შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრული


3-07-2018, 09:05
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 112

დასასრული

როდესაც პოულობ შენ თავს, შენ პოულობ ყველას.
ორ წელიწადში ერთხელ მარტოკა ვჯდები კომპიუტერთან, შევცქერი ჩემივე სულის იდუმალ ზღვას და აქა-იქ ამოზრდილ კუნძულებზე ვხედავ საკუთარ აზრებს, რომლებიც ახლა უკვე მზად არის დასახვეწად. მეც ვირჩევ გემს სახელად "სიტყვას" და წარსულისკენ მოგზაურობას ვიწყებ. გზად უამრავ დინებას, ქარს, ნამქერს ვეჩეხები მაგრამ ჩემთვის სულერთია. ახლა უკვე გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემს სავალ გზას ავცდი. ის კუნძული კი საითაც აქამდე მივიჩქაროდი ჰორიზონტზე თანდათან უჩინარდება, მაგრამ ამის მიუხედავად ასე მგონია თუ გავჩერდები ცხოვრება აზრს დაკარგავს.
ადამიანები ვიბადებით და სანამ სამყაროს რეალური სახის დანახვას შევძლებთ ყველაფერი იდეალური გვეჩვენება, შემდეგ ვიზრდებით და იწყება ბრძოლა თავის გადასარჩენად, სწორედ მაშინ იჩენს თავს ის უარყოფითი თვისებები, რასაც ეწირება ადამიანის სული და გონება, იწყება სხეულისა და სულის განშორება და ბრძოლა სამყაროს შეცნობისა. როცა ყველაზე მეტად ხარ სასოწარკვეთილი სწორედ მაშინ თუ გულისყურს კარგად მოუსმენ, მიყვები გზას რომლისკენაც გონება და გული ერთდროულად გიბიძგებს, სწორედ ამ დროს ხდება ის, რასაც ჩვენ, ადამიანები ღვთისგან ბოძებულ სასწაულს ვუწოდებთ... ადამიანები დაბადებისთანავე არ ყალიბდებიან ისეთებად, როგორებიც გასავლელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყვნენ, ისინი იბადებიან უსუსურები, არაფრის მცოდნენი და დროთაგანმავლობაში იძენენ ხასიათს, ცოდნას, უარყოფით თუ დადებით თვისებებს. მე მასწავლიდნენ რომ ვყოფილიყავი დამთმობი, მომთმენი, მიმტევებელი მაგრამ ჩემს მიმართ მსგავს ქმედებებს ნაკლებად ავლენდა ის სოციუმი სადაც მე ცხოვრება მიწევდა...
ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ?
როდესაც დედაქალაქში საცხოვრებლად ჩამოვედი ერთი პატარა, გამოუცდელი გოგო ვიყავი, რომლის სიცოცხლის აზრი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, გარშემომყოფთათვის თავისი უბადრუკი ცხოვრებით ტვირთად არ ქცეულიყო. ყოველ ზედმეტ სიტყვას შეეძლო ჩემი თვალებისთვის უკითხავად მოეპარა ცრემლი და მერე თითის გაშვერით გულისწასვლამდე ეცინა მისი დამცირებით გამოწვეული სიამოვნების გამო. ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი... ადამიანი ადამიანობს სიტუაციის შესაბამისად (როგორც აწყობს).
მახსოვს ათი წლის ასაკში, როდესაც ჩემი პირველი ჩანახატი გავაკეთე და ოჯახს ადრენალინ მოზღვავებული ხმით წავუკითხე ამბავი იმის შესახებ, რომ წინა ცხოვრებაში ბაყაყი ვიყავი დედის მხრიდან ამოოხვრა, მამის მხრიდან კი სასოწარკვეთილი მზერა მოყვა. მაშინ მივხვდი რომ არასოდროს აღარ უნდა დამეწერა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა თუმცა ამის მიუხედავად ყოველთვის ვფიქრობ რას იტყოდნენ ისინი ჩემი რომელიმე ჩანახატი რომ წაეკითხათ. ალბათ ისევ ოხვრას მოყვებოდნენ...დედა ექიმი იყო. მამა ეკონომისტი, შვილი? ჯერ ისევ არ გადამიწყვეტია ვინ ვარ. მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი თუ უბრალოდ დედა. მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვა ადამიანების მსგავსად ჩემშიც ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათქანს თავისი თავის პირველ ადგილზე წარმოჩენა სურს. პერიოდულად ყველა მათგანს ვნებდები და ასპარეზს ვუთმობ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიგო ვინ ვარ, ვიპოვო საკუთარი თავი, რომ შემდეგ ვიპოვო სხვები.
თუ მკითხავთ მომწონს თუ არა ასეთი მრავალსახიანი საკუთარი თავი გეტყვით, რომ ხო, მომწონს, მაგრამ თუ იმას მკითხავთ შემიძლია მათ გარეშე ცხოვრება თუ არა გიპასუხებთ, რომ ხო, შემიძლია.
ჩემი ისტორია უკვე მოძველდა, დამძიმდა, ტარება შეუძლებელია და თანდათანობით ისეთი "სერიოზული" გახდა, იძულებული გავხდი ზავი დამედო, განა აწმყოს შევეჩვიე და წინ წასვლის სურვილი არ მაქვს?! წარსულის ქექვაში ვერც კი მივხვდი, რომ საკუთარი თავის ფერმკრთალ აჩრდილად ვიქეცი. ამიტომაც ვივიწყებ საკუთარ ისტორიას რადგან როდესაც ვივიწყებ ვინ ვარ, ჩემი ისტორია ტვირთად აღარ მაწევს. გული ახლა მაქვს დამძიმებული, თორემ ხვალ შეხორცდება. შეხორცდება და ისევ გააგრძელებს ცხოვრების "მშვენიერებით" ტკბობას. ცხოვრება ხომ წრეა. აქ ყველაფერი მეორდება. ადამიანმა უნდა იცოდე როდის დაასრულო რაღაც ეპიზოდი, როდის გაიხურო კარი...
მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ დასასრულს, მთავარია ცხოვრების უკვე გავლილი ეპიზოდი წარსულში დატოვო... როდესაც იმ განწყობით ვიძინებ, რომ მე დავასრულე, ტვირთი მოვიხსენი და მათი აჩრდილებისგან თავი დავაღწიე, რომ მე ვიპოვე ჩემი თავი და ხვალ უკვე შევძლებ ვიპოვო სხვები სწორედ ამ დროს ყველაფერი თავის ჩვეულ ნორმას უბრუნდება. დედა ისევ ექიმია, მამა ეკონომისტი და მე... ისევ არ ვიცი ვინ მინდა ვიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargiaaaaa, chamafoqrebeliiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent