შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი (საცდელი ,თავი 1 )


1-07-2018, 15:33
ავტორი teengirllove
ნანახია 307

გვირილების დედოფალი (საცდელი ,თავი 1 )

იწვა და ცას შეჰყურებდა ,მერე რა რომ მარტო იყო,მერე რა ,რომ სციოდა და სახე ეყინებოდა ,არც იმის ეშინოდა თუ მოკვდებოდა ,პირიქით ასეც სურდა ..
უყურებდა ცისფერ ფონზე მოცურავე ღრუბლებს ,ულამაზესი იყო ეს ყველაფერი მისთვის ,ახლა ყველაზე მეტად უნდოდა იქ მოხვედრა , მისი ახალგაზრდული სიგიჟეები, სიცოცხლის სიყვარული,ცხოვრების ხალისი სადღაც გამქრალიყო და ცხოვრებაში პირველად მოუნდა სიკვდილი..
უკვე გრძნობდა როგორ ეყინებოდა სისხლი,როგორ ეცლებოდა ძალა ,ჯერ კიდევ ჰქონდა დრო,ჯერ კიდევ შეეძლო გადაერჩინა თავი,მაგრამ დანებება არჩია ,სიკვდილი არჩია ..ფიქრებში უკვე ღრუბლებში იყო,დედასთან ...ნელა ღრუბლებიც გაუფერულდა , ყველაფერი ერთმანეთს შეერია ,ყველაფერი ერთფეროვანი გახდა ,ბოლოს კი დაბნელდა ..

****
-შენი აზრით რა მოუვიდა?-შეშინებული შეჰყურებდა ,ხუჭუჭა ბიჭი ლოგინზე გაუნძრევლად მწოლიარე გოგონას
-სავარაუდოდ ტყეში გზა აებნა ,სიცივის გამო კი ლამის გაიყინა - მეორე მამაკაცი მიუახლოვდა ლოგინს ,თეთრი ნაჭერი შუბლზე დაადო და იქვე ჩამოჯდა
-კარგად იქნება?-კითხვები არ ელეოდა ბავშვს
-ვიმედოვნებ ,რომ კი- ამოიოხრა ,უფრო მონდომებით დააკვირდა ,ახალგაზრდა იყო, ასე 18-19 წლის ,ლამაზი ცხვირი და სქელი ტუჩები უმშვენებდა პირი-სახეს, ქერა გრძელი თმა წინ გადმოჰყროდა ,ტანს არც ისე ღარიბულად ეცვა ,პირიქით საკმაოდ კარგადაც..
-ლამაზია -ამოიოხრა ხუჭუჭამ ,ცოტახანს უყურა და შემდეგ ფეხზე წამოდგა ,კარებისაკენ წავიდა
-ჯეკო !!-შეჰყვირა მამაკაცმა -ქურთუკი მოიცვი ,გაცივდები
-არ გავცივდები ,შეშას შემოვიტან და შემოვალ
-არ გამამეორებინო,გინდა ამ გოგოს მიუწვე გვერდით?- ბიჭმა ჯერ გოგოს გადახედა ,შემდეგ ისევ კაცს
-კარგი ხო, უფ -წუწუნით გაემართა კარადისაკენ, ქურთუკი აიღო და გარეთ გავიდა..
კიდევ კარგახანს აკვირდებოდა ოთახში ,მარტო დარჩენილი კაცი ,გოგონას ..ბოლოს ამოიოხრა ,ფეხზე წამოდგა და ჯეკოს გზას გაუდგა ..
******
უძრავად იწვა ლოგინზე და ნელა ათვალიერებდა ოთახს ,ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა ,სად იყო ,ისიც არ ახსოვდა ვინ იყო..წამოჯდომა სცადა ,მაგრამ ძალა არ ეყო
-ფრთხილად ! -გაისმა ბოხი ხმა ..შეკრთა და თაგვივით შეშინებული თვალები მიაპყრო კუთხეში მჯდარ კაცს, რომელიც მხოლოდ ახლა შენიშნა ,ისიც დაბნეული უყურებდა ,ფრთხილად ათვალიერებდა ,შემდეგ ახლოს მივიდა და ლოგინთან ჩამოჯდა -ჯერ სუსტად ხარ ,იწექი !-მისი ტონიც ისეთივე მბრძანებლური იყო,როგორიც გამომეტყველება ,ავტომატურად შეასრულა მისი ბრძანება
-თქვენ ვინ ხართ?-ძლივს ამოიღო ხმა
-მეე..მე იოანე მქვია
-მე რა მქვია?- კაცმა დაბნეული თვალები შეანათა ,არ ჩქარობდა პასუხის გაცემას
-არ ვიცი - ბოლოს მხრები აიჩეჩა
-როგორ თუ არ იცი?-გაკვირვებულმა ჰკითხა
-ხო ,ტყეში გიპოვეთ ,ტრიალ მინდორში..უგონოდ იყავი,იყინებოდი.-წამით დააკვირდა ლურჯ სფეროებს -.მაინც ვერ ვხვდები, შენნაირი ახალგაზრდა გოგო,იქ როგორ მოხვდა ?
-არ ვიცი, არაფერი მახსოვს -მხრები აიჩეჩა გოგონამ და ისევ კაცს შეხედა
-იო -კარებში შემოვიდა ჯეკო,ჯერ ძმას შეხედა ,შემდეგ ლოგინზე წამომჯდარ გოგოს -უი,გაუღვიძია -ჩაილაპარაკა თავისთვის -გამარჯობა -გაუღიმა და უფრო ახლოს მივიდა
-გამარჯობა
-მე ჯეკო მქვია ,შენ?- კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგო
-არ იცის ,არაფერი ახსოვს -მის მაგივრად გასცა პასუხი იოანემ
-ამნეზია აქვს?
-როგორც ჩანს - ხელი წევერზე ჩამოისვა ,ერთი ამოიოხრა და ფანჯარასთან მივიდა
-ახლა რა უნდა ვქნა - როგორც იქნა ხმა ამოიღო გოგონამ-სად უნდა წავიდე ,ან თქვენ ვინ ხართ,ან მე ვინ ვარ ?
-რამდენ კითხვას სვავ -ისე უპასუხა ,ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია
-არ მიაქციო ყურადღება ,ასეთი უხეშია ხანდახან -არაფრად ჩააგდო ძმის უხეშობა ჯეკომ და გოგონას მიუბრუნდა -მე შეგირჩევ სახელს ,სანამ შენსას არ გაიხსენებ,გინდა?
-რავი,კარგი -თვალები გაუბრწყინდა
-მოიცა..ციცინო?-გოგომ უხეშად გააქნია თავი -ლილი?-ამაზეც უარი თქვა -ნენე?
-არა ,არც ერთი მომწონს -გულზე დაიკრიბა ხელები
-რა წუნიაა -კბილებიდან გამოსცრა იომ
-თეკო?-არც ახლა მიაქცია ძმას ყურადღება
-არა ,რატომღაც არ მომწონს -კვლავ იუარა
-მაშინ რა?-ჩაფიქრდა
-ელიზაბეთი - წამში შემობრუნდა იოანე და პირდაპირ გოგონას მიანათა თვალები -ელიზაბეთი გერქმევა
-მაგრამ ეს..-გაოცებულმა შეხედა ჯეკომ ძმას,ამ უკანასკნელმა წამში დაუბრიალა თვალები და ისევ გოგონას მიუბრუნდა
-მოგწონს?
-კი -გახარებულმა დაუქნია თავი
-ძალიან კარგი, ახლა შეჭამ -თეფშე წვნიანი დაასხა და გაუწოდა -აჰა ,მიირთვი
-ეს ,შენ მოამზადე?-თვალები შუბლზე აუვიდა
-ხო,იოანე კარგი მზარეულია-ამაყად თქვა ჯეკომ და ღიმილით გადახედა ძმას
-ნეტა მე ვინ ვარ -ამოიოხრა და წვნიანი გასინჯა -მმ,რა გემრიელია -ტუჩები მოილოკა და უფრო გემრიელად შეუდგა ჭამას, იოანე კმაყოფილი უყურებდა გოგონას ,ოდნავ ჩაეღიმა კიდევაც
-შეგერგოს -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა იოანემ - ელიზა - დაამატა და ოთახი დატოვა

*****
უძრავად იჯდა ლოგინზე ,ბალიშს მიყრდნობოდა ,გულდასმით ათვალიერებდა ოთახს ..ვერ ვიტყვით ,რომ სახლი ძალიან მდიდრული და დიდი იყო,პირიქით პატარა ხის ქოხს გავდა ..ოთახში ერთი ,აგურისგან აშენებული ბუხარი, მაგიდა და ორი სკამი იდგა ,კუთხეში სავარძელიც დაედგათ ,სავარძელთან კი კედელზე გაკეთებული წიგნების თარო იყო,თუმცა მხოლოდ ერთ წიგნს თუ დაინახავდით..ხის იატაკზე წითელი ,ორნამენტებიანი ხალიჩა ეფინა ,ფანჯრებზე კი ლამაზი ,თეთრი ფერის პატარა ფარდები..ერთი სიტყვით ოთახი შუა საუკუნეების სტილში იყო მოწყობილი,არც საწოლი იყო კომფორტული,პირიქით ძალიან მაგარი მოეჩვენა ,იმდენად მაგარი ,რომ წელიც კი ეტკინა..
-გაიღვიძე?-თავი შემოყო იოანემ ,როცა მჯდომარე გოგონა დაინახა თამამად შევიდა შიგნით და სავარძელში ჩაესვენა -გშია?
-ცოტა -მორცხვად მიუგო ,თან საბანში გაეხვა -აქ ძალიან ცივა ,სად ვართ?
-ახლავე გავათბობ წვნიანს -ბოლო კითხვა დააიგნორა ,ფეხზე წამოდგა ,ქვაბი ბუხარში ჩამოკიდა და მონდომებით შეუდგა მის ანთებას ..
ზურგიდან აკვირდებოდა ,ძლიერი ,დაკუნთული სხეული ჰქონდა.
,,თუ აქ ცხოვრობს ეს გასაკვირი არც უნდა იყოს "-გაიფიქრა თავისთვის, შავი თმა ძალიან დაბალზე ჰქონდა ისევე როგორც წვერი . ახლა ცხვირს დააკვირდა ,ნამდვილად ვერ იტყოდით ცუდი ცხვირი აქვსო,პირიქით საკმაოდ მიმზიდველადაც აჯდა სახეზე ..
-აჰა , მიირთვი -ცხელი წვნიანი დაასხა თეფშზე
-მაგიდასთან მოვალ- წამოდგომა სცადა
-იყოს ,ჯერ იწექი ,სუსტად ხარ - მხარზე მოჰკიდა ხელი და ბალიშს მიაყუდა ,ხის ლანგარზე ,ცხელი თეფში მოათავსა და მუხლებზე დაუდო -შეგერგოს - ისე უთხრა არც შეუხედავს ,შეტრიალდა და ისევ სავარძელში ჩაჯდა
-გმადლობ..ის მეორე ბიჭი სად არის?-ახლაღა გაახსენდა ჯეკოს არსებობა
-ჯეკო ტყეში წავიდა ,ფიჩხების მოსატანად
-მერე რომ დაიკარგოს?
-არ დაიკარგება ..ჭამე შენ - მაშინვე შეასრულა მისი თხოვნა , შიგადაშიგ თვალს იოანესკენ აპარებდა
-გემრიელია
-მიხარია თუ მოგწონს - ოდნავ ჩაეღიმა მამაკაცს ,სიმპატიური იყო,ეს ,,გლეხური' სამოსიც ძალიან უხდებოდა,ძლიერი მკლავბეს ,სწორი ლამაზად თლილი თითები უმშვენებდა
,,ამ თითების პატრონი ,მზარეული ვერ იქნება "დაასკვნა გონებაში და მიზნად დაისახა ადრე თუ გვიან ეკითხა ამაზე..
-კითხვაზე არ მიპასუხე
-რომელზე?-გაკვირვებულმა გადმოხედა
-სად ვართ?- შეეკითხა და პასუხის მოლოდინში მიაჩერდა
-აა ხო,სვანეთში
-აი თურმე რატომ ცივა -საბანში კიდევ უფრო გაეხვა ,თან გაუკვირდა ,სვანეთის ჰავის შესახებ რომ ახსოვდა - და აქ ცხოვრობ ?
-არა ,თბილისში ..აქ რამდენიმე დღით ჩამოვედით მე და ჩემი ძმა ..ასე ვთქვათ დასასვენებლად -სასიამოვნო ხმა ჰქონდა ,ერთი წუთით მოეჩვენა რომ იცნობდა
-გასაგებია ,ნეტავ მე სად ვცხოვრობ ..-თავისთვის ჩაიდუდღუნა
-აქაური რომ იყო მეცოდინებოდი, თან ორი დღეა ფაქტიურად დაკარგული ხარ და არავის მოუკითხიხარ ქვევით..
-მაშინ აქ რა მინდოდა?-ეს უფრო თავის თავს ჰკითხა
-არ ვიცი,ეგ შენ უნდა იცოდე წესით..მაგრამ არ გახსოვს -მუხლებზე დაირტყა ხელი ,თავი ოდნავ გააქნია და ფეხზე წამოდგა -ვიმედოვნოთ ,რომ ხუთ დღეში მეხსიერება დაგიბრუნდება ,წინააღმდეგ შემთხვევაში..
-რა?-შეშინებული თვალები მიანათა
-შენი ჩვენთან წაყვანა მომიწევს - სათლს დასწვდა და კარებთან მივიდა
-თქვენთან?-გაკვირვებულმა ჰკიითხა
-გსაგებია
- დღეს არ ადგე,პირის დაბანა თუ მოგინდა ან საპირფარეშოში შესვლა დამიძახე
-ბოდიში
-რისთვის?
-გეგმები რომ ჩაგიშალეთ
-მისმინე- თვალები აატრიალა და შავი სფეროები პირდაპირ მას შეანათა - მორჩი თავის დადანაშაულებას და ზედმეტ შეკითხვებს ,ნუ გეშიანია ,როგორც ჩანს შენი მოხედვა ჩემი ბედი ყოფილა,ამიტომ სანამ არ გამოჯანმრთელდები და მეხსიერებაც არ აღგიდგება მანამდე ჩვენთან ერთად იქნები - მკაცრი ,მაგრამ სასიამოვნო ხმა ჰქონდა ,ელიზას ოდნავ ჩაეღიმა კიდევაც ,შემდეგ თავი დაუქნია გავიგეო ,ამ უკანასკნელმა კი ისევ დააჯილდოვა არაფრისმთქმელი მზერით და მარტო დატოვა ოთახში.

დავბრუნდი ახალი ისტორიით,პირველი თავი შეიძლება დიდი არაფერია,მაგრამ გპირდებით საინტერესო გამოვა ,იმედი მაქვს მოგეწონებათ..ველი თქვენს შეფასებებს..ხო და თავებს გავზრდიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი gogona migraciidan

მომეწონა, მომეწონაა დ აკიდევ ერთხელ მომეწონა.
ჯეკო უკვე მიყვარს მეე, იოანეც კარგია მაგრამ ჩემი ნიკა მირჩევნია :დდდდ.
ეს ნიკა რომ არ ჩავაკვეხო ყველგან არ შემიძლია ისეე.
ელიზა ხომ საოცრებაა, შენ კი შესანიშნავი.
მოკლედ სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავ ჩემო სიყვარულო ❤

 



№2  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
მომეწონა, მომეწონაა დ აკიდევ ერთხელ მომეწონა.
ჯეკო უკვე მიყვარს მეე, იოანეც კარგია მაგრამ ჩემი ნიკა მირჩევნია :დდდდ.
ეს ნიკა რომ არ ჩავაკვეხო ყველგან არ შემიძლია ისეე.
ელიზა ხომ საოცრებაა, შენ კი შესანიშნავი.
მოკლედ სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავ ჩემო სიყვარულო ❤

ხო ,შენ ნიკას გარეშე სად შეგიძლია :))) მადლობა ,მიხარია რომ მოგეწონაა

 



№3  offline წევრი goddess

გააგრძელე აუცილებლად heart_eyes

 



№4 მოდერი ლათინო

ხო თავებს გაზრდი აბა რას იზავ. მალ-მალეც დადებ და აღარასოდეს იტყვი დიდი არაფერიო. უკვე რაღაცნაირი შთაბეჭდილება დამრჩა. ფილმად წარმოვიდგინე ეს სიტუაცია. შეშის ტკაცუნი რომ ისმის და ნუ დანარჩენი რაც მანდ წერია. პირველივე თავი რაღაცნაირია და ვიცი რომ დღეს შეუძლებელია,ამიტომ ხვალ აუცილებლად ველი ახალ თავს.
♥♥♥♥♥

ასეთ პატარა თავებს კი არ გაპატიებ

 



№5  offline წევრი teengirllove

goddess
გააგრძელე აუცილებლად heart_eyes

მადლობა :))

ლათინო
ხო თავებს გაზრდი აბა რას იზავ. მალ-მალეც დადებ და აღარასოდეს იტყვი დიდი არაფერიო. უკვე რაღაცნაირი შთაბეჭდილება დამრჩა. ფილმად წარმოვიდგინე ეს სიტუაცია. შეშის ტკაცუნი რომ ისმის და ნუ დანარჩენი რაც მანდ წერია. პირველივე თავი რაღაცნაირია და ვიცი რომ დღეს შეუძლებელია,ამიტომ ხვალ აუცილებლად ველი ახალ თავს.
♥♥♥♥♥

ასეთ პატარა თავებს კი არ გაპატიებ

მადლობა საყვარელო,მიხარია თუ მოგეწონა ეს ,,რაღაცნაირი " თავი :))) დავდებ ხო მალე

 



№6 წევრი mirandaa31

აუ რა კარგი იყო, ძალიან მომეწონა დასაწყისი
--------------------
ხელმოწერა

 



№7  offline წევრი teengirllove

mirandaa31
აუ რა კარგი იყო, ძალიან მომეწონა დასაწყისი

მადლობა

 



№8  offline წევრი .M.A.R.I.

ძალიან მომეწონა
heart_eyes

 



№9  offline წევრი teengirllove

.M.A.R.I.
ძალიან მომეწონა
heart_eyes

ძალიან კარგი :))))

 



№10 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ზალიან მომეწონა <3 კარგი იყო, მაგრამ პატარაა :)
ჯეკო მომეწონა მე <3 საყვარელია ზალიან <333
ისე მართლა, რა უნდოდა ელიზას იქ? იმედია მალე გაახსენდება ყველაფერი
ისე, ზალან კარგად წერ <3
შემდეგი თავები უნდა წავიკითხო სასწრაფოდ, უმაგრესია <3

 



№11  offline წევრი teengirllove

სტუმარი მოცინარი
ზალიან მომეწონა <3 კარგი იყო, მაგრამ პატარაა :)
ჯეკო მომეწონა მე <3 საყვარელია ზალიან <333
ისე მართლა, რა უნდოდა ელიზას იქ? იმედია მალე გაახსენდება ყველაფერი
ისე, ზალან კარგად წერ <3
შემდეგი თავები უნდა წავიკითხო სასწრაფოდ, უმაგრესია <3

madlobaa, gaigeb male rac undoda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent