შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( ნაწილი 2/4)


1-07-2018, 00:54
ავტორი Life is Good
ნანახია 795

გატაცება( ნაწილი 2/4)

თურქული ნომრების მქონე სატვირთო მანქანა 120 კილომეტრ საათი სიჩქარით, გადაადგილდებოდა კახეთის გზატკეცილზე.სალონში ეროვნული ბაიათები ჟღერდა და ექსტაზში შესული მძღოლი, ციებიანივით აკანტურებდა ცხვარივით გაბურძგნულ ნახშირივით შავ , თმას.ლილოს დასახლებას გასცდა ,გზის სავალი ნაწილიდან მარცხნივ გადაუხვია და ცენტრალური გზიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით ,მაღალი ბეტონის მესერით შემოსაზღვრული შენობისკან აიღო გეზი.რომლის თავზეც წუთში ერთხელ,წრიულად მბრუნავი პროჟექტორი შემოგარენს თვალის მომჭრელ სინათლეს ჰფენდა. კუდზე დამჯდარმა ბეემვემ სიჩქარეს უმატა ,სატვირთოს გადაუსწრო,წინ გაიჭრა და ფარების ციმციმით აიძულა მძღოლი გაჩერებულიყო.
თითქმის შუაღამე იყო და გარე განათების ბოძების არარსებობის გამო უკუნი სიბნელე ჩამოწოლილიყო ,რომელსაც სატვირთოს შორს მაშუქი ფარები სწორ ზოლად კვეთდა. მანქანიდან თითქმის ერთ დროულად გადმოვიდა ორი მამაკაცის ნიღბიანი სილუეტი...ერთს ხელში ბეისბოლის ჯოხი ეჭირა ,მეორე კი საკუთარი მუშტების იმედზე ჩანდა.ჯოხიანი დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა გაჩერებული სატვირთოს კარს და ჯოხი მეტალის ზედაპირზე მიაკაკუნა.
-რა ხდება?!-დამტვრეული ქართულით იკითხა მძღოლმა და ზემოდან დახედა დაუპატიჟებელ სტუმრებს.
-გააღე კარები და ჩამოდი მანქანიდან!-მკაცრად გამოსცრა ნიღბიანმა და სალონში მგზავრის მხარეს სავარძლისკენ, საეჭვოდ გადახრილ მძღოლს არ დალოდებია ,თავად გამოგლიჯა კარი.
-იარაღი აქვს ამ ახვარს...-იღრიალა მეორე ნიღბიანმა გამოღებულ კარს ფეხი მიარტყა, მეგობარს მოქნილი ნახტომით ეცა და ძირს დააგდო .მანქანის ჩაწეული შუშიდან კი ზედიზედ ნასროლმა რამოდენიმე ტყვიამ მილიმეტრებში გაუარა მიწაზე გაწოლილებს გვერდით და გვალვებისგან გამხმარი მიწა ამოთხარა.შეწყდა თუ არა ტყვიების ჯერი...ჰაერი ძლიერად გაქნეულმა ბეისბოლის ხელკეტმა გაკვეთა და სატვირთო მანქანის საქარე მინას მიეხეთქა გამაყრუებელი ზათქით...შუშა წვრილ კრისტალებად დაიბზარა და ერთიანად ჩამოიფშვნა...წამიერად გონება გაფანტული მძღოლი კი აზრზე ვერ მოვიდა ისე მოითრიეს და გამოღებული კარიდან ბურთივით გადმოისროლეს...მიწაზე გართხმული თურქი,ტრეილერის ფარების სინათლეზე ზემოდან დაჩერებულ ნიღბიან მამაკაცს უყურებდა თვალმოუშორებლად რომელსაც მარჯვენა ხელში ხელკეტი ეჭირა და თვალს არ აშორებდა.შემდეგ ნიღაბი თავს ზემოთ გადაიძრო და თვალებმოჭუტული ისეთი ჩაფიქრებული სახით დააკვირდა თითქოს მსოფლიო მასშტაბის გეგმას სახავდა.
-ერთი ცუდი ჩვევა გაქვთ ბინძურ საქმეში გარეულ ტიპებს...ყველა მხრიდან საბრთხეს ელოდებით და უპრაკუნოდ ატრიალებთ ამ იარაღებს...აქ რა ღაზას სექტორი გამიმართეთ იბიომატ?!
-შენ, ის ტიპი არ ხაარ?!-გამარჯვებული სახით წამოდგა ფეხზე მამაკაცი და გაკვირვებისგან წარბაწეულს თითის ქნევით მიმართა
-აბა, რომელი ტიპი?!
-ვინც ეს გარიგება დამიდო?ხოო...ის ხარ...
-ხედაავ რა კარგი მეხსიერება გქონიაა?!-ტუჩები დაბრიცა მამაკაცმა.-მერე არ იცი, იარაღი ვის უნდა უტრიალო ცხვირწინ და როდის?მორჩა !განთავისუფლებული ხარ !
მხრები უდარდელად აიჩეჩა შემდეგ კი სახე უეცრად შეეცვალა...ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა და მისი ადგილი უსაზღვრო მრისხანებამ დაიკავა.მთელი ძალით მოქნეული ხელკეტი პირდაპირ ლაჯებში ამოსცხო და ღრიალით მიწაზე გაგორებულ მამაკაცს ზემოდან არაფრისმთქმელი მზერით დააჩერდა.-იციი, ლაჯებში ამორტყმაზე მწარე რა არის?!-თვალები აატრიალა მობეზრებულმა- მაშინ მე გიპასუხე ბ:-განმეორებით ამორტყმა!
კიდევ ერთი ყრუდ დარტყმის ხმა და გონის დაკარგვამდე ტკივილიანი ღრიალი მოედო არემარეს.
იმ ღამით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის მომსწრენი გახდნენ საზოგადოების ის ნაწილი ვინც, მშვიდად სეირის ყურებას,მუდმივად ახალი ამბების ეპიცენტრში ყოფნას ამჯობინებდა და ზემოდ ხსენებული ამბების მთავარი გმირების ცხოვრება-მოღვაწეობაში ბინძურად აფათურებდა ხელებს..."ნათქვამია მიეცი ხალხს პური და სანახაობაო"ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში როდესაც პური რთული საშოვარია...სამაგიეროდ სანახაობაა უფასო და სწორედ ეს უფასო სანახაობა იყო გამაყრუებელმა გრუხუნმა რომ შეძრა პატარა ლილოს სრული შემოგარენი და ბიზნესმენ თეიმურაზ ალავიძის უზარმაზარი საწყობი ჰაერში აიწია...მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო ბრიგადები მაგრამ, ცეცხლის ლიკვიდაცია მაინც ვერ მოხერხდა და ასე მარტივად და ყოველგვარი მიკიბვ მოკიბვის გარეშე ფერფლად იქცა უკვე არაფერში, დაბანდებული მილიონები.გამოძიებამ ცხელ კვალზე დაიწყო მუშაობა და ერთადერთი რაც დადგინდა ხელნაკეთი მობილური ბომბის ამოქმედებით მოხდა აფეთქება რომელიც მანამდე შენობის კედელს შეჯახებული ტრაილერის ძარაზე იყო დამონტაჟებული.

-დღეს არ დარჩებიი?!-ყავის ფინჯანი მის წინ მაგიდაზე დადგა სალომემ და მომლოდინე თვალები შეანათა მამაკაცს..
-არ ვიცი პატარავ...საქმეები მაქვს.-ყავა მოსვა და სიგარეტს მოუკიდა.
-შენ და საქმეები ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი ხართ!-ირონიულად გაიცინა სალომემ.
-შენი ირონია უადგილოა..-სიგარეტი საფერფლეზე დ4ააგდო და სავარძლიდან წამოდგა-.წყალს გადავივლებ და გავალ გიორგის უნდა შევხვდე .შენ რას აპირებ?
-მე და ნია გავალთ სადმე ალბათ..
-გასაგებიაა-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა წარბაწეულმა დაკვირვებით შეათვალიერა ქალი..მერე ტუჩები ნერვიულად გაილოკა და ხელში შერჩენილი მანქანის გასაღები,მობილური და საფულე მაგიდაზე დააწყო და სააბაზანოსკენ გაემართა.
სალომემ თავი ხელებში ჩარგო და თვალები დახუჭა...გაურკვევლობაში იყო...დიდ გაურკვევლობაში.ასე უბრალოდ არსაიდან დაბრუნებული მამაკაცი ერთის მხრივ აბედნიერებდა მაგრამ,მეორეს მხრივ აშინებდა და ყოველ წუთს ცუდის მოლოდინში მყოფი...საოცრად დაძაბული და სულიერად არეული იყო...იცოდა რომ პატარა ჩამოუყალიბებელი გოგოსავით იქცეოდა,ისიც იცოდა რომ მისი გრძნობები მამაკაცისადმი წრფელი და ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი იყო მაგრამ, არ იცოდა რამდენად მყარი იყო მამაკაცის მისდამი გრძნობა და რატომღაც უნდობლად მყოფი...ყოველ წუთს ელოდებოდა როდის გააუფასურებდა გიგა ნუცუბიძე თავის სიყვარულს და ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები გახდებოდა.თითქოს წინასწარ,იმუნიტეტს იმუშავებდა ამით და გარდაუვალის დასხვედრად მყარად დგომას მიაწერდა ყველაფერს...სასაცილოა და იმ ჩასაფრრებულ ცხოველს ჰგავდა, საკბილოს მომლოდინე ჯიუტად რომ არ იცვლის ადგილიდან ფეხს და მერე თავის გასამართლებელი საბაბით "რა ვქნა? თავად ჩამივარდი კლანჭებში ძვირფასო" ბასრ კბილებს შორის იქცევს მსხვერპლს.სწორედ ეს სიტუაცია იყო მასსა და გიგას შორის.თავად, როგორც მონადირე ისე ჩასაფრებოდა და ელოდა როდის დაუშვებდა შეცდომას ( რატომღაც დარწმუნებული იყო რომ აუცილებლად მობეზრდებოდა მამაკაცს და ისევ ისე აიშვებდა როგორც აქამდე)ბასრი კბილები რომ ჩაესო...და ამ ყველეფერს ქვეცნობიერად აკეთებდა...
ფიქრებიდან მაგიდაზე დადებული გიგას ტელეფონის ზუზუნმა გამოიყვანა.თანამედროვე ტექნიკის შედევრი უხმო რეჟიმზე იყო დაყენებული და მაგიდის პრიალა ზედაპირზე მოუსვენრად ვიბრირებდა.ტელეფონი ახლოს მოისწია და ეკრანზე გამოსულ ესემეს შეტყობინების ფანჯარას დახედა.
“ერთ საათში ჩვენს ადგილზე გელოდები.არ დააგვიანო იცოდე"
ესემეს შეტყობინება უცხო ნომრიდან იყო შემოსული და შესაბამისად, გამომგზავნის ვინაობის დადგენა შეუძლებელი გახლდათ.ბრაზისგან ხელით უდიერად მიაგდო ტელეფონი და ერთიანად ყელში მოწოლილი სიბრაზის მხუთავი შეგრძნება, მთელ ყელს რომ უწვავდა და გულ -მუცელს უკაწრავდა...ვაი შავი დღით მოთოკა.ახლა სცენების დადგმის დრო არ ჰქონდა.ყველაფერი ცივი გონებით უნდა გადაეხარშა და თავადვე გაერკვია რა ხდებოდა მის ცხვირწინ და ამასთანავე მისგან ფარულად.გიგა კიდევ დიდ ხანს არ მოიფიქრებდა მასთან გულახდილ საუბარს და კამათი იმაზე რომ დამჯდარიყო და ჩვეულებრივი,ცივილიზებული წყვილივით განეხილათ ყველა პრობლემა,გადაეშალათ ერთმანეთისთვის გული და გაენდოთ გასაჭირი.სრული უაზრობა იქნებოდა.
სააბაზანოში წყლის ხმა შეწყდა და სულ მალე ზღურბლზე წელს ზემოთ შიშველი ბარათელი გამოჩნდა.რომელსაც ჯინსის შარვალი ამოეცვა და სველ თმას იმშრალებდა.პირსახოცი სკამზე დადო მოკლე სახელოიანი ლურჯი მაისური გადაიცვა და მაგიდაზე დაწყობილ თავის ნივთებს დაუბრუნდა.ყველაფერი ჯიბეში ჩაიწყო და მობილურის განათებულ ეკრანზე გაუშეშდა თვალი.სალომეს დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია მისი დაძაბული ყბის ძვალი და ირონიული ღიმილით თვალის არიდება არც უცდია.
-კაი პატარავ გავედი!-სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას მამაკაცი, ქალისკენ გადაიხარა და ნაზად აკოცა.სალომემ სახე დაუჭირა და გაწევის საშუალება არ მისცა ისე ვნებიანად და მომთხოვნად დაეწაფა მამაკაცის ტუჩებს შემდეგ კი ზედ მის ტუჩებთან გამაბრთხილებლად ამოილაპარაკა.-წესიერად მოიქეცი იცოდე...
-კარგიი!ა-გაიცინა მამაკაცმა-გპირდები ქალებს არ დავკერავ,ნუ მათ თუ დამკერეს აუცილებლად გამოვიყენებ პრეზერვატივს და გინდა ვაფშე ორივე თვალს ამოვითხრი რომ არავის შევხედო?!
-ღმერთო ეს არანორმალური ჩემია ნამდვილად?-ამოიოხრა ქალმა
-ღმერთს ნუ აწუხებ ეგეთი მარტივი კითხვებით...კარგაად.
ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სალომეს და კარი გაიხურა.მარტოდ დარჩენილმა ვადაჭკორიამ სწრაფად ამოიცვა თხელ ძირიანი კედები გასაღებს და საფულეს დაავლო ხელი და სახლის კარი უხმაუროდ გამოიკეტა.ლიფტით არ უსარგებლია კიბეზე დაეშვა სირბილით და მეორე სართულის ბაქანზე შეჩერდა.დაელოდა, როდის გავიდოდა მამაკაცი სადარბაზოდან,შემდეგ კი ქურდული ნაბიჯებით გასხლტა კარში.მაშინ როდესაც ბარათელი უკვე სათვალე მორგებული იჯდა კუთვნილი მანქანის საჭესთან და ნელი სვლით ტოვებდა ეზოს,სალომემ სწრაფად გაუქნია ხელი მომავალ ტაქსს და მგზავრის სავარძელში მოთავსებულმა მომლოდინე მძღოლს უბრძანა:-შავ ბეემვეს გაჰყევი...ოღონდ არ შეგამჩნიოს!

საჭესთან მჯდომი მამაკაცი, ნერვიულად ჩაჰფრენოდა საჭეს და დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას ოსტატური მანევრირებით მართავდა.გაღიზიანებული იყო.არასდროს შეთანხმებულან ის და წერეთელი ასე ძველი საყვარლებივით მოკლე ტექსტური შეტყობინებები ეგზავნათ ერთმანეთისთვის...ყველა დაწესებულ ზღვარს სცილდებოდა გამომძიებლის საქციელი...და მამაკაციც ხვდებოდა, რომ ყოველივე ამას მისი წყობიდან გამოსაყვანად აკეთებდა.იცოდა...არა კი არ იცოდა ,არამედ დარწმუნებული იყო რომ ამ დროს ბარათელი ვადაჭკორიასთან იქნებოდა და ამ,სპეციალურად გამოგზავნილი ორაზროვანი შეტყობინებით ვითომ რა გააკეთა?! სულელი ქალი...ყბის ძვალი დაეძაბა მამაკაცს...ის უფრო აგიჟებდა,რომ ტელეფონზე მოსული შეტყობინება სალომემ ნახა და ახლა შეეძლო თამამად დაემტკიცებინა,რომ უკან მოდიოდა ჯაშუშივით და ფაქტზე გამოჭერის იმედი ჰქონდა. ეს მასა და გამომძიებელს შორის ჯერ ჯერობით საიდუმლოდ შესანახი იყო რადგან მამაკაცი არ ენდობოდა უეცრად ვიღაც გიგა ნუცუბიძის კეთილდღეობისთვის სამშვიდობო მარშის მონაწილე წერეთელს.გაიძვერა ქალად მიაჩნდა და აუცილებლად გაარკვევდა რა მიზანი ამოძრავებდა...რას იგებდა ამ შეთანხმებით და რამდენად სუფთად შეძლებდა თავად ბარათელი იმ ჭაობიდან თავის დაღწევას ჯერ -ჯერობით კისრამდე რომ იყო ჩაფლული.ჩაძირვის შემთხვევაში ბევრს გაიყოლებდა უკან და მიუხედავად სახელოში დამალული იმ კოზირისა რასაც წერეთელის" სუბთა" სამუშაოზე ნაბიჯ -ნაბიჯ შეგროვებული ინფორმაცია წარმოადგენდა.. მაინც ,არც იმდენად კმაყოფილი იყო მშვიდად მჯდარიყო და კვერცხები ეფხანა..."მე ბარათელი ვარ! ...მე ოქროს კვერცხები მაქვს!" ეს ისეთივე სასაცილო სტატუსი იყო როგორიც მის უკან მომავალი სალომე ვადაჭკორიას უგუნური საქციელი.
ქალაქის გარეუბანში გასულმა , მანქანა მკვეთრად შემოატრიალა და მუხიაანის დაჩებისკენ გადაუხვია...რამოდენიმე მეტრი გაიარა და შეჩერდა. მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა ,მანქანიდან გადმოვიდა და დინჯი ,მოზომილი ნაბიჯებით გაემართა მაღალი ალვის ხის ძირში გაჩერებული შავი ტოიოტასკენ.სწრაფად დაფარა მასსა და მანქანას შორის მანძილი და წინ დახრილმა ბოლომდე ამოწეულ დაბურულ შუშაზე მიაკაკუნა.არ დაუყოვნებიათ, შუშა წამში დაიწია და საჭესთან მჯდომმა წერეთელმა ღიმილიანი თვალები შეანათა მამაკაცს.
-როდიდან ვემესიჯებით ერთმანეთს კარგი საყვარლებივით?-ირონიულად შეათვალიერა ქალი მამაკაცმა.
-რაიყო გამოგიჭირეს?-მარგალიტებივით ჩამწკრივებული თეთრი კბილები გამოაჩინა ნინიამ- დარეკვას ,მოწერა ვამჯობინე.
-რა თამაშს მეთამაშებით გამომძიებელო?
-არ დაჯდები?-წარბი შუბლისკენ აქაჩა ქალმა.
-იყოს,ასე მირჩევნია!-სიგარეტი მოისროლა მამაკაცმა და ორივე იდაყვით დაეყრდნო მანქანის კარს.- შეთანხმება შესრულებულია.ტვირთზე მხოლოდ წარსულში თუ ილაპარაკებენ ,ასევე იმ ზარალზე რაც დიდმა ფეიერვერკმა მიაყენა თქვენს სამიზნეს დრო დასჭირდება, წესივრად რომ გაიმართოს წელში თუ რა თქმა უნდა ბილ გეიტსის გარე ბიძაშვილი არაა და ის არ ჩაურიცხავს სამადლოდ ერთი ორ მილიონს...მე საქმის ნაწილი გავაკეთე...ეხლა კი თქვენი ჯერია ქალბატონო...შეთანხმება შეთანხმებაა ასე არ არის?-მზერა გაუსწორა ქალს.
-რა თქმა უნდა-მხრები აიჩეჩა ქალმა-მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ...
-ხოდა ძალიან კარგი...-წელში გაიმართა მამაკაცი-ვნახავთ რისი შემსრულებელიც ბრძანდებით.
-მოკითხვა გადაეცი შენს გოგოს-სავარძლიდან ნახევარი ტანით გადმოიხარა წერეთელი და ირონიული ღიმილი შეანათა. მა ქანას რამოდენიმე ნაბიჯით მოშორებულ მამაკაცს.ბარათელს ჩაეცინა...მანქანასთან დაბრუნდა და ისევ ფანჯარასთან დაიხარა...ქალის სახისგან რამოდენიმე სანტიმეტრში...ცივი თვალებით მთელს სახეზე მოავლო მზერა და შემდეგ საჩვენებელი და ცერა თითით ლოყაზე ისე უჩქმიტა როგორც ბაღის ბავშვს ჩქმეტენ, მოსიყვარულე ბიძიები.
-არაფერი გამოგივა ნინია...
-რას გულისხმობ?-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ქალმა.
-არაფერს!-ტუჩები ზიზღით დაბრიცა ბარათელმა-ერთ რჩევას მოგცემ,ან კაცი იშოვე, ვინც დაგაკმაყოფილებს,ან არა და მარჯვენა ხელი დაასაქმე!ცოდო ხარ,ვერ ხვდები ხასიათში რომ გადაგდის?-შემდეგ მთელი სახით გაუღიმა და წელში გასწორებულმა ხელი დაუქნია -არივედერჩი ჩიტო!
საკუთარი მანქანისკენ დაბრუნებული ბარათელის დანახვაზე სალომე უკეთესად ამოეფარ მაღალი გალავნის კედელს.შავ ტოიოტას მკვლელი მზერა გააყოლა მაგრამ, საჭესთან მჯდომი ვერ გაარჩია.შემდეგ კი ისევ ბეემვეს გახედა რომელიც ისე წასულიყო ვერცკი შენიშნა.ღრმად ამოისუნთქა და იმ წუთს ამღერებულ ტელეფონს დახედა.ბარათელი იყო.
-გისმენ-ნერვიულობისგან შეცვლილი ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა..
-მოშორდი მაგ კედელს ჯაშუშო და დროულად გადმოდი გელოდები!

გოგონები უნივერსიტეტის წინ კაფეში ყავას სვამდნენ და ცხელ ცხელ ჭორებს განიხილავდნენ, დათუნა რაზმაძემ რომ შემოაღო კარები და ბევრი არც უფიქრია მათი მაგიდისკენ დაიძრა.ნია და ნატალია გამცემლიძე ...მათი ერთ ერთი კურსელი სწრაფად გადაკოცნა და სალომეს ლოყაზე ოდნავ დიდხანს შეაჩერა მხურვალე ტუჩები რაც ,ქალს არ გამოჰპარვია და უსიამოვნოდ შეიშმუშნა...
-რას სვამთ გოგონებო?-კარგი დაქალივით დაიკავა ვადაჭკორიას გვერდით თავისუფალი სკამი და ისე გაიღიმა ჟურნალიდან გადმომხტარი ფოტო მოდელი გეგონებოდათ.
-ყავას...-გაიწელა ნატალია და ისეთი ხარბი მზერა შეავლო ვადაჭკორიაზე მიშტერებულ ბიჭს სალომეს შერცხვა მის მაგივრად.
-როგორ ხარ სალო?-ნატალიასთვის ყურადღება არ მიუქცევია ბიჭს მთელი გულისყურით სალომეზე იყო გადართული.ყოველთვის მოსწონდა ეს საკმაოდ უკარება გოგო და სანამ,მისდამი სერიოზული ინტერესი გაუჩნდებოდა უბრალოდ აზარტის მიზნით ცრდილობდა ქალის მახეში გაბმას.მაგრამ, ყველა ჯერიზე მისი მცრდელობა კრახით სრულდებოდა რაც უფრო და უფრო მეტ ინტერესს უღვივებდა და ადრენალინის მომატებას გრძნობდა სისხლში.არასდროს დასდევდა ძნელად დასაკერ გოგონებს რადგან მიაჩნდა რომ ქალზე ამდენი დროის ფლანგვა სისულელე იყო და მართალია რაც ძნელად მოსაპოვებელია ის უფრო გემრიელიაო მაგრამ, მას მაინც მსუბუქი ურთიერთობები იზიდავდა.ნიასთანაც მხოლოდ და მხოლოდ სალომეს გამო ჰქონდა თბილი ურთიერთობა და რამოდენიმეჯერ მთვრალთან ზასაობისას ის, მისთვის საინტერესო და უცნობი, სხვებისთვის ტაბუდადებული დეტალები გაარკვია რაც მანამდე არ იცოდა ...გაარკვია სალომეს წრმომავლობა,მისი თავს გადახდენილი მძიმე ისტორია და რაც მათავარია ,გაარკვია ქალის გულის მეპატრონის ვინაობაც.რომელიც უფლის წყალობით ,თვეების წინ ეშმაკს მიბარებოდა და ახლა ალბათ ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდა ცოდვილი! თავისი საქციელით ქალისკენ მიმავალი გზა თავადვე დაუთმო და ახლა ისღა დარჩენოდა დათუნა რაზმაძეს ეს გზა უეკლოდ და ისე მოხერხებულად გაევლო თვით, უკარება ვადაჭკორია თავადვე რომ ჩავარდნოდა მკლავებში.რაც, აუცილებლად მოხდებოდა და ადრე თუ მისი უბრალოდ გაჟიმვის სურვილი კლავდა ახლა, ეს სურვილი ქალის სამუდამოდ დაპატრონების დიდ სურვილს შეეცვალა და სულ რამოდენიმე ეფექტური შეტევა იყო საჭირო და ყინულიც გადნებოდა...
-კარგად დათო, მადლობა!-ტელეფონის ეკრანს უაზროდ დააჩერდა ვადაჭკორია.
-არ გინდა გავისეირნოთ?-მკლავზე შეეხო მაცდური ღიმილით დათუნა-სალაპარაკო მაქვს.
-დათო!-მკაცრად დახედა მის ხელს ქალმა და ბიჭმაც სასწრაფოდ წაიღო უკან.-სალაპარაკო არაფერი გვაქვს.
-ჩვენ წავალთ-წამოიწია სკამიდან ნია-რაღაც საქმე მაქვს და ნატ, ხო გამომყვები ქარვასლაშიი?!
-მეც წამოვალ!-წამოიწია სკამიდან სალომეც.
-იყავი, მე და ნატა გავალთ და დაგირეკავ!-თითქმის ძალით ააგდი სკამიდან უკმაყოფილო სახით მჯდარი დაქალი ცერცვაძემ და ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა მაგიდასთან მარტოდ დარჩენილთ.
-მეც მივდივარ!-სკამიდან ისევ წამოდგა სალომე და ჩანთას დასწვდა.
-სალომე! ძალიან გთხოვ იქნებ შეეშვა ამ ქაჯობას და მომისმინო!-ხმა დაეძაბა დათუნას და თითქმის ძალით დასვა ქალი სკამზე.
-რა გინდა?!-კბილებში გამოსცრა უკვე ნერვებს ატანილმა სალომემ.
-ვერ ხვდები?!-ხმა გაუცივდა დათუნასაც-მთელი ეს დრო, ვით დაგსდევ და ერთ შანსს გეხვეწები.ეს დედამოტყნული არ შეგიძლია ერთი შანსი მომცე?!
-არანაირი შანსი დათუნა ...ნუთუ გასაგებად არ გითხარი თავი ჩემგან შორს დაიჭირეთქო?არ მაინტერესებ ,არ მომწონხარ საერთოდ ,არ ჯდები ჩემს გემოვნებაში და ეს ძნელი გასაგებია დავიჯეროო?
-რას სულელობ?-გაიცინა რაზმაძემ-იცი, რამდენი ქალი ნატრობს შენს ადგილზე ყოფნას?იცი მაინც რამდენს უნდა სულ მცირე ყურადღების ღირსი მაინც რომ გავხადოო? და ამ ყველაფრისთვის რაზე არიან წამსვლელი იციი?!
-მერე, დაგიშალა ვინმემ?-მხრები აიჩეჩა სალომემ.-მე არ მინდა შენთან და აი ამით განვსხვავდები, უნივერსიტეტის იმ ცალტვინა ჯოგისგან შენთან ჟიმაობის სანაცვლოდ სულს რომ მიჰყიდიან ეშმაკს.
-რაღაც არ გეტყობა!-ჩაიცინა რაზმაძემ-კარგად მიციმციმებდი თვალებს ყოველთვის და მიწვევდი...ახლა კი ხელს მკრავ?..სალომე...არ გაგივა ეგ ტყუილები ვიცი რომ გინდა ჩემთან ყოფნა და მიაფურთხე ყველას და ყ ელაფერს...მე ისეთს მიგიღებ როგორიც ხარ...
-რა?! -ფეხზე წამოხტა სალომე-რასქვია როგორიც ვარ ისეთს მიმიღებ? შენ სულ მთლად გარეკე ხოო? არ მომწონხართქო და თავი თუ არ მოგბეზრებია რაზმაძე! თავი ჩემგან შორს დაიჭირე...-ჩანთას დასწვდა ქალი მხარზე მოიკიდა და შემდეგ მაგიდას ცალი ხელით დაყრდნობილი სახეში ცივად ჩააშტერდა ბიჭს...-უბრალოდ დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან! შენს იაფფასიან სურვილებთან ერთად.გასაგებიაა?! ხოდა ძალიან კარგი...
წელში გასწორდა და კარისკენ დემონსტრაციულად დაიძრა...რაზმაძემ კი ცივი ყავის მოზრდილი ყლუპი მოსვა და კარიდან გამავალ ქალის სიფრიფანა სხეულს ირონიული მზერა გააყოლა...ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულიყო.ეს პატარ- პატარა ბრძოლები იყო რასაც ქალის გასატეხად ანხორციელებდა.ომი წინ ელოდა და ომის დასრულებისას, მის მკლავებში ისე აღმოჩნდებოდა როგორც ომის შემდგომ მოპოვებული ნადავლი.მეფობაზე ჰქონდა პრეტენზია რაზმაძეს და ალბათ სწორედ ამ სიტუაციაზე იყო ზედ გამოჭრილი ის ტერმინი რაც თავში ქარბორბალასავით უტრიალებდა.
მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ნია

საშინლად არ მომწონს ის გამომძიებელი და არც ეს შტერი დათუნა, სიამოვნებით ვიხილავდი კარგად მიბეგვილს. აუუუ, სალომეს ეჭვიან გადევნებაზე გამეღიმა და ეს ბარათელიც რა მიხვედრილია)) ერთადერთი რასაც ბარათელს არ ვაპატიებ ეს იქნება იმ გამომძიებეთან თუნდაც წამიერ სისუსტეს და ვნებებს აყოლას. სხვა ნებისმიერთან წავიდეს ოღონდ არა იმასთან ვინც ასე ღიად ეჭრება სალომეს.

 



№2 სტუმარი სტუმარი nata

au jer ar daamtavro,sauketeso istoriaa❤️

 



№3 სტუმარი makukuna

აუუუ, კიდევ ერთი იაფფასიანი ნაბიჯი სალომესგან worried . რისი ღირსია ეხლა ეს, რაა. გიგა რომ მაგარია და მას ვერაფერს გამოაპარებდა, ვიცოდი, მაგრამ ეს გოგო რამ გაასულელა ასე. რატომ უმართლებთ ასეთ გოგოებს კაცებში, სულ ვფიქრობ და მაინც ვერ ვხსნი smile

კაცს რომ დათუნას ეძახიან, ასეთ კაცზე გარკვეული სტერეოტიპი მაქვს უკვე ჩამოყალიბებული და ყოველთვის ამართლებს stuck_out_tongue

 



№4 სტუმარი სტუმარი ნატალი

ამ დათუნას სანამ კარგად არ მიბეგვავს ეს ბარათელი მანამ არ მოისვენებს! ვგიჟდები ბარათელზე, მაგრამ წერეთელი არ მომწონს რაღაც და ისევ რამე არ აურიო. რამდენჯერ უნდა გააცოცხლო ბარათელი, კატა ხომ არაა?! :D

 



№5  offline აქტიური მკითხველი grafo

სალომეს საქციელზე იმ გოგოებს მაგონებს,რომ ამბობენ: ოჰ, ჩემს შეყვარებულთან ერთად მე ხალხში ხელგადახვეული არ გავდივარ. ყველაფერი ხდება ცხოვრებაშიო და სხვა რომ გახდეს ჩემი ქმარი, ხალხმა რატომ უნდა იფიქროსო ცუდად ჩემზეო. ზუსტად ასეთი გულისამრევია სალომეც უკვე მეორე თავია.
ტიპს იმენა არ ეუბნება, რომ სხვა კაცი ჰყავს. დათუნასნაირი დებილები მარტო "არ მაინტერესებ"-ით რომ არ ჩერდებიან ეს საბავშვო ბაღიდან ვიცით ქალებმა.
გუგა-გიგა დაანებე ყველას თავი და გადმოფრინდი ჩემსკენ:))).

 



№6  offline წევრი გლოკტა

grafo
სალომეს საქციელზე იმ გოგოებს მაგონებს,რომ ამბობენ: ოჰ, ჩემს შეყვარებულთან ერთად მე ხალხში ხელგადახვეული არ გავდივარ. ყველაფერი ხდება ცხოვრებაშიო და სხვა რომ გახდეს ჩემი ქმარი, ხალხმა რატომ უნდა იფიქროსო ცუდად ჩემზეო. ზუსტად ასეთი გულისამრევია სალომეც უკვე მეორე თავია.
ტიპს იმენა არ ეუბნება, რომ სხვა კაცი ჰყავს. დათუნასნაირი დებილები მარტო "არ მაინტერესებ"-ით რომ არ ჩერდებიან ეს საბავშვო ბაღიდან ვიცით ქალებმა.
გუგა-გიგა დაანებე ყველას თავი და გადმოფრინდი ჩემსკენ:))).


სალომე მგონია, რომ "მკვდარ" ბაღათურიას უფრთხილდება და სწორედ ამიტომ არ ამხელს მის სახელს :))

 



№7 სტუმარი makukuna

ოოოო, გიგას გადმოფრენაზე მეც ვიფიქრე bowtie , მაგრამ ჩვენი გიჟი-გადარეული ისე უგზო-უკვლოდაა შეყვარებული სალომეზე, ნამეტანი ეჭვი მეპარება მაგ ამბავში. ხოდა, ვზივარ ახლა და ვფიქრობ, თავიდან წავიკითხო ისტორია, იქნებ ვისწავლო სალომესგან, ამისთანა კაცს როგორ შევაყვარო თავი. ნუ მთლად ამისთანა თუ არ იქნება, ცოტა ნაკლებზეც თანახმა ვარ. heart_eyes

ნუ, სალომეს მარტო ამ თავის სისულელეები ეყოფა, წინა თავს რომ თავი დავანებოთ. მესიჯის წაკითხვა - საშინელება, უკან ადევნება - კატასტროფა. ნუ, დათუნასთან ფლირტაობა საერთოდ ცალკე თემაა.

ლოყაზე ჩქმეტის სცენა იყო, არ ვიცი - გიჟი ხარ, ვიღაცა ხარ, ავტორო heart_eyes

 



№8 სტუმარი Tamara

Ox es wereteli gamaglejina meti araperi minda :ddd salomec nervebs mishlis :dd ((( ar daagviano axali tavis dadeba ???? moutmenlad veli ???????????? sauketeso xar ????????

 



№9  offline წევრი mirandaa31

წერეთელი საშუნლად არ მომწონს, მაგრამ გიგას ეგრე ადვილად ვერ გააცურებს, გიგას იმედი ნაქვს მაგ საქმეში :დ აი ეს იდიოტი დათუნა კი ნერვებს მიშლის, იმედია დააყენებინებს ტრაკს გიგა, თუ სალომე ვერ ახერხებს. მაგრამ არამგონია ასე ადვილად მოხდეს ეს საქმე. მოკლედ ძალიან მაგარია როგორც ყოველთვის და ველოდები შემდეგ ტავს
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent