შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /2 (+16)


6-07-2018, 01:01
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 965

წითელი ღამე /2 (+16)

სანამ ისტორიის კითხვას დაიწყებთ;
წინა თავში, მიშკას კოცნამ კრიტიკა დაიმსახურა და შემდეგი თავების წაკითხვის შემდეგ, თქვენი რეაქციის წარმოდგენაც კი მაშინებს :D
კვლავ აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ისტორიას +16 პოპულარობისთვის არ აწერია.
ასეთი მომენტები ხშირად იქნება, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ პერსონაჟები ვერ იაზრებენ თავიანთ ქმედებას და მარტო ჰორმონები აწუხებთ.
მოკლედ, ყველაფერი ასე მარტივად და დაუფიქრებლად არ იქნება,
ამიტომ თუ გამომყვებით, ჩემი აზრით არ ინანებთ.
(მგონი შესავალი სიტყვა ცოტა გამეწელა...)
თქვენმა სიტყვებმა და აქტიურობამ ძალიან გამაბედნიერა, თუ ასეთივე ინტერესით გააგრძელებთ კითხვას, პირობას ვდებ არ დავაგვიანებ და ყოველდღე დავდებ!
სიყვარულით,
მარგო ტოკიო. <33



თავი 2

ასე გამოდუმებით არაფერზე მიფიქრია. თითქოს, მასზე ფიქრი ამეკვიატა და ყველაზე საშინელი ის იყო, ვერავის რომ ვერ ვეუბნებოდი. ან რა უნდა მეთქვა მათთვის, ერთი უცნაური, ცოტა გიჟი და უღმერთოდ სიმპათიური ბიჭი სახლში შემოვუშვი და კოცნის უფლებაც კი მივეცითქო?! მთელი დღე დავდიოდი ოთახიდან-ოთახში და მომხდარზე ტვინს ვიდუღებდი. იმ დასკვნამდეც მივედი რომ დამნაშავე მე ვიყავი, არ უნდა მიმეცა ამდენის უფლება, მაგრამ ჯანდაბა...საშინლად მომეწონა!
ნიასთვის რომ მეთქვა, იმდენ უაზრო კითხვას დამაყრიდა, რაზეც პასუხი მეც არ მქონდა.;
„ სად ცხოვრობს? კაი ტიპია? რატომ იჩხუბა? რაო, რა გითხრა? მაღალია? მოგეწონა პირველი კოცნა?“ ამ კითხვებიდან მხოლოდ ერთზე მქონდა პასუხი;
საშინლად... ძალიან მომეწონა!

ლიზის რადიკალურად განსხვავებული და საპირისპირო რეაქცია ექნებოდა. იმდენ სახიფათო ფაქტს ჩამოთვლიდა, რაც ასეთი შემთხვევების შემდეგ ხდება, აუცილებლად მე ვიქნებოდი დამნაშავე და არა -ის. ამასთანავე, დაორსულების არარეალურ შანსებს ისე გააბუქებდა, ბოლოს მე თვითონ შემეპარებოდა ეჭვი რომ ჩვენს შორის მხოლოდ ვნებიანი კოცნა იყო!
დათუნა ღადავს დამიწყებდა, მაგრამ მაინც გააკეთებდა რამე ისეთს, რაც საშინლად გამაღიზიანებდა. კაკის რეაქციას არც განვიხილავ. შეუძლია ნებისმიერს ეჩხუბოს, მხოლოდ იმიტომ რომ სუნთქავს. მერე კიდევ მე მეუბნება, სულ შარზე ხარო! ბიჭებისთვის რომ მეთქვა, შუა ჩხუბში ჩავხტი და ადამიანი გადავარჩინე, რომელმაც პირველი კოცნაც კი მომპარათქო, ან ძალიან დამცინებდნენ და მეტყოდნენ კაცი გინდა, უკვე ეროტიკულ სიზმრებს ხედავო, ან მეც მომკლავდნენ და მიშკასაც.

- მეგუშ, ჩამო რა კაკისთან. - ტელეფონი ავიღე თუ არა, ეგრევე ჩამძახა. უკვე ხმაზე ეტყობოდა რამდენი ჭიქაც ჰქონდა დალეული.
- სახელს ნუ მიმახინჯებ, ტუტუცო!
- ო, კაი რა! 10 წუთში აქ იყავი, თორე ამოვალთ შენთან. - მითხრა და გამითიშა.

იმის შიშით რომ აქ მოვიდოდნენ, ძლივს დალაგებულ სახლს ამირევდნენ, დათუნა იატაკზე სასმელს დაასხამდა, კაკი ფეხს დააბიჯებდა, წაიქცეოდა და სითხე მთელ ოთახს მოედებოდა, გადავწყვიტე ჩამეცვა და წავსულიყავი.
მწვანე, მოკლე და ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი. ტყავის, პატარა ჩანთაში, ტელეფონი, საფულე და გასაღები ჩავაგდე, სიგარეტთან ერთად. ფეხსაცმელს იმდენხანს ვეძებდი, გამიკვირდა სახლში რომ არ მომადგნენ. როგორც იქნა გავაღწიე და დაღმართს ჩავუყევი. მე, კაკი და ნია ერთ უბანში ვცხოვრობდით. ლიზა და დათუნა მოშორებით. ამაში ძალიან გაგვიმართლა, იმდენად ახლოს იყო ჩვენი სახლები რომ ხუთ წუთში იქ იყავი.


არ ვიცი, რატომ მეგონა რომ გარეთ კარგი ამინდი იყო, მაგრამ ფაქტია ხელები სულ გამილურჯდა. ტელეფონი ამოვიღე და ნიას გავუთიშე, იმის ნიშნად რომ გზაში ვიყავი. აღარც დაურეკავს, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან გასულიც არ არის, რომ ვერ მიხვდეს რატომ გავუთიშე.
კაკი ოთხ სართულიან სახლში ცხოვრობდა, ჩვენ როგორც ყოველთვის, დღესაც არ ვუღალატეთ ტრადიციას და სახურავზე ავედით.
სახურავზე, წამოწოლილი ნასვამი ნია, ფხიზელი ლიზი, ჩაბჟირებამდე მისული დათუნა და კაკი დამხვდა, უამრავი სასმელით ხელში.
- როგორი არაპუნქტუალური გახდი, მეგუშ! - დიდი ინტერესით ამათვალიერა დათუნამ და მის გვერდით, სადაც დაჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაინც ჩამაკვეხა.
- ზუსტად 10 წუთი დამაგვიანდა! - უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე.
- არ მომწონს ეს, მე! - ისეთი ხმით განაცხადა კაკიმ, თითქოს რაღაც დიდი ჰოპოთეზა ჩამოაყალიბა, თუმცა უსამართლო ხალხიდან მის ვარაუდს მხოლოდ მისი შეყვარებული - ნია იზიარებდა.
- ვითომ, რატომ? - ავზიდე წარბები. ბოლოს სიცილი ვერ შევიკავე კაკის გამომეტყველებაზე.
- გათიშული მოძრაობ, - დაეხმარა ლიზი, კაკიმ საჭირო დახასიათება რომ ვერ იპოვა.
- სამსახურის გამო, - დავაბრალე ჩემ უწყინარ სამსახურს, სადაც მხოლოდ ჩემი საყვარელი საქმის კეთება, რედაქტორის თანაშემწეობა მევალებოდა.
- აუ, დაასხი რა, ამას ფხიზელი ვერ ვუყურებ! - მიუბრუნდა დათუნას კაკი.
ვისხედით და ვსვამდით, ვიხსენებდით ჩვენ გაცნობას, ყოფილ შეყვარებულებს, კაკის და ნიას ამბავს, საერთოდ ყველაფერს, რაც 22 წლის მანძილზე მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. არ გვბეზრდებოდა ეს. ყოველ დალევაზე ვყვებოდით და ისე ვიცინოდით, თითქოს პირველად გავიგეთ. ამის გამო მიყვარდა მათთან ყოფნა. შეგეძლო მთვრალს თუ ფხიზელს, სულ გეცინა, ნებისმიერ რამეზე და არავის ეფიქრა რომ გიჟი ხარ, იმიტომ რომ ისინიც იცინოდნენ. იმიტომ რომ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა. ყველა, ხუთივე, არარეალურები ვიყავით. სინამდვილეში კი, ერთმანეთისგან განსხვავებულები, სხვადასხვა ფიქრებით და საპირისპირო აზრებით, იმ პროფესიებით, რომლებსაც ერთმანეთის ადგილას ყოფნითაც კი ვერ გავაკეთებდით, გემოვნებითაც კი სხვები ვიყავით. მაგრამ, კაკის სახურავზე შეკრებილი მთვრალი საზოგადოება, ერთმანეთს გრძნობდნენ და ის ბარიერი რომ ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ, არ არსებობდა.

იმდენად ღრმად ვიყავით ხუთივე ერთმანეთში, იმდენად დიდი გავლენა გვქონდა ერთმანეთზე, გვეგონა რომ მგრძნობიარე კლასტერი ვიყავით. რომლებიც ერთმანეთის ცუდსაც და კარგსაც... ყველაფერს გრძნობენ, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში არიან.


ნასვამი ნია, საბოლოოდ დათვრა. გადაბჟირებული კაკი და დათუნა, კიდევ უფრო გადაბჟირდა. ფხიზელი ლიზი, ნიას პირვანდელ ფაზაში გადავიდა და მე, მე უბრალოდ ვიჯექი ჩუმად და ვსვამდი. თან სულელივით ვიღიმოდი გუშინდელზე. ვიცოდი რომ ვერავინ მიხვდებოდა ჩემი ღიმილის მიზეზს, ვერც იმას მკითხავდნენ, რატომ იღიმიო. ყველა იმას ვაკეთებდით რაც გვინდოდა.
მხოლოდ ახლა დავფიქრდი მიშკას ნათქვამ ბოლო სიტყვებზე, რომელიც ჩვენს მომავალს უკავშირდებოდა... ახლა კი ნამდვილად შემრცხვა ჩემი თავის. როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში მიშკასთვის რომელსაც მომავალში ვნახავდი?! იქნებ არც მენახა... ან იქნებ, სადმე მოულოდნელად შევხვედროდით ერთმანეთს... მიშკა არ ვიცი, მაგრამ მე რომ საკუთარ თავს და ჩემს მოულოდნელად აღმოჩენილ გრძნობებს გამოვააშკარავებდი მის მიმართ, ზუსტად ვიცოდი. სწორედ ეს მაშინებდა. იქნებ არც შემემჩნია?! ან მეთქვა რომ იდიოტია, ჩემი სიკეთით ისარგებლა და საშინლად მოიქცა... თუმცა ჩემი რეაქციები რომ მახსენდება გუშინდელი მისი შეხებისას, მეორე სალანძღავ ვარიანტს ეგრევე გამოვრიცხავ.

მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, ვიღაცით შეპყრობილს, აზროვნების უნარი გეკარგებაო.
არ ვიცი, უბრალოდ არ მინდოდა თუ ჩემი ტვინი ვერ აღიქვამდა მის ცუდ მხარეებს, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ კარგზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზე რომ ძალიან სიმპათიური იყო, უცხო გარეგნობით, მოულოდნელი მოქმედებით, ეტყობოდა რომ ვერ იყო დალაგებული.
ვერ იყო. ან არ იყო. ან სადღაც იყო.
ან ვიღაცასთან იყო. ან ჩემთან არ იყო.
მორჩა, მეგი, მთვრალი ხარ, შეწყვიტე აზროვნება, გათიშე ტვინი და დალიე.
ან თუ გინდა იფიქრე, ოღონდ ცოტა. იფიქრე რომ ან შენთან იყო, ან ისევ შენთან იყო, ან სხვასთან არ იყო...
კარგია, ასეთი ფიქრები, მაშინ როცა მთვრალი ხარ და შენთან ერთად, მელანქოლიაც იღვიძებს.

- მთვარე რომ ჩავა, მზე ამოვა, ხო? - ყველამ რომ დამშვიდდა და ხუთივეს გონება სადღაც დაფრინავდა, მშვიდი და რომანტიკული ხმით იკითხა ნიამ.
- კითხვის ნიშანი მოაშორე და ავთანდილ შოშიაშვილი იქნები, - ვუთხარი იგივე ტონალობით.
- შენ ეგ კაცი მგონი შეგიყვარდა. - დაასკვნა ნიამ და თვალებ მოჭუტულმა გადმომხედა.
- მე კი არ შემიყვარდა, ყოველ საღამოს შენ იზეპირებ მის ფრაზებს და ხო იცი, პლაგიატობას ვერ ვიტან. - ჩავუკარი თვალი და ენერგეტიკულ სასმელზე გადავედი. - დალიეთ, რა. აუ, ზოგჯერ ისე მინდა, მაგრად რომ დავთვრე, მაგრამ ვერ ვთვრები. - გადავუშალე გული დამწუხრებულმა.
- ასეთია ცხოვრება, ჩემო მეგი. - ჩაიქნია ხელი დათუნამ.
- ორი ძროხა, წითელია? - აყვა კაკი შეყვარებულს და გაიმართა შეჯიბრი, ვინ უფრო დიდ იდიოტობას დააბრეხვებდა.
- კი, მეგია. - რამოდენიმე წამი ისე სერიოზულად დაფიქრდა დათუნა, ვიფიქრე პასუხის გახსენებას ცდილობს-მეთქი, მაგრამ მე რომ გადმომხედა, წარბებ ათამაშებულმა, მის ფანტაზიის უნარს ხელი დავუქნიე.
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ძროხა წითელი ვერ დაიბადება, ანუ უნდა გადაღებო, მე კიდევ, წითური დავიბადე და ანუ, ორი ძროხა, შეღებილი წითელია. - ისე ლოგიკურად ავუხსენი, ასე ქართულის მასწავლებელი ვერ გვიხსნიდა შუშანიკის შინაარსს.
- ლოგიკის დედოფალი ხარ, უეჭველი ეგეთები შეგხვდა უნარების გამოცდაზე. - მითხრა დაბოღმილმა ლიზიმ, რომელიც მთელი ორი წელი თავს აკლავდა უნარებს და მათემათიკას, თუმცა მაინც ჩემზე დაბალი ქულა აიღო.
- ბოღმა დათუნასთან ამოანთხიე, მე ხო იცი, ეგეთ ინტიმურ საკითხებში ვერ ვერკვევი. - ვუთხარი სიცილით და მასთან მივხოხდი.
ჰო, აბა რა, ვერ ერკვევი... საერთოდ ვერ - ირონიული ხმით ამომძახა მეორე მემ.
- რომ დაიძინებ, მაგ თმებს მიგაჭრი! - ისე სერიოზული სახით დამემუქრა, უკან, პირვანდელ ადგილას გადავხოხდი და დალევა გავაგრძელე.
- ისე, კარგი იდეაა, ლიზუ, რას იტყვი? - მომაკვდინებელი ღიმილი სტყორცნა დათუნამ ლიზას, ისიც ამ ღიმილის შემხედვარე წამში დაიბნა და ჩემი თმის ფერი გახდა. თუმცა დათუნას ხელი რომ იგრძნო წელზე, შემდეგ ტუჩები ყელზე, რომელიც ნელ-ნელა ზემოთ მიიწევდნენ, ნასიამოვნებმა თვალები დახუჭა და ნანატრ შეხებას დაელოდა. მანაც რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და სქელ, წითელ ტუჩებს დაეწაფა. მათი შემხედვარე სიყვარული მომინდა, ან გუშინდელის გამეორება, ოღონდ მიშკა მშვიდობაძესთან!

- მგონი შემაჟუჟუნა! - გამოაცხადა ნიამ, რამოდენიმე სასმელი ერთმანეთში რომ აურია.
- კაკი, ჟუჟუნასთან გღალატობს, შენი ერთადერთი სიყვარული, - ერთი წყვილი ამ პლანეტაზე აღარ იყო, ამიტომ ნამდვილად არ მინდოდა მეორეც გამეშვა და მარტო დავრჩენილიყავი. ჩემს გვერდით მჯდომ კაკის ისეთი შეშფოთებული ხმით გადავძახე რომ თვალებ დაქაჩულმა წამოყო თავი.
- ვინაა გოგო ჟუჟუნა? - გადახედა ნიას, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად სიტყვების უკან წაღებას ცდილობდა. მე კი გულში ბოროტულად ვხარხარებდი.
მიყვარს მთვრალი კაკი და მისი გაჭედვები!
- წვიმა, - აღმოხდა კაკის რეაქციით გაკვირვებულს.
ახლა კი ნამდვილად ვერ შევიკავე სიცილი და მე და კაკი ერთ ხმაში ავხარხარდით, თან გაურკვევლობაში მყოფ ნიაკოს გამომეტყველებაზე ვიცინოდით, რომელმაც ვერ გაიგო კაკიმ მართლა გაუჭედა თუ ღადობდა.

*

დაძაბულობის გაფანტვა, ნიაკოს შემორიგება და თეთრი დროშის ჩაგდება, ჟუჟუნას გამო, კაკის დედას, თინას მოუწია. ნამცხვარით ხელადმშვენებული ამოვიდა და რამოდენიმე წუთი ჩვენთან ერთად რომ დაჯდა, მიხვდა, ჩვენი ერთად გაძლება შეუძლებელზე შეუძლებელი იყო.
ალუბლის ნამცხვარი ორივე ხელში მეჭირა, ხან ერთს ვჭამდი, ხან მეორეს ნელ-ნელა და მშვიდად. თორე ესენი ისე სწრაფად ჭამდნენ, ერთ ნაჭერს რომ დავამთავრებდი, თეფშიც არ დამხვდებოდა.
- გალოთდებით! - დასკვნა გამოიტანა თინამ. თინა ყველაზე ჯიგარი იყო, ჩვენი დამრიგებლის შემდეგ, რომელიც ჩუმ-ჩუმად გვაპარებდა გაკვეთილებიდან, იმ პირობით რომ არ მოვკვდებოდით. მოვდიოდით თინასთან, ხან ერთი მასწავლებლის ბებიას ვმარხავდით, ხან - მეორეს, დამსახურებული ალუბლის ნამცხვარი რომ გვეჭამა.

- აუ, ის გახსოვთ? გაკვეთილებიდან რომ ვიპარებოდით და ნამცხვრის გამო აქ რომ მოვდიოდით, - გავახსენე კიდევ ერთი ძალიან მაგარი მოგონება.
- აუ, რა მაგარი იყო! - წამოიყვირა ნიამ, - წინა დღეს, კაკის დაბადების დღეზე, მაგრად რომ დავლიეთ და საატესტატო გამოცდაზე რომ დაგვაგვიანდა, მე-12ში რომ ჩაგვაბარებინეს, - ამ ამბის გახსენებაზე, სიცილი ვერ შევიკავეთ.
მე, ნია და ლიზი გამოცდაზე რომ არ მივედით, მთელი სკოლა ჩვენ რომ გვეძებდა და ამ დროს, თინასთან ერთად ალუბლის ნამცხვარს რომ ვჭამდით. კაკი და დათუნა მე-12 კლასში იყვნენ და გამოცდები ჩაბარებული ჰქონდათ. ეს ის პერიოდი იყო, ლიზი და დათუნა რომ გავიცანით.
- რა გიჟები იყავით? - გაეცინა თინას და იმ ამბების გახსენებაზე, თვალები აუცრემლიანდა.
ემოციური ქალი იყო თინა, თან ძალიან ახალგზარდა, ლამაზი და მოწესრიგებული. საკუთარი მოდის ხაზი ჰქონდა, სულ გადარბენაზე იყო, ხან რომელ ქვეყანაში მიემგზავრებოდა, ხან რომელში, ყველა ქალბატონ თინათინს ეძახდა, ეს მხოლოდ ჩვენთვის იყო თინაჩკა! ქალი, რომელიც დედის მაგივრობას მიწევდა და ჩვენთვის, არანორმალურებისთვის ყოველთვის ეცალა.
- ვიყავით არა თინაჩკა, ვართ! - უთხრა დათუნამ და არაყი დაასხა ჭიქებში.

თინა რომ ჩავიდა, გინდა თუ არა, ყავას ამოგიტანთ, ცოტას გამოფხიზლდებითო, ჩვენ ისევ გავაგრძელეთ დალევა. სიგარეტი ამოვიღე, სახურავის კიდესთან ჩამოვჯექი, თინას ამოიტანილ ყავას ვსვამდი და ღამის თბილისს გავუყურებდი. ირგვლივ დიდი კორპუსები საერთოდ არ იყო, ამიტომ ხელს არ მიშლიდა, მეყურებინა განათებული სახლებისთვის, ან ლამპიონებით განათებული ქუჩებისთვის. ყავა რომ დავლიე, ჭიქა ქვემოთ გადმოვდე, წამოვწექი და სიგარეტის მოწევა გავაგრძელე. ტვინის გათიშვა მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა. ბევრი სასმელის, ყავის, ჭამის, ლაპარაკის, ფიქრის მიუხედავად, მაინც მეფიქრებოდა იმ ბიჭზე, წინა ღამით გონება რომ ამირია.
მოულოდნელობებით არის სავსე ცხოვრება. მთელი 22 წელი ისე ვიცხოვრე რომ ისეთი ბიჭი არ შემხვედრია, რომელის სულიერი მხარე, ჩემნაირი იქნებოდა. უცებ კი, ღამის აჩრდილივით, ან თუნდაც სიზმარივით, გამომეცხადა ადამიანი, რომელმაც ისე სწრაფად გაიდგა ფესვები ჩემ გონებაში, სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა.
არასდროს ვყოფილვარ შეპყრობილი, არც ვინმეს ზემოქმედების ქვეშ ვყოფილვარ, ჯერ კიდევ გუშინ წინ ასე მეგონა და ლიზის ვეუბნებოდი, შეყვარებული ადამიანები როგორ იცვლებიან, მე არ შევიცვლები-მეთქი.
არც შევიცვლები, მაგრამ ჩემში შეიცვლება რაღაც. უკვე ვგრძნობ ამას.

- მეგი, ვიმღეროთ რა. - წამოიძახა კაკიმ და სახლიდან ამოტანილ გიტარას დახედა.
არც წამომდგარვარ, სიმღერა ნამდვილად დამეხმარებოდა ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა და აღარ მეფიქრა მასზე.
- თქვენი „You Know I'm No Good “ მიყვარს, - განაცხადა ლიზიმ.
კაკიმ დაკვრა დაიწყო, მე ნელ-ნელა ავყევი. დასაწყისში მიჭირდა ხმამაღლა სიმღერა, უფრო ჩემთვის ვბუტბუტებდი, კომპლექსი მქონდა, მაგრამ „მუღამში“ რომ შევდიოდი, კომპლექსებიც ისე უკვალოდ ქრებოდა, თითქოს არც ყოფილა.
- Meet you downstairs in the bar and hurt,
Your rolled-up sleeves in your skull t-shirt,
You say, "What did you do with him today?"
And sniffed me out like I was Tanqueray,
'Cause you're my fella, my guy,
Hand me your Stella and fly,
By the time I'm out the door,
You tear me down like Roger Moore,
I cheated myself,
Like I knew I would,
I told you I was trouble,
You know that I'm no good,

ტყუილად ვფიქრობდი რომ ამ სიმღერის დროს, მასზე არ ვიფიქრებდი. ყოველი სიტყვის წარმოთქმის დროს, მხოლოდ მის სახეს წამრმოვიდგენდი, მის ძლიერ ხელს ჩემს ფეხზე, მის ტუჩებს ყელზე, მის სუნთქვას ჩემს ტუჩებთან. ისე როგორც იმ ღამით, საწოლში.
სიმღერა შევწყვიტე, ტექსტს ვეღარ ვიხსენებდი. თავი წამოვწიე, ტანით იდაყვებს დავეყრდენი და ამღერებულ ნიას სიცილით გადავხედე.
- Run out to meet you, chips and pitta,
You say, "When we're married,"
'Cause you're not bitter,
"There'll be none of him no more,"
I cried for you on the kitchen floor,
- რაებს მღერი გოგო, ანგელოზივით ბიჭი ჩაიგდე ხელში, - უთხრა დათუნამ ნიას, რომელიც ნამდვილი ლოთივით იჯდა და ირგვლივ ბოთლები ჰქონდა გარშემორტყმული.
- დაგითმობ, გინდა? - გადახედა ეშმაკურად.
- სულ ვიცოდი რომ გვიყენებდნენ, ბოლოს ჩვენ რომ დავშორებოდით, - დააბრეხვა მეორე სიბრძნე ლიზიმ.
- იორ მა ლოვერ, ნაღდი ოღონდ, - უთხრა დათუნამ ლიზის და ჩაეხუტა. - ნაშაა შენ თავს ვფიცავარ! - ანიშნა კაკიზე.
- ჩამბარდი და ცოლად მოგიყვანო რომ მეუბნებოდი, შენ არ იყავი? გამომიყენე და აღარ გჭირდები, ხო?- სასოწარკვეთილი კაკი არარსებულ ცრემლს იწმენდდა, იმდენად რეალურად შეასრულა როლი, რომ არა ფხიზელი გონება, რეალობა მეგონებოდა. - ბიჭებს არ ენდოთ, გოგოებო! - გადმოგვხედა სამივეს.

- მაგრად გაკლიათ, ოღონდ მართლა! - ვთქვი სიცილით და ჩემ „საწოლ“ ადგილს დავუბრუდნი, - დაასხი, დავლიოთ!

საუკეთესო მდგომარეობაა, როცა მთვრალი ხარ, არაფერი გაინტერესებს, იცინი, მღერი, ერთობი. ასეც იყო, მანამ სანამ ღამე უაზრო სიარულის დროს, ერთ პრიმატს არ გადავეყარე.
ამრია, დამრია, გადამრია! რა გააკეთა, ეგეთი? ღამე ჩემ ოთახში რომ არ შემოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, დარწმუნებული ვარ არც ვიფიქრებდი მასზე.

დილის 7 საათამდე, იქ ვიყავით. აღარ ვსვამდით, ვლაპარაკობდით, მერე ყველას დაეძინა, მე ვერ დავიძინე. ტელეფონი მოვძებნე, გიორგის ზარები რომ დამხვდა, ჩემი თავი გავლანძღე. სწრაფად დავურეკე საათის მიუხედავად, სიტუაციას ვუხსნიდი, ვიციო რომ მითხრა, ალბათ თინასთან დარეკა, ისე რა გააჩერებდა. ვერ ვიტან ასე უპასუხისმგებლოდ რომ ვიქცევი, ამიტომ სახლში წასვლა გადავწყვიტე, თან ძალიან მშიოდა. ჩემი ნივთები ავიღე, კიდევ კარგი ჩანთაში სავარცხელი მქონდა და ცოტა ადამიანს დავემსაგავსე. ეზოში სახეზე წყალი შევისხი და ისე ვიყავი, თითქოს არც დამილევია.
სიცივის მიუხედავად, მაინც იყო ჩემ სხეულში სასმელი, რომელიც მათბობდა. ქუჩას მივუყვებოდი, ტელეფონმა რომ დარეკა. სწრაფად ვუპასუხე, ვინ უნდა ყოფილიყო დილის 7 საათზე?
- გისმენთ, - დავინაზე ხმა.
- მეგი, მიშკა ვარ, ხო არ გაგაღვიძე? - მკითხა ბოხი ხმით, ეტყობა ახლი გაღვიძებულია. მოიცა, ეგ კი არა, მიშკა?! ახლა კი მთელმა ჩემმა გონებამ განგაშის ზარს შემოჰკრა.

- არა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ და დავრბივარ, - ვუთხარი ცოტა ცინიკური ხმით. არდა, ჩემ თავს დავცინოდი, მას კი არა.
- იუმორში და კოცნაში დასახვეწი ხარ, - არც მან დამაკლო და ბონუსად, ჩაცინებაც დაამატა. სიბრაზიზგან, მთელი სახე თმის ფერი კი არ მქონდა, არამედ ყურებიდან ბოლიც ამდიოდა.
- რა გინდა? - ძლივს შეკავებული სიმშვიდით ამოვილაპარაკე, თორემ აქ ისტერიკები რომ ამეტეხა, მთელი უბანი თავს გამოყოფდა ფანჯრიდან.
- შენი დახმარება მჭირდება, - ისე მითხრა, თითქოს ჩემი ბიზნესპარტნიორი იყო და ხელშეკრულება უნდა დაგვედო.
- ახლა არ მითხრა რომ თავი დაიჭერი, კიდე მე რომ „გამეკერე“! - ვთქვი აღშფოთებულმა და მისი სიცილიც მალევე მომესმა.
- რაღაც ეგეთი, რა. დამეხმარები?
- დაგეხმარები, ოღონდ ჩემთან ერთი სურვილი გექნება, - უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორც გამოვიყენებდი ამ სურვილს და ბოროტულად ჩამეცინა.
- ანუ კიდე უნდა გნახო? - მკითხა იმავე ტონალობით.
- არა, დღესვე გამოვიყენებ.
- მომისმინე, კოცნა თუ გინდა და პირდაპირ ვერ მეუბნები, არაა საჭირო სურვილები და ქალაქობანა, პროსტა თქვი რა, ან მანიშნე, - მიუხედავად არც თუ ისე, „ჯანმრთელი“ ხმისა, მაინც არ კარგავდა თავის ირონიას.
- ორი სურვილი, ან არაფერი! - ვუთხარი გადაჭრით.
- ღმერთო ჩემო, სამაგიეროს გარეშე, არავის ეხმარები, ხო? - მკითხა ვითომ აღშფოთებული ხმით. - არადა გუშინ არ ჩანდი ასეთი ბოროტი, პირიქით ისე იყავი, ნებისმიერ სურვილს შემისრულებდი!- უკვე ვხდები მის პროფესიას. ზუსტად შეეფერება თეატრალური!
- ვთიშავ! - ჩავძახე გაღიზიანებულმა. კიდევ აქეთ მეღადავება, მე კიდევ გუშინდელის მერე შოკურ მდგომარეობაში ვარ, ლამის ცოლად გავყევი ოცნებებში,
ეს კიდევ მეღადავება..!
- ხო, კარგი. მოგწერ მისამართს და იქ მოდი. - მითხრა და გამითიშა.
რამოდენიმე წამში მისამართიც მომწერა და მეც ჩაძინებულ ტაქსისტს ფანჯარაზე მივუკაკუნე.
არ ვიცი, სასმელმა იმოქმედა, მთელი დღე მასზე ფიქრმა თუ რამ, მაგრამ... ნამდვილად ვერ ვიყავი!
უსირცხვილო ნამუსის გამო, სახლში წასვლა გადავწყვიტე, დაძინებული მეგობრები მივატოვე, მაგრამ უეცრად რეკავს ტელეფონი და მეც მას ვემორჩილები. არადა ღამე ვფიქრობდი, სირცხვილით თვალებში ვეღარ ჩავხედავ-მეთქი, ახლა კი ჩემი ფეხით მივდივარ მასთან სახლში!
თან როგორ მელაპარაკა? ყველაზე საშინელი ის არის, როცა ხვდები რომ სულელი ხარ, მაგრამ უსირცხვილო და უნამუსო შენს თავს, ძალიან მოსწონს სისულელეების კეთება.



https://4love.ge/uploads/posts/2018-07/1530824476_befunky-collage-1.jpgскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი møøn šhinė

ძალიან მომეწონა, მართლა სასიამოვნო საკითხავია და, არაა ბანალური დამიჯერე. ნუ მე მომწონს... და ფოტო არაჩვეულებრივად გაქვს შერჩეული პერსონაჟისთვის

 



№2  offline წევრი Nobodyelse

პირველი ვარ!! მთელი ღამე და დღე ვამოწმებდი იქნებ დაიდო ახალი თავითქო და როგორც იქნა!!
მიჭირს აღფრთოვანების დაფარვა, ისე დამაინტერესა მეგის და მიშკას ისტორიამ. გული მიგრძნობს აქ რაღაც ძალიან მაგარი ამბები დატრიალდება!
სულ გაღიმებული ვკითხულობდი იმ მომენტზე ბევრი ვიცინე დამრიგებელი ჩუმად გვაპარებდა იმ პირობით რომ არ მოვკვდებოდითო :D აჰაჰ!
საოცარი გადმოცემის უნარი და უიმორის გრძნობა გაქვს ძალიან მომწონს

 



№3  offline წევრი mariam m.k

Auu linkze rom biwia mitxari ra saxeli

 



№4  offline წევრი mirandaa31

კარგია, კარგი. მომწონს ძალიან. თხოვნაა, არ გააბანალურო :დ ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მე პირადად შენი კრიტიკა არც მიცდია. მე ის მომენტი არ მომეწონა, მაგრამ ბევრად მეტს მოეწონა. არ მინდოდა ნამდვილად ცუდად გამომსვლოდა. სიმართლე გითხრა კოცნის წინააღმდეგი არანაირად ვიქნები: დდდ ასე რომ როგორც გაქვს ჩაფიქრებული ისე გააგრძელე. მომწონს შენი გამართული წერის სტილი და აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას. და მეგიც და მიშკაც ორივე უკვე მაგრად მომწოონს: დდ

 



№6  offline წევრი ბიბი

გუშინ ღამით ვნახე პირველი თავი, ვიფიქრე მოდი ხვალ წავიკითხავ ძალიან მეძინება მეთქი, კიდე კაი რო გადავდე თორე რა გაძლებდა მთელი ღამე.
დიდი ხანია ასე ერთი ამოსუნთქვით არაფერი წამიკითხავს.
გამართულად წერ, რაც საშუალებას მაძლევს წარმოვიდგინო ყველა სიუჟეტი, მეგი ძალიან მომწონს.
ეს მიშკა კიდე მგონია ძალიან ძალიან "ცუდი ბიჭია"
რაც შეეხება პირველი თავის ფინალს, ველოდი კითხვის პროცესში და ჩემთვის ისიც გამართლებულია რომ მიშკა გაჩერდა და არა მეგი.
თავიდანვე ცხადი იყო რომ ძალიან დიდი ქიმია გაჩნდა მათ შორის მიუხედავად იმისა რომ მიშკა თითქმის უგონოდ იყო.
მოკლედ ძალიან ძალიან კარგია, ველოდები ახალ თავს.
უმორჩილესად გთხოვ არ შეამცირო თავები. (ჩემი ყველაზე დიდი დისკომფორტია პატარა თავები)
წარმატებები heart_eyes +1 მკითხველი ჩემგან wink

 



№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

მომწონს!
ვგიჟდები ამათზე!
ძალიან მომწონხარ მარგო♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№8  offline წევრი Margo Tokyo

møøn šhinė
ძალიან მომეწონა, მართლა სასიამოვნო საკითხავია და, არაა ბანალური დამიჯერე. ნუ მე მომწონს... და ფოტო არაჩვეულებრივად გაქვს შერჩეული პერსონაჟისთვის

უდიდესი მადლობა შენ!
ყველაზე მეტად გამიხარდა პერსონაჟის ფოტო რომ მოგეწონა,
ჩემი აზრით, ზუსტად ეგეთია მეგი მეტრეველი!
მიხარია რომ შენიშნე <3

Nobodyelse
პირველი ვარ!! მთელი ღამე და დღე ვამოწმებდი იქნებ დაიდო ახალი თავითქო და როგორც იქნა!!
მიჭირს აღფრთოვანების დაფარვა, ისე დამაინტერესა მეგის და მიშკას ისტორიამ. გული მიგრძნობს აქ რაღაც ძალიან მაგარი ამბები დატრიალდება!
სულ გაღიმებული ვკითხულობდი იმ მომენტზე ბევრი ვიცინე დამრიგებელი ჩუმად გვაპარებდა იმ პირობით რომ არ მოვკვდებოდითო :D აჰაჰ!
საოცარი გადმოცემის უნარი და უიმორის გრძნობა გაქვს ძალიან მომწონს

სიმართლე გითხრა, მეც სულ შემოწმების პროცესში ვიყავი და როგორც იქნა დაიდო :D
დიდი იმედი მაქვს, შენს მოლოდინს გავამართლებ <3
დიდი მადლობა რომ მომყვები და ელოდები! <3

mirandaa31
კარგია, კარგი. მომწონს ძალიან. თხოვნაა, არ გააბანალურო :დ ❤️

მე ყველანაირად ვეცდები, მთავარია თქვენ არ მოგეჩვენოთ ბანალური :D <3

Chikochiko
მე პირადად შენი კრიტიკა არც მიცდია. მე ის მომენტი არ მომეწონა, მაგრამ ბევრად მეტს მოეწონა. არ მინდოდა ნამდვილად ცუდად გამომსვლოდა. სიმართლე გითხრა კოცნის წინააღმდეგი არანაირად ვიქნები: დდდ ასე რომ როგორც გაქვს ჩაფიქრებული ისე გააგრძელე. მომწონს შენი გამართული წერის სტილი და აუცილებლად ვაგრძელებ კითხვას. და მეგიც და მიშკაც ორივე უკვე მაგრად მომწოონს: დდ

მე კრიტიკის მიმართაც ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ^_^ რა თქმა უნდა, არც მე მწყენია და არც შენ გამოგვლია ცუდად,
უბრალოდ კოცნის მომენტზე რომ გაამახვილეთ ყურადღება,
მერე წარმოდგენაც არ მინდა როგორი რეაქცია გექნებათ-მეთქი :D :D
დიდი მადლობა, მიხარია რომ აგრძელებ <3

 



№9 სტუმარი Anansio

მმმ კარგი იყოო❤️❤️❤️ ველოდები შემდეგს

 



№10  offline წევრი Margo Tokyo

ბიბი
გუშინ ღამით ვნახე პირველი თავი, ვიფიქრე მოდი ხვალ წავიკითხავ ძალიან მეძინება მეთქი, კიდე კაი რო გადავდე თორე რა გაძლებდა მთელი ღამე.
დიდი ხანია ასე ერთი ამოსუნთქვით არაფერი წამიკითხავს.
გამართულად წერ, რაც საშუალებას მაძლევს წარმოვიდგინო ყველა სიუჟეტი, მეგი ძალიან მომწონს.
ეს მიშკა კიდე მგონია ძალიან ძალიან "ცუდი ბიჭია"
რაც შეეხება პირველი თავის ფინალს, ველოდი კითხვის პროცესში და ჩემთვის ისიც გამართლებულია რომ მიშკა გაჩერდა და არა მეგი.
თავიდანვე ცხადი იყო რომ ძალიან დიდი ქიმია გაჩნდა მათ შორის მიუხედავად იმისა რომ მიშკა თითქმის უგონოდ იყო.
მოკლედ ძალიან ძალიან კარგია, ველოდები ახალ თავს.
უმორჩილესად გთხოვ არ შეამცირო თავები. (ჩემი ყველაზე დიდი დისკომფორტია პატარა თავები)
წარმატებები heart_eyes +1 მკითხველი ჩემგან wink

ვაიმე,
ვერც წარმოიდგენ უბრალოდ, როგორ გამახარა ამ კომენტარმა!
უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!
მადლობა საკმარისი არ არის, ჩემი ემოციები რომ გამოვხატო. weary heart_eyes
მესამე თავს უკვე ვტვირთავ და იმედია მალე დაიდება <3
თავების რაოდენობა არ შემცირდება, მგონი ცოტათი იზრდება კიდეც <3

მარიკუნაა♥️
მომწონს!
ვგიჟდები ამათზე!
ძალიან მომწონხარ მარგო♥️

მიხარია რომ მოგწონს,
და მეც ძალიან მომწონხარ, მარიკუნა! innocent heart_eyes

Anansio
მმმ კარგი იყოო❤️❤️❤️ ველოდები შემდეგს

მადლობა!! heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent