შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {5}


5-07-2018, 00:04
ავტორი სალანდერი
ნანახია 820

ხელი არ გამიშვა {5}

- გეძინება? - ისე ჰკითხა თავი არ აუღია მისი მკერდიდან.
- არა. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- ლაპარაკი გინდა? - თავი აწია და სახეზე დააჩერდა.
- არა ნინა, არა, არ გამომდის ხომ იცი. - სასწრაფოდ იუარა.
თუმცა ქალი მიხვდა რომ სანდროს ალაპარაკების შანსი ახლა უფრო ჰქონდა ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს და გადაწყვიტა შანსი არ გაეშვა.
- რატომ გამიტაცეს სანდრო? - ამბით შეწუხებულს არ ჰგავდა დიდად.
- მათ ლაშასთან აქვთ პრობლემა, ამის გამო ჩემი აყვანა უნდოდათ, როგორც ჩანს კარგა ხანია დამყვებიან და შენზე გამოვიდნენ, მე რომ აღარ ვჩანდი შენ აგიყვანეს. იცი ვინ იყვნენ? ან სად იყავი? - კითხვა დაუბრუნა ბიჭმა.
- არა, მანქანაში რომ ჩავჯექი განერვიულებული ვიყავი და ვერ შევამჩნიე რომ უკან ვიღაც იჯდა სანამ ცხვირზე რაღაც არ მომადეს, მერე გავითიშე, რომ გამოვფხიზლდი თვალები ახვეული მქონდა, ვიღაც კაცის ლაპარაკი ისმოდა მხოლოდ ტელეფონზე, ვიყვირე და მანაც მაშინვე დამიმატა გამაბრუებლის დოზა, შემდეგ ჯერზე რომ გამოვფხიზლდი მამაშენთან ერთად ვიყავი. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოუყვა ქალმა, თითქოს მთლიანი სურათის აღდგენას ცდილობდა.
- ლაშამ ხომ არ შეგაშინა? - წარბი ასწია ბიჭმა.
- შევხედე თუ არა მაშინვე მივხვდი რომ მამაშენი იყო, მაგრამ საკმაოდ შემეშინდა მაინც. - ოდნავ გაეღიმა. - მანქანიდან გადმოხტომაც კი ვცადე, მაგრამ მამაშენმა დამიჭირა, ისე მგონი ხელი ვატკინე, ბოლომდე ვერ შლის ხო? - ვერა. - ბრაზი გაუკრთა თვალებში სანდროს.
- რატო რა სჭირს? - კითხვისნიშნები გამოესახა თვალებში ქალს.
- მისი მოკვლა მინდოდა, გადავწყვიტე ვენები გადამეჭრა როცა ეძინა, ბრიტვა ავიღე და ორივე ხელის მოსახარში საკმაოდ ღრმად გადავუსვი, საავადმყოფოში ვერ წავიდოდა, ძებნაში იყო, ამიტომ საკუთარი ხელით მოუწია ამოკერვა და როგორც ჩანს მთლად პროფესიონალურად არ გამოუვიდა. - მშვიდად აუხსნა ქალს.
- რა. . . რა ხნის იყავი მაშინ. - ენა დაება გაოცებისგან.
- თერთმეტი წლის. - წარბშეუხრალად საუბრობდა სანდრო.
- და თერთმეტი წლისას რატომ მოგინდა მამის მოკვლა? - კიდევ უფრო აირია ნინა.
- დედაჩემის გამო.
- დედაშენს რა დაემართა? - ხმა გაებზარა ქალს.
- მოკლეს. - მზერა ნინასას გაუსწორა ბიჭმა.
- ლაშამ მოკლა? - ყველაფრის მოსასმენად მოემზადა ქალი.
- არა, მაგრამ მის გამო მოკლეს. - გამშრალი ტუჩები ენით გაისველა ბიჭმა.
- დღეს მამაშენს ვკითხე რატომ გადამარჩინა და მან . . . მან თქვა სანდროს ერთხელ უკვე წავართვი მნიშვნელოვანი ქალი_ო. - სანდროს თმაში ხელი შეუცურა და მისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია .
- ლაშა ძებნაში იყო, ერთ დღესაც სახლში მოვიდა და დედას უთხრა ბავშვს ჩააცვი ჩემთან მოდიხართო, ნიას არ უნდოდა, ეშინოდა ჩემი საფრთხეში ჩაგდება მაგრამ ლაშა არ შეეშვა და მამას გავყევით, ორი დღე ვიყავით მამასთან ერთად მთის სახლში, მესამე ღამეს პოლიცია დაგვადგა, ლაშამ უკანა ეზოდან სცადა გაპარვაც და ჩვენი გაყვანაც, პოლიციამ ლაშას ესროლა და ნია გადაეფარა. - ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა ბიჭმა მთელი ამბავი.
- ამის გამო გძულს?
- არ მძულს, მაგრამ მის გამო მოკვდა ნია. - არაფრის მთქმელი იყო სანდროს გამომეტყველება.
- მაგრამ მამაშენს ადანაშაულებ. - სევდა გაუკრთა თვალებში ქალს.
- და ვის უნდა ვადანაშაულებდე? - საუბარში თანდათან ფხიზლდებოდა სანდრო.
- არავის სანდრო, არ გიფიქრია რომ ეს დედაშენის არჩევანი იყო და შენ უბრალოდ პატივი უნდა სცე მის გადაწყვეტილებას? - გულწრფელი იყო ნინა.
- წყალს დამალევინებ? - თემა შეცვალა ბიჭმა.
ნინა უსიტყვოდ ადგა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა წყლის ჭიქით, თუმცა სანდროს უკვე დასძინებოდა.

. . .
დილით სანდროს ნინა საწოლში აღარ დახვდა, თავი გაბრუებოდა თუმცა მაინც წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა, რამდენჯერმა დაიძახა თუმცა არავინ გამოეპასუხა.
მაცივარი გამოაღო წყალი აიღო და ბარისკენ წავიდა, თავი საშინლად ტკიოდა.
ნინას წერილი დაეტოვებინა ბარზე, სამსახურში მივდივარ და მალე დავბრუნდებიო ატყობინებდა ბიჭს, ჩემს მოსვლამდე თუ გაიღვიძე და თავი გეტკინა ტკივილგამაყუჩებელი აბები დალიეო. იქვე ორი თეთრი აბი შენიშნა სანდრომ, წყალი დაისხა და წამალი დალია, აზრზე მოსვლა უჭირდა ბიჭს, აქამდე არასდროს დაელია ამდენი.
აბაზანაში შევიდა, სახეზე წყალი შეისხა და გაახსენდა რომ ჯერ კიდევ საფრთხეში იყო ნინა.
სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა გარეთ, მისი ტანსაცმლის მოწესრიგება მოესწრო ნინას სწრაფად ჩაიცვა და კარიც არ ჩაუკეტავს ისე გავარდა სახლიდან.
უნივერსიტეტის შენობასთან იტრიალა, დიდხანს ზვერავდა საეჭვო ხომ არაფერი ხდებოდა თუმცა საფრთხე ვერ შენიშნა და გადაწყვიტა გარეთ დალოდებოდა ნინას.
ლექციები დამთავრდა თუ არა სწრაფი ნაბიჯით დატოვა უნივერსიტეტის შენობა ქალმა, სანდრო ელოდა სახლში, ხუმრობა ხომ არ იყო, თუმცა ელოდა კი? ნინას იმედი ჰქონდა ყოველშემთხვევაში, სწრაფად გააღო მანქანის კარი და ის ის იყო მანქანა უნდა დაეძრა მამაკაცის ხმა მოესმა ზურგს უკან.
- ბუხაიძეზე რამდენად გამიყვან? - შიშისგან, ცისარტყელის შვიდივე ფერმა გადაუარა ქალს სახეზე, სანამ გააცნობიერა რომ სანდრო ელაპარაკებოდა.
- შენ ნორმალური ხარ? ლამის გული გამისკდა. - საყვედურის კილოთი მიმართა ვაჟს.
- რატომ წამოხვედი გაუფრთხილებლად? - თემა შეუცვალა ბიჭმა.
- სანდრო, რეატორანში ხო არ წავსულვარ, სამსახურში წამოვედი. - წყენა შეერია ხმაში.
- დაქოქე მანქანა სახლში მივდივართ. - ბრძანებასავით გაისმა სანდროს ხმა.
- მივდივართ? - თვალები გაუბრწყინდა ქალს და მანქანა დაძრა.
- მივდივართ ნინა, ახლა შენს კორპუსთან გააჩერებ მანქანას და ზუსტად თხუთმეტი წუთი დაგელოდები რომ რამდენიმე კვირის სამყოფი ტანსაცმელი ჩაალაგო და ჩამოხვიდე, თხუთმეტ წუთში თუ არ დაბრუნდები ამოვალ და მოკლეზე გადმოგიშვებ ფანჯრიდან.
- მოიცა, ტანსაცმელი რად მინდა? - ძალიან უნდოდა სანდროსკენ მიბრუნება მაგრამ გზას ვერ მოაშორებდა თვალს.
- მივდივართ. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- სად? - ცნობისმოყვარეობას ვერ იოკებდა ქალი.
- ნინა რატომ სვამ ამდენ კითხვას? - სავარძლის საზურგეზე გადაწვა ბიჭი.
- იქნებ იმიტომ რომ მოულოდნელად გამაგებინეს რომ მივემგზავრები. - საჭეს ჩააფრინდა მთელი ძალით.
- რომ მივალთ გაიგებ - შეუვალი იყო მამაკაცი.
- სანდრო ჩემი სამსახური? - არ ნებდებოდა ქალი.
- ნინა, შენი სიცოცხლე? - დამცინავად ჩაილაპარაკა სანდრომ.
ქალმა კორპუსთან გააჩერა მანქანა და სანდროსკენ მიბრუნდა.
- ვერ წამოვალ, სამსახურს ვერ მივატოვებ. - ძალიან მტკიცე იყო ქალის ხმა.
- კარგი, რა გაეწყობა. - მშვიდად დაეთანხმა მამაკაცი და მანქანიდან გადავიდა, ნინამაც უმალ გამოაღო კარი და სანდროს გაჰყვა.
- სად მიდიხარ? - მშვიდად ჰკითხა.
- სახლში, შენთან, შეიძლება? - მოტრიალდა და ცალყბად გაუღიმა.
- ჰო, რა თქმა უნდა. - დაბნეულობა შეეტყო თუმცა სწრაფი ნაბიჯით აედევნა უკან მამაკაცს.
კიბეები აიარეს და სახლში შევიდნენ, ნინა სულს ვეღარ ითქვამდა.
- არ შეიძლება ლიფტით იმგზავრო? - საყვედურით მიმართა ბიჭს და სავარძელში ჩაესვენა.
- არ შეიძლება თხასავით არ მდიო? ამოსულიყავი ლიფტით, მე როგორღაც მოვაგნებდი კარს. - მშრალად უპასუხა და გარდერობთან მივიდა.
-სანდრო რას ეძებ? - მეორე ოთახიდან გასძახა ქალმა, წამოდგომის თავი აღარ ჰქონდა.
- ახალ საცვლებს. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
რამდენიმე წუთში ისევ გაისმა სანდროს ხმა.
- შეგიძლია საძინებელში შემოხვიდე? - უემოციო იყო მამაკაცის ბარიტონი და ნინაც ნელი ნაბიჯით შევიდა საძინებელში.
ხელი წაავლო ბიჭმა და ძლიერად დაახეთქა საწოლზე.
- ჯანდაბა, კარგი რა, ეს გასწავლე? ან ამის თავი მქონდა ახლა? - ეშმაკურად ჩაიცინა ქალმა.
სანდრომ კარადიდან გადმოღებული ნინას შარფები ააფრიალა ხელში.
- ამჯერად რა მოიფიქრე? - ინტერესის თვალებით მიაჩერდა ქალი, თუმცა სანდროს პასუხი არ დაუბრუნებია ისე დაიწყო მისი დაბმა.
ჯერ უხეშად გადაატრიალა და ზურგს უკან, ძლიერად დაუმაგრა ხელები, შემდეგ უკვე ფეხები მიუბა ერთმანეთზე.
- სან, დარწმუნებული ხარ რომ ფეხები ერთმანეთზე უნდა მიგება? - ირონიულად გაეღიმა ქალს.
სანდროს პასუხი ისევ არ მიუცია, უსიტყვოდ მოშორდა ქალის სხეულს და სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წამში დაბრუნდა, ხელში დიდი ცელოფანი ეჭირა.
- იმედია ამას თავზე არ წამომაცმევ. - გესლი გაურია ხმაში ნინამ, თუმცა სანდრო არც კი მიახლოვებია ქალს, კარადის ერთი უჯრა თითქმის მთლიანად გამოაცარიელა და ცელოფანში ჩაყარა ტანსაცმელი.
- სანდრო რას აკეთებ? - ხმა გაებზარა ნინას.
- ხომ გითხარი მივდივართ_თქო? - კოპები შეკრა მამაკაცმა და ამჯერად ცელოფნით ხელში მიუახლოვდა ნინას.
- არ გაბედო. - კბილები გააღრჭიალა ქალმა.
- კარგი. - ცალყბად გაეღიმა სანდროს ნინას სხეულს დასწვდა და ტომარასავით გადაიკიდა მხარზე.
- დამსვი შე ცხოველო, სამსახურს ვერ გავაცდენ, სანდრო, ხომ არ გააფრინე. - მთელი ხმით აყვირდა ქალი, თუმცა მამაკაცი მშვიდად განაგრძობდა მოძრაობას, მანქანის გასაღებს დაავლო ხელი, მისაღები გაიარა და კარს მიუახლოვდა.
- ამის გასაღები სად არის? - მშვიდად კითხა მისივე მხარზე ჯერ კიდევ მოჩხუბარ ნინას.
- არ გეტყვი, დამსვი ახლავე. - კიდევ უფრო აუწია ხმას.
- კარგი, ღია დავტოვოთ. - მშრალად თქვა და გარეთ გავიდა.
- ღმერთო, სანდრო მეორე გასაღები კეტავს, აი სულ რკინის რომ არის ეგ, არ დატოვო ღია. - აწუწუნდა ნინა.
ბიჭმა გასაღების ასხმა გადაათვალიერა კარი ჩაკეტა და კიბე ჩაიარა.
- ჩემს ჯინაზე არ არის არავინ დერეფანში რომ ცხვირ-პირი გაგიერთიანოს და შენგან დამიხსნას. - გაბრაზებით მიაყარა ქალმა და დროებით გაჩუმდა.
სანდრომ მანქანის კარი გამოაღო და უკან სავარძელზე მოათავსა ნინა.
- კარგი რა სან, გთხოვ, სამსახურიდან ასე გაუფრთხილებლად ვერ წავალ. - თბილი სიტყვებით ეცადა მამაკაცის მოთაფვლას.
- თუ შენს ხმას კიდევ გავიგებ პირს აგიკრავ და საბარგულში გადაგსვამ. - გააფრთხილა და კარი მიუხურა, თავად კი მძღოლის სავარძელში მოკალათდა.
- მართვის მოწმობა მაინც გაქვს? - თითქოს დანებდა ქალი.
- პასპორტი მაქვს. - სერიოზული იყო სანდროს პასუხი.
- სანდრო, მანქანის მართვას, მართვის მოწმობა სჭირდება, პასპორტი ამ სიტუაციაზე არ მიდის. - კბილებში გამოსცრა.
- ჩემი პასპორტი ყველა სიტუაციაზე მიდის ქალბატონო ნინა, ახლა კი გაჩუმდი და ყურადღება არ გამიფანტო ისედაც ცუდი მძღოლი ვარ. - თვალი ჩაუკრა სარკეში ქალს და მანქანა დაძრა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი სალანდერი

ცოტა პატარა თავია, თუმცა ხვალ იქნება ბოლო და დიდი თავი ❤
მადლობა რომ მოგვყვებით ❤

 



№2 სტუმარი Unknown_girl

Auuxval ardaamtavro ra:DDD

 



№3  offline მოდერი zia-maria

ძალიან მომწონს სანდროს პერსონაჟი,ველოდები ხვალ ახალ თავს. kissing_heart

 



№4  offline წევრი Someone wandering

ვააიიმეე როგორ მიყვარს ეს ორიიი
ჩემიი ნაზუქები არიან ესენიი
ოჰჰ ქალბატონი ნინა ფიქრობდა ვისიამოვნებდა,მაგრამ იმედები გაუცრუვდა და სხვა მიზნით დააბეს joy
სანდრინიომ აიღო და წაიღოო რააა
ჩემიიი ცეცხლოვანი წყვილიი smiling_imp
ვერ შეველევი ამ ცქნაფებს მეე sob
ახალ ისტორიას ველი იცოდე მძევალზე

 



№5  offline მოდერი სალანდერი

Unknown_girl
Unknown_girl

:დ :დ
რა გითხრა აბა :დ

zia-maria
zia-maria

უღრმესი მადლობა ❤

MaaiKoo
MaaiKoo

ძალიან მიხარიხარ შენ მე ❤
მადლობა ყველაფრისთვის ❤

 



№6 სტუმარი სტუმარი ნანა

იცი, საქმე იმაში კი არ არის როგორია შინაარსი რასაც წერ, მნიშვნელოვანი წერის ხარისხია. ემოციების ზუსტი გამოხატვა, რეალობა. ფსიქოლოგიური დახახასიათება პერსონაჟების... ამ ისტორიაში ეს მომწონს. და კიდევ რა მიკვირს იცი? რეიტინგი... როგორც წესი ხარისხს მაინც გრძნობს მკითხველი, აქ კი რატომღაც ვერ ვხედავ ოთხნიშნა ნახვებს ???????????? გაღიარებ! ❤️

და კიდევ დამავიწყდა ამეღნიშნა; არ ვფიქრობ, რომ ნინა და სანდრო ერთად უნდა იყვნენ. ეს არ არის ის ურთიერთობა რაზეც მომავალი შეიძლება აიგოს. მომავალი კი აუცილებელია ყველა ადამიანის ურთიერთობაში. არ ვიცი დამეთანხმები თუ არა, მაგრამ მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია ეს ორი ერთად. წინააღმდეგიც კი ვარ ამის.(ეს სუბიექტური აზრია მხოლოდ) და კიდევ ნუ გააბანალურებ ❤️❤️❤️

ბევრი "და კიდევ " გამოვიდა... უბრალოდ ნაწყვეტ ნაწყვეტ ვაკეთებდი კომენტარს... ????????

 



№7  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
სტუმარი ნანა

პირველ რიგში დიდი მადლობა შენ აზრის გამოხატვისთვის და ასეთი ძალიან მაგარი სიტყვებისთვის ❤
რაც შეეხება ისტორიას, პირადად ჩემი აზრით ყველაზე სუსტი ნამუშევარია ჩემი, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის ამის თქმა.
თუმცა მიხარია რომ აქ ხართ, რომ მოგწონთ და მომყვებით, ხარისხის გაუმჯობესებას კი ნამდვილად გპირდებით ❤

 



№8 სტუმარი სტუმარი ნანა

სად შეიძლება ვნახო შენი სხვა ნამუშევრები? ძალიან მაინტერესებს ❤️

 



№9  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
სტუმარი ნანა

გამარჯობა ❤
ჯერ ჯერობით ვერ ნახავთ, დღეს ვიწყებ სხვა ისტორიის ატვირთვას ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent