შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოდინი [სრულად]


2-07-2018, 23:17
ავტორი ელპინი
ნანახია 2 218

ლოდინი [სრულად]

ზის.
ელის.
თვითონ იცის ძალიან კარგად, რასაც.
და დაიღალა.
იგრძნო ახლა, წამიერად.
არ იყო უბრალოდ დაღლა, რაღაცამ დაღალა თითქოს.
გრძნობებმა.
პერანგზე, აქა-იქ, ლაქები ჰქონდა შერჩენილი. ეტყობოდა, რომ მარტო ცხოვრობდა და დიდი ხნის გაურეცხავი იყო ტანსაცმელი. საღებავები ჰქონდა პერანგზე, ასევე. ჯიბიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა, მოუკიდა და ღრმა ნაფასი ჩაურტყა.
გაეღიმა სევდიანად.
ერთადერთი ოთახი ჰქონდა ნაქირავები, სადაც იძინებდა, ხოლმე, თორემ სულ გალერეაში იყო.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ დღეს ვიღაც უნდა გადაერჩინა.
ან, რაღაც უნდა გაეკეთებინა.
პატარა, მრგვალ მაგიდაზე თეთრი ფურცლები ეყარა. ზოგზე წარწერა, ზოგზე ნახატები. შავ-თეთრი ყოველთვის.

"იყურები და გგონია, ვიღაც მოვა.
ელოდები და გჯერა, რომ მართლა გადმოდგამს ერთ ნაბიჯს შენამდე.
მაგრამ უცებ ღამდება.
ისე უცებ, ვერც კი გრძნობ და ხვდები, რომ არ მოვა, რადგან დაღამდა.
და მხოლოდ გიჟები დადიან ღამით, გარეთ.
თუმცა, მაინც ელოდები, რომ მალე არ დაღამდება.
მაგრამ ისევ უშედეგოდ.
და ასე, ისევ ენაცვლება ერთმანეთს ყველაფერი."

ნახატზე, შავ-თეთრად ძალიან მაღალი შენობა იყო დახატული. სახურავზე, შენობის კიდეზე გოგო იდგა. შავი თმები სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი და სახე არ უჩანდა. შავი კაბა ეცვა, გლოვის ფერი. წინასწარ გლოვობდაო მის სიკვდილს თითქოს. ერთი ფეხი წინ ჰქონდა გაწეული. მეორეც და საკმარისი იყო იმ ქვეყნად გასასტუმრებლად.

"და ლოდინი მართლდება.
მოდიან და ხელს გაშველებენ.
ძალიან ვერა.
უკან გადგმევინებენ ერთ ნაბიჯს, მხოლოდ და ესეც საკმარისი ხდება.
ღამეა და ორნი არიან.
ორივე გიჟი.
აბა, ამ უკუნითში, რომ ვინმეს გადაარჩენ, გიჟი უნდა იყო აუცილებლად."

იქვე, მეორე ნახატი იყო და ახლა უკვე, შენობის კიდეზე ორი ფეხით იდგა გოგო. ის, წინ გაწეული ფეხი, უკან დააბრუნებინეს. ვიღაცამ გადაარჩინა, მაგრამ ის ვიღაც არ ჩანდა, ჯერ-ჯერობით. თუმცა, გიხარია, როცა გეშველება ვიღაც და გრძნობ, რომ ამ ვიღაცას ელოდი ამდენ ხანს.
ღირს ხოლმე ლოდინი ამიტომ.

"სხედხართ და ფიქრობთ ორნი. ვინ იცის, რაზე.
რომელიმე, აქ რამ მოგიყვანათ.
ერთი სიკვდილისთვის და მეორე - გადასარჩენად.
არც ერთია ბედნიერი.
და ელოდები დღეს, რომ გაიღიმო და სიცოცხლე ისევ შეიგრძნო.
უკვე ეჭვგარეშე ელოდები.
იცი, რომ გათენდება და იცი, რომ მიუხედავად წეღანდელისა, გაიღიმებ."

მეორე ნახატს, მესამე ანაცვლებს. და ხედავ, იღიმიან. უკვე ორნი. თეთრი დღეა. უკვე, გათენდა. გადარჩენის დღეა. მზე ისე ანათებს, რომ იცი, მხოლოდ შენთვისაა და გიხარია.
იმ ერთის გამო, რომელმაც გადაგარჩინა და იმის გამოც, რომ ახლა ორივე ერთდროულად იღიმით.

მორიგეობით აიღო ნახატები, დაწერილ ფურცლებთან ერთად და კედელზე გააკრა. ერთ ხანს უყურა და მერე გაეღიმა.
მზად იყო რაღაც ახალისთვის, რომელსაც ისე ცხადად გრძნობდა, აქამდე რომ არასდროს.
ჩანთაში ჩაალაგა საჭირო ნივთები, ბინის კარები გამოიხურა და გალერეას გზას დაადგა. ნელა მიაბიჯებდა, ათვალიერებდა ყველაფერს.
და აკვირდებოდა შენობებს.
ეგონა, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, ტყუილად არ დაუხატავს და დაუწერია ის, რაც შემდეგ კედლებზე გააკრა.
იცოდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ მართლა მოხდებოდა და მისი წინათგრძნობა ამართლებდა, ხოლმე.
გალერეას რომ მიუახლოვდა, ვერაფერი შეამჩნია ირგვლივ და შენობაში შევიდა.
სადღაც, გულის სიღრმეში მაინც ელოდა, რომ ახლა თუ არა, მერე მაინც მოხდებოდა აუცილებლად. სიცხადეს, რომელსაც გრძნობდა მთელი ორგანიზმით, ვერსად გაურბოდა.
ათასი ნახატი იყო კედელზე გაკრული. ერთ-ერთ კუთხეში, იატაკზე, ლეიბი ჰქონდა დაგდებული. რომ დაიღლებოდა, წამოწვებოდა ხოლმე. მეორე კუთხეში, პატარა კარადა ჰქონდა, სასმელებს ინახავდა და ხშირად ყოფილა ისე, რომ გათიშვამდე სვამდა.
მოლბერტი ფანჯარასთან ჰქონდა დადგმული, შავი ფანქარი აიღო და ხატვას შეუდგა.
როცა ხატავდა ხოლმე, თვითონაც არ იცოდა, რას.
ვერაფერს გრძნობდა და არაფერი ესმოდა, სანამ არ შეანჯღრევდით და გამოაფხიზლებდით. მთელი გონებით გადაკარგული იყო სადღაც, ხატვის დროს.
სრულიად შავი იყო ნახატზე ყველაფერი და თეთრი ლაქები ჰქონდა აქა-იქ.
მიუთითებდა იმას, რომ სიბნელე თანდათან თეთრდებოდა.
ჯერ ცოტათი, მაგრამ მერე უფრო.
ახალ ცხოვრებას იწყებდაო ვიღაც, თითქოს.
ნახატს თვალი მოაცილა და ფანჯარაში გაიხედა. გარეთ ჩოჩქოლი ამტყდარიყო.
და მიხვდა, რომ დრო დადგა.
იმასაც მიხვდა, რომ აღარასდროს შეეპარებოდა ეჭვი მის წინათგრძნობაში.
ჩანთა გახსნა, ვისკის ერთი ბოთლი ჩააგდო, კარები გამოიხურა და გარეთ გავიდა. ხალხში გაიჭრა. ხმები ისმოდა.
-სად მიდიხართ? დაელოდეთ, მოვა პოლიცია და დაეხმარება.
ვიღაც ქალი მხარზე ექაჩებოდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
-გიჟი ხართ? თქვენც რამე არ ჩაიდინოთ.
-გესმით თქვენ? შეხედეთ მაინც, როგორაა და რის გაკეთებას აპირებს. ასეთ დროს, უფრო გიჟდებიან, როცა ვინმეს მათი დახმარების სურვილი უჩნდება.
ჭკუას არიგებდნენ და ასწავლიდნენ, რა უნდა გაეკეთებინა. მისთვის ეცინებოდა.
ქალების კივილის ხმა გამაყრუებელი იყო, მაგრამ არავისთვის მიუქცევია ყურადღება.
-თქვენც გიჟი ხართ!
მიდიოდა პირდაპირ და სიტყვებმა შეაჩერა. აქამდე რომ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა უკან მობრუნდა და სიტყვების ავტორს პირდაპირ თვალებში ჩააჩერდა.
-თქვენ, არც ერთ თქვენგანს იდეაშიც არ მოგსვლიათ ზემოთ ასვლა და ერთი სიტყვის თქმა მისთვის. არც ერთ თქვენგანს გიცდიათ და მიწოდებთ მე გიჟს.
დიახ, ვარ!
და მივდივარ იმ გოგოს გადასარჩენად. სანახაობას ნუ დაელოდებით!
მკაცრი იყო მისი ხმის ტონი, ვერც გაიაზრა ნორმალურად რა თქვა და რატომ აუხსნა მათ საერთოდ, მისი ახლანდელი ქმედება. სადარბაზოში შევიდა. ლიფტს დაელოდა, საერთოდ არ ჩქარობდა. არც ღელავდა.
ჯეროდა, რომ გადაარცენდა და ეჭვი მის თავში არ ეპარებოდა.
ტყუილად არ ელოდებოდა ამ დღეს და ამ ინციდენტს. ლიფტში შევიდა, მეთექვსმეტე სართულის ღილაკს დააჭირა და კარები დაიხურა.
მალე ავიდა, სახურავზე გასასვლელი კარები ჩაკეტილი დაუხვდა. აუღელვებლად მიჰკრა ფეხი და კარები ნატეხებად იქცა. სახურავზე გამოვიდა და პირდაპირ, მის გვერდით დადგა ისიც.
უყურებდნენ ზემოდან, უფრო როგორ ატეხეს ჩოჩქოლი, მაგრამ იმ წუთს, ორივეს ფეხებზე ეკიდა.
-სიკვდილამდე მაგრად გამოვთვრეთ.
სიცილით უთხრა. მისი სახისთვის არ შეუხედავს. ზუსტად ისე იყო, როგორც პირველ ნახატზე.
ჩანთა გახსნა და ვისკის ბოთლი ამოიღო.
-ვისკი?
ნაზი იყო გოგოს ხმა.
-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, ისევ ამ მდგომარეობაში იყავი. მე დაგისვამ კითხვებს და თუ სწორ პასუხებს მივიღებ, დაიმსახურებ ერთით მეტ ჭიქას.
ვიქტორინაზე იყვნენ თითქოს და არც ერთი მათგანი აპირებდა სიკვდილს და სიცოცხლის გადარჩენას.
-დაიწყე.
ტანით მისკენ შებრუნდა გოგო, ფეხი ისევ ისე ჰქონდა, როგორც აქამდე.
-ჯერ, ბანალურად დავიწყებ. სახელი?
ორივეს გაეცინა.
-შავი იყოს. კიდევ უფრო ბანალური.
მშვიდი იყო შავის ხმა.
-შავო, აბა, როგორი ფერი აქვს შენს ცხოვრებას?
-შავი, რა თქმა უნდა.
დაუფიქრებლად უპასუხა და ვისკის ერთი ჭიქაც დაიმსახურა.
-და რა ფერი გინდა გახდეს?
-ისევ შავი.
სწრაფად უპასუხა. თავი გააქნია მხატვარმა.
-ყველას უნდა უკეთესი ცხოვრება, მაგრამ ბრძოლის გარეშე, ვის, რა მიუღია რამე. მე მაგალითად, არც ერთი ფერი მაქვს და არც მჭირდება.
-ანუ, ვერ მივიღე ვისკი.
გაეცინა შავს ლაღად.
ისეთი სიგიჟე იყო, ადამიანს გაუკვირდებოდა.
-საღებავი შენს პერანგზე, მიუთითებს, რომ მხატვარი ხარ.
-სწორად გამოიცანი, შავო. ახლა მიიღებ ერთ ჭიქას.
შავს გაეცინა და ფერი იცვალაო იმ წუთს, თითქოს.
-ცხოვრება მოსაბეზრებელია, თუ ხანდახან არ დალიე.
-ანუ, დალევა შენთვის ხსნაა, მხატვარო?
-ვისკი, ხატვა და ACDC.
-ჯერ კიდევ უცნობს, გაფასებ.
მხატვარმა ძირს ჩაიხედა. ყველა გაკვირვებული უყურებდა სანახაობას.
-რა გინდა აქ?
წარბაწეულმა კითხა მხატვარმა.
-ვიცოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა და მაინტერესებდა, ვინ.
-ძალიან ხმამაღალი განაცხადია.
გაეცინა ორივეს. ხმამაღლა. და ეს იყო სიცილი, რომელიც გამოხატავდა ყველაფერს.
განსაკუთრებით, სიგიჟეს.
-გინდა სიკვდილი?
მხატვარმა ფეხი უკან დააბრუნა, ორივე ფეხით იდგა შენობის კიდეზე.
-ბოლოს, მაინც ვკვდებით ყველა.
-და გამოსავალია შენთვის?
-ხსნაა, მხატვარო! ძლიერებს შეუძლიათ ნებით სიკვდილი!
მხატვარმა თვალები დაბლა დახარა.
ასე 16 წლის იქნებოდა, ერთად-ერთი დედა რომ ხელიდან გამოეცალა და დარჩა მარტო.
რომ ვერაფერი მოიფიქრა, სიკვდილი გადაწყვიტა.
მაგრამ არავის გადაურჩენია და უკან დაუბრუნებია ერთი ნაბიჯით.
ბოლოს, თვითონ მიხვდა, რომ არ უღირდა და დაბლა ჩამოვიდა.
მით უმეტეს, არც ჩოჩქოლი ყოფილა ამტყდარი და არავის ყურადღება მიუქცევია. მაშინ ისე იგრძნო თავი, რომ შეიძლება მიწიერს ვერასდროს ეგრძნო.
-ძლიერებს არა, სუსტებს შეუძლიათ სიკვდილი, შავო.
ფეხი ადგილზე დააბრუნე!
ბრძანებას გავდა.
არა, კი არ გავდა, ბრძანება იყო.
-დალევა აღარ მინდა, მხატვარო.
ფეხი ადგილზე დააბრუნა შავმა.
-ნებით სიკვდილი - ვანდალიზმია, შავო.
ისე იყო, როგორც ნახატზე.
შავი მხატვარს უყურებდა.
მხატვარი შავს.
და სრული კონტრასტი იყო ირგვლივ.
ხმაური ჩამშვიდდა.
თითქოს და, ადგილზე დაბრუნებულმა ფეხმა ყველა დაარწმუნა, რომ არავინ მოკვდებოდა.
-ნახე, გაჩუმდნენ, მხატვარო. ჩემს სიკვდილს ელოდებოდნენ.
ღიმილით თქვა შავმა. მხატვარს, იმ წუთს, ულამაზესი მოეჩვენა.
შავი, ტალღოვანი თმები მხრებზე დაფენოდა შავს. თაფლისფერი ირისები უბრწყინავდა.
ღიმილი ცრემლებმა ჩაანაცვლა და მლაშე სითხე თანდათან გზას იკვალავდა სახეზე.
-საშინლად მძულს, როცა ტირიან, შავო.
მხრებზე ხელები მოკიდა მხატვარმა და მოუჭირა.
ისე ტიროდა, თითქოს, გათიშულიყო და ვერაფერს გრძნობდა.
ვერც მკლავებზე მოჭერილი ხელი აფხიზლებდა.
-გიჟი ხარ, შავო.
-მადლობა, მხატვარო.
-ყველაზე გიჟი გოგო ხარ, შავო!
შეძელი და აქ ამოხვედი, სიგიჟეს ჩადიოდი და მაშინ არ გიტირია. ახლა რა დაგემართა?
-სუსტი ვარ, მხატვარო, სუსტი.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა.
-მაგრამ ბედნიერი.
ბოლოს დაამატა ორად-ორი სიტყვა.
-ხედავ, მაინც გიხარია...და ნუღა ტირი, შავო.
სახეზე მხატვრის ხელები ეფერებოდა შავს და ტანში აჟრჟოლებდა.
მხატვარმა თითები თვალებზე გადაატარა, ცრემლები შეუმშრალა და შუბლზე აკოცა.
-მადლობა, მხატვარო.
ხელები სხეულზე მოხვია შავმა. მხატვარის ყელში ჩარგო თავი და მის სურნელს ისრუტავდა.
მხატვარს კუბოკრული პერანგი ეცვა. ისევ საღებავებით ჰქონდა დასვრილი. მკლავებზე აეკეცა პერანგი.
-ველოდებოდი. მეგონა, ვიღაც მოვიდოდა და თუ მოვიდოდა, მინდოდა დამეკავშირებინა ყველაფერი მასთან.
გულახდილი იყო შავი. არც რცხვენოდა რამის. მხატვარის გულზე ედო თავი და უკვე, დამშვიდებული ბუტბუტებდა.
-ანუ, რას ამბობ, შავო?
იცოდა მხატვარმა.
ძალიან კარგად იცოდა.
მიდიოდა მოვლენები ზუსტად ისე, როგორც ნახატზე და წარწერებზე.
-აქ, თავის მოსაკლავად არ ამოვსულვარ, მხატვარო.-გულწრფელად უთხრა შავმა.-შენ გელოდებოდი. შენ რომ არ მოსულიყავი, სხვას. მინდოდა, ერთხელ მაინც მეგრძნო, რომ ვიღაცას ჩემი გადარჩენა უნდოდა. აქ, ორივე ფეხით ვდგავარ ახლა. მერე უნდა დავჯდე და ბოლოს, უნდა ჩავიდე ძირს. დამეხმარები?
გაეცინა მხატვარს.
ლოყაზე ფოსოები მკრთალად, მაგრამ მაინც გამოეხატა. შავს ლამაზად მოეჩვენა.
-გადაგარჩენ, შავო!
ორივემ იცოდა, რომ უბრალო არ ყოფილა ეს შემთხვევა.
ბედისწერის იმდენად ღრმად ირწმუნა შავმა და მხატვარმა, ღმერთსაც გაუკვირდებოდა ზეცაში.
შავის ცრემლები ასველებდა მხატვარის პერანგს.
სულ დაენამა და სრულიადაც არ გრძნობდა უხერხულობას. პირიქით, მინიმალურიც აღარ ერქვა მათ შორის მანძილს უკვე. ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, სინქრონულად ერწყმოდა ორივეს გულის ფეთქვა.
აშკარა იყო, უბრალოდ არაფერი არ ხდებოდა.
-მიკვირს, ხოლმე, როგორ იქმენა ორი ადამიანი ერთმანეთისთვის.
-პირველ სიყვარულში გაგიმართლა, მხატვარო?
შავმა თავი წამოსწია მხატვრის გულიდან და თვალებში მიაჩერდა.
-სიყვარული არ იყო, შავო, თორემ რომ მყვარებოდა, ახლა მე აქ და ის სადღაც, არ ვიქნებოდით.
შავს გაეღიმა.
თვალებში ნაპერწკლები გაუჩნდა.
თითქოს და გაუხარდა, რომ მხატვარმა პირველი სიყვარული დაკარგა.
-გაგიხარდა.
სიცილით თქვა მხატვარმა.
-ნახე, ხალხი აღარაა. მობეზრდათ იქ დგომა, ალბათ.
თემის გადატანა სცადა შავმა.
-მაინც, ეს პოლიცია რა მალე მოდის ადამიანის გადასარჩენად.
მხატვარი ისევ იცინოდა.
ბუნებრივი სიცილი იყო და არა, ხელოვნური, როგორც ყველა დღეს.
თითქოს და, ბედნიერი იყო იმ წუთით შავის ყურებით.
იდგნენ და რაღაც მაგიურს ელოდნენ ორივე.
-მალე რომ მოსულიყვნენ, შენ ვეღარ მოხვიდოდი, ან მკვდარი დაგხვდებოდი, ან უკვე ქვემოთ მყოფი.
-სულელობ, შავო! ბედისწერა იყო, რომ მე უნდა მოვსულიყავი აქ, შენს გადასარჩენად.
ბედისწერა იყო, რომ პოლიცია დროულად არ მოვიდა.
ის ხალხიც ბედისწერა იყო, ჩოჩქოლი რომ ატეხეს და გალერეადან მაგიტომ გამოვედი, თორემ ვერც მეგრძნო, შეიძლება.
არა, მე მაინც ვიგრძნობდი, ვიცი, რადგან ბედისწერაა "ჩვენ", შავო.
შავი მხატვრის მონოლოგს უსმენდა.
გულში ჩხვლეტას გრძნობდა.
არა მწველს და მტკივნეულს, თითქოს და ბედნიერების ჰორმონები, გულთან ახლოს მოძრაობდნენ.
სისხლი სწრაფად უჩქეფდა და სურვილი ჰქონდა მხატვრის სახეს შეხებოდა.
უაზროდ დიდი დროით ეყურებინა მისთვის და ეგრძნო ის, რაც აქამდე არასდროს.
-მხატვარო...
შავმა მხატვრის ხელი მის ხელში დაიჭირა. მუქ ლურჯში გამოსახულ ვენებზე ხელს დაატარებდა და ხანდახან, შეაჟრჟოლებდა ხოლმე ორივეს.
-გისმენ, შავო.
-შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მხატვარო!
თავი დაუქნია მხატვარმა მადლობის ნიშნად.
-და ცოტა უცნაური, გიჟი.
შენობის კიდეზე ჩამოჯდა შავი.
და ნიშნავდა, რომ მხატვარი განგება იყო ღმერთის.
-დავსხდეთ!
ახლა შავის ნათქვამი ბრძანებას წააგავდა,
თითქოს, ის იყო მისული მხატვრის გადასარჩენად და მხატვარი აპირებდა ს.
-ყოჩაღ, შავო, ყოჩაღ.
-აი იქ,-ხელით ანიშნა მხატვარმა.-იმ კორპუსში ვცხოვრობ. ერთადერთი ოთახი მაქვს და იშვიატად მივდივარ, ხოლმე, მაგრამ ულამაზესია. თან, მყუდრო. მე მყოფნის.
-წითელი შენობაა, მხატვარო.
-ხო, წითელი, სისხლის ფერი, ყაყაჩოს ფერიც.
-ყაყაჩო ჯობია.
-ლამაზია წითელი, შავო, მაგრამ ყველასთვის არა. ისე, საზოგადო შეჭმარიტებით - კი.
-შენ შავ-თეთრი გიყვარს, მხატვარო.
-კითხვის ნიშანს ვერსად ვხედავ და როგორ მიხვდი?
გაუკვირდა მხატვარს. ეგონა, მხოლოდ მისი წინათგრძნობა იყო მართალი.
-შავი შარვალი, შავი პერანგი, თეთრი ბოტასები და ხო, შავი თვალები, რომელიც ხანდახან თაფლისფერად მოგეჩვენება, მაგრამ მაინც შავია.
-დაკვირვებული ხარ, შავო.
-ინტერესიანიც.
სიცილით დააყოლა შავმა.
პოლიციის ხმა იყო ქვემოდან და ერთდროულად დაიწყეს სიცილი.
-ჩვენ უკვე ვსხედვართ!
დაიყვირა მხატვარმა არაადამიანური ხმით.
სავარაუდოდ, გაიგონებდნენ.
თუ ვერ, არც ეგ იქნებოდა პრობლემა.
თითქოს და, ორივეს ცხოვრება სამი ეტაპისგან შედგებოდა.
მეორე ეტაპი უკვე გაიარეს და მესამეზე გადასულიყვნენ.
-ჩვენ უკვე ვსხედვართ!
შავმა მხატვარის სიტყვები გაიმეორა.
შედარებით წვრილი ხმით, მაგრამ მთავარი იყო, მხატვარმა გაიგონა.
ორივე ამაყობდა მისი თავით, მაგრამ შავი - მხატვრითაც.
-ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, შავო.
-და თუ იცი, რომ ხვალ მოკვდები, პირველი რას გააკეთებ სიკვდილამდე, მხატვარო?
მხატვარს გაეღიმა.
აღარ იყო სევდა, დაღლა, ან ლოდინი.
ბედნიერების ღიმილი იყო.
-დავხატავ გოგოს.
თეთრი კაბით,
ყველაზე ლამაზი ღიმილით,
მოციმციმე თვალებით
და
ზღვასთან, ქვიშაზე მჯდომს.
პირველად იქნება ისე, რომ მხოლოდ შავ-თეთრში არ დავხატავ და დავამატებ სხვა ფერსაც, მხოლოდ შენთვის, შავო!
-და მაინც, რა ფერს, მხატვარო?
-ყვითელს. ოდნავ ღიას. სინათლის ფერს. ძალიან ლამაზია ყვითელი, შავო!
-დღე გაიწელა. ისე უცებ არ დაღამდა, როგორც ყოველთვის, მხატვარო.
-ესეც ბედისწერას მივაწეროთ?
მხატვარმა შავს გახედა. ძალიან ლამაზი მოეჩვენა.
ან, სულაც არ მოსჩვენებია.
ისედაც ლამაზი იყო შავი.
-ბედისწერას არა, შენს თავს მიაწერე.
-მადლობა, შავო.
შავმა მხატვრის მხარზე ჩამოდო თავი.
ორივეს, ერთდროულად შეამცივნა და გააცხელა.
ტანჟი ჟრუანტელმა დაუარა შავს, კანი დაეხორკლა.
მხატვარს ფიზიკურად იმდენად არ ეტყობოდა, შინაგანად დუღდა.
იმ წუთს, ისე მაგიური იყო ყველაფერი, რომ სიტყვითაც ვერ გადმოსცემდი.
-მადლობა, მხატვარო.
სუნთქვააჩქარებული ლაპარაკობდა შავი. მუხტს გრძნობდა ძალიან დიდს. ტუჩის კუთხეში ღიმილი დაუხტოდა.
ბედნიერებას ისე ახლოს და ცხადად გრძნობდა, ეშინოდა ვინმეს არ წაერთვა.
-წავიდა პოლიციაც.
ქვემოთ იხედებოდნენ.
აღარავინ ჩანდა, მაგრამ ორნი იყვნენ ისედაც.
ერთმანეთისთვის და ეს იყო ძალიან ირრეალური.
ასე უცებ და მოულოდნელად, მაგრამ გარდამავალი იყო ის ფაქტი, რომ მხატვრის გარდა, შავის გადასარჩენად სხვა მივიდოდა.
დაუწერელი კანონი იყო ეს.
-შენ ჩემთვის დაიბადე, მხატვარო.
ცოტა ხანს ჩუმად მყოფმა შავმა, სიჩუმე დაარღვია.
ამ რამდენიმე საათში, ისეთი გულწრფელი იყო შავი, მხატვარს მისი გამბედაობა უკვირდა.
-გიჟი ხარ, შავო.
-მერე რა, ხო განსხვავებული ვარ?
ქარმა დაუბერა. შავს თმები აუფრიალდა. ძალიან ლამაზი იყო, იმ წუთს.
ფეხებს წინ და უკან აქანავებდა, პატარასავით.
-კი, ხარ და თან, გიჟი.
ამოუცნობია სამყარო.
და კიდევ უფრო ამოუცნობი ადამიანი.
თან, გიჟი ადამიანი.
-მე ვიცოდი, რომ დღეს შენ უნდა გადამერჩინე.
მხატვარი შავისკენ წაიწია.
ტუჩებზე შეეხო და სიტყვის თქმაც არ დააცადა.
იყო შეხება, რომელიც არც ერთ მიწიერს არ უგრძვნია აქამდე.
და იყო რეალური.

"და ელოდები.
ამართლებს.
ძალიან ცხადად და რეალურად.
სინათლეა, დიდი და თეთრი.
გრძნობ, რომ საჭირო ხარ!
თან, ბედნიერი.
და ლოდინი - ხვდები, რომ ღირდა."

მხატვარს ტვინში გაუელვა წამიერად სიტყვებმა.
ჭეშმარიტება ცხადი იყო!
-ქვემოთ ჩავიდეთ, მხატვარო. დროა!
ასრულებდნენ მესამე ეტაპს.
-თითქოს და ისე უცებ მოგინდა ფერის შეცვლა, შავო.
-შენ, მხატვარო. შენ ხარ დასაწყისიც და დასასრულიც! ძალიან დიდი მადლობა, მხატვარო.
ქვემოთ ჩამოვიდნენ.
-აღარაა ისეთი ბნელი ღამე.
ღიმილით თქვა შავმა და მხატვარს მიეხუტა.
-რა მიემატა რიცხვს?
-ვისკი, ხატვა, ACDC და შავი გოგონა.
-შენ ძალიან კარგი ხარ, მხატვარო!
მხატვარის სახლისკენ აიღეს გეზი.
ცოტა უცნაური, მაგრამ რეალური იყო ყველაფერი.
კედლებზე ისევ იყო ნახატები და წარწერები.
-მე დავხატავ, შენ მიყურე.
მხატვარი ხატავდა გოგოს, ოდნავ ყვითელი ფერებით და ლაღს, ბედნიერს.
-თითქოს და, შენს წინათგრძნობას უნდა ენდო, ხოლმე.
შავმა მკაფიოდ უთხრა მხატვარს და კედელს მეოთხე ნახატი მიემატა.

"გრძნობ, რომ იცვლები.
მისი ყურებისას, შეხებისას.
არაა უბრალო ცვლილება.
თითქოს და, გარდაისახე.
და გიხარია!
ღირდა ლოდინი,
ნამდვილად ღირდა!"



ცოტა ძაან რაღაცნაირ ხასიათზე ვარ...
და ესეც ეგეთი ნაწერია.
განა, რამე ვიცი?
გკოცნით, მიყვარხართ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Girl with pretty smile

ცოტა ძაან ეგეთმა ნაწერმა იცი რა დამმართა?
ჯერ ლურჯი იყო.
შემდეგ თეთრი.
ახლა შავ-თეთრი და ყვითელიც იყო!მართლა იყო ყვითელი!
როცა კითხვა დავიწყე მაშინვე გადავიკარგე!
მივხვდი რომ სულ სხვა ისტორია იქნებოდა ეს,გამართლდა მოლოდინი!
ვკითხულობდი და ვხვდებოდი,არა,უფრო ვრწმუნდებოდი ბედისწერაში და წამიერად ყველაფრის შეცვლაში.
ვკითხულობდი და სიამოვნებას ვიღებდი.
მუდამ ასეა შენი ნაწარმოების კითხვის დროს!
დასასრულში არ ველოდი რომ გადარჩებოდა რომელიმე,მიხვდები რატომაც!
მაგრამ მაინც გამახარე!
სხვანაირი ისტორიაა,უცნაური და უჩვეულო.
მაგრამ მაინც ძალიან კარგია.
უმაგრესია!
არ მინდოდა მე შავის სიკვდილი!
კარგია რომ ასეც მოხდა და არ მოკვდა.
მხატვარი კი მართალია.
თავს მხოლოდ სუსტები იკლავენ!
არ მიყვარს სუსტები!
რამდენი რამის თქმა მინდა არც კი იცი,მაგრამ არ შემიძლია.
მუდამ ასე მემართება როცა შენ ისტორიას ვკითხილობ.
აზრებს ვალაგებ,სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით ვაწყობ.
ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირო და ახალი წინადადების წაკითხვისას სულ ახალი გრძნობა იჩენს თავს.
ბოლოს კი,ბოლოს უბრალოდ ვმუნჯდები!
ასეთი ხარ შენ დაო!
ასეთი და სწორეთ ასეთი მეამაყები!
სწორედ ასეთი მახარებ!
სწორედ ასეთი მიყვარხარ!
და სწორედ ასეთისთვის ვციმციმებ მე!

უი,რაც მთავარია.17 წუთიც მოიცადე და 1 დღე იქნება დარჩენილი ^^ მიყვარხარ!!

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile
ცოტა ძაან ეგეთმა ნაწერმა იცი რა დამმართა?
ჯერ ლურჯი იყო.
შემდეგ თეთრი.
ახლა შავ-თეთრი და ყვითელიც იყო!მართლა იყო ყვითელი!
როცა კითხვა დავიწყე მაშინვე გადავიკარგე!
მივხვდი რომ სულ სხვა ისტორია იქნებოდა ეს,გამართლდა მოლოდინი!
ვკითხულობდი და ვხვდებოდი,არა,უფრო ვრწმუნდებოდი ბედისწერაში და წამიერად ყველაფრის შეცვლაში.
ვკითხულობდი და სიამოვნებას ვიღებდი.
მუდამ ასეა შენი ნაწარმოების კითხვის დროს!
დასასრულში არ ველოდი რომ გადარჩებოდა რომელიმე,მიხვდები რატომაც!
მაგრამ მაინც გამახარე!
სხვანაირი ისტორიაა,უცნაური და უჩვეულო.
მაგრამ მაინც ძალიან კარგია.
უმაგრესია!
არ მინდოდა მე შავის სიკვდილი!
კარგია რომ ასეც მოხდა და არ მოკვდა.
მხატვარი კი მართალია.
თავს მხოლოდ სუსტები იკლავენ!
არ მიყვარს სუსტები!
რამდენი რამის თქმა მინდა არც კი იცი,მაგრამ არ შემიძლია.
მუდამ ასე მემართება როცა შენ ისტორიას ვკითხილობ.
აზრებს ვალაგებ,სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით ვაწყობ.
ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირო და ახალი წინადადების წაკითხვისას სულ ახალი გრძნობა იჩენს თავს.
ბოლოს კი,ბოლოს უბრალოდ ვმუნჯდები!
ასეთი ხარ შენ დაო!
ასეთი და სწორეთ ასეთი მეამაყები!
სწორედ ასეთი მახარებ!
სწორედ ასეთი მიყვარხარ!
და სწორედ ასეთისთვის ვციმციმებ მე!

უი,რაც მთავარია.17 წუთიც მოიცადე და 1 დღე იქნება დარჩენილი ^^ მიყვარხარ!!

ყველაზე მაგარი შეგრძნება ცხოვრებაში თუ არსებობს, ეგაა რომ კომენტარს დამიწერ და მერე ისე მწერ, მიდი ნახეო. ისე ელოდები ხოლმე ჩემს პასუხს, თავი ინგლისის დედოფალია მგონია, ხანდახან.
ნუ, შენთვის კი ვარ, მაგრამ მაინც. (თავი დავიფასე ჩემი ჭკუით.)
შენ თავს გეფიცები, აღარ ვიცი უკვე, რა სიტყვა უნდა გითხრა და რა სიტყვა უნდა მოვძებნო, აქამდე რომ არ მითქვამს ისეთი, რომელიც იმ გრძნობებს გამოხატავს, რასაც შენ მმართებ.
რეალურად, შენ იმაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემი, ვიდრე შეიძლება ოდესმე მივიღო.
სულ რაღაც, 2 საათში დაწერილი ისტორიაა, მგონი.
ისე მინდოდა რაღაც ამეტვირთა, რომ მივჯღაბნე და არ კი ვიცოდი, რას ვდებდი ან საერთოდ, რატომ ვდებდი.
არ მეგონა, თუ ასე იქნებოდა.
ეგ კი არა, არც კი ველოდებოდი რამეს, მაგრამ შენ ისეთი ხარ, რაღაც სასწაულს უნდა ელოდოს ადამიანი შენგან.
ზუსტად ამიტომ ხარ ჩემი მოციმციმე ვარსვკლავი!
ცოტა ძაან უნამუსობა იქნებოდა, ყვითელი ერთხელ მაინც, რომ არ მეხსენებინა.
შენ გიყვარს და მაგიტომ.
და ისე, მგონი, მეც შემაყვარე.
როგორც შენ ლურჯი, ისე მე ყვითელი, არა?
ან ვბოდავ, ხო, კარგი, რა ვიცი.
დღე ყველაზე ნათელია, შენ რომ ჩემ გვერდით ხარ!
ჩემო ბედნიერება!
ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი ხარ შენ და ცოტა უნდა გამიფრთხილდე ასე ხშირად, რომ მატირებ მაგიტო.
არ მოვკალი და ცოტა ვნანობ.
არადა, მართლა მინდოდა ცუდი დასასრული, მაგრამ არც ესაა ცუდი, მგონი.
რაც არის, არის.
კარგია თუ არა, მეც და შენც გვიყვარს, ვიცი.
სიკვდილზე ვილაპარაკეთ ჩვენ და აქ აღარ დავამატებ არაფერს.
ერთი იცოდე-არასდროს, არავს გამო დაგკარგავ და სულ ჩემთან იქნები!
მეამაყები და მიყვარხარ!
მადლობა.
გკოცნი ბევრს, დაო.


პ.ს. ცოტა დარჩაააააა!!!!

 



№3 წევრი მარიკუნაა♥️

-ნახე, გაჩუმდნენ, მხატვარო. ჩემს სიკვდილს ელოდებოდნენ.

ეს ძალიან მაგარი იყო.
დედას ვფიცავარ, მეტკინა.
ყოჩაღ. :)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
-ნახე, გაჩუმდნენ, მხატვარო. ჩემს სიკვდილს ელოდებოდნენ.

ეს ძალიან მაგარი იყო.
დედას ვფიცავარ, მეტკინა.
ყოჩაღ. :)))))

მარიამ, დედას ვფიცავარ, შენს კომენტარს ისე ველოდებოდი, როგორც არასდროს არაფერს.
და მადლობა,
მიყვარხარ უზომოდ!

 



№5  offline წევრი Mtirala

ცოტა შოკში ვარ!
და ცოტა იმედგაცრუებულიც, მომენტებში :)))))
მაგრამ ისტორიას არ დაუკავშირო.
ეგოისტობა უკვე სისხლში გამიჯდა, ამის ბრალია :)))))

შავ-თეთრი სულ სხვა არის-მეთქი გითხარი,
და აგერ,
ისტორიაში ვიხილე კიდეც...
შავი - შავი იყო.
მხატვარი - თეთრი იყო.

შავ-თეთრი, ოდნავ ყვითელი ტონალობით.

არანაირი სახელები,
არანაირი გვარები.
იყო - შავი
და
იყო - მხატავარი.
იდეალური იყო ყველაფერი.

ლოდინი...
ელოდები და ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ მოდის.
საუკეთესო ემოცია.
საუკეთესო გრძნობა.
შენი იყო ეს ისტორია,
შენი ფერებით და შენი ლოდინით!

მიყვარხარ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mtirala
ცოტა შოკში ვარ!
და ცოტა იმედგაცრუებულიც, მომენტებში :)))))
მაგრამ ისტორიას არ დაუკავშირო.
ეგოისტობა უკვე სისხლში გამიჯდა, ამის ბრალია :)))))

შავ-თეთრი სულ სხვა არის-მეთქი გითხარი,
და აგერ,
ისტორიაში ვიხილე კიდეც...
შავი - შავი იყო.
მხატვარი - თეთრი იყო.

შავ-თეთრი, ოდნავ ყვითელი ტონალობით.

არანაირი სახელები,
არანაირი გვარები.
იყო - შავი
და
იყო - მხატავარი.
იდეალური იყო ყველაფერი.

ლოდინი...
ელოდები და ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ მოდის.
საუკეთესო ემოცია.
საუკეთესო გრძნობა.
შენი იყო ეს ისტორია,
შენი ფერებით და შენი ლოდინით!

მიყვარხარ ❤

გიჟი ხარ!
ძაან გიჟი ხარ, დედას ვფიცავარ.
აუ, თავიდან რომ დაიწყე, გადამეკეტა, მეთქი-არ მოეწონა, მაგრამ ისტორიას დაუკავშიროო და მივხვდი, რომ შენზე ეგოისტი, დედამიწაზე არავინ არსებობს!
კარგი, რა.
შენ რომ პირველი ხარ, ეგ არ იცი?!
რაღამდენჯერ გაგიმეორო?!
შენ იყავი პირველი და იქნები!

შავ-თეთრი სილამაზეა!
ცოტა განსხვავებული.
იცი შენ!

მიხარია, თუ იდეალური იყო.
უზომოდ მადლობელი ვარ შენი!
ახლანდელისთვის არა, აბსოლიტურად ყველაფრისთვის.
ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
ჩემი იყო და არც გამკვირვებია ეგრე, რომ გაიგე.
შენ თუ მიხვდებოდი მაგას...

გკოცნი ბევრს!
მიყვარხარ, პატარა.
და ნუ ხარ ასე საშინლად ეგოისტი, გთხოვ.

 



№7 სტუმარი სტუმარი გვირილა

რა კარგად ჟღერს ,, მხატვარო" როცა ამას სიყვარულით გეძახიან და არა ირონიით.
კატასტროფულად მაგარი იყოო <3 <3

 



№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი გვირილა
რა კარგად ჟღერს ,, მხატვარო" როცა ამას სიყვარულით გეძახიან და არა ირონიით.
კატასტროფულად მაგარი იყოო <3 <3

რა ლამაზი ნიქნეიმია.
ვგიჟდები გვირილებზე!

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ.
მიხარია, თუ მოგეწონა და ისიამოვნე.
და ხო, მხატვარი ძალიან ლამაზად ჟღერს.
კატასტროფულად მაგარი ხარ შენ ასეთი სიტყვებისთვის!
გკოცნი ბევრს.

 



№9 სტუმარი სტუმარი გვირილა

დაბადების დღეს გილოცავ <3 yum

 



№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი გვირილა
დაბადების დღეს გილოცავ <3 yum

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!

 



№11 წევრი მარიკუნაა♥️

ანა, პირველად ვაკომენტარებ სხვის ისტორიაზე მეორედ დიდი ინტერვალის მერე.
გილოცავ!
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ და შენ 100%-ით იმსახურებ ყველაფერ იმას, რაც მინდა, რომ გისურვო!
მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო.
ძალიან მიყვარხარ და იცოდე, რა.
ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა!
;)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№12  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
ანა, პირველად ვაკომენტარებ სხვის ისტორიაზე მეორედ დიდი ინტერვალის მერე.
გილოცავ!
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ და შენ 100%-ით იმსახურებ ყველაფერ იმას, რაც მინდა, რომ გისურვო!
მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო.
ძალიან მიყვარხარ და იცოდე, რა.
ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა!
;)

მარიამ, როგორ გელოდებოდი.
და შენი ყველაფერი პირველად, ჩემთან რომ ხდება, ძალიან მიხარია.
წინაზეც, ახლაც.
მადლობა, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა აბსოლიტურად ყველაფრისთვის და თუ რამეს მივაღწიე აქ, პირველ რიგში, შენი დამსახურებაა!
ვარ ბედნიერი, ხომ ძალიან კარგად იცი, მით უმეტეს ახლა.
ძალიან მიყვარხარ.
და მინდა, რომ სულ ჩემ გვერდით იყო.
გკოცნი ბევრს!

 



№13  offline წევრი blue chamomile

ჩემი ლურჯი ხო იყო და იყო საოცრება და მაგისმერე ასე ძალიან თუ რამე შემეხებოდა ვერც წარმოვიდგენდი.
ისეთი იყო, აი დაკარგულ იმედს რო დაგიბრუნებს და დაგაჯერებს,რომ ყოველთვის არსებობს სადღაც,ვიღაც, შენთვის. მთავარია მოითმინო და დაელოდო. აუცილებლად მოვა.

ნუუ ყოველიშენი შვილი მაოცებს მისი შესაძლებლობებით და ეს დედიკოს დამსახურებაა :დდდდ(იმედია მიხვდირაცვიგულისხმე)
არვიცი რა გითხრა, ყოველ ჯერზე მოლოდინს აჭარბებ და ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია.
ძალიან მიყვარხარ მეშენ დაა კიდეეერთხელ ,,ჰეფი ბირთჰდაყ" მაგირლ .
ნუუუუკვე ვიციროგორ გიყვარს ესდღე დაა მოლოცვა როარ ჩამეკვეტებინაა ვერგავძლებდი :დდდდდ

ბესთი ხარრააა

 



№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

blue chamomile
ჩემი ლურჯი ხო იყო და იყო საოცრება და მაგისმერე ასე ძალიან თუ რამე შემეხებოდა ვერც წარმოვიდგენდი.
ისეთი იყო, აი დაკარგულ იმედს რო დაგიბრუნებს და დაგაჯერებს,რომ ყოველთვის არსებობს სადღაც,ვიღაც, შენთვის. მთავარია მოითმინო და დაელოდო. აუცილებლად მოვა.

ნუუ ყოველიშენი შვილი მაოცებს მისი შესაძლებლობებით და ეს დედიკოს დამსახურებაა :დდდდ(იმედია მიხვდირაცვიგულისხმე)
არვიცი რა გითხრა, ყოველ ჯერზე მოლოდინს აჭარბებ და ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია.
ძალიან მიყვარხარ მეშენ დაა კიდეეერთხელ ,,ჰეფი ბირთჰდაყ" მაგირლ .
ნუუუუკვე ვიციროგორ გიყვარს ესდღე დაა მოლოცვა როარ ჩამეკვეტებინაა ვერგავძლებდი :დდდდდ

ბესთი ხარრააა

ლურჯო, ყველაზე მაგარი დილაა ჩემს ცხოვრებაში, მგონი.
დღევვანდელ დღეს რომ ასე დავიწყებ, მერე რაღამ უნდა გამიფუჭოს ხასიათი.
ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, ლურჯო!
მიხარია, რომ მკითხულობ და გსიამოვნებს.
ცოტა ძაან მაქვს გული გახეთქვაზე სიხარულისგან და მიხარია, რომ ისტორიის აზრიც სწორად გაიგე.
ოქრო ხარ, ლურჯო!
მოვწვი შვილიკოებზე და ავკაკანდი :დდდდდ
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა!
მიყვარხარ ძალიან და გკოცნი ბევრს, ლურჯო.

პ.ს. ძააან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და განსაკუთრებით ისინი, ვისაც მოლოცვა არ ეზარება. :დდდ

 



№15  offline წევრი winter girl

წავიკითხე ძველი ისტორიებიი და უცებ ახალზე გადმოვინაცვლე.უბრალოდ ისე განვითარდი რომ სიტყვები ზედმეტია.შენ შენ ხარ,შენი განსაკუთრებული სტილით და შენებური მოთხრობებით.ძალიან მომწონს მე შენებურები

 



№16  offline ახალბედა მწერალი ელპინი

winter girl
წავიკითხე ძველი ისტორიებიი და უცებ ახალზე გადმოვინაცვლე.უბრალოდ ისე განვითარდი რომ სიტყვები ზედმეტია.შენ შენ ხარ,შენი განსაკუთრებული სტილით და შენებური მოთხრობებით.ძალიან მომწონს მე შენებურები

ზამთრის გოგოვ,
ეს რა სასწაული ყოფილხარ შენ, არც კი იცი!
რა უნდა გითხრა?!
რითღა გამოვახტო ჩემი შენდამი დამოკიდებულება.
მგონი, ჩემი გაგიჟება გინდა, ხო?
ძალიან დიდი მადლობა შენ!
გკოცნი ბევრს!<33333

 



№17  offline მოდერი სალანდერი

ოჰ ანა რა, წაგიკითხავ დღეს_მეთქი, მაგრამ ემოციურად ვერ გიქაჩავ იცი?
ჩემნაირი ფრიგიდული არსებისთვის დოზაზე მეტი ხარ.
წამლის დოზა ხომ იცი, არასდროს რომ არაა საკმარისი და თან იცი ზედმეტი თუ მოგივა მკვდარი ხარ. აი ეგეთი რაღაც არის ჩემთვის შენი ნაწერი, იმდენად არ მყოფნის ზედმეტი მომივა და არ შემიძლია.
და რომც შემეძლოს უნდა გამოგიზოგო ❤
აი ასე ძალიან ნელ-ნელა გიკითხო რომ დიდხანს გაგიგრძელო.
საოცარი გოგო ხარ შენ ლურჯო ❤

 



№18  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
ოჰ ანა რა, წაგიკითხავ დღეს_მეთქი, მაგრამ ემოციურად ვერ გიქაჩავ იცი?
ჩემნაირი ფრიგიდული არსებისთვის დოზაზე მეტი ხარ.
წამლის დოზა ხომ იცი, არასდროს რომ არაა საკმარისი და თან იცი ზედმეტი თუ მოგივა მკვდარი ხარ. აი ეგეთი რაღაც არის ჩემთვის შენი ნაწერი, იმდენად არ მყოფნის ზედმეტი მომივა და არ შემიძლია.
და რომც შემეძლოს უნდა გამოგიზოგო ❤
აი ასე ძალიან ნელ-ნელა გიკითხო რომ დიდხანს გაგიგრძელო.
საოცარი გოგო ხარ შენ ლურჯო ❤

ლურჯო - ო და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, ბედნიერებისგან გამეღიმა.
რეალურად, ჩემში ორი ანა ცხოვრობს და მგონი, მარტო შენ შენიშნე, ერთი შავი და მეორე - ლურჯი.
აღარ მინდა ბანალური სიტყვებით გავაფუჭო ჩემი შენდამი დამოკიდებულება და მინდა გითხრა, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ!
იმაზე ახლოს მოვიდა გულთან შენი სიტყვები, ვიდრე გგონია და მიხარია, რომ ისიამოვნე.
არ ველოდი, ასე თუ მოგეწონებოდა და ცოტა აგონიაში ვარ, მაგრამ რა ვქნა, რომ ძაან მევასები?!

მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.
ოქრო ხარ შენ!
♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent