შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 17)


4-07-2018, 05:05
ნანახია 269

სისხლში მოცეკვავე (თავი 17)

თავი 17
ლიზას დღიური
მას შემდეგ, რაც ნიკა ხურცილავამ ლიზას დედას შვილის ჩანთა მიუტანა, ქალი ფიქრობდა, რომ ჯერ დეივიდისთვის, ხოლო შემდეგ პოლიციისთვის დაერეკა და საქმის კურსში ჩაეყენებინა, მაგრამ თითქოს არ ემეტებოდა, ლიზას სიცოცხლის ბოლო დღეებში ნაქონი ნივთი ვინმესთვის გადაეცა და გადაწყვიტა, რომ ცოტა ხნით დაეტოვებინა. დიდ ხანს ეფერებოდა წითელი ტყავის ჩანთას თითებით, მერე კი ფრთხილად გახსნა და ნივთების დაეთვალიერება მოინდომა. როგორც კი ხელი ჩაყო, პირველი, რაც თითებზე მოედო, საშუალო სისქის რვეული იყო. გულმა სხვანაირად დაუწყო ძგერა: -ეს თუ ახლა ის არის, რასაც ვფიქრობ...-უცბად გაუელვა თავში აზრმა, რვეული ამოიღო და სწრაფად დაუწყო გადაფურცვლა. ნათიას ვარაუდი გამართლდა, ხელში ლიზას დღიური ეჭირა. სწრაფად დახურა, გვერდზე გადადო და აკანკალებული ეცა სააბაზანოს ონკანს, რომ თავი ცივი წყლით მოესულიერებინა.
ნათია დიდ ხანს ამზადებდა თავს გარდაცვლილი შვილის დღიურის ხელში ასაღებად და მის პირად ცხოვრებაში შესაჭრელად. სურვილი ჰქონდა, ლიზაზე, მის ცხოვრებაზე, ფიქრებზე, პირად განცდებზე, მოსაზრებებზე, მეგობრებზე და ა.შ. მეტი გაეგო, ვიდრე იცოდა, მაგრამ ერთულებოდა, ლიზას სამყაროში ფეხის შედგმისას ისეთ ინფორმაციას წასწყდომოდა, რასაც არ ელოდებოდა- მათ შორის, საკუთარ თავზეც. ფიქრთა ჭიდილში გაატარა რამდენიმე საათი და ბოლოს, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, წაეკითხა. ხელის კანკალით გადაშალა დღიური და კითხვა დაიწყო:.
6 ნოემბერი, შაბათი, 2010 წელი
მე და მამამ დედა დღეს გავაცილეთ. როცა დავინახეთ, რომ თვითმფრინავი მიწას ასცდა და ცაში აიჭრა, რაღაცის იმედით, ცოტა ხანს უხმოდ ვიდექით და ირგვლივ გულაჩქარებულები ვიყურებოდით. როგორც ჩანს, ორივეს გვეგონა, რომ გადაიფიქრებდა და უკან დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ არ გამოჩენილა...
დავრწმუნდით, რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა, ერთმანეთს შევხედეთ, თბილად გავუღიმეთ და გულდაწყვეტილები აეროპორტის შენობას გავეცალეთ.
დაღონებულები ავუყევით ჩვენი სახლისკენ მიმავალ ქვაფენილს. არავინ და არაფერი შეგვინიშნავს, ხიდან ჩამოცვენილი ნეკერჩხლის ყვითელი ფოთლების გარდა, რომლებიც აქეთ-იქით ფრიალებდნენ და ხანდახან ფეხსაცმელებზე გვედებოდნენ. უცებ, ჩვენი ნაცნობი ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი ალექსი ბიძიას ხმამ გამოგვაფხიზლა:
-ოჰ, მეტრეველებს გაუმარჯოს, როგორ ხართ?
-კარგად ალექს, შენ როგორ ხარ? -უპასუხა მამამ.
-იმისთანა კარალიოკი მივიღე, ხომ არ გასინჯავდით?
-დღეს არა, გმადლობთ, მერე იყოს.
-კარგი, როგორც გინდათ. -გვითხრა ალექსიმ და სახეზე რომ უხასიათობა შეგვატყო, ბევრი აღარც გაუგრძელებია, თავი დაგვანება.
ამასობაში სახლთან მოვედით, ორივემ ფანჯრებს ავხედეთ, მაგრამ შუქი ჩამქრალი იყო... კიბეებს ავუყევით და თან, გასაღებს დავუწყეთ ძებნა. ვიდრე ზურგჩანთა გავხსენი, კარსაც მივადექით, მამამ დამასწრო და თავის გასაღებით გააღო. სახლში სიცივე და სიჩუმე დაგვხვდა, ოთახები კი ცარიელი. მამა რომ სახლში შემოდიოდა, პირველად ოთახებს შემოივლიდა ხოლმე. დედას რომ დაინახავდა, სახეზე ღიმილი მოადგებოდა და მერე ტანსაცმლის გამოცვლას და ვახშამზე ფიქრს იწყებდა. დღეს, აღარც ოთახებში შეუხედავს და არც საჭმელი გახსენებია, უბრალოდ, ზრდილობისთვის მკითხა, რამეს ხომ არ შეჭამდიო და უარი რომ მიიღო, უხმოდ შევიდა საძინებელში და აღარც გამოსულა.
მეც დიდ ხანს ვიბორიალე უგზო-უკვლოდ ცარიელ ოთახებში და საინტერესო რომ ვერაფერი ვნახე, ჩემს საძინებელში შევედი, საწოლზე წამოვწექი და ვიგრძენი, რომ დედა უკვე ძალიან მენატრებოდა...
-ამას ვერ წავიკითხავ. -ამოიოხრა აცრემლებულმა ნათიამ და დღიური დახურა. -ესეიგი ლიზამ ჩემი ამერიკაში წამოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო დღიურის წერა. რამდენმა წელმა განვლო მას შემდეგ... უამრავი ამბავი იქნება აღწერილი... მინდა, სიმართლე შევიტყო, მაგრამ ძალა არ მაქვს, ჩემი შვილის ხელით დაწერილი ამბები ვიკითხო... ნეტა რას მალავდი ჩემო გოგო?.. -ქალი ფიქრებში წავიდა, დიდ ხანს იჯდა გარინდებული მისაღებ ოთახში და უაზროდ მისჩერებოდა ჟურნალების მაგიდაზე მდგარ ყავის ცარიელ ფინჯანს. გონს, რომ მოეგო, ისევ დღიურს მიუბრუნდა.

***
მეორე დილით, სამსახურში მიმავალ ნათიას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსენდებოდა ლიზას მიერ ოჯახის წევრებზე დაწერილი, ემოციური ამონარიდები დღიურიდან. ასევე ცდილობდა, ყველა პიროვნება აღედგინა, ვინც იქ იყო მოხსენიებული:
ბავშვობაში პრინცესას როლის თამაში მიყვარდა. ბაბუ სცენას მომიწყობდა, მერე დედას და მამასაც დავუძახებდით, ჩავიცმევდი ყველაზე ლამაზ კაბას და იწყებოდა ჩემი დაუსრულებელი ცეკვა. კონცერტის ბოლოს, მამა სავაძელთან მდგარ დიდ ვაზას ხელოვნურ ყვავილებს ამოაკლებდა და მომართმევდა ხოლმე. ჩემს სიხარულსაც საზღვარი არ ჰქონდა. მიყვარდა, როცა ტაშს მიკრავდნენ და „ბრავო“-ს შეძახილებით მათამამებდნენ.
---
დედაზე ისე ძალიან აღარ ვბრაზობ. ნელ-ნელა გავუგე კიდეც და თითქმის ყოველ დღე სკაიპით ვესაუბრები. ვლაპარაკობთ ყველა დეტალზე, უმნიშვნელო რაღაცებიც კი აინტერესებს, მაგალითად, დღეს რომელი ტრანსპორტით ვიმგზავრე, როგორი ამინდია თბილისში, რა მეცვა, მამამ და მე რა მოვამზადეთ სადილად და ა.შ. ისე სასაცილოდ მეფერება, როგორც პატარა ბავშვს -გაათმაგებული თბილი სიტყვებით და მონატრებით. ხან მის სიტყვებზე მეცინება, ხან სევდა მიპყრობს, მაგრამ ვცდილობ, გულში არაფერი დავიტოვო და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანო. რაც შეეხება ჩემს მეორე დედას -მაია მასწავლებელს და ბალეტს, სკოლაში ჩვეულებისამებს მკაცრი და ძალიან მომთხოვნია, გარეთ კი ნამდვილი მეგობარი. სულ მზრუნველობით მეპყრობა და რჩევებსაც არ იშურებს. ეს ქალი, ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაფერია.

---
ანანოს დაბადების დღეზე ერთი ბიჭი გავიცანი, სახელად ნიკა. ცოტა ამპარტავანი და თავმომწონე ტიპია. ეტყობა, რომ შეძლებული ოჯახიდან არის და დედ-მამის ფინანსური შესაძლებლობები თავში აქვს ავარდნილი. არ მიყვარს ასეთი ბიჭები. არა და ვატყობ, რომ მოვწონვარ. ერთხელ, ანანომ აიჩემა, რომ ნიკასთან ერთად კინოში წავიდეთო. ხათრი ვეღარ გავუტეხე და გავყევი. მას შემდეგ აღარ მასვენებს, უკვე სამჯერ მომწერა, ხან სად მეპატიჟება და ხან სად. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვუპასუხო ბოლო მესიჯზე. ვიცი, რომ ვერ გავუგებ, ამიტომ ურთიერთობის დაწყებას აზრი არ აქვს. თვითონ ხომ უნდა მიხვდეს, ასე ცივად რომ ვპასუხობ, ესეიგი არ მაინტერესებს.

---
დღეს, დიმამ როგორც იქნა, მარტო ჩამიგდო ხელში და სიყვარულში გამომიტყდა. გული ისე მიცემდა, ხმა ახლაც ყურებში ჩამესმის. ჯერ კიდევ ტუჩებზე მაქვს კოცნის გემო და მისი სხეულის სითბოც არ გამნელებია. მეც მიყვარს, თან ისე ძალიან, რომ მზად ვარ, გარეთ გავიდე და ხმამაღლა ვიყვირო.

---
დღეს, დედის დღეა. აუ, როგორ მომენატრა ჩემი „გიჟუკა“. აქ რომ მყავდეს, მაგრად ჩავეხუტებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამასავით თავშეკავებული ვარ, ზოგჯერ ჩემში დედაჩემის თავისუფალი და ლაღი ხასიათი იღვიძებს და მინდება, ისეთი რაღაცები ვაკეთო, რასაც ჩემგან არავინ ელოდება. დღესაც ასეთ ხასიათზე ვარ, მაგალითად, უარს არ ვიტყოდი წვიმიან ქალაქში ფეხშიშველა სიარულზე, ქუჩის მუსიკოსების მიერ შესრულებული მუსიკის ჰანგებზე აცეკვებაზე ან კიდევ რამე ისეთზე, რაც თავისუფლებას კიდევ უფრო ღრმად შემაგრძნობინებდა. ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება.
მენატრები დეე...

---
მამას სპექტაკლის დაწყებამდე, ორი საათით ადრე ველაპარაკე. მითხრა, რომ რაჭიდან ჩემს წარმოდგენაზე დასასწრებად ბებია მოჰყავდა და თბილისში მალე ჩამოვიდოდნენ. სპექტაკლი რომ დასრულდა, კვლავინდებურად მის სცენაზე გამოჩენას და ამაყი სახით ყვავილების გადმოცემას ველოდებოდი, მაგრამ ის არსად ჩანდა... გული დამწყდა, არა და რას ვიფიქრებდი, რომ მამა ცოცხალი აღარ მყავდა და ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გამხდარიყო. ახლა, დედაც შორს და მამა კიდევ უფრო შორს მყავს... სულ მარტო დავრჩი.

---
არ მჯერა, უზომოდ ბედნიერი ვარ. ნიუ-იორკის საბალეტო დასში მიმიწვიეს. „ტრისტანი და იზოლდას“ გუშინდელ სპექტაკლს თურმე ამერიკელი ქორეოგრაფი დასწრებია და ჩემი ცეკვით იმდენად მოხიბლულა, აი, ასეთი შემოთავაზება გამიკეთა. დედა ისეთი გახარებულია, მითხრა, რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებს. ჰო, სიზმარი არ არის, რეალობაა. ახლა, ყველაზე მეტად რაც მაფიქრებს, დიმაა. არ ვიცი, როგორ მიიღებს ამ ამბავს, მაგრამ ვიცი, მიყვარს და არ ვაპირებ, დავკარგო. როგორმე უნდა დავარწმუნო, რომ ჩვენი მომავლისთვის ასე აჯობებს და ჩემი შორს ყოფნა ურთიერთობაზე არ აისახება. იმედი მაქვს, გამიგებს.

---
ცუდი დღე მქონდა. დიმას დავშორდი. ძალიან ძნელია, როდესაც საყვარელი ადამიანი რთული არჩევანის წინაშე გაყენებს და გულს გტკენს. რა ვქნა, ბალეტის გარეშე ყოფნა ჩემთვის იგივეა, რაც თევზი წყლის გარეშე დარჩეს. არ მეგონა, თუ ასე დამთავრდებოდა ჩვენი სიყვარული. საუბრისას ცოტა უხეშიც მომეჩვენა, თითქოს რეალური სახე გამოაჩინა და რაღაც მომენტში, შემეშინდა კიდეც. არა, ასეთ პიროვნებას ვერ შევეგუებოდი. ჩემს არჩევანს პატივს არ სცემს, შეურაცხყოფა მომაყენა -მითხრა, ერთი გულქვა და საკუთარ თავზე იდიოტურად შეყვარებული ადამიანი ხარო. ბედის მადლობელი იყო, რომ დროზე მიხვდა ვინც ვიყავი და სწორ დროს დაამთავრა ურთიერთობა. არ მინდოდა, ასეთი ბოლო ჰქონოდა ამ სიყვარულს, მაგრამ მან მაიძულა, რომ სამუდამოდ მექცია მისთვის ზურგი. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი- ნიუ-იორკში მივდივარ!..

---
აშშ-ში გამგზავრებამდე მაია მასწავლებელს შევხვდი. ეს პიროვნება რომ არა, ნამდვილად არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ასეთი მოცეკვავე და ჩემი კარიერის უკეთესი მომავლისთვის ვიჯდებოდი თუ არა დღეს ამ თვითმფრინავში. ახლა, მისი წერილი გავხსენი, რომელიც წამოსვლამდე გადმომცა და შინაარსმა გული იმდენად ამიჩუყა, სიტყვა-სიტყვით უნდა გადმოვიტანო დღიურში:

ლიზა, ჩემო კარგო და ლამაზო გოგონა, კარგად იცი, შვილივით მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ საუკეთესო მემეტება. ალბათ, არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც შენს მიმართ ჩემს უზომო სიყვარულს გამოხატავენ. გულწრფელად მიხარია, რასაც მიაღწიე და მინდა, კიდევ უფრო დიდ წარმატების მწვერვალზე გიხილო. ვიცი, რომ წლების შემდეგ, ქართველი ხალხი ლიზა მეტრეველით იამაყებს და დიდი პატივისცემით მოიხსენიებს. მე კი გული სიხარულით ამევსება და ვიტყვი, რომ ერთ დროს, პატარა ლიზა საბალეტო წარმოდგენებისთვის ჩემთან ერთად საათობით მეცადინეობდა და თავს არ ზოგავდა. კონვერტში თმის სარჭია, რომელიც პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნოდა. ძალიან მომეწონა და აღვნიშნე, მან კი თმიდან მოიხსნა და მაჩუქა. მას შემდეგ თილისმასავით მქონდა. ახლა, შენ გეკუთვნის, გაუფრთხილდი და ყოველ წამს, როცა ცეკვისგან დაღლილს ან რაიმეზე იმედგაცრუებულს განწყობა გაგიფუჭდება, ხელით შეეხე და მაშინვე დიდ ძალას იგრძნობ, რაც ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. წარმატებებს გისურვებ ჩემო თაფლისფერთვალება. აბა, დროებით და არ დამივიწყო.
შენი მაია მასწავლებელი
15.05.2014

---
ნიუ-იორკი დედაჩემის საყვარელი ფერებივით კაშკაშა ქალაქია. მე რომ მკითხონ, რომელ ფერს შეადარებდიო, არც კი დავფიქრდებოდი, მაშინვე ყვითელს ვიტყოდი -მზესავით ნათელი და ძლიერი ქალაქია. სწორედ ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ჩემთვის ახალი არ არის, რომ აქ, ცხოვრების სწრაფი რიტმია. ასე, რომ მეც ნიუ-იორკელებივით ყველაფრის მოსწრებაზე ვარ, მათსავით ყირაზე გადავდივარ და თითოეულ წუთს ვუფრთხილდები, უქმად არ დავკარგო. საბალეტო დასი ძალიან მომწონს, შესანიშნავი გარემოა განვითარებისთვის, თანამშრომლებიც მეტ-ნაკლებად მეგობრულები ჩანან, თუმცა ვგრძნობ, რომ მაინცდამაინც არ ეპიტნავებათ ახალი და გამოცდილი მოცეკვავის გამოჩენა. ზოგჯერ კორდებალეტის გოგოები გულს მირევენ-კარგი როლების მისაღებად რას აღარ კადრულობენ და ვისთან აღარ... არ გავაგრძელებ, ჩემი საქმე არ არის. მხოლოდ ამანდას ვერ ვუგებ, თავმომწონე ტიპია. ალბათ, ოდესმე ერთმანეთს შევეწყობით კიდეც. მოკლედ, ახალი სამსახურით კმაყოფილი ვარ. ენის ბარიერი მაქვს, მაგრამ ამასაც გადავლახავ, რამდენიმე თვე მჭირდება და ამერიკულ აქცენტზე დავიწყებ საუბარს.

---
დღეს, კაფეში მუშაობამ ისე დამღალა, სიარულის თავიც არ მქონდა, მაგრამ მაინც წავედი რეპეტიციაზე. დასში უმეტესობა ისეთი მოცეკვავეები არიან, ცეკვის გარდა, არაფერი აინტერესებთ. მე კი სხვა საფიქრალიც მაქვს-ვიდრე დამაწინაურებენ და ხელფასს მომიმატებენ, უნდა ვიმუშავო და დედას ფინანსურად დავეხმარო. მეცოდება, ბევრს შრომობს და არ მინდა, ხარჯად დავაწვე. დღევანდელ რეპეტიციაზე დაღლილობის გამო, კარგად ვერ ვიცეკვე და ქორეოგრაფისგან უკმაყოფილო მზერა და შენიშვნაც მივიღე. ყველაზე მეტად, იმან გადამიყვანა ჭკუიდან, ცალკე რომ გამიყვანა და მითხრა, სოლო პარტიიდან გხსნი და შენს ნაცვლად, ამანდა იცეკვებსო. როცა ახალი ამბავი გაიგო, იმ საზიზღარმა გოგომ ისეთი დამცინავი სახით გადმომხედა, საკუთარი თავის შემრცხვა და ყველას თანდასწრებით სიმწრისგან ავტირდი. ორმოცდაათი ფუეტე ვერ გავაკეთე, ფეხებში ძალა არ მეყო და სწორედ ეს იყო ქორეოგრაფისგან ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ვინ უნდა დავადანაშაულო? ჩემი ბრალია.

---
დედა და მე ნიუ-ორლენში „მარდი-გრას“ დღესასწაულზე დასასწრებად წავედით. გაკვირვებული ვარ ამ ქალაქის მდიდარი მუსიკალური ატმოსფეროთი, სამზარეულოთი და ხალხით. აქ სულ სხვა სამყაროა. კარნავალი რამდენიმე დღის განმავლობაში გასტანს. ქუჩები სავსეა კოსტუმირებული ხალხის მსვლელობებით და მოცეკვავე მსახიობებით. ხუმრობით და თითის დაქნევით გვითხრეს, ნიუ-ორლეანში საუკეთესო „Crayfish” -ს ამზადებენ და თუ აქედან ისე წახვალთ, არ გასინჯავთ, “Shame on you” -ო. ინტერესში ჩავარდნილებმა ერთ-ერთ კარგ ადგილს მივაკითხეთ, დავაგემოვნეთ და ძალიან მოგვეწონა. დედა ჯაზზე გიჟდება და დღეს, ჯაზის ქალაქს ეზიარა. მის ბედნიერ სახეს რომ ვუყურებ, მეც ბედნიერი ვხდები. ჩემს თვალებს ისიც არ გამორჩენიათ, როგორ სჭამდნენ მზერით ეშხიან დედაჩემს ამერიკელი მამაკაცები, მაგრამ როგორც ყოველთვის, არ იმჩნევდა. ვატყობ, რომ ასე იოლი არ არის მისთვის მამაჩემის დავიწყება. ერთი სიტყვით, ნიუ-ორლეანმა კმაყოფილები დაგვტოვა.

---
მელანიმ მადლიერების დღისთვის გამართულ ვახშამზე სახლში მიმიწვია. როგორი თავისუფალი და მხიარული ოჯახი ჰყოლია, კარგად გავერთე. დღესასწაულიც მომეწონა, სწორედ ისეთივე განწყობით აღნიშნავენ, როგორც ახალ წელს ქართველები. ამერიკული რეცეპტით მომზადებული ინდაურიც გავსინჯე და არაჩვეულებრივია. მელანის ბიძაშვილიც გავიცანი -დეივიდ მილერი. მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. სახლში წამოსვლა რომ დავაპირე, მარტო არ გამომიშვა და მანქანით მომაცილა. გზაში ათასგვარ სისულელეზე ვისაუბრეთ -არცერთს გაგვიჩერებია პირი  ნამდვილი ჯენტლმენი აღმოჩნდა, თან ხელოვნებაში საკმაოდ გარკვეული. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემი ყურადღება მოკლე დროში მიიპყრო.

---
ამანდასთან ისევ უთანხმოება მომივიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეჩვენება, რომ საშიში პიროვნებაა. დღეს, პუანტები დამიმალა, რომ სცენაზე არ გავსულიყავი. კიდევ კარგი, ნიკოლასმა დაინახა და დროულად მითხრა, თორემ არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ყველაფერი. დასის ხელმძღვანელი ბევრჯერ მყავს გაფრთხილებული და მისგან არაერთი შენიშვნაც მიიღო, მაგრამ მაინც არ ჩერდება. დეივიდს რომ ვუყვები, მეუბნება, რომ ნერვებს გავუფრთხილდე და ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ როდემდე? დარწმუნებული ვარ, საპარსის ნაწილებით რომ ფეხის თითები დამეჭრა, ეგეც მისი მოწყობილი იყო. საიდან აქვს ამხელა სიბოროტე?!

---
დეივიდი, დედამისი და მე სამხრეთ დაკოტაში ვიყავით. ბიძამისმა ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოში მოვინახულეთ. გზად, მთა „რაშმორიც“ ვნახეთ. გამაოცეს კლდეში გამოკვეთილმა ამერიკის პრეზიდენტების ვაშინგტონის, ჯეფერსონის, რუზველტის და ლინკოლნის გამოსახულებებმა, იშვიათი სანახაობაა. კმაყოფილი დავბრუნდი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ მოკლე ხანში, ძალიან შემაყვარეს დეივიდის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა თავი. მასსავით ყურადღებიანები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ამ ხალხს შევხვდი. ყველაზე მეტად კი დეივიდის ქცევები, სიყვარულით ანთებული თვალები, ღიმილი, სითბო და ჩემს მიმართ პატივისცემაა -ასე რომ მაგიჟებს და მომწონს მასში.

***
ჩაფიქრებული ნათია ავტომატურად მიჰყვებოდა თვალით დამახსოვრებულ გზებს სამსახურამდე:-უფალო, მხოლოდ შენ იცი, რად დამიჯდა დღიურის წაკითხვა. გთხოვ, გამინათე გონება და ნიშანი მომეცი, გავიგო ვინ გაწირა სასიკვდილოდ ჩემი გოგონა, რომელმა მათგანმა? -არ ასვენებდა ფიქრები.
ამასობაში, ნათია სამსახურს მიადგა და შენობაში შევიდა. როგორც კი მენეჯერმა ახლადშესული თანამშრომელი დაინახა, მისკენ მოსაკითხად წავიდა და მერე ახალი კოლექციების მორიგი შეკვეთების მიღების შესახებ ამცნო. თან, შეახსენა, რომ მალე ნიუ-იორკის მოდის კვირეული ახლოვდებოდა და დიზაინერების მოთხოვნები იყო, შეკვეთები მითითებული ვადებისთვის არ გადაეცილებინათ.
-კი, ვიცი, მესმის. ამ დიზაინერების დაღალატება და დაკარგვა ძვირად დაგვიჯდება.- დაეთანხმა ნათია და რომ წარმოიდგინა, რომ ღამეების გათენება მოუწევდა, თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა და სამუშაო ოთახში შევიდა.
-რაო? არ გეძინა ხომ?-უცებ შეატყო ნათიას დაღლილობა ვივიენმა.
-რა დამაძინებს, ვივიენ? მგონი ჭკუიდან ვიშლები.
-რა მოხდა?
-ეჭვები გამართლდა. ლიზა მართლაც წერდა დღიურს. გუშინ მისმა მეგობარმა ჩემი გოგონას ჩანთა გადმომცა და იქ აღმოჩნდა. მთელი ღამე იმ დღიურს ვკითხულობდი. მეგონა, ჩემთვის საინტერესოს წავაწყდებოდი, მაგრამ ეს დამძიმებული გული, კიდევ მეტად დავიმძიმე და ვერაფერი გავიგე.
-ნათია, შესაძლებელია, მაგ დღიურში პოლიციამ ისეთი რამ დაინახოს, შენ რომ ვერ წარმოიდგენ. გადაეცი გამომძიებლებს და თავად მიხედავენ.
-ჯერ ვფიქრობ, დეივიდს ხომ არ ვაჩვენო, მაგრამ ის მაინც ვერაფერს გაიგებს, ქართულად წერია და შენსავით იგივე რჩევას მომცემს. იცი რაა? ჩემი აზრით, ერთადერთი საეჭვო პიროვნება, ვინც ამ დღიურში დავინახე, ამანდაა და კიდევ ერთი რაღაც არის, რაც ვერ ამოვხსენი და მოსვენებას მიკარგავს.
-რაზე ამბობ?
-დღიურის ბოლო ფურცელი უცნაური მოხაზულობის მინიშნებებით მთავრდება, რაც ოდნავადაც არ ჰგავს ჩვენს ანბანს. არ ვიცი, რა ინიციალებია და რას ნიშნავს.
-ხოდა ამიტომ ვამბობ, მიეცი ეგ დღიური პოლიციას და ისინი მიხედავენ.
-ასეც ვაპირებ. -მძიმედ ამოისუნთქა, მერე შეეცადა, ახალ შეკვეთას უფრო უკეთესად გასცნობოდა და კონცენტრაცია სამსახურის საქმეებზე მოეხდინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბელუ შეროზია

კარგი იყო როგორც ყოველთვის heart_eyes

 



№2 წევრი mirandaa31

ძალიან კარგია, მეც დამამძიმა ამ თავმა, იმედია რამეს მაინც აღმოაჩენენ ამ დღიურში. ძალიან მაინტერესებს, მალე გელოდები ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




ბელუ შეროზია
კარგი იყო როგორც ყოველთვის heart_eyes

დიდი მადლობა. წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გელით :)

mirandaa31
ძალიან კარგია, მეც დამამძიმა ამ თავმა, იმედია რამეს მაინც აღმოაჩენენ ამ დღიურში. ძალიან მაინტერესებს, მალე გელოდები ❤️

მადლობა, მირანდა, რომ ასე მომყვები. თქვენი კომენტარებია, რომ ასე მაჩქარებინებს თავების დაწერას :) მიხარია, რომ მოგწონთ.

 



№4 სტუმარი სტუმარი ნელიკო

ჩემთვის ემოციური იყო ეს თავი. ნათიას გამგზავრებას ვგულისხმობ. უკვე გამოჩნდა ლიზას “თაფლისფერი თვალები” .იმედი მაქვს ბოლომდე გავიცნობთ ლიზას ვიზუალსაც. ველოდები შემდეგ თავებს.

 




სტუმარი ნელიკო
ჩემთვის ემოციური იყო ეს თავი. ნათიას გამგზავრებას ვგულისხმობ. უკვე გამოჩნდა ლიზას “თაფლისფერი თვალები” .იმედი მაქვს ბოლომდე გავიცნობთ ლიზას ვიზუალსაც. ველოდები შემდეგ თავებს.

ყველა მკითხველს აქვს თავის ფანტაზია, შენ როგორი წარმოგიდგენია ლიზა?

 



№6 სტუმარი alamaria

კარგია, განსხვავებულია <3

 



№7 სტუმარი Qeti qimucadze

Yvela ertad cavikitxeee, zalian sainteresoaaaa, damaintrigaaaa, ert ragacaze vfiqrob, vnaxit tu gamartldeba chemi echvebi, mgonia rom amandam icis vin mokla lizaaa, tviton aramgonia es gaeketebina da baleti arafer shuashiaa, vitom liza iq agmochnda, sadac arunda yofiliyo? Ase mkarnaxobs intuicia? Vnaxottt, moutmenlad gelodebi sexniaavvv

 




alamaria
კარგია, განსხვავებულია <3

მადლობა <3

Qeti qimucadze
Yvela ertad cavikitxeee, zalian sainteresoaaaa, damaintrigaaaa, ert ragacaze vfiqrob, vnaxit tu gamartldeba chemi echvebi, mgonia rom amandam icis vin mokla lizaaa, tviton aramgonia es gaeketebina da baleti arafer shuashiaa, vitom liza iq agmochnda, sadac arunda yofiliyo? Ase mkarnaxobs intuicia? Vnaxottt, moutmenlad gelodebi sexniaavvv

საკმაოდ საინტერესო ვერსია გაქვს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები :)) მადლობა დაინტერესებისთვის <3

 



№9 სტუმარი სტუმარი ნელიკო

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნელიკო
ჩემთვის ემოციური იყო ეს თავი. ნათიას გამგზავრებას ვგულისხმობ. უკვე გამოჩნდა ლიზას “თაფლისფერი თვალები” .იმედი მაქვს ბოლომდე გავიცნობთ ლიზას ვიზუალსაც. ველოდები შემდეგ თავებს.

ყველა მკითხველს აქვს თავის ფანტაზია, შენ როგორი წარმოგიდგენია ლიზა?

რადგან უკვე ვიცი, რომ თაფლისფერი თვალები აქვს,ჩემი ფანტაზიით ლიზა უნდა იყოს საშუალოზე მაღალი, ძალიან ლამაზი და დახვეწილი ტან-ფეხი,რათქმაუნდა გრძელი ყავისფერ-ოქროსფერი თმა. ძალიან მაინტერესებს როგორია. მოხარული ვიქნები ფილმს თუ გადაიღებენ, ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ ჩემსავით მრავალ მკითხველს შეექმნება თავისებური ფანტაზია.ველოდები შემდეგ თავებს.

 




სტუმარი ნელიკო
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ნელიკო
ჩემთვის ემოციური იყო ეს თავი. ნათიას გამგზავრებას ვგულისხმობ. უკვე გამოჩნდა ლიზას “თაფლისფერი თვალები” .იმედი მაქვს ბოლომდე გავიცნობთ ლიზას ვიზუალსაც. ველოდები შემდეგ თავებს.

ყველა მკითხველს აქვს თავის ფანტაზია, შენ როგორი წარმოგიდგენია ლიზა?

რადგან უკვე ვიცი, რომ თაფლისფერი თვალები აქვს,ჩემი ფანტაზიით ლიზა უნდა იყოს საშუალოზე მაღალი, ძალიან ლამაზი და დახვეწილი ტან-ფეხი,რათქმაუნდა გრძელი ყავისფერ-ოქროსფერი თმა. ძალიან მაინტერესებს როგორია. მოხარული ვიქნები ფილმს თუ გადაიღებენ, ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ ჩემსავით მრავალ მკითხველს შეექმნება თავისებური ფანტაზია.ველოდები შემდეგ თავებს.

ნელიკო, ჩემს წარმოდგენებშიც სწორედ ასეთია ლიზა. მხოლოდ, საშუალოზე მაღალი არ და ვერ იქნება, ბალერინები მაღლები არ არიან, მათი სასცენო სტანდარტები მოითხოვს ამას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent