შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {2}


2-07-2018, 17:03
ავტორი სალანდერი
ნანახია 836

ხელი არ გამიშვა {2}

მანქანა მალევე მოწყდა ადგილს, საჭესთან წვერებიანი იჯდა, ხოლო მისი თანმხლები სანდროს მიუჯდა გვერდით.
- თქვენ ძმაო სუმოისტები ხართ? - სერიოზულად იკითხა და მის გვერდით მჯდომს მიაჩერდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და საუბარი განაგრძო. - აქ მოწევა მოსულა?
- არა. - მკაცრად უთხრა გვერდით მჯდომმა მამაკაცმა, რომელსაც უკვე მოესწრო თავისი სიგარის გადაგდება.
- რა სამწუხაროა. - თქვა და თავისი მარლბორო ამოაძვრინა ჯიბიდან, სიგარეტს მოუკიდა და მოიისფრო ბოლში გაეხვა.
- არ გაინტერესებს ვინ ვართ და სად გიპირებთ წაყვანას? - გაოცებით იკითხა წვერიანმა, თუმცა თვალი გზისთვის არ მოუშორებია.
- რა ვიცი, მიტაცებთ? ვინმე კარგი გოგოა? ძალა არ იხმაროს თორე არ დავრჩები. - ირონიულმა ღიმილმა გადაკრა სახეზე.
- არ გგონია, რომ თუ დიდხანს ილაყბებ რომელიმეს ყელში ამოგვივა და მოგაკეტინებთ? - აშკარად ბრაზდებოდა გვერდით მჯდომი.
- ქონი გატყუებს ძმაო, წყნარად რომ ჩაგიჯექით მანქანაში ძალიანაც ნუ გამიბლატავდებით ახლა. - მიმიკა არ შეცვლია ისე უთხრა და მანქანაშივე დაყარა სიგარეტის ფერფლი.
- მანქანას ნუ მინაგვიანებ. - მკაცრად გააფრთხილა წვერიანმა.
- კარგი რა ტო, ორ ასორმოცდაათ კილოიან ნაგვის ტომარას მიათრევს ეს მანქანა და ჩემი ერთი გრამი ფერფლი რა სალაპარაკოა. - მანქანის სავარძელს ისე გადაუსვა ხელი თითქოს ეფერებოდა.
- ლაშქარავა, გაგაფრთხილე მანქანას ნუ მინაგვიანებთქო. - კბილები გააღრჭიალა და საჭეს ძლიერად ჩააფრინდა.
- მაშინ ყური მათხოვეთ რომელიმემ. - ცივად დაუბრუნა, სიგარეტის ნამწვიც იქვე დააგდო და ფეხით ძლიერად დაასრისა.
მამაკაცები მიხვდნენ რომ სანდროსთან საუბარს დიდად არ ჰქონდა აზრი, და გზა მდუმარედ განაგრძეს, კიდევ რამდენიმე ღერის მოწევა მოასწრო ბიჭმა და მანქანაც დიდი შავი ჭიშკრის წინ შეჩერდა.
მანქანიდან არ გადასულან ისე შეატარეს ჭიშკარში, შემდეგ კი სანდროს მოუტრიალდა წვერიანი.
- გადმოდი. - მკაცრად ჟღერდა მისი ხმა.
- ჩაჯდომისას ხო კარგად გამიღეთ კარი, ახლა მიდი და გადმოსვლის დროსაც გამიღეთ. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა სანდრომ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
წვერიანი მანქანიდან გადავიდა და მთელი ძალით გამოგლიჯა კარი.
- ცოტა მშვიდად ძმაო, თორემ თავს ჰოლივუდის ვარსკვლავად ვერ ვგრძნობ. - დამცინავად უთხრა და ნელი ნაბიჯით აედევნა წინ მიმავალ წვერიანს ბიჭი.
რამდენიმე ოთახი გაიარეს და დერეფანში ერთ-ერთ კართან შეჩერდნენ.
- შედი. - მოკლედ უთხრა მამაკაცმა თუმცა სანდროს ყურიც არ შეუბერტყავს.
მამაკაცმა თვითონ შეაღო კარი და ოთახში შევიდა, ბიჭიც უკან შეჰყვა.
- კეთილი იყოს შენი ფეხი. - შუა ოთახში სავარძელში მჯდომი მამაკაცი წამოიმართა და სანდროს მიუახლოვდა, გადაეხვეოდა კიდეც ბიჭის გამყინავ მზერას რომ არ შესჩეხებოდა.
- მოდი დაჯექი. - საუბარი განაგრძო კაცმა და თავისი სავარძლის მოპირდაპირედ ანიშნა თვალით.
სანდრო უჩუმრად ჩაჯდა სავარძელში და სიგარეტს მოუკიდა.
- როგორ ხარ? - ისევ მამაკაცმა წამოიწყო საუბარი.
- კარგად. - მოკლე იყო ბიჭის პასუხი.
- რა ვიცი მეც არამიშავს შვილო. - საუბარი განაგრძო ლაშამ.
- ჩემს მოსაკითხად არ მოატაცებინებდი ჩემს თავს ამ სუმოისტებს, თქვი რა ხდება. - უემოციოდ საუბრობდა სანდრო.
- ჯერ შენ მითხარი ის ქალი ვინაა ასე ხშირად რომ აკითხავ. - არც ლაშა აფრქვევდა ემოციებს, მისი ქანდაკებასავით სახე საოცრად ჰგავდა სანდროსას.
- ჩემი ლექტორია. - მოკლედ მოუჭრა და სიგარეტი შეაბოლა.
- გამეცადინებს? - ფართოდ გაიღიმა მამაკაცმა.
- ინტერვიუა თუ დაკითხვა? - ჯიუტად მისჩერებოდა თვალებში მამას და კიდევ უფრო აშკარა ხდებოდა მისთვის რამდენად დიდი იყო მათ შორის ფიზიკური მსგავსება.
- არა, მაინც ვერ ვხვდები შენ, როგორ ან რატომ ჩააბარე ფსიქოლოგიის ფააკულტეტზე. - გულწრფელი გაოცებით იკითხა მამაკაცმა.
- შენ არ გინდოდა ადამიანებით ისე მეთამაშა როგორც მარიონეტებით? იცი რას მივხვდი ლაშა, ადამიანები მართლაც ჩვეულებრივი მარიონეტები არიან, მხოლოდ მავთულების მაგივრად ნერვული დაბოლოებებით იმართებიან. - უემოციოდ ჩამოაყალიბა ვაჟმა და მამის სახეს მიაჩერდა.
- ამაზე არ მიფიქრია. - გულწრფელად აღიარა ლაშამ და საფეთქელზე თითი მიიკაკუნა.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა სანდრო მაგრამ კარი ხმაურით გაიღო და ოთხი ადამიანი კი არ შემოვიდა შემოვარდა ოთახში, ორ ახალგაზრდა მამაკაცს ერთი გაეკავებინათ, შედარებით ასაკიანი მამაკაცი კი უკან ამოსდგომოდა მათ.
- რა ხდება? - სასწრაფოდ მათზე გადაიტანა მზერა ლაშამ.
- საქმე გვაქვს, სერიოზული საქმე, მალე განთავისუფლდები? - სწრაფად მიაყარა ასაკოვანმა მამაკაცმა.
- თქვი რა ხდება, ეს ჩემი ვაჟია, ალექსანდრე ლაშქარავა. - თვალით ბიჭისკენ ანიშნა ოთახში მყოფებს, - აი ესენი კი ჩემი მეგობრები არიან შვილო, ეს დავით ბოჯგუაა. - გაკავებულ მამაკაცზე ანიშნა პირველად, - ეს ბატონი, თემურ გოგიავაა - ამჯერად ჭაღარაზე გადაიტანა მზერა, -ესენი კი მისი ვაჟები არიან, ნიკოლოზი და ბექა. - ამჯერად ახალგაზრდა მამაკაცებზე მიანიშნა, რომელთაც აქეთ-იქიდან დაეჭირათ დავითი და მიუხედავად იმისა რომ ეს უკანასკნელი თავის დაღწევას სულაც არ ცდილობდა, მაინც ძლიერად ჩაებღუჯათ მამაკაცებს.
- კარგი, ახლა თქვით რა მოხდა. -ჭაღარას მიუბრუნდა ისევ ლაშა.
- ეს ვაჟბატონი ჩემს ქალიშვილთან იწვა. - მოკლედ მოხაზა მამაკაცმა და ზიზღის თვალებით შეაჩერდა ახალგაზრდას.
- ვაუ, ანუ შენ შენი მეგობრების დასთან იწექი? - გაოცება ვერ დამალა უფროსმა ლაშქარავამ.
- ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. - სიმწრით ამოიბლუკუნა ბიჭმა და თავი ჩახარა.
- ეს არ არის სწორი დავით. - დაბნეულობა დაეტყო მამაკაცს. - თუმცა არც დათოს მოკვლაა გამოსავალი, ასე არ უნდა ვხოცოთ ერთმანეთი. - ამჯერად ჭაღარას მიუბრუნდა ლაშა.
- შენ რას იტყვი შვილო? - შვილის აყოლიება სცადა მამაკაცმა, თუმცა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სანდრო ხმასაც არ ამოიღებდა.
ბიჭმა იატაკს ოდნავ მიარტყა ფეხი და კარისკენ მოაბრუნა სავარძელი, ჯერ ყველა კართან მდგომი კარგად შეათვალიერა მერე კი როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- სიყვარული სწორს და არასწორს არ ცნობს როგორც ვიცი, განა ასე არ არის მამაჩემო? - წარბაწევით გახედა მამამისს და კაცმაც მაშინვე ჩახარა თავი.
- ჩემს ქალიშვილს არ უთქვამს რომ ეს კაცი უყვარს. - მოკლედ მოუჭრა ჭაღარამ.
- ძალადობის კვალი ეტყობოდა თქვენს "ქალიშვილს"? - ბოლო სიტყვა განსაკუთრებულად დამცინავი ტონით წარმოთქვა ბიჭმა.
- არა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ეს კაცი ჩემს შვილთან იწვა. - გაცხარდა თემური. სანდრო რამდენიმე წუთით გაჩუმდა, მერე ისევ მამამისს მიუტრიალდა და უემოციოდ მიმართა.
- შეგიძლია ვინმეს ნემსი და ძაფი მოატანინო? - ლაშა ვერ მიუხვდა შვილს სათხოვარს თუმცა მაშინვე დაუძახა ვიღაცას და ორიოდე წუთში ნემსი და ძაფი მოუტანეს სანდროს.
ბიჭმა ამჯერად ჭაღარა მოიხმო თავისთან, ძაფის ნაგლეჯი მიაწოდა ხელში, თვითონ კი ნემსის წვერს მოჰკიდა ხელი და ყუნწით ზემოთ დაიჭირა.
- შეგიძლია ეგ ძაფი ამ ნემსში გაუყარო? - მშვიდად ჰკითხა და სახეში მიაჩერდა. მამაკაცს ამის ნერვები არ ჰქონდა და ვერც იმას ხვდებოდა რა ხდებოდა, თუმცა ეცადა ნერვები მოეთოკა და ძაფი ნემსისკენ მისწია, ის ის იყო უნდა გაეყარა რომ სანდრომ ნემსის ყუნწი გვერდზე გასწია და მამაკაცს ჰაერში დარჩა ძაფიანი ხელი.
კიდევ რამდენჯერმა სცადა მამაკაცმა, ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა თუმცა სანდრომ ხან მარჯვნივ გაუწია ნემსი ხანაც მარცხნივ.
- ბიძია შენ კაიფის ხასიათზე ხარ გეტყობა და მე სისხლი მაქვს გამშრალი. - ნერვიულად წარმოთქვა თემურმა და ძაფი იქვე, მაგიდაზე დააგდო. ოთახში მყოფები მდუმარედ შეჰყურებდნენ სანდროს, პასუხის მოლოდინში გაყუჩულიყო ყველა, ბიჭმაც არ დააყოვნა დიდხანს.
- საერთოდ არ ვარ კაიფის ხასიათზე, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ შენ გოგოს, ეს ბიჭი რომ არ ყვარებოდა, ტრა'კს აათამაშებდა ცოტას, ხან იქით გაწევდა ხან აქეთ გამოწევდა და არაფერიც არ მოხვდებოდა, რადგან მოირტყა, ესე იგი უნდოდა კიდეც, ჰოდა მოსაკლავად გაკიდებას მაგ კაცზე, ის სჯობს საქორწილოდ მოემზადოთ. - საუბარი დაასრულა და ზურგი აქცია კართან მყოფებს.
- მე მგონი ძალიან კარგად ახსნა ჩემმა ვაჟმა რა და როგორ. - სასწრაფოდ დაეთანხმა ლაშა და სიამაყე დაეტყო სახეზე. - აბა დავით, ხომ გინდა მისი ცოლად შერთვა? - ამჯერად ბიჭს მიუბრუნდა ლაშა, რომელიც უკვე გაეთავისუფლებინათ ძმებს, მამაკაცმაც მხიარულად დააქნია თავი, თანხმობის ნიშნად.
- ჰოდა ახლა დამელოდეთ ცოტა ხანს, სანდროსთან საქმე მაქვს და რომ მოვრჩებით დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. - მოკლედ აუხსნა ლაშამ და მათაც მაშინვე დატოვეს ოთახი.
- რატომ მომიყვანეს აქ. - მშრალად იკითხა სანდრომ.
- პრობლემა მაქვს მამა, სერიოზული პრობლემა, ძალიან სერიოზულ ხალხთან მაქვს უთანხმოება.
- მე რა შუაში ვარ? - უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე.
- ჩემი საქმის გადამბარებელი შენ ხარ, შენს გარდა არავინ მყავს, თუ ვინმე ჩემზე შურისძიებას გადაწყვეტს პირველ რიგში შენ მოგწვდებიან. - თვალები დახარა ლაშამ.
- რომელი საქმის? მაფიის ბოსობას მთავაზობ? თუ ნარკობარონობას? ასეთ ყლ'ეობაში არ გავებმები ლაშა, მე ფეხებზე მკი'დია მთელი თქვენი მაფია. - მარტივად ჩამოაყალიბა ბიჭმა.
- მე ამ საქმეს მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე, მინდა ღირსეულად გადმოგაბარო. - არ ნებდებოდა ლაშა.
- გადმომაბაროს, თითქოს ინგლისის პრინცობას მთავაზობს, მე უარს ვამბობ შენს ბინძურ საქმეებზე, შენ კაცობა მაშინ დაკარგე ნარკოტიკებში რომ ამოურიე ხელი, მაშინვე გაგაფრთხილე აქ გაიყო_თქო ჩვენი გზები და ჰო, მარტო შენი კი არა, დედაჩემის ცხოვრებაც შესწირე და ჩემიც. - ხმისთვის არ აუწევია სანდროს თუმცა აშკარად გაუმკაცრდა ხმა.
- შენ გეამაყებოდა მამაშენი. - უკანასკნელად გაიბრძოლა მამაკაცმა.
- მეამაყებოდა, სანამ კაცი იყო, ვენების მონა ვერ იქნება საამაყო კაცი, შენ შენს გზაზე ხარ, მე ჩემი გზა ავირჩიე ლაშა, აღარ მინდა კიდევ გადაიკვეთოს ჩვენი გზები. - ფეხზე წამოდგა ბიჭი და კარისკენ დაიძრა.
- რაც არ უნდა დაგჭირდეს იცოდე რომ მამა არ გყავს დღეიდან. - ყვირილი მიაწია გზაში კაცმა, თუმცა სანდროს ყურიც აღარ შეუბერტყავს ისე დატოვა ჯერ ოთახი, შემდეგ კი სახლი და ეზოში გავიდა.
- აბა ბიჭებო ვინ დამაბრუნებს უკან? - მშრალად წარმოთქვა და ადგილზე გაჩერდა. ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო ეზოში მდგომებს და მანქანისკენ გაუძღვა, სანდრო მძღოლის გვერდით მოკალათდა და მანქანაც დაიძრა.
- მე ირაკლი მქვია. - ღიმილით შეხედა ბიჭმა, თუმცა სანდროს ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ ახალგაზრდამ თავად განაგრძო საუბარი.
- ლაშას ბიჭი ხარ ხო? მაგრად ჰგავხართ ერთმანეთს. - სანდროს პროფილს მიაჩერდა ბიჭი.
- არა, ლაშაა მამაჩემი და ჰო, გარეგნულად ვგავართ ცოტა. მშრალად დაუდასტურა და კიდევ ერთი სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
მგზავრობა მდუმარედ განაგრძეს, სანდრო ეწეოდა, ირაკლი კი დრო და დრო მზერას აპარებდა მისკენ, უკვე კარგად დაღამებულიყო ქალაქში რომ დაბრუნდნენ.
- სად დაგტოვო? - ღიმილით იკითხა ირაკლიმ.
- თეთრ ხიდთან. - მოკლედ უპასუხა და გააბოლა.
მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას, სანდრო ჩუმად გადმოვიდა მანქანიდან და კარი მიუხურა, მანქანა მაშინვე მოწყდა ადგილს სანდრო კი ფეხით დაიძრა ჯერ მარკეტისკენ, საიდანაც რამდენიმე წუთში გამოვიდა სიგარეტის ახალი კოლოფით ხელში, შემდეგ კი ხიდის ქვეშ გადაწყვიტა ჩასვლა.
მოსწონდა თეთრ ქვებზე განმარტოება, თუ დიდ ხანს არ მოდიოდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ რიონი ელოდა, არ იცოდა რატომ მოსწონდა აქ ყოფნა, იქნებ ხმაურისთვის? იმ ერთადერთი ხმაურისთვის, რომელიც სანდროსთვის მდუმარებას სჯობდა.
რიონის ხმა იყო ის რაც არ აღიზიანებდა, ამიტომაც სტუმრობდა ამ ადგილს ასე ხშირად.
ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი აქვს იმერეთს, უამრავი ძველი თუ ახალი ნაგებობა, კაფეები თუ ტაძრები, ბაღები თუ მოედანი მაგრამ მხოლოდ ორი რამ მოსწონდა სანდროს თავისივე საყვარელ ქალაქში, თეთრი ხიდის ქვეშ ხმაურიანად მიმავალი რიონი, რომელსაც თეთრ ქვებზე ჩამომჯდარი უგდებდა ყურს და წითელი ხიდზე მდებარე ულამაზესი მაგნოლია.
ქვაზე ჩამოჯდა, სიგარეტის კიდევ ერთი ღერი მოიქცია პირში, ლაპარაკი უნდოდა მაგრამ არ იცოდა როგორ გაეკეთებინა, ამიტომ ისევ დუმილი ამჯობინა, ღრმად ჩაისუნთქა რამდენჯერმე და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, თავს გავირთობო გადაწყვიტა სახლში მისვლამდე.
სალომეს ესემესი დახვდა, ცოტა ხანს იფიქრა ეპასუხა თუ არა და ბოლოს გადაწყვიტა ცოტა ხნით გულს გადამაყოლებინებსო.
სალომე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, სანდროს კიდევ უფრო შეუჩნდა ეჭვი რომ ატყუებდა ეს გოგო, არ იყო იმდენად პატარა რამდენადაც თავს ასაღებდა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია იზიდავდა გოგონას, სანდროს პირველად ესიამოვნა რომ ფსიქოლოგიურზე ჩააბარა თითქოს საერთოს პოვნაში დაეხმარა სალომესთან, გოგონა იმაშიც კი გამოუტყდა რომ თავადაც ფსიქოლოგობა სურდა. როგორც სანდროს მოეჩვენა ცოტა ხანს ილაპარაკეს, თუმცა როცა სალომემ უთხრა მეძინება და უნდა დაგემშვიდობოო, აღმოჩნდა რომ თითქმის ოთხ საათს გაგრძელებიათ მიმოწერა.
გოგონას დაემშვიდობა და ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა, პირველად მოხდა რომ ვერც კი გაიგო ისე გაეპარა დრო, სალომესთან საუბარი სასიამოვნო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა რომ სანდრომ ბევრი ილაპარაკა მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს გოგონასთვის. გასაკვირი მხოლოდ ის გახლდათ, რომ არც არაფერი აინტერესებდა სალომეს, მისთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო ის რასაც სანდრო თავად ეუბნებოდა.
მოეწონა ეს ურთიერთობა მამაკაცს, თავის თავს უთხრა რომ ძალიან გამოცდილ ქალთან უწევდა თამაში, მან იცოდა როგორ უნდა მისდგომოდა სანდროსნაირ ადამიანს, ამან კიდევ უფრო მუღამში ჩააგდო ბიჭი, მოუნდა ახლოს გაეცნო, ჭკუა ესწავლებინა, ტკივილი და მორჩილება დაენახა მის თვალებში. სასწრაფოდ განდევნა ეს ფიქრი, სულ რამდენიმე დღე იყო რაც იცნობდა სალომეს, ისიც ინტერნეტით და შესაძლოა რეალურად სულ სხვა ყოფილიყო, მაგრამ ჰქონდა კი მნიშვნელობა მის ასაკს ან გარეგნობას? სანდროსთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი რომ ამ ქალთან საუბარმა დრო დაავიწყა ცოტა ხნით, ახლა ეს სავსებით კმაროდა ბიჭს, ფეხზე წამოდგა, რამდენიმე წუთი კიდევ დააკვირდა მდინარეს რომლის ხმაურიც, ირგვლივ ყველა სხვა ხმას უკარგავდა მნიშვნელობას. სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისკენ, გამოძინება უნდა მოესწრო, დილით უნივერსიტეტში იყო წასასვლელი.
ერთის მხრივ ფეხებზე ეკი'და სანდროს უნივერსიტეტიც და მისი გაცდენაც, მაგრამ ნინა ინერვიულებდა სანდრო რომ ვერ ენახა, თან დროც მშვენივრად გაჰყავდა იქ.
ახლა ახალმა კითხვამ ჩაუკაკუნა თავში, რატომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი რომ ნინა ინერვიულებდა? იქნებ არც იყო? რა უნდოდა სანდროს ქალისგან?
არ იცოდა, არცერთ კითხვაზე არ იცოდა პასუხი ბიჭმა.
ნინა, ნინაა უბრალოდ საჭიროა და უნდა მყავდესო. - შემოუძახა თავის თავს და დანარჩენ კითხვებს ისევე აარიდა თავი როგორც აქამდე.
დილით ადრე ადგა, წყალი გადაივლო, ჩაიცვა და უნივერსიტეტში გავარდა.
ლექციებმა მშვიდად ჩაიარა, რამდენჯერმა ნინას ვნებიანი მზერა დაიჭირა ბიჭმა, თუმცა თვალი მალევე აარიდა ქალმა, ეშინოდა სტუდენტებს არ შეემჩნიათ.
ნინას შიში კიდევ უფრო ანდომებდა სანდროს მასთან ყოფნას, თუმცა მისთვის პრობლემების შექმნას არ გეგმავდა, ჯერ-ჯერობით მაინც.
ლექციები დასრულდა თუ არა სპორტდარბაზში წავიდა სანდრო, რამდენიმე საათი ივარჯიშა, მერე კი სახლში დაბრუნდა, სალომეს მისწერა, ისევ რამდენიმე საათს გასტანა მათმა საუბარმა და საბოლოოდ ისევ სალომე დაემშვიდობა. მიუხედავად მრავალი მცდელობისა ნომერი გამოერთმია გოგონასთვის, სალომე უარს იყო, ამიტომ სანდრომ მხოლოდ თავისი ნომერი მიწერა.
რა თქმა უნდა არ ჰქონდა იმედი რომ გოგონა დაურეკავდა მაგრამ რატომღაც მოუნდა მიეწერა.
სალომესთან საუბარს მორჩა თუ არა ტანზე გამოიცვალა და ბარში ჩავიდა, მეგობრები ელოდნენ.
საერთო სალამი თქვა და მაგიდას მიუჯდა.
ათას სისულელეზე საუბრობდნენ ახალგაზრდები, სანდროც გულგრილად უსმენდა და სასმელს წრუპავდა, ცოტა მოეკიდა კიდეც, ნინასთან წასვლა მოუნდა, მაგრამ გაახსენდა რომ თვალყურს ადევნებდნენ, მამამისმაც კი იცოდა იმის შესახებ რომ ხშირად სტუმრობდა ქალს.
თუ ლაშას მტრები მართლაც გადაწყვეტდნენ სანდროზე შურისძიებას შესაძლოა ნინაც მოყოლილიყო ამ ამბავში.
არა, ბიჭი არ მივიდოდა ნინასთან, მას საფრთხეს არ შეუქმნიდა, ნინა ამას არ იმსახურებდა, სანდროს არ უნდოდა ნინას რამე დამართნოდა, თუ ტკივილის მიყენება სიამოვნებდა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ თავისად მიაჩნდა ეს ქალი, ნინასთვის ტკენის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა, მაგრამ არ დაუშვებდა შარში გაეხვია ქალი.
მეგობრებს დაემშვიდობა და სახლში წავიდა, საწოლზე მიესვენა და მალევე ჩაეძინა.

. . .
დღეები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს, თითქმის ერთი თვე ხდებოდა, რაც სანდრო აშკარად თავს არიდებდა ნინას, არც უნივერსიტეტში ეკონტაქტებოდა, სახლში სტუმრობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. რამდენჯერმე სცადა ქალმა მასთან დალაპარაკება, მაგრამ გამუდმებით ახერხებდა დასხლტომას ბიჭი.
სამაგიეროდ სალომეს ეკონტაქტებოდა ყოველდღიურად, მისთვის თავშესაფრად ქცეულიყო უცნობი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იცოდა.
სანდროს ძალიან ემარტივა ინტერნეტში საუბარი, სალომეს გაგების საოცარმა უნარმა და ჩვევამ კითხვები არ დაესვა სანდროს ლაპარაკი მოანდომა, სალომე ერთადერთი ადამიანი გახდა დედამიწის ზურგზე რომელსაც სანდრო ელაპარაკებოდა, უყვებოდა ცოტას მაგრამ გულწრფელად, არ უნდოდა შეეშინებინა ან დაემძიმებინა გოგონა.
სალომე ყურადღებით უსმენდა, არასოდეს აწყვეტინებდა და კიცხავდა სანდროს, მიუხედავად იმისა რომ უამრავი რამ მოუყვა ბიჭმა, ისეთიც კი საუბარს რომ დაასრულებდა ფიქრობდა, აი ახლა ნამდვილად სამუდამოდ გაქრებაო სალომე, მაგრამ არა, გოგონა იგებდა და იზიარებდა სანდროს ტკივილს, საკუთარ ტყავზე გრძნობდა და გულთან მიჰქონდა.
სანდროს არ ესმოდა როგორ შეეძლო ამ სრულიად უცნობ ადამიანს ამდენად ახლოს ეგრძნო მამაკაცი, სანდროს განწყობასაც კი ერთი ესემესით ხვდებოდა სალომე, საოცრად მძაფრი მუხტი მოდის შენგანო ეუბნებოდა და ბიჭსაც ეცინებოდა გოგონას გულუბრყვილო თავის მართლებაზე.
მამაკაცი გაურკვევლობას მოეცვა, სალომე ზოგჯერ ძალიან სერიოზული შემდგარი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა ხანაც ისეთი ბავშვური იყო გაოცებას იწვევდა.
შეეძლო აღტაცებით ესაუბრა ისეთ თემებზე, რომელზეც სანდროს აზრით ზრდასრული ადამიანები არც კი ფიქრობდნენ.
ბავშვური იყო სალომე, ძალიან ბავშვური და თან ძალიან სერიოზული, თუმცა არ იცოდა სანდრომ რამდენად ადარდებდა ეს, მთავარი იყო რომ ადამიანი ჰყავდა, ადამიანი რომელთანაც გულწრფელად საუბრობდა, დედის გარდაცვალების შემდეგ არავინ ჰყოლია ასეთი ბიჭს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

მგონი... გავუგებ სანდროს.
ცოტა დრო მჭირდება, უბრალოდ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2 სტუმარი სტუმარი Tebea

არ მომეწონა სალომე.რაღაც ნინა უფრო მომწონდა, სულელია ეს სანდრო რა ვთქვა მეტი,მინდა ნინამ მიასვას და მიხვდეს რო ნინა უფრო მეტია ვიდრე ეს სალომე,ისე ძან ვიცინებ სალომე ნინა თუა :დდდდდდდ წარმაატებები

 



№3 მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
მარიკუნაა♥️

იმედი მაქვს ❤

სტუმარი Tebea
სტუმარი Tebea

ვერ შევადარებ სალომეს და ნინას, თუმცა ორივეს გაიცნობთ და ვნახოთ ❤

 



№4 წევრი Someone wandering

სტუმარი Tebea
არ მომეწონა სალომე.რაღაც ნინა უფრო მომწონდა, სულელია ეს სანდრო რა ვთქვა მეტი,მინდა ნინამ მიასვას და მიხვდეს რო ნინა უფრო მეტია ვიდრე ეს სალომე,ისე ძან ვიცინებ სალომე ნინა თუა :დდდდდდდ წარმაატებები

ააუუუ ჰოო რააა ნეტა ნინა იყოს სალოომეე.
თუარადაა....მე ნინასთან მინდა მარტო სანდრინიოო
ვაიმეე დასასრულში ვინმე რომ მოკვდეს გავაფრეენ,ავტორო თუ ჰეფი ენდი არ აქვს ააღაარ გავაგრძელებ კითხვაას

MaaiKoo
სტუმარი Tebea
არ მომეწონა სალომე.რაღაც ნინა უფრო მომწონდა, სულელია ეს სანდრო რა ვთქვა მეტი,მინდა ნინამ მიასვას და მიხვდეს რო ნინა უფრო მეტია ვიდრე ეს სალომე,ისე ძან ვიცინებ სალომე ნინა თუა :დდდდდდდ წარმაატებები

ააუუუ ჰოო რააა ნეტა ნინა იყოს სალოომეე.
თუარადაა....მე ნინასთან მინდა მარტო სანდრინიოო
ვაიმეე დასასრულში ვინმე რომ მოკვდეს გავაფრეენ,ავტორო თუ ჰეფი ენდი არ აქვს ააღაარ გავაგრძელებ კითხვაას

ჰოო აიი მიასვას და აეჭვიანოს რაა სანდროო
მომწონს ამ ბიჭის ხასიათი,უემოციო და ვნებიანიი უუჰჰ
დავრწმუნდი,რომ ნინა არ კიდიაა

 



№5 მოდერი სალანდერი

MaaiKoo
MaaiKoo

უიმეეე :დ
რა დროს დასასრულია :დ
რა ვიცი რა მოგვივლის :დ
ვერაფერს დაგპირდები მაიკო, იდეაში არავის მოკვლა არ დამიგეგმავს ჯერ-ჯერობით :დ

 



№6 წევრი mirandaa31

დამაინტერესა ძალიან, ამ ეტაპზე სალომე უფრო მაინტერესებს ვიდრე ნინა. მოკლედ ველოდები ახალ თავს. კარგია ასე გააგრძელე ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№7 მოდერი სალანდერი

mirandaa31
mirandaa31

მადლობა ❤
გამოვიყვან სააშკარაოზე ყველას მეტ-ნაკლებად ❤

 



№8 წევრი Someone wandering

სალანდერი
MaaiKoo
MaaiKoo

უიმეეე :დ
რა დროს დასასრულია :დ
რა ვიცი რა მოგვივლის :დ
ვერაფერს დაგპირდები მაიკო, იდეაში არავის მოკვლა არ დამიგეგმავს ჯერ-ჯერობით :დ

ვიციი ჰოო ჯერ რადროს დასასრულიიააა
აღვნიშნე,რომ ჰეფი ენდი მინდა
ეეჰჰჰ ველი შემდეეგს

 



№9 მოდერი სალანდერი

MaaiKoo
MaaiKoo

უფს ❤
მიხარია ❤

 



№10 წევრი dreamer.L

წერის სტილი, გრამატიკული გამართულობა, სასვენი ნიშნები- ყველაფერი კარგია, მითუმეტეს დამწყებისთვის.რაც შეეხება პერსონაჟებს, სალომეს და ნინას შედარება და რომელს უნდა დარჩეს სანდრო ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მაგრამ მაინც, მე ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ თუ სანდრო ვინმეს უნდა დარჩეს ეს ნინა არ უნდა იყოს. ნინა ჩემთვის უთავმოყვარეო ქალია, სულ თავი დავანებოთ მის ასაკს და იმას, რომ შვილის ტოლი ბიჭის საყვარელია, იმასაც რომ პროფესიულ ეთიკას არღვევს, ის ქალია, რომელიც იტანს ძალადობას და არავინ მითხრას რომ სანდროს მასზე არ უძალადია.
სალომეს რეალურ სახეს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.
სანდროზე ჯერ არ ვისაუბრებ, მინდა უკეთ გავიცნო და რაღაცნაირად მჯერა, რომ მოახრეხებ ახლოს მოიყვანო შენი პერსონაჟები მკითხველიამდე.
წარმატებები.
პ.ს დიდი ხანია კომენტარი არაფერზე დამიწერია, ეს კი ისეთი საინტერესო მეჩვენება, რომ რაღაცნაირად მომინდა დამეწერა. იმედია, იმედი არ გამიცრუვდება.

 



№11 მოდერი სალანდერი

dreamer.L
dreamer.L

უი დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენი თვალით დანახული პერსონაჟები, (რამდენადაც შესაძლებელი იყო მათი დანახვა ჯერ-ჯერობით) ❤

 



№12  offline წევრი ჟიზელი

სალანდერი
dreamer.L
dreamer.L

უი დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენი თვალით დანახული პერსონაჟები, (რამდენადაც შესაძლებელი იყო მათი დანახვა ჯერ-ჯერობით) ❤

dreamer.L
წერის სტილი, გრამატიკული გამართულობა, სასვენი ნიშნები- ყველაფერი კარგია, მითუმეტეს დამწყებისთვის.რაც შეეხება პერსონაჟებს, სალომეს და ნინას შედარება და რომელს უნდა დარჩეს სანდრო ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მაგრამ მაინც, მე ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ თუ სანდრო ვინმეს უნდა დარჩეს ეს ნინა არ უნდა იყოს. ნინა ჩემთვის უთავმოყვარეო ქალია, სულ თავი დავანებოთ მის ასაკს და იმას, რომ შვილის ტოლი ბიჭის საყვარელია, იმასაც რომ პროფესიულ ეთიკას არღვევს, ის ქალია, რომელიც იტანს ძალადობას და არავინ მითხრას რომ სანდროს მასზე არ უძალადია.
სალომეს რეალურ სახეს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.
სანდროზე ჯერ არ ვისაუბრებ, მინდა უკეთ გავიცნო და რაღაცნაირად მჯერა, რომ მოახრეხებ ახლოს მოიყვანო შენი პერსონაჟები მკითხველიამდე.
წარმატებები.
პ.ს დიდი ხანია კომენტარი არაფერზე დამიწერია, ეს კი ისეთი საინტერესო მეჩვენება, რომ რაღაცნაირად მომინდა დამეწერა. იმედია, იმედი არ გამიცრუვდება.

და შვილის ტოლი რატოა სანდრო ნინასთვის? ანუ სადმე ეწერა და მე განომრჩა?
იმიტომ,რომ 24 წლის ლექტორიც მყოლია მე და ამ შემთხვევაში "შვილის ტოლი" გადაჭარბებული ნათქვამი იქნებოდა.

 



№13  offline წევრი møøn šhinė

ჩემი აზრით მართლა არც ისე სწორია ნინას და სანდროს ურთიერთობა როგორც ლექტორის და სტუდენტის... ნუ ეს შენი გადასაწყვეტია როგორ დაწერ უბრალოდ აზრს გამოვხატავ. გამიხარდებოდა სალომეს დასანდროს ურთიერთობა... იმასაც ვხვდები რომ ნინა სალომე იმიტომ ვერ იქნება რომ ნინასთან ყოფნის დროს მისწერა სალომემ სანდროს.. ძალიან განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა ბევრი ინტრიგით. წარმატებები ❤

 



№14 მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

ეწერა, რომ სანდრო 18 წლით პატარაა ნინაზე

møøn šhinė
møøn šhinė

მადლობა აზრის გამოხატვისთვის, ისღა დამრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ_თქო , ამ ეტაპზე სხვას ვერაფწრს გეტყვი ❤

 



№15 სტუმარი lile

Nina chemtvis jer kidev chamqral vulkans gavs da rodis ifetqebs velodebi
Salome jer jerobit dzalian shorsaa warmidgrnac ki'michirs personajis amitomac sruliad mogyvebi
Sandros azrovneba aris adamianis rogorc mankieri aseve ketilshibiluri sawyisebis gamovlinebac
Modzaladea
Xisti
Uemocio
Magram nina mistvis sul erti ar aris
Aris am bichshi dzalian saintereso mxarerbi

 



№16 მოდერი სალანდერი

lile
lile

რაღაცებში გეთანხმები ❤

 



№17 წევრი dreamer.L

ჟიზელი
სალანდერი
dreamer.L
dreamer.L

უი დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენი თვალით დანახული პერსონაჟები, (რამდენადაც შესაძლებელი იყო მათი დანახვა ჯერ-ჯერობით) ❤

dreamer.L
წერის სტილი, გრამატიკული გამართულობა, სასვენი ნიშნები- ყველაფერი კარგია, მითუმეტეს დამწყებისთვის.რაც შეეხება პერსონაჟებს, სალომეს და ნინას შედარება და რომელს უნდა დარჩეს სანდრო ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მაგრამ მაინც, მე ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ თუ სანდრო ვინმეს უნდა დარჩეს ეს ნინა არ უნდა იყოს. ნინა ჩემთვის უთავმოყვარეო ქალია, სულ თავი დავანებოთ მის ასაკს და იმას, რომ შვილის ტოლი ბიჭის საყვარელია, იმასაც რომ პროფესიულ ეთიკას არღვევს, ის ქალია, რომელიც იტანს ძალადობას და არავინ მითხრას რომ სანდროს მასზე არ უძალადია.
სალომეს რეალურ სახეს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.
სანდროზე ჯერ არ ვისაუბრებ, მინდა უკეთ გავიცნო და რაღაცნაირად მჯერა, რომ მოახრეხებ ახლოს მოიყვანო შენი პერსონაჟები მკითხველიამდე.
წარმატებები.
პ.ს დიდი ხანია კომენტარი არაფერზე დამიწერია, ეს კი ისეთი საინტერესო მეჩვენება, რომ რაღაცნაირად მომინდა დამეწერა. იმედია, იმედი არ გამიცრუვდება.

და შვილის ტოლი რატოა სანდრო ნინასთვის? ანუ სადმე ეწერა და მე განომრჩა?
იმიტომ,რომ 24 წლის ლექტორიც მყოლია მე და ამ შემთხვევაში "შვილის ტოლი" გადაჭარბებული ნათქვამი იქნებოდა.


წინა თავში ეწერა 18 წლით უფროსია ნინაო. ისე კი ვიცი, ახალგაზრდა და ზედმეტად ახალგაზრდა ლექტორებიც რომ არსებობენ. საფუძვლის ქონის გარეშე არ დავწერდი.

 



№18  offline წევრი ჟიზელი

dreamer.L
ჟიზელი
სალანდერი
dreamer.L
dreamer.L

უი დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენი თვალით დანახული პერსონაჟები, (რამდენადაც შესაძლებელი იყო მათი დანახვა ჯერ-ჯერობით) ❤

dreamer.L
წერის სტილი, გრამატიკული გამართულობა, სასვენი ნიშნები- ყველაფერი კარგია, მითუმეტეს დამწყებისთვის.რაც შეეხება პერსონაჟებს, სალომეს და ნინას შედარება და რომელს უნდა დარჩეს სანდრო ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. მაგრამ მაინც, მე ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ თუ სანდრო ვინმეს უნდა დარჩეს ეს ნინა არ უნდა იყოს. ნინა ჩემთვის უთავმოყვარეო ქალია, სულ თავი დავანებოთ მის ასაკს და იმას, რომ შვილის ტოლი ბიჭის საყვარელია, იმასაც რომ პროფესიულ ეთიკას არღვევს, ის ქალია, რომელიც იტანს ძალადობას და არავინ მითხრას რომ სანდროს მასზე არ უძალადია.
სალომეს რეალურ სახეს ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.
სანდროზე ჯერ არ ვისაუბრებ, მინდა უკეთ გავიცნო და რაღაცნაირად მჯერა, რომ მოახრეხებ ახლოს მოიყვანო შენი პერსონაჟები მკითხველიამდე.
წარმატებები.
პ.ს დიდი ხანია კომენტარი არაფერზე დამიწერია, ეს კი ისეთი საინტერესო მეჩვენება, რომ რაღაცნაირად მომინდა დამეწერა. იმედია, იმედი არ გამიცრუვდება.

და შვილის ტოლი რატოა სანდრო ნინასთვის? ანუ სადმე ეწერა და მე განომრჩა?
იმიტომ,რომ 24 წლის ლექტორიც მყოლია მე და ამ შემთხვევაში "შვილის ტოლი" გადაჭარბებული ნათქვამი იქნებოდა.


წინა თავში ეწერა 18 წლით უფროსია ნინაო. ისე კი ვიცი, ახალგაზრდა და ზედმეტად ახალგაზრდა ლექტორებიც რომ არსებობენ. საფუძვლის ქონის გარეშე არ დავწერდი.

ხო ,მაგიტომ ვიკითხე,რომ გამომრჩა აშკარად. რატომღაც მეგონა,რომ სანდრო იყო 18 წლის და არა 18 წლით პატარა . სიცხეს დავაბრალოთ :დ

 



№19 სტუმარი Ana

Au dzaan vicineb salome nina tu aris da magars th uchalichebs am sandros ???????? tan nomers ro ar eubneba upro echvs badebs eg ????

 



№20  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ესე იგი, ძაან ვგიჟდები კომენტარების კითხვაზე და ასე უაზროდ, ისტორია საერთოდ არ ვიცოდე, შემიძლია ავდგე და კომენტარები ვიკითხო.
ისეთი სისაყვარლეები წერია, გული მითბება, მაგრამ შენთან არ წამიკითხავს არც ერთი კომენტარი და ცოტა ძაან გამიკვირდა ჩემი თავისიც.
ანუ, მეთქი-რამე რომ ეწეროს ისეთი და წინასწარ წამეკითხოს, უინტერესო იქნება მერე-თქო.
ხოდა, კაროჩე, პირველი თავი რომ წავიკითხე, ძაან მებანალურა.
სორი...
არაა გადაღეჭილი თემა, მაგრამ რაღაცებს უცებ რომ მოწვავ, ეგეთი პონტია, მაგრამ ვაი სად ხარ ჩემო თავო.
შტო ეტაააა?!
შტო სლუჩილას?!
რაებს ატრიალებ, ტოოო.
აი, ძაან ნაკლებად ვფიქრობდი მოვლენების განვითარებას და მაგრად გავჭედე, რომ ცოტა უკან დავიხიე.
ეს ნინა, უფროსია რომაა, შეიძლება ძაან არა, მაგრამ ძაან ბებიაჩემის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ცოტა ისეთ პონტში, ხო ხვდები, რა.
თან, უთავმყოვარეოა.
ლექტორიც.
და მგონი, გოიმობაა მისი ეს საქციელი, რავი.
ნუ, ეს ხარაშო.
და ისე, სანდრო ძაან დამევასა თავიდანვე.
ბაბულიკა ტიპი მეგონა, ქუთაისში რომ ძაან ბევრი ყრია ეგეთი, მაგრამ ვაი, ისევ სად ხარ ჩემო თავო.
ძაან მამაკაცურია, გეფიცები.
და ძაან კაი ტიპია.
მე მომწონს, ვუგებ კიდეც.
პროსტა, მესაკუთრეა მაგარი და სექსში ცხოველი.
მაზოხისტიც, მგონი.
შენი ნებაა ეგ და ისე, +18-ზე ხამდებიან მკითხველები. (ეს ისე, ყველა ამბობს და მეც ხო უნდა ვთქვა, ისე როგორ.)
ვაფშე არ წამიკითხავს ეს +18-ის პონტში.
ძაან ინწერესნა და გირჩევნია, მალ-მალე წერო, ხოლმე. (ცოტა დაგემუქრე.)
სალომე 15 წლის ღლაპია, ვითომ?
ხო, კაი, ეს მართლა ნე ზნაიუ და იმედია, რაღაცა ძაან ობობის ქსელს არ შექმნი, თორემ ჩემი ტვინი ამ სიცხეში ისედაც ვერაფერს აღიქვამს და მერე უფრო გაუჭირდება, მაგრამ ეგეც შენი ნებაა, ხო იცი.
ქუთაისი ძააააააან დამევასა.
მეც ქუთაისელი ვარ და თეთრი ხიდი რომ ახსენე, ცვეტში ძაან დამიარა, უნამუსო ვიყო.
მერე რიონიო, ქვებიო და მანდ მეც ხშირად ვაგდივარ, ხოლმე.
და შენც თუ ქუთაისელი ხარ, ორმაგად დამევასები ახლა, დედას ვფიცავარ.
ერთს გთხოვ, არ გააბანალურო, როგორც ნარკოტიკებზე ხდება, ხოლმე.
გეცოდინება ეგ შენ.
ძაან დამევასე.
ძაან მომეწონე.
და გელოდებიიიი.
გრამატიკა - პერფექტ.
პუნქტუაცია - პერფექტ.
ნაწერი - პერფექტ.
და პირველივეზე, მაგარი ნაწერია.
გიხაროდეს!
კაი ხარ, რა.


პ.ს. ბიჭი რატო მგონიხარ, გეფიცები თუ ვიცოდე. :დდდდდდდ

 



№21 მოდერი სალანდერი

ელპინი
ელპინი

ახლა ასეთი კაი ტიპი და არაქუთაისელი როგორ? :დ
გადავეყრებით სადმე ვფიცავ :დ
თემა გადაღეჭილი არის კი იდეაში :დ მაგრამ მაინც უნდა მომესინჯა :დ რაღაც სხვა ყველა გადაღეჭილ თემაზე ვწერე და ამან რა დააშავა რო :დ
ჰო ისე პირველი +18 კი იყო ჩემთვის, აქამდე ნაკლებად ვეხებოდი :დ
თითქმის ყველაფერში დაგეთანხმე :დ
აი ბიჭი რატომ გგონივარ არც მე ვიცი მაგრამ მაი აფერი :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent