შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ციცქნა! (7)


5-07-2018, 00:32
ავტორი ჵჵჵჵ
ნანახია 557

ჩემი ციცქნა! (7)

ვიცი პატარაა მაგრამ მაპატიეთ, სამაგიეროდ არ დავაგვიანე.

***

მეორე გაკვეთილი იყო, როდესაც ჩემს წინ მჯდომმა მოსწავლემ, პატარა ფურცელი გადმომიგდო მეც სასწრაფოდ ავიღე და გავშალე. იქ წაკითხულმა კი აზროვნების უნარიც კი დამიკარგა, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც დემეტრემ გამომგლიჯა ხელიდან, ვცადე წამერთვა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან თავისუფალი ხელით შეძლო ჩემი დაჭერა. ოღონდ ეს არა რა. დავინახე, ერთიანად როგორ წამოწითლდა სახეზე, ადგომას აპირებდა, მაგრამ ხელები მის მარჯვენა ხელს ისე ძლიერად შემოვხვიე მეც კი გამიკვირდა
-გთხოვ არ გინდა ახლა არა-მუდარანარევი მზერა მივაბყარი მას.
-გეფიცები მოვკლავ-გაცეცხლებული იყურებოდა დათოსაკენ, რომელიც თითქოსდა მასწავლებელს დიდი ინტერესით უსმენდა.
-გთხოვ დემეტრე.
-ანა რა სისულელეს მთხოვ ხვდები?
-ამას არ გააკეთებ დემეტრე, ამ ყოველდღიურობას შეჩვეული ვარ გესმის უბრალოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს სხვა ჩემზე-მთლად ასეც არ იყო, რათქმაუნდა მაინტერესებდა, მაგრამ ამ ყოველივეს წინაშე მე უძლური ვიყავი და ამას ვერ შევცვლიდი, განა არ ვეცადე?! ძლიან ბევრი, მაგრამ ალბათ მათზე სუსტი აღმოვჩნდი და დავნებდი.
-რას ლაპარაკობ გოგო საერთოდ აზროვნებ? შეჩვეული ხარ იმ ყოველდღიურობას, რომ ვიღაც ნაბი***რი, ბ***სა და მათხოვარს გიწოდებს?-სასწრაფოდ კლასი მოვათვალიერე, კიდევ კარგი არავინ გვისმენდა-შენ გელაპარაკები ამ ყოველდღიურობას შეეჩვიე და აღარ გაქვს ამაზე გართულება?! თითქოს ვიღაც შესაქებ სიტყვებს გეუბნება. არვიცი როგორ აღგიწერო ამას როგორ აკეთებ? ენა არ გაქვს? ლაპარაკი ხომ შეგიძლია? საკუთარი თავის დაცვა რატომ არ იცი? რატომ აჩაგვრინებ ვიღაც ა***ს თავს? რატომ არ იღებ ხმას და რატომ უხრი თავს, ამით შენს თავს, ამ ყველაფერზე მეტად, რომ იმცირებ ვერ ხვდები?!-გაბრაზებულმა წამოხტა და ჩანთას ხელი დაავლო, თან გავლისას დათოს, ჩუმდ მიაძახა და მასწავლებლისათვის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე გავიდა გარეთ. ჯერ კიდევ გაშტერებული ვიჯექი, მართალი იყო თუნდაც ჩემთვის მოესმინა მაინც ვერაფერს ვიტყოდი თავის გასამართლებლად. თვალებზე ცრემლი მომადგა, თავი ძალიან უსუსურ ადამიანად ვიგრძენი, მეზიზღება საკუთარი თავი.
მესამე და მეოთხე გაკვეთილებს არც დემეტრე და არც დათო არ დასწრებიან ძალიან მაფიქრებდა ეს ფაქტი, მაგრამ შევეცადე ცუდზე არ მეფიქრა.
მეოთხე გაკვეთილის შემდეგ სახლში წასვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემს წინ მანქანა გაჩერდა, დემეტრე იყო.
-ჩაჯექი!-თვალებში შეხედვა ვერ გავბედე, ამიტომაც თითქოსდა არაფერიო გზა გავაგრძელე, მაგრამ ისიც გამომყვა
-ჩაჯექი ანა! რამდენჯერ გაგიმეორო?
-არ მინდა დემეტრე შეგიძლია წახვიდე თორნიკეს მე ავუხსნი ყველაფერს.
-რას აუხსნი გოგო, დაჯექი, რომ მინდოდეს ისედაც აქ დაგტოვებდი-შეკამათებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც გადავწყვიტე მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შევამჩნიე მისი გახეთქილი წარბი.
-რა დაგემართა?
-არაფერი შენთვის საინტერესო.
-კი, მაგრამ...
-არაფერითქო ანა!-ისეთი ცივი იყო მისი ხმა, რომ ვერაფერი ვეღარ ვუთხარი.
ისე მივედით სახლამდე, რომ არც კი გამოუხედავს ჩემსკენ.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-გისმენ!
-როგორც მივხვდი შენ და თორნიკე ახლო მეგობრები ხართ ხო?
-კი რათქმაუნდა.
-გთხოვ დღეს მომხდარს ნუ ეტყვი.
-შენი თხოვნა არაა საჭირო ისედაც არ ვეუბნებოდი-გული შემეკუმშა მის სიტყვებზე, მაგრამ რა გაეწყობოდა, მთავარი ახლა ის იყო, რომ თორნიკეს არ გაეგო ეს ყველაფერი. მანქანიდან ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა
-დათოს ეჩხუბე ხომ?
-რა?
-დათოს ეჩხუბე?-კიდევ ერთხელ მივანიშნე გახეთქილ წარბზე, რომელზეც სისხლი შემხმარიყო-დემეტრე შენ გეკითხები.
-კი მერე?
-არაფერი.-მეტი ვერაფერი ვუთხარი.
-4-ზე გამოგივლი საქმე გვაქვს იმ შენს სამსახურში.
-რა? რა საქმე?
-გამოგივლი და ნახავ.


***

ველოდები თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მაშო

ძალიან კარგია მაგრამ თავები უნდა გაზარდოო <3 <3 მალე დადე შემდეგი

 



№2  offline წევრი ჵჵჵჵ

სტუმარი მაშო
ძალიან კარგია მაგრამ თავები უნდა გაზარდოო <3 <3 მალე დადე შემდეგი



Madloba. Shevecdebi gavzardo <3

 



№3 სტუმარი სტუმარი MOODCHANGER

ძალიან კარგი ხარ <3 <3

 



№4  offline წევრი ჵჵჵჵ

სტუმარი MOODCHANGER
ძალიან კარგი ხარ <3 <3


Gmadlob <3

 



№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან მომეწონა

 



№6 სტუმარი სტუმარი მარიამ

საინტერესო და განსხავებულია თემაა.თავები გაზარდე და უფრო საინტერესო გახადე

 



№7  offline წევრი ჵჵჵჵ

სტუმარი ქეთა
ძალიან მომეწონა


Mixaria <3

სტუმარი მარიამ
საინტერესო და განსხავებულია თემაა.თავები გაზარდე და უფრო საინტერესო გახადე



Madloba shevecdebi <3

 



№8 სტუმარი სტუმარი ტასია

ასეთი შინაარსის ისტორია ჯერ არ შემხვედრია რაც ძალიან მომწონს განსხვავებულია მთავარია არ დააგვიანო და გაზარდო თავები როდის დადებ შემდეგ თავს?

საინტერესოა ეცადე რომ მალე დადო

 



№9 წევრი Someone wandering

რამდენეჯრაც იძახი გავზრდიო,არაფერი ეტყობა ამ თავებს გაზრდილის. ამას სჯობს გვიან დადო. ვერ გავიგე ამ ახალ-ახალი თავების დადება მოგწონს,თუ რა პრიორიტეტი აქვს თავების დადებას, თუ მასში ''3-4'' წინადადებას დაწერ? თუ არ ასრულებ,ნუღარც გვპირდები მაშინ. მუზა არ გაქვს თუ რა არის, ვერ გავიგე. მხოლოდ შინაარსი არაა მთავარი ისტორიაში,მთავარია როგორ გადმოგვცემ მას. შიანარსი კარგია, მე პირადად და-ძმური მომეტნები ძალიან მომწონს ისტორიაში როდესაც არის, იმედია დემეტრეს და ანას ერთმანეთს ასე მალე არ შეაყვარებ და არ გააბანალურებ. ანა არის შტერი და სულელი, თავის დაცვა არ იცის და ყველას თავს უხრის. ბოჭავს ყველაფერი და სუსტი პროვნებაა.მხოლოდ იმიტომ ვერ შევრაცხავ ძლიერად, რომ გასაჭირს იტანს,სისულელეა უბრალოდ სხვებს ასე დააჩაგრინო თავი და ღირსიცაა ჩემი აზრით. კრიტიკულად ვაფასებ იმ ისტორიას,რომელიც ასეთ შეფასებას იმსახურებს, ეს შემთხვევაა აქაც. მე მაგალითად მუღამი მეკარგება ამ ისტორიას რომ ვკითხულობ,საინტერესო როცა იწყება,მაშინ მთავრდება ისტორიაც, გგონია რომ ინტრიგას აგდებ, ერთი მხრივ ასეცაა,მაგამ მეორე მხრივ მომაბეზრებელია, პირადად ჩემთვის.ერთი გარემოების ირგვლივ ატრიალებ ყველაფერს და 7 თავში რაც გიწერია, ბევრი ავტორი 3 თავში დაატევდა მაგას,მათ შორის მეც. გეტყობა რომ გამოცდილება გაკლია. არაუშავს,წერით გამოასწორებ,მაგრამ კარგი იქნება თუ ჩემ რჩევებს გაითვალისწინებ.შენი ისტორიაა და როგორც გინდა ისე მოიქეცი. გამიხარდება თუ შენიშვნებს მიიღებ. იმედია ძალიან უხეშად არ გამომივიდა.წარმატებები. ვფიქრობ სრულად რომ დადებ მაშინ წავიკითხო,რადგან ინტერესიანი არ არის ჩემთვის ამ შემთხვევაში,სწორედ იმიტომ რა მიზეზებიც ზემოთ ვახსენე.

 



№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent