შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {3}


3-07-2018, 00:11
ავტორი სალანდერი
ნანახია 824

ხელი არ გამიშვა {3}

ნინამ დილით გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა დღეს, მაინც დალაპარაკებოდა სანდროს, თუმცა ბიჭი საერთოდაც არ გამოცხადდა ლექციებზე.
ნერვიულობამ აიტანა ქალი, ხვდებოდა რომ სანდროსთან რაღაც რიგზე არ იყო. სახელი სალომეც გამუდმებით უკაკუნებდა თავში, მან ხომ რამდენჯერმე შეამჩნია კიდეც, როგორ უღიმოდა სანდრო ტელეფონს დერეფანში.
როგორმე უნდა ენახა ნინას სანდრო, უნდა გაერკვია რა სჭირდა ბიჭს, ეჭვის ჭია ღრღნიდა ქალს.
უნივერსიტეტის შენობა სწრაფი ნაბიჯით დატოვა, გადაწყვიტა დარბაზში მისულიყო, სადაც სანდრო ვარჯიშობდა ან სახლში. არაფერს ქონდა ამ წუთას გადამწყვეტი მნიშვნელობა, ისედაც საკმაოდ დიდხანს ითმინა ნინამ, მეტი ნამდვილად აღარ შეეძლო.
ამ ფიქრებში დაქოქა მანქანა უნივერსიტეტის შენობა უკან მოიტოვა, ქალაქისკენ მიდიოდა ნინა, იცოდა რომ სადღაც ჯაჭვის ხიდთან იყო სპორტდარბაზი, რომელშიც სანდრო ვარჯიშობდა, ქალი იმედოვნებდა რომ იქ დახვდებოდა ბიჭი, თუ არა და რამეს მაინც შეიტყობდა მასზე, თითქმის ორი კვირა იყო ნინას თვალიც აღარ მოეკრა სანდროსთვის.
მანქანა გააჩერა და სპორტდარბაზი მოიკითხა მაშინვე მიასწავლეს, შიგნით შევიდა ქალი და მაშინვე ყურადღება მიიქცია.
შეიძლება ითქვას გასაოცარი იყო ნინა, იდეალური აღნაგობას, მისი მუქი კანის ფერი და ღია ცისფერი თვალები კიდევ უფრო გასაოცარს ხდიდა, შავი თმა ჰქონდა წელამდე ჩამოშლილი, რომელსაც დრო და დრო ხელით ისწორებდა.
ადმინისტრატორის მაგიდას მიუახლოვდა, მაგიდასთან გოგონა იჯდა, დაახლოებით ოცდახუთ წლამდე იქნებოდა, საპირისპირო მხარეს კი ბიჭი დაყრდნობოდა მაგიდის კუთხეს, მისი დაკუნთული სხეულით თუ ვიმსჯელებდით ფიტნეს ინსტრუქტორი უნდა ყოფილიყო.
- გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ? - ღიმილით მიესალმა გოგონა.
- გამარჯობა, მე ერთ თქვენს კლიენტს ვეძებ, როგორც ვიცი მას ყველა კარგად იცნობთ აქ. - ღიმილითვე დაუბრუნა ნინამ და გოგონა უყურადღებოდ შეათვალიერა.
- ვის ეძებთ? - ცნობისმოყვარეობა გამოეხატა სახეზე.
- ალექსანდრე ლაშქარავას. - მისი სახელის ხსენებაზეც უცნაურად იგრძნო თავი ნინამ, მართლა საშინლად ენატრებოდა ბიჭი.
- სანდროს? ერთი კვირაა არ გამოჩენილა. - სევდიანად თქვა გოგონამ.
- როგორც ვიცი თბილისში წავიდა სანდრო. - საუბარში ბიჭი ჩაერთო ამჯერად.
- თბილისში? თქვენ მისი მეგობარი ხართ? - კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ახალგაზრდა ბიჭს ქალმა.
- ასეც შეიძლება ითქვას, მე ნუკრი მქვია. - ღიმილით გაუწოდა ხელი და ნინამაც სასწრაფოდ შეაგება თავისი.
- შეიძლება რამდენიმე წუთით დაგელაპარაკოთ? - ვედრებასავით გაისმა ნინას ხმა და ვაჟიც მაშინვე დათანხმდა, გარეთ გამოვიდნენ.
- თბილისში რისთვის წავიდა თუ იცით? - მარტო დაიგულა თუ არა, მაშინვე დაკითხვას შეუდგა ნინა.
- თქვენ ვინ ხართ სანდროსი? - კითხვა დაუბრუნა ნუკრიმ.
- მე სანდროს ლექტორი ვარ, ბევრი გაუცდა და შესაძლოა პრობლემები შეექმნას თუ არ დავუკავშირდები, თუ საპატიო მიზეზი აქვს შევძლებ მის დახმარებას, მაგრამ თუ ვერ ვიპოვი ვერაფრით დავეხმარები. - იცრუა ნინამ, იცრუა თუმცა დანაშაულის გრძნობას ან სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა, ან გრძნობდა კიდეც მაგრამ სანდროს მონატრებას და მისი ნახვის სურვილს მშვენივრად გადაეფარა ორივე.
- კარგი, რაკი ასეა საიდუმლოდ გეტყვით, სანდროს ერთი გოგო მოსწონს და როგორც ვიცი მის სანახავად წავიდა თბილისში. - ნინას თავბრუ დაეხვა, ფეხებში ძალა გამოეცალა, შეუძლებელი იყო სანდრო, მისი სანდრო ვიღაცის სანახავად წასულიყო სადმე, არ უნდოდა ამის დაჯერება ნინას, არ შეეძლო იმის გააზრება რომ ასე მარტივად ართმევდნენ საყვარელ კაცს, ის ხომ ყველაფერზე იყო წამსვლელი სანდროს გამო, როგორ შეიძლებოდა ასეთი უსუსური ყოფილიყო რომ ისე წაერთმიათ ერთადერთი საყვარელი ადამიანი ვერაფრით დადგომოდა წინ.
ფიქრებიდან ბიჭის ხმამ გამოიყვანა.
- კარგად ხართ? ფერი დაკარგეთ. - შეშფოთებული ჩანდა ნუკრი ნინას ასეთი სწრაფი ხასიათის ცვლილების გამო.
- ჰო, მე, მე, ჩემზე უბრალოდ სიცხე ცუდად მოქმედებს. - რამდენიმე წამიანი დაბნეულობის შემდეგ, საჭირო პასუხი იპოვა ნინამ.
- წყალს ხომ არ ინებებთ? - ადგილს ვერ პოულობდა ნუკრი.
- არა, გმადლობთ, თუ შეიძლება სანდროს ნომერი რომ მომცეთ, აუცილებლად უნდა შევატყობინო რომ შესაძლოა პრობლემა შეექმნას. - უკვე მეორედ იცრუა ნინამ და სინდისის ქენჯნის ხმა, ისევ წარმატებით გადაფარა მონატრებამ.
- დიახ ახლავე. - ბიჭმა სასწრაფოდ მოიძია ტელეფონში სანდროს ნომერი ნინას უკარნახა, ქალმა მაშინვე ჩაიწერა მადლობა გადაუხადა ბიჭს და სასწრაფოდ გაშორდა.
მანქანაში ჩაჯდა, კარი ისე მიიჯახუნა თითქოს მანქანას ჰქონდა რაიმე დანაშაული მის წინაშე, საჭეს დასცხო ხელები რამდენიმე წამით გამეტებით ურტყამდა შემდეგ დამშვიდდა, ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და მანქანა დაძრა.
სანდროსთან დარეკვა უნდოდა, ძალიან უნდოდა ბიჭის ხმა მოესმინა მაგრამ სულაც არ უნდოდა ნუკრის მიცემული ინფორმაცია დაედასტურებინა სანდროს.
ნუთუ სალომე იყო, შეიძლებოდა სანდრო სალომეს გამო წასულიყო თბილისში? რას გაიგებდა ნინა, ვინ რას გაიგებდა სანდრო რა დროს რას მოიმოქმედებდა, სანდრომ ხომ უთხრა რომ სალომეს ხმა'რების მუღამი ჰქონდა, არ მოისვენებდა ბიჭი სანამ იმას არ მიიღებდა რაც უნდოდა.
რატომ ურევდა ნინას გულს იმის წარმოდგენა, რომ სანდრო შესაძლოა სხვასთან ყოფილიყო ახლა.
მან კარგად იცოდა რომ ბიჭი არავითარ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას არ გრძნობდა ნინას წინაშე.
ისიც მშვენივრად იცოდა რომ თავად არ იყო ერთადერთი ვინც სანდროსთან იწვა, მაგრამ მაინც არასდროს დამდგარა ასე აშკარად, ფაქტის წინაშე აქამდე.

. . .
კაფეში იჯდა სანდრო, მოთმინებით ელოდა გოგონას რომლის სახეც აქამდე არ ენახა, თუმცა ძალიან ახლობლად მიაჩნდა.
გაუჭირდა მისი შეხვედრაზე დათანხმება ბიჭს, არც ტელეფონის ნომერს აძლევდა სალომე, რომ საუბრით დაერწმუნებინა სანდროს.
გადაწყვიტა ჭკუა ეხმარა, ხვეწნა მუდარა არ იყო სანდროს სტილი, ამიტომ უბრალოდ მთელი დღე არ შეეხმიანა გოგოს, ინტერნეტი არც კი ჩაურთავს მთელი დღე, გადაწყვიტა დალოდებოდა სანამ არ მოიძებნიდა სალომე.
ოთახში უთავბოლოდ იბოდიალა გოგონამ, ეუცნაურა სანდროს მოწერილი "დილამშვიდობისა" რომ არ დახვდა დილით, მთელი დღე გაჰყვა დანაკლისის შეგრძნება, უკვე თვე ხდებოდა სანდროს ესემესით იწყებდა დილას, სიხარულით ხსნიდა მესენჯერს თუმცა იმ დილით არსად ჩანდა ბიჭი.
გაუკვირდა სალომეს, თავიდან იფიქრა ალბათ გაღვიძება მოვასწარი და გვიანობამდე იძინებსო მაგრამ როცა შუადღეც გადავიდა და სანდრო ისევ არ გამოჩნდა, მიხვდა რომ აქ ძილი არაფერ შუაში იყო.
ანერვიულდა სალომე, გულწრფელად ღელავდა ბიჭზე რომელზეც უამრავი საშინელება იცოდა და მაინც საოცრად იზიდავდა მასთან ურთიერთობა, კიდევ ითმინა რამდენიმე საათი, ათჯერ მაინც დააპირა დარეკვა ნომერზე რომელიც სანდრომ გამოუგზავნა ჩასანიშნად მაგრამ ვერ გაბედა.
როცა ექვსი საათი შესრულდა და სანდრო ისევ არ გამოჩნდა, ნერვიულობა ვეღარ მოთოკა და თავად დაურეკა ბიჭს.
- ბატონო. - მკაცრი, ოდნავ ბოხი ხმა მოესმა ყურმილის მეორე მხრიდან, საოცარი იყო, სწორედ ასეთი წარმოედგინა სალომეს ბიჭის ხმა.
- სანდრო, ღმერთო კარგად ხარ? სად დაიკარგე მთელი დღე. - ნერვიულობა ეტყობოდა სალომეს ხმას და ბიჭმა კმაყოფილება იგრძნო.
- ოჰ, მისმა უდიდებულესობამ თავისი ნომერის ცოდნის ღირსად მცნო, ეს დღე უნდა აღვნიშნო. - ხუმრობდა სანდრო, თუმცა მის ხმას არ ეტყობოდა.
- კარგი რა, ნომრის გამო მანერვიულე? - საყვედურის კილოთი მიმართა გოგონამ.
თუმცა სანდრომ სასწრაფოდ შეუცვალა თემა და წუწუნი არ აცალა.
იმ დღის შემდეგ ხშირად ურეკავდა ბიჭი სალომეს, თავისი ფოტოებიც აჩვენა გოგონამ, თუმცა სადღაც მაინც ღრღნიდა ეჭვის ჭია, რომ შესაძლოა ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო.
ეჭვიანი იყო სანდრო, საკუთარ თავშიც კი ეპარებოდა ზოგჯერ ეჭვი, მითუმეტეს ვერ ენდობოდა ეკრანზე გამოსახულ ფოტოებს.
ამიტომაც არ მოისვენა სანამ შეხვედრაზე არ დაითანხმა სალომე.
აი ახლა კი ბარში იჯდა და გოგონას ელოდა.
მოუხერხებლად, თუმცა სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა გოგო კაფეში, სანდრო ფეხზე წამოდგა და მისკენ გაიწია.
- გამარჯობა. - ტუჩის კუთხა ჩაუტყდა ბიჭს.
- გამარჯობა სანდრო. - მიუხედავად იმისა რომ გოგონასთვის საშინლად ახლობელი გამხდარიყო მამაკაცი მაინც ანერვიულდა მის დანახვაზე.
მუქი წაბლისფერი საჯდომამდე ჩამოყრილი თმა ჰქონდა სალომეს, მუქი ფერის კანი და სევდიანი მუქი ყავისფერი თვალები.
- დაჯექი. - სკამი გამოუწია ბიჭმა და ისიც მაშინვე დაემორჩილა.
სანდრო წინ დაუჯდა, რამდენიმე წუთი მდუმარედ უყურა, თითქოს მის რეალურობაში ირწმუნებდა თავს, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ამოიღო ხმა.
- რას დალევ? - კითხა და გოგონას უზადო ნაკვთებს შეაჩერდა.
- მე ჩაის, შენ ყავას უშაქროს, მართალი ვარ არა? - ღიმილიანი სახით მისჩერებოდა ბიჭს.
- ჰო. - მოკლედ უპასუხა და შეკვეთა მისცა.
- ერთი შეხედვით საერთოდ არ გეტყობა რომ ურჩხული ხარ. - ღიმილი არ შორდებოდა სალომეს.
- მე ვარ ურჩხული? - გაღიმება სცადა სანდრომაც.
- მოიცა, გაპროტესტებას აპირებ? - ეშმაკურად გაეცინა. - ნუ გავიწყდება რამდენი რამ ვიცი შენზე. - საუბარი განაგრძო.
- მაინც რა იცი? - თვალებში უყურებდა სანდრო გოგონას და მის დაბნევას მშვენივრად ახერხებდა.
- ისიც კი ვიცი რომ როცა ასე იხედები ვიღაცის დაკერვას ცდილობ. - ენა გამოუყო გოგონამ.
- შენ გგონია რომ შენს დაკერვას ვცდილობ? - გამომეტყველება არ შეცვლია ბიჭს.
- ნუ მიყურებ ეგრე თორემ მაბნევ. - ისევ აწუწუნდა სალომე და სანდრომაც რამდენიმე წამით მოარიდა მზერა.
- მამაჩემს გონია რომ მასწავლებელთან ვარ მათემატიკაზე, შენს გამო ტყუილის თქმა მომიხდა. - წუწუნს განაგრძობდა სალომე თუმცა სევდიანს სულაც არ გავდა.
- მე დაგაძალე? - თვალი თვალში გაუყარა სანდრომ.
- არა, მე მინდოდა. - სასწრაფოდ დასერიოზულდა გოგონა.
- ბოლო წამამდე მეგონა რომ შენზე მინიმუმ ათი წლით უფროსი ქალი მოვიდოდა დღეს ჩემს სანახავად. - თავი გადააქნია სანდრომ.
- მართლა? ასე დიდი გეგონე? რატომ იფიქრე რომ გატყუებდი? - მხიარული გამომეტყველება დაუბრუნდა სალომეს სახეს.
- არ ვიცი, არ ჰგავდი ღლაპს. - მოკლედ მოუჭრა და ტუჩის კუთხე აპრიხა.
- ახლა რას ამბობ რომ ღლაპი ვარ? - მოჩვენებითი გაბრაზება გადაეკრა სახეზე სალომეს.
- მოიცა, არ გეუბნებოდნენ? - ირონიულად გაეღიმა ბიჭს.
- მართლა მეტისმეტად უემოციო ხარ, არა და მეგონა ცოტას მაინც აბუქებდი. - წარბი აზიდა გაკვირვების ნიშნად.
- მე არასოდეს ვტყუი. - მტკიცედ ჟღერდა სანდროს ხმა.
მიმტანმა ჩაი და ყავა მოიტანა და მაგიდას გაშორდა.
ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს ახალგაზრდებმა ბოლოს სალომემ მწუხარებით განაცხადა რომ მასწავლებელთან ყოფნის დრო იწურებოდა და სანდროს დაემშვიდობა, მხოლოდ იმ პირობით რომ მეორე დღესაც ნახავდა.
. . .
ორი კვირა დარჩა ბიჭი თბილისში, ყოველ დღე ნახულობდა სალომე მას, ხან რას იმიზეზებდა სახლში და ხან რას, რომ სანდრო ენახა, სკოლასაც აცდენდა და მასწავლებლებთანაც არ დადიოდა, მთლიანად მოიცვა ბიჭმა მისი სამყარო, როგორც კი ფიზიკურად შორდებოდა ტელეფონზე ურეკავდა და მაინც სულ ჰქონდა სანდროს სიახლოვის შეგრძნება.
ბიჭიც თავს ირთობდა თითქოს, არც სალომე უყვარდა მას, თუმცა მისი ბავშვური, წრფელი ბუნება იზიდავდა. მოსწონდა სალომეს შიშის შეგრძნება, მოსწონდა მისი აწითლებული სახის და ახორკლილი კანის დაფიქსირება როგორც კი სანდროს შეხებას იგრძნობდა.
მოსწონდა ბრაზის ნიშნად გაბუშტული ტუჩები როცა სანდრო რომელიმე გოგოს თვალს გააყოლებდა.
რამდენჯერმე გააფრთხილა ბიჭმა ტუჩები არ გამოებურცა თუმცა სალომე ჩვევას ვერ თმობდა, ერთ მშვენიერ დღესაც მის ტუჩებს დააცხრა სანდრო, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია სალომეს, თითქოს სწორედ ამას ელოდაო თვითონაც ვნებიანად აკოცა ბიჭს.
სანდრო მალევე მოშორდა მის ტუჩებს, რადგან მიხვდა რომ მხოლოდ კოცნას არ დასჯერდებოდა კიდევ რომ გაეგრძელებინა.
- რამდენი შეყვარებული გყავდა? - სულელივით იკითხა გოგონამ რომ ის უხერხულობა გაეფანტა რომელიც სანდროს ბაგეების მწველმა შეხებამ დაუტოვა.
- არცერთი. - მტკიცე იყო ბიჭის ხმა.
- არავინ გიყვარდა? - აშკარად გაოცდა სალომე.
- არა, არავინ მიყვარს, თუმცა. . . - აქ ცოტა შეყოყმანდა ბიჭი. - არავინ მიყვარს ჰო. - ამჯერად უფრო მტკიცედ ჟღერდა მისი პასუხი.
- შენ გიყვარდა ვინმე? - კითხვა დაუბრუნა გოგონას.
- ვაღმერთებდი. - თავი დახარა სალომემ.
- და სად არის? - კითხვა გამოკრთა ბიჭის თვალებში.
- წავიდა. - მოკლედ თქვა გოგონამ.
- ისევ გიყვარს? - უემოციოდ იკითხა სანდრომ.
- სანდრო. - ხმადაბლა თითქმის ჩურჩულით თქვა გოგონამ.
- რა! - ჰორიზონტს გაჰყურებდა მამაკაცი, არც კი შეუხედავს სალომესთვის.
- მე შენ მიყვარხარ, მე იქ ქსელში ძალიან შეგეჩვიე, ახლა კი ორი კვირაა აქ ხარ და მე მივხვდი რომ. . . რომ შენ. . . - წინადადება ვეღარ დაასრულა გოგონამ ყელში აკოცა ბიჭს.
- ეს ცუდია. მისმინე, მე მართლა მეგონა რომ ჩემზე საკმაოდ დიდი იყავი, მე მომწონხარ სალომე, კარგი გოგო ხარ შენ და არ ვაპირებ ჩემთვის გაგაფუჭო. - არაფრის მთქმელი იყო სანდროს ტონი.
- რას ამბობ ახლა, რომ მიდიხარ? მხოლოდ იმიტომ რომ ჩვიდმეტი წლის ვარ? - სასოწარკვეთა გაურია ხმაში.
- შენ ბავშვი ხარ სალომე, ახლა გერომანტიკულება ის რის შესახებაც გიყვებოდი, მაგრამ ეს არ არის რომანტიკა, ეს ჩემი ბნელი მხარეა, გამუდმებული სურვილია ტკივილს ვაყენებდე ვინმეს, შენ კი წინ გაქვს ცხოვრება. - მშვიდად ცდილობდა გოგონასთვის ყველაფრის ახსნას მაგრამ აცნობიერებდა რომ თავადაც შეჩვეოდა სალომეს, მისი ყოველდღიურობის ნაწილადაც კი ქცეულიყო გოგონა.
- არ გაგიშვებ. - სალომეს სიმტკიცემ ღიმილი მოჰგვარა სანდროს თუმცა არ გაუცინია.
- სალომე. - როგორმე უნდა გადაერწმუნებინა ბიჭს, თუმცა ცხოვრებაში პირველად არ უნდოდა ტკივილი მიეყენებინა ვიღაცისთვის.
- სანდრო, ერთხელ უკვე დავკარგე საყვარელი ადამიანი და მას შემდეგ შენთან შევძელი ვყოფილიყავი ის ვინც ვარ, თუნდაც იქ ქსელში.
არ ვაპირებ შენს დათმობას, მე მივიღე შენი ბნელი და ნათელი მხარე. თითქმის ცრემლებამდე მივიდა გოგონა.
- მაგრამ სალომე, ასე შეუძლებელია ხომ ხვდები. - კეფა მოიქექა სანდრომ.
- კეფას მაშინ იქექავ როცა იბნევი. - გაეღიმა სალომეს. - და ჰო სანდრო, მე შენ მიყვარხარ, ცოტა გიჟურია, ცოტა წარმოუდგენელი მაგრამ მიყვარხარ.
- არავითარი სიყვარული სალომე, ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს, მე საერთოდ არ მაქვს მომავალი. - გულწრფელად ცდილობდა აეხსნა.
- ნამდვილი სიყვარულიც ეგ არის, რომელსაც მომავალი არ აქვს, სხვა დანარჩენი უბრალოდ სხვა დანარჩენია. - თავდაჯერებული ჩანდა სალომე.
- მე დღეს ვბრუნდები ქუთაისში. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- კარგი. - მშვიდად დაეთანხმა გოგონა და კიდევ ერთხელ აკოცა ყელში.
- აქამდე სად რჩებოდი? - მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ სანდრო თბილისში სტუმრად იყო, ღმერთო როგორ საშინლად ურევდა ტვინს ეს ბიჭი.
- სასტუმროში, წამოდი განახებ თუ გინდა. - ირონიულმა ღიმილმა გადაეკრა სახეზე.
- წამო, თან ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარები. - სასწრაფოდ წამოდგა სალომე.
სანდრომ ხელი ჩასჭიდა გოგოს, სასტუმროსკენ გაუძღვა, შენობაში შევიდნენ და სანდრომ თავისი ოთახის კარი შეაღო.
სალომემ ყურადღებით მოათვალიერა ოთახი.
- ლამაზია. - თქვა და სანდროს შეხედა.
- შენზე ლამაზი არა. - ზურგიდან მოეხვია ბიჭი და კეფაში აკოცა.
მაშინვე დაეხორკლა კანი გოგონას, სიმხურვალე მთელს სხეულს მოედო და საშინლად მოსწყურდა.
- წყალს დამალევინებ? - მშვიდად ჰკითხა ბიჭს.
სანდრო მაცივართან მივიდა და ცივი წყალი აიღო, ისევ მიუახლოვდა გოგონას.
- ცივ წყალს ვერ ვსვამ. - სევდიანად ამოიხვნეშა გოგომ.
სანდრომ თავი მოხსნა ბოთლს, ერთი ყლუპი მოსვა და პირში ჩაიგუბა, ისევ ზურგიდან მიუახლოვდა სალომეს ყბასა და ყელს შორის მიაწება ტუჩები და წყალს ბაგეებიდან გადმოსვლის საშუალება მისცა, წვეთები ნელ-ნელა ჩამოუყვა გოგონას ყელს, თანდათან უფრო და უფრო უსველდებოდა ყელი ლავიწთან ჩავიდა წყლის წვეთები და მკერდისკენ განაგრძო ჩადინება.
- ასეთი ტემპერატურის მოგწონს? - თითქმის ჩურჩულით ჰკითხა ბიჭმა და ამჯერად თავად აკოცა ყელში.
გოგონამ თანხმობის ნიშნად მხოლოდ ვნებიანად ამოიკვნესა, კიდევ ერთი ყლუპი წყალი მოსვა მამაკაცმა და გოგონა უხეში მოძრაობით მოაბრუნა პირისახით თავისკენ.
სახე ახლოს მიუტანა, სანდროს ცხელი სუნთქვა სახეზე ეფინებოდა გოგონას და კიდევ უფრო უხურებდა სხეულს, თავისი ბაგე სალომესას შეურთა სანდრომ და საშუალება მისცა მისი ბაგიდან დაელია წყალი გოგონას.
უკვდავების წყალივით წვეთ წვეთად ცდილობდა მამაკაცის ბაგეებიდან წყლის მოპოვებას სალომე, არც ერთი წვეთის დაკარგვა არ უნდოდა, ან უბრალოდ უნდოდა მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა სანდროს ტუჩებთან შეხების სიამოვნება.
წყლის წვეთები მაინც მალე დასრულდა, სანდრომ ძლიერად მიიზიდა გოგონა თავისკენ ძლიერად აკოცა. ხელში აიტაცა, გოგონამაც მჭიდროდ მოჰხვია ფეხები მამაკაცის ზურგს საწოლამდე მიიყვანა და სწრაფად მოისროლა, ზემოდან დააჩერდა და ოდნავ გაიღიმა.
- მაზოხისტი ხარ? - რიტორიკული იყო მამაკაცის კითხვა.
- თუ შენ იქნები სადისტი ჰო, ვარ. - მტკიცედ უთხრა სალომემ და სანდრომაც სასწრაფოდ მოიშორა მაისური სხეულიდან, ფეხებში დაჰქაჩა გოგონას, ის ის იყო საქამრე უნდა შეეხსნა ტელეფონის ზარი შემოესმა.
გაუკვირდა სანდროს, თითქმის არასოდეს რეკავდა მისი ტელეფონი, რაღაც სერიოზული თუ არ ხდებოდა.
სასწრაფოდ ჯიბეზე იტაცა ხელი და ნომრისთვის არც დაუხედავს ისე გახსნა.
- ალექსანდრე ლაშქარავას ვესაუბრებით? - გაისმა მამაკაცის მსუბუქი ხმა.
- რომელი ხარ? - კითხვითვე უპასუხა ბიჭმა.
- შენი კეთილის მსურველი, რომელსაც შენი მეგობარი ჰყავს. - ჩაცინება მოისმა ყურმილს იქეთ. - სად იმყოფები ბატონო ალექსანდრე? ქალბატონი ნინა ალექსიძის სიცოცხლე თქვენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე აღმოჩნდეს შესაძლოა დამოკიდებული.
- რა გინდათ ნინასგან. - ხმა გაუცივდა ბიჭს.
- ნინასგან არც არაფერი, თუ ჩამოუსწრებ. - კიდევ უფრო საზიზღრად გაიცინა უცნობმა.
- მოვდივარ, როგორ დაგიკავშირდეთ. - ტელეფონი მხარსა და ყურს შორის დაიჭირა და ქამრის შეკვრას შეუდგა ბიჭი.
- რამდენიმე საათში თავად დაგირეკავ. - თქვა და გათიშა.
- ამის დედაც, ამის დედაც, ჯანდაბა ამის დედაც. - მთლი ხმით აღრიალდა სანდრო და მაისური გადაიცვა.
- ამიხსნი რა ხდება? - აშკარა შიშს შეეპყრო სალომე.
- ახლა ვერაფერს აგიხსნი იმის გარდა რომ უნდა წავიდე. - სწრაფად მიაყარა და კარისკენ დაიძრა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Someone wandering

ვაიიი რა ხდებააა ნეტაა????
იმედია ნინამ არ მოაწყო რამეე, ან სანდროს მამის მტრები არიან აგრეულებიი
საყავრელი გოგოა სალომეე,მაგრამ აუუ მაინც ნინა მომწონს რა ვქნა

 



№2 სტუმარი Unknown_girl

Verc me gamigia Salome ufro momwons tunina:dd

 



№3  offline მოდერი სალანდერი

MaaiKoo
MaaiKoo

მეც მომწონს ნინა, :დ
სალომეც მომწონს :დ
რთული იქნება არჩევანი სანდროსთვის, თუ გააკეთებს რა თქმა უნდა :დ

Unknown_girl
Unknown_girl

სრული არეულობა :დ

 



№4  offline წევრი Someone wandering

სალანდერი
MaaiKoo
MaaiKoo

მეც მომწონს ნინა, :დ
სალომეც მომწონს :დ
რთული იქნება არჩევანი სანდროსთვის, თუ გააკეთებს რა თქმა უნდა :დ

Unknown_girl
Unknown_girl

სრული არეულობა :დ

ორივე კარგია,მაგრამ ნინამ კარგად უნდა დაანახოს თავისი თავი სანდროს,უნდა აჩვენოს რო სუსტი ქალი არ არის, უთავმოყვარეობაც უნდა დაამტკიცოს,მიუხედავად იმისა,რომ არ ვა რკმაყოფილი რომ სანდროსთან ისეთი გახსნილი არ არის როგორც სალომე. თვითოონ არ ცდილობს იმაზე მეტად სანდროსთან ყოფნას ვიდრე სურს, რატომ? სანდროს გახალისებაზე ფიქრობს სულ.წარმოაჩინე ნინა,როგორც ძლიერი ქალი გთხოვ. მე მაინც ნინა და სანდრო მინდა ერთად. ველი შემდეგ თავს, აუ ნეტა რა საფრთხე ელის ნინაას? 18 წელი სხვაობა რაამბავია კიდე,კარგი რაა astonished მაგრამმ სიყვარულო ძალსა შენსაა :დდდდდდდდდ

 



№5  offline მოდერი სალანდერი

MaaiKoo
MaaiKoo

ნინა ცოტა სხვა პლანშია ძლიერი, უნდა აფეთქდეს და სანდროს ქცევა თუ ააფეთქებს მაგას :დ
აი ნინა უფრო ცეცხლია, სხვაობა დიდი განგებ არის (სიმართლე გითხრა მე ვერც ისე დიდად აღვიქვამ ისეთი პროტოტიპი ჰყავს ნინას :დ)
სალომე ბავშვია რომელიც მარტივად უყურებს, ნინა უფრო იცნობს სანდროს (რამდენადაც შესაძლებელია ამ ბიჭის ცნობა)
მაინც მგონია რომ სალომეც და ნინაც აბსოლუტურად სხვა ტიპებად გამოჩნდებიან თანდათან და წარმოდგენებიც აბსოლუტურად "აყირავდება" :დ

 



№6  offline წევრი ჟიზელი

მე"თიმ ნინა" ვარ :დდდ ჭირსაც წაუღია 18 წელი :დდდ
ამას მაშინ ვამბობ,როცა სამი წლით პატარა,თუმცა ჭკვიან,საინტერესო და უსიმპატიურეს ბიჭს მოვწონვარ და ასაკის გამო "ბავშვად" აღიქვამს ჩემი გონება :დ
#ლაიფსაქსბრო

 



№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

მე ვფიქრობ, რომ სალომე ბოლოს რაღაც გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდება.
მიუხედავად მისი მორცხვი გოგოს იმიჯისა, მგონია, რომ რაღაც ექნება ისეთი, რაც არ მოასვენებს არასდროს.

სცენარი რომ დავწერე, არ ღადაობ? :))
აუ, ძალიან მაგარი ხარ, რა!
მაგრად წერ და
მაგრად ,,მისწორებ”.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№8  offline წევრი mirandaa31

რაც არუნდა პროტოტიპი ყავდეს ნინას მაინც დიდი ასაკია 18წელი. არვიცი უნდა გითხრა თუარა, მაგრამ ზუსტა ოცი წლით ვარ ჩემს შვილზე უფროსი :დ მოწონს ნინა, მაგრამ სანდროსთვის არა. სიმართლე გითხრა ჯერ ვერც სალომემ აღმაფრთოვანა, მოკლედ გელოდები ახალი თავით, მაინტერესებს ამ ორი ქალის განვითარება ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№9  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

აუუუ :დ
ჩაგეთვალა :დ
სამ წელს ნუ გაადრამატულებ :დ

მარიკუნაა♥️
მარიკუნაა♥️

თუ რამე მოვიშველიებ შენს იდეებს :დ

mirandaa31
mirandaa31

კი სხვაობა დიდია საკმაოდ თუმცა თუმცა თუმცა :დ

 



№10  offline წევრი Someone wandering

სალანდერი
ჟიზელი
ჟიზელი

აუუუ :დ
ჩაგეთვალა :დ
სამ წელს ნუ გაადრამატულებ :დ

მარიკუნაა♥️
მარიკუნაა♥️

თუ რამე მოვიშველიებ შენს იდეებს :დ

mirandaa31
mirandaa31

კი სხვაობა დიდია საკმაოდ თუმცა თუმცა თუმცა :დ

თუმცა თუმცააა........მიდნა ეს წყვილიიი. აუუუუუ ახალიი თავი როდის დაიდებაა ვიწვი სურვილისგაან :დდდ რა მიქენი გოგო ეს

 



№11  offline მოდერი სალანდერი

MaaiKoo
MaaiKoo

ხვალ თორმეტს სანამ არ გადაცდება ვეღარ ვშვრავ :დ

 



№12  offline წევრი Someone wandering

სალანდერი
MaaiKoo
MaaiKoo

ხვალ თორმეტს სანამ არ გადაცდება ვეღარ ვშვრავ :დ

დილას დადეებ ხოოო?

 



№13  offline წევრი nigita

ნინას საქციელი საკმაოდ ამარზენია შვილის ტოლა ბიჭთან რა დაგკარგვია ? ვინმე მისი ტოლა ვერ იპოვა ? ნინას მოწყობილი რომ იყოს ეგ სცენა არ გამიკვირდება .... სალომე კიდრვ ბავშვია მაგრამ საკმაოდ თავისუფალი და ასე ვთქვათ მოქნილი არც ისეთი მეამიტი და უსუსურია როგორ შეიძლება ჩანდეს .... რაც შეეხება სანდროს ისეთი ხასიათისაა კაცმა რომ არ იცის როდის რას გააკეთებს ანუ არაპროგნოზირებადი მისთვის უფრო ახლოს სალომეა აი ნინა კი კარგი სექს პარტნიორი .....
რაც შეეხება შენს წერის სტილს საკმაოდ კარგი ხარ , საინტერესოდ წერ , მოვლენებიც ერთმანეთს ემბვის რაც კარგია ....

 



№14  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ძმობას გაფიცებ, წეღან რომ მაზოხისტი ვთქვი სანდროზე, ეგ ბედისწერა იყო თუ, ზაპროსტა ვთქვი, ვითომ და წინადადებას მოყვა?!
ახლა მართლა, შტო სლუჩილას?!
შენ ძაან ხლართავ და ბოლოს კარტებს თუ არ გახსნი დროულად, გული მხევს, ტუტუცი ვიყო.
რა ვქნა, ეს სანდრო ძაან მეტიპება და მომწონს, რა გავუკეთო, ნუ.
ქუთაისური გავლენა თუ არ იყოს, მე არ ვიყო ქუთაისელი, რა.
ეს სალომე, ცოტა მესოფლელა.
რაარი, რა ბანძურად უთხრა მიყავრხარო, დრამები და რავი, რა.
ნუ, კარგი, გავატარე. სხვა რა გზა მაქვს...
ცოტა ბავშვურია, კი არადა, ძაან ბავშვური და კიდევ კარგი, ქალიშვილობა არ დააკარგვინე, თორემ დარწმუნებული ვარ, მეორე დილით ინანებდა.
აუ, ტყუილი რომ ვიყო, მაინც არ შემედავო, გამიტყდება.
ნინა არის დაბალი დონე!
აი, ასე!
მაგაზე სიტყვას არ დავამატებ, არც კი მეცოდება.
და ზოგადად, სანდროს გარდა, ვაფშე არავინ მომწონს აქ.
მოსული პონტებია ეს სალომეს ბღავილი სანდრო რომ მიაგდებს, იქეთ არიქა ნინას არ ესროლოთ, მე დამჭერით და თუ ღმერთი გწამს, მართლა ასე არ ჩაიდინო ყველაფერს გაფიცებ.
ისევ ძაან მევასები, ოთხამად.
ძაან კაი ტიპი ხარ.

 



№15  offline მოდერი სალანდერი

MaaiKoo
დილას დადეებ ხოოო?

ღამის თორმეტამდე ვეღარ დავდებ

nigita
nigita

მადლობა ❤

ელპინი
ელპინი

კარგი ახლა რა მე დამჭერით :დ მაგის მთქმელია სანდრო? :დ
ცოტა ძან უყვარს თავის თავი მაგ ბიჭს :დ
სალომე მაინც ვერ გადამირჩება ქალიშვილად :დ
მაზოხისტობაზე რა ვიცი სმნ :დ გულმა გიგრძნო ეტყობა :დ

 



№16  offline წევრი møøn šhinė

ჰოომ.... სალომე კარგი ჩანს მაგრამ, არც ისეთი კარგადაა ისტორიაში გამოჩენილი ანუ გასაცნობია ასე რომ ვთქვათ.... ნინას კი თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს, ღირსება უნდა დაიცვას, არ უნდა მისცეს სანდროს ასე ცუდად მოქცევის უფლება, და 18 წელი მართლა ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის. წარმატებები :)

 



№17  offline წევრი მარტო სახლში

კაი იყო მალე დადე

 



№18  offline მოდერი სალანდერი

møøn šhinė
ჰოომ.... სალომე კარგი ჩანს მაგრამ, არც ისეთი კარგადაა ისტორიაში გამოჩენილი ანუ გასაცნობია ასე რომ ვთქვათ.... ნინას კი თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს, ღირსება უნდა დაიცვას, არ უნდა მისცეს სანდროს ასე ცუდად მოქცევის უფლება, და 18 წელი მართლა ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის. წარმატებები

უკეთ გასაცნობია ყველა პერსონაჟი ჩემი აზრით ❤
ვერ გეთანხმები ნინაზე, სალომეზე ნაწილობრივ გეთანხმები თუმცა მომავალი გვიჩვენებს ორივეს უკეთ

მარტო სახლში
მარტო სახლში

მადლობა, თორმეტამდე არ მაქვს გაგზავნის უფლება

 



№19  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ეეე რამბები ხდებაა ნახე შეენ :დდ
არა რა სანდროს უემოციობა მკლაავს :/ :დდ
სალომეს მიმართ ვიმედოვნებ მარტო ვნება ექნება ალექსანდრეს :დდ
ოო აი მე ნინა-ალექსანდრესკენ ვარ ♥
ნუ ავტორ რამდენი კითხვა მაქვს და ველოდები მომდევნო თავებში მოვლენების განვითარებას, რათა კითხვებზე პასუხები მივიღო
რომელიც მარტო შენ იცი :დდ ♥
წარმატებები ♥

 



№20  offline მოდერი სალანდერი

Tskrialashvili Mariami
Tskrialashvili Mariami

მადლობა ❤

 



№21 სტუმარი თებროლე

ოოოო არ მომწონს სალომე და რა ვქნა,მე ნინა მომწონს და მინდა დაიფასოს თავი მინდა ნინა და ალექსანდრე,არ მინდა ეხა ეს ყველაფერი ნინას მოწყობილი იოს,რაღაც ძან ისეთია სალომე ნაცნობი გადაშლილი წიგნივით ასე მეგობარი რო უნდა გყავდეს და არა ქალი, ნინა და ალექსანდრე წინ.აბა ჰე ველი ამ წყვილს

 



№22  offline მოდერი სალანდერი

თებროლე
თებროლე

❤❤

 



№23 სტუმარი სტუმარი ნანა

უუუჰ... როგორ დამძაბე... შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ? აქ ხშირად ვკითხულობ და ეს პირველია რაც შენი მომყვა ხელში. განსხვავდები, გამოირჩევი და მომწონხარ... წარმატებები!

 



№24  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
სტუმარი ნანა

უჰჰ ❤
დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent