შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების დედოფალი (თავი 2)


2-07-2018, 20:34
ავტორი teengirllove
ნანახია 334

გვირილების დედოფალი (თავი 2)

(თავი 2)
დღეს შედარებით უკეთესად იყო, წოლაც მობეზრდა ,ამიტომ თავს უფლება მისცა ფეხზე ამდგარიყო..ფრთხილად შეახო ტერფები ცივ იატაკს ,მაშინვე დაუარა მთელს სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ,რომელმაც ძვლებამდეც ჩააღწია და კანკალი გამოიწვია ,წამში შეხტა ისევ ლოგინში, საბანი მაგრად მოიხვია ტანზე ,სხვა გზა არ იყო,იოანეს მოსვლას უნდა დალოდებოდა..
ცოტახანში ისიც შევიდა ოთახში, ქუდი მოიხადა და იქვე დაკიდა ,ბუხარს შეუნთო,შემდეგ კი როგორც ყოველთვის სავარძელში ჩაესვენა ..
-შეიძლება ავდგე ? - მოესმა გოგონას ნაზი ხმა ,მაშინვე საწოლს შეხედა და საბანში გახვეული ,ქერა არსება დაინახა ,რომელსაც მხოლოდ თმა და ცისფერი თვალები უჩანდა ,პატარა ,მშიშარა კნუტს ჰგავდა
-კი ელიზა ,დღეს შეგიძლია ადგე - ღიმილი ძლივს შეიკავა ..ამ უკანასკნელს მაშინვე გაუბრწყინდა თვალები და საბანიც წამში გადაიძრო
-მაგრამ,ფეხსაცმელი? -ახლაღა გაახსენდა მათი არსებობა
-აა ხო, აი შენი ფეხსაცმელი ,კარებთან დევს -ხელით ანიშნა ,იქვე ,კარებთან დადებულ თბილ ჩექმებზე
-ხოო - ფეხი იატაკს შეახო თუ არა მაშინვე შეუბრუნდა სიცივის გრძნობა -შეგიძლია შენ მომიტანო?იატაკი ძალიან ცივია და - მაშინვე აუხსნა ,როგორც კი მის შავ სფეროებს გადააწყდა ..ბიჭმა თვალები გადაატრიალა ,ერთი ამოიხვნეშა ,ფეხზე წამოდგა და ფეხსაცმელი მიაწოდა
-კიდევ გნებავთ რამე?-ცივად ჰკითხა ,რაც ელიზას ნამდვილად არ ესიამოივნა
-არა ,გმადლობთ - თბილი ფეხსაცმელი მოირგო და წამოდგომა სცადა ,თუმცა ფეხებმა უმტყუნეს ,გადადგა თუ არა ნაბიჯი ,მაშინვე წაბარბაცდა და რომ არა იოანე ,იატაკზე გაადენდა ზღლართანს ..ამ უკანასკნელმა ,სწრაფად იმოქმედა და სანამ დაეცემოდა ,მანამდე მოხვია წელზე ხელი, ელიზა ჰაერში გაჩერდა ,თავი მოაბრუნა და ცისფერი თვალები პირდაპირ შეანათა ,დააბნია გოგოს მზერამ,თითქოს ტვინი გაეთიშა ,ამ სამყაროს გამოეთიშა, მხოლოდ მას მისჩერებოდა ,ულამაზეს სფეროებში და ხვდებოდა ,ასეთი ლამაზი თვალები არასდროს ენახა ..ალბათ კიდევ დიდხანს არ მოვიდოდა გონს ,თავად ელიზას რომ არ ევაჟკაცა ,,კარგად ვარო " უთხრა და ხელი გააშვებინა ,ამანაც თავი დაუქნია და ისევ სავარძელს დაუბრუნდა. თავი მის საზურგეს მიადო და შეუმჩნევლად აკვირდებოდა გამხდარ სხეულს ,ისე მოძრაობდა ,თითქოს მაღალი რანგის ქალბატონი იყო,ნებისმიერს დაატყვევებდა თავისი სილამაზით, მიხრა - მოხრით,წკრიალა ხმითა და საოცარი ღიმილით.. ახლაც ეს არსება ,რომელიც ოთახში დაიარებოდა და თითოეულ კუთხე კუნჭულს ათვალიერებდა ,რაღაც გრძნობას აღვიძებდა მასში, იმაზე უცნაურს და იდუმალს ,როგორიც თვითონ ელიზა იყო..
-შეიძლება გარეთ გავიდე? -ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოიყვანა ,მაშინვე მოეგო გონს და ავტომატურად დაუქნია თავი
-კარგი,ოღონდ მეც წამოვალ,შენ კი თბილად ჩაიცვავ
-მაგრამ ,მე ამის მეტი არაფერი მაქვს - დაბნეულმა დახედა ჩექმებს ,ჯინსის შარვალსა და
ცისფერ სვიტერს ,რომელიც ტანს ემოსა
-აი ეს მოიცვი - თვაისი ქურთუკი მიაწოდა -გაგათბობს
-მაგრამ შენ? - წარბები შეკრა -ასე გაცივდები - იოანემ თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა ,გოგონასთან ძალიან ახლოს მივიდა ,იმდენად ახლოს ,რომ მისი სუნთქვა ზედ ეფრქვეოდა
-შენ ჩემზე ნუ ღელავ ,გააკეთე რასაც გეუბნები -კბილებში გამოსცრა ,ქურთუკი უხეშად მიაჩეჩა და გარეთ გავიდა .
-ღმერთო რა უხეშია - თავისთვის ჩაილაპარაკა ,ქურთუკი მოიცვა და ისიც მას გაყვა . შეცდა ,როცა იფიქრა ,რომ სახლი მხოლოდ იმ ერთი ოთახისგან შედგებოდა ,აქეთაც იყო კიდევ ერთი ,ზუსტად ისე მოწყობილი ,პატარა ოთახი,ოღონდ აქ ორი საწოლი იდგა ,ალხლა გასაგები იყო ,ძმებს სად ეძინათ..სწრაფად გაიარა ის ოთახიც ,კარაბი გამოაღო თუ არა ,მაშინვე შეიგრძნო სვანეთის ,სველი და ცივი ჰაერი, ერთიანად დაუარა მთელ სხეულში და ისეთი განცდა დაუტოვა ,თითქოს ფილტვები გაეწმინდა .. თვალი ,მოავლო არემარეს ,არანაირი სხვა ქოხები,არანაირი ხალხი, ეზოში მხოლოდ იოანე და ჯეკო იყვნენ,ხო და კიდევ ბევრი დათოვლილი ხე
-ჰეი,ელიზა ,აბა როგორ მოგწონს აქაურობა? - სიცილით გამეომართა მისკენ ჯეკო
-ძალიან ლამაზია ,ჰაერიც კარგია -თვალები დახუჭა და კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა
-ხო ,მართალი ხარ..გინდა ,მაგარ რაღაცას განახებ -
-კი ,მინდა
-წამო - ხელი მოკიდა და იმ ადგილისკენ გააქანა საიდანაც ტყე იწყებოდა
-ჯეკო ! იცოდე შორს არ წახვიდეთ - დაეწიათ იოანეს მკაცრი ხმა ,თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევით ,პირდაპირ ტყეში შევიდნენ, ჯეკო მონდომებუთ უყვებოდა იმის შესახებ რაც უნდა ეჩვენებინა ,როგორ აღმოაჩინა და ა.შ.
-აი ისიც - სიხარულით გაიშვირა ხელი, ელიზამაც მას გააყოლა თვალი და უზარმაზარი ხე დაინახა ,რომელსაც ფუღუროსავით გამოთლილი ,გულის ფორმა ჰქონდა ,ვიღაცას კი ეს ფორმა წითლად შეეღება
-რა ლამაზია - აღბრთოვანებულმა დაიძახა და მისკენ გაემართა
-მოიცა ელიზა! - ბიჭმა ძლივს მოასწრო დაყვირება ,უცებ გოგოს კივილმა რომ შეძრა ქვეყნიერება ,წამში ჰაერში აღმოჩნდა დაკიდებული,უზარმაზარ ბადეში გახვეული ,შოკიდან ვერ გამოდიოდა
-რა ჯანდაბაა,ჯეკო მიშველე! - საწყალი თვალებით შეხედა
-ეს ,მონადირეების მიერ დაგებული მახეა, მინდოდა გამეფრთხილებინე,მაგრამ ვერ მოვასწარი -თავი იმართლა
-მიშველე,გთხოოვ !
-იოს დავუძახებ -წამში მოწყდა ადგილს და ზურგიდან მიაძახა ..

-იოანე ! იოანე ! -ყვირილით დაფარა მთელი მანძილი ,სწრაფად შეიჭრა სახლში და დივანზე ჩამომჯდარ იოანეს მივარდა ,რომელიც წიგნს კითხულობდა
-რა ხდება? - წამში ფეხზე წამიჭრა, ჯეკო კი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა - ჯეკო,თქვი რა მოხდა ,ელიზა სადაა?
-იო..ის..- ღრმად და სწრაფად სუნთქავდა -ის..მახეშია
-რა?!
-მონადირეების ,მიერ დაგებულ მახეში გაება ,ბადეში
-ჯანდაბა ! - წიგნი ხმარით დახურა და დივანზე მიაგდო - ეგ გოგო.. ჯერ არ ამდგარა და უკვე საფრთხეშია - გაბრაზებულმა გამოთქვა
-წამოდი,უნდა დავეხმაროთ - წინ გაუძღვა ჯეკო ,ესეც უკან გაჰყვა ..

როგორცკი მივიდნენ,ჰაერში გამოკიდებულ გოგონას მოჰკრა თვალი,რომელიც თოკის კლედკებს ჩასჭიდებოდა და კნუტის თვალებით იყურებოდა ,ესენი რომ დაინახა ,მაშინვე გაუფართოვდა თვალები
-იოანე ! -გახარებულმა წამოიყვირა ,ესეც მას მიუახლოვდა ,პირდაპირ ბადის წინ დადგა და გოგოანს ახედა ,წამში გადაავიწყდა გაბრაზება და მის შეშინებულ სახეს ,რომ ახედა ,სიცილი აუტყდა ,იმხელა ხმაზე იცინოდა ჩიტებიც კი დააფრთხო , ელიზაც და ჯეკოც გაშტერებულები უყურებდნენ,ხან იოანეს ,ხანაც ერთმანეთს ..
-რა გაცინებს ? -გაბრაზებულმა შეხედა
-მახეში გაბმულ თევზს გავხარ - სიცილს არ წყვეტდა ,რაც ელიზას უფრო აღიზიანებდა
-ახლავე შეწყვიტე ! -შეუღრინა, ბიჭიც წამში დასერიოზულდა -თევზს შენ გავხარ ,თუ კარგია ! მე აქ შიშისგან ვკვდები ,შენკი დამცინი ,რა ადამიანი ხარ?! -საყვედურით სავსე თვალები მიაპყრო, ერთი წუთით იოანესაც შერცხვა ,მისი საქციელის ,თუმცა არ შეიმჩნია
-შენ ხარ მახეში და კიდევ აქეთ მეტლიკინები? - ხელები გულზე დაიკრიფა და ირონიული ხმით მიმართა
-ძმაო რას აკეთებ - გაოგნებულმა შეხედა ჯეკომ
-აბა რას დამცინი,ისედაც ჩემი გასაჭირი მაქვს
-ხოდა იყავი ახლა მანდ - საერიოზული სახით უთხრა და შემობრუნდა ,მაშინვე ჩაეღიმა ,აინტერესებდა ელიზა რას იზამდა
-იო,დაეხმარე სად მიდიხარ - ჯეკომ გაბრაზებულმა შეხედა
-კარგი ,დაგეხმარები თუ ბოდიშს მომიხდი
-ბოდიშს? რისთვის ? - კიდევ უფრო გაბრაზდა
-რომ შემეპასუხე - ამაყად შეხედა
-თავს დამნაშავედ არ ვთვლი - ბადეში ,როგორც შეეძლო ისე გასწორდა და ოდნავ გაქანავდა კიდეც
-კარგი -მხრები აიჩეჩა და ამჯერად მართლა მოემზადა წასასვლელად ,ელიზამ როცა დაინახა ,რომ მართლა მიდიოდა ,უარესად ჩავარდა პანიკაში
-კარგი, ბოდიში ,იოან გთხოვ დამეხმარე - იმედიანად მიაჩერდა ,ისიც კმაყოფილი ღიმილით შემოტრიალდა ,მიუახლოვდა ბადეს და დანით გადაჭრა თოკი ,გოგონამ ერთი შეჰკივლა და მაშინვე ქვევით ჩავარდა ,იოანესაც უნდოდა ხელი შეეშველებინა ,ამის მაგივრად კი პირდაპირ ზედ დაეცა .. იმდენად მოულოდნელი იყო ,გაოგნებულები შეჰყურებნენ ერთმანეთს ,ავტომატურად მოჰკიდა იოანემ წელზე ხელები ელიზას ,იგრძნო როგორ შეკრთა გოგონა და მაშინვე ჩაეღიმა, სახეზე ეფრქვეოდა მისი სუნთქვა ,ლურჯი თვალები კი დამფრთხალი შეყურებდა ,რატომღაც მოუნდა სახეზე შეხებოდა და მისთვის ლოყები დაეწელა ,ისე როგორც პატარა ბავშვს ,მაგრამ გამოფხიზლდა ,უცნაური ფიქრებო გონებიდან გაყარა ,წელზე კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელი და გვერდით გადასწია ..გაშტერებული უყურებდა ბიჭს ,მისი შეხება ეუცნაურა ,ჟრუანტელმა დაუარა ,გონს მაშინ მოვიდა გვერდით ,რომ გასწია ,თვითონ კი წამოდგა და შარვლის დაფერთხვა დაიწყო
-მაგარია ,გამოჩენის დღიდან პრობლემებს მიქმნი , ახლა ესეც არ იკმარე და ზევიდან დამახტი
-გაწეულიყავი და არ დაგეცემოდი - თვითონაც წამოდგა ფეხზე და გაბრაზებული მიაჩერდა
-რამე იტკინე ელიზა? -ამდენი ხნის შემდეგ ,პირველად ამოიღო ხმა ჯეკომ
-არაა ,არაფერი - ღიმილით უთხრა
-რას იტკენდა ,რბილად დაეცა - კბილებში გამოსცრა იოანემ
-დიახ ,რბილად დავეცი - გაბრაზებულმა უთხრა ,თან ჯერ კიდევ უსემოვნოდ ცრიდა იმ ადგილას სადაც შეეხო
-მერე მადლობა არ უნდა მითხრა? - წარბი ასწია
-არა ! - უხეშად მიაძახა და სახლისკენ გაემართა ..
-ასე რატომ ექცევი? - ჰკითხა ჯეკომ მას მერე რაც ელიზამ დატოვა
-არ ვიცი - მხრები აიჩეჩა -უბრალოდ ,მომწონს ,რომ ბრაზდება..რაღაცნაირი ბავშვურია
-ბავშვური? - სიცილი აუტყდა -ბავშვური იქნება, აბა იმ ქალებს ხომ არ დაემსგავსება ,შენს ირგვლივ, რომ ტრიალებენ
-მერე ვინ გითხრა ,რომ ის ქალები მომწონს? - ალმაცერად გადახედა უმცროს ძმას
-რავიცი,კარგად უცინი და ელაპარაკები ხოლმე - იოანემ ძმას ხუჭუჭა თმა აუჩეჩა და თვალი ჩაუკრა
-ეგ ჯელტმენობაა ძმაო, ქალს ხომ არ ვაწყენინებ ?-ნელი ნაბიჯებით დაიწყო სახლისკენ წასვლა
-ელიზას აწყენინე -ისიც მას მიჰყვა
-ელიზა ბავშვია - თავისთვის ჩაილაპარაკა იოანემ და ღიმილით დააკვირდა გოგონას ,რომელიც მძიმე ნაბიჯებით მიიწევდა წინ.

*******
-წყალი სად შეიძლება დავლიო?-თავზე წაადგა იოანეს
-მაგიდაზე ,რომ სათლია იმაში ესხმევა - არც აუხედავს ისე უთხრა
-არ არის იქ
-როგორ არა ,იქ არის ,ჩემი ხელით ავავსე - ქვევიდან ამოხედა და პირდაპირ თვალები შეანათა
-არა ,არ არის - ისევ გაიმეორა და გულზე დაიკრიფა ხელები ,ბიჭმა ერთი ამოიოხრა წელში გასწორდა და სახლიში შეუძღვა ,მაგიდასთან მივიდა და სათლს დასწვდა
-ხო, გათავებულა -თავისთვის ჩაილაპარაკა
-მეც ეგ ვთქვი - ამაყად შეხედა თვალებში
-ხო..მაშინ მიდი და აავსე - ირონიული ღიმილით გახედა
-მე?-წარბები აზიდა
-ხო რაიყო,არ გეკადრება?
-რა შუაშია ? უბრალოდ არ ვიცი სად ავავსო
-ეზოში ჭა არის და იქ
-ჭა?-თავისთვის ჩაილაპარაკა -კარგი -სათლს დასწვდა და კარებისკენ აიღო გეზი, იოანემ ერთი შეხედა სუსტ არსებას რომელსაც ქერა თმა კოსად აეწია ,სვიტერი კი მკლავებამდე აეკეცა ..ოდნავ ჩაეღიმა
-კარგი მომეცი ,შენ ვერ შეძლებ ამოღებას - ხელი გაუწოდა რათა სათლი გამოერთვა ,ელიზა ერთი შემოტრიალდა ,გაოგნებული მზერა სტყორცნა ,ხოლო ბიჭის სახეზე ირონიული ღიმილი რომ დაინახა გაბრაზდა
-სულაც არა ,თვითონაც შევძლებ
-ვითომ? -კიდევ უფრო გაებადრა სახე
-კი - უთხრა და გარეთ გავიდა კმაყოფილი იერით ..
-ძმაო,ნახე რა ვიპოვე - ღიმილით შემოვიდა ჯეკო ოთახში და გაოგნებული მიაჩერდა იოანეს ,რომელიც ჯერ კიდევ უყურებდა ფანჯრიდან ელიზას ,როგორ იღებდა ჭიდან წყალს - იოანე ,მომისმენ?! - გაბრაზებულმა უთხრა
-გისმენ ჯეკო,რა ხდება?
-ნახე ,ეს იმ ადგილას ვიპოვე სადაც ელიზა - უთხრა და ოქროსფერი კულონი გაუწოდა ,იოანე მონდომებით დააკვირდა კულონს , წარბები შეკრა და ჯერ ჯეკოს ახედა ,შემდეგ ჭასთან მდგარ ელიზას
-ეს ,ხომ საგვარეულო ყელსაბამია ,დავიჯერო ელიზა თავადური გვარის წარმომადგენელია?
-არ ვიცი, მე ჯერ პატარა ვარ ,ასეთ რაღაცეებში ვერ ვერკვევი -მხრები აიჩეჩა ჯეკომ
-რა პატარა ,15 წლის ხარ - თმები აუჩეჩა ,კიდევ რაღაც უნდა ეთქვა გოგონას კივილი რომ გაიგეს ,ძმებმა ერთმანეთს გადახედეს -ახლა რა შარში გაეხვა ?- კბილებში გამოსცრა და მისკენ წავიდა ,გოგონა თავიდან ფეხებამდე სველი იდგა ჭის წინ და თავზე სათლი ეხურა , ამის შემხედვარე ორივე ძმამა ერთი გემრიელად გადაიხარხარა ,ხოლო როცა ელიზამ სათლი მოიხსნა და გაწუწული ,განადგურებული და გამწარებული სახით შეხედა ,ორივე მომღიმარ ძმას ,იოანეს უარესად აუტყდა სიცილი,გოგოსაც მეტი რა უნდოდა ,მთელი ჯავრის მასზე ყრა გადაწყვიტა ,ბიჭს მიუახლოვდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა
-რა გაცინებს ?!
-შენი აზრით? - სიცილით უთხრა
-ეს სასაცილოა? მთელი სათლი წყალი ზედ დამესხა ,ტანსაცმელი მეტი არ მაქვს ,სიცივე ძვლებში ატანს ,კბილს კბილზე ძლივს ვაჭერ !
-კაი დამშვიდდი ,რაიყო,ვის არ გადასხმია წყალი თავზე - გეგონება ჯინაზეო სიცილს მაინც არ წყვეტდა ,გოგომ ერთი შეუბღციდა და გაბრაზებული მოსწყდა ადგილს,იოანეც უკან გაჰყვა სიცილ-ხარხარით..
-ახლა რა ჩავიცვა -ტირილით შევიდა სახლში,დივნისკენ აიღო გეზი დასაჯდომად,იოანეს ხმამ რომ შეაჩერა
-მოიცა ,მოიცა ! მანდ არ დაჯდე სველი ხარ - ელიზამ გეზი იცვალა და საწოლისკენ დაიძრა
-მოიცა ! მანდაც არ დაჯდე - ისევ იყვირა და გაეცინა
-რა საზიზღარი ვინმე ხარ! - კანკალით უთხრა გაბრაზებულმა
-მე სველი მაინც არ ვარ
-ხო,დამცინე ,დამცინე ,რა გენაღვლება - ხელები ტანზე მოიხვია ,იოანეს წამში დაუსერიოზულდა სახე , შავი თვალები შეანათა და ოთახი დატოვა -ხო წავიდა ,დამტოვა აქ მარტო სველი,ბუხარი მაინც დაენთო -დავისთვის ლაპარაკობდა ისევ ,რომ შემოაღო კარები
-აჰა ,ჩაიცვი - წითელი პერანგი გაუწოდა
-ეს ვისია ? - გაკვირვებულმა შეხედა ,არ ელოდა მისგან ასეთ საქციელს
-ბებიაჩემისაა..ვისი იქნება ჩემია ,გამოიცვალე არ გაცივდე
-რა ყურადღებიანი ხარ - გაეკრიჭა და პერანგი გამოართვა
-ხო,ეს კი ჯეკოს სპორტული შარვალია,ჩემი დიდი გექნებოდა და - ისიც გაუწოდა
-გმადლობ -ოდნავ გაუღიმა ,იოანემაც გაუღიმა ,შავი სფეროები გაუბრწყინდა ,შემდეგ კი ოთახიდან გავიდა მისთვის გამოცვლა რომ დაეცდია

****
-ელიზა სად არის?
-ოთახში დავტოვე ,იცვლის-გვარდით ამოუდგა ძმას
-რას იცვლის,ტანსაცმელი რომ არ აქ -გაკვირვებულმა გახედა
-ჩემი პერანგი მივეცი -ოდნავ ღიმილი შეეპარა ხმაში,ჯეკოს კი თვალები ლამის შუბლზე აუვიდა
-შენი პერანგი? მოიცა ,შენ..როდის აქედან თხოვნი შენს ტანსაცმელს ვინმეს?-ხელები გულზე დაიკრიბა და თვალები მოჭუტა
-რაიყო ელიზაზე ეჭვიანობ?
-სულაც არა ,უბრალოდ აქამდე არც ერთ გოგოს თხოვნიდი პერანგს
-ჯეკო-სიცილით გადახედა ძმას - აქამდე არც ერთ გოგოს დასჭირვებია ჩემი პერანგები
-კი აბა ,ანა გაიხსენე ,გახსოვს სულ რომ გაიწუწა? მაშინ საჭიროდ არ ჩათვალე მისთვის პერანგი გეთხოვა
-იცი რას გეტყვი? - მომაბეზრებლად აატრიალა თვალები - გაჩუმდი რა ..
-ხო მე..-რაღაცის თქმას აპირებდა კარებში ელიზას ,რომ მოკრა თვალი ,შავი სპორტული შარვალი და წითელი ,უზარმაზარი პერანგი ეცვა ,სველი თმა მხრებზე დაეყარა,პატარა ცხვირი ასწითლებოდა ,ტუჩები კი სულ გათეთრებოდა ,ერთი შემოანათა თვალები ორივეს და მორცხვად ჩამოდგა იქ
-ელიზა ,თმა სულ სველი გაქვს ,გაცივდები - მაშინვე მიეჭრა იოანე -ჯანდაბა ფეხზეც არაფერი გაცვია,სულ გაგიჟდი?
-ფეხ..სა..ცმელი სვე..ლი იყო -კანკალით უთხრა
-ჯანდაბა ! წინდები ამინც ჩაგეცვა -ხელი შუბლზე მიადო
-ისიც სვე..ლი იყო - ჩაწითლებული თვალები მიანათა ,იოანე სწრაფად დაიხარა და გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო,ისე მოკიდა ფეხებზე და წელზე ხელი ,ხელში აიტაცა და მაგრად აიკრა ტანზე
-იო რას აკეთებ - გაოგნებული შეჰყურებდა ძმის მოქმედებას
-ჯეკო,შენ აქ იყავი, ელიზას ძალიან მაღალი სიცხე აქვს ,სასწრაფოდ ქალაქის ექიმთან უნდა ჩავიყვანო
-მე ?აქ მარტო მეშინია ძმაო
-რისი გეშინია ,კაცი არა ხარ?
-კაი ხო ,მალე მოდით
-არ ინერვიულო ძმაო,კარები დაკეტე ,სახლში შედი და რამე წაიკითხე ,მე ელიზას წავიყვან
-კარგი - მოწყენილმა ამოიოხრა და ბრძანება შეასრულა..იოანეც სწრაფად გაემართა მანქანისკენ, გოგონა წინა სავარძელზე მოათავსა ,ღვედი შეუკრა ,შემდეგ მოუარა საჭესთან დაიკავა ადგილი ,ერთი გადახედა ,,გამაგრდიო" უთხრა და სწრაფად დაქოქა მანქანა ..
-დედა -ელიზას თვალები დაეხუჭა და ძილში ბოდავდა -დედასთან მინდა
-მე არ ვიცი სად არის დედაშენი ელიზა - რატომღაც საჭიროდ ჩათვალა გამოხმაურებოდა
-ის ,ის ცაშია - იოანემ გაკვირვებულმა გადახედა მძინარე გოგოს ,რომელსაც ძილშიც კი აკანკალებდა
-შენ..ის ..საიდან ახსოვს ამას ეს? -თავის თავს უფრო ჰკითხა ,ვიდრე მას
-ის მელაპარაკება ,ახლაც აქაა..თავისთან უნდა წამიყვანოს
-ელიზა! -უცებ დაიყვირა ბიჭმა - ელიზა არ გაბედო და არ გაყვე !-თავის ლაპარაკზე თვითონაც გაეცინა ,მაგრამ ძალიან ანერვიულდა ,ათასჯერ გაეგო დეიდასგან ამბები ,თუ როგორ მიჰყავთ მიცვალებულებს სიზმარში ადამიანები თავისთან..ვაი თუ ელიზა მართალია და დედამისი მკვდარია ,ძალიან არ უნდოდა მისი აზრები გამართლებულიყო
-მცხელა - გვერდი იცვალა გოგონამ
-შენ კი გცხელა ,ეს მე ვიყინები -კბილებში გამოსცრა -ოხ ელიზა ,ოხ ელიზა ,გამოჩენის დღიდან პრობლემებს მიქმნი!-წარბშეკრულმა გადახედა მძინარე გოგონას,რონელსაც ტუჩები საყვარლად გამობურცვოდა ,თმა კი სახეზე ჩამოყროდა ,ოდნავ გაეღიმა, საჩვენებელი თითი ნელა მიუახლოვა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია ,შემდეგ ისევ დააკვრიდა მის სახეს -მძინარეც რა ლამაზია ეს ოხერი -თავისთვის ჩაიბურდღუნა,ამასობაში საავადმყოფოსაც მიადგნენ..


ესეც მეორე თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ..გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი,ღირს თუ არა გაგრძელება?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი gogona migraciidan

ვაიმეეე ხომ ვთქვი არა მომეწონება თქო, მომეწონა კი არა გავგიჭდი.
არა ელიზა რა საყვარელია, ჯერ ბადე მერე წყალი ამ გოგოს ამბებზე სულ მეცინება.
იოანეც რა საყვარელია, ხარხარი ყვარებია ჩემნაირად.
ჯეკო, ჯეკოზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს ცხოვრება ბავშვია ნამდვილად.
მაგრამ ჩემი ნიკა მაინც შესანიშნავია :დდ
მოკლედ ძალიან მომეწონა მე ეს თავი და ველოდები მომდევნოს მიყვარხარ ჩემო სიხარულო ❤

 



№2  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
ვაიმეეე ხომ ვთქვი არა მომეწონება თქო, მომეწონა კი არა გავგიჭდი.
არა ელიზა რა საყვარელია, ჯერ ბადე მერე წყალი ამ გოგოს ამბებზე სულ მეცინება.
იოანეც რა საყვარელია, ხარხარი ყვარებია ჩემნაირად.
ჯეკო, ჯეკოზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს ცხოვრება ბავშვია ნამდვილად.
მაგრამ ჩემი ნიკა მაინც შესანიშნავია :დდ
მოკლედ ძალიან მომეწონა მე ეს თავი და ველოდები მომდევნოს მიყვარხარ ჩემო სიხარულო ❤

sayvareloo,male davdeb shemdegsac.
nika ar dagaviwydes shen xo :)))

 



№3  offline მოდერი Girl with pretty smile

წინა თავზე არ დამიტოვებია კომენტარი მაგრამ ახლა დავიწყებ!
რა იყო ეს?
გავაფრინე!
მართალ ძალიან საინტერესო და იცნაური ისტორიაა!
როგორც გჩვევია უკვე ბევრი ინტრიგაა და ეს მითრევს შენში ბემბი!
საოცარი ხარ!
და კიდევ!
ეს ანა სულ ცუდ როლში რატო გამოგყავს ჰა?
ახლა იქნება იოს საყვარელი,უფ ((
კაი ხო,რა დროს ანაა!
ყველა მიყვარს მე უკვე ააქქ!!
ხოდა,წარმატებები და ველოდები შემდეგს!

 



№4 წევრი იზუკა

ღირს და მერე როგორ! ❤

 



№5  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
წინა თავზე არ დამიტოვებია კომენტარი მაგრამ ახლა დავიწყებ!
რა იყო ეს?
გავაფრინე!
მართალ ძალიან საინტერესო და იცნაური ისტორიაა!
როგორც გჩვევია უკვე ბევრი ინტრიგაა და ეს მითრევს შენში ბემბი!
საოცარი ხარ!
და კიდევ!
ეს ანა სულ ცუდ როლში რატო გამოგყავს ჰა?
ახლა იქნება იოს საყვარელი,უფ ((
კაი ხო,რა დროს ანაა!
ყველა მიყვარს მე უკვე ააქქ!!
ხოდა,წარმატებები და ველოდები შემდეგს!

ar aris ios sayvareli,male gaigeb vincaa .madliba sayvarelo aseti komentaristvis

იზუკა
ღირს და მერე როგორ! ❤

madloba :)))

 



№6  offline წევრი უცნაური მე

ძალიან კარგია, აუცილებლად გააგრძელე.

 



№7  offline წევრი teengirllove

უცნაური მე
ძალიან კარგია, აუცილებლად გააგრძელე.

madloba :))

 



№8  offline წევრი .M.A.R.I.

ანუ მართლა მომწონს თან ძალიან????

 



№9  offline წევრი teengirllove

.M.A.R.I.
ანუ მართლა მომწონს თან ძალიან????

მიხარია :))

 



№10 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ვუიი ელიზარ არ დაემართოს რამე ჯერ ხო იოანესთვისაც არ უკოცნიაა :( :დ
მართლა ზან, ზალიან ზალან მომეწონააა <333 აუ რამდენი ვიცინე ელიზაზე :დდდ მაგარი გოგოა :დ
ჯეჯო მიყვარს მე <3 იოს კიდევ გადაეცი ნუა ასეთი უხეში!
მოკლედ...
უზალიანმაგრესი ისტორიაა <333

 



№11  offline წევრი teengirllove

სტუმარი მოცინარი
ვუიი ელიზარ არ დაემართოს რამე ჯერ ხო იოანესთვისაც არ უკოცნიაა :( :დ
მართლა ზან, ზალიან ზალან მომეწონააა <333 აუ რამდენი ვიცინე ელიზაზე :დდდ მაგარი გოგოა :დ
ჯეჯო მიყვარს მე <3 იოს კიდევ გადაეცი ნუა ასეთი უხეში!
მოკლედ...
უზალიანმაგრესი ისტორიაა <333

mixaria :)) gadavcem ios aucileblad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent