შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან 11თავი)

4-07-2018, 08:45
ნანახია 3 063

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან 11თავი)

-ჯანდაბა ტასო. -თვალს ვახელ და პირველი რასაც ვხედავ საკუთარი სისხლიანი სხეულია. -ლილე ტელეფონი მომიტანე. -დაუღრიალა კარში მდგომ შეშინებულ ლილეს და ისიც გიჟივით გავარდა ოთახიდან. -გონება არ დაკარგო ტასო გთხოვ. -ღრიალებს გეგე და ხელით მაჯიდან მოჩქრიალე სისხლის შეჩერაბას ვცდილობს.
-მიყვარხარ. -ვამბობ ყრუდ. გეგეს ცისფერ თვალებს ცრემლი წყდება, ტუჩებზე ვნებიან კოცნას მაწებებს.
-არა, არა, არააააააა. -მესმის მისის ღრიალი შორიდან და თვალებიც მეხუჭება.
--------------------------

-გონს მოვიდა. -მესმის ექთნის ხმა და თვალებში მკვეთრ შუქს ვხედავ.
-სად ვარ? -ამოვიხრიალე და მშრალი ტუჩები სიმწრით გავილოკე.
-ტუჩები დაუსველეთ. -ამბობს იგივე ხმა. სილუეტს ვერ ვარჩევ მაგრამ ვიღაც ტუჩებზე სველ ბამბას მისვამს.
-მადლობთ. -გამოსახულების გარჩევას შევეცადე მაგრამ ჩემ წინ მონარნარე მხოლოდ სილუეტებს ვხედავდი, ნაკვთებს ვერ ვარჩევდი.. მისუსტებული თითები ფრხილად ავასრიალე საწოლის ზედაპირზე. რამოდენიმე წამში მხედველობაც მიბრუნდება და კარგად ვამჩნევ ჩემს ირგვლივ მოფუსფუსე სამი ექიმის გამოსახულებას.
-გახსოვს რა მოხდა? -მეკითხება ერთ-ერთი მათგანი.
-არა.
- სცადეთ.
-ამას არ გავაკეთებდი. -ვამბობ ღიმილით. ექიმი შეხვეულ მაჯებს მიტრიალებს. და მაიძულებს შევხედო.
-ეს რა არის?
-არ მახსოვს.
-თქვენს ისტორიას გავეცანით. აქამდე არ გიცდიათ, მაგრამ დაავადება უფრო მწვავე ეტაპზე გადავიდა. ჩემი რჩევა იქნება თუ საავადმყოფოში დარჩებით და მკურნალობას ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ გაივლით.
-ისიც კი არ ვიცი რეალურები ხართ თუ არა პასუხი როგორ გაგცეთ ამაზე. -სიმწრით გავუღიმე ექიმს.
-რა გქვიათ?
-ტასო.
-გვარი?
-ყიფიანი.
-ასაკი?
-25. გეგე სად არის?
-სიმპატიურ, ცისფერათვალება ახალგაზრდას თუ გულისხმობ დერეფანში ბოლთას ცემს. -ღიმილით მეუბნება ექიმი.
-მისი ნახვა მინდა. -შემოვიდეს თვალით ანიშნა დამხარე ექიმს და ისიც მის მოსაყვანად გავიდა. პალატაში შემოსული გეგე გაცისკროვნებული თვალებით დაეშვა ჩემკენ და ნაზად მაკოცა შუბლზე. ხელის მტევანი ხელებში მოიქცია და ტუჩები დამაწება.
-თმა რა უყავი?
-ხომ მთხოვე რომ შემეჭრა. არ მოგწონს? -სახე სხვა და სხვა რაკურსით დამანახა ამ უკანასკნელმა.
-უფრო მამაკაცური ხარ.-შევეცადე მის გამხიარუელებას. -რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ?
-ორი დღე.
-ჩემებმა იციან?
-აქ არიან. -თავი ჩახარა გეგემ.
-რა მოხდა?
-ექიმი ამბობს , რომ შეტევები უფრო ხშირი გახდება და ნელ-ნელა მეხსიერებას დაკარგავ. -ცრემლი მოწყდა მის უგონოდ ვნებიან თვალებს და თავი ჩემ სხეულზე უსუსურად ჩაქინდრა.
-დედაჩემის ისმის რამე?
-სამწუხაროდ ჯერ არა.
-მინდა მანამ იპოვონ სანამ მეხსირება დამიკარგავს.
-ტასო. -ტუჩებზე ნაზი კოცნა შემაგება გეგემ.
-ხო.
-გახსოვს სანამ გონებას დაკარგავდი რაღაც მითხარი.
-მართლა? -მის გაბრაზებას შევეცადე.
-არ გახსოვს არა? -სინანული და ტანჯვა აისახა მის სახეზე.
-გითხარი რომ მიყვარხარ გეგე.
-უშენოდ მოვკვდები ტასო.
-გეყოფა, ხომ არ ვკვდები?
-მაპატიე ეს სისუსტე, გპირდები ეს პირველად და უკანასკნელად მოხდა.
-ლილე როგორ არის?
-გკითხულობს.
-ძალიან გაუმართლა რომ შენისთანა მამა ყავს. -მოულოდნელად გეგეს ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანზე ასახულ სახელს შეავლო თვალი და სახის ნაკვთები მომენტალურად შეეცვალა. -რა მოხდა?
-ახლავე დავბრუნდები. -ამბობს და პალატიდან გადის.
ოთახში ჩემი მშობლები შემოდიან. მამა კიდევ უფრო მოტეხილი მეჩვენა და მის დანახვაზე გული ტკივილით ამევსო.
-ჩემო გოგო. -ამბობს ის და თმაზე მეფერბა. -რომ იცოდე რა ლამაზი ხარ ტასო.
-კარგი რა მამა. -მისი ხელი ტუჩებთან მივიტანე და ვაკოცე.
-დე. -სიჩუმეს არღვევს დედა.
-მე თვითონ. -შევაწყვეტინე საუბარი. -თუ თვლით რომ საავადმყოფოში უნდა დავრჩე დავრჩები.
-ეს არც განიხილება. -ხმა გაუმკაცრდა მამას. -ის სახლში წამოვა და ჩვენ ყველაფერსგავაკეთებთ მისთვის. -მამის გატეხვამ მეც გამტეხა და ტირილი ამივარდა. ოთახში გაფითრებულუ გეგე შემოვარდა.
-შეგიძლიათ ცოტა ხანს მასთან დამტოვოთ?
-რა თქმა უნდა. -ამბობს დედა და ოთახში მხოლოდ მე და გეგე ვრჩებით.
-რა სახე გაქვს გეგე?
-იპოვეს. ამოიხრიალა გეგემ ყრუდ.
-რა? -დავიღრიალე და მანაც პირზე ხელი ამაფარა.
-იპოვეს, ცოცხალია და სვანეთში ცხოვრობს ქმართან ერთად. გესმის ტასო? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია ამ უკანასაკნელმა და მზერა გამიყარა.
-ცოცხალია, ქმართან ერთად. -გაუაზრებლად ვდუდღუნებ ამ სიტყვებს. -ჯამრთელია?
-გეგეს თვალებში სიმწარე გაკრთა.
-ჰო ტასო. ჯამრთელია.
-შესანიშნავია. -მწარედ წარმოვთქვი ეს სიტყვები და გეგეც ჩაწვდა ჩემი ტკივილის არსს. -ცოცხალია, ჯამრთელია, ანუ გააზრებულად გააკეთა ის რაც გააკეთა ხომ ასეა? -ყელში ცრემლები მომაჯდა და გეგეს მკლავებში ჩავრგე თავი.
-ჩშ.. დამშვიდდი პატარა. წინასწარ ნუ გამოიტან დასკვნებს.
-ხომ წავალთ სვანეთში?
-არ ვიცი ტასო, არამგონია შენმა მშობლებმა კიდევ ერთხელ მანდონ შენი თავი.
-წავალთ. -ვამბობ მე.
-კარგი. -ეღიმება გეგეს. -ახლა დაისვენე. აქვე ვიქნები. საწოლზე ემოციებით დაღლილი სხეული მივასვენე და მომენტალურად ჩამეძინა.
-ეს რა არის? -ვეკითხები ექიმს რომელიც ჩემ სხეულში რაღაც მიკრო ჩიპის ჩამონტაჟებას აპირებს.
-ნარკოზი რატომ არ გაუკეთეთ? -დაიღრიალა ჩემი გონს მოსვლით შეშფოთებულმა.
-გავუკეთე. -გაისმა სუსტი ხმა საწოლის მეორე მხრიდან.
-ჯანდაბა. -ხელი ვკარი ექიმს და შეშლილი თვალები შევანათე. -რა ჯანდაბას მიკეთებთ.
-დამშვიდდი. დამშვიდდი. ღრმად ისუნთქე. შენმა მშობლებმა იციან თანხმობა მივიღე სხვა შემთხევაში არ გავაკეთებდი.
-რისი თანხმობა მიიღე?
-ეს უბრალო ჩიპია, რომელსაც სხეულში დაგიყენებთ, მას აქვს გადამცემი რომელიც როგორც კი რეალობიდან გათიშვას დაიწყებ ხმას გამოსცემს და ამით ადვილად მიხვდებიან რომ გონება გეთიშება და უფრო მეტი ყურადღება გჭირდება.
-მეღადავებით ხომ?
-არა რატომ?
-ესეთი რამე ვინმემ გამოიყენა უკვე?
-რა თქმა უნდა.
-მის შესახებ არაფერი წამიკითხავს.
-არ მენდობი?
-არა რა თქმა უნდა. მომაშორეთ ეს რაღაც და მოვითხოვ სხვა ექიმი დამინიშნონ.
-ჩაინიშნე. - ექთანს მიუბრუნდა ჩემი ექიმი. -დაავადება გადასულია მეორე ეტაპზე. პაციენტს აღენიშნება მწვავე აგრესია.
-ვინმემ გააჩუმეთ. -შევევედრე ოთახში მყოფთ. -დედას დაუძახეთ გთხოვთ. -არ მომეკარო. -დავიკივილე. -როგორც კი ექიმი ჩემკენ დაიძრა.
-ქვემოთ მიაწერე. არაადეკვატური თვალები. -ორი ექთანი ჩემ დასუსტებულ სხეულს მარტივად აკავებს საწოლზე და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ექიმი ვენაში წამალს მიკეთებს. არ ვიცი რა გამიკეთა მაგრამ ის კი ვიცი რომ სხეული სრულებით მომიდუნდა.
თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ვერაფერს ვხედავ.. წვიმს. ნისლი ბატონობს სამყაროზე და მხოლოდ წარმოსახვით ბილიკს მივუყვები. უცნაური სიჩუმეა. შემაძრწუნებლად საშიში. ვცდილობ გავიხსენო ბოლოს როდის და სად ვნახე სულიერი არსება. ამაოდ. მარტო ვარ. ისევ. მოგონებები ერთიანად გადაირეცხა. სივრცე. მხოლოდ, მე და სივრცე. ნისლიან საშინელ სიჩუმეში დაკარგული უსინათლო გოგო. გამხდარი, მშიერი, ჭუჭყიანი. მოხეტიალე... უცებ ვეცემი, ფეხი მიცურდება. ახლა უფრო ბნელა. შუბლზე სისველეს ვგრძნობ, სისხლი. ისევ გავიტეხე თავი.
-არის აქ ვინმე? ვკითხულობ ჩუმად. სიჩუმეს მხოლოდ ჩემი ხმა არღვევს. -არის აქ ვინმე? ამჯერად უფრო ხმამაღლა ვკითხულობ. ჩემი ხმა წამიერად არღვევს მთელ ამ საშინელ სიჩუმეს და ექო სივრცეში ნელ-ნელა იკარგება. იქვე ვწვები სადაც ვეცემი და მეძინება...

მცივა. თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ცხელა. მზეს ვერ ვხედავ თუმცა მის სითბოს ერთიანად შეიგრძნობს ჩემი სხეული, სასიამოვნოდ ვივსები სითბოთი და მგონი ბაგეს ღიმილიც მიპობს. გონებას ისევ ამაოდ ვებრძვი. არც ერთი მოგონება მხოლოდ სივრცე. საშინელი სიჩუმით გაჯერებული მე და სივრცე. წამიერ ღიმილს ისევ სასოწარკვეთა ანაცვლებს ჩემ სახეზე. ხელს თავზე ვისვამ. შემხმარ სისხლს უხეშად ვიგლეჯ და ახლა ქავილთან ერთად ტკივილსაც ვგრძნობ. ძალიან მწყურია. სმენას ვძაბავ მაგრამ ისევ სრული სიჩუმე. ისევ წარმოსახვით ბილიკს მივუყვები, ამჯერად მეტად წელში გამართული. არც ვეცემი მხოლოდ გამხმარ, გახურებულ ქვიშას ვგრძნობ ფეხის გულებზე და წვას. სულის მოსათქმელად ვჯდები.
-არის აქ ვინმე? პასუხი ისევ არ არის. შიმშილისა და წყურვილისაგან გონებას ვკარგავ...

თვალს ვახელ, ისევ ვხუჭავ, ვახელ, ვხუჭავ. მტკივა. ისევ წვიმს. მცივა. სხეულს ძლივს ვიმორჩილებ და გზას ვადგები. ამჯერად აღარ ვფრთხილობ. რა აზრი აქვს. მაინც ვერაფერს ვხედავ. მაინც მარტო ვარ ამ წარმოსახვით, ნისლით დაფარულ სივრცეში. აღარ მშია. შიმშილის შეგრძნება დავკარგე. ახლა მხოლოდ წყალი მინდა. ერთი ყლუპი წყალი. მერე გონება მინათდება. ორივე ხელით პეშვს ვკრავ და წვიმას ვუშვერ. წვიმამ გადაიღო. ირონია. ისევ ძალიან მწყურია.

თვალს ვახელ. უფრო სწორად ვცდილობ გავახილო. საკუთარ ქუთუთოებს გამალებით ვებრძვი დანებებას არ ვაპირებ. უნდა გავახილო. მტკივა. როგორც იქნა საბოლოოდ ვიმორჩილებ და თვალებს ფართოდ ვახელ. არაფერი. ისევ თეთრი სივრცე. თვალის კუთხეში ცრემლს ვგრძნობ. შიშის სუნით გაჟღენთილ ცრემლს.

-ელისაბედ. მესმის ძალიან შორიდან. ყურადღებას არ ვაქცევ. ალბათ შიმშილისგან ჭკუიდან ვიშლები. -ელისაბედ. ამჯერად უფრო ახლოდან მესმის. თვალს ვახელ და ვცდილობ ნისლიდან მომავალი ხმის მიმართულება გავარკვიო. -ელისაბედ. ახლა უკვე გვერდიდან მესმის მისი ხმა.
-ხო დედა. ვღრიალებ და შეშინებული ვხტები საწოლიდან. ზუსტად ერთი წამი მჭირდება რეალობის აღსაქმელად...

***
-რა მოხდა? -სავარძლიდან გიჟივით წამოხტა გეგე და გულში ჩამიკრა.
-აშკარად უფრო ცუდად ვარ გეგე, უფრო მეტად წარმოსახვაში დავეხეტები ვიდრე რეალბაში. უნდა დამეხმარო. უნდა გავიპაროთ.
-შეიშლაე? -ცივად შორდება გეგე ჩემ სხეულს.
-გთხოვ. უბრალოდ გთხოვ მასთან ჩამიყვანე.
-საავადმყოფოდან ვერ გავიპარებით ტასო.
-გთხოვ. -ცრემლი მომერია და გეგეც ჩემ სურვილს დაყვა.
-იცოდე თუ დამიჭირეს ვიტყვი, რომ გამიტაცე. -ღიმილით მეუბნება გეგე და შუბლზე მკოცნის.
შუაღამისას როდესაც მთელი პერსონალი ძილმა მოიცვა გეგემ შემოსასვლელში მდგომი დაცვის მოსყიდვა მარტივად შეძლო და მანაც შეუმჩნევლად გაგვაპარა ჩემთვის ასე საძულველი ადგილიდან. ის ღამე გეგეს ბინაში გავატარეთ და მეორე დილით გამთენიისას სვანეთის გრძელ და დამღლელ გზას დავადექით. გულის ცემა ისეთი გახშირებული მქონდა მოსალოდნელი შეხვედრის გამო, რომ სხეულს საერთოდ ვეღარ ვიმორჩილებდი.
-დამშვიდდი. -მეუბნება გეგე და თითებზე ძლიერ ხელებს მიჭერს.
-რომ არ მიმიღოს?
-წინასწარ დასკვნებს რომ შეეშვა ამის სურვილი არ გაქვს?
-ვნერვიულობ.
-ვიცი ტასო. შენებს დავურეკე, ვუთხარი რომ შენი სურვილით წავედით და მალე დავბრუნდებოდით, ეს იმიტომ გავაკეთე რომ ძალიან არ ენერვიულათ.
-მადლობ რომ ჩემ მოსაგვარებელსაც თავად აგვარებ.
კითხვა-კითხვით მივაგენით გეგეს მოპოვებულ მისამართს. მანქანა შესასველთან გააჩერა გეგემ და თვალებში მზერა გამიყარა.
-მზად ხარ?
-არა.
-შენთან ვარ. -ტუჩებზე მეკვრის და მანქანიდან გადადის. -აქ დამელოდე. ახლავე დავბრუნდები. გეგემ შესასვლელი შეაღო, ლამაზად მოვლილ მდელოზე ფეხი შედგა თუ არა ყელში ამომჯდარი გულის ცემისგან ტირილი მივარდება. რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ორსართულიანი სახლიდან მამაკაცის ძლიერი სხეული გამოჩნდა.
-ალბათ ქმარია. -გავიფიქრე და სავარძელში კიდევ უფრო ჩავეშვი. ის გეგეს ხელის ჩამორთმევით ეგეგბება. რამოდენიმე წამს საუბრობენ და ბოლოს მამაკაცი მანქანისკენ აპარებს მზერას. შიშმა მთელი სხეული გამიყინა.
-ტასო. -მეძახის გეგე და ხელით მანიშნებს რომ მივიდე. გაშეშებულ სხეულს დამორჩილებას ვაიძულებ და როგორღაც ვახერხებ მანქანიდან გადმოსვლას. ეზოში შევდივარ და ვხვდები ფეხები უკან უკან მრჩება,როგორც იქნა მათ ვუახლოვდები. ჩემს დანახვაზე მამაკაცს ფერი ეცვლება და ტუჩიც საგრძნობლად უთრთის.
-გამარჯობათ. -ვამბობ და საკუთარი ხმის უსუსურობა ჭკუიდან მშლის.
-გამარჯობა. -ხელს მართმევს უცნობი. -ძალიან ცხელა შინ შევიდეთ. ნინო სახლში არ არის, მალე დაბრუნდება.
-ნინო. -გავიფიქრე ჩემთვის. -ესეიგი დედაჩემს ნინო ქვია, ნეტავ როგორია. სახლში შესულებს სიგრილე მალამოდ მედება სხეულზე და ოდნავ გონს მოსვლას ვახერხებ.
-ცივ წყალს შემოგთავაზებთ. -ამბობს უცნობი და მალევე ბრუნდება ჭიქებით ხელში. წყალი სულმოუთქმელად ჩავცალე და თვალებშიც საგრძნობლად გამოვიხედე. -დასხედით, დაღლილები იქნებით. -მზრუნველად მიგვითითა კუთხეში მდგარი სავარძლებისკენ.
-მადლობთ. ამბობს გეგე და ორივენი მოწყვეტით ვეშვებით სავარძლებში.
-ცოლქმარი ხართ?
-ჯერჯერობით არა. -ღიმილით გადმომხედა გეგემ.
-თქვენ ნინოს მეუღლე ბრძანდებით?
-მაპატიეთ არ გაგეცანით. მე გიორგი ვარ დედათქვენის მეუღლე. -დედათქვენის. ისე გამცრა ამ სიტყვებზე, რომ ცხადად შევიგრძენი ჩემ სხეულზე მორბენალი ჭიანჭველების არმია.
-მოვედი. -ისმის გარედან ქალის სასიამოვნო ხმა. გეგეს ხელი ძლიერად მოვუჭირე და ცახცახმა ამიტანა. ოთახში ორმოცდაათიოდე წლის ქალი შემოვიდა, წელში გამართული. ჩემსავით ჭორფლიანი სახით და დიდი თვალებით. შემოსვლისთანავე მზერა გამიყარა და ადგილზე გაშეშდა. მის დანახვაზე ფეხზე ვხტები, კედელს შეშლილი ვეკვრი. გეგე მკლავებს მხვევს და ყურში მეჩურჩულება.
-ჩშ... არ უნდა წახვიდე ტასო, ჩემთან დარჩი.
-ის აქ არის. სად უნდა წავიდე? მზერა გავუსწორე გეგეს და ისევ ქალისკენ მივმართე უმეტყველო თვალები. -ქალს ხელიდან პარკები უვარდება და ოთახში უთავბოლო გორაობას იწყებს ნაყიდი პროდუქტი.
-ელისაბედ... -ამბობს ნინო და უკან იხევს.
-ტასო. -უსწორებს გეგე. -მას ახლა ტასო ქვია.
-ელისაბედ... -შეშლილი სახით იმეორებს და სკამზე მოწყვეტით ეშვება. გიორგი ჭიქით წყალს აწვდის, მაგრამ ნინო ვერ ამჩნევს რადგან მზერა ჩემზე აქვს შეყინული.
-მას უბრალოდ კითხვები აქვს. -მის გონს მოყვანას ცდილობს გეგე. -ნინოს სანდომიან სახეს თითქოს სატანა ეუფლება, ჭიქას კედელს ალეწავს და ღრიალს იწყებს.
-რა უფლებით მოდიხარ და ჩემ სულში იწყებ ხელების ფათურს, იმისთვის არ მიმიტოვებიხარ, რომ ოცდახუთი წლის შემდეგ ისევ ის ჯოჯოხეთი შემახსენო, იცი რამდენი წელი დამჭირდა გონს მოსასვლელად?
-ნინო, გეყოფა. -ახლა გიორგი აღრიალდა.
-შენ მაინც ხომ იცი რომ წლები დამჭირდა გონს მოსასვლელად. -ქმარს გააფთრებული ეცა და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა. მე გეგეს მკლავებში ატუზული შიშმა ერთიანად ამიტანა. -აქედან უნდა წახვიდე! ახლავე! -დაიღრიალა ნინომ და ხელით გასასვლელისკენ მანიშნა.
-წავიდეთ. -შევევედრე გეგეს და ნაბიჯის გადადგმა ვცადე.
-არა!!! -ახლა გეგემ დაიღრილა და ნინოს მივარდა. -მას კითხვები აქვს და თქვენ კეთილს ინებებთ და პასუხებს გასცემთ.
-პასუხები არ მაქვს!
-ის ავად არის! -ხმა საგრძნობლად ებზარება გეგეს. -ის თქვენს განვლილ ცხოვრებას ხედავს, ის თქვენი ცხოვრებით ცხოვრობს. გთხოვთ დაუბრუნეთ მას თავისი ცხოვრება. ის მოკვდება თუ ამას არ გააკეთებთ, ის შეიშლება. მხრებში წვდა გეგე ნინოს და რყევა დაუწყო.
-რა ჭირს? თითქოს ხმა უმშვიდდება ნინოს.
-თუ არ დაეხმარებით მოკვდება. -ამოიდუდღუნა გეგემ და ცრემლიანი თვალები შემომანათა.
-მაპატიეთ. -ამბობს ნინო და ოთახიდან გადის. დაზაფრული გეგე ჩემკენ მოემართება და აცახცახებულ სხეულზე მეკვრის.
-შეუძლია სადმე დაისვენოს? -გიორგის მიუბრუნდა კითხვით და ისიც საძინებლისკენ გაგვიძღვა. ემოციურად გათიშულს დაწოლისთანავე მეძინება.
***
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა მაგრამ თავლი გავახილე თუ არა ჩემ თავთან მჯდომი ნინო შევნიშნე, მის დანახვაზე უხერხულად ვიშმუშნები და საწოლზე უხმოდ ვჯდები.
-არ მინდოდა წარსული გამეხსენებინა. -ამოვიხრიალე ყრუდ. -უბრალოდ მე ყველაფერ იმას ვხედავ რაც გაიარე.
-ვიცი, შენმა შეყვარებულმა ყველაფერი მიამბო. მაპატიე რომ დაგიყვირე, ამის უფლება არ მქონდა, ემოციების კონტროლი მიჭირს, ყოველთვის მიჭირდა, შეშლილი ხასიათი დედისგან მემკვიდრეობით მერგო შემდეგ კი ცხოვრებამ კიდევ უფრო დამსტრესა.
-მეც მიჭირს ემოციების კონტროლი. -რამოდენიმე წუთი მზერა ერთ წერტილში უშეშდება, შემდეგ თვალებს მისწორებს.
-ძალიან ლამაზი ხარ. -სახეზე თითები შემახო, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი სხეული აფეთქდა ადრენალინისგან. როდესაც თვალი გავახილე მის სევდისფერ თვალებს ვაწყდები, რომელშიც ძალიან დიდი ტკივილი და ბედნიერება ისე ეჭიდავებიან ერთმანეთს ლამის გული გამიჩერდეს.
-შეიძლება ცოტა ხნით დავრჩე? -ვეკითხები გაუაზრებლად. ის უხმოდ შლის მკლავებს და მეც დედის სურნელს პირველად შევიგრძნობ ოცდახუთი წლის მანძილზე.
-დარჩი. შუბლზე ნაზ კოცნას მიტოვებს და მისი ცრემლი ჭორფლიანი სახის გავლით ჩემს ჭორფლიან სახეზე პოულობს მყუდრო თავშესაფარს.

------------------------
ავტორის შენიშვნა: მეგობრებო, ჩემო მკითხველებო. პირველ რიგში დიდი მადლობა იმ ემოციისთვის რასაც კომენტარების საშეუალებით მიზიარებთ, ეს მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, პირდაპირ რომ ვთქვა მმუხტავთ.
მეორეც ვინც კითხულბოთ ჩემს ისტორიებს კარგად იცით რომ არ მიყვარს დაგვიანება და ყოველ დღე გთავაზიბთ ახალ თავს, ახლა უნდა მაპატიოთ რადგან ამ თავის შემდეგ ჯერ ერთი ხაზიც არ მაქვს დაწერილი და სავარაუდოდ ხვალ ვერ შემოგთავაზებთ ახალს, რადგან ეს დღეები საგიჟეთი მეწყება სამსახურში. მინდოდა მათ ვინც ისტერიულად ამოწმებეთ საიტს დაიდო თუ არა ეს გცოდნოდათ :) ერთ დღიან ჩავარდნას იმედია მაპატიებთ :* ან შესაძლოა მაინც მოვასწრო მაგრამ ალბათ უფრო ვერა :) მუდამ თქვენი ანი скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი სტუმარი ნატალი

ძალიან მაგარია, ტასო გამოჯანმრთელდება ხო?! აუ დიდხანს არ დააგვიანო, თორემ მოვიწყენ ამ ისტორიის გარეშე, წარმატებები და ყოჩაღ მაგარი ხარ

სტუმარი ნატალი
ძალიან მაგარია, ტასო გამოჯანმრთელდება ხო?! აუ დიდხანს არ დააგვიანო, თორემ მოვიწყენ ამ ისტორიის გარეშე, წარმატებები და ყოჩაღ მაგარი ხარ

ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ, მართლა ვეცდები <3

№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ცრემლებს ვერ ვიკავებ, ყველაზე ემოციური შეხვედრა იყო დედა-შვილის. ჩახუტებამ ბოლო მომიღო. როგორ შემეცოდა ნინო, რამხელა ტანჯვით უწევს ცხოვრება. გიორგი როგორც ჩანს სულ სხვა პიროვნებაა, მაგრამ კარგი ადამიანი, რომელიც იზიარებდა ნინოს ტკივილს.
სხვა რაღა ვთქვა. ანი უფრო და უფრო მიყვარდები, უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანი ხარ, მაოცებ❤
ეს რამოდენიმე დღე ვიცი კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ თავს და სრულ ეიფორიაში მამყოფებ❤❤

Chikochiko

შენ ხარ ის ადამიანი რომლის კომენტარსაც ემოციის გარეშე ვერასოდეს ვერ ვკითხულობ. მადლობ რომ არსებობ და ასე მანებივრებ ❤❤❤

№5 სტუმარი Nini

არც კი ვიცი ის ერთი დღეც როგორ გავძლებ ;( ;( ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ უსაყვარლესი და ამავდროულად უმძაფრესი თავი იყო❤️❤️❤️ გთხოვ ტასოს რამე მოუხერხე რაა ხალიან მეცოდება???????? შენ კი როგორც ყოველთვის შეუდარებელი და არაჩვეულებრივი ხარ❤️❤️❤️

Nini

ვგიჟდები შენს კომენტარებზე. ზოგჯერ მაიძულებ კიდეც რომ სიუჟეტი შევცვალო ????

№7  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

შენზე პუნქტუალური ამ საიტზე არავინ მეგულება :დ ასე რომ... როცა დადებ, წავიკითხავ. გელი მოუთმენლად ❤️
--------------------
Your love is all I need to feel complete.

ლუნი.
შენზე პუნქტუალური ამ საიტზე არავინ მეგულება :დ ასე რომ... როცა დადებ, წავიკითხავ. გელი მოუთმენლად ❤️

ძალია დიდი მადლობა ❤❤❤

№9  offline წევრი mirandaa31

აუ რანაირი თავი იყო.. (( ძალიან მაინტერესებს ამათი საუბარი, მათეც ძალიან მაინტერესებს. ნინოს გაუმართლა გიორგი რომ ყავს გვერდით. ერთი კიარა რამდენიც დაგჭირდება იმდენ დღეს დაგელოდები ❤️ ძალიან კარგი ხარ ❤️
--------------------
ხელმოწერა

№10 წევრი ჰალუცინოგერი

mirandaa31
აუ რანაირი თავი იყო.. (( ძალიან მაინტერესებს ამათი საუბარი, მათეც ძალიან მაინტერესებს. ნინოს გაუმართლა გიორგი რომ ყავს გვერდით. ერთი კიარა რამდენიც დაგჭირდება იმდენ დღეს დაგელოდები ❤️ ძალიან კარგი ხარ ❤️

აი კიდევ ერთი ადამიანი რომელიც ყოველ დღე უზომოდ მითბობს გულს. მიყვარხარ მე შენ ❤❤❤

№11 სტუმარი ნია

ემოციების აფეთქება ხდება ახლა ჩემს თავს. ასეთი ძლიერი და ემოციური თავის მერე ერთი დღე კი არის საჭირო გონზე მოსასვლელად, ასე რომ როცა მოიცლი მაშინ დადევი, მთავარია ბევრიც არ გვალოდინო)
გულწრფელად მაინტერესებს ასეთი საოცარი ნიჭის მქონე გოგო სად იყავი აქამდე და როგორ არ გაგვეცანი უფრო ადრე?? აი არ ვიცი, სასწაულად მაგარი გოგო ხარ და სრულიად შეგიძლია კითხვისას მკითხველი მოსწყვიტო ყველაფერს და ნაწერში ჩაკარგო.
დედა-შვილის შეხვედრა იმაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი, ორივეს თანაბრად სტკივა და ორივეს ერთმანეთი სჭირდებათ, რაც მთავარია ორივეს გვერდით ნამდვილი ღირსეული მამაკაცები ყავთ. გეგე მამაკაცის იდეალია, მეგობარია საუკეთესი და მერე ამ მეგობრობით დაწყებული მამაც შეუდარებელია და ახლა როგორც ქალის ძლიერი ზურგი ასეც საუკეთესოა <3
ნუ, ანი, სასწაულმოქმედი გოგო ხარ და ვგიჟდები მე შენზე <3

№12 წევრი ჰალუცინოგერი

ნია

და ამ წამს მეც ზუსტად ისე ცხადად შევიგრძნობ ჩემ სხეულზე ჭიანჭველები არმიას როგორც ტასოს ემართება ხოლმე ❤❤❤
მადლობა ნია შენ რომ ასეთი შემფასებელი ხარ ❤❤❤
უზომოდ მახარებს ის ფაქტი რომ 100%ით მოგაბრუნე ჩემკენ :-)

№13 სტუმარი Nini

ჰალუცინოგერი
Nini
არც კი ვიცი ის ერთი დღეც როგორ გავძლებ ;( ;( ძალიან მომეწონა❤️❤️❤️ უსაყვარლესი და ამავდროულად უმძაფრესი თავი იყო❤️❤️❤️ გთხოვ ტასოს რამე მოუხერხე რაა ხალიან მეცოდება???????? შენ კი როგორც ყოველთვის შეუდარებელი და არაჩვეულებრივი ხარ❤️❤️❤️

ვგიჟდები შენს კომენტარებზე. ზოგჯერ მაიძულებ კიდეც რომ სიუჟეტი შევცვალო ????

კაი რააა ;( არ მიტხრა რომ რამე ცუდი გაქ ჩაფიქრებულიიი;( ხვალ გამოცდა მაქვს და მიხარია ჩემ გარეშე რომ არ გაგრძელდება❤️❤️❤️

№14 წევრი ჰალუცინოგერი

წარმატებებს გისურვებ გამოცდაზე ❤❤❤

№15 სტუმარი Nini

ძალიან დიდი მადლობაა❤️❤️ გელოდები იცოდე❤️❤️

№16 წევრი ჰალუცინოგერი

მინიმუმ ხვალ საღანომდე-მაქსიმუმ ზეგ დილამდე ❤❤❤

№17 სტუმარი ნია

ჰალუცინოგერი
ნია
ემოციების აფეთქება ხდება ახლა ჩემს თავს. ასეთი ძლიერი და ემოციური თავის მერე ერთი დღე კი არის საჭირო გონზე მოსასვლელად, ასე რომ როცა მოიცლი მაშინ დადევი, მთავარია ბევრიც არ გვალოდინო)
გულწრფელად მაინტერესებს ასეთი საოცარი ნიჭის მქონე გოგო სად იყავი აქამდე და როგორ არ გაგვეცანი უფრო ადრე?? აი არ ვიცი, სასწაულად მაგარი გოგო ხარ და სრულიად შეგიძლია კითხვისას მკითხველი მოსწყვიტო ყველაფერს და ნაწერში ჩაკარგო.
დედა-შვილის შეხვედრა იმაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი, ორივეს თანაბრად სტკივა და ორივეს ერთმანეთი სჭირდებათ, რაც მთავარია ორივეს გვერდით ნამდვილი ღირსეული მამაკაცები ყავთ. გეგე მამაკაცის იდეალია, მეგობარია საუკეთესი და მერე ამ მეგობრობით დაწყებული მამაც შეუდარებელია და ახლა როგორც ქალის ძლიერი ზურგი ასეც საუკეთესოა <3
ნუ, ანი, სასწაულმოქმედი გოგო ხარ და ვგიჟდები მე შენზე <3

და ამ წამს მეც ზუსტად ისე ცხადად შევიგრძნობ ჩემ სხეულზე ჭიანჭველები არმიას როგორც ტასოს ემართება ხოლმე ❤❤❤
მადლობა ნია შენ რომ ასეთი შემფასებელი ხარ ❤❤❤
უზომოდ მახარებს ის ფაქტი რომ 100%ით მოგაბრუნე ჩემკენ :-)

მეც მიხარია თან ძალიან <3 მადლობა შენ ასეთი ემოციური და საუკეთესო ისტორიისთვის <3

№18 წევრი ჰალუცინოგერი

❤❤❤

№19 სტუმარი სტუმარი მოცინარი

უძალიანმაგრესი თავია ♡♡♡♡ ერთი სული მაქვს როდის მოძუგძუგდება ახალი თავი????????♡♡♡

№20 წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი მოცინარი
უძალიანმაგრესი თავია ♡♡♡♡ ერთი სული მაქვს როდის მოძუგძუგდება ახალი თავი????????♡♡♡

მოძუძგდებაზე გადავბჟირდი და ეგ არის ❤❤❤

№21  offline წევრი lena lena

Ro dzalian kargi xar xo ici?
Ro dzalian vafren shenze egec xom ici?
Xoda rac ar ici imas getyvi :dd
Saocrebisferi istoriaa
Imdenad gabana'urda istoriebi es mkacrsaxiani bosebi da mati kravistvala gogonebi kiserdhia ukve da amden eertferovnebashi ise anatebs sheni istoriebi rogorc cicinatela gameshi ❤
Ra shemidzlia gitxra ubralod gansxvavebuli xar da kide miyvarxar me shen dzalian dzalian ❤

№22 წევრი ჰალუცინოგერი

lena lena

აუ როგორ მენატრებოდი რა. აი როგორ მიყვარხარ ესეთი. გემრიელი პირდაპირი და თავისუფალი. ❤ მადლობაააააააააააააააააააააააა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent