შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ, სულელები!


4-07-2018, 13:01
ავტორი Marry Amm
ნანახია 285

ჩვენ, სულელები!

უკვე ორი კვირა გავიდა ბოლო გადაღებიდან, ლენკა კი ისევ სახლში იჯდა და კომპიუტერს უკირკიტებდა. ბუღალტერია მისი მეორე საქმე გახდა, მას შემდეგ,
რაც მიხვდა რომ საქართველოში მსახიობის ხელფასი მისთვის ოდესღაც აღფრთოვანებით წარმოდგენილზე ბევრად დაბალი იყო. არა, ვიტყუები, ძალიან, ძალიან დაბალი...
რამდენიმე მარკეტი ჰქონდა აღებული და ეს ეხმარებოდა ჰქონოდა ნორმალური შემოსავალი.
საღამოვდებოდა ნინელიმ რომ დაურეკა და მეორე დღეს სთხოვა შეხვედრა, ლენკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ნინელის მისი მთავარ როლზე დამტკიცება უნდოდა, რაც მთავარი იყო, მისი პერსონაჟი თავად გოგონას საოცრად ჰგავდა და ძველმა სტუდენტობის მეგობარმაც სცენარის წაკითხვისთანავე სწორად ის გაიხსენა.
- აბა, როგორაა საქმე? - გადაკოცნა ნინელიმ.
- ნორმალურად, შენსკენ რა ხდება? - თვალი მოავლო უკვე შეკრებილ მსახიობებს ლენკამ და მოხერხებულად მოეწყო.
- არ მკითხო, დავიღალე, ჯერ არ დაგვიწყია და უკვე დავიღალე. ყველაფერი მე ვარ ხომ იცი? აღარ შემიძლია, აღარ. ყველას მე უნდა ვასწავლო ყველაფერი.
- დამშვიდდი...
- ეს კონტრაქტი, ეს სცენარი. - დაულაგა მაგიდაზე ფურცლები. - მთელი დღეა ფეხზე ვდგავარ, აღარც ენერგია შემრჩა, აღარც ნერვები.
- ნინელი მორჩი, ხომ იცი როგორ ვერ ვიტან შენს უარყოფით აურაში რომ მხვევ დანახვისთანავე?
- უარყოფითში?
- ხო, სულ წუწუნებ და წუწუნებ, მერე შენ იცლები ამ ენერგიისგან და მე მკიდებ!
- აღარც მოგიყვე?
- არა, არ მომიყვე! - ნაჩქარევად მოაწერა ხელი რამდენიმეგან ლენკამ და სცენარი გადაფურცლა. - ვაა, მენეჯერი ვარ?
- ვიცოდი გაგიხარდებოდა.
- მარტო მენეჯერი?
- ხო მაგრამ არ მოგწონს შენი საქმე და მსახიობობა გინდა. ბავშვობიდან მხოლოდ ეს გინდოდა, მაგრამ საქართველო ხომ იცი, მშობლებმა დაგიშალეს, მენეჯმენტი ისწავლე, ერთერთი საუკეთესო სასტუმროს უფროსი ხარ ფაქტიურად და ასე გაიცნობ ნიკეს, რომელიც სერიალშიც მსახიობია და...
- ნიკეს?
- ხო. - მოშორებით დივანზე მჯდომ ბიჭს გადახედა ნინელიმ. ლენკამ ნელა მიატრიალა თავი და თვალები დააჭყიტა. ნამდვილად არ ცდებოდა, ეს ნიკე ურუშაძე იყო, ძალიან ცნობილი მსახიობი და შოუმენი, რომ შემოვიდა აქ არ იჯდა, როგორც ჩანს მერე მოვიდა. გოგონამ ერთხანს უყურა და დაფიქრდა.
- შანსი არაა! - თავი გააქნია უცებ ლენკამ და წამოხტა. - არ არსებობს ნინელ, არა!
- რა არა?
- მე და ნიკე? მე მის გვერდით? მასთან ერთად არ ვითამაშებ, არ არსებობს, გასაგებია? შეცვალე!
- ხომ არ გაგიჟებულხარ ლენა, რა ჯანდაბა გეტაკა? - გაოცდა ნინელი.
- არა მეთქი ნინელ...
- მოიცა, მოიცა, ვერ გავიგე, - წამოიწია ანდრონიკე. - რა პრობლემა გაქვს ჩემთან?
- პირადული არაფერი. - ნერვიულად მიმოდიოდა გოგონა. - არა მეთქი ნინელ ან ის შეცვალე ან მე წავალ და სხვა იპოვე. არა, არა და არა. მორჩა გადაწყვიტე.
- ვერ გავიგე ლენკა რა დაგემართა რა პრობლემაა?
- ხო ერთი თქვი, რა მოხდა? - გაოცებული იყო ნიკე, პირველად ხდებოდა რომ მასთან ერთად როლზე უარს ამბობდნენ, თანაც ვინ? მსახიობი, რომელსაც პირველად ხედავდა.
- რა მოხდა? მეკითხები რა მოხდა? ადექი აბა ერთ წამს! - ხელით ანიშნა გოგონამ.
- რატომ? - ვერ გაიგო ბიჭმა, მაგრამ მაინც დაყვა მის ნებას და წამოდგა.
- ხედავ? - უფრო განერვიულებული მიუტრიალდა ნინელის გოგონა. - როგორ წარმოგიდგენია მე და ის ერთად?
- ვაიმე ლენკა, ან გამაგებინე ახლა რა ხდება ან გავაფრენ და ეგ არის!
- შეხედე ნინელ, მოიცა. - სწრაფად წავიდა ლენა და გვერდით ამოუდგა ნიკეს. - ახლა შეგვხედე, კიდევ ვერ ხვდები?
- ვერა...
- მის გვერდით დაბალი ვჩანვარ!
- ღმერთო, - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ღიმილით აღმოხდა ნინელის. - ეგ არის პრობლემა? - ნიკესაც გაეცინა და ღიმილით წავიდა ლენკას სკამისკენ, ფეხი-ფეხზე გადაიდო და თავი გააქნია.
- რა, არ არის?
- სიმაღლეც სპეციალურად არის გათვალისწინებული ლენკა, ასეთი განსხვავება ბევრად უფრო სისაყვარლეს სძენს წყვილს, თანაც ეს სერიალი უნდა იყოს სასაცილო, მხიარული, ყოველდღიურ ცხოვრებაზე აგებული...
- ის ძალიან მაღალია ნინელ!
- იქნებ შენ ხარ დაბალი? - დასცინოდა ნიკე.
- მე საშუალო სიმაღლის ვარ, აი შენ კი... შენ ნამდვილი ჭიგო, სარი, ალვის ხე!
- რა სასაცილო ვინმეა, - ნინელის მიუტრიალდა ნიკე. - ზუსტად ისეთია მართლა სცენარში რომ გვყავს.
- აბა რას გეუბნებოდი, რომ აიჩემე ანკა, ანკაო.
- ანკა კომფორტულია და იმიტომ.
- უკაცრავად, - ღიმილით ჩაერია ლენკა. - მე წავალ, თქვენ განაგრძეთ.
და ის იყო კონტრაქტს ხელი შეახო, უეცრად რომ აფრიალდა ფურცლები. ლენკამ ნერვიულად ახედა მომღიმარ ანდრონიკეს, რომელსაც კონტრაქტიანი ხელი მაღლა აეწია და სიცილის შეკავებას ძლივს ახერხებდა.
- რამე გინდოდა?
- ახლავე მომეცი ჩემი კონტრაქტი! - ადგილზე ახტა ლენკა რომ ფურცლებს მისწვდომოდა, მაგრამ ნიკემ უფრო მაღლა ასწია ხელი.
- ასლი ხომ გაქვს?
- მე ეგ მჭირდება, მომეცი! - ხტუნაობდა გოგონა.
- მერე აქ არის და აიღე, რა პრობლემაა? - გაიოცა ნიკემ. - უი, ვერ წვდები?
- ნინელ ეს უკვე მეტისმეტია, ეს ვინ ბავშვია? უთხარი მომცეს!
- რათ გინდა?
- უნდა დავხიო!
- იქნებ ჯერ გეკითხა რამდენს გიხდით?
- უფ, რამდენს? - ტაში შემოკრა ლენკამ, მაგრამ როგორც კი ნინელიმ თანხა დაუსახელა სახე შეეცვალა. - სერიოზულად?
- წაიკითხე და ნახავ. - გოგონამ კონტრაქტის ასლს დახედა და გაეღიმა. - რა ხდება, რამე პოლიტიკურია და ამერიკა გვაფინანსებს თუ რა მაფიაა?
- კიდევ გინდა? - ხელი დაუშვა ნიკემ და ფურცლები გოგონას გაუწოდა.
- არ მჭირდება, გქონდეს!
- არც მე მჭირდება გამომართვი.
- არ მინდა თქო ნიკე!
- არც მე მინდა თქო ლენკა!
- აუ, ნინელ.... - თავზე ხელები მოიჭირა ლენკამ დასამშვიდებლად.
- თანხა, თანხა გაიხსენე გოგონა. - იცინოდა დაქალი.
- მართალია...

ერთ კვირაში ყველაფერი მზად იყო დასაწყებად, ლენკამაც მოაგვარა თავისი პრობლემები, საქმეები და სრულიად თავისუფალი ჩაერთო სერიალში, - ,,ჩვენ, სულელები!”. ნინელის გვერდით კომფორტულად მოკალათდა და ღვედი შეიკრა.
- მალე ჩავალთ?
- პირველად მიდიხარ ლენკა ბათუმში?
- როცა შენ ზიხარ საჭესთან - კი.
- მალე ჩავალთ.
- მაკდონალდსში გაიარე, მოგვშივდება გზაში.
- მაღაზიები იქნება მერე და ვიყიდით რამეს. ნუ მიმაბრუნებ ახლა გთხოვ რა.
- გიყვარს ნაზუქები?
- ისე რა... რა იყო?
- მე არ მიყვარს და გაიარე დრაივში!
- ოხ ლენკა, ოხ ლენკა რაა. დამეჯერებინა ანდრონიკესთვის, ამეყვანა ის ანკა.
- ანკა ვინაა?
- ნიკეს ყოფილი გერლფრენდი. - გაიცინა ნინელიმ.
- მომინდომეს სმიტობანა? მოიცა, ყოფილი თუა რათ უნდოდა მეწყვილედ?
- ეხლა მეგობრები არიან, კომფორტული გოგოაო რა ვიცი რას გაიგებ ნიკესას.
- რა ამაზრზენია, ჯერ უყვართ, მერე კარგად ერთობიან და რა, სწყინდებათ ერთმანეთი და აღარ უყვართ?
- არ უყვარდათ ალბათ.
- წარმოიდგინე ეხლა მე და გიორგი რო მეგობრებად დავრჩით. - გადაიხარხარა გოგონამ.
- შენც ხო ამბობდი მიყვარსო?
- ხო მაგრამ იმდენი ქნა აღარ მიყვარს, დამღალა ნინელ, ძალიან დამღალა. ოცდაოთხი საათი შეიძლებოდა რომ სულ ერეკა ჩემთან?
- ყურადღებიანი იყო და იმიტომ.
- ყურადღება აღარ ჰქვია მაგას. თან ეჭვიანი, ვაიმე... იცი რა, ზედმეტი არც ყურადღება ვარგა არც ეჭვიანობა და შენ წარმოიდგინე არც სიყვარული. ისე როგორი ტიპია ეგ ანკა?
- კარგი გოგოა, ,, ლავ სთორიში” გამოდის.
- არ ვიცი.
- გაიცნობ.
- რა პონტში?
- ეგეც მოდის ბათუმში.
- ეგეც იღებს მონაწილეობას?
- არა, პროსტა მოდის.
- ეტყობა ისევ უყვარს, არ დატოვოს წუთით. - ცხვირი აიბზუა ლენკამ. - ასე წადი, იქით გადაკეტილია.
- რა ეტაკათ?
- გზებს აკეთებენ...


ვინაიდან იმდენი ფინანსები არ ჰქონდათ რომ სასტუმროში გაჩერებულიყვნენ, თანაც ამდენი ხნით, ორგანიზატორებს უკვე ეზრუნათ ორ, ორსართულიან სახლზე, რომლებიც გვერდიგვერდ იდგნენ და ცენტრისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობდნენ. ერთში მსახიობები და ნინელი, მეორეში კი დანარჩენი თანამშრომლები. საღამოვდებოდა, ყველა გავიდა ზღვაზე, მხოლოდ ლენკა დარჩა სახლში და დალაგება დაიწყო.

გადაღებები კარგად მიდიოდა იქამდე, სანამ ლენკას და ანდრონიკეს ერთ სცენაში არ მოუწიათ თამაში.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ნინა, - ეუბნებოდა ნიკე ლენკას. - მაგრამ ჩემს ნომერში უკვე მეორე დღეა უწესრიგობა მხვდება!
- პირსახოცები არ გამოცვალეს ბატონო ვლად?
- პირსახოცები კი.
- აბა თეთრეულია იგივე?
- მაგას არ ვამბობ.
- იატაკია მოსაწმენდი?
- გოგონა...
- ნინა, ნინა დამიძახეთ. - შეაწყვეტინა ლენკამ.
- მომისმინე ნინა, - როლში შეიჭრა გაცხარებული ნიკე. - მე სხვანაირ უწესრიგობას ვგულისხმობ!
- კერძოდ?
- ვგრძნობ, რომ სისუფთავე არ არის!
- აჰა, - წარბები ასწია ლენკამ და ხელები გულზე დაიკრიფა. - გრძნობთ!
- დიახ, ვგრძნობ!
- თორე ისე არის...
- არ არის გოგონა, არ არის.
- ანუ ეს ის ვარიანტია, რომ ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ? - გაიცინა ლენკამ.
- სტოპ, სტოპ, ლენკა რას ამბობ? - განზე გაშალა ხელები ნინელიმ. - აგერია სცენარი? ახლა უნდა თქვა: კიბატონო, წამობრძანდით.
- ვინ ეტყვის ამ დროს ასეთ წიკიან კაცს კიბატონო-ო?
- გიჟია. - გაიცინა ნიკემ რასაც ლენკას უკმაყოფილო ახედვა მოყვა.
- ექსპრონტებს დაანებე თავი და სცენარს მიყევი, - სკამს დაუბრუნდა ნინელი. - გესმის ლენკა? - შეუბღვირა დაქალს როცა ადგილიდან არ დაიძრა.
- გავალ და მოვალ.
- სად გოგო?
- ეს ფეხსაცმელი არ მომწონს, დაბლებია!
- დაბლებია. - გამოაჯავრა ნიკემ.
- ხო დაბლებია.
- ოცსანტიმეტრიანები დაბლებია. - თავს აკანტურებდა ბიჭი.
- თორმეტიანები!
- ოციანებია.
- გეუბნები თორმეტიანია თქო, ნინელ სახაზავი მომეცი!
- ნინელ არ მისცე!
- მომისმინეთ ახლა ორივემ. - ფეხზე წამოდგა რეჟისორი, ეტყობოდა თავს კარგად იჭერდა რომ ზრდილობიანად და წყნარად ელაპარაკა. - ყველაფერი ისე იქნება, როგორც სცენარში წერია, ასე რომ ახლავე დაუბრუნდით ადგილებს, განაგრძეთ თქვენი როლები და ნუ წელავთ ჩაწერას თორემ დაგხოცავთ გეფიცებით!
- საიდან ვაგრძელებთ? - თქვა ლენკამ და ბღვერით ახედა ნიკეს რომელიც თითის წვერებზე იწეოდა და კმაყოფილი ეტოლებოდა გოგონას.
- ,,არ არის გოგონა, არ არის!” - აქედან. - გამოეპასუხა ვიღაც.
- არ არის გოგონა, არ არის! - გაუბრაზდა ნიკე.
- კი ბატონო, წამობრძანდით. - ბრაზით აბზიკა ტუჩი ლენკამ და დერეფანს პატარ ქუსლების კაკუნით გაუყვა.

არ გასულა მათი ერთობლივი სცენა ისე, რომ ერთხელ მაინც არ ჩაშლოდათ. თვითონაც ვერ ხვდებოდნენ რატომ იყვნენ ასე განწყობილები ერთმანეთის მიმართ, რატომ იქცეოდნენ ასე. სინამდვილეში არცერთი არ ბრაზობდა, პირიქით, თითქოს ერთობოდნენ ამ სიტუაციით, მარტო სერიალში კი არა, მის გარეთაც თამაშობდნენ უკვე თავიანთ პერსონაჟებს და ამაზე უჩუმრად, გულში ხალისობდნენ.
გადაღება დასრულებული იყო, სასიამოვნოდ აგრილდა ბათუმში, ზღვის ტენიანმა ჰაერმა კვლავ გაჟღინთა ბუღით სავსე ქალაქი. გოგონებმა გაცხელებული შუბლები შეუშვირეს გრილ სიოს რომელმაც იმ წამს დაუბერა ვერანდაზე, ცივი ყავები მოწრუპეს და კვლავ ტელეფონს მიაჩერდნენ. ლენკას ფეხები შემოეწყო გვერდით მდგომ სკამზე და თვალს ატყუებდა როცა სახლი უეცრად ახმაურდა.
- ბიჭები მოვიდნენ. - მზის სათვალე გაისწორა ქალბატონმა ლუდამ, ის ერთადერთი ასაკიანი ქალი იყო სერიალში, ვინც ვლადის(ნიკეს) დედის როლს თამაშობდა.
- აი ლუდა დეიდას გარდა ზუსტად შვიდი-შვიდზე ვართ. - აშკარად ბიჭების დარწმუნებას ცდილობდა ანდრონიკე და ყუთები მოჰქონდა.
- კაი რა, არ გეზარება?
- უწესრიგობას ვერ ვიტან გაიგე, გუშინ მაცივარი გამოვაღე, სულ ცარიელი იყო რა პონტია გარეთ ჭამა მომბეზრდა რაა. ესე წესრიგიც იქნება და დალაგდება სიტუაცია. ჰა, გოგოებო, რას იტყვით?
- რა ხდება? - ღიმილით გადახედა ანკამ.
- რა და ეს ყუთი თქვენია, - მაგიდაზე დადო ნიკემ ორივე და ერთ-ერთზე მიუთითა. - მეორე ჩვენი. - ლენკას დასვენების მიზნით განკუთვნილ სკამთან მივიდა ბიჭი და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა გოგონას. ლენამ, ვითომ ვერ მიხვდა, მხიარულად აათამაშა სკამზე ფეხები და სივრცეს გახედა. -შენით ჩაწევ ამ პატარა ფეხებს თუ?
- გრძელ ფეხებს!
- მოკლე ფეხებს.
- დაიწყეს... - მოღლილად აატრიალა თვალები ნინელიმ.
- ჩაწიე!
- ვერ ხედავ, ვისვენებ?
- მოკლედ რა. - ნიკემ ორივე ფეხში ჩაკიდა ხელი,ძალით გადმოაღებინა გოგონას და კმაყოფილი მოკალათდა სკამზე.
- თავხედო!
- უზრდელო!
- რას ამბობდი ნიკე? - დროზე ჩაერია ანკა.
- რას და... ხო, მოკლედ ვინმემ რომ არ იფიქროს რომ საქმე ჩაწყობით ხდება, კითხვები რომ არ იყოს, კამათი და უცებ მოგვარდეს სახლში წესრიგის და შიმშილის პრობლემა, ამ ყუთში ქაღალდებია ნახეთ. - მრგვლად დაკუჭული რამდენიმე რგოლი ამოიღო ნიკემ და ისევ უკან ჩაყარა. - შვიდი ცალია და კვირის დღეები აწერია. ვისაც რომელი შეხვდება, იმ დღეს იქნება მორიგე. ანუ ვწყვილდებით გოგო-ბიჭად.
- ანუ იმ დღეს ყველაფერი ორმა უნდა დავალაგოთ?
- ყველაფერი რა... საკუთარ ოთახებს თვითონ დავალაგებთ, პროსტა ლოჯი, ვერანდა, სამზარეულო და აბაზანა რომ იყოს სუფთა და საღამოს საჭმელიც მზად.
- ისე მართალია, - თავი დააქნია ნინელიმ. - ასე ყველაზე სწორი განაწილებაა.
- მადლობთ. - თავი დაუკრა ნიკემ. - აჰა, ანკა, პირველი შენ ხარ. ბიჭებო თქვენც დაიწყეთ.
ანკას კვირა შეხვდა და წიწუნს მოყვა, რადგან მეორე დღეს უწევდა მორიგეობა, უფრო მეტად მოეშალა ნერვები როცა მეწყვილედ ლაშა შეხვდა.
- როგორ გადავინაწილებთ რომელი რას გავაკეთებთ?
- ეგეც მოფიქრებულია, - გაიღიმა ნიკემ. - გადავანაწილე უკვე და დავწერე, აი. - სია გაუწოდა გოგონას.
- ანუ მე რომ საჭმელს გავაკეთებ, - ნაწერს დახედა გოგონამ, - ლაშა ჭურჭელს გარეცხავს...
- ხო და შემდეგ კვირას პირიქით.
- აუ კაი ნიკე რაა...
- სამაგიეროდ შემდეგი ექვსი დღე გადაიდებ ფეხს-ფეხზე და სხვები გააკეთებენ.
- ხო, ეგ კარგია. - როგორც იქნა ტელეფონიდან ამოძვრა ნათიაც. - მე სამშაბათი ვარ. - ბიჭებს გადახედა მან. - არა, არა, ოღონდ შენ არა სხირტლაძე რაა!
- რას იზავ, აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ. - იცინოდა მიშო.
- ლენკა რა შეგხვდა? - როცა თავისი გაარკვია დაქალის ფურცელს დასწვდა ნინელი.
- ორშაბათი, ისედაც მძულს ეს დღე და ახლა უფრო მეტად. ვინ არის აბა ჩემთან? -ბიჭებს გადახედა ინტერესით, ხმა არავინ არ ამოიღო,ყველამ თავისი ფურცელი გადაამოწმა. - ვის გაქვთ ორშაბათი? - ისევ მოავლო თვალი ყველას და ბოლოს ბიჭების ყუთში დარჩენილ ერთადერთ ქაღალდს გაუსწორა მზერა. - ეს იქნება, ვისია? ო, არა... - პირი დააღო გოგონამ სიხარულით გაღიმებული ანდრონიკეს დანახვაზე და თავში ხელები დაიშინა. - ბედი დამცინის, არა კი არ დამცინის, ხარხარებს! ანკა გამიცვალე, - დაბნეულმა გოგონამ ნიკეს გადახედა. - ნათია შენ ხომ მაინც არ გინდა მიშოსთან? ხოდა გამიცვალე!
სინამდვილეში ნათიას სწორად ის ფურცელი ამოუვიდა რასაც ჩუმად ნატრობდა და ლენკას მოთხოვნაზე ფერი წაუვიდა.
- არ მინდოდა მაგრამ... რას ვიზავთ ლენკა? შეთანხმება შეთანხმებაა. ჩვენ რომ გავცვალოთ მერე სხვებსაც მოუნდებათ და...
- ამ გამონაკლისს როგორმე დავუშვებთ რაა, გამიცვალეთ ვინმემ, ნინელ ვისთან ხარ?
- გეყოფა ფართხალი. - იცინოდა ნიშნის მოგებით, საშინლად კმაყოფილი ნიკე. - ბედისწერას წინ ვერ აღუდგები ლენკა.
- ახლა ამ ვერანდიდან გისვრი შენი სკამიანად და მერე ჩამოგძახებ გახარებული აი ეგ იყო ჩვენი წერა რომელსაც წინ ვერ აღუდექი თქო!
- ეს ყავა შენი იყო? - თავისი საწრუპიანად მოხრუპა ნიკემ და ლენკამ სიბრაზისგან ლამის გაანათა.
- არაფერსაც არ დავალაგებ შენთან ერთად!
- დაალაგებ!
- არ დავალაგებ!
- საჭმელსაც მოამზადებ.
- არ მოვამზადებ!
- აბაზანასაც გახეხავ!
- აუუ... - კიდევ ერთხელ მაგრად მოიჭირა თავზე ხელები ლენკამ და დაწყნარება სცადა. - მორჩა წავედი მე... - წამოდგა გოგონა.
- ზღვაზე არ გახვიდე.
- რატომ?
- ვულკანივით ხარ აცეცხლებული და დაშრება.
- ჰა-ჰა! - ტუჩი აბზიკა ლენკამ. - სად გინახავს ვულკანისგან დამშრალი ზღვა?
- ხვალ ვნახავ.
- ნინელ წამოხვალ?
- წამოვალ. - წამოდგა გამხიარულებული დაქალი და ქალბატონ ლუდას გახედა. - უნდა ჩავიწერო ხოლმე ამათი დიალოგები და სცენარში ჩავსვა. რას იტყვით?
- კარგი აზრია. - გაიცინა ქალმა.
- მართლა ვიძახი.
- ხო, მართლა...
- ნინელ! - წარბი ასწია ლენკამ.
- მოვდივარ, მოვდივარ...


მეორე დღეს გადაღებაზე ბულვარში იყვნენ, ნინელიმ ცოტა ხნით გვერდზე გაიხმო ანდრონიკე და ლენკას გადახედა, უყურებდა თუ არა, როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა, აჩურჩულდა.
- მოკლედ ნიკე, სცენარი ხო ისწავლე?
- იასნია, მერე?
- ხოდა კოცნის მომენტი ლენკამ არ იცის. არ უწერია სცენარში, ჰგონია რომ უბრალოდ ეხუტები და ეგაა.
- და რატო?
- კაი რა, წინასწარ რომ იცოდეს სანამ მაგ სცენას გადავიღებთ ერთი კვირა გავა, აკოცებ უცებ, გადავიღებთ და მორჩა იწიოკოს რამდენიც უნდა უკვე ჩაწერილი გვექნება.
- მოგკლავს.
- მთავარია მალე ჩავწერთ, უკვე დავიღალე თქვენი კინკლაობით, მარტო მე კი არა ყველა დაიღალა.
- კარგი, კარგი. იცოდე სილა რომ გამარტყას მეც მოგკლავ. - გაიცინა ნიკემ. მერე შებრუნდა და ლენკას გახედა ნერვიულად რომ კითხულობდა სცენარს, შემდეგ მაღლა იყურებოდა და ჩუმად ჩურჩულებდა რაღაცას. წარმოიდგინა მისი რეაქცია მათ პირველ კოცნაზე და სახე უფრო მეტად გაეხსნა. როგორ უყვარდა მისი სახე გაბრაზების დროს თავის შეკავებას და დაწყნარებას რომ ცდილობდა. უყვარდა? - წარბები შეკრა ნიკემ, სიცილით გააქნია თავი და გოგონასკენ წავიდა. - აბა მზად ხარ პატარა?
- ნიკე. - თვალები დახუჭა ლენკამ და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. - ათასჯერ გითხარი, მე არ ვარ პატარა, შენ ხარ დიდი, შენ, არასტანდარტულო ადამიანო.
- პატარა ხარ.
- არ ვარ.
- ხარ.
- ნიკე, დავიღალე!
- შენ ცოტა ხანში ნახე. - წარბები აათამაშა ბიჭმა.
- დღეს მალე უნდა დავასრულოთ, ზღვაზე მინდა გასვლა და გარუჯვა, ასე რომ უცებ-უცებ, გასაგებია?
- რა თქმა უნდა, უბრალოდ მაინტერესებს მზად თუ ხარ თქო?
- ვარ, ვარ, ტექსტები ვიცი. - კიდევ ერთხელ ჩახედა გოგონამ ჩახუტების მომენტს და თავი უცნაურად იგრძნო. რა ემართებოდა, რამ ააღელვა? სხვა მსახიობებთან ასეთი რამ არ მოსვლია, მაგრამ ნიკე, ის სულ რაღაცას ერჩოდა, აი ისე, პირველ კლასში რომ შეუყვარდებათ გოგო და სიყვარულს თმის მოქაჩვით და წვალებით გამოხატავენ. სიყვარულს? - ლენკას თვალები გაუშტერდა.
- ტექსტზე არ გეუბნები.
- აბა?
- ჩვენ პირველ სასიყვარულო... ხომ ხვდები არა? - სპეციალურად არ დაასრულა ნიკემ.
- მზად ვარ თქო! - შეუბღვირა გოგონამ და ნინელისკენ წავიდა. - ჰა ვერა?
- ვიწყებთ. მზად ხარ?
- ყველა ამას რატო მეკითხება, როდის არ ვარ მზად?
- ვიწყებთ. - დაიჭექა ნინელიმ.


რამდენიმე წუთის შემდეგ ნიკე გაცხარებით უმტკიცებდა ლენკას რომ მისი ბრალი არ იყო, რომ სინამდვილეში დედამისი გახდა ცუდად და ამიტომ ვერ შეძლო მოსულიყო შეხვედრაზე.
- არ შეგეძლო დაგერეკა?
- ტელეფონი დამიჯდა ნინა, დამირეკა ცუდად ვარ მოდიო და უცებ გაითიშა, რომ დავხედე ელემენტი დაცლილი ყოფილა.
- არ მაინტერესებს, იცი რამდენხანს გელოდე, რამდენი გირეკე ან როგორ ვინერვიულე? ყველაფერი ვიფიქრე ვლად, ყველაფერი ცუდი!
- ინერვიულე?
- სამწუხაროდ, დამანებე ახლა თავი.
- მოდი ჩემთან...
- ვლად!
- რა?
- გითხარი თავი დამანებე თქო.
- ვერ დაგანებებ!
- რატომ?
- აი ამიტომ. - ლენკას სახე ხელებში მოიქცია ბიჭმა, მონუსხულმა შეხედა მის გაფართოებულ თვალებს სადაც ბევრი კითხვის ნიშანი ეხატა და გოგონას ტუჩებს დასწვდა. წამით გაშრა ქარცვაძე, ღელვის ცხელმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში და სადღაც მკერდთან ძლიერად მიაწვა.
- რას აკეთებ? - ხელი ჰკრა ნიკეს და მოღრუბლული, გაოცებული მიაჩერდა.
- მიყვარხარ ნინა. - გაუღიმა ბიჭმა, მაგრამ ეს არ იყო ვლადი, ეს ანდრონიკე უცინოდა....


- გადაღებულია. - გამოარკვია ლენკა ნინელის მხიარულმა ხმამ.
- რა?
- მაპატიე ლენუსი კაი, - მისკენ წავიდა დაქალი. - რომ მეთქვა წინასწარ კოცნაა სცენარში თქო ასე სწრაფად გადაგვაღებინებდი? აღიარე აბა!
- რა?
- ანუ სცენარში კოცნის მაგივრად ჩახუტება ჩაგიწერეთ.
- რა? - უკვე თვალები დაეჭყიტა ლენკას, რაც ნიშნავდა - მოარიდეთ ბასრი ან თუნდაც ბლაგვი საგნები.
- კარგი რა გეყოფა, - გაბაზდა ნინელი. - როგორც ეწერა ისე მოხდა!
- ხედავ ლენკა? ხომ გითხარი მე ვარ შენი ბედისწერა თქო? - უსაზღვროდ კმაყოფილი იყო ნიკე და ისევ ისე გახარებული უცინოდა.

გოგონამ ჯერ დაქალს შეხედა, მერე ისევ ნიკეს, შემდეგ იქ მყოფების ღიმილიან სახეებს მოავლო მზერა. აღარ იცოდა რა ექნა და ეს ძალიან მალე უნდა გადაეწყვიტა. სერიოზულად რომ მიეღო ეს კოცნა ნიშნავდა, რომ მართლა რაღაც ხდებოდა, გაეცინა? - უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ყველა მიხვდებოდა რომ თამაშობდა. ეჩხუბა? - არა, ესეც სერიოზულში გადიოდა. აბა რა ექნა?
- მაპატიე კაი? - გაუღიმა ნინელიმ.
- საპატიებელი რა არის? - მხრები აიჩეჩა ლენამ. - ან მოსატყუებელი რა იყო, პირველად კი არ მაკოცა ბიჭმა. - ეცადა გულგრილად შეეხედა ნიკესთვის,
რომელსაც კმაყოფილება ნელ-ნელა უქრებოდა. - უბრალოდ აღარ მომატყუო, ხომ იცი ვერ ვიტან?
- აღარ მოგატყუებ. - გული აუჩუყდა ნინელის და დაქალს მიეხუტა. - უბრალოდ შენც ხო იცი არა, ხანდახან როგორი ხარ? მე კიდე დავიღალე ამდენი კადრის გაფუჭებებით და ჩაწერის წელვით.
- კარგი...
- ანუ მაპატიე?
- კი თქო, ვა!
- კარგია. აბა შემდეგი სცენა, - მიუბრუნდა მსახიობებს - ქალბატონო ლუდა, მზად ხართ?



..............
დავბრუნდი ახალი ისტორიით მოკლედ როგორც შეატყვეთ ეს იქნება პატარა პოზიტიური ისტორია ზედმეტი დრამის გარეშე. ნაკლები აღწერები,
ფიქრები და დიალოგები, დიალოგები ევრივეა :დ
მომენატრეთ საშინლადскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამახარე და როგორ გამახალისე. რა გიჟები არიან ჩვენი ლენკა და ნიკე. როგორც ყოველთვის სადღაც სხვა სამყროში მამოგზაურებს შენი ისტორიები. სულ უნდა წერო და წერო ჩემო გოგო❤❤

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Pozitivi cvioda yoveli sityvidannn, imedia male dadebbb

 



№3 მოდერი Marry Amm

Chikochiko
როგორ გამახარე და როგორ გამახალისე. რა გიჟები არიან ჩვენი ლენკა და ნიკე. როგორც ყოველთვის სადღაც სხვა სამყროში მამოგზაურებს შენი ისტორიები. სულ უნდა წერო და წერო ჩემო გოგო❤❤

ვიცოდი რაა რო არ გამომტოვებდი :დ ესეიგი დასაწყისი კარგია, ასე გავაგრძელებ. ხოო რაღაცნაირი კარგი წყვილი გამომივიდა, ამ ბოლო დროს ძაან მეპოზიტიურება :დ <3

Qeti qimucadze
Pozitivi cvioda yoveli sityvidannn, imedia male dadebbb

კი, ხვალ აუცილებლად დავდებ <3

 



№4  offline წევრი დარინა

უკვე სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორიაააა, ისეთი საყვარლები არიან ნიკე და ლენკა, ჩემი ტკბილებიიი, წარმოვიდგინე მაღალი ნიკე და ცოტა დაბალი ლენკა როგორი გასაგიჟებელი წყვილია ისეთი ქიმია აქვთ ზედაკვდებიან, მიყვარს შენი ისტორიებიიი, სულ ველოდები შენს სიახლეებს.

 



№5 მოდერი Marry Amm

დარინა
უკვე სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორიაააა, ისეთი საყვარლები არიან ნიკე და ლენკა, ჩემი ტკბილებიიი, წარმოვიდგინე მაღალი ნიკე და ცოტა დაბალი ლენკა როგორი გასაგიჟებელი წყვილია ისეთი ქიმია აქვთ ზედაკვდებიან, მიყვარს შენი ისტორიებიიი, სულ ველოდები შენს სიახლეებს.

მადლობა დარინა, ყველაზე კარგი მკითხველები მყავხართ თქვენ <3

 



№6  offline წევრი izabella

ეს რა სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა)))

 



№7 მოდერი Marry Amm

izabella
ეს რა სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა)))

სულ ვამბობ სანამ არ დავასრულებ არ დავდებ თქო მარა რა ვქნა. ლომკა მაქვს მგონი :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent