შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ცდილობ (თავი 3)


3-07-2018, 21:02
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 205

ნუ ცდილობ (თავი 3)

რომ გავიღვიძე უკვე 12 საათი იყო, ლოგინზე ვიწექი ტანსაცმლით. მთქნარებით წამოვდექი და თვალები ავატრიალე გოგონებს კიდევ რომ ეძინათ. წამით გამახსენდა როგორ ჩამეძინა მის მხარზე მისი მოსაცმელით და გამეღიმა.
მისაღებში გასულს გაბრიელი და ლევანი დამხვდა მხოლოდ . გაბრიელს გვერდით მივუჯექი და თავი მხარზე ჩამოვადე
-შენ რატის ჟაკეტი რატომ გაცვია-უცებ დამადგა თავზე ლევანი დოინჯით
-მციოდა და მათხოვა-მხრები ავიჩეჩე მე
-მციოდა და მათხოვა-გამაჯავრა სასაცილოდ ლევანმა და გაიცინა, შემდეგ კი საღაცის კეთება განაგრძო სამზარეულოში
-რას საქმიანობ?-ვკითხე ინტერესით
-სალათს ვაკეთებ, მშია
-დაგეხმარები-ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი
-ტრიალებს უკვე ოჯახში-ფხუკუნით თქვა თან დამასაქმა
თანდათან ყველა შემოლაგდნენ ოთხში მხოლოდ ვატო და რატი არ ჩანდნენ საეჭვოდ
-სად არიან ისინი?-იკითხა ნიაკომ,სიმართლე გითხრათ მეც ძალიან მაინტერესებდა.
-ძინავთ ალბათ რავიცი-მხრები აიჩეჩა გაბრიელმა და ჩემი გაკეთებული სალათი გადაიღო თეფშზე.
-მიდით რა გააღვიძეთ ვინმემ, უკვე ორი დაიწყო-ნიკომაც ჩააკვეხა სიტყვა. თუმცა მათ გასაღვიძებლად არავინ წამომხტარა ფეხზე
-მიდი რა ელენ გააღვიძე ვატუნა და რატიკო-შემომცინა ლევანმა
-აუუ მეზარებაა, მე ხომ საჭმელი გავაკეთეეე-დავიწყე ბუზღუნი როგორც ყოველთვის მე
-მიდი თან ვატოს გააბრაზებ და გაერთობი-ჩემი გადაპირება სცადა გაბრიელმა. მეც ბუზღუნით ავდექი და ბიჭების ოთახისკენ ავიღე გეზი. ოთახში შესულს ორივე საკუთარ საწოლზე გაშოტილი დამხვდა, რატი საბანში გახვეულიყო და თავი ბალიშში ქონდა ჩარგული ფაქტობრივად არც ჩანდა, ვატო კი ტარზანივით გაშხლართულიყო და ხვრინავდა
-ერთი, ორი და სამი-დავითვალე და კარებიდან პირდაპირ ვატოსკენ გავექანე, პირდაპირ ზურგზე დავახტი რასაც მისი წამოყვირება მოჰყვა, ბოლოს კი წამოდგომა სცადა და მე იატაკზე გაშხლართული როგორ აღმოვჩნდი არგამიგია
-ვაი წელი-ვიყვირე და დაცემისგან დაზიანებულ წელზე ხელი მოვიკიდე
-კიდე შენ გტკივა გოგო წელი?-იღრიალა ვატომ სიმწრისგან. ფეხზე წამოხტა და თავზე გაბრაზებული მზერით დამადგა
-ვაიმე მიშველეთ მომკლავსს-ვიყვირე და გამეცინა მის სახეზე, ჩვენ ყვირილში რატიანსაც გაღვიძებია და უპეებდაბერილი, ნამძინარები სახით ადევნებდა ჩვენს ქმედებებს თვალყურს
-გაგანადგურებ, იცოდე ვერ გადამირჩები-გაბრაზებულმა ჩამავლო წელზე ხელი და მხარზე გადამიკიდა, ჩვენ ყვირილზე ყველა ოთახში შეკრებილოყო და ხარხარებდნენ
-მიშველეთ ვინმემ-მეც ვიცინოდი და თან ბეჭებზე მუშტებს ვურტყავდი
-გაჩერდი შენ მანდ, თვენ კი გამატარეთ, ამჯერად უნდა ჩავაგდო ჭაში-კარებისკენ წავიდა ვატო
-არაა გთხოვთ, მიშველეეთ, არგაუშვაათ-უკვე მართლა შეშინებული ვკიოდი, თუმცა ცოტა დავმშვიდდი აბაზანაში რომ შემიყვანა. ჭას გადავურჩი და აბაზანას რას დავეძებდი? ჯაკუზში რომ ჩამაგდო და ცივი წყალი დამასხა თავზე არ მომეწონა, თან ისეთი გაყინული წყალი რომ მაშინვე ავკანკალდი, ბავშვები კიი გარეთ სიცილით იხრჩობოდნენ და ვიდეოებს იღებდნენ
-მოგკლაავ-ვკიოდი მე და სახეზე ხელებს ვიფარებდი
-კარგი გეყო ბიჭო ცოდოა-როგორც იქნა ძლივს გამომიჩნდა გადამრჩენელი რამდენიმე წუთის შემდეგ და თუ გამოიცნობთ ვინ? თვით რატი რატიანი, ვატოს გვერდით გაწია და წყალი გამორთო.
-ტვინი არგაქვთ არცერთს თავში? ყინულივით წყალია დაემართება რამე-შეუღრინა ბავშვებს და პირსახოცი მომაწოდა, რომელიც იქვე კარადიდან გამოიღო, მეც სწრაფად, შევიმშრალე სახე და თმებზე შემოვიხვიე, შემდეგ კი კვლავ რატის დახმარებით გადავედი ჯაკუზიდან, სულ არ მახსოვდა რა მდგომარეობაში ვიყავი, ხელზე ხელი რომ მომკიდა და ლამის თვითონ გადმომსვა ჯაკუზიდან
-მადლობა-ვუთხარი ჩურჩულით რატის და პირსახოცმოხვეული გავვარდი სააბაზანოდან, პირდაპირ ოთახში შევედი და გახდა დავიწყე, მალევე შემომყვნენ გოგონები სიცილით
-ეს ვიდეო ინსტაგრამზე უნდა დავდო ძააან საყვარლობაა-კისკისებდა ნიაკო
-კარები დაკეტეთ ერთი უნდა გამოვიცვალო-თვალები ვუბრიალე გაბრაზებულმა და სველი ჟაკეტი ძირს მოვისროლე, თუმცა რომ მივხვდი რატის ჟაკეტს როგორ მოვექეცი მაშინვე ავიღე და სკამზე გადავკიდე.
-როგორ დაიცვა რატიმ? ერთი მეც უნდა გავაბრაზო ვაკო მაინტერესებს რას მოიმოქმედებს-არ წყვეტდა სიცილს ჩემი პატარა დაიკო
-ნია, გაეთრიე ოთახიდან სანამ გადაგაგდე ფანჯრიდან-დავუღრინე და სველი მაიკა პირდაპირ თავზე ჩამოვაცვი, ამჯერად მე გამეცინა. სწრაფად გამოვიცვალე და გარეთ გავედით. სველი ტანსაცმელი კი იქვე გაფინე.
-მოგეწონა ბანაობა?-გაიცინა ვატომ როდესაც კვლავ გვერდით მივუჯექი ბოროტული მზერით
-მოგეწონა ტკბილი გაღვიძება?-კითხვა შევუბრუნე და მუჯლუგუნი ვკარი
-კარგით მომბეზრდა თქვენი კინკლაობა, დამასვენეთ-შუაში ჩაგვიჯდა ნიკო და ხელი გადამხვია, მე კი წინ მჯდომ რატის გავხედე, რატომ მიმახვილებდა მასზე ყველა ყურადღებას? მოვწონდი? თუ უბრალოდ ბავშვები ერთობოდნენ, როგორც ეს ბავშვობაში ხდებოდა, როდესაც სულ ვიღაცაზე მახელებდნენ. მისგან ისეთი არაფერი მიგრძვნია რომ ეს მეფიქრა, ის ისე მექცეოდა როგორც ნიაკოს და თამუნას. მე კი უკვე ზედმეტად ბევრს ვფიქრობდი მასზე...
-წამოდით სადმე გავიდეთ-წამოაყენა იდეა ლევანმა
-მე საბაგიროზე მინდა, ვიდეო მაქვს ნანახი და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ-თამუნამ თქვა და რა თქმა უნდა ნიაკოც აიყოლია.
-ბავშვებო ჰაწვალში ხვალ წავიდეთ, დილით და თუგინდათ საღამომდე იქ დავრჩეთ. დღეს კი აქვე პატარა კაფეა და კუბდარს შევუკვეთავ, მივიდეთ და ვჭამოთ-უთხრა რატიმ მათ
-კი მაგრამ არშეიძლება ჯერ იქ რომ წავიდეთ?-უცებ მოიწყინეს მათ
-გვიანია უკვე, 5ზე იკეტება და იქ ხომ გინდათ რომ გავჩერდეთ და სურათები გადაიღოთ-აუხსნა სიტუაცია ლევანმა
-კარგით მაგრამ მაშინ კოშკი ვნახოთ რამე-მაინც არ ნებდებოდა ნიაკო
-კარგით წაგიყვანთ კოშკზე, მაგრამ იმ პირობით რომ სახურავზე ყველა ამოხვალთ-გადმოგვხედა ღიმილით რატიმ
-აბა რას ვიზავთ-გაეხარდა ნიაკოს და თამუნა ოთახში წააპროწიალა ჩასაცმელად.
-მიდი შენც ჩაიცვი თბილად, მართლა არ გაცივდე-მითხრა ვატომ
-ვატუნა როგორ მიყვარს ჩემზე რომ ზრუნავ ხოლმე-გავუცინე გველურად და კოცნა გავუგზავნე, მეც წამოვდექი და ოთახში გავედი. მუქი ლურჯი ტანზე მომდგარი შარვალი და წითელი მაისური ჩავიცვი რომელზეც თბილი მოსაცმელი მოვიცვი, თავზე კი კეპი დავიფარე, თმა ჯერ კიდევ სველი მქონდა, მე კი არც მომფიქრება ფენის წამოღება. დიდხანს ვიტრიალე სარკის წინ, თუმცა ჩემზე უფრო დიდხანს იტრიალეს ნიაკომ და თამუნამ
-ტაქსი გამოვიძახე, თან ორი და გადავნაწილდით ახლა-უკვე გასვლისას გვითხრა რატიმ. ჩვენც უჩხუბრად გადავნაწილდით და რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ მანქანებიც გაჩერდა.
-აქედან მოკლეა და ფეხით ავიდეთ, შემდეგ კი კოშკზე უნდა ავცოცდეთ-აგვსნა ლევანმა, გზას ფეხით გავუყევით, ნიაკო თამუნა და გაბრიელი წინ მირბოდნენ, დანარჩენები კი უკან. ნიკოს ხელი გადაეხვია ჩემთვის და მეც მის წელზე შემოხვეული ხელით მივიწევდი წინ
-გამიღიმეეთ-წინ დაგვიდგა ფოტოაპარატ მოარჯვებული ლევანი და ჩვენც გავიკრიჭეთ. მითუმეტეს იმისა რომ მოკლე გზა იყო მაინც უამრავი ფოტო გადავიღეთ. მალევე მივედით კოშკთან.
-რთული ასასვლელია, ამიტომ ბიჭები პირველი ავალთ და ამოგიყვანთ თქვენც-გვითხრა ლევანმა და კოშკში შევიდა. პირველი კიბე უპრობლებოდ ავიარეთ, თუმცა თანდათან უფრო გამიჭირდა სვლა.
-მეშინიაა-ამოვილუღლუღე როდესაც წვრილი კიბით მივადექი მეოთხე სართულზე ასასვლელს, ნიკო ქვემოთ მელოდებოდა, ზემოთ კი რატი და ლევანი იდგნენ
-ნუ გეშინია, მოდი ხელი მომკიდე-ჩამომძახა ზემოდან რატიმ
-ჩავვარდები ხელი რომ გავუშვაა-ვუთხარი და ზემოთ ავხედე
-კარგი მოიცა-მითხრა მან და უფრო გადმოიხარა, ხელები მკლავებზე მომკიდა უკვე ჩემს აწევას აპირებდა რომ ვიყვირე
-არა გთხოვ ჩავვარდებით ორივე, ქვემოთ ჩავალ და იქ დაგელოდებით-ვლუღლუღებდი და ქვემოთ ჩასვლა დავაპირე, თუმცა ხელი არ გამიშვა
-უბრალოდ გაჩერდი და აგიყვან-მითხრა მკაცრად მან და ხელი უფრო მომიჭირა, მეც ინსტიქტურად კანკალით გავუშვი ცალი ხელი სახელურს და მის ხელს ჩავეჭიდე. მანაც ნელნელა ამიყვანა და ბოლოს ძლივსძლივობით ამიყვანა
-ძლივს ამოვედით-უკვე ბოლო სართულის პატარა ფანჯრიდან გადავიხედე მე და შევეცადე აკანკალებული სხეული გამეჩერებინა, ლევანი კი იქვე იდგა და იღიმოდა
-სადარიან სხვები?-თითქოს გამოვერკვიეო და ლევანს გავხედე, ამასობაში ნიკოც ამოსულიყო და რატის ელაპარაკებოდა, გაკვირვებულმა გავხედე სახურავს, ნაბიჯების და სიცილის ხმა ჩამოდიოდა ზემოდან
-იქ უნდა ავიდეთ?-ლამის წამოვიყვირე და ხელი ზემოთ ავიშვირე
-ჯერ ისინი ჩამოვიდნენ და ავალთ ჩვენც-მითხრა რატიმ და კიბიდან ზემოთ აიხედა. თითქმის ათი წუთი ველოდეთ როდის ინებებდნენ ჩამოსვლას, გვეშინოდა ერთად რომ ავსულიყავით სახურავი არ ჩამტყდარიყო. მართალია ამის შანსი არიყო მაგრამ მაინც.
-ტაქსთან დაგელოდებით-გვითხრეს ჩასვლისას მათ და ღიმილით დაეშვნენ ძირს
-ვერვიტან სიმაღლეეს-ვუთხარი ნიკოს როდესაც სახურავზე "ამათრიეს"
-დადექით სურათებს გადაგიღებთ-გვითხრა ლევანმა, მე კი ადგილიდან ვერ ვინძრეოდი, საბოლოოდ ბევრი სურათი გადავიღეთ
-ელე მიდი რატისთან ერთად არ გადაგიღია-მითხრა ეშმაკურად ლევანმა და მანიშნა რატისთან მივსულიყავი
-ჩასვლას ვაპირებდი უკვე-მეგონა თავს დავიძვრენდი თუმცა რატიმ გაიღიმა და მანიშნა მივსულიყავი, მეც დაბნეული მივედი და გვერდით დავუდექი, არვიცი ფოტოში როგორი სახით ვიქნები მაგრამ თუ ფოტოაპარატი ხელში ჩავიგდე ამსურათს აუცილებლად წავშლი. რატიმ ხელი გადამხვია ბეჭზე და ფოტოც ალბათ სასწაული გამოვიდოდა.
ისევე წვალებით "ჩამომიყვანეს" იქედან როგორც ამათრიეს და საბოლოოდ მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის სასტიკად მეშინია, მაინც სასწაულად გავერთე და დავტკბი სვანური კოშკის სილამაზით.
კოშკიდან წამოსულები სახლთან ახლოს კაფეში მივედით და კუბდარი შევუკვეთეთ, გემრიელადაც მივირთვით და მესტიაში სასეირნოდ გამოვედით, შუა ღამემდე ვსეირნობდით ქუჩაში და ლამაზად განათებული კოშკებით ვტკბებოდით.
-სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, საოცარი სილამაზეა-ვთქვი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე
-მთავარია მონდომება ელე, შეიძლება ვინმე სვანიც კი შეაბა თუ მოინდომებ-თვალი ჩამიკრა ლევანმა გამიცინა, სირცხვილისგან სახეზე ალმური მომედო. კიდევ კარგი ბნელოდა. აწითლებულმა გავაპარე სამეგობროში ერთადერთი სვანისკენ რატი რატიანისკენ მზერა და როდესაც მისი მზერა დავიჭირე სწრაფად გამოვდე ხელკავი გაბრიელს და თავი მხარზე ჩამოვადე აჭარხლებულმა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent