შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლქვაძის ქალო მიყვარხარ! (დასასრული)


1-07-2018, 16:18
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 2 156

--ანა--
მალე მოვემზადე. უბედნიერესი ვიყავი იმ წუთას. გარეთ ლუკა დამხვდა, სავახშმოდ კი ულამაზეს ადგილას წავედით.
- არ მეგონა თუ ოდესმე კიდევ ერთად ვიქნებოდით. აუბარი ამჯერად მე წამოვიწყე.
- ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. მეუბნება ლუკა და ჩემს ხელს თავის ხელებში იქცევს.
- ლუკა მეშინია. თავდახრილი ვეუბნები.
- ჩემთან ერთად არსდროს, არავისი და არაფრის შეგეშინდეს.
- მიყვარხარ.
- რა? მომესმა?
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! დავუმარცვლე მე.
- მე კი ვგიჟდები შენზე, ანა შენ ჩემი ცხოვრების ქალი ხარ.
რესტორნიდან მალე წამოვედით, ლუკას დაჟინებული თხოვნით ძველ და მოგონებებით სავსე ადგილას წავედით. გამიჭირდა ისევ ძველ მოგონებებთან შეხვედრა, მაგრამ ამჯერად ლუკასთან ერთად მყარად და ძლიერად ვიდექი იმ ადგილას სადაც ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო.
- მაპატიე. მაშინ, რომ არ წავსულიყავი დღეს შეიძლება ცოლ-ქმარიც ვყოფილიყავით.
- ლუკა ამაზე აღარ ვისაუბროთ გთხოვ.
- არა უნდა ვისაუბროთ. მომისმინე გთხოვ და არ გამაწყვეტინო. წლების წინ, როდესაც საქართველოდან წავედი ავად ვიყავი, არანაირი საფეხბურთო სკოლა და გართობა არ არსებობდა. საფრანგეთი იყო ის ქვეყანა სადაც შეიძლებოდა სწორი დიაგნოზი დაესვათ და ემკურნალათ. ვერ დაგემშვიდობე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინ იდექი. დაავადება გადავლახე მერე კი უფრო რთული პერიოდი მელოდა.
ლუკას საუბრისას ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები წყლით და ამის დაფარვას არც კი ვცდილობდი. საშინელი მმოსასმენი აღმოჩნდა ლუკას ნაამბობი ჩემთვის. ყველაფერი ჩამწყდა და ლუკას მთელი ძალით მოვეხვიე.
- ნეტავ აქამდე გეთქვა, თუმცა ჩემი ბრალია მე... მე არ გისმენდი. მაპატიე რა..... ტირილს არ ვწყვეტდი.
- შენ არაფერი გაქვს საპატიებელი, არ იტირო ისედაც ამდენი წელი ტიროდი ჩემს გამო. დღეიდან შენს ლამაზ მწვანე თვალებზე ცრემლი, რომ ვნახო იცოდე არ გაპატიებ. შენი ერთი ცრემლიც კი ყველაფერზე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.
სახლში მიმიყვანა, გადასვლას ვაპირებდი ხელი, რომ მომკიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. შემდეგ კი უფლება მომცა მშვიდად გადავსულიყავი მანქანიდან. სახლში კი არ შევედი არამედ შევფრინდი. ბედნიერი ვიყავი, წარმოუდგენლლად ბედნიერი თითქოს ამდენი წლის დარდი ერთიანად გაქრა და მის ადგილას ბედნიერება მოვიდა...
ცოტახანს ისევ ფიქრებმა გამიტაცა, მერე კი სააბაზანოში შევიკეტე და კარგა ხანს არ გამოვსულვარ.
როგორც კი გამოვედი ტელეფონი ავიღე და ელენეს დავურეკე..
- რას აკეთებ თოჯინა? სიხარულს ვერ ვმალავდი.
- მე არაფერს, მაგრამ შენ ისეთი გახარებული ხარ გეტყობა რაღაც განსაკუთრებული მოხდა დღეს. არანაკლებ გახარებული იყო ისიც. ელენეს ყველაფერი მოვუყევი ის კი თითეულ წინადადებაზე არანორმალურივით გახარებული იყო.
მეორე დღეს კი საუკეთესო დილა იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ვისვენებდი და სავარაუდოდ დღეს ლუკასთან და საერთო მეგობრებთან ერთად გავატარებდი. ყველაფრის დასაზუსტებლად ლუკას დავურეკე.
- უჩემოდ ვეღარ ძლებ ხომ? მაიმუნობა დაიწყო მან.
- ოოო, კარგი ახლა. ვიფიქრე დღეს სადმე მეგობრებთან ერთად წავიდოდით.
- მშვენიერი აზრია, ელენეს და სანდროსაც ვუთხრათ. მემგონი მაგათი ურთიერთობის სხვა ფაზაში გადაყვანაც შეიძლება. სიცილით მითხრა ლუკამ.
- მეც მაგას ვფიქრობდი, ჩვენ ვეცადოთ მაინც.
- ბოულინგის სათამაშოდ წავიდეთ, ანუსი ელე შენზეა და სადრექსა ჩემზე.
- კარგი კარგი. ლუკას დავემშვიდობე დროებით და მეგობრის დასაყოლიებლად მიზეზების და ძალის მომარაგებას შევუდექი.
ელენესთან დავრეკე, მაგრამ როგორც ყოველთვის მისი მობილური გამორთული იყო. სახლის ტელეფონზე დავურეკე იქ კი დედამისმა მიპასუხა. ელენეს დაუძახა და ტელეფონიც მას მიაწოდა.
- ელიიი.... იცი რაღაც მინდა.
- მივხვდი ელის მარტო მაშინ მეძახი როდესაც რაღაც გინდა. აბა მითხარი.
- დღეს მე ლუკა და სანდრო მივდივართ ბოულიგის სათამაშოდ და წამოხვალ?
- სანდროოც? გაიკვირვა მან.
- ხო რა მოხდა? მშვიდი ტონით ვსაუბრობდი.
- არაფერი, რათქმაუნდა წამოვალ. გავერთობით თან დღეს მეც ვისვენებ.
ელენეს როგორც კი გავუთიშე მომზადება დავიწყე, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი მოვირგე. მალე ელენეც მოვიდა სიხარულისგან ბრწყინავდა...
- გოგო რა იყო თხოვდები? უცებ ვკითხე და მისი დაბნეული თვალების დანახვისას გულიანად გადავიკისკისე.
- გაგათხოვებ მე შენ ახლა. მუქარა მესროლა პასუხად.
ლუკა და სანდრო ერთად მოვიდნენ. ცოტახაში ყველანი მაქანაში ვიყავით და კარგადაც ვხალისობდით. მთელი გზა ხან მე და ხანაც ლუკა უკან მჯდომ წყვილს ვაკვირდებოდით, რომლებიც ერთმანეთისაკენ ჩუმად აპარებდნენ თვალს. შენობაშიც შევედით და სათამაშოდაც მოვემზადეთ.
არც ისე კარგად დავიწყეთ თმაში მე და ელეიმ, გამწარებული ჩემი დობილი სანდროს დაენიძლავა, რომ თუ წააგებდა პირველივე შემხვედრ ბიჭს აკოცებდა სანდროც პირიქით უნდა მოქცულიყო. ანგარიშით წინ ერთი პერიოდი ჩვენ ვიყავით წინ, მაგრამ ბოლოს ბიჭებმა მაინც ამოქაჩეს.
- აბა ქალბათონო ელენე ბარბაქაძე დაგვდეთ პატივი და შეასრულეთ.
- ხო აბა რას ვიზავ. ჩემმა მეგობარმა თავი დახარა და უცებ აუწითლდა ლოყები.
თავიდან მხოლოდ გოგონები ჩანდნენ, მაგრამ ბოლოს გამოჩნდა „მსხვერპლიც“ და არანაკლებ ჯიუტი ჩემი დობილი მისკენ დაიძრა.
- ვაიმე რა პირველი კოცნა დაკარგე ბარბაქაძის ასულო. ჩემთვის ჩავიფრუტუნ თუმცა სანდრომ კარგად გაიგო. ელენე უკვე მისული იყო იმ ბიჭთან, თუმცა სანდრომ მკლავში მოკიდა ხელი და თავად დაეწაფა ჩემი მეგობრის ტუჩებს. მე და ლუკამ ერთმანეთს კმაყოფილი სახეებით გადავხედეთ.
შემდეგ კაფეში გადავინაცვლეთ და იქაც არანალებ მშვენიერ დროს ვატარებდით მანამ სანამ, ერთ-ერთი მაგიდიდან ელენეს პატარა ვარდი არ გამოუგზავნეს, ამაზე სანდრო სულ გაგიჟდა და სანამ ერთი კარგად არ აგემა მისი ხელის გემო, იმ ბიჭს არ გაჩერდა.
ერთი კვირა ისე გავიდა ლუკას ნორმალურად ნახვა ვერც კი შევძელი, ყოველთვის რაღაც გადაუდებელი საქმე მაფერხებდა ან მე ან მას. ელენე საღამოობით მიყვებოდა ყველაფერს. სანდროს მიმართ მისი ინტერესი გამძაფრდა და თურმე არც სანდროო აკლებდა ყურადღებას. ერტ საღამოს კი ჩემი მეგობარი ძალიან გახარებული იყო.
- რა ხდება?
- სანდრომ მიყვარხარო.
- რაა? მართლა? მერე შენ რა უთხარი?
- ამომასუნთქე. მეც მიყვარხართქო რას ვეტყოდი აბა.
- ძალიან მიხარია. იცი ? ვერ წარმოვიდგენდი თუ ცხოვრება ამხელა სურპრიზს მიმზადებდა. უბედნიერესი ვარ.
გვიანი ღამე იყო, სანდრომ დამირეკა ძალიან ავნერვიულდი.
- ანა... ლუკა... ძალიან ცუდათააა გთხოვ მოდი.
- რაა ? სად ხართ?
სანდრომ მისამართი როგორც კი მომცა, მანქანის გასაღებს დავავლე ხელი და სახლიდან გავვარდი. წარმოუდგენლად მაღალი სიჩქარით მივდიოდი, ღმერთს იმას ვვედრებოდი ლუკა ცოცხალი და უვნებელი ყოფილიყო. ადგილზე, რომ მივედი სრული სიჩუმე იყო. შემდეგ ბავშვები გამოვარდნენ და თითო წითელი ვარდი მომცეს, ბავშვების შემდეგ სანდრო დავინახე რომელმაც თვალებზე ლენტი ამაფარა და ყურში მიჩურჩულა.
- მაპატიე, რომ განერვიულე.
- რას აკეთებთ? გაგიჟდით?
- დამშვიდდი, ყველაფერს მალე შეიტყობ.
სანდროს მითითებით ფრთხილად მივდიოდი. მალე გავჩერდით და სანდროც წავიდა. თვალებიდან ლენტი, რომ მოვიხსენი ჩემს წინ მყოფი ლუკა დავინახე, რომელმაც ულამაზესი ყუთი გახსნა და მითხრა.
- ცოლად გამომყვები ჯიუტო გადარეულო და ჩემი ცხოვრების აზრო?
- მე...მე...კი რათქმაუნდა. ეს როგორც კი ვთქვი შამპანურის ბოთლის ხმებმა გააყრუა ადგილი. უბედნიერესი ვიყავი მის გვერდით.
---
- ანა ბავშვებმა დაიძინეს? წელზე შემომეხვია ლუკა..
- კი, როგორც იქნა ორივე დამშვიდდა.
- ძალიან კარგი ესეიგი ახლა მხოლოდ ჩემი ხარ.
- კარგი, რა.
- მიყვარხარ ბოლქვაძის ქალო!
---დასასრული--
_______________
მოგესალმებით ყველას იმედი მაქვს ამ ისტორიით ცოტათი მაინც გასიამოვნეთ. საჩქაროდ დავამთავრე რადგან მალე დასასვენებლად მივდივარ შემდეგ კი უსაშველოდ გამეწელებოდა ძალიან გთხოვთ შემიფასეთ ე ისტორია მადლობა ყველა ჩემს მკითხველს და მას ვინც შეიძლება სულაც ამ თავიდან დაიწყოს კითხვა



№1  offline წევრი Crazy dreamer

mirandaa31
ცუდი არ იყო.. მე კი ვკითხულობდი თავიდანვე და სიმართლე გითხრა უფრო დიდი მოლოდინი მქონდა.. მაგრამ შენი გადასაწყვეტი იყო როგორ წამართავდი და დააარულებდი. წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიით ❤️

დიდი მადლობა, რომ ყველა თავზე მამხნევებდი კომენტარით kissing_heart შემდეგი ისტორია უფრო უკეთესი იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

 


№2  offline წევრი richirichi

კარგი ისტორიაა,მაგრამ ვფიქრობ ცოტა ზედაპირულია....

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

richirichi
კარგი ისტორიაა,მაგრამ ვფიქრობ ცოტა ზედაპირულია....

მადლობა, რომ წაიკითხე აუცილებლად გამოვასწორებ შემდეგი ისტორიისას ყველაფერს

 


№4  offline წევრი კეროლაინი

❤️კარგია❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

fotoxelovneba
❤️კარგია❤️❤️❤️❤️❤️❤️

Madloba rom waikitxeee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent