შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( ნაწილი 2/3)


30-06-2018, 00:39
ავტორი Life is Good
ნანახია 996

გატაცება( ნაწილი 2/3)

-გააჩერე ეს წყეული მანქანა!-იყვირა სალომემ და ხელი მთელი ძალით დაარტყა "ტორპედოზე"-გიჟი ხარ ხოო?!
ბარათელმა მოწყვეტით გააჩერა მანქანა და ქალისკენ შებრუნდა.
-მაშინებ,არასდროს არ ვიცი რა წამოგივლის თავში! მეშინია შენი მოგწონს ეს?!არანორმალური ხარ
კარები გახსნა და მანქანიდან ფეთიანივით გადახტა.
-დაბრუნდი მანქანაში!-ქვემოდან ამოხედა მამაკაცმა-სალომეე!!!ამის დედას შე@ეცი!-იღრიალა და თავადც გადავიდა მანქანიდან,კარი კი მთელი ძალით მიაჯახუნა.გარე განათების სუსტ შუქზე ქუჩაში იდგნენ ,პირდაპირ შუქბიშანზე და ყურადღებას არ აქცევდნენ მოძრავი მანქანებიდან მომზირალ ინტერესიან სახეებს.
-შენ გელეპარაკები დაჯექი მანქანაში,შუა გზაში ვდგავართ..
-იცი რაა?! ფეხებზე სად ვდგავართ! ყელში ამოვიდა შენი სიგიჟეები,როცა გინდა გამოჩნდები,როცა გინა გაქრები...რა სიგიჟე იყო ჩემი იქიდან წამოყვანა? ეს ჩემი ბანკეტი იყო...ჩემი, გესმის?-იკივლა-მეც ადამიანი ვარ და შენ არ გაქვს უფლება ცხოვრება ამიკრძალო.
სიბრაზისგან მამაკაცს ყბის ძვალი დასძაბვოდა.სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი ერთიანად მოვარდნილი სიბრაზე დაიოკა და ცივად გამოსცრა.
-ჩაჯექი ამ დედამოტყნულ მანქანაში სანამ ძალით ჩამიტენიხარ...-კარი გამოუღო-ალბათ იცი რომ გამკეთებელი ვარ!
სალომემ ბრაზით იკივლა შემდეგ კი მანქანაში ისე ჩაჯდა ზედაც არ შეუხედია.ბარათელიც მოთავსდა საჭესთან და მანქანა დაძრა.სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოუღიათ, სადარბაზოსთან მანქანიდან დემონსტრაციულად გადავიდა ქალი და ისე აიარა კიბე უკან მიმავალ მამაკაცს არ დალოდებია..სახლში შევიდა და ფეხსაცმელები პირდაპირ მისაღებ ოთახში გაიხადა.ჩანთა დივანზე მიაგდო და სავარძელში მოწყვეტით დაეხეთქა.
-რას მომშტერებიხარ?
-მაგრად, რომ ატრაკებ ხვდები?-ფანჯრის რაფას მიეყრდნო ზურგით ბარათელი.
-რატომ ვატრაკებ?
-აბა რაზე მიჭედავ გოგოო?! -იღრიალა მამაკაცმა-რომ არ მინდა ვიღაც ....მ ჩემ ქალს ხელები უფათუროს?გამაგებინე რაზე დგავ ისტერიკებ? დარწმუნებული ვარ იმ ბანძ ნაროდში ისედაც არ გინდოდა ჯდომა.
-ბატონოო?! ის ბანძი ნაროდი ჩემი ჯგუფია...
-ხოდა შე@ეცი ეგეთ ჯგუფს...იმ შენს ბოზანკალა დაქალს პახოდუ სადღაც დედისტყვნაში რომ დაგეთესა და ტუალეტში ვიღაც პიტალოსთან ჟიმაობდა...შენ კი დათუნა რა გვარია დედას შევ@ცი მე მაგისას...ვინც არის რა მნიშვნელობა აქვს...მაგის იაფფასიან კომპლიმენტებს ისმენდი...ტიპს სიფათზე რომ აწერია ერთი სული აქვს ლოგინში როდის შეგითრევს და ამ დროს შენ აქ დგახარ და წიკვიმებ, რომ არ მომეწონა ვიღაც ყ@ე ჩემს ქალს რომ კერავდა?!ამაზე ჭედავ?-ფეხი მიარტყა სავარძლის ფეხს შემდეგ კი ქალისკენ შეტრიალდა და თითი ცხვირწინ დაუქნია-შეენ ჩემი ხარ მოგწონს ეს თუ რა...ხოდა რაც ჩემია.ჩემია...შენ რომ რამე მიქარო ჩემი ხელით გამოგაცლი მაგ გულს და გირჩევ ჭკვიანად იყო და ისე არ ქნა შენი დედამოტყნული დათუნა ჰაერში ამაწევინო!გაიგე რა გითხარიი?!
იღრიალა და ნიკაპში მოკიდა ხელი სახე ააწევინა და აცრემლებულ თვალებში ჩახედა .
-რა გინდა ჩემგან?! ამოისლუკუნა ქალმა
-აუცილებლად ეს იაფფასიანი სიტყვები უნდა გითხრა და შენ ვერ ხვდები რა მინდა და რამდენს ნიშნავ ჩემთვის?
-ხოო მინდა იაფფასიანი სიტყვები -ხელი უხეშად მოიშორა ქალმა და ფეხზე წამოხტა.
-როგორ ფიქრობ ისე გამიჭირდა გასაჟიმად ქალი ვერ მიშოვია და შენ დაგსდევ?! რა სირობები გიტრიალებს მაგ თავში ხვდებიი?! როგორ ფიქრობ სულ ....ზე არ მეკიდა ვიჯდებოდი თუ არა ციხეშიი?! შენ გეკითხები -ხმას უმატა კაცმა სახე დაეძაბა,კისერზე ერთიანად გამოაჯდა ლურჯი კაპილარები და თვალები ყინულივით ცივი გაუხდა...ხელის კანკალით ამოაცურა სიგარეტის ერთი ღერი და მოუკიდა-საერთოდ არ მიფიქრია გადავრჩებოდი თუ არა იმიტომ რომ ამ დედმოტყნულ ცხოვრებაში არაფერი დამრჩენია,საერთოდ არაფერი...ბიჭები რამდენ ხანს მეხვეწებოდნენ მოიფიქრე და გაგიყვანთ აქედანო და უარს ვამბობდი მერე კი იმ ნაბი@ რი გამომძიებლის სიტყვები გამახსენდა შენ არ ხარ სალომეს სიყვარულის ღირსი და შენზე უკეთესს იმსახურებსო! მე არ ვარ შენი ღირსიი? დედაც ნოვტყან ჩემზე უკეთესის...იქ იმ წამლის მერე რომ გავლურჯდი და შეენ მორგში ისე გულამოსკვნილი ,რომ ტირიდი იქ დავამთავრე ჩემი დამპალი ცხოვრებიდან ნახევარი...იქ მივხვდი რას და რამდენს ნიშნავ შენ ჩემთვის და შენ თუ ვერ ხვდები ამდენს რა გელაპარაკო?! რა გავეკეთო ? მითხარი სალომე რა გავაკეთოო?! ხოოოო ამის დედაც მოვტყან მიყვარხარ,სიგიჟემდე...ისე რომ სულ ....ზე ნახევარ საქართველოს ამოვხოცავ მაგრამ შენ არ დაგთმობ არასდროს...
მისი სიტყვებისგან გაოგნებულ ქალს მიუახლოვდა და ნიკაპში მოკიდა ხელი...-მიყვარხარ.. და ეს ყველაზე და ყველაფერზე მეტია...იმდენად მეტი რომ ხელი რომ მკრა...აი პროსტა ხელი რომ მკრა...
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ხელი გაუშვა
-უნდა გავიდე,ისეთი განრისხებული ვარ...კაროჩე კარგად რა..
-გიგა...-ცრემლები სახეზე ჩამოუცურდა ქალს
-არა სალომე...ეხლა არა-ხელით გააჩერა და კარი ისე გაიხურა უკან აღარ მოუხედია. სალომემ კი ცრემლები შეიმშრალა,სააბაზანოში შევიდა,წყალი მოუშვა და ტანსაცმლიანი დადგა დუშის ქვეშ.

* * *
-მაგრად ატრაკებ ,რა მოხდა ისეთი ესე რომ გაჭედე?-ვისკის ჭიქა მიიჩოჩა წინ გიორგიმ
-....ზე ! ჩემია და რაც ჩემია ვერავინ ვერ ეხება გასაგებიაა?!
-ზედმეტი მოგდის ძმაო...-შეპარვით უთხრა ბიჭმა
-ეხლა ჭკვა თუ უნდა მარიგო ისე ვარ გავალ და იმ სირ სახეს გავუხევ...
-კაი...კაი-ხელები დანებებია ნიშნად ასწია გიორგიმ-დამშვიდდი არ ღირს ახალი შარი.ისე არცერთ ქალზე არ გაგიჭედია ესე რა უბედურებაა...
-მიყვარს შე სირო...
-უცნაურად გამოხატავ...
-გააჯვიი...რავქნა აბა ყვავილებით ვირბინო გარდატეხის ასაკში მყოფი ღლაპივით წინ და უკან?-ვისკი გამოცალა და ისევ შეავსო ჭიქა
-არა პენსსის კარტა მიეცი...
გაიცინა გიორგიმ
-რა სასაცილოაა...მოგიტყან იუმორი.
-ბოდიშიი...კაი ხოო წერეთელზე რას ვაპირებთ?
-ჯერ არ დაურეკია და რავიცი მე...როდის რა დაარტყავს იმ უტვინო თავში გაიგე შენ...ერთი ლევანს გადაეცი...მაგ ძუკნაზე ყველაფერი გამიგოს.რითი სუნთქავს,სად დადის და საერთოდ ისიც მაინტერესებს ტუალეტში როდის და რამდენჯერ დადის...
-კარგი...ახლა კი წადი იმ შენს გოგოსთან და ჯობია ბოდიში მოუხადო.მიდი,მიდი...
მხარზე ხელი დაარტყა და თითქმის ძალით გააგდო სახლიდან.
თხელ ზეწარში გახვეულიყო სალომე და დაძინებას ცრდილობდა საწოლის მარჯვენა მხარე რომ დაიზნიქა და ნაცნობი სურნელი მისწვდა მის ყნოსვას.ძლიერმა ხელებმა ერთიანად შებოჭა და მხურვალე სხეულზე მჭიდროდ მიიხუტა.ბარათელმა სახე მის სურნელოვან თმაში ჩარგო და ბრთხილად შეეხო ტუჩებით.
-დამშვიდდი? -სუსტი მკლავები მოხვია ქალმა
-არა-ყრუდ ამოილაპარაკა კაცმა -შენს გვერდით ყოფნა და სიმშვიდე სხვადასხვა ცნებაა...ჩამეხუტე და დავიძინოთ.
-მიყვარხარ...ესეთი გიჟიც კი-ტუჩებში მოწყვეტით აკოცა ქალმა და უფრო მჭიდროდ მოეხვია.

* * *

სადარბაზოდან გამოსულმა კეპი შეისწორა, სწრაფად გადაკვეთა ტროტუარი და შავი ტოიოტას კარი გამოაღო.
-ნახეთ როგორი სტუმარი გვყოლიაა-წარბის აწევით შეათვალიერა თავიდან ფეხამდე ძალიან მოკლე ჯინსის შორტებში გამოწყობილი წერეთელი..თავის გაქნევით გაიცინა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.
-ეგეთი სიშიშვლეც არ მითხოვია-სიგარეტს მოუკიდა და კვამლი პირდაპის სალონში გამოუშვა.-ვაიმეე...ბარძაყზე ხალი გაქვთ გამომძიებელო?
-აქ არ ვეწევით.-ყურადღება არ მიუქცევია მისი ისრონიისთვის ისე დაძრა მანქანა.
-ჩემზე ეგ აკრძალვა არ ვრცელდება.-თვალი ჩაუკრა ქალს .-სად მივდივართ?
-მივალთ და ნახავ...გავიგე ვადაჭკორიასთან აგიწყვია ურთიერთობა...-ცალი თვალით გამოხედა მამაკაცს.
-კი არ გაიგე,შენი ლეკვები მითვალთვალებენ...-ჩაიცინა მამაკაცმა-ეს არაფერს არ ცვლის...მე ნატაშასთან დავწვები,ლოლასთან თუ ირინესთან...საქმე... საქმეა
-აქ საგულაოდ არ ჩამომიყ ვანიხარ...
-რატომ მრჩება ისეთი წარმოდგენა, რომ შენთვის გინდივარ და არ გემეტები სხვისი საკუთრება რომ გავხდე...-სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ქალისკენ შეტრიალდა.
-რატომ მგონია რომ მეჩალიჩებიი?-მანქანა შეაჩერა ქალმა და მისკენ შეტრიალდა...
-გგონია...გგონია...ხედავ თავადვე თქვი რომ გგონია..-შეათვალიერა ქალი და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია რომ არ გასცინებოდა.-ცეცხლს ეთამაშებით გამომძიებელო...
ქალმა თვალი აარიდა და წელში გასწორდა.
-ენგინ პაპასკირი....ქართველი თურქი.ავჭალაში სასტუმრო "სავანე" მიხვალ და დაელაპარაკები...დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
- გასაგებია.მე აქ ჩამოვალ...-პასუხს არც დალოდებია ისე გადავიდა მანქანიდან და კარი მიხურა...წერეთელმა თვალი გააყოლა მიმავა მაღალ სილუეტს და ყელში გაჩხერილი ბურთი გაჭირვებით გადააგორა კისერში ,შემდეგ სახეზე ჩამოისვა ხელი და რამოდენიმე წუთის მერე მანქანა ადგილიდან ნელი სვლით დაძრა.
* * *
-მითხარი რომ ღადაობ-გაიცინა გიორგიმ და მანქანიდან კიდევ ერთხელ გახედა სასტუმრო სამ სართულიან შენობას...
-ვღადაობ...გაგიხარდა?!
-მაგრად ბოზ@შვილი ვიყო...ეს თურქი მძღოლების სასტუმრო არაა იაფფასიანი ქართველი ძუკნებით.
-ხოო რა გაგიკვირდა ქალებში საგულაოდ კი არ მოვედით.-თვალები აატრიალა ლევანმა,გიგას მიბაძა და მანქანიდან გადავიდა.
-რა უნდა ვქნათ ხალხოო?!-კუდში აედევნათ გიორგი...
-გამოიყენე შენი შარმი...-გაიცინა გიგამ...-მამაა...ვინმემ თ.
-მოკეტე ახვარო!-სახე დამანჭა გიორგიმ.
-კაი ეხლა მოვიქცეთ კაცებივით ხოოდა...წავიდეთ და ვაჩვენოთ ამ დედამოტყნულებს ვინაა უფროსი-წელში გასწორდა ლევანი.
-მოიხოდა ეს !
-გიგილოოო ჩათვალე არ გამიგია.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ლევანმა და სასტუმროს კარი შეხსნა.
შენობაში იაფფასიანი სასმლის და სიგარეტის ბუღი ტრიალებდა.ფაშფაშა ქალი გამოეგება ახალ მოსულებს და ამრეზით შეათვალიერა სამივე..
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ენგინს ვეძებთ.
-უკაცრავად?-წარბი აწია ქალმა
-ულვაშიანი მსუქანა თურქია...-გაიკრიჭა გიორგი.
-ასეთს არავის ვიცნობ...მიბრძანდით აქედან სანამ პოლიციას გამოვუძახე.
-მგონი გავაბრაზეთ-გიგას გადაულაპარაკა ლევანმა-კარგით უკაცრავად მივდივართ.
სწრაფად დატოვეს შენობა და ეზოში გამოვიდნენ სადაც რამოდენიმე სატვირთო ტრაილერი იდგა და ულვაშიანი მამაკაცები ირეოდნენ.
-ამ სირებს ყველას ულვაში და ღიპი აქვთ...არ გინდა გაარჩიო რომელია მუსტაფაა?-ამოიოხრა გიორგიმ
-ენგინი სირო...
-ორივე ერთი ხუი არაა...ჩემთვის ყველა თურქი მუსტაფაა...ეეე მოდი... სად მიდის?
წინ წასულ გიგას გაეკიდნენ რომელიც უკვე თურქებთან იდგა.
-ენგინს ვეძებ...-ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და გამომცდელად დააკვირდა სამ მამაკაცს.
-მე ვარ ენგინი!-წინ წამოვიდა შედარებით ახალგაზრდა კაცი ხელში მოზრდილი კლუჩი ეკავა და მტრული მზერით იყურებოდა.-ვინ კითხულობს?
-შენთვის საქმეა...500 კილოგრამს იწონის...ფულის ნაწილს გასვლისას მიიღებ ნაწილს კი ადგილზე უსაფრთხოდ ჩატანისას.
-გასაგებია-ახლოს მიიწია მამაკცმა-ვინ გამოგგზავნა?
-ანზორმა.და არ იკითხავ რა არის ტვირთი?
-დეტალები არ მაინტერესებს.-ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ზურგი აქცია სტუმარს.

* * *
კარზე ზარის ხმამ გააღვიძა...საწოლის მეორე მხარე ცარიელი დახვდა.ფეხზე წამოდგა და ჩუსტების ფლატუნით გაიწი კარის გასაღებად.საკეტი გადაატრიალა და კარის გაღებისთანავე გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.კარში თამარი იდგა პარკებით ხელდამშვენებული.
-დედა?აქ რას აკეთებ?-კარის ჩარჩოს მიეყრდნო მხრით.
-საჭმელი მოგიტანე რომ გიცნობ ვიცი მაცივარი ცარიელი გექნება...არ შემომიშვებ?
-აქ ცოტა არეულობაა...შემოდი.
გვერძზე გადგა და ქალი სახლში შეატარა...თამარმა ინტერესით მოავლო მზერა სახლს და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.-ვინმე გყავს?
ცალი თვალი შვილისკენ გააპარა ქალმა.
-რას გულისხმობ?
-მეგობარ ბიჭს...
-დედა ამაზე ლაპარაკი არ მინდა...
-კარგი...კარგი...თვის ბოლოს ნანი აპირებს ჩამოსვლას ერთი თვით...მერე კი ალბათ ერთად წავალთ.
-ძალიან კარგი...-ტელეფონს დაჩერებულმა სალომემ უინტერესოდ გასცა პასუხი.
-„რას აკეთებს ჩემი სექსუალური ქალიი"
-"ნახევრად შიშველი სამზარეულოში ვზივარ თამრიკო მესტუმრა...და შენ რას აკეთებ?"
-“ღმერთო ჩემო შენს სიშიშვლეზე ათასი ბინძური ფანტაზია მომდის თავში...გაუშვი თამრიკო მალე"
-"გარყვნილო"
-"მხოლოდ თქვენთვის ძვირფასო"
გაეცინა სალომეს და ახლაღა შეამჩნია გაოცებული თამარის მზერა
-ვინ არის?
-რაღაც არ მახსოვს მე და შენ დაქალები ვიყოთ თამარ...
-ასე რამდენ ხანს გაგრძელდება?-ამოიოხრა თამარმა და სკამიდან წამოდგა-როგორც სჩანს ზედმეტი ვარ...მადლობა არაა საჭირო ნახვამდის.
წელში გაიმართა და სახლი ისე დემონსტრაციულად დატოვა გაოცებულ სალომეს ყბა ჩამოუვარდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი დარინა

სიგიჟეა ეს კაციიი, სიყვარულის ახსნაც გიჟურად შეუძლია, აი სალომე მეორე ნაწილში ასე მგონია ძალით აკეთებს ყველაფერს ასეთიშთაბეჭდილება დამრჩა.

 



№2 წევრი mirandaa31

სიყვარულის ახსნაც ასეთი უნდა :დ ძალიან მაგარია. მაგრამ მგონია რომ ის დათა ასე ადვილად არ მოსივენებს და რაღაც ცუდი მოხდება ((
--------------------
ხელმოწერა

 



№3 სტუმარი სტუმარი ნატალი

საოცრება ხარ, ძალიან მომწონს, წარმატებები.... (აქ კიდევ ერთი ნატა ყოფილა მკითხველი და მე ეხლა ნატალი ვიქნები :D)

როდის დადებ ახალ თავს?!

 



№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ ეს წერეთელი ხო ისედაც არ მომწონს, მაგრამ დაუკმაყოფილებელი ქალი კიდევ უფრო საშიშია. ქნას გუგა-გიგამ მადლი და დააკმაყოფილოს იქნებ.

 



№5 სტუმარი სტუმარი nata

au martla sascaulia gigga❤️❤️❤️dzaan momcons ea istoria

 



№6 სტუმარი Makukuna

ფანტაზია რომ არანორმალური გაქვს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ სიტყვების მარაგიც ამოუწურავი გაქვს.
ხანდახან მგონია, რომ კაცი ხარ, ისე კაცურად აზროვნებ,
ხელოვნურად გარძელებული, არც წიგნი მომწონს და არც ფილმი, იმის მეასედიც არ გამოდის, რა პირველი ნაწილი. მაგრამ შენი ფანტაზის პატრონს ეს არ გემუქრება ნამდვილად.
ისე პირველი ნაწილის სალომე უფრო შეეფერებოდა გიგას. ამხელა შარმის, ტემპერამენტის და ენერგიის პატრონს, ძალიან ძნელია სრულად გაუწიო პარტნიორობა, შენც ისეთი გიჟი-გადარეული თუ არ ხარ.
ერთადერთი, რაც ძალიან მხვდება თვალში და ყურში - ჭკვა, ჭკუიანად, ბრთხილად ( კიდე ბევრი იყო). თავიდან მექანიკური შეცდომა მეგონა, მაგრამ ვფიქრობ რომ, არაა.
პ.ს. გიგა არ შეცვალო, რაა?

 



№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ხოო, "ჭკვა" რომ დავინახე მეც ჩემი დამემართა, მაგრამ ავტორის კომენტარებიდან გამომდინარე ეგეთ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება ცოტა უმადურობად მომეჩვენა და გავჩერდი. სამსახურიო, ბავშვიო, ალერგიაო...ისაო ესაო და კიდევ ყოველ დღე დებს ახალ თავებს, თან მაშინ როცა ამ ისტორიის გაგრძელებას არ აპირებდა და ზეცაში გაფრენით უნდოდა დაემთავრებინა ქალბატონს:)).

ჩემი აზრით, ტემპერამენტი და ენერგია არც სალომეს აკლია. და ზუსტად როგორიც არის სალომე, მაგიტომ მოეწონა, თორემ "ყველასნაირებთან" ხომ ისედაც ჰქონდა და აქვს ურთიერთობა.

 



№8 სტუმარი makukuna

არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. კომპიუტერულ და მექანიკურ შეცდომებს მეც არ ვაქცევ ყურადღებას, განსაკუთრებით, თუ კი ისტორია მომწონს. უბრალოდ, იმდენად ხშირად შემხვდა პირველივე თავებიდან, რომ ეს მექანიკურ შეცდომად არ ჩავთვალე. ეს მხოლოდ შენიშვნაა ჩემგან და იმედია ავტორი უმადურობად არ ჩამითვლის. მთლიანად ნაწერი საკმაოდ გამართულია, თითქოს ყველა სიტყვა დატვირთულია. კითხულობ და იცი, რომ არცერთი უნდა გამოტოვო. ამიტო, ასეთ წყობაში უცებ ამჩნევ შეცდომას და გინდა, რომ არ იყოს. ეს უფრო გულშემატკივრობაა ჩემგან, ვიდრე კრიტიკა.
რაც შეეხება, სალომეს, მართალია, არც მას აკლია ტემპერამენტი და ენერგია. განსაკუთრებით, პირველი ნაწილის სალომეს. ამიტო მინდა, ეს შეინარჩუნოს და არ დაკარგოს. თითქოს მეორე ნაწილში ამის საშიშროება დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იკივლა და იწივლა, შინაგანად შეცვლილი მეჩვენა. სალომემ ბალანსი თუ არ შეინარჩუნა, ისიც ერთი "ყველასნაირი" გახდება და ადვილად მობეზრდება გიგასნაირ ადამიანს.

 



№9  offline აქტიური მკითხველი grafo

ზოგადად, საიტზე ჭკვა და ვსვავ-ს თუ ვუსწორებ, ეს კრიტიკად არ უნდა მიიღონ. ზუსტად, ეგ მჭირს მეც. როცა კარგი ნაწარმოებია, მსგავსი შევდომები ტვინში მიკაკუნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩუმად ვარ.
კაცი ზეციდან ჩვენს გამოა მოაბრუნა და ვერ ვთხოვ ყურადღები წერემეთქი:))).
კი, სალომემ გაუბერა ძაან. ხან ისე გაჯიქდება და იმ დათუნასთან ბლუყუნი დაიწყო. მანდ რა ჩაატარა ვერ ვხვდები.

 



№10 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargad cer, personajebsac shesaferisi metyvelebaaa aqvt, sheulamazeblad gadmoscemen taviant satqmelss, es giga saocari vinmea, saerrtod aset pirovnebwbze alergia maqvs da yvelas aqvss, magram nucubodze imdenaad moxdenilad aketebs yvelafers, rom misi saqmeni sagmironi, mxedvelobis migma rchebaa, ai salome ki mgoni daigalaaa, da unda sxvagvarad ganitvirtosss, vnaxot, vnaxot

 



№11 სტუმარი Ani

საინტერესოდ წერ. ერთ დღეში წამეკითხა ყველა თავი! უდაოდ საინტერესო პერსონაჟებია ყველა და იმდენად რეალური გადმოცემის სტილი გაქვს, რომ ... კარგია, რომ მეორე ნაწილი დაწერე, თან არამარტო დაწერე, იმდენად დიდი ხიბლი შესძინე, რომ კომენტარებსთვის რომ არ გადამეხედა, ვერც მივდვდებოდი, თავიდანვე ასე ჩაფიქრებული რომ არ იყო

 



№12  offline წევრი Someone wandering

ვააიიიი ჩემი გიჟმაჟუნაა კაციი. აუ წერეთელი მაგრად მომწონს და დააძმაკაცე რა გიგლასთან heart_eyes stuck_out_tongue_winking_eye

 



№13 მოდერი Life is Good

makukuna
არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. კომპიუტერულ და მექანიკურ შეცდომებს მეც არ ვაქცევ ყურადღებას, განსაკუთრებით, თუ კი ისტორია მომწონს. უბრალოდ, იმდენად ხშირად შემხვდა პირველივე თავებიდან, რომ ეს მექანიკურ შეცდომად არ ჩავთვალე. ეს მხოლოდ შენიშვნაა ჩემგან და იმედია ავტორი უმადურობად არ ჩამითვლის. მთლიანად ნაწერი საკმაოდ გამართულია, თითქოს ყველა სიტყვა დატვირთულია. კითხულობ და იცი, რომ არცერთი უნდა გამოტოვო. ამიტო, ასეთ წყობაში უცებ ამჩნევ შეცდომას და გინდა, რომ არ იყოს. ეს უფრო გულშემატკივრობაა ჩემგან, ვიდრე კრიტიკა.
რაც შეეხება, სალომეს, მართალია, არც მას აკლია ტემპერამენტი და ენერგია. განსაკუთრებით, პირველი ნაწილის სალომეს. ამიტო მინდა, ეს შეინარჩუნოს და არ დაკარგოს. თითქოს მეორე ნაწილში ამის საშიშროება დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იკივლა და იწივლა, შინაგანად შეცვლილი მეჩვენა. სალომემ ბალანსი თუ არ შეინარჩუნა, ისიც ერთი "ყველასნაირი" გახდება და ადვილად მობეზრდება გიგასნაირ ადამიანს.

არანაირად არ მწყინს შნიშვნა,ჩმთვის მისაღებია და გავითველისწინებ აუცილებლად.გამომდინარე იქიდან რომ მეც პირადად დიდი გართულება მაქვს არასწორად მეტყველებასთან და ცუდად მხვდება ეს დეტალი ყოვლთვის თვალში.გადაკითხვას ვერ ვახერხბ და ვფიქრობ სწორედ ამისი ბრალია.მადლობა :*

grafo
ხოო, "ჭკვა" რომ დავინახე მეც ჩემი დამემართა, მაგრამ ავტორის კომენტარებიდან გამომდინარე ეგეთ შეცდომებზე ყურადღების გამახვილება ცოტა უმადურობად მომეჩვენა და გავჩერდი. სამსახურიო, ბავშვიო, ალერგიაო...ისაო ესაო და კიდევ ყოველ დღე დებს ახალ თავებს, თან მაშინ როცა ამ ისტორიის გაგრძელებას არ აპირებდა და ზეცაში გაფრენით უნდოდა დაემთავრებინა ქალბატონს:)).

ჩემი აზრით, ტემპერამენტი და ენერგია არც სალომეს აკლია. და ზუსტად როგორიც არის სალომე, მაგიტომ მოეწონა, თორემ "ყველასნაირებთან" ხომ ისედაც ჰქონდა და აქვს ურთიერთობა.

დედას გეფიცები მაგრად მომწონხარ! :)) ნუ იქნები თავმდაბალი და აღიარე რომ სწორედ შენს გამო იწერება მეორე ნაწილი :)

სტუმარი nata
au martla sascaulia gigga❤️❤️❤️dzaan momcons ea istoria

მადლობა ...აქ წარმოიდგინე, რომ თავის მდაბლად დახრით გიხდი მადლობას :*

grafo
ჯერ ეს წერეთელი ხო ისედაც არ მომწონს, მაგრამ დაუკმაყოფილებელი ქალი კიდევ უფრო საშიშია. ქნას გუგა-გიგამ მადლი და დააკმაყოფილოს იქნებ.

გოგოო :))) მისთვის გემეტება ეს საიქიოდან დაბრუნებული მამრიი :)

mirandaa31
სიყვარულის ახსნაც ასეთი უნდა :დ ძალიან მაგარია. მაგრამ მგონია რომ ის დათა ასე ადვილად არ მოსივენებს და რაღაც ცუდი მოხდება ((

მირანდაა შენ არ ინერვიულო გიგა თუ არა მე მივუნგრევ სახეზე იმ უკანონო მიშენებას...ღმერთო რა კარგ ხასიათზ ვარ :))

 



№14  offline აქტიური მკითხველი grafo

ქალს უხდება თავმდაბლობა :D :D.
თან, მე უბრალოდ ძალიან ემოციური ვარ და ზეშაში გაფრენამ წყობილებიდან ძალიან გამომიყვანა.

აუფ, არ მემეტება. უბრალოდ, სადაც და როგორც უნდა ისე დაატყლაშუნებდა ამ თავის სიამაყეს და ჩააცხროს ეს ქალიც, მადლი იქნება. ხთფუი, ქალს როგორ დასცინის და ისიც არ იმჩნევს. ბარძაყზე ხალი გაქვსო რომ ჰკითხა, მაგაზე ხმით ვიცინოდი.
თან, მე ამ კაცის იუმორის სერიოზული ფანი ვანი.
კარგი ხარ მკითხველის აზრი რომ გაითვალისწინე, ძალიან. ზუსტად ის ხარ, რაც/ვინც მე ამ საიტზე მომწონს.
ხო, არ დამავიწყდეს. ყველაფერთან ერთად დახვეწილი გემოვნების მქონე ავტორიც ხარ :*.

 



№15 სტუმარი სტუმარი Life is Good

ssdaa chemi meotxe tavii?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent