შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (12თავი)


5-07-2018, 12:38
ნანახია 3 316

ი-რეალური გოგონა ნაგავსაყრელიდან (12თავი)

-ძალიან ლამაზი ხარ. -სახეზე თითები შემახო, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი სხეული აფეთქდა ადრენალინისგან. როდესაც თვალი გავახილე მის სევდისფერ თვალებს ვაწყდები, რომელშიც ძალიან დიდი ტკივილი და ბედნიერება ისე ეჭიდავებიან ერთმანეთს ლამის გული გამიჩერდეს.
-შეიძლება ცოტა ხნით დავრჩე? -ვეკითხები გაუაზრებლად. ის უხმოდ შლის მკლავებს და მეც დედის სურნელს პირველად შევიგრძნობ ოცდახუთი წლის მანძილზე.
-დარჩი. შუბლზე ნაზ კოცნას მიტოვებს და მისი ცრემლი ჭორფლიანი სახის გავლით ჩემს ჭორფლიან სახეზე პოულობს მყუდრო თავშესაფარს.
------------------------------------


-შვილები არ გყავთ?
-აღარ გამიჩნდა. ჩემი ორგანიზმი ისეთი დაავადებული იყო მშობიარობის შემდეგ სიცოცხლე ძლივს შემინარჩუნეს.
-ვწუხვარ.
-ცხოვრება გრძელდება. ხომ ასეა?
-ჰო ასეა. -ნინო სახეზე ჩამოშლილ თმას ყურზე მიწევს.
-ჩემი ასლი ხარ.
-ვხვდები.
-როგორც კი დაგინახე მაშინვე გიცანი. შეუძლებელია საკუთარი ასლი ვერ მეცნო.
-ჩემი მიტოვება რატომ გადაწყვიტე? -ძლივს გავბედე ამ კითხვის დასმა. მან მზერა ამარიდა, საწოლიდან წამოდგა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოყვა.
-რთულია ამაზე პასუხის გაცემა.
-უნდა მიპასუხო.
-ვიცი. შენ იმსახურებ ყველაფერი იცოდე, ამის სრული უფლება გაქვს. მაგრამ დამპირდი ამის გამო არ შემიძულებ. მპირდები? სევდისფერი თვალები შემანათა ნინომ.
-მე არ მძულს ადამიანები.
-შენ რომ გხედავდი ყოველი წამი ისევ თვალწინ მედგა. ამას ვერ ვუძლებდი. -ამოიხრიალა და ზურგი მაქცია.
-ახლაც იგივეს განიცდი?
-კი. -ცოტა ხანს ორივე ვჩუმდებით.
-მე უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა, არ ვაპირებ წარსულის გამო პასუხი მოგთხოვო, არც სიყვარულს გთხოვ, არც სითბოს. -თუ გინდა ახლავე წავალ ამ სახლიდან.
-არა. -შეშინებული მოტრიალდა ჩემკენ და ხელზე ფრთხილად შემახო თავისი ხელები. -არც მე მაქვს უფლება სიყვარული მოგთხოვო ან პატიება მაგრამ გთხოვ დარჩი. მინდა ცოტა ხნით მაინც გიყურო.
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
-პირველი ნაბიჯი შენ გადადგი, მნიშვნელობა არ აქვს ეს დაავადებამ გაგაკეთებინა თუ გულში მიძინებულმა ტკივილმა, მეორე ნაბიჯი მე უნდა გადავდგა. მინდა კარგად იყო. მინდა შენი ცხოვრებიდან ჩემი მოჩვენებები სრულებით გავდევნო, შემდეგ თუ გინდა წადი და არასოდეს აღარ მნახო.
-დედას უნდა დავურეკო. -ვამბობ და იმ წამსვე ვგრძნობ მის თვალებში გამკრთალ ტკივილს. -მაპატიე. -ვამბობ და ვგრძნობ საკუთარი დაუფიქრებელი საქციელი გულს თავადაც ისე მტკენს როგორც მას ვატკინე.
-ის დედაშენია. ქვემოთ დაგელოდები. რამეს მოგიმზადებ.
-თუ წინააღმდეგი არ ხარ, ერთად მოვამზადოთ.
-კარგი. - მთანხმდება მხიარულად და ოთახში მარტო მტოვებს.
ზარს სახლის ნომერზე ვანხორციელებ და შეშინებულ დედას ათას ტყუილს ვეუბნები რომ დამშვიდდეს. სრულ ისტერიკაში მყოფს ვერაფერს ვაგებინებ.
-დედა! ვღრიალებ და ისიც ჩუმდება. -უბრალოდ ერთი კვირა მადროვე და დავბრუნდები გთხოვ.
-ის მაინც მითხარი სად ხარ? -მესმის ყურმილს მიღმა მისი ასლუკუნებული ხმა.
-როცა დავბრუნდები ყველაფერს მოგიყვები გპირდები. მიყვარხარ. მამას მიხედე. -ვამბობ და ყურმილს ვკიდებ. სადად მოწყობილ საძინებელს მოვავლე თვალი. აქაურობა ზუსტად ისეთივე უბრალოა როგორც თვითონ ნინო და გიორგი. სარკეში საკუათარი თავი შევათვალიერე და ქვემოთ ჩავედი.
-თავს როგორ გრძნობ? -დანახვისთანავე შემაგება გეგემ ეს სიტყვები. უხმოდ მოვეხვიე სხეულზე. ცხვირი მის ყელში ჩავრგე და ტუჩები ნაზად შევახე ყელზე.
-შესანისნავად. -თვალები შევანათე და მასაც სახეზე ბედნიერების ტალღამ გადაურბინა.
-მომეხმარები? ოთახში ნინომ შემოყო თავი.
-ახლავე.
-რაში ეხმარები? -სახე გაებადრა გეგეს.
-სადილს მოვამზადებთ. -გეგე მაცდურად მეხება წელზე, სხეულზე ძლიერად მეკვრის და ვნებიან კოცნას მიტოვებს.
-ტასო. როგორ გიციმციმებს თვალები.
-ვიცი და მადლობ ამისთვის.
-მიყვარხარ.
-მეც მიყავრხარ. გამიშვებ?
-წადი. -მკლავებიდან მათავისუფლებს გეგე და მეც სამზარეულოში შევდივარ.
-რის მომზადებას ვაპირებთ? -მხიარულად ვეკითხები ნინოს.
-რა გიყვარს?
-ჭამით არ გამოვირჩევი.
-ეჭვი არ მეპარება. -მხიარულად შემათვალიერა ამ უკანასკნელმა და მაცივრიდან ხორცი გამოიღო.
-მათეზე მომიყევი.
-ტყვეობას რომ თავი დავაღწიეთ მათე მალევე გარდაიცვალა. ძალიან იყო მისი სხეული დაუძლურებული და გამოჯამრთელება ვერ შეძლო.
-ვწუხვარ.
-საბოლოოდ ყველანი ვკვდებით.
-ის მამაჩემი იყო?
-წარმოდგენა არ მაქვს ტასო, ძალიან ბევრმა მამაკაცმა იძალადა მაშინ ჩემზე, მაპატიე მაგრამ არ ვიცი ვინ არის მამაშენი.
-არაუშავს, სიმართლე გითხრა არც მაქვს სურვილი მისი ვინაობის ცოდნის, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის მაინც შენზე მოძალადე კაცი იქნებოდა და არა მამაჩემი.
-შენზე მომიყევი რას საქმიანობ?
-მამაჩემის კომპანიას სულ ახლახანს ჩავუდექი სათავეში მაგრამ დაავადების გამო ისევ ჩამოშორება მომიწია.
-კარგი მშობლები გყავს?
-ძალიან.
-ეს კარგია.
-ნაგავსაყრელზე რატომ დამაგდე? არ ჯობდა სადმე ჩაგებარებინე? -ერთი წამით მისი მზერა მბურღავს და საუბარს აგრძელებს.
-ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. ვიცოდი რომ შენს ამჟამინდელ მშობლებს შვილი არ ყავდათ, ვიცოდი რომ კარგი ხალხი იყო, იქვე კუთხეში ატუზული ველოდი როდის აღმოგაჩენდენ რომ სხვის ხელში არ მოხვედრილიყავი.
-გინდა თქვა რომ მთელი ეს დრო იცოდი სად ვცხოვრობდი და ერთხელაც არ გაგიჩნდა ჩემთან კონტაქტის სურვილი? -ვიგრძენი გულში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩამწყდა.
-შენთვის ასე სჯობდა.
-რა იცი რა სჯობდა ჩემთვის? -შევუღრინე და წყლის ჭიქა ნიჟარაში ჩავახეთქე. ის მოულოდნელი აფეთქების გამო ადგილზე ხტება. -მაპატიე, ზოგჯერ ვფსიხდები, მიჭირს თავის კონტროლი ეს ხასიათი ბიოლოგიური დედისგან მერგო.
-ელისაბედ გთხოვ.
-ტასო. მე ტასო მქვია. -დავიღრიალე ბოლო ხმაზე.
-ტასო. -ხმა შეარბილა ნინომ. -შენი ნდობის ტყუილებით მოპოვებას არ ვაპირებ. რადგან მოხვედი და კითხვებს მისვამ ნება მომეცი ყველაფერზე გულახდილად გიპასუხო.
-არც მე მიყვარს ტყუილები. -ნინო ნიჟარიდან ჭიქის ნამსხვრევებს იღებს და ნაგვის ურნაში ყრის.
-მშვიდობაა? -სამზარეულოში გიორგიმ შემოყო თავი და როცა ორივენი საღსალამათები დაგვინახა უკანვე გატრიალდა.
-როგორ გაიცანი?
-ჩემი გინეკოლოგი იყო. ის დამეხმარა შენს ამ ქვეყნად მოვლინებაში, მანვე იზრუნა შენთვის შესაფერისი ოჯახი გვეპოვნა.
-გამოდის ისიც ჩართულია ჩემს გასხვისებაში?
-ელის... ტასო. -შეასწორა ნინომ. -კარგი როგორც არის. ის დამეხმარა რომ ცხოვრებას დავბრუნებოდი.
-იცი, როცა შენზე ვფიქრობდი ყოველთვის მეგონა რომ მოკვდი და ახლა როდესაც ჩემ წინ ჯამრთელს და საღსალამათს გიყურებ არც კი ვიცი რას ვგრძნობ და რა ვიფიქრო. ცხოვრებაში რაც არ უნდა გაგევლო შვილზე უარი არ უნდა გეთქვა.
-შენთვის ადვილია. შენ არ გამოგივლია ის ყველაფერი.
-ცდები! მე დეტალ-დეტალ გავიარე ყველა შენი სიმწარე. თითოეული გაუპატიურება, ცემა, შეურაწყოფა ყველაფერი გავიარე და სანამ გავიგე, რომ ორ სამყაროში გამოკიდებული ვცხოვრობდი ლამის ჭკუიდან შევიშალე. მაგრამ იცი რა. მე არ მივატოვებდი ჩემ შვილს. -ყელში მომჯდარ ცრემლს ვიკავებ და ნინოს ფერმკრთალ სახეს ვაშტერდები.
-ჩემზე ძლიერი ხარ. -ამოიხრიალა ბოლოს. -ბევრად ძლიერი.
-მე ვიტყოდი მეტად სამართლიანი. -ბოლომდე შევეცადე მისთვის ტკივილის მიყენებას და გამომივიდა კიდეც. სამზარეულოს დანა იქვე მიაგდო და ოთახიდან გავიდა. მაგიდას მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. შუბლზე გეგეს ტუჩები ვიგრძენი. ხელები ყელზე მოვხვიე და ტუჩები ნაზად შევახე მის ტუჩებს.
-ძალიან რთული ყოფილა.
-ტასო. მთელი დღეა აქ ვართ. გამოიცანი რა პლიუსი აქვს ამ ყველაფერს რაც შენ ვერც კი შენიშნე.
-რა პლიუსი?
-რეალობიდან არ გათიშულხარ. -აღგზნებული ტუჩები დამაკრო ამ უკანასკნელმა ყელზე.
-მოიცა. -ხელებით ძლიერად მივაწექი გეგს სხეულს, ტანი უკან გადავწიე და დაფეთებული თვალები შევანათე გეგეს.
-ხო, ხო ჩემო გოგო. დღეს არ გათიშულხარ. -ხელში ამიტაცა გეგემ და პატარა ბავშვივით მოყვა ჩემს ბზრიალს. -უი. -ძირს მსვამს გეგე როგორც კი კარში მდგომ ნინოს მოკრა თვალი.
-ერთმანეთს ძალიან უხდებით.
-მადლობა. -გეგე ლოყაზე მკოცნის და მასთან მარტო მტოვებს.
-მაპატიე. ზედმეტი მომივიდა.
-არაუშავს, ფიცხი ხასიათი დედისგან გამოგყვა. -სიცილით ამბობს ნინო და სადილის კეთებას იწყებს.
-ყავა გვაქვს ოჯახში? -ვკითხულობ და ნინოს გაოცებულ თვალებს ვუყურებ. -რა იყო?
-არაფერი. ოჯახში რომ თქვი ტანში გამცრა.
-კარგი აღარ ვიტყვი.
-არა. თქვი, გთხოვ თქვი. -ვედრება გაისმა მის ხმაში.
-ყავა გვაქვს ოჯახში? -ვიმეორებ და ნათლად ვხედავ მისი თვალის კუთხეში ცრემლის მოძრაობას.
-მეორე თარო გამოხსენი, მანდ დევს და მეც გამიკეთე.
მხიარულ ნოტაზე გამოვალაგე საჭირო ატრიბუტები და ყავა ორივესთვის გავაკეთე.
მოგვიანებით ნინოს გაკეთებული სადილით კარგად დავნაყრდით. გიორგი ძალიან მხიარული ადამიანი აღმოჩნდა და კარგი დრო გვატარებინა. ხუმრობა ხუმრობით ისე მოვიდა შუაღამის ორი საათი ვერც კი შევნიშნეთ.
-ძილის დროა. -ამბობს ნინო. -მოასვენე ბავშვები. საძინებელს მოგიმზადებთ. -თქვა და გასვლა დააპირა.
-დაგეხმარო?
-კარგი იქნება. -გამიღიმა და მეორე სართულს მხიარულად ავუყევით. საძინებელში შესულს ნინო უეცრად კითხვით სავსე მზერას მაპყრობს. ვხვდები რაღაც უნდა მკითხოს და ვერ ბედავს. მეღიმება და მის დაძაბულობას წამებში ვფანტავ.
-ერთი ძანიბელი გვეყოფა.
-ანუ ერთად ცხოვრობთ. -ღიმილით მეუბნება. კარადა გამოხსნა, თეთრეული გამოიღო და საწოლის გაშლას შეუდგა.
-ბედნიერი ხარ? -ნინო წამით შეშდება, მერე ჩემკენ მოემართება.
-შეიძლება? -მეკითხება და მკლავებს შლის. მის გაშლილ ხელებში უხმოდ ვეშვები და ვიგრძენი როგორ ავფეთქდი. -ჰო ახლა ბედნიერი ვარ. კარგა ხანს ვიდექით ჩახუტებულები. შუბლზე მზრუნველად მაკოცა და გასასვლელად დაიძრა.
-მადლობა.
-რისთვის?
-დარჩენის ნება რომ მომეცი. -ის იღიმის.
-რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. -მერე ოთახიდან გადის და მეც ბედნიერებით აფეთქებული საწოლზე მოწყვეტით ვეცემი. ოთახში შემოსული გეგე, კარებშივე დიდ ნახტომს აკეთებს და საწოლზე ჩემს გვერდით ენარცხება. თვალებში გაცისკროვნებულ მზერას მიყრის.
-რა იყო?
-ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მინახიხარ. -სხეულზე მაცდურად ავაცურე თითები და მასაც ეშმაკები აუთამაშდნენ თავლებში. -ცუღლუტს აპირებ ტასო?
-რატომაც არა. -ხელი ვკარი, მის ძლიერ სხეულს ზემოდან მოვექეცი და ყელში სველი კოცნა დავუტოვე. ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა. შედეგმაც არ დააყოვნა და ახლა ის მოექცა ჩემ სხეულს ზემოდან, გამარჯვებული მზერა გამიყარა, ქვედა ტუჩი კბილებ შორის მოიქცია, თავისკენ დაქაჩა, წამში გამძარცვა ტანისამოსისგან. მკერდზე ნაზი ალერსი დამაკრო, მთელ სხეულზე სველ კოცნებს მიტოვებდა. ყელიდან მოყოლებული კოცნით ჩავიდა საშომდე და მე სიმწრით უკვე დავიკბინე ტუჩები. ენა რამოდენიმეჯერ გადაატარა გავარვარებულ ვაგინას. გამაჟრჟოლა და სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა. უცებ ტუჩებზე მეკვრის.
-ჩშ... -ხელებს თავსზემოთ მიჭერს, თითებ შორის თავის თითებს აცურებს და პირველივე ბიძგს ძალიან ძლიერს აკეთებს.
-ჯანდაბა გეგე. -ამოვიგმინე და მის მოძრაობას სინქრონულად ავყევი.

ალერსით დაღლილები საწოლზე გაშოტილები უხმოდ ვუცქერდით თვალებში მე და გეგე ერთმანეთს, მისი თითები მაინც მოუსვენრად იყვნენ და ჩემ სხეულზე ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით ირთობდნენ თავს.
-რაზე ფიქრობ ტასო?
-დღევანდელ დღეზე. მიუხედავად ყველაფრისა აქ ყოფნა მომეწონა, მის გვერდით ყოფნამ სიმშვიდე მომიტანა.
-ვიცი, ვხედავ, ვგრძნობ, თუმცა იმასაც ვხედავ, რომ რაღაც მაინც გაწუხებს.
-ჩემებზე ვფიქრობ.
-სიმართლის თქმას აპირებ?
-დამალვას რა აზრი აქვს?
-მართალი ხარ, არანაირი.
-მეშინია რომ გული ეტკინებათ, ისინი არ იმსახურებენ ცუდად მოქცევას.
-შენ ხომ მათ მიტოვებას არ აპირებ ტასო?
-არასოდეს! ისინი ჩემი მშობლები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ჩემში მთელი სითბო და სიყვარული ჩადეს, სხვაგვარად მოქცევის არც უფლება მაქვს და არც სურვილი.
-იცი ეხლა რა საყვარელი ხარ? -მკლავებში მიქცევს გეგე, სახეს მიკოცნის და ბოლოს ვნებიან კოცნას მიტოვებს ტუჩებზე. -აფორიაქებული, მზრუნველი, შეშინებულიც და დამშვიდებულიც. საოცრება ხარ გეფიცები.
-თუ ჩემ ქებას არ მოეშვები შეიძლება აღვიგზნო. -გეგემ წარბები ეშმაკურად შეათამაშა და ისე მწვდა საშოზე გააზრება ვერ მოვასწარი. მაჯაზე ხელი წავავლე თუმცა შეჩერება წამით არ მიფიქრია. -ახლა შეიძლება ხელში ჩაგადნე.
-წინააღმდეგი არ ვარ. -ამბობს და კიდევ ერთხელ ვეშვებით სიყვარულის მორევში.
***
მზე კარგად ამოსული იყო როდესაც თვალი გავახილე, გეგე უკვე ამდგარი დამხვდა, ერთი გემრიელად გავიზმორე და როდესაც კიდევ ერთხელ და ნათლად გავიაზრე, რომ ნამდვილად სვანეთი ვიმყოფებოდი და ნამდვილად დედაჩემის სახლში სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. საწოლიდან მხიარულად წამოვხტი, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი, სახლში უჩვეულო სიმშვიდე იყო გამეფებული, ოთახები ცარიელი და სევდიანი მეჩვენა, ტანში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა, მარტო ვიყავი და ეს არ მომეწონა, სამზარეულოში შევედი ყავა გავიკეთე და ჭიქით ხელში ეზოში ფეხშიშველმა სიარული დავიწყე, აქაურობა ძალიან ლამაზი იყო, მხოლოდ უსაშველოდ დიდი მეჩვენა ორი ხანში შესული ადამიანისთვის. ტელეფონზე გეგეს ნომერი ავკრიბე.
-გაიღვიძე? -მესმის ყურმილს მიღმა მისი მხიარული ხმა და მეც მომენტალურად მეუფლება სიმშვიდე.
-სად ხარ გეგე?
-მე და გიორგი ცოტა ხნით გავედით, მაპატიე არ გაგაფრთხილე, ისე გემრიელად გეძინა შემეცოდე გასაღვიძებლად.
-ნინო სად არის არ იცი? სახლში მარტო ვარ და რატომღაც თავი უსიაომვნოდ ვიგრძენი.
-სახლში დავტოვეთ, გასვლასაც არ აპირებდა. კარგად მოძებნე ტასო, იმხელა სახლია, რომელიმე ოთახში იქნება, ან ეზოში ნახე.
-მალე დაბრუნდები? -ხმა საგრძნობლად ამიკანკალდა და შევეცადე თავი ხელში ამეყვანა.
-კარგი, არ ინერვიულო გიორგის ვეტყვი და ახლავე უკან დავბრუნდები, ან საერთოდ რამ მომაფიქრა წასვლა. -აშკარადა გაღიზიანება დაეტყო გეგეს ხმას თავისი დაუფიქრებელი საქციელის გამო.
-გეგე.
-ხო ტასო.
-არ გინდა იყავი, აი ნინოც დავინახე. კარგად ვარ.
-დარწმუნებული ხარ?
-კარგად ვარ. -ტელეფონს ვთიშავ და ჰამაკში მთვლემარე ნინოსკენ ფეხაკრებით მივდივარ.
-----------------------------


ავტორის შენიშვნა: მეგონა ვერ მოვასწრებდი მაგრამ გულმა არ მომითმინა, ხელები დავიტეხე და სამსახურშიც საქმე გავაფუჭე :) იმედი მაქვს მოგეწონებათскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

ჩემო საყვარელო სამსახურში საქმის გაფუჭება არ გინდა, შენი ერთგული მკითხველი სულ დაგელოდება ერთი და ორი დღე არაფერი არაა ❤️ აი ამ თავმა მეც საოცარი სიმშვიდე მომანიჭა. მაგრამ მაინც გული დამწყდა მათეს გამო :( გიორგი უფრო მომეწონა. რაგითხრა გარდა იმისა რომ ხარ სასწაული, საოცარი, უნიჭიერესი გოგო ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
ჩემო საყვარელო სამსახურში საქმის გაფუჭება არ გინდა, შენი ერთგული მკითხველი სულ დაგელოდება ერთი და ორი დღე არაფერი არაა ❤️ აი ამ თავმა მეც საოცარი სიმშვიდე მომანიჭა. მაგრამ მაინც გული დამწყდა მათეს გამო :( გიორგი უფრო მომეწონა. რაგითხრა გარდა იმისა რომ ხარ სასწაული, საოცარი, უნიჭიერესი გოგო ❤️



მადლობა მირანდა <3
უბრალოდ გულმა არაფრით არ მომითმინა რომ არ დამეწერა <3

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მართლა არ მოველოდი ახალ თავს. ზე პუნქტუალური გოგო ხარ. სხვა თავებთან შედარებით ყველაზე მშვიდი თავი იყო. ტასოს სულიერი სიმშვიდე გადამდებია. ბოლოს მომეჩვენა რაღაც ვერ იყო წესრიგში და იმედია ნინოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

 




Chikochiko
მართლა არ მოველოდი ახალ თავს. ზე პუნქტუალური გოგო ხარ. სხვა თავებთან შედარებით ყველაზე მშვიდი თავი იყო. ტასოს სულიერი სიმშვიდე გადამდებია. ბოლოს მომეჩვენა რაღაც ვერ იყო წესრიგში და იმედია ნინოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.



გოგო რატომ ხარ ასეთი და რატომ აფათურებ ჩემ ტვინში ხელებს ? :-) მინდოდა ანი ჩიხლაძისეული გამომერია მაგრამ მივხვდი არ მაპატიებდით და გადავიფიქრე საბოლოოდ ❤❤❤

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ჰალუცინოგერი
Chikochiko
მართლა არ მოველოდი ახალ თავს. ზე პუნქტუალური გოგო ხარ. სხვა თავებთან შედარებით ყველაზე მშვიდი თავი იყო. ტასოს სულიერი სიმშვიდე გადამდებია. ბოლოს მომეჩვენა რაღაც ვერ იყო წესრიგში და იმედია ნინოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.



გოგო რატომ ხარ ასეთი და რატომ აფათურებ ჩემ ტვინში ხელებს ? :-) მინდოდა ანი ჩიხლაძისეული გამომერია მაგრამ მივხვდი არ მაპატიებდით და გადავიფიქრე საბოლოოდ ❤❤❤

ჰაჰა რამდენი მაცინე????????ანი ჩიხლაძეზე ცუდს ვერ გაპატიებ :დდდ
ჩემი გოგო ხარ შენ❤❤❤❤❤

 



№6  offline წევრი lena lena

Chemo saocrebavvv
Ar gelodi da rogor gamixardi rom icode
Gegeze sheyvarebuli var
Giyvardes adamiani tavisi minusebit da problemebit mxolod erteulebs sheudzliat da gege namdvili mamakacia
Tasoshi aris dzalian saintereso
Seqsualuri
Vnebiani da boboqari qali
Chemo sxvafero rogori kargi xar
Da rogor mebednierebit shen da sheni isgoriebi

 




lena lena
Chemo saocrebavvv
Ar gelodi da rogor gamixardi rom icode
Gegeze sheyvarebuli var
Giyvardes adamiani tavisi minusebit da problemebit mxolod erteulebs sheudzliat da gege namdvili mamakacia
Tasoshi aris dzalian saintereso
Seqsualuri
Vnebiani da boboqari qali
Chemo sxvafero rogori kargi xar
Da rogor mebednierebit shen da sheni isgoriebi


გოგო ❤❤❤
ნუ ხარ ესეთი საყვარელი❤❤❤

 



№8 სტუმარი Nini

გამოცდის მერე ამის კითხვა რა ჯარგი შეგრძნებაა ნეტა იცოდე❤️❤️❤️ საოცრება ხარ არაჩვეულებრივი და უპუნქტუალურესი♥️♥️ სამსახურში არ გაიფუჭო საქმე არავითარ შემთხვევაში❤️❤️

 




Nini
გამოცდის მერე ამის კითხვა რა ჯარგი შეგრძნებაა ნეტა იცოდე❤️❤️❤️ საოცრება ხარ არაჩვეულებრივი და უპუნქტუალურესი♥️♥️ სამსახურში არ გაიფუჭო საქმე არავითარ შემთხვევაში❤️❤️


მადლობა საყვარელო❤❤❤
როგორ ჩაიარა გამოცდამ?

 



№10 სტუმარი სტუმარი ნატა

მართლა რა მაგარი გოგო ხარ შენ, უყურადღებოდ რომ არ დაგვტოვე შენი მკითხველი და გაგვახარე ახალი და საოცარი თავით

 



№11  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი ნატა
მართლა რა მაგარი გოგო ხარ შენ, უყურადღებოდ რომ არ დაგვტოვე შენი მკითხველი და გაგვახარე ახალი და საოცარი თავით


დიდი მადლობა ნატა ❤❤❤

 



№12 სტუმარი Nini

ჰალუცინოგერი
Nini
გამოცდის მერე ამის კითხვა რა ჯარგი შეგრძნებაა ნეტა იცოდე❤️❤️❤️ საოცრება ხარ არაჩვეულებრივი და უპუნქტუალურესი♥️♥️ სამსახურში არ გაიფუჭო საქმე არავითარ შემთხვევაში❤️❤️


მადლობა საყვარელო❤❤❤
როგორ ჩაიარა გამოცდამ?

პასუხების მოლოდინში მოვკვდები ალბათ;( ძალიან ვნერვიულობ მადლობა რომ მკითხე❤️❤️

 



№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

Nini
ჰალუცინოგერი
Nini
გამოცდის მერე ამის კითხვა რა ჯარგი შეგრძნებაა ნეტა იცოდე❤️❤️❤️ საოცრება ხარ არაჩვეულებრივი და უპუნქტუალურესი♥️♥️ სამსახურში არ გაიფუჭო საქმე არავითარ შემთხვევაში❤️❤️


მადლობა საყვარელო❤❤❤
როგორ ჩაიარა გამოცდამ?

პასუხების მოლოდინში მოვკვდები ალბათ;( ძალიან ვნერვიულობ მადლობა რომ მკითხე❤️❤️


ყველაფერი გამოვა ❤❤❤

 



№14 სტუმარი სტუმარი Onlyyou

იცი ჩემ თავზე მეშლება ნერვები აქამდე როგორ არ წავიკითხე ეს სასწაული დამთავრებას ვუცდიდი და ვერ მოვითმინე მაინც საოცარია აი ისეთი ჯერ რომ არ წამიკითხავს... რომ არ მსმენია უნიჭიერესი ხარ და მინდა რომ სულ სულ წარმატებულად წერდე საოცარი იყო კიდევ მინდა რომ პალიტრა ელის კონკურსში მიიღო მონაწილეობა ამ რომანით ნამდვილად იმსახურებს წიგნად გამოცემას ♡♡♡♡♡¡

 



№15  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი Onlyyou
იცი ჩემ თავზე მეშლება ნერვები აქამდე როგორ არ წავიკითხე ეს სასწაული დამთავრებას ვუცდიდი და ვერ მოვითმინე მაინც საოცარია აი ისეთი ჯერ რომ არ წამიკითხავს... რომ არ მსმენია უნიჭიერესი ხარ და მინდა რომ სულ სულ წარმატებულად წერდე საოცარი იყო კიდევ მინდა რომ პალიტრა ელის კონკურსში მიიღო მონაწილეობა ამ რომანით ნამდვილად იმსახურებს წიგნად გამოცემას ♡♡♡♡♡¡



ვაიმე ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, გული საშინლად გამითბო შენმა სიტყვებმა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent