შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ცდილობ (თავი 2)


2-07-2018, 23:34
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 245

ნუ ცდილობ (თავი 2)

-ზოიაა, როგორ მომენატრე გოგოო-ეზოში შევედი თუარა კუდის ქიცინით შემომეგება ლეკვი და მეც ხელში შევათამაშე. შემდეგ კი აივანზე ავედი, უკვე ყველა იქ შეკრებილიყო, ლევანიც და რატიც კი აქ იყვნენ, არვიცოდი ესენი აქ რას აკეთებდნენ, ან საიდან იცნობდნენ ჩვენები მაგრამ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ ეს კი ვიცოდი.
-როგორ მცხელაა, ამაღამ დაძინება არ მიწერია-ამოვილუღლუღე და მკვდარივით ჩავესვენე საქანელა სკამში
-კარგით რა მოდი გავერთოთ მოვიწყინე მაგრაად-ამოიბუზღუნა ნიაკომ და ტკიპასავით აეკრა თამუნას
-კარგი მოვიფიქროთ რამე-დაეთანხმა გაბრიელიც
-რომ გამოვთვრეთ?-იდეა მოუვიდა ლევანს თავში
-აუ რა მაგარი აზრია, მინდა მინდააა-წამოხტა ფეხზე გახარებული ნიაკო და მას თამუნაც აყვა, საბოლოოდ ბიჭებმა სასმელები მოიმარაგეს, ვინ ღვინო, ვინ კონიაკი და ვინ უბრალოდ ტკბილი ლიქიორი.
-შენ რას სვავ ჩემო უდრაჭავ-აფირისტულად შემომცინა ნიკომ და არაყი ჭიქაში დაისხა
-ხოიცი მე არ ვსვავ, დავანებე თავი-გავუცინე მას, მართლაც რომ გავიხსენე რამდენი სისულელე ჩამიდენია სიმთვრალეში თავი შევიკავე, ისეთი ცუდი ნაბახუსევი მაქვს, რამდენჯერმე აღმოვჩენილვარ საავადმყოფოში, თითქმის ერთი წელია რაც აღარ დამილევია.
-მეც რა თქმა უნდა არ ვსვავ-თქვა ვატომ და ლიმონათის ბოთლი დაიდო წინ, გამეცინა მასზე პატარა ბავშვს გავდა, არ უყვარდა დალევა, თან სპორცმენი იყო არც იყო სასარგებლო.
-კარგი ანუ რომ დავთვრებით მოგვხედავენ-გაეცინა თამუნას და სიმღერები ჩართო. გაუჩერებლად ვცეკვავდით, მე და ვატო, ისინი კი სვავდნენ. ბოლოს როდესაც დავიღალეთ ნელი სიმრერა ჩავრთეთ და უბრალოდ მუსიკას ავაყოლეთ ჩახუტებულებმა ტანი
-შეიძლება მეწყვილე წაგართვა?-ჩვენს შორის ჩადგა ლევანი.ვატო კი მაშინვე მომშორდა და ჩემი გაოცება მაშინ უნდა გენახათ მე რომ მარტო დამტოვეს და თვითონ გააგრძელეს ცეკვა, თუმცა წამებში გამომხედეს ორივემ ჩაბჟრებული სახეებით. მეც გამეცინა, ლევანის იუმორს ჯერ ვერ დავუმუღამე. ამჯერად ლევანმა მე მომხვია წელზე ხელი და ცეკვა განვაგრძეთ. სხვებიც ცეკვავდნენ, მხოლოდ რატი და ნიკოლოზი იჯდნენ მეწყვილის გარეშე
-შენ გეგონა მართლა ვატოს ვეცეკვებოდი?-გაიცინა მან, დიდად არ ეტყობოდა სიმთვრალე, თუმცა თვალები ამღვრეული ჰქონდა.
-წამით კი-გავიცინე მეც და დავტრიალდი
-ძალიან მომწონხარ სარძლოდ და რომ მოგიტაცო არა?-გამიცინა მან და თავით რატიზე მანიშნა, თუმცა წამით ვერც კი მივხვდი რა იგულისხმა
-რა?-გაკვირვებულს წამომცდა მე
-შესანიშნავი წყვილი იქნებოდით შენ და რატი-კვლავ უტიფრად აგრძელებდა ის საუბარს
-მთვრალი ხარ და ამაზე ხვალ მოგთხოვ ვაჟბატონო პასუხს-ვუთხარი გაბრაზებულმა და მოვშორდი, კვლავ მაგიდაზე დავჯექი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. მხოლოდ ახლა შევნიშნე რატის მზერა, არ გამოპარვია ჩემი საქციელი, ნერვები მომეშალადა მზერა ავარიდე, არ მინდოდა შემეხედა, ვიცოდი ჩემი თავის ამბავი, ვინმე თუ ოდნავ ყურადღებას გამოიჩენდა ჩემდამი მაშინვე გულში მივარდებოდა, ამ საკითხში ძალიან ბავშვურივიყავი. შეიძლება მთელი წელი ეტრიალა ჩემს ცხვირწინ ადამიანს მე კი მხოლოდ მაშინ მიმექცია მისთვის ყურადღება როდესაც ვინმე ამაზე ყურადღებას გაამახვილებდა. მეც სულელივით მისი ყველა ქცევა ამომიტივტივდებოდა თავში და ისე უგონოდ ვეფლობოდი წარმოსახვით სამყაროში მასთან ერთად რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, თუმცა არასდროს გაცდენილა ეს ფიქრებს. ყოველთვის ვთვლიდი რომ არ იყო საჭირო პატარა ასაკში შეყარებული და ათასი სისულელე. იმ ღამით კიდევ რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, თუმცა უკვე ხასიათი მქონდა გაფუჭებული და მალევე წავედი დასაძინებლად.
ძილის წინ კი მის ქცევებს ვიხსენებდი.
გამახსენდა როგორ ჩუმად ეწეოდა ხოლმე, ბიჭები თუ დაინახავდნენ სულ ეჩხუბებოდნენ და სულ სადღაც იყო შეყუჟული.
გამახსენდა მისი მუქი ლურჯი თვალები, რომლებიც ისეთივე გაურკვეველი იყო როგორიც ოკეანე
გამახსენდა მისი ქცევა როდესაც მდინარეში ჩამაგდო გაბრიელმა მე კი გადავწყვიტე გამეთამაშებინა დახრჩობა რომელიც როგორც ჩანს მხოლოდ მან შეამჩნია და მდინარიდან ამომათრია.
გამახსენდა როგორ დამეხმარა ხიდან ჩამოსვლაში და ათასი სისულელე
ღმერთო როგორ ვერ ვიტან ჩემ ამ იდიოტურ ჩვევას, თუმცა ახლა ვიცი რამდენიც არ უნდა დავაჯერო თავი რომ მასზე არ ვიფიქრო უფრო მეტს ვიფიქრებ. იმედია ესეც ისევე მალე გადამივლის როგორც დანარჩენი სხვა
--
-რა უთხარი ბიჭო ასეთი ელენეს რომ გავარდა-გაეცინა რატის და ლევანს კითხრა რომელიც ძლივს დაიმარტოხელა აივანზე
-ვუთხარი რომ სარძლოდ მომწონს-გაუღიმა მეგობარს მთვრალმა ბიჭმა
-აუ ამან სულ გააფრინა რა. რამდენჯერ გითხარი არმომწონს ეგ გოგოთქო-თვალები აატრიალა რატიიმ
-შენ რაიცი როგორ უყურებ ხოლმე-ხელი აიქნია ლევანმა
-და როგორ ვუყურებ?-ირონია გამოესახა სახეზე რატის
-აი რაღაცნაირად, მარტოო მე რომ ვხვდები, დამიჯერე, ეგ გოგო არის შენი ბედი, წავედი ახლა დავიძინე
-იცოდე ეგეთი სისულელეებით არ გამოუტენო ბავშვს ტვინი მართლა არ შევუყვარდე, ცოდოა-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად მეგობარს და პირველი თვითონ შევიდა საკუთარ ოთახში.
--
დილით ადრე გამეღვიძა, გოგონებს ჯერ კიდევ ეძინათ და ალბათ არც გაიღვიძებდნენ ჯერ ისეთი მთვრალები იყვნენ გუშინ.
ჩუმად ავდექი და მოკლე პენუარზე ხალათი მოვიცვი. მთქნარებით გავედი აივანზე, შემდეგ კი სამზარეულოში შევედი და ცივი წყალი დავლიე, ისე მესიამოვნა გაღიმებული გამოვედი კვლავ აივანზე და საქანელა სკამში ჩავებერტყე.
-მგონი წვიმას აპირებს, რა მაგარია-გავხედე მოღრუბლულ ცას და ხმამაღლა ამოვილაპარაკე, სიტვაც არ მქონდა დამთავრებული ოთახიდან რატი რომ გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი. შეიძლება გუშინ საერთოდ ვერ შემემჩნია ის რომ საოცარი სხეული აქვს, შეიძლება რა ვერ შევამჩნიე თორემ აქამდე ხუთჯერ მაინც ვართ მდინარეზე ერთად ნამყოფი, იქ კი ტანსაცმლით ნამდვილად არ უბანავია
-დილამშვიდობბის-მომესალმა დამანჭული სახით და ჩემს პირდაპირ დივანზე დაეხეთქა
-დილამშვიდობის-მეც მივესალმე და უხერხულობის დასაფარად ტელეფონში დავიწყე ქექიალი, არასდროს არ მომჩვენებია მენიუ ესეთი საინტერესო
-ბორჯომი არგვაქვს?-მკითხა და შუბლზე ხელი მიიჭირა
-არვიცი მიდი და ნახე-ვუთხარი ისე რომ თავი არამიწევია ტელეფონიდან
-გთხოოოვ ნახე რა-ყელი გამოიწელა მუდარის ნიშნად, მეც იქვე მივაგდე ტელეფონი და ფეხზე ავდექი, ხალათი უფრო შემოვიჭირე და მაცივარი გამოვაღე. საინტერესო რომ ვერაფერი ვნახე კვლავ აივანზე დავბრუნდი
-არარის ბორჯომი და ყავას გაგიკეთებ თუ გინდა-შევთავაზე მე
-არვსვავ ყავას, გამყევი რა მაღაზიაში-წამოდგა ფეხზე ის
-მეზარება რაა-კვლავ ჩავეშვი ჩემ საქანელაში და ტელეფონი ავიღე
-აუ ფეხით კიარ გთხოვ, პროსტა საჭესთან დაჯექი შენ, მე თავი მისკდება-წინ დამიდგა ის და საწყალი თვალებით გამომხედა.
-აუუ კაი ხოო, მოიცა ჩავიცვავ-გამეცინა მე და ფეხზე წამოვდექი,, წამით ისე ახლოს აღმოვჩნდი მასთან კინაღამ სუნთქვა დამავიწყდა, თუმცა მალევე გავეცალე და ოთახში შევვარდი.
სწრაფად გამოვიღე მოკლე სარაფანა და გადავიცვი.
-იმედია ჩემს მანქანას კარგად მოეპყრობი-რომ გავედი ეგრევე მითხრა მან და გასაღები მესროლა, კვლავ მარტო შორტით და ჩუსტებით იყო
-შენ არ იცვავ?-თვალმოჭუტულმა გავხედე მას
-ვაიმე არავინ მომიტაცებს ნუგეშინია-გაეცინა მას და მანქანისკენ წავიდა, თუმცა უცებ მობრუნდა
-მოიცა შენ ხომ არ აპირებ?-სერიოზული სახით გამომხედა მან
-რას ხოარ ვაპირებ?-ცოტა გამიკვირდა მე
-ჩემს მოტაცებას და გაუპატიურებას, ასეთი მიმზიდველი რომ ვარ-სერიოზული სახით აისრიალა შიშველ მუცელზე ხელი მან, მე კი ისეთი სიცილი ამიტყდა ძლივს მოვსულიერდი.
-იცოდე ნუ ცდილობ ჩემს შეცდენას-მითხრა მანაც სიცილით და მანქანაში ჩაჯდა,მეც საჭესთან დავჯექი და მანქანა დავქოქე
-იმედია მთელს მიმიყვან სახლში-მითხრა როდესაც მანქანა დავძარი და ღვედი შეიკრა, გამეცინა მასზე და სწრაფად გავიყვანე მანქანა ჭიშკრიდან.
-საჭესთან ბავშვობიდან ვზივარ, შანსი არგაქვს ვერ გამაბრაზებ-ენა გამოვუყავი და მაღაზიისკენ წავედი
-მოიცა ახლა ბავშვი აღარ ხარ თუ?-არ წყვეტდა ის საუბარს
-თავი არ გტკიოდა შენ?-წარბაზევით ავხედე და ვანიშნე გაჩუმებულიყო, მან კი მხოლოდ ჩაიცინა და ხმა არ ამოუღია.
მაღაზიასთან ოსტატურად მივაყენე მანქანა და დაველოდე როდის გადავიდოდა მანქანიდან რატი
-გადმო შენც, ვინმემ რამე არ მაკადროს-არ წყვეტდა ხუმრობას ის, ცოტა არ იყოს და გაკვირვებული ვიყავი, უკვე ორ კვირაზე მეტია რაც ერთმანეთს ვიცნობთ და ამდენი არასდროს გვილაპარაკია, ხუმრობაზე ხომ საერთოდ საუბარი არაა.
მალევე იყიდა რაც უნდოდა და ნაყიდები უკანა სავარძელზე დააწყო. თვითონ კი კვლავ წინ მოთავსდა, სახლში ისე მივედით ხმა არცერთს ამოგვიღია, აივანზე ასულებს ლევანი დაგხვდა ეშმაკური მზერით, ცოტაარიყოს მეუხერხულა ჩვენი გუშინდელი საუბრის მერე
-აბა სად იყავით?-იკითხა და ხელებგადაჯვარედინებული დადგა ჩვენ წინ
-ლევან აიღე ეს ბორჯომი და მომწყდი თავიდან-თვალები უბრიალა რატიმ მას ბორჯომი ესროლა და თავიის ოთახში შეიკეტა გაღიმებული
-აბა გოგონი რაო ამ ხეპრემ რა უნდოდა?-ხელი მომკიდა მან და სკამზე დამსვა, თვითონ კი თავზე დამადგა
-რა უნდა უნდოდეს?-გაკვირვებულმა ავხედე მას
-თქვენ მიყურეთ რა პროსტა მე, მომინდომეს აქ გაკვირვებული სახეების კერვა-ამოიბურდღუნა ლევანმა, ბორჯომი ხელში მომაჩეჩა და რატის შეყვა ოთახში
--
რატი ფანჯარასთან იდგა და ეზოს გადაყურებდა, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
-რა სულელივით იღიმი რატიანი, ხოარ შეგიყვარდა ჩვენი გოგო?-უცებ გამოუხტა ლევანი
-ნეტა არ ბოდიალობდე, მომისმინე ჩვენ რა ვქნათ არ დავაწვეთ სვანეთში? ცხელა ძალიან აქ-გაახსენა ძმაკაცს ზაფხულის გეგმები რატიანმა(რატის გვარია)
-კი წავიდეთ მაგრამ გოგონებიც წავიყვანოთ, მაგრად შემიყვარდნენ უკვე, განსაკუთრებით ელენიკო, სარძლოდ მომწონს-ენას არ აჩერებდა ლევანი
--
-ბიჭო რაღაც უნდა გითხრა პროსტა არც გაგიტყდეს და არც მომკლა-ვატოს მიუჯდა ლევანი გვერდით
-ჰე თქვი ლაბაძე სანამ მოგკალი მართლა-ინტერესიანი თვალებით გამოხედა ვატომ მას
-რატის და ელენეს წყვილი მინდა შედგეს-თქვა და სახეზე დააკვირდა ვატოს, აინტერესებდა რეაქცია
-შენ შგ ხოარ გაქ ბიჭო? რა წყვილი?-უგრო გაკვირვებულმა გამოხედა ვატომ მეგობარს ვიდრე გაბრაზებულმა
-აუ პროსტა ელენე აღარაა პატარა გოგო და მერე არ გაჭედო და რამე რაა, დანარჩენი მე მომანდე ყველაფერი
-ისე ამბობ შენ რამე გეგმაც გექნება შემუშავებული-გაეცინა ვატოს
-აბა რა ბრატ, ხოიცი მაგარი კუბიდონი ვარ, აბა ახლა კარგად მისმინე და მიხვდები...........
---
სვანეთში წასვლა როდის გადაწყდა არ ვიცი მაგრამ ძალიან რომ მომეწონა ეს იდეა ვიცი. აღმოჩნდა რომ ბატონ რატი რატიანს იქ საგვარეულო სახლი ჰქონია და ყველა დაგვპატიჟა, ისიც გვითხრა არმოგერიდოთ არავინ ცხოვრობს მარტო ვიქნებით და მაგრად გავერთობითო. რამდენიმე დღეში ბარგიც ჩავალაგეთ და წავედით, სამარშუტოთი წავედით, ორი მანქანით ბოდიალს ამხელა გზაზე ვარჩიეთ ისე გვევლო, თან უფრო სახალისო იყო. თავიდან სიცხით კი ვიწვებოდით მაგრამ ზემოთ და ზემოთ აგრილდა და არ გაგვჭირვებია მგზავრობა, მესტიაში რომ ჩავედით ყველა ისე გადაღლილი ვიყავით გვერდით გახედვის თავიც კი არ გვქონდა და პირდაპირ სახლისკენ წავედით. იქ მისულს საოცარი სიტუაცია რომ დაგვხვდა არ დავიწყებ საუბარს, საბედნიეროდ სახლი მოწესრიგებული იყო და ყველა ეგრევე დასაძნებლად წავედით.
პირადად მე საღამოს ადრე რომ ვიძინებ ისეთ უდროო დროს ვიღვიძებ ხოლმე ჩემი თავის მიკვირს, ამიტომ 9 საათზე დაძინებულმა დილის 4 საათზე რომ გავიღვიძე არც გამკვირვებია და ჩუმად წამოვდექი ფეხზე.
თავიდან კი ვინანე რა მინდოდა რომ ავდექითქო მაგრამ მერე გადავწყვიტე მზის ამოსვლისთვის მეყურებინა.
სპორტული შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი, ქვემოთ ჩასულმა სამზარეულოში ყავა რომ ვიპოვე გამიხარდა და ყავის ფინჯნით ხელში გავედი გარეთ. ეზოში შემოსვლისთანავე შევნიშნე ფანჩატური, ნელი სვლით მივედი და დავჯექი, ჯერ კიდევ ღამე იყო ამიტომ არაფერი ჩანდა, ყავა ნელა მოვსვი და მოთმინებით ველოდი როდის დაიწყო მზის სხივებმა გარემოს განათება. უცებ შიშისგან შევხტი უკნიდან რაღაც რომ მომედო
-გაცივდები ცივა-რატის ხმა რომ გავიგონე გაკვირვებულმა გავხდე, შემდეგ კი ბეჭებზე დავიხედე სადაც აშკარად ბიჭის ჟაკეტი მქონდა მოფარებული
-მადლობა-ვუთხარი და ამჯერად სახელოებშიც გავუყარე ხელი
-რატომ არ გძინავს?-მკითხა და გვერდით მომიჯდა
-ადრე რომ დავიძინე ცოტა გრაფიკი ამერია-გამეცინა მე და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდე, ხმა აღარ ამოგვიღია ისე ვუყურეთ მზის ამოსვლას და ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა მის მხარზე..

არვიციიი რააა, იყოს რაც არის ამის დედაც :დდскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარტო სახლში

აუუ ძალიან მაგარიაა... ველოდები ახალ თავს <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent