შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზია ღამე (4)


1-07-2018, 22:29
ავტორი tasusuna
ნანახია 303

ნაზია ღამე (4)

30 სექტემბერი

სიზმრებიდან გაბმული ზარის ხმას გამოჰყავს.
უკმაყოფილოდ ახელს ცალ თვალს და,კომოდზე მიგდებულ ტელეფონს თვალდახუჭული პასუხობს.
–უკაცრავად,ლაშა ბაბუას სთხოვეთ–ტელეფონიდან ლევანის მხიარული ხმა გაიგონა.
–სძინავს,მოგვიანებით დაურეკეთ–ლაშაც ღიმილით პასუხობს და,საწოლის საზურგეს ეყრდნობა.
–ვიმღერო თუ მეტისმეტია დიილიდან?–სიცილით ჩასძახა ბიჭმა,ლაშას წამით გაუკვირდა,თუ რას გულისხმობდა,მაგრამ,როგორც კი დღევანდელი რიცხვი გაახსენდა,თავში ხელი მწარედ წამოირტა და,საწოლიდან წამოხტა.
–ეგრეც ვიცოდი,რომ არ გემახსოვრებოდა,დაბადების დღეს გილოცავ,ლაშ.
–ვაბშე გადამავიწყდა,მადლობა ლეო–ბედნიერი ღიმიილით ჩასძახა ყურმილში და,დაკიდა.
წუთით ბედნიერი ღიმილით იდგა,შემდეგ კი,გამოფხიზლდა,სამზარეულოში გავიდა და,ყავის მომზადება დაიწყო.
ბართან ჩამოჯდა,სიგარეტს გაუკიდა და,მეორედ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
ამჯერად,ნიკა რეკავდა.
ნიკას შემდეგ,კიდევ რამოდენიმე ზარს უპასუხა და,
სააბაზანოში შესვლას აპირებდა,კიდევ ერთმი ზარის ხმა რომ გაისმა,
ერთი ამოიოხრა და ,უცნობ ნომერს უპასუხა.
–რა ლამაზი დღეა.–ლაღი კისკისი ჩაესმა ტელეფონში და,
ჭრუანტელმაც ერთიანად დაუარა..
უკან დაიხია და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
მუხლებს იდაყვით დაეყრდნო და,თავი ხელებში ჩარგო.
დადუმებული ისმენდა ნანოს წკრიალა ხმას და,
ბედნიერ ღიმილს სახეზე ვერ იკავებდა.
–დაბადების დღეს გილოცავ ლაშა.–სიმღერის შემდეგ,მხიარულ ნოტაზზე დააასრულა ნანომ.
–მადლობა,ნანო–ჩაახველა და ,შეეცადა,ხმაში გაპარული ბედნიერება ჩაეხშო.
კიდევ უნდოდა მისი ხმის გაგონება,მაგრამ,ნანომ დაასწრო და,დაკიდა.
წუთს გაქვავებული იჯდა დივანზე,
ეკლებ დაყრილ მკლავებზე ხელის გულებს ისმევდა.
გონებაში გავლებული ათასი ფიქრები თავის ქნევით განდევნა და,
ზანტად წამოიმართა.
შხაპის შემდეგ,თავი ენერგიულად და,დამშვიდებულად იგრძნო.
მიხედავად იმისა,რომ მისი დაბადების დღე დიდად არ უყვარდა,
დილინდელმა პოზიტივმა ღრმად გაიდგა ფესვები და,
გადაწყვიტა,
დღევანდელი დღე სადმე წყნარ,ლამაზ ადგილზე აღენიშნა.
სანამ ბიჭებს ჩამოურეკავდა,მანამ,
ბარში გავიდა,მაგიდა 6 პერსონაზე შეკვეთა და
გზაში ლევანთან დარეკა.
–ცხრისთვის ბარში მოდით,თქვენ,ყველა,გოგონებითურთ.–მოკლედ მოუჭრა და,სანამ გათიშავდა,ლევანის აღფრთოვანებული კივილის ხმა მოესმა.
**
ცხრა სრულდებოდა,ბარის კარები 5 მა ახალგაზრდამ რომ შემოხსნა.
ლაშა უკვე მაგიდასთან ელოდა მათ და,
ბედნიერი ღიმილით შეეგება მეგობრებს.
ყველამ ხელმეორედ მიულოცა და ,საჩუქრებიც გადასცეს.
ნანო მსუბუქად შეეხო ლოყაზე და,პატარა ყუთი თავდახრილმა მისცა.
მისმა შეხებამ ლაშას გული აუჩქარა,თუმცა,დაბნევა არ შეიმჩნია,თავი მადლობის ნიშნად დაუქნია და,სუფრას მიუსხდნენ.
**
მხოლოდ საათი იყო გასული,მაგრამ,60 წუთი სრულებით საკმარისი გამოდგა,რომ ახალგაზრდები აეცეკვებინა და,
სხეულები ერთმანეთისკენ მიეზიდა.
თრობამოკიდებული ლაშა ჩუმად,მალულად ათვალიერებდა მის წინ მჯდომ ნანოს.
გოგოს ლოყები შეფაკლოდა ერთი ჭიკა კოქტეილისგან და,
გაცისკროვნებული ღიმილით უყურებდა მოცეკვავე ნიკასა და ნატას.
გულის სიღრმეში,ლაშას ნანოს საცეკვაოდ გაწვევა და,მისი სუსტი წელის ხელებში მოქცევა სურდა,მაგრამ,ფიქრები უკუაგდო და,
ჯინ–ტონიკის მეხუთე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა.
სიგარეტს გაუკიდა და,გვერდით დანარცხებულ ლევანს გაკვირვებულმა გახედა.
–გაიყვანე,ეცეკვე.–თვალით ნანოზე ანიშნა და,აქოშინებულმა,წვენი ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა.
თითქოს წაქეზებას ელოდაო,ღიმილით წამოდგა,სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა,პერანგი შეისწორა და,ნანოს ხელი ეშმაკური ღიმილით გაუწოდა.
მაინც,რას უშვება ეს გოგო,წამიერად ააცვლევინებს გადაწყვეტილებას და,იქითკენ ადგმევინებს ნაბიჯს,რასაც დიდი მონდომებით ცდილობს გვერდი აუაროს.
სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ნანო,თვალები წამში აუბრწყინდა და,გამოწვდილ ხელს მისი მტევანი შეაგება.
საწადელი აისრულა ლაშამ,ნანოს სუსტი წელი მის ხელებში მოიქცია და,გულაფრთხიალებული გოგო ფრთხილად ჩაიკრა გულში.
სხეული აუმჩატდა..
გული გაუჩერდა და,რამოდენიმე დარტყმა გამოოტოვა.
თავი იმდენად მშვიდად იგრძნო,რომ ეუცხოვა..
ფორიაქსა და,სტრესს მიჩვეული ორგანიზმი,მომენტალურად მოდუნდა და,
ტანზე ათასმა ბუსუსმა დააყარა.
ინსტიქტურად თავი მის კისერში ჩარგო და,სანატრელი არომატი ღრმად შეისუნთქა.
გრძნობდა,რომ ზედმეტის უფლებას აძლევდა მისთავს,მითუმეტეს,გულმუცელს უღრღნიდა საკუთარ თავთან დადებული პირობა..
მაგრამ,ამდენი ქარიშხლის შემდეგ,ერთიანად ჩამდგარი ღელვა სასიამოვნოდ მოედო მთელ ორგანიზმში.
ნანოც,საკვირველად გასუსულიყო.
თვალებდახუჭული ნეტარად მიყრდნობოდა მამაკაცის ძლიერ მკერდს.
შენელებულ გულისცემას ღიმილით ისმენდა და,აფაკლულ ლოყებს მის მკლავებში მალავდა.
–ეს ყველაზე ტკბილი საჩუქარია დღევანდელი დღის–ჩუმად,მხოლოდ ნანოს გასაგონად მიუგო და,კისერში,წამიერი ამბორი დაუტოვა.
გააჟრჟოლა ნანოს,
ეკლები დაეყარა მთელს ორგანიზმში და
ტემპერატურა საგრძნობლად მოემატაა,თუმცა უნდოდა პასუხი გაეცა,მაგრამ,პირს მომდგარი სიტყვები,ვეღარ წარმოთქვა..
მხოლოდ უფრო მძლავრად მიეყრდნო და,სუსტი მკლავები კისერზე შემოხვია..
ნაზად ირხეოდნენ და,მუსიკის დასრულებას,ნაღვლიანებმა შეხვდნენ.
ეცოტავათ ერთად გატარებული წუთები და,
მეტიც ვერ შებედეს ერთმანეთს.
თითქოს ეს საკმარისი იყო,რომ გარკვეულიყვნენ და,
სულში აშვილი ქარიშხალი ჩაეცხროთ..
**
სამი საათი იყო დაწყებული,ტაქსიში რომ ჩასხდნენ და,დაიშალნენ.
სასმელმოკიდებული ლაშა ხმის ამოუღებლად იჯდა მანქანაში და,პატარა ყუთს ხელში ათამაშებდა.
გრძნობდა,ნანო ისეთ რამეს აჩუქებდა,რაც კიდევ უფრო დააბნევდა და ,გზაგასაყარზე დააყენებდა.
სახლში როგორც კი შევიდა,ტყავის თეთრ სავარძელზე დაღლილმა წამოწვა და,სახესთან ახლოს მიიტანა შავი ბარხატის კოლოფი.
თითქოს აჭიანურებდა,მაგრამ,ძალა მოიკრიბა და,
თავსახური ახსნა.
გაეღიმა,
გაცისკროვნებული წამოიწია დივნიდან და,
წუთით ღრმად ჩააკვირდა ვერცხლის ცეფსა და,პატარა ანგელოზის კულონს.
მიუხვდა,
თითქოს მისი სულის გამოძახილი ესმოდა ნანოს და
ეს,დაამტკიცა კიდეც.
–ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ,ნანო–უმისამართოდ ამოილაპარაკა ცარიელ ოთახში და,
ტელეფონში შეტყობინება აკრიბა.
„დღეს საოცრად ნაზი იყო ღამე და,ლამაზი ქალი,მითუმეტეს,პატარა ფრთებით!“–აჩქარებული გულისცემით გააგზავნა..
იცოდა,პასუხს არ მოსწერდა,
მაგრამეს ნაბიჯიც საკმარისი იყო მისთვის,
რომ,
ქარიშხალს გულმოღერებული შეხვედროდა და,
ებრძოლა უკანასკნელ წვეთამდე,
მხოლოდ იმიტომ,რომ ნაზი ღამე კიდევ ერთხელ შეეგრძნო.
____
ვიცი,რომ 641 სიტყვა ძალიან ცოტაა..
ვიცი და,მაპატიეთ..
იმდენად აღელვებული ვწერე,რომ,მეტი ვერ მოვახერხე ..
გპირდებით,მომავალ თავს,დიდს და,უფრო მეტის მომცემს დავდებ.
არვიცი,შესაფერის სიტყვებს ვეძებ ,რომ შეფასებებისთვის და,მოლოდინისთვის საკადრისი მადლობა გადაგიხადოთ,მაგრამ,
თქვენთან წყდება ჩემი ფანტაზიები და,
მხოლოდ გულაჩქარებული,აღფრთოვანებული,ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე მყოფი ვრჩები..
მადლობა,მადლობა და გელით.
შეაფასეთ დღევანდელი თავი ..
თქვენი : ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.





თავი შესაძლოა პატარაა მაგრამ გემრიელი ❤ უჩვეულოდ ნაზი და ბედნიერი მაგრამ სევდისფერი. მომეწონა

 



№2 წევრი tasusuna

ჰალუცინოგერი
თავი შესაძლოა პატარაა მაგრამ გემრიელი ❤ უჩვეულოდ ნაზი და ბედნიერი მაგრამ სევდისფერი. მომეწონა

მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ
❤❤❤❤❤❤❤

 



№3  offline წევრი mirandaa31

სულ დაძაბული ვკითხულობ ამ ისტორიას, ჩემთვის ზედმეტად ძვირფასია და მეშინია, ზუსტად წინა თავზე როგორც დამიკომენტარე ქარიშხალს ველოდები და სულ შიშით ვკითხულობ. აი საოცარი გოგო ხარ ❤️ პატარაა მართალა მაგრამ ვერაფერს გეტყვი, ვიცი ამის წერა ადვილი არარის. მალე გელოდები ისევ ძალიან მაინტერესებს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№4 წევრი tasusuna

mirandaa31
სულ დაძაბული ვკითხულობ ამ ისტორიას, ჩემთვის ზედმეტად ძვირფასია და მეშინია, ზუსტად წინა თავზე როგორც დამიკომენტარე ქარიშხალს ველოდები და სულ შიშით ვკითხულობ. აი საოცარი გოგო ხარ ❤️ პატარაა მართალა მაგრამ ვერაფერს გეტყვი, ვიცი ამის წერა ადვილი არარის. მალე გელოდები ისევ ძალიან მაინტერესებს ❤️

აიიი ღიმილს ვერ ვიშორწბ სახიდან და მეტირებაააააააა ძაან ბედნიერი ვარ რო მოგწონთ მართლააა

 



№5  offline მოდერი abezara98

რა მეთქმის? ძალიან კარგი იყო blush ისე უხდებიან ერთმანეთს ნანო და ლაშა, ისეთი საყვარლები არიან ერთად heart_eyes არ მიდა, რომ რაიმე ცუდი შეემთხვათ sweat ხო, წარმატებები შენ და ველოდები შემდეგ თავს blush

 



№6 წევრი tasusuna

abezara98
რა მეთქმის? ძალიან კარგი იყო blush ისე უხდებიან ერთმანეთს ნანო და ლაშა, ისეთი საყვარლები არიან ერთად heart_eyes არ მიდა, რომ რაიმე ცუდი შეემთხვათ sweat ხო, წარმატებები შენ და ველოდები შემდეგ თავს blush

უუუუუუ დიდესი მადლობა <3 ძალიან მახარებთ <3

 



№7 სტუმარი Gvanca

ასეთი მაგარი აქ არაფერი იდება ))))
როდის იქნება შწმდეგი?
წარმატებები

 



№8 წევრი tasusuna

Gvanca
ასეთი მაგარი აქ არაფერი იდება ))))
როდის იქნება შწმდეგი?
წარმატებები

12 მდე დაიდება შემდეგი, მადლობა, შეფასებისთვის
❤❤❤❤❤❤

 



№9 სტუმარი gvanca

tasusuna
Gvanca
ასეთი მაგარი აქ არაფერი იდება ))))
როდის იქნება შწმდეგი?
წარმატებები

12 მდე დაიდება შემდეგი, მადლობა, შეფასებისთვის
❤❤❤❤❤❤

ასე არაფერი გამახარებდა!
სუპერ მწერალო! ემოციების დედოფალი :)

 



№10 წევრი tasusuna

gvanca
tasusuna
Gvanca
ასეთი მაგარი აქ არაფერი იდება ))))
როდის იქნება შწმდეგი?
წარმატებები

12 მდე დაიდება შემდეგი, მადლობა, შეფასებისთვის
❤❤❤❤❤❤

ასე არაფერი გამახარებდა!
სუპერ მწერალო! ემოციების დედოფალი :)

ეხლა ორმაგი ენერგიით დამმხტე,მაგლობა,საყვარელო <3 აუცილებლად დავდებ ახალ თავს დღის ბოლომდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent