შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ღამე /3 (+16)


7-07-2018, 01:13
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 072

წითელი ღამე /3 (+16)

რუბრიკა *სანამ ისტორიის კითხვას დაიწყებთ*;
არ შემეძლო რომ ჩემი ემოციები არ გამომეხატა და ჩემი რუბრიკის გარეშე ამეტვირთა ისტორია!!
უბრალოდ,
ძალიან გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, როგორი მადლიერი და ბედნიერი ვარ,
ნამდვილად არ ველოდი ასეთ კომენტარებს!
შეძლებისდაგავარად, ყველა შეცდომას გამოვასწორებ.
რაც შეეხება თავის რაოდენობას,
მესამე თავი აღმოჩნდა ყველაზე პატარა რაც კი დამიწერია,
უბრალოდ აქ უნდა გამეწყვიტა, სხვანაირად არ გამოდიოდა.
შემდეგი თავები ბევრად დიდი იქნება!
და ჰო,მიშკას და მეგის ფოტოებს ვდებ (თუ ავტვირთე სწორად) და მაინტერესებს რას ფიქრობთ, არიან ისეთები როგორიც წარმოგედგინათ?
დიდი სიყვარულით უყვარხართ,
მარგო ტოკიოს!


თავი 3
დანიშნულების ადგილას მისული, რამდენიმე წამი გაშეშებული ვიდექი და ვფიქრობდი, „რას ვაკეთებ?“.
თავში იმდენი უაზრო თუ აზრიანი ფიქრი მიტრიალებდა, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რომ არ მომსვლია აზრად.
-„მანიაკია? იქნებ წითურებს იტაცებს? რომ მომკლას? გაუპატიურება რომ სცადოს? ორგანოები რომ ამომაცალოს და გაყიდოს? გამოსასყიდი რომ მოითხოვოს?“
არა, ჩემი გაუპატიურება, ან ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმეს განხორციელება რომ უნდოდეს, გუშინ ღამე გააკეთებდა, ისე რომ ვერავინ ვერ აიღებდა მასზე ეჭვს.

- შეწყვიტე, რა! - შემოვუძახე ჩემ თავს და კიბეები ავირბინე. ისე ავრბოდი, თითქოს ძაღლი მომდევდა. დიდი ალბათობით, მოზებლების აზრით მიწისძვრა იყო...
დასაკაკუნებლად მიტანილი ხელი სამჯერ წავიღე უკან. ბოლოს, მთელი ჩემი არსებული და არარსებული ძალები მოვიკრიბე და როგორც იქნა, ნაზად დავაკაკუნე. ისე ნაზად ვაკაკუნებდი, თითქოს კარის მოხიბვლას ვცდილობდი, ან უბრალოდ მინდოდა რომ ვერ გაეგოთ და სუფთა ნამუსიანი წავსულიყავი. მაგრამ ჩემი ფიქრები მალევე ჩაიყარა წყალში.
კარი ჩემთვის უცნობმა, მაღალმა და დამფრთხალ თვალებიანმა ბიჭმა გამიღო. კაკუნის გათვალისწინებით, აშკარად სხვა ვეგონე და შვებით ამოისუნთქა.
მოკლე თმები ჰქონდა, წარბი და ტუჩი გახეთქილი, ცხვირი აპრეხილი, მაგრამ ცოტათი კეხიანი. ეტყობოდა, ჩხუბის დროს ჰქონდა დაზიანებული.

- მეგი? - ისე საეჭვოდ მკითხა, ჩემ არსებობაში ეჭვი შემეპარა, ბოლოს პირადობის, მართვის და დაბადების მოწმობის ამოღება დავაპირე რომ გადამემოწმებინა, მართლა მეგი ვიყავი თუ არა.
მისი თვალებივით დამფრთხალი... არა, უფრო ქათამს რომ გაამზადებენ დასაკლავად და შველას ითხოვს, ისეთი სახით დავუქნიე თავი.
ხმას ვერ ვიღებდი დაბნეულობისგან, მაგრამ ჩემი გონება იგივეს არ განიცდიდა.
ყველა პოლიტიკური, რელიგიური, ზოგადსაკაცობრიო, ნათესავური თუ მეზობლური საკითხები წამში გადავწყვიტე.

ნელი ნაბიჯებით შევედი ოთახში და ორ თითქმის მომაკვდავ სხეულს, თვალებგაფართოვებულმა დავხედე. დივანის ერთ კუთხეს მიშკა ამშვენებდა, ჩემი „დამუშავებული“ ჭრილობა, სულ გახსნილი ჰქონდა და იმდენი სისხლი სდიოდა, ცოტაც და დაიცლებოდა. მეორე კუთხეში, უცნობი ბიჭი იწვა. ხელში იყო დაჭრილი, მაგრამ იმდენად ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა, როგორიც მიშკას. დაბნეულმა და გაფითრებულმა გადავხედე სამივეს. მაგრამ ოთახში შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის გოგო რომ შემოვიდა, ცოტა დავმშვიდდი და იმედი მომეცა.
მიშკასკენ წავედი.
- კიდე ერთხელ უნდა მიშველო, რა. - მითხრა ტკივილისგან დამანჭული სახით. ამჯერად სულ სხვანაირი ხმა ჰქონდა. ტელეფონში მოსაუბრე მიშკა, გუშინდელს ჰგავდა. - ლიკუნა ორივეს ვერ გვიშველის. - თავით შავგვრემანი გოგოსკენ მანიშნა.
- რომელი ექიმი მე ვარ..? - ვკითხე აღშფოთებულმა და დაბნეულობისგან აწურული ხელები ავამოძრავე. თმა უკან გადავიწიე და ჭრილობას დავხედე. ყველგან სისხლის წითელი ლაქები იყო. - ღმერთო... - ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- როდის უნდა დამთავრდეს? - ბუტბუტებდა შავგვრემანი და თან საჭირო სამედიცინო ნივთებს ეძებდა. - ამათ ხელში უკვე ქირურგი ვარ. - მითხრა და პატარა სამედიცინო ყუთი მომაწოდა. სადაც მხოლოდ სპირტი, ცოტა ბამბა, სახვევი და რაღაც გამაყუჩებლები იდო.
- ხელის დაბანა მინდა, - ვუთხარი გოგოს. ისიც სწრაფად მოეგო გონს და ხელით მანიშნა აბაზანისკენ. სწრაფად შევედი, ხელები კარგად დავიბანე, გავიმშრალე და იმის გაკეთება დავიწყე, რაც გუშინ გავაკეთე. პირველ რიგში, ჭრილობა სწრაფად მოვასუფთავე. ისე იყო გახსნილი, ამას უბრალო მოძრაობით ვერ შეძლებდა. ანუ იჩხუბა. ვცდილობდი სისხლდენა შემეჩერებინა. ვხედავდი ყოველი შეხებისას როგორ ეჭიმებოდა ხელზე და ყელზე ძარღვები, თუმცა არაფერს ამბობდა. სიმართლე გითხრათ, ის უფრო მაშინებდა რომ მას სტკიოდა.
ხელის კანკალით ვწმენდდი სისხლს. ის ხმას არ იღებდა.
- დამშვიდდი, - მითხრა ჩუმად და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოატარა. ბოლოს უღონოდ მიაგდო დივანზე და ღრმად ამოისუნთქა.
კიდევ აქეთ მამშვიდებდა...
სახვევი მაგრად დავიჭირე გადავუხვიე, ისედაც უნდა შემეცვალა ცოტა ხანში.
„ოპერაცია“ რომ დავასრულე, უღონოდ მივეგდე დივანზე, საზურგეზე თავი გადავაგდე და თვალი მეორე პაციენტისკენ გავაპარე, რომელიც იმაზე ჯუჯღუნებდა რომ მარჯვენა ხელით ვერც დაწერდა, ვერც მოწევდა, ვერც მანქანას ატარებდა. თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე და ახლა მიშკას შევხედე, გვერდულად.

რამოდენიმე წამი ასე ვიჯექი, ხმას არცერთი არ იღებდა. ის ბიჭი, კარი რომ გამიღო და დამფრთხალი თვალებით იყურებოდა, ოთახში შემოსასვლელ კართან იყო აყუდებული, ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს.
- მაინც მოვკლავ, - ისეთი ზიზღით თქვა მეორემ, ეგრევე მიხვდებოდი რომ უბრალოდ მუქარას არ ჰგავდა მისი სიტყვები. მარცხენა ხელით ეწეოდა და ამაზეც ნერვები ეშლებოდა, ისეთი სახე ჰქონდა.
- თითქმის მკვდრები არიან, აღარ არის საჭირო! - უთხრა კედელთან მდგომმა, ეს ხმა სულ არ გავდა იმ ხმას, ჩემ ვინაობას რომ მეკითხებოდა.
ახლა მას გავხედე დიდი ინტერესით, თითქოს მზერით უფრო მეტს გავიგებდი, ვიდრე სიტყვებით.
- რას ამბობ, ბიჭო?! - პირველი სიტყვებმა უფრო გააღიზიანა და ჭრილობა სულ არ გახსენებია, ისე წამოფრინდა ფეხზე. - ეგ ბოზები! ვერცერთი ვერ იცოცხლებს, თორნიკე და ცოტა აზრზე მოდი! - დაუყვირა პირველს, ანუ თორნიკეს! იმდენად იყო გამწარებული, ხელის ტკივილის აღარ ახსოვდა და ნება რომ მიგეცა, ახლავე წავიდოდა და ნებისმიერს მოკლავდა. ალბათ, ნორმალური ადამიანი რომ ვყოფილიყავი ძალიან შემეშინდებოდა და გულში ლოცვას დავიწყებდი, რომ აქედან რაიმე ძალას გავეყვანე. თუმცა არა! ჩემი ინტერესი უფრო და უფრო მძაფრდებოდა.
- დემეტრე, სხვა დროს... - დამახასიათებელი მშვიდი, აუღელვებელი ხმით ამოილაპარაკა მიშკამ და მზერით ანიშნა ორივეს, მოკეტეთო. მხოლოდ ახლა მიხვდა რომ მეც აქ ვიყავი და შავგვრემანი ლიკუნაც, რომლის სტატუსიც ჩემთვის ამოუცნობი იყო.
ანუ, ისეთი რამე იყო, არ უნდოდა რომ ჩვენ, ან მე გამეგო.
ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა.
ვითომ იმათ ეჩხუბეს, სიკვდილამდე რომ მიიყვანა მიშკა?
თუმცა ამას ფიქრიც არ უნდა, რა თქმა უნდა ის სანიკიძე იქნებოდა.
- შეწყვიტეთ რა! - გაიმეორა შავგვრემანმა, ამჯერად უფრო გაბედულად, - რამე საშინელება მოხდება ეგრე.
- ლიკუნა! - უთხრა მშვიდი ხმით დემეტრემ.
- რა არის, დემეტრე? არ დაიღალეთ? საზიზღრობაა უკვე! ყველაფერს აქვს დასასრული და ამ საზიზღრობას რატომ არ ასრულებთ? - ფეხზე წამოდგა და სამივეს გადახედა.
მე დაბნეული, ოჯახურ კონფლიქტში ჩაგდებული მეზობელივით ვაცეცებდი თვალებს და ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი. ან საერთოდ, რა მინდოდა აქ?
- მათი სიკვდილი დაასრულებს, ასე რომ შეწყვიტე პანიკა! - უთხრა დემეტრემ მშვიდი ხმით და ოთახიდან გაქცეულ ლიკუნას ფეხდაფეხ მიყვა. თორნიკე რომელიღაც ოთახში შევიდა და კარი მიკეტა.

მხოლოდ მე და მიშკა დავრჩით.

ვიჯექი სიჩუმეში და ჩემი ტვინის რაღაც ნაწილი, მხოლოდ ახლა დაფიქრდა იმ საკითხზე, რომ ვერ ვარ. რა მინდოდა აქ? სად გაქრა ჩემი თავმოყვარეობა, სიამაყე, პრინციპები..?
ჩემი გონება ორად არის გაყოფილი; ერთი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, თუ რა ჯანდაბა მინდა აქ. ხოლო მეორე, იმის გარკვევას ცდილობს, რა ამბებია ჩახლართული. თუმცა პასუხი არცერთს არ აქვს.
ამიტომ ჯობია რომ უბრალოდ გავჩერდე. ჩემი გონება რაღაც დროით გავთიშო და არაფერზე ვიფიქრო.
ვიჯექი მის გვერდით. თვალები დახრილი მქონდა, მხოლოდ მის შავ კედებს და ფეხებს ვუყურებდი. მომენტებში, ზემოთაც ავაპარებდი მზერას და წამში ვაწყდებოდი ჩაფიქრებულ მიშკას, სიგარეტით ხელში, რომელიც ნერვიულად ხლართავს ხელებს ერთმანეთში. თითქოს მისი ირონიული მზერა სადღაც გაქრა... ისე გაქრა, ვითომ არც არსებობდა. ჩემ წინ იჯდა ადამიანი, რომლის გამომეტყველებაც თითქმის უფერული, ან ღია ცისფერი იყო. არაფრის მთქმელი, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი, მაინც აღმოაჩენდი ტკივილის კვალს.

- მომისმინე... ჯობია, წავიდე. - ვუთხარი ჩუმად, იმდენად ჩუმად რომ მგონი ვერც გაიგო. არც შემოუხედავს, ერთ წერტილს უყურებდა და ალბათ, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა.
- იყავი, რა. - მითხრა და მზერა ჩემ თმაზე გადმოიტანა. ღრმად ამოისუნთქა და დივანის საზურგეს მიეყრდნო. ვიჯექით ჩუმად. ორივე ვგრძნობდით რომ ამ სახლში საშინლად დაძაბული აურა იყო. მძიმე ჰაერი, სევდიანი, ჩაბნელებული ოთახები. ძველი, მტვრიანი ანტიკვარი საგნები, უცნაური ნახატები და არეული ნივთები. თითქოს, მომწონდა კიდეც, მაგრამ ჰაერი იმდენად მიმძიმებდა სულს, როდის წავიდოდი აქედან, ერთი სული მქონდა. მიშკაც ხვდებოდა რომ აქ ვერ ვჩერდებოდი, ფეხზე წამოდგა და გამომყევიო მანიშნა. მე „მიშველე“ მზერით ვუყურებდი ნახატებს, იმ იმედით რომ გაცოცხლდებოდნენ და დამეხმარებოდნენ, თუმცა ამაოდ.
არ ვიცნობდი, მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი, მაგრამ ვენდობოდი.
რატომ?
ეს არ იყო მხოლოდ გარეგნობის გამო... სხვა მიზეზი იყო. ალბათ, ძალიან განსხვავებული და ღრმა მეჩვენა მისი შინაგანი სამყარო. ალბათ, მასში ის დავინახე, რაც სხვა ადამიანში არ შემიმჩნევია. ალბათ, იმდენად მომეწონა მისი კოცნა რომ ჩვენი ქორწილიც დავგეგმე.
არ ვიცი რატომ, როგორ, რისთვის, თუმცა ამ ყველაფრის ცოდნის გარეშეც, უბრალოდ მინდა.
არასდროს მომწონდა როცა ისეთ რამეს ვაკეთებდი, რასაც ვინანებდი, მაგრამ ჯანდაბას... ჩემი ცხოვრება ხომ ასეთი მდორეა, დაე ვინანო.



კიბეები ავიარეთ. ბოლო სართულზე რომ ავედით, ისიც გავიფიქრე, ჩემ მოკლვას ხომ არ აპირებსთქო, მაგრამ პატარა კარი გააღო და ჯერ მე შემატარა, შემდეგ თვითონ შემოვიდა. დიდი სახურავი იყო, თუმცა აივანს უფრო გავდა. ისეთი ლამაზი იყო, შემეძლო საცხოვრებლად გადმოვსულიყავი. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და მოწევა დავიწყე. იქვე ჩამოვჯექი, ფეხები გადაჯვარედინებულად დავიწყვე კაბის გამო და ჩემ პირდაპირ, ძლივს დამჯდარ სხეულს გადავხედე.
- სურვილები ხომ არ დაგავიწყდა? - ვკითხე და წარბები სასაცილოდ ავათამაშე. ზუსტად ის დრო იყო, ყველაფერი დეტალურად გამერკვია და შემდეგ ჩამერთო ჩემი გონება, რომელიც გადაწყვეტდა, იდიოტი ვიყავი თუ არა. ან უბრალოდ, სიმართლეს გავიგებდი და მორჩა.
- შენი სურვილებიც მე უნდა მახსოვდეს? - მკითხა და გამომცდელად ამათვალიერა. მე ჩავახველე, სიგარეტი გადავაგდე და პირველი სურვილის ჩამოყალიბება დავიწყე გონებაში.
- ესეიგი... პირველი სურვილი! უნდა მითხრა რა ხდება. - ვუთხარი დიდი ინტერესით, რომელსაც ჩემ თვალებში ნათლად გადააწყდებოდით.
- რავი, დაჭრილი ვარ, ახლა შენთან ერთად სახურავზე, შენ რაღაც სურვილებზე ლაპარაკობ და მეც იძულებული ვარ ავასრულო... - მხრები უდარდელად აიჩეჩა, თითქოს ზღაპრის დასასრულის მოყოლა ვთხოვე და არა სიმართლის თქმა. მხრები გაბრაზებულმა ჩამოვყარე.
- ეგ ისედაც ვიცი, ჭკვიანო.
- აბა ჩემი ლაპარაკის მანერა მოგწონს, ხმა თუ მაღალფრდოვანი სიტყვები? - ჩაეცინა.
ისე აგრძელებდა, თითქოს ვერ ხვდებოდა და კიდევ აქეთ მასულელებდა. - შემდეგი და ბოლო სურვილი დაგრჩა.
- ე, რატო? - წამოვიძახე გაბრაზებულმა. - პირველზე არ მიპასუხე, რა უსამართლობაა?!
- რომ მეკითხები რა ხდებაო, უნდა დააკონკრეტო რას გულისხმობ. მე ვიფიქრე, ახლა რა ხდება-მეთქი, ხოდა გიპასუხე, ანუ ერთი სურვილი შეგისრულე. - ჩამომიყალიბა მოკლედ, - გისმენ.
- ღმეთმანი! - წამოვიძახე ჯერ კიდევ შოკში მყოფმა, - მეღადავები?
- არაა...? - ეცინებოდა ჩემ რეაქციებზე.
- მეორე სურვილი! მინდა გავიგო ვინ იყვნენ ის ბიჭები, რატომ იჩხუბე დღეს და ამ ყველაფერთან მე რა შუაში ვარ?
- როცა სურვილებს ირჩევ, მაშინ უნდა დააკონკრეტო როგორი სახის სურვილები გინდა. შენ არ გითქვამს რომ ამ სურვილებში შედის მილიონი კითხვის დასმა, ამიტომ ერთი კითხვა ჩავთვალე. გიპასუხებ... ის ბიჭები იყვნენ უბრალოდ სი*რები, რომლებიც უკვე საავადმყოფოში იმყოფებიან, მომავალში მორგში გადასაყვანი პერსპექტივით. ხოლო, ბონუსად იმ კითხვაზეც დაგიმატებ პასუხს. რა მნიშვნელობა აქვს რა შუაში ხარ? უბრალოდ ხარ, მინდა რომ იყო და მორჩა. მგონი შენც გინდა. ჰო ასეა?!- ისე ჩამომიყალიბა სათქმელი, რამოდენიმე წუთი პირდაღებული ვუყურებდი, მართლა ის არის თუ ფარული კამერაა რამე და მეღადავებიან-მეთქი. ბოლოს ისე გადმომხედა, პასუხი თვითონაც იცოდა, უბრალოდ ზრდილობის გამო მეც მომცა უფლება ჩემი პოზიცია გაეგო.
- ფარული კამერაა, ხო? - ვკითხე თვალებდაწვრილებულმა.
- კი, თქვენ მოიგეთ უთო. - წამოიძახა ვითომ აღფრთოვანებით.
- მაგას გათამაშების დროს ამბობენ ხოლმე... - ჩავილაპარაკე სხვათაშორის.
- რა მნიშვნელობა აქვს? - მკითხა და მხრები აიჩეჩა.
- კარგი რა, მართლა არ მომიყვები? - ვკითხე სასოწარკვეთილმა და იმედგაცრუებულმა მხრები ჩამოვყარე. ჩემ ბავშვურ ქცევაზე გაეცინა. სიგარეტს მოუკიდა.
- ჯერ არა. - მითხრა ღიმილით. არადა, ვფიქრობდი, ავალაპარაკებთქო, მაგრამ ჩემ წამებას აგრძელებს.
- თუ არაფერს მეუბნები, ჯობია წავიდე. - ვუთხარი გაბრაზებულმა და ჩანთას ხელი დავავლე. წამოდგომას უშედეგოდ ვცდილობდი, ისედაც მოკლე კაბა, ზემოთ იწეოდა და ჩემით ისე ვერ ავდგებოდი, ტრუსით რომ არ ჩამეარა მის თვალწინ.
გამწარებულმა ამოვიოხრე და ადგილზე დავრჩი. ჩემი თავი ათასჯერ მაინც დავწყვლე, ფეხზე დგომა რომ მეზარება და ყველა თავისუფალ ადგილს, ჩემი უკანალი ამშვენებს.
- წადი, აბა. - მითხრა და გამხიარულებული წამში გადმოჯდა ჩემ გვერდით. - შენი თმა მომწონს, - ხელით თმის ძირებზე მომეფერა.
- ბევრს მოსწონს.
- მე განსაკუთრებით, - თავდაჯერებულ ტონს წამითაც არ კარგავდა. თმაში დაატარებდა ხელს... ცოტაც და დამეძინებოდა. ამიტომ არ მიყვარდა თმაზე რომ მეხებოდნენ, მაგრამ მას წინააღმდეგომას ვერ ვუწევდი. თავი მხარზე დავადე, თვალები დავხუჭე და მის სუნთქვას ყური დავუგდე. ჩემი სუნთქვაც კი გავაჩერე, მისი ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა რომ გამეგო.
თმებში ხლართავდა მის გრძელ, წვრილ თითებს და მეც უფრო და უფრო მერეოდა ძილი.
- რატომ მაძინებ? - ვკითხე გულუბრყვილოდ... ვადანაშაულებდი, არადა ჩემზე იყო დამოკიდებული დავეძინებინე თუ არა.
- იმიტომ რომ გეძინება. - მითხრა ჩუმი ხმით. ხმითაც კი ცდილობდა ჩემს დაძინებას.
- არ მეძინება. - გავიბრძოლე ბოლოჯერ. ბოლოს, ჩაძინებისას, მისი ტუჩების სიმხურვალე ვიგრძენი შუბლზე და გავითიშე.

თვალებდახუჭული, შავი ხაზების და წინწკლების ნაცვლად, მუქ წითელ ღამეს ვხედავდი... სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ან უბრალოდ, მინდოდა დამენახა, რომ ეს ძილი, უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამეხადა.




скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Nobodyelse

მოულოდნელად რომ გეღვიძება და ეს ისტორია გხვდება ყველაზე მაგარი გრძნობა ყოფილა.
ძალიან ძალიან მომწონს!
ღრმად, დალაგებულად და ემოციებით წერ, მგონია რომ იქ ვარ და ყველაზე მეტად ეს მომწონსს:))))

პერსონაჟების ფოტოები რომ ვნახე მივხვდი რომ ზუსტად ეგეთი შეიძლება იყოს მეგი და მიშკა)))
გელოდები!❤️

 



№2  offline წევრი ბიბი

გოგო ჯობია smiley ბიჭი უფრო მკაცრი იყო ჩემს წარმოდგენაში
დიდი სიამოვნებით გავლახავდი მიშკას მეგის ასეთი წვალებისთვის smiley
ძალიან კარგი ხარ.
წარმატებები შენ heart_eyes

 



№3  offline წევრი Margo Tokyo

Nobodyelse
მოულოდნელად რომ გეღვიძება და ეს ისტორია გხვდება ყველაზე მაგარი გრძნობა ყოფილა.
ძალიან ძალიან მომწონს!
ღრმად, დალაგებულად და ემოციებით წერ, მგონია რომ იქ ვარ და ყველაზე მეტად ეს მომწონსს:))))

პერსონაჟების ფოტოები რომ ვნახე მივხვდი რომ ზუსტად ეგეთი შეიძლება იყოს მეგი და მიშკა)))
გელოდები!❤️

მიხარია რომ ეგრე ფიქრობ და კიდევ უფრო მიხარია, მიშკას და მეგის ფოტოები რომ მოგწონს^^

ბიბი
გოგო ჯობია smiley ბიჭი უფრო მკაცრი იყო ჩემს წარმოდგენაში
დიდი სიამოვნებით გავლახავდი მიშკას მეგის ასეთი წვალებისთვის smiley
ძალიან კარგი ხარ.
წარმატებები შენ heart_eyes

აჰაჰ,
ჯერ სად ხარ რომ იცოდეეე! :D
დიდი მადლობა,ბიბი❤️❤️❤️

 



№4 წევრი mirandaa31

აუ რა ძალიან კარგიაა.. ბიჭს მეც ცოტა მკაცრს და რაღაც სხვა პროტოტიპს ველოდი, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ხარ ❤️ უჰ, მალე მინდა ახალიი თავიი
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline წევრი Margo Tokyo

mirandaa31
აუ რა ძალიან კარგიაა.. ბიჭს მეც ცოტა მკაცრს და რაღაც სხვა პროტოტიპს ველოდი, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ხარ ❤️ უჰ, მალე მინდა ახალიი თავიი

მადლობა! heart_eyes
მალე დაიდება ახალი,
ბევრად დიდი და ცეცხლი თავი! smiling_imp laughing

 



№6 სტუმარი სტუმარი უსახელო

ფოტოები კაია წარმოსახვას გვიადვილებს. ტექსტზე არქფერს ვამბობ (მომწონს ძაან)

 



№7  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი უსახელო
ფოტოები კაია წარმოსახვას გვიადვილებს. ტექსტზე არქფერს ვამბობ (მომწონს ძაან)

როგორ მახარებს ასეთი კომენტარები! heart_eyes <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent