შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( ნაწილი 2) დასასრული


5-07-2018, 19:57
ავტორი Life is Good
ნანახია 1 127

გატაცება( ნაწილი 2) დასასრული

ძილ-ბურანიდან საწოლის თავთან,ტუმბოზე დადებულმა ტელეფონის ვიბრაციამ გამოიყვანა.აპარატი ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას და მოძრაობას.უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა და შეეცადა ბალიშიდან ოდნავ წამოწეული, ხელით მისწვდომოდა ძილის დამრღვევს.ეკრანზე არც დაუხედია, ისე გადაუსვა სენსორს თითი და ყურზე მიიდო.
-რამე სასწრაფო თუ არაა და ისე მაღვიძებთ..ჯობია საკუთარი ხელით დაიმარხო თავი...-ხაზის მეორებოლოდან საინტერესო რაღაც უთხრეს რაზეც,წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო.-დააკავეთ? ძალიან კარგი...მოუწყვეთ თბილი დახვედრა და მეც მოვალ მალე...
ტელეფონი გათიშა და უცნაურად დამძიმებულ სხეულზე დაიხედა.შიშველ სხეულზე,ნახევარი ტანით დასწოლოდა მამაკაცი და ორივე მკლავი მუცელზე ისე მჭიდროდ შემოეხვია თითქოს ეშინოდა არსად გამექცესო.ნიკაპით დაყრდნობილი თვალმოუშორებლად უყურებდა ქვემოდან.
-დილამშვიდობის!-გაიცინა ქალმა-ისე რატომ მიყურებ თითქოს, ელოდები როდის გეტყვი წუხანდელი ღამე შეცდომა იყოთქო?
-შენ წარმოიდგინე და მართლა ველოდები!-ზემოთ ამოიწია მამაკაცმა და შიშველ მკერდზე ტუჩები მიაკრო.-გემრიელო!
-ტყუილად ელოდები...-შეცვლილი ხმით თქვა ქალმა და მკერდზე შეხებისას განცდილი ნეტარებისგა ამოიკვნესა.სახეზე მოჰკიდა ხელები მამაკაცს და ტუჩებზე ვნებიანად დააცხრა.-მმმ...სასიამოვნოა ძალიან!-ტუჩებთან ამოიჩურჩულა კოცნებს შორის-მაგრამ სამსახური მიხმობს.გამიყვან?ჩემი მანქანა განყოფილების სადგომზეა.
-თქვენს სამსახურში მიგულეთ ქალბატონო გამომძიებელო...-მომაჯადოებლად გაიღიმა გიორგიმ და წამოიწია.-დრო რამდენი გვაქვს?
-უუმ...ნახევარი საათიი!!-გაიცინა ნინიამ -იმედია მოვასწრებთ.
-გააჩნია მონდომებას.-თვალები დააწვრილა გიორგიმ და მთელი სხეულით ქალის ზემოდან მოექცა.
-დაგასწარი! ვანაში მე შევდივარ პირველი!-სიცილით წამოხტა ფეხზე წერეთელი და სააბაზანოს მიმართულებით გაიჭრა.ქალის ბავშვურ საქციელზე გაეცინა გიორგის და სახეზე ჩამოისვა ხელები.-შენ თუ შეგიძლია ყავა გააკეთე...ვნახოთ აბა ხარ თუ არა ყოვლის მცოდნე.
-ანუ გამოცდას ვაბარებ?
-რაღაც მაგდაგვარს!-გამოსძახა აბაზანის კარს მიღმა გაუჩინარებულმა ქალმა.
* * *
თეიმურაზ ალავიძის დაპატიმრების ამბავი რეაქტიული სიჩქარით მოედო ქალაქს და დიდი ჩურჩულის ტალღად გადაუარა...ზოგი აკრიტიკებდა,ზოგი ამბობდა რომ უდანაშაულო იყო და ეს ყველაფერი ბოროტად მოუწყეს.ბოღმიანი ადამიანები იძახოდნენ დარჩა ოხრად ის ბინძური ფულიო...ზოგი ამბობდა დიდიხანს არ იჯდება ჩაყრის მილიონებს და გამოვაო...ზოგი კი ,ერთადერთი რეალური პრეზიდენტობის კანდიდადი იყო და ეს ყველაფერი მოქმედი მთავრობის ბრალიაოო...ნუ ხალხის აზრი წვრილ-წვრილად იყო დაქუცმაცებული და ყველას თავისი წარმოდგენა და საბოლოო დასკვნა ჰქონდა.ვარაუდები...ვარაუდად რჩებოდა ფაქტი კი ჯიუტი იყო და ეს ყველა წამყვანი საინფორმაციო გამოშვების მთავარი გასაშუქებელი თემა გამხდარიყო.შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც დანიშნულების სამსახურის ახმახი ნიღბიანები, როგორ მოააპორწიალებდნენ ნიფხავ პერანგის ამარა ალავიძეს საკუთარი, სასტუმროს ნომრიდან ცარიელი ტომარასავით.რა უბედურებაა?! ამხელა გაქანების კაცისთვის პატივი მაინც ეცათ და ეცლიათ ჩაეცვაოო...ბობოქრობდა პირდაპირ ეთერში ალავიძის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი...პოზიცია კი პასუხობდა ეგ თქვენი ალავიძე, გარეწარი ნაბი@ ვარი იყო და ზუსტად ისე ტრ@კულად მოექცნენ როგორც ის იქცეოდა წლების განმავლობაშიოო...დიდი შეხლა შემოხლა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ბატონმა ალავიძემ.მისი შეშინებული თანამოძმეები ცალი ხელით ბარგს კრავდნენ,ცალით ტელეფონებს ჩაჰფრენოდნენ და ყველა არსებული საბანკო ანგარიშების განაღდებას ცრდილობდნენ სანამ, მათაც მოაკითხავდათ კანონის უზენაესობა განკითხვის დღისთვის.მშიშარა ვირთხებივით იმალებოდნენ სოროებში და სი@ ე ეკიდათ ბობოქარი პარტიული ლიდერი.
ირინა ორჯონიკიძესაც მოუჭირა შიშმა და სულელური გადაწყვეტილება მილიონჯერ კი ინანა მაგრამ ,გვიანი იყო თვით გვემა.ადრე თუ გვიან მასაც მოიკითხავდნენ...მოიკითხავდნენ და განზე დარჩებოდა წამიერი სისუსტის გამო რქებით მიწოლილი, ამბიციური მომავალი კეთილდღეობის გეგმა."ამბიცია კარგია მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების საღად შეფასების უნარს ამდაბლებს" სიმწრით ახსენდებოდა ყოფილი ქმრის ირონიული ეპითეტი...უკვე დრო იყო საკუთარ თავმოყვარეობას დიდი ნახტომით გადახტომოდა და თუ კარგად წავიდოდა საქმე მაშინ დაეძახა ჰოპლა...ამან კი ,გადახტომამდე დაიძახა ეს ზემოთ ხსენებული და საპასუხოდ კი ჩავარდა დიდი განავლის ჭაობში...რომელიც, უკვე კისრამდე იყო და კაცმა არ იცის როდის მოუწევდა ჭამა.შესაბამისად ,ბევრი არც უფიქრია ისე გადაწყვიტა ორი ნაბიჯით "ზადნი" მიეცა და თავისი ფეხით ეახლა დიდი ბარათელის საცხოვრებელს რომელიც, ქალაქის გარეუბანში ,მშვენიერ ბუნებაში,მაღალი გალავნით შენოსაზღვრული ერთ სართულიანი წითელი აგურით ნაშენი სახლი წარმოადგენდა.ხეხილის ბაღით და სახლის უკან აუზით.ყოველთვის მოსწონდა ეს სახლი მაგრამ ,რატომღაც ყოფილი ქმრისგან ინიციატივა ამ სახლში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ არასდროს წამოსულა.ესეც მისი სიბრაზის ერთ-ერთი მიზეზი იყო...მეორე მიზეზს,კარის გაღებისას ზღურბლზე მდგარი მოკლე შორტებიანი გოგო წარმოადგენდა.მესამეს კი ,თავად მამაკაცი მოზრდილი ყავის ფნიჯნით ხელში და სახეზე ირონიული მოზეიმე ღიმილით...ყველა მის მიმიკაში თუ გამოხედვაში დიდი დოზით რომ გაჟღენთილიყო" ხომ გაგაბრთხილე!"
-საქმე მაქვს...-თავის მართლებასავით გამოუვიდა ვადაჭკორიას წინაშე მაგრამ ,რას დაეძებდა მთავარი იყო ბარათელს მოესურვებინა იმ ბოლო ინციდენთის გამო მასთან ლაპარაკი.
-შენოდი-გ ვერძზე გადგა სალომე-მე ისედაც გავდივარ...
-ღმერთო რა სიურპრიზიაა?!-კარისკენ გამომართა გიგა. ვადაჭკორიას მხარზე თბილად მოხვია ხელი და ტუჩებზე იმდენად ვნებიანად აკოცა., ამ სცენის მომსწრე ორჯონიკიძეს თვალზე ცრემლი მოადგა და სახე აარიდა-დამირეკე პატარავ...
-კარგი.დროებით!
გაიღიმა ვადაჭკორიამ და სახლი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
-შემოდი!-თავით სასტუმრო ოთახისკენ ანიშნა გიგამ ქალს.
-აქ ცხოვრობთ?-ოთახს მზერა მოავლო ქალმა-რატომღაც ჩემთვის აქ ცხოვრება არასდროს არ შენოგითავაზებია,არადა იცოდი როგორ მომწონდა ეს სახლი.
სევდიანად აღნიშნა ქალმა და მოზრდილ გობელენ გადაკრულ სავარძელზე დაჯდა.
-რატომღაც სურვილი არასდროს გამჩენია ეგ შემომეთავაზებინა.-გაარკვია მიზეზებში გიგამ-აბა გისმენ,რამ შეგაწუხა?
-რატომ მგონია, რომ კარგად იცი რის გამოც ვარ აქ მაგრამ ,სურვილი გაქვს ჩემი პირიდან მოისმინო?
-სრულებით გეთანხმები...-ყავა ხმაურით მოსვა მამაკაცმა და მზერა გაუსწორა ქალს.რომელმაც მის თვალებს ვერ გაუძლო და კალთაზე გადაჯვარედინებულ თითებს დააჩერდა.რომელსაც ისე იწვალებდა გასთეთრებოდა.
-შენი შენოთავაზება ისევ ძალაშია?-გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა ქალმა და ამოხედა.
-გააჩნია შენ რას მთავაზობ სანაცვლოდ?-თვალები დააწვრილა ბარათელმა.
-თანახმა ვარ,მარიამთან მიმართებაში სრული თავისუგლება მოგცე...
-იცი რაა? ეხლა მე აღარ ვარ თანახმა...-ხელები გაშალა კაცმა მერე კი სიაგარეტს მოუკიდა -მარიამთან ისედაც სრული თავისუფლება მაქვს ის ფაქტი კი შენ რომ დაგე@რა და შეშინებული მოვარდი ,საერთოდ არ მხდის ვალდებულს შენთვის რამე გავაკეთო.ჩემი კეთილი ნებაა დაგეხმარები თუ არა...ახლა კი არც ისე კეთილი ვარ.
-გუგა...
-გიგა ირინა...გიგა!და ჩემი პასუხია მკი@ ია!
სასოწარკვეთილმა ქალმა სახეზე აიფარა ორივე ხელი...
-შეგიძლია მიბრძანდე.
-მარიამს გაფიცებ...-ნიკაპი აუკანკალდა სატირლად გამზადებულ ქალს.-ძალიან გთხოვ...გთხოვ...
მამაკაცის ცივი მზერის შემხედვარე ორჯონიკიძე სასოწარკვეთისგან ფეხზე წამოხტა და უეცრად ,მამაკაცის ფეხებთან დადგა მუხლებზე.
-რას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა კაცმა-ადექი ფეხზე...ადექი!!
-გთხოოვ...
-დედას შევეცი!-გამოსცრა კაცმა და ატირებულ ქალს მკლავში ჩაავლო ხელი ...წამოაყენა და სავარძელისკენ უბიძგა ხელი.
-შენი ნიანგის ცრემლებით ჩემი წყობილებიდან გამოყვანის მეტს ვერაფერს ახერხებ...ყოველთვის უთავმოყვარეო და სუსტი იყავი!მხოლოდ მარიამის გამო...არანაირი სხვა მიზეზი.მხოლოდ მარიამის გამო რადგან, არ მინდა ჩემს შვილს უტვინო დედის წყალობით პატარა ასაკიდანვე დაკარგის ის.
-ხოო...მე სუსტი და მშიშარა ვიყავი ყოველთვის-ატირდა ქალი. -ხოო შენზე უსაზღვროდ დამოკიდებული,შენ იყავი ყოველთვის ჩემი საყრდენი ეხლა კი დაგკარგე.. შენ რომ ერთხელ მაინც გეგრძნობინებინა ჩემთვის ოდნავი სიყვარული მაინც...მაგრამ არაა...იმ ერთჯერად ბოზებს უფრო თბილად ექცეოდი ვიდრე მე...ისინი უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ვიდრე მე...ხოო სიყვარულის მათხოვრად გადამაქციე მთელი ეს წლები და შენი ერთი გაღიმებისთვის,ერთი კოცნისთვის,ან ალერსისთვის ალბათ ეშმაკსაც მივყიდიდი სულს ისე გეძინა ჩემს საწოლში ზურგშექცევით მწოლიარეს, საერთოდ არ ფიქრობდი რას განვიცდიდი მეე...ღმერთო ...რამე დაგიშავეე? მითხარი ესე რატომ მექცეოდი?!
-ვერ გიტანდი...მეზუზღებოდი...აი ეს დამიშავე ირინა.ჩემთვის ცარიელი ადგილის მეტი არაფერი ყოფილხარ...ჯანდაბა რატომ მალაპარაკებ?-იღრიალა მამაკაცმა-მაზოხისტი ხარ და გსიამოვნებს რასაც ისმენ?
-რატომ?-შეშლილივით იკივლა ქალმა-რატომ ვერ მიტანდი?
-იმიტომ რომ იმ დამპალი კაცის სისხლი და ხორცი ხარ-იღრიალა მამაკაცმა-იმდენად ჰგავხარ ყველა საქციელსა თუ აზროვნებაში...იმდენად მისი ხარ...-თავზე გადაისვა ნერვიულად ხელი კაცმა-მეზიზღები!
-ცნობისთვის ის ქალიც ვინც დღეს გვერდით გყავს, იმ დამპალი კაცის სისხლი და ხორცია ვის გამოც ვერ მიტან...-ხმას აუწია ორჯონიკიძემ
-ხოო...სამწუხაროდ მისი სისხლი და ხორცია...ხოო...მაგრამ იმდენად განსხვავდება თქვენგან,იმდენად სუბთა და კეთილია.არ ვიცი-მხრები აიჩეჩა კაცმა.-არ ვიცი ირინა... ოდნავ ...სულ ოდნავ რომ ჰგანებოდი სალომეს იქნებ, შემყვარებოდი კიდეც. მაგრამ, არ ჰგავხარ...აი ესაა იმ მათხოვრობის მთავარი მიზეზი შენ რომ გახდი.
-და შეგიყვარდა ესე უგონოდ ხოო?-უკვე თავის შეკავებასაც აღარ ცრდილობდა ისე ტიროდა ქალი..
-ხო!
-მე ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ-მხრები აიჩეჩა ქალმა და ცხვირი ხმაურით მოიემინდა-არ გიცნობ...საერთოდ არ ვიცი შენს ცხოვრებაზე არაფერი...ის ყველაფერი რაც მეგონა რომ ვიცოდი,როცა მეგონე გიცნობდი,სრული ილუზია ყოფილა...შენი არარსებული ოჯახი...არ ვიცი გყავს საერთოდ ოჯახი? დები?ძმები...არაფერი ვიცი...გესმის საერთოდ არაფერი...
-არც არის საჭირო...გვიანია უკვე ჩემი გაცნობა.შენი ადგილი ჩემს ცხოვრებაში არასდროს იყო ირინა და ახლა მით უმეტესე.ერთადერთი საერთო მარიამი გვყავს და უფლის წყალობით ის იმდენად ჩემია...იმდენად არ გგავს . ალბათ ჩემი დამპალი ცხოვრების საჩუქრად უნდა ჩავთვალო უფლის მხრიდან...შეგიძლია წახვიდე!ყველაფერი უკვე გავარკვიეთ.. დაჭერით არავინ დაგიჭერს...დანარჩენს კი მოაგვარებენ.
-კარგი..-ამოიხრიალა ქალმა და მხრებში მოხრილი ბეღურასავით გაემართა კარისკენ.ბარათელმა კი სიგარეტს მოუკიდა და ტელეფონი მოიძია...რამოდენიმე წყვეტილი ზუმერის შემდეგ ტელეფონში ნაცნობი ხმა გაისმა.
-ალო...-გაკვირვებულმა გიგამ ტელეფონი მოიშორა ყურიდან და ნომერს დახედა...ნამდვილად სწორად რეკავდა და გაეცინა.
-მანდ რას აკეთებ ამ დილაუთენია?
-აბა გამოიცანი?-ინტრიგნულად გაისმა პასუხი.
-გიორგი შე ...-გაეცინა გიგას-საღოლ ძმაო!
-შენ ის მითხარი რატომ აწუხებ ამ დილაადრიან ჩემს გოგოს?
-დაჟე შენი გოგო და რამე უკვე?-გაიცინა ბარათელმა-დამალაპარაკე შენი გოგო!
-ახლა არ სცალია ძნაო ვანაშია...მე ყავას ვაკეთებ.
-გააები ყვეროო?!
-მაგრად...თან ორივე ფეხით ..
-კარგიი...როცა მოიცლით შენ და შენი გოგო საქმე მაქვს და ცოტა ყურადღება ჩვენ, ჩვეულებრივ ხალხსაც დაგვითმეთ.
-კარგი ძმაო!-დაამშვიდა გიორგიმ და ტელეფონი გაუთიშა...ბარათელს სასიამოვნოდ გაეღიმა თვალი სიგარეტის კვამლს გააყოლა და ფიქრებს მიეცა.
* * *
-ალბათ შეიშლება-ღიმილიანი სახით კიდევ ერთხელ დახედა ციცქნა სურათს აჟიტირებულმა სალომემ რომელზეც, სრული გაურკვევლობა იყო გამოსახული და ძნელი იყო პატარა შავი წერტილის გარდა რაიმეს გარჩევა.
-წარმომიდგენია-მხარი აუბა ნიამ ბედნიერ მეგობარს და თავადაც სიამოვნებისგან გაიბადრა.ძლივს ხედავდა სრულიად შეცვლილ და უსაზღვროდ ბედნიერ ვადაჭკორიას რომელიც ,იმდენი განსაცდელის მერე რაც უფალმა უხვად მოუვლინა ნამდვილად იმსახურებდა მშვიდ მომავალს.
-მაინტერესებს რა სახე ექნება რომ ნახავს...
-არ ვიცი...წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია...სრული სიგიჟეა...-გაიცინა სალომემ და მკვრივ მუცელზე ხელი მიიდო-დეე მაგრად გაგიმართლა ...სრულიად შეშლილი მამიკო გყავს...
-ვაიმეეე ..ეხლა დავდნებიიი...საყვარელოოო-ლოყებზე ხელი ჩაავლო ცერცვაძემ და ხმაურიანად ჩაკოცნა.-ჩემი პირველი ნათლულიიიი...ნეტა ვინ არიის?! ვაიმე გავგიჟდები სანამ გავიგებ ვინაა...
-ღმერთო დაწყნარდი. საჭესთან ხარ ნუ გავიწყდება!-გადაიკისკისა ვადაჭკორიამ.
-რა დამაწყნარებს?მეც მინდა შვილიიიიი ოღონდ ვინმე შენი კაცივით ზე სიმპაწიაგა უნდა მოვძებნო...ცოტა ბებერია შენთვის მაგრამ.ნახე რა ჩაგიტარაა...გამოგაშტერააა...ვაიმე ვადაჭკორია სრულიად გამოგაშტერა.მეც მინდა ესეთი სიშტერე...
-დამშვიდდი ნახავ შენც ვინმეს-დაამშვიდა სიცილით სალომემ.
-სად მაქვს მე მაგისი ბედი-თვალები აატრიალა ცერცვაძემ-კაცები რომ ჩამოცვივდნენ ზეციდან მე მაინც ქალი დამეცემა...
-საწყალი.
-ხოო გოგოო აი შეხედე ჩვეულებრივი სი@ ის მაგნიტი ვარ...
- კაი,სახლში მიმიყვანე და მერე შეგეხმინები!
-ოფ მოენატრა თავისი რომეო...-ტუჩი გაბზიკა ნიამ და საჭე მკვეთრად გადაატრიალა პარალელურ ქუჩაზე გადასახვევად.
-რატომაც არა...ვერ გავიგე?-გაიცინა სლომემ და კიდევ ერთხელ დახედა ბედნიერმა სურათს.
* * *
აუზთან ჩალის მოწნულ სამეულში ბიჭებს მოეყარათ თავი...ლუდს სვამდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ.
-აი ესეც შენი ბედნიერი ბილეთი-ხნაურით დადო მოზრდილი კონვერტი ლევანმა მაგიდაზე და გიგასკენ გააცურა.
-გილოცავ ძმაო...დღეიდან საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე გიგა ქართველიშვილი ხარ!
გიგამ ანთებული სიგარეტი საფერფლეზე დადო...რომელიც, გიორგიმ დაითრია და სიამოვნებით გააბოლა.თავად კი დალუქული კონვერტი თითების სწრაფი მოძრაობით გახსნა და შიგთავსი მაგიდაზე გადმოაყირავა.
-პირადობის მოწმობა,მართვის მოწმობა ,დაზღვევის ნომერი,პირადი ანგარიშების ბარათები...რომელიც ისედაც ქართველიშვილზე იყო ყოველთვის და ყადაღის დადებას გადაურჩა...შენი წითელი დიპლომი-გაიცინა ლევანმა-და სერთიპიკატები...მეტი რა გინდა? კალიცოს და ქორწინების მოწმობაზე შენ უნდა იჩალიჩო...
-გაფიცებ ვისი პირადი ნომერია?-აიდი ბარათს დააჩერდა ბარათელი...
-თენგო გაფრინდაშვილის რომელიც 43 ში დაიბრიდა. ..-მხრები აიჩეჩა ლევანმა
-ღადაობ?!იმედია შვილიშვილებიც არ მყავს და ასი წლის ცოლიც?
-არა ეგრე არ გაგიმართლა-ლუდი მოსვა ლევანმა-თენგო გაფრინდაშვილი უგზო უკლოდაა დაკარგული ეგ პატრონ მოტყნული...მერე მკვდარი იპოვეს...ლოთი იყო და უპატრონო...
-რა შეღავათია...
-აბა მეტი რა გინდა?
-არაფერი მაგრამ აქ ასაკი შეცდომით წერია? ღადაობ შე სირო? რა 45 წელი?-წამოიყვირა ბარათელმა.
-აუუუ...-გაიცინა ხმამაღლა გიორგიმ-მაჩვენე? დაბერდი ძველო?სალომეს პირდაპირ არ უთხრათ შეაპარეთ...
-რა არ უნდა მითხრათ?-ზურგს უკან წარბებ შეყრილი სალომე გამოჩნდა...
-უპს...მიდი და შენ უთხარი...-სიცილს ვერ წყვეტდა გიორგი.
-არაფერი პატარავ ...-წელზე ხელი მოხვია გიგამ და გაკვირვებული ქალი კალთაში ჩაისვა.
-რაღა არაფერი ასაკს უმალავ და ეგ არაფერია?-არ ჩერდებოდა გიორგი-აი ნახე სალოო...მაგრად დაგაბოლა მა ბებრუხანამ.
ბარათი გაუწოდა სალომეს რომელიც ,ინტერესით დააკვირდა...
-აუუ კაი რაა...-ცხვირი აიბზუა სიცილით...
-არაუშავს პატარავ ზატო გვიან დავბერდები.. - დაამშვიდა და მხარზე აკოცა გიგამ სიცილით...
-ანუ რა გამოდის ,მდიდარი ბებრუხანა კაცი მყავს?-კისერზე მოხვია ხელები სალომემ
-მთავარია იმ საქმეში არ ვარ ბებრუხანა-წარბები აუთამაშა ბარათელმა ჩურჩულით და მკერდის ღარზე ხმაურით აკოცა.-მომენატრეთ...
-ნუ მაგაში მაინც გამიმართლა-არ ჩამორჩა ქალი და ლამის მთელი სახით მის მკერდში ჩამძვრალს თავი წამოაწევინა.
-ხო გეყოთ ჩემზე ქირქირი...ერთი ამას კითხე წერეთელთან რომ დაძვრება რატომ მალავს...-ლევანს მიმართა და გიორგის მისამართით გადააქნია თავი...
-რაა?!-შეიცხადა ლევანმა სალომესთან ერთად...
-რაიყოთ მერე?-წარბები ასწია გიორგიმ-მაგრად მომწონს და ვცადეთ რაა...
-სცადა ბიჭმა-სახე დამანჭა ბარათელმა
-ეეე ატრ@ კებთ...ვაბშე არ გეტყვით არაფერს...
-კაი რა გატირებს?-მხარზე ხელი მიჰკრა გიგამ-მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი...
და გიორგის სახის შემხედვარე ხმამაღლა ახარხარდა...
ბევრი იღლაბუცეს სიცილით აიკლეს მთელი შემოგარენი და დაიშალნენ.დაიშალნენ რაა...ლევანს თავის ჯულიეტამ დაურეკა რომელსაც, ცოცხალი თავით არ ამბობდა ვინ იყო...გიორგის კი მობეზრდა თბილად მოჭუკჭუკე წყვილის ყურება...ხელს აღარ შეგიშლით...ისე წვალობთ ჯობია საწოლი იპოვოთო!დაამატა გესლიანად და გაიძურწა.ახარხარებული გიგას ხმამ გააცილა ეზოს კარამდე და თავადაც ვერ იკავებდა თავს რომ არ გასცინებოდა.ბარათელი კი კალთაში კომფორტულად მოკალათებულ საყვარელ ქალს მიუბრუნდა.
-აბა?
-რა აბა?-გაიოცა სალომემ...
-სალომე?-ცალი თვალი მოჭუტა კაცმა...-არაფერს მეტყვი? თუ ჩემით გამოვიცნო?
-აუუუ...არაფერს აცდი ადამიანს-გაიცინა ქალმა და მხარზე მიარტყა ხელი...ცოტა ხანს უყურებდა თვალებში მამაკაცი და მის ნაცრისფერებში ათასი ემოცია იკითხებოდა...სახეზე ათრთოლებული ხელები აიფარა და რამოდენიმე წამის განმავლობაში იყო ასე.შენდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და ხელები მოიცილა სახიდან.ისე გაიბადრა...ისე აუციმციმდა სისველე შეპარული თვალის გარსი...სალომეს დაუკითხავად ჩამოუგორდა სახეზე ცრემლები.
-აქ ხარ მაა?-ამოიხრიალა კაცმა შეცვლილი ხმით და მუცელზე ორივე ხელი ფრთხილად მიადო.შემდეგ წამოდგა და სავარძლის წინ მუხლებზე დადგა.თხელი ზედა თითქმის მკერდამდე აუწია ქალს და მკვრივ მუცელზე შეეხო...შემდეგ დაიხარა და ფრთხილად მიაკრო მხურველე ტუჩები.- ჩემი საჩუქარი ხარ პატარავ და თუ გესმის...იმედია, რომ გესმის...მთელი ცხოვრება...მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ყველაფერს გავაკეთებ...შენ და შენი დედიკო უბედნიერესები რომ იყოთ.
ჩურჩულებდა კაცი.შემდეგ იატაკზე დაჯდა და მხრით მაგიდას მიეყრდნო...სახეზე ისევ აიფარა ხელები და ასე იჯდა ცოტა ხანს... სალომეს გაცნობის დღიდან,დარწმუნებული იყო ყოველთვის, რომ ადრე თუ გვიან ისეთი ბედნიერი იქნებოდა როგორც ახლა იყო...მაგრამ, როდესაც ამ ბედნიერების კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო ..სრულიად დაშოკილი, ერთიანად აბურდული ვეღარ იტევდა ამ სიხარულს სხეულში და გარეთ გამოხეთქვას ლამობდა... გამოხეთქა კიდევაც.სალომემ სახიდან ბრთხილად ჩანოაწევინა ხელები და როდესაც კაცის სახეზე ჩამოგორებული ორად ორი კურცხალი დაინახა მთელი გრძნობით მოეხვია და თვალები დაუკოცნა.
-შენ ხარ ჩემი ბედნიერება...უსაზღვრო ბედნიერება!შენ ხარ ყველა და ყველაფერი ჩემთვის გიგა და უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის აგიხსნა ,რამდენად ბევრს ნიშნავ ჩემთვის და რამდენად უსაზღვროა ის სიყვ არული! შენ,ხოო შენ ,რომ მასწავლე და ასე დაუნანებლად იმეტებ ყოველ დღე,საათსა თუ წამს...უბედნიერესი ვარ აქ-მუცელზე ხელი მიიდო ქალმა-შენი ნაწილი რომ არის და მე, წილად მხვდა ამხელა პატივი რომ შენი შვილის დედა მერქვას...და იცი რა მინდა? მინდა შენი სიხარულის მიზეზი ყოველთვის მე და ეს ციცქნა წერტილი ვიყოთ-ტირილით ამბობდა ქალი.
დაამთავრა თუ არა მამაკაცის ტუჩებს მისწვდა მოწყურებულივით-მიყვარხარ!-იმდენად ნაზად და ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს ბარათელს თავის შეკავებაც არ უცდია წამებში აიტაცა მსუბუქი სხეული ხელში და სახლისკენ დაიძრა.-უზომოდ და უსაზღვროდ მიყვარხარ!
მამაკაა სწრაფად გააძრო ტანისამოსი და განიერ საწოლზე ბრთხილად დააწვინა.
-იმედია რომ გავიბერები და მსუქანა, მახინჯი გავხდები სხვა ქალებში არ დაიწყებ სირბილს-თმებში ჩაავლო ხელი ქალმა და თავისკენ მიიზიდა.
-მაა დედაშენი დებილია ხოო??-გაიცინა მამაკაცმა და მუცლიდან მკერდისკენ გააცოცა ტუჩები.
-გიგა!მოგკლავ იცოდე და შენი გემრიელი ხორცისგან ჩაქაფულს გავაკეთებ...
-მთელი ცხრა თვე დამ@ნძრა ხოო..-თვალები აატრიალა კაცმა.
-ჯერ სად ხარ ქართველიშვილო...-გაიცინა სალომემ და ზემოდან ისე ოსტატურად მოექცა და თავს ზემოთ დაუჭირა ხელები კაცმა გააზრებაც ვერ მოასწრო.-ახლა შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე და ისე მომეფერო როგორც ჯერ არასდროს.მინდა სიამოვნებისგან ენა ჩამივარდეს და აზრზე კიდევ დიდხანს ვერ მოვიდე რადგან შენთან სექსის მერე ყოველთვის ასე მჭირს ...ჩვეულებრივად მადებილებ...
-ზუსტად მაგას ვაპირებდი...-გაიცინა კაცმა და ქალის ორივე მკერდი ხელებში მოიქცია...არ გასუქდები. არც ფორმას დაკარგავ და მით უმეტეს მახინჯი ვერასდროს გახდები...შენს სიმსუქნეს კი, ვიცი როგორც მივხედავთ! ასე რომ დაწყნარდი მოდუნდი და უბრალოდ ისიამოვნე...
-მშვენიერია...-ამოიკრუტინა ქალმა და სიტუაციის მართვის სადავეები თავისი ნებით გადაულოცა კაცს.
-არ გინდა ცოლად გამომყვე?-შიშველ ტანზე სუროსავით შემოხვეულ ქალს თავი აწევინა ბართელმა და თვალებში ჩახედა.
-რა?-ერთიანად მოშორდა სალომე და საწოლზე წამოჯდა
-ხო რა იყო?...
-ღმერთო რა რომანტიული ხარ...
-აუუ ატრაკებ შენს თავს გეფიცები...ეს რომანტიკა და ეგეთი სირ@ ები მაგრად არ მეხერხება ხომ იციი?!...-თვალები აატრიალა კაცმა და საწოლიდან წამოდგა.
-სად მიდიხარ?
-აივანზე, სიგარეტი მინდა...
-ასე?
-როგორ ასე?შიშველი? დაიკიდე პატარავ...-გაიცინა კაცმა.-შენი საკუთრებაა და ნუ იქნები ბოროტი ქალი შორიდან მაინც დაანახე სხვებს
-იდიოტოო!-ბალიში გაუქანა ახარხარებულ კაცს რომელიც აივანზე გასხლტა.უკვე დაღამებულიყო...ირგვლივ სასიამოვნო სიგრილე იდგა და ჩიტების ხმა ისმოდა რომელსაც სამწუხაროდ ქალაქში ვერ გაიგებთ. აივნის მოაჯირს დაყრდნობილი სიგარეტს აბოლებდა კაცი. ...
-ჯერ ადრეა-ზურგიდან აეკრა ჩაფიქრებულ სალომე.
-დავბერდიი..-გაიცინა გიგამ
-ჩემი ბებერი-მხარზე აკოცა ქალმა-ისედაც შენთან ვარ და სულით ხორცამდე შენი ვარ...რა საჭიროა ეს გაოფიციალურება?
მამაკაცმა სიგარეტი აივნიდან მოისროლა და ქალისკენ შემოტრიალდა
-შენი სიტყვა კანონია ...იყოს ისე როგორც გინდა.
-კარგი-წარბები შეკრა სალომემ.-ახლა კი წამოდი...ის რაც ჩემია...მხოლოდ მე მაქვს ნახვის და შეხების უფლება-შიშველ მენჯებზე დააწყო თხელი ხელები ქალმა.-არანაირი სურვილი არ მაქვს სხვამაც ნახოს და დორბლები ყაროს...
-გირჩევნია ეს შენ გააკეთო ხოო?-საჯდომზე ამოსდო ხელები მამაკაცმა და წელზე შემოისვა ქალი რომელმაც ,მჭიდროდ შემოხვია ფეხები და მთელი ტანით ტკიპასავით აეკრა.
-ზუსტად...
-გაუმაძღარი ქალი ხარ...-ყურის ბიბილოზე წაეტანა კბილებით კაცი.
-ნეტავ ვისი ბრალია? ...
-მაგიჟებს იმის ყურება ჩემს შეხებაზე უცებ რომ ინთები...დავწვეთ.
-შენ რა ძილს აპირებ?-ტუჩები დაბრიცა ქალმა.
-არ მახსოვს, ძილი ვახსენე სადმე?

* * *
შუადღის ხვატისგან ათუხთუხებულ ქალაქში გაუსაძლისი გამხდარიყო სუნთქვა...ხალხი მობეზრებული სახით მოძრაობდა ტროტუარზე და შეძლებისდაგვარად ცრდილობდა სიცხეს გამკლავებოდა.სუპერმარკეტიდან გამოსული სალომე, ნელი ნაბიჯით მიიწევდა წინ და თან ტელეფონში ნომერს ეძებდა რომ გიგასთან დერეკა რომელიც, წესით აქ უნდა ყოფილიყო. მაგრამ არსად ჩანდა.ცენტრალური ქუჩიდან შედარებით წყნარ ქუჩაზე გადაუხვია და ქვაფენილიან ტროტუარს გაუყვა.თხელი მუხლს საკმაოდ აცდენილი გვირილებიანაი სარაფანი ეცვა და ფეხები სანდლებში გაეყარა.ზურგს უკნიდან მხარზე შეხება რომ იგრძნო...მობრუნებას აპირებდა, ძლიერმა მკლავებმა რომ შებოჭეს. ...პირს სანამ გააღებდა შოკისგან ერთიანად გათიშულს თავზე რაღაც სურნელოვანი ტომარა ჩამოაცვეს და უცებ დაბნელდა.შორიდან ესმოდა ნაბიჯების ხმა...მერე ბრთხილად დააწვინეს რაღაც რბილზე...სავარაუდოდ მანქანის უკანა სავარძელზე ,კარის ხმა და ძრავის ღუღუნი. შემდეგ კი, რბილად გასრიალდა სასიამოვნო ძილ-ბურანში.სანამ გონება სრულიად დაებინდებოდა განგაშის ზარებივით რეკდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.მაგრამ თავზე დამხობილ ნაჭერს იმდენად სასიამოვნო სურნელიჰქონდა კატასავით გაიყურსა და თვალები მილულა.
ძილიდან ერთიანად გამოფხიზლდა...თითქოს ხელი ჰკრესო...წამოხტა და თვალები აქეთ იქით გააცეცა...მოზრდილ საკმაოდ მყუდროდ მოწყობილ საძინებელში იყო უზარმაზარ რბილ საწოლზე...გამოღებულ ფანჯრებში მონაბერი სიოსგან ფარდები ირხეოდა,კედელზე საათი კი ტიკ ტიკით იპარავდა წუთებს.ოთახი არ ეცნო და მის გონებაშიც საგანგაშოდ აციმციმდა მომხდარი...გაიტაცეს??...ჯანდაბა! დამფრთხალი კედელს მთელი ტანით მიეყრდნო და შიშისგან აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა...ტირილს აპირებდა ,ფეხის ხმა რომ მისწვდა მის სმენას...კარი უხმაუროდ გაიღო და ვიღაც შემოვიდა ოთახში...უარესად მოიკუნტა კუთხეში ქალი.შემოსულმა აშკარად ოთახი მოათვალიერა, მერე კი მისკენ გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი და მის წინ ჩაჯდა.
-ჯანდაბა!-ამოიჩურჩულა ქალმა და სახიდან ხელები ბრთხილად მოიშორა.წინ ჩამჯდარ მამაკაცს დააკვირდა და უცებ აკივლდა.
-რამხელა ხმა გაქვს პატარავ?-კივილი აცადა მამაკაცმა და შემდეგ უთხრა სიცილით.
-იდიოტოო!-ხელი მოუქნია გაკრეჭილ კაცს და სახეში გემრიელი სილა შემოარტყა.-გული გამისკდა შე დეგენერატო!სულ გადაირიეე?ცოტა მაკლდა გაგიჟებამდე...როგორ ვერ გიტან...დებილოოო-ხმით ატირდა სალომე,ჩხუბობდა და თან ხელის ზურგებით იწმენდდა ცრემლებს.
-მიყურე ეხლა ესე იდიოტივით...ჩემეხუტეეე!!-ხელები გაშალა და მოცინარი კაცის მკლევებში ჩაიმალა.
-ჩემი სიცოცხლე...-შუბლზე მიაკრო ტუჩები კაცმა.-/შანსი აღარ გაქვს ...დღეიდან ჩემი ცოლი ხარ...არადა გადი და აუხსენი ჩემს ნათესავებს რატომ ამბობ მათ სანატრელ და ერთადერთ შვილზე უარს...
- როგორ ვერ გიტან-გაეცინა სალომეს.
-მეც უსაზღვროდ მიყვარხარ პატარავ...-ხმაურით აკოცა კაცმა.-ადექი ,დაიბანე პირი ,მოწესრიგდი და ჩავიდეთ...შეეცადე ბებიაჩემის გული მოიგო ...თუ არა და ისე წაგართმევენ ჩემს თავს აღარაფერი გიშველის.
-ვეტყვი რომ უკვე ნამუს ახდილი ხარ...-გაიცინა ქალმა
-ესეთსაც მიმიღებენ პატარავ...
უზარმაზარ ფილებით მოპირკეთებული ეზოს სიღრმეში ორ სართულიანი ,საკმაოზე დიდი წითელი აგურით ნაგები სახლი იწონებდა თავს ... მაღალი ხეებით დაჩრდილული...მარჯვენა მხარეს ერთ რიგად ჩარიგებული ჯარისკაცებივით მწიფე ხეხილის ხეები განლაგებულიყო. მარცხენა მხარეს, ყვევილების ბაღი და ვაზით დაფარული მოსასვენებელი ადგილი გაეკეთებინათ. მოწნული სკამებით და მრგვალი მაგიდით ...იქვე იყო პატარა ფანტანიც...სახლის მეორე სართულის მთელ სიგრძეზე დიდი ტერასა დაუყვებოდა...ქოთნის ყვავილებით რომ იყო სანახევროდ სავსე . უკანა მხარეს კი მწვანე ბალახის მდელო და მოზრდილი საცურაო აუზი..რომელშიც ლურჯად ლივლივებდა კამკამა წყალი.ეს სამოთხე შემაღლებულ ადგილზე იყო გაშენებული და წინ...დაბლა...თვალუწვდენელი ალაზნის ველები გადაშლილიყო ხელის გულზე..მარცხნივ ,მაღალი გალავანი...მარჯვნივ კი უზარმაზარი ტაძარი გადმოჰყურებდათ...
- სიღნაღში ვართ?-გაიცინა სალომემ და გიგას მკლავს მიეყრდნო...ამ ულამაზესი სანახაობით ერთიანად მოხიბლული ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.
-რანაირი ნუცუბიძე ხარ?-ცალი თვალით ახედა ზემოდან დაჩერებულ კაცს
-ბაბუაჩემს თავის დროზე ბატონი დაუბრედია და აქ გადმოხვეწილა-გაიცინა გიგამ.
-კახელი პრინციი?
-მხოლოდ თქვენთვის-ტუჩებზე გემრიელად აკოცა გიგამ და ხელი ჩაჰკიდა-წამოდი...
ეზოს სიღრმეში ზემოდ ხსენებულ მოსასვენებელ ადგილზე ,გაშლილ სუფრასთან სამ ადამიანს მოეყარა თავი...შავებიანი, ასაკოვანი ლამაზი ქალი.რომელიც მათი შემხედვარე აცრემლებული თვალებით შეეგებათ...
-ბაბო...აი შენი რძალი-გაიცინა გიგამ და ისე თბილად ჩაიხუტა ქალი სალომეს გული გაუთბა.
-გამარჯობათ-მიესალმათ მორცხვად გაღიმებული ვადაჭკორია.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სახლში შვილო!-გიგას მოშორდა ქალი და სალომე ჩაიხუტა.-რა ლამაზი ხარ გენაცვალე...როგორ შეგაცდინა ამ ბედოვლათმა.-სიცილით გახედა წარბაწეულ გიგას მოხუცმა თან სალომეს ეფერებოდა თმაზე.
-არც ისეთი ანგელოზია ქეთევან...თავად შეაცდინა შენი ანგელოზივით ბიჭი- გაიცინა გიგამ და ვადაჭკორია მიიხუტა.-ეს ბატონი თედოა.. თევდორე...-ჭაღარა წვერ-ულვაშიან კაცზე მიუთითა.-ვაფშეტა პაპა თედო!
-სასიამოვნოა..
-ეს კიი...ოოოო ეს დიდი გიორგევიჩია..მამა მარჩენალი ბატონი რობიზონი.რობა რაა...
სიცილით მიუთითა ქალს თავის ასლზე რომელიც ასაკით განსხვავდებოდა მხოლოდ და მხოლოდ.-მამა დაუძახე აუცილებლად თორემ მაგრად გაუტყდება-ყურში ჩასჩურჩულა ისედაც დამორცხვებულ ქალს...
-არა შვილო გატყუებს...-გაიცინა რობამ და ფართოდ გაშლილ მკლავებში მოიმწყვრდია დაბნეული ქალი.-სასიამოვნოა შენი ჩვენს ოჯახში შენოსვლა...როგორც იქნა ეღირსა ცოლის მოყვანა...ბედნიერების მომტანი იყოს შენი ფეხი შვილო,მიმიხედე ამ თავქარიანს.-შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები -დამიბრუნეთ ჩემი ცოლი-სიცილით ჩაავლო მკლავში ხელი გიგამ და თავისკენ დაითრია.-ისე ნუ იზამთ გამითამამდეს...
-იდიოტო-წაისისინა მის ყურთან სალომემ და მუცელზე უჩქნიტა.
-ამაზე ღამით მოგთხოვ პასუხს-გაცინებული დაემუქრა...-გვაჭამეთ რამე მე და ჩემს ბარტყებს გვშია...-მუცელზე დაადო სალომეს ხელი და სავარძლისკენ მიატრიალა.
-ხო მალე შვილიშვილი გეყოლებათ და დროა დავლოცოთ...
-ნეტავ დედაშენიც მოსწრებოდა ამ დღეს-ამოიტირა სიხარულისგან ქეთევანმა...-დაჯექი გენაცვალოს ბაბო ,რამე ხომ არ გინდა ისეთი...
-არა ,დიდი მადლობა.-გიგას გვერდით დაჯდა სალომე.ის იყო სალათის გადაღება მოასწრო ეზოს კართან სიგნალი რომ გაისმა.მერე ფართოდ მოფრიალდა ჭიშკარი და ყურებამდე გაკრეჭილი გიორგი შემოვარდა.-ხალხოოო...გავიგეთ ქორწილიაო და მართალიაა?!
იყვირა ეზოს შუაგულში მდგარმა-ქეთევაან?
გიჟივით მიეჭრა ქალს და ხელში ბუმბულივით აიტაცა.-შენ შენოგევლე როგორ მომენატრე ბაბოო!
-დამსვი შე არანორმალურო-გაიცინა ქალმა და თბილად ჩაკოცნა ბიჭი.
-ჩემი ძმაა...-გიგას მიარტყა მხარზე ხელი-სალომეაა როგორახარ გოგოი? მოგხდომია კახეთის ჰაერი -თავზე აკოცა სალომეს და შემდეგ მამაკაცებს ჩამოართვა ხელი და გადაეხვია.
-მარტო ხარ?-კარისკენ გაიხედა გიგამ.
-არა კაცო დამკვრელები ჩანოვიყვანე...-გაიცინა გიორგიმ უცებ დაუსტვინა და შემდეგ კი იყვირა-სასტავიი! შემოლაგდით!!!არ გვყრიან.
ეზოში გაცინებული წერეთელი,ლევანი და ლევანზე ხელჩაჭიდებული წითური გოგო გამოჩნდნენ.-ნახე შეჩ@ემა რა ელიტა მოვიყვანეე?
-რა მოწიე შე უბედურო?!-ჩუმად უჩურჩულა აჟიტირებულ კაცს გიგამ.
-ერთიცალი მაქვს კიდე-თვალი ჩაუკრა-მერე იყოს...
გიგამ თავი სიცილით გააქნია და სტუმრებს შეეგება.
-ნინიაა..რა გაცვია გოგო-ქალის რეზინის ბოტების დანახვაზე გაეცინა.-როგორ ხარ?
ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა.ქალმა ღრმად შეისუნთქა ნაცნობი სურნელი და იცოდა ხმა რომ ამოეღო რაღაც სასწაული ამოუვიდოდა ყელიდან .ამიტომ უსიტყვოდ გაუცინა.
-ამას გვიმალავდი შე ტრა@ო?-ლევანს მიუბრუნდა კაცი და წითური შეათვალიერა.
-ნუ გაა@ რაკე...გაიცანი გიგა ეს სოფოა.
-სასიამოვნოა-მამაკაცის ხელს თავისი შეაგება სოფომ.
-კარგ დროს მოხვედით!-სუფრისკენ გაუძღვა სტუმრებს..სადაც გიორგი უკვე მოკალათებულიყო.-მოდი ჩემო ბარტყო-ნინიას დაუქნია ხელი და თავის გვ ერდით დასვა.
-როგორ ხარ სალომე?-თბილად მოიკითხა წერეთელმა ვადაჭკორია რომელსაც გიგას მხარზე მიედო თავი.
-კარგად ...შენ?
-მეც არამიშავს...
-ძლივს გამოვგლიჯე სამსახურს..
ქართველიშვილების კარ მიდამოდან გვიანობამდე გამოდიოდა სიცილის და ჟრიამულის ხმები.შემდეგ ცოტა ჩაწყნარდნენ...სალომე საძინებელში ავიდა.გოგონებიც წავიდნენ მოსასვენებლად..ტერასაზე მარტო გიგა და გიორგი ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ.
-ყველაფერი კარგადაა თბილიში...ირინა დაკითხვაზე იყო მაგრამ არაფერი ემუქრება.-ჰორიზონტზე მიშტერებულ გიგას გადახედა გიორგიმ.
-კარგია.
-რა გჭირს შენ?-წარბები შეკრა გიორგიმ.
-არ უნდა ჩემოგეყვანა!
არც გაუხედია კაცისკენ ისე თქვა.
-შენ ჩემი ძმა ხარ, ის კი ქალი...თუ ჩემთან უნდა ყოფნა შენც უნდა შეგეგუოს და შენს ბედნიერებასაც...
-ცოდოა..კარგი ადამიანია ძალიან.
-ცოდო, ნამდვილად არაა...არავინ აძალებს ძმაო.არც იმდენად ღრმად გვაქვს შეტოპილი უკან გაბრუნება ,რომ ვერ მოვახერხოთ ვერც ერთმა...ასე ვთქვათ საცდელ ეტაპზე ვართ...
-კარგი..-მხრები აიჩეჩა გიგამ-შენი საქმის შენ იცი...
-კაი, წავედი დავწვები...-წამოდგა გიორგი-ამბობენ ჰაერზე სექსი მისწრებაა პირდაპირო!-გაიცინა
-სი@ოო-გაიცინა გიგამ.
გიორგისაც გაეცინა და უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას.გიგა კი იჯდა და ჰორიზონტს გასცქეროდა რომლის ჩაბნელებულ ცაზეც ნამგალა მთვარე ჩამოკიდებულიყო.ირგვლივ სასიამოვნო სიგრილე და ის სურნელი ტრიალებდა, ბავშვობაში რომ აბრუნებდა და საოცარ სევდას ჰგვრიდა.ენატრებოდა დედა სახლში დაბრუნებულ შვილს ყოველთვის კარებთან რომ ეგებენოდა და თბილად იკრავდა ერთადერთს გულში...მისი სურნელი...ორცხობილების არომატთან შერეული მისეული თბილი და ტკბილი სურნელი რომელიც.მხოლოდ დედას აქვს...დედაბი არასდროს არ უნდა გვტოვებდნენ...და ალბათ დედას წასვლის მერე იყო ,რომ აღარ სტუმრებია იმ სახლს...რომელსაც მისი ერქვა და მისეული...დედისეული ტკბილი არომატი ასდიოდა.ნოსტალგია მორეულ მონატრებასთან.წვერზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი მამაკაცმა.
-კახელი პრინცი არაა?-ყურთან ცხელი ტუჩები რომ შეეხო ...ქალმა შემოუარა და კალთაში ჩაუჯდა.ცხვირით მის ყელში ჩაეფლა და სიამოვნებისგან ამოიკრუტუნა.
-მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის...-გაიცინა ბარათელმა.შემდეგ ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა ქალს ხელი ფრთხილად გააშლევინა და ხელისგულზე დაუდო.შინდისფერი მაუდის ყუთი.სალომეს თვალები გაუფართოვდა...ათასმა ემოციამ გადაურბინა სახეზე წამში..შემდეგ კი ხმამაღლა გაიცინა და ისე ძლიერად მოხვია კაცს მკლავები წამით სუნთქვაც კი შეეკრა გიგას..თუმცა მაინც მოახერხა და ჩახლეჩილი. სალომეს რომ ყოველთვის ჭკუას აკარგვინებდა, ბოხი ბარიტონით ჰკითხა:
- შენ არავინ გკითხავს მაგრამ ,წესი წესია ხომ იცი? ჰოდა ცოლად გამომყვებიი?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Life is Good

როგორ შევცვალო სათაურიი? :))

 



№2 აქტიური მკითხველი grafo

რა სათაურის შეცვლა, დაეტიე სადაც ხარ და როგორც არის:))).
რა გითხრა აბა?! დიდი, უსასრულო მადლობა რომ მკითხველის აზრი გაითვალისწინე. ძალიან ვისიამოვნე. თუ პდფ გაქვს ამ ისტორიის და გამომიგზავნი ან სხვა ვერსია, ჩემთვის საფიცარი გახდები :))). გიგა. დაუვიწყარი გიგა. საკუთარ თავს ასე წყალივით საკითხ და ბედნიერ ისტორიებს ვუსურვებ შენგან.
მართლა, რისი შესწორება გინდა და ვეტყვი ადმინს. შენ ვერ შეასწორებ.

 



№3 სტუმარი ნია

ძაიან მიყვარს ეს ისტორია <3 ბედნიერი დასასრულია და გამიხარდა პირველი ნაწილისგან რადიკაურად განსხვავებული მოვლენების განვითარება <3
ჰოდა სულ მინდოდა მეკითხა და იმედია უპასუხოდ არ დამტოვებ, გიგას ასაკი გამანდე გთხოოოვ <3

 



№4  offline წევრი tamuna.s

საუკეთესო დასასრული ქონდა რაც კი შეიძლება ქონოდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე, რომ გააგრძელე. გაკრეჭილმა წავიკითხე მთელი თავი. ძალიან ნიჭიერი ხარ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით. უკვე მოუთმენლად გელოდები.

 



№5 სტუმარი სტუმარი ნატალი

აუ გული დამწყდა რომ დამთავრდა, ძალიან მაგარია, უმაგრესი. ახალ ისტორიას ხომ დაგვიწერ კიდევ ასეთ კარგს?! გელოდებიიი

 



№6 აქტიური მკითხველი grafo

ნია
ძაიან მიყვარს ეს ისტორია <3 ბედნიერი დასასრულია და გამიხარდა პირველი ნაწილისგან რადიკაურად განსხვავებული მოვლენების განვითარება <3
ჰოდა სულ მინდოდა მეკითხა და იმედია უპასუხოდ არ დამტოვებ, გიგას ასაკი გამანდე გთხოოოვ <3


38 წლისო არისო ხო ეწერა პირველი ნაწილის დასრულებისას?! ნაადრევად რომ მოუნდომა ზეცაში გაფრენა :))))

 



№7 სტუმარი სტუმარი life is good

sataurshi oriani gamomrcha :D xoda cota gaugebrad weria nawili da dasasruliii...ranairad gamomrchaa

 



№8 აქტიური მკითხველი grafo

სტუმარი life is good
sataurshi oriani gamomrcha :D xoda cota gaugebrad weria nawili da dasasruliii...ranairad gamomrchaa


აჰა. გასაგებია. ხო, მეც ახლა შევამჩნიე. ვეტყვი და ჩაასწორებენ მგონი.

 



№9 სტუმარი სტუმარი life is good

chaaswores :* dzalian didi madloba chemo kargoo...komptan ar var da shesabamisad yvelas ver gcemt pasuxs...xoo giga 38 wlis iyo da damineres 45 wlamde :D dzalian mixaria rom mogewonat...es ramxela nednierebaa ici ragacas rom wer da es ragac xalxs moswons? pretenzia ar maqvs mwerlobaze magram...yoveltvis vwerdi...ubralod chemtvis da kacishvili ver naxulobda me ras vwerdi:D madloba,madloba da kidev ertxel ugrmesi madlobaa...axal istorias rac sheexeba vnaxot...ragac ragaceebi maqvs ubralod es yvelaferi furcelzea da drois uqonlobis gamo imdenad mezareba gadawera...ai ar vici...ar vwuwumeb...me da wuwuni shors vart...ubralod rac realobaa imas vambob.miyvarxart dedas geficebi...da dzalian maxarebt ????????????

 



№10  offline წევრი MaaiKoo

საოცრებაა იყოოოო
მომენატრებიაანნ ჩემი სიყვარულეებიიი
ვგიჟდებიი გიგაზეე, ჩემი ვნებიანი და ცეცხლოვანი კაციიაააა

 



№11  offline წევრი დარინა

მართლა ყოველი თავის ბოლოს არ მომწინდება იმის თქმა მიხაია რომ აღმოგაჩინეეე, მართლა უღრმესი მადლობა ასეთიი სიამოვნებისთვის რაც ამ ისტორიის წაკითხვის დროს მეუფლებოდააა, თითქმის გამოვეტირე დამენანა დასრულებისთვის არ მემეტებოდააა ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავუძლო გიჟო გადარეული და საშინლად საძაგელი ბარათელის გარეშეეე, დარწმუნებული ვარ რომ უამრავჯერ მივუტრიალდები და კიდევ უამრავჯერ გადავიკითხავ, ჩემი ფავორიტი იატორიის სიაში შევიდაა და სპატიო ადგილიც დაიკავა.

 



№12 წევრი mirandaa31

შენ რომ სხვა ისტორიაც არ შემიგვთავაზო აი არვიცი რაა.. ბოლო პერიოდში ასეთი კარგი არაფერი წამიკითხავს. ძალიან მაგარო ხარ ავტორო. შენ ხომ ხარ სასწაული, მაგრამ აი გრაფოს კომენტარები ჩემთვის ცალკე ისტორიაა :დ დედას ვფიცავარ ასეთი მაგარი შემფასებელი/მკითხველი თუ არსებობდე კიდევ. ხოდა მაგის დამსახურებაა გიგას ზეციდან ჩამობრძანება და დიდი მადლობა მას, ავტორს თავისთავად ❤️ აუცილებლად ველოდები ახალ ისტორიას ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№13 სტუმარი Qeti qimucadze

Ori tavis dakomentareba ver movaxerxe, magram axla getyvi, especially istoria imat siahiaa, romlebdac zalian xshirad cavikitxavvv, sxva ragitxra, kargi agebuleba, saintereso shinaarsi, saocari ceris stili, da cakitxvisad migebuli siamovneba, madlobaa, velodebi axal istoriass

 



№14 სტუმარი სტუმარი ნატალი

ახალ ისტორიას ველოდებით და ნუ წუწუნებ დროის უქონლობაზე, იმიტომ რომ შენ მაგარი ხარ და ყველაფერს შეძლებ <3

 



№15 აქტიური მკითხველი grafo

გეზარება და გეზარებოდეს. ეგ არაფერი. რაც არ უნდა გეზარებოდეს, მკითხველის ეს დამოკიდებულება მოგენატრება ადრე თუ გვიან , ხოდა მაგ სიზარმაცეს ჯანდაბაში მოისვრი და გამოჩნდები.
მანამდე კი ეს ისტორიაც საკმარისია და ცოტა მეტი:*.
Miranda31 გმადლობ :D :*.

 



№16 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით ???? მადლობა შენ ამისთვის :* ადრეც გითხარი და ეხლაც გეუბნები, რომ შენ წერა არასდროს არ უნდა შეწყვიტო, ისე საოცრად წერ! წარმატებები ჩემო საყვარელო ❤️❤️❤️

 



№17  offline მოდერი Life is Good

ჩემი ტკბილებიიიი :* :* მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვიიის

grafo
გეზარება და გეზარებოდეს. ეგ არაფერი. რაც არ უნდა გეზარებოდეს, მკითხველის ეს დამოკიდებულება მოგენატრება ადრე თუ გვიან , ხოდა მაგ სიზარმაცეს ჯანდაბაში მოისვრი და გამოჩნდები.
მანამდე კი ეს ისტორიაც საკმარისია და ცოტა მეტი:*.
Miranda31 გმადლობ :D :*.

გამოვჩნდი smile smile არ ვიცი ეს ახალი რამდენედ დაიმსახურებს თქვენს მოწონებას მაგრაამ...ცდა ბედის მონახვრეაოო

სტუმარი ნინი
ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით ???? მადლობა შენ ამისთვის :* ადრეც გითხარი და ეხლაც გეუბნები, რომ შენ წერა არასდროს არ უნდა შეწყვიტო, ისე საოცრად წერ! წარმატებები ჩემო საყვარელო ❤️❤️❤️

მადლობა ნინი kissing_heart kissing_heart

Qeti qimucadze
Ori tavis dakomentareba ver movaxerxe, magram axla getyvi, especially istoria imat siahiaa, romlebdac zalian xshirad cavikitxavvv, sxva ragitxra, kargi agebuleba, saintereso shinaarsi, saocari ceris stili, da cakitxvisad migebuli siamovneba, madlobaa, velodebi axal istoriass

მადლობა დიდი ქეთი...ახალოიც არ დააგვიანებს გზაშია უკვე smile kissing_heart kissing_heart

mirandaa31
შენ რომ სხვა ისტორიაც არ შემიგვთავაზო აი არვიცი რაა.. ბოლო პერიოდში ასეთი კარგი არაფერი წამიკითხავს. ძალიან მაგარო ხარ ავტორო. შენ ხომ ხარ სასწაული, მაგრამ აი გრაფოს კომენტარები ჩემთვის ცალკე ისტორიაა :დ დედას ვფიცავარ ასეთი მაგარი შემფასებელი/მკითხველი თუ არსებობდე კიდევ. ხოდა მაგის დამსახურებაა გიგას ზეციდან ჩამობრძანება და დიდი მადლობა მას, ავტორს თავისთავად ❤️ აუცილებლად ველოდები ახალ ისტორიას ❤️

მირანდა მიყვარს შენი შეფასებები ძალიან...დიდი მადლობა.კიი გრაფო რომ არა ჩემი გიგა კაცმა არ იცის რას იზამდა ჯოჯოხეთში kissing_heart kissing_heart

სტუმარი ნატალი
ახალ ისტორიას ველოდებით და ნუ წუწუნებ დროის უქონლობაზე, იმიტომ რომ შენ მაგარი ხარ და ყველაფერს შეძლებ <3

ნატალიიი მოვიდა ახალი უკვე smile smile ისიამოვნეთ და ველოდები კრიტიკის ქარცეცხლს heart_eyes heart_eyes

დარინა
მართლა ყოველი თავის ბოლოს არ მომწინდება იმის თქმა მიხაია რომ აღმოგაჩინეეე, მართლა უღრმესი მადლობა ასეთიი სიამოვნებისთვის რაც ამ ისტორიის წაკითხვის დროს მეუფლებოდააა, თითქმის გამოვეტირე დამენანა დასრულებისთვის არ მემეტებოდააა ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავუძლო გიჟო გადარეული და საშინლად საძაგელი ბარათელის გარეშეეე, დარწმუნებული ვარ რომ უამრავჯერ მივუტრიალდები და კიდევ უამრავჯერ გადავიკითხავ, ჩემი ფავორიტი იატორიის სიაში შევიდაა და სპატიო ადგილიც დაიკავა.

უღრმესი მადლობა დარინა kissing_heart

MaaiKoo
საოცრებაა იყოოოო
მომენატრებიაანნ ჩემი სიყვარულეებიიი
ვგიჟდებიი გიგაზეე, ჩემი ვნებიანი და ცეცხლოვანი კაციიაააა

მარიკოო იქნებ სხვაც მოგეწონოს წინ დიდი დროა kissing_heart kissing_heartძალიან დიდი მადლობა

 



№18 სტუმარი სტუმარი Solo

რა კარგი იყო!! კიდევ კარგი წავიკითხე!! სასწაული იყიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent