შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკთან მოთამაშე {1}


7-07-2018, 00:06
ავტორი სალანდერი
ნანახია 650

ეშმაკთან მოთამაშე {1}

მიესალმეთ თქვენს ახალ დირექტორს, ქალბატონ ნინო მესხიშვილს.
თავმომწონებით წარუდგინა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახალი უფროსი ქალთა კოლონიის თანამშრომლებს და სიტყვა მას გადასცა.
- მოგესალმებით, მე ნინო მესხიშვილი ვარ, ოცდათორმეტი წლის, იურისტი და ფსიქოლოგი, თქვენთან მოსვლამდე მიმუშავია სხვა და სხვა პოზიციებზე, მათ შორის უფლება დამცველად, რაც თავისთავად გულისხმობს რომ დიდ ყურადღებას დავუთმობ, მსჯავრდებულებთან მოპყრობის ნორმებს.
ჩემი დიდი სურვილია ეს ადგილი უკეთესი გავხადო თითოეული ჩვენთაგანისთვის, მაქვს გეგმები და ამ გეგმების განსახორციელებელი კონკრეტული ხედვა, დიდი იმედი მაქვს მოვიპოვებ თქვენს კეთილგანწყობას და მივიღებ თქვენს მხარდაჭერას, რაც რა თქმა უნდა ნაყოფიერს გახდის ჩვენს თანამშრომლობას. - ქალმა სიტყვა დაასრულა და მინისტრს ამოუდგა გვერდით.
თანამშრომლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ყველა კმაყოფილი ჩანდა ახალგაზრდა, განათლებული უფროსით, რომელსაც წესით ბევრი რამ უნდა შეეცვალა ამ ჯოჯოხეთში.
განსაკუთრებით მამაკაც თანამშრომლებში იგრძნობოდა მხიარულება, ხუმრობა ხომ არ იყო ასეთი ლამაზი ქალის ქვეშევრდომობა. მიუხედავად იმისა რომ ყველამ მშვენივრად იცოდა, ნინო არ განეკუთვნებოდა ხელმძღვანელთა იმ კატეგორიას რომელიც სამსახურეობრივ რომანებს გააჩაღებდა, მისი ყოველდღიურად ხილვის შესაძლებლობასაც აღტაცებაში მოჰყავდა მამაკაცები.
წარმატება უსურვეს, დახმარება აღუთქვეს და მხიარულ ნოტაზე დატოვეს ოთახი.
- როგორ მოგწონს აქაურობა? - ღიმილით ჰკითხა მინისტრმა როგორც კი ქალი მარტო დაიგულა.
- ვეცდები უკეთესად ვაქციო, შენ ხომ ყოველთვის გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად გჭირდები. - მტკიცედ ხაზგასმით საუბრობდა ნინო.
- რას გულისხმობ? - მზერა მოარიდა მამაკაცმა.
- ფიქრობ არ ვიცი რომ ამ ციხეში რაღაც ხდება? რაღაც ისეთი, რისი დამალვაც და გამოსწორებაც გინდა. - მისთვის განკუთვნილ სავარძელში მოკალათდა ქალი.
- საყვარელო, მე შენ გენდობი, ეს რა თქმა უნდა პრობლემატური პატიმრების ციხეა, აქ დასამალიც ბევრია და გამოსასწორებელიც, ამიტომ ხარ ახლა აქ, ამიტომ განდე აქაურობა სწორედ შენ. - თავზე წამოადგა მამაკაცი.
- ნუ მეძახი საყვარელოს, სამსახურში ვარ, შესაძლოა თანამშრომლებმა გაიგონ. - უხეშად მოიშორა ირაკლი ქალმა.
- კარგი, მორჩი ბუტიაობას და საქმეს შეუდექი, როგორც კი ყველა პრობლემას მოვაგვარებ გავშორდები ცოლს და ჩვენი ურთიერთობის დამალვაც არ მოგვიწევს. - ფეხზე წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
- ოთხი წელია ერთსა და იმავეს იმეორებ ირაკლი, იმ უნიჭო მხატვარს ემსგავსები, ნახატების გაყიდვით ცხოვრების აწყობას რომ პირდება ოჯახს. - უკმეხად წარმოთქვა ქალმა.
- კარგი, მორჩი ჩემს ლანძღვას ნინო. - აშკარად ბრაზი ერეოდა მამაკაცს.
- კარგი, მოვრჩი, ახლა კი დამტოვე საქმეს უნდა მივხედო. - დაბღვერით გახედა ქალმა, ირაკლიმაც წარმატება უსურვა და ნელი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი.
ნინომ მაშინვე მდივანი მოიხმო და ორიოდ წუთში ოთახში ქერა, სათვალიანმა ქალმა შემოაბიჯა.
- გამარჯობა. - ღიმილით შეხედა და ხელი გაუწოდა ახალ უფროსს.
- გაგიმარჯოს, ეკატერინე არა? - თავისი ხელი შეაგება ნინომ.
- დიახ, ეკატერინე გიორგაძე, შეგიძლიათ უბრალოდ ეკა დამიძახოთ. - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- კარგი ეკა, მინდა გკითხო ბოლომდე შემიძლია თუ არა გენდო ნებისმიერ საკითხში? - მზერა მდივნისას გაუსწორა ნინომ.
- რა საკვირველია ქალბატონო ნინო. - უმალ დასერიოზულდა ეკა.
- მაშინ აქ დამიჯექი და მოკლედ ამიხსენი ვინ რას წარმოადგენს ამ ციხეში, პირველ რიგში მინდა თანამშრომლებზე მითხრა.
ვის შემიძლია ვენდო, ვის არ უნდა ვენდო, ვინ ეკიდება პასუხისმგებლობით საკუთარ სამუშაოს და ვის სჭირდება მეტი ყურადღების მიქცევა.
ქალი სასწრაფოდ მოკალათდა ნინოს პირისპირ სავარძელში და საუბარი დაიწყო.
- ციხის ზედამხედველებიდან ყველაზე დიდ სამუშაო გამოცდილებას პაატა ბეგალიშვილი, ნოდარ გაბრიაძე, ბარბარე დვალიშვილი და მარიამ ზედგინიძე ფლობენ, ამ ოთხიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს უშუალო კონტაქტში პატიმრებთან, რადგან მათ არ გამოეპარებათ უმნიშვნელო წვრილმანიც კი.
მარიამი და ბარბარე ახერხებენ კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას პატიმრებთან, ნოდარიც მეტ-ნაკლებად მეგობრულია მათთან აი პაატა კი შედარებით მკაცრი და უხეშია.
დანარჩენ თანამშრომლებთან დიდად შეხება არ გექნებათ, ისინი ამ ოთხეულიდან ერთ-ერთის ლიდერობით ზედამხედველობენ ციხის სხვადასხვა "ბლოკებს" და საკმაო პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ სამუშაოს.
-კარგი, დასაწყისისთვის საკმარისია, გმადლობ, ახლა კი ციხის ტერიტორიაზე მინდა შევიდე, თუ შეიძლება რომელიმეს სთხოვე გიდობა გამიწიოს. - სიტყვა დაასრულა თუ არა ეკა მაშინვე წამოდგა და გავიდა, რამდენიმე წუთში კი მაღალი, ჯმუხი შესახედაობის მამაკაცმა მოაკაკუნა კარზე.
- შეიძლება? - იკითხა და კარში აიტუზა.
- მობრძანდით. - სწრაფად წამოდგა ფეხზე ნინოც.
- მე პაატა ბეგალიშვილი ვარ, ეკამ მითხრა რომ მეძახდით. - თავი ზრდილობიანად დაუკრა მამაკაცმა.
- სასიამოვნოა, გიდობა უნდა გთხოვოთ, მინდა უშუალოდ ციხის ტერიტორია დამათვალიერებინოთ და მსჯავრდებულებსაც წარვუდგინო საკუთარი თავი. - სერიოზულად ჩამოაყალიბა ქალმა.
- ახლა პატიმრებს დასვენების დრო აქვთ, შესაბამისად ეზოში იმყოფებიან. -აუხსნა მამაკაცმა.
- მით უკეთესი, ციხის ტერიტორიას მშვიდად დავათვალიერებ და ეზოში ბოლოს გავალ. - სწრაფად თქვა და კარისკენ მიმავალ პაატას გაჰყვა უკან.
ქალმა ჯერ პატიმრების ცარიელი საკნები დაათვალიერა, შემდეგ საპირფარეშოები, სამზარეულო და სასადილო ოთახი, ბოლოს კი ეზოში გასვლა და პატიმრებთან პირისპირ გასაუბრება ითხოვა.
როგორც კი რკინის გალავნით გარშემორტყმულ ეზოში ფეხი შედგა, მისკენ რაღაც ისროლეს და რომ არა ერთ-ერთი პატიმრის უსწრაფესი რეაქცია, კალათბურთის ბურთს პირდაპირ სახეში მოარტყამდნენ.
- ფრთხილად ჩიტო, აქ ნებისმიერ წამს შეიძლება ამოგიღონ მიზანში. - დამცინავად უთხრა და დაჭერილი ბურთი ხელში შეათამაშა.
სანამ მოულოდნელობის ეფექტით გაბრუებული ნინო, აზრზე მოსვლას და პასუხის დაბრუნებას მოახერხებდა, საუბარში პაატა ჩაერთო.
- ანდრეა, გაიცანი ციხის ახალი უფროსი, ქალბატონი ნინო მესხიშვილი. - ხაზგასმით წარმოთქვა მამაკაცმა.
- ახალი? და ძველი რა იქნა? ნუთუ ისიც მიზანში ამოიღეს და ასეთივე მდორე რეაქცია გამოავლინა. - გაკვირვებით წარმოთქვა გოგონამ.
- ანდრეა, მგონი მისალმებას აპირებდი. - გამაფრთხილებელი იყო მამაკაცის ტონი.
- ჰო, რა თქმა უნდა, გამარჯობა ქალბატონო ნინო და იმედია კარცერში არ გამგზავნით იმისთვის, "ჩიტო" რომ გიწოდეთ. - ხელი გაუწოდა ანდრეამ.
- გაგიმარჯოს და არავის კარცერში გაგზავნას არ ვაპირებ. - ხელი ნაზად ჩამოართვა ქალმა.
- ძალიან დამამშვიდეთ ღმერთმანი. - ცინიკურად წარმოთქვა და ამჯერად პატიმრებს მიუბრუნდა. - ქალბატონებო, მიესალმეთ ჩვენი ციხის ახალ უფროსს.
- გამარჯობა. - მშვიდად მიესალმა ნინო, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ სტვენა მოისმა აქა-იქ.
- მეტი ზრდილობა გამოიჩინეთ ქალბატონებო. - ჭკუის დამრიგებლური ტონით მიმართა პატიმრებს, შემდეგ კი ისევ ნინოს მიუტრიალდა. - მგონი არ მოეწონეთ. - უფროსს ყურიც არ შეუბერტყავს ანდრეას დამცინავ კომენტარზე, ერთი ნაბიჯით წინ გაიწია და საუბარი დაიწყო.
- კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებო, დღეს ჩემი პირველი დღეა და მინდა გითხრათ, რომ აქ თქვენთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად ვარ, ვაპირებ მოგისმინოთ და ვითანამშრომლო თქვენთან, რადგან თქვენზე უკეთ არავინ იცის თუ რა არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი ჩვენს ციხეში.
ჩემდათავად ვაპირებ, ფსიქოლოგიური კაბინეტი და სპორტდარბაზი მოგიწყოთ, რა თქმა უნდა მოვისმენ თქვენს პრობლემებსაც და იდეებსაც, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომმართოთ და მოკლედ, თქვენს სამსახურში მიგულეთ. - მშვიდი, გაწონასწორებული ტონით წარმოთქვა ნინომ და პატიმრებს გაუღიმა.
- ძალიან უნიჭო წინასაარჩევნო დაპირებას გავდა. - თვალი ჩაუკრა ანდრეამ.
- მე გულწრფელი ვიყავი, ნამდვილად მინდა უკეთესი პირობები შეგიქმნათ. - ხაზგასმით წარმოთქვა ნინომ.
- რა თქმა უნდა, მჯერა ქალბატონო ტერეზა. - სერიოზული იყო ანდრეაც.
- მე ნინო მქვია. - სწრაფად შეუსწორა ქალმა.
- უკაცრავად, ისეთ სათნოებას აფრქვევდით დედა ტერეზასთან გაგაიგივეთ. - ცინიკურად გაიღიმა გოგონამ.
- მოგვიანებით ხომ შეიძლება ჩემს კაბინეტში გავისაუბროთ? - სასწრაფოდ შეცვალა თემა ქალმა.
- თუ დაკავებული არ ვიქნები, რა თქმა უნდა შეიძლება. - ეშმაკურად გაეღიმა.
- ხშირად ხართ დაკავებული? - დაეჭვებით იკითხა ნინომ.
- ბოლო ექვსი წელია დაკავებული ვარ. - სახე დაეჭყანა ანდრეას.
- კიდევ რამდენ ხანს იქნებით? - ღიმილი შეეპარა ნინოსაც.
- კიდევ ოთხი, მაგრამ თქვენთვის მაინც გამოვნახავ დროს. - თვალი ჩაუკრა გოგონამ.
- და რატომ ზიხართ? - გულწრფელად დაინტერესდა ნინო.
- არ მიშვებენ და იმიტომ, თან სულ არ ვზივარ, ზოგჯერ ვწევარ, ზოგჯერ სიარულის უფლებასაც მაძლევენ. - ტუჩი აიბზუა ანდრეამ.
- კარგი, მოგვიანებით გაგესაუბრებით. - ღიმილი არ შორდებოდა ქალს.
- კარგი ფეხსაცმელია. - მზერა ჯერ მის ფეხებზე გადაიტანა ანდრეამ, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით გაშორდა.
- ვინ არის ეს გოგო? - ზედამხედველს მიუბრუნდა ნინო.
- ანდრეა ჩაჩუა, ოცდაოთხი წლის, მეტსახელად "ეშმაკი" ამ ციხის ყველაზე დიდი პრობლემა და მოსიარულე თავის ტკივილი. - კბილები გააღრჭიალა პაატამ.
- რისთვის იხდის სასჯელს? - ვინაიდან ანდრეასგან პასუხი ვერ მოისმინა, ხელქვეითს ჰკითხა ქალმა.
- მკვლელობისთვის და ციხეში თუ რამე გაფუჭდა, მაშინვე შეგიძლიათ მას უკრათ კარცერში თავი. - აშკარა ზიზღით ანთებოდა თვალები კაცს.
- მაგალითად რა გაფუჭდა? - ცნობისმოყვარეობა დაეტყო ქალს.
- მაგალითად, თუ იარაღი ან ნარკოტიკი შემოვიდა, თუ ვინმე სცემეს, ბუნტის მცდელობა იქნა, გარჩევა მოხდა და ასე შემდეგ.
- როგორ ახერხებს ამდენი რამის გაფუჭებას, ასეთი მკაცრი კონტროლის მქონე ციხეში? - აშკარად ყოვლისშემძლედ ხატავდა მამაკაცი ანდრეას და ნინოს მოეჩვენა რომ ცოტას აბუქებდა კიდეც.
- წარმოდგენა არ გვაქვს ქალბატონო ნინო, მართლაც ნამდვილი ეშმაკია, თან დასმენასაც ვერავინ უბედავს და ყოველთვის მშრალად გამოდის, მოკლედ დავატარებთ ასე კარცერსა და თავის საკანს შორის. - ბრაზისგან ისე აუწია ხმას, ვერც კი შეამჩნია.
- მასთან ცივილურად საუბარი არ გიცდიათ? - წარბი აწია ქალმა.
- თქვენ სცადეთ და მის სარკაზმთან რა გამოგივათ შეგვატყობინეთ. - ეს თქვა და ნაბიჯს აუჩქარა.
ნინოც უკან გაჰყვა მამაკაცს, სწრაფად გაიარეს ეზო, შემდეგ დერეფნები და პაატამ ნინო კაბინეტამდე მიაცილა, უკან გამოსვლისას ქალმა ანდრეას ამოყვანა სთხოვა და ისიც რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა ამჯერად "ეშმაკთან" ერთად.
- შემოდი. - ხმადაბლა უთხრა ნინომ, კარში უხერხულად გაჩხერილ გოგონას და მანაც მოურიდებლად შეაბიჯა ოთახში.
ნინოს პირისპირ, სავარძელში ჩაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- ყავას ხომ არ დალევ? - მშვიდად ჰკითხა ნინომ?
- მეხუმრები? - თვალები გაუფართოვდა გოგონას.
- არა, რატომ? - დაბნეულობა შეეტყო ქალს.
- იმიტომ რომ ყავის დალევა შეუძლებელია, როცა ხელები ზურგს უკან გაქვს შეკრული. - ზურგს უკან ბორკილ დადებული ხელები შეძლებისდაგვარად შეათამაშა ანდრეამ.
- აქ პატიმრები ყოველთვის ასე ამოჰყავთ? - დარცხვენით იკითხა ქალმა, უხერხულობა იგრძნო რომ აქამდე ვერ შეამჩნია ხელბორკილი.
- არა, მხოლოდ მე ამოვყავარ ასე. - ტუჩი აიბზუა გოგონამ.
- რა დააშავეთ? - თავისი სავარძლიდან წამოდგა ნინო.
- უკანასკნელად როცა ხელები გამიხსნეს, უფროსი შემომელახა. - უგემურად გააწკლაპუნა პირი.
- რატომ? - ანდრეას წინ, მაგიდას ჩამოეყრდნო ნინო.
- იმიტომ რომ ვერ ვიტან როცა მეხებიან. - ბრაზი გაუკრთა ხმაში.
- უხერხულად შეგეხოთ? - მეტი წვრილმანის გაგება უნდოდა ქალს.
- ზოგადად ვერ ვიტან რომ მეხებიან, ხოლო რაც მან გააკეთა ამას დაკერვის მცდელობას დავარქმევდი. - უდარდელად ჩამოაყალიბა.
- მერე? - კითხვის ნიშნები გამოესახა მზერაში.
- მერე გაუხდა სიფათი დასაკერი. - ამაყად გაეღიმა გოგონას.
- ამის გამო სასჯელი არ დაგიმატეს? - წარბები შეჭმუხნა ნინომ.
- არა, რადგან არავის აწყობდა იმის გახმაურება რომ აქ პატიმრებზე ძალადობენ, მხოლოდ მაგრად მომდეს და მგონი ორი თვე მაყურყუტეს კარცერში. - ფეხები იატაკზე მყარად დადგა და სავარძელში გასწორდა.
- მერე? - კიდევ ელოდა ამბის გაგრძელებას ნინო.
- მერე ყველაფერი ნელდებაა. . .
მერე ყველაფერი ძნელდებაა. . . - სიმღერა წამოიწყო ანდრეამ.
- მიხარია რომ იუმორის გრძნობას ინარჩუნებთ, თუმცა იქნებ მიამბოთ რა მოხდა შემდეგ. - სერიოზული ჩანდა ნინო.
- შემდეგ იყო სხვა უფროსი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს სად წავიდა ან რატომ, ახლა კი შენ მოხვედი. - ნინომ ახლაღა შეამჩნია რომ ანდრეა შენობით მიმართავდა თუმცა გაპროტესტება არ უცდია.
- მე ნამდვილად მინდა აქ ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო, მაგრამ ამისთვის თქვენი დახმარებაც დამჭირდება. - ანდრეას ზურგს უკან ბოლთის ცემას მოჰყვა ქალი.
- კონკრეტულად ჩემი თუ ყველა პატიმრის. - მოკლედ იკითხა გოგონამ.
- ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს? - წამით სიარული შეწყვიტა ანდრეას ზურგს უკან გაჩერდა.
- დიახ, იმიტომ რომ ვერ ვიტან როცა მასასთან მაიგივებენ. - ზურგზე გრძნობდა ქალის დაჟინებულ მზერას ანდრეა.
- სიმართლე გითხრა ყველა პატიმრის დახმარება მჭირდება, თუმცა შენი განსაკუთრებით. - თვალს არ აშორებდა გოგონას ზურგს, თუმცა ანდრეა ჯიუტად არ ბრუნდებოდა მისკენ.
- ჩემი განსაკუთრებით რატომ? - კითხვა გამოსჭვიოდა გოგონას ხმაში.
- რადგან ჩემი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ შენ დანარჩენ პატიმრებზე გავლენა გაქვს. - გულწრფელი იყო ნინო.
- ჩემი აზრით თუ თანამშრომლების მაგივრად ხელქვეითებს უწოდებ მათ, ჩემს თვალში უფრო კარგი ტიპი გამოჩნდები. - ფეხზე წამოდგა ანდრეაც.
- მე კი არა, ეს შენ უნდა ეცადო რომ თავი მომაწონო. - ღიმილი ვერ შეიკავა ქალმა.
- შენ ციხის უფროსი ხარ და არა სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ასე რომ შენთვის თავის მოწონება, არაფრის მომცემია ჩემთვის. - მაგიდაზე ჩამოჯდა ანდრეა.
- საინტერესოდ მსჯელობ. - ღიმილით გადააქნია თავი ქალმა.
- შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს ჩემთან ურთიერთობის მთელი სიამოვნება. - ძლივს შესამჩნევად გაეღიმა ანდრეასაც.
- შემდეგ ჯერზე, როცა აქ ამოგიყვანენ ბორკილებს აღარ დაგადებენ. - გოგონას კეთილგანწყობის მოპოვება სცადა ნინომ.
- მშვენიერი იდეაა, როცა ხელები თავისუფალი მექნება, ცხელმა ყავამ იქნებ საუბრის გუნებაზეც მომიყვანოს, ახლა კი თუ შეიძლება ჩემს სამფლობელოში დავბრუნდები. - არც პასუხს დალოდებია ანდრეა და არც ქალს დამშვიდობებია, ისე დატოვა ოთახი, მიუხედავად იმისა რომ ნინომ უპატივცემულობად მიიღო ხელი მაინც არ შეუშლია გოგონასთვის.
რამდენიმე წუთი მოითმინა, მერე კარი გააღო და დერეფანში გაიხედა, რადგან დარწმუნდა რომ ანდრეა უკვე წაეყვანა პაატას კვლავ მდივანი მოიხმო თავისთან.
- ეკა, მაინტერესებს ციხეში თუ არსებობს ვინმე, ვისაც ახლო კავშირი აქვს ანდრეა ჩაჩუასთან. - სწრაფად ეცადა აეხსნა მდივნისთვის.
- ანდრეა არც ისე კონტაქტურია, თუმცა მასთან ყველაზე ხშირი შეხება და ახლო ურთიერთობა ალბათ ციხის ფსიქოლოგს აქვს. - რამდენიმე წუთიანი ყოყმანის შემდეგ თქვა ქალმა.
- თუ შეიძლება დაუძახე, რამდენიმე კითხვა მასაც მინდა დავუსვა. - ეკამ სწრაფად დატოვა ოთახი, ნინო კი სავარძელში ჩაჯდა და ფსიქოლოგის მოსვლას დაელოდა.
მართლაც ძალიან სწრაფად შემოვიდა კარში, მაღალი შავგვრემანი დაახლოებით ნინოს ასაკის ქალი, რომელიც მოდელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ციხის ფსიქოლოგს.
- გამარჯობა, მაპატიეთ ყველას სახელი ვერ დავიმახსოვრე. - ხელი გაუწოდა ნინომ ქალს.
- თათია ბურჯანაძე, ციხის ფსიქოლოგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. -სწრაფადდ გაეცნო და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
- როგორც ვიცი პატიმართა პირადი საქმეებიც თქვენ გაბარიათ. - ჭოჭმანით თქვა ნინომ, რადგან დანამდვილებით არ ახსოვდა.
- დიახ, პატიმრების პირადი საქმეებიც მაბარია და სხვადასხვა პროექტებზეც ვმუშაობ მათთან ერთად. - ნინოს პირისპირ მოკალათდა ქალი.
- მოკლედ იმისთვის დაგიბარეთ რომ მინდა პატიმართა პირად საქმეს გავეცნო. - საქმიან ტონს ინარჩუნებდა ნინო.
- ქალბატონო ნინო, აქ ას ოცი მსჯავრდებული იხდის სასჯელს. - გამაფრთხილებელი იყო თათიას ტონი.
- არც ისე ბევრია, თუმცა დასაწყისისთვის მირჩევნია მათ შესახებ ვიცოდე ვინც გაცილებით პრობლემატურია. - მზერა გამკაცრებოდა ნინოს.
- როგორც მითხრეს ერთ-ერთი მათგანი უკვე გაიცანით, მეორე ჯერ კიდევ ციხის საავადმყოფოშია. - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა უფროსს თათიამ.
- პირველში ანდრეას გულისხმობთ არა? - ეჭვიც არ შეჰპარვია ნინოს.
- დიახ.
- მეორე ვინ არის?
- მეორე თამარ კობახიძეა. - მოკლედ მოუჭრა თათიამ.
- საავადმყოფოში როგორ მოხვდა? - აშკარა დაინტერესება შეეტყო ქალიდ ხმას.
- ნაცემია, თუმცა არ ამბობს ვინ სცემა. - მზერა ნინოსას მოარიდა ქალმა.
- თუ ჩემი თანამშრომლების ლოგიკას დავეყრდნობი, ისინი ფიქრობენ, რომ რაც აქ ფუჭდება ყველაფერი ერთი ადამიანის ბრალია. - დაეჭვებით საუბრობდა ნინო.
- მე მათ არ ვეთანხმები, ანდრეა ყოველთვის პრობლემებს არ ქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ თამარის ცემას მის გარდა ვერავინ გაბედავდა. - მეტისმეტად თავდაჯერებული ჩანდა ქალი.
- და თვითონ თამარი რატომ არ ამბობს ვინ სცემა?
- რომ დაბრუნდება სამაგიეროს თავად გადაუხდის ანდრეას.- თითები ნერვიულად აათამაშა ქალმა.
- ამის საშუალებას არ მივცემთ. - უდარდელად თქვა ნინომ.
- ორი ეშმაკი ერთ სივრცეში, მეტისმეტად რთული საკონტროლოა, ქალბატონო ნინო.
- და მაინც ხომ უნდა არსებობდეს გამოსავალი. - მაგიდაზე თითების კაკუნს მოჰყვა ქალი.
- არსებობს ერთი, მათი დაშორება თუ ერთ-ერთს კარცერში გაუშვებთ. - თითქოს ძალდატანებით წარმოთქვა თათიამ.
- მხოლოდ იმიტომ გავუშვა კარცერში რომ მეშინია მათი უკონტროლობის? - წარბები მაღლა აზიდა ქალმა.
- თუ ორი ეშმაკის ცოცხლად გადარჩენა გინდათ, ერთ-ერთი უნდა დააბათ. - ხმა გაუცივდა თათიას.
- მე ორივეს ავუშვებ და გავაკონტროლებ. - მტკიცე იყო ნინოს გადაწყვეტილება.
- მომწონს თქვენი შემართებაც და თავდაჯერებულობაც, მაგრამ თქვენ არ იცნობთ მათ. - არ ნებდებოდა ფსიქოლოგი.
- ეს თქვენ არ მიცნობთ მე. - ფეხზე წამოდგა ნინო. - და თამარი რისთვის იხდის სასჯელს? - საუბარი განაგრძო.
- ქმარი, შვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი მოკლა.
- ჯანდაბა, კიდევ ჰყავს შვილები? - სულით ხორცამდე შეძრა ნინო, თამარის ავადმყოფურმა ქცევამ.
- არა. - მოკლედ მოუჭრა თათიამ.
- და რამდენი წლისაა? - მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა ქალი.
- ორმოცდაცხრამეტის.
- ოჰო, დიდი ყოფილა. - გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. - და ანდრეას ჰყავს ქმარი ან შვილები? - ისევ "ეშმაკს" დაუბრუნდა ქალი.
- ანდრეას ქმარი? - გულიანად გაეცინა თათიას.
- რამე სასაცილო ვთქვი? ის ლამაზია, საინტერესო და არც ისე პატარა. - ბრაზი შეერია ხმაში.
- მე თუ მკითხავთ ანდრეა თავბრუდამხვევია, მაგრამ არც არავინ ჰყავს და არც არავინ უყვარს საკუთარი თავის გარდა. - საკუთარ წარმოთქმულში დარწმუნებული ჩანდა თათია.
- თავბრუდამხვევი? - თათიას ნათქვამი გაიმეორა ნინომ.
- არა? - თვალებში მიაჩერდა ქალი.
- თქვენ მასთან ხშირი შეხება გაქვთ? - ფსიქოლოგის კითხვას თავი აარიდა ნინომ.
- დიახ, მე მისი მასწავლებელი ვარ.
- მასწავლებელი?
- დიახ, საქმე ისაა რომ ციხეში განათლების პროგრამა გვაქვს, რომლის გავლაც პატიმრებს აქ ყოფნისას შეუძლიათ რათა გარეთ გასვლისას საზოგადოებასთან ინტეგრირება მარტივად შეძლონ, ნებისმიერ ადგილას შეეძლებათ სამსახურის შოვნა, მთავარია რა პროფესიას აირჩევენ და როგორ გაივლიან პროგრამას. - ეცადა ამომწურავად აეხსნა.
- ბევრი მოსწავლე გყავთ?
- მხოლოდ ანდრეა. - გულდაწყვეტით გადააქნია თავი.
- ანდრეა კარგად სწავლობს? - კიდევ უფრო ჩაეძია ნინო.
- შესანიშნავად. - აშკარა აღფრთოვანებით წარმოთქვა თათიამ.
- მეჩვენება თუ ანდრეას შესახებ დიდი აღტაცებით საუბრობთ? - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქალს.
- ვფიქრობ გეჩვენებათ, თუმცა ანდრეა რომ ძალიან საინტერესოა ამას არ უარვყოფ.
- კვირაში რამდენ საათს ატარებთ მასთან? - კიდევ ერთხელ შეცვალა თემა ნინომ.
- ათ საათს, ყოველ სამუშაო დღეს ორ-ორი საათი, შაბათ-კვირას ისვენებს.
- გამოდის თქვენ ბევრი რამ იცით მის შესახებ. - კმაყოფილი ღიმილი გადაეკრა სახეზე.
- მხოლოდ ის რაც მას უნდა რომ ვიცოდე.
- ეს როგორ გავიგო? - მოლოდინის თვალებით მიაჩერდა ქალს.
- ანდრეა მეტისმეტად ჭკვიანია, როცა მასთან ერთად ვარ, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს და თითქმის ყველა კითხვაზე მპასუხობს, თუმცა როცა ერთმანეთს ვშორდებით, აღმოვაჩენ რომ საინტერესო და ხელჩასაჭიდი არაფერი უთქვამს.
- ანუ ეშმაკი მოთამაშეა? - პირი უგემურად გააწკლაპუნა ნინომ.
- ანდრეა პოლიტიკოსია, მაქსიმალური სიტყვათა რაოდენობით გასცემს მინიმალურ ინფორმაციას.
- კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ მის შესახებ? - კითხვები მოსვენებას არ აძლევდა ქალს.
- იმის რომ ანდრეასთან კარგი ურთიერთობა, უამრავ პრობლემას აგაცილებთ.
- გასაგებია, ისღა დამრჩენია მადლობა გითხრათ დახმარებისთვის და ანდრეასა და თამარის პირადი საქმეები გთხოვოთ, მინდა უფრო დეტალურად გავეცნო.
- ხვალ მაგიდაზე დაგხვდებათ, ახლა კი თქვენის ნებართვით წავალ. - ფეხზე წამოდგა თათიაც, უფროსს დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
ნინოც მთელი დღის საქმით თუ ემოციებით დატვირთული უღონოდ ჩაესვენა სავარძელში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

ესეც მომეწონა:)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი სალანდერი

მარიკუნაა♥️
ესეც მომეწონა:)))))

❤ ❤ ❤

 



№3  offline წევრი მალუ

ჯგუფში ისტორიიდან სქრინი რომ დადე ბიჭის და გოგოს ურთიერთობა მეგონა (პატიმრის და ადვოკატის) ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა და ამ დილით პირველი შენი ნიკის ძებნა დავიწყე
ძალიან საინტერესო ჩანს,
მსგავსი საიტზე არც წამიკითხავს და მიხარია რომ როცა შენს პროფილზე შემოვალ სრულიად განსხვავებული სტილის ისტორიები დამხვდება <3

 



№4  offline წევრი Someone wandering

ძალიიან საინტერესოოა,მაგრამ მე ბიჭზე და გოგოზე ველოდიი pensive

 



№5  offline მოდერი სალანდერი

მალუ
მალუ

ძალიან დიდი მადლობა ❤

MaaiKoo
MaaiKoo

მადლობა მაიკო ❤
ნააჰ, ჩემი ანდრეა გოგოა :დ

 



№6 სტუმარი Shorena kiladze

Es mgoni adre ideboda xo? Dsvicyeee saintereso cgans vnaxog ra moxdeba da rogor ganvitardeba movlenebi

 



№7  offline მოდერი სალანდერი

Shorena kiladze
Shorena kiladze

გამარჯობა, დიახ იდებოდა მაგრამ დარედაქტირება და ჩასწორება სჭირდებოდა ამიტომ ავიღე ❤
მადლობა რომ მოგვყვები ❤

 



№8  offline წევრი GentleWoman

ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ყველა ისტორია რომ გააქრე, ახალი, რითაც დაბრუნდი, პროტესტის ნიშნად არც კი წამიკითხავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიის თითოეული წინადადება კარგად მახსოვს, მაინც თავიდან ვკითხულობ და იმედი მაქვს მეორე ნაწილის დადებასაც აპირებ. ასევე ვიმედოვნებ, იმ წაშლილ ისტორიებსაც თავიდან დადებ და ჩემნაირ ერთგულ მკითხველს გულს არ ატკენ )))

 



№9  offline მოდერი სალანდერი

GentleWoman
GentleWoman

წარმოდგენა არ გაქვს როგორ გამახარე ❤
ყველა ისტორიას დავარედაქტირებ და ავტვირთავ ნელ-ნელა ❤
მეორე ნაწილიც მზადების პროცესშია და იმედი მაქვს გამოვა ❤

 



№10 სტუმარი lile

Ketili iyos sheni dabrunrba eshmako

 



№11  offline მოდერი სალანდერი

lile
lile

მადლობელი :დ

 



№12  offline წევრი mirandaa31

ეს აშკარად წაკითხული მაქვს :დ ნერვების ჭია ანდრეა :დ მაინც გადავავლებ ხოლმე თვალს. არ ვიცოდი შენი ისტორია თუ იყო სირცხვილი მე :დდ
--------------------
ხელმოწერა

 



№13  offline წევრი ჟიზელი

ჰომოფობი არ ვარ და არც პრობლემა მაქვს, მაგრამ კითხვა გამიჩნდა და თუ არ დავსვი,ვერც მოვისვენებ...
ანდრია და ნინო? Together და რამე?
ასე ადრე არ გელოდი შე ქალო :დ

 



№14  offline მოდერი სალანდერი

ჟიზელი
ჟიზელი

არაჰომოფობო მოგვყევი და ნახავ :დ
ეს ისტორია ჩემთვის პირადად, ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანია ჯერ-ჯერობით და გამიხარდება შენს აზრსაც თუ მოვისმენ ❤
დაბრუნებას რაც შეეხება სწრაფი ვარ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent