შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {4}


4-07-2018, 00:09
ავტორი სალანდერი
ნანახია 839

ხელი არ გამიშვა {4}

გონებაში ლაშას ნომერი აღიდგინა და სასწრაფოდ გადარეკა მამასთან.
- გისმენთ. - მოისმა ბოხი ხმა.
- ლაშა, სანამ ქუთაისში დავბრუნდები ნინა სახლში იყოს, თორე დედას მოგიტ'ყნავ მტრებიან მეგობრებიანად. - ხმა არ შესცვლია ისე აუხსნა მამას.
- ვინაა ნინა, რა ხდება გამაგებინე. - აშკარად გაოცებული იყო სანდროს მოულოდნელი ზარის გამო.
- ნინა, ჩემი ლექტორი. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- მე არ მყავს შვილო. - ხმა დაუთბა მამაკაცს.
- ბიჭო თავს ნუ იყ'ლევებ შენ, აი იმ ვიღაცებს ყავთ სავარაუდოდ, შენს გამო რომ ჩემზე გამოვიდნენ.
- ჩემგან რას ითხოვ მამა? ხომ გითხარი საერთოდ დაივიწყე მამა რომ გყავსთქო, ახლა დაგჭირდი და დარეკე არა? - ტონი გაუმკაცრდა.
- შენმა ყლ'ეობამ უკვე წამართვა ერთი მნიშვნელოვანი ქალი, მაშინ გადამირჩი, ნინას რომ რამე მოუვიდეს არ გაცოცხლებ. - უემოციო იყო ბიჭის საუბარი, მაგრამ ლაშამ მშვენივრად იცოდა როგორი გაცოფებული იყო სანდრო.
- ანუ ნინა მნიშვნელოვანია? - კითხვა გაურია წინადადებაში.
- ანუ ნინა სახლში დამხვდება მე რომ ქუთაისში ჩამოვალ, თუ არა და სხვანაირად ვილაპარაკებთ. - ეს თქვა და მაშინვე გათიშა ტელეფონი.
ჩქარი ნაბიჯით გავიდა გარეთ და პირველივე ტაქსის ტრაფარეტიანი მანქანა გააჩერა.
- ქუთაისში წამიყვან? - ტაქსისტმა ცოტა შორს დაიჭირა ბიჭის წინადადება.
- სასწრაფოდ უნდა ჩავიდე, რამდენსაც გინდა გადავიხდი. - წარბის აწევით აღნიშნა და მძღოლმაც მაშინვე ანიშნა ჩამჯდარიყო.
სანდრო უკან სავარძელში ჩაჯდა და ფანჯარას მიადო თავი.
მოუსვენრად იყო, არ უყვარდა ნინა, მაგრამ არ უნდოდა ქალს რამე დაშავებოდა.
არ უყვარდა, არ უყვარდა, და ვინ უყვარდა რომ? არც არავინ უყვარდა სანდროს.
თუმცა იცოდა რომ ნინასთან ყოფნა მოწონდა, ჭირდებოდა ეს ქალი. თავიდანვე მიიქცია ნინამ სანდროს ყურადღება, პირველ კურსზე რომ დაჯდა მაშინვე ყველასგან გამოარჩია ნინა.
ეს მხოლოდ მისი გარეგნობის დამსახურება არ იყო, ამაყი ქალი იყო ნინა, უხეშიც კი, თითქოს არავის უტოლებდა თავს და სანდრომაც გადაწყვიტა ყველაზე რთული საკბილო აერჩია.
ყველგან თვალში ეჩხირებოდა ბიჭი, გამუდმებით იქ ჩნდებოდა სადაც ნინას სჭირდებოდა, თანდათან შეიჩვია ნინა მამაკაცმა და საბოლოოდ სანდრომ ისიც გააცნობიერა რომ ქალს გულწრფელად უყვარდა იგი.
სანდრო ყოველთვის ფიქრობდა რომ ქალი კატასავით იყო, ვინც მოეფერება ქალიც მისიაო, ხაზს უსვამდა ბიჭი თუმცა ნინამ მოახერხა მისთვის საპირისპიროს დამტკიცება.
სანდრო იშვიათად, თითქმის არც ეფერებოდა ნინას, მათი სექ'სიც, უხეში ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას უფრო ჰგავდა ყოველთვის, ვიდრე შეყვარებული წყვილის ვნებიან ალერსს, მაგრამ ნინას პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს ამის გამო.
ყველაფერი მარტივად იყო ამ ქალთან.
ის არაფერს ავალებდა სანდროს, არც კისერზე ეკიდებოდა და თავის გრძნობებსაც არ ახვევდა თავს დიდად, თუ რამდენიმე ეჭვიანობის სცენას არ ჩავთვლით რომელის მოწყობაც უკვე მოესწრო ნინას.
ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა ქალს, ერთი შეხედვით თითქოს ბოლომდე ემორჩილებოდა სანდროს, მაგრამ ბიჭმა მშვენივრად იცოდა რომ ნინასნაირი ქალის დამორჩილება თითქმის შეუძლებელი იყო.
ცხელი ქალი იყო ნინა, ძალიან ცხელი, რამდენჯერმა გააფრთხილა კიდეც სანდრო, არ ამადუღო თორემ აგაორთქლებ_ო. მოსწონდა ბიჭს ნინას ბრაზითა და თავდაჯერებულობით გამოთქმული ეს სიტყვები, ღიმილსაც კი ჰგვრიდა და იქნებ გულიანადაც გაეცინა რომ შესძლებოდა.
ნინასთან ტრიალებდა სანდროს ფიქრები, მანქანა კი საკმაოდ სწრაფად მიუყვებოდა გზას, ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა ბიჭი ფიქრებიდან.
მაშინვე უპასუხა და მამამისის უდარდელი ხმა შემოესმა.
- ნინას რამდენიმე წუთში სახლში მიიყვანენ, სად ხარ შენ?
- მაქსიმუმ ორმოც წუთში ქუთაისში ვიქნები, ჩემს ჩამოსვლამდე ვინმე დატოვე ნინასთან. - მშვიდად თქვა ბიჭმა და პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი.
ნინას კორპუსამდე მიაყვანინა თავი მძღოლს, ანგარიში გაუსწორა და სწრაფი ნაბიჯით აიარა კიბე.
დაუკაკუნებლად შეაღო კარი, მისდა გასაოცრად ნინასთან ერთად ლაშა იჯდა, ყავას სვამდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.
სანდროს დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა ორივე, თუმცა სანდრო თავად ჩაეშვა სავარძელში.
- კარგად ხარ? - ქალს მიაჩერდა ბიჭი, ნინას თავი ჩაერგო ხელებში აშკარად ეტყობოდა რომ შეშინებულიყო.
- ჰო. - მოკლე იყო ქალის პასუხი, თუმცა სანდრომ გადაწყვიტა ახლა არ გამოჰკიდებოდა ნინას სიტყვებს.
- რა უნდოდათ. - ლაშას მიუბრუნდა მამაკაცი.
- შენ. - მზერა გაუსწორა ლაშამ შვილისას.
- ჩემგან? - ქანდაკებასავით იხედებოდა სანდრო.
- მე. - ისევ მოკლედ უპასუხა მამაკაცმა.
- როდის მოაგვარებ. - ზიზღი გამოსჭვიოდა ბიჭის მზერაში თუმცა ლაშას გარდა ვერც ვერავინ მიხვდებოდა ალბათ.
- აქ გინდა ამის განხილვა? - თვალით ქალისკენ ანიშნა მამაკაცმა.
- ნინა შეგიძლია რამდენიმე წუთით დაგვტოვო? - ისევ ქალზე გადაიტანა მზერა სანდრომ, და მიუხედავად იმისა რომ გასვლის დიდი სურვილი არ ეტყობოდა ნინას, მაინც გაითვალისწინა ბიჭის თხოვნა და ნელი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
- ამის გასათავისუფლებლად, საკმაოდ დიდი პარტიის დათმობა მომიწია მათთვის. - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი ლაშამ.
- ესე იგი საფრთხეშია? - მობეზრებით გადააქნია თავი სანდრომ.
- ეგეც და შენც. - უკმაყოფილოდ დაეთანხმა მამაკაცი.
- როდის მოაგვარებ. - კითხვა გაიმეორა ბიჭმა.
- ძლიერი ხალხი ყავს მამა, ასე მარტივად ვერ მოვიშორებ, დრო მჭირდება. - აშკარა უკმაყოფილება გამოესახა სახეზე.
- შენც ხო გყავს ხალხი ბიჭო, ადექი და პირდაპირ გადადგი ნაბიჯი, ეს დიპლომატიურ-ძველბიჭური მტრობა რამე ახალია თქვენში? - მშვიდად ლაპარაკობდა სანდრო.
- რა ვუთხრა ჩემებს მამა? ადექით და ხმლებით შევერკინოთ_თქო? - ბიჭის უემოციობას წყობიდან ნელ-ნელა გამოყავდა ლაშა
- შევერკინოთ? - გაკვირვებით იკითხა ბიჭმა. - ლაშა, ვერ ისწავლე რომ ცხვრების ფარას მწყემსი სჭირდება და არა ლიდერი?
- ამბობ რომ ბრძანება უნდა მივცე მოიშორეთ_თქო? - სანდროს ცივსისხლიანობამ ლაშაც კი გააოცა. - და კიდევ ჩემს ბიჭებს რომ ვუთხრა ჩემი შვილი ცხვრების ფარად მიგიჩნევთ_თქო ცოცხლად გაგატყავებენ.
- ცხვრებს ჯერ არასდროს გაუტყავებიათ მეფე, პირიქით რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ ყოფილა. - მშრალად უპასუხა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
- გააფთრებული ცხვრების ფარა არ გინახავს ეტყობა შვილო, თუმცა ახალგაზრდა ხარ ჯერ, გამოცდილებას მოაქვს ცოდნა. - მჭევრმეტყველება სცადა ლაშამ და სანდროს, სიგარეტზე მოუკიდა.
- ეგ გააფთრებული ცხვრები, მეფესთან მისვლამდე მწყემსს დაგლეჯენ მამაჩემო, ასე რომ თუ ჩვენ ორს შორის ვინმეს სიფრთხილე მართებს, ის ვინმე მე ნამდვილად არ ვარ. - ირონიულად გაუღიმა სანდრომ მამას და ძლიერი ნაფაზი დაარტყა სიგარეტს.
- ჰოდა იმას გეუბნები, სიფრთხილე გმართებს დროებით და ნინასაც თუ მოაშორებ აქაურობას კარგს იზამ. - თემა სასწრაფოდ შეცვალა მამაკაცმა.
- ნინას სამსახური აქვს. - უდარდელად თქვა ბიჭმა.
- იქნებ რამე მოახერხო და დროებით წავიდეს, მეც მალე მოვაგვარებ ამ პრობლემას. - სწრაფად თქვა და ფეხზე წამოდგა მამაკაცი, ნელი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და კარი გაიხურა.
სანდროც ადგა და სამზარეულოსკენ დაიძრა, სწორედ იქ ეგულებოდა ნინა. ქალი მაღალ სკამზე შემომჯდარიყო, ხელებით სამზარეულოს ბარს ჩამოყრდნობოდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული.
ფრთხილად მიუახლოვდა ბიჭი, ხელები მოხვია და კეფაში აკოცა.
საოცარი სურნელი ჰქონდა ნინას კანს და თმას, სანდრო ათას ქალში გამოარჩევდა ამ სუნს, ღრმად ჩაისუნთქა ბიჭმა ქალის არომატი.
ნინას კანი სულ აეხორკლა, ჟრუანტელმა დაურა მთელს ტანში და სულ გადაავიწყდა ბრაზი.
თავი უნდა მოეთოკა ქალს, ნინამ იცოდა რომ სანდროსთან ასეთი სისუსტე არ არგებდა, ხელებში არ უნდა ჩადნობოდა ბიჭს.
ხელი ფრთხილად გააშვებინა, სკამი მისკენ მოაბრუნა და ცრემლიანი თვალები შეანათა სანდროს გამყინავ მზერას.
- შეგეშინდა? - მშვიდად იკითხა ბიჭმა.
- მეტკინა. - მტკიცედ გაიჟღერა ქალის ხმამ და სანდროს ლოყა აეწვა.
მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გააცნობიერა სანდრომ რომ ნინამ გაარტყა და რომ არა უმიმიკობა, უეჭველად გაოცება დაეხატებოდა სახეზე.
- ნინა, ვიცი რომ შეგეშინდა, ისიც ვიცი რომ ჩემს გამო მოხდა, მაგრამ. . .
- მოკეტე, იდიოტო. - მთელი ხმით იღრიალა ქალმა. - გგონია იმის გამო გაგარტყი, ვიღაც იდიოტები რომ მემუქრებოდნენ? მალე გამომიხსნა მამაშენმა, შენ ჯობია ის მითხრა ვისი ბინძური საწოლიდან მობრძანდი აქ. - გააფთრება აშკარად შეეტყო მის სახეს.
- მოიცა, ახლა თბილისში წასვლის გამო გამარტყი? - კიდევ უფრო გაოცდა სანდრო.
- იმისთვის გაგარტყი რომ თბილისში წადი ვიღაც ნაშისთვის, იმისთვისაც შენზე არაფერი რომ არ ვიცოდი მთელი ორი კვირა, იმისთვისაც შენმა დაბადების დღემ უჩემოდ რომ ჩაიარა, გავაგრძელო? და საერთოდ ერთი დარტყმა არ ეყოფა ამდენ წყენას, ნამუსი რომ გქონდეს მეორე ლოყას უნდა მიშვერდე. - თვალები ჩაუსისხლიანა ბრაზმა ნინას.
- ახლა ეჭვიანობ? - ირონიულად გაეღიმა ბიჭს.
- არა, მშურს ვიღაც სალომე შენთან რომ იწვა და ჩემთან არა. - ხმამაღლა საუბარს განაგრძობდა ქალი.
- ნინა, არ მითხრა რომ ქალები გიყვარს. - კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა ბიჭს.
- შენს შეყვარებას, ქალები კი არა ძაღლები ან გოჭები შემყვარებოდა არ ჯობდა? - ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ნინას.
- კარგი რა, მეთქი რამე სერიოზული მოხდა_თქო. - უკმეხად თქვა სანდრომ და ზურგი აქცია ქალს.
- ამაზე სერიოზული რა გინდა სანდრო? რამდენი კილომეტრი გაიარე რო ვიღაც გოგოსთან გეკოტრიალა და არც დაინტერესებულხარ ამ დროს მე როგორ ვიყავი აქ. - ცრემლები ერთმანეთს მოსდევდა და ნინას აღარ უცდია მათი შეკავება.
- მასთან არ ვწოლილვარ, ასე რომ მშვიდად. - მობეზრებით თქვა მამაკაცმა.
- რააა? ახლა სულ გავგიჟდები, მოიცა ანუ ის გოგო, შენ ის გიყვარს სანდრო? - მაისურში მოქაჩა ბიჭს და აიძულა მისკენ მობრუნებულიყო.
- შეგიძლია დამშვიდდე? - წარბის აწევით იკითხა და სახეში შეაჩერდა ქალს.
- არა, არ შემიძლია და არც შენი დანახვა აღარ მინდა, გამეცალე სანდრო, გამეცალე და აღარ დამენახო. - მუშტები ძლიერად მიარტყა გულზე მამაკაცს, თითქოს მის მოშორებას ცდილობდა.
სანდრომ ფრთხილად დაუჭირა ხელები, წინააღმდეგობის მიუხედავად შუბლზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.
. . .
ქალმა ტირილს უმატა, ეს დასასრული იყო, სანდრო აღარ დაბრუნდებოდა, თავბედს იწყევლიდა რომ ნერვების მოთოკვა ვერ მოახერხა.
ნერვიულად მოჰყვა ოთახში სიარულს, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა ახლა, სიგიჟემდე უყვარდა ბიჭი, არ შეეძლო მისი დაკარგვა.
რატომ არ შეიძლებოდა ყველაფერი ნორმალურად ყოფილიყო.
"რა ჯანდაბა გინდოდა ნინა, რა დროს ასეთები იყო ამ ასაკში, რა გჭირს რა ჯანდაბა გეტაკა, როგორ იქეცი ამად, რას დაემგვანე, რატომ გადაეყარე ამ ბიჭს" სარკის წინ იდგა და თავის თავს ხმამაღლა ეჩხუბებოდა.
მოგვიანებით გაიაზრა საკუთარი სიტყვები და მუხლებზე დაეცა.
"არ გნანობ სანდრო, არ გნანობ, არ ვნანობ შენს გამოჩენას, არ ვნანობ ჩემს სისუსტეს, არაფერს ვნანობ რაც შენ გეხება, მე შენ ვერ გინანებ" მაისურის სახელოებით მოიწმინდა ცრემლები და ფეხზე წამოდგა, წყალი უნდა გადაევლო, აზრზე მოსვლა სჭირდებოდა და სანდროსთან მშვიდად საუბარი.
ახლა ალბათ მასთან ლაპარაკს არ მოისურვებდა ბიჭი.
ნინას მარტო დარჩენა არ უნდოდა გადაწყვიტა მეგობრისთვის დაერეკა და თავისთან მოსვლა ეთხოვა, ასეც მოიქცა, სოფი მაშინვე დათანხმდა და დაპირებისამებრ ერთ საათში უკვე ნინასთან იყო.
მანამდე იბანავა და ტანზე გამოიცვალა ქალმა, სოფიმ ყავა მოადუღა და სამზარეულოში, ბართან მოკალათდა ორივე.
- რა გჭირს, რას გავხარ, რამეზე ინერვიულე? - ცისფერი თვალები ცნობისმოყვარეობით ანთებოდა ქერა დაახლოებით ნინას ასაკის ქალს.
- მე. . . მე. . . უბრალოდ ბებიაჩემია ავად, ასაკიანია მაგრამ მაინც ვინერვიულე. - მერამდენედ ცრუობდა სანდროს გამო, თუმცა ახლა ნამდვილად არ ჰქონდა სოფოსთვის ყველაფრის მოყოლის თავი.
- და სიმპათიურია ეგ ბებიაშენი? - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ქალს სახეზე.
- ღმერთო სოფი, შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი. -გულწრფელად გაეღიმა ნინასაც და რამდენიმე წუთიანი წუწუნის შემდეგ სანდროს შესახებ უამბო დაქალს.
რა თქმა უნდა იმის გამოკლებით რომ სწორედ მის გამო მოიტაცეს დღეს.
- და სიმპათიურია შენი აღუა? - ენა გადმოუგდო და გულიანად გაიცინა სოფიმ.
- ფოტო მაქვს ტელეფონში, თუ მომიტან გაჩვენებ. - წინადადება დასრულებული არ ქონდა ისე გავარდა სოფი ტელეფონის მოსატანად და ორ წუთში დაბრუნდა უკან.
- ვაუ, საერთოდ არ ეტყობა რომ ოცდაერთისაა. - თვალებგაფართოებული დასჩერებოდა ტელეფონის ეკრანს სოფი, რომელზეც სანდროს ფოტო იყო გამოსახული.
- სოფი, ჯობდა გეთქვა რომ მე არ მეტყობა ოცდათვრამეტი. - ხუმრობა სცადა ნინამ და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა რომ კარზე მსუბუქი მოკაკუნება შემოესმა.
- როგორ ფიქრობ არ შეგირიგდება? - აშკარად დაინტერესებული ჩანდა ქალი.
- ძალიან უცნაური ბიჭია სოფი, კარზე კაკუნი შენც მოგესმა? - დაეჭვებით შეხედა მეგობარს.
- არა. - იუარა ქალმა
- მე გავიგონე რაღაც, გავალ გავიხედავ. - თქვა და ფეხზე წამოდგა, ჯერ ჭუჭრუტანაში გაიხედა თუმცა ვერაფერს მოკრა თვალი, შემდეგ ნელა გამოაღო კარი და მაასინვე სიმძიმე იგრძნო ფეხებზე.
სწრაფად დაიხედა და ძირს გაშოტილ სანდროს გადააწყდა, რომელიც როგორც ჩანს იატაკზე მჯდომი მთელი სხეულით მიყრდნობოდა კარს და მისი გაღებისას თავი ვერ შეიკავა.
ნინას ტერფებზე ედო თავი და ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა ქვემოდან.
აი ამ წუთას, დაეფიცებოდა ნინას რომ არც ერთი ადამიანი არ იყო სამყაროში მასზე ბედნიერი, ღიმილი ვერ შეიკავა და პირზე აიფარა ხელი, შემდეგ კი მუხლებზე დაეშვა და შუბლზე ფრთხილად აკოცა ბიჭს.
- დალიე? - ღიმილი არ შორდებოდა ბაგიდან.
- ცოტა. - წარბები შეჭმუხნა სანდრომ.
- ნი ყველაფერი რიგზეა? - სოფის ხმა გაისმა სამზარეულოდან.
- მოიცა გოგოების მოწონებაზე არ გიხუმრია? - ენის ბორძიკით მოაბა წინადადებას თავი სანდრომ.
- ნუ ხარ დამპალი, მეგობარია ჩემი. - კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და ამჯერად სიცილი წასკდა.
- ყველაფერი კარგადაა სოფო, სანდრო ცოტა ნასვამია და იქნებ შემაყვანინო. - ამჯერად მეგობარს გასძახა ნინამ და სოფოც მაშინვე მათთან გაჩნდა.
სასწრაფოდ მიესალმა ბიჭს და მანაც მოკლედ დაუბრუნა სალამი.
- არ ადგები? - ზემოდან დაჰყურებდა ბიჭს ნინა.
- რატომ? - თავი ნელა გადააქნია ბიჭმა.
- იმიტომ რომ გაცივდები, ადექი სულ სველი ხარ, წვიმს გარეთ? - თან ლაპარაკობდა და თან ბიჭს ექაჩებოდა ნინა.
სანდრო ნელა წამოაყენეს, აქეთ იქედან შეუდგნენ ქალები და საძინებელში შეიყვანეს.
- უნდა იბანაო და გამოიცვალო. - დოინჯ შემორტყმული დაადგა თავზე და ღიმილით დააჩერდა ბიჭს.
- განძრევის ტრ'აკი ნაღდად არა მაქვს შენ თავს ვფიცავარ. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა, პირველად გაიგონა ნინამ სანდროს პირიდან ფიცი.
- უკვე გითხარი რომ ვგიჟდები შენს სიმთვრალეზე? - კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დგებოდა ქალი.
- ნინ, მე დამირეკეს სახლში ვარ გასაქცევი სასწრაფოდ. - თვალი ჩაუკრა მეგობარს სოფომ და სანამ პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა თითქოს გაუჩინარდაო ისე გავარდა სახლიდან.
- სანდრო, არ დაიძინო, უნდა გაგხადო. - შარვლის ტოტში დაქაჩა და ოდნავ შეანჯღრია ბიჭი.
- კარგი რა ნინა, ამხელა ლექტორმა ქალმა როგორ არ იცი, ან ჩემგან მაინც ვერ ისწავლე? რად უნდა გაფრთხილება ადამიანის გახდას. - ენა ოდნავ ებმოდა სიმთვრალისგან თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
- მორჩი მაიმუნობას და დამეხმარე სანდრო. - მოჩვენებითი გაბრაზება გადაეჯრა სახეზე.
ჯერ ფეხსაცმელი და წინდები გახადა, შემდეგ შარვალი, მაისური და საცვლები.
- ხედავ სანდრო? აი ასე ხდიან ადამიანები ერთმანეთს, ტანზე შემოხევა არ არის საჭირო. - ღიმილმა გაუპო ბაგე, მსუბუქად ქოშინებდა.
- ადექი ახლა, უნდა დაიბანო. - წამოდგომაში მიეხმარა, ბიჭმა ხელი გადაჰხვია მხარზე და ასე ჩამოყრდნობილი შეიყვანა აბაზანაში, რამდენიმე წუთში უკვე დაბანილი გამოიყვანა და საწოლზე დააწვინა.
- ჰა სანდრექს ისწავლე, საწოლზე ნელა უნდა დასვა ადამიანი, ზედ კი არ უნდა დაახეთქო. - ხუმრობას განაგრძობდა ნინა.
ახალი საცვალი გამოუღო გარდერობიდან და ფრთხილად ჩააცვა.
- არავინ დაგეხმარება ჩაცმაში თუ უკვე გიხმარა არა? - სანდროს ნათქვამი გაახსენდა და მის მუცელთან ჩაიფხუკუნა.
- ოღონდ არ მითხრა რომ უკვე მიხმარე. - წარბი აწია ბიჭმა.
ნინა უკვე საკმაოდ დაეღალა, სანდროს მძიმე სხეულთან ჭიდაობას, ბიჭის მკერდზე ჩამოდო თავი და მის გულისცემას მიუგდო ყური, არც სანდროს უცდია ქალის მოშორება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Unknown_Girl

Ara titqos ninastan miuwevs am sandros guli mara Salome vistanaa mashin?...sainteresoaa:dd^

 



№2  offline მოდერი სალანდერი

Unknown_Girl
Unknown_Girl

სულ ჩვენებია ყველა :დ

 



№3 სტუმარი lile

Mgoni nina momwons :ddd
Nu sandro am tavshi cotati datba
Me nina sandros wyvilis mxares var
Dae siyvarulma dsdzlios 18 weli :dd

 



№4  offline მოდერი სალანდერი

lile
lile

მგონი სანდრო უბრალოდ ნასვამია :დ
ნინა მეც მომწონს კი :დ

 



№5  offline წევრი Someone wandering

ვააიიიმეეე ჩეემიი სიყვარულეებიიი. ცქნაფეებიიი
ვსოოო ესენი არიან ჩემეებიიიი

 



№6  offline მოდერი სალანდერი

MaaiKoo
MaaiKoo

აუუუ რა საყვარლად თქვიი :დ

 



№7  offline წევრი ჟიზელი

დიალოგები, როგორ მომწონს დიალოგები! თითქოს პერსონაჟები იმას ამბობ,რაც უნდა თქვან. მომეწონა მე ეს თავი და რატომღაც აღმოვაჩინე(და არ ვიცი რამდენად ძერსკული აღმოჩენაა :დ ) ,რომ სანდრო მამას "ბიჭოთი" მიმართავს და ლაშა "მამის" ურევს უმეტესწილად საუბრისას... აქ,ამ ორ სიტყვაში მართლა იგრძნობა რა დამოკიდებულებაა ამ ორ ადამიანს შორის,მაშინ როცა ეს ორი სიტყვა პირიქით უნდა იყოს მიმართული...
ანუ რისი თქმა მინდოდა, ქუუუულ დდუუუდ, კარგი ნიუანსია-მეთქი.
რაც შეეხება ნინასა და სანდროს ასაკობრიბ სხვაობას.
მე რომ ვთქვი "თიმ ნინა" ვარ-მეთქი, არ მიხუმრია :დ
ჩამრჩა ეს მოთხრობა გულში და რა ვქნა.
მოკლედ,გუშინ დავგუგლე "ლარჯ ეიჯ დიფერენს ბითვინ ქაფლს" , ხოდა დიდი მონდომებითა და ნამეტანი ჩაკირკიტებით აღმოვაჩინე წყვილი,რომელთა შორის 23 წელია განსხვავება, ხოდა ბიჭი უსიმპატიურესია და ქალი "თხა ,ჭაკი,ჯუა" ,თუმცა ორი შვილი ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ :დდდ მერე კორტნი კარდაშიანი და მისი ბიჭი გამახსენდა,გეის რომ გავს ეგ ,მაგრამ მაგათ 12 თვეს ვაძლევ მაქსიმუმ და დავიკიდოთ.
მოკლედ, კომენტარების კითხვისას მივხვდი,რომ ზოგს 38 წლის ქალი და 21 წლის ბიჭი ემარაზმება,მაგრამ რა არის ასაკი მაშინ,როცა ბიჭის აზროვნება იმაზე მაღლა დგას ,ვიდრე ეს ასაკი? 20 წლის ვარ და ჩემი კლასელებიდან დაწყებული,ჩემი ჯგუფელებით დამთავრებული,ამ ასაკში მყოფი ყველა ნაცნობი ბიჭის დახასიათება სიტყვა "ქლიავით" შემიძლია მხოლოდ :დ თუმცა ,ხომ არსებობენ სანდროები,გამსაკუთრებულები,ისეთები ,ვისთვისაც კარიერის,ასაკის და ერთი სიტყვით,მთლიანი ცხოვრების დავიწყებაც ღირს.
ტფუი, რა საშინლად რომანტიკოსი ვარ.
ხოდა კიდე, ავტორო,კი მივხვდი,რომ დასავლეთიდან ხარ,მაგრამ "თბილისში წადი" აღარ მაკადრო "თბილისში წახვედის მაგივრად"..."მაგი" არც შენნაირ მწერალს ეკადრება და არც ჩემნაირ მკითხველს :დ
მოკლედ , გყვარობ რა.
აბა ჰე და აბა ჰო, მოდი ჩემთან ლამაზო :დ

 



№8  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

აუ როგორი ძაან მაგარი ტიპი ხარ ხომ არ იცი :დ
შენიშვნა მიღებულია და გამოვასწორებ :დ
მადლობის მეტი რა მეთქმის ❤

 



№9 წევრი მარიკუნაა♥️

ვფიქრობ, რომ დილით ნინას სანდრო საწოლში არ დახვდება... :(
:))))))))))))))))

თითი მეტკინა იმდენი ) ვწერე, უბრალოდ ირონიის გამომჟღავნება მინდოდა.

მე თიმ #არავინ ვარ.
მგონია, რომ სანდროსნაირებს სიყვარული ცვლის.
მე კიდევ, არ მინდა რომ შეიცვალონ.
:)))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10  offline წევრი mirandaa31

ნინა მართლა ძალიან მომწონს, შენი გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ მომხრე ეს წყვილი შედგეს. თვალს სულ ვადევნებ ამ ისტორის ნინას ასაკის გარდა ყველაფერი მომწონს. წარმატებები შენ.
--------------------
ხელმოწერა

 



№11  offline წევრი უცნაური მე

მეც თიმ#არავინ ვარ :დ მგონია რომ ამ კაცს სულ სხვა ჭირდება არც სალომე და არც ნინა. ვნახოთ ვნახოთ, რაც არ უნდა იყოს მომწონს და ვკითხულობ

 



№12  offline მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
მარიკუნაა♥️

მადლობა შენ აზრის დაფიქსირებისთვის ❤

mirandaa31
mirandaa31

უღრმესი მადლობა ❤

უცნაური მე
უცნაური მე

ძალიან მიხარია, მადლობა შენ ❤

 



№13  offline წევრი ჟიზელი

სალანდერი
ჟიზელი
ჟიზელი

აუ როგორი ძაან მაგარი ტიპი ხარ ხომ არ იცი :დ
შენიშვნა მიღებულია და გამოვასწორებ :დ
მადლობის მეტი რა მეთქმის ❤

ჯასთ თუ ედ : Hooverphonic - mad about you... ეს სიმღერა მახსენდება ამ წყვილზე..მართალია ძაააან ჯეიმს ბონდური რამეა და ყოველთვის,როცა ვუსმენ ,მინიმუმ შენელებულ კადრებში,მზის გულით ავარვარებულ ტრასაზე მილიარდი ცხენის სიჩქარით აბღუილებული ფერარი მიდგას თვალწინ,აგერ წამის მეასედის წინ ცხრაასი ბრუნი რომ გააკეთა ჰაერში, მაგრამ ალბათ მინდა,რომ ნინა და სანდრო ძააან ჯეიმს ბონური წყვილი იყოს ,რადგან ნარკოდილერები და ამბები მაძლევს მაგ დონეზე ჩემი შთაგონების ავარვარებას :დ აი,რა ვუყო, ამ სიმღერის ვნებაზე და ლირიქსზე ,სუფთა ნინა და სანდროა რა და თუ გინდა, დამლახვროს აქვე ოლიმპოს რისხვამ "Give me all your true hate
And I'll translate it in our bed"

 



№14  offline წევრი nigita

მაინც არ მომწონს ნინა , კაცი რომ იყოს დიდი კიდევ მესმის მაგრამ როდესაც ქალია უფროსი და კაცი უმცროსი თან ამხელა სხვაობა , ბოდიში მაგრამ ცუდად მხდის , ქალი თავ უკუღმა დაბერდა და შვილის ტოლა ბიჭებთან დადის რა სასაცილოა ...... სადროს რაც შეეხება საინტერესო ვინმეა , ის იღებს იმას რაც სურს და ამაში არაფერია გასაკვირვი კარგად გაყავს დრო და ერთობა მაგრამ ამათი წვილი მარაზმია...... იმედია ნინას და სალომეს გარდა ვიღაც ისეთი გამოჩნდება ამ ორ ნაშას რომ აჯობებს .....

 



№15 სტუმარი ნია

სალომეც არ მომწონს, შტერი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს და სანდროსნაირს უფრო სხვანაირი გოგო შეეფერება. ნინა იმდენად დიდია რომ ვერ ვხედავ ამათ ერთად, განა იმიტომ რომ უი ხალხის აზრი და საზოგადოები შიში, არა, უბრალოდ გულის ამრევია! დედისტოლა ქალია და მისგან სალომეზე წიკვინი არასასიამოვნო მოსასმენი იყო, ვერ ვხვდები 40 წლის ქალი ესე ეწიკინებოდეს 20 წის ბიჭს რა არის ამაში მოსაწონი. ნებისმიერმა დედამ თქვას რამდენად მოეწონება მისი შვილის ასეთი ურთიერთობა?!

 



№16 სტუმარი თებრონე

მომწონს ნინა,და იმედია შენც მოგწონს თორე დედო დედა.ხოო დღეს ხო დადებ და ამ ნინას ცოტა ასაკი რო ჩაოვაჭრათ 30ის იყოს ჩვენი რა მიდის მალე დადე რა და დიდი თავი ვოტ

 



№17  offline მოდერი სალანდერი

nigita
nigita

მადლობაა აზრის დაფიქსირებისთვის ❤

ნია
ნია

მადლობა აზრისთვის ❤

თებრონე
თებრონე

კი, მეც მომწონს ნინა ❤
კი დავდებ ახალ თავს ❤
აი დიდის რა მოგახსენო, ვნახოთ რამხელა გამომივა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent