შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( ნაწილი 2/2)


29-06-2018, 19:15
ავტორი Life is Good
ნანახია 920

გატაცება( ნაწილი 2/2)

ქალაქიდან კარგა ხნის გასულები იყვნენ,კუდში მიყოლილმა საპატრულო მანქანამ სიგნალი რომ მისცა და გზიდან გადაყენება უბრძანა.
- არ დამირღვევია არაფერი, ესენი ცუდად ხომ არ არიან ტო?
ძრავი გამორთო გიორგიმ და დაძაბულ მეგობარს გახედა რომელიც ,თვალს არ აშორებდა უკანა ხედვის სარკეში საპატრულო ეკიპაჟის ორ ახმახ წევრს
-მშვიდად...მშვიდაად!-ისე დაუყვავა როგორც ბავშვს -გადავალ ,დაველაპარაკები, გავარკვევ რა ხდება და მოვალ.შენ ფეხი არ გადმოადგა მანქანიდან.
სწრაფად მიაყარა გიორგიმ და მანქანის კარი ხმაურით დახურა.გიგამ სარკე გაასწორა და უნიფორმიან მამაკაცებთან ღიმილით მოსაუბრე გიორგის გახედა რომელიც გაცხარებით ცრდილობდა რაღაცის დამტკიცებას უცებ ერთ-ერთმა ქამარში ჩამაგრებული ბუდიდან, იარაღი ამოიღო და გიორგის შუბლზე დაადო.დაინახა მისი მეგობარი თავზე ხელებ დაწყობილი როგორ დაეშვა მუხლებზე.კბილები სიბრაზისგან მაგრად დააჭირა ერთმანეთს და კარი გამოხსნა გადასასვლელად.ნახევარი ტანით გადასულმა უეცრად კეფაზე ცივი მეტალის შეხება იგრძნო.
-არ გაინძრე!-ბრძანა ვიღაცამ -ხელები თავზე დაიწყე და ბრთხილად გადმოდი მანქანიდან!დროულად!
სიმწრით ჩაეცინა ნუცუბიძეს,კარი მიხურა და წელში გამართულმა თავზე შემოიწყო ხელები.
-წინ იარე!მიდი დროულად გადაადგი ფეხი რას მიზოზინობ?-
ხელი უბიძგა იარაღიანმა და წინ დამჯერი ცხვარივით გაიგდო...
-იარე მეთქი შენ არ გეუბნები?
მანქანას ასიოდე მეტრით მოშორდნენ,გზიდან გადავიდნენ და "ჯაგის" ხეებით დაფარულ მდელოსთან გავიდნენ სადაც შავი "ტოიოტა "გაჩერებულიყო .
-მუხლებზე!-ბრძანა იარაღიანმა და მეტალის ცივი ლულა ძლიერად მიაჭირა კეფაზე...
-კარგიი...
თავი დაიქნია გიგამ და გამხმარი ბალახით დაფარულ მიწაზე დაეშვა მუხლებით.
-ერთი უყურეთ ვინ გვესტუმრაა?!-საკმაოდ ნაცნობმა ხმამ მხიარულად შესძახა და ხელი ხელს შენოჰკრა.
-მკვდრეთით აღმდგარი ბატონი ბარათელი...
მუხლებზე დამდგარმა მამაკაცმა მის წინ გაჩერებულ სილუეტს ფეხებიდან ნელ ნელა ააყოლა თვალი.შავი ბოტასები,დახეული ჯინსი,უმკლავებო მაისური და ბოლოს მომღიმარი წაბლისფერ თმიანი ქალი.მანქანის ძარას რომ მიყრდნობოდა ცალი გვერდით და მხიარულად უღიმოდა.
-რა სიურპრიზია?თვით მთავარი გამომძიებელი ნინია წერეთელიი?? ცხვირი როგორ გაქვს?-გაიღიმა წარბაწეულმა მამაკაცმა.-რომ ავდგე თავდაჯერებულობას ხომ არ დაკარგავთ? ცოტა არ იყოს მუხლები მეტკინა...
-ადექი...-ნება დართო ქალმა.
-რამხელა პატივია!-წამოდგა მამაკაცი და შარვალი გაიფერთხა მერე, წელში გაიმართა და ირონიული ღიმილით შეათვალიერა ქალი.- თურმე ძუძუები გქონია...მოაშორე ეს რკინა არსად არ ვაპირებ გაქცევას!
მიუბრუნდა იარაღშემართულ მამაკაცს...და შარვლის ჯიბისკენ წაიღო ხელი.
-აბა,აბა...-ისევ დაუმიზნა იარაღი კაცმა.
-რა უხასიათო ხალხთან გაქვს საქმე რა უბედურებაა?-ხელები დანებების მიზნით ისევ ასწია მამაკაცმა-უბრალოდ სიგარეტის ამოღება მინდა ნუ ბრაზობ.
შემდეგ დააიგნორა მამაკაცის ეჭვნარევი მზერა და შავი მარლბოროს კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან,ერთ ღერს მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა კვამლი.
-აბა გისმენთ რახდება? მე მამაზეციერიც ვერ მაიძულებდა თქვენთან მოსვლას და რადგან თავად ასე შეწუხდით მიზეზიც უნდა გქონდეთ...
თავი ოდნავ მარცხნივ გადახარა და ჩვეული მოჭუტული თვალებით გამომცდელად დააკვირდა გამომძიებელს.
-რადგან მუჰამედი არ მიდის მთასთან...მაშინ, მთა მიდის მუჰამედთანო ხომ გაგიგია ბატონო გიგა? -გაიცინა წერეთელმა.
- ასე თუ გამიხარდებოდა თქვენი და თან ამ ფორმაში ნახვა არ მეგონა...ყავაზე დაგპატუზებდი ამ სირ@ებს თუ მოიშორებ.-თვალი ჩაუკრა კაცმა.
-ვერ გავიგეე?! -მისი მისამართით ნათქვამ შეურაწმყოფელ ტერმინზე იარაღიანი ლარივით დაიჭიმა.
-იმიტომ ვერ გაიგე ,რომ ბებერი და თან ყრუ ხარ...
-მორჩი მაიმუნობას...საქმე არც ისე საცანცაროდ გაქვს როგორც იქცევი-სახე მოექუფრა წერეთელს.-ხომ არ გავიწყდება ციხიდან გაქცეული პატიმარი ხარ...მკვლელი პატიმარი.
-მეხსიერება თუ არ მღალატობს არც ერთი მკვლელობა არ მიღიარებია ქალბატონო ნინია და თან მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ფაქტობრივად აღარც კი ვარსებობ.საქმე დაიხურა და წარსულს ჩაბარდა. წერტილი!
-გახსნას და ძიებაში დაბრუნებას არაფერი უდგას წინ...-ნიშნის მოგებით გაიღიმა გამომძიებელმა.
-მართალია და რა სამხილებით აპირებთ ძიების თავიდან წამოწყებას?-რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცი და კვამლი პირდაპირ სახეში შეაბოლა -იციი? რესტორნის ბიზნესში ერთი წესი მოქმედებს ნუ იყიდი ხორცს იქ,სადაც პურს და კარაქს ყიდულობ.ანუ შენს ენაზე რომ აგიხსნა ქალბატონო ნინო! ნუ მოჯვავ იქ სადაც ჭამ...ამ შემთხვევაში კი შენი მუქარით სწორედ იქ ჯვავ...
-მემუქრები?-გაიცინა წერეთელმა.
-ღმერთმა დამიფაროს...
-რა გგონია? რადგან ციხიდან კარგად გათვლილი გეგმის წყალობით გაიქეცი თავს დააღწევ პასუხისმგებლობას? შენ ბოროტმოქმედი ხარ...აი მე და შენს შორის განსხვავება.შენ მკვლელი ხარ ,მე პოლიციელი...ამიტომ რაც არ უნდა იხტუნაო ორივე ფეხით ხარ გაბმულიი... და იძულებული იქნები პასუხი აგო ჩადენილ დანაშაულზე.
-მომწონხარ-თითი დაუქნია ღიმილით მამაკაცმა-საშინლად მომწონხარ...გაიძვერა პატარა ქალო! შეგიძლია დამაპატიმრი...აჰა
-ხელები გაუშვირა ხელბორკილის დასადებად-რაღას უცდი?
-არსად გვეჩქარება-მხრები აიჩეჩა ქალმა.-გარიგებას გთავაზობ თავისუფლების სანაცვლოდ.წინააღმდეგ შენთხვევაში ვიცით სადაც იმალებოდი მთელი ამ დროის მანძილზე,შორიდან გაკვირდებოდით და დროს ველოდებოდით ...იმ დროს ახლა რომ მოვიდა.სადაც არ უნდა გაიქცე მაინც ვერსად დამემალები...გიპოვი და პასუხს მოგთხოვ.
მამაკაცმა სიგარეტის ჩამწვარი ღერი ფეხებთან დააგდო...ფეხსაცმლით გასრისა,შემდეგ გაეცინა და სახეზე ორივე ხელის გული ჩამოისვა.
-კარგი,ვაღიარებ მაჯობე.თუ არ მივიღებ თქვენს წინადადებას?
-შენი გადასაწყვეტია-მხრები ისევ აიწურა გამომძიებელმა.-შენ ტალანტი გაქვს გაფუჭებული საქმე შენივე სასუკეთოდ შემოაბრუნო .ამიტომ გთავაზობ გარიგებას...შენ მე დამეხმარები...მე შენ.ერთ თავს ორი ჯობიაო...ხომ გაგიგია?
-კარგი.რა საქმეა?-ჯიბეებში ხელები ჩაიწყო კაცმა.
-ქვეყნისთვის სასიკეთო...და შენთვის ძალიან მარტივი...სამაგიეროდ იმუნიტეტს მიიღებ მთავრობისგან.დღე დღეზეა არჩევნები და გავაკეთოთ ეს კეთილი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის.
-იმედებს გაგიცრუებ და გეტყვი რომ არც იმდენად პატრიოტი ვარ თავი შარში გავყო...სულ სი@ ზე ვინ მოვა მთავრობაში და ვინ წავა...
-სამაგიეროდ არ გკიდია შენი სიმშვიდე.-თვალი ჩაუკრა ქალმა.
- რა მაინტერესებს იციი?როდიდან გახდი ესეთი თავდადებული ქართველი?წვიამიან ლონდონს თავი გაარიდე და ამ პატარა პატრონ მოტყნულ ქვეყანაში დაბრუნდი? ვისთვის მუშაობ გამომძიებელო?-გამომცდელად დააკვირდა მამაკაცი.
-სამართლიანობისთვის!-პირი გააწკლაპუნა ქალმა-არჩევანი არ გაქვს ან ხო ან არა და პირობას გაძლევ უმტკივნეულოდ დამთავრდება ყველაფერი...ცოტნე კარგად ისვრის თან შენ მას სი@ი უწოდე და გაბრაზებულია!ძალიან გაბრაზებული.
-მაგრად რომ მაწვები ავღნიშნე უკვე?-ჩაიცინა კაცმა?-რა საქმეა?

-ორი კონტეინერი უნდა მოაშორო და გავწმინდოთ ყველაფერი.
-განგსტერს ვგავარ?-გადაიხარხარა კაცმა-რა გგონიათ მივალთ ცეცხლს წავუკიდებთ და გავიქცევით? თავი ტომი ჯერიში ხომ არ გგონიათ გამომძიებელო?
-ხოდა რომ არ მგონია,მაგიტომ მჭირდები შენ.ესეიგი შევთანხმდით? ძალიან კარგი,კონტაქტზე იყავი,ხო დედაქალაქს თუ დაუბრუნდები დამავალებ...წინ და უკან სირბილი კახეთი თბილისის გზაზე მეზარება.გეგმას ნელ -ნელა გაგაცნობთ.ახლა კი ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!-ხელი შუბლთან მიიტანა ქალმა და მანქანის კარისკენ დაიძრა.
-მე თანხმობა არ მითქვამს-წარბი ასწია გიგამ მაგრამ უკვე გვიანი იყო გამომძიებელი მანქანაში იჯდა.-რას მომშტერებიხარ?!
გვერდით მდგომ პოლიციელს შეუღრინა ბარათელმა,მანამდე იარაღს რომ უმიზნებდა.და ისევ იმ დაძაბულ პოზაში იყო რაც ბოლოს მიიღო.-ცოტა მოდუნდი მეგობარო,მხარზე ხელი სიცილით დაჰკრა გიგამ- თორემ ეგრე რომ მიყურებ მეშინია!

* * *

-სალოო-კევის ღეჭვით და თორმეტ სანტიმეტრიანების კაკუნით გამოეკიდა აუდიტორიიდან გამოსულ ვადაჭკორიას ინა ცერცვაძე და თითქმის მის სიმაღლე გოგონას მკლავში გამოსდო მკლავი.-ხომ მოდიხარ სწავლის დასრულებისადმი მიძღვნილ ბანკეტზე ხვაალ?
ქერად შეღებილი ცერცვაძე ერთადერთი იყო იმ იშვიათი სამეგობროდან რომელიც სწავლის პირველივე დღიდან დაუმეგობრდა.ხალისიანი და ხანდახან მოსულელო გოგოსადმი ყოველთვის დადებითად იყო სალომე განწყობილი,ხანდახან აღიზიანებდა მისი საქციელიც მაგრამ, ადვილად პატიობდა და მთლად განუყრელები არ იყვნენ მაგრამ,ხშირად ხვდებოდნენ და ერთად კარგ დროსაც ატარებდნენ.არ ითქნოდა ცერცვაძეზე ლამაზი გოგოაო მაგრამ,ეფექტური იყო...თავს ყოველთვის უვლიდა და არც საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღება აკლდა.ადრეულ ასაკში დაოჯახებული ,მალევე გაშორდა ქმარს თავის გასასამართლებელი მიზეზით " ვერ შევეწყეთ" და ახლა ჩიტივით თავისუფალი და ლაღი არ ერიდებოდა ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობებს.მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ და თავად იყო თავისი ცხოვრების და იმ ორ ოთახიანი ბინის ბატონ პატრონი და განმგებელი...რომელიც განქორწინების შემდეგ" უხასიათო" ქმრისგან ერგო კანონით.
-აუ რავი ნი ...ისეთი გადაღლილი და გამოფიტული ვარ არაფრის ხალისი არ მაქვს-ამოიწუწუნა ვადაჭკორიამ და მხარზე ჩამოცურებული ფრიალა ცისფერი,მოკლე სარაფნის პლეჩო გაისწორა.
-ნუ ხარ ეგეთი" უპონტო"-სახე საყვარლად დაჭყანა ნიამ.-წამო რაა გავერთობით...ვიხალისებთ,ცოტას დავლევთ,პარალელური ჯგუფის ის დაცემა მამრებიც იქნებიან...-ტუჩი კბილებშორის მოიქცია ცერცვაძემ.-აუუ წამო რააა...ფლიიიზ
-შენ კიდე დაუკმაყოფილებელი ძუკნასავით იქცევი-მხარზე ხელი მიარტყა სიცილით სალომემ.-ვნახოთ!
-ვერ ხარ ხოო? ღმერთო ჩემო ...აბა ობს ხომ არ მოვიკიდებ შენსავით?არაა სად შემიძლიაა...
-წამოდი ყავა დავლიოთ სადმე რაა...
-აუ ვაფშე ჩემთან ავიდეთ, სახლში გრილა და თან მოვილაპარაკოთ რას ჩავიცვამთ ხვალ.- ხელი ხელს შემოჰკრა აჟიტირებულმა და მიმავალ ტაქსს გაუქნია ხელი. სანამ გაჩერდებოდა ლაპარაკი განაგრძო-შენი რა არ მესმის იციი? რამდენ ბიჭს მოსწონხარ და რატომ არავის აძლევ შაანსს? ღმერთო ის ,დათუნა რაზმაძე რა ბიჭია და შენ კიდე...დებილი ხაარ?!
-დაჯექი ბევრს ნუ ლაპარაკობ რაა-ხელი უბიძგა სიცილით სალომემ გაჩერებული ტაქსისკენ.
ცერცვაძის ბინა ზედმეტად სუფთად და კომფორტულად გამოიყურებოდა...მოზრდილი აივანი და თითქმის იატაკამდე დაშვებული დიდი ფანჯრებით...არც მაინც და მაინც გადატვირთული ავეჯით და საკმაოზე კარგად შეხამებული ფერებით.
-ესე თუ გაგრძელდა სიცხეები ზღვაზე წასვლამდე გაგვძვრება სული...-შესასვლელშივე გაიძრო ფეხსაცმელები და ტიტველი ფეხების ტყაპუნით გაემართა სამზარეულოსკენ-არ გინდა ამ შაბათ -კვირას ლიაკოსთან ავიდეთ წყნეთშიი? ჩვენ ვიქნებით მარტო და ცოტას დავისვენებთ-მაცივრის საყინულედან ყინულის ნატეხები გამოაწყო.და გამომცდელად დააკვირდა მეგობარს
-აუ არ ვიცი რაა...იმ ამბების მერე რაღაც ლიაკო ცოტა ...
-ეგ ეგეთი სტრანნი როჟაა ...დაიკიდე რაა
ხელი აიქნია სიცილით ნიამ.მიქსერით ათქვეფილი ყავა მაღალ ჭიქებში გადაანაწილა,წყალი დაასხა,ყინულები ჩაყარა და საწრუპი ჩხირები ჩააწყო ...შემდეგ ორივეს მოკიდა ხელი და სასტუმრო ოთახისკენ გადაინაცვლა.
-ცუდი დრო იყო..-დანანებით დააქნია თავი ცერცვაძემ-მაგრამ, ყველაფერმა ჩაიარა...იმ სიტუაციაში მეც არაწეორად მოვიქეცი და ძალიან მცხვებია საალ..
-კაიი-გაიცინა სალომემ და ხელი უდარდელად აიქნია-მაგ ამბებმა ჩაიარა დაიკიდე რაა...
-არა სალ...მაცადე გითხრა. თავს თუ ვიმართლებდე უკანასკნელი ვიყო...-სევდიანად შეხედა ნიამ რადგან კარგად იცოდა სალომეს ხასიათი,არავის არ აჩვენებდა და კისერზე არ ახვევდა თავის გასაჭირს...გულში უსიტყვოდ იკლავდა და სწორედ ამ ლაღი და მხიარული გოგოს მიღმა რასაც ახლა უყურებდა ნია იცოდა, რომ საოცრად სევდიანი ადამიანი იდგა დიდი გასაჭირით და სადარდებელით.-მაშინ დედას გეფიცები თამარი დეიდამ გვითხრა რომ არავისი ნახვა არ გინდოდა და ჯობდა თავი შორს დაგვეჭირა შენგან...არ მინდა, ისე იფიქრო რომ დედაშენს ვადანაშაულებთ მაგრამ...
-ვიცი ნიი...ვიცი თამარის ხასიათი და ისიც ვიცი რაც გააკეთა და ალბათ ამიტომაა, რომ არ ვაპატიებ არასდროს.მივდივარო წინაზე მითხრა...
-ჩემო საყვარელოო-უცებ წამოხტა ცერცვაძე და ისე ეცა და მოეხვია ორივე დივანზე გადავარდა და სიცილი ატეხეს.
-გიჟი ხარ?
-არ იცოდიი? -ტუჩები დაბრიცა ნიამ.-ისე ვერასდროს წარმოვიდგენდით ვერავინ ორჯონიკიძის შვილი რომ იყავიი
-ხოო ზოგს ესე მაგრად არ უნართლებს-გაიკრიჭა სალომე.
-აი პროსტაა-ცივი ყავა ხმაურით მოხვრიპა ნიამ-ის დაცემა და გასაგიჟებელი კაციიიი...ვაიმეე სად ვიყავი და მანამდე რატომ არ ვიცნობდი ღმერთკაცი ჩვეულებრივი...ღმერთო გუგაა?
სახეზე ხელი დაინიავა ცერცვაძემ.-ჩემი ნებით მოვაკვლევინებდი თავს...ნუუ
-ვაიმე ნია...რა მაგრად გიჭირს მაგ ტვინშიი-თვალები აატრიალა სალომემ და გადაიხარხარა...
-ცხენოო...ნუ კაი რას იცვამ ?ახლა არ გადამრიო და არ თქვა არ მოვდივარო თუარა მიგასიკვდილე...და საერთოოდ აწეე...ივლი ყველგან სადაც მეე და გააკეთებ იმას რასაც მე.ნუ სექსი არ ითვლება-თვალი ჩაუკრა ნიამ და სიგარეტის კოლოფს დასწვდა.

* * *

- ანუ ესე გამოდის ახლა ნინია წერეთლის სათამაშოები ვართ?-უსიამოვნოდ დაიჯღანა ლევანი და ლუდი მოსვა პირდაპირ ბოთლიდან..
-ისეთი ქალია, გიწვევს პირდაპირ სულის ამოსვლამდე იხნარო...-სიგარეტს მოუკიდა გიორგომ-ბოზანდარა.სად დაფრინავ შე ჩემისა ეე...
ჩაფიქრებულ ბარათელს ცხვირწინ ხელი აუქნია რამოდენიმეჯერ.
-რაგინდა? რაა...რას შემეცი ?
-რას ვაპირებთთქოო?!
-თქვენ არაფერს,მე კი მოვიფიქრებ რამეს...მომეცი ეს სიგარეტი სად მიგაქვს?-ლევანს გამოსტაცა კოლოფი და ერთ ღერს მოუკიდა.
-არც იფიქრო!-თითი გამაბრთხილებლად გაუბზიკა გიორგიმ.-არ მოგცემ მარტო მხიარულების უფლებას...
-მე კი იქ ცხვირის ჩაყოფის უფლებას არ მოგცემ სადაც არ გესაქმება.
-სულ შენ დაგეკითხებით ხო იციი...-გაიცინა ლევანიმ.-კაი ნუ ზიხარ ისეთი სახით გეგონება ვინმე მოკვდა.ჩვენ ერთად ვართ,ვიყავით და ვიქნებით ეს დაიმახსოვრე.-წინ გადაიხარა ლევანი და მეგობარს სახეში უტეხად ჩააშტერდა-ახლა კი თქვი როგორ აპირებ ამ საქმის მოგვარებას? არჩევნები ახლოსაა მოქმედი მთავრობა წასვლას არ აპირებს და დარწმუნებული ვარ დარჩენილი 4 წელი არც წავლენ...არც კონკურენტი ძალა ყავს გარდა ერთისა...ეს კი თეიმურაზ ალავიძეა...დიდი თევზი! ყველგანაა,მთელი ქვეყნის მასშტაბით,ბარებია,რესტორნები,ნარკოტიკები თუ პროსტიტუცია...აი წერეთელი ვისთვის მუშაობს ეგ არ ვიცით ამიტომ ჯერ ეგ გვაქვს გასარკვევი მერე კი...
-მერე მის შემოგარენში მდგომ ყველა ხეს მივყვებით და სათითაოდ შევანჯღრევთ სანამ, იმ ერთ ღირებულს არ ვიპოვით-კვამლს თვალი გააყოლა ბარათელმა.
-ანუ..."დისკოტეკა ნაჩინაეტსა"!!-ხელი ხელს შემოჰკრა ყურებამდე გაკრეჭილმა გიორგიმ.-დროა დიდი გეგა ქალაქს დაუბრუნდეს...
-ამის დედაც-ხელი მაგიდაზე დაარტყა ბარათელმა-ბანდა,ავეყარეთ დროა ის დიდი ხე შევარხიოთ.. რომელსაც უფრო მეტი რკო სცვივა...

* * *

რესტორანში თითქმის მთელი დარბაზი ჰქონდათ დაკავებული.ირგვლივ სასიამოვნო გარემო იყო და თავსაც ლაღად გრძნობდა ვადაჭკორია.მუხლს საკმაოდ აცილებული შავი კაბით და მაღალი ქუსლებით რაც ,ხაზს უსვამდა მისი ტანის ელეგანტურობას და მიმზიდველს ხდიდა მამაკაცის თვალისთვის.საკმაოზე ცოტას სვამდა და მომხიბლავი კეკლუცით აიგნორებდა მის მიმართ ნასროლ აღფრთოვანების კომპლიმენტებს.დაქირავებული რესტორნის მომღერალი მორიგ სიმღერას ასრულებდა მის გვერდით მჯდომი და ამ მომენტში სადღაც გაუჩინარებული ნია ცერცვაძის ადგილი საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა რომ დაიკავა.დათუნა რაზმაძე მდიდარი მამიკოს განებივრებული ბიჭი. რომელსაც ჰგონია რომ დედამისწა მის გარშემო ტრიალებს და ზედმეტად ნარცისიზმით დაავადებული ყოველთვის აღიზიანებდა სალომეს თუმცა, მისი როგორც უნივერსიტეტის აღზნებული ქალების გულისმპყრობელის ყურადღება რაღაც მომენტში მოსწონდა. ალბათ, ამიტომაც იყო შინაგანად ყოველთვის რომ ეპრანჭებოდა მაგრამ, შანსს მაინც არ აძლევდა მათ შორის არსებული ზღვარი ზედმეტად გადმოეკვეთა.
-დღეს ულამაზესი ხარ-იაფფასიანი სიტყვებით შეეცადა დათუნა საუბრის წამოწყებას.-იცი ალბათ, რომ ყოველთვის მომწონდი და იქნებ დროა სალო ,ამაზე დავილაპარაკოთ?-სიგარეტს მოუკიდა ბიჭმა და დაჟინებული მზერით მიაშტერდა სალომეს.
ქერა და ცისფერთვალება მაღალი ბიჭი იყო დათუნა...დღის ნახევარს ,სპორტდარბაზში კუნთების დასაყენებლად და ნახევარს ,ღამის კლუბებში ახალ-ახალი ნაშების ასაყრელად რომ ატარებდა.
-მასე ნახევარი უნივერსიტეტი მოგწონს დათო!-გაიღიმა სალომემ.
-ესე, შენს მეტი არავინ მომწონს-მხრები აიჩეჩა ბიჭმა-ბაზარი არაა ვაჟიშვილი არ ვარ და არც ზედმეტად მორწმუნე ხორციელ სიამოვნებაზე უარი რომ ვთქვა მაგრამ...შენ თუ დამთანხმდები და შანს მომცემ ...
-არ გამოვა...-იმედი გადაუწურა სალომემ.
-რატომ?!
-არ გვინდა რაა ამაზე ლაპარაკი...
-წამოდი, აივანზე გავიდეთ ცოტა ხნით.-წამოდგა დათუნა და მაჯაში მოკიდა ხელი ქალს შემდეგ, წინ წავიდა და სუმ მალე აივანზე აღმოჩნდნენ.გარეთ საკმაოდ აგრილებულიყო...მტკვრიდან მონაბერი სიო ,სასიამოვნოდ ედებოდა ქალის მოშიშვლებულ ზურგს და ზაფხულის ხვატისგან დახუთულს საოცარ სიმსუბუქეს ჰმატებდა.
-რატომ არ გინდა?-სიგარეტს ისევ მოუკიდა მამაკაცმა.
-დათო...-თავი დახარა ქალმა
-არა, მომისმინე.ვიცი რომ არავინ გყავს სალომე...საერთოდ არ მოგწონვარ დავიჯეროო? იქნებ მომცე ერთი შანსი..-ნიკაპის ქვეშ ამოსდო ორი თითი და თავი ააწევინა...ქალს სახე შევარდისფერებოდა.-გთხოვ...
ქალმა პირი რაღაცის სათქმელად გააღო მისი მობილური რომ აწკრიალდა...ნომერს დახედა და ტანში უსიამოვნოდ გასცრა.სახეზე ფერები გადაუვიდა რაც, დათოს დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია და სახის კუნთები ერთიანად დაეძაბა.-ვინ არის?
-არავინ...-რამოდენიმე ნაბიჯით მოშორდა ბიჭს და უპასუხა.
-მაგ დედა@ყნულს გადაეცი...ხელები დაიმოკლოს თუ არ უნდა დავამტვრიო და ტრა@ში გავთხარო...-გამოსცრა მრისხანე ტონით ყურმილიდან ბარათელის ცივმა ტონმა.
-ჯანდაბა,სად ხარ?-თავზე გადაისვა ხელი სალომემ და გარემო შიშნარევი მზერით დაზვერა .
-ტყუილად მეძებ!აიღე შენი ნივთები და გამოდი გარეთ, გელოდები!
პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა გაოგნებული სალომე კი ერთ ადგილს გაყინულიყო ...შიშს გვრიდა ბარათელის მრისხანება. აზრზე უცებ მოვიდა,უსიტყვოდ გატრიალდა აივნის კარისკენ,მაგიდას დაუბრუნდა ჩანთას დაავლო ხელი და ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა მეგობრებს.
-სად მიდიხარ?! -კუდში აედევნა დათუნა ქალს
-ახლა არა დათო...-მის შეჩერებას შეეცადა ქალი და თან სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა კიბე...მამაკაცი არ ნებდებოდა და უკან მიჰყვებოდა
-რა მოხდათქო სალომე?-მკლავში სწვდა ბიჭი და თავისკენ შემოატრიალა-ვინ დაგირეკა?
-დათუნა ,უბრალოდ შემეშვითქო გითხარი!-ხმის კანკალით ამოთქვა ქალმა და ხელი გამოგლიჯა როდესაც, რამოდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი შავი ბეემვეს ფარები აინთო და ჩაქრა. -უბრალოდ შენთვის ჯობია თავი დამანებო!
სწრაფად აქცია ზურგი გაოგნებულ ბიჭს. მანქანისკენ დაიძრა, კარი გამოაღო და უსიტყვოდ ჩაჯდა.მრისხანებისგან ერთბაშად აალებული ბარათელი სიგარეტს ეწეოდა ,ქალის დაჯდომისთანავე ნახევრად ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა,მისკენ შეტრიალდა,თმაში ხელი სტაცა და ისე უხეშად დაეძგერა ტუჩებზე ტკივილისგან ყრუდ დაიკვნესა სალომემ...ქვედა ტუჩზე კბილები ჩაასო მამაკაცმა და ისე მწარედ უკბინა ქალს ცრემლები წამოუვიდა.
-რამე რომ მიქარო...მნიშვნელობა არ აქვს რა...ს შვილი ვიყო არ გაპატიებ.მოგკლავ!- ქალის ტუჩებზე გამოსცრა შემდეგ, ერთიანად შეუშვა ხელი და სავარძელს დაუბრუნდა.ძრავი ღმუილით ჩართო და იქაურობას აწყვეტილი სიჩქარით გაეცალა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი დარინა

ხომ ასეთი დამპალი, საზიზღარი და ამაზრზენია მაგრამ მაინც ვგიჟდებიიი მე ამ კაცზე, ჩემთვის ის მაინც გუგა ბარათელია ვერ შევეგუე გიგას, საზიზღარი მესაკუთრეეე, რ მეყოოო სულ ბევრი მინდააა.

 



№2 სტუმარი სტუმარი Life is good

ვინაიდან და რადგანაც :)) ხვალ ვმუშაობ დღეს 12 მერე ერთ თავს კიდევ დავდებ მერე ბრალი რომ არ დამდოთ...უყურადღებო ხაროო...აგვიანებოო...მეორე ნაწილს ეხლა ვწერ და ექსტრემალურ სიტუაციებში:)) პირველი დაწერილი იყო და საერთოდ არ მქონდა გეგმაში გაგრძელება.მოგეწონათ და გამომდინარე აქედან მომინდა გაგრძელება...არ ვიცი რა გამოდის მაგრამ..ვწერ მაინც...:*

 



№3 სტუმარი სტუმარი ნინი

არ გიცნობ და უკვე მიყვარხარ ისეთი მაგარი ხარ! ძალიან კარგად წერ.. ველოდები ახალ თავს ❤️❤️❤️????????

 



№4 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიანაც კარგად წერ, ყველაფერი გამოგივა და გეგოს წუწუნი :D მაგრად მომწონხარ შენი ისტორიით და არ დააგვიანო ხოლმე გთხოვ

 



№5  offline აქტიური მკითხველი grafo

კბენა-ღრენით კიდევ კარგად გადარჩა სალომე. ნერვული სისტემა დამეძაბა, რა უნდოდა იმის თქმას არ ვარ მარტოო. დებილი. ვეღარ მივხვდი როდისაა მაგარი და როდის არა.
კაროჩე გუგა-გიგა მართალია ქალებს რომ არ ენდობა!
მერე მეორე, ვინ რას ამბობს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ავტორისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ისტორიის ბოლომდე და კარგად დასრულება, დანარჩენი დაიკიდე. მიხედე საქმეს და მერე ბარათელს:)).

 



№6 სტუმარი სტუმარი nata

auuu sascauli bichiaa

 



№7  offline წევრი mirandaa31

ვგიჟდები ამ ბიჭზე.. არსებობენ ასეთები ნეტავ საერთოთ? ძალიან მაგარი ხარ ძალიან ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent