შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /1 (+16)


5-07-2018, 03:30
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 706

წითელი ღამე /1 (+16)

პირველ რიგში, მოგესალმებით.
გამიხარდება თუ წაიკითხავთ ისტორიას და შეაფასებთ.
რამდენიმე თავი უკვე დაწერილიც მაქვს, ამიტომ
თუ აქტიურობა და ინტერესი იქნება, ისტორია ყოველდღე დაიდება.
ასევე, მინდა ერთ საკითხს შევეხო, ისტორიას +16 პოპულარობისთვის არ აწერია,
იქნება ისეთი მომენტები, რომელიც დიდი ალბათობით კრიტიკას დაიმსახურებს და მინდა აქედანვე იცოდეთ და შემდეგ გადაწყვიტოთ, წაიკითხავთ თუ არა.
***


პროლოგი

გარეთ ვარ. სად გარეთ? უბრალოდ გარეთ, სადღაც. მეც არ ვიცი, სად.
ზარი წყდება, ტელეფონი ითიშება, აღარ ირთვება.
ტაქსს ხელი დაუქნიე?! - მეკითხება ვიღაც, გულის ამოძახილი.
ტაქსი არ ჩანს. გარეთ, სადღაც, მეც არ ვიცი სად, არავინაა.
არც აქ არის, არც იქ. ბნელა.
თვალები გაახილე? - მეორდება ხმა.
თვალებს სწრაფად ვახელ. აქაც ბნელა. ხელებს ცივ ასფალტზე ვაფათურებ, თითქოს დაკარგულ ნივთს ვეძებ, რეალურად კი - არაფერს.
ცას ვუყურებ. თვალები მემღვრევა. იქ სადაც, არავინ და არაფერია, ყველაფერს წითელ ფერებში ვხედავ. ცაც კი წითელია.
ვიღავის კივილი, ხმამაღალი საუბარი, ნაბიჯების და სასწრაფოს გამაყრუებელი ზუზუნი, არღვევს გამეფებულ და დამაფიქრებელ სიჩუმეს.
ნუ მეხებით. მინდა აქ ვიყო. მაცადეთ...ნახეთ, როგორი ლამაზია ქალაქი, სადაც ღამეც კი წითელია.

* * *

ღამის წყვდიადში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ ფეხსაცმლის ხმა არღვევს.
ცეცხლისფერი თმა მხრებზე რიტმულად მოძრაობს.
მიუხედავად სიბნელისა, წითური აუჩქარებლად მიაბიჯებს. ისედაც მშვიდი სახე, ნელ-ნელა უმშვიდდება და გაპობილ ბაგეზე, მშვიდი, აუღელვებელი ღიმილი დასთამაშებს.
აშკარაა, ამ ქალაქზე თავდავიწყებით არის შეყვარებული... და ეს მეორდება.

თავი 1

პირველად და მთელი გულით, სიხარული მაშინ განვიცადე, როცა პირველ კლასში შევაბიჯე და ყველას ყურადღება მივიქციე. არა - გარეგნობის გამო. ამის მიზეზი ჩემი წითელი, გრძელი და ტალღოვანი თმა იყო. ბავშვები, რომლებიც ჩემ უკან ისხდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ მათი ცარცით დასვრილი ხელები, ჩემ თმაზე შეეხოთ, იმ იმედით რომ ფერს იცვლიდა. ერთ-ერთმა ბავშვმა, მითხრა რომ ეს „ფუნჯით შეღებილს“ გავდა და ასეთი არ დავბადებულვარ. აზრი სხვადასხვა, მრავალფეროვანი, ბევრი და ფანტაზიით დატვირთული იყო, რომელიც არასდროს მაინტერესებდა. უბრალოდ, როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. სკოლაში, ქუჩაში, უცნობებში თუ ნაცნობებში, ყველას ერთი სურვილი ამოძრავებდა; შეხებოდნენ თმას.
კლასში, ყველა წითურს მეძახდა. არ მომწონდა. ეს იგივე იყო, ფერადკანიანისთვის „ზანგი“ დაეძახებინათ. ყოველთვის ვაპროტესტებდი, მაგრამ სწორედ ჩემი პროტესტი გახდა საფუძველი იმისა რომ ასე მოემართათ.
არ ვიცი, ჩემმა თმამ იმოქმედა თუ ხასიათებმა, მაგრამ ფაქტია, მეც უცნაურ ბავშვთა სიაში ჩამწერეს. არ მეგონა თუ უცნაურ ბავშვებს ეძახდნენ იმათ, ვინც სოციუმს ვერ ერგებოდა, მაგრამ ეს ასე მოხდა. მე უცნაური ვიყავი.

ყველა ამბობდა რომ უცნაური ვიყავი, განსხვავებული და ალბათ, ამის გამო გამიჩნდა სურვილი რომ მართლა განსხვავებული ვყოფილიყავი. აღარ მინდოდა, ისე მეფიქრა, როგორც სხვები ფიქრობდნენ. აღარ მინდოდა, ვარდისფერი კაბის ჩაცმა და ბარბის ჩანთის ტარება, როგორც ყველა გოგოს. აღარ მინდოდა, მასწავლებლების თვალში კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი, როგორც ყველა. და საერთოდ, აღარ მინდოდა ის, რაც უნდოდა ყველას.

ჩემი უნცაურობის გამო, ცხოვრებამ მეგობრებით დამასაჩუქრა, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ ეს გახდა იმის მიზეზი რომ დღემდე მეგობრები ვყოფილიყავით.
პირველი ნია გავიცანი. მეზობელი იყო, რომელიც საშინლად არ მომწონდა. მიზეზი რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდით, უბრალოდ არ მომწონდა. ყოველთვის ვფიქრობდი რომ ისიც ისე ფიქრობდა ჩემზე, როგორც სხვები. მაგრამ ჩემი მე-9 დაბადების დღე, ჩემთან ერთად სახურავზე რომ გაატარა, მას შემდეგ დავრწმუნდი რომ ზუსტად ასეთი მეგობარი მჭირდებოდა.
ნია ყოველთვის გამორჩეული იყო. ოჯახით, გარეგნობით, სწავლით, მებრძოლი ხასიათით. არასდროს ნებდებოდა და ყოველთვის პირველობისთვის იბრძოდა. მე ასეთი არ ვიყავი. არ მაინტერესებდა პირველობა, მალე ვნებდებოდი და თუ არ მიმართლებდა, არც ძალით გამართლებისთვის ვიბრძოდი.
ნიას პირველი სიყვარული და ჩვენი რიგით მეორე მეგობარი, კაკი იყო.
ოდითგანვე არსებობდა წესი, ანუ სკოლის დაუწერელი კანონი; უნდა არსებობდეს რამდენიმე კარგი გარეგნობის და უფრო კარგად ჩაცმული ბიჭი, რომლებზეც გოგოები აუცილებლად უნდა გიჟდებოდნენ, ვენებს იჭრიდნენ, აკეთებდნენ ისეთ რამეებს, რასაც არასდროს გააკეთებდნენ სხვებთან. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არსებობდა ეს წესი და მე-10 კლასელ ნიას, როგორც ტიპურ გოგოს, შეუყვარდა მე-11 კლასელი კაკი. მაგრამ არ იმჩნევდა, არც ვენებს იჭრიდა და არც მეგობრებში დამატებას უგზავნიდა. ზედმეტად ამაყი იყო, მაშინაც კი, როცა კაკიმ სიყვარული აუხსნა და მან ცხვირი აიბზუა. კიდევ კარგი, მე ჩავერიე მაგათ ამბებში და კაკის ნიას ხასიათი დეტალურად ავუხსენი, თორემ დღემდე ცალ-ცალკე იქნებოდნენ და არც ჩვენ ვიქნებოდით მეგობრები. კაკიმ რომ გაიგო ნიას რთული ხასიათი, უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა რომ მისი შეყვარებული ყოფილიყო. რამდენიმე წლიანი ახლო ურთიერთობების, ჩხუბების, ისევ ახლო ურთიერთობების და ისევ და ისევ ჩხუბების შემდეგ, გადაწყვიტეს რომ ერთმანეთი უყვარდათ.

ჩვენი რიგით მესამე, საშინლად მორცხვი და კეთილი მეგობარი, ლიზი იყო. ლიზი ნიამ გაიცნო მე-11 კლასის გამოცდებს რომ აბარებდა და ჩვენც გაგვაცნო. რამეს რომ ვეხუმრებოდით, ჩემ თმაზე წითელი ლოყები ჰქონდა, მაგრამ ნელ-ნელა შეგვეჩვია. განსაკუთრებით მაშინ იყო წითელი, როცა კაკი და ნია, ინტიმურ ურთიერთობებზე ღადაობდნენ, თან ტრანსპორტში და მთელ ხმაზე იცინოდნენ. ლიზი კიდევ მთელი გზა ორივეს აჩუმებდა, სირცხვილიაო. ამის გამო კიდევ უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ისეთებს უჩალიჩებდნენ, მათ წინ მსხდომ მგზავრებს ეგონათ რომ ლიზი ლაპარაკობდა.
მაგრამ ამასაც შეეჩვნია და ბოლოს, ისე მოხდა რომ ასეთი შემთხვევების გარეშე, ვეღარც ძლებდა. მოკლედ, სრული გადატრიალება მოხდა მის ტვინში, ჩვენი წყალობით.
რიგით მეოთხე მეგობარი, დათუნა იყო. დათუნა კაკის წყალობით გავიცანით. მისი კლასელი და მეგობარი იყო. ყოველთვის უნდოდა ჩვენი გაცნობა, მაგრამ კალათბურთს თამაშობდა და სულ სადღაც იყო. ამიტომ, მოულოდნელად დაგვადგა და ასევე მოულოდნელად გაგვიცნო და გავიცანით. დათუნა გიჟდებოდა ჩემ თმებზე და მეუბნებოდა, ოფიციალურად შეყვარებული ვარ თმაზე და არა შენზეო. სულ ფოტოებს უღებდა და მეხვეწებოდა, გადმომინერგეო. მაღალ, გრძელ ფეხებიან დათუნას, რომლის ფეხების ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა, ნამდვილად მოუხდებოდა ასევე გრძელი წითური თმა.
იმდენად არასერიოზულად უყურებდა გოგოებს, არასდროს გვეგონა რომ შეყვარებული ეყოლებოდა, მაგრამ სასწაულებიც ხდება და მალევე ერთად ვიხილეთ, მორცხვი და ამჟამად ძალიან გათამამებული ლიზი და გრძელ ფეხებიანი, სიმპათიური დათუნა ერთად.

ბოლოს უკვე აღარ ვიცოდი, სამეგობრო ვიყავით თუ გაცნობის სააგენტო, მაგრამ რაც იყო - იყო ძალიან მაგარი. ამ ოთხმა ადამიანმა, ჩემთან ერთად გაუძლო იმ საშინელ დღეებს, რომლებიც მთელი ჩემი ცხოვრება შავ ლაქად დარჩება და არასდროს დამავიწყდება.
ეს იყო ყველაზე საშინელი, ბურუსით მოცული დღეები. დიდხანს გამყვა ის შეგრძნება, რომელიც გამძაფრებულად დამატყდა ერთ დროს თავს.
მეგონა ორთქლიდ დაფარულ კაბინაში ვიყავი, ნელ-ნელა ვიღაცის ხელი კისერში მიჭერდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. არ მაძლევდა საშუალებას რომ მეცხოვრა. არ მასვენებდა და არც არასდროს მომასვენებდა, რაც არ უნდა კარგად მეგრძნო თავი. ვიცოდი რომ ეს ნაწილი, ჩემი ცხოვრებიდან არასდროს გაქრებოდა და შევეგუე კიდეც.

და მე, - მეხუთე, უცნაური და ცეცხლისფერ თმიანი, მეგი მეტრეველი.

მე ვიყავი ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული არაფერზე.
მიყვარდა, რაღაც მიყვარდა, მაგრამ არ ვიცოდი - რა. უბრალოდ, სიყვარული მიყვარდა.
მაშინაც მიყვარდა, როცა დავკარგე სოფია და ჯერ არ დაბადებული, ძმა. ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი ჩვენს ცხოვრებაში. გიორგიმ დღემდე ვერ გადაიტანა მისი ერთადერთი სიყვარულის და ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიკვდილი. წლები დასჭირდა რომ მისი უცხოელი ცოლი, ტრადიციების მიმდევარ მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს მიეღოთ და როცა ეს მოხდა, მის გვერდით ის აღარ იყო.
როცა ვუყურებ, როგორ განიცდის, არ მაქვს უფლება რომ მე ჩემი ტკივილი დავანახო. სწორედ ამ გრძნობით, ამ აზრებით ვცდილობდი, ჩემი ტკივილი ჩამეხშო და მას დავხმარებოდი რომ გადაეტანა. ყველას ეგონა რომ ბოლოს თავს მოიკლავდა, ვერ გაუძლებდა, მაგრამ ამის გადატანაში სამსახური დაეხმარა. ყოველ დღე უყურებდა სიკვდილს, ზედმეტადაც კი ქონდა გააზრებული თუ როგორი გრძნობა იყო. ბევრჯერ მოკვდა გიორგი, მაგრამ არასდროს მივუტოვებივარ, რადგან კარგად იცოდა რას ნიშნავდა ერთადერთი ადამიანის დაკარგვა.
ვერცერთმა ვერ გადავიტანეთ, მაგრამ ცხოვრების გაგრძელება მაინც შევძელით.
ჩემი დაბადება გახდა მიზეზი რომ სოფია ოჯახში მიეღოთ, იმ პირობით რომ ბებიის სახელს, მარიამს დამარქმევდნენ, მაგრამ სოფიას მეგანი მოსწონდა და როცა ორსულობის შესახებ გაიგო, გიორგის ამ სახელზე შეუთანხმდა. პრეტენზია არ გამოუთქვამს, რადგან არ უნდოდა ცუდი ურთიერთობა ჰქონოდა ქმრის ოჯახთან, თუმცა როცა დავიბადე და ყველას მარიამით უნდა მოემართა, გიორგი გამოაცხადა რომ ბავშვს მარიამი კი არა, მეგანი ჰქვია.
გიორგი იყო ადამიანი, რომელსაც ნამდვილი და გულწრფელი გრძნობით უყვარდა მისი ცოლი. ვიცოდი რომ სოფიას გამო ყველაფერს გააკეთებდა,
ვიცოდი რომ სოფიას გამო საკუთარ სიცოცხლესაც გაწირავდა.
ალბათ ეს გახდა მიზეზი რომ ჯერ კიდევ მჯეროდა ასეთი ნამდვილი, უბრალოდ ძალიან ნამდვილი და გიჟური სიყვარულის.

სოფიას სიკვდილის შემდეგ, ვხვდებოდი რომ ჩემი სახელი გიორგის ტკივილს აყენებდა, მათ შორის მეც და სასწრაფოდ გადავიკეთე. მას შემდეგ, ვერავინ ბედავს რომ ძველი სახელით მომმართოს.
რთული იყო უდედობა. ამაზე რთული კი, უკვე შეჩვეული ძმის, დავიწყება იყო.
მახსოვს როგორ მამზადებდნენ ძმისთვის, როგორ მასწავლიდნენ ჯერ არ დაბადებული ადამიანის სიყვარულს...
მას შემდეგ, ყველაფერი გართულდა. სიცოცხლის ხალისი დამეკარგა. ხსნას მხოლოდ ჩემ მეგობრებში ვპოულობდი და ვერ ვიტანდი ბიჭებს, რომლებიც გარს მეხვეოდნენ შეყვრებულობის პერსპექტივით.
22 წლის ასაკშიც კი ვერ ვიტანდი მათ. ბანალურ ადამიანთან ყოფნს, ჯობდა მარტო ვყოფილიყავი. რთული იყო გყოლოდა ასეთი მშობლები და ბოლოს, ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი შეგყვარებოდა.
22 წლის ასაკში, ანუ დღემდე... დღემდე მჯეროდა რაღაც სასწაული, გიჟური და არარეუალური სიყვარულის. ისეთი სიყვარულის, გიორგის და სოფიას რომ აკავშირებდა ერთ დროს.


* * *

მიყვარდა თბილისი. მიყვარდა ღამე მარტო სეირნობა.
ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მაიძულებდა რომ არაფერზე მეფიქრა. ან მეფიქრა ისეთ არარეალურ რაღაცებზე, რაც მაბედნიერებდა. ყოველ შემთხვევაში, სეირნობისას არ მაწუხებდა მელანქოლია, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყრელი მეგობარი და თანამგზავრია.
სიგარეტით ხელში, კვლავ მივუყვები მბჟუტავი ლამპიონით განათებულ ქუჩას. სიმღერის ტექსტზე აყოლას ვეღარც ვასწრებ, ისე სწრაფად გადადის ერთიდან-მეორეზე. ჩემი გონება კი, სადღაც, არარეალურ სამყაროში დაფრინავს და სულ არ უნდა ნამდვილ, რეალურ სამყაროში დაბრუნება.
მხრებზე უდიერად დაყრილ თმებს, ყოველ წამს ვისწორებ. უკვე რეფლექსად მექცა რომ თმას აუცილებლად უნდა შევეხო. იმდენად მაკომპლექსებდა რომ ყველას ყურადღების ცენტრში იყო, ვცდილობდი ხელით მაინც დამემალა თმის რაღაც ნაწილი.
ღამით სეირნობას, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს; შეგიძლია თავისუფლად შეიგრძნო მარტოობა. ყოველთვის ვოცნებობდი რომ ქალაქში მხოლოდ მე ვყოფილიყავი, მოზღვავებული ადრენალინით. მინდოდა მეყვირა, შუა ქუჩაში მეცეკვა, მემღერა, წვიმაში ისეთი სისულელეები გამეკეთებინა, როგორიც ბანალურ მელოდრამებშია. ყოველ ღამით კი, ეს გრძნობა იღვიძებს და წარმოვიდგენ რომ ჩემ ირგვლივ არავინაა. ალბათ, ესაა იმის მიზეზი რომ ღამით მარტო სეირნობა არ მაშინებს.

მაგრამ არც ისე ადვილად იყო ჩემი შიშების საქმე, როგორც მეგონა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა სეირნობისას გამიგია ჩხუბის ხმა, გინება, ან ლოთი კაცების სადღეგრძელოები. მაგრამ პირისპირ არასდროს მინახავს ისინი. დაბნეული და ერთიანად აკანკალებული ვუყურებდი, მოულოდნელად გამოჩენილ სილუეტებს, რომლებიც ნელ-ნელა ფიგურებად, შემდეგ კი ადამიანის სხეულებად იქცნენ. ვუყურებდი როგორ სცემდა სამი ბიჭი ერთს და ჩემში უსამართლობის გრძნობა იღვიძებდა. მინდოდა ძალიან ძლიერი ვყოფილიყავი და სამივე ბიჭი ადგილზე მომეკლა. მართალია, არ ვიცოდი ვინ იყო დამნაშავე, მაგრამ სამი ბიჭი გამეტებით რომ სცემს ერთს, ყველანაირ დანაშაულს აბათილებს. ჩემ მხედველობას წითელი ლაქები რომ მისწვდა, დამფრთხალმა გაურკვეველი ბგერები წამოვიყვირე და გაშეშებულ სხეულებს გულის კანკალით მივაჩერდი.
ერთ-ერთი საზიზღარი ღიმილით შემობრუნდა ჩემკენ. მიუხედავად სიბნელისა, მაინც ვხედავდი მის სახეს.

- ერთი ამას შეხედეთ, - წამოიყვირა უცებ. ისე როგორც ბაღში, კონცერტის შემდეგ, მშობლები ბავშვებს რომ აქებენ. იორნიულად ჩაეცინა და თვალებში ჩამხედა. პირველად ვიგრძენი შიში და პირველად ვიგრძენი რომ სიცოცხლე მინდოდა.
- შეეშვი, - არ ვიცი სად მქონდა ამხელა გამბედაობა, მისთვის ასე მტკიცედ და მკაცრად „მებრძანებინა“, მაგრამ ფაქტია, ჩემდა სამწუხაროდ, აღმომაჩნდა.
- გვეჩქარება, შეეშვი, - ეტყობა მეორემ იგრძნო საშიშროება რომ ჩემი გაჩუმება მტკივნეული ხერხებით მოუწევდათ და ამიტომ სწრაფად გადაუჩურჩულა პირველს.
- მერე, ეს? - ცეცხლზე ნავთიც დაასხა და ააგიზგიზა კიდეც. მხოლოდ ახლა დაფიქრდა პირველი ჩემ ბედ-იღბალზე, მე კი, მოსალოდნელი საფრთხისგან, გული ამოვარდნაზე მქონდა. რამდენიმე დარტყმაც კი გამოტოვა და შემდეგ ისე სწრაფად ფეთქავდა, მეგონა მისი ხმა ყველას ესმოდა.
პირველი ჩემ გაბედულ და მის უკან ამოფარებულ დამფრთხალ სახეს უყურებდა, ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- არაფერს იტყვის, - განაცხადა უცერემონიოდ და მეც შვებით ამოვისუნთქე, - თუ იტყვის, მისი პოვნა და უარეს დღეში ჩაგდება არ გაგვიჭირდება, - დაამატა ისევ იმ საზიზღარი ღიმილით.

- მოგკლავ, სანიკიძე! - დაჭრილის ყვირილის ხმა რომ გავიგე, რომელიც უიმედოდ ცდილობდა წამოდგომას, წამით შემეშინდა. მაგრამ ბიჭები მაინც მიდიოდნენ მანქანისკენ და მის წამოძახილს ყურადღებას არ აქცევდნენ.
- მომავალ და შენთვის უკანასკნელ შეხვედრამდე, მშვიდობაძე! - მიაძახა მანქანისკენ წასულმა.
გაშეშებული ვიდექი, იმასაც ვერ ვხვდები რომ ფეხებით მიწაზე ვიდექი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჰაერში გამოკიდებულს, გრავიტაციის ძალა დამეკარგა. მანქანის ძრავის ხმა რომ გავიგე, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი და დაჭრილისკენ წავედი.

- წამოდექი, - ვუთხარი და დავიხარე, ჩემ მხარი საყრდენად რომ გამოეყენებინა. ძლივ-ძლივობით ავიყვანე მეხუთე სართულზე. ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ლიფტში ვეძებდი გასაღებს და გავედი თუ არა, ეგრევე გავაღე კარი.
სახლში რომ შევედი და დივანზე დავსვი სახე დამანჭული, მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ შარში ვიყვავი.
იქნებ მანიაკია, ან ქურდი. მართალია გარეგნობით არ ეტყობა და არც რაიმეს თავი ექნება, მაგრამ ფილმებშიც ხომ ასე ხდება! ათასმა, მილიონმა, მილიონი აყვანილი კვადრატში საშინელმა აზრმა გამიელვა, მაგრამ მალევე დავწყნარდი, სამი ბიჭი რომ წარმოვიდგინე. იმდენად არაკაცური იყო ჩხუბი სამი-ერთზე რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა ყოფილიყო, მაინც მართალი იქნება ჩემ თვალში. ამიტომ უაზრო ფიქრები ტვინიდან გავდევნე და ჭრილობის დასამუშავებლად ფსიქოლოგიურად მოვემზადე.

- დამელოდე, აფთიაქის ყუთს მოვიტან, - მივაყარე სწრაფად და მეორე ოთახში ელვის სისწრაფით გავიქეცი. საჭირო ნივთები მოიტანე, ხელი კარგად დავიბანე და საქმე დავიწყე. - თვალები არ დახუჭო, - გავაფრთხილე და სპირტიანი ბამბა გაჭრილ ადგილას მოვუსვი. ჩემდა საბედნიეროდ, ჭრილობა ღრმა და ძალიან საშიში არ იყო. ანუ ჩემ მიერ გამოწერილ მკურნალობას ექვემდებარებოდა.
- არ მომკლა, რა. - საშინლად ბოხი ხმით თქვა, მაგრამ ამ ხმაშიც კი ეტყობოდა ის სასოწარკვეთა, დებილივით რომ მაღიმებდა. გასუფთავებულ ადგილას რამოდენიმე საფენი დავადე, სისხლი რომ შეჩერებულიყო.
ანერვიულებულმა, მის გვერდით დავიკავე ადგილი და ამოვიოხრე. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საშინლად რთული ოპერაცია წარმატებით ჩავატარე და პაციენტის სიცოცხლე ჩემზე იყო დამოკიდებული.
გამოცდილება ნამდვილად მქონდა ასეთ სიტუაციებში, კაკის და დათუნას წყალობით.
ყოველი ჩხუბის შემდეგ, მათი ბოლო იმედი მე ვიყავი, შეყვარებულების პანიკა და დაუსრულებელი ლექციები რომ არ მოესმინათ. მაგრამ უნდა ვაღიარო, ასე არასდროს მინერვიულია, პირველ შემთხვევაზეც კი.

- დამშვიდდი, არაფერია. - მიხვდა რომ მასზე მეტად მე ვნერვიულობდი და დამამშვიდა. ნუ, ეცადა მაინც. - ...წავალ. მადლობა დახმარებისთვის. - ჩაილაპარაკა გულგრილად. მე ლამის თვალები ბუდიდან გადმომცვივდა.
- გაგიჟდი? შენი ადგომა არ შეიძლება, მთელ შრომას წყალში ჩამიყრი და სისხლისგან დაიცლები! დღეს შეგიძლია დარჩე, დილის 10 საათამდე, მერე მამაჩემი მოვა და ნამდვილად არ მინდა, აქ რომ გნახოს.
- არ არის საჭირო, უბრალოდ წავალ, ხო? - ჩემ აფორიაქებულ სახეზე გაეღიმა და წამოდგომა სცადა.
- ვერ გავიგე, უნდა გეხვეწო? არ შეიძლება- მეთქი! - გავიმკაცრე ხმა და დივანზე რბილი ბალიში დავდე, თხელი საბანიც გამოვიტანე და დაწოლაში დავეხმარე.
- როცა დამჭრიან სულ შენთან მოვალ! - გაეცინა უკვე დაწოლილს და რამოდენიმე წუთი ჭერს მიაშტერდა. - ხო მართლა, მიშკა. - დაამატა ბოლოს, ადგომა რომ დავაპირე.
- მეგი, - ვუპასუხე ინსტიქტურად.
- გიხდება, - მითხრა და ხელი თმაზე ჩამოატარა. შევცბი და სწრაფად გამოვიწიე. პირველად მქონდა ასეთი რეაქცია, თმაზე შეხებისას.
- რა? - ვკითხე აფორაჯებულმა.
- სახელი, - აშკარაა, დაჭრილსაც კი, ძალიან ართობდა ჩემი რეაქციები.
- კარგი, მე გავალ და თუ რამე, დამიძახე. - მივაყარე სწრაფად და ჩემ ოთახში გავედი.

*

ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ სავსე მთვარის განათება აღწევდა და ესეც საკმარისი იყო, მისი სახე შემესწავლა; მკაცრი სახით ეძინა. ჩამეცინა, ახლაც ეგეთი სახე?! ნეტავ, მოდუნებული, მშვიდი, აუღელვებელი სახით როგორია?! აბურდული ღია წაბლისფერი თმა, კიდევ უფრო აჰბურდვოდა. პატარა, სწორი ცხვირის, აქა-იქ დაყრილი ღია ჭორფლების, გრძელი წამწამების, თმის ფერის და ხშირი წარბების, ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა, მათ შორის - მეც. თხელი, გამოკვეთილი ტუჩები და სახეზე დაყრილი ღია ფერის ჭორფლები იმდენად უცხო და განსხვავებულ გარეგნობას სძენდა, ერთი ნახვითაც კი „დაატყვევებდა“ ნებისმიერს. ცოტაც და ჩემს სიმპათიებსაც სააშკარაოზე გამოვიტანდი. ყბის ძვალი იმდენად გამოკვეთილი ჰქონდა, იფიქრებდი, ძალიან გამხდარიაო, მაგრამ საშუალო წონის სტანდარტებს ნამდვილად აკმაყოფილებდა.
ძალიან მინდოდა მისი ყბის ძვალს შევხებოდი, წამით მაინც. მაგრამ ვიცოდი გაეღვიძებოდა და ნამდვილად არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში ჩემი თავის ხილვა.

თავი გავაქნიე, მივხვდი რომ ძალიან გამიგრძელდა „ხომ სუნთქავს?!“ შემოქმება და სწრაფად, თუმცაღა ფრთხილი ნაბიჯებით დავბრუნდი ოთახში. ძილი არ მეკარებოდა. ჩემი თავი მილიონჯერ გავლანძღე, ასეთი დაუკვირვებელი რომ ვარ. მაინც არ მასვენებდა იმაზე ფიქრი რომ შეიძლება ეს ყოფილიყო დამნაშავე, მაგრამ ეგრევე თვალწინ მიდგებოდა ის სცენა, სამი ბიჭი რომ სცემდა და მალევე ქრებოდა ეს საშიელი ფიქრიც.
თვალები დავხუჭე, მისი სახე რომ წარმომიდგა, ეგრევე გავახილე, შემდეგ ისევ დავხუჭე და ისევ გავახილე, მაგრამ მაინც მასზე და მომხდარზე ვფიქრობდი. ან რა დამაძინებდა როცა ვიცოდი რომ გვერდით ოთახში ის უღმერთოდ სიმპათიური და თანაც დაჭრილი ადამიანი იწვა?!
- ღმერთო, - ამოვიოხრე და უაზრო ბორგვა გავაგრძელე საწოლში.
არ ვიცი როდის, ან მერამდენე ცხვრის დათვლაზე ჩამეძინა, მაგრამ ფაქტია რაღაცის შეხებამ გამაღვიძა. შეშინებულმა წამოვიკივლე და ჯერ კიდევ მთვარით განათებულ ოთახს, დამფრთხალმა გადავხედე, მაგრამ ჩემ მზერას მიშკა მშვიდობაძის ხელი რომ მისწვდა, ახლა კი გავიფიქრე რომ ნამდვილი იდიოტი ვარ! ვაი თუ მართლა მანიაკია.
ყვირილის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ სწრაფად გამაჩუმა და მილიონჯერ გაიმეორა, არაფერს დაგიშავებო. მეც გავჩუმდი, სხვა გზა არც მქონდა.

- არ ვიცი ვინ ხარ, არც ის ვიცი, გყავს თუ არა შეყვარებული, მაგრამ ეს რომ არ გავაკეთო, მთელი ცხოვრება ვინანებ, - მითხრა ჩახლეჩილი ხმით და ისედაც აფორიაქებული, კიდევ უფრო ამაფორიაქა, წამში რომ მომიახლოვდა და ხელი შიშველ წელზე შემიცურა, მეორე ხელი კი თმებს ააყოლა და მოწყურებული, საოცარი ვნებით დამეტკა ტუჩბზე. თავმოყარეობას ხელიც დავუქნიე და ჯანდაბაშიც გავისტუმრე. ჩემს წელზე მოხვეულ დაძაბულ ხელზე, ხელი მოვუჭირე. ოდნავ ჩაეღიმა. ალბათ მხოლოდ ეს სჭირდებოდა ჩემი პასუხის გასაგებად. საწოლზე წამომჯდარს, ზემოდან მომექცა და სველი ტუჩები ქვემოთ ჩააცურა, ჩუმი კვნესა იმდენად მოულოდნელად აღმომხდა რომ საკუთარმა ხმამაც კი შემაშინა. სისველე ვიგრძენი, პირველად მინდოდა ასე ძალიან ადამიანი. იმ წამს ყველაფერზე ვიყავი თანახმა. ერთადერთი რაც მინდოდა, ამ უცნობ შეშლილთან ყოფნა იყო, მაგრამ აკანკალებული ტუჩები მალევე გააჩერა ჩემს ყელთან. ისე მალე გაჩერდა რომ ჩემში ემოციებმა თავის მოყრაც კი ვერ მოასწრეს. მფეთქავ არტერიასთან სველი კოცნა დამიტოვა. გამაკანკალა. ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა რომ მეორე ბინიდან დაინახავდა ადამიანი, ჩემ სხეულზე არსებულ წერტილებს.
- მორჩა, - მხოლოდ ეს სიტყვა მომწყდა მკერდიდან და ისედაც წითელი ლოყები, კიდევ უფრო ამიწითლდა. ხელით თმა ყურთან გადამიწია და ამობერილ ვენებს თითი ჩააყოლა.
- დაიძინე, - მითხრა სუნთქვა შეკრულმა. - პირველისთვის არაუშავდა, მომავალში დაგამუღამებინებ, - ვიგრძენი რომ ჩაეცინა. იმ წამს, არც მისი სიტყვები გამიგია და არც ჩემს საქციელზე დავფიქრებულვარ. თავი ჩემ ყელში ჰქონდა ჩარგული რამდენიმე წამით, შემდეგ თითქოს გამოერკვაო, სწრაფად დამადებინა თავი ბალიშზე და თვითონ წამის მეასედში აორთქლდა ოთახიდან...
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Nobodyelse

იშვიათად თუ აღმოაჩენ გამართულ და საინტერესო ისტორიას, პირველი თავი უკვე ისეთი საინტერესო აღმოჩნდა რომ დარწმუნებული ვარ გაგრძელება შოკი იქნება!
მიშკა მშვიდობაძე უკვე მომწონს და ეჭვი მაქვს სერიოზულ გრძნობებში გადაიზრდება ჩემი მოწონება))))

 



№2 სტუმარი nini

gaagrdzele kargia veli shemdeg tavs

 



№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია <3.ველი შემდეგ თავს <3

 



№4  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
იშვიათად თუ აღმოაჩენ გამართულ და საინტერესო ისტორიას, პირველი თავი უკვე ისეთი საინტერესო აღმოჩნდა რომ დარწმუნებული ვარ გაგრძელება შოკი იქნება!
მიშკა მშვიდობაძე უკვე მომწონს და ეჭვი მაქვს სერიოზულ გრძნობებში გადაიზრდება ჩემი მოწონება))))

ვაუ,
არ ველოდი.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს! ნამდვილად დიდი ამბები გელით წინ და იმედი მაქვს მოგეწონებათ❤️❤️

nini
gaagrdzele kargia veli shemdeg tavs

12ის შემდეგ დაიდება მეორე თავი. დიდი მადლობა❤️

სტუმარი ანა
ძალიან კარგია <3.ველი შემდეგ თავს <3

მიხარია რომ მოგეწონა ^_^ მალე დაიდება შემდეგი❤️

 



№5  offline წევრი mirandaa31

ძალიან, ძალიან კარგია. გამართული, სასიამოვნოდ წასაკითხი. აუცილებლად გააგრძელე +1 მკითხველი გყავს ჩემი სახით
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი Margo Tokyo

mirandaa31
ძალიან, ძალიან კარგია. გამართული, სასიამოვნოდ წასაკითხი. აუცილებლად გააგრძელე +1 მკითხველი გყავს ჩემი სახით

ვერ წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებს ასეთი კომენტარების კითხვა! ^_^
დიდი მადლობა!!
მალე დაიდება შემდეგი❤️

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დაწყება იმდენად მომეწონა, კარგად ვისიამოვნებ ამ ისტორიით მეთქი. გამართულად და გრამატიკულად წერ. მაგრამ ბოლოსკენ რატომღაც იმედები გამიცრუვდა. ძალიან ბანალური და ბავშვური იყო. თავის არშესაკავებელი ნამდვილად არაფერი იყო. კოცნის სცენა რომ არ ყოფილიყო, ისტორიაზე გადავირეოდი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გავაგრძელებ აუცილებლად კითხვას

 



№8  offline წევრი Margo Tokyo

Chikochiko
დაწყება იმდენად მომეწონა, კარგად ვისიამოვნებ ამ ისტორიით მეთქი. გამართულად და გრამატიკულად წერ. მაგრამ ბოლოსკენ რატომღაც იმედები გამიცრუვდა. ძალიან ბანალური და ბავშვური იყო. თავის არშესაკავებელი ნამდვილად არაფერი იყო. კოცნის სცენა რომ არ ყოფილიყო, ისტორიაზე გადავირეოდი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გავაგრძელებ აუცილებლად კითხვას

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაუთმე, წაიკითხე და აზრი დააფიქსირე. ^^
სრულიად მისაღებია შენი შენიშვნა ჩემთვის, შესაძლოა მართლაც ბანალურად გამოვიდა...
ვერ ვიტყვი რომ რამდენიმე თავში ყველაფერს გაიგებთ, თუმცა აუცილებლად აიხსნება ამ კოცნის და კიდევ ბევრი სხვა რამის მიზეზი <3

 



№9  offline წევრი უცნაური მე

მომეწონა, კარგია, გააგრძელე.

 



№10  offline წევრი Margo Tokyo

უცნაური მე
მომეწონა, კარგია, გააგრძელე.

მადლობა <3

 



№11 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargad cer, grmad, emociuraddd, imedia maleve dadeb axal tavssss, martla saintereso istoriaa, yochagg

 



№12 სტუმარი Anansio

ვაიმეე❤️❤️❤️ ძაალიან მომეწონაა❗️❤️

 



№13 სტუმარი სტუმარი მარი

ხოოო, მეც არ მომეწონა დასასრული, საკმაოდ არალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილი კოცნა იყო.
მაგრააამ, იქიდან გამომგინარე რომ 16+ აწერია, არც უნდა ველოდოთ ალბათ მშვიდ და წყნარ თავებს ))

 



№14 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო ჩაანს...არდააგვიანოოოო

 



№15  offline წევრი Margo Tokyo

Qeti qimucadze
Zalian kargad cer, grmad, emociuraddd, imedia maleve dadeb axal tavssss, martla saintereso istoriaa, yochagg

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!❤️ დღეს ღამე დავდებ მეორეს

Anansio
ვაიმეე❤️❤️❤️ ძაალიან მომეწონაა❗️❤️

ოუ,
მიხარია ძალიან❤️❤️❤️

სტუმარი მარი
ხოოო, მეც არ მომეწონა დასასრული, საკმაოდ არალოგიკური და კონტექსტიდან ამოვარდნილი კოცნა იყო.
მაგრააამ, იქიდან გამომგინარე რომ 16+ აწერია, არც უნდა ველოდოთ ალბათ მშვიდ და წყნარ თავებს ))

მშვიდ თავებს ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდოთ. მადლობა შეფასებისთვის❤️

სტუმარი ნინო
საინტერესო ჩაანს...არდააგვიანოოოო

მიხარია რომ დაგაინტერესა❤️ დღეს ღამე დავდებ მეორეს

 



№16  offline წევრი møøn šhinė

შენ არ იცი როგორ მსიამოვნებს ბოლომდე განართული ისტორიის კითხვა პირველიისრომ ძალიან საინტერესო და Gანსგხვავებულია. მეორე კიდევ არცერთი შეცდომა არ გაქვს და სასიამოვნო საკითხავია . წარმატებები❤

 



№17  offline წევრი Margo Tokyo

møøn šhinė
შენ არ იცი როგორ მსიამოვნებს ბოლომდე განართული ისტორიის კითხვა პირველიისრომ ძალიან საინტერესო და Gანსგხვავებულია. მეორე კიდევ არცერთი შეცდომა არ გაქვს და სასიამოვნო საკითხავია . წარმატებები❤

აი,
შენ არ იცი, როგორ გამაბედნიერა ამ კომენტარმა!
მიხარია რომ განსხვავებულობას ხედავ და არ გებანალურება,
დიდი მადლობა!❤️

 



№18  offline წევრი მარიკუნაა♥️

ძალიან, ძალიან მომეწონე!
ძალიან მაგარი გოგო ხარ!
აუუ, გულით მიხარია ისე მომწონს!!!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№19  offline წევრი Margo Tokyo

მარიკუნაა♥️
ძალიან, ძალიან მომეწონე!
ძალიან მაგარი გოგო ხარ!
აუუ, გულით მიხარია ისე მომწონს!!!
♥️

ვაიჰ,
როგორ მიხარია ^_^ <3
უკვე გაგზავნილი მაქვს მეორე თავი და იმედია მალე დაიდება heart_eyes

 




კარგად და გამართულად წერ, ამიტომ უნდა გააგრძელო, მშვენიერია. ერთი რჩევა მაქვს და შენიშვნად არ მიიღო ან არ გეწყინოს. სიტყვა "დებილი" აღარ გამოიყენო, შეიძლება არ იცი, მაგრამ დებილიზმი დაავადებაა და შესაბამისად, შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოების ასეთ წევრებს. ქართული ენა იმდენად მდიდარია, ყოველთვის მოიძებნება შემცვლელი სიტყვები და თანაც არაერთი სინონიმის სახით. რაც შეეხება დანარჩენს, უმნიშვნელოა მასზე საუბარი, რედაქტირებით ეშველება :) წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

 



№21  offline წევრი Margo Tokyo

ქეთი იმერლიშვილი
კარგად და გამართულად წერ, ამიტომ უნდა გააგრძელო, მშვენიერია. ერთი რჩევა მაქვს და შენიშვნად არ მიიღო ან არ გეწყინოს. სიტყვა "დებილი" აღარ გამოიყენო, შეიძლება არ იცი, მაგრამ დებილიზმი დაავადებაა და შესაბამისად, შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოების ასეთ წევრებს. ქართული ენა იმდენად მდიდარია, ყოველთვის მოიძებნება შემცვლელი სიტყვები და თანაც არაერთი სინონიმის სახით. რაც შეეხება დანარჩენს, უმნიშვნელოა მასზე საუბარი, რედაქტირებით ეშველება :) წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!
ჯანსაღი კრიტიკა და შეცდომების გამოსწორება, საწყენი ნამდვილად არაა.
აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას! heart_eyes

 



№22 სტუმარი takia

dadeb dghes?

 



№23  offline წევრი Peoplefallformysmile

იმდენად რეალურია და იმდენად სასიამოვნოდ იკითხება, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო. იმედი მაქვს რეალობას ზედმეტად არ ასცდები.

 



№24  offline წევრი Margo Tokyo

takia
dadeb dghes?

გაგზავნილი მაქვს მეორე თავი და იმედია მალე დაიდება:(( <3

Peoplefallformysmile
იმდენად რეალურია და იმდენად სასიამოვნოდ იკითხება, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო. იმედი მაქვს რეალობას ზედმეტად არ ასცდები.

მადლობა შეფასებისთვის❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent