ნაღმზე დგახარ!
-არც ისე დიდი ხნის ... საფრანგეთში გავიცანი.- მხრები აიჩეჩა.
-როდის იყავი საფრანგეთში?- მალე თავიდან ბოლი ამომივიდოდა.
-ერთი წლის წინ.- მოვკლავ მაგ უბედურს.
-შეყვარებული ყავს?-
-არა.- უცნაურად გამომხედა.
-აჰ ანუ ბებერია.- ცოტა დავმშვიდდი.
-რატომ გგონია, რომ ბებერია. - თვალებში ჩამაშტერდა .
-რაააა ... ანუ ახალგაზრდაა?- პირი დავაღე .
-კი და საკმაოდ სექსუალურიც.- ტუჩები გაილოკა. ეს ... ეს ... ეს... ერთი ამ ვირს დამიხედეთ ... მოგგუდავ შეუბედურო! მაგასთან არაფერი მიქარო ლერი, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, დამიჯერე!
-ლერი.- გავუღიმე.
-რა იყო პატარავ.- მანაც ღიმილით გამომხედა, მაგრამ წამში ტკივილნარევმა გამოხედვამ შეცვალა, როცა გვერდში იდაყვით მოვეფერე.
-ააააა ... ეს რისთვის?- გვერდს იზელდა.
-იმისთის, რომ მას სექსუალური უწოდე და კიდევ იმისთვის რომ ლამის ვირტუალურად დააოორსულე!- ბოლო სიტყვებზე ლამის პომიდორს დავემსგავსე გაბრაზებისგან.
-აჰაჰაჰჰა. .. ხომ არ ეჭვიანობ?- წარბები ამითამაშა.
-ჰაჰაჰა ... მე შენზე? გამორიცხულია.- ცინიკური ღიმილი სახეზე შემახმა.
-რატომღაც არ მჯერა.- ისევ ეს მზერა.
-გინდა დილით მზის სხივები იხილო?- ვეცადე სერიოზული ვყოფილიყავი.
-კარგი, კარგი დაწყნარდი პატარავ ... ელენასთან შესახვედრად ჩემთან ერთად წამოხვალ ... აი ნახავ მოგეწონება ... კარგი გოგონაა. - მომეხვია
-ამას მე თვითონ გადავწყვეთ!-
-რას გადაწყვეტ?-
-რა ჩიტიც ბრძანდება იმას.- შევუბღვირე და საწოლში ჩავეგდე.
-ჩემი პრინცესა გაბრაზდა.- ჩამეხუტა ლერი. არაფერი მიპასუხია, უბრალოდ თვალები დამეხუჭა და ლერისთან ჩახუტებულს ჩამეძინა.

თავი 11
დილით როგორც ყოველთვის მზის სხივებმა გამაღვიძეს. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან ლერი, რომ არ გამეღვიძებინა. კარადიდან შორტები და მაისური გამოვიღე და სააბაზანოში შევედი. შხაპი მალევე მივიღე, ჩემდა გასაკვირად და ოთახში ჩამოვედი. ლერის ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ ოთახიდან ნელა გავედი და დაბლა ჩევედი. პირდაპირ სამზარეულოში შევედი, სადაც ბაბი ტრიალებდა. მასთან მივედი, მაგრად მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე. მანაც იგივე გააკეთა და ასე ერთმანეთს აწებებულებმა როგორც გვჩვევია არაფერზე სიცილი ავტეხეთ. კიდევ კარგი გაგავახსენდა, რომ სხვებს ჯერ კიდევ ეძინათ, ამიტომ პირზე ხელი ავიფარეთ და ჩვენებრად უხმოდ ხარხარი გავაგრძელეთ. ბაბი ლორს და კვერცხს წვავდა. მე ყავის მომზადება დავიწყე. სუფრაც გავაწყვეთ და ბავშვების დაძახებას ვაპირებდით, როცა სამზარეულოში ყურებამდე გაღიმებული დემნა შემოვიდა.
-დილამშვიდობის ჩემო პრინცესებო.- ორივე ერთად მიგვიხუტა და თავზე გვაკოცა.
-დილამშვიდობის დემნა.- ლოყაზე ვაკოცეე.
-დათუჩააა ... დილამშვიდობის.- ტუჩების მიაწება ბაბიმ.
კიბეებზე მძიმედ დაშვების ხმა გავიგონე და სამზარეულოში თმა აბურძგნული ლერი შემოვიდა და ყველას მოგვესალმა.
-დილამშვიდობის ბაშვებო.- გაგვიღიმა და მე, რომ მიყვარს ის ღრმულები გამოუჩნდა ლოყებზე. ამას შევჭამ ახლა საუზმის მაგივრად.
-პატარაავ.- ჩემკენ გამოემართა და მისი თბილი ტუჩები ჩემსას მოაწება. ბიჭებს ძალიან შიოდათ, ამიტომ მაგიდას მიუსხდნენდა მე და ბაბიმაც ‘ფუსფუსი’ დავიწყეთ. ბიჭები სასაცილო ამბებს გვიყვებოდნენ და ჩვენც ვხარხარებდით, ნუ მე ვჭიხვინებდი. ამ სიცილში მსხვრევის და ყვირილის ხმა გავიგეთ. ზემოდან მოდიოდა.
-ვაიმე, მაქსიმემ და ნუცამ ხომ არ იჩხუბეს.- შეიცხადია ბაბიმ.
-აუ ნეტა მართლა ხომ არ იჩხუბეს?- უკვე ავნერვიულდით. ჩხუბის ხმა თანდათან იზრდებოდა და მსხვრევის ხმაც რამდენჯერმე გავიგეთ. ვსო დაიწყო მესამე მსოფლიო ომი.
-ვაიმე ნუცა, რამდენჯერ უნდა გითხრა ეს ის არ არის რაც გგონიათქო!- ღრიალებდა მაქსიმე.
-აბა ეს რა ჯანდაბაა? გგონია დამაბოლებბ!- კიოდა ნუცა.
-გოგო, ახსნა მაინც მაცადე.-
-მაქსიმე, მოგკლავ იცოდეე!- საოცარ ხმებს გამოსცემდა ნუცა,
-აუუ ჩემი ეს ვის გადავეყარეე!- მობეზრებულმა ამოიფშვინა მაქსიმემ.
-სიკვდილის მანქანააასს!- იკივლა ნუცამ და რაღაც დაიმსხვა. მგონი ვიღაცას რაღაც შეელეწა სიფათში. კიბეზე ბრახუნი გავიგონეთ და ოთხივე იქით გავვარდით. ნუცა გამწარებული ჩამორბოდა კიბეებზე, უკან მაქსიმე მომსდევდა. ვაიმე ნუცას დანახვაზე შიშისგან ლამის გული წამივიდა.
-ნუცა, აგიხსნი მოიცადე.- მაჯაში წვდა მაქსიმე.
-რას ამიხსნი? იმას თუ როგორ გთხოვდა, ვიღაც ბ*ზი მასთან მისვლას და მისი ჰორმონების დაკმაყოფილებას!- იწივლა ბოლო ხმაზე და ხელი უხეშად გააშვებინა.
-აუუ ჩემიიი! რა ხისთავიანი ხარ გოოგო! მაგასთან ადრე მქონდა ურთიერთობაა! შენი აზრით, ეცოდინებოდა, რომ უკვე მეორე დღეა, რაც შეყვარებული მყავს? - მაქსიმეს უკვე ძალა აღარ ჰქონდა ამდენი ყვირილის.
-მომშორდი, თორე ძვლებს დაგიმტვრევ.- გამოსცრა ცუნამ
-აქედან არ წავალ.- არ ნებდებოდა მაქსიმე.
-გაეთრიე მააქს!- იყვირა ნუცამ. - მოკიდე შენს ნივთებს ხელი და აქედან მოშორდი!- გააზრებაც ვერ მოვასწარით ისე მაქსიმემ ნუცა მხარზე მოიგდო და გასასვლელისკენ წავიდა.
-რეგვენოო !! დებილო !! მუტანტო ქორჭილავ !! დამსვი !! დამსვი ახლავე, რომ გეუბნები !! - ღრიალებდა მაქსიმეს მხარზე სარეცხივით გადაფენილი ნუცა.
-შენ მითხარი შენს ნივთებს ხელი მოკიდე და აქედან წადიო ... ხო და პატარავ გემორჩილები!-
-დებილო დამსვი.-
-შენ მითხარი, რაც შენია ხელი მოკიდე და აქედან წადიო, ხო და მეც ბრძანებას ვასრულებ და ჩემი ნივთი აქედან მიმაქვს!-
-მერე და მე ნივთი ვარ შე ვირო?-
-ნივთი არა ჩემი გოგო ხარ! შესაბამისად ჩემი საკუთრება. ასე, რომ მოკეტე ლამაზო ეგ შენი პირი და ჩემთან ერთად წამოდი.-
-დამსვიიიი!- კიოდა ნუცა და თან ზურგზე მუშტებს ურტყამდა.
-ნუ ფართხალებ გოგო, გამივარდები.-
-მეზიზღები.-
-ხო მეც მიყვარხარ!- არ დააკლო მაქსიმემ ირონია და ამასობაში მხარზე გადაფენილ ნუცასთან ერთად გაუჩინარდა. ოთხივე გადებილებულები ვიდექით და ერთმანეთში შოკირებულ მზერებს ვცვლიდით.
-მაქსიმე მოუვლის.- ჩაიცინა ლერიმ
-ჩვენს ბიჭს ეს ეხერხება.- დაამატა დემნამ და ორივენი სამზარეულოში დაბრუნდნენ, მე და ბაბი კი გაშტერებულები ზომბებივით უკან გავყევით ბიჭებს და გონებაში მომხდარს და ამ ძალიან მაგარ ამბავს ვაცნობიერებდით.

ნუცას თვალთახედვით:
-დამსვი შე ვიროო.- ვკიოდი ბოლო ხმაზე და თან ზურგზე მუშტებს გამეტებით ვურტყამდი. შენც არ მომიკვდე ... ძვრა ვერ ვუყავი ... მართლა ვირია !
-გოგო გაჩერდი ცოტახანს.- შემიბღვირა.
-შენ ბიჭო დაწყობილი თუ ხარ, სარეცხივით გადაფენილი გყავარ და კიდე მე გავჩერდე?- შევუკივლე.
-თავის ქალა ამხადე.- მითხრა მობეზრებულმა.
-შენ იმაზე იზრუნე კისრის ძვლები არ დაგიმტვრიო და ინვალიდი არ დაგტოვო ... ანდა უკეთესი ... არ მოგკლა!- შევებღვირე.
-მოისვენე გოგო. ვახ ჩემი, ეს ვის გადავეყარე.-
-დამსვი მაქსიმე!- კბილებში გამოვცერი.
-არა და მორჩა ამაზე კამათი. ნუცა იცოდე კიდევ თუ აფართხალდები ხელებს გაგიშვებ და მიწაზე დაგაგდებ! ღირსიც იქნებიი!- არა ეს ისეთი დებილია ამას მართლა იზამს. ან ინვალიდს დამტოვებს, ან რამეს მომტეხავს. დანებების ნიშნად შევიღრინე და სახეზე ჩამოყრილ თმებს უემოციოდ სული შევუბერე.
-ვერ გიტან!- გავიბუსხე.
-ხო, მეც ძალიან მიყვარხარ.- ამ ირონიას ერთ დღეს იქნება და სახეზე მივაფშვნი!
-მოვედით- წამოიძახა. გარშემო მიმოვიხედე. აქაურობა მეცნო . ტბასთან ვართ.
-აქ რა გვინდა?- ვკითხე მობეზრებულად.
-ცოტა აზრზე უნდა მოგიყვანო.- გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ჩამაგდო ყინულივით წყალში.
-აააააააააა- კივილით ამოვყვინთე -ტყავს გაგაძრობ მაქს! ვერ გადამირჩები.- ვემუქრებოდი და თან სიცივისგან კბილები მიკაწკაწებდა.
-იმედია ახლა მაინც მოხვალ აზრზე და მომისმენ!-
-შენს მოსმენას არ ვაპირებ!- ნაპირისკენ გამოვცურე.
-აპაპაპაპპ ... აქედან მანამ არ ამოხვალ სანამ ბოლომდე არ მომისმენ.- წინ გადამიდგა.
-ჩავყვინთავ და შენ რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე ... მაინც დებილები ლაპარაკობენ ხოლმე თავისთვის ... ნუ ხომ გესმის ... შენც დებილი ხარ დაააა.- ირონიულად გავუღიმე.
-როგორც გინდა, მე არსად მეჩქარება.- ტბის პირას ჩამოჯდა. დედაა, ეს მემგონი მართლა დებილია ... გამყინავს აქქ!
-გავიყინები, აქ ცივია წყალი. მაქსიმე ნაპირზე უნდა ამოვიდე!-
-სანამ არ მომისმენ მანდ იქნები ნუცა!- მივხვდი მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დავემორჩილე.
-კარგი გისმენ.- უღონოდ ვუთხარი.
-მოკლედ, ის გოგო ჩემი ერთ-ერთი ნაშაა, რომელთანაც უბრალოდ ვერთობი ხოლმე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, რადგან ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი, მე შენს გარდა სხვა გოგო არ მჭირდება ნუცა, მე მარტო შენ მჭირდები. იმ გოგოსთან მისვლას აღარ ვაპირებ შენს თავს ვფიცავარ. უბრალოდ მინდა, რომ მენდო გესმის? და სხვა არაფერი ახლა კი წყლიდან ამოდი, მართლა არ გამიცივდე.- მისმა სიტყვებმა გულში დიდი სითბო ჩამიღვარეს. შემრცხვა იმის, რომ მაქსიმეს არ მოვუსმინე და ისტერიკები მოვუწყვე, უბრალოდ სხვა ქალს ჩემს ბიჭს ვერ გავუყოფ. წყლიდან სასწრაფოდ ამოვედი. ერთიანად ვკანკალებდი.
-ეს მოიცვი.- მაქსიმემ მისი კურტკა მომახურა. თვალებში ვერ ვუყურებდი, მისი ძალიან მრცხვენოდა.
-ჰეი კარგად ხარ?- თავი მაღლა ამაწევინა.
-კი.- ძლივს ამოვიხავლე.
-მაპატიე პატარავ, არ მინდოდ ამის გაკეთება, უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვე.- ხელი ლოყაზე ჩამომიტარა.
-არაფერია, ჩემი ბრალია.-
-მოდი აქ ჩემო სულელო გოგოვ.- მისკენ მიმიზიდა და ჩემს გაყინულ ტუჩებს მისი თბილი ტუჩები მოაწება და იმ წამს ტანში მილიონობით ვოლტმა დამიარა.
-მიყვარხარ მაქს.- ამოვიკნავლე.
-მეც მიყვარხარ პატარავ.- მის სხეულს უფრო ამაკრა და სახლისკენ წამიყვანა.
* ნინას თვალთახედვით *
ოთხივე მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით. დილით სახლში ვბრუნდებოდით და საშინლად არ მინდოდა აქედან წასვლა. ზოზინით წამოვდექი და ხვალისთვის ბარგის ჩალაგება დავიწყე. კარი გაიღო და ოთხში ლერი შემოვიდა.
-პატარავ რას აკეთებ?-
-ხვალისთვის ვემზადები.- ვუთხარი მოწყენილმა.
-ჰეი ნინა, რატომ ხარ მოწყენილი?- ჩემთან მოვიდა და მიმიხუტა.
-არ მინდა აქედან წასვლა.- ცრემლები ვერ შევიკავე და ავტირდი.
-ჩემი სულელი გოგო. შენ რა ტირი?- გაკვირვებულმა შემომხედა და თბილად გამიღიმა.
-არაა.- ვთქვი სლუკუნით და ცრემლები უხეშად მოვიწმინდე.
-დაწყნარდი პატარავ, გინდა ეს ღამე განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეს?-
-მინდა.- ამოვიკნავლე.
-მაშინ მოემზადე ... ჰოო კიდევ თბილად ჩაიცვი.-
-სად მივდივართ ლერი?-
-ცოტა ხანში ნახავ.- მომაძახა და ოთახიდან გაუჩინარდა.
მაიტერესებდა სად მივდიოდით. ლერის ინსტრუქციებს დავემორჩილე. ნაქსოვი მაისური, შავი ჯინსები და კეტები ჩავიცვი. ოთახში ლერიც შემოვიდა.
-მზად ხარ?-
-კიი- ვუთხარი აღფრთოვანებულმა.
-მაშინ წავიდეთ.- ხელი მაგრად ჩამკიდა და სახლიდან გავედით. სულ მალე ტბასთან აღმოვჩნდით.
-ღმერთო რა ლამაზია აქაურობაა... არ მეგონა თუ ღამე აქ ასეთი კარგი იქნებოდა.-
-მართალი ხარ ნინა, მშვენიერია აქაურობა, მაგრამ შენ ვერცერთი სილამაზე ვერ შეგედრება.- ახლოს მოვიდა და ტუჩებზე ნაზად მემბორა.
-იმ ხესთან წამოდი.- დიდი და ძალიან ლამაზი ხისკენ მიმითითა, რომელიც ტბასთან შედარებით ამაღლებულ ადგილას იყო და იქიდან საოცარი ხედი იშლებოდა. ლერი ხის ძირში ჩამოჯდა, მე კი მის კალთაში მომათავსა და მის სხეულს ზურგიდან ამაკრა. მიყვებოდა ამბებს მის ბავშვობაზე, იმაზე თუ როგორი გიჟი იყო და როგორ ამწარებდა ყველას. მის ამბებზე მეცინებოდა და ვაჯავრებდი კიდეც. შიგადაშიგ ძლიერად მხვევდა წელზე ხელებს და ყელში მკოცნიდა. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა იმის გაფიქრებაზე, რომ მე ახლა ამ მშვენიერ ადგილას ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი და ვგრძნობდი, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ვიყავი.
-ნინა.- გავიგე მისი ხრინწიანი ხმა.
-გისმენ ლერი.- მისკენ შევბრუნდი და ნაზად გავუღიმე.
-მგონი დროა სარაზე ყველაფერი გიამბო.- მისმა სიტყვებმა გული ამიჩქარა. ვიცოდი რა მტკინეულიც იყო მისთვის ამ ყველაფრის თავიდან გახსენება.
-ლერი თუ გინდა ...- გამაწყვეტინა.
-მინდა.- თბილად გამიღიმა.
-მაშინ გისმენ.- მის ტანს უფრო ავეკარი და ხელები მაგრად მოვუჭირე იმის ნიშნად, რომ მე მას მხარში ვედექი და შეეძლო ჩემთვის ყველაფერზე თავისუფლად ესაუბრა. მანაც უფრო მაგრად მიმიხუტა. ერთი ძლიერად ამოიხვნეშა და მოყოლა დაიწო.
-მოკლედ, სარა, ის ჩემი შეყვარებული იყო. ბავშვობიდან ერთად ვიყავით, როცა 10 წლის ვიყავი სიყვარულში გამოვუტყდი და მას შემდეგ 6წელი შეყვარებულები ვიყავით, სანამ საშინელ ავარიაში არ მოყვა და ის და ჩემი შვილი არ დაირუპნენ.- შვილიიიი? ექოსავით გაისმა ეს სიტყვები ... როგორ თუ შვილი, ღმერთო ახლა უკვე უკეთ მესმის ლერის და მასთან ერთად ეხლა მეც გაუსაძლისად მტკიოდა. თვალები ამიცრემლიანდა, მაგრამ არ მინდოდა ლერის ეს შეემჩნია ამიტომ მისი მოსმენა გავაგრძელე.
- სანამ სარა ავარიაში მოყვებოდა მითხრა, რომ ბავშვს ელოდებოდა ჩემგან. იმ დროს ღმერთს გეფიცები ჩემზე ბედნიერი კაცი ქვეყნად არ არსებობდა. მართალია ორივენი საკმაოდ პატარები ვიყავით, მაგრამ პასუხისმგებლობას არცერთი გავურბოდით. ისე მიხაროდა.- თავი გააქნია
- იმ დღეს, როცა ეს ამბავი მახარა ქალაქგარეთ მიდიოდნენ ნათესავებთან, სწორედ მაშინ საშინლად წვიმდა. არ უნდოდა წასვლა ... ნეტა არ გამეშვა.- თქვა დანანებით, რამაც ცოტა არ იყოს გულში რაღაც ჩამიწყვიტა.
-გზა სველი იყო ამიტომ მამამისმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პირდაპირ ხრამში გადავარდა. სარა ადგგილზე დაიღუპა მისი მშობლები კი რეანიმაციაში რამდენიმე თვე უშედეგოდ იწვნენ. სამწუხაროდ ისინიც დაიღუპნენ.- ერთიანად შემძრა ამ ამბავმა. რამხელა ტრაგედიაა. არავის არ ვუსურვებ ასეთ რამეს.
- მე რომ არ გამეშვა ასე არ იქნებოდა. იმ ამბის შემდეგ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. სასმელს და ნარკოტიკებს მივეძალე. ყოველ დღე ავდიოდი სარას საფლავთან და მისთვის ყვავილები ამქონდა. ვინ იცის რამდენი ღამე გამითევია მის საფლავთან იმის გამო, რომ არ შეშინებოდა ან არ შესციებოდა. საკუთარ თავს არ ვგავდი. გონს მაშინ მოვედი, როცა დედაჩემმა დაჩოქილმა მთხოვა მისთვის ძველი ლერის დაბრუნებდა და მას შემდეგ უკვე ორი წელია მის საფლავზე აღარ გავსულვარ. საფლავზე, სადაც სარას უსიცოცხლო სხეული მიწას მივაბარე.- თქვა ლერიმ და ბლანტი სითხე ჩამოცურდა ჩემს ხელზე. ლერი ტიროდა. მაშინვე მისკენ შევტრიალდი და ცრემლები მოვწმინდე და მაგრად ჩავეხუტე. ხელები წელზე მომხვია და უფრო მაგრად მიმიხუტა. თავი ჩემს კისერში ჩარგო და რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა. მომშორდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-შენ რა ტირი?- სახეზე გაკვირვება დაეტყო. ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე მხოლოდ თავი ჩავხარე.
-მადლობა ნინა.- ამოიჩურჩულა.
-რისთვის?- გავხედე ორაზროვნად.
-იმისთვის, რომ მხოლოდ მისმენდი და ჩემი ტკივილი გულთან მიგქონდა. ვიცი, როგრი მტკივნეულიც იყო შენთვის იმის მოსმენდა თუ როგორ ვნანობ იმას, რომ სარა გავუშვი, მაგრამ იცი რა ... ეს ალბათ ... უბრალოდ ...-
-არაა საჭირო.- გულს მტკენდა ის ფაქტი, რომ ლერი გრძნობებში ვერ გარკვეულიყო.
-ნინა შენ ვერ გამიგე.- ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - არ ვაპირებ ვიცხოვრო სარას აჩრდილთან ერთად. ის იყო ჩემი პირველი სიყვარული, მაგრამ არა უკანასკნელი. სარა ჩემი ლამაზი და ამავე დროს მტკივნეული წარსულია, შენ კი, ნინა, ჩემი ბედნიერი აწმყო და მომავალი ხარ! მიყვარხარ ნინა, სიცოცხლეზე მეტად! იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია. მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ და არასდროს დაგკარგავ გესმის! ყოველთვის ჩემი გოგო გერქმევა. ლერის გოგო.- გამიღიმა და მოწყვეტით მაკოცა.
-მეც მიყვარხარ ლერი ... ყველაზე და ყველაფერზე მეტად ... ჩემი ცხოვრების აზრი ხარ გესმის! ადამიანი ხარ, რომელმაც დამანახა, რომ ამ ჯანდაბა ცხოვრებაში არის რაღაც კარგი, რაღაც კიარა ვიღაც და ეს ვიღაც შენ ხარ.- ვუთხარი და ვნებიანად ვაკოცე. მიმიხუტა და ხელებს ისე მიჭერდა გეგონებათ სადმე გავექცეოდი.
-შენზე არაფერს მომიყვები პატარავ?- მკითხა მცირე პაუზის შემდეგ. ამის გაგონებაზე გული გამიჩერდა. ბრაზი, სევდა, ტკივილი ყველაფერი ერთიანად მომაწვა. თვალები ამიცრემლიანდა და წყლის ერთმა პატარა წვეთმა ჩემს ლოყაზე გაიკვალა გზა.
-ჰეი პატარავ. მიმიხუტა ლერიმ - თუ არ გინდა არ დაგაძალებ.
-არა ლერი ყველაფერი რიგზეა.- უფრო ჩავეხუტე და მოყოლა დავიწყე.
- მოკლედ ადრე მშობლებთან ერთად ლონდონში ვცხოვრობდი. 7 წლამდე მშობლებთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი, მანამ სანამ მამაჩემმა არ მიგვატოვა, მანამდე კი ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია. ქალაქში ერთი ქალი გაიცნო და საყვარლად გაიხადა. სახლში ყოველ დღე მთვრალი მოდიოდა და დედას უყვიროდა. მე ამ ყველაფერს ვუყურებდი და თანდათან ყველაფერი თავზე მენგრეოდა. მამამ სმას უმატა და მისგან აგრესია უფრო გახშირდა. ერთხელ ძალიან მთვრალი მოვიდა სახლში და დედას ეცა. ახრჩობდა. მასთან მივედი და ვუთხარი დედასთვის თავი დაენებებინა. ამაზე საშინლად გამწარდა. დედა ოთახში ჩაკეტა მე კი ... მე კი...- ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ლერის ძლიერი მკლავები ვიგრძენი წელზე და ცოტა დავმშვიდდი.
-სარდაფში ჩამათრია და ქამრით სასტიკად მცემა. მისი შრამები ახლაც მამჩნევია და ყოველ დღე იმ საშინელებას მახსენებს. ერთი თვე საავადმყოფოში გავატარე. კოშმარები წლების განმავლობაში მაწუხებდა. სულ ის კადრები მედგა თვალწინ როგორ გამეტებით მირტყამდა მამაჩემი, რომელსაც ჩემთვის ერთხელაც კი არ ჰქონდა დანაყვირები. იმ დღეს მამაჩემი შემძულდა და მას შემდეგ ის ჩემთვის მკვდარია. მიუხედავად იმისა, რომ მის გვარს ვატარებ ის მთელი არსებით მძულს. იმ დღის შემდეგ არც მინახავს. 10 წელი გავიდა და ერთხელაც არ შეგვხმიანებია.მას შემდეგ მე და დედა ერთად გადმოვედით ამ პატარა ქალაქში და ვცდილობთ წარსული სამუდამოდ დავივიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ყოველ დღე იმის ყურება თუ რა გაგვიკეთა მამაჩემმა შეუძლებელს ხდის ამ ყველაფერს.- ამოვისლუკუნე და თავი დავხარე.
-პატარავ მოდი აქქ.- მიმიხუტა ლერიმ ეტყობოდა გაოცებული იყო ჩემი ამბით.
-ახლა ჩვენი ცხოვების შესახებ ორივემ ვიცით და მგონი ღირსები ვართ ბედნიერები ვიყოთ ერთად.- თვალებში შევხედე.
-მე შენ გაგაბედნიერებ ნინა.- მითხრა ლერიმ და იმ წამს ათასგვარი გრძნობა განვიცადე. საოცრად გამაბედნიერა მისმა სიტყვებმა. მასთან მივედი და მის ტუჩებს მივეწებე.

დილით ჩემს ლოგინში გამეღვიძა. ალბათ ისევ ლერიმ მომიყვანა. ლოგინზე წამოვჯექი. როგორც ჩანს მარტო ვარ. ფიქრის დასრულებაც ვერ მოვახერხე, რომ ოთახში გაღიმებული ლერი შემოვიდა და მაშინვე შემაფრინდა.
-ჩემი პატარაა.- მოწყურებული დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა. ვნებიანად მკოცნიდა. ხელები მოვხვიე და უცებ ფეხზე წამოდგა. გაკვირვებისგან პირი დავაღე. ეს რაიყო ... მეკაიფება?- ლერის მკვლელი მზერა ვესროლე.
-მოემზადე პატარავ, გავდივართ.- თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. მეც სწრაფად მოვემზადე და დაბლა ჩევედი. ბავშვები უკვე მზად იყვნენ. ყველას მივესალმე.
-აბა წავედით?- იკითხა მაქსიმემ.
-კიი წავედით.- თავი დაუქნია დემნამ. ბარგს და ბაბის ხელი დაავლო და მანქანაში მოთავსდა მათთან ერთად.
-წამოდი პატარავ.- მაქსიმემ ნუცას გახედა და ორივენი მანქანაში ჩახტნენ.
-მომენატრება აქაურობა.- ვთქვი მოწყენილმა.
-გპირდები აქ ყოველთვის მოგიყვან, როცა აქაურობა მოგენატრება.- მიმიხუტა ლერიმ და თავზე მაკოცა. იქაურობას ბოლოჯერ მოვავლე თვალი და მანქანაში ჩავჯექი.
-აბა დღეს არ ვერთობით?- ეშმაკურად გადმოგვხედა მაქსიმემ.
-აბა რაა ძმაოოო.- გაეკრიჭა დემნა.
-მოკლედ დღეს ყველანი კლუბში მივდივართ.- კმაყოფილმა ჩაიღიმა მაქსიმემ
-8-ზე ვიკრიბებით.- გამოაცხადა დემნამ და ყველანი დავეთანხმეთ. მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა. ლერიმ ბარგი გამომიტანა და კარებამდე მიმაცილა.
-გამოგივლი პატარავ.- თვალი ჩამიკრა და მოწყვეტით მაკოცა.
-კარგი ლერი.- გავუღიმე. ისიც მაშინვე მოწყდა ადგილს და ქუჩაში გაუჩინარდა.


თავი 12

რვის ნახევარ იყო, როდესაც გამეღვიძა. ღმერთო ჩემო, დამაგვიანდა ლერიმ რვაზე გამოგივლიო. მე კი ჯერ მზადაც არ ვარ. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ელვის სისწრაფით შევვარდი სააბაზანოში. მოვწესრიგდი, თეთრი მოკლე კაბა და შავი მაღლები ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და უკვე გარეთ უნდა გავსულიყავი, რათა ლერის დავლოდებოდი, როდესაც ტელეფონის ხმა გაისმა. ლერი მწერდა.
„პატარავ, გოგონები გამოგივლიან და ერთად წამოდით, ჩვენ იქ დაგხვდებით.“
„კარგი.“ მივწერე და ნერვებ მოშლილმა მივაგდე ტელეფონი საწოლზე. რა კარგად ეხერხება ადამიანის გაწბილება, მეთქი ერთად წავალთ და გზაში ნერვებს მოვუშლითქო და ამ ვაჟბატონებმა ჩვენ იქ დაგხვდებითო. რამდენიმე წუთში მანქანის სიგნალის ხმაც გაისმა, მივხვდი გოგოები იყვნენ. საჭირო ნივთები ავიღე, დედას დავუბარე, რომ მალე მოვიდოდი და სახლიდან გავედი.
-პრივეტ.- მივესალმე გოგოებს.
-ჩაჯექი, ისედაც ნერვებ მოშლილები ვართ.- მითხრა ნუცამ და მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი, ბაბი უკანა სავარძელზე წამოსკუპებულიყო.
-რაო შენმა ბიჭმა?-
- ჩვენ იქ დაგხვდებითო. ვუთხარი გაბუსხულმა.
-ხო ჩვენც ეგრე გვითხრეს და როგორც მივალ იმ ვაჟბატონებს ღერა-ღერა დავაცლი თმებს.- არ ცხრებოდა ნუცა.
-კარგით რა გოგოებო, რა გჭირთ? იქნებ საქმე ქონდათ რამე და მაგიტო ვერ გამოგვიარეს.- ამ სრულყოფილების განსახიერებას დამიხედეთ. მე და ბაბიმ მკვლელი მზერა ვესროლეთ და ისიც წამში დადუმდა, როგორ იცავს თავის დათუჩას.
-იმედია კარგ მიზეზს მოიფიქრებენ, თორე არ დავინდობ.- ჩაიბუტბუტა ნუცამ.
-შენს გვერდით ვარ დაო.-
-თქვენ იჩხუბეთ და მე კი ჩავეხუტები ჩემს დათუჩას.- გაგვეკრიჭა ბაბი, რა დროსაც მისი მოკვლა მომინდა, მაგრამ ისე საყვარლად გვიყურებდა, რომ სიცილი ვეღარ შევიკავეთ და ავხარხარდით.
დანიშნულებით ადგილას მალევე მივედით. მანქანებიდან გადმოვედით და კლუბში შევედით. რატომღაც ყველაფერი ჩაბნელებული იყო. არც ხალხი იყო გარშემო რა ხდება? სად არიან ბიჭები? შიშმა მომიცვა, ხელებს უმისამართოდ ვაცეცებდი და ვცდილობდი რამე ხმა მაინც გამეგო, მაგრამ ამაოდ. ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
უეცრად, წელზე ვიღაცამ ხელები მომხვია და დამატრიალა. შიშისგან წამოვიკივლე და უცნობს მუშტების რტყმევა დავუწყე.
-გამიშვი, გამიშვი მიშველეეთ, ვინ ხარ? რა გინდა? გამიშვი, თორე ჩემი შეყვარებული მოვა და სახეს გაგიერთიანებს.- დავუწყე მუქარა. შემდეგ ნაცნობი სიცილის ხმა მომესმა.
-მე ვარ პატარავ და სიმართლე გითხრა არ ვაპირებ ჩემი თავის ცემას.-
-რაა? ლერი შენ ხარ? იცოდე მოგკლავ, მაგ ლამაზ სახეს დაგიმახინჯებ, ახლავეს შუქი აანთეთ. ხო იცი როგორ მეშინია სიბნელის.- უკვე პანიკაში ვიყავი და ხელებს ძლიერად ვხვევდი კისერზე. უეცრად, მართლა აინთო შუქი. ლერიმ დამსვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-რა ჯანდაბა ხდება?- დავუყვირე, მაგრამ ჩემთვის პასუხი არ გაუცია. ჩაიმუხლა და ჯიბიდან რაღაც კოლოფი ამოაძვრინა. ვერ ვხვდებოდი რა იყო ამ კოლოფში, საერთოდ ვერ ვფიქრობდი. უბრალოდ ვიდექი ჩემი საყვარელი ადამიანის წინ და ვკვდებოდი ისე მინდოდა გამეგო რა ხდებოდა აქ.
-ნინა, ჩემი ცხოვრების ნაწილო, ჩემო ერთადერთო, ერთად ძალიან ბევრი რამ გადაგვიტანია. ვიცით ერთმანეთის ცხოვრების შესახებ, ამ ცოტა ხანში ისე ძალიან შემიყვარდი, რომ შემიძლია შენთვის თავიც კი გავწირო, თანაც დაუფიქრებლად. არ მიყვარს რომანტიკა და დრამა ამიტომ პირდაპირ გეტყვი. იქნები ჩემს გვერდით ჭირში და ლხინში? გეყვარები მთელი სიცოცხლე, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს? ნინა, გამომყვები ცოლად? ყუთი გახსნა, შიგნიდან კი ვერცხლისფერმა ბეჭედმა დაიწყო კაშკაში. ცრემლები წამომცვივდა, მთელ მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი და უბედნიერესი წუთები მქონდა.
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.- ლერის მივვარდი და ძლიერად ჩავეხუტე, მან ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
-როგორ ძალიან მიყვარხარ.- ჩამჩურჩულა ყურში.
-მეც უზომოდ, ჩემს თავზე მეტად.- ვუთხარი და ტუჩებში ვაკოცე. კარგი მიზეზი ჰქონია იმისთვის, რომ ჩემს წასაყვანად არ მოვიდა, მაგრამ ამისთვის მაინც დაისჯება. ოდესმე...


ნუცას თვალთახედვით:
დანიშნულების ადგილას მალევე მივედით. მანქანებიდან გადმოვედით და კლუბში შევედით. რატომღაც ყველაფერი ჩაბნელებული იყო. არც ხალხი იყო გარშემო, რა ხდება? სად არიან ბიჭები? შიშმა მომიცვა, ხელებს უმისამართოდ ვაცეცებდი და ვცდილობდი რამე ხმა მაინც გამეგო, მაგრამ ამაოდ, ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
უეცრად წელზე ვიღაცამ ხელები მომხვია და დამატრიალა, შიშისგან წამოვიკივლე და უცნობს მუშტების რტყმევა დავუწყე.
-გამიშვი, გამიშვი მიშველეეთ, ვინ ხარ? რა გინდა? გამიშვი, თორე ჩემი შეყვარებული მოვა და სახეს გაგიერთიანებს.- დავუწყე მუქარა. შემდეგ ნაცნობი სიცილის ხმა მომესმა.
-მე ვარ პატარავ და სიმართლე გითხრა არ ვაპირებ ჩემი თავის ცემას.-
-რაა მაქსიმე შენ ხარ? იცოდე მოგკლავ, აქვე დაგასიკვდილებ. ღმერთო, როგორ შემაშინე. ეს რა საქციელია? იცოდე ნორმალური მიზეზი მოიფიქრე იმისთვის, რომ გაპატიო.- საშინლად გაცხარებული ვიყავი და სიმართლე, რომ ვთქვა ვაპირებდი მაქსიმესთვის სილაც გამეწნა, როდესაც შუქი აინთო. ის კი ჩაიმუხლა და ჯიბიდან რაღაც კოლოფი ამოაძვრინა. ღმერთო, ეს ის არის რაც მე მგონია?
-ეს ის არის რაც მე მგონია?- ვკითხე მაქსიმეს.
-არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს (გრძნობას), ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი იღბალს, ზოგიც დამსახურებულ მონაპოვარს, თუმცა ეს არაა მთავარი. რაც ჩემთვის ყველაფერს აღემატება, ეს ისაა, როდესაც პოულობ შენს ნაწილს, იმ ნახევარს, იმ პიროვნებას, ვისთანაც ორმხრივ ჰარმონიაში ხარ და ვისთან ერთადაც სიცოცხლე გაათასმაგებულ ფასს იძენს. არაფერია ისეთი საოცარი, როცა ორი არასრულყოფილება ერთად სრულყოფილად ბედნიერია. ნუცა გამომყვები ცოლად? - მის სიტყვებზე გული ამიჩქროლდა, ხელის გულები გამოიოფლიანდა და ავკანკალდი, სიხარულისგან ცრემლები წამომცვივდა. ვიცოდი, 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ მან ამისთვის დამიბარა აქ.
-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ეს, რომ არ შემოგეთავაზებინა მოგკლავდი იცოდე. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.- მაქსიმემ ბეჭედი გამიკეთა და ძლიერად ჩამიკრა გულში. ეს სწორედ ის იყო რაც მინდოდა. სიცოცხლე ადამიანთან, რომელთან ერთადაც მინდა.

ბარბარას თვალთახედვით:
გოგოები კლუბში შევიდნენ, მე კი ჩანთა მანქანაში დამრჩა და სანამ შიგნით შევიდოდი უკან მოვბრუნდი. მანქანის კარი გავაღე და ჩანთა ავიღე, უკან უნდა მოვბრუნებულიყავი, როდესაც ფეიერვერკების ხმა გაისმა. ცაში ავიხედე, რომელიც ათასფრად გაკაშკაშებულიყო. ყოველთვის მიყვარდა ფეიერვერკების ყურება, ხმაური, რომელიც სიამოვნებას გგვრის და სილამაზე, რომელიც თვალს გჭრის. რამდენიმე წამში მუსიკის ხმაც გაისმა. ჩემს გარშემო კი ათამდე გოგო ბიჭი მაინც შეგროვდა, მე მათ წრეში ვიყავი მომწყვდეული და თვალებს დაბნეული ვაცეცებდი. რა ხდება? რა უნდათ? თავიდან შემეშინდა კიდეც, შემდეგ ერთმა გოგომ ფურცელი დაიკავა ხელში, მას მივუახლოვდი და გავარჩიე ჩემი სახელი.
„ნუცა“
გოგონას გვერდით მდგომმა ბიჭმაც დაიკავა ხელში ფურცელი, რომელზეც ეწერა.
„მე შენ“
დაბნეული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ან ვისი გაკეთებული იყო ეს ყველაფერი.
შემდეგ გოგოს ფურცელზე.
„ძალიან“
შემდეგი ბიჭის ფურცელზე.
„ძალიან“
შემდეგი გოგოს ფურცელზე კი.
„მიყვარხარ.“ ამ დროს მივხვდი რაში იყო საქმე, ეს ყველაფერი დემნას მოწყობილი იყო. სიხარულისგან სახე გამებადრა, ტუჩებს ვეღარ ვუყრიდი თავს, შემდეგ ახალგაზრდებმა ერთად შეცვალეს ფურცლები, მომიახლოვდნენ, რათა კარგად გამერჩია ასოები. ერთ-ერთი გოგოს ფურცელზე ეწერა.
„გამომყვები ცოლად?“ რაც ხმამაღლა წავიკითხე, გარშემო მიმოვიხედე და ყველგან ასეთი ფრაზა იყო. უეცრად, დემნაც გამოჩნდა. ღიმილით მოიწევდა ჩემკენ, ხელში კი პატარა ყუთი ეჭირა, მივხვდი რაშიც იყო.
-აბა ქალბატონო, გახდები ჩემი ცოლი და იქნები ჩემს გვერდით სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?-
-რა თქმა უნდა. სიკვდილის მერეც შენს გვერდით ვიქნები გპირდები.- თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, დემნასთან მივირბინე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ჩემს ქმედებაზე ტაშის ხმაც გავიგონე და მივხვდი... ეს სწორედ ის იყო რაც ცხოვრებაში მინდოდა. სიცოცხლე დემნას თვალებით, სუნთქვა მისი ჰაერით.

ავტორის თვალთახედვით:
ცოტნემ და ილიამ გადაწყვიტეს მარტო წასულიყვნენ გასართობათ, ამიტომ ერთ-ერთ ახლოს მდებარე ბარში შევიდნენ. ორმაგი ვისკი შეუკვეთეს და თვალების ცეცება დაიწყეს. ყველამ ვიცით ვისაც ეძებდნენ. გოგოებს რა თქმა უნდა, ისინი ხომ ამისთვის არიან შექმნილები. გოგოები და მხოლოდ გოგოები, რომლებთანაც ერთ ღამეს გაატარებენ და ისე დაივიწყებენ თითქოს არც არსებობდნენ.
უეცრად, ილიამ გვერდით გაიხედა და თვალები შუბლზე აუვიდა, არ ეგონა ღმერთმა ანგელოზები თუ დაასახლა დედამიწაზე. ქერა თმა და ლურჯი ზღვისფერი თვალები. ცისფერი ფრიალა კაბა, რომელიც ძალიან საყვარელს და სექსუალურს ხდიდა. იდგა ბართან ეს ღვთაება და კონიაკს წრუპავდა. ილიას წამში გაუელვა აზრებმა თავში, ფართოდ გაიღიმა და პირდაპირ გოგოსთან მიაჭრა.
-არ მეგონა ანგელოზებიც თუ დაასახლა ღმერთმა დედამიწაზე.- უთხრა, რასაც ფიქრობდა. გოგონამ დაფეთებულმა გაიხედა მისკენ.
-რა გინდა?-
-შენ.- უთხრა და ბამბასავით გადაიკიდა მხარზე ისე, რომ გააზრებაც კი ვერ მოახერხა საცოდავმა. მუჭებს ურტყამდა ზურგზე და მთელ ხმაზე კიოდა, მაგრამ მას ვინ აქცევდა ყურადღებას. ამ გადარეულმა რამე თუ დაისახა ვერავინ გადაათქმევინებს, ამ შემთხვევაში კი მისი მისია პატარა ანგელოზი შეყვარება იყო.
ამ დროს ცოტნეს გვერდით ერთმა ლამაზმა გოგომ ჩაიარა. ოო ისეთი ფეხები კისრიდან, რომ ეწყება. ბიჭს თვალები გაუფართოვდა და პირი ღია დარჩა. გოგონამ ვისკი შეუკვეთა და თვალი ცოტნესკენ გააპარა. მოეწონა, მაგრამ გოგოა,თვითონ ხომ არ მიაჭრიდა და ბიჭს გაცნობას თხოვდა. ცოტნემ არც აცალა, გვერდით დაუდგა და ყურში ჩაჩურჩულა.
-იცი, მგონი მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები.-
-ოუ, თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.-
-მართლა? მოდი ნიზლავს დავდებ აქედან ორ წუთში ერთად გავალთ.-
-ვერ ეღირსები.- შეუღინა გოგომ.
-ორი წუთი უკვე გავიდა.- გაუღიმა ცოტნემ და გოგონა მხარზე გადაიკიდა, რომელმაც ბოლო ხმაზე დაიწყო კივილი და ფართხალი.
-გაჩერდი გოგო გამივარდები.-
-შენ რა ნორმალური ხარ? რას შვები? სად მიგყავარ?-
-არ მითხრა ახლა არ მომწონხარო.-
-დიახაც.- უთხრა გაბრაზებულმა გოგომ, მაგრამ თვითონაც ხომ იცოდა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო და ეს ბიჭი მართლა ძალიან მოეწონა.

დ ა ს ა ს რ უ ლ იскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი lile

Ra mainteresebs icit? Nina 17 wlis iyo leri kidev misi klaseli. Da 5 weli ranaurad tiroda dakargul shvils?? Wtf ????

 



№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

სხვისი ისტორია რომ არის და სახწლები გაქვს შეცლილი არაუშავს ?????????? :////////////////

 



№3  offline წევრი nathali lifhonava

სტუმარი გვანცა
სხვისი ისტორია რომ არის და სახწლები გაქვს შეცლილი არაუშავს ?????????? :////////////////

მართლა?!
შეგიძლია ორიგინალის სახელი
მითხრა?!
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№4 სტუმარი სტუმარი ვიღაც

nathali lifhonava
სტუმარი გვანცა
სხვისი ისტორია რომ არის და სახწლები გაქვს შეცლილი არაუშავს ?????????? :////////////////

მართლა?!
შეგიძლია ორიგინალის სახელი
მითხრა?!

გატყუებს საყვარელო დარწმუნებული ვარ რომ ეს ისტორია ამ გოგოსია და არავის მოუპარავს ადრე დებდა თავებით ასე ვიცი და კარგია ახლა სრულად რომ დადო ამიტომ სხვის ჭორებს ნუ დაუჯერებთ ????????

 



№5 სტუმარი Dea

Boloshi dzaan banaluri gaxda

 



№6  offline წევრი მარტო სახლში

Dea
Boloshi dzaan banaluri gaxda

უბრალოდ ჩემთვის როგორ ავტორისთვის ასეთი დასასრული იყო მისაღები ამ ისტორიისთვის სხვანაირად არ შემეძლო.

სტუმარი გვანცა
სხვისი ისტორია რომ არის და სახწლები გაქვს შეცლილი არაუშავს ?????????? :////////////////

ხომ ვერ მეტყვი რომელი ისტორია? ხდდ საოცრებაა უბრალოდ

 



№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

მარტო სახლში
Dea
Boloshi dzaan banaluri gaxda

უბრალოდ ჩემთვის როგორ ავტორისთვის ასეთი დასასრული იყო მისაღები ამ ისტორიისთვის სხვანაირად არ შემეძლო.

სტუმარი გვანცა
სხვისი ისტორია რომ არის და სახწლები გაქვს შეცლილი არაუშავს ?????????? :////////////////

ხომ ვერ მეტყვი რომელი ისტორია? ხდდ საოცრებაა უბრალოდ

ფანფიკებს რომ იპარავ ახალი ამბავია ეგ თუ რამ გაგაკვირვა?

 



№8  offline წევრი მარტო სახლში

სტუმარი გვანცა
მარტო სახლში
Dea
Boloshi dzaan banaluri gaxda

უბრალოდ ჩემთვის როგორ ავტორისთვის ასეთი დასასრული იყო მისაღები ამ ისტორიისთვის სხვანაირად არ შემეძლო.

სტუმარი გვანცა
სხვისი ისტორია რომ არის და სახწლები გაქვს შეცლილი არაუშავს ?????????? :////////////////

ხომ ვერ მეტყვი რომელი ისტორია? ხდდ საოცრებაა უბრალოდ

ფანფიკებს რომ იპარავ ახალი ამბავია ეგ თუ რამ გაგაკვირვა?

ჯერ ერთი ფანფიკებს არა მეორეც მე რაც მოვიპარე ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა და მესამეც ეს ფანფიკი არაა ისტორიაა ჩემი ისტორია რომელიც ამდენ ხანს არსად არ იყო დადებული გარდა ფეისბუქიზა ასე რომ დააზუსტე როცა ვინმეს რამეში დადებ ბრალს

 



№9  offline წევრი nathali lifhonava

ნუ რას ერჩით ამ ადამიანს?
მომეწონა ისტორია,კაი იყო დასიო არ უნდა ამას ზედმეტი კომენტარებიიი!!!
<3
გააგრძელე წერა
არავის უსმინო
ერთგულ მკითხველად ჩამთვალე!!!
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№10  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე რამდენი ხანია ინტერნეტის გარეშე ვარ ახლა როცა ეს ისტორია ვიპოვე სიხარულით გული საგულედან ამომიხტა ნამდვილად კარგი იყო ნუ მიაქცევ ყურადღებას ზემოთ დაწერილ ერთ კომენტარს არავის საქმე არ არის შენი წარსულიბ რის გამოც ბევრი დამცირება აიტანე აქაურებისგან ამიტომ ეს შენძე გავლენას ნუ იქონიებს ვინ კითხულობდა იცის რომ ადრეც დადე რამდენიმე თავი,რომლებიც ძალიან მომწონდა უბრალოდ რომ აღარ დადე შემთხვევით. ვნახე დაბლოკილი რომ იყავკ და.მივხვდი რაშიც იყო საქმე..ძალიან მომეწონა თან შემიყვარდა ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent