შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეული მინისტრისთვის * 2 *


30-06-2018, 23:47
ნანახია 1 799

მზარეული მინისტრისთვის * 2 *

მას შემდეგ,რაც დარო წავიდა ,ძლივს მოვახერხე დამშვიდება.აქეთ ელენა მაწუხებდა კითხვებით ჩემს სამსახურზე და თქვენ წარმოიდგინეთ დათაზე,იქეთ დღევანდელი ინციდენტი მაფიქრებდა. გეგმაში სიმართლის თქმა არ შედიოდა,მაგრამ იმდენად გადამეკეტა ,სხვანაირად არ შემეძლო.
ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომიყვანა.
- შე ადრე და მალე მოსაკლავო ქალო.ასე უნდა საუკეთესო მეგობრის დავიწყება? პროსტა,თუ გაპატიო.
- მეც კარგად ვარ,შენ? რა იყო დღეს შენ და დაროს ჩხუბის დღე გაქვთ?
- დარო რა შუაშია?მოიცა,შენთან იყო მოსული?
- ჰო,მაგარი კონცერტი გამოტოვე.
- მოვდივარ,რამე ამოვაყოლო?
- კი, შოკოლადები ,სასმელი მაქვს...
ყველაფრის მოყოლიდან ზუსტად ნახევარი საათი ლანძღავდა ზურას, შემდეგ დაროსაც გადაწყდა და იყო გართობაში. იდეაში,სასმლის წრუპვა გადავწყვიტეთ მაგრამ ისე შევყევით სმას,რომ ცოტა არ იყოს შევთვერით კიდეც. მისთვის ჩემს სამსახურზე ჯერაც არ მითქვ..
- ვაიმე , სამსახური!!!
წამოვიყვირე უცებ,როდესაც გავაცნობიერე რომ ხვალ პირველი სამუშაო დღე მაქვს და მე ჯერ კიდევ ვსვავდი
- რამ წამოგიარა ქალო, ან რა სამსახური აგიტყდა ამ უმუშევარ ქალს.
სიცილით მომახარა.მე კი ასევე ღიმილით ვახარე.
- ხვალიდან , ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის დათა ლაშხის მზარეული ვარ!
ცოტა ხანი გაოგნებული მიყურებდა,ეგონა რომ ვხუმრობდი.თუმცა,როცა დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, მთელი სახლი კივილით აიკლო.
- შე გაფუჭებულო ქალო,მერე მანამდე არ უნდა გეთქვა? აუ ,რა მაგარიაა.. მოიცა,ნახე უკვე? როგორია? სიმპატიურია უფრო ვიდრე ფოტოებში ხო?
- იმიტომ,არ გითხარი რომ დამავიწყდა.კი ვნახე.არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ხო რავი არაუშავს.
ბოლომდე არ ვაღიარებ,რომ უზომოდ სიმპატიურია, თან მამაკაცურიც.
- აბა,კარგად შემომხედე!
მობეზრებული მზერით შემომხედა.
- რა?
- მარიამ?!
- ნინა!
- ოოო,მარიამ
- კარგი,ხოო. უზომოდ სიმპატიურია,ჯანდაბა როგორი მამაკაცურია.ელენას ისე ექცეოდა ,ლამის იქვე ვიტირე. ძალიან თბილი და კეთილი ჩანს.
- ანუ მოგეწონა
- არა,ასე ვერ ვიტყვი,რომ მომეწონა.უკვე ყველა მამაკაცი ზურასნაირი მგონია,გინდა პრემიერ-მინისტრი იყოს ,გინდა პრეზიდენტი.
ან რაიცი იქნებ ჰყავს შეყვარებული და გამხელა არ უნდა?
- კარგი ახლა,ნუ წახვედი წარსულში.ზურა,რადგან მოძალადე აღმოჩნდა ,იმას არ ნიშნავს,რომ ყველა მასეთი იქნება.
-ჰო,რა ვიცი
- რა ვიცი,არ უნდა მაგას.. ისე,ხვალ მაინც პირველი დღეა და რის მომზადებას გეგმავ?
- ისე,ჯერ არ მიფიქრია.ვნახოთ,რომ მივალ მერე გადავწყვეტ,თან იქნებ არ მოსწონს ,ხომ უნდა გავიგო ,რა უყვარს.
ნინა კიდევ ცოტახანს დარჩა,შემდეგ კი მისმა სატრფომ დაურეკა დაბლა გელოდებიო და ესეც ბედნიერი ჩაფარფატდა...
ტანზე გადავივლე,ელენა ვაბანავე და მეოთხე ზღაპრის მოყოლისას ჩაეძინა.
აივანზე გავედი..უკვე ჩვევად მექცა აივანზე დაძინებამდე ყავის და ერთი ღერი სიგარეტის მოწევა..არადა , 2 წლის წინ თავად ვუშლიდი ზურას ,სიგარეტის მოწევას..ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე,რომ ზურა ამის ჩამდენი იქნებოდა. დღემდე მახსენებს მის თავს მოგონებები. მის მიმართ არაფერს ვგრძნობ,მაგრამ ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი,რთულია დაივიწყო.ნუ, ამ ჯერად მაინც...

^^^
დილით, საათი შვიდს უჩვენებდა , როდესაც გავიღვიძე.უცებ გავამზადე საუზმე და ელენას ოთახისკენ დავიძარი,რომ ესაუზმა.
ოთახის კარი შევაღე და რას ვხედავ? უკვე ჩაცმული, მოწესრიგებული დამხვდა. საწოლი აელაგებინა, თავისებურად.
- დედიკო, მე მზად ვალ,წავედით.
მის შემხედვარეს ფხუკუნი ძლივს შევიკავე.დიდ ქალობს გოგო.
- წამოდი , ვისაუზმოთ
- კალგი
ოთახიდან გაიქცა და მეც ოთახი ხელახლა დავალაგე. ელენამ როგორც კი დაასრულა საუზმობა,მივალაგე ყველაფერი და უკვე ჩაცმულ-დახურულებმა გეზი ლაშხის სახლისკენ ავიღეთ...
დაცვამ მიცნო და ყოველგვარი კითხვების გარეშე გახსნა უზარმაზარი ჭიშკარი.
ელენა უცებ შევიდა სახლში ,თევზების ნახვის სურვილმა უფრო იმარჯვა ,ვიდრრ ბაღიდ დათვალიერების სურვილმა. ამიტომ მე ბაღისკენ მიმავალ ,ქვაფენილს გავყევი.ულამაზესი იყო იქაურობა.ჰაერში,იასამნების სურნელი ტრიალებდა. ვცდილობდი,უფრო მეტი სურნელი შემესრუტა. ბაღიდან გამოვედი და უკან დავბრუნდი.ცვლილება იყო. კართან ორი დიდი გაურკვეველი ჯიშის ძაღლი იყო. ჯერ არ მითქვამს? ძაღლების პანიკურად მეშინია ,იმდენად ,რომ მათი დანახვა და გონების დაკარგვა ერთი იყო. საბოლოოდ , ყველაფერი ბურუსში გაეხვია....
გონს, მძაფრმა სუნმა მომიყვანა. როგორც მივხვდი ნიშადურმა. ნელ-ნელა შევძელი გამოსახულების გარჩევა. პირველი რაც დავინახე იყო,ელენა ,რომელსაც ტირილისგან თვალები დასწითლებოდა.მეორე კი რაც იმ წამს აღვიქვი ეს იყო ლაშხი,რომელიც დივანთან იყო ჩამუხლული და ნიშადურით ხელში ,შემომყურებდა.
- დედიკოოო
წამოიყვირა ელენამ და ისე მომეხუტა ლამის მომახრჩო.
- პატარავ, დამშვიდდი დედიკო კარგადაა.
- თავს როგორ გრძნობ?გული ასე ხშირად მიგდის ხოლმე?
მზურველური ტონით მკითხა მინისტრმა.ცოტა არიყოს მესიამოვნა მისი ყურადღება.
- მხოლოდ მაშინ,როდესაც ძაღლებს ვხედავ
- სერიოზულად?
ისე ჩაიცინა,ლამის დივანი დავადნე.
- რამე სასაცილო ვთქვი?
ვკითხე ცოტა გაბრაზებით.
- არა,უბრალოდ..- ისევ ჩაიცინა.- არ მეგონა ჩემი 3 თვის ლეკვები ,ვინმეს ასე თუ შეაშინებდა.
ახლა ამას მივახრჩობ.
- ლეკვები? გინდათ თქვათ ,რომ მხოლოდ ლეკვები არიან? ალბათ,რომ გაიზრდებიან შემჭამენ.
შიშით ამოვთქვი.ცოტაღა მაკლდა გულის მეორედ წასვლამდე.
- დედიკოოო
თვალების მიბნეტვაზე უარესად აყვირდა ელენა.
- კარგი, დამშვიდდი.უკან ეზოში დავაბავ ძაღლებს და ვეღარ ნახავ. - თმაზე ხელი გადაისვა.- ელენ, დედიკო კარგადაა,მიდი თევზები მოინახულე.
მას შემდეგ გავიდა, თევზებთან, როცა თვალებით ვანიშნე კარგად ვარ თქო.
ასე , ვიწექი ის კი მიყურებდა.კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე, ამიტომ წამოდგომა დავაპირე.მგონი,ცუდი აზრი იყო, რადგან იმდენად ახლოს აღმოჩნდა ,რომ სუნთქვაც დამავიწყდა. მოულოდნელად ჩემსკენ ხელი გამოსწია,გრძელ ნაწნავზე დამისვა ხელი.მე, სულელს კი თვალები ისე მიმელულა, სიამოვნებისგან,რომ გონს მხოლოდ მისმა ხმამ მომიყვანა
- ბალახი გქონდა ,თმაში .
მეც , გამწარებულმა ნაწნავი ისე სწრაფად გადავგდე უკან,რომ წელიც კი მეტკინა...
- უკვე კარგად ვარ,ასე რომ შემიძლია საუზმე მოვამზადო.
- მართლა,კარგად ხარ?
- კი.
- მაშინ მიდი,მოამზადე. მე და ელენა აუზთან ვიქნებით.
- კარგი
სამზარეულოში შევედი.პროდუქტებს გადავხედე და ისეთი რაღაცეებიც დამხვდა, აქ თუ იყიდებოდა არც მეგონა. ბევრი ,ვიფიქრე თუ რა გამეკეთებინა. საუზმისთვისგადავწყვიტე სალათა გამეკეთებინა, ერთი ბოსტნეულის , მეორე იტალიური "პანცანელა",ტოსტები , ხილის წვენი და ყავა. სადილისთვის კი , ფრანგული სამზარეულოდან ფრისაკე თევზის ხორცით,ვინაიდან თევზი უყვარს.ამას იმით მივხვდი,რომ მაცივარი სხვადასხვა სახის თევზებითაა სავსე. დესერტად კი, ტრუფელი.
საუზმე, ზუსტად ნახევარ საათში გავამზადე. მაგიდაც გავაწყვე და დასაძახებლად გავედი.
კარის ჩარჩოს მივეყრდენი და მოთამაშე დათას და ელენას ვუყურებდი.ელენა,როგორც ყოველთვის ლაპარაკობდა.გარკვევით ვერა ,მაგრამ ვიცოდი ჩემს შესახებ უამბობდა.
- საუზმე მზადაა
ჩემს ხმაზე ორივემ,გამომხედა. ელენა ,ფეხზე წამოხტა და სახლში შევარდა.ისე იქცევა ,თითქოს საკუთარ სახლშია.
ფიქრებიდან ,მინისტრის ხმამ გამომიყვანა.
- არაჩვეულებრივი შვილი გყავს,მარიამ.
მის მიერ წარმოთქმული "მარიამ",იმდენად სასიამოვნოდ ჩამესმა,რომ მთელს ტანში დენმა დამიარა.
-მადლობა...შევიდეთ
ძლივს ამოვილუღლუღე.ალბათ,მისმა სიახლოვემ იმოქმედა.
- მარტო არ მიყვარს ჭამა,იმედი მაქვს ისაუზმებთ ,ჩემთან ერთად.
თქმა არც სჭირდებოდა ,რადგან ელენას ლამის ნახევარი სუფრა ,უკვე შეეჭამა..
სიცილით ჩამოჯდა სკამზე,დათა. ერთად შეუდგნენ საუზმობას. თქვენ უნდა გენახათ,როგორ ჰგავდნენ მომენტებში ერთმანეთს. დამიჯერეთ,მათი ერთად ცქერა, საოცრებაა.
სიმყუდროვე,მინისტრის ტელეფონმა დაარღვი.
- გისმენ, ლიკა!
ისეთი სერიოზული ხმით საუბრობდა,მივხვდი საიდანაც რეკავდნენ.
- გადადე 1საათით... ვიცი,მაგრამ მაინც გადადე. ..უკვე აქ არიან???? მერე მანამდე ვერ მითხარი?!მოვდივარ !
უცებ წამოხტა ფეხზე და შეწუხებული მზერა მომაპყრო.
- სამწუხაროდ,უნდა წავიდე.მნიშნველოვანი შეხვედრა მაქვს.დროებით.
- სადილი მოვამზადო?
- თქვენთვის, მე ვერ მოვახერხებ მოსვლას.
- კარგი.
გავიდა თუ არა, ელენა აჭიკჭიკდა.
- დედიკო , დათუჩამ მითხრა დიდი ფისო ,უნდა გიყიდოვო.
ლამის ყბა ჩამომივარდა.
- რა? დათუჩა ვინაა??? ან რა ფისო??? საერთოდაც, ხომ გითხარი არავის უთხრა,რომ რაიმე გიყიდოს თქო? ან იქნებ ფული არ აქვს ადამიანს?!
- დათა ბიძია.თან დათუჩა უცქო ალაა,თვითონ მითქლა გიკიდიო,იცი ლამდენი ფული აქვც??ბევლი.
- არ გამაგიჟო.კი არ ვიცოდი.
- ალ გაგიჯდე მელე ცენც
თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა.სულ წავიდა ხელიდან,რაც თეაკოს დავუტოვე.აშკარად,იმას ემსგავსება.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ.წადი, ხელები დაიბანე და თევზებს ეჭორავე.
- კალგი,მალიამ დედიკო.
გამეღიმა, მის ბავშვურ ლაპარაკზე.მახსოვს,ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა უკვე ყოფილმა ქმარმა, პირველად ხელი ,რომ აღმართა ელენამაც დაინახა.მეორე დღეს რა თქმა უნდა ,ბოდიშები მიხადა,მაგრამ რა აზრი ჰქონდა?. ელენამ კი უცებ წამოიძახა: "თუ კიდევ გაალტკავ დედიკოს , გცემ! ".
იმ მომენტში, სიცილი ძლივს შევიკავე,მაგრამ ყველაზე მეტად ზურამ გამაოცა.რა ქნა? არაფერი,მაგიდაზე ხელი დაარტყა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლიდან..
რეალობაში ელენას ხმამ დამაბრუნა.
- დედიკო ტელეფონი გილეკავც.
ტელეფონით ხელში მოირბინა. უცხო ნომერი იყო.
- გისმენთ?
- მარიამ, ჩემი მძღოლი გამოგივლით და წამოგიყვანთ
- შეიძლება,ვიკითხო სად მივდივართ?
- დიახ,რა თქმა უნდა.ელენას დავპირდი,რომ მთაწმინდის პარკში გავასეირნებდი.
- გთხოვთ,ნუ შეწუხდებით,ისედაც დაკავებული ხართ.მე წავიყვან საღამოს.
"ელენა , მოგკლავ !!!"
- პირობა დავდე,მე კი ყოველთვის ვასრულებ , ასე რომ მზად დახვდით!
- კი,მაგრამ..გათიშა?? ჰმ, ამას მე ვინ ვგონივარ???მითიშავს , თითქოს ვაწუხებ. ელენააა.
ხმამაღლა დავიძახე მისი სახელი. კი , აშკარად მეტყობა გაცოფება.
- გიცმენ დეე
ისეთი თვალებით ამომხედა,სულ დამავიწყდა,რომ უნდა მეჩხუბა მისთვის.
- დათა ბიძიას , შენ სთხოვე პარკში წაეყვანე?
- ალა, დედიკო. მე ვუთქალი მამიკო ალ მაცეილნებდა ,ქოლმე თქო და დედიკო ეცქუბებოდა ცუულ თქო
დაახლოებით, ნახევარი საათი ვიდექი და ვიაზრებდი,რაც მითხრა.
- რ..რაა?? რატომ უთხარი? ხომ გაგაფრთხილე,ასეთი რამეები სხვებს არ უნდა უთხრა თქო?! მითუმეტეს,ჩემს უფროსს!
- ლა ჩემი ბრალია, თვითონ მკითქა და მეც ვუპაცუქე.
- თვითონ???
ახლა უფრო,გადმომცვივდა თვალები.ერთი უზარმაზარი კითხვა დამებადა: რატომ ,იქექება ჩემს პირადში?!

^^^

ზუსტად,ერთ საათში სამინისტროს შესასვლელთან ვიყავით.მე ,ელენა და მისი მძღოლი ლექსო,მის გამოჩენას ველოდით.რატომღაც, აგრესია მოპყრობს მისი ხსენებისას.ალაბთ,იმიტომ რომ ვერ ვიტან ,როცა ჩემს ცხოვრებაში იქექებიან.თუნდაც, ეს იყოს კაცი,რომელიც მომწონს. " აჰ,ესეიგი მოგწონს?". ღმერთო,ჩემო ეს მე თვითონ ვთქვი? რა სისულელეა...ნუ,კარგი, ჰო. ცოტათი მიზიდავს,სულ ცოტათი.
ფიქრებში,ისე გავერთე,რომ მინისტრიც ვერ შევამჩნიე.
ჩვენი დანახვისას ,თითქოს დაღლილობა წამში მოეხსნა.
ლექსოსთან მივიდა ,რაღაც უთხრა და მანაც ტაქსი გააჩერა და წავიდა. თვითონ, მანქანას მოუარა და საჭეს მიუჯდა.
- დათუჩა, აბა ცადაა ცემი დიდი ფიცო?
"დათუჩა??" მგონი,დღეს ვიღაც დაისჯება.
- ელენ, სახლში,რომ მივალთ ,ზუსტად ისეთი ფისო დაგხვდება,როგორიც გინდოდა.
ვაღიარებ , ასეთ პასუხს ,არ ველოდი. უნდა ვაღიარო,რომ ძალიან მომწონს მისი დამოკიდებულება,ელენას მიმართ. "ნეტავ,ზურაც ასეთი მამა ყოფილიყო"- გამეფიქრა, ჩემდაუნებურად.
არ მჯერა,რომ პრემიერ-მინისტრს, დათა ლაშხს,მთაწმინდის პარკში მივყავართ მე და ელენა.სასწაული ,თუ გინდა .
პარკში მივედით ,თუ არა ,ელენამ აიტეხა ' ეშმაკიც ბოლბალზე ' მინდაო. ჩვენც, დავყევით მის ნებას და შევედით კაბინაში.
- დედიკო ,ნაქე ლა ლამაზია. დათუჩა , იჩი ჩემს დედიკოს ძალიან უკვალც კვავილები. ცაქცი , ბევლი კვავილები გვაქვც, დედიკოს იაცამნები უკვალც. მე მალიამ დედიკოც, ვგავალ წითელი თმები გვაქვც ,ოლივეც. ქომ,ლამაზი დედიკო მყავც?
თავიდან მის საუბარს ,ღიმილით ვუსმენდი ,ბოლო სიტყვებზე კი თვალები ვჭყიტე.დათამ ,ისე გამომხედა ,თითქოს რენტგენის სხივები ჰქონდა ,თვალებში.
- კი, ძალიან ლამაზი დედიკო გყავს, შენც მას ჰგავხარ პატარა ეშმაკუნავ.
ისე თქვა ,ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მისმა სიტყვებმა,უჩვეულო გრძნობა გამოიწვიეს ,ჩემში.თითქოს , მივიწყებული გრძნობები გააღვივა..თვალებით ,ისე მბურღავდა ცოტაც და სკამს დავადნობდი.
ისე წამოვედით პარკიდან,რომ ხმა არ ამომიღია.მხოლოდ ჩემი ლაქლაქა გოგონა და მინისტრი საუბრობდნენ.
"სასახლეში" მივედით,ისე შემოგვაღამდა ,რომ უკვე ვახშმის დრო იყო.როგორც,მინისტრმა მითხრა , მსუბუქად მსურს ვახშმობაო,ასე რომ , სალათების და ჩემი საფირმო კერძის მომზადება გადავწყვიტე. გავამზადე,მაგიდა გავშალე და დასაძახებლად წავედი.
- ვახშამი მზადაა
- თქვენ არ ივახშმებთ?
- არა, სამწუხაროდ, მეგობარი მელოდება.
- აჰ, მაშ კარგი. ლექსო წაგიყვანთ
ღამე მშვიდობისა.
მომეჩვენა,რომ ირონია ერია ,მის ხმაში.
-კარგი,ღამე მშვიდობისა
მე და ელენა ,ლექსომ მიგვიყვანა. ალბათ,მიხვდით,რომ მოვატყუე მიზეზი.მასთან ,ერთად დიდი დროის გატარება ,სულაც არ მსურს. არ მინდა,ძალიან დავუახლოვდე. ელენა,ვაბანავე და დასაძინებლად წავიყვანე.თან თავის "დათუჩაზე" მელაპარაკებოდა.. ტრადიცია,არ დავარღვიე და ჭიქა ყავით და ერთი ღერი სიგარეტით ხელში,აევანს ვესტუმრე.
დაღლილს , მალევე ჩამეძინა.
^^^
დილით ,კარებზე ბრაუნის ხმამ ,გამაღვიძა.მთქნარებით გავედი და თვალებდახუჭულმა გავაღე კარი. გაღება და თეაკოს შემოვარდნა ერთი იყო.
- არა,რა ამბები ხდება ,თურმე და მე ამ ყველაფერს სოც.ქსელებიდან უნდა ვიგებდე? ყოჩაღ,აი ყოჩაღ რაა.
ისე, შემოვარდა და აქოთქოთდა,რომ სიტყვის ჩაკვეხებაც , ვერ მოვახერხე
- დამაცადე.რა ხდება?რა ამბები?ან ამ დილაუთენია,ვინ გაგაღვიძა?
- შენ, რა არ იცი?
ისეთი, გაოგნებული სახით მკითხრა,რომ უკვე მართლა ,დამაინტერესდა რა წერია ამისთანა.
ჩემი სახის დანახვისას კი,უცებ მიუჯდა ლეპტოპს და რომელიღაც საიტზე გადავიდა.
- შენთვითონ ნახე!
მხრების ჩეჩვით მივედი.მონიტორის დანახვისას,კი თვალები ლამის კეფაზე გადამივიდა.
- "მოსიყვარულე ოჯახი,დროს ერთად ბედნიერად ატარებენ." ჰა???კი, მაგრამ.ეს???
- შენც , გაგიკვირდა არაა?? შენ ,ჩემი სახე უნდა გენახა. შენ,მეორე სტატია უნდა ნახო.
ახლა,ის გახსნა და იქ უფრო , გადმომცვივდა თვალები.
" პრემიერ-მინისტრის , დათა ლაშხის საიდუმლო ურთიერთობა და შვილი,რომლის შესახებაც , აქამდე უცნობი იყო."
- ესენი,სულ გაგიჟდნენ???

******
დავბრუნდი, დავბრუნდი... ძალიან კი მომიწია დაგვაინება ,მაგრამ ყველანაირად ვეცადე,რაც შეიძლება მალე დამედო..
რაც შეეხება მოთხრობას, ძალიან ჩახლართვას არ ვაპირებ,არც მალევე დასრულებას,შემდეგ თავში უფრო დაახლოვდებიან წყვილი და რა თქმა უნდა ტეაკოც იქნება..იმედი მაქვს მოგეწონათ,ეს თავი.. შეცდომები მაპატიეთ,ღამე მიწევს წერა,ან გამთენიისას...ძალიან მახარებს, თქვენი დადებითი კომენტარები..ცალკე ბედნიერებაა ,ჩემთვის ❤❤ მიყვარხართთთ❤❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Rom icode rogor momcons es siujetiiii, ise velodebodi rom gcodnoda ufro vmale dadebdii????????????????????imedia ardaagvianebb, zaan magariaaa

 



№2  offline წევრი Mziako mziako...

დადამ, უკვე მომწონს ეს წყვილი, ❤❤❤დათუჩას დამოკიდებულებაც კარგია ელენას მიმართ როგორიცაა და პლიუს ეს უფრო საინტერესოს ხდის ისტორიას.❤❤❤ძალიან მაგარი ხარ მაგარი იდეებით, ყველას ეს არ შეუძლია ამასაც მოფიქრება ხომ უნდა არა? :D ველი ახალ თავს უკვე ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს... მგონი ამ ისტორიის ფიქრით თუ როგორ განვითარდრბა მოვლენები არ დამაძინებს :D მალე დადე რა.... სულ ახლახანს ვნახე შენი საიტი და ასე ვთქვათ თითქმის გაგიცანი.. გყვარობ <3 ❤❤❤

 



№3 სტუმარი ნია

აქედანვე ჩანს როგორი საყვარელი და თბილი წყვილი გამოვა მათგან <3 განსაკუთრებით ის მომეწონა რომ მეტისმეტ ჩახლართვას არ აპირებ და თუ ასე სასიამოვნო და თბილი ისტორია იქნება ბოლომდე მაშინ დასრუების მერეც ბევრჯერ წავიკითხავ <3

 



№4 სტუმარი ლია

საინტერესოა ძალიან.
კარგად წერ.

კარგი მოთხრობაა ძალინ,მომწონს.

ცოტა რომანტიკა არ აწყენდა.

 



№5 სტუმარი სტუმარი ანი

მალე დადეეეეეე

 



№6 წევრი mirandaa31

ძალიან მემეწონა გაგრძელება, მალე დადე რა დიდხანს არ გვალოდინო ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№7  offline მოდერი abezara98

ვაო, ძალიან კარგი იყო და ძალიანაც მომეწონა blush თეაკო ხომ საოცრებაა, მაგრამ აი, ელენა ისე მომწონს, ისე მომწონს, რომ ლამის ხელი დავავლო და მე ვიშვილო joy მიყვარს მე ასეთი ქრთამისტი, გახსნილი და საყვარელი ბავშვები smile აშკარად იგრძნობა, ვის მხარეს დაიჭერს რამე თუ მოხდა smile ძალიან გამახარე ამ ახალი თავით და ველოდები გაგრძელებას heart_eyes

 




Qeti qimucadze
Rom icode rogor momcons es siujetiiii, ise velodebodi rom gcodnoda ufro vmale dadebdii????????????????????imedia ardaagvianebb, zaan magariaaa

რომ იცოდე ,როგორ მიხარიაა????????❤❤ შევეცდები,რომ არ დავაგვიანო ხოლმე❤❤

Mziako mziako...
დადამ, უკვე მომწონს ეს წყვილი, ❤❤❤დათუჩას დამოკიდებულებაც კარგია ელენას მიმართ როგორიცაა და პლიუს ეს უფრო საინტერესოს ხდის ისტორიას.❤❤❤ძალიან მაგარი ხარ მაგარი იდეებით, ყველას ეს არ შეუძლია ამასაც მოფიქრება ხომ უნდა არა? :D ველი ახალ თავს უკვე ვეღარ ვითმენ ისე მაინტერესებს... მგონი ამ ისტორიის ფიქრით თუ როგორ განვითარდრბა მოვლენები არ დამაძინებს :D მალე დადე რა.... სულ ახლახანს ვნახე შენი საიტი და ასე ვთქვათ თითქმის გაგიცანი.. გყვარობ <3 ❤❤❤

საიდან დავიწყო??? ჰო,მიყვარხარ შენ უკვე ❤❤ ისე მაბედნიერებს შენი კომენტარები,რომ დავფრინავ გეფიცები ❤❤უსაზღვრო მადლობა შენნ ,საყვარელოოო❤❤ ასე ,რომ მახარებ და მაბედნიერებ❤❤მიხარია,რომ ჩემი მოთხრობები ასე მოგწონსს❤

ნია
აქედანვე ჩანს როგორი საყვარელი და თბილი წყვილი გამოვა მათგან <3 განსაკუთრებით ის მომეწონა რომ მეტისმეტ ჩახლართვას არ აპირებ და თუ ასე სასიამოვნო და თბილი ისტორია იქნება ბოლომდე მაშინ დასრუების მერეც ბევრჯერ წავიკითხავ <3

დიდი მადლობა საყვარელოო❤❤ჰო,დიდად მიყვარს ჩახლართულობები.❤

ლია
საინტერესოა ძალიან.
კარგად წერ.

კარგი მოთხრობაა ძალინ,მომწონს.

ცოტა რომანტიკა არ აწყენდა.

ძალიან დიდი მადლობა❤❤შევეცდები❤

mirandaa31
ძალიან მემეწონა გაგრძელება, მალე დადე რა დიდხანს არ გვალოდინო ❤️

მადლობა დიდი❤მიხარია❤ შევეცდები აუცილებლად ❤❤

abezara98
ვაო, ძალიან კარგი იყო და ძალიანაც მომეწონა blush თეაკო ხომ საოცრებაა, მაგრამ აი, ელენა ისე მომწონს, ისე მომწონს, რომ ლამის ხელი დავავლო და მე ვიშვილო joy მიყვარს მე ასეთი ქრთამისტი, გახსნილი და საყვარელი ბავშვები smile აშკარად იგრძნობა, ვის მხარეს დაიჭერს რამე თუ მოხდა smile ძალიან გამახარე ამ ახალი თავით და ველოდები გაგრძელებას heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ,საყვარელო❤❤მიხარია,ასე რომ გახარებს , ჩემი "შემოქმედება " ???? მიყვარხარ მე შენ❤????

 



№9 სტუმარი სტუმარი ნუკი

male dade mesamec gtxoov

 



№10  offline წევრი ყვითელგულა

ძალიან კარგია,იმედია მალე დადებ შემდეგს ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent