შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზია ღამე (7)


7-07-2018, 00:25
ავტორი tasusuna
ნანახია 276

ნაზია ღამე (7)

23 ოქრომბერი..
მზეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სხივები ამოწვერილი,თვალები რომ გაეხილა და,ჩამობნელებულ ოთახს თვალი მოავლო.
ექვსის შესრულებას 10 წუთი აკლდა ,რომ წამოდგა და,
სააბაზანოში ფეხარეული გავიდა.
შხაპი მიიღოდა,სამზარეულოში გავიდა.
ძლიერი ყავა მოიმზადა რომ გამოფხიზლებულიყო და ,ბარის სკამზე ჩამოჯდა.
თამბაქოს გაუკიდა და,
ფანჯარაში გაიხედა.
ღია ოქროსფერი გადაჰკროდა ქალაქს.
მზეს უკვე ამოეყო თავი ..
ყავა გემრიელად ჩააცალა და,აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.
ნანო ურეკავდა.
ჩაეღიმა და,უპასუხა.
–მეგონა,გეძინებოდა.–ოდნავ დაგუდული ხმა მოესმა,ახალგაღვიძებული იყო ნანო.
–როგორც ჩანს შენზე ადრეც გამიღვიძია–სიცილით უპასუხა და,მეორე ღერს მოუკიდა.–გამოფხიზლდი და,ერთ საათში გამოგივლი.მიყვარხარ.–დაუკიდა და,
მოსამზადებლად ოთახში გავიდა.
საშუალო ზომის გურგჩანთა გამოიღო და , თხელი ტანსაცმელი ჩააწყო.
20 წუთის შემდეგ,ბინა დატოვა და,
ნანოსკენ მიმართა ავტომობილი.
–ნან,ჩამო მოვედი.–კორპუსთან მივიდა თუარა,დაურეკა და,
მანქანიდან გადავიდა.
5 წუთის შემდეგ ოდნავ ფერმკრთალი ჩამოვიდა ნანო,
ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა და,
ფრთხილი ნაბიჯით მოდიოდა მისკენ.
–ჯერ კიდევ ფეხზე გძინავს,დილამშვიდობისა ნან.–ლოყაზე მსუბუქად აკოცა და,ჩანთა ჩამოართვა,საბარგულში ჩადო და,გაბრუებულ გოგოს მის გვერდით გამოუღო კარი.
–დილით,ახალგაღვიძებული ,ყოველთვის ასეთი ლამაზი ხარ??–შეფერადებულ ლოყებზე ხელის ზურგი ჩამოუსვა და,
მანქანა გზადკეცილზე გაიყვანა.
–დილიდან მანებივრებ.–მისკენ გადმობრუნდა,ფეხები სავარძელზე აკეცა და,კომფორტლად მოეწყო.–ძალიან მეძინება.–გაბუსხულმა ამოილაპრაკა და,თვალები მილულა.
–კარგი რა ნან,ჩვენი გაცნობიდან ერთი თვე გავიდა და,ეს დღე გინდა მძინარემ გაატარო??–ბედნიერმა ჩაიცინა და,გვერდულად გახედა.
–ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ,მაგრამ,ეხლა მე დავიძინებ,გუშინ ისედაც 3 საათამდე მელაპარაკებოდი.–ენა პატარა ბავშვივით გამოუყო და,ბურუსში ჩაიძირა..
ყაზბეგს უახლოვდებოდა,მანქანა სავალი გზიდან რომ გადაიყვანა და,
ტუჩებდაბრცული ნანოსკენ გადაიხარა.
გოგოს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა და,
არც კი ფიქრობდა გამოფხიზლებას.
ფრთხილად დაიხარა მისი ტუჩებისკენ,წამიერად ეამბორა და,
ღაწვებზე ხელის ზურგი დაუსვა.
–გაიღვიძე ნანო.–ჩუმად ჩაილაპარაკა და,თვალებაფახულებულ გოგოს გაუღიმა.–ძალიან ლამაზი ხარ,მძინარეც,ფხიზელიც და ,ახალგაღვიძებული ხო,საერთოდ.–მის სავარძელს დაუბრუნდა და,ავტომობილი დაძრა.–ამ ხედებს ვერ გამოგატოვებინებდი,მაგიტო გაგაღვიძე,ნუ გაქ მკვლელის სახე.–სიცილით გადახედა წარბებშეკრულ გოგოს.
–სიზმარი გამაწყვეტინე,ლაშა,ცოტა მაინც გეცლია.–გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
–რა გესიზმრებოდა ესეთი,რომ ვერ შეელიე–აშკარად გაამხიარულა გოგონას გაბრაზებამ ლაშა.–მომიყევი.
–არაფერსაც არ მოგიყვები.–ლოყებშეფაკლულმა ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და,გახსენებული სიზმრის გაფანტვა გონებიდან ამაოდ სცადა.
–ოჰოო,ეს უკვე საინტერესოა.–წარბები გაოცებისგან მაღლა აქაჩა ლაშამ და,თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.–აბა,სად გავჩერდი სიზმარში?–წარბების თამაშით გადახედა და,ჭარხალივით აწითლებულ გოგოზე ისტერიულად გაეცინა.
–და ვინ გითხრრა საერთოდ რომ შენ იყავი იქ?–მისკენ გაუხედავად მიუგო პასუხი და,ახურებული სახე გრილ ჰაერს შეუშვირა.
–ახლა დამიმტკიცე.–თვალი ჩაუკრა და,მანქანა სასტუმრო „rooms“–სთან შეაჩერა.
ნომერში ბარგები აიტანეს და,სასტმროს აივანზე გავიდნენ.
ჭილის მოწნულ სავარძლებში ჩასხდნენ და,წინ აღმართულ მთებსა და,თვალწარმტაც ხედს მონუსხულებმა გახედეს.
–ასეთი სილამაზე იშვიათია.–წუთის შემდეგ,გაოცებულმა გახედა მომღიმარ ლაშას.
–ეს იმის მეასედიაა რაც წინ გველის.
ვისადილოთ,ცოტა დავისვენოთ და,სამებისკენ დავიძრათ.სიცხე აარარის,არ გაგიჭირდება.–მზრუნველად გადახედა და,სუსტი თითები მის ხლებეში მოიქცია,მსუბუქად შეახო ტუჩები თლილ თითებს..
–ლაშა,კარგი რა!–მოჩვენებითი სიბრაზით გახედა და,დავლილი ჟრუანტელის დასაფარად წამოდგა.
მის გზას მიყვა ეშმაკურად მომღიმარი ლაშაც და,ზურგზე აეკრო გოგონას.
ხელები სუსტ წელზე მოხვია და,თავი კისერში ჩარგო.
სასიამოვნო,მათრობელა არომატი ძლიერად შეისრუტა და,
თბილი კოცნა დაუტოვა .
გოგოს ახორკლილ კანზე ჩაეღიმა და,თვალი ხედს გაუსწორა.
–რა ტკბილი ხარ,ვინ იცის.–თბილი,დაბალი ხმით მიუგო მომღიმარ გოგოს.
–წავიდეთ უკვე,ხო?–მომენტალურად მოშორდა ბიჭის სხეულსროცა ისევ იგრძნო კისერში ტუჩები.ათრთოლებული კიდურები ერთმანეთზე გადააჭდო და,ნომრისკენ დაიძრა.
–მაგიჟებ რაა!–სიცილით მიაძახა წინ წასულს და,უკან გაჰყვა.
თხელი მოსაცმელები მოიფარეს,აიბარგნენ და,ჩახერგილ გზას ფეხით აუყვნენ.
საათზე მეტი დაკიდებულ კლდეზე შეუჩერებლად იარეს.
ნანოსთვის ხელი მტკიცედ ჩაეკიდა და,
დაღლილსა და დაქანცულ გოგოს,სვლაში ეხმარებოდა.
მიუხედავად გზაში შეხვედრილი მანქანებისა,ნანოს თხოვნა იყო,რომ ფეხით აევლოთ...
ლაშაც არ გასძალიანებია,თითქოს,მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ უფლისაკენ მიმავალი გზა ფეხით გაელია...
დაღლა საგრძნობლად შეუმსუბუქდა,როცა,მწვერვალზე,სამების ეკლესია დალანდეს.
თითქოს ამჩატდაო,
სხეულში ენერგიის მოზღვავება იგრძნეს.
გამხნევებულებმაორმაგი ძალით შეუდგნენ უკანასკნელ აღმართს და,15 წუთის მერე,
აურაცხელ მომლოცველებთან ერთად ტაძარს წრეს უვლიდნენ მხურვალე ლოცვით.
მიხედავად იმისა, ლაშა ყოველთვის ფიქრობდა,რომ უფლისგან დავიწყებული იყო,
ახლა,მთელი მონდომებითა და რწმენით იმეორებდა გულში ლოცვებს.
ხოლო მაშინ,როცა,ტაძარში შევიდნენ და,ხატების წინ დადგნენ,
ლაშამ სისუსტე იგრძნო.
ფეხები მისდაუნებურად მოეკეცა და,
მაცხოვრის ხატის წინ,მუხლმოდრეკილი დაემხო.
ნანო მოულოდნელობისგან შეცბა,თუმცა,მალევე,ისიც ჩაიმუხლა და,თავჩახრილ,
ერთიანად მოდუნებულ ლაშას ხელი ჩასჭიდა.
წუთები წუთებს მისდევდა,წყვილი კი,
ხატების წინ მუხლმოდრეკილნი ლოცულობდნენ..
ლაშას სულში ქარიშხალი აბობოქრებულიყო.
მის ხელზე ჩაჭიდებული სუსტი თითები თითქოს წვავდა,შანთავდა.
მაგრამ,ვერც იშორებდა.
გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა ხორციელად..
თითქოს მთელი ორგანიზმი ლამობდა ამოგლეჯილიყო მისგან და,
გათავისუფლებულიყო,მაგრამ,არ ეთმობოდა სული..
ყბები ძლიერად დაეჭირა ერთმანეთზე და,სულის ფორიაქის მიუხედავად,ათასჯერ გაწყვეტილ ლოცვას ხელთავიდან,გაუთავებლად იმეორებდა.
სულთან ჭიდილი 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დაძაბულობისაგან ყველა ნაკვეთი სტკიოდა.
ეწვოდა და,მოგლეჯა სურდა კანის,
ვეღარ უძლებდა ტკივილს.
მხოლოდ მაშინ,როცა,ბეჭზე შეხება იგრძნო,მოეშვა.
მასზე ჩაჭიდებული ხელიც მოდუნდა..
ძალა მაქსიმალურად მოიკრიბა და,იქით მიბრუნდა,საიდანაც,შეხება იგრძნო.
გააჟრჟოლა.
თითქოს შეეშინდაო,გააცახცახა.
წინ სრულიად შავებში მოსილი,ახალგაზრდა,წვეროსანი ედგა.
მწვანე,ჭროღა თვალები ლაშას ლურჯისთვის მიებყრო და,თვალს არ აშორებდა.
აკანკალებული კიდურები მუხლებზე დააყრდნო და,წამოდგომა სცადა,თუმცა,ვერ შეძლო.
მისკენ მომზირალი გამჭოლი თვალები ადგილზე ალურსმავდა.
მზერას კი,ვერ არიდებდა.
უნდოდა მწველ თვალებს გაქცეოდა ,მაგრამ,
გახევებულიყო და,
ვერც ხმას იღებდა.
–ლაშა.–ხავერდოვანი,მოგუდული ხმა წამოვიდა შავებშიმოსილისგან.
გააკანკალა,სხეული ვერ დაიმორჩილა,შესამჩნევი გახდა უკვე მისი ათრთოლებული მხრები.
კითხვით სავსე მზერა მიაბყრო მწვანეთვალებას,კითხვა კი,ვერც კი დაუსვა.
–განთავისუფლდი,დროა!– მიუგო წვეროსანმა და,
მშვიდი ნაბიჯით გაეცალა.
მოეშვა.
სხეულმა ცახცაში შეწყვიტა.
ვენებში გაყინული სისხლის მიმოქცევა იგრძნო..
ღრმად ამოისუნთქა.
თავი ძალამოცემულმა წამოსწია და,
მაცხოვრის ხატს მზერა გაუსწორა.
–მაპატიე,უფალო!–ტანჯვაგამოვლილი,მოღლილი ხმით ამოილაპარაკა..
ემოციებისგან დაცლილი,ფრთხილად წამოიმართა..
სულში სიმშვიდესა და,ჰარმონიას დაესადგურებინა..
ეუცხოვა ეს განცდა,მაგრამ,ესიამოვნა სიწყნარე.
ღიმილით გახედა გაქვავებულსა და,აცრემლებულ ნანოს.
მტკიცეც ჩასჭიდა ხელი და,
განთავისუფლებული გავიდა ტაძრიდან.
სიტყვები ზედმეტი იყო..
ის რაც მოხდა,ამოუხსნელი იყო..
ეძება,მაგრამ,მწვანეთვალება შავოსანი ვეღარ დაინახა..
გული ჩასწყდა,მაგრამ,ჩათვალა,რომ ეს ასე იყო საჭირო.
ტაძრის ტერიტორია რომ დატოვეს,მზეს სხივები უკვე ჰორიზონტში ჩაესვენებინა.
სასტუმროს რომ მიუახლოვდნენ,ჩამოღამებულიყო.
უხმოდ შევიდნენ ნომერში,
ნომრიდან კი,აივანზე გავიდნენ.
საკმაოდ აცივებულიყო,
ჭილის სკამზე გადადებული პლედი ბეჭებზე მოახვია აბუზულ გოგოს და,მკერდზე მიიკრა.
–ჩემი მფარველი ანგელოზიხარ ნა..–თბილი ხმით ამოილაპარაკა და,გაბუსხულ ტუჩებზე ტკბილად აკოცა.
გათენებამდე,
მიხუტებულები,
გარინდებულები აკვირდებოდნენ სიჩუმეში ჩაკარგულ ღამეს და,
მის სინაზეში,
მზის პირველ სხივამდე,
განაბულიყვნენ..
___
მომენატრეთ,ტკბილებო.
ორი დღე დასაბმელი გავხდი..
როგორც იქნა,მოვჩი გამოცდებს და,დღეის შემდეგ,გპირდებით,აღარ დავიკარგები.
900 სიტყვისთვის მაპატიეთ,ფიზიკურად ვერ შემძელი მეტი და,
თუ ცოტა მშრალი თავი გამოვიდა,ეგეც მაპატიეთ.
მიყვარხართ და,მაბედნიერებთ.
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი მარიკუნაა♥️

მიყვარან!
მიყვარხარ შენც და მორჩა!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline წევრი tasusuna

მარიკუნაა♥️
მიყვარან!
მიყვარხარ შენც და მორჩა!
♥️

მარიკუნა ,საყვარელო,უღრმესი მადლობა
❤❤❤❤❤❤❤

 



№3 წევრი Tskrialashvili Mariami

პირველ რიგში წარმატებები გამოცდაში ♥

მეორე რიგში ასე რომ მახარებ დილით მადლობა შენ ^_^
არადა ღამე ველოდებოდი და ვერ მომისწრო დამეძინა :დდ
მაგრამ დილა კი კარგად დაიწყო

მშრალი თავიო რო ამბობ ალბათ იხუმრე ხოო? :/
მშრალი კი არა ეს თავი ფავორიტი თავია ჩემთვის
პატარა, მაგრამ სიყვარულით და ხალისით სავსე ♥ აი ნანოს გაბუტვებზე ხო ვიხალისე
ლაშა რა საყვარელია და საერთოდაც ეს ორი ზე საყვარლად კარგები არიან :*

ანასტასია
როგორ მიხარიხარ
მაბედნიერბ
მე'საუკეთესო'ები
მე'საოცრები
მე'შოკი'პიკი'პანიკები
მე'ღიმილ'მე'თბილ'მე'სიყვარულ'მე'ნიჭიერები ♥
დაწყებული დილა "ნაზია ღამეთი" მახარებს
და როგორი სიხარულით სავსე ვარ ♥
#სიხარულისფერიხარანასტასია ♥♥

 



№4  offline წევრი tasusuna

Tskrialashvili Mariami
პირველ რიგში წარმატებები გამოცდაში ♥

მეორე რიგში ასე რომ მახარებ დილით მადლობა შენ ^_^
არადა ღამე ველოდებოდი და ვერ მომისწრო დამეძინა :დდ
მაგრამ დილა კი კარგად დაიწყო

მშრალი თავიო რო ამბობ ალბათ იხუმრე ხოო? :/
მშრალი კი არა ეს თავი ფავორიტი თავია ჩემთვის
პატარა, მაგრამ სიყვარულით და ხალისით სავსე ♥ აი ნანოს გაბუტვებზე ხო ვიხალისე
ლაშა რა საყვარელია და საერთოდაც ეს ორი ზე საყვარლად კარგები არიან :*

ანასტასია
როგორ მიხარიხარ
მაბედნიერბ
მე'საუკეთესო'ები
მე'საოცრები
მე'შოკი'პიკი'პანიკები
მე'ღიმილ'მე'თბილ'მე'სიყვარულ'მე'ნიჭიერები ♥
დაწყებული დილა "ნაზია ღამეთი" მახარებს
და როგორი სიხარულით სავსე ვარ ♥
#სიხარულისფერიხარანასტასია ♥♥

ტკბილო, თბილო და საუკეთესოვ
❤❤❤❤❤❤❤❤
ძალიან ეგოისტივარ და ისე მეჩემები, ჩემი თავის მიკვირს
❤❤❤❤❤❤
მარტო ჩემი ხარ, არ მეთმობი სხვისთვის
❤❤❤❤❤❤
მიყვარხარ!!!

 



№5  offline მოდერი abezara98

რა მშრალი თავი, გადაირიე? blush ვაიმეე, როგორ მომეწონა და როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ heart_eyes ღმერთო, როგორ მახარებს ამ ორის ერთად ხილვა, ლაშას გათავისუფლება heart_eyes და ინტრიგნული კითხვა უცებ, დაახლოებით კი ვხვდები რაც ესიზმრა ნანოს, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია მჭირდება და ამიტომ გკითხავ, ასეთი რა დაესიზმრა ჩემს გოგოს? smiling_imp laughing ისეთი ბედნიერი თავი იყო, მეშინია ცუდი არაფერი მოუვიდეთ sob სულმოუთქმელად გელოდები და წარმატებები heart_eyes ხო, ეხლა არა - ახლაა სწორი ფორმა sweat_smile ვგიჟდები უკვე შენზე და გელოდები kissing_heart

 



№6  offline წევრი tasusuna

abezara98
რა მშრალი თავი, გადაირიე? blush ვაიმეე, როგორ მომეწონა და როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ heart_eyes ღმერთო, როგორ მახარებს ამ ორის ერთად ხილვა, ლაშას გათავისუფლება heart_eyes და ინტრიგნული კითხვა უცებ, დაახლოებით კი ვხვდები რაც ესიზმრა ნანოს, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია მჭირდება და ამიტომ გკითხავ, ასეთი რა დაესიზმრა ჩემს გოგოს? smiling_imp laughing ისეთი ბედნიერი თავი იყო, მეშინია ცუდი არაფერი მოუვიდეთ sob სულმოუთქმელად გელოდები და წარმატებები heart_eyes ხო, ეხლა არა - ახლაა სწორი ფორმა sweat_smile ვგიჟდები უკვე შენზე და გელოდები kissing_heart

ხომ ვერ მივეჩხიე ახლას რაა :დდდ
მადლობა ჩემო კარგო, შენი კომენტარები ყოველთვის მახარებს
❤❤❤❤❤❤❤
ჰო, სიზმარს შემდეგ თავში მოგიყვებით :დდ
მადლობა უღრმესი
❤❤❤❤❤❤❤

 



№7 წევრი mirandaa31

მშრალი? კარგი რაა. სულ ჟრუანტელდავლილმა ჩავიკითხე ეს თავი.. საოცრად გადმოსცემ გრძნობებს.. ლაშას მსგვსდ განვიცდი მეც ყველაფერს ❤️ რა კარგი ხარ ხომ არიცი ❤️ სულ რომ მახარებ ხოლმე ❤️ ველოდები ახალ თავს..
--------------------
ხელმოწერა

 



№8  offline წევრი tasusuna

mirandaa31
მშრალი? კარგი რაა. სულ ჟრუანტელდავლილმა ჩავიკითხე ეს თავი.. საოცრად გადმოსცემ გრძნობებს.. ლაშას მსგვსდ განვიცდი მეც ყველაფერს ❤️ რა კარგი ხარ ხომ არიცი ❤️ სულ რომ მახარებ ხოლმე ❤️ ველოდები ახალ თავს..

მირანდა, როგორ მიხარიხარ არც იცი
❤❤❤❤❤❤❤❤❤ მადლობას ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent